ჯეინ ეარი (XXIII)
font-large font-small
ჯეინ ეარი (XXIII)
თა­ვი ოც­და­მე­სა­მე

ფეხს ფრთხი­ლად ვად­გამდი ქვი­შით მო­ფე­ნი­ლი გზის ნაპ­ირებს, სა­დაც მო­ლი ჭარ­ბობდა, რომ ხმა­ურს არ გამ­ოე­მჟ­ღ­ავ­ნებ­ინა ჩე­მი იქ ყოფ­ნა. ის კვ­ლებს შო­რის იდ­გა, ერ­თი თუ ორი იარ­დის დაშ­ორებით იმ ად­გილიდან, სა­დაც მე უნ­და ჩა­მევლო, და მთე­ლი ყუ­რა­დღ­ებით ისევ ფარ­ვა­ნას აკვ­ირდებ­ოდა. "სრუ­ლი­ად შეუ­მჩნევ­ლად ჩა­ვივ­ლი", გავ­იფიქრე ჩემ­თ­ვის. ხო­ლო, რო­ცა მის ჩრდილ­ზე გა­დავ­ია­რე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ კარ­გად ამ­ოუსვლელი მთვა­რის შუქ­ზე სა­კ­მაოდ დიდ მან­ძილზე დაჰ­ფენ­ოდა გზას, ის არც კი მობ­რუ­ნებ­ულა, ისე, სრუ­ლი­ად წყნა­რად მითხ­რა:
- ჯე­ინ, მო­დით აქ და შე­ხე­დეთ ამ ქმნი­ლე­ბას.
სრუ­ლი­ად უხ­მა­უ­როდ ვმოძ­რა­ობ­დი. ის ზურ­გით იდ­გა და მის თვა­ლებს შეს­წევ­დათ ძა­ლა, შე­ემ­ჩნიათ რაი­მე? შეი­ძლებ­ოდა, რომ მის ჩრდილს ჩე­მი სი­ახ­ლოვე ეგ­რ­ძ­ნო? პირ­ვე­ლად შე­ვკრთი, მაგ­რამ შემ­დეგ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი.
- შე­ხე­დეთ მის ფრთებს, - მითხ­რა მან. - ის ძალ­იან მაგ­ონებს ვეს­ტინდოეთის რო­მელ­იღ­აც მწერს; ადამ­იანი ხში­რად ვერ შეხ­ვდე­ბა ასეთ დიდ­სა და ნა­თელი ფე­რის ღა­მის ფარ­ვა­ნას ინ­გ­ლის­ში. აი, ხე­დავთ? ის უკ­ვე გაფ­რინდა.
პე­პე­ლა გაფ­რინდა. მეც გაუ­ბე­და­ვად უკ­ან­-უკ­ან ვი­წევ­დი, მაგ­რამ მის­ტერ რო­ჩეს­ტერიც თან გამ­ომყვა. რო­დე­საც ჭიშკ­არ­თან მი­ვა­ღწ­იეთ, მან მითხ­რა:
- დაბ­რუნ­დით უკ­ან, ასეთ სა­უცხოო ღა­მეში სირ­ცხ­ვი­ლიც არის შინ ჯდო­მა. დარ­წმუნებული ვარ, არა­ვინ იძი­ნებს იმ დროს, რო­ცა მზის ჩას­ვლა ასე მომ­ხიბ­ლა­ვად ეგე­ბე­ბა მთვა­რის ამ­ოსვლას.
ჩე­მი ერ­თ-ერ­თი ნა­კლი ის არის, რომ ხან­და­ხან თუ მე­ტად აზ­რია­ნად ვლა­პა­რა­კობ, ხან არის წუ­თე­ბი, რო­დე­საც მთლია­ნად ვიბ­ნე­ვი. ეს კი ყო­ველ­თ­ვის გა­დამ­წყვეტ წუ­თებ­ში ხდე­ბა, რო­დე­საც შე­სა­ფერისი სიტყ­ვა, მო­ხერ­ხებული სა­ბაბი გან­სა­კუ­თრებით საჭ­იროა სა­ვა­ლალო და დაბ­ნეული მდგო­მა­რეო­ბიდან თა­ვის და­სა­ღ­წე­ვად. მე თვი­თონ არ მომ­წონ­და ასეთ დროს მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან სეი­რნობა ჩაბ­ნე­ლებულ ბა­ღში, მაგ­რამ ვერ შევ­ძელი რა­მე მი­ზე­ზი მო­მე­ნა­ხა და და­მემ­ტკი­ცებ­ინა, რომ ჩე­მი წას­ვლა აუ­ცილე­ბელი იყო. გაუ­ბე­და­ვად მივ­ყ­ვე­ბო­დი; მხო­ლოდ იმის ფიქ­რით ვი­ყა­ვი გარ­თუ­ლი, რო­გორ­მე რა­მე მი­ზე­ზი გამ­ომე­ნა­ხა და თა­ვი და­მე­ღწ­ია; ის კი იმ­დე­ნად მშვი­დი და თავ­და­ჭერილი ჩან­და, მრცხვენ­ოდა კი­დეც, ოდ­ნა­ვი ძრწო­ლაც კი მეგ­რ­ძ­ნო მის გვერ­დით. თუ ყო­ველ­ივე ამა­ში რა­მე ცუ­დი იყო, ამას მხო­ლოდ მე ვფიქ­რობ­დი. მან ამის შე­სა­ხებ არა­ფერი იცო­და და დამ­შვიდებულიც იყო.
- ჯე­ინ, - წა­მო­იწყო მან, რო­გორც კი დაფ­ნის ხეი­ვანში შე­ვედით და ნე­ლა გა­ვე­მარ­თეთ წაქ­ცეული ღო­ბისა და წაბ­ლის ხისკ­ენ, - ზაფხუ­ლო­ბით თორ­ნ­ფილ­დი სას­იამოვნო ად­გილია, არა?
- დი­ახ, სერ, ძალ­იან სას­იამოვნო.
- თქვენ, ალ­ბათ, ასე თუ ისე, მი­ეჩ­ვიეთ ამ სახლს, არა? გან­სა­კუ­თრებით თქვენ, რო­მელ­საც ასე გხიბ­ლავთ ბუ­ნე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი სი­ლა­მა­ზე და ასე­თი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი გა­გაჩ­ნიათ.
- დი­ახ, მე მარ­თლაც ძალ­იან შე­ვეჩ­ვიე მას.
- თუმ­ცა, ვერ გამ­იგია, რო­გორ მოხ­და, მაგ­რამ დარ­წმუნებული ვარ, თქვენ ძალ­იან კარ­გად შე­ეთ­ვისეთ ამ პა­წაწ­ინა თავ­ქარ­იან ბავშვს, ადელს, და ამ გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო ქალ­ბატონ ფე­იერ­ფექსს.
- დი­ახ, სერ, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა­ნაი­რად, მაგ­რამ მე მა­ინც ორი­ვე შემ­იყვარ­და.
- მათ­თან გან­შორე­ბა, ალ­ბათ, ძალ­იან შე­გაწ­უხებთ, არა?
- დი­ახ.
- სამ­წუხარ­ოა! - თქვა მან, ამ­ოიოხრა და ცო­ტა ხანს შე­ჩერ­და. - შემ­თხვევ­ითობას სწო­რედ ეს გზა აუ­რჩევ­ია ამ ცხოვ­რე­ბაში, - გა­ნაგრძო შემ­დეგ: - ვერ მო­ას­წრებ, მო­ეწყო რო­მელ­იმე სას­იამოვნო და მყუდ­რო ად­გილას, რომ რა­ღ­აც ხმა გიხ­მობს და გიბ­რ­ძა­ნებს, ად­გე და სხვა მი­მარ­თულებით გა­ემ­გზავრო, რად­გან დას­ვე­ნების სა­ა­თები უკ­ვე დამ­თავ­რებ­ულია.
- უნ­და გა­ვემ­გზავრო უკ­ვე, სერ? - შე­ვე­კი­თხე მე. - თორ­ნ­ფილ­დი უნ­და დავ­ტო­ვო?
- მგო­ნია, ასე უნ­და მო­იქ­ცეთ, ჯე­ინ. ძალ­იან ვწუხ­ვარ, მაგ­რამ, ჩანს, უნ­და წახ­ვიდეთ.
ეს ამ­ბავი თავ­ზარ­დამ­ცემი აღმ­ოჩნდა ჩემ­თ­ვის, მაგ­რამ ვცა­დე, სუ­ლით არ დავ­ცემ­ულიყავი.
- კე­თი­ლი, სერ, მე მზად ვიქ­ნე­ბი, რო­გორც კი წას­ვ­ლის ბრძა­ნე­ბას მი­ვიღ­ებ თქვენ­გან.
- ბრძა­ნე­ბა გა­ცემ­ულია. მე ის თქვენ ამა­ღ­ამ უნ­და გამ­ოგიცხადოთ.
- თქვენ, ალ­ბათ, სა­ქორ­წი­ნოდ ემ­ზა­დებით, სერ?
- რა­სა­კვ­ირველ­ია, სწო­რედ ასე­ა. აი, თქვენ­თ­ვის და­მა­ხას­ია­თე­ბელი შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელობით ად­ვილად ჩას­წ­ვ­დით სი­ნამ­დ­ვი­ლის დე­და­არსს.
- ეს მა­ლე მოხ­დე­ბა, სერ?
- ძალ­იან მა­ლე, ჩე­მო... ოჰ, თუმ­ცა, მის ეარ, თქვენ გეხ­სომე­ბათ, ჯე­ინ... პირ­ვე­ლად, არ მახ­სოვს, მე გითხა­რით თუ მით­ქ­მა-მოთ­ქ­მით შეი­ტყვეთ, რომ უკ­ვე ჭარ­მაგ­ობაში შე­სუ­ლი მარ­ტოხე­ლა მა­მა­კ­აცის ცხოვ­რე­ბა მომ­წყინ­და და ქორ­წი­ნე­ბის წმინ­და მარ­ყუჟში მინ­დო­და გა­მეყო თა­ვი, ე.ი. უნ­და შევ­დ­გო­მო­დი ნე­ტარ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას, გულ­ზე მი­მე­კ­რა მის ინ­გ­რე­მი. მოკ­ლედ, რომ ვთქვა, ის მე­ტად დი­დია, ძნე­ლად ხელ­შემ­ოსაწვდომი; მაგ­რამ ამას თა­ვი და­ვა­ნებოთ: ყვე­ლას არ შეუ­ძლია იტ­ვირ­თოს ისე­თი ჩი­ნე­ბუ­ლი ნივ­თის სიმ­ძი­მე, რო­გო­რიც ჩე­მი მშვენ­იერი ბლან­შია! დი­ახ, იმას გეუ­ბნებოდით: მის­მი­ნეთ, ჯე­ინ! - თა­ვი იმი­ტომ ხომ არ მი­იბ­რუ­ნეთ გვერ­დზე, რომ ბა­ლა­ხებში სხვა ფარ­ვა­ნები მო­ძებ­ნოთ, გა­ნა, ასე არ არის? ეს მხო­ლოდ ჭია­მა­ია იყო, ბავ­შ­ვო, და სახ­ლისკ­ენ გაფ­რინდა. მინ­და, მო­გა­გო­ნოთ: გა­ნა, თქვენ არ იყა­ვით პირ­ვე­ლი, ვინც მთე­ლი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით, რა­საც ასე დი­დად ვა­ფა­სებ თქვენ­ში, შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელობით, კეთ­ილგონიე­რებ­ითა და თავ­მდაბლობით, რო­მე­ლიც თქვენს სა­პას­უხისმგებლო, მაგ­რამ დამ­ოკი­დებულ მდგო­მა­რეო­ბას ასე კარ­გად შე­ე­ფე­რე­ბა, გა­მაფ­რთხილეთ, რომ იმ შემ­თხვე­ვაში, თუ მე მის ინ­გ­რემს შევ­ირთავდი, ორი­ვე, თქვენ­ცა და პა­ტა­რა ადე­ლიც, დაუ­ყოვნებლივ უნ­და გარ­იდებოდით აქაუ­რობას.
ყუ­რა­დღ­ე­ბას არ ვაქ­ცევ იმ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო შეუ­რაც­ხყოფას, რო­მე­ლიც თქვენ თქვე­ნი წი­ნა­და­დებით მია­ყე­ნეთ ჩე­მი სატ­რ­ფოს პი­რად თვი­სე­ბებს; მაგ­რამ, რო­დე­საც შორს იქ­ნე­ბით, ჯე­ინ, შე­ვეც­დები, და­ვი­ვიწყო ყო­ველ­ივე. მე მხო­ლოდ თქვე­ნი წი­ნა­და­დების სიბ­რ­ძ­ნე არ და­მავ­იწყდე­ბა. ის ისეთ­ია, რომ ჩე­მი მოქ­მე­დების კან­ონად ვაქ­ციე. ადე­ლი სკო­ლაში უნ­და წავ­იდეს, თქვენ კი, მის ეარ, უნ­და მო­ნა­ხოთ სად­მე ახა­ლი სამ­უშაო ად­გი­ლი.
- დი­ახ, სერ. ახ­ლა­ვე შევ­იტან გან­ცხა­დე­ბას. მა­ნამ­დე კი ვფიქ­რობ... - ის იყო ვაპ­ირებდი მეთ­ქვა, ვფიქ­რობ, ნე­ბას მომ­ცემთ აქ­ვე დავ­რჩე, ვიდ­რე ვი­შო­ვი თავ­შე­სა­ფარს, რომ გა­ვემ­გზავ­რო-მეთ­ქი, მაგ­რამ შევ­ჩერდი. ვგრძნობ­დი, ძალ­იან გამ­იძნელ­დებ­ოდა ამ სიგ­რ­ძე წი­ნა­და­დების წარ­მოთქმა, რად­გან ხმა აღ­არ მემ­ორჩილებ­ოდა.
- და­ახ­ლოებით ერთ თვე­ში დავ­იწერ ჯვარს, - გა­ნაგრძო მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა. - ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში კი მე თვი­თონ გამ­ოგინა­ხავთ რო­გორც სამ­უშაოს, ისე თავ­შე­სა­ფარს.
- დი­დად გმად­ლობთ, სერ, ვწუხ­ვარ, რომ ეს­ოდენ ჯა­ფას გა­ყე­ნებთ...
- ოჰ, ბო­დი­შის მოხ­და არ არის სა­ჭი­რო. ვფიქ­რობ, რო­დე­საც დაქ­ირა­ვებული პი­რი თა­ვის მო­ვა­ლეო­ბას ისე ას­რულებს, რო­გორც თქვენ, მას უფ­ლე­ბა აქვს, თა­ვი­სი პატ­რონისგან მო­ითხო­ვოს ცო­ტაო­დენი დახ­მა­რე­ბა, მით უფ­რო, თუ პატ­რონს თავ­ისუფლად შეუ­ძლია სა­მაგ­იერო მი­უზღოს. ჩე­მი სას­იდედ­როსგან შევ­იტყვე ერ­თი ად­გი­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თქვენ შე­გე­ფე­რე­ბათ. თქვენ აღ­საზ­რდე­ლად უნ­და აი­ყვანოთ მი­სის დი­ო­ნა­ი­სი­უს ოკ­გო­ლის ხუ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, ბი­ტერ­ნატ-ლოჯ­ში, ირ­ლან­დიაში, კო­ნოტ­ში. თქვენ მო­გეწ­ონე­ბათ ირ­ლან­დია. რო­გორც გად­მომცეს, იქ ძალ­იან გულ­თ­ბი­ლი ხალ­ხი ყო­ფი­ლა.
- იქამ­დე ძალ­იან დი­დი მან­ძილია, სერ.
- რა უშავს. თქვენ­ნაირი გო­ნი­ე­რი გო­გო­ნა არც ზღვით მოგ­ზაუ­რობისა და არც მან­ძი­ლის წი­ნა­ა­ღმ­დეგი არ იქ­ნე­ბა.
- არა, ზღვით მოგ­ზა­უ­რო­ბის წი­ნა­ა­ღმ­დეგი არა ვარ, მაგ­რამ მან­ძი­ლი? და მე­რე... ზღ­ვა ხომ ზღუ­დედ აღი­მარ­თე­ბა.
- მე­რე და, ის რას გაშ­ორებს, ჯე­ინ?
- ინ­გ­ლისს და თორ­ნ­ფილდს და კი­დევ...
- კე­თი­ლი. კი­დევ?
- თქვენს თავს, სერ.
ეს სიტყ­ვე­ბი ჩემ­და უნებ­ურად წამ­ოვიძა­ხე, თით­ქ­მის ან­გარ­იშმიუცემ­ლად. ცრემ­ლებ­მა ღა­პა­ღუპით იწყეს თვალ­თა­გან დე­ნა. ჩუ­მად ვტი­რო­დი და ქვი­თინს ვერ­იდებოდი. მი­სის ოკგ­ოლსა და ბი­ტერ­ნატ­-ლოჯ­ზე ფიქ­რი, ყი­ნუ­ლის ისა­რი­ვით მეს­ობოდა გულ­ში. უფ­რო მწა­რე კი აქა­ფებული ზღვის ტა­ლღ­ების წარ­მოდგე­ნა იყო, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ჩანს, ბედ­ისწერის სურ­ვი­ლით აბ­ობოქრებული ჩემ­სა და იმ ადამ­იანს შუა უნ­და ჩამ­დგარიყო, ვის გვერ­დითაც ახ­ლა მივ­დი­ო­დი. ისე­დაც თით­ქ­მის გა­დაუ­ლა­ხავ ბარ­იე­რად მი­მაჩ­ნდა ოკ­ე­ა­ნე­სავით ფარ­თოდ გაშ­ლი­ლი მი­სი სიმ­დიდ­რე, მთე­ლი მი­სი კლა­სის უპი­რა­ტეს­ობა და მა­თი ზნე-­ჩვეუ­ლე­ბები, რომ­ლე­ბიც ზღუ­დე­სავით აღ­მართულიყო ჩემ­სა და ყო­ველ­ივე იმას შო­რის, რაც ასე ბუ­ნებ­რივად და დაუ­ძლე­ველი ძა­ლით მიყ­ვარ­და.
- ძალ­იან შორს არის, - კვ­ლავ ვუთხა­რი მე.
- დი­ახ, შორს არის. მარ­თლაც, რო­დე­საც თქვენ ბი­ტერ­ნატ-ლოჯ­ში, კო­ნოტ­ში, ირ­ლან­დიაში გა­ემ­გზავ­რებით, ვე­ღ­ა­რას­ოდეს გნა­ხავთ, ჯე­ინ. სრუ­ლი­ად დარ­წმუნებულიც ვარ, არას­ოდეს მო­მიხ­დე­ბა ირ­ლან­დიაში წას­ვლა, რად­გან ეს ქვე­ყა­ნა არ­ც­თუ ძალ­იან ხიბ­ლავ­და ჩემს ოც­ნე­ბას. ჩვენ ხომ კარ­გი მეგ­ობრები ვი­ყა­ვით აქ, ჯე­ინ, არა?
- დი­ახ, სერ.
- ხო­ლო, თუ მეგ­ობრები გან­შორების წი­ნა­დღ­ეს ერ­თმა­ნეთს ხვდებ­იან, მგო­ნია, მათ ყო­ველ­თ­ვის სურთ, ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს გა­ა­ტარონ მცი­რეო­დენი დრო, რაც ერ­თად ყოფ­ნის­თ­ვის დარ­ჩენ­იათ. მო­დი, სა­ნამ ცა­ზე ვარ­სკვ­ლა­ვები აკ­იაფ­დებ­იან, თუნ­დაც ნა­ხე­ვარი სა­ათის გან­მავ­ლობაში, ერ­თად, მშვი­დად მო­ვი­ლა­პა­რა­კოთ შე­ნი შო­რე­უ­ლი ზღვით მოგ­ზაუ­რობისა და ჩვე­ნი გან­შორების შე­სა­ხებ. აი, წაბ­ლის ხე, სკ­ამიც აქ­ვე დგას, მის ძველ ფეს­ვებ­ზე, და აქ სრულ სიმ­შ­ვი­დე­ში გა­ვა­ტა­რებთ სა­ღ­ამოს. ვი­ცი, ამ­იერ­იდან ჩვენ არას­ოდეს გვი­წერ­ია აქ ერ­თად ჯდო­მა.
დამ­სვა და თვი­თო­ნაც ჩამ­ოჯდა.
- ირ­ლან­დიამ­დე ძალ­იან შო­რია, ჯე­ნიტ. ვწუხ­ვარ, რომ ჩემს პა­ტა­რა მეგ­ობარს სამ­ოგზაუროდ ასე დიდ­სა და მომ­ქან­ცველ გზა­ზე ვგზავ­ნი. მაგ­რამ, თუ სხვა, უკ­ე­თესი ვე­რა­ფერი ვი­ღო­ნე, რა უნ­და ვქნა? თქვენ რაი­მე ნა­თე­საურს გრძნობთ ჩემ­დამი, ჯე­ინ, თუ არა?
გუ­ლი ისე მქონ­და ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი, რომ პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ შე­მეძლო.
- იმი­ტომ რომ, - თქვა მან, - ხან­და­ხან უც­ნა­უ­რი გრძნო­ბა მეუ­ფლე­ბა თქვენ­დამი. გან­სა­კუ­თრებით მა­შინ, რო­დე­საც, აი, ასე ახ­ლოს ხართ ჩემ­თან, რო­გორც ახ­ლა. თით­ქოს რაი­მე სი­მი მქონ­დეს სა­დღ­აც, მკ­ერ­დქვეშ, გამ­ოუხსნე­ლად გა­და­კ­ვანძული და ჩახ­ლართული იმ სიმ­თან, რო­მე­ლიც მკ­ერ­დქვეშ თქვე­ნი პა­წაწ­ინა სხე­უ­ლის სწო­რედ იმა­ვე ად­გილას თრთის. და, თუ ეს აბ­ობოქრებული სრუ­ტე, ორა­სი თუ მე­ტი მი­ლი, ასე ფარ­თო ზღუ­დედ აღი­მარ­თა ჩვენ შო­რის, ვში­შობ, ის შე­მა­ერ­თე­ბელი სი­მიც გაწ­ყდე­ბა. ახ­ლა­ვე მაფ­ორია­ქებს ის აზ­რი, რომ ჩე­მი გუ­ლი სის­ხ­ლის­გან დაი­ცლე­ბა, ხო­ლო რაც შე­გე­ხე­ბათ თქვენ, ვი­ცი, დამ­ივიწყებთ.
- თქვენ მე არას­ოდეს დაგ­ივიწყებთ, სერ. თქვენ ეს იცით.
არა, მე აღ­არ შე­მეძლო სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა.
- ჯე­ინ, გეს­მით, რო­გორ უს­ტ­ვენს ბულ­ბუ­ლი ტყე­ში? აბა, ყუ­რი დაუ­გდეთ!
ვუს­მენ­დი, ვქვი­თი­ნებ­დი და კრ­უნჩხვა მე­მარ­თებ­ოდა. მინ­დო­და, რო­გორ­მე ჩა­მეხშო მოზღ­ვა­ვებული გრძნო­ბა, ჩემს თავს გავ­მკ­ლა­ვებოდი, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, მათ დავ­მორჩილებოდი. აუ­ტა­ნელი მწუ­ხა­რებით მთე­ლი სხე­უ­ლი მიკ­ა­ნკ­ა­ლებ­და. რო­დე­საც ლა­პა­რა­კი დავ­იწყე, მხო­ლოდ ის მსურ­და მეთ­ქვა გულ­წ­რ­ფე­ლად, ნე­ტა, არას­ოდეს დავ­ბა­დებ­ულიყავი და არც თორ­ნ­ფილ­დი მეხ­ილა-­მეთქი.
- ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მას­თან გან­შორე­ბა ასე გიძ­ნელ­დე­ბათ?
მწუ­ხა­რებ­ითა და სიყ­ვა­რუ­ლით გამ­ოწვეუ­ლმა დიდ­მა მღ­ელ­ვა­რე­ბამ მთლია­ნად შებ­ოჭა ჩე­მი არ­სე­ბა, მთე­ლი ძა­ლით გაი­ბრძოლა და სცა­და, სხვა გრძნო­ბებ­ზე გა­ბატ­ონებულიყო; ეც­ოცხლა, გა­ე­მარ­ჯვა, გა­ნახ­ლებულიყო და დი­ახ, გა­ნეც­ხა­დებ­ინა კი­დეც:
- დი­ახ, ძალ­იან ვწუხ­ვარ და მიმ­ძიმს თორ­ნ­ფილ­დი­დან წას­ვლა. მე მიყ­ვარს ის იმი­ტომ, რომ აქ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ხან­და­ხან მა­ინც ვცხოვ­რობ­დი ბედ­ნიერი და მხი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბით. აქ მე ფეხ­ქვეშ არა­ვის გავ­უთელ­ივარ, არც უგ­რ­ძ­ნობ­ლად მომ­ქ­ცევ­ია ვინ­მე. არა­ვის დავ­უმდაბ­ლებ­ივარ უბე­დურ ადამ­იან­თა დო­ნემ­დე, არა­ვის გამ­ოურიცხივარ ადამ­იან­თა იმ ბრწყინ­ვა­ლე ფერ­ხულიდან, სა­დაც სი­ნათ­ლე, მჩქე­ფა­რე ცხოვ­რე­ბა და მა­ღ­ალი იდე­ა­ლებ­ია. პი­რის­პირ ვე­საუ­ბრებოდი ადამ­იანს, ვი­საც ვთვლი­დი მო­წი­წე­ბის ღი­რსად, ვი­სი არაჩ­ვეუ­ლებრივი, ძლი­ე­რი და დი­დი გო­ნე­ბით აღ­ტა­ცებული ვი­ყა­ვი. მე თქვენ უკ­ვე კარ­გად გიც­ნობთ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, და ში­ში­თა და მწუ­ხა­რებით მავ­სებს ის ფიქ­რი, რომ სამ­უდამოდ უნ­და დაგ­შორდეთ. გან­შორების აუ­ცილებ­ლობას ვხე­დავ და ეს კი ჩემ­თ­ვის სიკვ­დილზე უფ­რო მძი­მე­ა.
- სად ხე­დავთ მე­რე ასეთ აუ­ცილებ­ლობას? - მკი­თხა მან უცებ.
- სად? ეს სა­კითხი ხომ თქვენ წამ­ოჭერით ჩემ წი­ნა­შე, სერ.
- რა მი­ზე­ზით, ვის გა­მო?
- თქვე­ნი მშვენ­იერი სა­ცო­ლის, მის ინ­გ­რე­მის გა­მო.
- ჩე­მი საც­ოლე! რო­მე­ლი საც­ოლე! მე არ მყავს საც­ოლე!
- მაგ­რამ გეყ­ოლე­ბათ.
- დი­ახ, მეყ­ოლე­ბა, მეყ­ოლე­ბა!
მან კბი­ლი კბილს და­აჭ­ირა.
- მა­შინ მე უნ­და წავ­იდე აქე­დან. თქვენ ეს თვი­თონ­ვე მითხა­რით.
- არა, თქვენ უნ­და დარ­ჩეთ! ვფი­ცავ და ეს ფი­ცი აღს­რულდე­ბა კი­დეც.
- მე კი გეუ­ბნებით, რომ უნ­და წავ­იდე, - ვუ­პას­უხე რა­ღ­აც საო­ცარი მღ­ელ­ვა­რებით. - ნუ­თუ, თქვენ ფიქ­რობთ, რომ შემ­იძლია დარ­ჩე­ნა? მე ხომ არა­რაო­ბად ვიქ­ცე­ვი მა­შინ თქვენს თვალ­ში? თუ იმას ფიქ­რობთ, რომ შეუ­გნებ­ლად ვმოქ­მე­დებ, რა­ღ­აც უგ­რ­ძ­ნო­ბე­ლი მან­ქა­ნა ვარ და შემ­იძლია ავ­იტანო ისიც, თუ რო­გორ წამ­გლე­ჯენ პი­რი­დან ერთ ლუკ­მა პურ­სა და ერთ ყლუპ სა­არ­სებო წყალს? რად­გან ღა­რი­ბი, და­ბალი წარ­მომავლობის, სრუ­ლი­ად უბ­რა­ლო და შეუ­ხე­დავი ვარ, ალ­ბათ, გგო­ნი­ათ, გრძნო­ბა და გუ­ლი არ გა­მაჩ­ნია. თქვენ ცდე­ბით! მეც ისეთ­ივე სუ­ლი მაქვს და ისეთ­ივე გრძნო­ბე­ბით სავ­სე გუ­ლი, რო­გო­რიც თქვენ. ღმერთს რომ ცო­ტაო­დენი სი­ლა­მაზ­ითა და დი­დი სიმ­დიდ­რით და­ვეჯ­ილდოებ­ინე, თქვენც ისე­ვე გაგ­იძნელ­დებ­ოდათ ახ­ლა ჩემ­თან გან­შორე­ბა, რო­გორც მე მიმ­ძიმს თქვე­ნი... თქვენ მე არ გე­საუ­ბრებით ახ­ლა პი­რო­ბი­თად დად­გენილი ზნე-­ჩვეუ­ლე­ბებ­ისა და ადათ­-წე­სების მი­ხედ­ვით, არც - რო­გორც მი­წი­ერ ქმნი­ლე­ბას. ჩე­მი სუ­ლი ესაუ­ბრე­ბა თქვენს სულს, თით­ქოს მათ ორი­ვემ ჩა­ია­რეს სა­მარის კარ­თან და ახ­ლა ღვთის ფერ­ხ­თით დგა­ნან თა­ნასწორნი, რო­გორ­ნიც სი­ნამ­დვილეში არ­იან.
- რო­გორ­ნიც სი­ნამ­დვილეში ვართ! - გაი­მეო­რა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა, - სწო­რია, - დაუ­მა­ტა მან და ორი­ვე ხე­ლი მომ­ხ­ვია, გულ­ზე მი­მიკ­რა და ჩემს ბა­გეს და­ე­წა­ფა. - სწო­რია, ჯე­ინ!
- დი­ახ, სწო­რია, სერ, - ვუ­პას­უხე მე, - თუმ­ცა, სულ ასეც არ არის. იმი­ტომ, რომ თქვენ ცო­ლი­ა­ნი ხართ ან, სუ­ლერ­თია, მა­ლე იქ­ნე­ბით. მაგ­რამ თქვენ ხომ თქვე­ნი ბე­დი სრუ­ლი­ად შეუ­ფე­რე­ბელ არ­სე­ბას და­უკ­ავ­შირეთ, რომ­ლის მი­მართ არავ­ითარი გრძნო­ბა არ გა­გაჩ­ნიათ და ვერც იმას ვირ­წ­მუ­ნებ, რომ ნამ­დვილად გიყ­ვარ­დეთ. მე ხომ ჩე­მი თვა­ლით დავ­ინა­ხე და გავ­იგონე კი­დეც, რო­გორ დას­ცი­ნო­დით მას. მე ზიზღს მომ­გ­ვ­რი­და ასე­თი ურ­თი­ერ­თობა. ამის გა­მო თქვენ­ზე ბევ­რით უკ­ე­თესი ვარ! გა­მიშ­ვით!
- სად, ჯე­ინ, ირ­ლან­დიაში?
- დი­ახ, ირ­ლან­დიაში. მე ჩე­მი აზ­რი გითხა­რით და ახ­ლა ყველ­გან შემ­იძლია წას­ვლა.
- ჯე­ინ, იყუ­ჩეთ; ნუ მებ­რ­ძ­ვით, რო­გორც გა­რეული, გაგ­ულისებული ფრინ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ასე­თი გა­აფ­თრების დროს მხო­ლოდ სა­კუ­თარ ბუმ­ბულს კარ­გავს.
- მე ფრინ­ვე­ლი არა ვარ და ვე­რავ­ითარი გალ­ია ვერ დამ­იჭერს. მე თავ­ისუფალი ქმნი­ლე­ბა ვარ, სრუ­ლი­ად დამ­ოუკი­დე­ბელი სურ­ვი­ლი­სა და უფ­ლე­ბების მქო­ნე, და ეს მაი­ძულებს, რომ დაგ­ტო­ვოთ.
ერ­თხელ კი­დევ გავ­იბრძოლე, გავ­თავისუფლდი და წელ­ში გა­მართული მის წინ დავ­დექი.
- დი­ახ, სწო­რედ თქვე­ნი თავ­ისუფლების მოყ­ვა­რუ­ლი სუ­ლი გა­დაწ­ყვეტს თქვენს ბედს, - მითხ­რა მან. - მე გთა­ვაზობთ თქვენ ჩემს ხელს, ჩემს გულს და, რაც გა­მაჩ­ნია, მთე­ლი იმ ქო­ნე­ბის ნა­წილს.
- თქვენ ხუმ­რობთ, მე კი, უბ­რა­ლოდ, დავ­ცი­ნი ასეთ საქ­ციელს.
- გთხოვთ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლობაში ჩემ გვერ­დით იყოთ, გახ­დეთ ჩე­მი მე­უღ­ლე და ამ­ქვეყ­ნად უახ­ლოესი მეგ­ობარი.
- თქვენ ასე­თი ბე­დი უკ­ვე აი­რჩიეთ და მას უერ­თგულეთ.
- ჯე­ინ, ნუ­რა­ფერს მეტყ­ვით რამ­დენ­იმე წუთს, თქვენ ძალ­იან ღე­ლავთ და მეც გავ­ჩუმდები.
ნი­ავ­მა დაფ­ნის ბუჩ­ქე­ბის ხეი­ვანს ჩამ­ოუქროლა და წაბ­ლის ხის რტო­ებს შო­რის ფოთ­ლე­ბი ააშ­რია­ლა; მე­რე სა­დღ­აც შორს, ძალ­იან შორს გა­და­იკ­არ­გა და იქ გაქ­რა. ღა­მის მყუდ­როე­ბაში მხო­ლოდ ბულ­ბუ­ლის გალ­ობაღა ის­მო­და. ვუს­მენ­დი მას და ისევ უხ­მოდ ვტი­რო­დი. რო­ჩეს­ტერი კი ჩუ­მად იჯ­და, დაფ­იქრებული, ალერ­სია­ნად შემ­ომყურებ­და. გავ­იდა რამ­დენ­იმე წუ­თი, სა­ნამ და­მე­ლა­პა­რა­კ­ებ­ოდა, და ბო­ლოს მითხ­რა:
- მო­მი­ახ­ლოვ­დი, ჩემ გვერ­დით და­ჯექი, ჯე­ინ, და, მო­დი, ერ­თმა­ნეთს ავ­უხსნათ და გა­ვა­გებინოთ ერ­თმა­ნეთის სურ­ვი­ლი.
- მე აღ­ა­რას­ოდეს მო­ვალ თქვენ­თან ახ­ლოს. სა­კ­მაოდ ვე­წა­მე და დაბ­რუნე­ბა აღ­არ შემ­იძლია.
- მაგ­რამ, ჯე­ინ, მე გე­ძახით ახ­ლა, რო­გორც ჩემს მე­უღ­ლეს. ეს მხო­ლოდ თქვე­ნა ხართ, ვის­ზე­დაც ვაპ­ირებდი დაქ­ორწინე­ბას.
ვდუმ­დი და ვფიქ­რობ­დი, რომ ის მე ამით მა­ღი­ზია­ნებ­და.
- მო­დი, ჯე­ინ! მო­დი აქ!
- თქვე­ნი საც­ოლე დგას ჩვენ შო­რის.
ის წამ­ოდგა, ერ­თი ნა­ბი­ჯი გად­მოდგა და ჩემ­თან გაჩ­ნდა. - აი, ჩე­მი საც­ოლე, - მითხ­რა მან და კვ­ლავ გულ­ზე მი­მიკ­რა. - ეს არის ჩე­მი თა­ნასწორიც და ჩე­მი რჩე­უ­ლიც. ჯე­ინ, გამ­ომყვებით ცო­ლად?
მე ისევ ვდუმ­დი და ვცდი­ლობ­დი, მი­სი ძლი­ე­რი ხე­ლებ­იდან თა­ვი გა­მე­თავ­ისუფლებ­ინა, რად­გან ჯერ კი­დევ არ ვენ­დო­ბო­დი.
- არ მენ­დო­ბით, ჯე­ინ?
- რა თქმა უნ­და.
- ალ­ბათ, არავ­ითარი რწმე­ნა არ გა­გაჩ­ნიათ ჩემ­დამი?
- სრუ­ლებ­ითაც არა.
- ნუ­თუ ასე­თი მაც­დუ­რი ვჩან­ვარ თქვენს თვალ­ში? - იკი­თხა აღ­ელ­ვებ­ულმა. - პა­ტა­რა სკ­ეპ­ტიკოსო, თქვენ მე უნ­და მერ­წ­მუ­ნოთ. რა სიყ­ვა­რუ­ლი მა­კ­ავ­შირებს მის ინ­გ­რემ­თან? არავ­ითარი. ეს თქვენ კარ­გად იცით. ან მას თუ ვუყ­ვარ­ვარ? რა­სა­კვ­ირველ­ია, არა. ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად დი­დი წვა­ლე­ბაც არ დამ­ჭირვებ­ია. რამ­დენ­იმე ხნის წი­ნათ ხმა გა­ვავ­რცე­ლე, თით­ქოს ჩე­მი შემ­ოსა­ვალი სამ­ჯერ უფ­რო ნა­კ­ლებ­ია, ვიდ­რე სი­ნამ­დვილეში. მინ­დო­და, ამ ხმას მის ყუ­რამ­დე მიე­ღწ­ია; ამის შემ­დეგ მა­თი ოჯა­ხი ვი­ნახ­ულე, მინ­დო­და გა­მეგო, რა შთა­ბეჭ­დილე­ბას მო­ახ­დენ­და ეს ამ­ბავი მას­ზე. რო­გორც შვი­ლი, ისე დე­და ძალ­იან ცი­ვად შემ­ხვდნენ. მე ვერ შევ­ირთავ და არც შე­მეძლო შე­მერთო მის ინ­გ­რე­მი. თქვენ კი, არაჩ­ვეუ­ლებრივო, თით­ქ­მის არა­ამ­ქვეყნიურო არ­სე­ბავ, ჩემს თავ­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხართ. თქვენ კი, ღა­ტა­კო, მდა­ბიო, თვალ­ტა­ნად­ობას მოკ­ლებულო და სრუ­ლი­ად უბ­რა­ლო ქმნი­ლე­ბავ, გე­ვედ­რებით, ჩე­მი მე­უღ­ლე გახ­დეთ.
- რო­გორ, მე! - წამ­ოვიძა­ხე და თით­ქოს უკ­ვე მჯერ­ოდა მი­სი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბის. გან­სა­კუ­თრებით, მი­სი სი­თა­მა­მე მარ­წმუნებ­და მის სიწ­რ­ფე­ლეში. - მე, რო­მელ­საც ერ­თი მეგ­ობარიც კი არ გა­მაჩ­ნია ამ­ქვეყ­ნად, თქვენ გარ­და - თუ თქვენ ჩე­მი მეგ­ობარი ხართ ნამ­დვილად - და არ მა­ბად­ია არც ერ­თი გრო­ში, გარ­და იმ თან­ხისა, რა­საც თქვენ მიხ­დით?
- დი­ახ, თქვენ, ჯე­ინ, თქვენ უნ­და გახ­დეთ ჩე­მი, მხო­ლოდ ჩე­მი. მითხა­რით, გახ­დებით ჩე­მი მე­უღ­ლე? თქვით: დი­ახ, რაც შეი­ძლე­ბა ჩქა­რა.
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, ნე­ბა მო­მე­ცით, თვა­ლებში ჩაგ­ხედოთ, სა­ხე­ზე და­გა­კვ­ირდეთ, მოტ­რი­ალ­დით, თუ შეი­ძლე­ბა, მთვა­რის სი­ნათ­ლისკ­ენ.
- რა­ტომ?
- იმი­ტომ რომ თქვე­ნი სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბამ მამ­ც­ნოს სი­მარ­თლე. მოტ­რი­ალ­დით!
- აი, ინე­ბეთ, ჯე­ინ, მას­ზე ახ­ლა გაც­ილებით ძნე­ლად ამ­ოიკი­თხავთ რა­მეს, ვიდ­რე დაჭ­მუჭ­ნილ, დაფ­ხაჭნილ ფურ­ცელ­ზე. წა­იკი­თხეთ, მხო­ლოდ ძალ­იან ჩქა­რა, რად­გან ეს დი­დი წა­მე­ბაა ჩემ­თ­ვის.
სა­ხე­ზე დი­დი მღ­ელ­ვა­რე­ბა აღ­ბეჭ­დოდა; სი­წით­ლის ალ­მუ­რი გა­დას­დიოდა; სა­ხის თი­თო­ე­უ­ლი ნა­კვთი უთ­რ­თო­და და თვა­ლებშიც რა­ღ­აც უჩ­ვე­უ­ლო შუ­ქი უბ­რ­წყი­ნავ­და.
- ოჰ, ჯე­ინ, თქვენ მე მა­წა­მებთ! - წამ­ოიძა­ხა მან. - თქვე­ნი გამ­ომცდელი, მაგ­რამ ეს­ოდენ ერ­თგულებ­ისა და სულ­გ­რ­ძე­ლო­ბის გამ­ომხატ­ველი მზე­რა მა­წა­მებს.
- რო­გორ შევ­ძლებ ამას, თუ თქვენ მარ­თალი ხართ და თქვე­ნი წი­ნა­და­დე­ბაც წრფე­ლი გუ­ლი­თაა ნა­კ­არ­ნა­ხევი. მე მხო­ლოდ მად­ლობა უნ­და გა­დაგ­იხადოთ და ერ­თგულებით გი­პა­სუ­ხოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გრძნო­ბებს, მათ თქვე­ნი წა­მე­ბა არ ძა­ლუძთ.
- მად­ლობა! - წამ­ოიძა­ხა მან და მღ­ელ­ვა­რებ­ისგან მთლად აფ­ორია­ქებ­ულმა დაუ­მა­ტა: - ჯე­ინ, მი­იღ­ეთ მა­ლე ჩე­მი წი­ნა­და­დე­ბა და თქვით: ედ­ვარდ, - დამ­იძა­ხეთ მხო­ლოდ სა­ხელი, ედ­ვარდ, და მითხა­რით ასე: - მე ჯვარს დავ­იწერ თქვენ­ზე!
- ნუ­თუ გულ­წ­რ­ფე­ლად ლა­პა­რა­კობთ? ნუ­თუ მარ­თლა გიყ­ვარ­ვართ და მარ­თლა გსურთ, ცო­ლად შე­მირ­თოთ?
- დი­ახ, მარ­თლა და, თუ ფი­ცი აუ­ცილე­ბელ­ია, თქვენს და­სარ­წმუნებ­ლად, ვფი­ცავ კი­დეც.
- მა­შინ სერ, თა­ნახ­მა ვარ, ჯვა­რი დავ­იწერო თქვენ­ზე.
- გაი­მეო­რე: ედ­ვარდ! ჩე­მო პა­წაწ­ინა მე­უღ­ლევ.
- ძვირ­ფა­სო ედ­ვარდ.
- მო­მი­ახ­ლოვ­დი, მო­მი­ახ­ლოვ­დი უსიტყ­ვოდ, ახ­ლა­ვე, - წარ­მოთქვა მან.
სა­ხით ჩემს სა­ხეს მოეკრო და ძალ­იან და­ბალი ხმით დაუ­მა­ტა, თით­ქ­მის ყურ­ში ჩამ­ჩურჩულა: გა­მა­ბედ­ნიე­რე და მეც მხო­ლოდ შენს ბედ­ნიე­რე­ბას შევ­წირავ სი­ცოცხ­ლეს.
- ღმერ­თი მა­პატ­იებს! - დაუ­მა­ტა ცო­ტა ხნის შემ­დეგ: - არ მინ­და, ვინ­მე ჩა­ერიოს ამ საქ­მეში. ის ჩემ­ია და მე თვი­თონ ვეც­დები, აღ­არ­სად გავ­უშვა.
- ვე­რავინ ჩა­ე­რე­ვა თქვენს საქ­მეში, სერ, მე ხომ ახ­ლო ნა­თე­სა­ვები არ მყავს, რომ ამ საქ­მეში ჩა­რე­ვა მო­ი­სურ­ვონ.
- ეს უკ­ე­თეს­ია! - თქვა მან.
მე რომ ის ცო­ტა უფ­რო ნა­კ­ლე­ბად მყვა­რებ­ოდა, მაშ­ინვე შევ­ნიშნავდი, რომ მი­სი ხმა­ცა და მხი­ა­რუ­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბაც იმ წუ­თებ­ში ულ­მობ­ლო­ბას გამ­ოხა­ტავ­და. მაგ­რამ მის გვერ­დით მჯდო­მი, გან­შორების ში­შით შეპყ­რო­ბი­ლი, ღა­მის კო­შმარ­იდან გამ­ოფხიზლებული, მო­მა­ვალი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­ოთხისებური სი­ამ­ოვნებით აღ­ვ­სი­ლი, მხო­ლოდ იმ ნე­ტა­რე­ბა­ზეღა ვფიქ­რობ­დი, რო­მე­ლიც ასე უხ­ვად მიწყალ­ობა მან და რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე უნ­და შე­მეს­ვა. ის კი ისევ და ისევ მე­კი­თხებ­ოდა: - ბედ­ნიერი ხარ, ჯე­ინ? - და მეც ისევ და ისევ ვპა­სუ­ხობ­დი: - დი­ახ.
- ეს ყვე­ლა­ფერს გა­მო­ის­ყი­დის, ეს ყვე­ლა­ფერს გა­მო­ის­ყი­დის, - ჩურ­ჩუ­ლებ­და თა­ვის­თ­ვის. - გა­ნა, მე არ ვი­პო­ვე ის უმე­გობ­რო, სუ­ლი­ერ მარ­ტოობაში მყო­ფი და უნუ­გე­შო? გა­ნა, მე არ ვიქ­ნე­ბი მი­სი მფარ­ველი, ყვე­ლა მი­სი სურ­ვი­ლის აღმ­სრულე­ბელი და ნუ­გე­შის მიმ­ცე­მი? გა­ნა, ჩე­მი გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით არ არის სავ­სე და ჩე­მი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა კი - მტკი­ცე და ურ­ყე­ვი? ეს კი ღმერ­თის სამ­სჯავროს წი­ნა­შე ყვე­ლა­ფერს გა­მო­ის­ყი­დის. ვი­ცი, ზე­ცი­უ­რი მა­მა ეთან­ხმე­ბა ჩემს საქ­ციელს; ამ­ქვეყნიური გა­ნა­ჩენი არა­ფერ­ია ჩემ­თ­ვის, ადამ­იან­თა შე­ხედ­ულე­ბებს კი ვერ და­ვემ­ორჩილები და უკუ­ვაგ­დებ.
მაგ­რამ რა და­ე­მარ­თა ღა­მეს? მთვა­რე ჯერ კი­დევ არ ჩა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ჩვენ უკუ­ნეთ სიბ­ნე­ლეში გა­ვეხ­ვიეთ. თუმ­ცა ძალ­იან ახ­ლოს ვი­დე­ქი მას­თან, ძლივ­ს­ღა ვხე­დავდი ჩე­მი პატ­რო­ნის სა­ხეს. რამ შე­აშ­ფოთა წაბ­ლის ხე? ის ირ­ხეო­და და კვ­ნეს­ოდა. ქა­რი დაფ­ნის ბუჩ­ქე­ბის ხეი­ვანში დაზ­უზუნებ­და და ჩვენც რამ­დენ­იმე­ჯერ ჩამ­ოგვიქროლა.
- უნ­და წავ­იდეთ, - მითხ­რა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა, - ამინ­დი იც­ვ­ლე­ბა. შე­მეძლო შენ­თან ერ­თად გა­თე­ნე­ბამ­დე ვმჯდარ­იყავი, ჯე­ინ.
- მეც, ასე­ვე, - გავ­იფიქრე ჩემ­თ­ვის, - შე­მეძლო თქვენ­თან ერ­თად ყოფ­ნა.
მინ­დო­და მეთ­ქვა, მაგ­რამ უცებ ცეცხ­ლი­ვით ბრწყინ­ვა­ლე მო­ლურ­ჯო ნა­პერ­წკ­ალი გამ­ოჩნდა და ღრ­უბლებში და­იკ­ლა­კ­ნა. ამას მოჰ­ყ­ვა ჭე­ქა და ქუ­ხი­ლი, სულ ახ­ლოს ის­მო­და საშ­ინელი გრგვინ­ვა და გრუ­ხუ­ნი. მხო­ლოდ იმა­სღა ვფიქ­რობ­დი, რო­გორ­მე და­მაბ­რმა­ვე­ბელი შუ­ქის­თ­ვის თვა­ლი ამერ­იდებ­ინა და მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მხარს ვე­ფა­რებოდი.
წვი­მა შხა­პუ­ნით წამ­ოვიდა. ის მაჩ­ქა­რებ­და, რაც შეი­ძლე­ბა სწრა­ფად გა­დაგ­ვერ­ბინა ბი­ლიკ­ზე და სახ­ლ­ში შევ­სულიყავით. სა­ნამ კა­რის ზღურბლს მი­ვა­ღ­წევდით, მთლია­ნად დავ­სველდით. რო­დე­საც დე­რე­ფანში მან მხრებ­იდან შა­ლი მომ­ხ­ს­ნა და ჩა­მოშ­ლილ, დას­ვე­ლებულ თმას მი­წუ­რავ­და, თა­ვი­სი სა­წო­ლი ოთა­ხის კარ­ში მი­სის ფე­იერ­ფექსი გამ­ოჩნდა. პირ­ვე­ლად არც მე და არც მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ის არც კი შეგ­ვინიშნავს, ლამ­პა ჯერ ისევ ენ­თო და სა­ათიც ის იყო თორ­მე­ტის და­რე­კ­ვას აპ­ირებ­და.
- წა­დი და სწრა­ფად გაი­ხა­დე სვე­ლი ტან­საც­მელი, - მითხ­რა მან. - სა­ნამ წახ­ვიდოდე, მინ­და გამ­ოგემშვიდობო: ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, ჩე­მო ძვირ­ფა­სო!
მან რამ­დენ­იმე­ჯერ მა­კო­ცა და, რო­დე­საც ბო­ლოს ხელ­იდან და­ვუს­ხ­ლ­ტი, დავ­ინა­ხე ქვრი­ვი, გაფ­ითრებული, შეწ­უხებული და გან­ცვიფრებული შემ­ოგვცქერ­ოდა. მე მხო­ლოდ გავ­უღი­მე მას და კი­ბე­ზე ავ­ირბინე.
- ყვე­ლა­ფერს შემ­დეგ აგიხ­ს­ნით, - გავ­იფიქრე ჩემ­თ­ვის, მაგ­რამ საძ­ინე­ბელ ოთახს მი­ვა­ღწ­იე თუ არა, საშ­ინელი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი ვიგ­რ­ძე­ნი. მო­ხუც ქალს იმ წუ­თებ­ში შეი­ძლე­ბა, ძალ­იან ცუ­დად გა­ეგო ის ყო­ველ­ივე, რი­სი მოწ­მეც გახ­და. სი­ხარ­ულმა კი ყვე­ლა სხვა გრძნო­ბა მა­ლე და­ფა­რა და თით­ქ­მის ორი სა­ათის გან­მავ­ლობაში, რო­დე­საც ქა­რი ხმა­მა­ღ­ლა ზუ­ზუ­ნებ­და, ჭე­ქა-ქუ­ხი­ლის ხმა სულ ახ­ლოს ის­მო­და, შე­მაძ­რწუნე­ბელი და გამ­უდმებული ელ­ვის შუ­ქი ანა­თებ­და ცას და ამ ქარ­იშხალში წვი­მაც კო­კი­სპირულად ას­ხამ­და, არც შიშ­სა და არც ძრწო­ლას აღ­არ გან­ვიც­დი­დი. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლობაში სამ­ჯერ მო­ვი­და კარ­თან, რომ ეკი­თხა, თავს რო­გორ ვგრძნობ­დი და დავ­მ­შ­ვიდ­დი თუ არა. აი, ეს იყო სწო­რედ ჩე­მი ნუ­გე­ში და ძა­ლის მომ­ცე­მი ყვე­ლა­ფერში.
დი­ლით, ჯერ კი­დევ სა­ნამ ლო­გი­ნი­დან წამ­ოვდგებოდი, პა­ტა­რა ადე­ლი სირ­ბი­ლით შემ­ოიჭრა და მამ­ც­ნო, რომ ბა­ღის ბო­ლო­ში, ღა­მით, წაბ­ლის ხეს დი­დი მე­ხი დას­ცემ­ოდა და შუა­ზე გა­ეპო.


თა­ვი ოც­და­მეო­თხე

ვდგე­ბო­დი, ვიც­ვამ­დი და იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რაც წი­ნა ღა­მით მოხ­და. ნუ­თუ სიზ­მარ­ია ყო­ველ­ივე? ვე­კი­თხებოდი ჩემს თავს. გა­ნა, შე­მეძლო და­მე­ჯე­რებ­ინა სი­ნამ­დვილე, სა­ნამ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს არ ვნა­ხავდი და გან­მეო­რებით არ მო­ვის­მენ­დი მის­გან იმა­ვე დაპ­ირე­ბა­სა და სიყ­ვა­რუ­ლის და­მა­დას­ტურე­ბელ სიტყ­ვებს?
თმას ვი­ვარ­ცხ­ნი­დი და თან სა­რკ­ეში სა­კუ­თარ თავს ვათ­ვალ­იე­რებდი. შევ­ნიშნე, სა­ხის ჩვეუ­ლებრივი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა სა­დღ­აც გამ­ქრალიყო, ახ­ლა მას­ში იმე­დის შუ­ქი ბრწყი­ნავ­და, ხო­ლო ფე­რი კი სი­ცოცხ­ლი­სად­მი დაუ­სრულე­ბელ სწრაფ­ვა­ზე მეტ­ყვე­ლებ­და. თვა­ლებს იმე­დის დაუ­შრე­ტელი წყა­როს­თ­ვის მი­ეგ­ნოთ და ისე კი­აფ­ობდნენ, თით­ქოს მო­ციმ­ცი­მე სხი­ვებ­სა და მოკ­ა­მკ­ა­მე წვე­თებს და­სეს­ხებ­იანო. ხში­რად ჩემს პატ­რონს თავს ვარ­იდებდი, არ მინ­დო­და პირ­და­პირ შე­მე­ხე­და მის­თ­ვის. ვში­შობ­დი, ჩე­მი გა­რეგ­ნობა სას­იამოვნო შთა­ბეჭ­დილე­ბას ვერ მო­ახ­დენ­და მას­ზე. ახ­ლა კი დავ­რ­წ­მუნ­დი, თა­მა­მად შე­მეძლო ამეწ­ია თა­ვი მის წი­ნა­შე, რად­გან ასე­თი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა ვე­ღ­არ გა­აც­ივებ­და მის სიყ­ვა­რულს. უჯ­რი­დან ყვე­ლა­ზე სა­და, ღია ფე­რის სუფ­თა სა­ზაფხულო კა­ბა ამ­ოვიღე და ჩა­ვიც­ვი. ასე მეგ­ონა, თით­ქოს არც ერ­თი კა­ბა ასე არას­ოდეს მო­მიხ­დებ­ოდა, ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ არც ერ­თი არ მცმია ეს­ოდენ ბედ­ნიერს.
არ გან­ვცვიფრებ­ულვარ, რო­დე­საც დაბ­ლა, დე­რე­ფანში ჩავ­ირბინე და დავ­ინა­ხე, რომ ივ­ნი­სის მშვენ­იერ დი­ლას წი­ნა­ღ­ამ­ინდელი ქარ­იშხალი და­ეძ­ლია. მი­ნის ღია კარ­იდან შე­მოჭ­რი­ლი სა­ამური, დი­ლის მაც­ოცხლე­ბელი ნი­ა­ვის სუნ­თ­ქ­ვა ვიგ­რ­ძე­ნი. ბუ­ნე­ბა­საც უნ­და ემ­ხიარ­ულა, რად­გან ასე­თი ბედ­ნიერი ვი­ყა­ვი. ბი­ლიკ­ზე სახ­ლისკ­ენ მო­მა­ვალი მათ­ხოვარი ქა­ლი და ბი­ჭუ­ნა შევ­ნიშნე: ორი­ვეს დაფ­ლეთილი სა­მო­სი ეც­ვა. დაბ­ლა ჩავ­ირბინე და, რაც კი ქი­სა­ში ფუ­ლი მქონ­და, სა­მი თუ ოთხი ში­ლინ­გი, მათ ვუწყალ­ობე. მსურ­და, ავ­სა თუ კარგს, ყვე­ლას მო­ნაწ­ილეო­ბა მიე­ღო ჩემს სი­ხა­რულ­ში. ირ­გ­ვ­ლივ ჭილ­ყ­ვავ­თა ჩხა­ვი­ლი და ფრინ­ველ­თა სა­ამო გალ­ობა გაი­სმოდა, მაგ­რამ არა­ფერი მეჩ­ვე­ნებ­ოდა ისე მე­ლო­დი­უ­რი და მხი­ა­რუ­ლი, რო­გორც სა­კუ­თარი გუ­ლის ტკბ­ილხმოვანი ძგე­რა.
მი­სის ფე­იერ­ფექსის საქ­ციელ­მა, ცო­ტა არ იყოს, გან­მაც­ვიფრა. მოწყენ­ილმა სა­რკმ­ლიდან გად­მოიხე­და და დინ­ჯად მკი­თხა: - მის ეარ, ამ­ოხვალთ საუ­ზმე­ზე? მთე­ლი იმ დრო­ის გან­მავ­ლობაში, სა­ნამ საუ­ზმე დამ­თავ­რდებ­ოდა, მშვი­დად იჯ­და, მაგ­რამ ცი­ვი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა არ მო­შო­რებ­ია სა­ხე­ზე. არ შე­მეძლო, ის, რაც მან შეც­დო­მით სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად გა­ი­გო, გან­მე­მარ­ტა მის­თ­ვის. სა­ჭი­რო იყო, და­მე­ცა­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერისთვის, რომ თა­ვად გა­ნე­მარ­ტა მო­ხუ­ცი ქალ­ისათვის, მა­ნამ­დე კი მა­საც უნ­და მო­ეთ­მინა. რამ­დენ­იმე ლუკ­მა ძა­ლით შევ­ჭა­მე და სწრა­ფი ნა­ბი­ჯით ზე­და სარ­თულისკ­ენ გა­ვეშ­ურე. სა­კ­ლასო ოთახ­იდან პა­ტა­რა ადე­ლი გამ­ოვიდა და წინ შე­მე­ფე­თა.
- სად მი­დი­ხარ? უკ­ვე მე­ცად­ინეობის დროა.
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა სა­ბავშვო ოთახ­ში გამ­გზავ­ნა.
- თვი­თონ სად არის?
- იქ, შიგ­ნით, - და იმ ოთახ­ზე მან­იშნა, საი­და­ნაც გამ­ოვიდა. ოთახ­ში შე­ვედი და დავ­ინა­ხე, რომ ის მარ­თლაც იქ იდ­გა.
- მო­მი­ახ­ლოვ­დი და დი­ლა მშვი­დო­ბი­სა მითხა­რი, - მითხ­რა მან.
მეც სი­ხა­რუ­ლით გა­ვე­მარ­თე მისკ­ენ. ეს, უბ­რა­ლოდ, ცი­ვად წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვა კი აღ­არ იყო ან მარ­ტო ხე­ლის ჩამ­ორთმე­ვა, რი­თაც ის შემ­ომე­გე­ბა, არა­მედ მო­მეხ­ვია და მა­კო­ცა. სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რივად მი­ვიჩ­ნიე, რომ ასე ძალ­იან ვყვა­რებოდი და ალერ­სია­ნად მომ­ქ­ცეო­და. ეს კი მი­სი მხრივ მეტ­ისმეტი ლმო­ბიე­რე­ბა იყო.
- ჯე­ინ, შენ ძალ­იან მხი­ა­რუ­ლი, მო­ღი­მარი და ლა­მაზი ხარ დღ­ეს, - მითხ­რა მან. - ძალ­იან ლა­მაზი მეჩ­ვე­ნები ამ დი­ლით. ნუ­თუ ეს ჩე­მი ფერ­მკრ­თალი პა­ტა­რა ჯად­ოქარ­ია? ეს ის ჩე­მი მდოგ­ვის თეს­ლია? ეს პა­წაწ­ინა, პირ­მო­ცი­ნა­რი, ღაწ­ვებ­შე­ფა­კლული, ვარ­დის ფურ­ცე­ლი­ვით რომ შეჰ­ფერ­ია ბა­გენი. აბ­რეშუმივით რბილ წაბ­ლისფერ­თმიანი, მოკ­ია­ფე თაფ­ლისფერ­თვა­ლა (მე მწვა­ნე თვა­ლები მქონ­და, მკი­თხველო, მაგ­რამ უნ­და აპა­ტიო ასე­თი შეც­დომა. მის­თ­ვის, რო­გორც ვფიქ­რობ, მათ ახა­ლი ფე­რი მი­იღ­ეს)?
- დი­ახ, ეს ჯე­ინ ეარი გახ­ლავთ, სერ.
- მა­ლე ჯე­ინ რო­ჩეს­ტერი, - დაუ­მა­ტა მან. - ერთ თვე­ში, ჯე­ნიტ, ერ­თი დღის გა­დაც­ილე­ბაც კი არ შეი­ძლე­ბა, გეს­მის, ჯე­ინ?
მეს­მოდა და არ შე­მეძლო, ყვე­ლა­ფერი ნათ­ლად გა­მეგო. ამ ამ­ბავ­მა თავ­ბ­რუ და­მახ­ვია. ამ გრძნო­ბამ და მის­მა ასეთ­მა სიტყ­ვებ­მა ჟრ­უან­ტელივით დამ­ია­რა და სი­ხარ­ულზე ბევ­რად ძლი­ე­რი რა­ღ­აც სხვა გრძნო­ბა გამ­ოიწვია, თით­ქოს გუ­ლი გაი­გმირა და თავ­ზარი და­მე­ცა. ვფიქ­რობ, ეს ნამ­დვილად ში­ში იყო.
- რა­ტომ გა­ფით­რ­დი, ჯე­ინ, რო­გორ ავარ­დისფრებული გქონ­და სა­ხე, რა და­გე­მარ­თა?
- ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ახ­ლა გვა­რით მო­მიხ­სენ­იეთ, სერ. ჯე­ინ რო­ჩეს­ტერი - ეს ძალ­იან უც­ნაუ­რად ჟღ­ერს.
- დი­ახ, მი­სის რო­ჩეს­ტერი, - წარ­მოთქვა მან, - ახალ­გაზ­რდა მი­სის რო­ჩეს­ტერი, ფე­იერ­ფექს რო­ჩეს­ტერის პა­ტა­რა საც­ოლე.
- ეს შეუ­ძლე­ბელ­ია, სერ. და­მა­ჯე­რებ­ლად არ ჟღ­ერს: ადამ­იან­თა მოდ­გ­მას ამ­ქვეყ­ნად სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნიე­რე­ბა ჯერ კი­დევ არას­ოდეს ხვდო­მია წი­ლად. არც მე დავ­ბა­დებ­ულვარ ისეთ ვარ­სკვ­ლავ­ზე, რომ ამ ქმნი­ლე­ბა­თა­გან გან­სხვა­ვებული ბე­დი დამ­ყოლოდა. რო­დე­საც ვფიქ­რობ, თუ რა ბე­დი მხვდა წი­ლად, ის ზღ­ა­პარი ან უძი­ლო ადამ­იანის სიზ­მა­რი მგო­ნია.
- რო­მე­ლიც მე შემ­იძლია სი­ნამ­დვილედ ვაქ­ციო და ვაქ­ცევ კი­დეც. დღ­ეს­ვე დავ­იწყებ. ამ დი­ლით ლონ­დონ­ში უკ­ვე მივ­წე­რე ჩემს ბა­ნკირს, გამ­ოეგ­ზავ­ნა ზო­გი­ერ­თი ძვირ­ფა­სი ნივ­თი, რო­მე­ლიც მას­თან ინა­ხე­ბა. ეს ნივ­თე­ბი თორ­ნ­ფილ­დის ქალ­თა საგ­ვა­რეულო სა­გან­ძურია. ერთ-ორ დღ­ეში, იმე­დი მაქვს, მათ კალ­თაში ჩაგ­ილა­გებ. მინ­და, ყვე­ლა იმ უპი­რა­ტეს­ობითა და ყუ­რა­დღ­ებით სარ­გებ­ლობდე, რა­საც ლორ­დის ქა­ლიშ­ვილს მი­ვან­იჭებდი, თუ მის ცო­ლად შერ­თვას გა­დავ­წყვეტდი.
- ოჰ, სერ! სრუ­ლე­ბით არ არის სა­ჭი­რო ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი! გაგ­ონე­ბაც კი არა მსურს მათ შე­სა­ხებ. ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი და ჯე­ინ ეარი ერ­თად? ძალ­იან უც­ნა­უ­რი და არაბ­უნებ­რივია. უმ­ჯო­ბეს­ია, თუ არ მექ­ნე­ბა.
- ჩე­მი ხე­ლით შე­გა­ბამ ყელ­ზე ალ­მა­სებით მო­ოჭ­ვილ ყელ­სა­ბამს. შუბლს დია­დემით დაგ­იმშვე­ნებ. ვი­ცი, ძალ­იან მო­გიხ­დე­ბა. ბუ­ნე­ბას კე­თილ­შო­ბი­ლი ბე­ჭედი დაუ­მჩნევ­ია შენს შუბ­ლ­ზე, ჯე­ინ. ამ მშვენ­იერ მა­ჯებ­ზე სა­მაჯ­ურებს გაგ­იკ­ე­თებ, ხო­ლო მაგ ფერ­იისმაგ­ვარ თი­თებ­ზე - ნაი­რ-ნა­ირ ბეჭ­დებს.
- არა, სერ, არა. სხვა რა­მე­ზე იფიქ­რეთ და, ჯო­ბია, სა­ლა­პა­რა­კო თე­მაც გამ­ოვცვალოთ. ნუ მეპყ­რო­ბით ისე, რო­გორც ლა­მაზ ქალს. მე ჩვეუ­ლებრივი აღმ­ზრდელი ვარ მხო­ლოდ, კვა­კ­ერი ქა­ლების მსგავ­სი.
- ჩემს თვალ­ში შენ ძალ­იან ლა­მაზი ხარ, ჯე­ინ, და ისე­თი ლა­მაზი, რო­გორ­საც ჩე­მი გუ­ლი ნატ­რობდა - სა­თუ­თი და ჰა­ერ­ოვანი.
- სუს­ტი და არა­რაო­ბა, ალ­ბათ, ამას გუ­ლის­ხ­მობთ. თქვენ ოც­ნე­ბობთ, სერ, ან დამ­ცი­ნით. ღვთის გუ­ლი­სათ­ვის, თა­ვი და­ა­ნე­ბეთ ირო­ნი­ას!
- მე ვაი­ძულებ მთელ ქვე­ყა­ნას, ცნოს შე­ნი სი­ლა­მა­ზე, - გა­ნაგ­რძობდა ის, რო­დე­საც მე უდი­დეს უხერ­ხულობას გან­ვიც­დი­დი მი­სი და­ძაბული მეტ­ყვე­ლებ­ისგან, რად­გან ვგრძნობ­დი, ან თავს იტყუ­ებ­და, ან ცდი­ლობ­და მე შე­ვეყ­ვა­ნე შეც­დომაში.
- მე გამ­ოვაწყობ ჩემს ჯე­ინს სტავ­რა­სა და მაქ­მანში, ვარ­დებს ჩა­ვაწ­ნავ თმა­ში, თავ­ზე კი, რო­მე­ლიც ასე ძალ­იან მიყ­ვარს, უძ­ვირ­ფა­სეს თავ­საბ­ურავს და­ვახ­ურავ.
- მა­შინ ვე­ღ­არც კი მიც­ნობთ, სერ, მე უკ­ვე თქვე­ნი ჯე­ინ ეარი კი აღ­არ ვიქ­ნე­ბი, არა­მედ გა­დავ­იქცევი მაი­მუნად - ხუ­მა­რას სა­მოს­ში, ყვა­ვად - ფარ­შა­ვანგის ბუმ­ბულ­ში. ჩემ­თ­ვის ისე­ვე ძნელ­ია წარ­მო­ვიდ­გი­ნო სა­კუ­თარი თა­ვი სა­სახლის სე­ფე­ქალის ტან­საც­მელში, რო­გორც თქვენ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, ბრწყინ­ვა­ლე თე­ატ­რალურ სა­მოს­ში. მე, მა­გალ­ითად, თქვენ არ გთვლით ლა­მაზ მა­მა­კ­ა­ცად, სერ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძალ­იან მიყ­ვარ­ხართ. იმ­დე­ნად ძლი­ერ მიყ­ვარ­ხართ, რომ მაც­დურობა არ ძალ­მიძს თქვენ წი­ნა­შე და გთხოვთ, ნურც თქვენ შე­ეც­დებით ამას.
ის თა­ვის მი­ერ არ­ჩეულ თე­მა­ზე საუ­ბარს გა­ნაგ­რძობდა და ყუ­რა­დღ­ე­ბაც არ მი­უქ­ცევ­ია ჩე­მი სიტყ­ვე­ბის­თ­ვის: - ეტ­ლით დღ­ეს­ვე წაგ­იყვან მილ­კოტ­ში. იქ რამ­დენ­იმე კა­ბას ამ­ოირჩევ შენ­თ­ვის და, რო­გორც უკ­ვე გითხა­რი, ერთ თვე­ში ვი­ქორ­წი­ნებთ. ჯვარს, აი, იქ, კა­რის ეკ­ლეს­იაში დავ­იწერთ, ყვე­ლას მო­შო­რე­ბუ­ლი, მშვი­დად, და მაშ­ინვე ლონ­დონს მი­ვაშ­ურებთ. იქ ძალ­იან ცო­ტა ხანს დავ­რჩებით და მე­რე ჩემს უძ­ვირ­ფა­სეს მე­უღ­ლეს წავ­იყვან სამ­ხრეთის ქვეყ­ნებში სამ­ოგზაუროდ, სა­დაც ასე ბრწყინ­ვა­ლედ ანა­თებს მზე. მინ­და, ნა­ხოს ფრან­გუ­ლი ვა­ზი და იტა­ლი­ის თვალ­უწვდე­ნელი ტრა­მა­ლები, ყო­ველ­ივე ის, რაც ეს­ოდენ თვალ­წარ­მტა­ცად არის აღ­წერილი ძველ წიგ­ნებ­ში და საქ­ვეყნოდ ცნო­ბი­ლია დღ­ე­საც. ის უნ­და ეზ­იაროს დი­დი ქა­ლა­ქების ცხოვ­რე­ბას და ის­წავ­ლოს სა­კუ­თარი თა­ვის ფა­სი სხვებ­თან შე­და­რებით.
- ვი­მოგ­ზაუ­რებ? და ისიც თქვენ­თან ერ­თად, სერ?
- რამ­დენ­იმე ხანს ყველ­გან დავ­რჩებით: პა­რიზ­ში, რომ­ში, ნე­აპოლში. მინ­და, იც­ნობ­დე ფლო­რენ­ციას, ვე­ნეც­იას და ვე­ნას. ყვე­ლა ის ად­გი­ლი, სა­დაც ოდე­სღ­აც და­ვე­ხე­ტებოდი, მინ­და, შენც შემ­ოგა­ტარო. მინ­და, შე­ნი სილ­ფი­დის ფე­ხი და­ად­გა იმ მი­წას, სა­დაც ოდეს­მე გამ­ივლია. თით­ქ­მის ათი წე­ლი გავ­იდა მას შემ­დეგ, რაც მე, თით­ქოს ნა­ხევ­რად გო­ნე­ბა­შეშ­ლილმა, თავ­ბრუდამ­ხვევი სის­წ­რა­ფით შემ­ოვია­რე ევ­რო­პის ქვეყ­ნები. მა­შინ თან მდევ­და ზიზღი, სი­ძულ­ვი­ლი და გუ­ლარ­ძნილობა. ახ­ლა კი, სუ­ლიე­რად მთლად გან­წმენდილი და გა­ნკუ­რნებული, გან­მეო­რებით შე­მო­ვივ­ლი იმა­ვე ქვეყ­ნებს, ჩე­მი სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დის შთა­მაგ­ონე­ბელ ან­გელ­ოზთან ერ­თად.
გავ­იცინე, რო­დე­საც მან წი­ნა­და­დე­ბა და­ამ­თავ­რა. - ან­გელოზი არა ვარ, - ვუმ­ტ­კი­ცებდი, - და არც არას­ოდეს ვიქ­ნე­ბი სიკვ­დილამ­დე. მე მხო­ლოდ ის ვიქ­ნე­ბი, რაც ვარ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ. თქვენ არ უნ­და მო­ელ­ოდეთ და არც უნ­და მომ­თხო­ვოთ, ზეც­იერ ქმნი­ლე­ბას ვგავ­დე. მე ეს ისე­ვე არ მო­მიხ­დე­ბა, რო­გორც თქვენ, რა თქმა უნ­და, მე მას თქვენ­გან სრუ­ლებ­ითაც არ მო­ვე­ლი.
- აბა, რას მო­ე­ლი ჩემ­გან?
- რამ­დენ­იმე ხნის შემ­დე­გაც შეი­ძლე­ბა ისეთ­ივე იყოთ, რო­გო­რიც ხართ ახ­ლა, მაგ­რამ ეს დიდ­ხანს არ გას­ტანს. შემ­დეგ გუ­ლი გაგ­იცივდე­ბათ და ჟი­ნიან­ობას დაი­წყებთ. მე­რე კი გა­მკ­აც­რდებით კი­დეც და ძალ­იან დი­დი ზრუნ­ვა დამ­ჭირდე­ბა, რომ რო­გორ­მე გას­იამოვნოთ. მაგ­რამ, რო­დე­საც კარ­გად შე­მეჩ­ვევით, ალ­ბათ, ისევ მო­გეწ­ონებით. დი­ახ, მო­გეწ­ონებით... ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ არ გეყ­ვა­რებით უკ­ვე. ასე­თი მგზნე­ბა­რე სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ ექვს თვეს ან უფ­რო ცო­ტა ხანს გაგ­ყვე­ბათ. მა­მა­კ­აც­თა მი­ერ და­წერილ წიგ­ნებ­ში წამ­იკი­თხავს, რომ ესეც სა­კ­მაოდ დი­დი დროა ქმრე­ბის თავ­გამ­ოდებული და აგ­ზნებული სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის. მაგ­რამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, იმა­საც ვი­მედ­ოვნებ, რო­გორც თა­ნამ­გზავრი და მეგ­ობარი, არას­ოდეს მო­სა­ბეზ­რე­ბელი და საძ­ულველი არ გავ­ხდები ჩე­მი ძვირ­ფა­სი პატ­რო­ნის­თ­ვის.
- საძ­ულველი? და მე­რე ისევ მო­მეწ­ონები? რა თქმა უნ­და, რაც დრო გა­ვა, მე უფ­რო და უფ­რო მო­მეწ­ონები და გაი­ძულებ კი­დეც ირ­წ­მუ­ნო, რომ არა მარ­ტო მომ­წონ­ხარ, არა­მედ მიყ­ვარ­ხარ, ნამ­დ­ვი­ლი, წრფე­ლი სიყ­ვარ­ულითა და გა­ტა­ცებით.
- ნუ­თუ ჭირ­ვე­უ­ლი არა ხართ, სერ?
- იმ ქალ­თა მი­მართ, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სა­ხით მომ­წონს, თით­ქ­მის სა­ტა­ნად გა­დავ­იქცევი ხოლ­მე. თუ შე­ვამ­ჩნიე, რომ მათ არც სუ­ლი გა­აჩ­ნიათ და არც გუ­ლი, მა­შინ მათ­ში მხო­ლოდ მო­საწ­ყენ საგ­ნებს, ერ­თფერ­ოვნე­ბას, ქა­რაფ­შუტობას, უზ­რ­დელ­ობა­სა და ყვე­ლა ცუდ თვი­სე­ბას ვამ­ჩნევ, მაგ­რამ სიკ­ეთით აღ­სავ­სე ნა­თელი თვალ­ისა და მჭევ­რმეტ­ყველი ენის­თ­ვის, მგზნე­ბა­რე სუ­ლი­სა და დამ­ყო­ლი ხას­იათისთვის, რო­მე­ლიც, ამა­ვე დროს, მტკი­ცეა და ძლი­ე­რი, თუმ­ცა, ერ­თი შე­ხედვით, მორ­ჩი­ლია და თვი­ნი­ე­რი, და, ამას­თა­ნა­ვე, ად­ვილად აგ­ყვე­ბათ აზ­როვნე­ბაში, მე მუ­დამ მგრძნო­ბია­რე და ერ­თ­გუ­ლი ვიქ­ნე­ბი!
- შეგ­ხვედ­რიათ ან გყვა­რებ­იათ ასე­თი ადამ­იანი, სერ?
- მე ის ახ­ლა მიყ­ვარს.
- მაგ­რამ ჩე­მა­მა­დე? ნუ­თუ, მარ­თლა რა­მეთი ვგა­ვარ იმ რჩე­ულ ქმნი­ლე­ბას.
- არას­ოდეს შევ­ხვედ­რივარ შენს მსგავს ადამ­იანს, ჯე­ინ. შენ მე უდი­დეს სი­ამ­ოვნე­ბას მან­იჭებ და თით­ქ­მის ბა­ტო­ნობ ჩემ­ზე. ისე მეჩ­ვე­ნე­ბა, თით­ქოს ჩემს ძლი­ერ სულს იმორ­ჩი­ლებ. შენ ამ დამ­ყო­ლი ხას­იათით გან­უსა­ზღვ­რე­ლად მხიბ­ლავ და, რო­დე­საც ამ ნაზ აბ­რეშუმის ძაფს ხელ­ზე ვიხ­ვევ, რა­ღ­აც გრძნო­ბა ათ­რთოლებს ჩემს თი­თებს და ხელ­იდან გულს გა­და­ე­ცე­მა. მე შე­ნი გავ­ლენის ქვეშ მო­ვე­ქეცი და დაგ­მორ­ჩილ­დი, მაგ­რამ გავ­ლე­ნა იმ­დე­ნად ტკბ­ილია, რომ არ ძალ­მიძს სიტყ­ვე­ბით გად­მოგცე ჩე­მი გან­ცდები; ხო­ლო იმ ძა­ლაში, რომ­ლი­თაც დაი­მორჩილე ჩე­მი სუ­ლი, რა­ღ­აც მო­მა­ჯად­ოე­ბელი სი­ხარ­ულია, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩემს გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ძლი­ერ­ია. რა­ტომ იღი­მები, ჯე­ინ? რას ნიშ­ნავს შე­ნი სა­ხის გაუ­რკ­ვე­ველი და იდუ­მა­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა?
- ვფიქ­რობ, სერ (მა­პატ­იეთ, რომ ასე­თი აზ­რი და­მე­ბა­და, ეს ჩემ­და უნებ­ურად მოხ­და), დი­ახ, მე ვფიქ­რობ­დი ჰე­რკუ­ლეს­ზე, სამ­სონზე და მათ მო­მა­ჯად­ოე­ბელ არ­სე­ბა­თა შე­სა­ხებ.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, ასეთ რა­მე­ზე იფიქ­რებ­დით, პა­ტა­რა ჯად­ოქარო.
- იყუ­ჩეთ, სერ! თქვენ ახ­ლა არც ისე ბრძნუ­ლად მსჯე­ლობთ და არც იმა­ზე უკ­ე­თე­სად იქ­ცე­ვით, ვიდ­რე ეს ჯენ­ტლმე­ნები მო­იქ­ც­ნენ. მაგ­რამ დაქ­ორწინებ­ისთა­ნა­ვე, უეჭ­ველ­ია, რო­გორც მე­უღ­ლე მა­მა­კ­აც­თა წეს­ია, ისი­ნიც მთე­ლი სიმკ­აცრით აი­ნა­ზღ­აუ­რებ­დნენ იმ ლმო­ბიე­რე­ბა­სა და სით­ბოს, რაც ქორ­წი­ნე­ბამ­დე გა­აჩ­ნდათ. ვში­შობ, სწო­რედ ასე­თი იქ­ნე­ბით თქვენც. ნე­ტა, რო­გორ მი­პას­უხებდით ერ­თი წლის მე­რე, რაი­მე წყალ­ობა რომ მეთ­ხოვა, თუ ის თქვენ­თ­ვის სა­სარ­გებლო ან სას­იამოვნო არ იქ­ნებ­ოდა.
- ახ­ლა მთხო­ვე რაი­მე, ჯე­ნიტ. მსურს, თუნ­დაც სულ მცი­რე რა­მე მარ­თლა მთხო­ვო.
- მარ­თლაც, მინ­დო­და მეთ­ხოვა, სერ.
- აბა, მითხა­რი! თუ შენ ასე დამ­იწყებ ყუ­რე­ბას და სა­ხის ამ­გვარი გამ­ომეტ­ყვე­ლებით გამ­იღი­მებ, ვფი­ცავ, ყვე­ლა­ფერ­ზე, ალ­ბათ, წი­ნას­წარ­ვე და­გე­თან­ხმები და ამით კი გამ­ომას­ულე­ლებ.
- სრუ­ლებ­ითაც არა, სერ, მხო­ლოდ ის უნ­და გთხო­ვოთ, ნუ­რა­ვის გაგ­ზავნით ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის ჩამ­ოსა­ტა­ნად. ნურც ვარ­დებით შემ­იმკობთ თავს. ეს იმას ჰგავს, ოქ­რომკ­ედის მაქ­მანი შემ­ოავლოთ ჯი­ბის უბ­რა­ლო ცხვირ­სა­ხოცს, რო­მე­ლიც ხელ­ში გი­ჭი­რავთ.
- მე ხომ შე­მეძლო "ხა­ლასი ოქ­როს მო­ვა­რა­ყე­ბა~. ეს მე ვი­ცი. თხოვ­ნას ამ­ჯე­რად შეგ­ისრულებ. წი­ნას­წარ გავ­უგზავნი ბრძა­ნე­ბას ბა­ნკირს, მაგ­რამ შენ ხომ ჩემ­თ­ვის ჯერ კი­დევ არა­ფერი გითხო­ვია. მხო­ლოდ ის გსურ­და, საჩ­უქარ­ზე უარი შე­მეთ­ვა­ლა. აბა, სცა­დე ახ­ლა და მთხო­ვე რა­მე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი