ზღვარზე (XVII ნაწილი) - გზაპრესი

ზღვარზე (XVII ნაწილი)

- დამეხმარები?

- სიამოვნებით. ხვალვე მიგიყვან ჩემს ფსიქოლოგთან და შიდსის ცენტრშიც.

- ღირს კი ასეთი სიცოცხლე? - ეჭვით შევხედე კაცს.

- სიკვდილს მაინც ყველაფერი ჯობს, ალბათ! - აიჩეჩა მხრები...

მე და ბექა საერთო გაჭირვებამ დაგვაახლოვა და განუყრელ მეგობრებად გვაქცია. რომ ვუყურებდი, რა მამაცურად აგრძელებდა ცხოვრებას, იმედი გამიჩნდა, რომ შეიძლებოდა, ყველაფრის თავიდან დაწყება...

სახლშიც ხშირად ვეპატიჟებოდი. მოსწონდა ნატოს მომზადებული სადილ-ვახშამი და ეხუმრებოდა კიდეც, ოდესმე თუ სამსახურიდან დავითხოვდი, თავისთან წაიყვანდა და უმუშევარს არ დატოვებდა. ბაზრიდანაც კი თვითონ ეზიდებოდა პროდუქტს და ისე გამოვიდა, რომ ლამის ერთ ოჯახად დავიწყეთ ცხოვრება. ნატო კარგა ხანს ვერ მიბედავდა კითხვას, რომ გაეგო, რა ურთიერთობა გვქონდა მე და ბექას, მაგრამ ერთხელ მაინც უღალატა ნებისყოფამ და შეფარვით სცადა თავისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება:

- ლევანი რატომ აღარ მოდის, დაშორდით?

- ჰო, ნატო, ვიკამათეთ და მივხვდით, რომ არ ღირს ჩვენი ურთიერთობა...

- ბექას გამო დაშორდი ლევანს?

- ბექა ჩემი მეგობარია და მეტი არაფერი... გთხოვ, ნუ შეეცდები სულში ჩამიძვრე. ხომ იცი, რაც საჭიროა, ისედაც ყველაფერს გეტყვი და ზედმეტი კითხვებით მხოლოდ გამაღიზიანებ და მაწყენინებ...

- ბოდიში... ბოდიში, ბატონო! - უცებ შეტრიალდა ნატო. მივხვდი, ვაწყენინე, მაგრამ ბოდიშის მოხდა არც მიფიქრია. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი და მათ შორის, ჩემმა შინამოსამსახურემაც...

ბუნებრივია, ლევანი ასე იოლად არ წავიდოდა ჩემი ცხოვრებიდან და როგორც ჩანს, მასაც მიუტანეს ენა, რომ ჩემ გვერდით სულ ერთი და იგივე კაცი ტრიალებდა და ისიც ერთხელაც, მაშინ გადაგვიდგა წინ მანქანით, ბექამ რომ სამსახურში მომაკითხა და იმ საღამოს ისევ ქალაქგარეთ ვაპირებდით სავახშმოდ გასვლას.

მე უკვე მანქანაში ვიჯექი და ბექაც ჯდებოდა, რომ გაკვირვებულმა გახედა წინ უშნოდ გახერგილ მანქანას. მეც მაშინვე გადმოვედი და მკაცრად ვუთხარი:

- ახლა იმ მანქანაში გადავჯდები და არც გაბედო გამოყოლა. ის კაცი ჩემი ყოფილი საყვარელია და თავად უნდა მოვსვა ადგილზე, რომ სხვა დროს აღარ გამიბედოს გზაზე გადადგომა...

- ის კაცი ჩემ გამო მოგთხოვს ალბათ, პასუხს და არ გინდა, გვერდით გყავდე და დაგიცვა?

- არა! - გავიმკაცრე ხმა. - არც იფიქრო გამომყვე, თორემ სამუდამოდ დამკარგავ!

დამიჯერა.

ლევანის მანქანასთან მივედი და შიგ ჩავჯექი:

- აქედან წავიდეთ! - ვუთხარი მკაცრად.

ჯერ კიდევ თავის მანქანასთან მდგარ ბექას გახედა:

- არ გინდა, ისიც წამოიყვანო და გამაცნო? - გამოცრა კბილებში.

- რისთვის?

- ამდენი ხნის სიყვარულში მეცილება და აღარც ის გინდა, შეკითხვები დავუსვა?

- შენ არაფერი იცი ჩვენი ურთიერთობების შესახებ და ამიტომ, არც დასკვნების გაკეთების უფლება გაქვს და ასეც რომ არ იყოს, ჩვენ უკვე დავშორდით და პასუხს ვერ მომთხოვ საქციელისთვის. ვისაც მინდა, იმას შევიყვარებ და ისე გავაგრძელებ ცხოვრებას.

ლევანმა მანქანა დაძრა:

- სად წავიდეთ?

- სახლში. სხვაგან სად უნდა წავიდეთ მე და შენ ერთად?

- არ გეშინია, რომ შენი ახალი საყვარელი იეჭვიანებს და მიგატოვებს? - გადმომკრა ირონიულად.

- ეგ არც შენი საქმეა და არც შენი სადარდებელი! - მეც მოკლედ მოვუჭერი, რადგან მეტი ახსნა-განმარტების ღირსად არ მივიჩნიე. ეჭვიანობდა და ღირსი იყო, დარდით გულიც გაგლეჯოდა. აბა, რატომ ცდილობდა, ჩემს ცხოვრებაზე უფლების მოპოვებას მაშინ, როცა მშვენივრად იცოდა, რომ ამისი უფლება საკუთარი დედისთვისაც არ მიმიცია...

ნატოს ლევანის დანახვა გაუხარდა და შვილივით ჩაიკრა გულში დაბნეული კაცი:

- ყოველთვის ვიცოდი, რომ უერთმანეთოდ ვერ გაძლებდით და შერიგდებოდით...

- ნატო, რამდენჯერ გაგაფრთხილე, რომ ენას კბილი დააჭირო და რაც შენი საქმე არ არის, იმაზე არ ილაქლაქო! - გავაწყვეტინე უხეშად და პასუხის გაცემაც არ ვაცალე. - წადი, შენს ოთახში ჩაიკეტე და სანამ არ დაგიძახებ, ცხვირი არ გამოყო იქიდან...

ნატოს თვალზე ცრემლი მოადგა და უცებ შეტრიალდა. ლევანმა მისაყვედურა:

- ნატო რა შუაშია, ისე მოგდის: - ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო...

- ნატოზე მეტი სადარდებელი არა გაქვს? - ახლა ლევანს შევუტიე და სასტუმრო ოთახისკენ ავიღე გეზი. დაჯდომაც არ შემითავაზებია მისთვის, ისე გადავედი შეტევაზე: ოდესმე რამეს შეგპირდი და მით უფრო, სამუდამო ერთგულებას, რომ ახლა რაიმე პრეტენზიის წამოყენების უფლება გქონდეს?.. რამდენადაც მახსოვს, ცოლობაზეც ყოველთვის უარს გეუბნებოდი სწორედ იმიტომ, რომ არასოდეს ვყოფილვარ დარწმუნებული შენდამი სიყვარულში...

- არ მინდა, დავიჯერო, რომ ჩვეულებრივი ბოზი ხარ, რომლისთვისაც სულერთია, ვინ გაჟიმავს. ასე მგონია, საკუთარ თავს ებრძვი და უმტკიცებ რაღაცას...

- არაფრის დამტკიცება არ მჭირდება, რადგან ნამდვილს არავინ მიცნობს და მეც კი მაოცებს ზოგჯერ საკუთარი სურვილები და ქმედებები, რადგან მართლა არაპროგნოზირებადი ადამიანი ვარ. საკუთარ თავსაც კი ვერასოდეს ავუსრულე ის, რაც წინასწარ დამიგეგმავს და სხვების ჭკუაზე როგორ ვიარო და ვიცხოვრო?.. შენ კი არა, ასე მგონია, არავინ და არაფერი მიყვარს ზოგჯერ მთელ ქვეყანაზე საკუთარი თავის ჩათვლით... საკუთარი თავისგან გაქცევასაც კი ვცდილობ ხოლმე და შენ და ნებისმიერმა სხვამ როგორ უნდა მთხოვოთ სამუდამო თანაგრძნობა და გვერდით ყოფნა?.. მე მირაჟივით ვარ: - კი გგონია, რომ მიპოვე, მაგრამ ჭკვიანი კაცი უნდა მიხვდეს, რომ რეალურად არც ვარსებობ და ჩემი ცხოვრება სიზმარია, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება, ჩამოიშალოს და გაქრეს...

- მაგრამ ის, რაც შენს სულში ხდება, ნია, არ ჩანს და ხალხი იმას ხედავს, რაც რეალურად ხდება: შენ ახალი საყვარელი გყავს, რომელიც ჩემზე ახალგაზრდაა და ალბათ, სექსშიც დაგაკმაყოფილა, რადგან შენ გვერდით დატოვე, მაგრამ მე რა ვუთხრა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ზურგს უკან დამცინიან, რომ საყვარელმა ქალმა რქები დამადგა?

- მხოლოდ ის გადარდებს, სხვები რას იტყვიან შენზე? - გაკვირვებულმა გავხედე კაცს. - მეგონა, მართლა გიყვარდი და სიყვარულის დაკარგვა არ გინდოდა...

- ისე მექცევი, არა მარტო სიყვარულს კლავ ჩემს სულში, არამედ სინაზესაც, თუკი რამ გამაჩნდა. ახლა მხოლოდ შეურაცხყოფა მალაპარაკებს...

- ძალიანაც კარგი, თუ ფიქრობ, რომ უნამუსო და უღირსი ქალი ვარ, არც შენს სიყვარულს ვიმსახურებ. მიმატოვე და შორს წადი ჩემგან. რადგან აქამდეც ვერ გამიცანი და ვერ მიხვდი, რომ უმიზეზოდ არაფერს ვაკეთებ და არც გადაწყვეტილებებს ვიღებ, აწი მით უფრო ვერ მიხვდები ამას და ვერც ჩემს საწუხარს და ტკივილებს გაუგებ... წადი და იფიქრე, რომ არასოდეს ვყოფილვარ შენი ღირსი! - ხმას ავუწიე მოთმინებადაკარგულმა.

- წავალ, მაგრამ მანამდე ისე მოგექცევი, როგორც ბოზებს ექცევიან! - მომიახლოვდა და ისე მომიჭირა მხრებზე ხელები, მატკინა.

- შეცდომა არ დაუშვა! - გამოვცარი კბილებში, მაგრამ ლევანს ისე გაეჭედა გონება, საღად აზროვნების უნარი აღარ შერჩენოდა და ახლა მხოლოდ შურისძიების სურვილი ამოძრავებდა. ხელი მკრა, ტახტზე მიმაგდო, მერე უხეშად სწვდა ჩემს კაბას და ერთი დაქაჩვით შემომახია:

- ისე უნდა გაგაუპატიურო, როგორც შენნაირი ბოზები და მოღალატეები იმსახურებენ! - შემომხედა ზიზღით და ქამარი შეიხსნა...

პირველი რეაქცია ის იყო, ნებისმიერი ხერხით შემეჩერებინა, თუნდაც იქვე მდგარი დიდი ვაზა ჩამერტყა თავში და მომეკლა, მაგრამ ჩემდა გასაოცრადაც კი, მოვეშვი და ცნობისმოყვარეობით ვადევნებდი თვალს, სადამდე მივიდოდა კაცის გამხეცება...

მართლა მხეცივით დამაცხრა და არც კი ვიცი, რამდენ ხანს მაწამებდა. ასეთი ლევანი არასოდეს მენახა, - ხან მეფერებოდა, ხან მცემდა, ხან თითქოს ჩემი დახრჩობა უნდოდა, - ტკივილს მაყენებდა და მეც, მხეცად ქცეული, ველურ სექსში ავყევი...

როცა ბოლოს და ბოლოს ჩაცხრა, გაკვირვებულმა შემომხედა:

- რა ხდება, ნია, მომეჩვენა, რომ ერთმანეთის დახოცვა შეგვეძლო! - დაკაწრული მხრებიდან სისხლი სდიოდა და გაკვირვებული უცქერდა საკუთარ სხეულს.

- მე შიდსი მჭირს! - მივახალე უცებ ტყვიასავით. - და თუ გაგირბოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ უბედურებისგან დამეცავი, მაგრამ შენ ასე არ იფიქრე. წადი ახლა და ილოცე, რომ რაიმე არ გადაგედოს ჩემგან, მით უფრო, რომ ასე დავასისხლიანეთ ერთმანეთი...

- რა-ა? - ისე დაიხია უკან, თითქოს იმ წუთშივე შემძლებოდა მისი მოკვლა.

- ჰო, შიდსი მჭირს და არ ვაპირებ ახლა შენთან იმის განხილვას, სად ავიკიდე ეს უბედურება და როდის გავიგე მის შესახებ. იმას კი გეტყვი, რომ მას შემდეგ გადავწყვიტე შენგან წასვლა, რაც დიაგნოზი დამისვეს...

- რატომ არ მითხარი?

- არ ვარ ვალდებული, ვინმესთან ჩემი პირადი ცხოვრება განვიხილო...

- მოგკლავ, შე ძუკნავ! - ლევანმა ხელი აღმართა, რომ დაერტყა, მაგრამ მისმა სახეცვლილებამ გამაკვირვა, რადგან ასეთი შეშინებული და დაუნდობელი არასოდეს მენახა...

გაგრძელება