ჯეინ ეარი (თა­ვი მე­თექ­ვსმე­ტე)
font-large font-small
ჯეინ ეარი (თა­ვი მე­თექ­ვსმე­ტე)
"სა­ღ­ამოვდე­ბა, - ვთქვი და ფან­ჯრისკ­ენ გავ­იხე­დე,
- დღ­ეს მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ხმა არ გამ­იგონია, არც მი­სი ფე­ხის ხმის­თ­ვის მო­მიკ­რავს ყუ­რი. მაგ­რამ დაძ­ინე­ბამ­დე, უდა­ვოდ, ვნა­ხავ. დი­ლით ეს შეხ­ვედ­რა მა­კრ­თობდა, ახ­ლა - მე­ნატ­რე­ბა". დი­დი ხნის ლო­დინ­მა და თავ­შე­კ­ა­ვე­ბამ მოთ­მი­ნე­ბის ფია­ლა ამივ­სო.
რო­დე­საც მთლად დაბ­ნელ­და და ადე­ლიც თა­ვის ოთახ­ში წავ­იდა სო­ფის­თან სა­თა­მაშოდ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან შეხ­ვედრის სურ­ვი­ლი გამ­იმწვავ­და. სმე­ნად ვი­ქე­ცი. ნე­ტა, არ დაი­წკრ­ია­ლებს ზა­რი ქვე­ვით, ან ლი არ გამ­ოჩნდე­ბა, რომ დამ­იძახონ? ხან­და­ხან მეჩ­ვე­ნებ­ოდა, თით­ქოს თვით მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მო­დი­ო­და. მა­შინ კარს არ ვაც­ილებდი თვალს და ვე­ლო­დი, სა­და­ცაა კა­რი გა­იღ­ე­ბა და შემ­ოვა-­მეთქი. მაგ­რამ კა­რი კვ­ლავ დახ­შუ­ლი რჩებ­ოდა. მხო­ლოდ სიბ­ნე­ლე შემ­ოდიოდა ფან­ჯრიდან. ჯერ კი­დევ გვი­ა­ნი არ იყო: მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ხში­რად მიხ­მობ­და შვიდ ან რვა სა­ათ­ზე, ახ­ლა კი მხო­ლოდ ექ­ვ­სი იყო. შეუ­ძლე­ბელ­ია, მო­ლო­დი­ნი გამ­იცრუვდეს ამ სა­ღ­ამოს, რო­დე­საც ამ­დენი რამ მაქვს მის­თ­ვის სათ­ქმელი! მინ­დო­და, კვ­ლავ გრე­ის პულ­ზე ჩამ­ომეგდო ლა­პა­რა­კი, მაი­ნტე­რე­სებ­და, რას მი­პას­უხებ­და. გა­დავ­წყვიტე, პირ­და­პირ მე­კი­თხა, დარ­წმუნებული იყო თუ არა, რომ სწო­რედ ამ ქალ­მა სცა­და იმ საშ­ინელი საქ­მის ჩა­დე­ნა. თუ ეს ასე იყო, მა­შინ რა­ტომ აფა­რებ­და ხელს მის ბო­რო­ტე­ბას. არ და­ვე­ძებდი, თუ ჩე­მი ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბა გა­ა­ღი­ზია­ნებ­და მას. ჩემ­თ­ვის უკ­ვე ნაც­ნო­ბი იყო მი­სი გაბ­რა­ზე­ბა­ცა და დამ­შვიდე­ბაც. სწო­რედ ეს იყო, რაც უზო­მო სი­ამ­ოვნე­ბას მგვრი­და. მაგ­რამ ჩემს უტყუ­არ წი­ნათ­გრძნობას არას­ოდეს შევ­ყავდი ძალ­იან შორს; არას­ოდეს ვაძ­ლევდი თავს მეტ­ისმეტის უფ­ლე­ბას. გა­რკ­ვეულ ზღვ­რამ­დე კი ძალ­იან მომ­წონ­და სა­კუ­თარი ზე­გავ­ლენის შეგ­რძნე­ბა ამ კაც­ზე. არ ვი­ვიწყებ­დი მის მდგო­მა­რეო­ბას. ყო­ველ­თ­ვის ვი­ცავ­დი სა­პატიო მან­ძილს, მაგ­რამ შე­მეძლო მას­თან უშიშ­რად და თავ­ისუფლად მე­კ­ა­მა­თა. ეს ჩვენ ორი­ვეს გვსურ­და.
რო­გორც იქ­ნა, აჭ­რიალ­და კი­ბე ვიღ­აცის ნაბ­იჯების ქვეშ, გამ­ოჩნდა ლი. მაგ­რამ მან მხო­ლოდ ის მაც­ნობა, ჩაი მზად არის მი­სის ფე­იერ­ფექსის ოთახ­შიო. მეც იქით გა­ვეშ­ურე. მა­ხა­რებ­და, რომ დაბ­ლა ჩას­ვ­ლის სა­ბაბი მო­მე­ცა. ვფიქ­რობ­დი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან ახ­ლოს ვიქ­ნე­ბო­დი.
- ჩაი უთუ­ოდ მო­გინ­დებ­ოდათ, - მითხ­რა კეთ­ილმა ქალ­მა, რო­დე­საც შე­ვედი. - სად­ილზე ხომ თით­ქ­მის არაფ­რის­თ­ვის გიხ­ლი­ათ ხე­ლი. ვგო­ნებ, - გა­ნაგ­რძობდა ის, - კარ­გად არა ხართ დღ­ეს. ლო­ყე­ბი აგ­წითლებ­იათ, თით­ქოს გაც­იებთ.
- ოჰ, სრუ­ლი­ად კარ­გად ვგრძნობ თავს. ასე კარ­გად არას­ოდეს ვყო­ფილ­ვარ.
- მაშ, ეს კარ­გი მა­დით უნ­და და­ამ­ტკიცოთ. ხომ არ გა­აწყობთ ჩა­ის, ვიდ­რე ამ ერთ ხაზს ჩა­ვა­თა­ვებ?
რო­გორც კი საქ­მეს მორ­ჩა, ფარ­და ჩამ­ოუშვა, რო­მე­ლიც გა­და­წეული იყო. ალ­ბათ, უნ­დო­და სამ­უშაო დღის სი­ნათ­ლე­ზე და­ემ­თავ­რებ­ინა. ახ­ლა ბინ­დ­ბუნ­დი სიბ­ნე­ლეში გა­დად­იოდა.
- მშვენ­იერი ღა­მე­ა, - თქვა შემ­დეგ და ფან­ჯა­რაში გაი­ხე­და, - თუმ­ცა ვარ­სკვ­ლა­ვები არ ჩანს. სა­ერთოდ კი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს კარ­გი და­რი და­ესწრო სამ­გზავროდ.
- სამ­გზავროდ! გა­ნა მის­ტერ რო­ჩეს­ტერი სად­მე წავ­იდა? არ მეგ­ონა, რომ ის შინ არ იყო.
- ოჰ, ისაუ­ზმა თუ არა, მაშ­ინვე გა­ემ­გზავ­რა. ლი­ში წავ­იდა მის­ტერ ეშ­ტონთან. ეს მილ­კო­ტიდან ათი მი­ლი­თაა დაშ­ორებული, მხო­ლოდ იქი­თა მხრი­დან. დარ­წმუნებული ვარ, ახ­ლა იქ მთე­ლი მა­ღ­ალი საზ­ოგად­ოე­ბა მო­იყ­რი­და თავს: ლორ­დი ინ­გ­რე­მი, სერ ჯორჯ ლი­ნი, პოლ­კო­ვნიკი დენ­ტი და სხვე­ბი.
- ხომ არ ელ­ოდებით ღა­მით?
- არა, არც ხვალ. ვფიქ­რობ, ერთ-ორ კვ­ირას დარ­ჩე­ბა იქ. ან, შეი­ძლე­ბა, მეტ ხან­საც. რო­დე­საც ეს რჩე­უ­ლი მა­ღ­ალი საზ­ოგად­ოების ხალ­ხი ერ­თად შეი­ყრე­ბა, მათ არ აკლ­იათ ფუ­ფუ­ნე­ბა, მხი­არ­ულე­ბა, ყვე­ლაფრით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არ­იან, რაც თვალს აა­მებს და ას­იამ­ოვნებს, ასე რომ, არც ჩქარ­ობენ უკ­ან დაბ­რუნე­ბას. გან­სა­კუ­თრებით, ჯენ­ტლმე­ნებს უყ­ვართ ასე­თი დროს­ტა­რე­ბა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ისე­თი მხი­არ­ულია, ისე­თი ხა­ლი­სის შემ­ტან­ია ამ საზ­ოგად­ოე­ბაში, რომ ყვე­ლასთვის საყ­ვა­რელი ადამ­იან­ია. ქა­ლებს ხომ ძალ­იან მოს­წონთ. არ იფიქ­როთ, თით­ქოს ისი­ნი არ ხე­დავ­დნენ მის გა­რეგ­ნობას. მაგ­რამ, ჩე­მი აზ­რით, მი­სი ცოდ­ნა, უნა­რი და, ალ­ბათ, სიმ­დიდ­რე და გვარ­იშვილობა ფა­რავს მის გა­რეგნულ ნა­კლს.
- ლი­ში ქა­ლებიც იქ­ნებ­იან?
- დი­ახ, მი­სის ეშ­ტო­ნი და მი­სი სა­მი ასუ­ლი. მარ­თლაც, მე­ტად მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ქალ­იშვილები; ბრწყინ­ვა­ლე ბლან­ში და მე­რი ინ­გ­რე­მები - ეს ულა­მა­ზესი ას­ულებიც იქ იქ­ნებ­იან. ამ ექ­ვ­სი თუ შვი­დი წლის წინ ვნა­ხე ბლან­ში, რო­დე­საც ის თვრა­მეტი წლის იყო. აქ მო­ვი­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მი­ერ საშ­ობაოდ გა­მართულ ბალ­ზე. უნ­და გე­ნა­ხათ იმ დღ­ეს სა­სადილო ოთა­ხი! რა მდიდ­რუ­ლად იყო მორ­თუ­ლი, თვა­ლის მომ­ჭ­რე­ლად გაჩ­ირა­ღდ­ნებული! ვგო­ნებ, ორ­მოც­და­ა­თამ­დე ლე­დი და ჯენ­ტლმენი ჰყავ­და სტუმ­რად. ყვე­ლანი სა­უკ­ე­თესო საგ­რაფ­ოებ­იდან. მის ინ­გ­რე­მი ამ ბა­ლის დედ­ოფალი იყო.
- თქვენ ბრძა­ნეთ, რომ ის ნა­ხეთ, არა, მი­სის ფე­იერ­ფექს? რო­გო­რია?
- დი­ახ, ვნა­ხე. სა­სადილო ოთა­ხის ყვე­ლა კა­რი ფარ­თოდ იყო გა­ღ­ებული. შო­ბა იყო და მო­სამ­სახ­ურე­ებს ნე­ბა დარ­თეს, შეს­ულიყვნენ ჰოლ­ში და მო­ეს­მინათ, რო­გორ მღ­ერ­ოდნენ და უკ­რავ­დნენ ეს ქალ­ბატ­ონები. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ნე­ბა დამ­რ­თო ოთახ­ში შევ­სულიყავი, მეც წყნა­რი კუ­თხე ამ­ოვირჩიე. დავ­ჯექი და მათ ვათ­ვალ­იე­რებდი. ასე­თი სა­უცხოო კრე­ბუ­ლი წი­ნათ არას­ოდეს მე­ნა­ხა. ქა­ლებს მდიდ­რუ­ლად ეც­ვათ. მა­თი უმ­რავ­ლეს­ობა, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში - ახალ­გაზ­რდების უმ­რავ­ლეს­ობა, მე­ტად მომ­ხიბ­ვ­ლელ­ნი იყ­ვ­ნენ. მის ინ­გ­რე­მი კი ამ წვეუ­ლების მარ­თლაც რომ დედ­ოფალი იყო.
- რო­გო­რი იყო?
- მა­ღ­ალი, ლა­მაზი მკ­ერდი, და­ქა­ნებული მხრე­ბი; აღ­ერილი ყე­ლი; სა­ხის მშვენ­იერი ფე­რი, შავ­გვრე­მანი სუფ­თა სა­ხე; კე­თილ­შო­ბი­ლი ნა­კვ­თები; თვა­ლები, მსგავ­სი მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისა: დიდ­რო­ნი და შა­ვი, მი­სი ბრი­ლი­ან­ტებივით მო­ელ­ვა­რე; თმაც მშვენ­იერი: ყო­რა­ნი­ვით შა­ვი და მოხ­დენ­ილად და­ვარცხნილი. კე­ფა­ზე მსხვი­ლი ნაწ­ნავის გვირ­გ­ვი­ნი, წინ კი - მბზინ­ვა­რე გრძე­ლი კუ­ლულები, რომ­ლის მსგავ­სი მა­ნამ­დე არა­ფერი მე­ნა­ხა. თოვ­ლი­ვით ქათ­ქა­თა სა­მო­სი ეც­ვა. ქარ­ვისფერი შარ­ფი მხრებ­იდან მკ­ერ­დზე გად­მოდიოდა, წელ­ზე ეკვ­როდა და მუხ­ლებს ქვე­მოთ ფო­ჩე­ბით მთავ­რდებ­ოდა. კუ­ლულებში დაბ­ნეული ასეთ­ივე ფე­რის ყვა­ვი­ლი კუპ­რი­ვით შავ თმა­ში გამ­ოირჩეო­და.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, ყვე­ლა მო­ხიბ­ლა, არა?
- დი­ახ. მარ­თლაც რომ ყვე­ლა აღ­ტა­ცებული იყო არა მარ­ტო მი­სი სი­ლა­მაზით, არა­მედ მი­სი მოხ­დე­ნი­ლი ქცევ­ითაც, სიმღ­ერ­ითაც არ ჩამ­ორჩებ­ოდა სხვა ქა­ლებს. ვიღ­აც ჯენ­ტლმენის აკო­მპა­ნე­მენტით მან და მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა რა­ღ­აც დუ­ე­ტიც იმღ­ე­რეს.
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა? არ ვი­ცო­დი, თუ მღ­ერის.
- რო­გორ არა. მშვენ­იერი ბა­ნი აქვს და კარ­გა­დაც ერკ­ვე­ვა მუ­სიკ­აში.
- მის ინ­გ­რე­მი? რო­გო­რი ხმა აქვს?
- ძალ­იან ძლი­ე­რი და ლა­მაზი. მე­ტად სა­ამოდ მღ­ერ­ოდა. მი­სი მოს­მე­ნა მხო­ლოდ სია­მეს აგ­რძნობინებ­და ადამ­იანს. შემ­დეგ თვი­თონ და­უკ­რა. მე მუ­სიკ­აში ბევ­რი არა­ფერი მეს­მის, მაგ­რამ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს კარ­გად ეს­მის და გავ­იგონე, რომ თქვა, ბლან­ში სა­კ­მაოდ კარ­გად უკ­რავსო.
- და ეს მშვენ­იერი და უნა­კლო ლე­დი ჯერ არაა გათხო­ვი­ლი?
- რო­გორც ჩანს, არა. ვგო­ნებ, არც მას და არც მის დას დი­დი ქო­ნე­ბა არ უნ­და ჰქონ­დეთ. მო­ხუ­ცი ლორ­დი ინ­გ­რე­მის თით­ქ­მის მთე­ლი ქო­ნე­ბა მაი­ორატის წე­სით მის უფ­როს ვა­ჟს გა­და­ე­ცა.
- მიკ­ვირს, ნუ­თუ, არც ერთ შეძ­ლებულ კე­თილ­შო­ბილს ან ჯენ­ტლმენს არ შეუ­ყვარ­და იგი? თუნ­დაც მის­ტერ რო­ჩეს­ტერს? მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ხომ მდი­დარ­ია?
- ოჰ, დი­ახ, ის მდი­დარ­ია. მაგ­რამ, იცით, მათ შო­რის დი­დი ასა­კობრივი სხვაო­ბა­ა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი თით­ქ­მის ორ­მო­ცის ხდე­ბა. ის კი მხო­ლოდ ოც­დახ­უთისა­ა.
- მე­რე რა? გა­ნა ყო­ველ­დღი­ურად არ ხდე­ბა ამა­ზე უთა­ნაბრო ქორ­წი­ნე­ბანი?
- მარ­თალ­ია. მაგ­რამ არა მგო­ნია, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მომ­ხ­რე იყოს ასე­თი ქორ­წი­ნებ­ისა. მაგ­რამ თქვენ რა­ტომ არა­ფერს ჭამთ? რაც მაგ­იდას შემ­ოვუსხედით, ჩა­ის გარ­და, ხე­ლი არაფ­რის­თ­ვის გიხ­ლი­ათ.
- გმად­ლობთ. ძალ­იან მწყუ­რია და ჭა­მა არ შემ­იძლია. ხომ არ დამ­ისხამთ კი­დევ ერთ ფინ­ჯან ჩა­ის?
კვ­ლავ ვაპ­ირებდი გა­მეგ­რძე­ლებ­ინა საუ­ბარი მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­სა და მშვენ­იერ ბლანშს შო­რის შე­საძლო ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ ამ დროს ადე­ლი შემ­ოვიდა და დი­ალ­ოგმაც სულ სხვა მი­მარ­თულე­ბა მი­ი­ღო.
რო­დე­საც კვ­ლავ მარ­ტო დავ­რ­ჩი, მოს­მენ­ილზე ფიქ­რი ხელ­მეო­რედ დავ­იწყე. ჩემს გულ­ში ჩავ­იხე­დე. ჩე­მი ფიქ­რე­ბი და გრძნო­ბე­ბი შე­ვამ­ოწმე, ვცა­დე, შეუ­ბრა­ლე­ბელი ხე­ლით ამე­ლაგ­მა ეს გა­ბედული, ფუ­ჭი ოც­ნე­ბა და კვ­ლავ ჭეშ­მარ­იტების ჩვეუ­ლებრივ გზას დავ­ბრუნებოდი.
სა­კუ­თარი სამ­სჯავროს წი­ნა­შე წარ­ვდექი. მეხ­სიე­რე­ბა მხარს უჭერ­და ყვე­ლა ჩემს იმედს, სურ­ვილს, გრძნო­ბას, რო­მელ­საც წი­ნა ღა­მის შემ­დეგ გუ­ლით ვა­ტა­რებდი. გა­მახ­სენ­და ჩე­მი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რეო­ბა ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლობაში, მაგ­რამ აქ გო­ნე­ბის თვა­ლი წამ­ოდგა და ჩვე­უ­ლი მშვი­დი ხმით, ნათ­ლად და პირ­და­პირ, შეუ­ლა­მა­ზებ­ლად გამ­ოთქვა თა­ვი­სი აზ­რი. გა­მახ­სენ­და, თუ რო­გორ უარ­ვყავი სი­ნამ­დვილე და გა­ტა­ცებით მი­ვენ­დე აუ­ხდე­ნელ ოც­ნე­ბებს. ყო­ველ­ივე ამის შე­დე­გად მსჯავ­რი გამ­ოვიტა­ნე:
"ამ­ქვეყ­ნად არ და­ბა­დებ­ულა მეო­რე ისე­თი სუ­ლე­ლი ადამ­იანი, რო­გო­რიც ჯე­ინ ეარ­ია. არც ერ­თი იდი­ო­ტი ამა­ზე მე­ტად არ მო­იტყუ­ებ­და თავს ასე­თი ტკბი­ლი სიც­რუ­ით, არ და­ე­წა­ფებ­ოდა სა­წამ­ლავს, თით­ქოს ის მაც­ოცხლე­ბელი ნექ­ტ­რით სავ­სე ფია­ლა იყოს".
"ჰეი, შენ, - გან­ვაგრძობდი მე, - შენ გგო­ნია, რომ მო­ეწ­ონე მის­ტერ რო­ჩეს­ტერს? შენ შეგ­წევს ძა­ლა, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ას­იამოვნო? მის­თ­ვის რა­მეს წარ­მოად­გენ? თა­ვი და­მა­ნე­ბე, შე­ნი უგუ­ნუ­რე­ბა გულს მი­რევს. გა­ხა­რებ­და ის შემ­თხვევითი ორაზ­როვანი სიტყ­ვე­ბი, თით­ქოს უპი­რა­ტეს­ობას გან­იჭებ­და ეს ბრწყინ­ვა­ლე ოჯა­ხიშ­ვი­ლი, ჯენ­ტლმენი, მა­ღ­ალი საზ­ოგად­ოების ადამ­იანი შენ, მის ხელ­ქვეი­თსა და გამ­ოუცდელ პი­როვ­ნე­ბას? რო­გორ ბე­დავ, შე საბ­რალო ჩურ­ჩუ­ტო! ნუ­თუ, სა­კუ­თარ­მა ინ­ტე­რე­სებ­მა მა­ინც არ და­გა­ჭკვ­ია­ნა? მთე­ლი დღე შენს გო­ნე­ბაში ნათ­ლად ცოცხ­ლობ­და წი­ნა ღა­მით მომ­ხ­და­რი პა­ტა­რა ამ­ბავი, არა? და­მა­ლე სა­ხე და უნ­და გრცხვენ­ოდეს! რა­ღ­აც ქე­ბის მსგავ­სი გითხ­რა პირ­ში, არა? უჭ­კუო თო­ჯი­ნავ! კარ­გად გა­ახ­ილე ეგ ბინ­დ­გა­და­კრული თვა­ლები, იფიქ­რე ამ შენს უბად­რუკ უგუ­ნუ­რე­ბა­ზე! არც ერთ ქალს არ მო­უ­ტანს სიკ­ე­თეს მას­ზე მა­ღ­ლა მდგო­მი ადამ­იანის ქათ­ინაუ­რები, თუ ის მარ­თლაც არ აპ­ირებს მის ცო­ლად შერ­თვას. სი­გიჟ­ე­ა, რომ რო­მელ­იმე ქა­ლი თა­ვის გულ­ში ამაო სიყ­ვა­რუ­ლით დან­თებულ ხან­ძარს ააგ­იზგიზებს. სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ცალ­მხრივია და გაუ­მხე­ლელი, თვი­თონ სპობს თა­ვის მა­საზ­რდოე­ბელს - სი­ცოცხ­ლეს. გა­მჟ­ღ­ავ­ნების შემ­თხვე­ვაში კი, თუნ­დაც მას სიყ­ვა­რუ­ლით უპა­სუ­ხონ, ის ემ­სგავ­სე­ბა შორს მოკ­ია­ფე სი­ნათ­ლეს, ტრა­მა­ლებში რომ შეი­ტყუებს ადამ­იანს და უკ­ან და­სა­ხევ გზას მო­უჭ­რის.
- მაშ, ჯე­ინ ეარ, მო­ის­მი­ნე შე­ნი გა­ნა­ჩენი: ხვალ დი­ლით შენ აიღ­ებ სა­რკ­ეს, წინ დაი­დგამ და და­ხა­ტავ სა­კუ­თარ პორ­ტ­რეტს - ოღონდ ზუს­ტად: არც ერთ შენს ნა­კლს არ შე­ა­ლა­მა­ზებ; არ გამ­ოტოვებ სა­ხის არც ერთ უხეშ ხაზ­საც კი; არ შე­არ­ბილებ შე­ნი სა­ხის უს­წო­რო ნა­კვ­თებს; ქვეშ მია­წერ: უთ­ვის­ტო­მო, ღა­რი­ბი და უბ­რა­ლო აღმ­ზრდელის სუ­რა­თი. შემ­დეგ აიღე სპი­ლოს ძვლის ფირ­ფი­ტა - შენ გაქვს ის შენს სა­ხა­ტავ ყუთ­ში, - შე­ნი პალ­იტრა, აუ­რიე ყვე­ლა­ზე ახა­ლი, კარ­გი და სუფ­თა სა­ღ­ე­ბა­ვები; აი­რჩიე ყვე­ლა­ზე კარ­გი აქ­ლემის თმის ფუნ­ჯი, შექ­მენი ყვე­ლა­ზე მშვენ­იერი სა­ხე, რო­გო­რიც კი შეგ­იძლია წარ­მო­იდ­გი­ნო; ყვე­ლა­ზე ნა­ზი ფე­რებით შე­ა­ფე­რა­დე; ეს სუ­რა­თი უნ­და ეთან­ხმებ­ოდეს მი­სის ფე­იერ­ფექსის მი­ერ აღ­წერილ ბლანშ ინ­გ­რემს. გახ­სოვდეს ყო­რა­ნი­ვით შა­ვი კუ­ლულები, მო­ელ­ვა­რე თვა­ლები. რო­გორ? შენ გინ­და ნი­მუ­შად მის­ტერ რო­ჩეს­ტერის თვა­ლები გამ­ოიყენო? გიბ­რ­ძა­ნებ! არავ­ითარი წუ­წუ­ნი! არავ­ითარი გრძნო­ბა! არავ­ითარი სი­ნა­ნუ­ლი! მხო­ლოდ გო­ნიე­რე­ბა და ნე­ბის­ყო­ფის სიმ­ტ­კი­ცე. არ და­ი­ვიწყო სა­ხის დი­დე­ბუ­ლი და, ამა­ვე დროს, ჰარ­მო­ნი­უ­ლი ნა­კვ­თები, მშვენ­იერი ყე­ლი და მოხ­დე­ნი­ლი გულ-მკ­ერდი, გამ­ოუჩინე მრგვა­ლი და გა­საო­ცრად ლა­მაზი მკ­ლავი და ჩა­მოს­ხ­მუ­ლი თი­თე­ბი; არ გამ­ოგრჩეს არც ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭედი და არც სა­მაჯური; ზუს­ტად გად­მოეცი ჩაც­მულობა, უნა­ზესი ბაბ­თები და ბრწყინ­ვა­ლე ატ­ლასი, ლა­მაზი შარ­ფი და მოყ­ვი­თა­ლო ვარ­დი. ამ სუ­რათს უწო­დე: ბლან­ში, მა­ღ­ალი საზ­ოგად­ოების დი­დე­ბუ­ლი ასუ­ლი.
მო­მა­ვალში, თუ­კი შემ­თხვევით გულ­ში გაი­ვლებ აზრს, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მოს­წონ­ხარ, ამ­ოიღე ეს ორი­ვე სუ­რა­თი და ერ­თმა­ნეთს შე­ა­და­რე; თქვი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი უთუ­ოდ დაი­მსახ­ურებს ამ კე­თილ­შო­ბი­ლი ლე­დის სიყ­ვა­რულს, თუ­კი ეც­დე­ბა. ნუ­თუ შეი­ძლე­ბა მან რა­მე სერ­იოზულად იფიქ­როს ამ ღა­რიბ და შეუ­მჩნე­ველ მდაბ­იოზე?" ასეც მო­ვიქ­ცე­ვი", - გა­დავ­წყვიტე. ამ გა­დაწ­ყვეტ­ილების მიღ­ების შემ­დეგ დავ­მ­შ­ვიდ­დი და ჩა­მეძ­ინა.
სიტყ­ვა შე­ვას­რულე. ერ­თი თუ ორი სა­ათი სა­კ­მარისი აღმ­ოჩნდა, რომ ფე­რადი ფან­ქრებით სა­კუ­თარი პორ­ტ­რე­ტი და­მე­ხა­ტა, და თით­ქ­მის ორ კვ­ირაში მის ბლან­შის სპი­ლოს ძვლის მი­ნი­ატ­იურა და­ვამ­თავ­რე. სა­კ­მაოდ მშვენ­იერი გამ­ოვიდა. რო­დე­საც ის ჩემ მი­ერ შექ­მ­ნილ სა­კუ­თარ პორ­ტ­რეტს შე­ვა­და­რე, სხვაო­ბა სწო­რედ ისე­თი დი­დი იყო, რო­გო­რიც ჩე­მი გო­ნე­ბის თვალს უნ­დო­და. მუ­შაო­ბამ ნა­ყო­ფი გამ­ოიღო. გო­ნე­ბა და ხე­ლები გარ­თულ­ნი იყ­ვ­ნენ საქ­მით. ამან ძა­ლა შემ­მა­ტა და გან­მიმტკი­ცა ის გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა, რო­მე­ლიც მინ­დო­და წარ­უშლე­ლად აღ­ბეჭდილიყო ჩემს გულ­ში.
სულ მა­ლე სა­კუ­თარ თავს მი­ვუ­ლო­ცე. შევ­ძელი, ჩე­მი ფიქ­რე­ბი იმ წე­სის­თ­ვის და­მემ­ორჩილებ­ინა, მა­ლამოდ რომ გულ­ზე მე­დებ­ოდა. ამის წყა­ლო­ბით შევ­ძელი სა­თა­ნადო სიმ­შ­ვი­დით შევ­ხვედროდი შემ­დ­გომ ამ­ბებ­საც. ეს ამ­ბები რომ ად­რე მომ­ხ­და­რი­ყო და ასე აღ­ელ­ვებული დავ­ხვედროდი, უდა­ვოდ, ძა­ლა არ მეყ­ოფოდა, თუნ­დაც ზე­რე­ლედ გად­მომე­ცა ყო­ველ­ივე.


თა­ვი მეჩ­ვიდმე­ტე


ერ­თმა კვ­ირამ ისე გა­ია­რა, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისა არა­ფერი ის­მო­და. ათი დღ­ეც გავ­იდა. ის ჯერ კი­დევ არ დაბ­რუნებულიყო. მი­სის ფე­იერ­ფექსის თქმით, გა­სა­კვირი არ იყო, თუ ის ლი­ი­დან პირ­და­პირ ლონ­დონ­ში წავ­იდოდა, იქი­დან - ევ­როპაში და, შეი­ძლებ­ოდა, თორ­ნ­ფილ­დისკ­ენ მთე­ლი წლის გან­მავ­ლობაში პი­რიც არ ექ­ნა. მის­თ­ვის ჩვეუ­ლებრივი ამ­ბავი იყო ასე უეც­რად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გამ­გზავ­რე­ბა. ამის გაგ­ონე­ბა­ზე გა­მა­ჟ­რჟო­ლა და გულ­ში რა­ღ­აც ჩამ­წყდა. იმედ­გაც­რუების და­მაუ­ძლურე­ბელი გრძნო­ბა კვ­ლავ მეუ­ფლებ­ოდა. გო­ნე­ბა მო­ვიკრ­იბე, გავ­იხსე­ნე ჩე­მი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა და გრძნო­ბე­ბი დავ­იოკ­ე. გამ­იკვ­ირდა კი­დეც, რო­გორ დავ­ძლიე ეს დრო­ე­ბი­თი ცდუ­ნე­ბა, რო­გორ მო­ვი­შო­რე მცდა­რი ფიქ­რი, თით­ქოს მის­ტერ რო­ჩეს­ტერის საქ­ციელს რაი­მე სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვ­ნელ­ობა ჰქონ­და ჩემ­თ­ვის. ჩემს თავს ვუთხა­რი:
"აბა, რა საქ­მე გაქვს თორ­ნ­ფილ­დის პატ­რონთან. შენ მხო­ლოდ ხელ­ფასს იღ­ებ მის­ტერ რო­ჩეს­ტერის შვი­ლო­ბი­ლის აღ­ზ­რ­დის­თ­ვის. გარ­და ამ­ისა, მად­ლობელიც უნ­და იყო, ასე პატ­ივისცემით და გულკ­ეთ­ილად რომ გეპ­ყრობიან. უფ­ლე­ბა გაქვს, ასეთ მოპყ­რო­ბას ელ­ოდე, თუ­კი შენს მო­ვა­ლეო­ბას კეთ­ილსინდისიე­რად შე­ას­რულებ. დარ­წმუნებული იყა­ვი, რომ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერის აზ­რით, მხო­ლოდ ასე­თი კავ­ში­რი შეი­ძლე­ბა იყოს თქვენ შო­რის. ასე რომ, ნუ შეს­წირავ მას შენს ფა­ქიზ სიყ­ვა­რულს, აღ­ტა­ცე­ბას, ნუ გაი­წა­მებ თავს. ის შე­ნი წრის არ არის. ზურგს ნუ უჩ­ვე­ნებ შენს გვარს. თავს პა­ტი­ვი ეცი და სა­კუ­რთხე­ველ­ზე ნუ მი­ი­ტან მთელ შენს სიყ­ვა­რულს, სულს, გულს - ენერ­გიას მა­შინ, რო­დე­საც ეს სა­ჭი­რო არ არის, რო­დე­საც ამას ვერ და­ა­ფა­სე­ბენ და, შე­საძ­ლე­ბელ­ია, სი­ძულ­ვი­ლი­თაც კი უარ­ყონ".
მშვი­დად გან­ვაგრძობდი ჩემს ყო­ველ­დღიურ საქ­მიან­ობას. ხან­და­ხან, მარ­თალ­ია, ბუნ­დოვ­ნად, მაგ­რამ თავ­ში უკ­ვე რა­ღ­აც აზ­რები მიტ­რია­ლებ­და. ვცდი­ლობ­დი, და­მე­საბ­უთებ­ინა ჩემ მი­ერ თორ­ნ­ფილ­დის დატ­ოვების შე­საძ­ლებ­ლობა. ჩემ­და უნებ­ურად, ვი­გო­ნებ­დი გან­ცხა­დე­ბებს და ვფიქ­რობ­დი, სად ამ­ომერ­ჩია ახა­ლი ად­გი­ლი. სა­ჭი­როდ არ ვთვლი­დი, გან­მე­დევ­ნა ეს ფიქ­რე­ბი. ისი­ნი მა­ინც გაჩ­ნდებ­ოდნენ და, ალ­ბათ, თავ­იანთ შე­დეგ­საც გამ­ოიღ­ებ­დნენ.
უკ­ვე ორ კვ­ირა­ზე მე­ტი გავ­იდა, რაც მის­ტერ რო­ჩეს­ტერი არ ჩან­და. ერთ დღ­ეს მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა ფოს­ტით წე­რი­ლი მი­ი­ღო.
- ეს პატ­რონისგან არის, - თქვა მან, რო­დე­საც მი­სა­მართს და­ხე­და. - ახ­ლა გავ­იგებთ, უნ­და ვე­ლო­დოთ მას თუ არა.
და­ბეჭდილი კო­ნვერტი გახ­სნა და წე­რი­ლის კი­თხვას შეუ­დგა. კი­თხულობდა გულ­დას­მით. მე კი ყა­ვის სმა გან­ვაგ­რძე (ჩვენ ამ დროს ვსა­უზ­მობ­დით); ყა­ვა ცხე­ლი იყო და ამ­იტომაც მო­მე­დო სა­ხე­ზე ალ­მუ­რი. მაგ­რამ ხე­ლი რა­ღ­ად ამ­იცახ­ცახ­და? რა­ტომ და­მე­ღ­ვა­რა ყა­ვა ლამ­ბაქ­ზე? ამა­ზე ფიქ­რი არ მინ­დო­და.
- იცით, ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რა მეტ­ისმე­ტად მიყ­რუ­ებ­ულად ვცხოვ­რობთ-მეთ­ქი. მაგ­რამ ახ­ლა დი­დი საქ­მე გვე­ლის გა­რკ­ვეული შემ­თხვევის გა­მო, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, რამ­დენ­იმე ხანს მა­ინც, - თქვა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა. წე­რი­ლი კვ­ლავ სათ­ვა­ლეს­თან ახ­ლოს ეჭ­ირა.
ვიდ­რე თავს ნე­ბას მივ­ცემ­დი შე­ვკითხოდი, ადელს წინ­სა­ფარ­ზე გახ­ს­ნი­ლი ბაბ­თები შევ­უბნიე, კი­დევ ერ­თი ფუნ­თუ­შა მი­ვაწ­ოდე, ჭი­ქა რძით ხელ­მეო­რედ შევ­უვსე და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვკი­თხე გულ­გ­რი­ლად:
- ალ­ბათ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ჯერ კი­დევ არ დაბ­რუნდე­ბა?
- პი­რი­ქით, დაბ­რუნდე­ბა და ძალ­იან მა­ლე. სამ დღ­ეში აქ იქ­ნე­ბა, რო­გორც ის იწე­რე­ბა. ესე იგი, შემ­დეგ ხუთ­შა­ბათს. თა­ნაც მარ­ტო არ მო­დის. ნე­ტა, ლი­ი­ში თავ­მოყ­რი­ლი იმ მა­ღ­ალი საზ­ოგად­ოებ­იდან რამ­დენი აპ­ირებს მას­თან ერ­თად ჩამ­ოსვლას. ბრძა­ნებს, მზად დახ­ვდეს ყვე­ლა სა­უკ­ე­თესო საძ­ინე­ბელი ოთა­ხი; გა­კრ­იალ­დეს ბიბ­ლი­ო­თე­კა და მი­სა­ღ­ები ოთა­ხები. მით­ვ­ლის, მილ­კო­ტის სას­ტუმ­რო "ჯორ­ჯი­დან" ვი­ქი­რა­ვო მზა­რეუ­ლები და, თუ შევ­ძლებ, სხვა ად­გილებ­იდა­ნაც. ქალ­ბატ­ონებს თავ­იანთი პი­რის­ფა­რეშნი მოჰ­ყ­ვებ­იან და მა­მა­კ­ა­ცებს - მსა­ხურ­ნი. ასე რომ, სახ­ლი მთლად გაი­ვსე­ბა.

მი­სის ფე­იერ­ფექსის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა გა­მარ­თლდა. მომ­დევ­ნო სა­მი დღის გან­მავ­ლობაში ფუს­ფუ­სი წა­მით არ მიმ­წყ­და­რა. აქამ­დე ვფიქ­რობ­დი, თორ­ნ­ფილ­დ­ში ყვე­ლა ოთახ­ში იდე­ალური სი­სუფ­თა­ვე სუ­ფევს და მშვენ­ივრად არის ოთა­ხები მოწყო­ბი­ლი-მეთ­ქი. მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ვცდე­ბო­დი. სა­მი ქა­ლი დაი­ხმა­რეს. ისე ხე­ხავ­დნენ იქაუ­რობას ჯაგ­რი­სით, რეც­ხავ­დნენ, წმენ­დდნენ, ნო­ხებს ბერ­ტყავ­დნენ, სა­რკ­ე­ებ­სა და ჭა­ღ­ებს აპ­რია­ლებ­დნენ, სუ­რა­თებს ხან ხსნიდ­ნენ და ხან კი­დებ­დნენ. ოთა­ხებში აგ­იზგიზებული ბუხ­რე­ბის წინ ისე ამ­ზეუ­რებ­დნენ ბუმ­ბუ­ლის საბ­ნებს, გა­და­სა­ფა­რებ­ლებს, რომ ასე­თი რამ ჩემს ცხოვ­რე­ბაში არც წი­ნათ და არც შემ­დეგ არ მი­ნა­ხავს. ადე­ლი გი­ჟი­ვით დარ­ბოდა. სტუმ­რე­ბის და­სახ­ვედ­რად მზა­დე­ბამ და ლო­დინ­მა, რო­გორც ჩანს, ისიც აა­ღ­ელ­ვა. მან აი­ძულა სო­ფი გა­და­ეთ­ვალ­იე­რებ­ინა მთე­ლი მი­სი "ტუა­ლეტი", რო­გორც ის თა­ვის კა­ბებს უწო­დებ­და, მო­დი­დან გა­მო­სუ­ლი კა­ბები გა­ე­ახ­ლებ­ინა, გა­ემ­ზეუ­რებ­ინა და ახ­ლები და­ემ­თავ­რებ­ინა. თვი­თონ შე­ნო­ბის წი­ნა მხა­რეს გან­ლა­გებულ ოთა­ხებში დარ­ბოდა, საწ­ოლებ­ზე ხტებ­ოდა, წვებ­ოდა ლეი­ბებ­ზე და ცეცხ­ლის პი­რას დაგ­როვებულ მუ­თა­ქებ­სა და ბალ­იშებ­ზე. მე­ცად­ინეო­ბისგან გა­ვა­თავ­ისუფლე. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა მთხო­ვა, დავ­ხმა­რებოდი; ამ­იტომაც მთელ დღ­ე­ებს სა­კუ­ჭნაოში ვა­ტა­რებდი, ვეხ­მა­რებოდი ან ხელს ვუშ­ლი­დი მას და მზა­რეულს; ვსწავ­ლობ­დი კრე­მის, ხაჭ­ოსა და ფრან­გუ­ლი ნამ­ცხვრების გა­კ­ე­თე­ბას, ფრინ­ვე­ლის შეწ­ვას, სა­დე­სერტო ლან­გრების მორ­თ­ვას.
სტუმ­რებს ხუთ­შა­ბათს, ექ­ვ­სი სა­ათისთვის სად­ილად ელ­ოდნენ. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლობაში ოც­ნე­ბის დრო აღ­არ მრჩებ­ოდა. მახ­სენ­დე­ბა, ადელ­ზე თუ აღ­ა­რა­ფერს ვიტყ­ვი, მეც სხვე­ბი­ვით საქ­მეში ვი­ყა­ვი ჩაბ­მუ­ლი და ვმხი­ა­რუ­ლობ­დი. თუმ­ცა, დრო­დად­რო გულ­ში რა­ღ­აც ჩამ­წყდებ­ოდა თით­ქოს, ჩემ­და უნებ­ურად, ეჭ­ვების, ავის მო­მას­წა­ვე­ბელი გრძნო­ბებ­ისა და შავ­ბნელი ფიქ­რე­ბის სამ­ყაროში ამოვ­ყოფ­დი ხოლ­მე თავს. ეს ხდებ­ოდა მა­შინ, რო­დე­საც მე­სა­მე სარ­თუ­ლის კი­ბის კა­რი (რო­მელ­საც ბო­ლო ხანს ყო­ველ­თ­ვის კე­ტავ­დნენ) წყნა­რად გა­იღ­ებ­ოდა და შემ­თხვევით თვალს მოვკ­რავდი, რო­გორ შემ­ოვიდოდა გრე­ის პუ­ლი გა­ხა­მებული ჩა­ჩით, თეთ­რი წინ­საფ­რითა და მან­დი­ლით. ვხე­დავდი, რო­გორ მი­დი­ო­და ტა­ლანში. მი­სი რბი­ლი ფაჩ­უჩები სულ მცი­რე ხმაუ­რსაც კი არ იწ­ვევ­და. ვამ­ჩნევდი, რო­გორ ათ­ვალ­იე­რებ­და სა­წოლ ოთა­ხებს, სა­დაც ყვე­ლა­ფერს ალა­გებ­დნენ და ფუს­ფუ­სებ­დნენ. მი­ვი­დო­და, ალ­ბათ, იმის­თ­ვის, რომ ორი­ო­დე სიტყ­ვით ეს­წავ­ლებ­ინა დაქ­ირა­ვებული ქა­ლის­თ­ვის, რო­გორ გა­ეპ­რია­ლებ­ინა მარ­მარილოს ბუხ­რის თა­ვი, კე­დელ­ზე გა­კრული შპა­ლერ­იდან ამ­ოეწ­მინდა ლა­ქები, და შემ­დეგ გზას გა­ნაგ­რძობდა. დღ­ეში ერ­თხელ ჩავ­იდოდა სამ­ზა­რეულოში, ისად­ილებ­და, ბუხ­რის წინ პა­ტა­რა ჩი­ბუხს გა­აბ­ოლებ­და და უკ­ან ბრუნ­დებ­ოდა: თან სუ­რით თა­ვის ჩაბ­ნე­ლებულ ბუ­ნაგ­ში სა­ნებივროდ ლუ­დი აჰ­ქონდა. დღ­ე­-ღ­ამის გან­მავ­ლობაში მხო­ლოდ ერთ სა­ათს თუ დაყ­ოფდა ხოლ­მე თავ­ისივე მსგავს ხელ­ქვეი­თებ­თან. და­ნარ­ჩენ დროს მე­სა­მე სარ­თულზე თა­ვის და­ბალ­ჭერ­იან, მუ­ხის ხის პა­ნე­ლებ­იან ოთახ­ში ატა­რებ­და. იქ იჯ­და ის უმე­გობ­რო, რო­გორც საპ­ყრობილეში გამ­ოკ­ეტილი პატ­იმარი, და ქსოვ­და, თან, ალ­ბათ, თა­ვის­თ­ვის სა­ზარ­ლად იცი­ნო­და კი­დეც.
ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მა­კვ­ირვებ­და, რომ ამ სახ­ლ­ში ჩემ გარ­და, არც ერ­თი ადამ­იანი ყუ­რა­დღ­ე­ბას არ აქ­ცევ­და მის ამ თვი­სე­ბებს და, რო­გორც ჩანს, არც უკვ­ირდათ. არა­ვის მოს­დი­ო­და თავ­ში აზ­რად, ეფ­იქრა მის მდგო­მა­რეო­ბა­სა და ად­გილზე, არა­ვინ იბ­რა­ლებ­და მას, ასე­თი გან­დეგილი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი რომ იყო. ერ­თხელ ყუ­რი მოვკ­არი ლი­სა და დაქ­ირა­ვებული ქა­ლის საუ­ბარს. ისი­ნი გრე­ის პულ­ზე ლა­პა­რა­კო­ბდნენ. ლიმ რა­ღ­აც თქვა, რაც ვერ გავ­იგონე. დაქ­ირა­ვებ­ულმა ქალ­მა ჰკი­თხა:
- მგო­ნი, კარ­გად უხ­დი­ან, არა?
- დი­ახ, - უპას­უხა ლიმ, - ნე­ტა, მეც ამ­დენს მიხ­დიდ­ნენ. არ იფიქ­როთ, ჩემს ხელ­ფას­ზე ვწუ­წუ­ნებ­დე. არა, თორ­ნ­ფილ­დ­ში სი­ძუნ­წე არ სჩვევ­იათ, მაგ­რამ ჩვენ არ ვიღ­ებთ იმის მეხ­უთედ­საც კი, რა­საც გრე­ის პუ­ლი. ის ფულს აგ­როვებს, ყო­ველ სამ თვე­ში ერ­თხელ მილ­კო­ტის ბა­ნკში მი­დის. მას ახ­ლა სა­კ­მაოდ დი­დი თან­ხა აქვს დაგ­როვებული, არც უნ­და მიკვ­ირდეს. წას­ვლა რომ უნ­დო­დეს, ალ­ბათ, შეძ­ლებ­და დამ­ოუკი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ მი­ეჩ­ვია აქაუ­რობას. გარ­და ამ­ისა, ჯერ ორ­მო­ცი­საც არა­ა, ღო­ნიერ­ია, ჯან­მრთელი და ყვე­ლა­ფერი შეუ­ძლია. ჯერ მის­თ­ვის მეტ­ისმე­ტად ად­რე­ა, მუ­შაო­ბას თა­ვი და­ა­ნებოს.
- უნ­და ით­ქ­ვას, რომ საქ­მე კარ­გად იცის, - თქვა დაქ­ირა­ვებ­ულმა ქალ­მა.
- კი, მან შე­სან­იშნა­ვად იცის თა­ვი­სი საქ­მე, - უპას­უხა ლიმ მრა­ვალ­მნიშვნელ­ოვნად. - ბევ­რი ვერ შეძ­ლებს მის ად­გილას ყოფ­ნას, თუნ­დაც იმ ფუ­ლის­თ­ვის, ის რომ იღ­ებს.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, - გავ­იგონე პა­სუ­ხი. - ნე­ტა, პატ­რო­ნი თუ...
მო­მუ­შა­ვე ქა­ლი გაგ­რძე­ლე­ბას აპ­ირებ­და, მაგ­რამ ამ დროს ლი მობ­რუნ­და, თვა­ლი მომკ­რა და მაშ­ინვე მუჯ­ლუ­გუ­ნი ჰკ­რა თა­ვის მო­საუ­ბრეს.
- არა­ფერი იცის? - შემ­ომეს­მა ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვე­ბი.
ლიმ თა­ვი გა­აქ­ნია და, რა­სა­კვ­ირველ­ია, საუ­ბარიც შეწ­ყდა. მოს­მენ­ილმა ერთ რა­მეში და­მარ­წმუნა: თორ­ნ­ფილ­დი რა­ღ­აც სა­ი­დუმ­ლოს ფა­რავ­და და ამ სა­ი­დუმ­ლოს ჩემ­გან შეგ­ნებ­ულად მა­ლავ­დნენ.
დად­გა ხუთ­შა­ბათი. ოთხ­შა­ბათს, სა­ღ­ამ­ოსათვის, მთე­ლი სამ­უშაო დამ­თავ­რდა. ხალ­იჩები გაფ­ინეს, სა­წო­ლის ფარ­დები ლა­მა­ზად ჩამ­ოა­ფა­რეს, ლო­გი­ნის გა­და­სა­ფა­რებ­ლები თეთ­რად ქათ­ქა­თებ­და. ტუა­ლეტის მაგ­იდებ­ზე ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თი ლა­მა­ზად და­ა­ლა­გეს. ავე­ჯი გა­ა­კრ­ია­ლეს, ყვავ­ილებით სავ­სე ვა­ზები შემ­ოიტა­ნეს, სა­წო­ლი და მი­სა­ღ­ები ოთა­ხები სი­სუფ­თა­ვით ბრწყი­ნავ­და. ამა­ზე მე­ტის გა­კ­ე­თე­ბა ადამ­იანის ძა­ლას აღ­ე­მა­ტებ­ოდა. ჰო­ლიც ასე­ვე ბრწყი­ნავ­და; მო­ჩუ­ქურ­თ­მე­ბუ­ლი კედ­ლის სა­ათი, თვით კი­ბის სა­ფეხ­ურები და მო­ა­ჯი­რიც კი სა­რკ­ე­სავით პრია­ლებ­და. სა­სადილო ოთახ­ში ჭურ­ჭ­ლის კა­რა­და და შიგ შე­ლა­გებული ვერ­ცხ­ლის ჭურ­ჭე­ლი ადამ­იანს თვალს სჭრი­და. სას­ტუმ­რო ოთახ­ისა და ბუ­დუ­ა­რის ყო­ვე­ლი მხრი­დან უცხო მცე­ნა­რე­ები იჭყი­ტებ­ოდნენ.
სა­ღ­ამ­ოვდებ­ოდა. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა სა­უკ­ე­თესო შა­ვი ატ­ლასის კა­ბა და ხელ­თათ­მანი ჩაი­ცვა, ოქ­როს სა­ათიც კი გა­იკ­ე­თა, რად­გან სწო­რედ მას უნ­და მიე­ღო სტუმ­რე­ბი და ქალ­ბატ­ონები მათ­თ­ვის გა­ნკუთვნილ ოთა­ხე­ბამ­დე მი­ეც­ილებ­ინა. ადელ­საც სურ­და გამ­ოპრან­ჭვა. ვფიქ­რობ­დი, მას არ მიე­ცემ­ოდა სტუმ­რებ­თან წარ­დ­გო­მის შე­საძ­ლე­ბელ­ობა, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, პირ­ველ­სა­ვე დღ­ეს მა­ინც. მაგ­რამ გო­გო­ნას გუ­ლი რომ არ დას­წყვეტ­ოდა, სო­ფის ნე­ბა დავ­რთე, ადე­ლის­თ­ვის მოკ­ლე, ნაო­ჭე­ბასხმული აბ­რეშუმის კა­ბა ჩა­ეც­მია; თვი­თონ კი არ მი­ფიქ­რია, კა­ბა გამ­ომეც­ვა­ლა. ვი­ცო­დი, იმ დღ­ეს ჩე­მი სე­ნა­კი­დან არ გა­მო­ვი­დო­დი (ა­სე ვუ­წო­დებ­დი სა­მე­ცადინო ოთახს), რად­გან იგი ჩემ­თ­ვის ახ­ლა მარ­თლაც სე­ნა­კ­ად იქ­ცა, "მწუ­ხა­რების ჟამს სა­ამო თავ­შე­საფ­რად".
გა­ზაფხულის მშვი­დი, თბი­ლი დღე იყო, ერ­თ-ერ­თი იმ დღ­ე­თა­განი, მარ­ტის დამ­ლევ­სა და აპ­რი­ლის და­საწყისში რომ იცის და მზი­ა­ნი და­რი დე­დამ­იწა­ზე ზაფხუ­ლის მო­ახ­ლოე­ბას რომ გვამ­ც­ნობს ხოლ­მე. დღე ილეო­და. მო­სა­ღ­ამ­ოვდა, მაგ­რამ მა­ინც თბი­ლო­და. სა­მე­ცადინო ოთახ­ში ღია ფან­ჯა­რას­თან ვი­ჯე­ქი და ვსაქ­მიანობდი.
- უკ­ვე სა­ღ­ამ­ოვდე­ბა, - თქვა კა­ბის შა­რი­შუ­რით ჩემს ოთახ­ში შემ­ოსულმა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა. - რა კარ­გად მო­ვი­ქე­ცი, სა­დი­ლი მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისგან ნაბ­რძა­ნები ექ­ვ­სი სა­ათის ნაც­ვლად შვი­დის­თ­ვის რომ მო­ვამ­ზა­დებ­ინე. ახ­ლა უკ­ვე შვი­დის ნა­ხე­ვარ­ია, ჯო­ნი გავ­გზავ­ნე ჭიშკ­არ­თან. ნა­ხოს, ხომ არ მო­დი­ან. ჭიშკრ­იდან მილ­კო­ტისკ­ენ მი­მა­ვალი გზა კარ­გად ჩანს. - მი­სის ფე­იერ­ფექსი ფან­ჯა­რას­თან მი­ვი­და. - აი, ისიც, - წამ­ოიძა­ხა.
- აბა, ჯონ, - და ფან­ჯრიდან გა­და­ხე­და, - გამ­ოჩნდნენ?
- მო­დი­ან, ქალ­ბატონო, - მო­ის­მა პა­სუ­ხი. - ათ წუთ­ში აქ იქ­ნებ­იან.
ადე­ლი ფან­ჯა­რას მი­ვარ­და. მეც მივ­ყე­ვი, ვე­ცა­დე, ფარ­დას ისე მოვ­ფა­რებოდი, რომ ყვე­ლა­ფერი და­მე­ნა­ხა და არ გამ­ოვჩენ­ილიყავი.
ჯო­ნის ათი წუ­თი გაუ­თა­ვე­ბელი მეჩ­ვე­ნა. რო­გორც იქ­ნა, გავ­იგონე ეტ­ლების ბორ­ბ­ლე­ბის ხმა­უ­რი. ოთხ­მა ცხენ­ოსან­მა შემ­ოაჯ­ირითა ცხე­ნები სა­ეტლო გზა­ზე. მათ ორი ღია კა­რე­ტა მოჰ­ყ­ვა. გაფ­რია­ლებული პირ­ბა­დე­ებ­ისა და მო­სარ­თავი ბუმ­ბუ­ლებ­ისგან ეტ­ლი არც კი ჩან­და. ორი ახალ­გაზ­რდა ცხენ­ოსანი მხი­არ­ულად მოა­გელ­ვებ­და ცხე­ნებს, მე­სა­მე თა­ვად მის­ტერ რო­ჩეს­ტერი იყო; თა­ვის შავ ცხენ­ზე, მეზ­რურზე იჯ­და. წინ პა­ი­ლო­ტი მორ­ბო­და. მის­ტერ რო­ჩეს­ტერის გვერ­დით ვიღ­აც ლე­დი მო­აჯ­ირითებ­და ცხენს. ეს ორ­ნი მო­უძღო­დნენ და­ნარ­ჩენთ. ქა­ლის მე­წამული ფე­რის სა­ჯი­რი­თო სა­მო­სი თით­ქ­მის მი­წას სწვდებ­ოდა. ნი­ა­ვი გრძელ პირ­ბა­დეს უფ­რია­ლებ­და. მის გამ­ჭვირვა­ლე ნა­კ­ე­ცებს შო­რის ყო­რა­ნი­ვით შა­ვი, მშვენ­იერი თმა ბზი­ნავ­და.
- მის ინ­გ­რე­მი! - წამ­ოიძა­ხა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა და დაბ­ლა, თა­ვი­სი ად­გილისკ­ენ გა­ეშ­ურა.
ცხენ­ოსნები გა­და­სახ­ვევ­ისკ­ენ გა­ე­მარ­თნენ. სწრა­ფა­დაც შეუ­ხვიეს იქ­ვე, სახ­ლის კუ­თხეში, და თვალს მიე­ფარ­ნენ. ადე­ლი მემ­უდა­რებ­ოდა, დაბ­ლა გა­მეშ­ვა, მაგ­რამ მუხ­ლ­ზე და­ვის­ვი და ვცა­დე ამეხ­სნა, რომ არავ­ითარ შემ­თხვე­ვაში არ შეი­ძლებ­ოდა იმ ქალ­ბატ­ონებ­თან მის­ვ­ლა; არც ახ­ლა და არც შემ­დ­გომ, ვიდ­რე არ დაუ­ძა­ხებ­დნენ, თო­რემ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ძალ­იან გა­ნაწ­ყენ­დებ­ოდა. კი­დევ უამ­რავი რამ ვუთხა­რი. ატ­ირდა პა­ტა­რა, რო­გორც იტყ­ვი­ან "ცრემ­ლე­ბად და­იღ­ვა­რა", მაგ­რამ რო­გორც კი მკ­აცრი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მი­ვიღ­ე, დაწ­ყნარ­და და ცრემ­ლები მო­იწ­მინ­და.
დარ­ბაზ­იდან მხი­ა­რუ­ლი ხმე­ბი და ხმა­უ­რი ის­მო­და. მა­მა­კ­აც­თა ბო­ხი და ქა­ლების წკრ­ია­ლა ხმე­ბი ერ­თმა­ნეთში ჰარ­მონიულად ირეო­და. თორ­ნ­ფილ­დის მე­პატრონის არ­ც­თუ ისე მა­ღ­ალი, მაგ­რამ მჟ­ღ­ერი ხმა აშკ­ა­რად გამ­ოირჩეო­და. ის თა­ვის ჭერ­ქვეშ იღ­ებ­და კე­თილ­შო­ბილ და მშვენ­იერ სტუმ­რებს. კი­ბე­ზე მსუ­ბუ­ქი ფე­ხის ხმე­ბი გაი­სმა. ასე­ვე მსუ­ბუ­ქად მი­მო­დი­ოდ­ნენ ტა­ლანში. მეს­მოდა ნა­ზი და მხი­ა­რუ­ლი სი­ცი­ლი, კა­რის გა­ღ­ებ­ისა და და­ხურ­ვის ხმა და დრო­დად­რო სი­ჩუ­მე.
-Elles chan­gent de to­i­let­tes, - თქვა ადელ­მა, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღ­ებით უს­მენ­და სტუმ­რე­ბის ყო­ველ მოძ­რაო­ბას. შემ­დეგ ამ­ოიოხრა. - Chez ma­man, - თქვა მან, -qu­and il y ava­it du mon­de, je le su­i­va­is par­to­ut, au sa­lon et â le­urs cham­b­res; so­u­vent je re­gar­da­is les fem­mes de cham­b­re co­if­fer et ha­bil­ler les da­mes, c’e­ta­it si amu­sant: com­me ce­la on ap­p­rend.
- არ გშია, ადელ?
-Mais oui, Mademoiselle; vo­ilâ cinq ou six he­u­res que no­us n’a­vons pas mangè..
- აბა, მაშ, ვიდ­რე ქალ­ბატ­ონები თავ­იანთ ოთა­ხებში არ­იან, დაბ­ლა ჩა­ვალ და რა­მეს ამ­ოვიტან.
ჩე­მი თავ­შე­საფ­რიდან ფრთხი­ლად გამ­ოვედი, უკ­ა­ნა კი­ბეს მი­ვაშ­ურე, საი­და­ნაც პირ­და­პირ სამ­ზა­რეულოში ჩა­ვი­დო­დი. იქ ყვე­ლა­ფერს სიცხის ალ­მუ­რი ას­დიოდა. გა­მა­ლებული ფუს­ფუ­სებ­დნენ. წვე­ნი და თევ­ზი თით­ქ­მის უკ­ვე მზად იყო. მზა­რეული ისე დახ­რი­ლი­ყო ცეც­ხლთან, გეგ­ონებ­ოდათ, სა­დაც არის თვი­თო­ნაც ალი მოე­დე­ბაო. მო­სამ­სახ­ურე­თა ოთახ­ში ორი მე­ეტ­ლე და სა­მი მსა­ხუ­რი დამ­ხვდა. მათ­გან ზო­გი იდ­გა და ზო­გიც ცეცხლს შემ­ოსხდომოდა. პი­რის­ფა­რეშნი, ალ­ბათ, ქალ­ბატ­ონებს ახ­ლდნენ ზე­ვით. მილ­კო­ტიდან დაქ­ირა­ვებული ახა­ლი მო­სამ­სახ­ურე­ები ყველ­გან ფუს­ფუ­სებ­დნენ. ძლივს გავ­იკვ­ლიე გზა ამ არეუ­ლ-და­რეუ­ლობაში და ბო­ლოს სა­კუ­ჭნაოს მი­ვა­ღწ­იე. ავ­იღე წი­წი­ლა, პუ­რის ნა­ჭერი, ნამ­ცხვარი, ორი თეფ­ში, და­ნა-­ჩან­გალი და ამ ნა­დავლით დატ­ვირ­თუ­ლი სას­წრაფოდ უკ­ან დავ­ბ­რუნ­დი. უკ­ვე ტა­ლანში ვი­ყა­ვი, ის იყო უკ­ა­ნა კი­ბის კარს ვხუ­რავ­დი, რომ ხმა­უ­რი შემ­ომეს­მა. ქალ­ბატ­ონები თავ­იანთი ოთა­ხებ­იდან გამ­ოდიოდნენ. სა­მე­ცადინო ოთა­ხამ­დე, მა­თი ოთა­ხების წინ უნ­და გა­მევლო და, სან­ოვაგით ასე დატ­ვირ­თულს თუ დამ­ინა­ხავ­დნენ, უდა­ვოდ გაო­ცდებ­ოდნენ. ამ­იტომაც შევ­ჩერდი. უფან­ჯ­რო ტა­ლანში ჯერ ისე­დაც ბნელ­ოდა, ახ­ლა კი მზე ჩა­სუ­ლი იყო, ბინ­დ­დებ­ოდა და უკ­ვე აღ­ა­რა­ფერი ჩან­და იქ, სა­დაც მე ვი­დე­ქი.
ოთა­ხებ­იდან ერ­თიმეორის მი­ყო­ლე­ბით გამ­ოდიოდნენ მშვენ­იერი სტუმ­რე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი მხი­არ­ულად და მედ­იდურად გამ­ოდიოდა. მა­თი კა­ბები წყვდი­ად­ში ბრწყი­ნავ­დნენ. ერ­თხანს ტა­ლანის მეო­რე ბო­ლო­ში შეჯ­გუფდნენ და თავ­შე­კ­ა­ვებ­ულად ბჭობ­დ­ნენ რა­ღ­ა­ცა­ზე. შემ­დეგ კი, თით­ქოს გამ­ჭვირვა­ლე ნის­ლი ჩამ­ოეშ­ვა მთებ­იდანო, მსუ­ბუ­ქად ჩავ­იდნენ კი­ბე­ზე. ამ კრებ­ულმა მა­ნამ­დე ჩემ­თ­ვის გან­უცდელი მა­ღ­ალი წარ­მო­შო­ბის სი­ნატ­იფე მაგ­რძნობინა.
ადელს სა­მე­ცადინო ოთა­ხის კა­რი გა­ე­ღო და იჭყი­ტებ­ოდა. - რა ლა­მა­ზები არ­იან! - წამ­ოიძა­ხა მან ინ­გ­ლი­სუ­რად. - ნე­ტა, შეი­ძლებ­ოდეს მათ­თან მის­ვ­ლა! რო­გორ ფიქ­რობთ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მიგ­ვიწ­ვევს სა­დი­ლის შემ­დეგ?
- რა­სა­კვ­ირველ­ია, არა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერს უამ­რავი საზ­რუნავი აქვს. ამ სა­ღ­ამოს ნუ ფიქ­რობ მათ­ზე. ხვალ, შე­საძ­ლე­ბელ­ია, მიხ­ვი­დე მათ­თან. ახ­ლა კი, აი, სა­დი­ლი მო­გი­ტა­ნე.

მარ­თლაც მო­ში­ებ­ოდა. წი­წი­ლამ და ნამ­ცხვარ­მა ცო­ტა ხნით მი­სი ყუ­რა­დღ­ე­ბა სხვა რა­მე­ზე გა­დაი­ტა­ნა. სო­ფი­საც გავ­უზია­რე ჩვე­ნი სა­დი­ლი. რა კარ­გად მო­ვი­ქე­ცი, რომ სად­ილზე ვიზ­რუ­ნე, თო­რემ ადე­ლი, მეც და სო­ფიც უსა­დი­ლოდ დავ­რჩებოდით. დაბ­ლა ყვე­ლას თავ­ბ­რუ ჰქონ­და დახ­ვეული და ჩვენ­თ­ვის არ ეცა­ლათ. დე­სერტი მხო­ლოდ ცხრა სა­ათის შემ­დეგ მი­ი­ტა­ნეს. ათ სა­ათ­ზეც კი მო­სამ­სახ­ურენი ჯერ კი­დევ წინ და უკ­ან დარ­ბოდნენ ლან­გრებ­ითა და ყა­ვის ფინ­ჯ­ნე­ბით. ადელს ნე­ბა დავ­რთე, ჩვეუ­ლებ­რივზე გვი­ან და­ეძ­ინა. მი­სი თქმით, აბა, რო­გორ დაი­ძინებ­და, ვიდ­რე კა­რების გა­ღ­ებ­ისა და და­ხურ­ვის ხმა და ხალ­ხის ფუს­ფუ­სით გამ­ოწვეული ხმა­უ­რი ის­მო­და. გარ­და ამ­ისა, - ამ­ბობდა ის, - მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა რომ ვინ­მე გამ­ოგზავნოს და მე გახ­დი­ლი დავ­ხვდეო, et, alors, qu­el dom­ma­ge!
ვუ­ამ­ბობ­დი სხვა­დას­ხვა ამ­ბავს, ვიდ­რე მოს­მე­ნის თა­ვი ჰქონ­და, შემ­დეგ კი, გა­ხალ­ისების მიზ­ნით, ტა­ლანში გამ­ოვიყვა­ნე. ჰო­ლი გა­ეჩ­ირა­ღდ­ნებ­ინათ. ადე­ლი გა­ერთო. მო­აჯ­ირიდან გა­დაჰ­ყურებ­და მო­სამ­სახ­ურე­ებს, წინ და უკ­ან რომ დარ­ბოდნენ. უკ­ვე სა­კ­მაოდ გვი­ა­ნი იყო, რო­დე­საც მი­სა­ღ­ები ოთახ­იდან, სა­დაც რო­ი­ა­ლი გა­და­ე­ტა­ნათ, მუ­სი­კის ხმე­ბი მო­ის­მა. ადე­ლი და მე კი­ბის და­საწყისში, სა­ფეხ­ურებ­ზე ჩამ­ოვსხედით და ვუს­მენ­დით. გაი­სმა მშვენ­იერი მუ­სი­კა და სიმღ­ე­რა. რო­მელ­იღ­აც ლე­დი მღ­ერ­ოდა. მე­ტად სას­იამოვნო ხმა ჰქონ­და. შუა­ლე­დებში მხი­ა­რუ­ლი სა­უბ­რით გამ­ოწვეული ჟრ­იამული ის­მო­და. დიდ­ხანს ვუგ­დებ­დი ყურს. უცებ მივ­ხ­ვ­დი: სმე­ნას ვძა­ბავდი, რა­თა ეს ერ­თმა­ნეთში არე­უ­ლი ხმე­ბი გა­მე­რკვ­ია, სხვა­დას­ხვა კი­ლო­თი წარ­მოთ­ქ­მულ სიტყ­ვებ­ში მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ხმა გამ­ომეცნო. ჩემ­მა სმე­ნამ ეს მარ­თლაც შეძ­ლო. ახ­ლა უკ­ვე სხვა საზ­რუნავი გამ­იჩნდა: გა­მეგ­ონა წი­ნა­და­დე­ბები თუ არა, ცა­ლკ­ეული სიტყ­ვე­ბი მა­ინც.

სა­ათ­მა თერ­თმეტი და­რე­კ­ა. ადელს გა­დავ­ხე­დე. მას თა­ვი ჩემს მხარ­ზე ედო. თვა­ლებს ძლივს ახელ­და. ხელ­ში ავ­იყვა­ნე და თა­ვის სა­წოლ­ში ჩა­ვაწ­ვინე. ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ათი იქ­ნებ­ოდა, სტუმ­რე­ბი რომ დაი­შალ­ნენ და თავ­იანთი ოთა­ხებ­ისკ­ენ გა­ეშ­ურნენ.

მეო­რე დღ­ე­მაც ასე­ვე მხი­არ­ულად გა­ია­რა. სტუმ­რებ­მა თორ­ნ­ფილ­დის მეზ­ობლად მდე­ბა­რე ად­გილები და­ათ­ვალ­იე­რეს. დი­ლით ად­რე გაუ­დგნენ გზას. ზო­გი ცხე­ნებით და და­ნარ­ჩენნი - კა­რე­ტებით. არც მა­თი წას­ვლა გამ­ომპარ­ვია და არც დაბ­რუნე­ბა. რო­გორც პირ­ველ დღ­ეს, ახ­ლაც ცხენ­ოსანი ქა­ლი მის ინ­გ­რე­მი იყო, ხო­ლო მის გვერ­დით ცხენს კვ­ლავ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მია­გელ­ვებ­და. ეს წყვი­ლი და­ნარ­ჩე­ნებ­ისგან ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით მიქ­რო­და. ამ გა­რემ­ოე­ბა­ზე მი­ვუ­თი­თე მი­სის ფე­იერ­ფექსს, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად ფან­ჯა­რას­თან იდ­გა.
- თქვენ ბრძა­ნეთ, სა­ეჭ­ვოა, ისი­ნი დაქ­ორწინდნენო, - ვუთხა­რი მას. - მაგ­რამ ხე­დავთ, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი სხვებ­თან შე­და­რებით მას აშკ­ა­რა უპი­რა­ტეს­ობას აძ­ლევს.
- დი­ახ, უნ­და გითხ­რათ, რომ მარ­თალი ხართ. ეჭ­ვი არ არის, აღ­ტა­ცებ­ულია მის ინ­გ­რე­მით.
- და მის ინ­გ­რე­მიც მო­ხიბ­ლუ­ლია, - დავ­უმა­ტე. - შე­ხე­დეთ, რო­გორ იხ­რე­ბა მისკ­ენ, თით­ქოს სა­ი­დუმ­ლოდ რა­ღ­ა­ცა­ზე საუ­ბრობენო: ნე­ტა, შე­მეძლოს დავ­ინახო მი­სი სა­ხე. ჯერ თვა­ლიც არ მო­მიკ­რავს მის­თ­ვის.
- ამ სა­ღ­ამოს ნა­ხავთ, - მი­პას­უხა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა. - შემ­თხვევით ვუთხა­რი მის­ტერ რო­ჩეს­ტერს, თუ რო­გორ ნატ­რობს ადე­ლი სტუმ­რე­ბის ნახ­ვას და მან მითხ­რა: მა­შინ, გა­მო­უშ­ვით მი­სა­ღ­ებ ოთახ­ში ნა­სად­ილევს. სთხო­ვეთ მის ეარს, თვი­თონ ჩამ­ოიყვანოს ადე­ლი!
- ეს, რა­სა­კვ­ირველ­ია, თა­ვაზ­იან­ობამ ათ­ქმევ­ინა. დარ­წმუნებული ვარ, არავ­ითარი საჭ­იროე­ბა არ მო­ითხოვს, რომ ჩავ­იდე, - ვუ­პას­უხე.
- იცით, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მო­ვახ­სე­ნე, რომ თქვენ არ ხართ ჩვე­უ­ლი ასეთ საზ­ოგად­ოე­ბას და, ჩე­მი აზ­რით, არ მო­ი­სურ­ვებს ასე­თი მხი­ა­რუ­ლი სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნას­-მეთ­ქი; თა­ნაც, სულ უც­ნო­ბე­ბის წი­ნა­შე. მან კი თავ­ისებ­ურად სწრა­ფად მო­მი­გო: - სი­სუ­ლე­ლე­ა! თუ უარს იტყ­ვის, გა­და­ეცით, რომ ეს ჩე­მი პი­რა­დი სურ­ვი­ლია. და, თუ კვ­ლავ იუა­რებს, უთხა­რით, რომ მი­ვალ და ძა­ლით ჩამ­ოვიყვან!
- ასე არ შე­ვაწ­უხებ, - ვუ­პას­უხე, - თუ სხვა­ნაი­რად არ ხერ­ხდე­ბა, რა გა­ეწ­ყობა. მაგ­რამ ძალ­იან არ მინ­და ჩას­ვლა. თქვენ იქ­ნე­ბით იქ, მი­სის ფე­იერ­ფექს?
- არა, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ვთხო­ვე, გა­ვე­თავ­ისუფლებ­ინე, და უარი არ მითხ­რა. ახ­ლა გეტყ­ვით, რო­გორ აიცი­ლოთ თავ­იდან მათ წი­ნა­შე გამ­ოჩენით გამ­ოწვეული დაბ­ნეუ­ლობა: ეს ხომ ყვე­ლა­ზე უსი­ამ­ოვნოა. ვიდ­რე სტუმ­რე­ბი მაგ­იდიდან აი­შლებ­იან და მი­სა­ღ­ებ ოთახ­ში არა­ვინ იქ­ნე­ბა, შე­დით შიგ და ამ­ოირჩიეთ წყნა­რი კუ­თხე; თუ თქვენ­თ­ვის სას­იამოვნო არ იქ­ნე­ბა იქ ყოფ­ნა, რო­დე­საც მა­მა­კ­ა­ცებიც შემ­ოვლენ, შეგ­იძლიათ, გამ­ოხვიდეთ. მხო­ლოდ მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა გნა­ხოთ, რომ იქ ხართ, და შემ­დეგ გა­მო­დით. თქვენს წამ­ოსვლას არა­ვინ შენ­იშნავს.
- რო­გორ ფიქ­რობთ, დიდ­ხანს აპ­ირე­ბენ დარ­ჩე­ნას?
- ალ­ბათ, ორ ან სამ კვ­ირას. მეტს კი აღ­არ დარ­ჩებ­იან. სა­ა­ღდგომო დას­ვე­ნების შემ­დეგ სერ ჯორჯ ლი­ნი, რო­მე­ლიც ამ ბო­ლო დროს პარ­ლა­მენტის წევ­რად აი­რჩიეს მილ­კო­ტიდან, უნ­და გა­ემ­გზავროს და მო­ვა­ლეობის შეს­რულე­ბას შეუ­დგეს. მის­ტერ რო­ჩეს­ტერიც, ალ­ბათ, თან გაჰ­ყვე­ბა. მიკ­ვირს, ამ­დენ ხან­საც რომ დარ­ჩა თორ­ნ­ფილ­დ­ში.

გუ­ლის კა­ნკ­ალით ვე­ლო­დი იმ წუთს, რო­დე­საც ჩემს აღ­საზ­რდელ­თან ერ­თად მი­სა­ღ­ებ ოთახ­ში უნ­და ჩავ­სულიყავი. ადელ­მა, რო­გორც კი გაი­გონა, იმ სა­ღ­ამოს სტუმ­რებ­თან ჩას­ვ­ლის ნე­ბა მეძ­ლე­ვაო, მთელ დღ­ეს ვერ მო­ის­ვე­ნა, ღე­ლავ­და. მხო­ლოდ მა­შინ დამ­შვიდდა, რო­ცა სო­ფიმ სას­ტუმ­როდ გამ­ოპრან­ჭა. მე­ტად დი­დი მნიშ­ვ­ნელ­ობა ჰქონ­და მის­თ­ვის, რო­გორ ჩა­აც­მევ­დნენ და ამ ამ­ბავ­მა მთლად შე­იპყ­რო. თმა ლა­მა­ზად და­ვარც­ხნეს; კუ­ლულები მხრებ­ზე ეფ­ინებ­ოდა; ჩა­აც­ვეს ვარ­დისფერი ატ­ლასის კა­ბა; სარ­ტყელი გამ­ოუბაფ­თეს; მაქ­მანის ხელ­თათ­მანიც მო­არ­გეს. გო­გო­ნამ მსა­ჯუ­ლი­ვით სე­რი­ო­ზუ­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­ჭი­როც არ იყო, გვეთ­ქვა, კა­ბას გაფ­რთხილებ­ოდა, კო­ხტად ყო­ფი­ლი­ყო. ჩა­აც­ვეს თუ არა, თა­ვის პა­ტა­რა სკ­ამ­ზე ფრთხი­ლად ჩამ­ოჯდა, ატ­ლასის კა­ბა აი­წია, რომ არ დაჭ­მუჭნოდა, და მარ­წმუნებ­და, არ გავ­ინძრევი, ვიდ­რე თქვენც მზად არ იქ­ნე­ბი­თო. ჩემს ჩაც­მას დი­დი დრო არ დას­ჭირვებ­ია. ჩა­ვიც­ვი ჩე­მი სა­უკ­ე­თესო კა­ბა (ვერც­ხლისფერი, მის ტემ­პ­ლის ქორ­წი­ლის­თ­ვის რომ ვი­ყი­დე და შემ­დეგ აღ­არც ჩამ­იცვამს), თმა სა­დად დავ­ივარც­ხნე; ჩე­მი ერ­თა­დერთი სა­მკ­აული - მარ­გალიტის გულ­საბ­ნევი - გავ­იკ­ე­თე და ჩა­ვედით.

ჩემ­და სა­ბედ­ნიეროდ, მი­სა­ღ­ებ ოთახ­ში მეო­რე კარ­ითაც შეი­ძლებ­ოდა შეს­ვლა ისე, რომ იმ ოთახ­ში არ გაგ­ვევლო, სა­დაც სტუმ­რე­ბი სად­ილობდნენ. ოთახ­ში მარ­თლაც არა­ვინ დაგ­ვხვდა. მარ­მარილოთი მო­პირკ­ე­თებულ ბუ­ხარ­ში ცეცხ­ლი უხ­მა­უ­როდ ენ­თო. ოთახს მხო­ლოდ თაფ­ლის სან­თლები ანა­თებ­დნენ. სან­თლები ყვავ­ილებს შო­რის ციმ­ცი­მებ­დნენ. მაგ­იდა მშვენ­იერი ყვავ­ილებით მო­ერ­თოთ. თა­ღი­დან ალ­ისფერი ფარ­და ეშ­ვებ­ოდა. სა­სადილო ოთახ­ში ისე ხმა­დაბ­ლა საუ­ბრობდნენ, რომ, მი­უ­ხე­და­ვად იმ თხე­ლი ფარ­დისა, რო­მე­ლიც ჩვენ გვყოფ­და, შეუ­ძლე­ბელი იყო გა­მეგო, რა­ზე საუ­ბრობდნენ. ის­მო­და მხო­ლოდ მშვი­დი, თავ­შე­კ­ა­ვებული ჟრ­იამული. ამ სა­ზეიმო გან­წყობილების გავ­ლენით იყო, რომ ადე­ლი წყნა­რად, უსიტყ­ვოდ ჩამ­ოჯდა ჩემ მი­ერ მი­თი­თე­ბულ პა­ტა­რა სკ­ამ­ზე. მე ფან­ჯ­რის ახ­ლოს სკ­ამ­ზე მოვ­თავ­ს­დი, ერ­თ-ერ­თი მაგ­იდიდან რა­ღ­აც წიგ­ნი ავ­იღე და ვცა­დე, თა­ვი კითხ­ვით გა­მერთო. ადელ­მა თა­ვი­სი სკ­ამი ჩემს ფერ­ხ­თით დად­გა. უცებ მუხ­ლ­ზე შე­მახო ხე­ლი.
- რა იყო, ადელ?
- Est-ce que je ne pu­is pas pren­d­re une se­u­le de ces f’le­urs mag­ni­fi­qu­es, Mademoiselle? se­u­le­ment po­ur com­p­le­ter ma to­i­let­te?
- ადელ, ძალ­იან ბევრს ფიქ­რობ შენს მორ­თუ­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ ყვა­ვი­ლი შეგ­იძლია აიღო.
ვაზ­იდან ერ­თი ვარ­დი ამ­ოვიღე და გო­გო­ნას კა­ბის ბაფ­თა­ზე დავ­უმაგ­რე. ენით გამ­ოუთქმელი კმაყ­ოფილებით ამ­ოიოხრა: თით­ქოს მი­სი ბედ­ნიე­რების ფია­ლა ახ­ლა პი­რამ­დე სავ­სე ყო­ფი­ლი­ყო. ღი­მი­ლი ვერ შევ­იკ­ა­ვე და, მას რომ არ შე­ემ­ჩნია, სა­ხე ვიბ­რუ­ნე. იყო რა­ღ­აც სა­საცილო და თა­ნაც სა­ვა­ლალო ჩაც­მისადმი ამ პა­ტა­რა პარ­იზელის მის­წ­რა­ფე­ბა­სა და თან­დაყოლილ სიყ­ვა­რულ­ში.

წყნარ­მა ხმაუ­რმა სტუმ­რე­ბის მაგ­იდიდან აშ­ლა გვაუ­წყა. თა­ღი­დან ფარ­და გა­დას­წიეს. გამ­ოჩნდა სა­სადილო ოთა­ხი. დი­დი ჭა­ღი უხ­ვად ფენ­და სი­ნათ­ლეს ვერც­ხლისა და ბრო­ლის შე­სან­იშნავ ჭურ­ჭელს, რომ­ლი­თაც დე­სერტი მიე­ტა­ნათ გრძელ მაგ­იდა­ზე. გამ­ოჩნდა ქალ­თა ჯგუ­ფი. ისი­ნი მი­სა­ღ­ებ ოთახ­ში შემ­ოვიდნენ და ფარ­დაც ჩამ­ოეშ­ვა.
რვა­ნი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ ისე გუნ­დუ­რად შემ­ოფრთხიალ­დნენ ოთახ­ში, გაც­ილებით მე­ტი გეგ­ონებ­ოდათ. ზო­გი­ერ­თი ტან­წერ­წე­ტა იყო. უმ­რავ­ლეს­ობა თეთ­რებში იყო გა­მოწყო­ბი­ლი. ამ კა­ბების სი­თეთ­რეში ისე მკ­ვეთრი იყო მა­თი დი­დებ­ულე­ბა, რო­გორც მთვა­რე ნის­ლ­ში. წამ­ოვდექი და მი­ვე­სალ­მე. ერ­თმა თუ ორ­მა მი­პას­უხა სა­ლამ­ზე, და­ნარ­ჩე­ნებ­მა მხო­ლოდ შემ­ომხე­დეს.

ქა­ლები ოთახ­ში მი­მო­ი­ფან­ტნენ. მსუ­ბუ­ქი და ნარ­ნარი მოძ­რაო­ბებით თეთ­რფრთიან ჩი­ტებს ჰგავ­დნენ. ზო­გი დი­ვან­სა და რბილ სა­ვარ­ძლებში ნა­ხევ­რად გა­დაწ­ვა. ზო­გი მაგ­იდას­თან მი­ვი­და: წიგ­ნებ­სა და ყვავ­ილებს და­უწყო სინ­ჯ­ვა; და­ნარ­ჩე­ნები ცეცხ­ლის პი­რას შეგ­როვდნენ. ყვე­ლა ხმა­დაბ­ლა, მაგ­რამ მკ­აფიოდ ლა­პა­რა­კო­ბდა. რო­გორც ჩანს, ასე სჩვეო­დათ. მა­თი სა­ხე­ლები შემ­დ­გომ გავ­იგე, მაგ­რამ ახ­ლა­ვე სა­ხე­ლებით გა­გაცნობთ მათ.
პირ­ვე­ლად მი­სის ეშ­ტონსა და მის ქალ­იშვილებს წარ­მოგიდგენთ. ეტ­ყობოდა, თა­ვის დრო­ზე მი­სის ეშ­ტო­ნი ლა­მაზ ქა­ლად ით­ვ­ლებ­ოდა. არც ახ­ლა აკლ­და სი­ლა­მა­ზე. უფ­რო­სი ასუ­ლი, ემი, შე­და­რებით და­ბალი იყო. გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო ბავ­შ­ვი­ვით სა­ხე, ქცე­ვები და აღ­ნაგ­ობაც ბავშვს მი­უ­გავ­და. მე­ტად შვენ­ოდა ცის­ფერ­ბაფ­თიანი თეთ­რი აბ­რეშუმის კა­ბა. მის დას, ლი­ო­ზას, უფ­რო მა­ღ­ალ­სა და მოხ­დე­ნილ ქა­ლიშ­ვილს, მშვენ­იერი სა­ხე ჰქონ­და. ფრან­გები რომ mi­no­is chif­fon­ne-ს უწო­დე­ბენ ხოლ­მე. დე­ბი მინ­დ­ვ­რის შრო­შა­ნებს ჰგავ­დნენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
16.05.2016
სადაა გაგრძელება?
თათა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი