ისე არ მომკლას კორონამ, რომ გუბაზი ვერ ვიხილო მილიონერთა რიგში, მერაბიშვილი - კამაზის დილერად და მღვდლები უჯიპოდ!
font-large font-small
ისე არ მომკლას კორონამ, რომ გუბაზი ვერ ვიხილო მილიონერთა რიგში, მერაბიშვილი - კამაზის დილერად და მღვდლები უჯიპოდ!
პროვოკატორის ბლოგი

აჰა, მოგვეცა შიშის საფუძველი! გვიხაროდეს, კორონა ჩვენთანაა და სანერვიულოც გვაქვს: სააფთიაქო ბიზნესი აყვავდება, მყარი ფსიქიკა შეგვერყევა, ოლიგარქს დავწყევლით, მიშას ვაქებთ და ვადიდებთ, რამეთუ მიშას დროს რომელი ვირუსი შემობედავდა საქართველოს საზღვრის აქეთ ფეხის გადმობიჯებას?

აქტიური გახდა სახუმარო განცხადებები, მათ შორის ისეთიც, ძალიან უკბილო ან წვერიანი რომაა. მაგალითად, ითხოვენ პირბადეში ბინების გადაცვლას, მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგენას, მიშას ციხეში ჩასმას ან დაბრუნებას, შევარდნაძის გადადგომასა და გახარიას თვალთა თხრასაც კი! მე კიდევ ჩემი სადარდებელი მაქვს.
ისე არ მომკლას კორონამ, რომ გუბაზი ვერ ვიხილო მილიონერთა რიგში, ვანო მერაბიშვილი - კამაზის ოფიციალურ დილერად საქართველოში და მღვდლები უჯიპოდ!

ისე, ძალიან სასაცილო სიტუაცია გვექმნება სატირალის დროს, ამას თუ აკვირდებით, მკითხველებო? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "წითელი" აგვენთოო და ამ დროს რომელიღაც საავადმყოფოს ფოიეში ჟურნალისტებმა ვიღაც სიცხიანი
თუ ნასიცხარი ირანელი გამოიჭირეს, იკეკლუცა ბიჭმა მიკროფონებთან, კაათ ვარ, კაათო და ამ დროს ვიღაც მედიკოსი პირბადის გარეშე ებრდღვნა ამ შაჰაბასას, - შედი, ბიჭო, საიდანაც გამობრძანდიო! აი, გმირობა ესაა! იმასაც ვიტყვი, რომ ტყუილად ვეკამათებოდი ისტორიის მასწავლებელს მაია წყნეთელსა და სხვა გმირ ქალებზე, მაგდენს ვერ იზამდნენ-მეთქი! გამოვიდეს ახლა ბევრი ვაჟკაცი და ეტაკოს ასე საეჭვო მდგომარეობის პაციენტს, თუ ბიჭია! მე თუ მკითხავთ, მამალი მგლების გალიასა და თვით "ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისში უფრო თამამად შევალ, ვიდრე საავადმყოფოში ასეთ დროს. გაბედულად მაინც შევალ "ნაცებთან" და ვეტყვი, მიშა არ ჩამოვა და ამდენ ოცნებას თვით "ოცნების" ხალხი არ მისცემია და თქვენ რა გადაჭარბებული გუბაზი კი არა და, გადაჭარბებული ოპტიმიზმი დაგემართათ? გგონიათ, პოლონეთში გაფრენილი ვანო მერაბიშვილი ჩამოგიტანთ ახალ იმედებს და მიშას სიბრძნეებს?! ვერ ჩამოგიტანთ, ხალხო, ვერა და ამიტომ, დაანებეთ თავი დემაგოგიას, თუნდაც იმგვარს, ვიღაც გორელ "ნაციონალს" რომ უბრძანებია, გადადგეს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების გამოო! არ იცის ნეტავ ამ გორელმა, მთავრობა ეგრე ადვილად რომ არ წავა? ეგ კი არა, როგორც მაცნობეს, ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე არ მიდიოდნენ უხეიროდ და კიდევ ვინ იცის, რამდენი სხვა ჩინიანი თუ უჩინო ბღუჯავდა საბღუჯავს!

არის თქვენ გარშემო ვინმე ისეთი, ვინც არ იცის, რამდენად საშიშია ვირუსული ინფექცია ან ის, რამდენად მოფამფალებულია ჯანდაცვის სისტემა?! კი ვიცით, მაგრამ "ნიკავიზიას" მაინც ახალი სიძველე აღმოუჩენია და ინფექციურის პრობლემებზე მოდელირებულად თუ ინტერპრეტირებულად უსაუბრია, რის გამოც ეზუგბაიამ პრესკონფერენციაზე მოითხოვა "მთავრელებისგან" საინფორმაციო ველის დატოვება, თუმცა "მიშასკვეთების" ხალხს ეს უნდოდა და არა ის, რომ დამამშვიდებელი ინფორმაცია გაევრცელებინა! ადამიანურად კი ვუგებ ეზუგბაიას, მაგრამ სტრატეგიულად ვერა! ეთქვა სათქმელი, მერე მექოთნეებისა და ქოთნის ყურის გამობმის არ იყოს, საიდანაც უნდოდათ, სათქმელს მაინც თავის ნებაზე იტყოდნენ! თუ "მთავარს" ძალიან უნდოდა, თავის მხრივ ინფორმაციის გავრცელება, სხვა არხებიდან წაიღებდა და ეგ იქნებოდა კონფლიქტის ამოწურვა, თუმცა, სანამ კორონა მოგვიღებს ბოლოს, მანამდე სჯობს ერთმანეთს დავუხეთქოთ გულები, სად გვყავს ჩვენ ვირუსის მოსაკლავი ხალხი?!

პ.ს. კორონავირუსის გამო ჭიათურაში დაწყებული ინდუსტრიული კრიზისი არავის ადარდებს, მაგრამ ჟურნალისტებო, გირჩევთ, ჩახვიდეთ ჭიათურაში, იქ სასუნთქი გზები ისეთი იმუნიტეტით არის გაძლიერებული, რომ მძიმე მეტალებიც ვერაფერს აკლებს ხალხს და თქვენც დაცულად იქნებით, ვიღაც მიკროფონთან იკეკლუცებს და ამასობაში გაზაფხულიც მოვა!


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2537 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი