მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი XIII)
font-large font-small
მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი XIII)
(ნაწილი XIII)

დას­მულ­მა შე­კითხ­ვამ აშ­კა­რად შე­აც­ბუ­ნა ბი­ბი. ალ­ბათ გა­ი­ფიქ­რა, რა დროს ამის კითხ­ვა იყო, რა­ღა ახ­ლა გა­და­ვარ­და წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბებ­შიო. პა­უ­ზა იმ­დენ ხანს გა­ი­წე­ლა, რო­გორც ჩანს, მო­უ­წია მი­სა­ღე­ბი პა­სუ­ხის უცებ `გა­მოცხო­ბამ~.
- იმი­ტომ, რომ მე ერ­თი სუ­ლე­ლი, სა­ზიზღა­რი ბი­ჭი ვი­ყა­ვი.
- სი­მარ­თ­ლე მითხა­რი. გგო­ნია, ამ ზღაპ­რე­ბის მჯე­რა? - მის ან­კეს­ზე არ წა­მო­ვე­გე და ღი­მი­ლი­თაც ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე.
მიხ­ვ­და, რომ უკან და­ხე­ვას არ ვა­პი­რებ­დი. ლეპ­ტო­პი და­ხუ­რა და ხე­ლე­ბი მკერ­დ­ზე გა­და­იჯ­ვა­რე­დი­ნა.
- სი­მარ­თ­ლე გითხ­რა? კარ­გი, ასე იყოს... შე­ნი მე­ში­ნო­და.
- რა-ა? - გა­ო­ცე­ბის­გან ყბა ჩა­მო­მი­ვარ­და.
- არ გჯე­რა? სახ­ლ­ში ისე­თი იყა­ვი... რა­ღაც­ნა­ი­რად საყ­ვა­რე­ლი, რბი­ლი, თბი­ლი. სკო­ლა­ში კი­დევ, სუ­პერ­ჭ­კ­ვი­ა­ნის გა­მო­ხედ­ვით და­დი­ო­დი, ცხვი­რი სულ წიგ­ნ­ში გქონ­და ჩარ­გუ­ლი, მე კი, გიჟ­სა და გა­და­რე­ულს, სუ­ლაც არ მინ­დო­და, გა­მოგ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და შენ­გან მწა­რე-მწა­რე რა­ღა­ცე­ბი მო­მეს­მი­ნა. მახ­სოვს, რამ­დე­ნი გა­გიწ­ბი­ლე­ბია ეგ­რე.
გა­მე­ცი­ნა. მარ­თალს ამ­ბობ­და, სწო­რედ ასე ვიქ­ცე­ო­დი. ყვე­ლას ვამ­წა­რებ­დი ჩე­მი მათ­რა­ხი­ვით მოქ­ნე­უ­ლი ენით და თა­ვი­დან ვი­შო­რებ­დი აბე­ზა­რებს.
- შენ­თან ამას არას­დ­როს გა­ვა­კე­თებ­დი, - ხმა­დაბ­ლა ვთქვი და სით­ბოს გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, ხელ­ზე ხე­ლი და­ვა­დე, ამ ჟეს­ტით თან და­ვამ­შ­ვი­დე, ასე არ მო­გექ­ცე­ო­დი-მეთ­ქი.
ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ და­ი­ძა­ბა, მგო­ნი, `გა­უტყ­და~, რომ მი­სი დამ­შ­ვი­დე­ბა ვცა­დე. თი­თე­ბი შე­არ­ხია. მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს თა­ვი შე­ი­კა­ვა, თი­თებ­ზე არ მომ­ფე­რე­ბო­და.
- მე სა­კუ­თარ თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეგო­ის­ტი ვი­ყა­ვი, ამას შენ­თან კავ­ში­რი არ ჰქონ­და. შენ მკითხე, მე გი­პა­სუ­ხე. თუ ჩე­მი პა­სუ­ხი მი­სა­ღე­ბია, აჯო­ბებს, სა­მუ­შა­ოს მი­ვუბ­რუნ­დეთ.
მივ­ხ­ვ­დი, ზედ­მე­ტად თბილ ატ­მოს­ფე­რო­ში სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ამო­ვარ­დ­ნი­ლად გრძნობ­და თავს. აშ­კა­რად მი­უჩ­ვე­ვე­ლი იყო ოჯა­ხურ სიმ­ყუდ­რო­ვეს.
სწრა­ფად გა­მოვ­წიე ხე­ლი და მხო­ლოდ ერ­თი სიტყ­ვა ვუთხა­რი:
- კარ­გი.
მაწყე­ნი­ნა. მე თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა გა­მოვ­ხა­ტე, მან კი თა­ვი­დან მო­მი­შო­რა იმის ში­შით, რომ კვლავ არ ჩა­მე­ხე­და მის სულ­ში, უფ­რო ახ­ლოს არ მივ­სუ­ლი­ყა­ვი მას­თან. არა­და, სხვა დროს ალ­ბათ კმა­ყო­ფი­ლიც კი დარ­ჩე­ბო­და ჩე­მი ქცე­ვით. ვახ­შ­მო­ბი­სას ისეთ მზე­რებს ვეს­რო­დი, სი­ნა­ზით სავ­სეს, უკა­ნას­კ­ნე­ლი რეგ­ვე­ნიც კი მიხ­ვ­დე­ბო­და, რა მინ­დო­და. მან კი ვაჟ­კა­ცუ­რად ბო­ლომ­დე გა­უძ­ლო ცდუ­ნე­ბას. სა­ბო­ლო­ოდ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ მის­თ­ვის კა­რი­ე­რის­ტუ­ლი მი­ზა­ნი ბევ­რად მეტს ნიშ­ნავ­და, ვიდ­რე ჩემ­თან სი­ახ­ლო­ვე.
ყბე­ბი მო­კუ­მა და რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­ღო პი­რი რა­ღა­ცის სათ­ქ­მე­ლად. რას გა­მო­მა­პა­რებ­და! უნ­დო­და, რო­გორ­მე რბი­ლად აეხ­ს­ნა თა­ვი­სი რე­აქ­ცია.
- ელე­ნე, მა­პა­ტიე... - პირ­ვე­ლად მომ­მარ­თა სრუ­ლი სა­ხე­ლით.
- შენ არა­ფერ შუ­ა­ში ხარ, ბი­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მი ბრა­ლია. რამ მო­მა­ფიქ­რა ეს დე­ბი­ლო­ბა! ისე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, ვი­ფიქ­რე, ჩვენ შო­რის რა­ღაც ღრმა ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა პი­რო­ბა გაჩ­ნ­და-მეთ­ქი. მე­გო­ნა, ეს მე­ტი იყო, ვიდ­რე საქ­მი­ა­ნი გა­რი­გე­ბა. რო­გორც ჩანს, შევ­ც­დი.
- არა, ეს არა­ფერ შუ­ა­შია.
მკაც­რად და მომ­თხოვ­ნი მზე­რით გავ­ხე­დე. ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა­ტომ მე­თა­მა­შე­ბო­და კა­ტა­თაგ­ვო­ბა­ნას.
დამ­ნა­შა­ვის მზე­რით შე­მომ­ხე­და, თან სა­ჭი­რო სიტყ­ვებს ეძებ­და, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და.
- არ არის სა­ჭი­რო, ტყუ­ი­ლად ნუ წვა­ლობ პა­სუ­ხის გა­ცე­მას, - `წა­ვეხ­მა­რე~, - ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც გა­სა­გე­ბია. შენ­თ­ვის ეს, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, მხო­ლოდ ორი­ვეს­თ­ვის სარ­გებ­ლი­ა­ნი გა­რი­გე­ბაა, ხო­ლო სხვა და­ნარ­ჩე­ნი - მხო­ლოდ ჩე­მი წარ­მო­სახ­ვის ნა­ყო­ფი. ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, მე­ტად აღარ გა­ვი­მე­ო­რებ ასეთ შეც­დო­მას.
მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­ვე­ტა თა­ვი­სი სა­ბუ­თე­ბი, ლეპ­ტო­პი გა­მორ­თო, იღ­ლი­ა­ში ამო­ი­ჩა­რა და წა­მოდ­გა.
- ჩე­მი წას­ვ­ლის დროა, დი­დი მად­ლო­ბა ვახ­შ­მის­თ­ვის, - ნაჩ­ქა­რე­ვად წარ­მოთ­ქ­ვა და მხარ­ზე ხე­ლი და­მა­დო, - მინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ...
კა­რამ­დე მი­ვა­ცი­ლე და რო­ცა და­მემ­შ­ვი­დო­ბა, ჩურ­ჩუ­ლით და­ვა­დევ­ნე:
- მეც მინ­დო­და.
თუმ­ცა, მას არა­ფე­რი გა­უ­გო­ნია...

ისე, რამ­დენს ნიშ­ნავს ბევ­რი ფუ­ლი! მით უმე­ტეს, რო­ცა ქორ­წი­ლი გაქვს გა­და­სახ­დე­ლი, თუმ­ცა ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ფუ­ლი­ა­ნო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც დი­დი თავ­სა­ტე­ხია ქორ­წი­ნე­ბა. იმ­დენ რა­მეს მი­ე­დ-მო­ე­დე­ბი­ან, თავ­სა და ბო­ლოს ვე­ღარ არ­ჩე­ვენ. და მა­ინც, სა­ბო­ლო­ოდ მთე­ლი კონ­ცენ­ტ­რა­ცია სა­ქორ­წი­ნო სუფ­რის­კე­ნაა მიპყ­რო­ბი­ლი. მთა­ვა­რია, ნა­ირ-ნა­ი­რი და ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბით იყოს მა­გი­დე­ბი სავ­სე, რომ სტუმ­რებ­მა მუც­ლე­ბი ამო­ი­ყო­რონ, მე­რე კი ნაც­ნობ-მე­გობ­რებ­თან სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ი­გო­ნონ, რო­გორ მდიდ­რულ სუფ­რას უს­ხ­დ­ნენ. აი, ესაა ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი. ევ­რო­პუ­ლი კი სულ სხვაა. ჩვენ­თან თუ მხო­ლოდ ქორ­წი­ლის დღეს ერ­თო­ბი და მხო­ლოდ მა­შინ ხვდე­ბი სი­ძე-პა­ტარ­ძალს, თუნ­დაც ახ­ლო მე­გო­ბა­რი იყოს შე­ნი, იქ კვი­რა არ გა­ვა, წვე­უ­ლე­ბა არ გა­ი­მარ­თოს და დრო არ გა­ა­ტა­რო. ხან კოქ­ტე­ი­ლის სა­ღა­მოო, ხან პიკ­ნი­კიო, ხან ჩა­ის დღეო... სა­ნა­დი­რო­დაც კი და­დი­ან მგო­ნი, არა?
სწო­რედ ასე­თი იყო მე­გის წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნია. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ად­რე არას­დ­როს აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ. თით­ქ­მის ორი თვე, სა­ნამ ჯვრის­წე­რის დღე დად­გე­ბო­და, სულ ვერ­თო­ბო­დით და, რაც მთა­ვა­რია, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. ამ მხრივ ნამ­დ­ვი­ლად გვჯო­ბია ევ­რო­პაც და ამე­რი­კაც.
ასე მე­გო­ნა, კი­დევ ერ­თხელ თუ გა­ვი­ღი­მებ­დი ნა­ძა­ლა­დე­ვად, სა­ხე მო­მეღ­რი­ცე­ბო­და. ვერ ვი­ტან თვალ­თ­მაქ­ცო­ბას, მოჩ­ვე­ნე­ბი­თი არა­ფე­რი მიყ­ვარს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბამ ჩემ­გან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ძლივს ვა­ხერ­ხებ­დი, და­მე­ფა­რა ში­ნა­გა­ნი ში­ში და სი­სუს­ტე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ლან­დი­ვით თან დამ­ყ­ვე­ბო­და, ალ­ბათ ამის ბრა­ლი იყო, რა­ტო­მაც ვცდი­ლობ­დი, ჩე­მი კლი­ენ­ტე­ბის­თ­ვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ძლი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ლე­დი გახ­ლ­დით.
ახ­ლაც ასე უნ­და მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, ოღონდ იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ ყვე­ლა და­მე­რწმუნებინა, რო­გორ გვიყ­ვარ­და მე და ბი­ბის ერ­თ­მა­ნე­თი. მან ძვე­ლე­ბუ­რი შარ­მი და­იბ­რუ­ნა - ჩემს და­ქა­ლებს ისევ ისე აბ­რუ­ებ­და თა­ვი­სი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბით და ამას­თან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თა­მა­შობ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის როლს. მე კი ზღვრამ­დე ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი. მე­ში­ნო­და, რომ სი­სუ­ლე­ლეს ჩა­ვი­დენ­დი, თუ ბი­ბი სახ­ლამ­დე მი­მა­ცი­ლებ­და: ან ცუ­დად გავ­ხ­დე­ბო­დი, ან ტი­რი­ლით ჩა­მო­ვე­კი­დე­ბო­დი ყელ­ზე.
- კი­დევ ვის უნ­და კოქ­ტე­ი­ლი? - მე­გი გრა­ფი­ნით ხელ­ში და­დი­ო­და სუფ­რის გარ­შე­მო და სტუმ­რებს წვენს უს­ხამ­და.
ჩემს ჭი­ქას ხე­ლის­გუ­ლი და­ვა­ფა­რე უარის ნიშ­ნად. აღარ მინ­დო­და კი­დევ ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბა, ეს უარე­სად იმოქ­მე­დებ­და ჩემს უიმე­დო გან­წყო­ბა­ზე. არა­და, ნუ­შის კოქ­ტე­ი­ლი მომ­წონ­და, მი­სი სა­ო­ცა­რი არო­მა­ტი ყო­ველ­თ­ვის კარგ გუ­ნე­ბა­ზე მა­ყე­ნებ­და.
- კარ­გად ხარ? - და­ეჭ­ვ­და მე­გი, რო­ცა შე­მომ­ხე­და.
ჯან­და­ბას! არა, არა ვარ კარ­გად! იმ წუ­თი­დან არა ვარ კარ­გად, სას­ტუმ­რო ოთა­ხის ვე­ე­ბერ­თე­ლა მო­ნი­ტორ­ზე ბი­ბი რომ და­ვი­ნა­ხე. მი­სი გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან აღ­ტყი­ნე­ბუ­ლი სა­ხე ნერ­ვებს მიშ­ლი­და. ერ­თ­მა სარ­ფი­ან­მა პრო­ექ­ტ­მა ჩე­მი თა­ვი გა­და­ა­ვიწყა. რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დი კარ­გად? და ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რომ და­ქა­ლებს არა­ფე­რი შე­ემ­ჩ­ნი­ათ.
- კი, კარ­გად ვარ, უბ­რა­ლოდ, დავ­ლიე და ცო­ტა თა­ვი ამ­ტ­კივ­და. - ისევ ვცა­დე გა­ღი­მე­ბა, მაგ­რამ, მგო­ნი, და­ვიჯღა­ნე.
- შენც აღარ და­ლიო მე­ტი. დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხი­ა­რუ­ლე­ბა გმარ­თებს. ვერ ხე­დავ, ბი­ბიმ რო­გორ აჯო­ბა ყვე­ლას? გა­ი­მარ­ჯ­ვა, კონ­ტ­რაქ­ტი მო­ი­გო და თენ­გოს სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია ჩა­ი­ბა­რა.
ისევ მო­ნი­ტორს გავ­ხე­დე. ბი­ბი სა­ხე­გა­ბად­რუ­ლი შეს­ც­ქე­რო­და მე­გის საქ­მ­როს. მი­სი პრო­ექ­ტი სა­უ­კე­თე­სო აღ­მოჩ­ნ­და და პრე­ზენ­ტა­ცი­ა­მაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ი­ა­რა. ესეც ასე, მი­სი მძი­მე შრო­მა და­ფას­და. ტყუ­ი­ლად არ ჩა­უვ­ლია მსხვერპლს - უძი­ლოდ გა­თე­ნე­ბულ ღა­მე­ებ­სა და ჩემ­თან გან­შო­რე­ბას. ნე­ტავ, თუ არის ბედ­ნი­ე­რი? რა­ტომ არ იქ­ნე­ბა?! თა­ვის მი­ზანს მი­აღ­წია. აი, ბი­ბიმ მო­მუშ­ტუ­ლი მარ­ჯ­ვე­ნა მაღ­ლა ას­წია და და­იყ­ვი­რა: `გა­მარ­ჯ­ვე­ბა!~ თით­ქოს `ოს­კა­რი~ აეღოს! მი­სა­ლო­ცი ამ­ბა­ვია, აბა, რა. ახ­ლა სა­მუ­შაო გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს და კარგ ფულ­საც მოხ­ვეტს.
სუ­ლაც არ მიკ­ვირ­და მი­სი საქ­ცი­ე­ლი. მას ყო­ველ­თ­ვის იზი­დავ­და რის­კი და პირ­ვე­ლო­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტი გო­გო სწო­რედ მას ესე­ო­და სკო­ლის პე­რი­ოდ­ში. ბი­ჭე­ბი კი ვე­ღარ უწევ­დ­ნენ კონ­კუ­რენ­ცი­ას და ყვე­ლა გან­ზე დგე­ბო­და, რომ ლი­დე­რო­ბის გზა მის­თ­ვის და­ეთ­მო.
იმ სა­ღა­მოს შემ­დეგ ერ­თ­მა­ნეთს არ შევ­ხ­ვედ­რი­ვართ. ერ­თხე­ლაც არ და­მი­რე­კავს და არც და­მი­პი­რე­ბია. დღეს პირ­ვე­ლი სა­ღა­მო იყო, რაც მას მე­რე შევ­ხ­ვ­დით. ბო­ლო კოქ­ტე­ილ-ფარ­თი მო­აწყ­ვეს მე­გიმ და ელ­გუ­ჯამ. ხვალ კი­დევ ერ­თი სა­ღა­მო და - მორ­ჩა, მე­რე უკ­ვე ქორ­წი­ლის თა­და­რი­გი და­იწყე­ბო­და. ბი­ბის წარ­მა­ტე­ბით, ჩემ მა­გივ­რად, თენ­გო იწო­ნებ­და თავს, მე კი გუ­ლი მიკ­ვ­დე­ბო­და.
ბი­ბიმ შე­ამ­ჩ­ნია ჩე­მი მოწყე­ნა და წელ­ზე ხე­ლი მომ­ხ­ვია. ოდ­ნავ გვერ­დ­ზე გა­ვი­წიე, თან ტუ­ჩებს ვიკ­ვ­ნეტ­დი, რომ არ ავ­ტი­რე­ბუ­ლი­ყა­ვი.
- ვხე­დავ, რომ ცუ­დად ხარ. რა­ღაც ვერ ხარ შე­ნე­ბურ ხა­სი­ათ­ზე. იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნის ბო­ლო სა­ღა­მოა? გპირ­დე­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­ლა­პა­რა­კებთ.
მას­თან სა­უ­ბა­რი არ მინ­დო­და. ხომ ვცა­დე, რა­მე გა­მომ­ს­ვ­ლო­და და რა გა­მო­ვი­და აქე­დან? ის გა­მოტყ­და, რომ არ არის მზად სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის. მეც ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვი ჩე­მი პო­ტენ­ცი­უ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა.
- მა­პა­ტიე, - ცი­ვად გა­და­ვუგ­დე და ავ­დე­ქი. პირ­და­პირ ტუ­ა­ლე­ტის­კენ ავი­ღე გე­ზი: ერ­თი სუ­ლი მქონ­და, სარ­კე­ში ჩა­მე­ხე­და. ვი­ცო­დი, სა­შინ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, ამი­ტომ ცო­ტა უნ­და მო­მე­წეს­რი­გე­ბი­ნა თა­ვი. ახ­ლა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე კარ­გი - ცო­ტა ხნით მარ­ტო დარ­ჩე­ნა იქ­ნე­ბო­და.
ტუ­ა­ლეტ­ში შე­სულ­მა კა­რი ჩავ­კე­ტე და რამ­დენ­ჯერ­მე ღრმად ამო­ვი­ოხ­რე. ალ­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დამ­ჭირ­დე­ბა, ეს ტკი­ვი­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­დავ­ხარ­შო. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ სი­სუ­ლე­ლე ჩა­ვი­დი­ნე. ტყუ­ი­ლად მქონ­და იმე­დი, რომ ბი­ბის თავს შე­ვაყ­ვა­რებ­დი.
ხუ­თი წუ­თის შემ­დეგ გა­მო­ვე­დი სა­პირ­ფა­რე­შო­დან და გა­ო­ცე­ბულ­მა პი­რი და­ვა­ღე. კა­ბი­ნის კარ­თან ჩე­მი სა­მი­ვე და­ქა­ლი ხე­ლებ­და­კა­პი­წე­ბუ­ლი დამ­ხ­ვ­და.
- ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა? კარ­გად ხარ? - მო­მა­ყა­რა სა­მი­ვემ.
პირ­ვე­ლი მე­გი მო­მ­ვარ­და და ჩა­მე­ხუ­ტა. მე­რე ლი­ლი და კა­ტო გა­და­მეხ­ვივ­ნენ.
- მთლად კარ­გად ვერ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, რა­მე პრობ­ლე­მა გაქვს? სამ­სა­ხუ­რის ამ­ბა­ვია? არ დაგ­ვი­მა­ლო.
- შემ­თხ­ვე­ვით, ხომ არ... - აღარ და­ამ­თავ­რა კა­ტომ და ხე­ლი მუ­ცელ­ზე და­ი­დო.
- რა თქმა უნ­და, არა. ეგ რამ გა­ფიქ­რე­ბი­ნათ ჩემ­ნა­ი­რი მო­ნაზ­ვ­ნის­გან? - გავ­წით­ლ­დი.
- რა­ღა მო­ნა­ზო­ნი, ისე­თი ბი­ჭი დაგ­ყ­ვე­ბა გვერ­დით, შე­ნი ჭი­რი­მე, ვის არ შე­აც­დენს! - თქვა ლი­ლიმ და გო­გო­ებს გა­და­ხე­და.
- თუ ორ­სუ­ლად არ ხარ, მა­შინ და­ნარ­ჩე­ნი, ჩათ­ვა­ლე, რომ წვრილ­მა­ნია, - და­მამ­შ­ვი­და პრაგ­მა­ტულ­მა ლი­ლიმ და ბა­ღის­კენ აიღო გე­ზი, - წა­მო­დით, სა­ლა­პა­რა­კო გვაქვს.
ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი, მაგ­რამ ახ­ლა მათ­თან სა­უბ­რის სურ­ვი­ლი ჩემს გეგ­მა­ში არ შე­დი­ო­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­დო­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო სა­ღა­მო და ბი­ბი ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ გამ­ქ­რა­ლი­ყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბი­დან. მე­ო­რე მხრივ, იმის ში­ში, რომ მას სა­ბო­ლო­ოდ დავ­კარ­გავ­დი, სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში მაგ­დებ­და.
- შენს თავს რა­ღაც ამ­ბა­ვია და არ გინ­და, გვითხ­რა. მაგ­რამ ად­რე თუ გვი­ან, მა­ინც გათ­ქ­მე­ვი­ნებთ, საყ­ვა­რე­ლო, - კაი დე­დამ­თი­ლი­ვით და­მად­გა თავ­ზე მე­გი.
ისე­თი მტკი­ცე ტო­ნით მითხ­რა ეს სიტყ­ვე­ბი, მივ­ხ­ვ­დი, უკან დამ­ხე­ვი არ იყო. ლი­ლიმ და კა­ტო­მაც შე­თან­ხ­მე­ბუ­ლე­ბი­ვით და­აქ­ნი­ეს თა­ვი. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ვი­ცო­დი მა­თი სი­ჯი­უ­ტის ამ­ბა­ვი და გა­დავ­წყ­ვი­ტე, სი­მარ­თ­ლის თუნ­დაც ნა­წი­ლი მა­ინც გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა მათ­თ­ვის.
- ბი­ბი მიყ­ვარს, - ხმა­მაღ­ლა ვთქვი ის, რა­საც გულ­ში ბო­ლო დროს ხში­რად ვი­მე­ო­რებ­დი.
- მშვე­ნი­ე­რია, მე­რე რა? გგო­ნია, რა­მე ახა­ლი გვითხა­რი? შემ­დეგ? - სუ­ლაც არ გა­იკ­ვირ­ვეს ჩე­მი ნათ­ქ­ვა­მი.
- მე ისე მი­ხა­რია შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, წა­მი არ გა­ვა, არ გა­მახ­სენ­დე. ძლივს ვი­ღაც გა­ხა­დე შე­ნი ყუ­რადღე­ბის ღირ­სი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ყუ­რე­ბამ­დე სა­მუ­შა­ო­ში იყა­ვი ჩაფ­ლუ­ლი და ირ­გ­ვ­ლივ ვე­რა­ვის ამ­ჩ­ნევ­დი, - თმა ამი­ჩე­ჩა ლი­ლიმ და ასე მო­მე­ფე­რა.
თა­ვი გა­ვაქ­ნიე. მე სუ­ლელ­მა, ლა­მის და­ვა­და­ნა­შა­უ­ლე მე­გი, რომ ყვე­ლა­ფე­რი მი­სი ქორ­წი­ლის ბრა­ლი იყო. გათხო­ვე­ბა რომ არ გა­და­ეწყ­ვი­ტა, ამ ტკი­ვილს ხომ ავი­ცი­ლებ­დი თა­ვი­დან! არა­და, ბო­ლო დროს ხში­რად ვფიქ­რობ­დი ამა­ზე.
ბაღ­ში გა­სუ­ლი, ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი და­ვე­ხეთ­ქე ხის მერ­ხ­ზე და ამო­ვიკ­ვ­ნე­სე:
- ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა.
- რა­ტომ?
და­ვე­ლო­დე, სა­ნამ გო­გო­ნე­ბი ირ­გ­ვ­ლივ შე­მო­მის­ხ­დე­ბოდ­ნენ და `აღ­სა­რე­ბის~ თქმას შე­ვუ­დე­ქი:
- იცით, რომ მო­გატყუ­ეთ? სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, მე და ბი­ბი არას­დ­როს ვხვდე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს.
სა­მი­ვე პირ­და­ღე­ბუ­ლი მო­მა­ჩერ­და.
- თქვენ ყო­ველ­თ­ვის წუხ­დით ჩემ გა­მო, ცდი­ლობ­დით, გა­გემ­ხი­ა­რუ­ლე­ბი­ნეთ, ვინ­მე მო­გე­ძებ­ნათ, ვინც ცხოვ­რე­ბას გა­მი­ხა­ლი­სებ­და, რად­გან ყო­ველ­თ­ვის მარ­ტო ვი­ყა­ვი. რო­გორც ხე­დავთ, მეც მომ­ბეზ­რ­და მარ­ტო­ო­ბა და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ცხოვ­რე­ბა­ში თუნ­დაც ერ­თხელ და­მერ­ღ­ვია ჩე­მი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და ეს მე­გის წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო დღე­ებ­ში გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ჰო­და, გა­ვა­კე­თე. ბი­ბის ვთხო­ვე, ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის რო­ლი ეთა­მა­შა.
მა­თი გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი არ შეც­ვ­ლი­ლა, თით­ქოს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი გა­ი­გე­სო. პირ­ვე­ლი მე­გი მო­ე­გო გონს:
- რა­ღაც ვერ ჯდე­ბა ერ­თ­მა­ნეთ­ში. თქვენ ისე ჰგავ­ხართ შეყ­ვა­რე­ბულ წყვილს, ცო­ტა გა­მი­ჭირ­დე­ბა და­ჯე­რე­ბა, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ბლე­ფია. კა­ცი შე­მოგ­ხე­დავთ თუ არა, ეგ­რე­ვე ამ­ჩ­ნევს, რომ ერ­თ­მა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბით.
- შენ ეგა თქვი! მე­რე­და, რო­გორ უყუ­რებ ხოლ­მე ან ის რო­გორ მო­გა­ჩერ­დე­ბა ხან­და­ხან! ასე­თი რა­მე­ე­ბის იმი­ტა­ცია წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია!
- მო­ი­ცა, რა, - კა­ტომ მე­გის თი­თე­ბი ჩაბღუ­ჯა, - აცა­დე, და­ამ­თავ­როს. მგო­ნი, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ გით­ქ­ვამს, არა?
თა­ვი და­ვუქ­ნიე და მო­ყო­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე:
- ბი­ბი ჩე­მი ტე­ტეს მე­გო­ბა­რია. ძა­ლი­ან ახ­ლოს არას­დ­როს ვყო­ფილ­ვართ. ისე, ხან­და­ხან თუ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს. ტე­ტე რომ სკო­ლას ამ­თავ­რებ­და, და­ბა­დე­ბის დღე გა­და­ი­ხა­და და მა­შინ... - წა­მით შევ­ყოყ­მან­დი, მი­ჭირ­და იმ სა­ზიზღა­რი სა­ღა­მოს გახ­სე­ნე­ბა, მე­რე კი მოვ­ხ­სე­ნი გუ­დას თა­ვი და გო­გო­ებს ყვე­ლა­ფე­რი ვუ­ამ­ბე. - აი, ასე, დამ­ცი­ნა და გატ­რი­ალ­და. სრუ­ლი­ად გან­ვ­ს­ხ­ვავ­დე­ბით ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ჩე­მი იდეა იყო, მე შევ­თა­ვა­ზე ეს გა­რი­გე­ბა. თან და­ჟი­ნე­ბით მოვ­თხო­ვე, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის ფარ­გ­ლებს არ გას­ც­დე­ნო­და, მაგ­რამ... - ფრა­ზა ვერ და­ვამ­თავ­რე.
- მაგ­რამ შენ ყუ­რე­ბამ­დე შე­გიყ­ვარ­და, - ჩემ მა­გივ­რად მე­გიმ გა­აგ­რ­ძე­ლა, თან თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის ნიშ­ნად ზურ­გ­ზე ხე­ლი და­მის­ვა, - მე­რე რა, ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი. რა­ტომ არ გინ­და, უთხ­რა, რა­საც გრძნობ? დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისიც იმა­ვეს გა­ნიც­დის. თავს მო­ვიჭ­რი, თუ არ უყ­ვარ­დე.
რო­გორც კი წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ მკრა ბი­ბიმ უკ­ვე მე­ო­რედ ხე­ლი, შე­მა­კან­კა­ლა.
- გო­გო­ე­ბო, სულ არ გეწყი­ნათ, რომ მო­გატყუ­ეთ?
ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, სა­მი­ვემ მხი­ა­რუ­ლად გა­ი­ცი­ნა.
მე­გიმ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი ნი­კაპ­ქ­ვეშ ამომ­დო და თა­ვი ამა­წე­ვი­ნა.
- ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გვეს­მის. ძნე­ლია მარ­ტო ყოფ­ნა, მაგ­რამ უფ­რო ძნე­ლია, რო­ცა და­ქა­ლე­ბი შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ერე­ვი­ან, მით უმე­ტეს, თუ შეყ­ვა­რე­ბას გა­ი­ძუ­ლე­ბენ. დაგ­ვი­ჯე­რე, ჩვენ მხო­ლოდ ის გვინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი იყო, რო­გორც ახ­ლა.
- ახ­ლა? ჰმ... მე ახ­ლა ბედ­ნი­ე­რი არ ვარ.
- აი, ნა­ხავ! თუ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი ბი­ბის, მიხ­ვ­დე­ბი, რომ ბედ­ნი­ე­რი ხარ.
- ის არ იზი­ა­რებს ჩემს გრძნო­ბებს. თქვენ არ გეს­მით.
- კარ­გი ერ­თი! ჩვენ გვეს­მის, თუ გვეს­მის! - ლი­ლიმ თვა­ლე­ბი და­მი­ქა­ჩა. - მე კა­ცის მზე­რა ვერ მო­მატყუ­ებს. უკ­ვე გვი­ნა­ხავს ასე­თი მზე­რა თენ­გოს­გა­ნაც, ან­ტო­ნის­გა­ნაც და დუ­დუს­გა­ნაც. ბი­ბი გო­ნე­ბას კარ­გავს შენ გა­მო.
ისი­ნი მამ­ხ­ნე­ვებ­დ­ნენ, მე კი ში­ში მტან­ჯავ­და. მე ხომ უკ­ვე ვე­ლა­პა­რა­კე ბი­ბის, თა­ნაც არა­ერ­თხელ, და პა­სუ­ხად ყო­ველ­თ­ვის ერ­თი და იგი­ვე მეს­მო­და: გმად­ლობ, არა. მას, რო­გორც ქა­ლი, არ ვა­ინ­ტე­რე­სებ­დი, მი­სი ალერ­სი­ა­ნი მზე­რა კი იმი­ტომ იყო ყო­ველ­თ­ვის `მზად­ყოფ­ნა­ში~, რომ ჩე­მი მე­გობ­რე­ბი გა­ე­ცუ­რე­ბი­ნა. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, და­საწყის­ში მარ­თ­ლაც გა­ი­ტა­ცა მცი­რე გრძნო­ბამ. აბა, რო­მე­ლი ჭკუ­ა­თამ­ყო­ფე­ლი კა­ცი იტყ­ვის უარს ქალ­ზე, რო­მე­ლიც ლა­მი­საა, კი­სერ­ზე ჩა­მო­ე­კი­დოს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ის მარ­ტო­ხე­ლა და სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უც­დე­ლია?!
- პი­რო­ბა მოგ­ვე­ცი, რომ ჩვენს რჩე­ვას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ, თო­რემ იცო­დე, ყვე­ლა­ზე მა­გარ შანსს გა­უშ­ვებ ხე­ლი­დან.
- მე ვიტყო­დი - ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ შანსს, - და­ა­მა­ტა ლი­ლიმ.
და­ვი­ღა­ლე მა­თი შე­გო­ნე­ბე­ბით. ამ­წუ­თას მზად ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფერ­ზე დავ­თან­ხ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი, ოღონდ კი თა­ვი და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ. ერ­თა­დერ­თი, რაც მინ­დო­და, შინ დრო­ზე დაბ­რუ­ნე­ბა და სა­კუ­თარ დარ­დ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა იყო.
- მად­ლო­ბა, ჩე­მო ძვირ­ფა­სე­ბო, თა­ნად­გო­მის­თ­ვის, რჩე­ვის­თ­ვის, ზრუნ­ვის­თ­ვის. იმის­თ­ვი­საც, რომ გა­მი­გეთ და არ დამ­ტუქ­სეთ. ახ­ლა ყვე­ლა­ფერს აჯო­ბებს, ში­ნის­კენ გა­ვუდ­გე გზას და იმა­ზე ვი­ფიქ­რო, რო­გორ გა­დავ­დ­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. - გულ­ში კი გა­ვი­ფიქ­რე: `პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მი­სი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის წაშ­ლა იქ­ნე­ბა~.
- ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, ჩე­მი ჭკვი­ა­ნი გო­გო! - წა­მოხ­ტა მე­გი. - კა­ცი შტურ­მით უნ­და აიღო, სა­ნამ გონს მოს­ვ­ლას მო­ას­წ­რებს.
ყვე­ლამ გა­ი­ცი­ნა, ჩემ გარ­და, რად­გან ვი­ცო­დი, რომ შტურ­მ­ზე წამ­ს­ვ­ლე­ლი არ ვი­ყა­ვი.

ბი­ბი ბი­ჭე­ბის შუ­ა­ში ჩამ­დ­გა­რი­ყო და დუ­დუს კოქ­ტე­ილს უჭა­ხუ­ნებ­და. შე­უმ­ჩ­ნევ­ლად მი­ვუ­ახ­ლოვ­დი ოთხი­ვეს და ჩემ­და უნე­ბუ­რად, ყუ­რი მი­ვუგ­დე, რა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ.
- ჰო­და, მთლად კარ­გი კი ვერ არის, სიყ­ვა­რუ­ლის­გან რომ გა­აფ­რენ, მე­გო­ბა­რო, - ამ­ბობ­და ელ­გუ­ჯა, - მე სე­რი­ო­ზუ­ლად შემ­ტ­კი­ვა გუ­ლი ელე­ნე­ზე. ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხარ. დღეს რა­ღაც, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი მეჩ­ვე­ნა. არ ვი­ცი, შე­იძ­ლე­ბა იჩხუ­ბეთ, მაგ­რამ შე­ე­ცა­დე, სი­ტუ­ა­ცია გან­მუხ­ტო. ხომ იცი, რო­გორც ხდე­ბა. რო­ცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ, ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფე­რი რთულ­დე­ბა. მი­სი გა­ნაწყე­ნე­ბა არ გა­ბე­დო, ამას ძმუ­რად გთხოვ. ისე­დაც მძი­მე ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა. მარ­ტო­ხე­ლაა. შე­ნამ­დე, მგო­ნი, არც არა­ვის­თან ჰქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა. მთელ ენერ­გი­ას სამ­სა­ხურ­ში ხარ­ჯავს.
- თქვენ არ ინერ­ვ­იუ­ლოთ, ძმე­ბო. ელე­ნე ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია, მე სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ცი ვარ, ქა­ლის წყე­ნი­ნე­ბა ჩე­მი სტი­ლი არ არის.
ყუ­რე­ბი ვცქვი­ტე, მაგ­რამ სწო­რედ ამ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტ­ში და­რე­კა ბი­ბის მო­ბი­ლურ­მა.
რო­გორც მივ­ხ­ვ­დი, თა­ვი­სი უფ­რო­სი ურე­კავ­და და სთხოვ­და, სას­წ­რა­ფოდ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი­ყო სამ­სა­ხურ­ში.
მან უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხე მი­ი­ღო და ად­გილ­ზე დატ­რი­ალ­და. ამ დროს სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით ჩემ­კენ გა­მო­ი­ხე­და და და­მი­ნა­ხა. ხე­ლი გა­შა­ლა, რი­თაც მი­მახ­ვედ­რა, საქ­მე გა­მი­ხუ­რაო.
- ხვა­ლის­თ­ვის რომ გა­დავ­დოთ, არ შე­იძ­ლე­ბა? - შე­ე­კითხა ბი­ბი მო­სა­უბ­რეს და მცი­რე პა­უ­ზის შემ­დეგ გა­აგ­რ­ძე­ლა: - თუ ასეა, ახ­ლა­ვე წა­მო­ვალ... რას ვი­ზამ, რა­ცაა, ესაა. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მანდ ვარ.
მივ­ხ­ვ­დი, წას­ვ­ლას აპი­რებ­და. და­მას­წ­რო. მინ­დო­და, პირ­ველს მე მეთ­ქ­ვა, შინ მივ­დი­ვარ და გა­ცი­ლე­ბა არ მინ­და-მეთ­ქი... აქაც არ გა­მი­მარ­თ­ლა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
06.05.2016
როდის დადებთ ახალ ნაწილს? ნუ აჭიანურებთ ხოლმე...
თაკო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი