ჯეინ ეარი (თავი XVII)
font-large font-small
ჯეინ ეარი  (თავი XVII)
(თა­ვი მეჩ­ვიდმე­ტე)
ლე­დი ლი­ნი _ ორ­მო­ცი წლის მსუ­ქა­ნი, ქედ­მა­ღ­ალი ქა­ლი წელ­ში გა­მართული დად­იოდა. ეც­ვა მდიდ­რუ­ლი, სა­უცხოო ფე­რე­ბად მო­ლივ­ლი­ვე კა­ბა. მის შავ თმას ლა­ჟ­ვარ­დისფერი ფრთე­ბი და ძვირ­ფა­სი ქვე­ბის სა­მკ­აული კი­დევ უფ­რო მეტ ბრწყინ­ვა­ლე­ბას მა­ტებ­და.
მი­სის დენ­ტი, პოლ­კო­ვნიკის მე­უღ­ლე, არ იყო მაი­ნცდა­მაინც ლა­მაზი. უფ­რო კე­თილ­შო­ბი­ლი მეჩ­ვე­ნა _ სუს­ტი აგებ­ულების, ფერ­მკრ­თალი, ნა­ზი სახ­ითა და ოქ­როს­ფე­რი თმით. ამ ქა­ლის შა­ვი ატ­ლასის კა­ბა, ძვირ­ფა­სი, უცხო­უ­რი მაქ­მანით შემ­ოვლებული შარ­ფი, მარ­გალიტის სა­მკ­აუ­ლები უფ­რო მომ­წონ­და, ვიდ­რე ამ დიდ­გ­ვარ­ოვანი სტუმ­რე­ბის ელ­ვა­რე ფე­რადი ჩაც­მულობა.
სტუმ­რებ­იდან ყვე­ლა­ზე მე­ტად სამ­ნი გამ­ოირჩეო­დნენ. შე­საძ­ლე­ბელ­ია, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე მა­ღ­ლები იყ­ვ­ნენ. ესე­ნი გახ­ლდათ ლორდ ინ­გ­რე­მის ქვრი­ვი, ლე­დი ინ­გ­რე­მი, თა­ვი­სი ორი ასუ­ლით: ბლან­შითა და მე­რით. ეს სა­მეული თავ­იანთი ტა­ნკ­ე­ნარობით ყვე­ლა და­ნარ­ჩენს ჩრდი­ლავ­და. ქვრი­ვი ორ­მოც წელს გა­დაც­ილებული უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მი­სი წერ­წეტი ტა­ნის­თ­ვის წლებს ვე­რა­ფერი და­ე­კლო. თმა­ში ჯერ კი­დევ არ გა­რეო­და ჭა­ღ­ა­რა (ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, სან­თ­ლის შუქ­ზე ასე ჩან­და); კბ­ილებიც მშვენ­იერი ჰქონ­და. ხალ­ხი, ალ­ბათ, მას დი­დე­ბულ ქა­ლად თვლი­და, ასა­კის შე­სა­ფერ­ისად. მარ­თლაც, გა­რეგ­ნულად ასე იყო. მაგ­რამ სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა­სა და საქ­ციელში აუ­ტა­ნელი ამ­პარ­ტავ­ნობა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. რო­მა­უ­ლი ნა­კვ­თები ჰქონ­და; ორ­მა­გი ნიკ­აპი, რო­მე­ლიც მის ღა­ბაბს თით­ქოს საყ­რდენივით ებ­ჯინებ­ოდა. ეს ნა­კვ­თები სია­მაყ­ისგან გა­ბღ­ენ­ძილად, ჩამ­უქებ­ულად და და­ღ­არ­ულად მეჩ­ვე­ნა. ნიკ­აპ­საც კი ეტ­ყობოდა ეს მედ­იდურობა. თით­ქოს არაბ­უნებ­რივად სწო­რი იყო. თვა­ლებშიც ასეთ­ივე სიმკ­აც­რე და სი­ცი­ვე ელავ­და. საო­ცრად მაგ­ონებ­და ის მი­სის რი­დის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას. დი­დი პრან­ჭ­ვით ლა­პა­რა­კო­ბდა. ხმა _ და­ბალი, ტო­ნი კი მბრძა­ნებლური ჰქონ­და. ლა­პა­რა­კო­ბდა მა­ღ­ალ­ფარ­დოვანი სიტყ­ვე­ბით. ერ­თი სიტყ­ვით, აუ­ტა­ნელი პი­როვ­ნე­ბა იყო. ალ­ისფერი ხა­ვერდის კა­ბა ეც­ვა, თავ­ზე ოქ­რომკ­ედით ნა­კ­ერი ინ­დუ­რი ჩალ­მა ეხ­ურა. ეს კი (ვფიქ­რობ, თვი­თონ ასე ეგ­ონა) ნამ­დ­ვილ მე­ფურ იერს აძ­ლევ­და.
ბლან­ში და მე­რი ერ­თნაი­რად მა­ღ­ლები იყ­ვ­ნენ. ალ­ვის ხე­სავით ტან­წერ­წე­ტანი. მე­რი თა­ვის სი­მა­ღ­ლეს­თან შე­და­რებით გამ­ხდარი იყო, ბლან­ში კი ღმერ­თქალ დია­ნას ჰგავ­და. რა­სა­კვ­ირველ­ია, მას დი­დი ინ­ტე­რესით ვათ­ვალ­იე­რებდი. ჯერ ერ­თი, მინ­დო­და გა­მეგო, სწო­რად აღ­წე­რა თუ არა ის მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა; მეო­რეც _ ჰგავ­და თუ არა ის ჩე­მი წარ­მოდგენით შექ­მ­ნილ სუ­რათს; მე­სა­მეც _ არ შემ­იძლია დავ­მალო _ იქ­ნებ­ოდა თუ არა ისე­თი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერის გემ­ოვნე­ბას რომ შე­ე­ფე­რებ­ოდა.
გა­რეგნობით ბლან­ში ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მებ­ოდა მი­სის ფე­იერ­ფექსის აღ­წე­რა­სა და ჩემ მი­ერ და­ხატულ სუ­რათს; შე­სან­იშნავი გულმკ­ერდი, და­ქა­ნებული მხრე­ბი, გედ­ისებური, მოხ­დე­ნი­ლი ყე­ლი, შა­ვი თვა­ლები და ყორ­ნის­ფე­რი კუ­ლულები. მაგ­რამ _ სა­ხე? სა­ხით პირ­წა­ვარდნილი დე­და იყო, მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდა; იგი­ვე და­ბალი შუბ­ლი, დახ­ვეწილი სა­ხის ნა­კვ­თები; ისეთ­ივე ქედ­მა­ღლ­ობა, თუმ­ცა ისე­თი ზვი­ა­დი სია­მა­ყე არ იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ხში­რად იცი­ნო­და, ოღონდ დამ­ცინა­ვად. ჩანს, ეს გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მის ზვი­ად­სა და მშვენ­ივრად მო­ხა­ზულ ბა­გე­ებს მუ­დამ თან სდევ­და. ამ­ბობენ, გე­ნი­ო­სი თა­ვის თავ­ში დარ­წმუნებ­ულიაო. ვე­რა­ფერს გეტყ­ვით მის ინ­გ­რე­მის გენ­იოსობა­ზე, მაგ­რამ თა­ვის თავ­ში კი დი­დად დარ­წმუნებული იყო. ის ნაზ მი­სის დენტს ბო­ტან­იკის სა­კი­თხებ­ზე ეკ­ა­მა­თებ­ოდა. რო­გორც ჩანს, ამ უკ­ა­ნა­სკ­ნელს თა­ვის დრო­ზე არ ჰქონ­და ეს სა­განი შეს­წავლილი; თუმ­ცა, მი­სი თქმით, ყვავ­ილები ძალ­იან უყ­ვარ­და _ გან­სა­კუ­თრებით, მინ­დ­ვ­რის. მის ინ­გ­რე­მი, რო­მელ­საც ბო­ტან­იკა ნას­წავლი ჰქონ­და, ლა­პა­რა­კო­ბდა ქედ­მა­ღლ­ურად და თან უამ­რავ სპეც­იალურ ტერ­მინსაც იშ­ველ­იებ­და. შე­ვამ­ჩნიე, რომ მის ინ­გ­რე­მი (უბ­რა­ლოდ რომ ვთქვათ) ერ­თობოდა მი­სის დენ­ტით, ე.ი. დას­ცინოდა მის უცო­დი­ნარ­ობას. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ეს დაც­ინვა მარ­თებული იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერი მის უზ­ნეო­ბას ავ­ლენ­და. შემ­დეგ მის ინ­გ­რემ­მა და­უკ­რა. ბრწყინ­ვა­ლედ შე­ას­რულა. იმღ­ე­რა კი­დეც. ხმაც შე­სან­იშნავი ჰქონ­და. ფრან­გულად და­ე­ლა­პა­რაკა დე­დას. ენას თავ­ისუფლად ფლობ­და, ლა­პა­რა­კო­ბდა ამ ენის სა­თა­ნადო კი­ლოზე.
მე­რის, ბლან­შთან შე­და­რებით, უფ­რო გულღ­ია და კე­თი­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა ჰქონ­და, სა­ხის ნა­კვ­თები _ უფ­რო ნა­ზი, ფე­რიც _ უფ­რო ღია (მის ინ­გ­რე­მი ეს­პა­ნელივით შავ­გვრე­მანი იყო). მაგ­რამ მე­რის ნა­კლიც გა­აჩ­ნდა; სა­ხეს მეტ­ყვე­ლე­ბა აკლ­და, თვა­ლებს _ ელ­ვა­რე­ბა. ჩაჯ­და თუ არა სა­ვარ­ძელში, ნიშ­ში ჩას­მულ ქან­და­კ­ე­ბას და­ემ­სგავ­სა, გაი­რინდა. დებს თეთ­რად მო­ქათ­ქა­თე კა­ბები ეც­ვათ.
მეგ­ონა იმ წუთს, რომ შეი­ძლებ­ოდა, მის ინ­გ­რე­მი მის­ტერ რო­ჩეს­ტერის გუ­ლის რჩე­უ­ლი გამ­ხდარიყო? ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, არ ვიც­ნობ­დი მის გემ­ოვნე­ბას. არ ვი­ცო­დი, რო­გო­რი ქა­ლები მოს­წონ­და. თუ მას დი­დებ­ულე­ბა იზი­დავ­და, ბლან­ში ზედ­გამოჭრილი იყო. ამას გარ­და, ნას­წავლიც და მხი­ა­რუ­ლიც. მა­მა­კ­ა­ცების უმ­რავ­ლეს­ობა, ალ­ბათ, აღ­ტა­ცე­ბაში მოჰ­ყავ­ს-მეთ­ქი, ასე ვფიქ­რობ­დი. მის­ტერ რო­ჩეს­ტერიც რომ მო­ხიბ­ლუ­ლი იყო, ვგო­ნებ, უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ ამის და­მამ­ტკი­ცე­ბელი სა­ბუ­თი. უკ­ა­ნა­სკ­ნელი ეჭ­ვის გა­სა­ფან­ტად სა­ჭი­რო იყო კვ­ლავ ერ­თად მე­ნა­ხა ისი­ნი.
გულ­შიც არ გა­ივ­ლოთ, მკი­თხველო, თით­ქოს მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში ადე­ლი პა­ტა­რა სკ­ამ­ზე, ჩემს ფერ­ხ­თით, უძ­რა­ვად მჯდა­რი­ყოს. არა. რო­გორც კი ქა­ლები შემ­ოვიდნენ, ის წამ­ოდგა, მათ შე­სახ­ვედ­რად გა­ეშ­ურა, მოხ­დე­ნი­ლი რე­ვე­რანსი გა­ა­კ­ე­თა და სერ­იოზულად წარ­მოთქვა Bონჯოურ, მეს­და­მეს.
მის ინ­გ­რემ­მა ადელს გად­მოხე­და და და­ცინ­ვით წამ­ოიძა­ხა: _ ოჰ, რა პა­ტა­რა თო­ჯი­ნა­ა!
ლე­დი ლინ­მა გან­მარ­ტა: _ მას მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მფარ­ველობს. მი­სი მეუ­რვე­ა. ვგო­ნებ, ეს ის პა­ტა­რა ფრან­გი გო­გო­ნა­ა, რო­მელ­ზეც გვი­ამ­ბობდა.
მი­სის დენ­ტმა გულკ­ეთ­ილად ჩამ­ოარ­თვა ხე­ლი ადელს და აკო­ცა. ემი და ლუ­ი­ზა ეშ­ტონებ­მა ერ­თხმად წამ­ოიძა­ხეს:
_ რა საყ­ვა­რელი ბავ­შვია!
მათ ადე­ლი დი­ვან­თან მი­იხ­მეს. ისიც მი­ვი­და, მათ შო­რის მოკ­ა­ლათ­და და მოჰ­ყ­ვა ტიკტ­იკს ხან ფრან­გულ და ხან დამ­ტვრეულ ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე. ადელ­მა მი­იპყ­რო არა მარ­ტო ახალ­გაზ­რდა­თა, არა­მედ მი­სის ეშ­ტონისა და ლე­დი ლი­ნის ყუ­რა­დღ­ე­ბა. სი­ამ­ოვნებ­ისგან გა­ბად­რულმა, გუ­ლი იჯე­რა.
აი, ყა­ვაც შემ­ოაქვთ. მა­მა­კ­ა­ცებს უხ­მო­ბენ. ისე ვზი­ვარ, რომ ჩრდი­ლი მფა­რავს, ამ გაჩ­ირა­ღდ­ნებულ ოთახ­ში თუ­კი შეი­ძლე­ბა ჩრდი­ლი იყოს. სა­რკ­მელ­ზე ჩამ­ოფა­რებული ფარ­და ნა­ხევ­რად მი­ცავს. ფარ­დას კვ­ლავ სწე­ვენ. შემ­ოდიან მა­მა­კ­ა­ცებიც. მა­თი ერ­თად გამ­ოჩე­ნა, ისე­ვე, რო­გორც ქა­ლების, საზ­იემო იერს ატა­რებს. ყვე­ლა შავ კო­სტიუმებ­შია გა­მოწყო­ბი­ლი. უმ­რავ­ლეს­ობა მა­ღ­ალ­ია. ახალ­გაზ­რდებიც ჩანან. ჰენ­რი და ფრე­დერ­იკი მარ­თლაც მოხ­დე­ნი­ლი, მხი­ა­რუ­ლი ახალ­გაზ­რდები არ­იან. პოლ­კო­ვნიკი დენ­ტი მშვენ­იერი კა­ცი ჩანს, სამ­ხედრო იერით. მის­ტერ ეშ­ტო­ნი, ამ რა­ი­ო­ნის მო­სა­მარ­თლე, ნამ­დ­ვი­ლი ჯენ­ტლმენ­ია. თმა მთლად ჭა­ღ­ა­რა აქვს, თუმ­ცა წარ­ბებ­სა და წვერს შა­ვი ფე­რი ჯერ კი­დევ შერ­ჩენ­ია. ეს მას ამ­სგავ­სებს პéრე ნობ­ლე დე ტჰèატრე. ლორ­დი ინ­გ­რე­მი სი­მა­ღლით დებს ჰგავს. ისიც ლა­მაზ­ია, მაგ­რამ გულ­გ­რი­ლი, არაფ­რის მთქმე­ლი სა­ხით მე­რის დამ­სგავ­სებ­ია. თით­ქოს ამ ადამ­იანში სი­მა­ღ­ლეს უმარ­ჯვია სი­ცოცხ­ლი­სად­მი ლტოლ­ვა­სა და გო­ნე­ბა­მახ­ვილობა­ზე.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერი სა­დღ­ა­ა?
აი, ისიც. არ ვი­ყუ­რე­ბი თა­ღი­სკ­ენ, მაგ­რამ ვგრძნობ, ოთახ­ში შე­მო­დის. ვცდი­ლობ ყუ­რა­დღ­ე­ბა საქ­სოვ ჩხი­რებ­სა და ქი­სის ქსო­ვა­ზე გა­დავ­იტანო. მინ­და, მხო­ლოდ ჩემს სამ­უშაო­ზე ვი­ფიქ­რო; მხო­ლოდ ჩემს კალ­თაში დაწყო­ბილ ვერ­ცხ­ლის მძი­ვებ­სა და აბ­რეშუმის ძა­ფებს ვხე­დავ­დე. ამის ნაც­ვლად გა­რკ­ვევით ვხე­დავ მას, თავ­იდან ვერ ვი­შო­რებ ჩვენს ბო­ლო შეხ­ვედ­რას და კვ­ლავ მო­გო­ნე­ბა ცოცხ­ლ­დე­ბა ჩემ­ში. არ მავ­იწყდე­ბა, ხან­ძ­რის შემ­დეგ რომ მითხ­რა, თუ რა დი­დი სამ­სახური გავ­უწიე. ისიც მაგ­ონდე­ბა, რო­გორ ეჭ­ირა ჩე­მი ხე­ლი, სა­ხეში მი­ყუ­რებ­და. მის მზე­რაში ჩან­და, გუ­ლი ვე­ღ­არ იტევ­და სურ­ვი­ლებს და გად­მოხეთ­ქვას ლამ­ობდა. ამ მღ­ელ­ვა­რე­ბაში მეც მე­დო წი­ლი. ოჰ, რო­გორ და­ვახლოვდით მა­შინ! მაგ­რამ შემ­დეგ რა მოხ­და ისე­თი, რა­მაც შე­ზღუ­და ჩვე­ნი ასე­თი დამ­ოკი­დებ­ულე­ბა? რო­გო­რი შო­რე­ულ­ნი და უცხო­ნი გავ­მხდარ­ვართ ერ­თმა­ნეთისთვის! იმ­დე­ნად შო­რე­ულ­ნი, რომ არც ვე­ლი, მო­მი­ახ­ლოვდეს და და­მე­ლა­პა­რა­კოს. არც ის მიკ­ვირს, ოთა­ხის მეო­რე მხა­რეს რომ გა­ეშ­ურა, ზე­დაც არ შემ­ომხე­და, იქ დაჯ­და და ქა­ლებ­თან საუ­ბარი გა­ა­ბა.
რო­გორც კი შევ­ნიშნე, რომ მთე­ლი მი­სი ყუ­რა­დღ­ე­ბა ქა­ლებ­მა მი­იპყ­რეს და შე­მეძლო, შეუ­მჩნევ­ლად მემ­ზირა მის­თ­ვის, მაშ­ინვე თვა­ლები, ჩემ­და უნებ­ურად, მის სა­ხეს მი­აშ­ტერ­დნენ. წი­ნა­ა­ღმ­დეგობის ძა­ლა არ შემ­წევ­და. მზე­რა აღ­არ მემ­ორჩილებ­ოდა, თვა­ლები მისკ­ენ ბრუნ­დებ­ოდნენ, მას უმ­ზერ­დნენ. მეც დავ­მორ­ჩილ­დი. მი­სი ჭვრე­ტა მტკი­ვნეულ ნე­ტა­რე­ბას მაგ­რძნობინებ­და _ ტკბ­ილსა და, ამა­ვე დროს, შხამ­ნა­რევს; ოქ­რო­სა­ვით ფას­დაუ­დე­ბელს, რო­მელ­შიც წა­მე­ბაც შე­პარულიყო. ალ­ბათ, ეს გრძნო­ბა გამ­ოუცდია მწყურ­ვალ ადამ­იანს, წყა­როს წყალს რომ დას­წა­ფებ­ია. მან იცის, წყა­რო მო­წამ­ლულია, მაგ­რამ მა­ინც სვამს ამ ღვ­თა­ებრივ სას­მელს და უზო­მოდ ბედ­ნიერ­ია.
მარ­თალ­ია ან­და­ზა: ვი­საც ვინ მოს­წონს, მი­სი ლა­მაზიც ის არი­სო. ჩე­მი პატ­რო­ნის უფე­რუ­ლი, მოყ­ვი­თა­ლო სა­ხე, ოთხ­კუ­თხა დი­დი შუბ­ლი, გან­იერი შა­ვი წარ­ბები, ღრ­მად ჩამ­ჯდარი თვა­ლები, სა­ხის მკ­აცრი ნა­კვ­თები, მტკი­ცე, პირ­ქუ­ში ბა­გე­ები _ ძალ­ისა და ენერ­გი­ის, სიმ­ტ­კი­ცისა და ნე­ბის­ყო­ფის გამ­ომხატ­ველი _ არ მეტ­ყვე­ლებ­და მი­სი მფლო­ბე­ლის სი­ლა­მა­ზე­ზე. მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ლა­მაზი კი იყო; უზო­მოდ მიმ­ზიდ­ვე­ლი, რო­მელ­მაც მთლია­ნად შე­მიპყ­რო, თა­ვი­სი გავ­ლენის ქვეშ მო­მაქ­ცია; მო­ი­ტა­ცა ყვე­ლა ჩე­მი გრძნო­ბა და თა­ვის ნე­ბას დაუ­მორჩილა. არ ვაპ­ირებდი მის სიყ­ვა­რულს. მკი­თხველ­მა კარ­გად უწყის, რო­გორ გულ­მოდ­გი­ნედ ვცდი­ლობ­დი, ჩე­მი სუ­ლი­დან ძირ­ფეს­ვია­ნად ამ­ომეგდო სიყ­ვა­რუ­ლის პირ­ვე­ლი ჩა­ნა­სახი. ახ­ლა კი პირ­ვე­ლი და­ნახ­ვისთა­ნა­ვე, ჩემ­და უნებ­ურად, კვ­ლავ გამ­ოცოცხლდა, კვ­ირტები გამ­ოიღო, მწვა­ნით შეი­მოსა. ეს ადამ­იანი ან­თებ­და ჩემ­ში სიყ­ვა­რულს, თა­ნაც ისე, რომ ზე­დაც არ მი­ყუ­რებ­და.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერს სტუმ­რებს ვა­და­რებდი. რას წარ­მოად­გენ­და ლი­ნის სი­კო­ხტა­ვე, ლორდ ინ­გ­რე­მის სი­ცოცხ­ლეს მოკ­ლებული მოხ­დენ­ილობა; თუნ­დაც პოლ­კო­ვნიკ დენ­ტის მხედ­რუ­ლი მიხ­რა-­მოხრა მის­ტერ რო­ჩეს­ტერის უშ­რეტ ენერ­გია­სა და ნამ­დ­ვილ ში­ნა­გან ძა­ლას­თან შე­და­რებით? არც მა­თი გა­რეგ­ნობა მხიბ­ლავ­და და არც მა­თი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა; თუმ­ცა, ჩე­მი აზ­რით, ქა­ლების უმ­რავ­ლეს­ობა მათ ლა­მაზ, წარ­მოსა­დეგ და დი­დე­ბულ მა­მა­კ­ა­ცე­ბად თვლი­და, ხო­ლო მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ულა­მაზოს, უხე­ში სა­ხის მქო­ნე­სა და მე­ლანქოლიურს უწო­დებ­და. ვხე­დავდი, რო­გორ იცი­ნოდ­ნენ, იღი­მებ­ოდნენ ისი­ნი, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ამას ჩა­ლის ფა­სი ჰქონ­და. მა­თი ღი­მი­ლი ისე­ვე უგუ­ლო იყო, რო­გორც სან­თლების შუ­ქი. მა­თი სი­ცი­ლი ზა­რის ხმას ჰგავ­და. მაგ­რამ დავ­ინა­ხე, რო­გორ გა­იღი­მა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა. მკ­აც­რმა ნა­კვ­თებ­მა თბი­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მი­ი­ღო, თვა­ლები სი­ნა­ზე­სა და ელ­ვა­რე­ბას აფ­რქვევ­და. მი­სი სხი­ვე­ბი ადამ­იანს სულ­ში სწვდებ­ოდა და ელამ­უნებ­ოდა. ამ წუთს ის ლუ­ი­ზა და ემი ეშ­ტონებს ესაუ­ბრებ­ოდა. გა­ვოც­დი, რო­გორ გულ­გ­რი­ლად უყუ­რებ­დნენ ისი­ნი; მა­შინ, რო­დე­საც მი­სი მზე­რა გულ­ში მწვდებ­ოდა. ვე­ლო­დი, ქალ­იშვილები თვა­ლებს დახ­რიან და გაწ­ითლდებ­იან­-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ფერი ამის მსგავ­სი! მე­ტად გავ­იხა­რე, რო­ცა ვნა­ხე, რომ ოდ­ნა­ვა­დაც არ აღ­ელ­ვებ­ულან. "ის მათ­თ­ვის ის არა­ა, რაც ჩემ­თ­ვის, _ გავ­იფიქრე, _ მა­თი გემ­ოვნების არა­ა. ის ჩე­მი გემ­ოვნებ­ისა­ა. ამა­ში დარ­წმუნებულიც ვარ. ჩვენ შო­რის რა­ღ­აც ში­ნა­გან კავ­შირს ვგრძნობ; მეს­მის მი­სი ყო­ვე­ლი გამ­ოხედ­ვა, თი­თო­ე­უ­ლი მიხ­რა-­მოხრაც კი. მარ­თალ­ია, სიმ­დიდ­რე და გვარ­იშვილობა გა­დაუ­ლა­ხავ უფსკრ­ულად აღ­მარ­თულა ჩვენ შო­რის, მაგ­რამ ჩემს გო­ნე­ბა­სა და გულ­ში, ჩემს სის­ხ­ლ­სა და ნერ­ვებში არის ის, რაც გო­ნებ­რივად მამ­სგავ­სებს მას. ეს მე ვთქვი ამ რამ­დენ­იმე დღის წინ, რომ მას­თან მხო­ლოდ ხელ­ფასის მიღ­ე­ბა მა­კ­ავ­შირებ­ს-მეთ­ქი? ეს მე ავ­უკრ­ძა­ლე ჩემს თავს მის­ტერ რო­ჩეს­ტერში მხო­ლოდ ჩე­მი აღ­საზ­რდელის მეუ­რვე და­მე­ნა­ხა და მე­ტი არა­ვინ? ეს ხომ ბუ­ნე­ბის გმო­ბა­ა. ჩემ­ში არ­სებული ყვე­ლა სათ­ნო, ჭეშ­მარიტი და ძლი­ე­რი გრძნო­ბა უნებ­ურად მას ევ­ლე­ბა თავს, ვი­ცი, უნ­და დავ­ფარო ყო­ველ­ივე ეს, უნ­და ჩა­ვიქ­რო ყო­ველ­გვარი იმე­დი, უნ­და მახ­სოვდეს, რომ არ შეი­ძლე­ბა ვუყ­ვარ­დე მას. მას ვგა­ვარ­-მეთ­ქი, რომ ვამ­ბობ, ეს არ ნიშ­ნავს, თით­ქოს მეც გა­მაჩ­ნია ისე­თი ძა­ლა და ენერ­გია, რომ შე­მეძლოს მი­სი მო­ხიბ­ვ­ლა და მი­სე­ბუ­რი გავ­ლენის მოხ­დე­ნა. ამით მხო­ლოდ იმის თქმა მინ­და, რომ ჩვენ ერ­თნაირი გემ­ოვნე­ბა და გრძნო­ბე­ბი გვაქვს. აი, რა­ტომ უნ­და მახ­სოვდეს: ჩვენ ერ­თმა­ნეთისთვის არ ვართ და­ბა­დებული. თუმ­ცა, ვიდ­რე პირ­ში სუ­ლი მიდ­გას და ვაზ­როვნებ, ის მუ­დამ მეყ­ვა­რე­ბა~.
ყა­ვას აწ­ოდე­ბენ სტუმ­რებს. მა­მა­კ­ა­ცები შემ­ოდიან თუ არა, ქა­ლები მერც­ხლებივით იწყე­ბენ ჭიკჭ­იკს, მხი­არ­ულად და გაც­ხოვე­ლებით საუ­ბრობენ. პოლ­კო­ვნიკი დენ­ტი და მის­ტერ ეშ­ტო­ნი პო­ლი­ტიკ­ა­ზე მსჯელ­ობენ. ცო­ლე­ბი უს­მე­ნენ. ორი ამა­ყი ქვრი­ვი _ ლე­დი ლი­ნი და ლე­დი ინ­გ­რე­მი _ ერ­თად საუ­ბრობენ. სერ ჯორ­ჯი, რომ­ლის აღ­წე­რა, სხვა­თა შო­რის, და­მავ­იწყდა, მა­ღ­ალი, ჯან­სა­ღი შე­ხედ­ულების, სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ჯენ­ტლმენი, მათ დი­ვან­თან დგას ყა­ვის ფინ­ჯ­ნით ხელ­ში და დრო­დად­რო სიტყ­ვას ურ­თავს. მის­ტერ ფრე­დერ­იკ ლი­ნი მე­რი ინ­გ­რე­მის გვერ­დით დამ­ჯდა­რა და შე­სან­იშნავ­ყდიან წიგნს და მის ლა­მაზ ილუს­ტ­რაც­იებს ათ­ვალ­იე­რებს. ქა­ლი დრო­დად­რო იღი­მე­ბა, თუმ­ცა, ჩვეუ­ლებრივ, ცო­ტას ლა­პა­რა­კობს. მა­ღ­ალი და ფლეგ­მატური ლორ­დი ინ­გ­რე­მი გულ­ხელ­და­კ­რეფილი დახ­რილა პა­ტა­რა და მხი­ა­რუ­ლი ემი ეშ­ტო­ნის სა­ვარ­ძელ­თან. ემი შეჰ­ყურებს მას და ნიბ­ლია­სავით ეჭ­იკჭ­იკ­ე­ბა. მას ლორ­დი ინ­გ­რე­მი უფ­რო მოს­წონს, ვიდ­რე მის­ტერ რო­ჩეს­ტერი. ჰენ­რი ლი­ნი თურ­ქულ და­ბალ ტახ­ტზე მოკ­ა­ლა­თებ­ულა ლუ­ი­ზას ფერ­ხ­თით. ადე­ლიც იქ­ვე­ა. ჰენ­რი ლი­ნი ცდი­ლობს, ფრან­გულად ილა­პა­რა­კოს, და ლუ­ი­ზა დას­ცი­ნის მის შეც­დომებს. ვინ იქ­ნე­ბა ბლანშ ინ­გ­რე­მის თა­ნამ­ოსაუ­ბრე? ის მაგ­იდას­თან გან­მარ­ტოებ­ულა, მოხ­დენ­ილად დახ­რილა და ალ­ბომს ათ­ვალ­იე­რებს. რო­გორც ჩანს, უც­დის, მას­თან მი­ვიდ­ნენ. დიდ­ხანს ლო­დი­ნი არ სურს. თვი­თონ ირ­ჩევს მო­საუ­ბრეს.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მოს­ცილ­და ეშ­ტონებს და ისიც ახ­ლა გან­მარ­ტოებით დგას ბუ­ხარ­თან. ბლან­ში მისკ­ენ მი­დის და ბუხ­რის მეო­რე მხა­რეს ჩერ­დე­ბა.
_ მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, მეგ­ონა, ბავ­შვები არ გიყ­ვარ­დათ.
_ ასეც არის.
_ მაშ, რამ გაი­ძულათ აღ­საზ­რდე­ლად აგეყ­ვა­ნათ ასე­თი პა­ტა­რა თო­ჯი­ნა? (და ადელ­ზე მი­უ­თი­თა) სად მო­ძებ­ნეთ?
_ არ მო­მი­ძებ­ნია. აღ­საზ­რდე­ლად დამ­იტოვეს.
_ სკო­ლაში უნ­და გა­გეგ­ზავ­ნათ.
_ არ შემ­იძლია, სწავ­ლა ძალ­იან ძვი­რი ჯდე­ბა.
_ კი, მაგ­რამ, ჩე­მი აზ­რით, თქვენ აღმ­ზრდელი გყავთ მის­თ­ვის. ახ­ლა­ხან დავ­ინა­ხე ვიღ­აც ქა­ლი _ წავ­იდა? ოჰ, არა! აი, ჯერ კი­დევ აქ არის, ფან­ჯ­რის ფარ­დას მო­ფა­რებული. თქვენ, რა თქმა უნ­და, უხ­დით მას. ვფიქ­რობ, იმ­დენ­ივე თან­ხა გე­ხარ­ჯე­ბათ და, ალ­ბათ, მე­ტიც. ხელ­ფასის გარ­და, ორი­ვეს შე­ნახ­ვა გიხ­დე­ბათ.
მეშ­ინოდა, თუ, იქ­ნებ, იმე­დი მქონ­და, _ ჩე­მი ხსე­ნე­ბა მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ჩე­მკ­ენ მოა­ხე­დებ­ს-მეთ­ქი. უფ­რო ღრ­მად შევ­იმა­ლე სა­ფარში. მაგ­რამ შევ­ც­დი, ერ­თხე­ლაც არ გამ­ოუხე­დავს ჩე­მკ­ენ.
_ ამა­ზე არც მი­ფიქ­რია, _ გულ­გ­რი­ლად წარ­მოთქვა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა და კვ­ლავ პირ­და­პირ ყუ­რე­ბა გა­ნაგრძო.
_ რა­სა­კვ­ირველ­ია, თქვენ, მა­მა­კ­ა­ცები, მარ­თლაც არას­ოდეს უწევთ ან­გარიშს მომ­ჭირ­ნეო­ბას და გო­ნი­ერ აზრს. უნ­და გა­ი­გოთ, რას ამ­ბობს დე­და ამ აღმ­ზრდე­ლებ­ზე. მერ­ისა და მე, თუ არ ვცდე­ბი, თა­ვის დრო­ზე თორ­მე­ტამ­დე აღმ­ზრდელი მა­ინც გვყავ­და. ზო­გი აუ­ტა­ნელი და ზო­გიც მე­ტად სა­საცილო იყო. ყვე­ლა ერ­თად კი _ რა­ღ­აც სას­წაუ­ლები. გა­ნა ასე არა­ა, დე­და?
_ მე მითხა­რი რა­მე, ჩე­მო ასუ­ლო?
ქვრი­ვის ახალ­გაზ­რდა ას­ულმა გაი­მეო­რა თა­ვი­სი კი­თხვა სა­თა­ნადო გან­მარ­ტებით:
_ ჩე­მო ძვირ­ფა­სო, აღმ­ზრდე­ლებს ნუ გა­მახ­სე­ნებ. თვით ეს სიტყ­ვაც კი ნერ­ვებს მიშ­ლის, რო­გორ გა­მა­წა­მა მათ­მა უნი­ჭო­ბამ და ჟი­ნიან­ობამ. მად­ლობა უფალს, მოვ­რ­ჩი ამ ამ­ბებს.
მი­სის დენ­ტი გა­დაი­ხა­რა ამ ღვ­თისმოსავი ადამ­იან­ისკ­ენ და რა­ღ­აც ჩას­ჩურჩულა ყურ­ში. გა­ცემული პა­სუ­ხით მივ­ხ­ვ­დი, იმ უჯი­შო­თა ერ­თ-ერ­თი წარ­მომად­გე­ნელი აქ არი­სო, შე­ახ­სე­ნა მი­სის დენ­ტმა.
_ მით უკ­ე­თესი, _ გა­ნაც­ხა­და ამ ქალ­ბატ­ონმა, _ ვი­მედ­ოვნებ, ეს საუ­ბარი მა­საც გამ­ოად­გე­ბა. _ შემ­დეგ კი ხმა­დაბ­ლა, მაგ­რამ ჩემს გა­საგ­ონად დაუ­მა­ტა:
_ ერ­თი შე­ხედვით ვცნობ ადამ­ია­ნებს და, დავ­ინა­ხე თუ არა, მის სა­ხე­ზე ამ­ოვიკი­თხე ყვე­ლა ის ნა­კლი, რაც მის მოდ­გ­მას ახას­ია­თებს.
_ რა არის ეს ნა­კლი, მა­დამ? _ იკი­თხა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა.
_ სი­ამ­ოვნებით გეტყ­ვით, მხო­ლოდ სა­ი­დუმ­ლოდ, _ უპას­უხა ქალ­მა და მრა­ვალ­მნიშვნელ­ოვნად და მედ­იდურად შე­არ­ხია თა­ვი­სი ჩალ­მა.
_ მე­რე რა­ღა გე­მო აქვს. ახ­ლა­ვე დამ­იოკ­ეთ ცნო­ბის სურ­ვი­ლი.
_ ბლანშს ჰკი­თხეთ. ის უფ­რო ახ­ლოს დგას თქვენ­თან.
_ მე ნუ მიგ­ზავ­ნი, დე­და! ერ­თი სიტყ­ვაც სა­კ­მარ­ისია მთე­ლი ამ ბრბოს და­სა­ხას­ია­თებ­ლად: მო­მა­ბეზ­რე­ბელნი არ­იან. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მჯაბ­ნიდნენ, პი­რი­ქით, თვით ვჯაბ­ნი­დი, რა ოინებს არ ვუწყობ­დი თეო­დორთან ერ­თად იმ ჩვენს მის უილ­სონს, მი­სის გრეი­სა და მა­დამ ჟუ­ბერს! მე­რი მეტ­ისმე­ტად ზარ­მაცი იყო და ცხო­ველ მო­ნაწ­ილეო­ბას არ იღ­ებ­და ჩვენს შეთ­ქმულე­ბაში. ყვე­ლა­ზე სა­საცილო ამ­ბებს მა­დამ ჟუ­ბერს ვუწყობ­დით. მის უილ­სო­ნი საც­ოდავი, ავად­მ­ყო­ფი არ­სე­ბა იყო, მტი­რა­ლა და ყო­ველ­თ­ვის ნა­ღვ­ლიანი. არც ღი­რდა მის გა­საბ­რა­ზებ­ლად თა­ვის შეწ­უხე­ბა. მი­სის გრეი უხე­ში და გულ­ქ­ვა ადამ­იანი იყო. მას­ზე არა­ფერი მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ საბ­რალო მა­დამ ჟუ­ბერი! ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას მი­სი გაშ­მა­გებული სა­ხე, მოთ­მი­ნებ­იდან რომ გამ­ოვიყვანდით ხოლ­მე. ჩა­ის და­ვღვრიდით, კა­რაქ­ისა და პუ­რის ნამ­ცე­ცებს მი­მო­ვაბ­ნევდით, ჭერ­ში ვის­რო­დით წიგ­ნებს, მერ­ხების ბრა­ხუ­ნით, სა­ხა­ზავის დარ­ტყმითა და ცეცხ­ლის მა­შით ბუ­ხარ­ზე ისეთ ბრა­ხაბრუხს ავ­ტეხდით, რომ ყურ­თას­მე­ნა აღ­არ იყო. გახ­სოვს, თე­ო­დორ, ის მხი­ა­რუ­ლი დღ­ე­ები?
_ დი­ახ, რა­სა­კვ­ირველ­ია, მახ­სოვს, _ ზან­ტად წარ­მოთქვა ლორ­დ­მა ინ­გ­რემ­მა. _ საბ­რალო მო­ხუ­ცი გამ­ხმარი ქა­ლი ყვი­რო­და: "ოჰ, ბო­რო­ტო ბავ­შვებო!~ შემ­დეგ ვუ­კი­თხავდით ქა­და­გე­ბებს, თუ რო­გორ ბე­დავ­და ეს­წავ­ლებ­ინა ჩვენ­ისთა­ნა ჭკვ­იანი ბავ­შვებისთვის, რო­დე­საც თვი­თონ არა­ფერი იცო­და.
_ დი­ახ, ესეც მახ­სოვს, და შემ­დეგ, თედ, გახ­სოვს, გეხ­მა­რებოდი გა­გეგ­რძე­ლებ­ინა მე­ცად­ინეო­ბა (თუ, უფ­რო სწო­რად, შე­ნი აღმ­ზრდელის, გა­დაყ­ვითლებული მის­ტერ ვი­ნინ­გის წა­მე­ბა, ამ მო­დუდღუ­ნე დია­კვ­ნისა, რო­გორც ჩვენ ვუ­წო­დებ­დით მას). იცით, მან და მის უილ­სონ­მა გა­ბე­დეს და ერ­თმა­ნეთი შეი­ყვა­რეს. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, თე­დი და მე ასე ვფიქ­რობ­დით. ხან ნაზ მზე­რას ვამ­ჩნევდი და ხან გვეს­მოდა მა­თი ჩუ­მი ოხ­ვ­რა. ეს Lა ბელ­ლე პას­სი­ონ-ის ნიშ­ნად ჩავ­თვა­ლე. მერ­წმუნეთ, ჩვე­ნი აღმ­ოჩე­ნა მაშ­ინვე ყვე­ლას გა­ვა­გებ­ინეთ. ამ ამ­ბით ვი­სარ­გებ­ლეთ, რომ ეს მძი­მე და არა­სას­იამოვნო ტვირ­თი თავ­იდან მოგ­ვეშ­ორებ­ინა. და, აი, ამ ჩემ­მა ძვირ­ფას­მა დედ­იკომ, რო­გორც კი ამ ამ­ბავს ყუ­რი მოჰკ­რა, უზ­ნეო­ბად ჩათ­ვა­ლა ასე­თი საქ­ციელი. გა­ნა ასე არა­ა, ჩე­მო კე­თილ­შო­ბი­ლო დე­და?
_ რა­სა­კვ­ირველ­ია, ჩე­მო მშვენ­იერო, და მარ­თალიც გახ­ლ­დით. მერ­წმუნეთ, ათა­სი მი­ზეზ­ია, რა­ტომ არ შეი­ძლე­ბა წეს­იერ ოჯახ­ში ერ­თი წუ­თი­თაც კი მო­ით­მი­ნონ აღმ­ზრდელი ქალ­ისა და მას­წავ­ლებლის ურ­თი­ერთ­სიყვარული. უპირ­ვე­ლე­სად ყოვ­ლი­სა...
_ მო­ი­ღე მოწყა­ლე­ბა, დე­და! გვიხ­სე­ნი ამ ჩამ­ოთვლისგან! Aურესტე, ისე­დაც ვი­ცით ყვე­ლა­ფერი: უმა­ნკო ბავ­შვებისთვის ცუ­დი მა­გალითის ჩვე­ნების საშ­იშროე­ბა, მა­თი დაბ­ნეუ­ლობა და, აქე­დან გამ­ომდინა­რე, უყუ­რა­დღ­ებ­ობა თავ­იანთი მო­ვა­ლეო­ბისადმი, ურ­თი­ერ­თისკ­ენ სწრაფ­ვა და ურ­თი­ერ­თმხარ­და­ჭე­რა. ამის შემ­დეგ რწმე­ნა თავ­იანთ თავ­ში, რა­საც თან სდევს კად­ნიე­რე­ბა, დაუ­მორჩილებ­ლობა და არევ­-და­რე­ვა ოჯახ­ში. ასე არა­ა, ბარ­ონე­სა ინ­გ­რემ, ინ­გ­რე­მის მამ­ულთა მფლო­ბე­ლო?
_ ჩე­მო შრო­შა­ნო, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ახ­ლაც მარ­თალს ამ­ბობ.
_ მაშ, მე­ტის თქმა აღ­არ არის სა­ჭი­რო. გა­დავ­იდეთ სხვა თე­მა­ზე.
ემი ეშ­ტონმა, რო­მელ­მაც ვერ გაი­გონა ან ყუ­რა­დღ­ე­ბა არ მი­აქ­ცია ნათ­ქვამს, თა­ვი­სი ნა­ზი, ბავ­შ­ვუ­რი ხმით და­იწყო:
_ ლუ­ი­ზა და მეც დავ­ცი­ნო­დით ხოლ­მე ჩვენს აღმ­ზრდელს. მაგ­რამ ის იმ­დე­ნად კე­თი­ლი და კარ­გი ადამ­იანი გახ­ლდათ, ყვე­ლა­ფერს იტან­და. არას­ოდეს კარ­გავ­და მოთ­მი­ნე­ბას, არას­ოდეს გვიბ­რაზ­დებ­ოდა. ასე არ არის, ლუ­ი­ზა?
_ დი­ახ, მარ­თალ­ია, რა­საც გვინ­დო­და, იმას ვა­კ­ე­თებდით. გა­და­ვაქ­ოთებდით ხოლ­მე მის მაგ­იდას და სამ­უშაო კა­ლა­თას. უჯ­რებ­ში ავ­ურ-დავ­ურევდით ყვე­ლა­ფერს; ის კი იმ­დე­ნად კე­თი­ლი იყო, რაც უნ­და გვეთ­ხოვა, ყვე­ლა­ფერს გვაძ­ლევ­და.
_ ჩე­მი აზ­რით, _ ტუ­ჩე­ბის ირო­ნი­უ­ლი პრან­ჭ­ვით დაუ­მა­ტა მის ინ­გ­რემ­მა, _ გვეყ­ოფა ამ აღმ­ზრდე­ლების შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კი. ამ მო­გო­ნე­ბა­თა თავ­იდან ასაც­ილებ­ლად კვ­ლავ შემ­ომაქვს წი­ნა­და­დე­ბა, შევ­ცვალოთ სა­უბ­რის თე­მა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, მხარს უჭერთ ჩემს წი­ნა­და­დე­ბას?
_ დი­ახ, რო­გორც თქვენს ყვე­ლა აზრს, ამა­საც მხარს ვუ­ჭერ.
_ მა­შინ ჩემს მო­ვა­ლეო­ბად ჩავ­თ­ვ­ლი, მო­ვი­ფიქ­რო, რა გა­ვა­კ­ეთოთ... სე­ნი­ორ ედ­უარდო, ხმა­ზე რო­გო­რა ხართ?
_ დო­ნა ბია­ნკ­ა, თუ მიბ­რ­ძა­ნებთ, მზად ვიქ­ნე­ბი.
_ მაშ, სე­ნი­ორ, ის­მი­ნეთ ჩე­მი უმა­ღ­ლესობის ბრძა­ნე­ბა: მო­ამ­ზა­დეთ თქვე­ნი ფილ­ტ­ვე­ბი და სხვა სას­იმღ­ერო ორ­გან­ოები, რად­გა­ნაც ისი­ნი დას­ჭირდე­ბა ჩემს მე­ფურ სურ­ვილს.
_ ვინ არ ისურ­ვებს ღვ­თა­ებრივი მე­რის რი­ჩი­ოდ ყოფ­ნას.
_ თა­ვი და­ვა­ნებოთ რი­ჩი­ოს! _ წამ­ოიძა­ხა მან და თა­ვი­სი მშვენ­იერი კუ­ლულების რხე­ვით რო­ი­ალ­ისკ­ენ გა­ე­მარ­თა. _ ჩე­მი აზ­რით, ვი­ო­ლი­ნო­ზე და­მკვ­რელი ფრი­ად უსი­ა­მოვ­ნო ვინ­მე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ბო­რო­ტი ბოთ­ვე­ლი გაც­ილებით უფ­რო მომ­წონს. აბა, მა­მა­კ­აცი რა მა­მა­კ­აც­ია, თუ მას­ში არა­ფერ­ია სა­ტან­ისებური. ის­ტო­რი­ამ რაც უნ­და, ის თქვას ჯე­იმს ჰეპ­ბორნზე, მაგ­რამ მე მგო­ნია, სწო­რედ ის წარ­მოად­გენს ვე­ლუ­რი და შეუ­ბრა­ლე­ბელი ყა­ჩა­ღის სუ­ლის მქო­ნე გმირს, რო­მელ­საც სი­ამ­ოვნებით შევ­თა­ვა­ზებდი ჩემს ხელს.
_ გაი­გონეთ, ჯენ­ტლმე­ნებო? რო­მე­ლი თქვენ­განი წა­ა­გავს ყვე­ლა­ზე მე­ტად ბოთ­ველს? _ წამ­ოიძა­ხა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა.
_ მე ვიტყო­დი, რომ უპი­რა­ტეს­ობა თქვენ მხა­რე­ზე­ა, _ გაი­სმა პოლ­კო­ვნიკ დე­ნეტის ხმა.
_ პატ­იოსნე­ბას ვფი­ცავ, დი­დად და­მა­ვა­ლეთ, _ მო­ის­მა სა­პასუხოდ.
მის ინ­გ­რე­მი ამა­ყად დაჯ­და რო­ი­ალ­თან, დედ­ოფლურად გა­შა­ლა ქათ­ქა­თა კა­ბის ნაო­ჭები და სა­ამო პრელ­უდია და­უკ­რა, თან საუ­ბარს გა­ნაგ­რძობდა. ამ სა­ღ­ამოს გა­და­მე­ტებულ სია­მა­ყეს იჩენ­და. თა­ვი­სი სიტყ­ვებ­ითა და საქ­ციელით თით­ქოს გან­ზრახული ჰქონ­და, მსმე­ნელ­თა არა მარ­ტო აღ­ტა­ცე­ბა, არა­მედ გან­ცვიფრე­ბაც გამ­ოეწ­ვია. აშკ­ა­რა იყო, სურ­და მათ­თ­ვის თავ­ბ­რუ და­ეხ­ვია. ცდი­ლობ­და, მე­ტად მარ­ჯვე და გა­ბედული სჩვე­ნებ­ოდა მათ.
_ ოჰ, რო­გორ მო­მა­ბეზ­რეს ახ­ლან­დელ­მა ახალ­გაზ­რდა ყმაწ­ვილებ­მა თა­ვი! _ წამ­ოიძა­ხა მან და თან რო­ი­ალ­ზე გა­ნაგრძო ბრა­ხუ­ნი. _ საბ­რალო, უძ­ლუ­რი არ­სე­ბანი, მა­მის მა­მუ­ლის იქით ნა­ბი­ჯიც რომ არ გა­დაუ­დგამთ. ვერ­სად წას­ულან დედ­ისა და აღმ­ზრდელის ნე­ბართვის გა­რე­შე! საბ­რალონი, რო­მელ­თაც თავ­იანთი ლა­მაზი სა­ხის გარ­და არა­ფერი ახ­სოვთ: თით­ქოს მა­მა­კ­აც­თან რა­მე კავ­ში­რი ჰქონ­დეს სი­ლა­მა­ზეს, თით­ქოს სი­ლა­მა­ზე მხო­ლოდ ქა­ლების სა­კუ­თრე­ბა არ იყოს, ქა­ლის კან­ონიერი თვი­სე­ბა და მე­მკვ­იდრეო­ბა. ვამ­ტკი­ცებ: ულა­მაზო ქა­ლი მხო­ლოდ ლა­ქაა ამ დი­დე­ბულ ქვე­ყა­ნა­ზე, მაგ­რამ, რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კ­ა­ცებს, მათ მხო­ლოდ მა­მაც­ობა და სიძ­ლიე­რე უნ­და გა­აჩ­ნდეთ. და­ე, მათ დე­ვიზს წარ­მოად­გენ­დეს: ნად­ირობა, სრო­ლა და ბრძო­ლა. და­ნარ­ჩენს არავ­ითარი მნიშ­ვ­ნელ­ობა არა აქვს მათ­თ­ვის. ასე­თი იქ­ნებ­ოდა ჩე­მი დე­ვი­ზიც, მა­მა­კ­აცი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.
_ რო­დე­საც გათ­ხოვე­ბას და­ვაპ­ირებ, _ გა­ნაგრძო მან სი­ჩუ­მის შემ­დეგ, რო­მე­ლიც არა­ვის დაუ­რღ­ვევ­ია, _ გა­დაწ­ყვეტილი მაქვს, ისე­თი მე­უღ­ლე შე­ვარჩიო, რომ სი­ლა­მაზით ჩემს მშვენ­იე­რე­ბას კი არ ჩრდი­ლავ­დეს, არა­მედ, პი­რი­ქით, ელ­ვა­რე­ბას მა­ტებ­დეს. ვერ ავ­იტან ჩემს ტახ­ტზე მეტ­ოქეს. მო­ვითხოვ გან­უყოფელ თაყ­ვან­ისცე­მას. მი­სი ერ­თგულე­ბა არ უნ­და გა­ნაწ­ილდეს ჩემ­სა და იმ სა­ხეს შო­რის, რო­მელ­საც ის სა­რკ­ეში ხე­დავს. ახ­ლა კი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, იმღ­ე­რეთ, სი­ამ­ოვნებით დავ­უკ­რავ თქვენ­თ­ვის.
_ თქვე­ნი მო­ნა-მორ­ჩი­ლი ვარ, _ გაი­სმა პას­უხად.
_ აი, მე­კობრის სიმღ­ე­რა. თქვენ იცით, გაგ­იჟ­ებით მომ­წონს მე­კო­ბრე­ები. ამ­იტომაც იმღ­ე­რეთ `ჩონ სპი­რი­ტო~.
_ მის ინ­გ­რე­მის ბრძა­ნე­ბა მე კი არა, ცარ­იელ დოქ­საც კი აა­მღ­ე­რებს.
_ მაშ, გაფ­რ­თხილ­დით, თუ არ მას­იამ­ოვნებთ თქვე­ნი სიმღ­ერით, შე­გარც­ხვენთ და გიჩ­ვე­ნებთ რო­გორ უნ­და მღ­ე­რა.
_ თქვენ გსურთ, ჩე­მი უვარ­გი­სო­ბის­თ­ვის და­მაჯილდოოთ. ახ­ლა შე­ვეც­დები კი­დეც, რომ დავ­მარც­ხდე.
_ Gარდეზ-ვო­უს ენ ბი­ენ, თუ გან­გებ შეც­დით, მო­ვი­ფიქ­რებ რა­მეს და შე­სა­ფერ­ისა­დაც დაგ­ს­ჯით.
_ მის ინ­გ­რემ­მა მოწყა­ლე­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნოს, რად­გან მას ძა­ლუძს ისე­თი სას­ჯელი მო­ი­ფიქ­როს, რო­მელ­საც ვერც ერ­თი ადამ­იანი ვერ აი­ტანს.
_ მა­ინც? _ ბრძა­ნა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა.
_ მო­მი­ტე­ვეთ, მა­დამ. მაგ­რამ რა საჭ­იროა ახ­სნა-­გან­მარ­ტე­ბა. სა­კუ­თარი გო­ნე­ბა, ალ­ბათ, გეტ­ყოდათ, რომ თქვე­ნი შუბ­ლის ერ­თხელ შე­კვ­რაც კი სა­კ­მარ­ისია ადამ­იანის სა­თა­ნადოდ და­სას­ჯე­ლად.
_ იმღ­ე­რეთ, _ ბრძა­ნა კვ­ლავ მან და შთაგ­ონებით და­იწყო და­კვ­რა.
_ "ახ­ლა კი დროა, გავ­იპარო~, _ გავ­იფიქრე, მაგ­რამ ჰა­ერში დარ­ხეუ­ლმა ბგე­რებ­მა შე­მა­ჩე­რა. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა მითხ­რა, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მშვენ­იერი ხმა აქ­ვ­სო. მარ­თლაც ასე იყო: ძლი­ე­რი, სას­იამოვნო ბა­ნი; სიმღ­ე­რაში მთელ თა­ვის გრძნო­ბებ­სა და ენერ­გიას აქ­სოვდა. მსმე­ნელს გულ­ში სწვდებ­ოდა მი­სი ხმა და უც­ნაუ­რად აღ­ელ­ვებ­და. შევ­იცა­დე, ვიდ­რე უკ­ა­ნა­სკ­ნელი ძლი­ე­რი და მჟ­ღ­ერი ბგე­რები მიწყ­დებ­ოდა, ვიდ­რე შეწ­ყვეტილი საუ­ბარი გა­ნახ­ლდებ­ოდა და მა­შინ კი დავ­ტოვე ჩე­მი თავ­შე­სა­ფარი. გა­ნის კა­რით გამ­ოვედი, რო­მე­ლიც, სა­ბედ­ნიეროდ, ახ­ლოს იყო. ვიწ­რო ტა­ლანს გავ­ყევი. რამ­დენ­იმე ნა­ბი­ჯი გა­დავდგი თუ არა, შევ­ნიშნე, ფეხ­საცმლის თას­მები შემ­ხსნოდა. შევ­ჩერდი. უნ­და შე­მე­კ­რა. დავ­იჩოქე ია­ტა­კ­ზე, კი­ბის სა­ფეხ­ურებ­თან გა­ფენილ ნოხ­ზე. ამ დროს სა­სადილო ოთა­ხის კა­რის გა­ღ­ების ხმა შემ­ომეს­მა. ვიღ­აც ჯენ­ტლმენი გამ­ოვიდა. სას­წრაფოდ წამ­ოვდექი და პი­რის­პირ შე­ვე­ჩე­ხე მის­ტერ რო­ჩეს­ტერს.
_ რო­გორ ხართ? _ მკი­თხა.
_ ძალ­იან კარ­გად, სერ.
_ რა­ტომ არ მოხ­ვე­დით და არ და­მე­ლა­პა­რა­კ­ეთ ოთახ­ში?
ვი­ფიქ­რე, ეს, ალ­ბათ, მე უნ­და მე­კი­თხა-­მეთქი, მაგ­რამ ვერ გავ­ბე­დე თქმა. ნაც­ვლად ამ­ისა, ვუ­პას­უხე:
_ არ მინ­დო­და შე­მეწ­უხებ­ინეთ, რად­გა­ნაც ისე­დაც მო­უც­ლე­ლი იყა­ვით, სერ.
_ რას აკ­ე­თებდით, ვიდ­რე აქ არ ვი­ყა­ვი?
_ ისეთს არა­ფერს. ჩვეუ­ლებრივ, ადელს ვა­მე­ცად­ინებდი.
_ და თან­და­თან ფერს კარ­გავდით. ეს მე ერ­თი შე­ხედვით შევ­ნიშნე. რა მოხ­და?
_ არა­ფერი, სერ.
_ ხომ არ გა­ცივ­დით იმ სა­ღ­ამოს, კი­ნა­ღ­ამ რომ და­მახ­რჩვეთ?
_ ოდ­ნა­ვა­დაც არა, სერ.
_ დაბ­რუნ­დით სას­ტუმ­რო ოთახ­ში, ძალ­იან ად­რე მირ­ბი­ხართ.
_ და­ღლილი ვარ, სერ.
ერთ წუთს მი­ყუ­რებ­და.
_ და სევ­დიანიც, _ თქვა მან. _ მი­ზე­ზი? მითხა­რით.
_ რა უნ­და იყოს... არა­ფერი, სერ. სრუ­ლე­ბით არ ვარ სევ­დიანი.
_ ხარ­თ-მეთ­ქი. ისე შემ­ოგწოლიათ დარ­დი, რომ რამ­დენ­იმე სიტყ­ვაც და, ატ­ირდებით. ცრემ­ლები ისე­დაც კი­აფ­ობენ თქვენს თვა­ლებში. მრავ­ლდებ­იან. ერ­თი წვე­თი უკ­ვე მოს­წყ­და ქუ­თუ­თოს და ჩამ­ოგორდა. დრო რომ მქონ­დეს და რო­მელ­იმე ჭო­რიკ­ა­ნა მო­სამ­სახურის გამ­ოჩენის არ მეშ­ინოდეს, გავ­იგებდი, რა მოხ­და. კარ­გი. ამ სა­ღ­ამოს გიშ­ვებთ. მაგ­რამ გახ­სოვდეთ: სა­ნამ ჩე­მი სტუმ­რე­ბი ჩემს სახ­ლ­ში არ­იან, ყო­ველ სა­ღ­ამოს უნ­და ჩამ­ოხვიდეთ სას­ტუმ­რო ოთახ­ში. ასეთ­ია ჩე­მი სურ­ვი­ლი. ნუ უკ­უაგ­დებთ. ახ­ლა კი წა­დით და სო­ფი გამ­ოგზავ­ნეთ ადე­ლის წა­საყ­ვა­ნად. ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, ჩე­მო...
აქ ის შე­ჩერ­და, ტუ­ჩი მო­იკვ­ნიტა და სას­წრაფოდ გამ­შორდა.


თა­ვი მეთ­ვრა­მე­ტე

მხი­ა­რუ­ლი დღ­ე­ები დაუ­დგა თორ­ნ­ფილ­დ­ჰოლს _ სი­ცოცხ­ლით სავ­სე და მო­უს­ვე­ნარი. ოჰ, რო­გორ გან­სხვავ­დებ­ოდა ეს დრო პირ­ვე­ლი სა­მი თვის გან­მავ­ლობაში, ამა­ვე ჭერ­ქვეშ მყუდ­როე­ბაში, სრულ მარ­ტოობა­სა და მო­სა­ბეზ­რე­ბელ ერ­თსა და იმა­ვე საქ­მიან­ობაში გა­ტა­რებული დღ­ე­ებ­ისგან. მეჩ­ვე­ნებ­ოდა, რომ სევ­და სა­დღ­აც გაქ­რა და მოწყენ­ილობაც სამ­უდამოდ მიე­ცა დავ­იწყე­ბას. მთე­ლი დღე ყო­ველ კუ­თხეში სი­ცოცხ­ლე და ფუს­ფუ­სი შეი­მჩნეო­და. რამ­დენ­იმე ხნის წი­ნათ მდუ­მა­რებით მო­ცულ დე­რე­ფანში, აქამ­დე მიყ­რუ­ე­ბულ რო­მელ­იმე სა­დარ­ბაზო ოთახ­ში ისე ვერ შეი­ხე­დავდით ან გა­ივ­ლი­დით, რომ მშვენ­იერ მო­ახ­ლე ქალს ან ლაქ­იას არ გა­დაჰყროდით.
სამ­ზა­რეულო, მო­უ­რა­ვის სა­კუ­ჭნაო, მსახ­ურთა დარ­ბაზი და შე­სას­ვლელი დე­რეფ­ნები _ ყვე­ლა ერ­თნაი­რად იყო გამ­ოცოცხლებული და ხალ­ხით სავ­სე. მხო­ლოდ სას­ტუმ­რო დარ­ბაზი რჩებ­ოდა ცარ­იელი და მდუ­მა­რებით მო­ცუ­ლი, რო­დე­საც დი­დე­ბუ­ლი გა­ზაფხულის ლა­ჟ­ვარ­დოვანი ცა და წყნა­რი მზის სხი­ვე­ბი გა­რეთ ბა­ღ­ჩებში იხ­მობ­და მის ბი­ნა­დართ. მაშ­ინაც კი, რო­დე­საც ამინ­დი შეი­ცვლებ­ოდა და რამ­დენ­იმე დღე გაბ­მით, კო­კი­სპირულად წვიმ­და, მი­წის სის­ვე­ლე მხი­არ­ულე­ბას ხელს ვერ უშ­ლი­და. სტუმ­რე­ბი მა­შინ შიგ­ნით მო­იკ­ა­ლა­თებ­დნენ ხოლ­მე და იქ ეძებ­დნენ ათას­ნაირ გა­სართობს.
ვერ გავ­იგე, რას აპ­ირებ­დნენ, რო­დე­საც ერთ სა­ღ­ამოს წი­ნა­და­დე­ბა შემ­ოიტა­ნეს, გარ­თო­ბის ერ­თი სა­ხე მე­ო­რით შე­ეც­ვა­ლათ. ისი­ნი შა­რა­დებს ახ­სე­ნებ­დნენ. ჩე­მი უცო­დი­ნარ­ობა უნ­და ვა­ღ­იარო _ ვერ მივ­ხ­ვ­დი, მა­თი საუ­ბარი რას გუ­ლის­ხ­მობ­და. მსახ­ურებს დაუ­ძა­ხეს, სა­სადილო მაგ­იდები სხვა მხა­რეს გა­და­ა­ტან­ინეს, სა­სან­თლე­ებს სხვა ად­გილები მი­უ­ჩი­ნეს და სა­ვარ­ძლებიც თა­ღის მო­პირ­დაპ­ირედ ნა­ხე­ვარ­წრიულად და­აწ­ყვეს. რო­დე­საც მის­ტერ რო­ჩეს­ტერი და სხვა ჯენ­ტლმე­ნები ასეთ გა­ნკ­არ­გულე­ბას იძ­ლეო­დნენ, მან­დილოსნები ქვე­და და ზე­და სარ­თულების კი­ბე­ზე არ­ბოდ-ჩარ­ბოდნენ, თავ­იანთ მო­ახ­ლე­ებს ურე­კ­ავ­დნენ და იხ­მობ­დ­ნენ. მი­სის ფე­იერ­ფექსიც მო­იწ­ვი­ეს და გამ­ოჰკი­თხეს, ტან­საცმლის რო­გო­რი მა­რაგი იყო გა­და­ნახული. უფ­რო გარ­დასული ხა­ნის სა­მო­სი, შა­ლები და სხვა­დას­ხვა­ნაირი დე­კო­რატიული ქსო­ვი­ლე­ბი აი­ნტე­რე­სებ­დათ. მე­სა­მე სარ­თულზე გარ­დერ­ობები გა­დას­ინჯეს და ფარ­ჩის სა­მო­სი, გან­იერი ქვე­და კა­ბები, ატ­ლასის გუ­ლის­პი­რე­ბი, შა­ვი გამ­ჭვირვა­ლე შარ­ფები, გრძე­ლი ბაფ­თები, მარ­მაშის ჟაბ­ოები და სხვა მრა­ვალი ასე­თი ნივ­თი მო­ახ­ლე­ებ­მა, ვი­საც კი რამ­დენი შე­ეძლო, დაბ­ლა ჩამ­ოზიდეს. შემ­დეგ და­იწყო შერ­ჩე­ვა. მათ შო­რის, რაც უფ­რო მო­ეწ­ონათ, ამ­ოარ­ჩიეს და სას­ტუმ­რო ოთახ­იდან ბუ­დუ­არ­ში გა­დაი­ტა­ნეს.
ამას­ობაში მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა კვ­ლავ მო­უხ­მო მან­დილოსნებს, ირ­გ­ვ­ლივ შემ­ოიკრ­იბა და მათ­გან რამ­დენ­იმე თა­ვის ჯგუფ­ში სა­თა­მაშოდ შე­არ­ჩია. _ მის ინ­გ­რე­მი ჩემ­ია, რა თქმა უნ­და, _ თქვა მან, მას შემ­დეგ, რაც ემი და ლუ­ი­ზა ეშ­ტონები და მი­სის დენ­ტი და­ა­სა­ხე­ლა. შემ­დეგ მე შემ­ომხე­და, შემ­თხვევით მის ახ­ლოს ვი­დე­ქი, მი­სის დენ­ტის­თ­ვის გახ­ს­ნი­ლი სა­მაჯური უნ­და შე­მე­კ­რა ხელ­ზე.
_ ითა­მა­შებ? _ მკი­თხა მან. უარის ნიშ­ნად თა­ვი გა­ვაქ­ნიე. მას ძა­ლა არ დაუ­ტა­ნებ­ია. თუმ­ცა, უცებ კი შე­ვკრთი, რო­ცა გავ­იფიქრე, შეი­ძლე­ბა მომ­თხო­ვოს და იძუ­ლე­ბით მა­თა­მაშ­ოს-მეთ­ქი. მაგ­რამ მან ნე­ბა დამ­რ­თო, სრუ­ლი­ად მშვი­დად ჩემს ჩვე­ულ ად­გილს დავ­ბრუნებოდი.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერი და მის მხა­რე­ზე მო­თა­მა­შენი ფარ­დის უკ­ან გაუ­ჩინარ­დნენ. მეო­რე ჯგუ­ფის წარ­მომად­გენ­ლები კი, პოლ­კო­ვნიკ დენ­ტის მე­თაურობით, ნა­ხე­ვარ­წრიულად გან­ლა­გებულ სა­ვარ­ძლებში ჩას­ხდნენ. ერ­თ-ერ­თი ჯენ­ტლმენი, მის­ტერ ეშ­ტო­ნი, მე მი­ყუ­რებ­და, ჩან­და, შეს­თა­ვა­ზა, მეც მო­თა­მა­შე­ებს შე­ვერ­თებოდი, მაგ­რამ ლე­დი ინ­გ­რემ­მა ეს აზ­რი იმ­წამ­სვე უარ­ყო.
_ არა, _ გავ­იგონე მი­სი ნათ­ქვამი, _ ის ისე­თი ქა­რაფ­შუტა ჩანს, ასეთ თა­მაშს ვერ შეძ­ლებს.
მა­ლე ზა­რის ხმა გაი­სმა და ფარ­დაც აი­ხა­და. მის შიგ­ნით გამ­ოჩნდა წარ­მოსა­დეგი სერ ჯორჯ ლი­ნი, რო­მე­ლიც მის­ტერ რო­ჩეს­ტერს თა­ვი­სი ჯგუ­ფის­თ­ვის შე­ერ­ჩია. ის თეთრ ზე­წარში გახ­ვეულიყო. მის წინ მაგ­იდა­ზე გა­დაშლილი დი­დი წიგ­ნი იდო. ერთ მხა­რეს მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ლა­ბა­დაში გა­მოწყო­ბი­ლი მის ემი ეშ­ტო­ნი ედ­გა წიგ­ნით ხელ­ში, ვიღ­აც უჩი­ნა­რი ზარს მხი­არ­ულად აწკ­არ­უნებ­და. შემ­დეგ ადე­ლი გამ­ოჩნდა (მან და­ჟი­ნებით მო­ითხო­ვა, თა­ვი­ს მეუ­რვეს­თან ერ­თად ეთა­მა­შებ­ინათ).
ბავ­შ­ვი წინ გამ­ოიჭრა და მკ­ლავ­ზე ჩამ­ოკი­დებული ლა­მაზი კა­ლათ­იდან ირ­გ­ვ­ლივ ყვავ­ილებს აბ­ნევ­და. მე­რე გამ­ოჩნდა უმ­შ­ვენ­იე­რესი მის ინ­გ­რე­მი თა­ვი­სი უნა­კლო ტა­ნის ნარ­ნარი რხე­ვით, მთლად თეთრ სა­მოს­ში, თავ­ზე გრძე­ლი სიფ­რი­ფა­ნა ლე­ჩაქ­ითა და შუბ­ლ­ზე ვარ­დების გვირ­გ­ვი­ნით. მის გვერ­დით მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მო­აბ­იჯებ­და. ორი­ვე მაგ­იდას მი­უ­ახ­ლოვდა და დაი­ჩოქა. თეთრ ტან­საც­მელში გამ­ოწყობილმა ლუ­ი­ზა ეშ­ტონმა და მი­სის დენ­ტმა მათ უკ­ან და­იკ­ა­ვეს ად­გილები. ყო­ველ­ივე ეს მუნ­ჯურ სცე­ნას წარ­მოად­გენ­და, მაგ­რამ მას­ში ად­ვილად გა­მო­იც­ნობ­დით სა­ქორ­წი­ნო ცე­რემ­ონიალის ამ­სახ­ველ პან­ტომიმას. პოლ­კო­ვნიკი დენ­ტი და მი­სი მომ­ხ­რე­ები და­ახ­ლოებით ორი წუ­თის გან­მავ­ლობაში ჩურ­ჩუ­ლით უთან­ხმდებ­ოდნენ ერ­თმა­ნეთს და ბო­ლოს პოლ­კო­ვნიკ­მა ხმა­დაბ­ლა გა­ნაც­ხა­და:
_ ბრა­იდ.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად თა­ვი და­უკ­რა, შა­რა­და აი­ხსნა და ფარ­დაც და­ეშ­ვა.
კარ­გა ხა­ნი გავ­იდა, სა­ნამ ფარ­და კვ­ლავ აი­ხდებ­ოდა. მეო­რე პირ­ველ­თან შე­და­რებით, უფ­რო საგ­ულდაგულოდ მომ­ზა­დებული სცე­ნა იყო. სას­ტუმ­რო ოთა­ხი, რო­გორც წი­ნათ მო­გახ­სე­ნეთ, სა­სადილო ოთახ­თან კი­ბის ორი სა­ფეხურით მა­ღ­ლა იყო. უკ­ა­ნა­სკ­ნელი სა­ფეხურის ზე­მოთ, ერ­თი თუ ორი იარ­დის დაშ­ორებით, ოთა­ხის შუ­ა­გულ­ში, დი­დი მარ­მარილოს აუზი მო­ჩან­და. მაშ­ინვე ვი­ცა­ნი, ის ხომ ჩვე­ნი ორა­ნჟ­ე­რეის მშვე­ნე­ბას წარ­მოად­გენ­და. მის გარ­შემო ცხე­ლი ქვეყ­ნების მცე­ნა­რეუ­ლობა ხარ­ობდა და შიგ ოქ­როს თევ­ზები დაც­ურავ­დნენ. წარ­მოვიდგინე, მი­სი ზო­მი­სა და სიმ­ძი­მის გა­მო, რა დიდ ჯა­ფა­სა და ტან­ჯვას მო­ითხოვ­და მი­სი ოთახ­ში შემ­ოტა­ნა და მოწყო­ბა.
აუზის გვერ­დით და­გებულ მდიდ­რულ ხალ­იჩა­ზე სხვა­დას­ხვა­ნაირი შა­ლით მორ­თუ­ლი მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მო­ჩან­და. თავ­ზე ჩალ­მა ეხ­ურა. მი­სი მუ­ქი თვა­ლები, შავ­გვრე­მანი სა­ხის კა­ნი და არაქ­რისტიანული სა­ხის ნა­კვ­თები სწო­რედ ზედ­გამოჭრილი იყო მის ჩაც­მულობას­თან. ის აღმ­ოსავ­ლეთის ამ­ირას ნამ­დ­ვი­ლი გან­სახ­იე­რე­ბა გახ­ლდათ, მშვილ­დოს­ნუ­რი ბრძო­ლის ფან­ტას­ტიკური გმი­რი ან მსხვერ­პ­ლი. მა­ლე მის ინ­გ­რე­მიც გამ­ოჩნდა. ისიც აღმ­ოსავლური გემ­ოვნებით იყო მორ­თუ­ლი. მე­წამული გამ­ჭვირვა­ლე შარ­ფი ქა­მარივით ჰქონ­და წელ­ზე შემ­ოკრული. ამ­ოქარგული თავ­საბ­ურავი ორი­ვე სა­ფეთ­ქელ­თან ოდ­ნავ შე­ეტ­რია­ლებ­ინა, თით­ქოს კვან­ძი გამ­ოე­სკვ­ნათ. მი­სი ნა­ტი­ფი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის მკ­ლა­ვები მთლად შიშ­ვე­ლი ჩან­და. თავ­ზე წყლის სუ­რა ედ­გა, ცა­ლი ხე­ლი მა­ღ­ლა აეწ­ია და ჭურ­ჭე­ლი მე­ტად მოხ­დენ­ილად ეჭ­ირა. მთე­ლი მი­სი გა­რეგ­ნობა, სა­ხე და გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბაც კი პატ­რიარ­ქალური ეპო­ქის იუდე­ველ­თა მე­ფის ას­ულებს მო­გაგ­ონებ­დათ. უეჭ­ველ­ია, სი­ნამ­დვილეშიც ასე­თი გმი­რის გან­სახ­იე­რე­ბა ჰქონ­და გათ­ვალ­ისწინებული.
ის აუზს მი­უ­ახ­ლოვდა და ისე დაი­ხა­რა, თით­ქოს სუ­რის ავ­სე­ბა სურ­და. მე­რე ჭურ­ჭე­ლი კვ­ლავ თავ­ზე შეი­დგა. წყა­როს პი­რად მჯდო­მი ახ­ლაღა გამ­ოე­რკ­ვა და შე­ეს­იტყვა ქალს. ჩან­და, რა­ღ­აც სთხო­ვა. ქალ­მა სას­წრაფოდ ჩამ­ოდგა სუ­რა და წყა­ლი მი­არ­თვა. ვა­ჟ­მა სა­კი­ნძე შეი­ხსნა, კო­ლო­ფი ამ­ოიღო, გახ­სნა და მას თვალ­ისმომჭრელი სი­ლა­მაზის სა­მაჯ­ურები და საყ­ურე­ები აჩ­ვე­ნა. ის­რა­ელ­თა მე­ფის ასუ­ლი ამ ნივ­თ­თა სი­ლა­მა­ზემ გა­ნაც­ვიფრა და აღ­ტა­ცებული დარ­ჩა. ვა­ჟ­მა კი დაი­ჩოქა და გან­ძეული ფერ­ხ­თით და­უწყო. უნ­დობ­ლო­ბა და სი­ხა­რუ­ლი ერ­თად მო­ჩან­და მის გამ­ოხედ­ვა­სა და მი­მოხ­რა­ში. უც­ნობ­მა სწრა­ფად გა­უკ­ე­თა ხელ­ზე სა­მაჯ­ურები, სა­ყუ­რით კი ლა­მაზი ყუ­რე­ბი დაუ­მშვე­ნა. აქ­ლე­მები არ­სად ჩან­და, თო­რემ ყვე­ლამ შე­იც­ნო ელ­ია­ზარი და რე­ბე­კ­ა.
შა­რადის გამ­ომცნობთა ჯგუ­ფის მო­ნაწ­ილე­ებ­მა თა­ვები კვ­ლავ ერ­თმა­ნეთს მი­უ­ახ­ლოვეს, ჩან­და, ვერ შე­თან­ხმდნენ, რო­მელ სიტყ­ვა­სა თუ მარც­ვალს გამ­ოხა­ტავ­და სცე­ნა. პოლ­კო­ვნიკ­მა დენ­ტმა და მი­სი ჯგუ­ფის წარ­მომად­გენ­ლებ­მა სუ­რა­თის მთლია­ნად ნახ­ვა მო­ითხო­ვეს, რის შემ­დე­გაც ფარ­და კვ­ლავ და­ეშ­ვა.
ფარ­და მე­სა­მედ გაი­ხსნა და ახ­ლა მხო­ლოდ სას­ტუმ­რო ოთა­ხის ერ­თი მხა­რე ჩან­და. და­ნარ­ჩენი თალ­ხი და უხე­ში ქსო­ვი­ლის ფარ­დე­ბა­კრული თე­ჯი­რით იყო და­ფარული. მარ­მარილოს აუზი გა­ე­ტა­ნათ. მის ად­გილას ნაძ­ვის ხის მაგ­იდა და სამ­ზა­რეულოს სკ­ამი და­ედ­გათ. მკრ­თალ შუქ­ზე ამ საგ­ნებს ძლივს გა­არ­ჩევდით. სან­თლები ჩა­ექროთ და სი­ნათ­ლე მხო­ლოდ ფარ­ნიდან ბჟუ­ტავ­და.
ამ ღარ­იბულად მოწყო­ბილ სცე­ნა­ზე იჯ­და ვიღ­აც მა­მა­კ­აცი, რო­მელ­საც ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაჭდობილი ხე­ლები მუხ­ლებ­ზე ეწყო და თავ­დახრილი მი­წას ჩაჰ­ყურებ­და. თუმ­ცა სა­ხე გრი­მით ჰქონ­და და­ფარული და ტან­საც­მელიც შემ­ოხეული ეც­ვა, მა­ინც ვი­ცა­ნი მის­ტერ რო­ჩეს­ტერი. ზურ­გი­დან ჩამ­ოხეული პალ­ტო ერთ მხა­რეს სა­ნა­ხევროდ ეკი­და მკ­ლავ­ზე. თით­ქოს ჩხუბ­ში, მუშ­ტი-კრი­ვის დროს ჩამ­ოეხ­იათ. წარ­ბშე­კრული, ასეთ პირ­ქუშ გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა­სა და ჯა­გარივით ყალ­ყზე მდგარ თმას სრუ­ლი­ად გამ­ოეც­ვა­ლა, მოძ­რაო­ბისას ჯაჭ­ვის ჟღ­არუნი ის­მო­და. ხე­ლებ­ზე ბორ­კი­ლები ედო.
_ ბრაი­დუელი, _ წამ­ოიძა­ხა პოლ­კო­ვნიკ­მა დენ­ტმა და შა­რა­დაც ახ­სნა.
სა­ნამ შემ­სრულებ­ლები სა­კუ­თარ ტან­საც­მელში გამ­ოეწ­ყობოდნენ, დი­დი დრო გავ­იდა. მე­რე ისი­ნი სა­სადილო ოთახ­ში შემ­ოვიდნენ... მის ინ­გ­რე­მი მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა შემ­ოიყვა­ნა. ქა­ლი მას რო­გორც რო­ლის სა­უკ­ე­თესოდ შემ­სრულე­ბელს, ქათ­ინაუ­რებით უმას­პინძლდებ­ოდა.
_ იცით თუ არა, _ თქვა ახალ­გაზ­რდა ლე­დიმ, _ რომ სამ­ივე გმი­რის გამ­ოსახვის დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად ბო­ლოს მო­მეწ­ონეთ? ოჰ, თქვენ რომ ცო­ტა უფ­რო ად­რეულ სა­უკუ­ნე­ებში გეც­ხოვრათ, თქვენ­გან დი­დე­ბუ­ლი შა­რაგზის ყა­ჩა­ღი დად­გებ­ოდა.
_ სა­ხე­ზე სა­ღ­ე­ბავი კი­დევ მეტ­ყობა? _ ჰკი­თხა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა და მისკ­ენ შეტ­რიალ­და.
_ ვაი რომ, აღ­არ გემ­ჩნე­ვათ, რა სამ­წუხარ­ოა! არა­ფერი ისე არ უხ­დე­ბა თქვენს სა­ხეს, რო­გორც თავ­ზე ხე­ლა­ღ­ებული ავა­ზა­კის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა.
_ მაშ, თქვენ შა­რაგზის ყა­ჩა­ღს შეი­ყვა­რებდით?
_ შა­რაგზის ინ­გ­ლი­სელ ყა­ჩა­ღ­ზე უფ­რო საი­ნტე­რესო იტალ­იელი ბან­დი­ტი იქ­ნებ­ოდა. მას კი მხო­ლოდ ლე­ვან­ტიელი მე­კო­ბრე თუ გაუ­წევ­და მეტ­ოქეო­ბას.
_ კე­თი­ლი, რა­დაც უნ­და ჩამ­თვალოთ, გახ­სოვდეთ, რომ თქვენ ჩე­მი მე­უღ­ლე ხართ. ჩვენ ჯვა­რი ამ­დენი ხალ­ხის თან­დას­წრებით მხო­ლოდ ერ­თი სა­ათის წინ დავ­იწე­რეთ.
ბლან­შის კი­სკისი გავ­იგონე და დავ­ინა­ხე, რო­გორ ვარ­დისფრად აე­ტკი­ცა ღაწ­ვები.
_ ახ­ლა კი, დენტ, _ გა­ნაგრძო მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა, _ თქვე­ნი ჯერ­ია.
ახა­ლი ჯგუ­ფი გაუ­ჩინარ­და. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა და მი­სი ჯგუ­ფის მო­თა­მა­შე­ებ­მა ად­გილები და­იკ­ა­ვეს.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მარ­ჯ­ვ­ნივ მის ინ­გ­რე­მი იჯ­და. და­ნარ­ჩენი მო­ნაწ­ილე­ები კი მათ აქეთ-იქით ჩას­ხდნენ სა­ვარ­ძლებში. მე ახ­ლა მსახ­იობთა თა­მაშს უკ­ვე აღ­არ ვუ­ყუ­რებ­დი. აღ­არ მაი­ნტე­რე­სებ­და, რო­დის აი­ხდებ­ოდა ფარ­და, მთე­ლი ჩე­მი ყუ­რა­დღ­ე­ბა მაყ­ურებ­ლებ­მა მი­იქ­ცი­ეს. თუ რამ­დენ­იმე ხნის წინ თა­ღის ფარ­დას ვერ ვაც­ილებდი თვალს, ახ­ლა და­ჟი­ნებით მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ­წრიულად დად­გ­მულ სა­ვარ­ძლებს შევ­ყურებდი. რა გაი­თა­მა­შეს პოლ­კო­ვნიკ­მა დენ­ტმა და მის­მა მომ­ხ­რე­ებ­მა, რო­მე­ლი სიტყ­ვა აი­რჩიეს ან რო­გორ გაი­მარ­თლეს თა­ვი, სუ­ლაც არ მახ­სოვდა. მაგ­რამ მაყ­ურე­ბელ­თა ურ­თი­ერ­თ­შო­რის შე­თან­ხმე­ბა ყო­ვე­ლი წარ­მოდგენის შემ­დეგ ჯერ კი­დევ კარ­გად მახ­სოვს. ვხე­დავდი, რო­გორ შეტ­რიალ­დებ­ოდა ხოლ­მე მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მის ინ­გ­რემ­ისკ­ენ, ხო­ლო _ ბლან­ში კი მისკ­ენ. ვხე­დავდი, რო­გორ ხრი­და ის თავს მის წი­ნა­შე და შა­ვი ბრწყინ­ვა­ლე კუ­ლულები თით­ქ­მის ეხებ­ოდა მის მხრებს და ელამ­უნებ­ოდა მის სა­ხეს. მეს­მოდა მა­თი ინ­ტი­მუ­რი ჩურ­ჩუ­ლი. მახ­სოვს, რო­გო­რი გრძნო­ბით გა­ხე­დავ­დნენ ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს და ახ­ლაც, რო­დე­საც ყო­ველ­ივე იმას ვი­გო­ნებ, იგი­ვე გრძნო­ბა მეუ­ფლე­ბა, რა­საც მა­შინ გან­ვიც­დი­დი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი