ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილი IX)
font-large font-small
ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილი IX)
ნაწარმოებზე თქვენი შთაბეჭდილება შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ელფოსტით
gza.fantazia@gmail.com / http://svet­nov.wor­dpress.com/



მე­ო­რე დი­ლით, თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე თუ არა, ეგ­რე­ვე მირ­ზა და­მიდ­გა თვალ­წინ. გა­მახ­სენ­და წი­ნა სა­ღა­მო და სა­ბო­ლო­ოდ მივ­ხ­ვ­დი, რომ მის მი­მართ ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ლაც არ იყო წარ­მო­სახ­ვის ნა­ყო­ფი - ეს კა­ცი თავ­და­ვიწყე­ბით მიყ­ვარ­და.
ად­გო­მა მე­ზა­რე­ბო­და. ოთახ­ში ცი­ო­და და თბი­ლი ლო­გი­ნი­დან გა­მოძ­რო­მა მე­სიკ­ვ­დი­ლე­ბო­და, მაგ­რამ სამ­სა­ხურ­ში უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი, დაგ­ვი­ა­ნე­ბა კი ნამ­დ­ვი­ლად არ წა­ად­გე­ბო­და ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას - შე­ფი იფიქ­რებ­და, რომ მის­მა კოც­ნამ გა­მა­თა­მა­მა.
ჩე­მი ოთა­ხი სი­ჩუ­მით იყო სავ­სე, მე - მარ­ტო­ო­ბით. არ მქონ­და იმის იმე­დი, რომ მირ­ზას­თან სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მო­მი­ვი­დო­და. გა­მო­უს­წო­რე­ბელ მე­ქალ­თა­ნეს მდი­ვან-თა­ნა­შემ­წე "სწორ" გზა­ზე ვერ და­ა­ყე­ნებ­და. ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე სევ­და შე­მო­მაწ­ვა. მა­შინ­ვე წა­მოვ­ხ­ტი და სა­ა­ბა­ზა­ნოს მი­ვა­შუ­რე...
შხა­პის ქვეშ ვი­დე­ქი და ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ ვა­ღი­ა­რებ­დი, რომ იგი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე შე­მიყ­ვარ­და. თუმ­ცა იმას კი ვერ ვხდე­ბო­დი, რა­ტომ. ვი­ცო­დი, ამ გა­მო­ცა­ნის ამო­სახ­ს­ნელ გა­სა­ღებს, სულ რომ თა­ვი მემ­ტ­ვ­რია ფიქ­რით, ვერ მი­ვაგ­ნებ­დი. სიყ­ვა­რუ­ლი და ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ორად მგლეჯ­და. მი­სი ქა­ლე­ბის რიცხ­ვი არა და არ ილე­ო­და და რა­ღა მა­ინ­ც­და­მა­ინც მე შე­მომ­ხე­დავ­და "მოწყა­ლე" თვა­ლით? თუნ­დაც მი­სი საყ­ვა­რე­ლი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი, ერთ დღეს მეც ისე­ვე მო­მის­რო­და, რო­გორც სხვე­ბი მო­უს­რო­ლია. მი­ნა­ხავს, რო­გორ აკე­თებ­და ამას.
გულ­დამ­ძი­მე­ბულ­მა ჩა­ვიც­ვი და ფან­ჯა­რა­ში გა­ვი­ხე­დე. წვი­მა ყი­რა­ზე გა­და­დი­ო­და. ისე­თი წკა­პაწ­კუ­პი გაჰ­ქონ­და ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე, თით­ქოს კენ­ჭებს უშე­ნენ მი­ნებ­სო.
რო­გორ გინ­და ამ თავ­ს­ხ­მა­ში გა­რეთ გახ­ვი­დე? ტაქ­სის გა­მო­ძა­ხე­ბა მო­მი­წევს...
ასეც მო­ვი­ქე­ცი და სამ­სა­ხურ­ში ტაქ­სით მივ­ბ­რ­ძან­დი.
ის იყო, ჩან­თა და პალ­ტო და­ვა­ბი­ნა­ვე, რომ შე­ფის კა­ბი­ნე­ტის კა­რი გა­ი­ღო და ზღურ­ბ­ლ­ზე ვი­ღაც აშოლ­ტილ ქა­ლ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნ­და.
- მოკ­ლედ, ექ­ვ­ზე გე­ლო­დე­ბი და არ და­აგ­ვი­ა­ნო, კარ­გი? - კეკ­ლუ­ცობ­და ქა­ლი.
- რო­დის და­მიგ­ვი­ა­ნია, რო? ექ­ვ­ს­ზე შენ­თან და­ვერ­ჭო­ბი. - იყო პა­სუ­ხი.
ფე­რი წა­მი­ვი­და. კი­დევ კარ­გი, ვი­ჯე­ქი, თო­რემ ალ­ბათ იქ­ვე ჩა­ვი­კე­ცე­ბო­დი, იატაკ­ზე. სა­შინ­ლად იმოქ­მე­და ჩემ­ზე ამ დი­ა­ლოგ­მა.
ამ დროს უფ­როს­მა, რო­გორც იყო, მეც შე­მამ­ჩ­ნია.
- მოხ­ვე­დი, ანი­კა? - აჰა, უკ­ვე არა­ვის აღარ ერი­დე­ბა, ისე გა­მი­ში­ნა­ურ­და. სხვე­ბის თან­დას­წ­რე­ბი­თაც შე­ნო­ბით მე­ლა­პა­რა­კე­ბა.
- რა თქმა უნ­და. - აგ­რე­სი­უ­ლად მი­ვუ­გე.
- წა­ვე­დი, სა­ღა­მომ­დე. - ქალ­მა ფე­ხის წვე­რებ­ზე აიწია და ლო­ყა­ზე აკო­ცა.
- აბა ჰე, ნი­ნი, და­მე­ლო­დე. - მირ­ზამ კა­რამ­დე მი­ა­ცი­ლა ქა­ლი და შე­მობ­რუნ­და.
არა, ამას თავს რო­გორ გა­ვა­წა­მე­ბი­ნებ! ვინ­მეს უნ­და და­ვა­პა­ტი­ჟე­ბი­ნო თა­ვი პა­ე­მან­ზე. კა­ცე­ბის მე­ტი რა ყრია? სიყ­ვა­რუ­ლის­გან გან­კურ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო წა­მა­ლი სხვა სიყ­ვა­რუ­ლია. ოღონდ ბა­თო არა. მა­გას ნაღ­დად ვერ შე­ვიყ­ვა­რებ. აი, ლე­კოს არა უშავს, ჩვენს ფი­ნან­სისტს. კი მი­ჟუ­ჟუ­ნებს თვა­ლებს ყო­ველ და­ნახ­ვა­ზე და...
ბოღ­მა მახ­რ­ჩობ­და. მირ­ზამ არც კი შე­მომ­ხე­და, ისე მი­ა­შუ­რა თა­ვის კა­ბი­ნეტს. ამან სა­ბო­ლო­ოდ გა­მა­ცეცხ­ლა. სიმ­წ­რის­გან რომ არ ავ­ტი­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, ვეს­ტი­ბი­ულ­ში გავ­ვარ­დი. უეც­რად წინ, თით­ქოს და­ბა­რე­ბუ­ლი­ვით, ლე­კო ამეს­ვე­ტა. რა­ტომ­ღაც მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი იყო და ჩემს გა­მოს­ვ­ლას ელო­დე­ბო­და.
- ანი, რო­გორ ხარ? გა­მარ­ჯო­ბა! - ხა­ლი­სი­ა­ნად მო­მე­სალ­მა, - მაგ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, და­ცე­მა ქა­ლი ხარ, რა.
- მად­ლო­ბა, ლე­კო, - გავ­წით­ლ­დი და და­მორ­ცხ­ვე­ბულ­მა თვა­ლე­ბი დავ­ხა­რე.
- იცი? რა­ღაც მინ­და გთხო­ვო და არ ვი­ცი, ღირს თუ არა... ცუ­დად არ გა­მი­გო.
- ასე­თი რა არის? - ცო­ტა არ იყოს, შევ­შ­ფოთ­დი.
- შე­სა­ში­ნე­ბე­ლი არა­ფე­რი. დი­დი ხა­ნია, ამის თქმა მინ­დო­და და... მო­მენ­ტი არ ჩა­მი­ვარ­და ხელ­ში. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ერ­თ­მა­ნეთს შევ­ხ­ვ­დეთ სად­მე და ვი­სა­დი­ლოთ? იქ­ნებ უკეთ გაგ­ვეც­ნო ერ­თ­მა­ნე­თი. ოღონდ წმინ­და მე­გობ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, არა­ფე­რი ცუ­დი არ იფიქ­რო.
გა­მე­ღი­მა. აი, ზუს­ტად ამას ვე­ლო­დი და ვნატ­რობ­დი. მა­გა­რია! სხვა დროს აუცი­ლებ­ლად ვეტყო­დი, და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ და ვერ წა­მო­ვალ-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩე­მი წე­ღან­დე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არ დამ­ვიწყე­ბია, ამი­ტომ უყოყ­მა­ნოდ და­ვე­თან­ხ­მე.
- კარ­გი, ვი­სა­დი­ლოთ... - უღიმ­ღა­მოდ და­ვუქ­ნიე თა­ვი, - ოღონდ შა­ბა­თამ­დე ვე­რა.
- ჰო, აბა რა, სხვა დღე­ებ­ში ხომ მეც ვმუ­შა­ობ. - თვა­ლე­ბი გა­უბ­რ­წყინ­და ლე­კოს, ალ­ბათ ასე უცებ არ მო­ე­ლო­და, თუ დავ­თან­ხ­მ­დე­ბო­დი.
მაგ­რამ სა­ღა­მოს, კორ­პუ­სის კი­ბე­ზე ამა­ვა­ლი, უკ­ვე ვნა­ნობ­დი ჩემს საქ­ცი­ელს. კახ­პა­სა­ვით ვიქ­ცე­ვი, ასე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? მირ­ზამ რომ გა­ი­გოს, რას იფიქ­რებს? აი, დარ­დი! რაც უნ­და, ის იფიქ­როს! თვი­თონ ხომ და­ეთ­რე­ვა ქა­ლებ­ში? ჰო­და, დარ­წ­მუნ­დეს, რომ მას­ზე ნაკ­ლე­ბი არაფ­რით ვარ, მეც მყავს თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი და მაქვს უფ­ლე­ბა, პა­ე­მან­ზე ვი­ა­რო.

დი­ლით ისე ვი­ყა­ვი აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი, რომ ავ­დე­ქი თუ არა, გი­ჟი­ვით შე­ვუ­დე­ქი სახ­ლის და­ლა­გე­ბას. ისე­თი გაშ­მა­გე­ბუ­ლი ვა­ლა­გებ­დი, თით­ქოს სა­ცაა, სტუმ­რე­ბის არ­მია უნ­და დამ­დ­გო­მო­და თავ­ზე. ვი­ცო­დი, ლე­კო აუცი­ლებ­ლად და­რე­კავ­და და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რად­გან უარის თქმა უკ­ვე აღარ გა­მო­დი­ო­და.
მარ­თ­ლაც, შუ­ადღი­სას და­რე­კა, მო­მი­კითხა და შე­მახ­სე­ნა, ჩე­მი წი­ნა­და­დე­ბა ძა­ლა­შია და შე­ნი პა­სუ­ხი რო­გო­რი იქ­ნე­ბაო. მე უკ­ვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი მქონ­და პა­სუ­ხი. ვთხო­ვე, დღეს ვერ ვა­ხერ­ხებ და იქ­ნებ ხვალ შევ­ხ­ვ­დეთ, სამ სა­ათ­ზე-მეთ­ქი. შეგ­ნე­ბუ­ლად ავირ­ჩიე დღი­სით შეხ­ვედ­რა, რად­გან სა­ღა­მოს ინ­ტი­მურ ატ­მოს­ფე­როს გავ­ქ­ცე­ო­დი. ცო­ტა კი გა­უკ­ვირ­და, მაგ­რამ კარ­გიო, მითხ­რა, სამ სა­ათ­ზე რეს­ტო­რან­თან და­გე­ლო­დე­ბიო. ამ­წუ­თას სუ­ლაც არ მე­რეს­ტორ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სხვა გზა მქონ­და?
მთე­ლი დღე უგუ­ნე­ბოდ და­ვა­ღა­მე. ვნა­ნობ­დი, ზედ­მე­ტი თავ­სა­ტე­ხი რომ გა­მოვ­ჩხ­რი­კე. რა ჯან­და­ბად მინ­დო­და ეს სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტი პა­ე­მა­ნი?

რო­გორც იქ­ნა, და­ღამ­და. თეთ­რე­უ­ლი გა­მოვ­ც­ვა­ლე, ვი­ბა­ნა­ვე და ლო­გინ­ში ჩავ­წე­ქი, მაგ­რამ თვა­ლი ვერ მოვ­ხუ­ჭე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი დღე ვსაქ­მი­ა­ნობ­დი, არა და არ და­მე­ძი­ნა. ვი­ფიქ­რე, წიგნს წა­ვი­კითხავ და იქ­ნებ მი­მე­ძი­ნოს-მეთ­ქი. იძუ­ლე­ბის წე­სით ჩავ­რ­გე თა­ვი რო­მან­ში. არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. ვერც კითხ­ვას და­ვუ­დე გუ­ლი არც რუ­ლი გა­მე­კა­რა. ფიქ­რე­ბი წა­რა­მა­რა მირ­ზას­კენ გა­მირ­ბო­და.
უეც­რად სა­ოც­რე­ბა მოხ­და და კარ­ზე ზა­რი და­ი­რე­კა. კედ­ლის სა­ათს შევ­ხე­დე - თორ­მე­ტი ხდე­ბო­და. ამ დროს ვინ უნ­და იყოს? ბე­ბოს ხომ არა­ფე­რი და­ე­მარ­თა? გუ­ლი გა­და­მი­ქან­და.
ხა­ლა­თი მო­ვის­ხი და კა­რის გა­სა­ღე­ბად გა­ვე­მარ­თე.
რა­ო­დენ დი­დი იყო ჩე­მი გა­ო­ცე­ბა, რო­ცა სა­დარ­ბა­ზო­ში მირ­ზაშ­ვი­ლი და­ვი­ნა­ხე. კე­დელს მიყ­რ­დ­ნო­ბო­და ხე­ლით და თა­ვი ჩა­ე­ქინ­დ­რა. ად­გილ­ზე გავ­შეშ­დი. კი­დევ კარ­გი, პირ­ვე­ლი თვი­თონ ალა­პარ­აკ­და, თო­რემ არ ვი­ცი, რა და­მე­მარ­თე­ბო­და.
- თა­ვი ლა­მი­საა, გა­მის­კ­დეს, - ამიხ­ს­ნა მოს­ვ­ლის მი­ზე­ზი, - ვი­ფიქ­რე, სახ­ლამ­დე ვერ მი­ვაღ­წევ-მეთ­ქი.
ხომ არ იჩხუ­ბა თა­ვის ნი­ნის­თან და ახ­ლა ნავ­სა­ყუ­დელს ჩემ­თან ხომ არ ეძებს? - გამ­კ­რა გულ­ში, მაგ­რამ რომ და­ვაკ­ვირ­დი, მარ­თ­ლაც გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა ჰქონ­და.
- მთლად მწვა­ნე ხარ, - ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე, თან ვცდი­ლობ­დი, აფო­რი­ა­ქე­ბა და­მე­მა­ლა, - შე­მო­დი, რა­ღას უც­დი?
- ცო­ტა ხნით რომ დავ­რ­ჩე, ხომ არ შე­გა­წუ­ხებ? - მკითხა და ამათ­ვა­ლი­ე­რა. ახ­ლა­ღა შე­ამ­ჩ­ნია, რომ თურ­მე სა­წო­ლი­დან წა­მო­მაგ­დო. - უდ­როო დროს მო­ვე­დი, ძი­ლი და­გიფ­რ­თხე.
- არ მე­ძი­ნა, თუმ­ცა კი ვი­წე­ქი... წნე­ვა გა­ი­ზო­მე?
- არა.
- წა­მა­ლიც არ და­გი­ლე­ვია?
- წამ­ლებს ჯი­ბით არ და­ვა­ტა­რებ, - უღო­ნოდ გა­ი­ღი­მა.
- ჯერ წნე­ვა ვნა­ხოთ, - სტა­ჟი­ა­ნი ექი­მი­ვით ვთქვი და კა­მო­დი­დან აპა­რა­ტი გა­მო­ვი­ღე.
წნე­ვა ნორ­მა­ლუ­რი ჰქონ­და. ესე იგი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ვის ტკი­ვი­ლია, რო­მელ­საც გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი უშ­ვე­ლის. რა თქმა უნ­და, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლიც მქონ­და და და­ვა­ლე­ვი­ნე.
- ხში­რად გა­წუ­ხებს თა­ვის ტკი­ვი­ლი?
- ისე რა...
- ბევ­რი ხომ არ და­ლიე?
- არა, მხო­ლოდ ერ­თი ჭი­ქა, მაგ­რამ რა­ღაც სა­ზიზღ­რო­ბა.
- შე­იძ­ლე­ბა სას­მ­ლით ხარ მო­წამ­ლუ­ლი. მე შენ გეტყ­ვი და, იშ­ვი­ა­თია დღეს. სიცხეც ხომ არ გაქვს?
- არა მგო­ნია, ტემ­პე­რა­ტუ­რა რომ ამი­წევს, მა­შინ­ვე ვგრძნობ ხოლ­მე... შინ წას­ვ­ლა ვცა­დე, მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი, სახ­ლამ­დე ვე­ღარ მი­ვაღ­წევ­დი, ისე და­მეხ­ვა თავ­ბ­რუ. ყვე­ლა­ზე ახ­ლოს შენ მე­გუ­ლე­ბო­დი, ამი­ტომ აქეთ გად­მო­ვუხ­ვიე. - მო­ბო­დი­შე­ბა­სა­ვით გა­ის­მა მი­სი ნათ­ქ­ვა­მი.
- ზედ­მე­ტი ლა­პა­რა­კი გავ­ნებს, - ბრძა­ნე­ბის კი­ლო­თი ვუთხა­რი. მი­ხა­რო­და, რომ ახ­ლა მე შე­მეძ­ლო მის­თ­ვის მებ­რ­ძა­ნე­ბი­ნა, ის კი უსიტყ­ვოდ უნ­და და­მორ­ჩი­ლე­ბო­და ჩემს ბრძა­ნე­ბას, - აჯო­ბებს, წა­მოწ­ვე. აი, იმ ოთახ­ში, ბე­ბი­ას ოთა­ხია ეგ... აბა, წა­მო­დე­ქი... იქით, იქით... - ხე­ლი წა­ვაშ­ვე­ლე, რად­გან წა­ბარ­ბაც­და.
რო­გორც იქ­ნა, სა­წო­ლამ­დე მი­ვიყ­ვა­ნე და წა­მო­ვაწ­ვი­ნე. მე­რე ფეხ­საც­მე­ლი და წინ­დე­ბი გავ­ხა­დე. ბო­ლოს პი­ჯაკ­საც მივ­წ­ვ­დი. მი­სი თა­ვი მკერ­დ­ზე მი­ვიყ­რ­დე­ნი, რა დრო­საც ხა­ლა­თი გა­და­მე­ღე­ღა. ისე მოხ­და, რომ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მირ­ზამ ჩემს მო­შიშ­ვ­ლე­ბულ მკერ­დ­ში ჩარ­გო თა­ვი.
- იმე­დი მაქვს, არ დამ­ცი­ნი... - ძლივ­ძ­ლი­ვო­ბით ჩა­ი­ლა­პა­რა­კა.
გა­მე­ღი­მა. შე­ფი სა­კუ­თარ თავს არ ღა­ლა­ტობ­და. ახ­ლაც, რო­ცა ეს ჭკვი­ა­ნი თა­ვი უს­კ­დე­ბო­და, ისე­თი­ვე ენამ­წა­რე იყო, რო­გო­რიც ყო­ველ­თ­ვის.
სიყ­ვა­რუ­ლი და სიბ­რა­ლუ­ლი ერთ­დ­რო­უ­ლად მო­მე­ძა­ლა და თავ­ზე ვა­კო­ცე. რო­გორც იქ­ნა, პი­ჯა­კიც გავ­ხა­დე, მაგ­რამ პე­რან­გ­ზე ძა­ლა არ მე­ყო. უფ­რო სწო­რად, თვი­თონ ვერ დამ­ყ­ვა, მარ­თ­ლა ძა­ლი­ან სუს­ტად იყო.
- საკ­მა­რი­სია, ასე და­წე­ქი! - ვუბ­რ­ძა­ნე და ცო­ტა­ო­დე­ნი ყოყ­მა­ნის შემ­დეგ შარ­ვ­ლის ქა­მა­რი შე­ვუხ­სე­ნი, რა­თა ოდ­ნა­ვი შვე­ბა მა­ინც ეგ­რ­ძ­ნო. მე­რე თბი­ლი სა­ბა­ნი და­ვა­ხუ­რე და ზედ პლე­დიც და­ვა­მა­ტე.
- რა იყო, ციმ­ბირ­ში ვარ? - გა­ი­ო­ცა, რო­ცა ამ­დე­ნი და­ვა­ფა­რე.
- ცი­ვა აქ, გათ­ბო­ბა არ მაქვს, ელექ­ტ­რო­ღუ­მელს ღა­მით ჩარ­თულს არ ვტო­ვებ, მე­ში­ნია.
- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ არა მგო­ნია, ისე შემ­ცივ­დეს, სა­ბან­მა ვერ გა­მათ­ბოს.
- იყოს. თუ დაგ­ცხა, პლედს გა­და­იძ­რობ. ახ­ლა შუქს ჩა­ვაქ­რობ და შე­ე­ცა­დე, წა­უ­ძი­ნო.
- მა­კო­ცებ? - მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­კითხ­ვა გა­ის­მა.
- უნ­და გა­კო­ცო? - ჩე­მი პა­სუ­ხიც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და.
- გა­მი­ხარ­დე­ბო­და... - თით­ქოს მთხოვ­და, ისე­თი ინ­ტო­ნა­ცი­ით წარ­მოთ­ქ­ვა.
- ისე­თი ხმა გაქვს, თით­ქოს კვდე­ბო­დე, - გა­მე­ცი­ნა, - კარ­გი, გა­კო­ცებ, მაგ­რამ პი­რო­ბას მაძ­ლევ, რომ სხვას არა­ფერს მომ­თხოვ? - ეშ­მა­კუ­რად მოვ­წ­კუ­რე თვა­ლე­ბი.
- ვგა­ვარ ახ­ლა მე რა­მის მომ­თხოვნს? - თვი­თო­ნაც გა­ე­ცი­ნა.
- თუ ასეა, სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი მაქვს. - ვუთხა­რი და ლო­ყა­ზე ნა­ზად ვა­კო­ცე.
- მად­ლო­ბა. - ჩურ­ჩუ­ლით ამოთ­ქ­ვა და თა­ვი ბა­ლიშ­ზე და­ას­ვე­ნა. - არა­ერ­თხელ შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ ჩე­მი თხოვ­ნა და სი­ა­მოვ­ნე­ბაც მო­უ­ნი­ჭე­ბი­ათ, მაგ­რამ ასე­თი - არა­სო­დეს. - შე­ე­ცა­და, ხუმ­რო­ბა­ში გა­ე­ტა­რე­ბი­ნა ჩე­მი საქ­ცი­ე­ლი.
- სი­ა­მოვ­ნე­ბის რა მო­გახ­სე­ნო, ეს ერ­თი უბ­რა­ლო კოც­ნაა და მე­ტი არა­ფე­რი, - თავს ძა­ლა და­ვა­ტა­ნე, რომ ხმა არ ამ­კან­კა­ლე­ბო­და, - რა­მეს ხომ არ და­ლევ? ცხელ ჩა­ის ან ყა­ვას?
- არა, დი­დი მად­ლო­ბა, ახ­ლა არა­ფე­რი მინ­და.
- მა­შინ ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, - თვა­ლის ჩაკ­ვ­რით და­ვემ­შ­ვი­დო­ბე და ავ­დე­ქი.
- ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, ანი­კა. - ჩა­ი­დუ­დუ­ნა და თვა­ლე­ბი მი­ლუ­ლა...
კარ­გა ხანს თვა­ლი არ მო­მი­ხუ­ჭავს. რამ­დენ­ჯერ­მე წა­მოვ­ხ­ტი და დავ­ხე­დე საყ­ვა­რელ "პა­ცი­ენტს". ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, მეც მო­მე­რია ძი­ლი...

გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მომ­ხ­ვ­და, ბე­ბია­ჩე­მის ხა­ლათ­ში გახ­ვე­უ­ლი ჩე­მი "პა­ცი­ენ­ტი" იყო, რო­მე­ლიც ოთახ­ში ბოლ­თას სცემ­და.
გუ­ლი გა­და­მი­ქან­და, გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბულ­მა კოც­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბა არ მომ­თხო­ვოს-მეთ­ქი. არც გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და. ის ხომ მირ­ზა იყო, მირ­ზაშ­ვი­ლი - ცი­ვი, უგუ­ლო, ქა­ლებ­თან და­უნ­დო­ბე­ლი მირ­ზა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს იღებს, რა­საც მო­ი­სურ­ვებს, შემ­დეგ კი ისე მი­დის, რომ უკან არ იხე­დე­ბა. მი­სი მომ­ნუს­ხ­ვე­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის აუც­დენ­ლად ხვდე­ბო­და მი­ზანს, მაგ­რამ მე ხომ ზე­პი­რად მქონ­და შეს­წავ­ლი­ლი მი­სი "ი­ლე­თე­ბი", ამი­ტომ ასე ად­ვი­ლად არ გა­ვებ­მე­ბო­დი მის და­გე­ბულ ხა­ფან­გ­ში.
უფ­რო შეც­ბუ­ნე­ბის, ვიდ­რე თა­ვა­ზი­ა­ნო­ბის გა­მო ვკითხე:
- თავს რო­გორ გრძნობ?
- უკე­თე­სი არ შე­იძ­ლე­ბა! - მითხ­რა და თა­ვი­სი მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ღი­მი­ლი მეს­რო­ლა, - ორი ამ­ბა­ვი მაქვს შენ­თ­ვის - კარ­გი და ცუ­დი. რომ­ლით და­ვიწყო? - ჩემს სა­წოლ­თან შე­ჩერ­და და ზურ­გ­ზე ხე­ლებ­დაწყო­ბი­ლი და­მაშ­ტერ­და.
გულ­მა ბა­გა­ბუ­გი ამი­ტე­ხა. ის იდ­გა, ლა­მის შიშ­ვე­ლი, მე ვი­წე­ქი, ასე­ვე ლა­მის შიშ­ვე­ლი... ერ­თი "მრუ­დე" მზე­რა იყო საკ­მა­რი­სი და...
- კარ­გით და­იწყე და ცუ­დით და­ამ­თავ­რე, - მიკ­ნა­ვე­ბუ­ლი ხმით მი­ვუ­გე.
- ვი­ცო­დი, გა­გამ­ხი­ა­რუ­ლებ­დი და ეს ხა­ლა­თი იმი­ტომ ჩა­ვიც­ვი. სა­სა­ცი­ლოდ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, არა? ძლივს ჩა­ვა­ტიე მხრე­ბი. ეს კარ­გი ამ­ბა­ვი... ახ­ლა ცუ­დი: მგო­ნი, საქ­მე გა­გი­ფუ­ჭე.
- რა­ტომ? - სა­წოლ­ზე წა­მო­ვი­წიე და ლე­იბს იდაყ­ვე­ბით და­ვეყ­რ­დე­ნი. ვე­რაფ­რით მივ­ხ­ვ­დი, რა უნ­და ეთ­ქ­ვა.
- რა­ტომ და ის იყო მო­სუ­ლი... ბა­თო თუ და­თო, - დამ­ნა­შა­ვის ღი­მი­ლი გა­და­ი­ფი­ნა ტუ­ჩებ­ზე, - მე კი­დევ კა­რი გა­ვუ­ღე.
ელ­და მე­ცა. ბა­თოს ჩვე­ვად ჰქონ­და - დი­ლა­ო­ბით შე­მო­ირ­ბენ­და ხოლ­მე და ყა­ვას მო­მა­დუ­ღე­ბი­ნებ­და, სა­ნამ სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­დო­და, მაგ­რამ ბო­ლო დროს აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა და რას ვი­ფიქ­რებ­დი, მა­ინ­ც­და­მა­ინც ამ დი­ლით თუ და­მად­გე­ბო­და?
- და შენც ამ ფორ­მა­ში გა­უ­ღე კა­რი, არა?
- რა უნ­და მექ­ნა, კი­ნა­ღამ ჩა­მო­ი­ღო და... - ყა­სი­დად იმარ­თ­ლებ­და მირ­ზა თავს, თან ეშ­მა­კუ­რი ღი­მი­ლი არ შორ­დე­ბო­და. აშ­კა­რად ეტყო­ბო­და, ეს სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან ახა­ლი­სებ­და.
- წარ­მო­მიდ­გე­ნია, რას იფიქ­რებ­და. - ნირ­წამ­ხ­დარ­მა ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე დ კი­დევ ერ­თხელ შე­ვავ­ლე მა­მა­კაცს თვა­ლი - მას შარ­ვალ-პე­რან­გი გა­ე­ხა­და და ხა­ლა­თი შიშ­ველ სხე­ულ­ზე შე­მო­ეც­ვა. ალ­ბათ წუ­ხელ­ვე გა­ი­ხა­და, რომ არ დაჭ­მუჭ­ნო­და.
მირ­ზამ დიდ­ხანს და­ჟი­ნე­ბით მი­ყუ­რა, მე­რე კი ირო­ნი­ით და თით­ქ­მის და­მარ­ც­ვ­ლით მკითხა:
- ალ­ბათ ბა­თოს ფიქ­რე­ბის დას­ტუ­რად და შე­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თ­ვის ახ­ლა ცო­ლად მო­მი­წევს შე­ნი შერ­თ­ვა.
ამის გა­გო­ნე­ბა­ზე გავ­შ­რი. ვიგ­რ­ძე­ნი, ნელ-ნე­ლა რო­გორ ვცოფ­დე­ბო­დი. ცო­ლად უნ­და შე­გირ­თოო... ცო­ლად... თავ­ხე­დი! გავ­ყ­ვე­ბი კი? ერ­თი მკითხოს, ვიქ­ნე­ბი თა­ნახ­მა? დროა, მიბ­რ­ძან­დეს, სა­ი­და­ნაც მო­სუ­ლა!
- რო­გორც ჩანს, მარ­თ­ლა გა­მო­კე­თე­ბულ­ხარ. ახ­ლა კი აჯო­ბებს, წახ­ვი­დე!
- რა გეწყი­ნა? მე მხო­ლოდ ვი­ხუმ­რე?
- ვი­ცი... მაგ­რამ მა­ინც უნ­და წახ­ვი­დე.
- ისე, რომ სა­უზ­მე­ზეც არ მე­პა­ტი­ჟე­ბი?
- სა­უზ­მე ჯერ უნ­და მომ­ზად­დეს! - ში­ნა­გა­ნად ვბო­ბოქ­რობ­დი, ამი­ტომ ხმა გა­ვიმ­კაც­რე, თუმ­ცა თა­ვის შე­კა­ვე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი.
ხმის ამო­უ­ღებ­ლად გატ­რი­ალ­და "თა­ვი­სი" ოთა­ხის­კენ. ამა­სო­ბა­ში დრო ვი­ხელ­თე, წა­მოვ­ხ­ტი და სწრა­ფად ჩა­ვიც­ვი.
რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ თვი­თო­ნაც ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი გა­მო­ვი­და და შედ­გა. კარ­გა ხანს თვალს არ მა­შო­რებ­და, მე­რე უსიტყ­ვოდ და­იძ­რა კა­რის­კენ.
ერთ ად­გი­ლას გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი მზე­რით ვა­ცი­ლებ­დი. მის­გან და­უ­ჯე­რე­ბე­ლი სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლა მო­დი­ო­და, ის ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ძლი­ე­რად მოქ­მე­დებ­და ჩემ­ზე, მის ყო­ველ ნა­ბიჯ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, მხრე­ბის, ხე­ლე­ბის თი­თო­ე­ულ მოძ­რა­ო­ბა­ში. უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბამ ამი­ტა­ცა, სხე­უ­ლი ერ­თი­ა­ნად და­მე­ჭი­მა და უეც­რად ღრმად ამო­ვი­სუნ­თ­ქე - თურ­მე რამ­დე­ნი­მე წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სუნ­თ­ქ­ვა მქო­ნია შე­კა­ვე­ბუ­ლი.
ალ­ბათ ძნე­ლი იქ­ნე­ბა მირ­ზას დარ­წ­მუ­ნე­ბა, რომ მის მი­მართ მცი­რე ინ­ტე­რე­სიც კი არ მაქვს და რომ მას­თან სხვა ურ­თი­ერ­თო­ბის გაბ­მას არ ვა­პი­რებ. არა­და, მარ­თ­ლა მო­მი­წევს ამის გა­კე­თე­ბა. აშ­კა­რად შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი დარ­ჩა ჩე­მი საქ­ცი­ე­ლით და ამას არას­დ­როს მა­პა­ტი­ებს. ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მა­ცახ­ცა­ხა - მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჩე­მი სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლის სა­კითხი იქ­ნე­ბო­და.
კარ­თან მი­სუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მობ­რუნ­და და და­უ­ფა­რა­ვი ირო­ნი­ით მო­მა­ხა­ლა:
- ქალ­ბა­ტო­ნო ანი­კა, უნ­და გითხ­რა, რომ ერ­თობ მიმ­ზიდ­ვე­ლი და ზედ დას­ვე­ნე­ბას რომ მო­გან­დო­მებს, ისე­თი ძუ­ძუ­ე­ბი გაქვს.
მის­მა პირ­და­პი­რო­ბამ სა­ბო­ლო­ოდ დამაკარგვინა მოთ­მი­ნე­ბა. ამის ატა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ეტყო­ბა, მარ­თ­ლა ამ მიზ­ნით მო­მად­გა კარს შუ­ა­ღა­მით... იდი­ო­ტი, დე­გე­ნე­რა­ტი... მა­გის შე­ფო­ბა უკ­ვე ფეხ­ზე მკი­დია!
დო­ინ­ჯი შე­მო­ვი­ყა­რე და ამა­ყად ყელ­მო­ღე­რე­ბულ­მა წარ­მოვ­თ­ქ­ვი:
- ბა­ტო­ნო მირ­ზა, დამ­დეთ პა­ტი­ვი და მიბ­რ­ძან­დით ჩე­მი ბი­ნი­დან!
მან კა­რი გა­ა­ღო და გა­ვი­და. ახ­ლა უკ­ვე ექოდ მეს­მო­და მი­სი ნა­ბი­ჯე­ბის ხმა.
გაბ­რა­ზე­ბულ­მა კა­რი ფე­ხით მი­ვა­ჯა­ხუ­ნე და სა­კე­ტი გა­დავა­ტ­რი­ა­ლე.
ბე­ბი­ას ოთახ­ში გა­ვე­დი - შეფს სა­წო­ლი კოხ­ტად და­ე­ლა­გე­ბი­ნა და ისე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ მა­შინ­ვე გა­მიქ­რა სიბ­რა­ზე. გა­მე­ღი­მა. ახ­ლა ისევ მიყ­ვარ­და...

ორ­შა­ბათს, სამ­სა­ხურ­ში რომ მი­ვე­დი, მირ­ზაშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნავ გუ­ნე­ბა­ზე დამ­ხ­ვ­და.
- რო­გორ ბრძან­დე­ბა დღეს ჩე­მი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი თა­ნა­შემ­წე? - მხი­ა­რუ­ლად მკითხა, რო­ცა ფოს­ტა და დი­ლის გა­ზე­თე­ბი შე­ვუ­ტა­ნე.
- გმად­ლობ, კარ­გად. - მე­დი­დუ­რად მი­ვუ­გე, - თა­ვად რო­გორ გი­კითხოთ?
- შენ ისე მო­მი­ა­რე, ცუ­დად რო­გორ ვიქ­ნე­ბი, - თა­ვა­ზი­ა­ნო­ბად და­იღ­ვა­რა, - ამ სი­კე­თეს არ და­გი­ვიწყებ.
მივ­ხ­ვ­დი, რო­მელ "სი­კე­თე­საც" გუ­ლის­ხ­მობ­და და შე­ფა­რუ­ლი აგ­რე­სი­აც ვიგ­რ­ძე­ნი. ამის გა­რე­შეც ვი­ცო­დი, რომ ჩემს საქ­ცი­ელს არ და­ი­ვიწყებ­და. ამი­ტომ სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­დას უნ­და დავ­ლო­დე­ბო­დი.
ამის მე­ტი არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს. დღემ ისე ჩა­ი­ა­რა, თა­ვის ტკი­ვი­ლის ამ­ბე­ბი არ გა­უხ­სე­ნე­ბია. აშ­კა­რად მო­მა­ჯა­დო­ვა თა­ვი­სი კო­რექ­ტუ­ლო­ბით. სა­მა­გი­ე­როდ მე მთე­ლი დღე დამ­ძი­მე­ბუ­ლი დავ­დი­ო­დი, თით­ქოს გა­მე­ბე­რა გუ­ლი, ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და.
ის იყო, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი მთავ­რ­დე­ბო­და, რომ გა­მო­მი­ძა­ხა. კა­ბი­ნე­ტის კა­რი შე­ვა­ღე თუ არა, მის მომ­ნუს­ხ­ველ მზე­რას შე­ვე­ფე­თე. კი­ნა­ღამ ჩა­ვი­კე­ცე, მუხ­ლებ­ში ისე­თი სი­სუს­ტე ვიგ­რ­ძე­ნი.
- აი, ეს მა­სა­ლე­ბი... - წა­მო­ვიწყე და მის­კენ გა­დავ­დ­გი ნა­ბი­ჯი, მაგ­რამ შე­ვატყ­ვე, ამ­წუ­თას მა­სა­ლე­ბი არ აინ­ტე­რე­სებ­და.
- რო­გორც ჩანს, დი­დად არ და­მი­ზა­რა­ლე­ბი­ხარ, არა? - შე­პარ­ვით მკითხა.
ნი­რი არ შე­მიც­ვ­ლია.
- მე ასე ვერ ვიტყო­დი... - წარ­ბე­ბი ავ­ქა­ჩე.
- რა­ტომ, შე­მოგ­წყ­რა შე­ნი ბა­თო თუ და­თო? რა ჰქვია?
მის­მა სარ­კას­ტულ­მა ტონ­მა გა­მა­ღი­ზი­ა­ნა.
- გა­საწყ­რო­მი რა ჰქონ­და? - არ შე­ვე­პუე.
- აჰა... ალ­ბათ შეხ­ვ­დით ერ­თ­მა­ნეთს და ყვე­ლა­ფე­რი გა­არ­კ­ვი­ეთ ჩე­მი წა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, ხომ?
- სი­მარ­თ­ლე თუ გინ­და, ვცდი­ლობ, ის დღე სა­ერ­თოდ და­ვი­ვიწყო...
მირ­ზა უკან და­ხე­ვას არ აპი­რებ­და:
- და ვის და­ვიწყე­ბას უფ­რო ცდი­ლობ, ჩემ­სას თუ ბა­თო-და­თო­სას?
- სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც შენ და არც ის არა­ფერ შუ­ა­ში ხართ. გუ­შინ ლე­კოს­თან მქონ­და პა­ე­მა­ნი. - წა­მო­ვაყ­რან­ტა­ლე უცებ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი