რატომ სჯობია სააკაშვილის ყურებას გახარიას ყურება?
font-large font-small
რატომ სჯობია სააკაშვილის ყურებას გახარიას ყურება?
პროვოკატორის ბლოგი

მოდის ივნისი და უკვე ვფიქრობ, როგორ უნდა გადაიხადოს ხალხმა სამი თვით "ნაპატიები" კრედიტები? ეგებ და ვინმემ შესძახოს ჩვენს "ქველმოქმედ" და "ჰუმანიზმით" გაჟღენთილ საბანკო სისტემას, რომ კიდევ გადასწიონ სესხების გადახდის ვადა, რადგან ჯერ არ გაუქმებულა საგანგებო სიტუაცია და აბა, საიდან შეძლოს წელში გაწყვეტილმა ხალხმა გადასახადების გადახდა? წყალი, დენი და გაზი, კი ბატონო, არ ვართ უმადურები, მაგრამ ეს ბანკის ვალები არის თავსატეხი, თელასს და საქენერგოს კიდევ მოუვლის როგორმე ხალხი!

თუ არ გადაწყვიტეთ, იცოდეთ, უკრაინის "იმედი" დაგცინებთ - სამი მილიონი კაცისთვის ვერ მოგივლიათ, მე კიდევ, ევროპის უდიდესი სახელმწიფოს რაღაცის საბჭოს მდივნად დამნიშნესო. ეს რაღაც საბჭო საკმაოდ წარმომადგენლობითი ყოფილა და თუ ვინმე შეიძლება იყოს იქ, ყველაა, მაგრაააამ! მაგრამ მთავარი მაინც სააკაშვილია, ზელენსკის რჩეული! დიახაც, ჭორვილელმა განაგდო აქედან ეს მსოფლიო დონის რეფორმატორი, ქარბორბალა და მოუსვენარი წარმატების ფორმულა კაცი! ახლა უკრაინელები უახლოეს მომავალში ცას ასწვდებიან წარმატებით და ჩვენ ისევ წელში მოხრილები უნდა მივაცქერდეთ გახარიას! ისე, არც ვმალავ და გახარიას ცქერა სჯობს მიშასას. რატომო, თუ მკითხავთ, არც გიპასუხებთ, რადგან ყველა მცირეწლოვანი ბავშვი ახლა კითხვაზე, რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდეო? ერთხმად გიპასუხებენ - გახარიაო.

აი, მე რაღას გავიზრდები, თორემ "პროვოკატორობას" გახარიობა მირჩევნია. ჯერ როგორ ჩაგიკრავდით თვალს, მერე რა მიმიკები მექნებოდა, რამდენი ქალის გულს დავიპყრობდი... ეჰ, ამდენი ოცნება არ შეიძლება და ისევ პროვოკატორობას მივაწვები!

ცაგარელის წინასწარმეტყველებით გადარეულ მოსახლეობას "ფეისბუკით" კიდევ ახალი საშინელებათა კასკადი დაემატა დაახლოებით ასეთი შინაარსით: ვიღაც ემიგრანტი სწერს თავის ნათესავს, რომ მისი მოსავლელი ბაბუის ცოლის ძმისწულის გარებიძაშვილი მუშაობს პენტაგონში და მას უთქვამს, რომ არავითარი "კოვიდ 19" არ არსებობს, უბრალოდ, მსოფლიო მასონები ცდილობენ სამყაროს გადაგვარებას. ამისთვის მოიგონეს კორონავირუსის ლეგენდა, მერე ვითომც ტემპერატურის გასინჯვა დაიწყეს "თერმოსკრინინგის" სახელით და იმ დისტანციური თერმომეტრით თურმე ადამიანის ტვინში შედის სატანის კოდი სამი 6-იანის სახით და იბეჭდება უნიკალურ შტრიხკოდად "აზროვნების მენდალზე". ამას ემსახურება ილონ მასკის "ტარელკებიც", რომელიც კოსმოსიდან მაინც მოგვძებნის "გაუშტრიხავებს" და დაგვჩიპავენ! ოღონდ რატომ გვჩიპავენ ან გვშტრიხგვკოდავენ, ეს ვერ ახსნა ვერავინ ჯერ! ისევ ცაგარელს თუ დავუბრუნდებით, ის გვეტყვის ალბათ, რომ ასე დაზომბებული ადამიანები იოლად სამართავები ვიქნებით და როცა მარსიდან ჩამობრძანდებიან უცხოპლანეტელები, ჩვენს წილ დედამიწას დაიპყრობენ! აი, ცაგარელო, შენ გაგიქრა ეგ თავი, მარსიდან თუ ვინმე ჩამოვიდა, რად მინდა მერე ჩიპი და შტრიხკოდი, ისედაც გამისკდება ეს სათუთი გული და დარჩებათ უომრად აქაურობა! წარმოდგენაც არ მინდა, როგორ მობაჯბაჯდება ვიღაც მარსიანელი წლის ბოლოს ჩემს სახლთან და ინფრაწითელი თუ ულტრაიისფერი სხივებით დამიწერს კედელზე "მანე, თეკელ, ფარეზ" (მგონი, სწორად მახსოვს ეს ავის მომასწავებელი სიტყვების "თაიგული")! ისე, მაინც რა ყოჩაღია ეს ცაგარელი, წლის ბოლოს თუ არა, 2021 წელში გარდაუვალია უცხოპლანეტელთა ჩამოსვლაო და თუ არ ჩამოვიდნენ ეგენი, მომიტევეთ, მკითხველო, მაგასაც უნდა დავცინო გაისად ამ დროს და ყველა იმ ადამიანსაც, ვისაც სჯერა ეგ ან კიდევ ის, რომ რადგან უნიკალური ვართ ნებისმიერი ჩვენგანი, აუცილებლად უნდა მოგვტაცონ ღირებულებები თუ განსაკუთრებულობანი!

პ.ს. ორი "შინ დარჩენილი" ლაპარაკობს ნარკოტიკებზე. ერთი ამბობს, რომ ყველაზე მაგარი ნარკოტიკი უნიტაზია, რადგან მასზე ჯდება ყველა. მეორე კი ფიქრობს, "შინ დარჩენამ" ბევრი იმდენად დააავადა, რომ გამყრელიძე-ცერცვაძის ბადალი ფსიქიატრები დაგვჭირდება მალე...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი