ზღვარზე (XII ნაწილი) - გზაპრესი

ზღვარზე (XII ნაწილი)

რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ ერთმანეთის გარეშე. ზაფხულში თურქეთში გავემგზავრე და იქ გავატარე ცხელი დღეები. ნური-ბეის სასტუმროში ჩემი ნომერი მქონდა, უფასო სადილ-ვახშამიც. საიდიც თან მყვებოდა. რამდენიმე დღე პარიზსა და რომშიც ექსკურსია მომიწყო...

საიდთან სექსუალური ურთიერთობის სურვილი არასოდეს მქონია და არ ვიცი, როგორ დავთანხმდი ინტიმზე... შეიძლება იმიტომაც, რომ იმ დღეს ბევრი დავლიე და უფრო მეტიც, რაღაც ბალახიც მოვწიე, რომელიც საიდმა დამაძალა, როცა არაბულ ღამის კლუბში დამპატიჟა და უჩვეულო გარემოში მართლაც საოცარი დრო გამატარებინა: ჩვენთვის მუცლის ცეკვას ულამაზესი გოგონები ასრულებდნენ და იმ დროს რატომღაც ჩემი ლესბოსელი მეგობრის - ანა ჩაფიძის მონატრება ვიგრძენი, რომელიც ერთხელაც არ შემხმიანებია მას შემდეგ, რაც საქართველოდან გავამგზავრე. ერთ-ერთი მოცეკვავე სწორედ მას მივამსგავსე და მარტო რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, მისთვის ინტიმიც შემეთავაზებინა, მაგრამ საიდთან ამას ვერ გავბედავდი, არ მინდოდა, ჩემი გაუკუღმართებული სექსუალური ფანტაზიებისა და მისწრაფებების შესახებ სცოდნოდა. ის ლევანზე მეტი აზიატი იყო და მასავით ადვილად არ მაპატიებდა განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას...

- მოსწიე და ნახავ, რა საოცარ ენერგიას შეგმატებს! - საიდმა აღმოსავლური ნარგილე დამიდგა წინ.

- არა, არასოდეს გამისინჯავს და მეშინია ცუდად არ გავხდე! - უარის თქმა დავაპირე, მაგრამ არ გამივიდა:

- ეს ნარკოტიკი არ არის, რომ ცუდად იმოქმედოს ან დამოკიდებულება გაგიჩინოს. უბრალოდ, გამხიარულდები და ცუდი ყველაფერი დაგავიწყდება, მოგეჩვენება, რომ უბ¬ედნიერესი და სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანი ხარ...

დავუჯერე და თითქოს მართლა ყველაფერი ცუდი წაიშალა ჩემი გულიდან და გონებიდან. მეცინებოდა და დარწმუნებული ვიყავი, თუ მოვინდომებდი, ფრენას შევძლებდი...

საიდს სექსი თვითონ შევთავაზე:

- მოფერება მინდა და იცოდე, კაცს ვიქირავებ, თუ შენ არ გააკეთებ ამას! - ვუთხარი გამომწვევად და საიდი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ჩემთან სიახლოვეს, უარს როგორ მეტყოდა?

...სასტუმროს ნომერში განვმარტოვდით და არც კი ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩვენი ველური სექსი... ახლა რომ ვიხსენებ, ვხვდები, ეს არ იყო ჯანსაღი და ჩვეულებრივი ურთიერთობა. იმ ბალახით გამოწვეული ჰალუცინაცია და მოზღვავებული ენერგია აგიჟებდა სისხლს და ახელებდა ვნებას...

დილით თავის საშინელმა ტკი¬ვილმა გამაღვიძა. ტახტზე დედიშობილა ვეგდე და საიდიც შიშველი იწვა... წამოვდექი, რომ სააბაზანოში შევსულიყავი და მომხდარით გამოწვეული ჭუჭყის შეგრძნება როგორმე მომეშორებინა.

თავბრუ დამეხვა და წავბარბაცდი, საწოლს შევეჯახე. საიდს გაეღვიძა და მაშინვე მიხვდა, რაც მჭირდა:

- რადგან პირველად მოსწიე, გაგიჭირდება ასე ადვილად "გამოძრომა", თუ დოპინგი არ მიიღე.

- რა დოპინგი?

გადაიხარა და იატაკზე დაყრილი ტანსაცმლის გროვიდან, თავისი შარვალი მოძებნა. ვერცხლის ძველებური პორტსიგარიდან აშკარად ხელით შეხვეული მოსაწევი ამოიღო, მოუკიდა. ჯერ თავად დაარტყა გრძელი ნაფაზი და მერე მე მომაწოდა:

- უცებ მოგიხსნის თავბრუხვევას...

- ნარკოტიკზე გინდა შემსვა? - ნაწყენმა უარის თქმა დავაპირე.

- ეგრე ცუდად მიცნობ? - ეწყინა საიდს. - რაში მჭირდება შენი გაუბედურება. ბოლოს და ბოლოს, ჩემს ბიზნესს აკეთებ და საკუთარი ხელით გამოვიჭრი ყელს? არ გაგიგია, რომ შხამს შხამითვე ებრძვიან. მოსწიე, ძალას შეგმატებს და მერე ისეთ წვნიანს მოგართმევ, ყველა უსიამოვნო შეგრძნებას მოგიხსნის...

სხვა რა გზა მქონდა და დავუჯერე. ათიოდე წუთში მართლა `გამოვიხედე თვალებში~.

- შეტრიალდი, უნდა ავდგე! - ვუთხარი საიდს, რადგან მართლა მერიდებოდა და არ მინდოდა, დედიშობილა დავენახე.

- კარგი, რა, ჩემი გერიდება?

- შეტრიალდი! - შევაწყვეტინე უხეშად. - თუ სიმართლე გაინტერესებს, ვნანობ მომხდარს, მაგრამ ასე მგონია, ის ძუკნა, სექსზე გადარეული წუხელ რომ ვერ ჩერდებოდა, მე არ ვყოფილვარ...

- ცუდია, თუ არანაირი სიამოვნება არ მიგიღია. მე კი მართლა ვისიამოვნე, რადგან მაგარი ქალი ხარ!

- შეტრიალდი! - კიდევ უფრო კატეგორიულად მოვთხოვე და ამჯერად დამემორჩილა.

აბაზანამ უკეთ გამხადა. რომ გამოვედი, საიდი წამოდგა, რომ მასაც გადაევლო წყალი და ჩემგან განსხვავებით, სულაც არ გასჩენია სურვილი ინტიმური ადგილები დაეფარა და მომრიდებოდა, რის შემდეგაც კიდევ მეტად ვინანე მომხდარი.

შენიშვნის მიცემას აზრი არ ჰქონდა...

უკვე ჩაცმული ვიყავი, ბანაობას რომ მორჩა:

- რა გეჩქარებოდა, კიდევ ერთხელ მოვფერებოდით ერთმანეთს! - ვერ დამალა გუ¬ლისწყვეტა.

- ეს აღარასოდეს მოხდება და განმეორდება ჩვენ შორის, საიდ! - გავიმკაცრე ხმა.

- არ მოგეწონა და უკეთესი კაცები გინახავს? - მხოლოდ ეს ეწყინა მამრს...

- არ ვაპირებ ჩემი ინტიმური ცხოვრების შენთან განხილვას და ახლა მხოლოდ ის მახსოვს, რომ წუხელ თავის დაცვა არც ერთს არ გაგვხსენებია.

- შიდსი ნამდვილად არ მჭირს! - უდარდელად აიჩეჩა მხრები.

- ეგ არც მიფიქრია, მაგრამ ხომ შეიძლება, დავორსულდე და აბორტის გაკეთების თავი აღარა მაქვს...

- ამიტომ ვერ ვიტან ევროპელ ქალებს! - გაღიზიანდა საიდი. - როგორ შეგიძლიათ აბორტზე ფიქრი. - ეგ ხომ მკვლელობაა, თან, საკუთარი შვილის!

- აბა, რა ვქნათ, რამდენი შემთხვევითი კავშირის შემდეგ დავორსულდებით, იმდენი ნაბიჭვარი გავაჩინოთ?!

- კარგი, რა, ნია, ღმერთი არ გწამს? - შეშინებულმა შემომხედა კაცმა. - ბავშვი ღმერთის საჩუქარია, თუ დაორსულდები და არ გენდომება შვილი, მე მომეცი!

- დაბოლილმა რომ გამჟიმა ჩემმა ქმარმა, ამიტომ, გაჩნდა ჩემი პირველი შვილი ავადმყოფი და მისმა სიკვდილმა დამინგრია ფსიქიკა. როგორ ფიქრობ, იმავე შეცდომას გავიმეორებ და კიდევ ერთ საცოდავ არსებას გავაჩენ ტანჯვისთვის?!

- ჩვენ ნარკოტიკი არ მიგვიღია! - ისევ სცადა საიდმა ჩემი გადარწმუნება, მაგრამ უხეშად შევაწყვეტინე:

- მერწმუნე, საღ ჭკუაზე და გონებაზე მყოფი არასოდეს დავუშვებდი შენთან სექსს.

ამის შემდეგ, უცებ გადავწყვიტე თბილისში დაბრუნება, აღარ მინდოდა, საიდის გვერდით დარჩენა. მართლა ვნანობდი მომხდარს, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დიდი ხნის ნატვრა აისრულა, განგებ გამაბრუა და გამაუპატიურა, რაშიც თავად შევუწყვე ხელი საკუთარი უტვინობით და ამიტომ საკუთარ თავს უფრო ვერ ვიტანდი... ნეტავ, ოდესმე თუ ვისწავლი ჭკუას?! - ჩემთვის ვფიქრობდი.

...სახლში შევედი თუ არა, მაშინვე მომახალა ნატომ ლევანის ამბავი, - ორმხრივ სროლაში მოყოლილა და თითქმის მთელი თვე წოლილა უკვე საავადმყოფოში. რამდენიმე დღე უგონოდაც ყოფილა და როგორც კი რეალობას დაჰბრუნებია, მაშინვე მეგობარი გამოუგზავნია ჩემთან წერილით, რადგან ტელეფონზე ვერ მიკავშირდებოდა: "არ მინდა, შენ უნახავად მოვკვდე. მიუხედავად იმისა, რომ შენთვის არაფერი დამიშავებია, მაინც შენდობას გთხოვ ყველაფრისთვის, თუ რამე გაწყენინე და იქნებ მინახულო!"

თურქეთში იქაური ნომერი მქონდა აღებული, რომელიც ნატომაც კი არ იცოდა და ამიტომ ვერც ლევანი დამიკავშირდებოდა, თორემ რომ გამეგო, მომაკვდავი იწვა, არც ისეთი გულქვა ვარ, მაშინვე არ შემეწყვიტა დასვენება და მასთან არ გამოვქცეულიყავი...

არც დამისვენია. წყალი გადავივლე მხოლოდ, ყავა დავლიე და საავადმყოფოში გავვარდი...

ლევანი უკეთ იყო, მაგრამ ექიმები ადგომის ნებას მაინც არ აძლევდნენ. პალატაში ორი მამაკაცი დამხვდა. ერთს ვიცნობდი, მეგობარი იყო მისი. სალამი ვთქვი და მათ წინაშეც ვიმართლე თავი:

- არაფერი ვიცოდი, თორემ ამდენ ხანს როგორ არ გნახავდი?

- მითხრეს, რომ თურქეთში იყავი და ტელეფონის ნომერი ნატოსთვისაც არ შეგიტყობინებია, მაგრამ არ ვიჯერებდი. მეგონა, სამუდამოდ უარი თქვი ჩემზე! - ლევანმაც მოურიდებლად გაამჟღავნა თავისი შიში და მამაკაცებმა მარტო დაგვტოვეს.

- არც ისეთი უნამუსო ვარ, რომ მომაკვდავი არ მენახე... თან, უნდა ვაღიარო, რომ შენზე ახლობელი ადამიანი არც მყავს ამჯერად ვინმე... რა მოხდა?

- ნარკოტიკის დიდი პარტია ამოვიღეთ და რომ არ ველოდებოდით, მაშინ გაგვიწია წინააღმდეგობა კრიმინალების ბანდამ. მილიმეტრებში ასცდა ერთი ტყვია გულს და სანამ გონებას დავკარგავდი, შენ გამახსენდი, არც შვილები და მით უმეტეს, - ცოლი. მხოლოდ შენ გამო არ მინდოდა, ნია, სიკვდილი... ნეტავ, ოდესმე მიხვდები, როგორ მიყვარხარ?!

ამას რომ ამბობდა, ისეთი გულწრფელი იყო ლევანი, შეკამათება უნამუსობა იქნებოდა და მაშინვე დავეთანხმე:

- ვიცი და მაპატიე, თუ ვერასოდეს დავაფასე შენი ერთგულება და სიყვარული...

გაგრძელება