ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილიIV)
font-large font-small
ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილიIV)
გაგრძელება

ჩან­თი­დან გა­სა­ღე­ბე­ბის აც­მა ამო­ვი­ღე. სულ ორი გა­სა­ღე­ბი ეკი­და ზედ -სახ­ლის და სამ­სა­ხუ­რის. მან გა­მო­მარ­თ­ვა აც­მა და სა­დარ­ბა­ზოს­კენ გა­ე­მარ­თა. "რო­გორ ში­ნა­უ­რუ­ლად იქ­ცე­ვა?" -გა­მაკ­ვირ­ვა მის­მა საქ­ცი­ელ­მა.
-ეს არის ჩე­მი ბი­ნა, -ვთქვი და მა­ნაც ეგ­რე­ვე მო­არ­გო გა­სა­ღე­ბი კლი­ტეს. მის­თ­ვის ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ იყო, რო­მე­ლი გა­ა­ღებ­და კარს.
-მობ­რ­ძან­დით, -შე­მო­ვი­პა­ტი­ჟე სტუ­მა­რი.
რო­ცა შიგ­ნით შე­მო­ვი­და და მი­მო­ი­ხე­და, გა­ო­ცე­ბა შე­ეტყო სა­ხე­ზე. ალ­ბათ არ ელო­და, ასე კოხ­ტად და ან­ტიკ­ვა­რ­უ­ლი ავე­ჯით თუ მექ­ნე­ბო­და ჩე­მი ბუ­ნა­გი მოწყო­ბი­ლი.
-დი­დი ხა­ნია, მარ­ტო ცხოვ­რობთ? -მო­მიბ­რუნ­და, რო­ცა თვა­ლი­ე­რე­ბას მორ­ჩა.
არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და გა­ი­გოს ჩე­მი სკლე­რო­ზი­ა­ნი ბე­ბი­ის ამ­ბა­ვი, ცო­ტა ხნით მა­ინც. ახ­ლა ნამ­დ­ვი­ლად არ მაწყობს ეს!
-არც ისე, -მი­ვუ­გე და სამ­ზა­რე­უ­ლოს­კენ გა­ვი­წიე. -ყა­ვას მო­ვა­დუ­ღებ.
ამ დროს მკლავ­ზე ხე­ლი წა­მავ­ლო:
-მგო­ნი, რა­ღაც ისე ვერ ვთქვი, თით­ქოს მტკივ­ნე­ულ თე­მას შე­ვე­ხე. ჩემ­მა კითხ­ვამ ხომ არ შე­გა­წუ­ხათ?
-ალ­ბათ ცუ­დად გე­ძი­ნათ, ბა­ტო­ნო მირ­ზა, -სიტყ­ვა ბან­ზე ავუგ­დე იმ იმე­დით, რომ აღა­რა­ფერს მკითხავ­და და გა­ვუ­ღი­მე. მი­ვა­ნიშ­ნე, რომ ვხუმ­რობ­დი.
ცო­ტა­თი შვე­ბა­მოგ­ვ­რი­ლი გა­ვე­დი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, რად­გან მე­გო­ნა, ამ გაქ­ცე­ვით თავს ვუშ­ვე­ლი-მეთ­ქი და ყა­ვა­და­ნი წყლით ავავ­სე. იმწამს, რო­გორც კი ქუ­რა­ზე შე­მოვ­დ­გი, ზურგს უკან მა­მა­კა­ცის სუნ­თ­ქ­ვა ვიგ­რ­ძე­ნი. უსი­ა­მოვ­ნოდ შე­ვიშ­მუ­შნე, თან ისე და­ვი­ძა­ბე, მუხ­ლე­ბი ამი­კან­კალ­და. ეს კა­ცი თა­ვი­სას არ იშ­ლის, ხომ არ უნ­და, რომ სი­ფათ­ში მოვ­დო? თა­ვი­სი ძმა­კა­ცე­ბის ცო­ლი ხომ არ ვგო­ნი­ვარ? დრო­ზე ადუღ­დეს ეს წყა­ლი, იქ­ნებ ფინ­ჯან­მა ყა­ვამ გა­და­ა­ტა­ნი­ნოს ყუ­რადღე­ბა!
-შა­ქა­რი რამ­დე­ნი ჩა­გი­ყა­როთ?
გა­და­სა­რე­ვად ვი­ცო­დი, რომ უშაქ­რო ყა­ვას სვამ­და, მაგ­რამ დუ­მი­ლი იმ­დე­ნად აუტა­ნე­ლი ხდე­ბო­და, სხვა ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ფიქ­რე. მი­სი სი­ახ­ლო­ვე ზურგს მიწ­ვავ­და. რო­გორ არ მინ­დო­და, ცხვი­რი ჩა­მე­ყო მის ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის მი­სე­უ­ლი მე­თო­დით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებ­დით, ერ­თი დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბო­და: ის, რა­საც უმა­ლავ­დ­ნენ, მის­თ­ვის ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სო იყო.
მას პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია და კი­დევ ერ­თხელ ჩა­მე­კითხა:
-რო­დის გარ­და­იც­ვალ­ნენ შე­ნი მშობ­ლე­ბი, ანი­კა?
უც­ნა­უ­რი რამ მე­მარ­თე­ბო­და. ად­რე "ქალ­ბა­ტო­ნო ანი­კა­თი" მომ­მარ­თავ­და და ვღი­ზი­ან­დე­ბო­დი, ახ­ლა -ანი­კაო და ამან გა­მა­ცო­ფა.
-15 წლის ვი­ყა­ვი, დე­და რომ მო­მიკ­ვ­და, მა­მა კი... რო­ცა 18-ის გავ­ხ­დი.
-და მას შემ­დეგ მარ­ტო ცხოვ­რობთ?
აღარ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა. ჩემ­გან და­ჟი­ნე­ბით მო­ითხოვ­დ­ნენ სი­მარ­თ­ლეს.
-ამას რა­ი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს? -ცო­ტა არ იყოს, მკვა­ხედ წა­მომ­ც­და.
არა­და, რა დი­დი ფი­ცი-მტკი­ცი ამას სჭირ­დე­ბო­და, გა­ნა ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი იყო, რომ მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი? მეთ­ქ­ვა "ჰო" და ამით დამ­თავ­რ­დე­ბო­და, მაგ­რამ არა, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ენა წინ მის­წ­რებ­და:
-თუ ეჭ­ვი გე­პა­რე­ბათ, შე­გიძ­ლიათ, გარ­დე­რო­ბის ორი­ვე კა­რი გა­მო­ა­ღოთ და და­ათ­ვა­ლი­ე­როთ, კი­დია თუ არა შიგ სხვა ადა­მი­ა­ნის ტან­საც­მე­ლიც.
მირ­ზაშ­ვილ­მა გა­ი­ღი­მა. რა სა­ძაგ­ლად იცი­ნის! მი­სი ად­რინ­დე­ლი მა­გი­უ­რი სი­ცი­ლი ამ­წუ­თას სა­ზიზღ­რად მეჩ­ვე­ნე­ბო­და.
-გახ­სოვთ, ერ­თხელ გითხა­რით, სა­სა­ცი­ლო გო­გო ხართ-მეთ­ქი. გახ­სოვთ?
შუბ­ლი შე­ვი­კა­რი. ნე­ტავ რა­მე ბლაგ­ვი სა­გა­ნი მომ­ცა ახ­ლა ხელ­ში, რა დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით "გა­ვა­ცი­ნებ­დი" ამ ვაჟ­ბა­ტონს, ნე­ტავ იცო­დეს!
-ნა­თე­სა­ვე­ბი არ გყავთ? ახ­ლო ნა­თე­სა­ვებს ვგუ­ლის­ხ­მობ. -თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის ნო­ტე­ბი გა­ის­მა მის ტონ­ში.
-არა! -ლა­მის ვიყ­ვი­რე და მა­შინ­ვე შე­ვარ­ბი­ლე ხმა. -მყავს, მაგ­რამ ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ... მა­პა­ტი­ეთ.
რას გა­და­მე­კი­და, სხვა საქ­მე არა­ფე­რი აქვს? რა­ში აინ­ტე­რე­სებს ჩე­მი ნა­თე­სა­ვე­ბი! არ ეყო, რაც გა­ი­გო?
-გუ­შინ­დელ­მა თავ­გა­და­სა­ვალ­მა ერ­თი­ა­ნად გა­მომ­ფი­ტა... ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე, ბო­დიშს გიხ­დით, ცო­ტა უხე­შად გა­მო­მი­ვი­და, -დამ­ნა­შა­ვის ტო­ნით ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე.
ჩემს გა­ფით­რე­ბულ სა­ხეს დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მზე­რა შე­ავ­ლო.
-ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბი­ღა დარ­ჩით... -ჩა­ი­დუ­დუ­ნა, მე­რე კი ხმა­მაღ­ლა თქვა:
-ყა­ვა მე­რე იყოს, წა­ვალ. თქვენ კი, ანი­კა, ჩა­წე­ქით და გა­მო­შუშ­დით.
კი­დევ ერ­თხელ გას­ცა ბრძა­ნე­ბა, ჩემ­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად მკლა­ვებ­ზე წა­მე­ტა­ნა და სა­ნამ მო­ნუს­ხუ­ლი­ვით შევ­ც­ქე­რო­დი, შუბ­ლ­ზე მა­კო­ცა.
იმ­დე­ნად არ ვე­ლო­დი შუბ­ლ­ზე კოც­ნას, რომ გულ­გა­ხეთ­ქი­ლი ქურ­ცი­კი­ვით უკან გავ­ხ­ტი. მე­გო­ნა, ტუ­ჩებ­ში მეძ­გე­რე­ბო­და.
-არც ისე ცუ­დად ვარ, რო­გორც გგო­ნი­ათ! -წა­მო­ვი­ძა­ხე უფ­რო ჩემს თავ­ზე, ვიდ­რე მას­ზე გაბ­რა­ზე­ბულ­მა. რამ და­მაფ­რ­თხო ვე­ლუ­რი­ვით, ხომ არ შემ­ჭამ­და? რა უნა­ხა­ვი­ვით ვიქ­ცე­ვი?!
მირ­ზაშ­ვილ­მა ისევ გა­მი­ღი­მა -მი­სე­ბუ­რი, მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ღი­მი­ლით. სიტყ­ვა აღარ უთ­ქ­ვამს, ზურ­გი შე­მაქ­ცია და ისე გა­ი­ხუ­რა კა­რი, არ გა­მი­გია, რო­გორ გა­ვი­და.
სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ვეშ­ვი. კი არ ჩა­ვეშ­ვი, ჩა­ვე­ხეთ­ქე. ღმერ­თო, რა მა­გა­რი კა­ცია, რო­გორ ად­გილ­ზე გა­მა­შე­შა. რა გა­საკ­ვი­რია, ქა­ლე­ბი ბუ­ზე­ბი­ვით რომ ესე­ვი­ან!
სა­მა­გი­ე­როდ, მე ვარ კერ­კე­ტი კა­კა­ლი! აბა, რა ეგო­ნა, მკლა­ვებ­ში ჩა­ვუ­გორ­დე­ბო­დი? ვერ ეღირ­სე­ბა! არა­და, რა­ტომ ვი­ყა­ვი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, თით­ქოს ჩე­მი დათ­რე­ვა უნ­დო­და, არ ვი­ცი. მსგავ­სი სურ­ვი­ლი არც მის თვა­ლებ­ში წა­მი­კითხავს და არც მის საქ­ცი­ელ­ში. ალ­ბათ ჩემს ქვეც­ნო­ბი­ერს სურ­და, ასე ყო­ფი­ლი­ყო.

და­ძი­ნე­ბის დრო არ იყო. რად­გან სამ­სა­ხურ­ში აღარ მი­წევ­და წას­ვ­ლა, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ბე­ბი­ას­თან ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი წილ­კან­ში და მთე­ლი დღე მას­თან გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. ყა­ვა დავ­ლიე და ცო­ტა მოვ­ღო­ნი­ერ­დი. ცუ­დად სუ­ლაც არ ვგრძნობ­დი თავს. საცხობ­ში გა­ვივ­ლი და ნამ­ცხ­ვ­რებს გა­ვი­ყო­ლებ. პი­ცა­საც, რო­მე­ლიც ბე­ბოს ძა­ლი­ან უყ­ვარს. "კო­კა-კო­ლას" არ წა­ვუ­ღებ, არ არის სა­სარ­გებ­ლო, ამ ასაკ­ში გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი არ შე­იძ­ლე­ბა. არა­და, გიჟ­დე­ბა. ამ დროს მის ბედ­ნი­ე­რე­ბას საზღ­ვა­რი არა აქვს.
ამ ფიქ­რ­ში ვი­ყა­ვი, კარ­ზე ზა­რის ხმა რომ გა­ის­მა. გა­ვოგ­ნ­დი. ნუ­თუ მობ­რუნ­და? ფე­ხე­ბი უკან მრჩე­ბო­და, სა­ნამ ჰოლ­ში გა­ვი­დო­დი. ჩე­მი გა­ო­ცე­ბა ერ­თი­ო­რად გა­ი­ზარ­და, რო­ცა კა­რი გა­ვა­ღე და ზღურ­ბ­ლ­ზე ბე­ბი­ა­ჩე­მი და­ვი­ნა­ხე.
-ბე­ბო! აქ სა­ი­დან გაჩ­ნ­დი?
-იმ კაც­მა უკან გა­მო­მიყ­ვა­ნა.
-რა­ტომ, სო­ფელ­ში არ ჩა­გიყ­ვა­ნა?
-კი, მაგ­რამ არ გა­და­ვე­დი მან­ქა­ნი­დან. ვი­ტი­რე, ჩემს შვი­ლიშ­ვილ­თან მინ­და-მეთ­ქი და ხათ­რი ვერ გა­მი­ტე­ხა.
-და ვე­ნე­რა რომ იქ გე­ლო­დე­ბა?
-ვე­ნე­რაც ვნა­ხეთ. რომ მოვ­დი­ო­დით, ხე­ლი დაგ­ვიქ­ნია.
უკ­მა­ყო­ფი­ლოდ გა­და­ვაქ­ნიე თა­ვი.
-ახ­ლა რომ სამ­სა­ხურ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რას იზამ­დი, რა სა­ინ­ტე­რე­სოა! ამ ხნის ქა­ლი ასე წაღ­მა-უკუღ­მა რა­ტომ და­დი­ხარ? ამ­წუ­თას ვა­პი­რებ­დი შენ­თან წა­მოს­ვ­ლას.
-რას ვი­ზამ­დი და გა­რეთ და­გე­ლო­დე­ბო­დი. შენ მე ბე­ბე­რი ხომ არ გგო­ნი­ვარ? შენ­ზე უკე­თე­სად ვიც­ნობ თბი­ლისს. და­ბა­დე­ბუ­ლიც არ იყა­ვი, მე რომ თბი­ლის­ში დავ­სე­ირ­ნობ­დი, უყუ­რე ამას შენ! -თვა­ლე­ბი­დან ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი გა­ყა­რა ბე­ბი­ამ.
სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე.
-კარ­გი, მა­შინ შენ აგერ და­ჯე­ქი, თუ გინ­და, წა­მო­წე­ქი, ტე­ლე­ვი­ზორ­საც ჩა­გირ­თავ. მე კი ჩა­ვალ და პი­ცას ამო­გი­ტან.
-"კო­კა-კო­ლა­საც" მო­ა­ყო­ლებ! -მბრძა­ნებ­ლუ­რად და­ა­ყო­ლა.
აღარ შე­ვე­კა­მა­თე და თა­ვი სი­ცი­ლით და­ვუქ­ნიე. ამ მბრძა­ნებ­ლუ­რი ტო­ნით ამ­წუ­თას ძა­ლი­ან ჰგავ­და ჩემს შეფს.

მა­ლე ნა­შუ­ადღევ­მა მო­ა­წია. ბე­ბია შე­სა­ნიშ­ნავ გუ­ნე­ბა­ზე დად­გა. პი­ცას და "კო­კას" გემ­რი­ე­ლად მო­ულ­ხი­ნა და ჭურ­ჭ­ლის და­რეცხ­ვა­შიც მო­მეხ­მა­რა.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფონ­მა ატე­ხა წკრი­ა­ლი.
-გის­მენთ, -ნა­ზად ჩავ­ძა­ხე ყურ­მილ­ში. ჩემ­და უნე­ბუ­რად ასე ხდე­ბო­და, რო­ცა ვინ­მეს ვპა­სუ­ხობ­დი ტე­ლე­ფონ­ზე, რა­ტომ­ღაც, ეგ­რე­ვე მი­ნაზ­დე­ბო­და ხმა.
-რამ­დენ­ჯერ და­გი­რე­კეთ და არ მი­პა­სუ­ხეთ. გე­ძი­ნათ თუ შინ არ იყა­ვით? -მირ­ზაშ­ვი­ლის ხმამ დე­ნის დარ­ტყ­მა­სა­ვით იმოქ­მე­და ჩემ­ზე, მაგ­რამ არ დავ­ბ­ნე­ულ­ვარ.
-დი­ახ, ცო­ტა ხნით გა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, პუ­რი მქონ­და ამო­სა­ტა­ნი.
მარ­თ­ლაც ბე­დის და­ცინ­ვა იქ­ნე­ბა, ახ­ლა რომ სამ­სა­ხურ­ში სა­მუ­შა­ოდ მიხ­მოს.
-რა­მე სას­წ­რა­ფოა? თუ სა­ჭი­რო ვარ, ახ­ლა­ვე წა­მო­ვალ, -თა­ვი გა­მო­ვი­დე.
-ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. უბ­რა­ლოდ, მო­გი­კითხეთ. უკეთ გრძნობთ თავს?
-გა­ცი­ლე­ბით, რა შე­და­რე­ბაა.
-პალ­ტოს ჩაც­მა ხომ არ და­გა­ვიწყ­დათ, სა­ნამ ში­ნი­დან გახ­ვი­დო­დით?
სი­ცი­ლი ამიტყ­და. მე­სი­ა­მოვ­ნა მი­სი მე­გობ­რუ­ლი ტო­ნი და ში­ნა­უ­რუ­ლი მო­მარ­თ­ვა.
სწო­რედ ამ დროს ბე­ბია კა­ბის კალ­თით სკამს გა­მო­ე­დო და ისე წა­ი­ფორ­ხი­ლა, კი­ნა­ღამ იატაკ­ზე მო­ა­დი­ნა ზღარ­თა­ნი და მთე­ლი ხმით ვი­კივ­ლე:
-ფრთხი­ლად, არ და­ე­ცე!
-რო­გორც ვატყობ, მარ­ტო არ ხართ! -მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ცივ­და მირ­ზაშ­ვი­ლის დამ­თ­ბა­რი ხმა.
-დი­ახ, მარ­ტო არ ვარ, -უარ­ყო­ფას აზ­რი არ ჰქონ­და, მაგ­რამ რო­გორ­მე უნ­და და­მეძ­ვ­რი­ნა თა­ვი. არ მინ­დო­და, ბე­ბი­ას არ­სე­ბო­ბის ამ­ბა­ვი გა­ე­გო, ამი­ტომ ის იყო, უნ­და და­მე­მა­ტე­ბი­ნა, სტუ­მა­რი მყავ­სო, რომ...
არ ვი­ცი, ყურ­მი­ლი და­მი­კი­და თუ კავ­ში­რი გაწყ­და, მაგ­რამ ფაქ­ტი იყო, სიტყ­ვა პირ­ში შე­მა­ტო­ვა და გუ­ლიც მო­მიკ­ლა.
რა­ტომ გა­მიბ­რაზ­და? ჰგო­ნია, რომ ვერ­თო­ბი? იქ­ნებ იფიქ­რა, იმ ვი­ღა­ცას რომ ელო­დე­ბო­და, იმი­ტო­მაც მო­მი­ცი­ლა დი­ლით თა­ვი­სი მკვა­ხე ტო­ნით თა­ვი­და­ნო.
აღარ და­ვუ­რე­კე, სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტად ჩავ­თ­ვა­ლე ამის გა­კე­თე­ბა.

პა­რას­კევს შა­ბათ-კვი­რა მოჰ­ყ­ვა და ეს ორი დღე ბე­ბი­ა­ჩე­მი­სა და ჩე­მი კურ­სე­ლის, ბა­თო გო­გი­ნაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ვა­ტა­რე. ბა­თო, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, უდ­როო დროს მო­ვი­და. სუ­ლაც არ ვი­ყა­ვი მას­თან ყბე­დო­ბის ხა­სი­ათ­ზე. სა­დი­ლო­ბი­სას ნი­ნუ­ცამ ბა­თო და­თოდ მო­იხ­სე­ნია, თორ­ემ სხვა მხრივ სი­ტუ­ა­ცი­ას არა უშავ­და.
-და­თო კარ­გი ბი­ჭი ჩანს, -ჩა­ი­ჩიფ­ჩი­ფა, რო­ცა სტუ­მა­რი წა­ვი­და.
"კარ­გი ბი­ჭი" კი უკ­ვე 26 წლის მუტ­რუ­კი გახ­ლ­დათ.
-კი, ბე­ბო, კარ­გი ბი­ჭია, მაგ­რამ და­თო კი არა, ბა­თო ჰქვია.
-რო­გო­რიც არის, ისე­თი სა­ხე­ლი ჰქვია! -გაბ­რა­ზე­ბულ­მა მო­მა­ხა­ლა.
მივ­ხ­ვ­დი, ბე­ბოს არ მო­ე­წო­ნა ბა­თო, მაგ­რამ თა­ვა­ზი­ა­ნო­ბის ზღვარს არ გა­და­ვი­და. ალ­ბათ იმი­ტომ შე­ა­ქო, რომ ეგო­ნა, მე მომ­წონ­და.
არადა, არას­დ­როს არ მომ­წონ­და.
კვი­რა სა­ღა­მოს ისევ წილ­კან­ში წა­ვიყ­ვა­ნე ნი­ნუ­ცა, მო­ე­ნატ­რა თა­ვი­სი სახ­ლი. ყო­ველ­თ­ვის ასე იყო, ორ დღე­ზე მეტ­ხანს ვერ ძლებ­და ჩემ­თან.

ორ­შა­ბათს, დი­ლით, თა­ვის ტკი­ვილ­მა გა­მაღ­ვი­ძა. ციტ­რა­მო­ნის ორი აბი გა­დავ­ყ­ლა­პე, მაგ­რამ არ მიშ­ვე­ლა. მე­რე და­მა­ცე­მი­ნა და მივ­ხ­ვ­დი, რომ კარ­გი არა­ფე­რი მე­ლო­და. მა­ინც და­ვარ­წ­მუ­ნე ჩე­მი თა­ვი, კარ­გად ვარ-მეთ­ქი და სამ­სა­ხუ­რის გზას გა­ვუ­დე­ქი. უკ­ვე მე­ნატ­რე­ბო­და ჩე­მი შე­ფი, ერ­თი სუ­ლი მქონ­და, თვალს რო­დის შე­ვავ­ლებ­დი და მის ხმას რო­დის გა­ვი­გო­ნებ­დი.
სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სი გუ­ლის გა­მაწ­ვ­რი­ლებ­ლად მი­ღო­ღავ­და. რა უც­ნა­უ­რი ჩვე­ვა აქვთ ამ მძღო­ლებს. ისე ნე­ლა და­იძ­ვ­რე­ბი­ან და მი­ჩო­ჩა­ვენ, ერთ სა­ათს უნ­დე­ბი­ან ერ­თი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლას. ნე­ტავ რამ­დენ წუთს იგე­ბენ ამ ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში? სამს? ხუთს? გა­ნა რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნ­და გა­მო­ვარ­დეს ამ დროს ქუ­ჩა­ში, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ამ ტაქ­სის და­ე­ლო­დოს და ჩაჯ­დეს? სა­სა­ცი­ლო­ე­ბი არი­ან ეს მძღო­ლე­ბი!
კი­დევ კარ­გი, დრო­ზე მი­ვას­წა­რი სამ­სა­ხურ­ში. დაგ­ვი­ა­ნე­ბა არც მინ­დო­და და არც მიყ­ვარ­და. ღი­მი­ლით მი­ვე­სალ­მე თა­ნამ­შ­რომ­ლებს. მირ­ზაც დე­რე­ფან­ში დამ­ხ­ვ­და. ცი­ვად და­მიქ­ნია თა­ვი.
ახ­ლა­ვე შე­ვუდ­გე­ბი მუ­შა­ო­ბას. ამინ­დიც მშვე­ნი­ე­რია, გა­მო­ი­და­რა, ცო­ტა დათ­ბა, თოვ­ლიც დად­ნა.
ჩემს მა­გი­დას მი­ვუ­ჯე­ქი და სწრა­ფად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. კარ­გა ხანს თა­ვი არ ამი­ღია.
ვერც შე­ვამ­ჩ­ნიე, რო­დის შე­მო­ვი­და. სწო­რედ ამ დროს მო­ბი­ლურ­მაც და­რე­კა. დავ­ხე­დე. ვე­ნე­რა იყო. "ი­სევ გა­ი­პა­რა!" გუ­ლი გა­და­მი­ქან­და. რომ არ მე­პა­სუ­ხა, არ გა­მო­დი­ო­და, მირ­ზაშ­ვი­ლი თავ­ზე მად­გა და თვალს არ მა­შო­რებ­და.
-ანი­კა, შვი­ლო, არ­სად ჩანს ნი­ნუ­ცა. აქა­უ­რო­ბა სულ შე­მო­ვი­ა­რე, მაგ­რამ ვერ ვპო­უ­ლობ. ერ­თი სა­ა­თია, დავ­რ­ბი­ვარ...
მირ­ზა ად­გი­ლი­დან არ იძ­ვრო­და. ამ­წუ­თას ჩემ­თ­ვის სუ­ლერ­თი იყო, უნ­და მე­პა­სუ­ხა.
-ისევ ძველ ბი­ნა­ში იქ­ნე­ბა წა­სუ­ლი. დი­დი მად­ლო­ბა, ვე­ნე­რა დე­ი­და, ახ­ლა­ვე მოვ­დი­ვარ! -ჩავ­ძა­ხე ტე­ლე­ფონ­ში და ჯერ ჩან­თას ვე­ცი, მე­რე პალ­ტოს წა­ვე­ტა­ნე.
-მა­პა­ტი­ეთ, ერ­თი სა­ა­თით უნ­და გა­ვი­დე.
-რო­გორც ჩანს, გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე გაქვთ... -მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი მზე­რა მეს­რო­ლა.
რა­ღაც უნ­და მე­პა­სუ­ხა, რომ დრო­ზე გა­ვეშ­ვი.
-დი­ახ.
-და ტაქ­სიც გჭირ­დე­ბათ, არა?
-დი­ახ, -თუ­თი­ყუ­ში­ვით ვი­მე­ო­რებ­დი ამ "დი­ახს".
-მე წა­გიყ­ვანთ.
-არა! -ამის გა­გო­ნე­ბა­ზე პა­ნი­კა და­მე­უფ­ლა.
გა­ი­ცი­ნა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მის ღი­მილს ის ხიბ­ლი აკ­ლ­და, ასე რომ მიბ­ნევ­და ხოლ­მე თავ­გ­ზას -თით­ქოს ნიშ­ნის მო­გე­ბით.
-მე წა-გი-ყვანთ! -თა­ვი­სე­ბუ­რად და­მარ­ც­ვ­ლა და და­ა­მა­ტა: -ჩა­იც­ვით პალ­ტო!
რო­გორ მძულ­და ასეთ მო­მენ­ტებ­ში მი­სი მბრძა­ნებ­ლუ­რი ტო­ნი. შე­პა­სუ­ხე­ბა ვერ გა­ვუ­ბე­დე, პალ­ტოს სა­ხე­ლო­ებს ხე­ლე­ბი კან­კა­ლით გა­ვუ­ყა­რე და ეზო­ში ჩა­ვე­დი.
ამ სი­ძულ­ვი­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბით მოვ­კა­ლათ­დი მან­ქა­ნის სა­ვარ­ძელ­ზე, თან ბე­ბი­ა­ზე დარ­დი არ მას­ვე­ნებ­და.
მან­ქა­ნა და­იძ­რა.
-სა­ით? თქვენ­თან, შინ? -თა­ვა­ზი­ა­ნად მკითხა.
მის­მა ჯენ­ტ­ლ­მე­ნურ­მა ტონ­მა არ უნ­და მო­მატყუ­ოს. სხვის საქ­მე­ში ეჩ­რე­ბა და თა­ვი დი­დი ვინ­მე ჰგო­ნია! ამ მბრძა­ნებ­ლურ ტონ­საც რომ მი­მაჩ­ვია? ხან­და­ხან ისე მე­ში­ნია, სა­ცო­და­ვად მო­ვი­კუნ­ტე­ბი.
რო­გორც ჩანს, ერ­თა­დერ­თი, რაც ამოძ­რა­ვებს, ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბის სურ­ვი­ლია. ნე­ტავ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა აინ­ტე­რე­სებს თუ ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მელ­თან ასე­თი ცნო­ბის­მოყ­ვა­რეა?
-არა, შინ არა, -მი­ვუ­გე და ჩვე­ნი ძვე­ლი ბი­ნის მი­სა­მარ­თი ვუ­კარ­ნა­ხე. სხვა რა დამ­რ­ჩე­ნო­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი.
რა­ღაც მო­უ­მა­ტა ნი­ნუ­ცა ბე­ბი­ამ გა­რე-გა­რე სი­ა­რულს. ის ძვე­ლი სახ­ლი ეძა­ხის ალ­ბათ, იქა­უ­რო­ბა ენატ­რე­ბა, რო­ცა ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით. რა ქნას საწყალ­მა, იქ ტრი­ა­ლი უნ­და, სა­დაც ერთ დროს ბედ­ნი­ე­რი იყო შვი­ლებ­თან ერ­თად. მო­ხუცს იმ სახ­ლის გარ­და აღა­რა­ფე­რი ახ­სოვს, მხო­ლოდ ისაა ამო­შან­თუ­ლი მის და­ბინ­დულ გო­ნე­ბა­ში. რო­გორც ჩანს, წარ­სუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ძნე­ლად ავიწყ­დე­ბა ადა­მი­ანს, თუნ­დაც სკლე­რო­ზი­ანს. ასე­თი წუ­თე­ბი ალ­ბათ მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით ილე­ქე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.
მთა­ვა­რია, ვი­პო­ვო და მე­რე არ და­ვე­ძებ, ტაქ­სით მი­ვიყ­ვან სახ­ლამ­დე. ოღონდ ჯერ ამ კაცს და­ვაღ­წიო თა­ვი.
რო­გორც კი ძველ ბი­ნას მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, ვთხო­ვე, მან­ქა­ნა გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა.
-დი­დი მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო მირ­ზა, რომ მო­მიყ­ვა­ნეთ. რო­გორც კი გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბი, მა­შინ­ვე დავ­ბ­რუნ­დე­ბი ოფის­ში, დიდ­ხანს არ და­ვაგ­ვი­ა­ნებ, -ვუთხა­რი შეფს და უკან არც მი­მი­ხე­დავს, ისე გა­და­ვე­დი სა­ლო­ნი­დან.
სა­დარ­ბა­ზოს­კენ სირ­ბი­ლით გა­ვე­შუ­რე, ზურ­გ­ზე კი მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლის თვა­ლებს ვგრძნობ­დი. მე­გო­ნა, ჩემს ყო­ველ გა­დად­გ­მულ ნა­ბიჯს ით­ვ­ლი­და.
ბო­ლოს და ბო­ლოს, წა­ვა თუ არა? ჯერ ეზო უნ­და მო­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. გა­ვე­დი უკა­ნა მხა­რეს, თვა­ლი მო­ვავ­ლე. ბე­ბია არ ჩან­და.
რა უნ­და მე­ღო­ნა? კვლავ მან­ქა­ნას­თან მივ­ბ­რუნ­დი, რა­თა კი­დევ ერ­თხელ მეთ­ქ­ვა მად­ლო­ბა და მი­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა, თქვე­ნი მეგ­ზუ­რო­ბა აღარ მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი.
-ესაა თქვე­ნი გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე? -ისე­თი ტო­ნით მკითხა, რომ შევ­ც­ბუნ­დი. -ჩა­ჯე­ქით მან­ქა­ნა­ში! -გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა მიბ­რ­ძა­ნა.
სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვაწ­ნავ­დი სი­ლას. მონ­ს­ტ­რი, ცხრა­თა­ვი­ა­ნი გვე­ლე­შა­პი, ვამ­პი­რი! გა­ცო­ფე­ბას ცო­ტა­ღა მაკ­ლ­და.
მან­ქა­ნა კორ­პუსს გას­ცილ­და. რო­გორც იქ­ნა, მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი და­მიბ­რუნ­და.
-მე ჯერ არ და­მიმ­თავ­რე­ბია საქ­მე, -მის გა­სა­გო­ნად ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე. -თქვენ არ შე­გა­წუ­ხებთ, ტაქ­სის ავიყ­ვან.
-ახ­ლა სა­ით? -თით­ქოს არც გა­უ­გო­ნია, რა ვუთხა­რი, კბი­ლებ­ში გა­მოც­რა.
ამო­ვი­ოხ­რე. ღმერ­თო, რა და­გი­შა­ვე? რა­ტომ მყავს ასე­თი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე უფ­რო­სი? ნამ­დ­ვი­ლი სა­ტან­ჯ­ვე­ლი მო­მივ­ლი­ნა უფალ­მა. სამ­სა­ხუ­რი ხომ დავ­კარ­გე და დავ­კარ­გე, და ეს კა­ციც ვერ მო­ვი­შო­რე თა­ვი­დან. თუმ­ცა ახ­ლა აღა­რა­ფე­რი მა­დარ­დებ­და ნი­ნუ­ცას გარ­და.
-იქ­ნებ ეს კვარ­ტა­ლი შე­მოგ­ვევ­ლო?
-კვარ­ტა­ლი შე­მო­ვი­ა­როთ? ოო, ეს უკ­ვე სა­ინ­ტე­რე­სოაააა.
-იცით, რა... თუ არ შე­გიძ­ლი­ათ, მე...
-რას ბრძა­ნებთ, რას ბრძა­ნებთ. ასეთ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში მარ­ტო რო­გორ დაგ­ტო­ვებთ. მე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ვიზ­რუ­ნო ჩემს თა­ნამ­შ­რომ­ლებ­ზე, -რბი­ლად, მაგ­რამ ოდ­ნავ ირო­ნი­უ­ლი ტო­ნით გა­მო­მე­პა­სუ­ხა.
ამა­სო­ბა­ში ცი­ებცხე­ლე­ბი­ა­ნი­ვით ვა­ცე­ცებ­დი თვა­ლებს აქეთ-იქით, მაგ­რამ ამა­ოდ. ბე­ბია არ­სად იყო. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დით, ისევ უკან, ძველ სახ­ლ­თან დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით.
-კი­დევ ერ­თხელ ხომ არ და­ვარ­ტყათ წრე? -იქედ­ნუ­რად მკითხა.
ასე თუ გა­აგ­რ­ძე­ლებს, ნერ­ვე­ბი მიმ­ტყუ­ნებს და მარ­თ­ლა გა­ვაწ­ნავ სი­ლას, ისე­დაც ძლივს ვი­კა­ვებ თავს.
-თუ შე­იძ­ლე­ბა, ჩემს სახ­ლ­თან მი­მიყ­ვა­ნეთ. შე­გიძ­ლი­ათ? და მე­ტად აღარ შე­გა­წუ­ხებთ, ოღონდ რაც შე­იძ­ლე­ბა ნე­ლი სვლით.
მირ­ზაშ­ვილ­მა გა­ო­ცე­ბუ­ლი მზე­რა მტყორ­ც­ნა.
-რა, მგზავ­რო­ბას ვერ იტანთ? სიჩ­ქა­რი­სას გუ­ლი ხომ არ გე­რე­ვათ?
პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია. მირ­ზა ნე­ლა გა­უყ­ვა ქუ­ჩას, იმ სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სი­ვით, ასე რომ მიშ­ლი­და ყო­ველ დი­ლით ნერ­ვებს.
ჩემს ბი­ნამ­დე მა­ინც მა­ლე მი­ვე­დით.
-გა­ა­ჩე­რეთ, გა­ა­ჩე­რეთ! -შეშ­ლი­ლი­ვით ავ­ტე­ხე ყვი­რი­ლი, რად­გან შო­რი­ახ­ლო ცუხ­ცუ­ხით მი­მა­ვალ ბე­ბი­ას მოვ­კა­რი თვა­ლი. -გა­ა­ჩე­რეთ, მირ­ზა, დი­დი მად­ლო­ბა!
და­კარ­გუ­ლი ბე­ბი­ის ძებ­ნამ ალ­ბათ ტვი­ნი გა­მო­მა­ცა­ლა, თო­რემ ეს "მირ­ზა" რა­ღა იყო? -ვფიქ­რობ­დი გამ­წა­რე­ბუ­ლი და ერ­თი სუ­ლი მქონ­და, სა­ნამ გა­ა­ჩე­რებ­და.
რო­გორც კი მუხ­რუ­ჭებ­მა და­იღ­რ­ჭი­ა­ლა, გად­მოვ­ხ­ტი და თავ­პი­რის­მ­ტ­ვ­რე­ვით გავ­ქან­დი მო­ხუ­ცის­კენ. ბე­ბია იდ­გა და ნე­ტა­რი სა­ხით დაჰ­ყუ­რებ­და ეზო­ში მდგარ ვი­ღა­ცის მო­ტო­ციკ­ლეტს.
-ბე­ბი! -რაც შე­იძ­ლე­ბო­და მშვი­დად და­ვუ­ძა­ხე.
-უი, ანი, შვი­ლო, შე­მო­გევ­ლოს ბე­ბია, -გა­უ­ხარ­და ჩე­მი და­ნახ­ვა, არც კი გა­ო­ცე­ბუ­ლა, თით­ქოს აქ უნ­და შევ­ხ­ვედ­რო­დით ერ­თ­მა­ნეთს, -შე­ხე­დე, რა მშვე­ნი­ე­რია.
-კი, ბე­ბო, კი, გა­და­სა­რე­ვია, -და­ვე­თან­ხ­მე სირ­ბი­ლის­გან აქო­ში­ნე­ბუ­ლი.
ის იყო, უნ­და მეთ­ქ­ვა, მო­დი, სახ­ლ­ში ავი­დეთ-მეთ­ქი, რომ წინ მირ­ზაშ­ვი­ლი ამეს­ვე­ტა.
ღმერ­თო, რით ვერ მო­ვი­ცი­ლე ეს კა­ცი? რა უნ­და, რას დამ­დევს ლან­დი­ვით, ვერ და­ე­ტია თა­ვის მან­ქა­ნა­ში? რა­ღა გზა მაქვს, უნ­და გა­ვაც­ნო ბე­ბია.
-ეს ბე­ბი­ა­ჩე­მია, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნუ­ცა... ეს კი ბა­ტო­ნი მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლია.
მირ­ზაშ­ვი­ლი გა­ლან­ტუ­რო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა იყო -ქალს თა­ვა­ზი­ა­ნად და­უკ­რა თა­ვი, ხე­ლი ჩა­მო­არ­თ­ვა და ისე ეამ­ბო­რა, თით­ქოს ინ­გ­ლი­სის დე­დო­ფა­ლი ყო­ფი­ლი­ყო.
-თქვენ ჩე­მი ანი­კას მე­გო­ბა­რი ხართ? -და­ინ­ტე­რეს­და ბე­ბო.
-ჩვენ ხში­რად ვხვდე­ბით ერ­თ­მა­ნეთს, -კონ­კ­რე­ტულ პა­სუხს თა­ვი აარი­და შეფ­მა.
-ანუ მი­სი საყ­ვა­რე­ლი ხართ? -პა­სუ­ხით უკ­მა­ყო­ფი­ლო ნი­ნუ­ცამ ხმა გა­იმ­კაც­რა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
22.06.2016
ნათია, გმადლობ რომ ხართ ჩვენი მკითხველი. ეს რომანი იბეჭდება ჟურნალ ”გზაში” . ჟურნალი გამოდის ყოველ ხუთშაბათს. შესაბამისად რომანის მომდევნო თავები ”ჟურნალიდან” ქვეყნდება საიტზე.
ნათიას
22.06.2016
უფრო ხშირად რო ატვირთოთ ახალი თავები არ შეიძლება 2 კვირა გვალოდინებთ
ნათია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი