ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი
font-large font-small
ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი
დასაწყისი

ნე­ლა, მაგ­რამ მტკი­ცედ მძერ­წა გან­გე­ბამ. მძი­მედ, მაგ­რამ სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­მა­ქან­და­კა გა­მოც­დი­ლე­ბამ. ძა­ლი­ან ფუმ­ფუ­ლა ხა­სი­ა­თი მაქვს - ბუმ­ბუ­ლი­ვით მსუ­ბუ­ქი და ზღარ­ბი­ვით ეკ­ლი­ა­ნი. გოლ­ფ­ს­ტ­რი­მის დი­ნე­ბა­სა­ვით ვარ, ზოგს ვათ­ბობ, ზოგს - არა, გა­აჩ­ნია, ვის გა­უ­მარ­თ­ლებს. 26 წლის გავ­ხ­დი და იმ­დე­ნი რამ გა­და­ვი­ტა­ნე ცხოვ­რე­ბა­ში, ხან­და­ხან მიკ­ვირს, რო­გორ გა­ვუ­ძე­ლი, თუმ­ცა წინ უარე­სი მე­ლო­დე­ბა. ჩემ­ნა­ი­რი გა­რეგ­ნო­ბის გო­გოს ალ­ბათ არ უნ­და გა­უ­ჭირ­დეს თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა და კა­რი­ე­რის აწყო­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, იღ­ბა­ლი გა­მე­ბუ­ტა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს. მე­რე რა, თუ ვე­ცე­მი, მა­ინც უნ­და წა­მოვ­დ­გე. რაც უფ­რო ძლი­ე­რად და­ე­ცე­მი, მით უფ­რო სწრა­ფად უნ­და ად­გე. ამ მხრივ მინ­და მზეს ვემ­ს­გავ­სო. ის ყო­ველ­დღე კვდე­ბა, ყო­ველ სა­ღა­მოს ჩა­ეს­ვე­ნე­ბა ჰო­რი­ზონ­ტ­ზე, მაგ­რამ მე­რე ხე­ლახ­ლა იბა­დე­ბა. სა­ღა­მოს გარ­და­იც­ვ­ლე­ბა და დი­ლით მკვდრე­თით აღ­დ­გე­ბა. ასე­თია მი­სი რო­მან­ტი­კუ­ლი გზა უკ­ვ­და­ვე­ბის­კენ.
ცხოვ­რე­ბა ან ერ­თი დი­დი თავ­გა­და­სა­ვა­ლია, ან - სრუ­ლი არა­რა­ო­ბა. ვის­თ­ვის რო­გორ. ჩემ­თ­ვის ერ­თიც არის და მე­ო­რეც. ტვირ­თი მა­კის­რია ასე­თი. ბო­ლო წლე­ბის ამ­ბებ­მა მთლი­ა­ნად გა­მომ­ფი­ტა. ჯერ იყო და, ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით და­მე­ღუ­პა მშობ­ლე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად თით­ქოს ბუ­რან­ში ვი­ყა­ვი, მე­ქა­ნი­კუ­რად ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს. მშობ­ლე­ბის გარ­და, მხო­ლოდ ბე­ბია დამ­რ­ჩა, მა­მა­ჩე­მის დე­და და ისიც - სკლე­რო­ზი­ა­ნი. ძნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ბე­ბი­ას მოვ­ლა მა­შინ, რო­ცა არა­ფე­რი გა­მაჩ­ნ­და. მარ­თა­ლია, ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ვამ­თავ­რე და კი­დევ უამ­რა­ვი სერ­ტი­ფი­კა­ტი ავი­ღე მე­ნეჯ­მენ­ტის თუ მარ­კე­ტინ­გის თუ ვინ მოთ­ვ­ლის, კი­დევ რამ­დე­ნი `ენ­ტის~ და `ინ­გის~, მაგ­რამ ამან სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა ვერ გა­მი­ად­ვი­ლა. არა­და, ჰა­ე­რი­ვით მჭირ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი. ხში­რად შე­ვუ­ძა­ხებ ხოლ­მე თავს: `ა­ნი­კა, თა­ვი მაღ­ლა! მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვს!~ და მეც ვცდი­ლობ, ფარ-ხმა­ლი არ დავ­ყა­რო, ჯერ ხომ არ დავ­მარ­ცხე­ბულ­ვარ!
ვფიქ­რობ, ვფიქ­რობ, ვფიქ­რობ... მე­რე ვიღ­ლე­ბი ამ ჩე­მი მრუ­მე ფიქ­რე­ბის­გან და მსუ­ბუ­ქად შე­ვუ­ბე­რავ სულს, რომ გავ­ფან­ტო. ბა­ბუ­აწ­ვე­რა­სა­ვით რომ გა­იშ­ლე­ბი­ან ჰა­ერ­ში და მი­მო­იბ­ნე­ვი­ან, მა­შინ­ღა ვმშვიდ­დე­ბი. ცუ­დია, ბედ­ნი­ე­რე­ბა შავ სი­ა­ში რომ გა­და­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ და­მი­ტო­ვა ცხოვ­რე­ბამ. ახ­ლა მიდ­გას პე­რი­ო­დი - `ბრძო­ლა არ­სე­ბო­ბის­თ­ვის~. დამ­ცი­ნა გან­გე­ბამ. არა­და, რო­გორც დი­უ­მამ თქვა, და­ცინ­ვა ყვე­ლა­ფერს კლავს, სი­ლა­მა­ზე­საც კი. სი­ლა­მა­ზის რა გითხ­რათ, ჯერ არ ვუ­ჩი­ვი მის `მოშ­ლა-არ­მოშ­ლის~ სა­კითხს, მაგ­რამ ასე თუ გაგ­რ­ძელ­და, მა­საც მო­ე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა.
მგო­ნი, ისევ მე­რე­ვა ძი­ლი. ახ­ლა იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, შუ­ა­ლე­დურს რომ ეძა­ხი­ან - ძილ­სა და ღვი­ძილს შო­რის. სას­წ­რა­ფოდ უნ­და წა­მოვ­ხ­ტე, რომ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე არ და­ვაგ­ვი­ა­ნო. დი­ლაა, ანი­კა, სუს­ხი­ა­ნი, მაგ­რამ ნა­თე­ლი დი­ლა!
ამ­წუ­თას ავ­დ­გე­ბი, ჯერ ერთ ფინ­ჯან სუფ­თა ჰა­ერს დავ­ლევ, მე­რე კი - ყა­ვას. გა­მო­ვა­ღებ ფან­ჯა­რას, შე­ვის­რუ­ტავ ნა­ზამ­თ­რა­ლი თე­ბერ­ვ­ლის დღის ნო­ტიო სურ­ნე­ლე­ბას და თან ყა­ვას მი­ვა­ყო­ლებ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩე­მი სარ­კ­მ­ლის წინ მო­ქა­ნა­ვე ბრო­წე­უ­ლის ხეს მი­ვე­სალ­მე­ბი და ვკითხავ: `რო­დის დად­გე­ბა შე­ნი გა­ზაფხუ­ლი?~
ძა­ლი­ან კი მე­ზა­რე­ბო­და თბი­ლი ლო­გი­ნი­დან გა­მოძ­რო­მა, მაგ­რამ დრო არ ით­მენ­და. ძლივს რა­ღაც ვა­კან­სია გა­მოჩ­ნ­და, მარ­თა­ლია, დრო­ე­ბი­თი, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის სუნ­თ­ქ­ვა­სა­ვით აუცი­ლე­ბე­ლი. ეჰ, მა­მა­ჩე­მი რომ ცოცხა­ლი იყოს, ალ­ბათ გა­გიჟ­დე­ბო­და. არაფ­რით მომ­ცემ­და იქ წას­ვ­ლის ნე­ბას. შენ და მდი­ვა­ნი? მე ამის­თ­ვის არ გა­მიზ­რ­დია შვი­ლიო... ად­რე ასე იყო, ახ­ლა სხვა­ნა­ი­რა­დაა. თა­ვის და­ფა­სე­ბის დრო წა­ვი­და, ნე­ბის­მი­ერ სამ­სა­ხურ­ზე თა­ნახ­მა ვარ. რა უჭირს მე­რე, მდი­ვა­ნი თუ ვიქ­ნე­ბი? სულ ასე ხომ არ გაგ­რ­ძელ­დე­ბა? იქ­ნებ ერ­თხე­ლაც ვი­ღა­ცამ და­ი­ნა­ხოს ჩემ­ში კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის თვი­სე­ბე­ბი, ან კარ­გი მე­ნე­ჯე­რის, ან მარ­კე­ტო­ლო­გის... ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ნორ­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი მექ­ნე­ბა და მე და ბე­ბო ცო­ტას ამო­ვი­სუთ­ქავთ. თა­ვის რჩე­ნა ხომ გვინ­და. ბე­ბოს პენ­სია რას გვე­ყო­ფა? აქამ­დე კი­დევ ვუძ­ლებ­დი, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დე, რაც სახ­ლ­ში ღი­რე­ბუ­ლი გვქონ­და. რო­ცა შინ გა­სა­ყი­დი არა­ფე­რი დარ­ჩა, ბი­ნაც მი­ვა­ყი­დე და სა­ბურ­თა­ლო­დან დიდ დი­ღომ­ში გა­დავ­სახ­ლ­დი. თა­ვი­დან თვალს ვა­რი­დებ­დი ბათ­ქაშ­ჩა­მოყ­რილ კედ­ლებ­სა და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში გვალ­ვი­ან მი­წა­სა­ვით და­ხეთ­ქილ-დაბ­ზა­რულ კა­ფელს, მე­რე კი ნელ-ნე­ლა ამა­საც შე­ვეჩ­ვიე. სა­მა­გი­ე­როდ, ვერ­გა­მე­ტე­ბულ­მა ან­ტიკ­ვა­რულ­მა ავეჯ­მა ცო­ტა­თი გა­მო­ა­კე­თა აქა­უ­რო­ბა. შე­ვე­გუე. ამას კი შე­ვე­გუე, მაგ­რამ ბე­ბია დამ­რ­ჩა მო­უ­ნე­ლე­ბელ დარ­დად. ის წილ­კან­ში ცხოვ­რობს და არაფ­რით გა­მომ­ყ­ვა თბი­ლის­ში, `ყუთ­ში~ გა­მო­კე­ტი­ლი ვერ ვიცხოვ­რე­ბო. მეც მთე­ლი კვი­რა გზა­ზე ვარ გა­დე­ბუ­ლი - წილ­კა­ნი-თბი­ლი­სი, თბი­ლი­სი-წილ­კა­ნი. კი­დევ კარ­გი, ახ­ლო­საა და დიდ­ხანს მგზავ­რო­ბა არ მი­წევს. ისე, ამა­ნაც მიშ­ვე­ლა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი - გა­და­ტა­ნილ უბე­დუ­რე­ბა­ზე და­ფიქ­რე­ბის დრო ნაკ­ლე­ბად მრჩე­ბო­და. თუმ­ცა, ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, გა­ჭირ­ვე­ბულს ქვა აღ­მარ­თ­ში და­ე­წე­ვაო. ბე­ბი­ას სკლე­რო­ზი თან­და­თან უფ­რო რთულ ფორ­მა­ში გა­და­უ­ვი­და. ხან ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვს, ხან უეც­რად, ელე­მენ­ტა­რუ­ლიც კი ავიწყ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სახ­ლი­დან გა­პარ­ვა და­იწყო და რომ არა მე­ზობ­ლის ვე­ნე­რა, ვინ იცის, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სად უნ­და ეძე­ბო მარ­ტომ მეხ­სი­ე­რე­ბა­და­კარ­გუ­ლი მო­ხუ­ცი? ოქ­როს ქა­ლია ვე­ნე­რა. მთე­ლი დღე ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს ნი­ნუ­ცა ბე­ბოს. რო­ცა `გაქ­რე­ბა~, ეგ­რე­ვე მი­რე­კავს და დავ­რ­ბი­ვარ მე­რე თო­ხა­რი­კი ცხე­ნი­ვით წილ­კა­ნის შე­მო­გა­რენ­ში ან სუ­ლაც, თბი­ლის­ში. ერ­თხელ სა­საფ­ლა­ო­ზე ვი­პო­ვე, დამ­ხო­ბო­და მა­მა­ჩე­მის და დე­და­ჩე­მის საფ­ლავს და მწა­რედ მოთ­ქ­ვამ­და. გუ­ლი და­მე­თუთ­ქა.

და აი, კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რის წინ ვზი­ვარ. კითხ­ვებს მის­ვამს, მეც ვპა­სუ­ხობ. ყო­ჩა­ღად ვარ. მე ხომ დი­ლით ერ­თი ფინ­ჯა­რი ჰა­ე­რი და ყა­ვა მი­ვირ­თ­ვი...
გა­სა­უბ­რე­ბამ არ­ც­თუ ური­გოდ ჩა­ი­ა­რა. ის ქა­ლი სულ თავს აქ­ნევ­და მო­წო­ნე­ბის ნიშ­ნად და რა ვი­ცი, იქ­ნებ გა­მი­მარ­თ­ლოს. სულ სამ­ნი ვი­ყა­ვით. არც ის ორი გო­გო ჩან­და ური­გო, ცოცხა­ლი თვა­ლე­ბი ჰქონ­დათ. მგო­ნი, ჩემ­ზე უმ­ც­რო­სე­ბიც კი იყ­ვ­ნენ. გა­აჩ­ნია, რა კუთხით ირ­ჩევს კომ­პა­ნი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლი თა­ვის მდივ­ნებს - ასა­კის, გა­რეგ­ნო­ბის თუ ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.
მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლი... ყო­ველ­თ­ვის მა­ღი­ზი­ა­ნებ­და გვარ-სა­ხე­ლის ერ­თი ფუ­ძე. რა უბე­დუ­რე­ბაა, გვა­რი და სა­ხე­ლი ერ­თ­მა­ნეთს ჰგავ­დეს? ასე მგო­ნია, ასეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ში მშობ­ლებს ფან­ტა­ზია არ ჰყოფ­ნით. ერ­თი მე­გო­ბა­რი მყავს, ლო­ლა ლო­ლა­ძე და ის ხუმ­რობს ხოლ­მე, დე­და­ჩემს და­მახ­სოვ­რე­ბის უნა­რი არ ჰქო­ნია და ამი­ტომ გა­უ­ად­ვი­ლა მა­მა­ჩემ­მა საქ­მეო.
მირ­ზა... პო­ე­ტუ­რი სა­ხე­ლი კი არის, ვე­რა­ფერს იტყ­ვი. ისე­თი სა­ხე­ლია, სიძ­ვე­ლის სურ­ნე­ლი რომ ას­დის, თით­ქოს შო­რე­უ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­ნა­ბე­რი ნი­ა­ვი გე­ლა­მუ­ნე­ბა სა­ხე­ზე. ამირ-ზა­დე, მირ­ზა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი... სა­უფ­ლის­წუ­ლო სა­ხე­ლია. მე­რე კი­დევ, მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი... ახ­ლო­საა ეს სა­ხე­ლი რო­მან­ტი­კას­თან. თვი­თონ რო­გო­რი ტი­პია ნე­ტავ? თუ ამარ­თ­ლებს თა­ვის სა­ხელს? ვნა­ხოთ. თუ ამიყ­ვანს მდივ­ნად, გა­მოჩ­ნ­დე­ბა.
და­გი­რე­კავ­თო, გაპ­რან­ჭულ­მა მე­ნე­ჯერ­მა მითხ­რა, და მეც და­ვემ­შ­ვი­დო­ბე.
ძლივს მივ­ლას­ლა­სებ­დი სახ­ლის­კენ, აღა­რაფ­რის იმე­დი არ მქონ­და. ამ­ხე­ლა კომ­პა­ნი­ის შე­ფი ალ­ბათ ან უფ­რო გა­მოც­დილს აიყ­ვანს, ან უფ­რო სექ­სუ­ა­ლურს. აი, ის გო­გო რომ იყო, თა­თა, თვა­ლებს რომ აბ­რი­ა­ლებ­და და ხუ­თი ზო­მის მკერდს რომ ათან­თა­ლებ­და ღრმა დე­კოლ­ტე­ში.
ერ­თი სიტყ­ვით, ჩე­მი ბი­ნის ზღურბლს რომ გა­და­ვა­ბი­ჯე, სა­ბო­ლო­ოდ ვი­ყა­ვი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ არა­ვი­თა­რი შან­სი არ მქონ­და. დი­ვან­ზე მი­ვეგ­დე და თვა­ლე­ბი ჭერს მი­ვაშ­ტე­რე. მე­ქა­ნი­კუ­რად ღი­ღი­ნიც კი წა­მო­ვიწყე: `ბინ­დის­ფე­რია სო­ფე­ლი, უფ­რო და უფ­რო ბინ­დ­დე­ბა­ა­ა­ა~...
უეც­რად მო­ბი­ლურ­მა და­იწ­კ­რი­ა­ლა. ვი­ფიქ­რე, მო­რი­გი სი­ურ­პ­რი­ზია, ალ­ბათ ბე­ბო ისევ გა­ი­პა­რა-მეთ­ქი, და ფე­ხის თი­თე­ბით მოვ­წიე ჩემ­კენ დივ­ნის კუთხე­ში მიგ­დე­ბუ­ლი ხელ­ჩან­თა, რომ მო­ბი­ლუ­რი ამო­მე­ღო.
ჩემ­და გა­სა­ოც­რად, მე­ზობ­ლის ვე­ნე­რას მა­გივ­რად, მა­მა­კა­ცის ხმა გა­ის­მა.
- ალო, გის­მენთ! - შეც­ბუ­ნე­ბულ­მა ვუ­პა­სუ­ხე.
- ანი­კა ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი ხართ?
- დი­ახ, - რა­ღაც­ნა­ი­რად და­ვი­ძა­ბე.
- მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლი გი­რე­კავთ, - გა­მეც­ნო მა­მა­კა­ცი და კი­ნა­ღამ მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი დავ­კარ­გე.
ჩე­მი მო­მა­ვა­ლი უფ­რო­სი პირ­და­პირ საქ­მე­ზე გა­და­ვი­და.
- შე­გიძ­ლი­ათ, პა­რას­კევს, სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე ჩვენ­თან მოხ­ვი­დეთ?
- რა თქმა უნ­და, - რაც შე­მეძ­ლო, მშვი­დად ვუ­პა­სუ­ხე.
- გმად­ლობთ, გე­ლო­დე­ბით, - და ეგ­რე­ვე გა­მი­თი­შა.
ვაუ! რა უც­ნა­უ­რია! რო­დის იყო, უფ­რო­სე­ბი თვი­თონ ურე­კავ­დ­ნენ შერ­ჩე­ულ კან­დი­და­ტებს? რა­ღა­ცა­შია საქ­მე. ან მთლად წყალ­წა­ღე­ბუ­ლია ეს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია, ან კი­დევ... ან კი­დევ, არ ვი­ცი. ვნა­ხოთ, ვნა­ხოთ...

პა­რას­კევს სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­მო­ვიპ­რან­ჭე - ჩე­მი სა­უ­კე­თე­სო ლი­მო­ნის­ფე­რი პი­ჯა­კი ჩა­ვიც­ვი, შა­ვი შარ­ვა­ლი, შა­ვი მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი და რო­ცა `მი­ნი­ტა­უნს~ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, შე­ვე­ცა­დე, საქ­მი­ა­ნი ქა­ლის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა მი­მე­ღო, თუმ­ცა ნერ­ვე­ბი დაწყ­ვე­ტა­ზე მქონ­და. მი­სა­ღებ­ში ოც­და­ა­თი­ო­დე წლის სიმ­პა­თი­უ­რი, ორ­სუ­ლი ქა­ლი იჯ­და. ალ­ბათ ის, რო­მე­ლიც მე უნ­და შე­მეც­ვა­ლა.
- გა­მარ­ჯო­ბა. მე ანი­კა ვარ, ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, - თა­ვა­ზი­ა­ნი ღი­მი­ლით მი­ვე­სალ­მე მდი­ვანს.
- სა­სი­ა­მოვ­ნოა. ბა­ტო­ნი მირ­ზა გე­ლო­დე­ბათ, - ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლი წა­მოდ­გა და უფ­რო­სის კა­ბი­ნე­ტის კა­რი შე­ა­ღო. - ახა­ლი მდი­ვა­ნი მო­ვი­და, ბა­ტო­ნო მირ­ზა! - გა­ვი­გო­ნე მი­სი ნათ­ქ­ვა­მი.
დი­რექ­ტო­რის პა­სუ­ხი ვერ მო­ვის­მი­ნე, რად­გან ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან თვა­ლებ­ზე ბინ­დი გა­და­მეკ­რა და სმე­ნა და­მეხ­შო, მხო­ლოდ მა­შინ მო­ვე­გე გონს, კა­რის ზღურ­ბ­ლ­ზე რომ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი.
- მობ­რ­ძან­დით... აგერ დაბ­რ­ძან­დით, - რბი­ლი ტო­ნით მი­მი­პა­ტი­ჟა მა­მა­კაც­მა და სა­ვარ­ძ­ლი­დან წა­მო­ი­წია.
ოც­დათხუთ­მეტ წლამ­დე იქ­ნე­ბო­და. მა­ღა­ლი, ახო­ვა­ნი, ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი და მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა. ასე­თი გა­რეგ­ნო­ბის კა­ცებს, ჩვე­უ­ლებ­რივ, ქა­ლე­ბის­თ­ვის ღვთის წყა­ლო­ბად წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ თა­ვი.
კომ­პა­ნი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა ყუ­რადღე­ბით შე­მათ­ვა­ლი­ე­რა.
- ახალ­გაზ­რ­და ყო­ფილ­ხართ, - თით­ქოს თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და სა­ზურ­გე­ზე ნე­ბივ­რად გა­დაწ­ვა.
ეს რა, და­ნა­შა­უ­ლია? აქამ­დე არ იცო­და? რო­ცა ჩემს მო­ნა­ცე­მებს გა­ეც­ნო, ხომ ნა­ხა, რომ 26 წლის ვარ?
- და ძა­ლი­ან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი, - თით­ქოს ჯიბ­რ­ზე და­ვამ­თავ­რე მი­სი ფრა­ზა. ნამ­დ­ვი­ლად არ მქონ­და თავ­მ­დაბ­ლო­ბის დრო. თავს თუ არ წარ­მო­ვა­ჩენ­დი, რო­გორც თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ქა­ლი, წა­სუ­ლი იყო ჩე­მი საქ­მე.
- ამას შემ­დე­გი დღე­ე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, - თვი­თო­ნაც ჯიბ­რი­ა­ნად მო­მი­გო, თან თვალს არ მა­შო­რებ­და.
- რით და­გა­ინ­ტე­რე­სათ ამ სა­მუ­შა­ომ? - მე­დი­დუ­რად მკითხა.
ერ­თი ამას უყუ­რეთ! შენ­მა მზემ, შენც ისეთ თა­ნამ­დე­ბო­ბას მთა­ვა­ზობ, შუ­რით გას­კ­დე­ბი­ან უმუ­შევ­რე­ბი! რას გა­და­მე­კი­და, თუ მი­ღე­ბა უნ­და, მი­მი­ღოს და მორ­ჩა! - ვფიქ­რობ­დი და ვგრძნობ­დი, რო­გორ მე­კი­დე­ბო­და ბრა­ზი.
- და­ინ­ტე­რე­სე­ბის რა გითხ­რათ... უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი.
- ანუ?
- ანუ... - ცო­ტა­თი და­ვი­ბე­ნი, ემანდ კარ­ში არ გა­მის­რო­ლოს-მეთ­ქი. - მდივ­ნო­ბა სუ­ლაც არ არის ჩე­მი მო­წო­დე­ბა და არც ისე­თი თა­ნამ­დე­ბო­ბაა, დავ­ხარ­ბ­დე, მაგ­რამ ჩე­მი პრო­ფი­ლით ძნე­ლია სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა, ამი­ტომ დრო­ე­ბით ამა­საც დავ­ჯერ­დე­ბი.
აი, თავ­ხე­დო­ბის დო­ნე. თით­ქოს მე კი არა, ჩე­მი პი­რით სხვა ლა­პა­რა­კობ­და. სუ­ლაც არ მინ­დო­და, მის თვალ­ში ამ­პარ­ტა­ვა­ნი და მე­დი­დუ­რი გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. არ ვი­ცი, სა­ი­დან მო­მად­გა ენა­ზე ეს სიტყ­ვე­ბი. უცებ, რა­ტომ­ღაც, თა­ვის გა­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლი და­მე­უფ­ლა.
ჩა­ი­ცი­ნა და თა­ვი ოდ­ნავ, თით­ქ­მის შე­უმ­ჩ­ნევ­ლად გა­აქ­ნია.
- მშობ­ლე­ბი გყავთ?
ამ კითხ­ვას ნამ­დ­ვი­ლად არ ვე­ლო­დი. რა კავ­შირ­შია მშობ­ლე­ბი ჩემს სამ­სა­ხურ­თან? მე­გო­ნა, მკითხავ­და, რა პრო­ფე­სი­ის ხა­რო? ჭარ­ხა­ლი­ვით გავ­წით­ლ­დი, გა­ჭირ­ვე­ბით გა­და­ვა­გო­რე ნერ­წყ­ვი და მიმ­ქ­რა­ლი ხმით მი­ვუ­გე:
- არა, ობო­ლი ვარ.
- არც ქმა­რი?
ქმა­რიო... მე­უღ­ლე მა­ინც ეთ­ქ­ვა. ნამ­დ­ვი­ლი გორ­სა­ლაა, ზრდი­ლო­ბა ვე­რა­ვინ ას­წავ­ლა ნე­ტავ? ან ის არ აინ­ტე­რე­სებს, ობო­ლი რა­ტომ ვარ?
- არც მე­უღ­ლე, - ხაზ­გას­მით ვუ­პა­სუ­ხე.
- აჰა... იმე­დია, და­მა­ტე­ბი­თი სა­ა­თე­ბის გა­მო პრობ­ლე­მე­ბი არ შე­გექ­მ­ნე­ბათ...
გუ­ლი ლა­მის ამო­მი­ვარ­და სა­გუ­ლი­დან. გა­მო­დის, არც ისე ცუ­და­დაა საქ­მე.
- არა, არ შე­მექ­მ­ნე­ბა. ზედ­მე­ტი დრო ზედ­მე­ტად მაქვს, - წა­ვი­ო­ხუნ­ჯე.
ერ­თხანს მი­ყუ­რა, თვალს არ მა­ცი­ლებ­და, თით­ქოს ყოყ­მა­ნობ­სო. მე­რე კი, რო­გორც იქ­ნა, ბო­ლო შე­კითხ­ვაც და­მის­ვა:
- რო­დის შე­უდ­გე­ბით მუ­შა­ო­ბას, იქ­ნებ ორ­შა­ბა­თი­დან?
- იყოს ორ­შა­ბა­თი­დან, - თა­ვი დავ­ხა­რე, სი­ხა­რუ­ლი რომ და­მე­მა­ლა.
მირ­ზაშ­ვილ­მა კი­დევ ერ­თხელ და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რა მეს­რო­ლა, თმის ძი­რი­დან ფეხ­საც­მ­ლის ჭვინ­ტამ­დე ჩა­მათ­ვა­ლი­ე­რა, მე­რე მომ­ხიბ­ვ­ლე­ლად გა­მი­ღი­მა და თქვა:
- მა­შინ, ორ­შა­ბა­თამ­დე...
მი­სა­ღებ­ში გა­მო­სულ­მა ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ დამ­ც­ვა­რო­და მთე­ლი სხე­უ­ლი ოფ­ლით. რო­გორც იქ­ნა, ვე­ღირ­სე სტა­ბი­ლურ სამ­სა­ხურს. ქუ­ჩა-ქუ­ჩა აღარ მო­მი­წევს წან­წა­ლი. რა მა­გა­რია!
- თქვენ რა გქვი­ათ? - ყო­ფილ მდი­ვანს შე­ვე­კითხე და წინ ჩა­მო­ვუ­ჯე­ქი.
- ირა.
- პირ­ვე­ლია? - თვა­ლით, ბურ­თი­ვით მუ­ცელ­ზე ვა­ნიშ­ნე.
- დი­ახ, პირ­ვე­ლი... ბი­ჭია, - `მა­ხა­რა~.
- გი­ლო­ცავთ, ღმერ­თ­მა ჯან­მ­რ­თე­ლი გა­გი­ზარ­დოთ!
- მად­ლო­ბა, ანი­კა, - გა­მი­ში­ნა­ურ­და ქა­ლი.
- იცით, რა მა­ინ­ტე­რე­სებს, ირა? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მე­ბა­და კითხ­ვა და თა­ვი მის­კენ ისე მივ­წიე, თით­ქოს დიდ სა­ი­დუმ­ლოს ვუმ­ჟ­ღავ­ნებ­დი. - გუ­შინ­წინ თვი­თონ და­მი­რე­კა და და­მი­ბა­რა და... ყო­ველ­თ­ვის ასე იქ­ცე­ვა? ცო­ტა გა­მიკ­ვირ­და. რო­დის იყო, დი­რექ­ტო­რე­ბი თვი­თონ ურე­კავ­დ­ნენ თა­ნამ­შ­რომ­ლებს...
- ა, ეს ახა­სი­ა­თებს, - გა­ე­ცი­ნა ირას. - მის­თ­ვის ხმას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს და აქ­ცენტს. ხმა თუ არ მო­ე­წო­ნა, ან კუთხუ­რი აქ­ცენ­ტი თუ აქვს გო­გოს, ასეთს მდივ­ნად არ აიყ­ვანს.
- ააა, აი, თურ­მე რა ყო­ფი­ლა, - მეც გა­მე­ცი­ნა.
- რო­გორც ჩანს, თქვე­ნი ხმა მო­ე­წო­ნა. თან, გაპ­რან­ჭუ­ლა­დაც არ სა­უბ­რობთ, არც აქ­ცენ­ტი გაქვთ. მე რომ ამიყ­ვა­ნა, მა­შინ ერ­თი გო­გო­ნა იყო სა­მეგ­რე­ლო­დან, ისე არ­ბი­ლებ­და ლ-ს, კი­ნა­ღამ გა­გიჟ­და, მე­ო­რედ ასე­თე­ბი კან­დი­დატ­თა სი­ა­ში არ ჩა­მის­ვა­თო. ერ­თი კი­დევ, ძა­ლი­ან `სვეც­კობ­და~, ისე წე­ლავ­და სიტყ­ვებს. იმა­ზეც იგი­ვე რე­აქ­ცია ჰქონ­და. უბ­რა­ლო კა­ცია და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი მოს­წონს.
- უბ­რა­ლო კა­ცია? - ცო­ტა არ იყოს, გა­მიკ­ვირ­და, სუ­ლაც არ დამ­რ­ჩა ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა.
- მარ­თ­ლა კარ­გი ადა­მი­ა­ნია, თვი­თო­ნაც ნა­ხავთ. მო­გე­წო­ნე­ბათ. ისე­თი გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, არ ვი­ცი. სულ მეხ­მა­რე­ბო­და ეს თვე­ე­ბი, შე­ღა­ვათს მი­კე­თებ­და. ფუ­ლი­თაც და­მეხ­მა­რა, რა ვი­ცი... - უხერ­ხუ­ლად გა­ი­ღი­მა ირამ.
- დი­დი მად­ლო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის­თ­ვის, წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ, ჩე­მო კარ­გო, - და­ვემ­შ­ვი­დო­ბე ყო­ფილ მდი­ვანს და ფრთა­შეს­ხ­მუ­ლი­ვით წა­მო­ვე­დი.

თე­ბერ­ვა­ლი ბო­ლო დღე­ებს ით­ვ­ლი­და. გა­უ­თა­ვებ­ლად წვიმ­და. დღეს კი გა­და­ი­ღო წვი­მამ, მაგ­რამ ისე აცივ­და, აშ­კა­რა იყო, მო­თოვ­და.
ღა­მით ცუ­დად მე­ძი­ნა და დი­ლით ნა­ცე­მი­ვით დავ­ლას­ლა­სებ­დი ოთა­ხი­დან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ჯერ კი­დევ სა­მი კვი­რის წინ სი­ხა­რუ­ლით მეცხ­რე ცა­ზე დავ­ფ­რი­ნავ­დი, რომ სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვე - ხუმ­რო­ბა ხომ არ იყო მირ­ზაშ­ვი­ლის მდი­ვან-თა­ნა­შემ­წე­ო­ბა? მაგ­რამ ასე რამ მო­მიშ­ხა­მა გუ­ნე­ბა? რა­ღაც არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. უაზ­როდ დავ­ბო­რი­ა­ლებ­დი აქეთ-იქით. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო, აღარც ბე­ბია გაქ­ცე­უ­ლა ეს ერ­თი ხა­ნია, არ­სად, მაგ­რამ რა­ღაც მა­ინც ვერ იყო რიგ­ზე.
`მი­ნი­ტა­უნ­ში~, რო­გორც თევ­ზი წყალ­ში, ისე ვგრძნობ­დი თავს. ზოგ­ჯერ სა­მუ­შაო თავ­ზე საყ­რე­ლი მქონ­და, მაგ­რამ ეს მომ­წონ­და კი­დე­ვაც. ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას მშვე­ნივ­რად გა­ვარ­თ­ვი თა­ვი, ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი იყო. უეც­რად გო­ნე­ბა გა­მი­ნათ­და. სამ­სა­ხურ­ში ყვე­ლა ანი­კას მე­ძახ­და, ის კი, პა­ტივ­ცე­მუ­ლი შე­ფი, ქალ­ბა­ტო­ნო ანი­კაო, ასე მომ­მარ­თავ­და. ჰმ... რო­დის გახ­და მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლი ჩემ­თ­ვის `ის~, უკ­ვე აღარ მახ­სოვს. თავ­და­პირ­ვე­ლად მთლი­ა­ნად სა­მუ­შა­ო­ში ვი­ყა­ვი ჩაფ­ლუ­ლი. ძა­ლას არ ვი­შუ­რებ­დი, რომ შე­ნიშ­ვ­ნა არ და­მემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა.
ერთ დღე­საც, საქ­მი­ა­ნი ცი­ებ-ცხე­ლე­ბა რომ მქონ­და, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარ­მა გა­მო­მაფხიზ­ლა.
- მირ­ზას სთხო­ვეთ, თუ შე­იძ­ლე­ბა, ანა ვარ, - უცე­რე­მო­ნი­ოდ ითხო­ვა ვი­ღა­ცამ და... იმ დღი­დან და­იწყო: ლე­ლა, მა­რი, შო­რე­ნა... ქა­ლე­ბის მთე­ლი კა­ლე­ი­დოს­კო­პი გა­ი­ჩი­თა.
არა, ამა­ზე აღარ უნ­და ვი­ფიქ­რო! ეს მე არ მე­ხე­ბა!
გემ­რი­ე­ლად ვი­ბა­ნა­ვე და წას­ვ­ლი­სას სა­კუ­თარ თავს სარ­კე­ში შე­ვავ­ლე თვა­ლი. კმა­ყო­ფი­ლი დავ­რ­ჩი, მად­ლო­ბა სარ­კეს!
მირ­ზაშ­ვი­ლი ჯერ არ მობ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ ოფი­სის სრულ ბა­ტონ-პატ­რო­ნად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი. ისე­დაც არ არის კომ­პა­ნია თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბით გა­ბევ­რე­ბუ­ლი. სულ ცხრა ადა­მი­ა­ნი ვმუ­შა­ობთ, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი.
სა­სი­ა­მოვ­ნო იდი­ლია ტე­ლე­ფო­ნის ზარ­მა და­მირ­ღ­ვია.
- მირ­ზას სთხო­ვეთ, - გა­ის­მა ქა­ლის ნერ­ვი­უ­ლი ხმა, - ქე­თი ვარ. ანი­კა, შენ ხარ, საყ­ვა­რე­ლო?
- დი­ახ, - ღი­მი­ლი მო­მე­რია. მომ­წონ­და ეს ქე­თი, ხში­რად მო­სუ­ლა აქ თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. - ბა­ტო­ნი მირ­ზა ჯერ არ მო­სუ­ლა. თუ გნე­ბავთ, გა­დავ­ცემ, რომ და­რე­კეთ.
უცებ ქე­თის პა­სუხ­მა სის­ხ­ლი გა­მი­ყი­ნა ძარ­ღ­ვებ­ში:
- არა, არა, ნუ­რა­ფერს ეტყ­ვი! თა­ზომ არ გა­ი­გოს, რომ დავ­რე­კე, თო­რემ მომ­კ­ლავს. ისე­დაც ჭკუ­ა­ზე არ არის, - ეს თქვა და გა­მი­თი­შა.
გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვით ვი­დე­ქი. გა­მარ­თ­ლ­და ჩე­მი ეჭ­ვი. სხვა­თა შო­რის, ქე­თის ქმა­რი, თა­ზო ბე­დი­ა­ნაშ­ვი­ლი მირ­ზას ძმა­კა­ცია. ნუ­თუ მე­გობ­რის ცო­ლებ­საც არ ინ­დობს? გა­მო­მიჩ­ნ­და ესეც კა­ზა­ნო­ვა! შე­ვე­ცა­დე, თა­ვი­დან ამო­მეგ­დო ეს აზ­რი. რა ჩე­მი საქ­მეა, ვის ცოლს ჩა­იწ­ვენს ლო­გინ­ში მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლი? ფუ! ნამ­დ­ვი­ლი ურ­ჩხუ­ლია!
ამ დროს კარ­მა გა­იჭ­რი­ა­ლა და ისიც გა­მოჩ­ნ­და.
- რა არის ახა­ლი? - საქ­მი­ა­ნად მკითხა.
`დი­ლა მშვი­დო­ბი­სა~ სად და­ტო­ვა? რა უზ­რ­დე­ლია, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად!
- ქე­თიმ და­რე­კა, ბე­დი­ა­ნაშ­ვილ­მა, მაგ­რამ არა­ფე­რი და­უ­ბა­რე­ბია.
- ალ­ბათ კი­დევ და­რე­კავს, - უდარ­დე­ლად ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და კა­ბი­ნეტს მი­ა­შუ­რა.
ერ­თი ამას და­მი­ხე­დეთ, რა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია! გა­გუ­ლი­სე­ბულ­მა, მტრუ­ლად გავ­ხე­დე და­ხუ­რულ კარს და თა­ვი ქა­ღალ­დებ­ში ჩავ­რ­გე.

ის იყო, შეს­ვე­ნე­ბი­დან დავ­ბ­რუნ­დი, რომ ში­და ტე­ლე­ფო­ნი აწ­კ­რი­ალ­და, რომ­ლი­თაც უფ­რო­სი მი­კავ­შირ­დე­ბო­და.
- ქალ­ბა­ტო­ნო ანი­კა, შე­მო­დით ჩემ­თან!
ბლოკ­ნოტს წა­მო­ვავ­ლე ხე­ლი და შე­ვე­დი... ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვი­წერ­დი შე­ფის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს. უეც­რად ისევ და­რე­კა ტე­ლე­ფონ­მა. მირ­ზაშ­ვი­ლი ყურ­მილს დას­წ­ვ­და.
- ქე­თე­ვან! - შეს­ძა­ხა და სა­ხე ღი­მილ­მა გა­უ­ნა­თა. - რა ქარ­მა გად­მო­გაგ­დო ამ ხაზ­ზე? - გა­ე­ხუმ­რა.
სკამ­ზე უხერ­ხუ­ლად ავ­წ­რი­ალ­დი. წა­მო­ვი­წიე. `ქა­რის გად­მოგ­დე­ბულ­თან~ რომ და­ას­რუ­ლებს ჭუკ­ჭუკს, მე­რე შე­მო­ვალ-მეთ­ქი, მაგ­რამ მირ­ზამ ხე­ლით მა­ნიშ­ნა, დარ­ჩიო.
- ტყუ­ი­ლად ნერ­ვი­უ­ლობ, ქე­თო! არა მგო­ნია, გაყ­რა უნ­დო­დეს. გეჩ­ვე­ნე­ბა რა­ღაც.
მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბა ბა­ტო­ნი შე­ფი. თა­ზოს ისე უყ­ვარს თა­ვი­სი ცო­ლი, და­შო­რე­ბა აზ­რა­დაც არ მო­უ­ვა, მა­ში­ნაც კი, თუ­კი ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებს.
სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­თი სა­უ­ბა­რი დიდ­ხანს არ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა.
- კარ­გი, კარ­გი, დამ­შ­ვიდ­დი. რო­გორ­მე გა­მოვ­ნა­ხავ დროს და ხვალ სად­მე გა­ვი­ა­როთ. ჰო, აბა, რა, - შეჰ­პირ­და ქალს.
ოჰ, რო­გორ მახ­რ­ჩობ­და ბრა­ზი! ერ­თი სუ­ლი მქონ­და, ყელ­ში ვწვდო­მო­დი და იქ­ვე მი­მეხ­რ­ჩო!..
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
02.09.2016
სჰემდეგი ნწილები სდ ვნხო?
ეკო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი