ჯეინ ეარი (თა­ვი ოც­და­მე­ერ­თე)
font-large font-small
ჯეინ ეარი (თა­ვი ოც­და­მე­ერ­თე)
თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი

- თავ­ისუფლად შე­გეძლო თავ­იდან აგეც­ილებ­ინა ის ტან­ჯვა, რო­მე­ლიც ამ ტი­რა­დის გად­მოცემის დროს გან­იცა­დე, - უპას­უხა ჯორ­ჯია­ნამ, - თით­ქ­მის ყვე­ლასთვის ცნო­ბი­ლია, რომ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დი­დი თა­ვკ­ერ­ძა და უგუ­ლო არ­სე­ბა ბრძან­დები. კარ­გად ვი­ცი, რა საშ­ინელი სი­ძულ­ვი­ლი გამ­ოქმე­დებს ჩემ მი­მართ. მე უკ­ვე ვი­გე­მე კი­დეც შე­ნი ყოვ­ლად უმ­ს­გავ­სი საქ­ციელი, რაც ლორდ ედ­ვინ ვერ­თან და­კ­ავ­შირებით გაი­თა­მა­შე. შენ ვერ აი­ტან, რომ მე საზ­ოგად­ოე­ბაში შენ­ზე მე­ტად ავ­მა­ღლ­დე, ლორ­დის ტი­ტულს მი­ვა­ღწიო და ისე­თი საზ­ოგად­ოების წევ­რი გავ­ხდე, სა­დაც შენ თა­ვი არ გამ­ოგეყ­ოფა. აი, სწო­რედ ამი­ტომ ითა­მა­შე ჯაშ­უშისა და მა­ბე­ზღ­ა­რას რო­ლი და სამ­უდამოდ დამ­იხშე მო­მავ­ლის იმე­დი. - ამის შემ­დეგ ჯორ­ჯია­ნამ ცხვირ­სა­ხო­ცი ამ­ოიღო და ერ­თი სა­ათი ცხვირს იწ­მენ­დდა. ელ­იზა კი იჯ­და, ყი­ნუ­ლი­ვით ცი­ვი, მი­უკ­ა­რე­ბელი და თა­ვი­სი საქ­მით გარ­თუ­ლი.
მარ­თალ­ია, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი გრძნო­ბა ზო­გი­ერ­თის­თ­ვის ძალ­იან ცო­ტას ნიშ­ნავს, მაგ­რამ აქ ორი სხვა­დას­ხვა ბუ­ნე­ბის ადამ­იანი იყო: ერ­თი გან­უსა­ზღვ­რელი გეს­ლით სავ­სე, მეო­რე კი - აუ­ტა­ნელი ქა­რაფ­შუტა. გრძნო­ბა გო­ნე­ბის გა­რე­შე მხო­ლოდ სუს­ტი ქარ­ია, მაგ­რამ, გო­ნე­ბაც გრძნო­ბის გა­რე­შე მწა­რეა და ადამ­იანისთვის გამ­ოუსა­დე­გარი.
მო­სა­ღ­ამ­ოვდა. ქა­რი ქრო­და და ჰა­ერში სი­ნეს­ტე იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ჯორ­ჯია­ნას რო­მა­ნის ჩუმ კი­თხვაში ჩა­ეძ­ინა დი­ვან­ზე. ელ­იზა კი რო­მელ­იღ­აც წმინ­და­ნის პატ­ივსა­ცე­მად გა­მართული წირ­ვის მო­სას­მე­ნად წავ­იდა ახალ ეკ­ლეს­იაში. რე­ლი­გი­ურ წე­სებს ის მე­ტად მტკი­ცედ იცავ­და და, რო­გო­რი ამინ­დიც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ხელს ვე­რა­ფერი შეუ­შლიდა. ზუს­ტად ას­რულებ­და ყო­ველ­ივეს, რა­საც ღვთის­მო­ში­ში ადამ­იანის ვალ­დებ­ულე­ბად თვლი­და.
ყვე­ლა­ნაირ ამინ­დ­ში, კვ­ირა დღ­ეს, ის სამ­ჯერ მი­დი­ო­და საყ­დარში, და­ნარ­ჩენ დღ­ე­ებში კი - მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა წირ­ვა-­ლოცვა მიმ­დი­ნა­რეო­ბდა.
გავ­იფიქრე, ზე­და სარ­თულზე ავ­სულიყავი და მე­ნა­ხა მო­მა­კვ­დავი ქა­ლი, რო­მე­ლიც თით­ქ­მის უპატ­რო­ნოდ იწ­ვა თა­ვი­სი თა­ვის ანა­ბა­რად მი­ტო­ვე­ბუ­ლი. თვით მსახ­ურებიც ძალ­იან ნა­კ­ლებ მზრუნ­ველ­ობას იჩენ­დნენ მის მი­მართ. დაქ­ირა­ვებული მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლი კი, რად­გან ზე­დამ­ხედ­ველ­ობას არა­ვინ უწევ­და, რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლობა მიე­ცემ­ოდა, ცდი­ლობ­და ოთახ­იდან გა­მო­სუ­ლი­ყო. ბე­სის, თუმ­ცა კვ­ლავ თავ­და­დებული იყო მათ­თ­ვის, ახ­ლა სა­კუ­თარი ოჯა­ხი ჰყავ­და და იშ­ვია­თად მო­დი­ო­და გეი­ტსჰედში. რო­გორც ვე­ლო­დი, ავად­მ­ყო­ფის ოთა­ხი კვ­ლავ უმეთ­ვალ­ყურეოდ მი­ეტ­ოვებ­ინათ, მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლი არ­სად ჩან­და; ავად­მ­ყო­ფი წყნა­რად იწ­ვა და ლე­თარგიულ ძილს მის­ცემ­ოდა; გა­ნა­წა­მები სა­ხე ბალ­იშებში ჰქონ­და ჩა­მალული; ბუ­ხარ­ში ცეცხ­ლი ჩა­ფერფლილიყო; ნა­კ­ვერ­ჩხლები გა­ვა­ღვ­ივე, საწ­ოლზე სა­ბანი შევ­უსწორე და რამ­დენ­იმე ხანს დავ­ყურებდი ავად­მ­ყოფს, რო­მელ­საც ჩე­მი და­ნახ­ვა არ შე­ეძლო. შემ­დეგ კი სა­რკმ­ლისკ­ენ გა­ვე­მარ­თე.
წვი­მა ძლიე­რად შხაპ­უნობდა სა­რკმლის მი­ნებ­ზე. ქა­რი გამ­ძაფ­რდა და ქარ­იშხალივით ზუ­ზუ­ნებ­და. - აი, წევს ადამ­იანი, - გავ­იფიქრე მე, რომ­ლის­თ­ვი­საც მა­ლე უცხო იქ­ნე­ბა ამ­ქვეყნიური ჭირ-ვა­რამი. სად წა­ვა მი­სი სუ­ლი, რო­მე­ლიც ამჟ­ა­მად იბ­რ­ძ­ვის გან­შორდეს ხორ­ცი­ელ სხე­ულს? ნე­ტა, სა­ით გაფ­რინდე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­თავ­ისუფლებული?
ამ დიდ საი­დუმლოე­ბა­ზე ფიქ­რ­ში გარ­თულს ელენ ბერ­ნ­სი გა­მახ­სენ­და. მო­მაგ­ონდა მი­სი უკ­ა­ნა­სკ­ნელი სიტყ­ვე­ბი, მი­სი რწმე­ნა და სა­კუ­თარი მოძღვ­რე­ბა სხე­ულს გან­შორებული სუ­ლე­ბის თა­ნას­წორობა­ზე. ფიქ­რებ­ში მე კვ­ლავ ვუს­მენ­დი მის დაუ­ვიწყარ ხმას. ჯერ კი­დევ თვალ­წინ მედ­გა მი­სი გაფ­ითრებული, ზეშ­თაგ­ონებით აღ­სავ­სე სა­ხე, მი­სი ნა­წა­მები, მაგ­რამ დი­დე­ბუ­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა, რო­დე­საც მშვი­დად იწ­ვა სას­იკვდილო სა­რე­ცელ­ზე და ჩურ­ჩუ­ლით ნატ­რობდა, დაბ­რუნებ­ოდა ღვ­თა­ებრივ მა­მას. ამ ფიქ­რებ­ში გარ­თულს, ჩემ უკ­ან, საწ­ოლიდან, სუს­ტი ხმა შემ­ომეს­მა: - ვინ არის მანდ?
- ეს მე ვარ, ძალ­უა რიდ.
- ვინ "მე"? - შემ­ომეს­მა მი­სი პა­სუ­ხი, - ვი­ნა ხარ? - გა­კვ­ირვებული და შეშ­ფოთებული მა­კვ­ირდებ­ოდა, თუმ­ცა გამ­ოხედ­ვაში დაბ­ნეუ­ლობა აღ­არ ეტ­ყობოდა.
- თქვენ სრუ­ლი­ად უცხო ხართ ჩემ­თ­ვის, - სად არის ბე­სი?
- ის თა­ვის ქოხ­შია, ძალ­უა.
- ძალ­უა! - გაი­მეო­რა მან. - ვინ მე­ძახის ძალ­უას? თქვენ გიბ­სონ­თა ოჯახ­იდან არ უნ­და იყოთ, მაგ­რამ მა­ინც გიც­ნობთ; ეს სა­ხე, ეს თვა­ლები და შუბ­ლი ნამ­დვილად ნაც­ნობია ჩემ­თ­ვის, ჰო, დი­ახ, თქვენ ჯე­ინ ეარს გავ­ხართ!
არა­ფერი ვუ­პას­უხე. მეშ­ინოდა მის­თ­ვის, ჩე­მი ვი­ნა­ო­ბის თქმას ნერ­ვუ­ლი კრ­უნჩხვა არ გამ­ოეწ­ვია.
- თუმ­ცა, - თქვა მან, - ვში­შობ, რომ ვცდე­ბი. ჩე­მი წი­ნათ­გრძნობა მატ­ყუებს. მე მინ­დო­და მე­ნა­ხა ჯე­ინ ეარი და, ალ­ბათ, ამი­ტომ მსგავ­სე­ბას ვხე­დავ იქ, სა­დაც ის სრუ­ლე­ბით არ არის. მაგ­რამ რვა წელ­იწადში ხომ შე­საძ­ლე­ბელ­ია ასე გა­მოც­ვ­ლი­ლი­ყო.
ალერ­სია­ნად ვამ­შვიდებდი, რომ სწო­რედ ის ადამ­იანი ვი­ყა­ვი, ვი­სი ნახ­ვაც სურ­და. მე­რე კი, რო­დე­საც დავ­ინა­ხე, ჩე­მი სიტყ­ვე­ბის აზრს ჩას­წვდა და გო­ნე­ბა­ზე მო­ვი­და, ავ­უხსენი, თუ რო­გორ გამ­ოგზავ­ნა ბე­სიმ თა­ვი­სი მე­უღ­ლე, რომ თორ­ნ­ფილ­დი­დან მო­ვეყ­ვა­ნე.
- ვი­ცი, ახ­ლა ძალ­იან ავად ვარ, - მითხ­რა მი­სის რიდ­მა სწრა­ფად, - ვცდი­ლობ­დი, რამ­დენ­იმე წუ­თის წინ გვერ­დი მეც­ვა­ლა სა­წოლ­ში, მაგ­რამ სხე­უ­ლის ვერც ერ­თი ნა­წი­ლი ვერ დავ­იმორჩილე. აი, ამი­ტომ გა­დავ­წყვიტე, სიკ­ვ­დი­ლის წინ სუ­ლი მა­ინც გავ­ითავისუფლო. რაც კარ­გად ყოფ­ნის დროს ადამ­იანს არაფ­რად ეჩ­ვე­ნე­ბა, მძი­მე ტვირ­თად აწევს ასეთ დროს გულ­ზე, ისე­ვე, რო­გორც მე ამჟ­ა­მად. მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლი აქ არის? თუ, თქვენ გარ­და, სხვა არა­ვინ არის ოთახ­ში?
და­ვარ­წმუნე, რომ მხო­ლოდ ჩვენ ორ­ნი ვი­ყა­ვით.
- კე­თი­ლი, მე ორ­ჯერ ჩავ­იდინე და­ნა­შაული შენ მი­მართ და ახ­ლა ძალ­იან ვნა­ნობ. პირ­ვე­ლი ის იყო, რომ არ შე­ვას­რულე მე­უღლ­ისადმი მი­ცე­მუ­ლი სიტყ­ვა, აღ­მე­ზარ­დე, რო­გორც სა­კუ­თარი შვი­ლი, მეო­რე, - აქ ის შე­ჩერ­და: - ბო­ლოს და ბო­ლოს, იქ­ნებ, არ­ცა აქვს ამას რაი­მე დი­დი მნიშ­ვ­ნელ­ობა, - ჩურ­ჩუ­ლით თქვა თა­ვის­თ­ვის: - შე­საძ­ლე­ბელ­ია, უამ­ისოდაც გამ­ოვკ­ეთ­დე, თა­ვის დამ­დაბ­ლე­ბა კი მის წინ ძალ­იან მიმ­ძიმს.
სცა­და, სხე­უ­ლი და­ემ­ორჩილებ­ინა და სხვა­ნაი­რად და­წო­ლი­ლი­ყო, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო. სა­ხე შე­ეც­ვა­ლა. ვატყობ­დი, რა­ღ­აც ში­ნა­გან სუ­ლი­ერ ბრძო­ლას გან­იცდიდა, ჩან­და, ამ­ჩნევ­და, რომ ყო­ველ­ივე ეს დი­დი სუ­ლი­ე­რი ტან­ჯვა-­წა­მების მაუ­წყე­ბელი ნიშ­ნე­ბი იყო.
- დი­ახ, უნ­და დას­რულდეს ყო­ველ­ივე. წინ მა­რად­ისობა მე­ლის. უმ­ჯო­ბეს­ია, ვუთხ­რა ყვე­ლა­ფერი. ჩე­მი ნივ­თე­ბის ყუთ­თან მი­დი, გა­აღე და ამ­ოიღე წე­რი­ლი, რო­მელ­საც იქ ნა­ხავ.
მის ბრძა­ნე­ბას და­ვემ­ორჩილე.
- ახ­ლა წა­იკი­თხე! - მითხ­რა მან. წე­რი­ლი მოკ­ლე იყო და ასე­თი ში­ნა­არსის:
"ქალ­ბატონო, მოწყა­ლე­ბა მო­იღ­ეთ და გამ­ომიგზავ­ნეთ ჩე­მი ძმის­შ­ვი­ლის, ჯე­ინ ეარის მი­სა­მართი. ამას­თა­ნა­ვე, შე­მატ­ყობინეთ, რო­გორ ცხოვ­რობს ის. მსურს, წე­რი­ლით ვაც­ნო­ბო, რომ ჩემ­თან ჩამ­ოვიდეს, მა­დეი­რა­ზე. გან­გე­ბამ კე­თი­ლი თვა­ლით გად­მოხე­და ჩემს გარ­ჯას და სიმ­დიდ­რე შევ­იძინე. ცოლ-შვი­ლი არა მყავს და მინ­და, ჩემს სი­ცოცხ­ლეშ­ივე ვიშ­ვი­ლო ის და, რაც სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ დამ­რჩე­ბა, ყვე­ლა­ფერი მას ვუ­ან­დერძო. პატ­ივისცემით, ქალ­ბატონო და ა.შ. და ა.შ. ჯონ ეარი. მა­დეი­რა~.
წე­რი­ლი სა­მი წლის წი­ნათ იყო და­წერილი.
- რა­ტომ აქამ­დე არა­ფერი მსმენ­ია ამ წე­რი­ლის შე­სა­ხებ? - ვკი­თხე მე.
- ისე ძლიე­რად მძულ­დი, არ შე­მეძლო ხე­ლი შე­მეწყო შე­ნი გან­დიდებ­ისა და კეთ­ილდღ­ეობისთვის. მე არ შე­მეძლო და­მევ­იწყებ­ინა შე­ნი დამ­ოკი­დებ­ულე­ბა ჩემ­დამი, არც ის გა­აფ­თრე­ბა, ჯე­ინ, რომ­ლი­თაც ერ­თხელ შენ მო­მიბ­რუნ­დი, არც ის ხმა, რო­დე­საც გან­მიცხა­დე, რომ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მე­ტად გეზ­იზღ­ებოდი. შენ­მა არა­ბავ­შვურმა გამ­ოხედ­ვამ და ხმამ და­მარ­წმუნა, რომ ჩე­მი ერ­თი გახ­სე­ნე­ბაც კი ავად გხდი­და და, ამას­თა­ნა­ვე, ამ­ტკი­ცებ­და, რომ აუ­ტა­ნელი სიმკ­აცრით გავ­იწროებდი.
არ შემ­იძლია და­ვი­ვიწყო ის, რაც მა­შინ გან­ვიცა­დე, რო­დე­საც დავ­ინა­ხე, რა სა­წამ­ლავი გად­მოან­თხიე ჩემ წი­ნა­ა­ღმ­დეგ, შევ­ძ­რ­წუნ­დი, თით­ქოს ჩემ მი­ერ დევ­ნი­ლი და ნა­ცემი პი­რუტყ­ვი მიმ­ზერ­და ადამ­იანური თვა­ლებით და მწყევ­ლიდა ადამ­იან­ისა­ვე ხმით. მო­მი­ტა­ნე ცო­ტა წყა­ლი! ოჰ, იჩ­ქა­რე!
- ძვირ­ფა­სო მი­სის რიდ, - მივ­მარ­თე მე, რო­გორც კი წყა­ლი მი­ვაწ­ოდე, - ნუ იფიქ­რებთ ამ ამ­ბავ­ზე მე­ტად, დაი­ვიწყეთ ყვე­ლა­ფერი, მა­პატ­იეთ, თუ უსი­ა­მოვ­ნო სიტყ­ვე­ბი გა­კ­ად­რეთ. მე ხომ მთლად ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი მა­შინ. მას შემ­დეგ რვა თუ ცხრა წელ­ია გა­სუ­ლი.
ჩანს, ჩემს ნათ­ქვამს ყუ­რა­დღ­ე­ბა არ მი­აქ­ცია. რო­გორც კი წყა­ლი გა­დაყ­ლა­პა და სუ­ლი მო­ით­ქ­ვა, გა­ნაგრძო:
- მო­მის­მი­ნე, რა­საც ვამ­ბობ: მე არ შე­მეძლო ყო­ველ­ივე ამის დავ­იწყე­ბა და სა­მაგ­იეროც მო­გიზღ­ე. ბი­ძას რომ ეშ­ვილებ­ინე, სიმ­დიდ­რე და გან­ცხრომა გელ­ოდა. ამის გა­და­ტა­ნა კი მე არ შე­მეძლო და მივ­წე­რე: ძალ­იან ვწუხ­ვარ, რომ დიდ მწუ­ხა­რე­ბას გა­ყე­ნებთ, მაგ­რამ ჯე­ინ ეარი გარ­დაი­ცვა­ლა. ის ლო­ვუდ­ში გავ­რცე­ლებ­ულმა ტი­ფის ეპ­იდემ­იამ იმ­ს­ხ­ვერ­პლა-­მეთქი. ახ­ლა ისე მო­ი­ქე­ცი, რო­გორც გინ­დო­დეს. მის­წე­რე და უარ­ყავი, რა­საც მე ვუმ­ტ­კი­ცებდი; გამ­ოა­მჟ­ღ­ავ­ნე ჩე­მი მაც­დურე­ბა, რაც შეგ­იძლია მა­ლე. რო­გორც ვატყობ, შენ ჩემს სა­წა­მებ­ლად და­ბა­დებ­ულხარ, ჩე­მი სი­ცოცხ­ლის უკ­ა­ნა­სკ­ნელი წუ­თე­ბიც წა­მე­ბად აქ­ცია იმ სი­ა­ვის მო­გო­ნე­ბებ­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ შენ გა­მო ჩავ­იდინე, რად­გან ასე­თი ბო­როტ­მოქ­მე­დების ჩა­დე­ნას ვე­რავ­ითარი ცდუ­ნე­ბა ვერ მა­კი­სრებ­ინებ­და.
- ოჰ, რომ შე­მეძლოს და­გარწმუნოთ რო­გორ­მე, რომ მე­ტი აღ­არ იფიქ­როთ ამ ამ­ბავ­ზე, ძალ­უა. მა­პატ­იეთ ყვე­ლა­ფერი და ამ­იერ­იდან კეთ­ილად მო­მე­ქეცით.
- შენ ძალ­იან ცუ­დი ხას­იათი გაქვს, - მითხ­რა მან, - და დღ­ემ­დე ძალ­იან ძნელ­ია ჩემ­თ­ვის მი­სი გამ­ოცნობა. რო­გორ შე­ძელი რვა წლის გან­მავ­ლობაში მშვი­დად და მოთ­მი­ნე­ბით აგე­ტა­ნა ყო­ველ­ივე ჩემ ხელ­ში და მხო­ლოდ მე­ა­თე წელს გად­მომაფ­რქვიე ასე­თი ცეცხ­ლი. აი, სწო­რედ ამის გა­გე­ბა არ შემ­იძლია.
- მე არც ისე ცუ­დი ხას­იათი მაქვს, რო­გორც თქვენ ფიქ­რობთ. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ფიცხი ვარ, მაგ­რამ შუ­რის მაძ­იე­ბელი არას­ოდეს ვყო­ფილ­ვარ. ძალ­იან ბევ­რჯერ, ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად უსუ­სურ­მა ბავ­შვმა, ვცა­დე, შე­მეყ­ვა­რებ­ინეთ, მაგ­რამ თქვენ ხელს ჰკ­რავდით ამ გრძნო­ბას. ახ­ლა დი­დი ხან­ია გულ­წ­რ­ფე­ლად ვნატ­რობ შეგ­ირიგდეთ. მა­კო­ცეთ, ძალ­უა.
დავ­იხა­რე და სა­ხე მის ტუ­ჩებ­თან ახ­ლოს მი­ვი­ტა­ნე. ის არ შე­ხებ­ია მას და თა­ნაც გან­მიცხა­და, რომ ძალ­იან შე­ვაწ­უხე იმით, რომ მის საწ­ოლზე გა­დავ­იხა­რე. მან კვ­ლავ წყა­ლი მო­ითხო­ვა. რო­ცა და­ვაწ­ვინე (რად­გან წამ­ოვა­ყე­ნე და ხელ­ზე მყავ­და მიყ­რ­დ­ნო­ბი­ლი, სა­ნამ სვამ­და), ხე­ლი და­ვა­დე მის ყი­ნუ­ლი­ვით ცივ­სა და ნამ­იან ხელს. გამ­ხდარი თი­თე­ბი თით­ქოს შე­კრ­თა ჩე­მი შე­ხებ­ისგან, ხო­ლო და­ბინ­დუ­ლი თვა­ლები უმალ­ვე აარ­იდა ჩემს გამ­ოხედ­ვას.
- გინ­და, გიყ­ვარ­დეთ და გინ­და, გე­ჯავ­რებ­ოდეთ, რო­გორც გე­ნებოთ, - ვუთხა­რი. - მე გა­პატ­იეთ ჩემ წი­ნა­შე ჩა­დენილი ყვე­ლა და­ნა­შაული. ღმერთს პატ­იე­ბა სთხო­ვეთ ახ­ლა და სუ­ლის სიმ­შ­ვი­დეს დაგ­იბრუნებთ.
საწ­ყალი, ცოდ­ვი­ლი ქა­ლი! ახ­ლა უკ­ვე გვი­ან იყო, ძა­ლა და­ე­ტა­ნებ­ინა თა­ვის­თ­ვის და რო­გორ­მე ცვლი­ლე­ბა შე­ე­ტა­ნა თა­ვის მო­საზ­რე­ბაში. სი­ცოცხ­ლე­ში ვძულ­დი და სიკ­ვ­დი­ლის წი­ნაც ვერ მო­ი­შო­რა ეს გრძნო­ბა.
მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლი შემ­ოვიდა და ბე­სიც შემ­ოჰყვა. და­ახ­ლოებით ნა­ხე­ვარი სა­ათი კი­დევ შევ­იცა­დე. იმედს არ ვკ­არ­გავდი, იქ­ნებ ოდ­ნა­ვი სით­ბო მა­ინც გამ­ოე­მჟ­ღ­ავ­ნებ­ინა ჩემ მი­მართ, მაგ­რამ ამა­ოდ. მას კვ­ლავ პირ­ვან­დელი მდგო­მა­რეო­ბა დაუ­ბრუნდა, გა­შეშ­და და გო­ნე­ბა­ზე აღ­არ მო­სუ­ლა. იმ ღა­მეს თორ­მეტ სა­ათ­ზე გარ­დაი­ცვა­ლა. არც მე და არც ერ­თი მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი იმ დროს იქ არ ვყო­ფილ­ვართ, რომ მის­თ­ვის თვა­ლები დაგ­ვეხ­უჭა. დი­ლით შეგ­ვატ­ყობინეს, რომ ყვე­ლა­ფერი დამ­თავ­რებულიყო.
ის უკ­ვე გას­წორებული ეს­ვე­ნა, რო­დე­საც მე და ელ­იზა შე­ვედით მის სა­ნა­ხა­ვად. ჯორ­ჯია­ნას კი ხმა­მა­ღ­ალი ტი­რი­ლი აუ­ვარ­და და გა­ნაც­ხა­და, რომ წამ­ოსვლას ვერ შეძ­ლებ­და. ერთ დროს ძლი­ე­რი და მუ­დამ მოძ­რა­ვი სა­რა რი­დის სხე­უ­ლი გა­შე­შებული და უმოძ­რაო დაგ­ვხვდა. მის მკ­აცრ მზე­რას ახ­ლა გაც­იებული ქუ­თუ­თო­ე­ბი ფა­რავ­და, მაგ­რამ შუბ­ლ­სა და სა­ხის მკ­აცრ ნა­კვ­თებს მი­სი სუ­ლი­ე­რი გულ­ქ­ვაო­ბისა და შეუ­ბრა­ლებლობის და­ღი კვ­ლავ აჩ­ნდა. მი­სი უმოძ­რაო სხე­უ­ლი ჩემ­ში მე­ტად უც­ნაუ­რსა და შავ­ბნელ გრძნო­ბას იწ­ვევ­და. მოწყე­ნი­ლი და გულ­ნა­ტკ­ენი დავ­ყურებდი მას. ამა­ოდ ვე­ძებდი ჩემს გულ­ში რაი­მე თბილ­სა და სა­თუთ მო­გო­ნე­ბას. ის ჩემ­ში აღ­არც სიბ­რა­ლულს, აღ­არც იმედს და აღ­არც პატ­ივისცე­მას იწ­ვევ­და. მი­სი სიკ­ვ­დი­ლით გამ­ოწვეული მწუ­ხა­რე­ბა კი არ მაშ­ფოთებ­და, არა­მედ ამ ადამ­იანის აღუ­წე­რელი ტან­ჯვა და გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი. და­ღვ­რემილი, უც­რემ­ლოდ, ში­შის ზა­რით შევ­ცქეროდი შე­მაძ­რწუნე­ბელ სიკ­ვ­დილს.
ელ­იზა მშვი­დად დაჰ­ყურებ­და თა­ვის მშო­ბელს, რამ­დენ­იმე წუ­თის დუ­მი­ლის შემ­დეგ კი გა­ნაც­ხა­და:
- მი­სი აგებ­ულების ადამ­იანს ღრ­მად მო­ხუ­ცებ­ულობამ­დე შე­ეძლო ეც­ხოვრა, მაგ­რამ ტან­ჯვამ შეუ­მოკ­ლა სი­ცოცხ­ლე.
შე­ვამ­ჩნიე, თით­ქოს ბა­გე უთ­რ­თო­და სატ­ირლად, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ წამ­იე­რად. მა­ლე ამა­ნაც გა­უა­რა. მიბ­რუნ­და და ოთახ­იდან გავ­იდა. მეც თან გავ­ყევი. არც ერთ ჩვენ­განს ცრემ­ლი არ გად­მოვარ­დნია.



თა­ვი ოც­და­მეო­რე

მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა მხო­ლოდ ერ­თი კვი­რით გა­მა­თავ­ისუფლა. თით­ქ­მის ერ­თი თვე გავ­იდა და მე ჯერ კი­დევ ვერ ვა­ხერ­ხებდი გეი­ტსჰედ­ჰოლიდან წას­ვლას. და­საფ­ლა­ვების შემ­დეგ დაუ­ყოვნებლივ ვაპ­ირებდი გამ­გზავ­რე­ბას, მაგ­რამ ჯორ­ჯია­ნამ მთხო­ვა, დავ­რჩენ­ილიყავი იმ დრომ­დე, სა­ნამ თვი­თონ ლონ­დონ­ში წას­ვლას შეძ­ლებ­და. ბო­ლოს, მან, რო­გორც იქ­ნა, მი­ი­ღო მიწ­ვე­ვა თა­ვი­სი ბი­ძის, მის­ტერ გიბ­სო­ნის­გან, რო­მე­ლიც საქ­მე­ების მო­საგ­ვა­რებ­ლად დის და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე ჩამ­ოვიდა გეი­ტსჰედ-ჰოლში. ჯორ­ჯია­ნა მეუ­ბნებ­ოდა, რომ მას ელ­იზას­თან მარ­ტო დარ­ჩენის ეშ­ინოდა, რად­გან ელ­იზა ასეთ მწუ­ხა­რე­ბაში არც თა­ნაგ­რძნობას უწევ­და, არც იმა­ზე ზრუ­ნავ­და, შეშ­ინებული რო­გორ­მე გა­ემ­ხნე­ვებ­ინა, და არც სამ­გზავრო სამ­ზადისში ეხ­მა­რებ­ოდა. მის მრა­ვალ­ნაირ სულ­მოკ­ლე სურ­ვი­ლებს მხო­ლოდ მე­ღა ვი­ტან­დი და ვას­რულებდი, მე­ვე თა­ნავუგრძნობდი გლო­ვა-ტი­რილ­ში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ეგო­ის­ტუ­რი გრძნო­ბით იყო გამ­ოწვეული. თავს არ ვზო­გავ­დი, ყვე­ლა­ფერი გა­მე­კ­ე­თებ­ინა: ვკ­ე­რავდი და ვუ­ლა­გებდი ტან­საც­მელს, მაგ­რამ ისიც უნ­და დავ­ძი­ნო, რომ ჩე­მი ასე­თი გა­მა­ლებული საქ­მიანობის დროს ის მხო­ლოდ გან­ცხრომას უნ­დებ­ოდა. მე კი ხში­რად ვეუ­ბნებოდი სა­კუ­თარ თავს: ბედს რომ სამ­უდამოდ ჩვენ­თ­ვის ერ­თად ცხოვ­რე­ბა ერ­გუნებ­ინა, ბი­ძაშ­ვი­ლო, ჩვე­ნი საქ­მე სულ სხვა გზით წარ­იმარ­თებ­ოდა. მა­შინ მე ასე ად­ვილად არ ვი­კი­სრებდი მომ­თ­მე­ნი და თავ­მოდრე­კილი ადამ­იანის როლს, საქ­მეს თა­ნაბ­რად გა­ვა­ნაწ­ილებდი და გაი­ძულებდი, ყვე­ლა­ფერი რიგ­ზე გქო­ნო­და, თუ არა და, გა­უკ­ე­თე­ბელს დავ­ტოვებდი. ამას­თა­ნა­ვე, მოგ­თხოვ­დი, გულ­ში ფარ­ულად შე­გე­ნა­ხა ეგ დაუ­სრულე­ბელი, ნა­ხევ­რად ფარ­ისევლური ჩი­ვი­ლი და წუ­წუ­ნი. ახ­ლა კი, თუ გით­მენ, მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ხან­მოკ­ლეა და სამ­გლოვიარო წუ­თებ­ში ხდე­ბა. ალ­ბათ, სწო­რედ ამი­ტომ გით­მობ და გე­თან­ხმები ასე მშვი­დად.
ბო­ლოს ჯორ­ჯია­ნა გა­ვაც­ილე, მაგ­რამ ახ­ლა ელ­იზამ და­მიწყო ხვეწ­ნა-­მუდა­რა, ერ­თი კვ­ირა კი­დევ დავ­რჩენ­ილიყავი. მარ­წმუნებ­და, რომ მი­სი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბანი დიდ დრო­სა და ყუ­რა­დღ­ე­ბას მო­ითხოვ­და მის­გან. ის სა­დღ­აც უც­ნობ მხა­რეში აპ­ირებ­და გამ­გზავ­რე­ბას. მთელ დღ­ე­ებს თა­ვის ოთახ­ში ატა­რებ­და, კა­რი შიგ­ნი­დან ურ­დუ­ლით ჰქონ­და ჩა­კ­ეტილი. ალა­გებ­და ჩემ­ოდნებს, აცარ­იე­ლებ­და უჯ­რებს, წვავ­და ქა­ღ­ალ­დებს და არა­ვის ეჩ­ვე­ნებ­ოდა; სურ­და, სახ­ლის­თ­ვის მე მი­მე­ხე­და, მი­მე­ღო და მე­პას­უხა წერ­ილებ­ზე, რომ­ლებ­ითაც მათ თა­ნაგ­რძნობას უცხა­დებ­დნენ.
ერთ დი­ლას კი გამ­ომიცხა­და, რომ უკ­ვე თავ­ისუფალი ვი­ყა­ვი. - დი­ახ, დაუ­მა­ტა მან: - დი­დად და­ვა­ლებული ვარ თქვენ­გან იმ ფას­დაუ­დე­ბელი და თავ­მდა­ბალი სამ­სახურისთვის, რაც ამ მოკ­ლე დრო­ში გამ­იწიეთ. ძალ­იან დი­დი გან­სხვა­ვე­ბაა თქვენ­სა და ჯორ­ჯია­ნას შო­რის. ცხოვ­რე­ბა ისეთ ადამ­იან­თან, რო­გო­რიც თქვენ ხართ, რა­სა­კვ­ირველ­ია, ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა. თქვენ თქვე­ნი საქ­მე კარ­გად გეს­მით და არც არა­ვის ეკი­დებით ტვირ­თად.
- ხვალ, - გა­ნაგრძო მან, - ევ­როპაში მი­ვემ­გზავ­რები. გან­ზრახული მაქვს, ამ­იერ­იდან წმინ­და სა­ვა­ნეში ვიცხოვ­რო ლი­ლის ახ­ლოს. თქვენ, ალ­ბათ, მას მო­ნას­ტერს უწო­დებთ. იქ შემ­იძლია ჩე­მი სი­ცოცხ­ლე სრუ­ლი­ად მშვი­დად და შეუ­შფოთებ­ლად გა­ვა­ტარო. მინ­და, მთე­ლი დრო რო­მა­უ­ლი კათ­ოლიკური სა­ე­კ­ლესიო დოგ­მებ­ისა და ამ სის­ტე­მის საფ­უძველ­ზე დად­გენილი წე­სების დაწ­ვრილებით გაც­ნობა-­დათ­ვალ­იე­რე­ბა­სა და შეს­წავ­ლას მო­ვახ­მარო. თუ ამ რე­ლი­გი­უ­რი მოძღვ­რების მა­ღ­ალ­ზნეობრივ და სა­ნი­მუ­შო წეს­რიგიან­ობაში დავ­რწმუნდები, რა­შიც ნა­ხევ­რად დარ­წმუნებული ვარ, მა­შინ მი­ვიღ­ებ რო­მა­ულ კათ­ოლიკურ სარ­წმუნოე­ბას და მო­ნაზ­ვნა­დაც აღვ­იკ­ვე­ცები.
მის ასეთ გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბას მე არც გან­ვუცვიფრებ­ივარ და არც ვცდილ­ვარ, ეს აზ­რი რო­გორ­მე გა­და­მეთ­ქმევ­ინებ­ინა. რწმე­ნა ძვალ-რბილ­ში გაქვს გამ­ჯდარი, - გავ­იფიქრე, - და ალ­ბათ, ეს გზა უფ­რო მეტ სიკ­ე­თეს გპირ­დე­ბა.
გან­შორებ­ისას მითხ­რა:
- ნახ­ვამდის, ჩე­მო ბი­ძაშ­ვი­ლო ჯე­ინ ეარ, კარ­გად ყოფ­ნას გი­სურ­ვებთ. თქვენ კარ­გად მო­აზ­როვნე ადამ­იანი ხართ.
ჩე­მი მხრივ, მეც ასე­ვე ვუ­პას­უხე.
- არც თქვენ ხართ საღ აზ­როვნე­ბას მოკ­ლებული, ბი­ძაშ­ვი­ლო ელ­იზა, მაგ­რამ, ხომ ხე­დავთ, მო­მა­ვალი წლი­დან ცოცხ­ლად აპ­ირებთ ჩაი­მარხოთ თა­ვი რო­მელ­იმე ფრან­გულ მო­ნას­ტერში. რა­სა­კვ­ირველ­ია, ეს ჩე­მი საქ­მე არ არის, მაგ­რამ, თუ თქვენ­თ­ვის ასე უფ­რო კარ­გი იქ­ნე­ბა, მე აღ­ა­რა­ფერს გირ­ჩევთ.
- თქვენ მარ­თალი ხართ, - მითხ­რა მან და ამ სიტყ­ვე­ბით დავ­შორ­დით კი­დეც ერ­თმა­ნეთს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­განი თა­ვი­სი არ­ჩეული გზით წა­სუ­ლი­ყო. რად­გან მე შემ­თხვე­ვა აღ­არ მექ­ნე­ბა ამ­იერ­იდან კვ­ლავ სად­მე ის ან მი­სი და, ჯორ­ჯია­ნა, მო­ვიხ­სე­ნიო, მინ­და აქ­ვე დავ­ძი­ნო: ჯორ­ჯია­ნამ ბრწყინ­ვა­ლე მო­მა­ვალი შეი­ქმნა, მან ჯვა­რი დაი­წე­რა ვიღ­აც მდი­დარ, გაქ­ნილ ჯენ­ტლმენ­ზე. ელ­იზამ კი, სა­დაც თა­ვი­სი პირ­ველ­მოქცევის ხა­ნა და­ყო, დღ­ემ­დე იმა­ვე მო­ნას­ტ­რის იღუ­მენ­იად ით­ვ­ლე­ბა და მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბაც მას შეს­წირა.
არ ვი­ცი, რას გან­იცდიან ის ადამ­ია­ნები, რომ­ლე­ბიც დი­დი ხნით ან სრუ­ლი­ად ხან­მოკ­ლე დრო­ით გან­შორდებ­იან ხოლ­მე მშობ­ლი­ურ კე­რას და ისევ უკ­ან ბრუნ­დებ­იან. მე არას­ოდეს გან­მიცდია ეს გრძნო­ბა. მახ­სოვდა მხო­ლოდ ის, ჩე­მი ბავ­შვობისას დი­დი ხნით სე­ირ­ნო­ბის შემ­დეგ რო­გორ ვბრუნ­დე­ბო­დი უკ­ან, გეი­ტსჰედში, და რო­გო­რი დაუ­სრულე­ბელი საყ­ვედ­ურებით მი­მას­პინძლდებ­ოდნენ, თუ სა­ხე­ზე რაი­მე ნა­ღ­ველის კვა­ლი ან სი­ცი­ვის­გან გამ­ოწვეული ჭმუნ­ვა მემ­ჩნეო­და. გა­მახ­სენ­და მი­სი მომ­დევ­ნო ხა­ნაც: რო­დე­საც ეკ­ლეს­იიდან ლო­ვუდ­ში ვბრუნ­დე­ბო­დით, აგ­იზგიზებული ცეც­ხლისა და უხ­ვი ულუ­ფის ნატ­ვ­რით და­ქანცულნი, და, რო­ცა არც ერ­თი მე­ღი­რსებ­ოდა ხოლ­მე და არც მეო­რე. არც ერ­თი ასე­თი დაბ­რუნე­ბა, რა თქმა უნ­და, არ ყო­ფი­ლა ჩემ­თ­ვის სას­იამოვნო და სას­ურველი, არავ­ითარი მაგ­ნი­ტუ­რი ძა­ლა არ მი­ზი­დავ­და რო­მელ­იმე ასე­თი ად­გილისკ­ენ, მი­სი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის ძა­ლა მით უფ­რო კლებ­ულობდა, რაც უფ­რო ვუ­ახ­ლოვდებოდი. ნე­ტა, თორ­ნ­ფილ­დ­ში დაბ­რუნე­ბა რას მი­ქად­და ახ­ლა?
მოგ­ზაუ­რობა მე­ტად მო­საწ­ყენი მეჩ­ვე­ნა, ძალ­იან მო­საწ­ყენი. ერთ დღ­ეში ორ­მოც­და­ათი მი­ლი გავ­ია­რე და ღა­მე სას­ტუმ­რო­ში გა­ვა­თე­ნე. მეო­რე დღ­ე­საც სწო­რედ ამ­დენ­ივე მან­ძი­ლის გავ­ლა მო­მიხ­და. პირ­ველ დღ­ეს, და­ახ­ლოებით თორ­მე­ტი სა­ათის გან­მავ­ლობაში, მხო­ლოდ მი­სის რიდ­სა და მი­სი სი­ცოცხ­ლის უკ­ა­ნა­სკ­ნელ წა­მებ­ზე ვფიქ­რობ­დი. მი­სი გა­ტანჯული და გაფ­ითრებული სა­ხე მეჩ­ვე­ნებ­ოდა და თით­ქოს მი­სი საო­ცრად შეც­ვ­ლი­ლი ხმაც მეს­მოდა. კვ­ლავ და­საფ­ლა­ვების დღე წარ­მოვიდგინე: მი­სი კუ­ბო, კა­ტა­ფა­ლკი, შა­ვად ჩაც­მუ­ლი მო­ი­ჯა­რე­ებ­ისა და მო­სამ­სახ­ურე­თა გრძე­ლი რი­გი, სულ რამ­დენ­იმე ნა­თე­სავი, პირ­და­ღ­ებული აკლ­და­მა და მდუ­მა­რებით მო­ცუ­ლი ეკ­ლეს­ია, სა­დაც იმ დღ­ეს გან­სა­კუ­თრებულ, სა­ზეიმო ვი­თა­რე­ბაში ღვ­თისმსახ­ურე­ბა იმარ­თებ­ოდა. ფიქ­რით მე­რე ისევ ელ­იზა­სა და ჯორ­ჯია­ნას და­ვუბ­რუნ­დი. ერ­თი წარ­მოვიდგინე სამეჯლისო დარ­ბაზის შუ­ა­გულ­ში, ცამ­დე ამა­ღ­ლებული, მეო­რე კი - მო­ნას­ტ­რის მღვ­იმე­ების მო­ბი­ნად­რე და კარ­გამ­ოკ­ეტილი. გო­ნე­ბაში ერ­თმა­ნეთს ვა­და­რებდი მათ ადამ­იანურ თავ­ისებ­ურე­ბებ­სა და ხას­იათს. სა­ღ­ამოს დიდ ქა­ლაქს მი­ვა­დექით და ეს ფიქ­რი სა­დღ­აც შორს გაი­ფან­ტა. ღა­მემ მას სრუ­ლი­ად სხვა მი­მარ­თულე­ბა მის­ცა. ჩავ­წექი თუ არა სა­წოლ­ში, მო­გო­ნე­ბებს თა­ვი მი­ვა­ნე­ბე და სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რ­მა გამ­იტა­ცა.
ვბრუნ­დე­ბო­დი თორ­ნ­ფილდს, მაგ­რამ რამ­დენ ხანს დავ­რჩებოდი იქ? დიდ­ხანს არა, რა­სა­კვ­ირველ­ია, ამა­ში ღრ­მად ვი­ყა­ვი დარ­წმუნებული. მი­სის ფე­იერ­ფექ­სისგან შევ­იტყვე, რომ სტუმ­რე­ბი ჩე­მი იქ არ­ყოფ­ნის დროს უკ­ვე წას­ულ-წამ­ოსულიყვნენ. მის­ტერ რო­ჩეს­ტერიც ლონ­დონს წა­სუ­ლი­ყო სა­მი კვი­რის წი­ნათ (ორ კვ­ირაში ელ­ოდნენ მის დაბ­რუნე­ბას). მი­სის ფე­იერ­ფექსი ვა­რაუ­დობდა, რომ ის სა­ქორ­წი­ნო სამ­ზადისისთვის იყო წა­სუ­ლი, ახა­ლი ეტ­ლის შე­ძე­ნა ჰქონ­და გან­ზრახული თურ­მე. იმა­საც იწე­რებ­ოდა, რომ თვით მას, ჯერ კი­დევ დღ­ემ­დე ძალ­იან უც­ნა­ურ ამ­ბად ეჩ­ვე­ნე­ბა მის ინ­გ­რემ­ისა და მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ქორ­წი­ნე­ბა. მაგ­რამ ხალ­ხის მით­ქ­მა-­მოთქმა და სა­კუ­თარი და­კვ­ირვე­ბები აფ­იქრებ­ინებ­და, რომ ეს ამ­ბავი სულ მოკ­ლე ხან­ში უნ­და დამ­თავ­რებულიყო. - უც­ნა­უ­რი იქ­ნებ­ოდა და­ეჭ­ვე­ბა, - ვა­სკვნიდი გო­ნე­ბაში. - არა, მე სრუ­ლებ­ითაც არ ვეჭ­ვობ.
ბო­ლოს, ასე­თი კი­თხვა და­მე­ბა­და: - სად უნ­და წავ­იდე? მთე­ლი ღა­მე მის ინ­გ­რე­მი მეს­იზმრებ­ოდა. გა­თე­ნებ­ისას კი ის უფ­რო ნათ­ლად წარ­მომიდგა. ვხე­დავდი, რო­გორ მიკ­ე­ტავ­და თორ­ნ­ფილ­დის კარს და ხე­ლით სრუ­ლი­ად სხვა გზას მან­იშნებ­და. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი გულ­ხელ­და­კ­რეფილი იქ­ვე იდ­გა და ხან ერთს და ხან მეო­რეს დამ­ცინავი ღი­მი­ლით გვა­კვ­ირდებ­ოდა.
მი­სის ფე­იერ­ფექსისთვის არ მიც­ნო­ბებ­ია, ზუს­ტად რო­მელ დღ­ეს ჩა­ვი­დო­დი. არ მინ­დო­და, ეტ­ლი დამ­ხვედ­როდა მილ­კოტ­ში; ვარ­ჩიე, ეს მან­ძი­ლი მშვი­დად, ფე­ხით, მარ­ტოს გა­მევლო; ჩემ­ოდანი შე­სა­ნა­ხად ჩა­ვა­ბა­რე და ივ­ნი­სის წყნარ სა­ღ­ამ­ოხანს, ასე და­ახ­ლოებით ექვს სა­ათ­ზე, თორ­ნ­ფილ­დისკ­ენ მი­მა­ვალ გზას და­ვა­დექი. გზა უმ­თავ­რე­სად მინ­დ­ვ­რებ­ზე გად­იოდა და მას­ზე ახ­ლა იშ­ვია­თად მი­მო­დი­ოდ­ნენ.
ის სა­ღ­ამო არც გან­სა­კუ­თრებული მშვენ­იე­რებით გამ­ოირჩეო­და და არც ბრწყინ­ვა­ლებით, მაგ­რამ მე­ტად სა­ამო და მშვი­დი იყო. მთელ გზა­ზე მხვდებ­ოდნენ შრო­მა­ში თავ­ჩარგული მთი­ბა­ვები. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცა ღრ­უბლებით იყო და­ფარული, ვი­ცო­დი, მა­ინც კარ­გი ამინ­დი დად­გებ­ოდა. ცის სი­ლურ­ჯე, მა­ღ­ლა, შორს გა­ფანტული ღრ­უბლების სა­ფარ­ქვეშ, სა­დაც კი ჩემს თვალს ამ სი­ლურ­ჯის და­ნახ­ვა შე­ეძლო, მე­ტად მშვი­დი და ნა­თელი მო­ჩან­და. და­სავ­ლეთ­იდა­ნაც სით­ბო მო­დი­ო­და. შა­ვი საწ­ვიმარი ღრ­უბლების ნა­სახიც კი არ­სად შეი­ნიშნებ­ოდა. ცის და­სავ­ლეთით, მარ­მარ­ილოსფერი ღრ­უბლების მიღ­მა, თით­ქოს სა­კუ­რთხე­ველ­ზე ცეცხ­ლი აენ­თოთ, ღრუბ­ლის ქუ­ლე­ბის თეთრ სა­ფარ­ზე აქა-იქ დარ­ჩენილი ჭუჭ­რუ­ტა­ნებ­იდან მო­წი­თა­ლო ოქ­როს­ფერ სხივ­თა ელ­ვა­რე­ბა გამ­ოკრ­თოდა.
რაც უფ­რო მოკლ­დებ­ოდა გზა, მით უფ­რო დიდ სი­ამ­ოვნე­ბას ვგრძნობ­დი. იმ­დე­ნად მი­ხარ­ოდა რა­ღ­აც, რომ ერ­თხელ შევ­ჩერდი და ჩემს თავს ვკი­თხე: - რას უნ­და ნიშ­ნავ­დეს ასე­თი სი­ხა­რუ­ლი? - კარ­გად მახ­სოვდა, სა­კუ­თარ სახ­ლ­ში არ ვბრუნ­დე­ბო­დი, არც იქ, სა­დაც ამ­იერ­იდან მუდ­მი­ვად და მშვი­დად უნ­და მეც­ხოვრა, სა­დაც მო­სიყ­ვარ­ულე მეგ­ობრები მი­გო­ნებ­დნენ და მო­უთ­მენ­ლად ელ­ოდნენ ჩემს დაბ­რუნე­ბას. - დარ­წმუნებული ხარ, - ვეუ­ბნებოდი სა­კუ­თარ თავს, - მი­სის ფე­იერ­ფექსი გაგ­იღი­მებს, გაუ­ხარ­დე­ბა შე­ნი მის­ვ­ლა. პა­ტა­რა ადე­ლიც ტაშ­ისცემ­ითა და ხტუნ­ვით შე­გე­გე­ბე­ბა, მაგ­რამ კარ­გად იცი, სხვა­ზე ფიქ­რობ ახ­ლა და არა მათ­ზე. ის სხვა კი შენ­ზე სრუ­ლი­ად არ ფიქ­რობს.
რა არის სიყ­მაწ­ვილე­ზე უფ­რო უჯი­ა­თი ან ისე­თი ბრმა, რო­გო­რიც გამ­ოუცდელ­ობა? სწო­რედ ამ უჯი­ათ­ობამ და გამ­ოუცდელ­ობამ გან­მიმტკი­ცა აზ­რი, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ნახ­ვა იქ­ნებ­ოდა ერ­თა­დერთი დი­დი სი­ამ­ოვნე­ბა ჩემ­თ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იმა­საც ეს­იამ­ოვნებ­ოდა თუ არა ჩე­მი ნახ­ვა. ორი­ვე ეს გრძნო­ბა კი ერ­თად მა­ქე­ზებ­და და ჩამ­ძახ­ოდა: იჩ­ქა­რე! იჩ­ქა­რე! ნუ გან­შორდები მას, სა­ნამ ეს შე­საძ­ლე­ბელ­იაო. სულ ბევ­რი, რამ­დენ­იმე დღე თუ კვ­ირა დაგ­რჩენ­ია და მე­რე სამ­უდამოდ უნ­და დაშ­ორდეთ ერ­თმა­ნეთს. ისიც შევ­ნიშნე, თვით სა­კუ­თარ სულ­ში რო­გორ ვახ­შობ­დი ახალ­ნაგრძნობ სუ­ლი­ერ ტკი­ვილებ­სა და მთლად უცხო, სა­ხე­შეცვლილ გრძნო­ბას. ვერ ვრწმუნ­დე­ბო­დი, რომ ისი­ნი მა­შინ ჩემს გულ­ში აღმ­ოცე­ნებულიყო და მის სა­კუ­თრე­ბას შე­ად­გენ­და. მინ­დო­და, გავ­ც­ლო­დი მათ. ამი­ტომ ნა­ბიჯს ავ­უჩქა­რე და თით­ქ­მის გავ­რ­ბო­დი.
ალ­ბათ, თორ­ნ­ფილ­დის მინ­დ­ვ­რებ­შიც ფოცხ­ვაა გა­ჩა­ღ­ებული; ან, იქ­ნებ, მთი­ბა­ვებ­მა თავ­იანთი საქ­მე მოა­თა­ვეს, ფოცხე­ბი მხარ­ზე გაი­დეს და ში­ნისკ­ენ მი­ეშ­ურებ­იან, სწო­რედ, აი, ახ­ლა, რო­დე­საც მე უკ­ან ვბრუნ­დე­ბი. ერ­თი თუ ორი მინ­დო­რიც უნ­და გა­დავირბინო, გზას გა­დავჭრი და ალა­ყაფის კარს მი­ვად­გები. ვარ­დებს ღო­ბე­ები აუ­ვსია, მაგ­რამ მათ და­სა­კ­რე­ფად დრო არა მაქვს. მინ­და, რაც შეი­ძლე­ბა ჩქა­რა მი­ვი­დე სახ­ლ­ში. მა­ღ­ალ ბუჩქს ჩავ­უა­რე გვერ­დით. ეს ას­კი­ლია, რომ­ლის ხშირ­ფოთ­ლი­ა­ნი, აყ­ვა­ვებული გრძე­ლი ტო­ტე­ბი ბი­ლი­კის გას­წ­ვ­რივ დახ­რილან. აი, უკ­ვე ვხე­დავ ქვის სა­ფეხ­ურებ­იან ვიწ­რო გა­და­საბიჯს და უცებ ვამ­ჩნევ, რომ იქ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ზის წიგ­ნი­თა და ფან­ქ­რით ხელ­ში და, მგო­ნი, რა­ღ­ა­ცას წერს.
არა, ეს მოჩ­ვე­ნე­ბა არ არის, და მა­ინც თი­თო­ე­უ­ლი ნერ­ვიც კი მით­რ­თის. მყის­ვე ვკ­არ­გავ უნარს, რომ სა­კუ­თარი თა­ვი და­ვი­მორ­ჩი­ლო. რას ნიშ­ნავს ეს? არ მეგ­ონა, რომ მის და­ნახ­ვა­ზე ასე ავკ­ა­ნკ­ალ­დებოდი, ხმა ჩამ­იწყდებ­ოდა და მოძ­რა­ო­ბის უნა­რი წა­მერ­თმეო­და. რო­გორც კი შევ­ძლებ, მაშ­ინვე უკ­ან გავ­ბრუნდები. ჩემს თავს ნე­ბას არ მივ­ცემ, ასე­თი სი­სუ­ლე­ლე გამ­ოვა­მჟ­ღ­ავნო. მე ხომ სხვა გზაც ვი­ცი სახ­ლისკ­ენ. მაგ­რამ ოცი სხვა გზაც რომ მცოდ­ნო­და, ვე­ღ­ა­რა­ფერს მიშ­ველ­იდა უკ­ვე. მან დამ­ინა­ხა.
- ჰა­ლო! - დაი­ძა­ხა მან და წიგ­ნი და ფან­ქარი გა­დადო. - თქვენ უკ­ვე მო­სულ­ხართ. მო­მი­ახ­ლოვ­დით, თუ შეი­ძლე­ბა.
მგო­ნი, მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, მაგ­რამ რო­გორ, ეს კი აღ­არ მახ­სოვს. ჩემს ცნო­ბიე­რე­ბამ­დე ძლივს აღ­წევს, რომ ვმოძ­რა­ობ და მხო­ლოდ იმას ვცდი­ლობ, მშვი­დად მო­ვაჩ­ვენო თა­ვი. ყვე­ლა­ზე მთა­ვარი კი ის მგო­ნია, რო­გორ­მე სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა და­ვი­მორ­ჩი­ლო. ის ეწ­ინა­ა­ღმ­დე­გე­ბა ჩემს ნე­ბას და მთე­ლი ძა­ლით ის­წ­რაფ­ვის, გამ­ოა­მჟ­ღ­ავნოს ის, რი­სი და­ფარ­ვაც ასე მტკი­ცედ გა­დავ­წყვიტე. მაგ­რამ მე ხომ პირ­ბა­დე მაქვს?! ეს გა­მახ­სენ­და და მაშ­ინვე ჩამ­ოვიფა­რე. იქ­ნებ ამან მა­ინც მიშ­ვე­ლოს, მღ­ელ­ვა­რე­ბა დავ­ფარო და მოჩ­ვე­ნებითი სიმ­შ­ვი­დე შევ­ინარჩუნო.
- ეს ჯე­ინ ეარ­ია? და მე­რე მილ­კო­ტიდან ფე­ხით მო­დი­ხართ?
- დი­ახ.
- ეს კი­დევ თქვე­ნი ეშ­მა­კობის ერ­თ-ერ­თი ახა­ლი ხერ­ხია, ალ­ბათ! ეტ­ლი არ დაი­ბა­რეთ, ჩვეუ­ლებრივი მოკვ­დავივით არ ისურ­ვეთ გზებ­ზე მი­სი ბორ­ბ­ლე­ბის რახ­რახში მგზავ­რობა. თქვე­ნი სახ­ლის ახ­ლოს მდე­ბა­რე მი­დამ­ოებში სა­ღ­ამოს ბინ­დ­თან ერ­თად ფარ­ულად შემ­ოიპა­რეთ, რო­გორც ზმა­ნე­ბა თუ აჩ­რ­დი­ლი. მა­ინც რა ეშ­მა­კს აკ­ე­თებდით მთე­ლი თვე იქ?
- ძალ­უას­თან ვი­ყა­ვი, სერ. ის ხომ გარ­დაი­ცვა­ლა.
- ნამ­დ­ვი­ლი ჯე­ი­ნის პა­სუ­ხი! კე­თილ­ნო ან­გელოზნო, თქვენ დამ­იფა­რეთ! - ის, მგო­ნი, საი­ქიოდან გამ­ომეც­ხა­და, იმ ად­გილებ­იდან, სა­დაც მხო­ლოდ მიც­ვა­ლებულნი გან­ისვე­ნე­ბენ და მე­საუ­ბრე­ბა მათ­ზე აი, აქ, მარ­ტოდმარტოს, შეხ­ვედ­რისთა­ნა­ვე, მწუ­ხა­რებ­ისას. რომ გა­მე­ბე­და და ხე­ლი შე­მეხო, იქ­ნებ, გა­მეგო, ცოცხა­ლი არ­სე­ბა ხართ თუ აჩ­რ­დი­ლი. ოჰ, შე წყლის ფერ­იავ! მაგ­რამ ცთო­მი­ლი ვარ­სკვ­ლავის ცის­ფერ შუქს უფ­რო ად­ვილად შე­ვიპყ­რობ­დი ჭა­ობ­ში, ვიდ­რე შენ, მაც­დუ­რო! მაც­დუ­რო! - დაუ­მა­ტა მან რამ­დენ­იმე წა­მის სი­ჩუ­მის შემ­დეგ. - მთე­ლი თვე ჩემ ახ­ლოს არ ყო­ფი­ლა და დავ­იფიცებ, რომ სრუ­ლი­ად და­ვავ­იწყდებოდი.
ღრ­მად ვი­ყა­ვი დარ­წმუნებული, სი­ხა­რუ­ლით ამავ­სებ­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან ახა­ლი შეხ­ვედ­რა. თუმ­ცა, ში­შით მაძ­რწუნებ­და იმის გაფ­იქრე­ბა და ცოდ­ნა, რომ ძალ­იან მა­ლე ის უკ­ვე აღ­არ იქ­ნებ­ოდა ჩე­მი მფარ­ველი და მის­თ­ვის არა­ფერს წარ­მოვად­გენდი. მაგ­რამ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს (ალ­ბათ, მარ­ტო მე ვფიქ­რობ­დი ასე) გან­სა­კუ­თრებული უნა­რი ჰქონ­და, თა­ვი­სი ბედ­ნიე­რე­ბა ად­ვილად მი­მოე­ფან­ტა თა­ვის გარ­შემო და სხვე­ბის­თ­ვის ად­ვილად გა­და­ე­ცა. ხო­ლო იმ ნამ­ცე­ცების გე­მოს გას­ინჯვაც კი, რო­მელ­საც ის ასე ფან­ტავ­და თა­ვის ირ­გ­ვ­ლივ, ისე­თი გზა­აბ­ნეული და უცხო ფრინ­ვე­ლის­თ­ვის, რო­გო­რიც მე ვი­ყა­ვი, სა­დღ­ე­სას­წაულო ნა­დიმს წარ­მოად­გენ­და. მი­სი უკ­ა­ნა­სკ­ნელი სიტყ­ვე­ბი ბალ­ზამივით მომ­ხ­ვ­და გულ­ზე. ამ სიტყ­ვებ­იდან ჩან­და, რომ ჩე­მი პატ­რო­ნის­თ­ვის გა­რკ­ვეული მნიშ­ვ­ნელ­ობა ჰქონ­და, მახ­სოვდა თუ არა ის. ამას­თა­ნა­ვე, მან თორ­ნ­ფილდს ჩე­მი სახ­ლი უწო­და. ოჰ, რო­გორ მინ­დო­და, რომ მარ­თლაც ჩე­მი სახ­ლი ყო­ფი­ლი­ყო!
ის ად­გილიდან არ ამ­დგა­რა, მეც არ მინ­დო­და მეთ­ხოვა, რომ გზა და­ეთმო და სწრა­ფად ვკი­თხე, იყო თუ არა ლონ­დონს.
- დი­ახ, ვფიქ­რობ, ზებ­უნებრივი, შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელი თვა­ლი უნ­და გქონ­დეთ.
- მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა შე­მატ­ყობინა წე­რი­ლით.
- და ისიც გაც­ნობათ, თუ რის­თ­ვის წა­ვედი?
- ჰო, რა­სა­კვ­ირველ­ია, სერ, ყვე­ლამ იცის ამ ამ­ბის შე­სა­ხებ.
- თქვენ უნ­და ნა­ხოთ ეტ­ლი, ჯე­ინ, და მითხ­რათ, ნამ­დვილად შე­ე­ფე­რე­ბა თუ არა ის მი­სის რო­ჩეს­ტერს: და­ემ­სგავ­სე­ბა თუ არა ის ნამ­დ­ვილ დედ­ოფალ ბო­ა­დისს, ეტ­ლის მე­წამულ ბალ­იშებ­ზე მიყ­რ­დ­ნო­ბი­ლი. ძალ­იან მინ­და, ჯე­ინ, ცო­ტა უფ­რო კარ­გი ვი­ყო, რომ ჩე­მი გა­რეგ­ნობა შე­ე­ფე­რებ­ოდეს მის გა­რეგ­ნობას. მითხა­რით ახ­ლა, ფერ­იავ! არ შეგ­იძლიათ მომ­ცეთ თი­ლის­მა, სას­წაუ­ლმოქმედი ჯა­დო ან სხვა რაი­მე მი­სი მსგავ­სი, რომ ლა­მაზ მა­მა­კ­ა­ცად გა­და­მაქციოს?
- ვე­რავ­ითარი ჯად­ოსნობა ვერ გიშ­ვე­ლით, სერ.
გულ­ში კი გავ­იფიქრე, მხო­ლოდ შეყ­ვა­რებულ თვალს ძა­ლუძს ასე­თად გაქ­ცი­ოთ. ასე­თი თვა­ლის­თ­ვის კი თქვენ სა­კ­მაოდ ლა­მაზი ხართ ან, უფ­რო სწო­რად, თქვენს მკ­აცრ სა­ხეს სი­ლა­მა­ზე­ზე მე­ტი ზემ­ოქმე­დების ძა­ლა შეს­წევს.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ხან­და­ხან ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად მი­უწ­ვ­დო­მე­ლი შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელობით კი­თხულობდა ჩემს გამ­ოუთქმელ აზ­რებს. იმ წუ­თებ­ში კი ყუ­რა­დღ­ე­ბაც არ მი­უქ­ცევ­ია ჩემ­გან უცა­ბე­დად წა­მოს­რო­ლი­ლი პა­სუ­ხის­თ­ვის, მაგ­რამ გამ­იღი­მა რა­ღ­აც უჩ­ვე­უ­ლო, მხო­ლოდ მის­თ­ვის და­მა­ხას­ია­თე­ბელი ღი­მი­ლით, რო­მელ­საც ძალ­იან იშ­ვია­თად თუ შენ­იშნავდით მის სა­ხე­ზე. ჩანს, ასეთ ღი­მილს გა­და­ჭარ­ბებ­ულად თვლი­და ყო­ველ­დღიური საყ­ოფაც­ხოვრებო მიზ­ნე­ბის­თ­ვის. ეს იყო გრძნო­ბა, მზის სხი­ვი­ვით მა­ნათ­ობელი, რო­მე­ლიც ახ­ლა მხო­ლოდ მე გად­მომაფ­რქვია.
- გამ­ოია­რეთ, ჯე­ინ, - მითხ­რა მან და ად­გი­ლი და­მით­მო, რომ გა­და­საბ­იჯზე გა­დავ­სულიყავი. - ადით მა­ღ­ლა, შინ, და შე­ას­ვე­ნეთ ხეტ­იალ­ისა­გან და­ქანცული პა­წაწ­ინა ფე­ხები თქვე­ნი ახ­ლობელი ადამ­იანის კა­რის ზღუ­რბლზე.
მე მხო­ლოდ ის­ღა დამ­რჩენ­ოდა, სიტყ­ვის შეუ­ბრუნებ­ლად დავ­მორჩილებოდი. სა­ჭი­როდ აღ­არ ვცა­ნი სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა. გა­და­საბ­იჯზე უსიტყ­ვოდ გა­და­ვედი. ვფიქ­რობ­დი, ასე­ვე ჩუ­მად გავ­ც­ლო­დი მას, მაგ­რამ უეც­რად რა­ღ­აც ძა­ლამ შე­მიპყ­რო, მაი­ძულა შევ­ტრია­ლებ­ულიყავი და მეთ­ქვა (არ ვი­ცი, ვიღ­ა­ცამ ჩემს ში­ნა­გან არ­სე­ბაში, ჩე­მი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, წარ­მოთქვა):
- მად­ლობას მო­გახ­სე­ნებთ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, იმ დი­დი სიკ­ეთისთვის, რო­მელ­საც ჩემ­დამი იჩენთ. უსა­ზღვროდ მი­ხარ­ია თქვენ­თან დაბ­რუნე­ბა და სა­დაც თქვენ გხე­დავთ, ის ჩე­მი სახ­ლი მგო­ნია, ჩე­მი ერ­თა­დერთი სახ­ლი.
მე­რე ისე­თი ჩქა­რი ნა­ბი­ჯით გა­ვეშ­ურე, ვერ შეძ­ლებ­და დამ­წეო­და, კი­დეც რომ ცდი­ლი­ყო. ჩემს და­ნახ­ვა­ზე პა­ტა­რა ადელ­მა უსა­ზღვროდ გაი­ხა­რა. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა მის­თ­ვის და­მა­ხას­ია­თე­ბელი გულ­თ­ბი­ლო­ბი­თა და მეგ­ობრულად მი­მი­ღო. ლი იღი­მებ­ოდა; სო­ფი­მაც კი დი­დი სი­ხა­რუ­ლით მი­სურ­ვა: - Bონ სო­ირ. ეს ყვე­ლა­ფერი მე­ტად სას­იამოვნო იყო ჩემ­თ­ვის. იმა­ზე დიდ ბედ­ნიე­რე­ბას არას­ოდეს გა­ნიც­დის ადამ­იანი, რო­ცა გრძნობს, რომ გარ­შემო მყოფთ უყ­ვართ და მას­თან ყოფ­ნით სი­ამ­ოვნე­ბას იღ­ე­ბენ.
იმ სა­ღ­ამოს ისე დავ­ხუჭე თვა­ლი, მო­მა­ვალ­ზე აღ­არ მი­ფიქ­რია. არ მინ­დო­და გა­მეგ­ონა ხმა, რო­მე­ლიც გან­შორების სი­ახ­ლოვე­სა და მო­სალ­ოდნელ მწუ­ხა­რე­ბას მაც­ნობებ­და. ჩაი დამ­თავ­რდა. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა თა­ვი­სი ხელ­საქ­მე აიღო. მეც მის ახ­ლოს პა­ტა­რა სკ­ამ­ზე დავ­ჯექი. ადელ­მა ხალ­იჩა­ზე დაი­ჩოქა და მო­მე­კ­რა. ურ­თი­ერ­თ­შო­რის სიყ­ვარ­ულმა სიმ­შ­ვი­დი­სა და მყუდ­რო­ე­ბის ოქ­როს რკ­ალი გარს შემ­ოგვარ­ტყა. უსიტყ­ვოდ ვლო­ცუ­ლობ­დი, რომ სულ მოკ­ლე ხან­ში დი­დი მან­ძი­ლით არ და­ვეშ­ორებ­ინეთ. აი, სწო­რედ ასეთ ყო­ფა­ში, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი შემ­ოვიდა, შემ­ოგვხე­და, ჩვე­ნი მე­გობ­რუ­ლი გან­წყობილების ხილ­ვამ სი­ამ­ოვნე­ბა მოჰ­გ­ვა­რა და გვითხ­რა: ვფიქ­რობ, მო­ხუ­ცი ლე­დი ძალ­იან ნას­იამ­ოვნებ­ია, რომ თა­ვი­სი შვი­ლო­ბი­ლი უკ­ან დაუ­ბრუნდაო. და ისიც დაუ­მა­ტა, ალ­ბათ, ადე­ლის სი­ხა­რულს კი Pრêტე á ცრო­ქუ­ერ სა პე­ტი­ტე მა­მან Aნგლაისე.
ნა­ხევ­რად იმე­დიც კი ჩა­მე­სა­ხა, რომ ქორ­წი­ნე­ბის შემ­დე­გაც ის ჩვენ ერ­თმა­ნეთს არ დაგ­ვაშ­ორებ­და, თავ­ისივე მფარ­ველობის ქვეშ მოგ­ვ­ცემ­და თავ­შე­სა­ფარს და არ მოგ­ვა­კ­ლებ­და მზის სხი­ვი­ვით აუ­ცილე­ბელ ბედ­ნიე­რე­ბას, რომ თვა­ლი ხან­და­ხან მა­ინც მოგ­ვე­კ­რა მის­თ­ვის.
ორ­მა კვ­ირამ თორ­ნ­ფილ­დ­ში ჩე­მი დაბ­რუნების შემ­დეგ სა­ეჭვო სიმ­შ­ვი­დე­ში გა­ია­რა. არა­ფერს ამ­ბობდნენ ჩვე­ნი პატ­რო­ნის ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ. არც არავ­ითარი სამ­ზადისი შემ­იტყვია, რაც ასეთ ამ­ბავს გარ­დაუ­ვლად თან ახ­ლავს ხოლ­მე. თით­ქ­მის ყო­ველ­დღე ვე­კი­თხებოდი მი­სის ფე­იერ­ფექსს, სმენ­ოდა თუ არა რა­მე ნამ­დ­ვი­ლი გა­დაწ­ყვეტ­ილების შე­სა­ხებ. ის ყო­ველ­თ­ვის უარს ამ­ბობდა. ერ­თხელ პირ­და­პირ უკი­თხავს ჩვე­ნი მფლო­ბე­ლის­თ­ვის, თუ რო­დის აპ­ირებ­და სა­ცო­ლის სახ­ლ­ში მოყ­ვა­ნას, მაგ­რამ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მხო­ლოდ ხუმ­რო­ბით უთ­ქ­ვამს რა­ღ­აც და უც­ნაუ­რად გა­დაუ­ხე­დავს მო­ხუ­ცის­თ­ვის. ალ­ბათ, ამ­იტომაც მი­სის ფე­იერ­ფექსს არ შე­ეძლო თქმა, რა აზ­რის გამ­ოტა­ნა შეი­ძლებ­ოდა ჩვე­ნი პატ­რო­ნის სიტყ­ვებ­იდან.
ერ­თი რამ ძალ­იან მაო­ცებ­და - თორ­ნ­ფილ­დ­სა და ინ­გ­რემ­-პა­რკს შო­რის ყო­ველ­გვარი მის­ვ­ლა-­მოსვლა და სტუმ­რად წვე­ვა გაქ­რა. ისიც მარ­თალ­ია, თორ­ნ­ფილ­დი ოცი მი­ლით იყო დაშ­ორებული მა­თი საგ­ვა­რეულო სახ­ლიდან და მეო­რე საგ­რაფოს სა­ზღ­ვარ­ზე მდე­ბა­რეო­ბდა, მაგ­რამ რას წარ­მოად­გენ­და ეს მან­ძი­ლი მგზნე­ბა­რე, მო­სიყ­ვარ­ულე გუ­ლის­თ­ვის, გან­სა­კუ­თრებით, ისე­თი გა­მოც­დი­ლი და და­უღ­ა­ლავი ცხე­ნოს­ნის­თ­ვის, რო­გო­რიც მის­ტერ რო­ჩეს­ტერი გახ­ლდათ. მას ეს მან­ძი­ლი შე­ეძლო ერთ დი­ლას, შუა­დღ­ემ­დე, გა­ევლო. გულ­ში იმე­დი ჩა­მე­სა­ხა და მას ველ­ოლია­ვებოდი, თუმ­ცა უფ­ლე­ბა არ მქონ­და, რაი­მეში დავ­რწმუნებ­ულიყავი. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ქორ­წი­ნე­ბა ჩაი­შა­ლა ან მით­ქ­მა-­მოთქმა არ იყო მარ­თალი. იქ­ნებ, ან ერ­თმა, ან მეო­რე მხა­რემ ან - ორი­ვემ ერ­თად შეი­ცვა­ლა აზ­რი. ხში­რად შევ­ცქეროდი ჩე­მი მფარ­ველის სა­ხეს, რა­თა სევ­და ან გან­რისხე­ბა­ ა­ღმ­ომეჩ­ინა, მაგ­რამ ეს სა­ხე არას­ოდეს მახ­სოვდა უფ­რო მე­ტად ნა­თელი, კე­თი­ლი და ყო­ველ­გვარ ჭმუნ­ვას მოკ­ლებული. რო­ცა მე და ადელს გვი­წევ­და მას­თან რამ­დენ­იმე ხა­ნი გაგ­ვე­ტა­რებ­ინა, გუ­ნე­ბა მეც­ვლებ­ოდა და სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბა მიპყ­რობ­და, რად­გან ის ზო­მა­ზე მე­ტად მხი­არ­ულობდა. არას­ოდეს მე­ძახ­და წი­ნათ ასე ხში­რად თავ­ისთან, არც არას­ოდეს ყო­ფი­ლა ისე­თი კე­თი­ლი ჩემ მი­მართ, რო­გორც მა­შინ, და, ღმერ­თო ჩე­მო! არც მე არას­ოდეს მყვა­რებ­ია ის ასე ძლიე­რად.



თა­ვი ოც­და­მე­სა­მე

სა­უცხოო შუა ზაფხუ­ლი ბრწყი­ნავ­და ინ­გ­ლის­ში. მი­ყო­ლე­ბით ასე­თი მოწ­მენ­დი­ლი ცა და მოკ­ა­შკ­ა­შე მზე ძალ­იან იშ­ვია­თად იცის ზღვით გა­რემ­ოცულმა ჩვენ­მა მი­წა-­წყალ­მა. თით­ქოს იტა­ლი­უ­რი თბი­ლი დღ­ე­ები, უმ­შ­ვენ­იე­რეს მოგ­ზა­ურ ფრინ­ველ­თა მსგავ­სად, მოფ­რინ­დ­ნენ სამ­ხრეთ­იდან და და­სას­ვე­ნებ­ლად ალ­ბი­ო­ნის კლ­დე­ებს მო­აშ­ურეს. თი­ვა ყველ­გან აიღ­ეს. თორ­ნ­ფილ­დის გარ­შემო გა­თი­ბუ­ლი მინ­დ­ვ­რე­ბი ისევ მწვა­ნედ შე­ფერილიყო. მი­წა გახ­მა და გზე­ბი თეთ­რად გამ­ოიყურებ­ოდა. მუქ­მ­წ­ვა­ნედ გა­ფოთ­ლი­ლი ხე­ები, ღო­ბე­ები და ტყე მო­შა­ვო არ­შიად გარს შემ­ორტყმოდა მათ შუა მოქ­ცე­ულ, მზის სხი­ვე­ბით შე­ფე­რა­დებულ მდელ­ოებს.
სა­ღ­ამო ხანს ადე­ლი ჰეი­ლეინში მარ­წყ­ვის კრე­ფით და­იღ­ა­ლა და ჯერ კი­დევ მზის ჩას­ვლამ­დე ჩაწ­ვა ლო­გინ­ში. მის ჩაძ­ინე­ბას ვე­ლო­დი, მე­რე ოთახ­იდან გამ­ოვედი და ბა­ღი­სკ­ენ გა­ვეშ­ურე.
ამ დროს დღ­ე­-ღ­ამის უტკ­ბესი წუ­თე­ბი დგე­ბა. "დღის მცხუნ­ვა­რე­ბა ჩაი­ფერ­ფლა~ და ცვა­რი მარ­გალ­იტე­ბად მო­ეფ­ინა ცის ნამს მოწყუ­რე­ბულ მინ­დ­ვ­რებ­სა და მზით გა­დამ­წვარ მთის მწვერ­ვა­ლებს. უღ­რუბ­ლო ცა­ზე მზე და­სავ­ლეთ­ისკ­ენ გა­დაი­ხა­რა, ცის ტატ­ნო­ბი სა­დღ­ე­სას­წაულო ვარ­დისფერ­მა შე­ღ­ე­ბა და იქ მო­წი­თა­ლო პატ­იოსანი თვა­ლის ბრწყინ­ვა­ლებით აც­იაგ­და, მე­რე გო­რა­კის მწვერ­ვალ­ზე ერთ წერ­ტილს ქუ­რა­ში გა­ღვ­ივებულ ცეც­ხლისფრად წა­ე­კი­და: სულ მა­ღ­ლა აი­ჭრა, ზე­ცი­ურ სამ­ყაროში გაი­ბნა, თან­და­თანობით გა­ფერ­მკრ­თალ­და და თით­ქ­მის ნა­ხე­ვარი ცა და­ფა­რა. ამ დროს აღმ­ოსავ­ლეთის მომ­ხიბ­ვ­ლელ­ობა სრუ­ლი­ად თავ­ისებური იყო. მის მუქ ცის­ფერ ცას ერ­თა­დერთი ამ­ომა­ვალი ვარ­სკვ­ლავი გულ­ზე თვალ­წარ­მტაცი სა­მკ­აულივით ეკი­და. მა­ლე, მთვა­რის ნა­თელში გახ­ვეული, ის უფ­რო ზვია­დად გად­მოხე­დავ­და მი­და­მოს, მაგ­რამ ღა­მის მნა­თო­ბი ჯერ კი­დევ ჰო­რი­ზონ­ტის იქით იმა­ლებ­ოდა.
ცო­ტა ხანს იქ­ვე, ქვა­ფენ­ილზე მი­მოვ­დი­ო­დი. მა­ლე ვიგ­რ­ძე­ნი, რო­მელ­იღ­აც სა­რკმ­ლიდან ჰა­ერში ჩემ­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი სი­გა­რის ოდ­ნავ შე­სამ­ჩნევი სურ­ნე­ლე­ბა იფან­ტებ­ოდა. ბიბ­ლი­ო­თე­კის ერ­თ-ერ­თი სა­რკ­მელი ოდ­ნავ ღი­აც შევ­ნიშნე და ვი­ფიქ­რე, შე­საძ­ლე­ბელ­ია, იქი­დან თვალ­საც მა­დევ­ნებ­და ვინ­მე. ამი­ტომ გვერ­დზე გა­დავ­უხვიე და ხე­ხი­ლის ბა­ღში შე­ვედი. ეს ად­გი­ლი იმ არე­მა­რეში ყვე­ლა­ზე მყუდ­რო, გან­მარ­ტოებულ ედემს ჰგავ­და. მას უამ­რავი ხე­ხი­ლი და ათას­ფრად გა­დაშლილი ყვა­ვი­ლი ამ­კო­ბდა. ერთ მხა­რეს ამ ბა­ღ­სა და სა­სახ­ლეს შო­რის მე­ტად მა­ღ­ალი კე­დელი იყო აღ­მართული, მეო­რე მხა­რეს მწვა­ნედ აბ­იბინებულ ეზ­ოსა და კე­დელს შო­რის წიფ­ლის ხე­ების ხეი­ვანი მო­ჩან­და, ბო­ლო­ში კი აქა-იქ წაქ­ცეული ღო­ბე ჩაუ­დიოდა, რომ­ლის იქით გან­მარ­ტოებული მინ­დ­ვ­რე­ბი იწყებ­ოდა. ბა­ღში მიხ­ვეუ­ლ-მოხ­ვე­უ­ლი ბი­ლი­კი დაფ­ნის ბუჩ­ქე­ბის ხეი­ვანში მი­იკ­ლა­კ­ნებ­ოდა; ბო­ლო­ში უზარ­მა­ზარი ხე იდ­გა. ამ ხეს ერ­თი გრძე­ლი სკ­ამის წრი­უ­ლი რკ­ალი ერ­ტყა, რო­მე­ლიც დაბ­ლა, ღო­ბეს­თან თავ­დებ­ოდა. აქ ადამ­იანს ყვე­ლას­გან შეუ­მჩნევ­ლად შე­ეძლო ოც­ნე­ბა. ოდის და­მათ­რობელი ტკბი­ლი სურ­ნე­ლე­ბა, იქ გა­მე­ფებული მდუ­მა­რე­ბა და მე­ტად მშვი­დი სა­ღ­ამოს ჟა­მი იმ­დე­ნად მხიბ­ლავ­და, ასე მგო­ნია, ამ ჩრდილ­ში სამ­უდამოდ შე­მეძლო თა­ვის შე­ფა­რე­ბა. შემ­ოღობილის ზე­და ნა­წილ­ში, ერ­თ-ერთ გაშ­ლილ მხა­რეს, რო­მელ­საც ამ­ომა­ვალი მთვა­რე ყვე­ლა­ზე მე­ტად აწ­ვდენ­და სხი­ვებს, ხეხ­ილსა და ყვავ­ილებს შო­რის მი­მოვ­დი­ო­დი. უცებ ნა­ბი­ჯი შე­ვა­ნე­ლე. არა იმი­ტომ, რომ რაი­მე ხმა შემ­ომეს­მა ან ვინ­მე დავ­ინა­ხე, არა­მედ კვ­ლავ ვიგ­რ­ძე­ნი სურ­ნე­ლე­ბა, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ მატ­ყობინებ­და რა­ღ­აც იდუ­მალს.
ას­კი­ლი, არ­ტემ­იზია, ჟას­მი­ნი, მი­ხა­კი და ვარ­დი სა­ღ­ამო ჟამს უკ­ვე დი­დი ხან­ია გამ­ოსცემ­დნენ მკ­ვეთრ სურ­ნე­ლე­ბას. ისე­თი სუ­ნი იდ­გა, თით­ქოს ჰა­ერში გუნ­დ­რუკს აკ­მევ­დნენ, მაგ­რამ ამ უცხო სურ­ნე­ლე­ბას არც ბუჩ­ქ­ნა­რი აფ­რქვევ­და და არც გაშ­ლი­ლი ყვავ­ილები. ძალ­იან კარ­გად ვი­ცო­დი, ის მის­ტერ რო­ჩეს­ტერის სი­გა­რის სურ­ნე­ლი იყო. გარ­შემო მი­მო­ვი­ხე­დე და სმე­ნად ვი­ქე­ცი. ვხე­დავდი, ხის ტო­ტე­ბი მწი­ფე ნა­ყოფს და­ემ­ძიმებ­ინა. მეს­მოდა ბულ­ბუ­ლის გალ­ობაც ტყი­დან, რო­მე­ლიც ჩემ­გან ნა­ხე­ვარი მი­ლით მა­ინც იქ­ნებ­ოდა დაშ­ორებული. ადამ­იანის ჭა­ჭა­ნე­ბა არ­სად ჩან­და. არც ფე­ხის ხმა ის­მო­და. სი­გა­რის სუ­ნი კი თან­და­თან უფ­რო მკ­ვეთრი ხდებ­ოდა. გა­დავ­წყვიტე, გავ­ქცეუ­ლიყავი. ჭიშკრ­ისკ­ენ გა­ვეშ­ურე, რომ­ლის იქით ბუჩ­ქ­ნა­რი იწყებ­ოდა და შევ­ნიშნე მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ბა­ღში შემ­ოდიოდა. გვერ­დზე გა­დავ­უხვიე. ვცა­დე, თა­ვი სუ­როს ფოთ­ლე­ბით და­ფარული მიყ­რუ­ე­ბუ­ლი ად­გი­ლის­თ­ვის შე­მე­ფა­რებ­ინა, და გავ­იფიქრე: ის დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ბა, მა­ლე­ვე გაბ­რუნდე­ბა, საი­და­ნაც მო­ვი­და და, თუ წყნა­რად ვიჯ­დე­ბი, ვერც კი შე­მამ­ჩნევ­ს-მეთ­ქი.
მაგ­რამ არა, სა­ღ­ამო ჟა­მი მის­თ­ვის ისეთ­ივე სას­იამოვნო აღმ­ოჩნდა, რო­გორც ჩემ­თ­ვის, ხო­ლო ეს ძვე­ლებური ბა­ღი მას ისე­ვე იზი­დავ­და, რო­გორც მე. ის გზას გა­ნაგრძობს, ხან კი­ნკრ­იჟ­ას ტოტს ას­წევს მა­ღ­ლა და ქლი­ა­ვის ტოლ ნა­ყოფს დას­ცქერის, რომ­ლის სიმ­ძი­მეს ტო­ტე­ბი მთლად დაბ­ლა დაუ­ხრია, ხან ბა­ღის კე­დელ­თან სულ ახ­ლოს მდგარ ხე­ზე მწი­ფე ალ­უბალს კრეფს, ხან კი ერ­თმა­ნეთში გა­დახ­ლართული ყვავ­ილებ­ისკ­ენ იხ­რე­ბა, არ ვი­ცი, მა­თი სუ­ნით დათ­რობა სწად­ია თუ მათ სიფ­რი­ფა­ნა ფურ­ც­ლებ­ზე მარ­გალ­იტე­ბად დაფ­რქვეულ ცვარს აკვ­ირდე­ბა. ღა­მის დიდ­მა ფარ­ვა­ნამ ჩემ წინ ფრთე­ბის ფარ­ფატით ჩაი­ქროლა და მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ფეხ­თან სულ ახ­ლოს, რო­მელ­იღ­აც მცე­ნა­რე­ზე დაჯ­და. მან მაშ­ინვე შენ­იშნა ის და დაი­ხა­რა, რომ კარ­გად და­ეთ­ვალ­იე­რებ­ინა.
ახ­ლა ის ზურ­გით დგას ჩე­მკ­ენ და პეპ­ლის თვალ­იე­რებ­ითაა გარ­თუ­ლი. თუ ფე­ხა­კ­რეფით ჩა­ვივ­ლი, შე­საძ­ლე­ბელ­ია, ისე გავ­იპარო, რომ ვერც შემ­ნიშ­ნოს, გავ­იფიქრე ჩემ­თ­ვის.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი