გამოტროლბოტებული "ოცნება" და მოკაკაკნე "ნაცები" , ანუ დამნაშავე დაუსჯელი არც "ნაცი" მინდა, არც "ქოცი"!
font-large font-small
გამოტროლბოტებული "ოცნება" და მოკაკაკნე "ნაცები" , ანუ დამნაშავე დაუსჯელი არც "ნაცი" მინდა, არც "ქოცი"!
პროვოკატორის ბლოგი გურჯაანში თუ სადღაც მათი უმაღლესობა "ნაცმოძის" წევრებს საახალწლო ნაძვის ხეზე შავი ლენტები მიუკრავთ, აქაოდა, რა გეზეიმებათ, როცა ამდენი სოციალური პრობლემა არსებობს ქვეყანაში და თავზე ნაცრის წაყრის დროაო. აი, მაგათ აღარ ახსოვთ წაგებული ომი, ასობით დაკარგული სოფელი, მზეზე უპატრონოდ დაყრილ-დახოცილი ჯარისკაცები რომ იზეიმეს მის მერე, როცა სააკაშვილის უსაფრთხოება გარანტირებული იყო! ეს გამოტროლბოტებული "ოცნება" კიდევ ელოლიავება "მთავარ ოპოზიციურ ძალას" და მათი "საგმირო" საქმეების აღმსრულებლები კიდევ უფრო მჭიდროდ მიატმასნეს სკამებს!
პოლიტიკური ნიშნით არანაირად არ შეიძლება ადამიანი სამსახურში მიიღო ან იქიდან გამოაგდო, მაგრამ დამნაშავე დაუსჯელი არც "ნაცი" მინდა, არც "ქოცი"!

ის ცხრა და ეს შვიდი წელი რომ დავკარგეთ (და მარტო დავკარგეთ?!), სულ პოლიტიკოსების ბრალია, მე დავიბრალო თუ ბებიაჩემმა, რომლის ძვალიც აღარაა საფლავში? გამოთაყვანდა ეს პოლიტბეცი მრევლი, ხან ცოცხებს ატრიალებენ, ხანაც ბოქლომებს და ჩვენც შორიდან ვუყურებთ სანახაობას, სხვა რა ძალა გვაქვს? თან რა სამარცხვინოდ აცხადებენ ეს შეფარული "მიშისტები", ის ცხრა დაივიწყეთო, ახლებმა რა ქნეს, მაგათზე აგონ პასუხიო! აი, ამათთანაც ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ამათი დოყლაპიობა "ნაცმოძის" გაპრავების საშუალებას როგორ მომცემს? ახლახან, არ ვიცი, ზუსტია თუ მონაჩმახი, "ფეისბუკის" ადმინისტრაციამ სამთავრობო "ფეიკ-ნიუსი" და ანტიდასავლური ანგარიშები გამოავლინა და წაშალაო. წავშალეთ 39 ქართული "ფეისბუკ"-ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 "ინსტაგრამ" ანგარიში, რომლებიც ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაშიო, ამის შესახებ კომპანია "ფეიბუკის" ადმინისტრაციას უთქვამს. თანაც, "ფეისბუკსა" და "ინსტაგრამზე" რეკლამირებისთვის დაახლოებით 316.000 აშშ დოლარია დახარჯული. 442 300 "ფოლოვერი" ჰყოლია და 52 000 "ექაუნთი" ჰქონიათ ამ ჯგუფებს, ანუ გამოდის, რომ მთელი საქართველო "ონლაინში" ცხოვრებულა! მერე გვიკვირს, მოიკლო ძროხამ წველა, ღორის ხორცი იმპორტირებულია და ინდოეთიდან დიდი ოდენობით სიმინდია შემოტანილიო! აბა, გამობრძანდით ახლა ეს "მოფეისბუკე" "ექსპერტები", მენტორები და მითხარით, ვინ შექმნის პროდუქციას ქვეყანაში? თვალი გადავავლე ამ გასაუქმებელ სოცქსელებს და რა ნახა ჩემმა თვალებმა! "ქოცები" თავის ტროლებზე ხმას არ იღებენ და სანაცვლოდ "ნაცები" კაკანებენ, ბიძინას ტროლების ქარხანამ ჩაილურის წყალი დალიაო, კოკა ყანდიაშვილის და მისთანების შრომამ ტყუილად ჩაიარა და აწი რა ეშველებათო! ცალკე "ქოცები" გაჰკივიან დიდი ამბით, "ნაციონალი" ტროლები აჰყარა და გადაისროლა ცუკერბერგმა ციფრულ სანაგვეზეო!

ისე, ამ პოლიტიკოსებს რატომ უკვირთ, რომ "ტროლავენ"? ჩემს ბლოგზე იმდენი ინკოგნიტო მუქთახორა ბიჭობს და კაცობს (ქალობს კიდეც!), რომ სრულიადაც არ გამკვირვებია ბიძინას და მიშას თუ წაესეოდნენ ცრუანგარიშა ხალხი! ტროლ-ბოტები ისევ შექმნიან ესეთ გვერდებს და ჯგუფებს, მაგათ სხვა რა შეუძლიათ, მაგრამ იმას დაგეკითხებით, ვინც იმას გაიძახის, რომ ახალ წელს ყველასთვის ისე უნდა იყოს ჩაბნელებული ქვეყანა, როგორც მიცვალებულებისთვისო, ეგენი არიან ჯანმრთელად?! ნათელი ვისთვისაც არ იყო ეს ქვეყანა, ისინი დაეჩქარნენ იმ ქვეყნად წასვლას! ფერები, შუქი და სიხარული უნდათ ბავშვებს, თორემ მე არ გავვარდები ნაძვის ხეებთან! ვიდრე ცოცხლები ვართ, ყველაფერი სიკეთე გვინდა, თორემ გარდაცვლილთათვის ერთია ახლა ნაძვი და ღოლო, ცარიელა პური და საცივი! გურჯაანელ თუ სხვა "მუნიციპალურ ნაცებს" კიდევ უფლება რომ მისცე, მთელ საქართველოს შავში გახვევდნენ, სულსაც ამოხდიდნენ და გადაავსებდნენ საპატიმროებს ისევ თავიდან! წინასაახალწლოდ უფრო მეტი ვერაფერი მოიფიქრეს, რომ "ქოცებისთვის" გაემწარებინათ სიცოცხლე? მაკრახიძის შესახებ დაწერილი წიგნი მაინც გადაემრავლებინათ და დაერიგებინათ ხალხში ან სულაც, "ფეისბუკზე" გადაეტანათ ეგ და თალაკვაძის პოეზია! დამერწმუნეთ, ეგ უფრო დააბნელებდა საქართველოს ვირტუალურ ნაწილს, ვიდრე შავი ლენტები! და კიდევ, დავამატებ, ხაზარაძისეულ "ლელოს" განცხადება გამოუქვეყნებია, გვიხარია, ეს ტროლები რომ გააუქმესო! რა გაუხარდათ ნეტავ, ჰგონიათ, რომ "ფეისბუკზე" "მოწონებებით" გაიმარჯვებენ? ერთ ანდაზას გავიხსენებ, თხამ რომ მგლის სიკვდილი გაიგო და აკუნტრუშებულს მიაძახა მეორემ, განა სამგლეთი დაიქცაო? ანუ წაშალეს "ტროლები" და ისევ მოვლენ, მამუკა, ისევ მოვლენ ის შავი კაცებია თუ "ფეისები"...

პ.ს. წლის ბოლო, შემაჯამებელი პროვოკაცია სხვანაირად მინდოდა დამეწერა, მაგრამ ეგ იანვრის დასაწყისისთვის გადავდე. სხვა თუ არაფერი, მეორე ახალი წელიც მოვა, თან 2 კვირაში! უბრალოდ, იმას ვკითხულობ, იმ ხალხს პატრონი თუ ჰყავს, ტელევიზიებისა და პროპაგანდისტული ორგანიზაციების ლოგოები რომ უყენიათ პროფილის ფოტოებად? ძალიან მეეჭვება და მედარდება...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი