ჯეინ ეარი (თავი XXVIII)
font-large font-small
ჯეინ ეარი (თავი XXVIII)
თა­ვი ოც­და­მეშ­ვიდე

ჩემს ოთახ­ში ვი­ჯე­ქი, კა­რი ოდ­ნავ ღია მქონ­და და შე­მეძლო, გა­მეგ­ონა და და­მე­ნა­ხა ყვე­ლა­ფერი. რამ­დენ­იმე ხანს მთე­ლი შე­ნი ყუ­რა­დღ­ე­ბა თით­ქოს ადელ­მა მი­იპყ­რო, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, რომ შე­ნი ფიქ­რე­ბი ამ დროს სა­დღ­აც შორს დაქ­როდა. შენ მას ძალ­იან მშვი­დად ექ­ცეოდი და ბევრს უთ­მენ­დი, ჩე­მო პა­ტა­რა ჯე­ინ, დიდ­ხანს ელა­პა­რა­კ­ებოდი და არ­თობ­დი. ბო­ლოს, რო­გორც კი დაგ­ტოვა, ღრ­მა ოც­ნე­ბას მი­ე­ცი თა­ვი და დე­რე­ფანში ნე­ლი ნა­ბი­ჯით დაი­წყე სი­ა­რუ­ლი. დრო­დად­რო სა­რკ­მელს ახ­ლოს ჩა­უვ­ლი­დი და ბარ­დნას აკვ­ირდებოდი; ყურს უგ­დებ­დი ქა­რის ქვი­თინს: მე­რე ისევ იწყებ­დი დე­რე­ფანში მშვი­დად სი­ა­რულს და კვ­ლავ ოც­ნე­ბას გა­ნაგრძობდი. შენს იმდღ­ე­ვან­დელ ოც­ნე­ბას სიმ­ძი­მი­ლი არ ემ­ჩნეო­და, თვა­ლებში დრო­დად­რო სი­ამ­ოვნების ნა­პერ­წკ­ალ­თა ელ­ვას გამ­ჩნევდი. სა­ხე­ზე მსუ­ბუ­ქი მღ­ელ­ვა­რე­ბა აღგ­ბეჭ­დოდა, რო­მე­ლიც მწა­რე, გუ­ლის გამ­გმირავ და სევ­დიან ფიქ­რებ­ზე არ მეტ­ყვე­ლებ­და. შე­ნი გამ­ოხედ­ვა უფ­რო ახალ­გაზრდულ, ტკბილ ოც­ნე­ბას გამ­ოხა­ტავ­და, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ნორ­ჩი სუ­ლი ზეც­ისკ­ენ მფრი­ნავ იმე­დებს ხა­ლი­სით, კვალ­და­კ­ვალ მის­დევს. მი­სის ფე­იერ­ფექსის ხმამ (დე­რე­ფანში მსა­ხურს და­ე­ლა­პა­რა­კ­ა) გამ­ომაფ­ხიზლა. რა უც­ნაუ­რად გა­იღი­მე მა­შინ შენ­თ­ვის, ჯე­ნიტ! ეს იყო შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელური ღი­მი­ლი, რომ­ლი­თაც თით­ქოს სა­კუ­თარ ოც­ნე­ბას დას­ცი­ნო­დი და ამ­ბობ­დი: - ჩე­მი ოც­ნე­ბა წარ­მტაც­ია, მაგ­რამ არ უნ­და და­ვი­ვიწყო, რომ ის სრუ­ლი­ად გან­უხორციე­ლე­ბელ­ია. ოც­ნე­ბაში მე ვხა­ტავ ვარ­დისფერ ცას, მწვა­ნით შე­მო­სილ ყვავ­ილებში ჩაფ­ლულ სამ­ოთხეს, მაგ­რამ ძალ­იან კარ­გად ვი­ცი, წინ ძნე­ლი გზა მი­დევს და ჩემ გარ­შემო ძლი­ე­რი ქარ­იშხალი ბო­ბოქ­რობს, რო­მელ­თა­ნაც შებ­მა არ ამ­ცდე­ბა. ბო­ლოს დაბ­ლა ჩახ­ვედი და მი­სის ფე­იერ­ფექსს რა­ღ­აც სამ­უშაო სთხო­ვე, მგო­ნი, კვი­რის გა­სავლის აღრ­იცხვა თუ რა­ღ­აც ამ­გვარი. მე კი გუ­ლი მო­მი­ვი­და შენ­ზე, რად­გან თვალ­თა­ხედ­ვიდან გა­და­მე­კ­არ­გე.
მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი და­ღ­ა­მე­ბას, რად­გან მხო­ლოდ მა­შინ მო­მე­ცემ­ოდა საშ­უა­ლე­ბა, გამ­ომე­ძა­ხებ­ინე. ვფიქ­რობ­დი, სრუ­ლი­ად უჩ­ვე­უ­ლო, ახა­ლი და გა­მო­უც­ნო­ბი თვი­სე­ბების მქო­ნე ადამ­იანს შევ­ხ­ვ­დი და მინ­დო­და, ღრ­მად ჩავ­წ­ვ­დო­მო­დი მის ბუ­ნე­ბას, რაც შეი­ძლე­ბა კარ­გად გა­მეცნო ის. და, აი, ამ დროს ჩემს ოთახ­ში მორ­ცხ­ვად შემ­ოხვედი, თუმ­ცა თა­ვი ძალ­იან ამა­ყად გეჭ­ირა. ძალ­იან თავ­ისებ­ურად გეც­ვა, სწო­რედ ისე­ვე, რო­გორც ახ­ლა. საუ­ბარში გამ­ოგიწვიე. და მა­ლე დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ შე­ნი აზ­რები სავ­სე იყო ურ­თი­ერ­თსაპირისპირო ცნო­ბე­ბით. რო­გორც ჩაც­მულობაში, ისე ქცე­ვაში ჩან­და, ადათ­-წე­სებით იყა­ვი შე­ზღუდული და ხში­რად დიდ გაუ­ბე­დაო­ბას იჩენ­დი. ბუ­ნე­ბით მე­ტად ნა­ტი­ფი ჩან­დი, თუმ­ცა ვატყობ­დი, საზ­ოგად­ოე­ბაში ყოფ­ნას სრუ­ლი­ად მი­უჩ­ვე­ველი იყა­ვი და ძალ­იან ფრთხი­ლობ­დი, მო­უ­ხერ­ხებლობით, უხე­ში შეც­დო­მით ან საზ­ოგად­ოების მი­ერ და­კ­ან­ონებული წე­სების უნე­ბუ­რი და­რღ­ვევით ყუ­რა­დღ­ე­ბა არ მი­გეპყ­რო. რო­დე­საც მოგ­მარ­თავ­დნენ, თა­ნამ­ოსაუბრის სა­ხეს აზ­რიან, გა­ბედულ და მო­ციმ­ცი­მე თვა­ლებს მი­აპყ­რობ­დი და შენს ყო­ველ გამ­ოხედ­ვაში შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელ­ობა­სა და ძა­ლას ვამ­ჩნევდი. თუ კი­თხვებს და­ჟი­ნებით და ახ­ირებ­ულად გაყ­რი­დი, მოს­წ­რებ­ულად მპა­სუ­ხობ­დი. ძალ­იან მა­ლე შე­მეჩ­ვიე და ახ­ლა უკ­ვე მწამ­და, კარ­გად გრძნობ­დი, რომ შენ­სა და შენს მკ­აცრ, პირ­ქუშ პატ­რონს შო­რის თა­ნაგ­რძნობა დამ­ყარ­და, ჯე­ინ. გამ­ჩნევდი და მაო­ცებ­და, რა სწრა­ფად მშვიდ­დე­ბო­დი და რა წყნა­რი და კე­თი­ლი ხდე­ბო­დი ჩემ მი­მართ. თუ რა­მე­ზე ვბუზღუ­ნებდი და გა­ჯავ­რებული ვი­ყა­ვი, შენ არც გან­ცვიფრე­ბა გეტ­ყობოდა, არც ში­ში, არც აღ­ელ­ვე­ბა და არც უსი­ა­მოვ­ნო გან­წყობილე­ბა. არ ამჟ­ღ­ავ­ნებდი, რომ ჩე­მი პირ­ქუ­შო­ბა შენ­ზე მოქ­მე­დებ­და. მა­კვ­ირდებოდი და დრო­დად­რო გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ მი­ღი­მო­დი. ამ ღი­მილ­ში ისე­თი თვალ­წარ­მტაცი სი­ნატ­იფე და აზ­რი ჩან­და, აღ­წე­რაც არ შემ­იძლია. მომ­წონ­და, მა­კ­მაყ­ოფილებ­და და მა­ღ­ელ­ვებ­და ყვე­ლა­ფერი, რაც შენ­ში ვნა­ხე, და უფ­რო მე­ტად მწყუ­რო­და მი­სი ნახ­ვა, თუმ­ცა დი­დი ხნის გან­მავ­ლობაში თა­ვი შორს მეჭ­ირა და ვცდი­ლობ­დი, იშ­ვია­თად შეგ­ხვედროდი. მსურ­და, გაგ­რძე­ლებულიყო ის სი­ამ­ოვნე­ბა, რა­საც ეს შო­რე­უ­ლი რო­მა­ნი და ჩვე­ნი ამა­ღ­ელ­ვე­ბელი ნაც­ნობობა ქმნი­და. გარ­და ამ­ისა, დიდ­ხანს ვი­ტან­ჯებოდი ში­შით, რომ, თუ ამ ყვა­ვილს თავ­ისუფლად შე­ვა­ხებდი ხელს, მი­სი გაშ­ლი­ლი ფურ­ც­ლე­ბი და­ჭკ­ნებ­ოდა და მი­სი სი­ნორ­ჩის მო­მა­ჯად­ოე­ბელი მომ­ხიბ­ვ­ლელ­ობაც მსწრაფლ გაქ­რებ­ოდა. მა­შინ ვერ მივ­ხ­ვ­დი, რომ მი­სი ყვავ­ილობა წარ­მა­ვალი არ იყო და, რომ ის ჟამ­თა სვლის მი­უ­ხე­და­ვად ფერ­უცვლელი ბრწყინ­ვა­ლებით სავ­სე ძვირ­ფას თვალს მია­გავ­და. გარ­და ამ­ისა, მინ­დო­და გა­მეგო, მომ­ძებ­ნი­დი თუ არა, რო­დე­საც თავს აგარ­იდებდი. შენ ამას არ ცდი­ლობ­დი. ისე­ვე იყა­ვი გამ­ოკ­ეტილი სა­კ­ლასო ოთახ­ში, რო­გორც შე­ნი სა­წერი მაგ­იდა და მოლ­ბერ­ტი. თუ შემ­თხვევით სად­მე შეგ­ხვდებოდი, ისე სწრა­ფად ჩა­მივ­ლი­დი გვერ­დით და მხო­ლოდ იმ­დენ ყუ­რა­დღ­ე­ბას იჩენ­დი ჩემ მი­მართ, რამ­დენ­საც ზრდი­ლო­ბა მო­ითხოვ­და. შე­ნი ჩვეუ­ლებრივი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა იმ­ხა­ნად, ჯე­ინ, ღრ­მა ფიქ­რე­ბით შეპყ­რო­ბი­ლი ადამ­იანის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა იყო. ის არც მძი­მე სევ­დით იყო სავ­სე, რად­გან ავად არ იყა­ვი, და არც ხალ­ისიანი ყო­ფი­ლა, რად­გან ოდ­ნა­ვი იმე­დი შეგ­რჩენ­ოდა და, სი­ნამ­დვილეში, არავ­ითარი სი­ამ­ოვნე­ბა არ გა­გაჩ­ნდა. მაი­ნტე­რე­სებ­და, რას ფიქ­რობ­დი ჩემ­ზე ან თუ ფიქ­რობ­დი სა­ერთოდ; აი, სწო­რედ ეს მინ­დო­და გა­მეგო და ამი­ტომ გა­დავ­წყვიტე, კვ­ლავ შეგ­ხვედროდი ხოლ­მე. შენს გამ­ოხედ­ვაში, რო­დე­საც ვინ­მეს ესაუ­ბრებოდი, და სა­უბ­რის ტონ­ში მუ­დამ სით­ბო - სი­ხა­რუ­ლი იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ვამ­ჩნევდი, გულ­თ­ბი­ლი იყა­ვი. ალ­ბათ, ამ მდუ­მა­რე სა­კ­ლასო ოთახ­მა და ერ­თფერ­ოვან­მა ცხოვ­რე­ბამ გაქ­ცია ნა­ღვ­ლიან არ­სე­ბად. თავს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი, თბი­ლად მოგ­ქ­ცე­ო­დი და ამით დიდ სი­ამ­ოვნე­ბას ვიღ­ებდი. სიკ­ე­თემ სწრა­ფად აღ­გაგზნო, სა­ხე­ზე სი­ნა­ზე და­გეტყო, ხმა­ში კი - სით­ბო. მომ­წონ­და, რო­დე­საც შე­ნი ბა­გენი ჩემს სა­ხელს მხი­ა­რუ­ლი და სა­ამური ხმით წარ­მოთქვამ­დნენ. შენ­თან შემ­თხვევითი შეხ­ვედ­რებით დიდ სი­ამ­ოვნე­ბას გან­ვიც­დი­დი იმ­ხა­ნად, ჯე­ინ. შენს საქ­ციელს უც­ნა­უ­რი გაუ­ბე­დაო­ბა ეტ­ყობოდა, ოდ­ნა­ვი ში­ში­თა და ფა­რუ­ლი ეჭ­ვით შემ­ომხე­დავდი ხოლ­მე და არ იცო­დი, რა გუ­ნე­ბა­ზე დავ­დგებოდი: მკ­აცრი პატ­რო­ნის თუ კე­თი­ლი მე­გობ­რის რო­ლი უნ­და გა­მე­თა­მა­შა. მაგ­რამ უკ­ვე იმ­დე­ნად მიყ­ვარ­დი, ჩე­მი გა­მო­გო­ნი­ლი რო­ლით ასე იოლად ვერ გან­ვიც­დი­დი სი­ამ­ოვნე­ბას. რო­დე­საც ხელს გულ­თ­ბი­ლად გიწ­ვ­დი­დი, შენს ნორჩ ნა­ღვ­ლიან სა­ხეს ისე­თი ნა­თელი, მო­წი­თალ­ო-მო­ვარ­დის­ფ­რო და ნე­ტარი ღი­მი­ლი ეფ­ინებ­ოდა, მინ­დო­და, გულ­ში ჩა­მე­კ­არი. ხში­რად ამ სურ­ვი­ლის­გან თა­ვის და­ღ­წე­ვა ძალ­ია­ნაც მიძ­ნელ­დებ­ოდა.
- ნუღ­არ მო­ი­გო­ნებთ იმ დღ­ე­ებს, სერ, - შე­ვაწ­ყვეტ­ინე და ფარ­ულად მო­ვიწ­მინ­დე ცრემ­ლი თვა­ლებ­ზე. მი­სი საუ­ბარი ჩემ­თ­ვის წა­მე­ბა იყო, რად­გა­ნაც გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა უკ­ვე მიღ­ებული მქონ­და და ვი­ცო­დი ისიც, რომ ის სწრა­ფად უნ­და შე­მეს­რულებ­ინა. მი­სი გრძნო­ბე­ბის ასე გა­მჟ­ღ­ავ­ნე­ბა კი ამა­ში ხელს შემ­იშლიდა.
- არა, ჯე­ინ, - მო­მიბ­რუნ­და ის, - რა საჭ­იროა წარ­სულზე ფიქ­რი, რო­დე­საც აწ­მ­ყო ბევ­რად უკ­ე­თეს­ია და მო­მა­ვალი კი ასე­თი ნა­თელი?
გა­მა­ჟ­რჟო­ლა, რო­დე­საც ეს თავ­ბრუდამ­ხვევი წი­ნა­და­დე­ბა მო­ვის­მი­ნე.
- შენ ახ­ლა ხე­დავ, რო­გორ არის საქ­მე, არა, ჯე­ინ? - გა­ნაგრძო მან. - ახალ­გაზ­რდობისა და მო­წი­ფუ­ლო­ბის შემ­დეგ, რო­მელ­მაც ენით გამ­ოუთქმელ უბედ­ურე­ბა­სა და სევ­დით სავ­სე მარ­ტოობაში გა­ია­რა, პირ­ვე­ლად ვნა­ხე ის, ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლიც ნამ­დვილად შემ­იძლია. გნა­ხე და მხო­ლოდ შენ მომ­წონ­ხარ, შენ ხარ ჩე­მი რჩე­უ­ლი და ჩე­მი ან­გელოზი. შენ­თან ძლი­ე­რი და ურღ­ვევი გრძნო­ბა მა­კ­ავ­შირებს, შენ მი­მაჩ­ნიხარ კე­თილ, ნი­ჭი­ერ და თვალ­წარ­მტაც არ­სე­ბად. მგზნე­ბა­რე, თავ­დავ­იწყე­ბამ­დე მი­სუ­ლი გრძნო­ბით სავ­სეა ჩე­მი გუ­ლი. ეს გრძნო­ბა შე­ნკ­ენ, რო­გორც სი­ცოცხ­ლის წყარ­ოსკ­ენ, ისე მო­ილ­ტ­ვის და ჩემს გულ­თან უფ­რო და უფ­რო გა­ახ­ლოებს. ჩე­მი არ­სებობის მი­ზა­ნი შენ­შია. ის წმინ­და, მო­გიზ­გი­ზე ალით იწ­ვის, რომ ორი­ვე ერთ არ­სე­ბად გა­დაგ­ვაქციოს.
სწო­რედ იმი­ტომ, რომ ჩე­მი გრძნო­ბე­ბი ასე­თი იყო, გა­დავ­წყვიტე, ჯვა­რი და­მე­წე­რა შენ­ზე. იმის თქმა, რომ მე მე­უღ­ლე უკ­ვე მყავს, უბ­რა­ლოდ, ჩე­მი დაც­ინვა იქ­ნებ­ოდა. ახ­ლა უკ­ვე იცი, რომ ის მხო­ლოდ საშ­ინელი დემ­ონია. შეც­დომა და­ვუშ­ვი, რომ ყვე­ლა­ფერი არ გაგ­იმხილე, მაგ­რამ მეშ­ინოდა სი­ჯი­უ­ტი­სა, რო­მელ­საც შენს ხას­იათში ვამ­ჩნევდი. მეშ­ინოდა ად­რიდან­ვე გო­ნე­ბაში გამ­ჯდარი ცრურ­წ­მენ­ისაც. მინ­დო­და, არა­ფერი გცოდ­ნო­და, სა­ნამ ჩემს სა­ი­დუმ­ლოს პირ­და­პირ გან­გიცხა­დებდი, მაგ­რამ ეს ხომ სულ­მ­დაბ­ლობა იყო. უპირ­ვე­ლე­სად, შენს კე­თილ­შო­ბი­ლურ გრძნო­ბებ­სა და დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბას უნ­და დავ­ყ­რ­დ­ნო­ბო­დი, რა­საც ახ­ლა ჩავ­დივარ; შენ­თ­ვის უნ­და გა­და­მე­შა­ლა ჩე­მი მშფოთ­ვა­რე ცხოვ­რე­ბის სუ­რა­თი; ამეხ­სნა, რო­გორ ვეს­წრაფოდი ან რო­გორ მწყუ­რო­და უფ­რო ღი­რსეული და ადამ­იანური ყო­ფა; არ და­მე­ფა­რა არც ჩე­მი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა (ეს სიტყ­ვა ძალ­იან სუს­ტი­ა), არც ჩე­მი შეუ­ნე­ლე­ბელი სწრაფ­ვა ნამ­დ­ვი­ლი და წრფე­ლი სიყ­ვარ­ულისკ­ენ. სა­მაგ­იეროდ, შენც წრფე­ლად და ნამ­დვილად შემ­იყვა­რებდი. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­მეძლო მეთ­ხოვა, ასე­თი ერ­თგულების საწ­ინდარი მი­გე­ღო ჩემ­გან, და შენ­გა­ნაც მო­მეთ­ხოვა სა­მაგ­იერო. ჯე­ინ, აი, ახ­ლა გთხოვ ამ საწ­ინდარს.
სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და.
- რად გა­ჩუმ­დი, ჯე­ინ?
მე ნამ­დ­ვი­ლი წა­მე­ბა გა­დავ­იტა­ნე, თით­ქოს გა­ვარ­ვა­რებული რკი­ნის ხე­ლი მო­მი­ჭი­რა ვინ­მემ გულ­ზე. საშ­ინელი წუ­თე­ბი იყო: ნამ­დ­ვი­ლი ბრძო­ლა, წყვდი­ა­დი და ცეცხ­ლი. ვერც ერ­თი ადამ­იანი, რო­მელ­საც კი ოდეს­მე ამ­ქვეყ­ნად უცხოვ­რია, ვერ ინატ­რებ­და უფ­რო ძლი­ერ სიყ­ვა­რულს, ვიდ­რე მე მას ვუყ­ვარ­დი, მე თვი­თო­ნაც ვა­ღ­მერ­თებდი და, მა­ინც, უარი უნ­და მეთ­ქვა ასეთ სიყ­ვარ­ულსა და ჩემს სა­თაყ­ვა­ნე­ბელ კერ­პზე. მხო­ლოდ ერ­თი საშ­ინელი სიტყ­ვა შეი­ცავ­და და მაგ­ონებ­და ჩემს მო­ვა­ლეო­ბას: "გან­შორე­ბა!"
- ჯე­ინ, გაი­გე, ალ­ბათ, რა­საც მო­ვითხოვ შენ­გან. მხო­ლოდ, აი, ასეთ დაპ­ირე­ბას: "მე თქვე­ნი ვიქ­ნე­ბი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ".
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, მე თქვე­ნი ვერ გავ­ხდები.
უფ­რო დიდ­ხანს გაგ­რძელ­და დუ­მი­ლი.
- ჯე­ინ, - და­იწყო მან ისე­თი თბი­ლი და ალერ­სიანი ხმით, რომ მის­მა მწუ­ხა­რე­ბამ წელ­ში გამ­ტე­ხა და საშ­ინელ­მა საფ­რთხემ ძა­რღ­ვებში სის­ხ­ლი გამ­იყინა. მის ასეთ მშვიდ ხმა­ში ახ­ლად გა­ღვ­იძებული ლო­მის ბრდღვ­ინვა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და.
- ჯე­ინ, იმის თქმას აპ­ირებ, რომ ამ­ქვეყ­ნად შენ სხვა გზით ივ­ლი და მე - სხვით?
- დი­ახ.
- ჯე­ინ (ჩე­მკ­ენ გად­მოიხა­რა და მო­მეხ­ვია), ახ­ლაც ამ­ბობ ამას?
- დი­ახ, სერ.
- ახ­ლაც? - და მან ნა­ზად და­მიწყო კო­ცნა შუბ­ლ­სა და ლო­ყა­ზე.
- დი­ახ, ახ­ლაც, - ვუთხა­რი და თა­ვი სწრა­ფად გავ­ითავ­ისუფლე მი­სი ხვევ­ნისგან.
- ოჰ, ჯე­ინ, ეს მეტ­ისმე­ტად მძი­მე ასა­ტან­ია. ეს... ხომ ბო­რო­ტე­ბა­ა. გა­ნა, ცუ­დი იქ­ნებ­ოდა, რომ გყვა­რებოდი.
- ასე გამ­ოვა, თუ თქვენ და­გემ­ორჩილეთ.
უც­ნაუ­რმა გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბამ სა­ხის ყო­ვე­ლი ნა­კვთი აუ­თრთოლა, წარ­ბები მა­ღ­ლა აზ­იდა, წამ­ოდგა, მაგ­რამ თავს იჭერ­და. თა­ვის შე­სა­მაგ­რებ­ლად ხე­ლი სა­ვარძლის ზურგს მოვ­კი­დე. ში­შის­გან ვთრთო­დი, ვცახ­ცა­ხებდი, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­წყვიტე.
- ჯე­ინ, ერ­თი წა­მით გა­და­ხე­დე ჩემს საშ­ინელ ცხოვ­რე­ბას და მითხა­რი, რა მოხ­დე­ბა, რო­დე­საც შენ წახ­ვალ. მთე­ლი ჩე­მი ბედ­ნიე­რე­ბა შენ­თან ერ­თად გაქ­რე­ბა. რა დამ­რჩე­ბა? მე­უღლის ნაც­ვლად ის შეშ­ლი­ლი ქა­ლი ზე­და სარ­თულზე, ასე­ვე ად­ვილად შე­გეძლო, გა­გეგ­ზავ­ნე რო­მელ­იმე საფ­ლავის ბი­ნა­დარ­თან, აი, იქ, საყ­დ­რის ეზო­ში. რა უნ­და ვქნა, ჯე­ინ? სად უნ­და ვი­პო­ვო მეგ­ობარი ან რი­სი იმე­დი უნ­და მქონ­დეს?
- ისე მო­ი­ქე­ცით, რო­გორც მე ვიქ­ცე­ვი, სერ... მი­ენ­დეთ ღმერ­თსა და სა­კუ­თარ თავს. ერ­წმუნეთ ზეც­იერ მა­მას, იმე­დი იქო­ნი­ეთ, რომ კვ­ლავ იქ შევ­ხვდებით ერ­თმა­ნეთს.
- არ და­მით­მობ?
- არა.
- მაშ, შენ მის­ჯი ასეთ ჯო­ჯო­ხე­თურ ცხოვ­რე­ბას და დაწ­ყევლილ სიკ­ვ­დილს?
მან ხმას აუ­წია.
- გირ­ჩევთ, ისე იცხოვ­როთ, რომ არავ­ითარი ცოდ­ვა არ ჩა­ი­დი­ნოთ... და მინ­და, მშვი­და­დაც გარ­დაი­ცვალოთ.
- ასე რომ, მტა­ცებ სიყ­ვა­რულს, სიწ­მინ­დეს და მი­ბიძ­გებ კვ­ლავ უკ­ან, ავ­ხორ­ცი გრძნო­ბებ­ისა და მა­ნკ­იე­რებ­ისკ­ენ?
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, მე ისე­ვე ვერ გი­ბიძ­გებთ ასე­თი საქ­ციელ­ისკ­ენ, რო­გორც სა­კუ­თარ თავს. ჩვენ ბრძო­ლი­სა და წა­მებისთვის დავ­ბა­დებ­ულვართ და რო­გორც თქვენ, ისე მეც მშვი­დად უნ­და ვით­მი­ნოთ. იცო­დეთ, ვიდ­რე მე დაგ­ივიწყებ­დეთ, თქვენ დამ­ივიწყებთ.
- შე­ნი ასე­თი საუ­ბრიდან გა­მო­დის, რომ მე მატ­ყუა­რა ვარ. შენ შეუ­რაცხყოფ ჩემს პატ­იოსნე­ბას. მე გან­ვაც­ხა­დე, რომ ვე­რავისში გაგ­ც­ვ­ლი, შენ კი ამ­ტკი­ცებ, რომ სულ მოკ­ლე ხან­ში გიღ­ა­ლა­ტებ. ოჰ, რო­გო­რი და­მახ­ინჯებ­ულია შე­ნი გო­ნე­ბა, რამ­დე­ნად გა­უკ­უღ­მარ­თებ­ულია შე­ნი აზ­რები და რას მეტ­ყვე­ლებს შე­ნი საქ­ციელი! ნუ­თუ უმ­ჯო­ბე­სად მი­გაჩ­ნია, შე­ნი ახ­ლობელი ადამ­იანი ასეთ სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბაში და­ტო­ვო, ვიდ­რე და­ა­რღვიო ადამ­იან­თა მი­ერ მო­გო­ნი­ლი უბ­რა­ლო კა­ნო­ნი, მით უფ­რო, რომ მი­სი და­რღ­ვე­ვა არა­ვის მო­უ­ტანს ზი­ანს. შენ ხომ არც ნა­თე­სა­ვები გყავს და არც ნაც­ნობები, რო­მელ­თაც ჩემ­თან სამ­უდამო დარ­ჩენით შეუ­რაც­ხყოფას მია­ყე­ნებდი?
ეს სრუ­ლი სი­მარ­თლე იყო. სა­ნამ ის ლა­პა­რა­კს და­ამ­თავ­რებ­და, გო­ნე­ბა და სინ­დი­სი გა­დამ­იდგნენ, ჩემ წი­ნა­ა­ღმ­დეგ ამ­ხედ­რდნენ და იმა­ში მა­და­ნა­შაუ­ლებ­დნენ, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას ვუ­წევ­დი და ამით მის მი­მართ დიდ ცოდ­ვა­საც ჩავ­დი­ო­დი. ისი­ნიც ისე­ვე ხმა­მა­ღ­ლა ალა­პა­რა­კდ­ნენ, რო­გორც გუ­ლი და გრძნო­ბე­ბი. გან­სა­კუ­თრებით, გუ­ლი არ ცხრებ­ოდა: - ოჰ, დაუ­თმე! - ჩამ­ძახ­ოდა ის, - იფიქ­რე იმ უბედ­ურე­ბა­სა და საფ­რთხე­ზე, რაც მას მო­ე­ლის, რო­დე­საც სულ მარ­ტოდმარტო დარ­ჩე­ბა. გაი­ხსე­ნე მი­სი თავ­შე­უკ­ა­ვე­ბელი ბუ­ნე­ბა და წარ­მოიდგინე, რა უგუ­ნუ­რი საქ­ციელი შეი­ძლე­ბა მოჰ­ყ­ვეს მის ასეთ სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბას. და­ამ­შვიდე, გა­და­არ­ჩინე და გიყ­ვარ­დეს! უთხა­რი, რომ გიყ­ვარს და მო­მა­ვალში მი­სი იქ­ნე­ბი. ვის აი­ნტე­რე­სებს, არ­სებობ თუ არა ამ­ქვეყ­ნად, ან ვის შეუ­რაცხყოფს შე­ნი საქ­ციელი?
პა­სუ­ხი ისევ შეუ­პოვრად გაი­სმოდა: "მე თვი­თონ ვიზ­რუ­ნებ ჩემს თავ­ზე. რამ­დე­ნა­დაც მარ­ტოხე­ლა ვარ, მთლად უმე­გობ­რო და არავ­ისგან მო­ვე­ლი შვე­ლას, იმ­დე­ნად მე­ტად უნ­და დავ­იცვა სა­კუ­თარი ღი­რსე­ბა. ვერც ღმერ­თის ბო­ძე­ბულ და ადამ­იანის მი­ერ და­დას­ტურებულ კა­ნონს და­ვა­რღ­ვევ. იმ მცნე­ბებს არ ვუღ­ა­ლა­ტებ, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ სა­ღ­ად მო­აზ­როვნეს მწამ­და და არა ისეთ სუ­ლე­ლურ მდგო­მა­რეო­ბაში მყოფს, რო­გორ­შიც ახ­ლა ვარ. კან­ონები და წე­სები იმ წუ­თე­ბის­თ­ვის კი არ არ­სებობს, რო­დე­საც ცდუ­ნე­ბის ში­ში არა გაქვს, არა­მედ სწო­რედ იმ დრო­ის­თ­ვის არის გა­ნკუთვნილი, რო­დე­საც სხე­უ­ლი და სუ­ლი მათ აუ­ტა­ნელ სიმკ­აც­რეს უჯან­ყდე­ბა. და, რაც უფ­რო სას­ტიკ­ია მა­თი ძა­ლა, მით უფ­რო ურღ­ვე­ვად შევ­ინა­ხავ. თუ სა­კუ­თარი კეთ­ილდღ­ეობისთვის და­ვა­რღვ­იე ისი­ნი, რა­ღა ფა­სი ექ­ნე­ბათ მა­შინ? მათ გა­რკ­ვეული ფა­სი და მნიშ­ვ­ნელ­ობა აქვთ; მე ეს ყო­ველ­თ­ვის მჯერ­ოდა და, თუ ახ­ლა არ მჯე­რა, იმი­ტომ, რომ ჩემს გო­ნე­ბა­ზე არ ვარ, ნამ­დვილად არ ვარ. ძა­რღ­ვებში სის­ხ­ლი ბო­ბოქ­რობს. ვერც კი და­ით­ვ­ლი, ისე სწრა­ფად ფეთ­ქავს ჩე­მი გუ­ლი და ლა­მის საგ­ულე­დან ამ­ომივარ­დეს. წი­ნას­წარ გან­ს­ჯილ შე­ხედ­ულე­ბებ­სა და ძვე­ლად მიღ­ებულ გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბებს უნ­და და­ვეყრდნო ამ წუ­თებ­ში და აქე­დან ფეხ­საც ვე­რავინ მო­მაც­ვლევ­ინებს.
ასეც მო­ვი­ქე­ცი. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ჩემს სა­ხე­ზე ყვე­ლა­ფერი ამ­ოიკი­თხა; დაი­ნა­ხა, რომ ჩე­მი გავ­იტა­ნე. მის­მა აღშ­ფოთე­ბამ უმა­ღ­ლეს წერ­ტილს მია­ღწ­ია და, რა­ღა თქმა უნ­და, ცო­ტა ხნით მა­ინც უნ­და და­ნე­ბებ­ოდა მას. პირ­და­პირ ჩე­მკ­ენ გამ­ოეშ­ურა, მკ­ლავ­ზე ხე­ლი მომ­კი­და და წელ­ზე მო­მეხ­ვია. ისე მეჩ­ვე­ნებ­ოდა, თით­ქოს თა­ვი­სი აღგ­ზნებული მზე­რით ჩემს შთან­თქმას აპ­ირებ­და. იმ წუ­თებ­ში ჩე­მი თა­ვი ფი­ზი­კუ­რად ისე უღო­ნო მო­მეჩ­ვე­ნა, რო­გორც ქარ­ისა და ცეცხ­ლის ალ­ში გახ­ვეული ბა­ლახის ღე­რო, მაგ­რამ ჩემს სულს ისევ გო­ნე­ბა გა­ნა­გებ­და და დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, რომ არავ­ითარი საფ­რთხე არ მო­ელ­ოდა. სა­ბედ­ნიეროდ, სულს თა­ვი­სი ჭეშ­მარ­იტების მქა­და­გე­ბელი ჰყავს, ხში­რად შეუ­გნებ­ლად მოქ­მე­დი, მაგ­რამ მა­ინც გულ­წ­რ­ფე­ლი მქა­და­გე­ბელი... ის თვა­ლებ­შია მი­მა­ლუ­ლი. მეც სწო­რედ მის თვა­ლებში ჩავ­იხე­დე და, სა­ნამ მის ვნე­ბის ცეცხ­ლით ალე­წილ სა­ხეს შევ­ყურებდი, უნე­ბუ­რი ოხ­ვ­რა აღმ­ომხდა. ისე მეხ­ვეო­და, ტკი­ვილებს ვგრძნობ­დი. უკ­ა­ნა­სკ­ნელი ღო­ნე კი, რო­მე­ლიც ძლივს შევ­ინარ­ჩუნე, თით­ქოს ამ­ოიწურა.
- არას­ოდეს, - თქვა მან კბ­ილების ღრ­ჭიალით, - არას­ოდეს შემ­ხვედ­რია ასე­თი სუს­ტი ქმნი­ლე­ბა და ასე­თი გაუ­ტე­ხელი. ის ხომ ლერ­წ­მის ღერ­ოსავ­ითაა ჩემს ხელ­ში (და მთე­ლი ძა­ლით აქეთ-იქით მაქ­ნევ­და). მი­სი მოხ­რა ორი თი­თი­თაც შემ­იძლია, მაგ­რამ რა გამ­ოვა მე­რე აქე­დან? თუნ­დაც მოვ­ხა­რო, დავ­ფ­ლი­თო და გავ­ს­რი­სო... ჩაი­ხე­დეთ ამ თვა­ლებში და დაი­ნა­ხავთ, რა მტკი­ცე, ვე­ლუ­რი­ვით შეუ­დრე­კ­ელი და თავ­ისუფალი არ­სე­ბა გი­ყუ­რებთ იქი­დან! უჩ­ვე­უ­ლო სი­მა­მაცით უარ­მ­ყოფს და წარ­ბგაუ­ხსნელი ზე­ი­მობს გა­მარ­ჯვე­ბას! რო­გორც უნ­და მი­ვუდ­გე მის გალ­იას, ამ გა­რეულ, მშვენ­იერ ქმნი­ლე­ბას ხელ­ში ვერ ჩავ­იგდებ! თუ ამ სა­პატიმროს სუსტ კედ­ლებს და­ვან­გრევ და გა­ვა­ნად­გურებ, ჩე­მი ძალ­მომრეო­ბა მხო­ლოდ ტყვეს გა­ა­თავ­ისუფლებს. ამ სახ­ლის მპყრო­ბე­ლი კი გავ­ხდები, მაგ­რამ მი­სი ბი­ნა­დარი მა­ნამ­დე გა­მექ­ცე­ვა და ზე­ცას მი­აშ­ურებს, სა­ნამ ჩემს თავს ამ მი­წით შე­ლესილი ხუ­ხუ­ლის მფლო­ბე­ლად გამ­ოვაც­ხა­დებ­დე. მე კი სწო­რედ შენ მინ­დი­ხარ, ზე­ცი­უ­რო სუ­ლო, მთე­ლი შე­ნი სურ­ვი­ლებ­ითა და ენერ­გი­ით, სიძ­ლი­ერ­ითა და სიწ­მინ­დით, და არა მხო­ლოდ შე­ნი სუს­ტი სხე­უ­ლი. შენ რომ გინ­დო­დეს, მოფ­რინ­დე­ბო­დი და ჩემს გულ­ში ჩა­სახ­ლდებოდი, მაგ­რამ, სა­კუ­თარი სურ­ვი­ლის საწ­ინა­ა­ღმ­დეგოდ გან­წყო­ბი­ლი, ისე აარ­იდებ თავს ჩემს ხვევ­ნას და ნელ­სურნე­ლე­ბა­სავით ისე სწრა­ფად გაქ­რები, რომ მის შეს­უნთქვა­საც კი ვერ მო­ვას­წრებ. ოჰ! მო­დი, ჯე­ინ, მო­დი ჩემ­თან!
თქვა თუ არა ეს, ხე­ლი გამ­იშვა და მხო­ლოდ მი­ყუ­რებ­და. ამ გამ­ოხედ­ვას­თან ბრძო­ლა უფ­რო გამ­იჭირდა, ვიდ­რე მის მგზნე­ბა­რე ხვევ­ნა­-ა­ლერ­სთან. მხო­ლოდ სუ­ლელს შე­ეძლო დათ­მობა­ზე წა­სუ­ლი­ყო ახ­ლა. იმ­დე­ნი გამ­ბე­დაო­ბა გამ­ოვიჩინე, რომ მის სიშ­მა­გეს წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობა გავ­უწიე. ახ­ლა კი მი­სი სევ­დის­თ­ვის უნ­და ამერ­იდებ­ინა თა­ვი. კარ­ისკ­ენ გა­ვე­მარ­თე.
- მი­დი­ხარ, ჯე­ინ?
- მივ­დი­ვარ, სერ.
- მტო­ვებ?
- დი­ახ.
- აღ­არ მოხ­ვალ? აღ­არც ჩე­მი ნუ­გე­შის მცე­მელი იქ­ნე­ბი და არც ჩე­მი მხსნე­ლი? ჩე­მი ასე­თი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი, ეს აუ­ტა­ნელი მწუ­ხა­რე­ბა და გულ­მ­ხურ­ვა­ლე ლოც­ვა არა­ფერს ნიშ­ნავს შენ­თ­ვის?
რა გამ­ოუთქმელი მწუ­ხა­რე­ბა ის­მო­და მის ხმა­ში! რა ძნე­ლი იყო მტკი­ცედ მე­პას­უხა, მივ­დი­ვარ­-მეთ­ქი.
- ჯე­ინ!
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ!
- გან­მ­შორ­დი მა­შინ, თა­ნახ­მა ვარ, მაგ­რამ გახ­სოვდეს, რა მწუ­ხა­რე­ბა­სა და გან­საც­დელში მტო­ვებ. წა­დი შენს ოთახ­ში, იფიქ­რე ყო­ველ­ივე იმა­ზე, რაც გითხა­რი და, ჯე­ინ, ერ­თხელ მა­ინც გად­მოხე­დე ჩემს ტან­ჯვა-­ვა­ე­ბას, იფიქ­რე ჩემ­ზეც.
ის მიბ­რუნ­და და დი­ვან­ზე პირ­ქ­ვე და­ემხო.
- ოჰ, ჯე­ინ, ჩე­მო იმე­დო, ჩე­მო სიყ­ვა­რუ­ლო, ჩე­მო სი­ცოცხ­ლევ, - ტან­ჯ­ვით აღმ­ოხდა მის ბა­გეს. შემ­დეგ კი გუ­ლის სიღრ­მიდან ამო­სუ­ლი საშ­ინელი ქვი­თი­ნი გავ­იგონე.
უკ­ვე კარ­თან ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, მკი­თხველო, უკ­ან მოვ­ტ­რი­ალ­დი. მოვ­ბ­რუნ­დი იმა­ვე გა­დაწ­ყვეტ­ილებით, რომ­ლი­თაც გა­ვედი ოთახ­იდან. მის წინ დავ­იჩოქე; სა­ხე ჩე­მკ­ენ მო­ვუტ­რია­ლე, ვკოც­ნი­დი და თმას ვუს­წო­რებ­დი ხე­ლით.
- ღმერ­თი გფა­რავ­დეთ, ჩე­მო ძვირ­ფა­სო პატ­რო­ნო! - ვეუ­ბნებოდი მე. - ღმერ­თმა გიხ­ს­ნათ ავი საქ­მისა და შეც­ოდებ­ისგან, ის იყოს თქვე­ნი გზის წარ­მმარ­თველი, ნუ­გეშ­ისმცე­მელი და გუ­ლუხ­ვი მწყალ­ობელი ყვე­ლა იმ სიკ­ეთისთვის, რაც წარ­სულ­ში გამ­იწიეთ.
- პა­ტა­რა ჯე­ი­ნის სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნებ­ოდა ჩემ­თ­ვის მი­სი უდი­დე­სი მოწყა­ლე­ბა, - მი­პას­უხა მან. - უიმი­სოდ ჩე­მი გუ­ლი დაი­მსხვრე­ვა. მაგ­რამ ჯე­ი­ნი არ დაი­შურებს თა­ვის სიყ­ვა­რულს ჩემ­თ­ვის, დი­ახ, კეთ­ილშობილურად და დიდ­სუ­ლოვ­ნად მო­იქ­ცე­ვა...
სა­ხე­ზე სის­ხ­ლი მო­აწ­ვა, ცეცხ­ლის ნა­პერ­წკ­ლებ­მა იელ­ვა მის თვა­ლებში, წამ­ოდგა; ხე­ლები გა­შა­ლა, რომ გულ­ში ჩა­ვე­კ­არი. მე კი მის ხვევ­ნას თა­ვი ავარ­იდე და ოთახ­იდან მაშ­ინვე გა­ვედი.
- მშვი­დო­ბით! - კი­ოდა ჩე­მი გუ­ლი, რო­დე­საც ოთა­ხი დავ­ტოვე. სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბა კი უმა­ტებ­და: "მშვი­დო­ბით სა­უკუნოდ!"
იმ ღა­მეს ძილ­ზე სრუ­ლია­დაც არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ, რო­გორც კი ჩავ­წექი, წამ­თვლიმა. ძილ-ბუ­რან­ში ფიქ­რ­მა ბავ­შ­ვო­ბის ხა­ნა მო­მაგ­ონა. მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს გეი­ტსჰედ-ჰოლში, წი­თელ ოთახ­ში ვი­წე­ქი. ღა­მე ბნე­ლი იყო და გუ­ლი ში­შით მით­რ­თო­და. სი­ნათ­ლე, რო­მელ­მაც დი­დი ხნის წი­ნათ გრძნო­ბა და­მა­კ­არ­გვინა, ახ­ლა სიზ­მ­რად კვ­ლავ გამ­ოჩნდა. ის სრი­ა­ლით მი­ცო­ცავ­და მა­ღ­ლა კე­დელ­ზე, კრ­თოდა და ბო­ლოს ბნე­ლი ჭე­რის შუ­ა­გულ­ში შე­ჩერ­და. თა­ვი წამ­ოვწიე, გავ­იხე­დე, სახ­ურავი გამ­ქრალიყო და მის მაგ­იერ სივ­რ­ცე­ში, შორს, მა­ღ­ლა, შავ ღრ­უბლებ­სღა ვხე­დავდი. ეს შუ­ქი ისე­თი იყო, რო­გო­რიც მთვა­რის ჩას­ვლისას იცის ხოლ­მე ბუ­რუ­სი­ან ღა­მეს. ახ­ლა მთვა­რის ამ­ოსვლას საო­ცარი წი­ნას­წარი მღ­ელ­ვა­რებით ვე­ლო­დი. ვუც­დი­დი ისე, თით­ქოს ბედ­ისწე­რა მის დის­კო­ზე უნ­და წე­რებულიყო. აი, ისიც ამ­ოვიდა, მაგ­რამ მთვა­რე ასე არას­ოდეს გა­მო­დის ღრ­უბლებ­იდან. პირ­ვე­ლად ხე­ლი დავ­ინა­ხე. მან სია­სამ­ურისფერი ღრუბ­ლის ნა­კ­ე­ცები გა­დას­წია და ღრ­უბლები ტა­ლღ­ებივით ააბ­ობოქრა. შემ­დეგ ცის­ფერ შო­რეთ­ში მთვა­რე კი არა, თეთ­რებში გა­მოწყო­ბი­ლი ადამ­იანის ბრწყინ­ვა­ლე გამ­ოსახ­ულე­ბა დავ­ინა­ხე. მას დე­დამ­იწისკ­ენ გად­მოე­ხა­რა სხი­ვო­სა­ნი შუბ­ლი, თვალს არ მაშ­ორებ­და, დიდ­ხანს ასე მა­კვ­ირდებ­ოდა და ბო­ლოს ჩემს სულს მი­მარ­თა; მი­სი ხმა თვალ­მიუწვდომელი სი­შო­რი­დან მო­დი­ო­და და, ამას­თა­ნა­ვე, ისე ახ­ლოს იყო, თით­ქოს შიგ გულ­ში ჩამ­ჩურჩულებ­და:
- შვი­ლო ჩე­მო, გა­ე­ქეცი ცდუ­ნე­ბას!
- დე­დაო ღვ­თისავ, შეგ­ისრულებ აღ­თ­ქ­მულს!
ასე ვუ­პას­უხე მას შემ­დეგ, რაც ძილ-ბუ­რან­იდან გა­მოვ­ფხიზ­ლ­დი. ჯერ კი­დევ არ გა­თე­ნებულიყო. ივ­ლის­ში ღა­მე­ები მოკ­ლე იცის და შუა­ღ­ამის შემ­დეგ უკ­ვე აისი იწყე­ბა. - დროა, შევ­უდგე იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც გულ­ში გა­დავ­წყვიტე და რო­მე­ლიც ამა­ღ­ამ უნ­და შე­ვასრულო, - ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის. წამ­ოვდექი; ჩაც­მუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან დაწ­ოლისას მხო­ლოდ ფეხ­საც­მელი გავ­იხა­დე. სიბ­ნე­ლეშიც კარ­გად შე­მეძლო, მი­მეგ­ნო ჩე­მი უჯ­რე­ბის­თ­ვის, სა­დაც თეთ­რეული, მე­დალიონი და ბე­ჭედი მქონ­და შე­ნახული. იმ ნივ­თე­ბის ძებ­ნაში ხე­ლი მძივს შე­ვა­ხე. ეს ის მარ­გალიტის ყელ­სა­ბამი იყო, რო­მე­ლიც მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ძა­ლით მი­მა­ღ­ებ­ინა ამ რამ­დენ­იმე დღის წი­ნათ. ის უჯ­რაშ­ივე დავ­ტოვე, რად­გან მე არ მე­კუ­თვნოდა; ის ეკუ­თვნოდა ოც­ნე­ბით წარ­მოდგენილ საც­ოლეს, რო­მე­ლიც ჰა­ერში გაქ­რა. და­ნარ­ჩენი ნივ­თე­ბი ფუ­თა­ში გამ­ოვკ­არი. ჩე­მი საფ­ულე, რო­მელ­შიც ოცი ში­ლინ­გი იყო (სულ ეს იყო, რაც გა­მაჩ­ნდა), ჯი­ბე­ში ჩავ­იდე, ჩა­ლის ქუ­დი დავ­იხურე, ბაფ­თები შევ­იკ­არი, შა­ლი წა­მო­ვის­ხი. ფუ­თა და ფეხ­საც­მელი ავ­იღ­ე, რად­გან ჯერ ჩაც­მა არ შეი­ძლებ­ოდა, და ოთახ­იდან ფარ­ულად გამ­ოვედი.
- ნახ­ვამდის, კე­თი­ლო მი­სის ფე­იერ­ფექს! - დავ­იჩურჩულე, რო­დე­საც მის ოთახს უხ­მა­უ­როდ ჩავ­უა­რე, - მშვი­დო­ბით, ჩე­მო უძ­ვირ­ფა­სესო ადელ! - ვთქვი, რო­დე­საც სა­ბავშვო ოთახს მოვკ­არი თვა­ლი, მაგ­რამ შიგ შეს­ვლა და მი­სი კო­ცნა ფიქ­რა­დაც ვერ გავ­ივლე. მახ­ვილ სმე­ნას უნ­და ავ­რიდებოდი - შე­საძ­ლე­ბელ­ია, ის მო­ყუ­რა­დებულიც კი იყო.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერის საძ­ინე­ბელი ოთა­ხის გვერ­დით შეუ­ჩე­რებ­ლად უნ­და ჩა­მევლო, მაგ­რამ მის ზღუ­რბლთან ჩე­მი გუ­ლის­ცე­მა უცებ თით­ქ­მის შეწ­ყდა. ოთახ­ში არ ეძ­ინათ. გავ­იგე, მი­სი ბი­ნა­დარი მო­უს­ვენ­რად ბოლ­თას სცემ­და და თა­ნაც დაუ­სრულებ­ლად ოხ­რავ­და. თუ საქ­მე არ­ჩე­ვან­ზე მიდ­გებ­ოდა და ამ­ოვირჩევდი, აი, აქ იყო ზე­ცი­უ­რი სამ­ოთხე, დრო­ე­ბი­თი სამ­ოთხე ჩემ­თ­ვის... მხო­ლოდ უნ­და შევ­სულიყავი და მეთ­ქვა:
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, მთე­ლი სი­ცოცხ­ლე, სიკვ­დილამ­დე თქვე­ნი ვიქ­ნე­ბი, - და ჩემს ბა­გეს­თან ნე­ტა­რების ულევ წყა­როს გა­ა­ჩენ­დნენ მაშ­ინვე. მე ამა­ზე ვფიქ­რობ­დი...
ვფიქ­რობ­დი იმა­ზეც, რომ ჩე­მი კე­თი­ლი პატ­რო­ნი, რო­მელ­საც ახ­ლა ძი­ლი არ შე­ეძლო, გა­თე­ნე­ბას მო­უთ­მენ­ლად ელ­ოდა. დი­ლით ის მიხ­მობ­და, მაგ­რამ მე უკ­ვე წა­სუ­ლი დავ­ხვდებოდი. ძებ­ნა­საც დამ­იწყებ­და, მაგ­რამ ამა­ოდ. რო­დე­საც იგ­რ­ძ­ნობს, რომ მი­ატ­ოვეს და მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი უკ­უაგ­დეს, ტან­ჯვა მოე­ძა­ლე­ბა და, შე­საძ­ლე­ბელ­ია, სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბა­მაც შე­იპყ­როს. კა­რის სა­ხელ­ურისკ­ენ წავ­იღე ხე­ლი, მაგ­რამ ისევ უკ­ან გამ­ოვწიე და ფრთხი­ლად გა­ვე­მარ­თე ჩე­მი გზით.
და­ღო­ნებული ჩავ­დი­ო­დი ქვე­და სარ­თულზე. ვი­ცო­დი, რაც უნ­და გა­მე­კ­ე­თებ­ინა და მე­ქან­იკუ­რად ვას­რულებდი ყვე­ლა­ფერს. სამ­ზა­რეულოში გა­ნის კა­რის გა­სა­ღ­ები მოვ­ძებ­ნე; ზე­თის ბოთ­ლი და ფრთაც ვი­პო­ვე: კლ­იტე­სა და გა­სა­ღ­ებს წა­ვუს­ვი; წყა­ლი დავ­ლიე და ცო­ტაო­დენი პუ­რი ავ­იღ­ე. შე­საძ­ლე­ბელ­ია, დიდ­ხანს მევ­ლო და არ მინ­დო­და, ძა­ლა გამ­ომლეო­და, რად­გან ბო­ლო ხანს ძალ­იან დავ­სუს­ტ­დი. ყვე­ლა­ფერი უხ­მა­უ­როდ გა­ვა­კ­ე­თე. კა­რიც ასე­ვე ჩუ­მად გამ­ოვა­ღ­ე, გამ­ოვედი და ფრთხი­ლად მივ­ხუ­რე. რო­დე­საც ეზო­ში ჩა­ვედი, გან­თიადის მკრ­თალი სხი­ვე­ბი ოდ­ნავ ციმ­ცი­მებ­და. ალა­ყაფის ორი­ვე კა­რი ჩა­კ­ეტილი იყო, მაგ­რამ ერ­თ-ერ­თ­ში პა­ტა­რა კა­რი მხო­ლოდ მი­ხუ­რუ­ლი დარ­ჩენ­ოდათ. გამ­ოვედი, ისიც მივ­ხუ­რე და, აი, უკ­ვე თორ­ნ­ფილ­დის გა­რეთ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი.
ერ­თი მი­ლის დაშ­ორებით, მინ­დ­ვ­რებს იქით, გზა მილ­კო­ტის საწ­ინა­ა­ღმ­დეგო მი­მარ­თულებით გად­იოდა. ამ გზა­ზე არას­ოდეს გა­მევლო, მაგ­რამ ხში­რად, რო­ცა დავ­ინა­ხავდი, ჩემს თავს ვე­კი­თხებოდი, თუ სა­ით მი­დი­ო­და ის. ახ­ლა სწო­რედ იქით გა­ვე­მარ­თე. არავ­ითარი ფიქ­რის ნე­ბა არ მქონ­და: აღ­არც უკ­ან შეი­ძლებ­ოდა მი­ხედ­ვა და აღ­არც წინ ყუ­რე­ბა. ერ­თი წამ­ითაც კი არ უნ­და გა­მევლო გულ­ში არც წარ­სულსა და არც მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი. წარ­სუ­ლი ღვთი­უ­რი ნე­ტა­რებ­ისა და, იმა­ვე დროს, სიკ­ვ­დი­ლის კა­რამ­დე მიმ­ყ­ვა­ნი სევ­და-­ნა­ღვლის ფურ­ც­ლე­ბი იყო; მი­სი ერ­თი პწკ­არის წა­კი­თხვაც კი ახ­ლა მხნეო­ბას დამ­იკ­არ­გავ­და და უკ­ა­ნა­სკ­ნელ ძა­ლას გამ­ომაც­ლიდა. მო­მა­ვალი კი საშ­ინელ სი­ცარ­იე­ლედ მეჩ­ვე­ნებ­ოდა. ის მაგ­ონებ­და სამ­ყაროს წა­რღვნის შემ­დეგ.
მივ­დი­ო­დი მინ­დ­ვ­რებ­ში, ორ­ღო­ბე­ებ­სა და სა­სოფ­ლო გზებ­ზე, სა­ნამ მზე არ ამ­ოიწვე­რა. ვი­ცი, რომ მშვენ­იერი ზაფხუ­ლის დღე იყო, იმა­საც ვატყობ­დი, რომ ფეხ­საც­მელი, რო­მე­ლიც სახ­ლიდან გა­მოს­ვ­ლის მე­რე ჩა­ვიც­ვი, ნამ­მა დამ­ისვე­ლა, მაგ­რამ არა­ფერს ვა­კვ­ირდებოდი - არც ამ­ომა­ვალ მზეს, არც მოკ­ა­მკ­ა­მე ცას და არც ახალ­გამ­ოღვ­იძებულ ბუ­ნე­ბას. ის, ვინც თვალ­წარ­მტაცი გზით ეშაფ­ოტისკ­ენ მი­დის, ყვავ­ილებ­ზე კი არ ფიქ­რობს, რომ­ლე­ბიც გზა­ზე უღი­მიან, არა­მედ გა­ლესილ ცულ­სა და ჯა­ლათის კუ­ნძზე, რომ­ლე­ბიც ძვალ­სა და ძა­რღვს გა­ნაშ­ორებს ერ­თმა­ნეთს, და­სასრულ, - რა თქმა უნ­და, ღია სა­მა­რე­ზე. მე კი ამ სამ­წუხარო გაქ­ცე­ვა­სა და უსახ­ლკ­არო ხეტ­იალ­ზე ვფიქ­რობ­დი. ოჰ, რა მწუ­ხა­რებით მავ­სებ­და ის, რაც მი­ვატ­ოვე! მაგ­რამ მე სხვა­ნაი­რად მოქ­ცე­ვა არ შე­მეძლო. ახ­ლა ისევ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი წარ­მოვიდგინე. ალ­ბათ, თა­ვის ოთახ­ში უც­დის მზის ამ­ოსვლას და იმე­დი აქვს, რომ სულ მა­ლე ჩა­ვალ და შე­ვატ­ყობინებ, რომ მას­თან ვრჩე­ბი და სამ­უდამოდ მი­სი ვიქ­ნე­ბი. მე ხომ ვნატ­რობ­დი, რომ მი­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რო­გორ მწყუ­რო­და უკ­ან დაბ­რუნე­ბა! ჯერ კი­დევ არ იყო გვი­ან, შე­მეძლო ის მძი­მე გან­საც­დელი შე­მემ­სუბუქებ­ინა, რო­მე­ლიც ამ და­ნა­კლ­ისმა მია­ყე­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გაქ­ცე­ვას, დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, ის ჯერ კი­დევ არა­ვის ეც­ოდინებ­ოდა. შე­მეძლო, უკ­ან დავ­ბრუნებ­ულიყავი და ნუ­გე­ში მე­ცა მის­თ­ვის, გავ­ფრთხილებოდი მის სია­მა­ყეს, მეხ­სნა უბედ­ურებ­ისა და, შე­საძ­ლე­ბელ­ია, სა­ბო­ლოო გა­ნად­გურებ­ისგან. ოჰ, იმის ში­ში, რომ ის თავ­დავ­იწყე­ბამ­დე მი­ვი­დო­და, გაც­ილებით მძი­მე იყო, ვიდ­რე ჩე­მი სი­მარ­ტოვე. ოჰ, რო­გორ მა­წა­მებ­და და თან მდევ­და ეს ფიქ­რი! თით­ქოს ბას­რი ისა­რი მქო­ნო­დეს გულ­ში ჩა­სო­ბი­ლი! მან ჭრი­ლო­ბა გამ­იღრ­მა­ვა, რად­გან ამ­ოღ­ე­ბას შე­ვე­ცა­დე; ხო­ლო სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლას მთლად ვკ­არ­გავდი, რო­დე­საც მო­გო­ნე­ბებს ის უფ­რო და უფ­რო ღრ­მად შეჰ­ყავ­დათ გუ­ლის სიღრ­მეში. ბუჩ­ქებ­სა და ხე­ებ­ზე ფრინ­ვე­ლები გალ­ობდნენ, მათ ხომ ურ­თი­ერ­თ­შო­რის მეტ­ისმე­ტად თავ­და­დებული ჯუფ­თო­ბა იცი­ან. ფრინ­ვე­ლები ხომ სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლოს წარ­მოად­გე­ნენ... მე კი რა ვი­ყა­ვი? მწა­რე ფიქ­რე­ბით გულ­გან­გ­მი­რუ­ლი, რო­მე­ლიც შლე­გუ­რი სი­ჯი­უ­ტით ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი რწმენ­ისა და რა­ღ­აც პრინ­ცი­პე­ბის ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩენილიყო. ამ­იტომაც მეზ­იზღ­ებ­ოდა ჩე­მი თა­ვი. იმის ცოდ­ნა, რომ მარ­თალი ვი­ყა­ვი, რა ნუ­გეშს მცემ­და? ან რად მინ­დო­და პი­რა­დი ღი­რსების პატ­ივისცე­მა და მი­სი თაყ­ვან­ისცე­მა? მე შეუ­რაც­ხყოფა მი­ვა­ყე­ნე, გუ­ლი გავ­უგმირე და მი­ვატ­ოვე ჩე­მი პატ­რო­ნი. ჩე­მი თა­ვი მძულ­და, მაგ­რამ უკ­ან დაბ­რუნე­ბა არ შე­მეძლო. ერთ ნაბ­იჯსაც კი ვერ გა­დავ­დგამდი უკ­ან. შე­საძ­ლე­ბელ­ია, თვით ღმერთს მივ­ყავ­დი ამ გზით. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სურ­ვი­ლებ­სა და ცნო­ბიე­რე­ბას, აღგ­ზნებ­ულმა მწუ­ხა­რე­ბამ მოს­პო ერ­თი და მთლად დამ­იბნე­ლა მეო­რე. ახ­ლა, ამ უკ­აც­რიელ გზა­ზე, თავ­შე­უკ­ა­ვებ­ლად ვქვი­თი­ნებ­დი და სულ უფ­რო სწრა­ფად, შეშ­ლი­ლი­ვით მი­ვეშ­ურებოდი სა­დღ­აც წინ. სი­სუს­ტემ იძა­ლა, შიგ­ნით, გუ­ლის სიღრ­მეში და­მეწყო და მთელ სხე­ულს მო­ე­დო, შემ­ბოჭა და ბო­ლოს წა­მაქ­ცია კი­დეც. რამ­დენ­იმე წამს ასე ვეგ­დე მი­წა­ზე და თა­ვი სველ ბა­ლახში მქონ­და წარ­გუ­ლი. სა­ხე­ზე ნამ­იანი ბა­ლახი მე­ლამ­უნებ­ოდა. არ ვი­ცი, მეშ­ინოდა თუ იმე­დი მას­ულდგმულებ­და, რომ აქ მოვკვ­დებოდი, მაგ­რამ მა­ინც შევ­ძელი და მა­ლე წამ­ოვდექი. პირ­ვე­ლად ოთხით ძლივს მივ­ცო­ცავ­დი, ბო­ლოს ფეხ­ზე წამ­ოდგომაც მო­ვა­ხერ­ხე და ახ­ლა ერ­თა­დერთი სურ­ვი­ლი და გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა მამ­ოძრა­ვებ­და - რო­გორ­მე გზამ­დე მი­მე­ღწ­ია.
რო­დე­საც ბო­ლოს გზა­ზე გა­ვედი, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, იქ­ვე, ღო­ბის ახ­ლოს, სად­მე და­მეს­ვე­ნა. ჯერ ისევ ვი­ჯე­ქი, რომ ბორ­ბ­ლე­ბის ხმა შემ­ომეს­მა, ეტ­ლი დავ­ინა­ხე, წამ­ოვდექი და ხე­ლი ავ­წიე. ეტ­ლი გა­ჩერ­და. ვკი­თხე, სად მი­დი­ო­და, და მე­ეტ­ლე­მაც რო­მელ­იღ­აც შო­რე­უ­ლი ად­გი­ლი დამ­ისა­ხე­ლა. იქ, დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს არავ­ითარი ნაც­ნობობა არ ექ­ნებ­ოდა. რო­დე­საც ვკი­თხე, იქამ­დე მგზავ­რობა რა ღი­რდა, მე­ეტ­ლემ ოც­და­ათი ში­ლინ­გი დამ­იფა­სა. მე მხო­ლოდ ოცი მაქ­ვს-მეთ­ქი, ვუთხა­რი და ის მა­ინც დამ­თან­ხმდა. მითხ­რა, რომ ოცი­თაც მოა­ხერ­ხებ­და ჩემს წაყ­ვა­ნას. შიგ­ნით მომ­ცა ად­გი­ლი, რად­გან ეტ­ლი ცარ­იელი იყო. შე­ვედი თუ არა, მე­ეტ­ლემ კა­რი დახ­ურა და გზას გავ­უდექით.
ჩე­მო ძვირ­ფა­სო მკი­თხველო, და­ე, თქვენ არას­ოდეს გეგ­რ­ძ­ნოთ ის, რაც მე მა­შინ გან­ვიცა­დე! და­ე, თქვენს თვალთ არას­ოდეს დას­დენ­ოდეთ მწუ­ხა­რებ­ისგან ისე­თი ცხა­რე და მდუღ­ა­რე ცრემ­ლი, რო­გო­რიც ჩემს თვალ­თა­გან ღა­პა­ღუპით მა­შინ ცვი­ო­და! და­ე, თქვენ არას­ოდეს მი­გე­მართოთ ღვთის­თ­ვის უიმე­დო და სულ­თ­მობ­რ­ძა­ვი ადამ­იანის ისე­თი სიტყ­ვე­ბით, რო­გორ­საც მა­შინ ჩე­მი ბა­გენი წარ­მოთქვამ­დნენ! გი­სურ­ვებთ, არას­ოდეს გან­გე­ცადოთ ში­ში, რომ თქვენ იქ­ნე­ბით მი­ზე­ზი და უბედ­ურე­ბას წა­ჰკი­დებთ მას, ვინც ყვე­ლა­ზე ძალ­იან გიყ­ვართ.


თა­ვი ოც­და­მერ­ვე


ორი დღე გავ­იდა. ზაფხუ­ლის მშვენ­იერი სა­ღ­ამო იყო. მე­ეტ­ლემ იმ ად­გილას გად­მომსვა ეტ­ლიდან, რო­მელ­საც უიტ­კ­როსს ეძახ­დნენ. იმ თან­ხით, რაც მე მას მი­ვე­ცი, არ შე­ეძლო უფ­რო შორს წა­ვეყ­ვა­ნე. მე კი ამ­ქვეყ­ნად ერ­თი ში­ლინ­გიც აღ­არ გა­მაჩ­ნდა, მთლად მარ­ტო დავ­რ­ჩი. ეტ­ლი ერ­თი მი­ლით მა­ინც იქ­ნებ­ოდა დაშ­ორებული, და მხო­ლოდ მა­შინ მო­მაგ­ონდა, რომ ეტ­ლის სა­ბარ­გულიდან ჩე­მი ფუ­თა არ ამ­ომიღ­ია, მე ის იქ ფრთხი­ლად შევ­ინა­ხე. იქ დამ­რჩა... იქ­ვე იდე­ბა და მე კი აღ­ა­რა­ფერი გა­მაჩ­ნია.
უიტ­კ­რო­სი ქა­ლაქი არ არის. სოფ­ლა­დაც კი არ ჩაი­თვლე­ბა: ეს არის გზაჯ­ვა­რედ­ინზე აღ­მართული ქვის სვე­ტი, სა­დაც ოთხი გზა ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს. ვფიქ­რობ, თეთ­რად ალ­ბათ, იმი­ტომ შე­უღ­ე­ბავთ, რომ უფ­რო ად­ვილად გამ­ოჩნდეს შო­რი­დან და სიბ­ნე­ლეში. მის წვერ­ზე გზის მაჩ­ვე­ნე­ბელი ოთხი ისარ­ია და­მაგ­რებული. წარ­წერის მი­ხედ­ვით, უახ­ლოესი ქა­ლაქი ამ ად­გილიდან ათი მი­ლით არის დაშ­ორებული, ხო­ლო ყვე­ლა­ზე შო­რე­უ­ლი - ოც მილ­ზე მე­ტით. ამ ქა­ლა­ქების სა­კ­მაოდ ცნო­ბი­ლი სა­ხელ­წოდე­ბებ­იდან შევ­იტყვე, რო­მელ საგ­რაფოშიც მოვ­ხ­ვ­დი. ეს იყო ჩრდი­ლო­ე­თის ერ­თ-ერ­თი ცენ­ტრალური საგ­რაფო, შამ­ბნარით გა­და­შა­ვებული და ბორ­ც­ვე­ბით და­სერილი ად­გი­ლი. რო­გორც უკ­ან, ისე ჩემ­გან მარ­ცხ­ნივ თუ მარ­ჯ­ვ­ნივ თვალ­უწვდე­ნელი უდა­ბუ­რი ვე­ლებ­ია. იმ ჩა­ღრ­მა­ვებული დაბ­ლობიდან, რო­მე­ლიც ჩემს ფეხ­ქვეშ და­ფენ­ილა, შორს ტა­ლღი­სებ­ურად ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­ჯაჭვული მთე­ბი მო­ჩანს. მო­სახ­ლეო­ბა აქ ძალ­იან ცო­ტა უნ­და იყოს, მგზავ­რებ­საც კი ვერ ვამ­ჩნევდი გზებ­ზე. თეთ­რი, ფარ­თო და უკ­აც­რიელი გზე­ბი ოთხი­ვე მი­მარ­თულებით მიე­მარ­თე­ბა. ისი­ნი უდა­ბუ­რი ად­გილებ­ითაა და­სერილი, სა­დაც ხში­რი და ვე­ლუ­რი მა­ნა­ნა იზ­რ­დე­ბა და მათ შე­რეულ სა­ზღვ­რე­ბამ­დე აღ­წევს. შე­საძ­ლე­ბელ­ია, შემ­თხვევით ვინ­მე მგზავ­რმა ჩამ­ოიაროს. მე კი არ მინ­და, ვინ­მემ თვა­ლი მომკ­რას. უც­ნო­ბებს გა­უკვ­ირდე­ბათ და იფიქ­რე­ბენ, რას ვა­კ­ე­თებ სა­ნიშ­ნო სვეტ­თან უსაქ­მოდ მდგა­რი, დაბ­ნეული გამ­ომეტ­ყვე­ლებით; შე­საძ­ლე­ბელ­ია, რა­მე მკითხონ, მე კი ისეთ პა­სუხს ვერ გავ­ცემ, რომ ჩემ­მა არაბ­უნებ­რივმა ხმამ ეჭ­ვი არ გა­მო­იწ­ვი­ოს. ახ­ლა ადამ­იან­თა საზ­ოგად­ოე­ბას­თან უკ­ვე აღ­ა­რა­ფერი მა­კ­ავ­შირებს. ვე­რავ­ითარი მო­მა­ჯად­ოე­ბელი ცდუ­ნე­ბა და იმე­დი ვერ მიხ­მობს იქ, სა­დაც ჩე­მი მსგავ­სი არ­სე­ბანი ცხოვ­რო­ბენ. ჩე­მი და­ნახ­ვა არა­ვის­ში გამ­ოიწვევს კე­თილ ზრახ­ვებ­სა და თა­ნაგ­რძნობას ჩემ­დამი. მე არა მყავს ნა­თე­სავი, გარ­და ყვე­ლასთვის სა­ერთო მშობ­ლი­სა, და ეს კი ბუ­ნე­ბა­ა. მის მკ­ერდს მი­ვე­კ­არი და ვთხო­ვე, სიმ­შ­ვი­დე მო­მა­ნი­ჭოს.
პირ­და­პირ მა­ნა­ნებით და­ფარულ, გაუ­ვალ ად­გილ­ში შევ­იჭერი. ერ­თი ჩა­ღრ­მა­ვებული ად­გილისკ­ენ გა­ვე­მარ­თე და დავ­ინა­ხე, რომ მცე­ნა­რეულობით და­ფარული მხა­რე სიღრ­მეში ბი­ლი­კით იყო და­სერილი. გაჭ­ირვებით გა­ვა­ღწ­იე მუხ­ლამ­დე ხშირ და გაუ­ვალ ბა­ლახში და იქით ვუხ­ვევ­დი, საი­თაც ბი­ლი­კი მი­იკ­ლა­კ­ნებ­ოდა. ერთ მი­ვარ­დ­ნილ კუ­თხეში ხავ­სით გა­და­შა­ვებული გრა­ნი­ტის კლ­დე შევ­ნიშნე, მის ქვეშ დავ­ჯექი. გარს მერ­ტყა მა­ღ­ალი, მა­ნა­ნებით და­ფარული ფერ­დობები. თავ­ზე კლ­დე მედ­გა მცვე­ლად, მის მა­ღ­ლა კი ლა­ჟ­ვარდი ცა იშ­ლებ­ოდა.
კარ­გა ხა­ნი გავ­იდა, სა­ნამ დავ­წყნარ­დებოდი. აუ­ტა­ნელ­მა შიშ­მა შე­მიპყ­რო. ვში­შობ­დი, სად­მე ახ­ლოს ნა­ხირს ჩამ­ორჩენილ, გა­გა­რეუ­ლებულ ში­ნა­ურ პი­რუტყვს, ვინ­მე მოგ­ზა­ურ მთამ­სვლელს ან ქურ­დუ­ლად მო­ნად­ირეს არ მო­ეგ­ნო. თუ ამ გან­მარ­ტოებულ, უკ­აც­რიელ ად­გილას ქა­რის ხმა შემ­ომეს­მებ­ოდა, ში­შით აქეთ-იქით ვი­ყუ­რე­ბო­დი, ვფიქ­რობ­დი, ხა­რი შემ­ოვარ­დებ­ოდა. ხო­ლო, თუ ღა­ლღა უს­ტ­ვენ­და, მა­შინ ის უკ­ვე ადამ­იანი მეგ­ონა. ბო­ლოს დავ­ინა­ხე, რომ ჩე­მი ში­ში მთლად უსა­ფუძ­ვ­ლო იყო. მო­სა­ღ­ამ­ოვდა თუ არა, ბინ­დი ჩამ­ოწვა. ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფერი დაწ­ყნარ­და და მეც მე­ტი იმე­დი მო­მე­ცა. აქამ­დე არა­ფერ­ზე ფიქ­რი არ შე­მეძლო - მხო­ლოდ და­ძაბული ვუს­მენ­დი, ყვე­ლა­ფერს ვათ­ვალ­იე­რებდი და ში­შით ვთრთო­დი. ახ­ლა კი ფიქ­რის უნა­რი დამ­იბრუნდა.
რა უნ­და ვქნა? სა­ით უნ­და წავ­იდე? ოჰ, რო­გორ მა­წა­მებ­და ეს კი­თხვები, რო­დე­საც უკ­ვე აღ­ა­რა­ფერი მქონ­და გა­სა­კ­ე­თე­ბელი და არ­საით ვი­ყა­ვი წა­სას­ვლელი. ჩემს და­ქანცულ და მთრთოლ­ა­რე სხე­ულს ჯერ კი­დევ დი­დი გზა უნ­და გა­ევლო, სა­ნამ შეძ­ლებ­და და მო­სახ­ლეო­ბამ­დე მია­ღ­წევ­და. მე ხვეწ­ნა-­მუდარით უნ­და მი­მე­მარ­თა გულ­გ­რილ გულ­მოწყა­ლე­თათვის, სა­ნამ თავ­შე­სა­ფარს ვი­შო­ვი­დი და საძ­ულველ თა­ნაგ­რძნობას გამ­ოვიწვევდი ვინ­მე­ში. შე­საძ­ლე­ბელ­ია, უარ­ითაც გამ­ოვეს­ტუმრებ­ინე, ვიდ­რე ჩემს ამ­ბავს მო­ის­მენ­და ან ჩემს რო­მელ­იმე თხოვ­ნას და­ა­კ­მაყ­ოფილებ­და.
მა­ნა­ნას ხე­ლი შე­ვა­ხე. ის მშრა­ლი იყო და ზაფხუ­ლის ცხელ დღ­ეში მიღ­ებული სით­ბო ჯერ კი­დევ შემ­ოე­ნა­ხა. ცას ავ­ხე­დე. მოწ­მენ­დი­ლი იყო. სწო­რედ კლდის თავ­ზე, მა­ღ­ლა, ერ­თი ვარ­სკვ­ლავი ალერ­სია­ნად ციმ­ცი­მებ­და. ცვარ­მა სა­ამ­ურად და შეუ­მჩნევ­ლად და­ნა­მა იქაუ­რობა. ნი­ა­ვის ჩურ­ჩუ­ლიც შეწ­ყდა. ბუ­ნე­ბა მწყალ­ობელი და კე­თი­ლი მეჩ­ვე­ნა. მივ­ხ­ვ­დი, ყვე­ლას­გან გან­დევნილი, რო­გო­რიც ვი­ყა­ვი მა­შინ, მხო­ლოდ მას ვუყ­ვარ­დი. მე კი, რო­მე­ლიც ადამ­ია­ნებ­ისგან მხო­ლოდ უნ­დობ­ლო­ბას, ხე­ლის კვ­რა­სა და შეუ­რაც­ხყოფას მო­ვე­ლო­დი, მის მკ­ერდს სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვე­კ­არი. ამა­ღ­ამ, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, მი­სი სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი და მის შვი­ლად მი­მაჩ­ნდა თა­ვი. ის კი, რო­გორც სა­კუ­თარი დე­და, შემ­იფა­რებ­და ყო­ველ­გვარი ფუ­ლი­სა და გა­და­სა­ხადის გა­რე­შე. კი­დევ მქონ­და ერ­თი ლუკ­მაპუ­რი და ფუნ­თუ­შის პა­ტა­რა ნა­ჭერი, რო­მე­ლიც ჩე­მი უკ­ა­ნა­სკ­ნელი გრო­შე­ბით ქა­ლაქში ვი­ყი­დე, სა­დაც შუა­დღი­სას გამ­ოვია­რეთ. აქა-იქ მა­ნა­ნებს შო­რის, ბუჩ­ქებ­ში, მწი­ფე მოც­ვი დავ­ინა­ხე, რო­მე­ლიც აქა­ტის მძი­ვე­ბი­ვით ბრწყი­ნავ­და, ერ­თი მუ­ჭა მოვკრ­იფე და პურს შე­ვა­ტა­ნე. გან­დეგილისთვის სა­კ­მარ­ისმა ამ მცი­რეო­დენ­მა საჭ­მელ­მა ძლი­ე­რი შიმ­ში­ლი ვერ მო­მიკ­ლა, მაგ­რამ ოდ­ნავ მა­ინც და­მა­ნაყ­რა. სა­ღ­ამოს ლოც­ვა წარ­მოვ­თ­ქ­ვი და სა­წო­ლი ად­გი­ლი ამ­ოვირჩიე. კლდის მახ­ლობლად მა­ნა­ნა ძალ­იან ხში­რი იყო. დავ­წექი თუ არა, ფე­ხები შიგ ჩა­მეფლო, რად­გან ორი­ვე მხრი­დან მა­ღ­ალი კე­დელივით აღ­მართულიყო; მხო­ლოდ ვიწ­რო ად­გილიღა რჩებ­ოდა, რომ ღა­მით ჰა­ერს ემ­ოძრა­ვა. შა­ლი ორად მოვკ­ე­ცე და სა­ბანივით გა­დავ­იფა­რე. ხავ­სით და­ფარული და­ბალი კოლ­ბო­ხი ჩე­მი ბა­ლი­ში იყო. ასე მო­ვეწ­ყვე და, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, პირ­ველ ღა­მეს სი­ცი­ვე არ მიგ­რ­ძ­ნია.
ეს დას­ვე­ნე­ბა ნამ­დ­ვი­ლი ნე­ტა­რე­ბა იქ­ნებ­ოდა, სევ­დით სავ­სე გულს რომ არ მოე­წამ­ლა. ღია ჭრი­ლო­ბის გა­მო ის ისე მტკი­ოდა, თით­ქოს სის­ხ­ლი შიგ­ნით წვეთ­-წვე­თად დამ­დიოდა და სი­მე­ბი დამ­წყვეტ­ოდა. ის თრთო­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისა და მი­სი ბედ­ისწერის გა­მო, დას­ტიროდა მას მწვა­ვე სიბ­რა­ლუ­ლით და გან­უწყვეტლივ ნატ­რობდა მის ნახ­ვას; რო­გორც ფრთამ­ოტეხილი, უღო­ნო ფრინ­ვე­ლი, თა­ვის დამ­ტვრეულ ფრთებს კვ­ლავ ამ­ოძრა­ვებ­და და ამა­ოდ ცდი­ლობ­და, ის მოე­ძებ­ნა.
ამ ფიქ­რე­ბით გულ­გან­გმირულმა, მუხ­ლებ­ზე წამ­ოვიწიე და დავ­იჩოქე. უკ­ვე დი­დი ხნის და­ღ­ა­მებული იყო. ცი­უ­რი მნა­თობ­ნი ამ­ოსულიყვნენ. წყნა­რი და მშვი­დი ღა­მე ჩან­და, იმ­დე­ნად მშვი­დი, რომ შიშს არ შე­ეძლო და­ე­სად­გურებ­ინა ჩემს გულ­ში. ჩვენ ვი­ცით, რომ ღმერ­თი ყველ­გა­ნა­ა, მაგ­რამ მის არ­სებ­ობას მა­შინ უფ­რო ვგრძნობთ, რო­დე­საც ის თა­ვის ნამ­ოღ­ვა­წარს ასე­თი დი­დე­ბით გად­მოფენს ხოლ­მე ჩვენ წი­ნა­შე. და, აი, სწო­რედ მოწ­მენ­დილ ცა­ზე, სა­დაც ცი­უ­რი მნა­თობ­ნი უხ­მოდ მოძ­რაო­ბენ, კარ­გად ვგრძნობ, რომ ის ყველ­გან არის თა­ვი­სი გან­უზომელი ძლიე­რებ­ითა და ყოვ­ლის­შემ­ძლეობით. მეც იმი­ტომ დავ­იჩოქე, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერისთვის მელ­ოცა. რო­დე­საც ცრემ­ლით დაბ­ნე­ლებული თვა­ლებით მა­ღ­ლა ავ­იხე­დე, ირ­მის ნახ­ტო­მი დავ­ინა­ხე. გა­მახ­სენ­და, რას წარ­მოად­გენ­და ის, რამ­დენ­ნაირი დაუ­თვლელი მზის სის­ტე­მა ბრუ­ნავ­და იქ, სივ­რ­ცე­ში, და სი­ნათ­ლის ოდ­ნავ შე­სამ­ჩნევ კვალს ტო­ვებ­და მხო­ლოდ. ვიგ­რ­ძე­ნი ღმერ­თის ძა­ლა და ძლიე­რე­ბა. დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, შე­ეძლო თავ­ისივე შექ­მ­ნი­ლი არ­სე­ბა თვი­თონ­ვე ეხ­სნა. რწმე­ნაც გან­მიმტკი­ცდა, რომ არც დე­დამ­იწა და არც ერ­თი მი­სი ბი­ნა­დარი არას­ოდეს და­იღუ­პებ­ოდა. მად­ლობა შევ­წირე ქვეყ­ნიე­რების შემ­ქმნელს, რად­გან სი­ცოცხ­ლის მომ­ნი­ჭე­ბელი სულ­თა მხსნე­ლიც არის. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი გა­დარ­ჩე­ბა. ის ღმერთს ეკუ­თვნოდა და შემ­ოქმედი დაი­ცავ­და მას. კვ­ლავ ფრი­ა­ლო კლ­დეს მი­ვე­კ­არი მკ­ერ­დზე და ძილ­ში მწუ­ხა­რე­ბაც მა­ლე გა­და­მავ­იწყდა.
მეო­რე დღ­ეს ყვე­ლა ადამ­იანური სურ­ვი­ლი მთე­ლი სიგ­რ­ძე-­სიგანით წარ­მომიდგა. პა­წაწ­ინა ჩი­ტებს თავ­იანთი ბუ­დე­ები მი­ეტ­ოვებ­ინათ. სა­ნამ ცვა­რი შე­აშ­რებ­ოდათ, ფუტკ­რებიც თაფ­ლის შე­საგ­როვებ­ლად აყ­ვა­ვებულ ტკბილ მა­ნა­ნებს თავ­ზე დახ­ვეო­დნენ. დი­ლის გრძე­ლი ჩრდი­ლე­ბი თან­და­თან მოკლ­დებ­ოდნენ. მზის სხი­ვე­ბით ივ­სებ­ოდა ცა და მი­წა; მეც წამ­ოვდექი და ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ვი­ხე­დე.
რა წყნა­რი, ცხე­ლი და მშვენ­იერი დღე იყო! მო­ოქ­როს­ფ­რო უდაბ­ნოს დამ­სგავ­სებ­ოდა ეს უდა­ბუ­რი, გაშ­ლი­ლი ტრა­მალი! ყველ­გან მზის სხი­ვე­ბი ჩა­ღვრილიყო და ბრწყი­ნავ­და. ოჰ, ნე­ტავ, შე­საძ­ლე­ბელი ყო­ფი­ლი­ყო ამ ბრწყინ­ვა­ლე­ბაში მეც­ხოვრა და მი­სით­ვე მე­საზ­რდოვა! დავ­ინა­ხე, ხვლიკ­მა გაი­რბინა კლ­დე­ზე, ისიც შე­ვამ­ჩნიე, ფუტკ­არი რო­გორ საქ­მია­ნად დაფ­უსფუსებ­და მოც­ვის მარც­ვლებს შო­რის. დი­დი სი­ამ­ოვნებით ვიქ­ცე­ო­დი იმ­წუ­თას ფუტკ­რად ან ხვლიკ­ად, რომ ნო­ყი­ე­რი საზ­რ­დოს შოვ­ნა შემ­ძლებ­ოდა და აქ, ამ მი­დამ­ოებში, სამ­უდამო თავ­შე­სა­ფარი მეპ­ოვა. მაგ­რამ მე ხომ ადამ­იანი ვი­ყა­ვი და ადამ­იანური სურ­ვი­ლე­ბი მქონ­და. არ შეი­ძლებ­ოდა დიდ­ხანს გა­ჩე­რე­ბა იქ, სა­დაც მათ ვე­რაფრით დავ­იკ­მაყ­ოფილებდი. წამ­ოვდექი და სა­წოლს გა­დავ­ხე­დე, რო­მე­ლიც ის-ის იყო, მი­ვატ­ოვე. უიმე­დო­ბით შეპ­ყრობილმა, გავ­იფიქრე, ღმერ­თი დიდ სიკ­ე­თეს გამ­იწევ­და, თუ ძილ­ში, ღა­მით, სულს ამ­ომარ­თმევ­და-­მეთქი. ახ­ლა კი ამ და­ქანცულ სხე­ულს, სიკ­ვ­დი­ლის ბრჭყა­ლებ­ისგან რომ გა­თავ­ისუფლდა, ის­ღა დარ­ჩენ­ოდა, მტარ­ვალ ბედ­ისწე­რას უფ­რო კარ­გად შებ­მოდა, მშვი­დად, თან­და­თანობით გახ­რ­წ­ნი­ლი­ყო და შენ­ივთებ­ოდა ამ უდაბ­ნოს მი­წას. მაგ­რამ სი­ცოცხ­ლე მთე­ლი თა­ვი­სი მოთხოვ­ნი­ლე­ბებით, ტკი­ვილებ­ითა და მო­ვა­ლეობით არ მტო­ვებ­და. ეს მძი­მე ტვირ­თი უნ­და მე­ტა­რებ­ინა, მი­სი სურ­ვი­ლე­ბი და­მე­კ­მაყ­ოფილებ­ინა; გა­და­მე­ტა­ნა ტან­ჯვა-­წა­მე­ბა და ჩე­მი ადამ­იანური მო­ვა­ლეო­ბა შე­მეს­რულებ­ინა: ამ­იტომაც გზას გავ­უდექი.
უიტ­კ­როსს მი­ვა­ღწ­იე და გე­ზი და­სავ­ლეთ­ისკ­ენ ავ­იღ­ე. მზე კარ­გა მა­ღ­ლა ამ­ოწვერილიყო და მცხუნ­ვა­რე სხი­ვე­ბით ავ­სებ­და არე­მა­რეს. სხვა, აბა, რა შე­მეძლო მი­მარ­თულების არ­ჩევის დროს გამ­ომე­ყე­ნებ­ინა. დიდ­ხანს მივ­დი­ო­დი და ბო­ლოს გავ­იფიქრე, რომ ყვე­ლა­ფერი უკ­ვე გა­ვა­კ­ე­თე და სინ­დი­სის წი­ნა­შე სრუ­ლი­ად მარ­თალი ვიქ­ნე­ბი, თუ ჩემს ასეთ და­ქან­ცულობას ოდ­ნავ ყუ­რა­დღ­ე­ბას მა­ინც მი­ვაქ­ცევ­-მეთ­ქი. და­ღლ­ილობა ჩემს არ­სე­ბას მთლია­ნად დაუ­ფლებ­ოდა და სა­ჭი­რო იყო, ოდ­ნავ მა­ინც შე­მემ­სუბუქებ­ინა ის იძუ­ლე­ბი­თი მოძ­რაო­ბა, რომ­ლი­თაც წინ მი­ვის­წ­რა­ფო­დი. იქ­ვე მახ­ლობლად ქვა­ზე ჩამ­ოვჯექი. საშ­ინელ­მა უხალ­ისობამ შე­მიპყ­რო და გულ­სა და მთელ სხეუ­ლზე ლო­დი­ვით და­მაწ­ვა. აი, სწო­რედ ამ დროს ზა­რების რე­კ­ვა შემ­ომეს­მა: ეს ეკ­ლესიის ზა­რი იყო.
ზა­რის ხმას გავ­ყევი და იქ, რო­მან­ტიკუ­ლად აღ­მართულ ბორ­ც­ვებს შო­რის, რო­მელ­თა გა­რეგნულ სი­ლა­მა­ზეს ვე­ღ­არც კი ვამ­ჩნევდი და ერ­თი სა­ათის წინ მას­ზე უკ­ვე და­კვ­ირვე­ბაც შევ­წყვიტე, სო­ფე­ლი და ეკ­ლესიის სამ­რე­კლო დავ­ინა­ხე. ხელ­მარჯვნივ მთე­ლი მინ­დო­რი მხო­ლოდ საძ­ოვრე­ბად იყო ქცე­უ­ლი. იქ­ვე ახ­ლოს ვამ­ჩნევდი ყა­ნებს და მო­შო­რე­ბით კი ტყეს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი