მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი XII )
font-large font-small
მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი XII )
(ნაწილი XII )

რო­გორც კი მითხ­რა, არა­ფე­რი გა­მო­ვაო, იმ­წამ­ს­ვე გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვით შევ­ჩერ­დი და ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ საპ­ნის ბუშ­ტი­ვით სკდე­ბო­და ჰა­ერ­ში ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ჩუ­მად, უხ­მა­უ­როდ.
ახ­ლა რა­ღაც უნ­და მეთ­ქ­ვა:
- კი­დევ ერთ ჭი­ქას დავ­ლევ­დი...
- შენ ბრწყინ­ვა­ლე ხარ, - მითხ­რა და აღ­ტა­ცე­ბუ­ლი მზე­რა მი­მო­ა­ტა­რა ჩემს ნა­ხევ­რად შიშ­ველ მკერ­დ­ზე.
ძლივს შე­ვი­კა­ვე თა­ვი, რომ ხე­ლი არ ამე­ფა­რე­ბი­ნა მი­უჩ­ვევ­ლად ღრმა დე­კოლ­ტე­ზე.
- გა­ნუ­მე­ო­რებ­ლად ლა­მა­ზი ხარ, მაგ­რამ მე ახ­ლა ამის გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია.
შე­მეძ­ლო ისე­თი სა­ხე მი­მე­ღო, თით­ქოს ვერ მივ­ხ­ვ­დი, რას გუ­ლის­ხ­მობ­და, ან ხუმ­რო­ბა­ში გა­მე­ტა­რე­ბი­ნა მი­სი ნათ­ქ­ვა­მი, მაგ­რამ ხუმ­რო­ბის დრო არ იყო. ყვე­ლა­ფერ­მა ზედ­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხე მი­ი­ღო. ბი­ბი ჩემ­თ­ვის ბევრს ნიშ­ნავ­და.
- რა­ტომ?
ტუ­ჩე­ბი მო­კუ­მა და გა­მომ­ც­დე­ლად შე­მო­მა­ჩერ­და, თით­ქოს ითხოვ­და, რომ მივ­მ­ხ­ვ­და­რი­ყა­ვი.
- იმი­ტომ, რომ ეს კონ­ტ­რაქ­ტი უნ­და მი­ვი­ღო. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და და­ვით­რიო, სხვა­ნა­ი­რად არა­ფერს აზ­რი არ ექ­ნე­ბა.
იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა ბო­რო­ტად ჩა­ვი­ცი­ნე.
- ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა უთავ­სებს ერ­თ­მა­ნეთს პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და სამ­სა­ხურს, პლა­ნე­ტის მცხოვ­რებ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც კი, თუ გინ­და.
- მა­პა­ტიე, მაგ­რამ მე და­ჟი­ნე­ბით მი­ვი­წევ ჩე­მი მიზ­ნის­კენ და არ მინ­და, სხვა რა­მე­ზე გა­და­ვერ­თო, - ბი­ბიმ თა­ვი გა­და­აქ­ნია და ხე­ლე­ბი ჯი­ბე­ებ­ში ჩა­იწყო.
- ალ­ბათ ნერ­ვი­უ­ლო­ბით უნ­და ავ­თ­რ­თოლ­დე, რომ შენს შეც­დე­ნას ვცდი­ლობ, არა? - ჩემ­მა და­უ­ფა­რავ­მა სარ­კაზ­მ­მა სწრა­ფი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია.
- შენ მთე­ლი ბუ­დის­ტუ­რი მო­ნას­ტ­რის შეც­დე­ნა შე­გიძ­ლია, რო­მე­ლიც მე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში მყო­ფი ბე­რე­ბი­თაა სავ­სე, - შემ­პა­რა­ვი ირო­ნი­ით მო­მი­გო.
ჩვენ­მა ფა­რულ­მა `შე­ჯიბ­რე­ბამ~ სა­სა­ცი­ლო ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, მაგ­რამ არ გამ­ცი­ნე­ბია. უკ­ვე ძა­ლი­ან შორს მქონ­და შე­ტო­პი­ლი და მა­ნამ უნ­და გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ჩე­მი შან­სი, სა­ნამ ამ ვულ­გა­რულ წი­თელ კა­ბას კვლავ გარ­დე­რობ­ში შევ­კი­დებ­დი და ისევ ძველ, მოკ­რ­ძა­ლე­ბულ ელე­ნედ გა­და­ვიქ­ცე­ო­დი. არ ვი­ცი, რამ წა­მო­მი­ა­რა, სი­გი­ჟის წა­მებ­მა თუ ჩემ­ში მი­მა­ლულ­მა ავ­ხორ­ცულ­მა სურ­ვილ­მა, მაგ­რამ მი­სი თი­თე­ბი ჩავ­ბღუ­ჯე და სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი ხმით ამოვ­თ­ქ­ვი:
- შენ მე მკოც­ნი­დი და ამ­ბობ­დი, რომ გსი­ა­მოვ­ნებ­და. ახ­ლა კი გინ­და, უკან და­ი­ხიო? რა­ტომ?
- არ უნ­და მე­კოც­ნა შენ­თ­ვის, ეს შეც­დო­მა იყო, ვა­ღი­ა­რებ.
- დი­დი მად­ლო­ბა აღი­ა­რე­ბის­თ­ვის, - გა­ნაწყე­ნე­ბულს ღაწ­ვე­ბი შე­მი­ხურ­და.
- სხვა რამ ვი­გუ­ლის­ხ­მე. შენ ვერ გა­მი­გე, - ხე­ლის­გუ­ლი ლო­ყა­ზე ჩა­მო­მის­ვა.
გუ­ლი ლა­მის გა­მი­ჩერ­და და და­ნე­ბე­ბის ნიშ­ნად თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე.
- ჩე­მი შეც­დო­მა ისაა, რომ მინ­და, სულ გკოც­ნო და გკოც­ნო და არას­დ­როს გავ­ჩერ­დე, - ხე­ლის­გუ­ლი მო­მა­შო­რა და თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და. - მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ცუ­დი ისაა, რომ რო­ცა გკოც­ნი, ამ­ქ­ვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი მა­ვიწყ­დე­ბა - ეს კი ჩემ­თ­ვის ახ­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, ფუ­ფუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ­წუ­თას არ მჭირ­დე­ბა.
სწო­რედ ამ მო­მენ­ტ­ში თენ­გო კირ­ვა­ლი­ძე ავი­და სცე­ნის­მაგ­ვარ შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე და გვერ­დით, თა­ვი­სი სპორ­ტუ­ლი მა­ღა­ზი­ის მა­ი­სუ­რე­ბი­თა და `ბო­ტა­სე­ბით~ შე­მო­სი­ლი ოთხი გო­გო და­ი­ყე­ნა. ჩემ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნა მე­გის საქ­მ­როს გათ­ვ­ლამ - კოქ­ტე­ი­ლის სა­ღა­მო­ზე თა­ვი­სი სა­ქონ­ლის რეკ­ლა­მა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ბი­ბის მა­შინ­ვე გა­ექ­ცა თვა­ლი იქით­კენ, ცოცხ­ლად ადევ­ნებ­და თვალს მო­მა­ვა­ლი პარ­ტ­ნი­ო­რის სა­რეკ­ლა­მო ტრი­უკს.
ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი გახ­და.
- შენ­თ­ვის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რია, ამ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის გარ­და, არა?
ბი­ბიმ უხა­სი­ა­თოდ მო­ა­ცი­ლა მზე­რა სცე­ნას და შე­მომ­ხე­და. სა­ნამ რა­მეს მეტყო­და, უკ­ვე ვი­ცო­დი, რა­საც მი­პა­სუ­ხებ­და.
- მე ეს უნ­და გა­ვა­კე­თო, ელი.
- და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა?..
- გაგ­რ­ძელ­დე­ბა ისე, რო­გორც თა­ვი­დან მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, - თქვა და სი­ნა­ნუ­ლით სავ­სე ხვნე­შა ამო­ა­ყო­ლა სიტყ­ვებს.
იმ­დე­ნად შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი, მზად ვი­ყა­ვი, მე­ტი­რა, თუმ­ცა ვხვდე­ბო­დი, რომ ვე­რა­ვის და­ვა­და­ნა­შაუ­ლებ­დი ამა­ში, - მე თვი­თონ წა­მო­ვა­ყე­ნე სუ­ლე­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი და და­ჟი­ნე­ბით მო­ვითხოვ­დი მის მკაც­რად შეს­რუ­ლე­ბას.
- ბიზ­ნე­სი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, - ჩა­ვა­სარ­კაზ­მე და გავ­ტ­რი­ალ­დი.
ვი­ცო­დი, რომ ამ­ჯე­რად ბი­ბი უკან არ გა­მომ­ყ­ვე­ბო­და...

მომ­დევ­ნო დღე­ე­ბი გა­მა­ლე­ბუ­ლი ვმუ­შა­ობ­დი. ვიღ­ლე­ბო­დი, მაგ­რამ თავს არ ვი­ზო­გავ­დი. მინ­დო­და, ბო­ლომ­დე დავ­ხარ­ჯუ­ლი­ყა­ვი, რომ მომ­ხ­დარ­ზე არ მე­ფიქ­რა. ოღონდ კი ბი­ბი გო­ნე­ბი­დან ამო­მეგ­დო და ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი. სუ­ლის ამოხ­დამ­დე შე­მეძ­ლო მე­მუ­შა­ვა. არც გო­გო­ებს ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი. ვი­ცო­დი, შე­კითხ­ვე­ბით თავს მო­მა­ბეზ­რებ­დ­ნენ. იმ სა­ღა­მოს­ვე, რომ და­ვემ­შ­ვი­დო­ბე, სა­მი­ვე გა­ვაფ­რ­თხი­ლე, ერ­თი კვი­რა არც და­მი­რე­კოთ და არც გა­მოჩ­ნ­დეთ ჩემს სი­ახ­ლო­ვეს, პრო­ექ­ტი მაქვს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და თქვენ­თ­ვის არ მეც­ლე­ბა-მეთ­ქი. მათ იცოდ­ნენ ჩე­მი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის ამ­ბა­ვი და მარ­თ­ლაც, არც ერთს არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ.
სა­ღა­მო ხა­ნი იყო. რო­გორც კი ოფი­სი­დან დავ­ბ­რუნ­დი, ეგ­რე­ვე სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­ვა­შუ­რე. უკ­ვე მე­ოთხე დღე იყო, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გა­უ­ჩე­რებ­ლად ვტრი­ა­ლებ­დი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და ნა­ირ-ნა­ი­რებს ვაცხობ­დი და ვამ­ზა­დებ­დი, რომ არც სახ­ლ­ში მქო­ნო­და ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა. ვცდი­ლობ­დი, გა­მე­ნე­ლე­ბი­ნა სუ­ლის ტკი­ვი­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა. სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა იყო `ორ­თ­ქ­ლის გა­მო­საშ­ვე­ბად~: ბი­ბის ნაც­ვ­ლად ცომს ვურ­ტყამ­დი მუშ­ტებს, ვა­გუნ­და­ვებ­დი და ამა­ში ვპო­ვებ­დი შვე­ბას. ვჭრი­დი ხორცს, ბოს­ტ­ნე­ულს და ქვეც­ნო­ბი­ე­რად ერ­თა­დერთ ადა­მი­ანს ვსე­რავ­დი ამ და­ნით. სამ­ზა­რე­უ­ლო მშვე­ნი­ე­რი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­და ჩე­მი სა­სო­წარ­კ­ვე­თის და­საცხ­რო­მად. მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი ძა­ლის­ხ­მე­ვი­სა, არა­ფე­რი გა­მომ­დი­ო­და. ჩემს გა­ცო­ფე­ბას ამ­ჯე­რად კუ­ლი­ნა­რი­ა­მაც ვერ უშ­ვე­ლა. საკ­მა­რი­სია. მე­ყო ამ­დე­ნი დამ­ცი­რე­ბა! ბო­ლოს და ბო­ლოს, მის გა­რე­შეც ვცხოვ­რობ­დი და მშვე­ნივ­რად ვგრძნობ­დი თავს. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ასე ად­ვი­ლად ვერ გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბო­დი იმ `ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან~, რო­მელ­საც ბი­ბის სა­ხე­ლი ერ­ქ­ვა. მარ­თა­ლია, შან­სი ნაკ­ლე­ბი მქონ­და, მაგ­რამ უნ­და მე­ცა­და.
ბი­ბი, ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თის აღ­მოჩ­ნ­და. რა­ღაც პე­რი­ოდ­ში ვნე­ბა­ა­ა­ლე­ბუ­ლი, უცებ ცი­ვი და გულ­გ­რი­ლი ხდე­ბო­და. მარ­ტი­ვით ეც­ვ­ლე­ბო­და გან­წყო­ბა: ჯერ გა­ხე­ლე­ბუ­ლი მკოც­ნი­და, მე­რე კი - `გრილ­დე­ბო­და~. შემ­დეგ კვლავ წა­მო­უვ­ლი­და ვნე­ბის აზ­ვირ­თე­ბუ­ლი ტალ­ღა და, მო­ას­კ­დე­ბო­და თუ არა ჩემს სხე­ულს, კვლავ უკან იხევ­და და­შოშ­მი­ნე­ბუ­ლი და ჩაწყ­ნა­რე­ბუ­ლი. ეს რომ ერ­თ­ჯე­რა­დად მომ­ხ­და­რი­ყო, გა­ვი­გებ­დი, რომ მის­თ­ვის სამ­სა­ხურ­ზე უმ­თავ­რე­სი არა­ფე­რი იყო, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ასე რომ მე­ორ­დე­ბო­და, ეს მა­გი­ჟებ­და. რამ­დენ­ჯერ­მე აღ­ნიშ­ნა, შენ­თან სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა მინ­დაო, მაგ­რამ შემ­დეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იხევ­და უკან. რა­ღაც ვერ იყო ისე, რო­გორც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.
ამა­სო­ბა­ში თენ­გოს ბა­ბუა გარ­და­იც­ვა­ლა და ქორ­წი­ლი კარ­გა ხნით გა­და­ი­დო. სა­ნამ ორ­მო­ცი ჩამ­თავ­რ­დე­ბო­და, გრან­დი­ო­ზულ სუფ­რას ვერ გაშ­ლიდ­ნენ, რო­გორც ეს თა­ვი­დან ჰქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. ეს კი ნიშ­ნავ­და, რომ აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე მო­მი­წევ­და ბი­ბის­თან ერ­თად და­ქა­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნა, რაც ნერ­ვებს მი­წე­წავ­და. აშ­კა­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, რომ ჩვენ შო­რის შავ­მა კა­ტამ გა­ირ­ბი­ნა. ცო­ტა არ იყოს, მიკ­ვირ­და მი­სი ასე­თი უეცა­რი ცვლი­ლე­ბა. ვგრძნობ­დი, მხო­ლოდ ახა­ლი პრო­ექ­ტი არა­ფერ შუ­ა­ში იყო, აქ სულ სხვა რამ იმა­ლე­ბო­და. ამას ქა­ლუ­რი ალ­ღო მკარ­ნა­ხობ­და. ქა­ლაქ­ში ჩე­მი პრო­ფე­სი­ის სა­უ­კე­თე­სო კონ­სულ­ტან­ტად ვით­ვ­ლე­ბო­დი, ხში­რი შე­ხე­ბა მქონ­და სხვა­დას­ხ­ვა წრის ადა­მი­ან­თან და მა­თი ად­ვი­ლად `წა­კითხ­ვა~ შე­მეძ­ლო. აშ­კა­რა იყო, ბი­ბი რა­ღა­ცას მი­მა­ლავ­და. ტე­ტეს და­ბა­დე­ბის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თავ­ქა­რი­ან ბი­ჭად მი­ვიჩ­ნევ­დი. თურ­მე ასე­თად­ვე დარ­ჩე­ნი­ლა, ამი­ტო­მაც ჩა­იქ­ნია ჩემ­ზე ხე­ლი, რო­გორც კი თენ­გოს­გან სარ­ფი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბა მი­ი­ღო. არა­და, ვერ გა­მე­გო, ასე ერ­თ­მა­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო გრძნო­ბე­ბი სა­ი­დან აღ­მო­ცენ­დე­ბო­და. თან უნ­დო­და ჩემ გვერ­დით ყოფ­ნა, მომ­ფე­რე­ბო­და, ჩამ­ხუ­ტე­ბო­და, ეკოც­ნა, მაგ­რამ მე­ო­რე წუთს ისე გაგ­რილ­დე­ბო­და, თით­ქოს სა­ერ­თოდ არ ვარ­სე­ბობ­დი მის ცხოვ­რე­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მეტყ­ვე­ლებ­და, რომ ორი ურ­თი­ერ­თ­სა­პი­რის­პი­რო გრძნო­ბა შუ­ა­ზე ხლეჩ­და.
რა­ტომ? ეს არ ვი­ცო­დი და აუცი­ლებ­ლად უნ­და მე­კითხა მის­თ­ვის. სა­ბა­ბი მქონ­და, რომ და­მე­რე­კა: მა­გი­და­ზე მე­დო ქა­ღალ­დე­ბი, რო­მე­ლიც მე­გიმ გად­მომ­ცა: თენ­გოს გა­მო­ეგ­ზავ­ნა ბი­ბის­თ­ვის გა­და­სა­ცე­მად, რად­გან მი­სი ფირ­მის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ას ეხე­ბო­და. მინ­დო­და, მე­გის­თ­ვის არ გა­მო­მერ­თ­მია, მაგ­რამ მი­ზე­ზი ვერ მო­ვი­ფიქ­რე, - მის­თ­ვის ხომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი ვი­ყა­ვით და უარი რომ მეთ­ქ­ვა, სა­თა­ნა­დო ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბაც უნ­და მი­მე­ყო­ლე­ბი­ნა. რამ­დენ­ჯე­რაც მო­ვი­მარ­ჯ­ვე მო­ბი­ლუ­რი, რომ და­მე­რე­კა, იმ­დენ­ჯერ გა­და­ვი­ფიქ­რე. და­რეკ­ვა ვერ გა­და­მეწყ­ვი­ტა. რაც უფ­რო ვწე­ლავ­დი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­და­ცე­მის დროს, მით უფ­რო რთულ­დე­ბო­და ჩე­მი ამო­ცა­ნა.
რო­გორც იქ­ნა, და­ვა­ტა­ნე თავს ძა­ლა, სო­უ­სით სავ­სე ქვა­ბი დავ­დ­გი და ტე­ლე­ფო­ნი ავი­ღე. ავ­კ­რი­ბე ნო­მე­რი. გა­ვი­და ერ­თი ზა­რი, მე­ო­რე, მე­სა­მე...
- ალო?
- ბი­ბი, მე ვარ.
- გა­მარ­ჯო­ბა, ელ. რო­გორ ხარ?
მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს გა­უ­ხარ­და ჩე­მი ხმის გა­გო­ნე­ბა. ეს კარ­გი ნი­შა­ნი იყო. სა­ნამ ნე­ბის­ყო­ფა მი­ღა­ლა­ტებ­და, სწრა­ფად წარ­მოვ­თ­ქ­ვი:
- გა­და­სა­რე­ვად, დი­დი მად­ლო­ბა. მხო­ლოდ იმის­თ­ვის და­გი­რე­კე, რომ რა­ღაც სა­ბუ­თე­ბი უნ­და გად­მოგ­ცე. თენ­გომ გა­მო­გიგ­ზავ­ნა მე­გის ხე­ლით.
ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პა­უ­ზა ჩა­მო­ვარ­და. ლა­მის ამო­მი­ვარ­და გუ­ლი სა­გუ­ლი­დან, სა­ნამ პა­სუხს გა­ვი­გო­ნებ­დი.
- გა­ი­ხა­რე. ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­ვი­ღებ, კარ­გი? ახ­ლა იმ­დე­ნი საქ­მე მაქვს, გა­მო­სას­ვ­ლე­ლად არ მცა­ლია.
- მეც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, თო­რემ გა­მო­გი­ტან­დი.
- ერ­თი გა­მოს­ვ­ლა მა­ინც მო­მი­წევს, რო­ცა მომ­შივ­დე­ბა. თუ შინ იქ­ნე­ბი, შე­მო­გივ­ლი. პი­რო­ბას გაძ­ლევ, არ გა­გაც­დენ. სა­ბუ­თებს ავი­ღებ და წა­მო­ვალ.
სამ­ზა­რე­უ­ლოს­კენ გა­ვა­პა­რე თვა­ლი. ჩე­მი არო­მა­ტუ­ლი სო­უ­სი გამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო. იმ­დე­ნი გა­მო­მი­ვი­და, მთელ პოლკს და­ა­ნაყ­რებ­და. ხომ არ მეთ­ქ­ვა, ქვეყ­ნის საჭ­მე­ლი მაქვს და ერ­თად ვი­ვახ­შ­მოთ-მეთ­ქი? არ ეწყი­ნე­ბა, ამ­დენ რა­მეს რომ და­ი­ნა­ხავს და არ დავ­პა­ტი­ჟებ? მაგ­რამ ვა­ი­თუ, ზედ­მე­ტად ინ­ტი­მუ­რი ეჩ­ვე­ნოს ვახ­შა­მი ორის­თ­ვის. ხომ გა­მაფ­რ­თხი­ლა, დის­ტან­ცია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო­თო.
- თუ შენ­თ­ვის არ არის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, მა­შინ...
- არა, რას ამ­ბობ, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. უბ­რა­ლოდ, კარ­გი სა­დი­ლი მაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი. თუ დრო­ის და­კარ­გ­ვა არ გინ­და სად­მე სა­ვახ­შ­მოდ, ბა­რემ ჩემ­თან გვე­ვახ­შ­მა. - პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში ლა­მის ტუ­ჩე­ბი მო­ვიკ­ვ­ნი­ტე.
- მარ­თ­ლა? - მცი­რე­ო­დე­ნი ყოყ­მა­ნის შემ­დეგ მი­პა­სუ­ხა. - შიმ­ში­ლით სუ­ლი მძვრე­ბა. დღეს სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მი­ჭა­მია, ვერ მო­ვა­ხერ­ხე. მაც­დუ­რი წი­ნა­და­დე­ბაა, უარს ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვიტყ­ვი, თან, შე­ნი გემ­რი­ე­ლო­ბე­ბის ამ­ბა­ვი რომ ვი­ცი... კარ­გი, მა­შინ ერთ სა­ათ­ში გა­მო­ვალ. რა­მე წა­მო­ვი­ღო?
`მხო­ლოდ შე­ნი თა­ვი~, - გა­ვი­ფიქ­რე.
- კარ­გი მა­და გა­მო­ი­ყო­ლე, სხვა არა­ფე­რი, - გა­ვე­ხუმ­რე, - საჭ­მე­ლი იმ­დე­ნი მაქვს, მთელ არ­მი­ას ეყო­ფა.
- თუ ასეა, კარგ მა­დას გპირ­დე­ბი.
კი­დევ კარ­გი, ჩე­მი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნი­ჭი მა­ინც იზი­დავს, რად­გან ჩე­მი სხე­უ­ლით ვე­რაფ­რით შევ­ძე­ლი მი­სი შეც­დე­ნა. რო­ცა ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე, ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ მი­ხურ­და ლო­ყე­ბი. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ბი­ბის ხმა­ში მგრძნო­ბი­ა­რე ნო­ტე­ბი გა­ის­მა.

- მობ­რ­ძან­დი, - კა­რი პირ­თამ­დე გა­მო­ვა­ღე და გან­ზე გავ­დე­ქი.
წა­მით ზღურ­ბ­ლ­ზე­ვე გა­ხევ­და, თით­ქოს პირ­ვე­ლად მხე­დავ­და. კარ­გა ხანს მათ­ვა­ლი­ე­რე­ბ­და, წა­მით არ მო­უ­შო­რე­ბია მზე­რა.
- რა იყო, სა­ხე ხომ არ მაქვს მოს­ვ­რი­ლი სო­უ­სით? - შეც­ბუ­ნე­ბულ­მა ხე­ლი ჩა­მო­ვის­ვი ლო­ყა­სა და ცხვირ­ზე.
- არა, რა მოს­ვ­რი­ლი... გა­სა­გი­ჟებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი. ისე ვარ ჩაფ­ლუ­ლი სა­მუ­შა­ო­ში, რომ თა­ვის ასა­წე­ვად არ მცა­ლია. ტე­ლე­ფონ­მა რომ და­რე­კა, ცო­ტა არ იყოს, გავ­ღი­ზი­ან­დი, ნე­ტავ, ვის გა­ვახ­სენ­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ შე­ნი ხმა რომ გა­ვი­გო­ნე, მზად ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა და გა­მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი. სულ ვარ­წ­მუ­ნებ ჩემს თავს, რომ რად­გან სხვა­ნა­ი­რად არ შეგ­ვიძ­ლია, მე­გობ­რე­ბად მა­ინც დავ­რ­ჩეთ. არა­და, ვერ წარ­მო­იდ­გენ, რო­გორ ვიგ­ზ­ნე­ბი შენს და­ნახ­ვა­ზე, შენს ხმა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი აღ­მაგ­ზ­ნებს შე­ნი - გა­რეგ­ნო­ბა, ინ­ტე­ლექ­ტი... ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად - შე­ნი ემო­ცი­ე­ბიც. სა­შიშ­რო­ე­ბაც მო­დის შენ­გან და ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­მოწ­ვე­ვაც. ასე მგო­ნია, ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ში­შით ხარ შეპყ­რო­ბი­ლი და ხელს გიშ­ლის, შე­მიყ­ვა­რო. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, უკან და­ხე­ვა არ მჩვე­ვია, ყო­ველ­თ­ვის წინ მი­ვი­წევ და ბო­ლოს აუცი­ლებ­ლად გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გა­მოვ­დი­ვარ. შენს შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა. არ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე. ასე მგო­ნია, შენს მოთხოვ­ნებს ბრმად უნ­და დავ­მორ­ჩილ­დე, სხვა­ნა­ი­რად თენ­გოს­თან საქ­მეს გა­მი­ფუ­ჭებ. არ ვი­ცი, რას ვლა­პა­რა­კობ, მი­ვედ-მო­ვე­დე­ბი რა­ღა­ცას, მაგ­რამ შე­ნი შემ­ხედ­ვა­რე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კა­ცი სრულ ჭკუ­ა­ზე დად­გეს? მა­პა­ტიე, მეტს აღა­რა­ფერს ვიტყ­ვი. - თვა­ლი ამა­რი­და ენად გაკ­რე­ფილ­მა, თით­ქოს ბო­დიშს მიხ­დი­და მო­ნო­ლო­გის­თ­ვის.
- მეჩ­ვე­ნე­ბა თუ თვა­ლე­ბი აგიც­რემ­ლ­და? - გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და­ვაკ­ვირ­დი.
- არა, უბ­რა­ლოდ, კომ­პი­უ­ტერ­თან დიდ­ხანს ჯდო­მის ბრა­ლია. ასე მე­მარ­თე­ბა.
- არა უშავს, მეც მე­მარ­თე­ბა ეგ­რე ხან­და­ხან.
- აუ, რა სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლე­ე­ებს! ფეხ­ზე ძლივს ვდგა­ვარ, ისე მშია.
მე კი იმ­დე­ნად აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მი­სი `ა­ღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბით~, სა­ით წავ­სუ­ლი­ყა­ვი და რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ვერ მო­ვი­საზ­რე.
- ახ­ლა­ვე გავ­შ­ლი სუფ­რას, შენ და­ჯე­ქი და და­მე­ლო­დე, - ალერ­სი­ა­ნად ვუთხა­რი და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ვი­კე­ტე, რომ ცო­ტა სუ­ლი მო­მეთ­ქ­ვა.
რამ­დენ­ჯე­რაც სამ­ზა­რე­უ­ლო­დან ოთახ­ში გა­მო­ვე­დი თეფ­შე­ბით ხელ­ში, იმ­დენ­ჯერ გა­მომ­ც­დე­ლი თუ კმა­ყო­ფი­ლი მზე­რა გა­მო­მა­ყო­ლა, თან ღი­მი­ლი არ შორ­დე­ბო­და.
- რა­ტომ მი­ყუ­რებ ასე? - ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე ბო­ლოს.
- მომ­წონს ეს ოჯა­ხუ­რი ატ­მოს­ფე­რო. ჩემს სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყო. დე­დას და მა­მას შინ ხომ ვე­რას­დ­როს ნა­ხავ­დი, სულ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, სულ მუ­შა­ობ­დ­ნენ. იშ­ვი­ა­თად თუ მო­ამ­ზა­დებ­და სახ­ლ­ში დე­და­ჩე­მი სა­დილს. სა­ღა­მო­ო­ბით ისე იყ­ვ­ნენ დაღ­ლი­ლე­ბი, არც კი და­ე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ ზოგ­ჯერ ერ­თ­მა­ნეთს. გე­გო­ნე­ბო­და, ეს ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თ­მა­ნეთს ვერ იტან­სო. მე კი სულ ვფიქ­რობ­დი, რომ მათ შემ­ხედ­ვა­რეს, სხვა­ნა­ი­რად მო­მეწყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბა. მე­შო­ვა იმ­დე­ნი ფუ­ლი, რომ ცო­ლი ძა­ლი­ან არ და­მეტ­ვირ­თა და თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. შინ დაბ­რუ­ნე­ბულს სუფ­რა ნა­ირ-ნა­ი­რი კერ­ძით ავ­სე­ბუ­ლი დამ­ხ­ვედ­რო­და.
მივ­ხ­ვ­დი, რომ ბი­ბის მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხი არას­დ­როს ჰყო­ლია და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით სავ­სე მზე­რა მი­ვაპყა­რი. ჰო­და, თუ უნ­და, რომ ასე­თი ცო­ლი ჰყავ­დეს, აგერ არ ვარ? და­მა­ფა­სოს, ბა­ტო­ნო!
- ხომ არ და­გეხ­მა­რო? - ეგ­რე­ვე შეც­ვა­ლა სა­უბ­რის თე­მა, რო­გორც კი ჩემს თვა­ლებ­ში თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის ნა­პერ­წ­კა­ლი შე­ნიშ­ნა.
- არა, ყვე­ლა­ფე­რი მზად მაქვს. ღვი­ნო გინ­და?
ამ კითხ­ვა­ზე ისე­თი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და, მა­შინ­ვე მივ­ხ­ვ­დი, რაც გა­ი­ფიქ­რა, - ღვი­ნო კი არა, შენ მინ­დი­ხა­რო.
- არა, და­ლე­ვით ვერ დავ­ლევ, ფხი­ზე­ლი გო­ნე­ბით უნ­და ვი­მუ­შაო. სულ ცო­ტა დამ­რ­ჩა და პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ვამ­თავ­რებ.
გა­ო­ცე­ბულ­მა შევ­ხე­დე, სა­ნამ შემ­წ­ვა­რი ხორ­ცით სავ­სე სინს სუფ­რა­ზე შე­მოვ­დ­გამ­დი.
- შენ რა, დღე და ღა­მეს ას­წო­რებ­დი? ასე უცებ რო­გორ გახ­ვე­დი ფი­ნი­შამ­დე?
ბი­ბიმ თეფ­შე­ბი მის­წი-მოს­წია, რომ სი­ნი თა­ვი­სუფ­ლად ჩა­მედ­გა შუ­ა­ში.
- მა­ნი­ა­კი­ვით შე­უ­პოვ­რად ვშრო­მობ. რა ვქნა, დრო­ში უნ­და ჩა­ვე­ტიო. ვა­დე­ბი ძა­ლი­ან მჭიდ­როა.
ვახ­შა­მი კი არა, სა­დი­ლი გა­მოგ­ვი­ვი­და. ლა­პა­რა­კით დი­დად არ შეგ­ვი­წუ­ხე­ბია თა­ვი. ამას ბი­ბის დაღ­ლი­ლო­ბას ვაბ­რა­ლებ­დი, არაფ­რის თა­ვი არ ჰქონ­და.
- ყვე­ლა­ფე­რი უგ­მ­რი­ე­ლე­სი იყო, მაგ­რამ შენ­თან სა­უ­ბა­რი არ მე­ყო, არც შე­ნი ხუმ­რო­ბე­ბი, არც თბი­ლი ღი­მი­ლი, აი, პირ­ვე­ლი ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი სა­დი­ლის დროს რომ თავ­ზე საყ­რე­ლად გვქონ­და. გახ­სოვს ის სა­ღა­მო, აქ რომ პირ­ვე­ლად მო­ვე­დი?
- რო­გორ არ მახ­სოვს?! - კი­ნა­ღამ ვთქვი, მა­გას რა და­მა­ვიწყებს-მეთ­ქი.
- თუმ­ცა, ასეც უნ­და იყოს წე­სით, არა? ჩვენ ხომ მხო­ლოდ კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ, - ხაზ­გას­მით მი­მა­ნიშ­ნა, თით­ქოს მი­სი ცდუ­ნე­ბა მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი.
- რა თქმა უნ­და, - ნა­ძა­ლა­დე­ვად გა­ვუ­ღი­მე.
- იცი, რა ვი­ფიქ­რე? ბა­რემ აქ­ვე გა­დავ­ხე­დავ იმ სა­ბუ­თებს, თან ყა­ვაც დავ­ლი­ოთ. ხომ არ გა­გაც­დენ?
- არა, რას ამ­ბობ, რა უნ­და ვა­კე­თო, რო? - ლა­მის ვიყ­ვი­რე, ისე გა­მი­ხარ­და.
რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ავა­ლა­გე და მხო­ლოდ ყა­ვა შე­მოვ­დ­გი მა­გი­და­ზე, ბი­ბი გვერ­დით მო­მიჯ­და და თენ­გოს გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ქა­ღალ­დე­ბი გა­შა­ლა, მაგ­რამ იმის მა­გივ­რად, რომ მათ­ზე მო­ეხ­დი­ნა კონ­ცენ­ტ­რა­ცია, და­იბ­ნა. მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩე­მი სი­ახ­ლო­ვე თავ­ბ­რუს ახ­ვევ­და. ახ­ლა მა­ინც არ ვაც­დენ­დი. ერ­თი სიტყ­ვაც არ მით­ქ­ვამს, ჩე­მი ლეპ­ტო­პი და­ვი­დე წინ და მეც საქ­მეს ჩა­ვუ­ჯე­ქი, მხო­ლოდ მკლა­ვით ოდ­ნავ ვე­ხე­ბო­დი მის მკლავს.
უეც­რად თა­ვი მო­აბ­რუ­ნა და შე­მომ­ხე­და.
- რა იყო?
- ახ­ლა და­ვუკ­ვირ­დი, რომ ირ­გ­ვ­ლივ წი­თე­ლი ფე­რი ჭარ­ბობს. აი, ეს სტეპ­ლე­რიც კი წი­თე­ლია, - სტეპ­ლე­რი ხელ­ში აიღო, - მა­გი­დის გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლიც, ეს ლარ­ნა­კიც და ყვა­ვი­ლე­ბიც. მარ­თ­ლა და, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე ამ შუა ზამ­თარ­ში ცოცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი?
- ერ­თ­მა დამ­კ­ვეთ­მა მო­მარ­თ­ვა, - მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ვუ­ღი­მე, - მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად. ჰო­ლან­დი­უ­რე­ბია.
- ვხე­დავ, - მხრე­ბი აიჩე­ჩა, - იმ­დე­ნად უცხოა ასე­თი ატ­მოს­ფე­რო ჩემ­თ­ვის, რომ უხერ­ხუ­ლო­ბას ვგრძნობ.
- რო­მე­ლი ატ­მოს­ფე­რო?
- აი, ასე­თი - ყვა­ვი­ლე­ბით და რა­მე.
- კარ­გი, რა, ეგ ყვე­ლა სახ­ლ­შია, რა გა­გიკ­ვირ­და?
- სა­მა­გი­ე­როდ, ჩემ­თან არაა. თა­ნაც, კომ­პი რომ არ მაქვს, ცო­ტა მი­ჭირს კონ­ცენ­ტ­რა­ცია, ბლოკ­ნო­ტებ­ში ჩა­ნიშ­ვ­ნას ამე­რი­კა­ში გა­და­მაჩ­ვი­ეს.
- გინ­და, ჩე­მი ლეპ­ტო­პი გათხო­ვო?
- არა, არ გა­მო­მად­გე­ბა. მე ისეთ პროგ­რა­მა­ში ვმუ­შა­ობ, თბი­ლის­ში მგო­ნი, არა­ვის ექ­ნე­ბა. წა­მებ­ში ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს. არა უშავს, ჯერ გა­ვეც­ნო­ბი, მე­რე შინ გა­ვაგ­რ­ძე­ლებ. ისე, დი­დი ხა­ნია, სათ­ვა­ლეს არ ხმა­რობ?
- კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბით შევ­ც­ვა­ლე, - სიფ­რ­თხი­ლით სავ­სე მზე­რა მი­ვაპყა­რი, რა­მეს ხომ არ ეჭ­ვობს-მეთ­ქი.
- ააა. არა­და, მახ­სოვს, წა­რა­მა­რა ატა­კებ­დი ხოლ­მე საჩ­ვე­ნე­ბელ თითს და ის­წო­რებ­დი ცხვირ­ზე ჩა­მო­ცუ­რე­ბულს. კი­დევ, იცი, რა მახ­სოვს? შო­კო­ლა­დის `პე­ჩე­ნი­ებს~ რომ აცხობ­დი ტე­ტეს­თ­ვის. - გა­მი­ღი­მა. - რო­გორ უვ­ლი­დი ასე­თი პა­ტა­რა გო­გო ორ კაცს, ა? ისე, ყო­ველ­თ­ვის ყო­ჩა­ღი იყა­ვი და ამი­ტო­მაც მომ­წონ­დი.
- მაგ­რამ სათ­ვა­ლის გა­მო გულ­ში შენც `ოთხ­თ­ვა­ლას~ მე­ძახ­დი, ხომ ასეა?
- ნუუუ, გულ­ში კი, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა არას­დ­როს წა­მომ­ც­დე­ნია.
- შე­გიძ­ლია, ერთ კითხ­ვა­ზე მი­პა­სუ­ხო?
- შე­მიძ­ლია, შენ ოღონდ მკითხე.
- ჩვენ­თან რომ მო­დი­ო­დი, სულ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, სკო­ლა­ში კი ხმას არ მცემ­დი, რა­ტომ?
სა­ხე­ზე სი­წით­ლემ გა­დაკ­რა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სვეტა კვარაცხელია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
28.04.2016
ცოტა მეტი რომ დადოთ არ შეიძლება? და კიდევ რით ვეგარ გაარკვიეთ რომელ დღეს დაამატოთ შემდეგი ნაწილი.
ნინო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი