ჯეინ ეარი (თავი XXVII)
font-large font-small
ჯეინ ეარი (თავი XXVII)
თა­ვი ოც­და­მეშ­ვიდე

ჯე­ინ, მე შენ აქ არ დაგ­ტოვებ და არც მე გავ­ჩერ­დები. შევ­ც­დი, რომ თორ­ნ­ფილ­დ­ში მო­ვაყ­ვან­ინე შე­ნი თა­ვი. მე ხომ კარ­გად ვი­ცო­დი, რომ ის ნაძ­რახ ად­გილად იყო მიჩ­ნე­უ­ლი. ჯერ კი­დევ სა­ნამ გა­გიც­ნობ­დი, ყვე­ლა მის ბი­ნა­დარს მოვ­თხო­ვე, და­ე­მა­ლათ ყვე­ლა­ფერი შენ­თ­ვის, რაც ამ დაწ­ყევლილი ად­გი­ლის შე­სა­ხებ იცოდ­ნენ. უბ­რა­ლოდ, ვში­შობ­დი, რომ ადელ­თან არც ერ­თი აღმ­ზრდელი არ გა­ჩერ­დებ­ოდა, თუ გაი­გებ­და, ვინ ბი­ნად­რობდა ამ სახ­ლ­ში. არც ის შე­მეძლო, თვი­თონ სუ­ლით ავად­მ­ყო­ფი ქა­ლი გა­და­მეყ­ვა­ნა სად­მე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძვე­ლი სახ­ლიც მაქვს ფერ­ნ­დინ­ში, უფ­რო გან­მარ­ტოებულ და მი­ვარ­დ­ნილ ად­გილას, სა­დაც უცხო თვალ­თა­გან მო­შო­რებ­ულად და უფ­რო გულ­დამ­შვიდებით შევ­ინა­ხავდი მას. მაგ­რამ სინ­დი­სი მქენ­ჯნიდა, ჯან­მრთელობისთვის სახლს ძალ­იან ცუ­დი ად­გილმდე­ბა­რეო­ბა აქვს, სწო­რედ ტყის შუ­აგ­ულშია. ამ­იტომაც ვთქვი უარი ამ­გვარ გან­ზრახ­ვა­ზე. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბელ­ია, მი­სი ნეს­ტიანი კედ­ლები უფ­რო ად­რეც გა­მა­თავ­ისუფლებ­დნენ მას­ზე მზრუნ­ველ­ობისგან, მაგ­რამ ყვე­ლა ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბას ხომ თა­ვი­სი შე­დეგი მოს­დევს. მე კი არას­ოდეს მქო­ნია მიდ­რე­კი­ლე­ბა ფა­რუ­ლი მკვ­ლელ­ობისკ­ენ, თუნ­დაც იმათ მი­მართ, ვინც უზო­მოდ მძულს.
და­მალ­ვა იმი­სა, რომ აქ­ვე, შენს მეზ­ობლად, ეს შეშ­ლი­ლი ქა­ლი ცხოვ­რობ­და, სწო­რედ იმას ჰგავ­და, ინ­დუ­რი შხამ­იანი ხის მახ­ლობლად ლა­ბა­და­გა­და­ფა­რებული ბავ­შ­ვი დაგ­ვეწ­ვინა. მარ­ტო ამ ბო­რო­ტი სუ­ლის მეზ­ობლობაც წამ­ლავ­და ყვე­ლას. ეს ასე იყო ყო­ველ­თ­ვის, მაგ­რამ თორ­ნ­ფილ­დ-­ჰოლს მე გამ­ოვკ­ე­ტავ, სა­დარ­ბაზო კა­რს დავ­ლურსმავ, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის ფან­ჯრებს ფიც­რებს ავა­კ­რავ, მი­სის პულს ორას გირ­ვან­ქას გა­დავუხდი წელ­იწადში, რომ აქ, ჩემს მე­უღ­ლეს­თან იცხოვ­როს, რო­გორც შენ უწო­დებ ამ შე­მაძ­რწუნე­ბელ ჯად­ოქარს. გრე­ისს ფუ­ლის გუ­ლის­თ­ვის ბევ­რი რა­მის გა­კ­ე­თე­ბა შეუ­ძლია. აქ­ვე ეყ­ოლე­ბა თა­ვი­სი ვა­ჟიშვილი, რო­მე­ლიც ერ­თ-ერ­თი დუქ­ნის პატ­რონია. ჯერ ერ­თი, გრე­ი­სი სულ მარ­ტოდმარტო აღ­არ იქ­ნე­ბა და, ამას­თა­ნა­ვე, შვი­ლი და­ეხ­მა­რე­ბა, რო­დე­საც ჩემს მე­უღ­ლეს სიშ­მა­გე მო­უვ­ლის და გან­იზრა­ხავს მის­თ­ვის კარ­გად ნაც­ნობ საქ­მიან­ობას: ან სა­წოლ­ში გამ­ოწვას ვინ­მე ღა­მით, ან მი­ვარ­დეს და ხან­ჯ­ლით დაჭ­რას, ან ხორ­ცი ამ­ოაგლიჯოს კბ­ილებით.
- სერ, - შე­ვაწ­ყვეტ­ინე მე, - თქვენ მე­ტად ულ­მო­ბე­ლი ხართ ამ უბე­დუ­რი ქალ­ისადმი. თქვენ მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ სი­ძულ­ვი­ლით ლა­პა­რა­კობთ. მხო­ლოდ და მხო­ლოდ შუ­რის­მაძ­იებლური სი­ძულ­ვი­ლით. ეს სი­სას­ტიკ­ე­ა. ის ხომ თვი­თონ არაა დამ­ნა­შა­ვე იმა­ში, რომ ავა­და­ა.
- ჯე­ინ, ჩე­მო საყ­ვა­რელო პა­წა­წავ (ა­სე დაგ­იძა­ხებ ამ­იერ­იდან, რად­გან ასე­თი ხარ ჩემ­თ­ვის), შენ არც კი იცი, რის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობ და ტყუ­ი­ლად გაქვს კვ­ლავ ასე­თი მცდა­რი აზ­რი ჩემ­ზე. მე ის მხო­ლოდ იმი­ტომ არ მე­ჯავ­რე­ბა, რომ შეშ­ლილია. შენც რომ შეშ­ლი­ლი იყო, ფიქ­რობ, შეგ­იძულებდი?
- დი­ახ, მარ­თლაც ასე ვფიქ­რობ, სერ.
- მა­შინ ცდე­ბი. სრუ­ლი­ად არ მიც­ნობ და არც ის იცი, რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლი შემ­იძლია. შე­ნი სხე­უ­ლის თი­თო­ე­უ­ლი უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლიც კი ჩემ­თ­ვის ისე­ვე ძვირ­ფას­ია, რო­გორც სა­კუ­თარი. ავად­მყოფობისა და მძი­მე ტკი­ვილების დრო­საც ის ასეთ­ივე ძვირ­ფა­სი იქ­ნებ­ოდა ჩემ­თ­ვის. შე­ნი გო­ნე­ბა ჩემ­თ­ვის საუ­ნჯეა და, თუნ­დაც მი­სი ჯან­მრთელ­ობა საფ­რთხეში ჩა­ვადნილიყო, ის ისევ უძ­ვირ­ფა­სეს გან­ძად დარ­ჩებ­ოდა. შენც რომ ისე გაშ­მა­გებ­ულიყავი, მე შენ ხე­ლებს მოგ­ხ­ვევ­დი, გულ­ში ჩაგ­იკ­რავდი და და­მამ­შვიდე­ბელ პე­რანგს კი ვერ გა­და­გაც­მევდი. შე­ნი ხვევ­ნა ასე­თი გაშ­მა­გების დრო­საც მომ­ხიბ­ლავ­და. შენც რომ ასე გა­აფ­თრებული მომ­ვარ­დ­ნო­დი, რო­გორც ის ქა­ლი მომ­ვარ­და ამ დი­ლით, მე არა მარ­ტო სიყ­ვა­რუ­ლით მოგ­ხ­ვევ­დი ხელს, არა­მედ შე­ვეც­დებოდი და­მეწ­ყნა­რებ­ინე, ზიზღით უკ­ან არ დავ­იწევდი, რო­გორც ეს ამ დი­ლით ჩავ­იდინე, ხო­ლო სიმ­შ­ვი­დის წუ­თებ­ში, ჩემ გარ­და, მეთ­ვალ­ყურე­სა და მომ­ვ­ლელს ახ­ლოს არ მო­გა­კ­ა­რებდი. ერ­თი ღი­მი­ლიც რომ არ გე­ღი­რსებ­ინა, სულ შენ­თან გა­ვა­ტა­რებდი დროს და დაუ­სრულე­ბელი მზრუნ­ველ­ობითა და სიფ­რ­თხი­ლით მო­გივ­ლი­დი. არას­ოდეს დავ­იღ­ლებოდი მაგ თვა­ლებში ცქე­რით, თუნ­დაც მათ­ში ჩამ­ქრალიყო სხი­ვი, რო­მე­ლიც მე შემ­იცნობდა. მაგ­რამ რა­ტომ გავ­ყევი ასეთ ფიქ­რებს? მე ხომ იმა­ზე ვლა­პა­რა­კობდი, რომ თორ­ნ­ფილ­დი­დან უნ­და წაგ­იყვანო. დაუ­ყოვნებლივ გა­სამ­გზავ­რებ­ლად, რო­გორც იცი, ყვე­ლა­ფერი მზად არის. ხვალ შენ გზას გაუ­დგები. გთხოვ, რო­გორ­მე აი­ტანო და ერ­თი ღა­მეც გა­ათიო ამ ჭერ­ქვეშ, ჯე­ინ. შემ­დეგ კი სამ­უდამოდ და­ემ­შვიდობები იმ თავ­ზარ­დამ­ცემ შიშ­სა და საშ­ინე­ლე­ბებს, რაც აქ გა­დაი­ტა­ნე. მე მაქვს ად­გი­ლი, საი­თაც უნ­და გა­ვემ­გზავროთ, ის საი­მედო თავ­შე­სა­ფარი იქ­ნე­ბა საძ­ულველი მო­გო­ნე­ბების, ავ­ყია სტუმ­რე­ბის, მაც­დურებ­ისა და ავე­ნებ­ისგან თავ­და­სა­ცა­ვად.
- ადე­ლიც თან წაი­ყვა­ნეთ, სერ, - შე­ვაწ­ყვეტ­ინე მე. - ის სი­მარ­ტოვეს აღ­არ გაგ­რძნობინებთ.
- რის თქმას აპ­ირებ ამით, ჯე­ინ? ხომ გითხა­რი, რომ ადელს სას­წავ­ლე­ბელში ვგზავ­ნი. რად მინ­და ბავ­შ­ვი თან და ისიც არა სა­კუ­თარი, ვიღ­აც ფრან­გი მო­ცე­კ­ვა­ვე ქა­ლის უკ­ანონო შვი­ლი? ასე და­ჟი­ნებით რა­ტომ მე­ლა­პა­რა­კ­ები მის შე­სა­ხებ? კი­დევ გე­კი­თხები, რა­ტომ გინ­და, რომ ადე­ლი მაი­ნცდა­მაინც ჩემ­თან ერ­თად იყოს?
- თქვენ გან­მარ­ტოებულ ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობდით, სერ, მარ­ტოხელ­ობა და გან­ცა­ლკ­ე­ვე­ბა ძნე­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­თ­ვის, ძალ­იან ძნე­ლი, სერ.
- მარ­ტოობა, მარ­ტოობა, - გაი­მეო­რა მან, - ვხე­დავ, უნ­და მო­გე­ლა­პა­რა­კო. ვერ გამ­იგია, რას ნიშ­ნავს ეს სფინ­ქ­სი­სე­ბუ­რი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა შენს სა­ხე­ზე. შენ იქ­ნე­ბი ჩემ­თან იმ მარ­ტოხელობის დროს, გაი­გე?
თა­ვი გავ­იქნიე. გან­სა­კუ­თრებული გამ­ბე­დაო­ბა იყო სა­ჭი­რო თუნ­დაც ასე, მუნ­ჯუ­რად, გა­მე­ბე­და და გამ­ომეთ­ქვა მი­სი საწ­ინა­ა­ღმ­დეგო აზ­რი, რად­გან ვხე­დავდი, რო­გორ ღე­ლავ­და. ოთახ­ში სწრა­ფად მი­მო­დი­ო­და, მე­რე უცებ შე­ჩერ­და, თით­ქოს ერთ წერ­ტილს მიე­ჯაჭ­ვაო, შემ­ომხე­და და ხან­გრძლივად და მკ­აც­რად და­მა­კვ­ირდა. მე თვა­ლი ავარ­იდე, ცეცხლს ჩავ­ცქეროდი და ვცდი­ლობ­დი, რაც შეი­ძლე­ბა მშვი­დი და გულ­გ­რი­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მი­მე­ღო და შე­მე­ნარ­ჩუნებ­ინა.
- აი, ახ­ლა კი ვამ­ჩნევ, რო­გო­რი შარ­იანი ყო­ფი­ლა ჯე­ი­ნი, - თქვა მან უფ­რო მშვი­დად, ვიდ­რე მო­სალ­ოდნელი იყო მი­სი გამ­ომეტ­ყვე­ლების მი­ხედ­ვით. - აბ­რეშუმის ძა­ფის გორ­გა­ლი ამ­დენი ხნის გან­მავ­ლობაში სწო­რად ეხ­ვეო­და, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის ვი­ცო­დი, რომ სად­მე კვან­ძი აღმ­ოჩნდებ­ოდა და თავ­სა­ტეხი ამ­ბავიც მოჰ­ყ­ვებ­ოდა. აი, ისიც. ამ­იერ­იდან მხო­ლოდ მღ­ელ­ვა­რებ­ისა და უსი­ამ­ოვნების გამ­ომწვევი მი­ზე­ზების ახ­სნა და დაუ­სრულე­ბელი წა­მე­ბა. ღმერთს გეფ­იცები, სამ­სო­ნის ძა­ლის სულ მცი­რე ნა­წილს ვნატ­რობ, რომ ეს დახ­ლართული და აძენ­ძი­ლი ძა­ფი და­ვწყვიტო.
მან კვ­ლავ და­იწყო ბოლ­თის ცე­მა ოთახ­ში, მაგ­რამ ისევ შე­ჩერ­და და ახ­ლა უკ­ვე სწო­რედ ჩემ წინ.
- ჯე­ინ, გინ­და გა­ი­გო ჩე­მი მო­საზ­რე­ბა? (ის დაი­ხა­რა და ტუ­ჩე­ბი ჩემს ყურს მო­უ­ახ­ლოვა) თუ შენ არ მო­ი­სურ­ვებ, მა­შინ მე აღ­ა­რა­ფერს და­ვერ­იდები.
ხმა ჩახ­ლეჩილი ჰქონ­და, გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა კი ისე­თი ადამ­იან­ისა, რო­მე­ლიც მზად არის, გაგ­ლი­ჯოს ეს გაუ­საძლისი ბორ­კი­ლი და გან­უსჯე­ლად გა­და­ეშ­ვას თავ­დაუ­ჭერლობის მო­რევ­ში. მივ­ხ­ვ­დი, ერ­თი წა­მიც და, თუ კი­დევ და­ეუ­ფლებ­ოდა ასე­თი თავ­შე­უკ­ა­ვებ­ლობა, მას­თან ვე­ღ­ა­რა­ფერს გავ­ხდებოდი. მხო­ლოდ, აი, ახ­ლა, ამ წარ­მა­ვალ წა­მებ­შიღა თუ შევ­ძლებდი, და­მემ­ორჩილებ­ინა მი­სი ნებ­ისყოფა და შე­მე­ჩე­რებ­ინა ის. მხო­ლოდ ერ­თი გამ­ოხედ­ვა მის მი­მართ ზიზღით, გაქ­ცევის სურ­ვი­ლი ან ში­ში, და სამ­უდამოდ დას­რულდებ­ოდა რო­გორც ჩე­მი, ისე მი­სი ბედ­ისწე­რა. მაგ­რამ მე სრუ­ლებ­ითაც არ შემ­შინებ­ია, რა­ღ­აც ში­ნა­განი ძა­ლა ვიგ­რ­ძე­ნი, ზემ­ოქმე­დების გან­სა­კუ­თრებული უნა­რი, რო­მე­ლიც იმ დროს და­მეხ­მა­რა. ეს გა­დამ­წყვეტი წუ­თი მეტ­ისმე­ტად სახ­იფათო აღმ­ოჩნდა, მაგ­რამ მას არ აკლ­და თავ­ისებური მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბის ძა­ლა, ისე­თი, რო­გორ­საც ინ­დი­ე­ლი გა­ნიც­დის ხოლ­მე, რო­დე­საც პა­ტა­რა ბაი­დარით სწრა­ფად მიე­ქა­ნე­ბა მდი­ნა­რის ჭო­რო­მებ­ზე. მის მო­მუ­ჭულ ხელს ხე­ლი მოვ­კი­დე, და­კრუნჩხული თი­თე­ბი გავ­უხსენი და მშვი­დად ვუთხა­რი:
- დაბ­რძანდით. მე იმ­დენ ხანს გე­საუ­ბრებით, რამ­დენიც თქვენ გინ­დათ, და ყვე­ლა­ფერს მო­ვის­მენ, რისი თქმაც გნე­ბავთ, ჭკვ­იანური იქ­ნე­ბა ის თუ არა­გო­ნივ­რუ­ლი.
ის დაჯ­და, მაგ­რამ საუ­ბარი მაშ­ინვე არ დაუ­წყია. დიდ წა­მე­ბად დამ­იჯდა, მაგ­რამ რამ­დენ­იმე ხნის გან­მავ­ლობაში სა­კუ­თარ თავს ვებ­რ­ძო­დი და ცრემლს ვიკ­ა­ვებდი, ვი­ცო­დი, არ ეს­იამ­ოვნებ­ოდა მას, მტი­რა­ლი ვე­ნა­ხე, ახ­ლა კი ჩავ­თვა­ლე, უკ­ე­თესი იქ­ნებ­ოდა, თავ­ისუფლად დამ­დენ­ოდა ცრემ­ლი და იმ­დენ ხანს მეტ­ირა, სა­ნამ გულს არ მო­ვი­ო­ხებ­დი. თუ მას ცრემ­ლის და­ნახ­ვა აა­ღ­ელ­ვებ­და, უმ­ჯო­ბე­სიც იყო. ასე რომ, თა­ვი აღ­არ შემ­იკ­ა­ვებ­ია და გუ­ლამ­ოსკვნილი ვტი­რო­დი. მა­ლე გავ­იგონე, რო­გორ გულ­წ­რ­ფე­ლად მემ­უდა­რებ­ოდა, დავ­წყნა­რებ­ულიყავი. მე კი ვუ­პას­უხე, რომ არ შე­მეძლო, სა­ნამ მას ასე აგ­ზნებულს ვხე­დავდი.
- მე გა­ჯავ­რებული არა ვარ, ჯე­ინ. მე მხო­ლოდ ძალ­იან მიყ­ვარ­ხარ. შენ კი ისე გაი­ქვა­ვე ეგ პა­ტა­რა ფერ­მკრ­თალი სა­ხე და ზედ ისე­თი მტკი­ცე, ყი­ნუ­ლი­ვით ცი­ვი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა აღი­ბეჭ­დე, რომ მე მი­სი ატა­ნა ვერ შევ­ძელი. გა­ჩუმ­დი ახ­ლა და ცრემ­ლი მო­იწ­მინ­დე.
მის­მა თბილ­მა ხმამ მამ­ც­ნო, რომ და­მემ­ორჩილა. მეც, ჩე­მი მხრივ, დავ­მ­შ­ვიდ­დი. მან სცა­და, თა­ვი ჩემს მხარ­ზე და­ეყრდნო, მაგ­რამ მე ამის ნე­ბა არ მი­ვე­ცი. შემ­დეგ გულ­შიც ჩამ­იკ­რავს... არა!
- ჯე­ინ! ჯე­ინ! - მითხ­რა მან ისე­თი მწა­რე ნა­ღვლით, რომ მთელ სხე­ულ­ში უც­ნაუ­რმა თრთო­ლამ დამ­ია­რა, - რო­გორც ჩანს, შენ არ გყვა­რებ­ივარ. შენ, ალ­ბათ, მხო­ლოდ ჩემს მდგო­მა­რეო­ბას აფა­სებდი და ის უპი­რა­ტეს­ობანი გხიბ­ლავ­და, რაც ჩემს მე­უღ­ლეს უნ­და ჰქო­ნო­და. ახ­ლა კი, რად­გან ფიქ­რობ, რომ უფ­ლე­ბა ჩამ­ომარ­თვეს, შე­ნი ჯვარ­და­წერილი მე­უღ­ლე გავ­ხდე, ჩე­მი შე­ხე­ბაც კი ისე გაფ­რ­თხობს, თით­ქოს მა­ი­მუ­ნი ან გომ­ბე­შო ვი­ყო.
ამ სიტყ­ვებ­მა გუ­ლი გამ­იგმირა, მაგ­რამ რა უნ­და მექ­ნა ან რა პა­სუ­ხი უნ­და გა­მე­ცა? ალ­ბათ, უმ­ჯო­ბე­სი იყო, არც საქ­მით და არც სიტყ­ვით არ გამ­ოვხმაუ­რებოდი. მაგ­რამ სინ­დი­სის ქენ­ჯნა ისე მა­წა­მებ­და და მი­სი შეუ­რაცხყოფილი გრძნო­ბა ისე მიკ­ლავ­და გულს, თა­ვი ვე­ღ­არ შევ­იკ­ა­ვე, ბალ­ზამი არ მე­პკუ­რებ­ინა იმ ჭრი­ლო­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც მე თვი­თონ მი­ვა­ყე­ნე.
- მე თქვენ მიყ­ვარ­ხართ, - ვუთხა­რი, - და უფ­რო მე­ტა­დაც, ვიდ­რე ოდეს­მე, მაგ­რამ არ შემ­იძლია გამ­ოვა­მჟ­ღ­ავნო ის თქვენ წი­ნა­შე ან მე­ტი გა­ტა­ცების ნე­ბა დავ­რ­თო მას სა­კუ­თარ გულ­ში. ახ­ლა სა­ბო­ლო­ოდ გე­საუ­ბრებით ჩე­მი გან­ცდების შე­სა­ხებ.
- სა­ბო­ლო­ოდ, ჯე­ინ? რას ნიშ­ნავს ეს სიტყ­ვე­ბი? ნუ­თუ ფიქ­რობ, შეგ­იძლია იცხოვ­რო ჩემ გვერ­დით, მხე­დავ­დე ყო­ველ­დღე და, თუ ისევ გიყ­ვარ­ვარ, ასე ცი­ვად და შო­რე­უ­ლი ნაც­ნო­ბი­ვით მექ­ცეო­დე?
- არა, სერ, ცხად­ია, ამას ვერ შევ­ძლებ. ამ­იტომაც მხო­ლოდ ერ­თა­დერთ გზას ვხე­დავ, მაგ­რამ თქვე­ნი გა­ჯავ­რების მეშ­ინია.
- ოჰ, მითხა­რი! თუ გავ­ჯავ­რდები, შეგ­იძლია, ცრემ­ლი მო­იშ­ვე­ლიო.
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, მე თქვენ უნ­და დაგ­ტო­ვოთ.
- მა­ინც რამ­დენ ხანს? სულ რამ­დენ­იმე წუ­თით, ალ­ბათ, არა? სა­ნამ ჩა­მოშ­ლილ თმას შეი­სწორებ და პირ­ზე წყალს შეი­სხამ, რად­გან ცრემ­ლისგან სა­ხე გეწ­ვის.
- თორ­ნ­ფილ­დი და ადე­ლი უნ­და დავ­ტო­ვო და თქვენც სამ­უდამოდ გაგ­შორდეთ, სერ. სრუ­ლი­ად ახა­ლი ცხოვ­რე­ბა უნ­და და­ვიწყო უც­ნობ ადამ­ია­ნებ­თან და უცხო ად­გილას.
- რა თქმა უნ­და, მეც ხომ გითხა­რი წე­ღ­ან, ასეც მო­იქ­ცე­ვი, მაგ­რამ მე ხომ ვერ გა­დავ­იტან, შენ რომ დამ­შორდე? შენ ხომ მხო­ლოდ იმას ფიქ­რობ, რომ ჩე­მი მე­უღ­ლე უნ­და გახ­დე. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ახალ ცხოვ­რე­ბას, ასეც იქ­ნე­ბა - შენ გახ­დები ჩე­მი მე­უღ­ლე. მე ცო­ლი­ა­ნი არა ვარ. მი­იღ­ებ რო­ჩეს­ტერის გვარს, რო­გორც სი­ნამ­დვილეში, ისე ფორ­მალ­ურად და, სა­ნამ ცოცხ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, მე შე­ნი ერ­თ­გუ­ლი დავ­რჩები. წაგ­იყვან საფ­რან­გეთის სამ­ხრეთში, სა­დაც ხმელ­თაშ­უა ზღვის ნაპ­ირას თეთ­რად შე­ღ­ებილი ვი­ლა მაქვს. შენ იქ ბედ­ნიერი, მყუდ­რო და წმინ­და ცხოვ­რე­ბა გექ­ნე­ბა. ნუ ში­შობ, არას­ოდეს ფიქ­რა­დაც არ გავ­ივლებ, რაი­მე ცდუ­ნე­ბით ჩემს სატ­რ­ფოდ გაქ­ციო. თავს რა­ტომ აქ­ნევ, ჯე­ინ? შენ მე­ტი გო­ნიე­რე­ბა მო­გეთ­ხოვე­ბა, თო­რემ გარ­წმუნებ, ძალ­იან გამ­იძნელ­დე­ბა თა­ვი კვ­ლავ ხელ­ში ავ­იყვანო.
მას ხმა აუკ­ა­ნკ­ალ­და და შევ­ნიშნე, ხე­ლიც უთ­რ­თო­და. გან­იერი ნეს­ტოები და­ე­ბე­რა, თვა­ლები ცეცხ­ლი­ვით ან­თებ­ოდა და მა­ინც გავ­ბე­დე და­ლა­პა­რა­კ­ე­ბა.
- სერ, თქვე­ნი მე­უღ­ლე ცოცხალ­ია. ეს ხომ სი­ნამ­დვილეა და ამ დი­ლით თქვენ­ვე აღ­ია­რეთ. თუ ამ­იერ­იდან თქვენ გვერ­დით ვიქ­ნე­ბი ისე, რო­გორც თქვენ გსურთ, რა­ღა თქმა უნ­და, მხო­ლოდ თქვენს სატ­რ­ფოდ ჩავ­ითვლები. სხვაგ­ვა­რად ამი­სი თქმა მხო­ლოდ თა­ვის მოტყუე­ბა და სიც­რუე იქ­ნებ­ოდა.
- ჯე­ინ, გავ­იწყდე­ბა, რომ მშვი­დი ხას­იათის კა­ცი არ ვარ, არ შემ­იძლია დიდ­ხანს ვით­მი­ნო რა­მე, ამას­თა­ნა­ვე, არც გულ­ცი­ვი ვარ და არც უგ­რ­ძ­ნო­ბე­ლი. შემ­იბრა­ლე, შეი­ბრა­ლე შე­ნი თა­ვიც. აი, შე­ე­ხე ჩემს მა­ჯას. იგ­რ­ძ­ნობ, რო­გორ მი­ცემს გუ­ლი. მიფ­რ­თხილ­დი!
მა­ჯა გაი­შიშვლა და ხე­ლი გამ­ომიწოდა. სა­ხე­სა და ტუ­ჩებ­ზე მკვდრის ფე­რი დას­დებ­ოდა, თით­ქოს სის­ხ­ლის­გან და­ე­ცა­ლათ. მძი­მე ნა­ღ­ველ­მა შე­მიპყ­რო. მი­სი კი­დევ უფ­რო მე­ტად აღ­ელ­ვე­ბა ასე­თი წი­ნა­ა­ღმ­დეგობით, რაც მას, ვი­ცო­დი, ეზ­იზღ­ებ­ოდა, ბო­რო­ტე­ბა იყო. მაგ­რამ დათ­მობაც დაუ­შვებ­ლად მი­მაჩ­ნდა და მეც ისე მო­ვი­ქე­ცი, რო­გორც იქ­ცევ­იან ხოლ­მე ადამ­ია­ნები, რო­დე­საც რაი­მე უკი­დურესობის წი­ნა­შე აღმ­ოჩნდებ­იან. დახ­მა­რებისთვის ადამ­იან­თა მოდ­გ­მა­ზე მა­ღ­ლა მდგომს - ზე­ცი­ურ მა­მას მივ­მარ­თე და, უნებ­ურად, ეს სიტყ­ვე­ბი აღმ­ოხდა ჩემს ბა­გეს: - ღმერ­თო, მიშ­ვე­ლე!
- ნამ­დვილად სუ­ლე­ლი ვარ, - წამ­ოიძა­ხა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა უცებ. - ვარ­წმუნებ, რომ ჯვარ­და­წერილი არა ვარ და იმას კი აღ­არ ვუხ­ს­ნი, თუ რა­ტომ? და­მავ­იწყდა, რომ მან არა­ფერი იცის არც იმ ქა­ლის და არც იმ პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც მაი­ძულა ამ ჯო­ჯო­ხე­თურ ქორ­წი­ნე­ბა­ზე დავ­თან­ხმებ­ულიყავი. ჰმ, მე დარ­წმუნებული ვარ, ჯე­ი­ნი და­მე­თან­ხმე­ბა და თა­ნამიგრძნობს ყვე­ლა­ფერში, რო­ცა გაი­გებს ყო­ველ­ივე იმას, რაც მე ვი­ცი. მო­მე­ცი შე­ნი ხე­ლი, ჯე­ინ, რომ არა მარ­ტო გხე­დავ­დე, არა­მედ შე­ხებ­ითაც ვგრძნობ­დე შენს სი­ახ­ლოვეს, და სულ რამ­დენ­იმე სიტყ­ვით გი­ამ­ბობ გულ­წ­რ­ფე­ლად მთელ ამ ამ­ბავს. შეგ­იძლია, მო­მის­მი­ნო?
- დი­ახ, სერ, რამ­დენი ხა­ნიც გნე­ბავთ.
- მე მხო­ლოდ წუ­თებს გთხოვ. ჯე­ინ, გაგ­იგონია ოდეს­მე ან იცი თუ არა, რომ მე არა ვარ ამ ოჯა­ხის უფ­რო­სი ვა­ჟიშვილი, რომ მე ჩემ­ზე უფ­რო­სი ძმა მყავ­და?
- დი­ახ, მახ­სოვს, ერ­თხელ მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა მი­ამ­ბო ეს ამ­ბავი.
- და ისიც გსმენ­ია, რომ მა­მა­ჩემი ძუნ­წი და მეტ­ისმე­ტად ფუ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ადამ­იანი იყო?
- დი­ახ, გამ­იგონია, რომ ის ასე­თი ყო­ფი­ლა.
- ამ­იტომაც, ჯე­ინ, მას გა­დაწ­ყვეტილი ჰქონ­და, მთე­ლი თა­ვი­სი სა­კუ­თრე­ბა ხელ­უხლებ­ლად შე­ე­ნარ­ჩუნებ­ინა. ის ვერ შერ­იგებ­ოდა იმ აზრს, რომ თა­ვი­სი სამ­ფლობელო და­ეყო და ჩემ­თ­ვის კუთ­ვ­ნი­ლი წი­ლი მოე­ცა. ყვე­ლა­ფერი, რაც მას გა­აჩ­ნდა, მე­მკვ­იდრეობით ჩე­მი ძმის, რო­უ­ლენ­დის ხელ­ში უნ­და გა­დასულიყო. თუმ­ცა, ვერც იმას იტან­და, რომ მის მეო­რე ვა­ჟს ასე­თი სიღ­არ­იბე ელ­ოდა ცხოვ­რე­ბაში. ალ­ბათ, ამ­იტომაც მე მდი­და­რი ქა­ლი უნ­და შე­მერთო. თა­ვის დრო­ზე მან საც­ოლეც მო­მი­ძებ­ნა. ვეს­ტინდოეთის მკვიდ­რი პლან­ტატორი და ვა­ჭარი მის­ტერ მე­ზო­ნი მი­სი დი­დი ხნის ნაც­ნო­ბი იყო. მა­მა­ჩემ­მა კარ­გად იცო­და, რომ ეს კა­ცი, სი­ნამ­დვილეში, აუ­რაც­ხელ სიმ­დიდ­რეს ფლობ­და. მა­ინც გა­იკი­თხ-გამ­ოიკთ­ხა. აღმ­ოჩნდა, რომ მის­ტერ მე­ზონს ჰყავ­და ორი შვი­ლი, ქალ­-ვა­ჟი. მის­გან შე­იტყო ისიც, რომ ქა­ლიშ­ვი­ლის­თ­ვის მზით­ვად ოც­და­ათი ათა­სი პა­უნ­დის მი­ცე­მა ჰქონ­და გან­ზრახული. ეს ამ­ბავი სა­კ­მარისი აღმ­ოჩნდა და, რო­დე­საც კო­ლეჯში სწავ­ლა და­ვას­რულე, ია­მა­იკ­ა­ზე გამ­გზავ­ნეს, რომ ცო­ლად შე­მერთო ქა­ლი, რო­მე­ლიც უკ­ვე და­ნიშ­ნუ­ლი ჰყავ­დათ ჩემ­თ­ვის. მა­მას ამ ქა­ლის ფუ­ლად შემ­ოსა­ვალ­ზე ჩემ­თ­ვის არა­ფერი უთ­ქ­ვამს, მაგ­რამ ის კი მითხ­რა, რომ სპენ­იშტაუნი მი­სი სი­ლა­მაზით ამაყ­ობდა. ეს არც იყო ტყუ­ი­ლი. ის მარ­თლაც მშვენ­იერი იყო, ბლანშ ინ­გ­რე­მის მსგავ­სი: მა­ღ­ალი, შავ­გვრე­მანი და წარ­მოსა­დეგი. მის ოჯახს და თვით მას ჩე­მი ხელ­ში ჩაგ­დე­ბა იმი­ტომ უნ­დო­დათ, რომ კარ­გი წარ­მო­შო­ბის ვი­ყა­ვი. ისი­ნი ჩემს საც­ოლეს მხო­ლოდ წვეუ­ლების დროს მაჩ­ვე­ნებ­დნენ ხოლ­მე, შე­სან­იშნა­ვად და ძვირ­ფა­სად ჩაც­მულს. მარ­ტო იშ­ვია­თად ვხვდე­ბო­დი და ასე­ვე იშ­ვია­თად მიხ­დებ­ოდა მას­თან პი­რის­პირ საუ­ბარი. ის ყვე­ლას­გან გამ­ორჩეუ­ლად მექ­ცეო­და და იმის­თ­ვის, რომ ჩემ­თ­ვის ეს­იამ­ოვნებ­ინა და და­ვეტ­ყვე­ვებ­ინე, მთელ თა­ვის მომ­ხიბ­ვ­ლელ­ობა­სა და გამ­ოცდილე­ბას გუ­ლუხ­ვად მაფ­რქვევ­და. მი­სი წრის ყვე­ლა მა­მა­კ­აცი მი­სით იყო აღ­ტა­ცებული და შუ­რის თვა­ლით მიმ­ზერ­და. მე დაბ­რმა­ვებული და აგ­ზნებული ვი­ყა­ვი და, ჩე­მი უცო­დი­ნა­რო­ბის, მო­უმ­წი­ფებ­ლობისა და გამ­ოუცდელობის გა­მო, ვფიქ­რობ­დი, რომ მიყ­ვარ­და. იმა­ზე უგუ­ნუ­რე­ბა და გონ­და­კ­არ­გულობა ხომ არა­ფერ­ია, ვიდ­რე ურ­თი­ერ­თისადმი მეტ­ოქეო­ბა და პირ­ველ­ობისათვის ბრძო­ლა საზ­ოგად­ოე­ბაში, ამას­თან, ახალ­გაზრდული, დაუ­ძლე­ველი ვნებ­იან­ობა, სიბ­რ­მა­ვე და წინ­დაუ­ხე­დაო­ბა, რომ­ლე­ბიც აჩ­ქა­რე­ბენ ადამ­იანს ასე­თი გან­უსჯელი საქ­ციელის ჩა­სა­დე­ნად. მი­სი ნა­თე­სა­ვები მაგ­ულია­ნებ­დნენ, მეტ­ოქე­ები კი მა­ღი­ზია­ნებ­დნენ. თვი­თონ მის მე­ზო­ნიც მაც­დურობდა ჩემ წი­ნა­შე და ქორ­წი­ნე­ბის დღ­ემ ისე მოა­ღწ­ია, ვერც კი გავ­იგე. ოჰ, სა­კუ­თარი თავ­ისადმი პატ­ივისცემის გრძნო­ბა აღ­ა­რა მაქვს, რო­დე­საც ეს ამ­ბავი მაგ­ონდე­ბა, და საშ­ინლად მეზ­იზღ­ე­ბა ჩე­მი თა­ვი. მე ის არას­ოდეს მყვა­რებ­ია, არც პა­ტივს ვცემ­დი და არც კარ­გად ვიც­ნობ­დი. იმა­შიც კი არ ვი­ყა­ვი დარ­წმუნებული, ჰქონ­და თუ არა რაი­მე ღი­რსეული, ბუ­ნე­ბით თან­დაყოლილი თვი­სე­ბა. ჯერ არც კი შე­მენ­იშნა მოკრ­ძა­ლე­ბა, ლმო­ბიე­რე­ბა, გულ­წ­რ­ფელ­ობა და ადამ­იანური სი­ფაქ­იზე მის სულ­სა და საქ­ციელში, რო­დე­საც შევ­ირთე. ოჰ, რა დი­დი დამ­ცირე­ბა ავ­იტა­ნე, რო­გორ თხუ­ნე­ლა­სავით მქონ­და თვა­ლები დაბ­რმა­ვებული და რა სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი! გა­ნა, უფ­რო ნა­კ­ლებ ცოდ­ვას არ ჩავ­იდენდი, თუ... მაგ­რამ მე უნ­და მახ­სოვდეს, ვის ვე­ლა­პა­რა­კ­ები.
ჩე­მი სა­ცო­ლის დე­და არას­ოდეს მე­ნა­ხა და მეგ­ონა, რომ მკვ­დარი იყო. თაფ­ლო­ბის თვე გა­თავ­და და მეც ჩემს შეც­დომას მივ­ხ­ვ­დი. ის თურ­მე შეშ­ლი­ლი იყო და ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დებ­ულთა თავ­შე­სა­ფარში ჰყავ­დათ გამ­ოკ­ეტილი. ოჯახ­ში უმ­ც­რო­სი ვა­ჟიშვილიც ჰყავ­დათ, ნამ­დ­ვი­ლი ენაბ­ლუ იდი­ო­ტი. უფ­რო­სი კი, რო­მე­ლიც უკ­ვე ნა­ხე, არ შეი­ძლე­ბა მძულ­დეს, თუმ­ცა მთე­ლი მა­თი ნა­თე­საო­ბა მეზ­იზღ­ე­ბა, რად­გან მის სუსტ გო­ნე­ბაში არის რა­ღ­აც წეს­იე­რების ნიშ­ნე­ბი. აი, თუნ­დაც ის, რომ ეგ საც­ოდავი დაუ­სრულებ­ლად ზრუ­ნავს თა­ვის გაუ­ბედ­ურებულ და­ზე, და თუნ­დაც ის ძა­ღლური ერ­თგულე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თხელ გამ­იწია. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბელ­ია, ერთ მშვენ­იერ დღ­ეს მა­გა­საც ეწი­ოს მა­თი ბე­დი. ჩემ­მა მა­მამ და ძმამ, რო­უ­ლენ­დმა, იცოდ­ნენ ეს ამ­ბავი, მაგ­რამ ისი­ნი მხო­ლოდ ოც­და­ათი ათას პაუ­ნდზე ფიქ­რობ­დ­ნენ და ჩემს წი­ნა­ა­ღმ­დეგ პი­რი ჰქონ­დათ შე­კრული.
ეს ყო­ველ­ივე საშ­ინელი აღმ­ოჩე­ნა იყო ჩემ­თ­ვის, მაგ­რამ, გარ­და ამ ფა­რუ­ლი თვალ­თმაქ­ცობისა, არა­ფერი შე­მეძლო მე­საყ­ვედ­ურებ­ინა ჩე­მი მე­უღლისთვის, მაშ­ინაც კი, რო­დე­საც მივ­ხ­ვ­დი, რომ მი­სი ბუ­ნე­ბა სრუ­ლი­ად უცხო და გა­მო­უც­ნო­ბი იყო ჩემ­თ­ვის. მი­სი გემ­ოვნე­ბა მხო­ლოდ უსი­ა­მოვ­ნო გრძნო­ბას მგვრი­და. იმ­დე­ნად გო­ნე­ბა­შე­ზღუდული იყო და გან­ვითა­რების ისეთ და­ბალ სა­ფეხ­ურზე იდ­გა, რომ უნა­რიც კი არ გა­აჩ­ნდა, რაი­მე დი­ა­დი და წმინ­და იდე­ა­ლებ­ისკ­ენ ჰქო­ნო­და სწრაფ­ვა. მა­ლე იმა­საც მივ­ხ­ვ­დი, შეუ­ძლე­ბელი იყო თუნ­დაც ერ­თი სა­ღ­ამო, ან ერ­თი სა­ათიც კი დღ­ეში მას­თან სი­ამ­ოვნებით გა­მე­ტა­რებ­ინა. ასე გან­სა­ჯე, ჩვენ შო­რის მე­გობ­რუ­ლი საუ­ბარიც კი არ ხერ­ხდებ­ოდა. რა თე­მა­საც არ უნ­და შევ­ხებოდი, მის­გან ყო­ველ­თ­ვის უზ­რ­დელ, ბა­ნალურ და გო­ნე­ბასუსტ, ვნე­ბა­აშლილი ქა­ლის პა­სუხს ვიღ­ებდი. იმა­შიც დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ მე არას­ოდეს მექ­ნებ­ოდა მყუდ­რო, დაწყო­ბი­ლი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა. არც ერთ მსა­ხურს არ შე­ეძლო შეჰ­გუებ­ოდა მის დაუ­სრულე­ბელ სი­ან­ჩხლეს, მო­უ­ლოდ­ნელ, უაზ­რო გაგ­ულისე­ბას, მუდ­მივ შეუ­რაც­ხყოფას, შეუ­სა­ბამო და უზო­მოდ მომ­თხოვნ, ურ­თი­ერ­თსაწ­ინა­ა­ღმ­დეგო ბრძა­ნე­ბებს. ასე­თი ამ­ბების მაყ­ურე­ბელიც კი, ზო­მიე­რე­ბას ვი­ჩენ­დი; საყ­ვედ­ურებს თავს ვარ­იდებდი; მსურ­და, სა­უბ­რის გა­რე­შე მო­მეხ­დინა გავ­ლე­ნა მას­ზე; ვცდი­ლობ­დი, ფარ­ულად მო­მე­ნან­იებ­ინა ყო­ველ­ივე, გუ­ლის სიღრ­მეში კი მის მი­მართ მხო­ლოდ ზიზღს ვგრძნობ­დი. ჯე­ინ, არ დაგ­ტან­ჯავ საშ­ინელი წვრილ­მა­ნების მო­ყო­ლით. რამ­დენ­იმე სიტყ­ვი­თაც მი­მიხ­ვ­დე­ბი, თუ რი­სი თქმა მინ­და. ოთხი წე­ლი გა­ვა­ტა­რე ამ ქალ­თან და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლობაში მან საშ­ინლად მა­წა­მა და დამ­ქან­ცა. მი­სი აუ­ტა­ნელი ხას­იათი დღი­თი დღე მწიფ­დებ­ოდა, საშ­ინელი სის­წ­რა­ფით ვი­თარ­დებ­ოდა და უზ­ნეო თვი­სე­ბებიც ასე­ვე სწრა­ფად ემა­ტებ­ოდა. მხო­ლოდ სიმკ­აც­რითღა თუ შეი­ძლებ­ოდა მა­თი და­ოკ­ე­ბა. მე კი სიმკ­აც­რე ვერ გამ­ოვიჩინე. ოჰ, რა ქონ­დ­რისკ­აცური გო­ნე­ბა ჰქონ­და და რა დაუ­ცხრომელი ვნებ­იან­ობა! რა შე­მაძ­რწუნე­ბელ უბედ­ურე­ბას წა­მკი­და ყო­ველ­ივე ამან! ბერ­თა მეზ­ონმა, უსა­ხელო და შეშ­ლი­ლი დე­დის ნამ­დვილმა ორეუ­ლმა და პირ­დაპ­ირმა შთამ­ომა­ვალ­მა, თავს და­მა­ტე­ხა ყვე­ლა ის საზ­იზღ­არი, და­მამ­ცირე­ბელი ამ­ბავი და მე­რე კი ამით გამ­ოწვეული აუ­წე­რელი სუ­ლი­ე­რი ტან­ჯვა, რო­მე­ლიც თან სდევს ყვე­ლა მა­მა­კ­აცს, ვინც კი ოდეს­მე თავ­შე­უკ­ა­ვე­ბელ­სა და ზნეო­ბრივად უწ­მინ­დურ ქალს შე­უღ­ლებ­ია.
იმ ხა­ნებში ჩე­მი ძმა გარ­დაი­ცვა­ლა. სწო­რედ მეო­თხე წლის ბო­ლოს კი მა­მაც მო­მიკვ­და. სა­კ­მაოდ გავ­მ­დიდ­რ­დი, თუმ­ცა სა­თა­კილო სიღ­არ­იბეში მქონ­და თა­ვი ჩარ­გუ­ლი. მე ხომ სამ­უდამოდ ვი­ყა­ვი და­კ­ავ­შირებული ამ გა­და­რეულ, უწ­მინ­დურ და ბილწ არ­სე­ბას­თან. ის, რო­გორც საზ­ოგად­ოების თვალ­ში, ისე კა­ნო­ნით, ჩემს მე­უღ­ლედ იწო­დებ­ოდა და ვე­ღ­არც კან­ონიერი გან­ქორწინებით ავარ­იდებდი თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექ­იმებ­მა შეშ­ლილად ცნეს. მის­მა გა­და­ჭარ­ბებ­ულმა თავ­შე­უკ­ა­ვებ­ლობამ ნა­ად­რე­ვად გა­ნავ­ითა­რა მას­ში არან­ორმალურობის ნიშ­ნე­ბი. ჯე­ინ, შენ, ალ­ბათ, არ გსი­ამ­ოვნებს ასე­თი ამ­ბების მოს­მე­ნა. ისე­თი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა გაქვს, ასე მგო­ნია, ავად უნ­და იყო. გინ­და, და­ნარ­ჩენს ხვა­ლის­თ­ვის გა­დავ­დებ?
- არა, სერ, ახ­ლა და­ამ­თავ­რეთ. მე თქვენ მებ­რა­ლებით, ძალ­იან მებ­რა­ლებით.
- სიბ­რა­ლუ­ლი, ჯე­ინ, ზო­გი­ერ­თი ადამ­იან­ისგან მომ­წამ­ვლელი და შეუ­რაც­ხმყოფელი მოწყა­ლე­ბა­ა. სრუ­ლი­ად სა­მარ­თლიანი იქ­ნე­ბა, თუ ასეთ სიბ­რა­ლულს უკ­ან­ვე მი­ვახ­ლით თავ­ში იმ ადამ­ია­ნებს, ვინც მათ გვთა­ვაზობს. ასე­თი სიბ­რა­ლუ­ლი გულ­ქ­ვა და ეგო­ისტ ადამ­იან­თა თან­დაყოლილი თვი­სე­ბა­ა. მას­ში შერ­წყმულია ეგო­ის­ტუ­რი ჩი­ვი­ლი სხვი­სი ურ­ვა-წუ­ხი­ლის გაგ­ონებ­ისას, და უგუ­ნუ­რი სი­ძულ­ვი­ლი იმ ადამ­იან­თა მი­მართ, რომ­ლე­ბიც გან­საც­დელში არ­იან. მაგ­რამ შე­ნი სიბ­რა­ლუ­ლი ასე­თი არ არის. ამ წუ­თებ­ში სრუ­ლი­ად სხვა გრძნო­ბა იხა­ტე­ბა შენს სა­ხე­ზე, რომ­ლის გა­მო, სა­დაც არის, ცრემ­ლის ნია­ღ­ვარი და­ედ­ინე­ბა შენს თვა­ლებს. გუ­ლიც ასე იმი­ტომ გიღ­ე­ლავს და შე­ნი ხე­ლიც ასე იმი­ტომ თრთის ჩემს ხელ­ში. შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, ჩე­მო ღვ­თა­ე­ბავ, სიყ­ვა­რუ­ლის წა­მებული დე­და­ა, მი­სი წუ­ხი­ლი ნამ­დ­ვი­ლი მწვა­ვე გუ­ლის­ტ­კი­ვილია ღვთი­უ­რი იდე­ა­ლებით გა­ტა­ცებული ადამ­იან­ისა. მე ვიღ­ებ მას, ჯე­ინ. და­ე, ეს ქა­ლიშ­ვი­ლი თავ­ისუფლად მო­ვი­დეს ჩემ­თან, ჩე­მი გაშ­ლი­ლი მკ­ლა­ვები მას უც­დის მი­სა­ღ­ე­ბად.
- ახ­ლა კი, სერ, გა­ნაგ­რძეთ, მე­რე რო­გორ მო­ი­ქე­ცით, რო­დე­საც შეი­ტყვეთ, რომ ის შეშ­ლი­ლი იყო?
- ჯე­ინ, მე სას­ოწა­რკ­ვეთ­ილების სა­ზღ­ვარს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი. მხო­ლოდ სა­კუ­თარი თავ­ისადმი შერ­ჩენილი ოდ­ნა­ვი პატ­ივისცემის გრძნო­ბა მა­კ­ა­ვებ­და უფ­ს­კ­რუ­ლის პი­რას. უეჭ­ველ­ია, ქვეყ­ნის თვალ­ში სა­მარცხვინოდ პატ­ივაყრილი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ გა­დავ­წყვიტე, სა­კუ­თარი სინ­დი­სის წი­ნა­შე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მარ­თალი და ბო­ლომ­დე შორს ვმდგარ­იყავი მი­სი სა­მარცხვინო და­ნა­შაუ­ლებრივი საქ­ციელ­ისგან, რო­გორ­მე და­მე­ღწ­ია თა­ვი ამ გო­ნე­ბასუსტი არ­სების ბი­წიე­რებისთვის. საზ­ოგად­ოე­ბა კი მის სა­ხელს ჩემს სა­ხელს უკ­ავ­შირებ­და. მე მას ყო­ველ­დღე ვხე­დავდი და მეს­მოდა მი­სი ხმა. მი­სი ამ­ონასუნთქი ჰა­ერი (თფუ!) შე­რეული იყო იმ ჰა­ერში, რო­მელ­საც მე ვსუნ­თ­ქავ­დი. არ მავ­იწყდებ­ოდა, რომ ოდე­სღ­აც მი­სი ქმა­რი ვი­ყა­ვი. ეს მო­გო­ნე­ბა ენით გამ­ოუთქმელ სი­ბილ­წედ მი­მაჩ­ნდა და მი­მაჩ­ნია. გარ­და ამ­ისა, ვი­ცო­დი, რომ სა­ნამ ის ცოცხა­ლი იქ­ნებ­ოდა, ვერ შევ­ირთავდი სხვას, უკ­ე­თესს, ცო­ლად. ხუ­თი წლით ჩემ­ზე უფ­რო­სი (მის­მა ოჯახ­მა და მა­მა­ჩემ­მა მო­მატ­ყუეს მი­სი წლო­ვა­ნე­ბაც) იმ­დენ ხანს იცოცხ­ლებ­და, რამ­დენ­საც მე, რად­გან აგებ­ულებით იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რამ­დე­ნა­დაც გო­ნებ­რივად სუს­ტი. ასე რომ, ოც­და­ექვსი წლის ასა­კში სრუ­ლი­ად უიმე­დო მდგო­მა­რეო­ბაში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი.
ერთ ღა­მეს ყურ­თას­მენის წა­მღ­ებ­მა კი­ვილმა გამ­ომა­ღვ­იძა (მას შემ­დეგ, რაც ექ­იმებ­მა და­ა­დას­ტურეს, რომ ის შეშ­ლი­ლი იყო, ცა­ლკე გვყავ­და გამ­ოკ­ეტილი). სუ­ლის შემ­ხუთველი სიცხე იყო იმ ღა­მეს, რო­გო­რიც ვეს­ტინდოეთში იცის ხოლ­მე. იქ, სა­დაც ასე­თი ჰა­ვა­ა, ამ­გვარ ღა­მე­ებს ძალ­იან ხში­რად თან სდევს გრი­გა­ლი. სა­წოლ­ში ძი­ლი შეუ­ძლე­ბელი გახ­და, წამ­ოვდექი და სა­რკ­მელი გამ­ოვა­ღ­ე. ისე მო­მეჩ­ვე­ნა, ჰა­ერი ფოს­ფორ­ნა­რევი ნის­ლით გა­ჟ­ღ­ენთილიყო. სუფ­თა ჰა­ერს ვე­ღ­არ­სად მი­ვა­გენი. ოთახ­ში კოღ­ოები შემ­ოფრინდნენ და გუ­ლის შე­მაწ­უხებ­ლად ბზუ­ოდ­ნენ. ზღ­ვა, რომ­ლის ხმა­უ­რი ჩე­მამ­დე კარ­გად აღ­წევ­და, ისე ბო­ბოქ­რობ­და, რო­გორც მი­წის­ძ­ვ­რის დროს იცის ხოლ­მე. მის ზე­მოთ შა­ვი ღრ­უბლები მიქ­როდ­ნენ. მო­წი­თა­ლო ფე­რის სავ­სე მთვა­რე ტა­ლღ­ებში ისე ჩაი­ნთქა, რო­გორც გა­ვარ­ვა­რებული ზარ­ბაზნის ყუმ­ბა­რა და უკ­ა­ნა­სკ­ნე­ლად სის­ხ­ლი­ა­ნი მზე­რა სტყორ­ც­ნა ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ბო­ბო­ქა­რი ქა­რიშ­ხ­ლის მო­ლო­დინ­ში თრთო­და. ბუ­ნე­ბის ასე­თი პეი­ზა­ჟი და ატ­მოსფერული ცვლი­ლე­ბები ფი­ზი­კუ­რად მა­ნად­გურებ­და; ამას­თა­ნა­ვე, ყურ­ში გამ­უდმებით ჩა­მეს­მოდა შეშ­ლი­ლის კი­ვი­ლი და წყევ­ლა­-კრ­ულვა; დრო­დად­რო ის ჩემს სა­ხელს ახ­სე­ნებ­და ისე­თი გაბ­ოროტებული სი­ძულ­ვი­ლი­თა და ისე­თი ენით, რომ არც ერთ გაქ­ნილ მე­ძავ ქალს არას­ოდეს ექ­ნებ­ოდა მას­ზე ბინ­ძუ­რი ლექ­სიკონი. ჩვენ ერ­თმა­ნეთ­ისგან ორი ოთა­ხი გვყოფ­და, მაგ­რამ მე ყვე­ლა სიტყ­ვა გავ­იგონე, რად­გან ვეს­ტინდოეთში ისე­თი თხე­ლი კედ­ლებ­ია, ხმა თავ­ისუფლად გა­დის და ისი­ნი ოდ­ნა­ვა­დაც ვერ ახ­შობდნენ მის მგლურ ყმუ­ილს.
ეს ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხეთ­ია! - ვთქვი ბო­ლოს ჩემ­თ­ვის. - ეს უძი­რო ქვე­სკ­ნელ­იდან მომ­დი­ნა­რე ხმებ­ია! მე უფ­ლე­ბა მაქვს, გან­ვშორდე მას, თუ შევ­ძელი. ამ მო­მა­კვ­დავი სხე­უ­ლის ტან­ჯვა-­წა­მე­ბა თან გაჰ­ყვე­ბა ხორცს, რო­მე­ლიც ასე მძი­მედ ბორკ­ავს ჩემს სულს. სა­ი­ქი­ოს სამ­უდამოდ ცეცხ­ლის ალ­ში წვა, რაც ფა­ნატ­იკო­სებს სწამთ, მე უკ­ვე აღ­არ მაშ­ინებს. მო­მა­ვალი აწ­მყოზე ცუ­დი არ იქ­ნე­ბა. მე უნ­და გან­ვშორდე აქაუ­რობას და ჩემს ზე­ცი­ურ მა­მას­თან გა­ვემ­გზავრო (სამ­უდამო სა­მკვიდროში).
სა­ნამ ამას ვამ­ბობ­დი, მუხ­ლებ­ზე და­ვეშვი და ყუ­თი გავ­ხსენი, რო­მელ­შიც ორი გა­ტენილი დამ­ბა­ჩა იდო. გა­დავ­წყვიტე, თა­ვი მო­მე­კ­ლა. მაგ­რამ ეს ფიქ­რი წამ­იერი გამ­ოდგა, რად­გან შეშ­ლი­ლი არ ვი­ყა­ვი. ხო­ლო ის მწვა­ვე და გაუ­საძლისი სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბა, რო­მელ­მაც ასე­თი რამ მაფ­იქრებ­ინა და თვითმკვ­ლელ­ობა გა­და­მაწ­ყვეტ­ინა, ერთ წამ­ში გაქ­რა. ევ­როპიდან დაძ­რულმა სუფ­თა ნი­ავ­მა ოკ­ე­ა­ნეს გად­მოუქროლა და ღია სა­რკ­მელში შემ­ოიჭრა. ქარ­იშხალი გაძ­ლიერ­და, წვი­მა კო­კი­სპირულად ას­ხამ­და; ქუხ­და; ელავ­და; ჰა­ერი გაი­წმინდა. სა­კუ­თარ ბა­ღში სვე­ლი ფორ­თოხ­ლის ხე­ებში და­ვე­ხე­ტებოდი; ქარ­იშხლისა და წვი­მის­გან წა­ლე­კილ ბრო­წეუ­ლებ­სა და ანა­ნასის ხე­ებს შო­რის მი­მოვ­დი­ო­დი და, ვიდ­რე ტრო­პი­კუ­ლი ზო­ნის მო­ციმ­ცი­მე ცისკ­არი ჩემ გარ­შემო ცეც­ხლისფერ სხი­ვე­ბად აენ­თებ­ოდა, ასე გან­ვიზრა­ხე: აბა, მო­მის­მი­ნე, ჯე­ინ! ვფიქ­რობ ეს ნამ­დვილად ბრძნუ­ლი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა იყო, რო­მელ­მაც და­მაწ­ყნა­რა იმ წუ­თებ­ში და მიჩ­ვე­ნა გზა, რო­მელ­საც მო­მა­ვალში უნ­და გავ­ყო­ლო­დი.
ევ­როპიდან შე­მოჭ­რი­ლი მო­სალ­ბუნე ნი­ა­ვი ჯერ კი­დევ ახ­ლად გან­ბანილ ფოთ­ლებს ეჩ­ურჩულებ­ოდა და ატ­ლანტის ოკ­ე­ა­ნე კი გრგვინ­ვით დი­დე­ბულ თავ­ისუფლე­ბას უმღ­ერ­ოდა, რო­დე­საც დი­დი ხნის გან­მავ­ლობაში მთლად მკვ­დარი, სის­ხ­ლ­გამ­შრალი და გაც­ივებული ჩე­მი გუ­ლი ამ ხმამ გამ­ოაც­ოცხლა და სა­არ­სებო სის­ხ­ლით შე­ავსო. ჩე­მი დი­დი ხნის ნატ­ვრა და სურ­ვი­ლი, რომ ხელ­მეო­რედ დავ­ბა­დებ­ულიყავი და ამ­ქვეყნიური ცოდ­ვებ­ისგან მთლია­ნად გავ­წმენ­დილიყავი, ახ­ლა ჩემ წინ იმე­დის სა­ხით გამ­ოჩნდა და მეც ჩე­მი არ­სების მთლია­ნად გარ­დაქ­მნა და ხელ­მეო­რე აღდ­გომა შე­საძ­ლებ­ლად ვცა­ნი. ბა­ღის ბო­ლო­ში ვი­დე­ქი და ყვავ­ილების თა­ღ­ებ­ქვეშ გავ­ყურებდი ზღ­ვას, რო­მე­ლიც ცა­ზე უფ­რო ლურ­ჯი ჩან­და. მის იქით ძვე­ლი სამ­ყარო - ევ­როპა მეგ­ულებ­ოდა და ჩე­მი ნა­თელი იმე­დებიც იქ იშ­ლებ­ოდა.
- წა­დი! - ჩამ­ძახ­ოდა ის, - და კვ­ლავ ევ­როპაში იცხოვ­რე. იქ არა­ვინ იცის, რა შერც­ხვენილ სა­ხელს ატა­რებ და რა ბინ­ძუ­რი ტვირ­თი გკი­დია. შეგ­იძლია, შეშ­ლი­ლი ინ­გ­ლის­ში წაი­ყვანო. ჩა­კ­ე­ტე თორ­ნ­ფილ­დ­ში, კარ­გი მომ­ვ­ლე­ლი მი­უ­ჩი­ნე და ფრთხი­ლად შეი­ნა­ხე. მე­რე კი, რო­მელ ქვე­ყა­ნაშიც გინ­და, იქით გა­ემ­გზავ­რე და იმას დაუ­მეგობრდი, ვინც უფ­რო მო­გეწ­ონე­ბა. ეს ქა­ლი, რო­მელ­მაც ასე ბო­რო­ტად გამ­ოიყე­ნა შე­ნი ამ­დენი ხნის ტან­ჯვა-­წა­მე­ბა, ასე შე­არც­ხვინა შე­ნი სა­ხელი, ასე დი­დად შეუ­რაცხყო შე­ნი პატ­იოსნე­ბა და ამ­დენი ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა შენს სიყ­მაწ­ვილეს, შე­ნი მე­უღ­ლე არ არის. არც შე­ნა ხარ მი­სი ქმა­რი. ყუ­რა­დღ­ე­ბა მი­აქ­ციე, რომ მას­ზე იზ­რუ­ნონ, რო­გორც ამას მი­სი ჯან­მრთელ­ობა მო­ითხოვს. მა­შინ ვა­ლი მოხ­დი­ლი გექ­ნე­ბა ყვე­ლას მი­მართ, რო­გორც ამას ღმერ­თი და ადამ­იან­თა საზ­ოგად­ოე­ბა მო­ითხოვს. და­ე, მი­სი სა­ხელი და ახ­ლობლობა შენ­თან დაი­მარხოს და დავ­იწყე­ბას მიე­ცეს. შენ ვალ­დებული არა ხარ, ამ ამ­ბის შე­სა­ხებ რო­მელ­იმე სულ­დ­გ­მულს რა­მე გაუ­ზიარო. მოა­თავ­სე ის უში­შარ ად­გილას, კარგ პი­რო­ბებ­ში, სა­ი­დუმ­ლოდ შეი­ნა­ხე მი­სი ავად­მყოფობა და გან­შორ­დი მას...
მეც სწო­რედ ამ რჩე­ვას გავ­ყევი. ჩემს ძმა­სა და მა­მას ნაც­ნობებისთვის არ გაუ­გებ­ინებ­იათ ჩე­მი ქორ­წი­ნე­ბის ამ­ბავი, რად­გან პირ­ველ­ივე წე­რილ­ში ვატ­ყობინებდი, რა გან­უზომელ ზიზღ­საც გან­ვიც­დი­დი ამ ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ. რად­გან ვი­ცო­დი ჩე­მი მე­უღლის ხას­იათი და მი­სი გო­ნებ­რი­ვი სი­სუს­ტე, წი­ნას­წარ­ვე ვხე­დავდი, რა საშ­ინელი მო­მა­ვალი მელ­ოდა, იქ­ვე ვუ­მა­ტებდი და და­ჟი­ნებით ვთხოვ­დი მათ, ყო­ველ­ივე სა­ი­დუმ­ლოდ შე­ე­ნა­ხათ. ბო­ლოს კი ჩე­მი მე­უღლის უსირ­ცხ­ვი­ლო საქ­ციელ­მა ისე­თი სა­ხე მი­ი­ღო, რომ მა­მას, რო­მელ­მაც ის თვი­თონ ამ­ომირჩია, ასე­თი რძლის ყო­ლა ახ­ლა სა­თა­კილოდ მი­აჩ­ნდა და აწ­ითლებ­და. ამ ქორ­წი­ნე­ბას ის არამ­ც­თუ ახ­სე­ნებ­და სად­მე, არა­მედ ჩემ­ზე მე­ტად ცდი­ლობ­და, და­ე­მა­ლა.
შემ­დეგ მე ის ინ­გ­ლის­ში ჩამ­ოვიყვა­ნე, საშ­ინელი მოგ­ზაუ­რობა იყო. წარ­მოიდგინე, ასე­თი ურ­ჩხუ­ლით გე­მით მგზავ­რობა. გამ­იხარ­და, რო­დე­საც ბო­ლოს თორ­ნ­ფილდს მო­ვა­ღწ­იეთ და მე­სა­მე სარ­თუ­ლის ერ­თ-ერთ ოთახ­ში მშვი­დო­ბია­ნად მო­ვა­თავ­სე. ეს სწო­რედ შე­ნო­ბის შიგ­ნით ის ღრ­მად მი­მა­ლუ­ლი სამ­უშაო ოთა­ხი იყო, რო­მე­ლიც მან ამ ათი წლის გან­მავ­ლობაში გა­რეული ცხო­ვე­ლის ბუ­ნა­გად და ბო­რო­ტი სუ­ლე­ბის სა­კ­ნად აქ­ცია. პირ­ვე­ლად ძალ­იან გამ­იძნელ­და მის­თ­ვის მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლის შოვ­ნა. სა­ჭი­რო იყო ძალ­იან ერ­თ­გუ­ლი ადამ­იანი, რად­გან შეშ­ლი­ლის გა­აფ­თრე­ბას შეი­ძლე­ბა ჩე­მი სა­ი­დუმ­ლო გა­ე­ცა. იყო დღ­ე­ები და კვ­ირებიც, რო­დე­საც ის დამ­შვიდებული იყო და მა­შინ შეუ­რაც­ხმყოფელი სიტყ­ვე­ბით მავ­სებ­და. ბო­ლოს გრიმ­ს­ბი რიტ­რი­ტი­დან გრე­ის პუ­ლი დავ­იქირა­ვე. მხო­ლოდ მან და ექ­იმმა კარ­ტერ­მა (რო­მელ­მაც მე­ზონს ჭრი­ლო­ბე­ბი შეუ­ხვია იმ ღა­მეს, რო­დე­საც ის დამ დაჭ­რა და და­კბ­ინა), აი, ამ ორ­მა ადამ­იან­მა იცო­და ჩე­მი სა­ი­დუმ­ლო. შე­საძ­ლე­ბელ­ია, მი­სის ფე­იერ­ფექსი რა­მეს ეჭ­ვობდეს, მაგ­რამ და­ნამ­დვილებით და სწო­რად მან ამ საქ­მის შე­სა­ხებ არა­ფერი იცის. გრე­ი­სი მარ­თლაც კარ­გი მომ­ვ­ლე­ლი აღმ­ოჩნდა, თუმ­ცა, ნა­წი­ლობ­რივ, სა­კუ­თარ თავს უნ­და და­აბ­რალოს, რაც შე­ემ­თხვა და რა­შიც ვე­რავინ და­ეხ­მა­რე­ბა. რა თქმა უნ­და, ეს, ნა­წი­ლობ­რივ, მი­სი მო­მა­ბეზ­რე­ბელი პრო­ფე­სი­ის ბრალ­იცა­ა. მი­უ­ხე­და­ვად მი­სი გამ­უდმებული სიფხიზ­ლი­სა, ავად­მყოფმა ის არა­ერ­თხელ შე­აც­დინა და გამ­ოუვალ მდგო­მა­რეო­ბაში ჩა­აგდო. შეშ­ლი­ლი ადამ­იანი მეტ­ისმე­ტად ეშ­მა­კი და ბო­რო­ტია. მას შეუ­ძლია, ყო­ველ­თ­ვის ისარ­გებლოს თა­ვი­სი მომ­ვ­ლე­ლის დრო­ე­ბი­თი გაუ­ფრთხილებლობით. აი, ერ­თხელ და­ნა აა­ცა­ლა, რომ­ლი­თაც სა­კუ­თარი ძმა დაჭ­რა. ორ­ჯერ კი თა­ვი­სი სა­კნის გა­სა­ღ­ები იგ­დო ხელთ და იქი­დან ღა­მით გამ­ოიპა­რა. პირ­ვე­ლად ისე­თი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა მო­უ­ვი­და თავ­ში, რომ უნ­დო­და სა­წოლ­ში გამ­ოვეწვი. მეო­რედ კი შენ გეს­ტუმრა ფარ­ულად. ღმერთს მად­ლობას ვწი­რავ, რომ დაგ­იცვა და მან თა­ვი­სი სიშ­მა­გე გად­მოან­თხია მხო­ლოდ შენს ჯვრის­წე­რის მორ­თუ­ლო­ბა­ზე, რო­მელ­მაც, ალ­ბათ, ბუნ­დოვ­ნად, თა­ვი­სი სა­კუ­თარი ჯვრის­წე­რის დღ­ე­ები გა­ახ­სე­ნა. გაფ­იქრე­ბაც კი მზა­რავს, რა უბედ­ურე­ბა შეი­ძლებ­ოდა დატ­რია­ლებულიყო, თუ ის, ვინც ამ დი­ლით ყელ­ში ასე გა­აფ­თრებით მე­ცა, თა­ვი­სი დაწ­ითლებული და ჩა­შა­ვებული სა­ხით, ჩე­მი პა­წაწ­ინა მტრე­დის ბუ­დე­ში ჩაი­ხე­დავ­და! ეს ფიქ­რი ძა­რღ­ვებში სისხლს მი­ყი­ნავს...
- მე­რე, სერ, - ვკი­თხე მე, რო­დე­საც ის შე­ჩერ­და, - რო­გორ მო­ი­ქე­ცით მას შემ­დეგ, რაც ის აქ და­აბ­ინა­ვეთ? სა­ით გა­ემ­გზავ­რეთ?
- რო­გორ მო­ვი­ქე­ცი, ჯე­ინ? გავ­უჩინარდი. მუდ­მივ მოგ­ზაუ­რად გა­დავ­იქეცი. სად წა­ვედი? მარ­ტის დაუ­დე­გარი ქა­რი­ვით და­ვე­ხე­ტებოდი აქეთ-იქით. ევ­როპას მი­ვა­ღწ­იე და ყვე­ლა მის ქვე­ყა­ნას გზა­აბ­ნეულივით შემ­ოვუა­რე. მხო­ლოდ ერ­თი ფიქ­რით ვი­ყა­ვი შეპყ­რო­ბი­ლი: მო­მე­ძებ­ნა კარ­გი და ჭკვ­იანი ქა­ლი, რომ­ლის შეყ­ვა­რე­ბა შე­მეძ­ლებ­ოდა. მინ­დო­და, სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო ყო­ფი­ლი­ყო იმ ავი და ცო­ფი­ა­ნი ქალ­ისა, რო­მე­ლიც თორ­ნ­ფილ­დ­ში დავ­ტოვე.
- მაგ­რამ თქვენ ხომ მას ვერ შეი­რთავდით, სერ?
- მე გა­დავ­წყვიტე და არა მარ­ტო დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, რომ ასე უნ­და მოვ­ქ­ცეუ­ლიყავი, არა­მედ ვალ­დებ­ულა­დაც ვთვლი­დი თავს. პირ­ვე­ლად სრუ­ლებ­ითაც არ გან­მიზრა­ხავს, ვინ­მე მო­მეტ­ყუებ­ინა ისე, რო­გორც შენ­თან ვიც­რუე და დაგ­იმა­ლე ყო­ველ­ივე. ვფიქ­რობ­დი, მთე­ლი ჩე­მი თავ­გა­და­სა­ვალი გუ­ლახ­დილად მე­ამ­ბა და წი­ნა­და­დე­ბაც პირ­და­პირ მი­მე­ცა. ეს იმ­დე­ნად სწორ და გო­ნივ­რულ მო­საზ­რე­ბად მი­მაჩ­ნდა, რომ ვვა­რაუდობდი, ისეთ თავ­ისუფალ პი­როვ­ნე­ბად ჩამ­თვლიდნენ, რო­მელ­საც შე­ეძლო შე­ეყ­ვა­რებ­ინა და ყვა­რებ­ოდათ. ეჭ­ვიც არ მე­პა­რებ­ოდა, რომ შემ­ხვდებ­ოდა ისე­თი ადამ­იანი, რო­მე­ლიც გამ­იგებ­და, მი­თა­ნაგ­რძნობდა და მი­მიღ­ებ­და, მი­უ­ხე­და­ვად თავს და­ტეხილი მძი­მე უბედ­ურებ­ისა და წყევ­ლა­-კრ­ულვისა.
- კე­თი­ლი, სერ, მე­რე?
- რო­დე­საც ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბა გძლევს, ჯე­ინ, არ შემ­იძლია ღი­მი­ლი შევ­იკ­ავო, თვა­ლებს მო­უთ­მე­ნელი ჩი­ტი­ვით ახელ და გან­უწყვეტლივ მოძ­რა­ობ, თით­ქოს პა­სუ­ხი იგ­ვია­ნებ­დეს, დაც­და არ შე­გეძლოს და გსურ­დეს, ის მო­სა­უბ­რის გუ­ლის­ფი­ცარ­ზე ამ­ოიკითხო. მაგ­რამ ახ­ლა, სა­ნამ ჩემს ამ­ბავს გან­ვაგ­რძობდე, მითხა­რი, რას გუ­ლის­ხ­მობ, რო­დე­საც მე­კი­თხები: - შემ­დეგ, სერ? - ამ მოკ­ლე ფრა­ზას ძალ­იან ხში­რად წამ­ოიძა­ხებ ხოლ­მე. მე ის დი­დად მეხ­მა­რე­ბა და საუ­ბარს გან­ვაგრძობ, მაგ­რამ ვერ გამ­იგია, რა­ტომ მოქ­მე­დებს ის ჩემ­ზე ასე?
- მაი­ნტე­რე­სებს, რა მოხ­და შემ­დეგ, თქვენ რო­გორ მო­ი­ქე­ცით ან ამა თუ იმ შემ­თხვე­ვას რა და­სასრული მოჰ­ყ­ვებ­ოდა ხოლ­მე.
- აი, სწო­რედ მა­გას ვამ­ბობ, ახ­ლა რი­სი გა­გე­ბა გინ­და.
- იპო­ვეთ თუ არა ის, ვინც მოგ­წონ­დათ, მი­ე­ცით თუ არა წი­ნა­და­დე­ბა, ცო­ლად გამ­ოგყოლოდათ, ან მან რა გი­პას­უხათ?
- მხო­ლოდ ის შემ­იძლია გითხ­რა, ვნა­ხე თუ არა, ვინც მო­მეწ­ონა, ან შევ­თა­ვა­ზე თუ არა ჩე­მი ხე­ლი, მაგ­რამ ის, რაც მი­პას­უხა, ჯერ კი­დევ საი­დუმლოებით არის მო­ცუ­ლი ბედ­ისწერის წიგ­ნ­ში. ათი წე­ლი და­ვე­ხე­ტებოდი ერ­თი დე­და­ქა­ლაქ­იდან მეო­რეში - ხან პე­ტერბურგში, უფ­რო ხში­რად პა­რიზ­ში, ხან­და­ხან რომ­ში, ნე­აპ­ოლსა და ფლო­რენ­ციაში. ფუ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, შთამ­ომავლობით უძ­ვე­ლეს გვარს ვე­კუთვნოდი და ამი­ტომ შე­მეძლო, თვი­თონ ამ­ომერ­ჩია საზ­ოგად­ოე­ბა, რო­მელ­თა­ნაც და­ახ­ლოე­ბა მინ­დო­და. საზ­ოგად­ოების არც ერ­თი წრე არ იყო ჩემ­თ­ვის მი­უწ­ვ­დო­მე­ლი, ამი­ტომ ჩემს საო­ცნებო არ­სე­ბას და­ვე­ძებდი ინ­გ­ლი­სელ ლე­დებს, ფრანგ გრაფ­ინიებს, იტალ­იელ სი­ნი­ო­რი­ნებ­სა და გერ­მა­ნელ ბარ­ონე­სებს შო­რის. მი­სი პოვ­ნა ვერ შევ­ძელი. ხან­და­ხან მხო­ლოდ წამ­იე­რად ვფიქ­რობ­დი, რომ, აი, უკ­ვე თვა­ლი მოვკ­არი, ხმა გავ­იგონე და ჩე­მი ოც­ნე­ბის ხორ­ც­შეს­ხ­მუ­ლი ხა­ტე­ბა დავ­ინა­ხე-­მეთქი, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ოც­ნე­ბა იყო და მაშ­ინვე ამეხ­ილებ­ოდა ხოლ­მე თვა­ლი. ნუ წარ­მოიდგენ, რომ სუ­ლით ან გა­რეგნობით უნა­კლო არ­სე­ბას და­ვე­ძებდი, მხო­ლოდ ჩემს შე­სა­ფერისს ვნატ­რობ­დი, კრე­ო­ლი ქა­ლის სა­პი­რის­პი­რო არ­სე­ბას, მაგ­რამ, თურ­მე, ამა­ოდ ვე­ძებდი. ისე­თი არა­ვინ შემ­ხვედ­რია, თავ­ისუფალიც რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ცო­ლო­ბა მეთ­ხოვა, მას შემ­დეგ მა­ინც, რაც მაგ­ონდებ­ოდა, პირ­ვე­ლად რა საშ­ინელ, საზ­იზღ­არ და ყოვ­ლად შეუ­ფე­რე­ბელ ქორ­წი­ნე­ბა­ზე დავ­თანხმდი. იმე­დის გაც­რუე­ბამ უგუ­ნუ­რე­ბამ­დე მი­მიყ­ვა­ნა. ვცა­დე გარ­თობა, მაგ­რამ გარ­ყვნილე­ბამ­დე არას­ოდეს დავ­ცემ­ულვარ. ის მე ყო­ველ­თ­ვის მძულ­და და მძულს, რად­გან ასე­თი ავ­ხორცობა ჩე­მი ვეს­ტინდოელი მე­სალ­ინას სტი­ქია იყო. ძვალ-რბილ­ში გამ­ჯდარი ზიზღი მის­და­მი და მი­სი ასე­თი საქ­ციელ­ისადმი მბორკ­ავ­და, რაი­მე სი­ამ­ოვნე­ბა თავ­ისუფლად მე­გე­მა; ასე­თი გრძნო­ბა სა­ზღ­ვარს გა­დას­ცდებ­ოდა თუ არა, მეჩ­ვე­ნებ­ოდა, რომ მას­თან და მის მა­ნკ­იერ საქ­ციელ­თან მა­ახ­ლოებ­და, და მაშ­ინვე თავს ვარ­იდებდი.
მა­ინც მარ­ტო ცხოვ­რე­ბა არ შე­მეძლო და ვცდი­ლობ­დი, სატ­რფოები შე­მეძ­ინა. პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ მე ამ­ოვირჩიე, სე­ლინ ვა­რენსი იყო. ეს ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მეო­რე სა­ფეხ­ურია, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბა­ზე ჩე­მი თა­ვი მძულს და მეზ­იზღ­ე­ბა. შენ უკ­ვე იცი, რა პი­როვ­ნე­ბაც იყო ეს ქა­ლი და რო­გორ დამ­თავ­რდა მას­თან ჩე­მი სა­მიჯ­ნუ­რო კავ­ში­რი. მას ორი შემ­ცვლელი ჰყავ­და: იტალ­იელი გი­აც­ინტა და გერ­მა­ნელი კლა­რა. ორი­ვე გან­სა­კუ­თრებული სი­ლა­მაზით გამ­ოირჩეო­და, მაგ­რამ რა ფა­სი ჰქონ­და მათ სი­ლა­მა­ზეს რამ­დენ­იმე კვი­რის მე­რე. გი­აც­ინტა უპ­რინ­ცი­პო და ან­ჩხ­ლი იყო. სა­მი თვის გან­მავ­ლობაში მას­თან სი­ახ­ლოვემ დამ­ქან­ცა. კლა­რა პატ­იოსანი და მშვი­დი იყო, მაგ­რამ გო­ნე­ბა­შე­ზღუდული და გაუ­გე­ბარი. რა სა­ერთო უნ­და ჰქო­ნო­და მას ჩემს გემ­ოვნე­ბას­თან? გამ­იხარ­და, რო­დე­საც სა­კ­მაო თან­ხა გამ­ოვუყავი, რა­ღ­აც შე­სა­ფერისი სამ­უშაო იშო­ვა და ასე, მშვი­დო­ბია­ნად, მო­ვი­შო­რე. მაგ­რამ, ჯე­ინ, შე­ნი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მარ­წმუნებს, რომ კარ­გი წარ­მოდგე­ნა აღ­ა­რა გაქვს ჩემ­ზე. შენ ახ­ლა უგ­რ­ძ­ნო­ბელ, უპ­რინ­ცი­პო და თავ­ქარ­იან მა­მა­კ­ა­ცად მთვლი, არა?
- მარ­თლაც, მე თქვენ ისე აღ­არ მომ­წონ­ხართ, რო­გორც წი­ნათ, სერ. ნუ­თუ არას­ოდეს გი­ფიქ­რი­ათ, რომ ასე­თი ცხოვ­რე­ბა, ასე თუ ისე, სა­ძაგ­ლობა­ა? ჯერ ერ­თი სატ­რ­ფო, ახ­ლა - მეო­რე. თქვენ ამ ამ­ბებ­ზე ისე ლა­პა­რა­კობთ, თით­ქოს სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი იყოს.
- ეს ყვე­ლა­ფერი მე გა­დამ­ხდა, მაგ­რამ მე ის არ მომ­წონს. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბაში ყვე­ლა­ზე და­მამ­ცირე­ბელი ყო­ფა და არც არას­ოდეს მენ­დომე­ბა, მას დავ­უბრუნდე. სიყ­ვა­რუ­ლის ფუ­ლით შოვ­ნა ისეთ­ივე სულ­მ­დაბ­ლობა­ა, რო­გორც მო­ნის ყიდ­ვა. ორი­ვე­ნი, რო­გორც ბუ­ნე­ბით, ისე მდგო­მა­რეობით მეტ­ისმე­ტად დამ­დაბ­ლებულნი არ­იან და ასეთ და­ბალ სა­ფეხ­ურზე მდგომ ადამ­ია­ნებ­თან ახ­ლო მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თობაში მო­უ­რი­დებ­ლად ყოფ­ნა დი­დად და­მამ­ცირე­ბელ­ია. ახ­ლა იმ წუ­თე­ბის მო­გო­ნე­ბაც კი მეზ­იზღ­ე­ბა, რომ­ლე­ბიც გი­აც­ინტას, სელ­ინა­სა თუ კლა­რას­თან გამ­იტა­რებ­ია.
- ამ სიტყ­ვე­ბის სი­მარ­თლე ვიგ­რ­ძე­ნი და მათ­გან გა­რკ­ვეული და­სკვ­ნა გამ­ოვიტა­ნე: თუ მე იმ­დე­ნად და­ვკ­არ­გავ გონს, რომ და­მავ­იწყდე­ბა სა­კუ­თარი თა­ვი და ყო­ველ­ივე ის, რი­თაც ოდეს­მე შთაგ­ონებული ვი­ყა­ვი, ან რაი­მე სა­ბაბით თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბელ მი­ზე­ზებს დავ­უწყებ ძებ­ნას და ცდუ­ნე­ბას წინ ვერ აღვ­უდგები, ერთ მშვენ­იერ დღ­ეს მეც იმ საც­ოდავი ქა­ლების მე­მკვ­იდრედ გა­დავ­იქცევი და მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ისეთ­ივე შეუ­რაც­ხმყოფელი გრძნო­ბით მო­მიხ­სენ­იებს, რო­გორც ახ­ლა მათ იგო­ნებ­და. ჩე­მი აზ­რი ხმა­მა­ღ­ლა არ გამ­ომითქვამს, მაგ­რამ ესეც სა­კ­მარისი იყო, რომ ყვე­ლა­ფერი ნათ­ლად მეგ­რ­ძ­ნო. მე ის გულ­ში ჩავ­იმარ­ხე, რომ სამ­უდამოდ იქ ჩამ­რჩენ­ოდა და დამ­ხმა­რებ­ოდა, თუ გა­მოც­დის წინ აღმ­ოვჩნდებოდი.
- ჯე­ინ, ახ­ლა რა­ტომ აღ­არ მეუ­ბნები: შემ­დეგ, სერ? რა­ტომ გა­ჩუმ­დი? რა­ტომ გაქვს ასე­თი მკ­აცრი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა? ვხე­დავ, ჩემს საქ­ციელს გმობ, მაგ­რამ და­მა­ცა­დე, ბო­ლომ­დე მი­ვი­დე. გა­სულ იან­ვარს, რო­დე­საც ყვე­ლა ჩე­მი სატ­რ­ფო თავ­იდან მო­ვი­შო­რე, დარ­დიანი და სვე­გამ­წა­რებული, საშ­ინელი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რეობით, რაც უმიზ­ნო ხეტ­იალ­სა და მარ­ტოხე­ლა ცხოვ­რე­ბას მოჰ­ყ­ვა თან, უიმე­დო­ბით გულ­გან­გ­მი­რუ­ლი, თით­ქ­მის ყვე­ლა­ზე და, გან­სა­კუ­თრებით, ქალ­თა სქეს­ზე გაგ­ულისებული (რად­გან გო­ნი­ე­რი, პატ­იოსანი და მო­სიყ­ვარ­ულე ქა­ლის არ­სებ­ობას უკ­ვე გან­უხორციე­ლე­ბელ ოც­ნე­ბად მი­ვიჩ­ნევ­დი), საქ­მე­ების გა­მო ინ­გ­ლისს დავ­ბ­რუნ­დი.
მახ­სოვს, სუს­ხი­ა­ნი სა­ღ­ამო იყო, ცხე­ნით ვუ­ახ­ლოვდებოდი თორ­ნ­ფილ­დის სა­სახ­ლეს, ამ საძ­ულველ ად­გილს, სა­დაც არც სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დე და არც სი­ამ­ოვნე­ბა არ მელ­ოდა. შე­ვამ­ჩნიე, ჰეი­ლეინში გა­და­საბ­იჯზე, მშვი­დად და სრუ­ლი­ად მარ­ტოდმარტო ერ­თი პა­ტა­რა არ­სე­ბა იჯ­და. მე მას ისე­ვე უყუ­რა­დღ­ებოდ ჩავ­უა­რე, რო­გორც მო­პირ­დაპ­ირე მხა­რეს მდგომ გას­ხ­ლულ ტი­რი­ფის ხეს. წი­ნათ­გრძნობამ ვერ მი­მახ­ვედ­რა, ამ­იერ­იდან რა ად­გილს დაი­ჭერ­და ის ჩემს გულ­ში; არც ში­ნა­განი ხმა მატ­ყობინებ­და, რომ ჩე­მი მო­მა­ვალი ცხოვ­რე­ბის მსა­ჯუ­ლი და უბედ­ურებ­ისა თუ სიკ­ეთის მაუ­წყე­ბელი სუ­ლი მიც­დი­და იქ ასე­თი მწყა­ზარი სა­ხით. წარ­მოიდგინე, ვერც მა­შინ ვი­ცა­ნი, რო­დე­საც ჩემს ცხენს, მეს­რურს, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად უბედ­ურე­ბა შე­ემ­თხვა. ის მოგ­ვი­ახ­ლოვდა და სერ­იოზულად შემ­ომთა­ვა­ზა დახ­მა­რე­ბა. გამ­ხდარი გო­გო­ნა იყო, ჯერ კი­დევ მთლად ბავ­შ­ვი; მის და­ნახ­ვა­ზე ასე მეგ­ონა, ჩემს ფე­ხებ­თან ჭვინ­ტა დახ­ტოდა და მთა­ვაზ­ობდა პა­წაწ­ინა ფრთებ­ზე შე­ვესვი და გა­და­ვერ­ჩინე. უკ­მე­ხად შევ­ხ­ვ­დი, მაგ­რამ წას­ვლა არ უფიქ­რია. იდ­გა ჩემ ახ­ლოს, უც­ნაუ­რად გაჯ­იუტებული მი­ყუ­რებ­და და თით­ქ­მის მბრძა­ნებ­ლურად მე­ლა­პა­რა­კ­ებ­ოდა. აი, სწო­რედ მი­სი ხელ­იდან უნ­და მი­მე­ღო დახ­მა­რე­ბა და მი­ვი­ღე კი­დეც.
რო­დე­საც მის სა­თუთ მხარს და­ვეყ­რდენი, ახალ­მა სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლამ და გრძნო­ბამ ნე­ტა­რებით დამ­ია­რა სხე­ულ­ში. ძალ­იან მეს­იამ­ოვნა, რო­დე­საც მის­გან­ვე შევ­იტყვე, რომ ეს წყლის ფერ­ია თურ­მე ჩემს სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და და იქ უნ­და დაბ­რუნებულიყო. მა­შინ ის მე ხელ­იდან რომ დამ­სხლტომოდა და ამ სიბ­ნე­ლეში ღო­ბის უკ­ან სად­მე გამ­ქრალიყო, ენით აუ­წე­რელი სი­ნა­ნუ­ლი შემ­იპყრობდა. გავ­იგონე, იმ სა­ღ­ამოს რო­გორ დაბ­რუნ­დი შინ, ჯე­ინ. ალ­ბათ, არც კი იცო­დი, რომ შენ­ზე ვფიქ­რობ­დი და გით­ვალ­თვა­ლებდი. მეო­რე დღ­ე­საც, ნა­ხე­ვარი სა­ათის გან­მავ­ლობაში ფარ­ულად გა­კვ­ირდებოდი, ადელს ეთა­მა­შებოდი დე­რე­ფანში. მახ­სოვს, თოვ­და იმ დღ­ეს, თქვენ გა­რეთ გას­ვლა არ შე­გეძლოთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი