ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილიX)
font-large font-small
ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილიX)

შეც­ბუ­ნე­ბულ­მა თვა­ლე­ბი და­ვაჭყი­ტე. "რა სუ­ლე­ლი ვარ, ეს რა წა­მომ­ც­და! - გა­მი­ელ­ვა წა­მი­ე­რად, - ახ­ლა შე­იძ­ლე­ბა გამ­გ­ლი­ჯოს!"
- მო­მე­ცი აქ ეგ სა­ბუ­თე­ბი! - მიყ­ვი­რა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ისე გა­იფხო­რა, ინ­და­ურს და­ემ­ს­გავ­სა.
რა­ღაც­ნა­ი­რად მო­მე­ფო­ნა გულ­ზე, ასე რომ გა­ვაბ­რა­ზე. ისე­თი კმა­ყო­ფი­ლე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გო­რიც არას­დ­როს. მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი მზე­რით გა­ვუ­წო­დე მა­სა­ლე­ბი და შე­ფარ­ვით გა­ვი­ღი­მე.
შეფს ის დღე ჩაშ­ხამ­და, არც თა­ვის ნი­ნის­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს გა­უ­ხა­ლი­სე­ბია და არც ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბას, რო­მე­ლიც დიდ წარ­მა­ტე­ბას უქად­და ჩვენს ფირ­მას.
ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, ვზე­ი­მობ­დი გულ­ში, ასე მო­უხ­დე­ბა!
მაგ­რამ ასე­თი გან­წყო­ბა მხო­ლოდ სახ­ლამ­დე მიმ­ყ­ვა - ერ­თი სა­ა­თის შემ­დეგ ისევ მას­თან ყოფ­ნას ვნატ­რობ­დი.
სა­ღა­მოს ბე­ბი­ა­ჩემ­მა და­მი­რე­კა - შა­ბათ-კვი­რას ნუ ჩა­მო­მა­კითხავ, ვე­ნე­რას და­ბა­დე­ბის დღე აქვს და იქ ვიქ­ნე­ბი, უნ­და მი­ვეხ­მა­როო. მი­სი ხა­ლი­სი გად­მო­მე­დო. რაც უფ­რო ემა­ტე­ბო­და ასა­კი, მით უფ­რო ემ­ს­გავ­სე­ბო­და პა­ტა­რა ბავშვს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას რომ იჩე­მებს.
მე­ო­რე დღეს ფრთა­შეს­ხ­მუ­ლი­ვით მივ­დი­ო­დი სამ­სა­ხურ­ში, თვი­თო­ნაც არ ვი­ცო­დი, რა მი­ხა­რო­და. გუ­შინ­დე­ლი ბა­ნა­ლუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა? ნუ­თუ ასე უხა­რი­ათ, რო­ცა ვინ­მეს სა­მა­გი­ე­როს გა­და­უხ­დი­ან? რო­ცა რა­ღაც გი­ხა­რია, ესე იგი, ბედ­ნი­ე­რი ხარ. არის კი შუ­რის­ძი­ე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი? ალ­ბათ არა. შენ კი მო­ი­ო­ხე გუ­ლი, სხვას სა­მა­გი­ე­რო რომ გა­და­უ­ხა­დე და ეს გი­ხა­რია, მაგ­რამ მას? მას ხომ ატ­კი­ნე გუ­ლი? რო­მელ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი? სა­ბო­ლო­ოდ და­ვას­კ­ვე­ნი, რომ ეგო­ის­ტი ვარ და... გა­მიტყ­და.
ჩემ­და გა­სა­ოც­რად, მირ­ზა ძვე­ლე­ბუ­რად თა­ვა­ზი­ა­ნი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი დამ­ხ­ვ­და. რო­გორ გა­მიკ­ვირ­და. მე­გო­ნა, უკ­მე­ხად მი­მი­ღებ­და, მაგ­რამ არა. ამან ცო­ტა შე­მა­ფიქ­რი­ა­ნა. ღმერთს ვე­ვედ­რე­ბო­დი, დიდ­ხანს გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო ასე. იდი­ლია შუ­ადღი­სას და­მერ­ღ­ვა, რო­ცა ბე­ბი­ას მე­ზო­ბელ­მა, ვე­ნე­რამ და­მი­რე­კა - ნი­ნუ­ცა მო­რიგ "მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში" წა­სუ­ლა. ფერ­წა­სულ­მა ყურ­მი­ლი დავ­კი­დე და სწო­რედ ამ დროს კა­ბი­ნე­ტი­დან მირ­ზა გა­მო­ვი­და. გა­ფით­რე­ბუ­ლი რომ და­მი­ნა­ხა, მა­შინ­ვე მკითხა:
- რა მოხ­და, ანი­კა?
- ბე­ბია...
- ისევ და­ი­კარ­გა, - და­ას­რუ­ლა ჩემ მა­გივ­რად, - ჩე­მი მან­ქა­ნით წა­დი... სას­წ­რა­ფოდ.
- არა, უხერ­ხუ­ლია... - ნირ­წამ­ხ­დარ­მა უარი ვუთხა­რი, - თან ბევ­რი საქ­მე მაქვს.
- არა უშავს, მო­ას­წ­რებ. ვი­ცი, რომ მა­ლე იპო­ვი. მობ­რუნ­დე­ბი და საქ­მეს მე­რე გა­აგ­რ­ძე­ლებ.
- არა, მარ­ტო ვერ წა­ვალ მან­ქა­ნით, დი­დი ხა­ნია, სა­ჭეს­თან მარ­ტო არ ვმჯდარ­ვარ.
- ნე­ლა იარე და არა­ფე­რი მო­გი­ვა, - გა­მამ­ხ­ნე­ვა შეფ­მა და გა­სა­ღე­ბე­ბის ას­ხ­მა ხელ­ში მო­მა­ჩე­ჩა.
ღმერ­თო, რამ­დე­ნი ვე­ძე­ბე! ყვე­ლა ად­გი­ლი შე­მო­ვატყა­ვე, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო და ვერ მი­ვა­გე­ნი. ბო­ლოს, რო­ცა გავ­სა­ვათ­დი, შინ შე­ვი­ა­რე, ცო­ტა სულს მო­ვით­ქ­ვამ-მეთ­ქი და იქ არ აღ­მო­ვა­ჩი­ნე? დი­ვან­ზე წა­მო­წო­ლი­ლი­ყო და ტე­ლე­ვი­ზორ­ში ინ­დურ სე­რი­ალს უყუ­რებ­და.
ჩემს და­ნახ­ვა­ზე სა­ხე გა­ე­ბად­რა.
- ანი­კა, შვი­ლო, ასე ად­რე მოხ­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან? არ მუ­შა­ობ დღეს?
- შენ რა ქარ­მა გად­მო­გაგ­დო აქეთ, ბე­ბო?
- მე-ე? ვი­ფიქ­რე, შა­ბათ-კვი­რას ვერ ვნა­ხავ და დღეს ვეს­ტუმ­რე­ბი-მეთ­ქი.
- და მე რომ სამ­სა­ხურ­ში ვიქ­ნე­ბო­დი, არ გაგ­ხ­სე­ნე­ბია?
- რო­გორ არა, მაგ­რამ სა­ღა­მოს ხომ მოხ­ვი­დო­დი? - ისე გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ მი­პა­სუ­ხა, საყ­ვე­დუ­რი ვე­ღარ ვუთხა­რი.
- და მე­რე რო­გორ გაბ­რუნ­დე­ბო­დი უკან გვი­ან?
- ტაქ­სით, შვი­ლო, რა იყო, ჯერ არ მივ­ლია ტაქ­სით, თუ რა? შენ­ზე ად­რე ვცხოვ­რობ­დი თბი­ლის­ში, რა გგო­ნია? უყუ­რე ერ­თი ამას შენ! - გა­ნაწყენ­და ნი­ნუ­ცა.
ვე­ნე­რა დე­ი­დას და­ვუ­რე­კე, აქაა და არ ინერ­ვი­უ­ლოთ-მეთ­ქი, მე­რე ბე­ბო ვა­სა­დი­ლე და ისევ სამ­სა­ხურ­ში გავ­ქან­დი.
მი­სა­ღებ­ში შე­სულ­მა პირ­და­პირ მი­სი კა­ბი­ნე­ტის კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნე. მობ­რ­ძან­დი­თო, გა­მომ­ძა­ხა. კა­რი შე­ვა­ღე და შე­ვე­დი.
- რო­გო­რაა საქ­მე?
- ვი­პო­ვე, ჩემ­თან იყო, ბი­ნა­ში.
- კი­დევ კარ­გი, - თა­ვი გა­და­აქ­ნია, - რა­ღაც უნ­და მო­ვუ­ხერ­ხოთ ქალ­ბა­ტონ ნი­ნუ­ცას, ასე არ შე­იძ­ლე­ბა, - დამ­რი­გებ­ლუ­რი ტო­ნით მითხ­რა, - ერ­თხე­ლაც შე­იძ­ლე­ბა ვე­ღარ ვი­პო­ვოთ და...
ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ტან­ში ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა. ღმერ­თ­მა ნუ ქნას, ასე­თი რამ მოხ­დეს, თო­რემ გუ­ლიც გა­მის­კ­დე­ბა.
- დი­დი მად­ლო­ბა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის, ბენ­ზი­ნი ჩა­ვას­ხი, ასე რომ...
- რა თქვი? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად კუშ­ტი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა მი­ი­ღო.
- ბენ­ზი­ნი... ცო­ტა... - ენა და­მე­ბა.
- ანი­კა, ასე რა­ტომ იქ­ცე­ვი?
- რო­გორ ას­ს­სე? - კვლავ და­მე­ბა ენა.
- რა ბენ­ზი­ნი, რის ბენ­ზი­ნი! ვინ გთხო­ვა, ჩა­ას­ხიო? ამით შე­უ­რაცხ­ყო­ფას რომ მა­ყე­ნებ, მა­გას თუ ხვდე­ბი? იმის არ იყოს, ლე­კოს­თან ვი­ყა­ვი პა­ე­მან­ზეო... - გა­მიხ­სე­ნა "ძვე­ლი ცოდ­ვე­ბი", - მე კა­ცი ვარ, გეს­მის? ეს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის ამ­ბა­ვია... ასე­თი რა­მე­ე­ბის შეხ­სე­ნე­ბა არ უნ­და მი­წევ­დეს. თუ მა­ინ­ც­და­მა­ინც უნ­და და­გიმ­ტ­კი­ცო, რომ კა­ცი ვარ? - მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­მე­კითხა.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მეც არ ვი­ცი, რა და­მე­მარ­თა. თა­ვი ამა­ყად ავ­წიე და მზე­რა ჯი­ქურ გა­ვუს­წო­რე.
- აჯო­ბებს, ხში­რად მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნო, რომ მე ქა­ლი ვარ!
უეც­რად გა­ფით­რ­და. ქვე­და ყბა აუკან­კალ­და. ალ­ბათ ამა­ზე შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი ის სიტყ­ვე­ბიც არ ყო­ფი­ლა, თა­ვი­სი ყო­ფი­ლე­ბი რომ ამ­კობ­დ­ნენ ხშირ-ხში­რად. ხმა არ ამო­უ­ღია, ერ­თხანს გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვით მი­ყუ­რა, თვა­ლიც კი არ და­უ­ხამ­ხა­მე­ბია. მივ­ხ­ვ­დი, რომ სა­ში­ნე­ლე­ბა წა­მომ­ც­და და სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტ­ვას შე­ვე­ცა­დე:
- მა­პა­ტიე... მე კარ­გი გო­გო ვარ, უბ­რა­ლოდ, ხან­და­ხან ჩემს ხა­სი­ათს სჩვე­ვია ნერ­ვი­უ­ლო­ბა.
- გა­სა­გე­ბია, - შეც­ვ­ლი­ლი ხმით მო­მი­გო, - იცი? მე შე­მიძ­ლია პა­ტი­ე­ბა, მაგ­რამ გირ­ჩევ, ამით არ ისარ­გებ­ლო ხოლ­მე.
- გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, უფ­რო­სო, - ხმა­დაბ­ლა ამოვ­თ­ქ­ვი და თვა­ლე­ბი დავ­ხა­რე, მის მზე­რას ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი.
- არ გი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ ასე­თი რა­მე შე­იძ­ლე­ბა სხვი­სი თან­დას­წ­რე­ბი­თაც წა­მოგ­ც­დეს?
გავ­წით­ლ­დი. ამა­ზე ნამ­დ­ვი­ლად არ მი­ფიქ­რია. ღმერ­თო, რა დე­გე­ნე­რა­ტი ვარ. ჩემ­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი ვე­რას­დ­როს გახ­დე­ბა ბედ­ნი­ე­რი. ეს, ალ­ბათ, ჩემ­მა უბე­დურ­მა ცხოვ­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. რამ გამ­ხა­და ასე­თი პრე­ტენ­ზი­უ­ლი? რას მო­ვითხოვ ამ კა­ცის­გან? გა­ნა ოდეს­მე რა­მეს შემ­პირ­და? ვი­საც შეჰ­პირ­და, იმას აქ­ცია ზურ­გი და მე ვინ ვარ?
- რა­ზე ჩა­ფიქ­რ­დი, ანი­კა? - ჩა­მეს­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად.
- არა­ფე­რი, ისე... - სა­ხე ჩა­მო­მიგ­რ­ძელ­და.
- ალ­ბათ ფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან უბე­დუ­რი ხარ, არა?
- და­ახ­ლო­ე­ბით, - და­ვე­თან­ხ­მე.
- იცი, რას გეტყ­ვი? თუ გინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი იყო, ფიქ­რებ­ში წარ­სუ­ლის ქექ­ვას თა­ვი და­ა­ნე­ბე. რაც იყო, იმას ვერ და­აბ­რუ­ნებ. და ნუ ხარ არე­უ­ლი.
- არე­უ­ლი რა­ტომ ვარ? - შუბ­ლი შე­ვი­კა­რი.
- რა­ტომ და თვი­თო­ნაც არ იცი, რას მი­ედ-მო­ე­დე­ბი. იქ ბა­თო-და­თოო, აქ ლე­კოო... ნი­ა­და­გის მო­სინ­ჯ­ვა­ზე ხარ? რას ეძებ? ვის ეძებ? რას ვერ პო­უ­ლობ? ან ვის? ქალს ერ­თი მა­მა­კა­ცი უნ­და ჰყავ­დეს, სხვა და­ნარ­ჩე­ნი კი... ნუ, სხვე­ბიც უნ­და იყ­ვ­ნენ, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ ერ­თი მა­მა­კა­ცის ად­გი­ლას ინატ­რებ­დ­ნენ ყოფ­ნას.
გა­მე­ცი­ნა.
- რა გა­ცი­ნებს?
- ჰო­და, იმ ერთ მა­მა­კაცს ვე­ძებ. ამი­ტო­მაც მი­ვედ-მო­ვე­დე­ბი.
- მარ­თ­ლა? და ვერ პო­უ­ლობ? თვა­ლე­ბი სად გაქვს?
ყუ­რე­ბი ვცქვი­ტე. და­ვი­ჯე­რო, სა­კუ­თარ თავს გუ­ლის­ხ­მობს?
პა­სუ­ხი ვერ გა­ვე­ცი. ხომ არ ვეტყო­დი, შენ რომ გა­ეჭ­ვი­ა­ნო, იმი­ტომ ვიქ­ცე­ვი ასე-მეთ­ქი. სა­მა­გი­ე­როდ, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, სხვა რა­მე მო­მად­გა ენა­ზე და მი­ვა­ხა­ლე:
- სხვა­თა შო­რის, კაც­საც ერ­თი ქა­ლი უნ­და ჰყავ­დეს, სხვა და­ნარ­ჩე­ნი კი...
- მე არ მჭირ­დე­ბა ასე­თი ქა­ლი, - გა­მაწყ­ვე­ტი­ნა, მცი­რე­ო­დე­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ კი თით­ქოს შემ­კ­რ­თალ­მა თუ შეც­ბუ­ნე­ბულ­მა და­ა­მა­ტა, - ჯერ­ჯე­რო­ბით.
- ვი­თომ რა­ტომ? - უკან არ და­ვი­ხიე.
- იმი­ტომ, რომ ქა­ლე­ბი ეგო­ის­ტე­ბი ხართ, მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რობთ, თქვენ იყოთ კარ­გად და მორ­ჩა. საკ­მა­რი­სია, ყუ­რადღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნო და ეგ­რე­ვე პრე­ტენ­ზი­ე­ბი უჩ­ნ­დე­ბათ. იმა­ზე მეტს ითხო­ვენ, ვიდ­რე ეკუთ­ვ­ნით. ბო­ლოს საქ­მე იქამ­დე მი­დის, რომ ქა­ლი ვე­რა­ფერს უხერ­ხებს სა­კუ­თარ ეგო­იზმს და ის­ტე­რი­კებს მო­უწყობს კაცს, რა­საც თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბით და სი­ა­მა­ყით გა­ა­მარ­თ­ლებს. ეს კი ჭკუ­ა­ზე მშლის. ვერ ვი­ტან ის­ტე­რი­კებს.
პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია. ცი­ვად გა­ვუ­ღი­მე და კა­რის­კენ და­ვი­ძა­რი.
- ანი­კა! - მის­მა მბრძა­ნებ­ლურ­მა ტონ­მა ად­გილ­ზე მი­მა­ლურ­ს­მა.
შე­მოვ­ტ­რი­ალ­დი.
- რა­ტომ არ შე­მე­პა­სუ­ხე? გა­მო­დის, მარ­თა­ლი ვარ?
- არა, მარ­თა­ლი არ ხარ. უბ­რა­ლოდ, შენ ჩე­მი უფ­რო­სი ხარ, ამი­ტომ არ შე­გე­პა­სუ­ხე, - ცი­ვად მი­ვუ­გე.
- მა­ინ­ტე­რე­სებს, რას მი­პა­სუ­ხებ­დი. ჩათ­ვა­ლე, რომ ამ­წუ­თას არ ვარ შე­ნი უფ­რო­სი.
ჩა­ვი­ცი­ნე. მივ­ხ­ვ­დი, რომ მცდი­და. აინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ გა­მოვ­თ­ქ­ვამ­დი პრო­ტესტს, რა ხრი­კე­ბით და­ვი­ცავ­დი ქა­ლებს მი­სი აგ­რე­სი­ის­გან, მე კი სრუ­ლი­ად მშვი­დად წარ­მოვ­თ­ქ­ვი:
- თუ ზღა­პა­რი არ დგე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში, ჯა­დო­ქა­რი უნ­და შეც­ვა­ლო! - და კვლავ კა­რის­კენ გა­ვე­მარ­თე.
- ასე ვერ წახ­ვალ! - და­იყ­ვი­რა უცებ.
ამ­ჯე­რად მშვი­დად შე­მოვ­ბ­რუნ­დი და ასე­ვე მშვი­დად ვკითხე:
- რა გინ­და ჩემ­გან, მირ­ზა?
- ყვე­ლა­ფე­რი!
- ეს ძა­ლი­ან ბევ­რია, შეფ!
- შენ? შენ რა გინ­და ჩემ­გან?
- მე-ე? - თვა­ლე­ბი გა­მი­ფარ­თოვ­და. გა­მო­დის, ხვდე­ბა, რომ მიყ­ვარს.
- ჰო, შენ. მი­პა­სუ­ხე, ისე ამ კა­ბი­ნე­ტი­დან ვერ გახ­ვალ.
ამო­ვი­ოხ­რე, მსუ­ბუ­ქად, მშვი­დად. მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე და ძა­ლი­ან ხმა­დაბ­ლა მი­ვუ­გე:
- არ ვი­ცი... რა­ღაც.
- ეს ძა­ლი­ან ცო­ტაა.
- არა უშავს, მე ვიმ­ყო­ფი­ნებ. - გა­ვუ­ღი­მე და მის პა­სუხს აღარ და­ვე­ლო­დე, კარს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი.
ამ­ჯე­რად აღარ შე­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ. ისე გა­მო­ვე­დი კა­ბი­ნე­ტი­დან, სიტყ­ვა აღარ და­უ­დევ­ნე­ბია...
სა­ღა­მომ­დე თა­ვა­უ­ღებ­ლად ვი­მუ­შა­ვე. არც მირ­ზა გა­მო­სუ­ლა კა­ბი­ნე­ტი­დან. ალ­ბათ ისიც მუ­შა­ობ­და. რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­რე­კეს, და­ე­ლა­პა­რა­კა. ზა­რე­ბი მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი იყო, ქა­ლებს არ შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ. გა­მუდ­მე­ბით მას­ზე ვფიქ­რობ­დი, მის სიტყ­ვებ­ზე. მე­თა­მა­შე­ბო­და, რო­გორც კა­ტა თაგვს, მე კი ვერ ვი­გებ­დი, რა უნ­დო­და ბო­ლოს და ბო­ლოს ჩემ­გან.
სა­ღა­მოს, გვი­ან, და­ახ­ლო­ე­ბით რვა სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რო­ცა გა­მო­ვი­და.
- შენ კი­დევ აქ ხარ? - გა­ო­ცე­ბუ­ლი მო­მა­ჩერ­და.
- დი­ახ. ერ­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რი დამ­რ­ჩა ამო­სა­ბეჭ­დი და მოვ­რ­ჩე­ბი, - სა­ბუ­თე­ბის დას­ტა­ზე მი­ვუ­თი­თე.
- მა­ინც მო­ას­წა­რი, არა?
- დი­ახ. თქვენ ხომ ხვალ გჭირ­დე­ბათ, - ჩემ­და უნე­ბუ­რად, თქვე­ნო­ბით მივ­მარ­თე.
- ჰო, მარ­თა­ლია, ხვალ მჭირ­დე­ბა. ორ­შა­ბათს გერ­მა­ნი­ა­ში მივ­ფ­რი­ნავ.
ამ ცნო­ბამ თავ­ზა­რი დამ­ცა. მის გა­რე­შე ერ­თი დღეც ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა.
- დი­დი ხნით?
- ხუ­თი-ექ­ვ­სი დღით.
- აჰა, მოვ­რ­ჩი, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, - სა­ხე­ა­ლან­ძულ­მა მი­ვუ­გე და სა­ქა­ღალ­დეებ­ში ჩა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი მი­ვა­წო­დე, - ბედ­ნი­ერ მგზავ­რო­ბას გი­სურ­ვებ.
ორაზ­რო­ვა­ნი ღი­მი­ლი მეს­რო­ლა, სა­ქა­ღალ­დე ჩა­მო­მარ­თ­ვა და გა­ვი­და. არც კი შე­მომ­თა­ვა­ზა, სახ­ლამ­დე მი­გიყ­ვა­ნო. არა­და, უკ­ვე შე­ღა­მე­ბუ­ლი იყო.
მეწყი­ნა, მეტ­კი­ნა... რა­ღაც ჩამ­წყ­და გულ­ში. ნი­რი წა­მიხ­და. სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ვი­ტო­ვე ერ­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რი ბო­ლოს­თ­ვის ამო­სა­ბეჭ­დად, კა­ბი­ნე­ტი­დან მის გა­მოს­ვ­ლას ვე­ლო­დე­ბო­დი იმ იმე­დით, რომ ასე გვი­ან შინ მარ­ტო არ გა­მიშ­ვებ­და და წა­მიყ­ვან­და. თურ­მე ტყუ­ი­ლად ვი­მე­დოვ­ნებ­დი. ნა­ძი­რა­ლა­სა­ვით მო­იქ­ცა... იაფ­ფა­სი­ა­ნი ქა­ლი­ვით მო­მექ­ცა...
ეს კა­ცი ვე­რას­დ­როს გა­ი­გებს, რო­გორ მიმ­ძიმს მას­თან გან­შო­რე­ბა. ვერც იმას გა­ი­გებს ვე­რას­დ­როს, რო­გორ მიყ­ვარს... შე­იძ­ლე­ბა ასეც ჯო­ბია. ჩე­მი მოწყე­ნი­ლი აწ­მ­ყოს გა­მამ­ხი­ა­რუ­ლე­ბე­ლი ეგ ვე­რას­დ­როს გახ­დე­ბა. ალ­ბათ ის არ არის, ვი­საც ვე­ძებ. ან მე არ ვარ მის­თ­ვის ის, ვი­საც ის ეძებს... ცრემ­ლ­მო­რე­ულ­მა თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე, რომ არ მე­ტი­რა... პალ­ტო ჩა­ვიც­ვი და ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი.
ცას ავ­ხე­დე. მთვა­რე ვე­ე­ბერ­თე­ლა მეჩ­ვე­ნა... სავ­სე მთვა­რე... ისე­თი დი­დი იყო, სიბ­ნე­ლე­ში ვერ ეტე­ო­და.
მორ­ჩა, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლია.... ხან­და­ხან უარი უნ­და თქვა ადა­მი­ა­ნებ­ზე, იმი­ტომ კი არა, რომ შენ­თ­ვის სუ­ლერ­თია, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ შენ ხდე­ბი მათ­თ­ვის სუ­ლერ­თი...

შა­ბათ­მა უღიმ­ღა­მოდ ჩა­ი­ა­რა. კვი­რადღის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი თით­ქოს ბუ­რან­ში გა­ვა­ტა­რე. სახ­ლის და­ლა­გე­ბას აზ­რი არ ჰქონ­და, ისე­დაც ყვე­ლა­ფერს კრი­ა­ლი გა­უ­დი­ო­და. დიდ­ხანს ვი­ბო­რი­ა­ლე უთავ­ბო­ლოდ. ერ­თი მე­გო­ბა­რი არ მყავ­და ისე­თი, ვინ­მეს­თან გავ­სუ­ლი­ყა­ვი და გუ­ლი მო­მე­ო­ხე­ბი­ნა. ვის­თა­ნაც ახ­ლოს ვი­ყა­ვი, ყვე­ლა საზღ­ვარ­გა­რეთ იყო გაკ­რე­ფი­ლი სა­მუ­შა­ოდ და ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად. იმ­დე­ნად ვუფ­რ­თხილ­დე­ბო­დი თი­თო­ე­ულ თეთრს, რომ ინ­ტერ­ნე­ტიც არ მყავ­და შე­მოყ­ვა­ნი­ლი, რა­თა "ფე­ის­ბუ­კი" მა­ინც გა­მეხ­ს­ნა და ნაც­ნო­ბებს შევ­ხ­მი­ა­ნე­ბო­დი. არ მი­ზი­დავ­და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი. ფუ­ლი არ მე­მე­ტე­ბო­და ამის­თ­ვის. ბე­ბია რომ არა, ალ­ბათ მეც გა­ვიქ­ცე­ო­დი აქე­დან, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას შე­ვა­ფა­რებ­დი თავს და ვინ­მე ბე­ბი­ას­ნა­ირს ან უარესს მო­ვუვ­ლი­დი, მაგ­რამ ნი­ნუ­ცას ვერ ვტო­ვებ­დი. ჩემ გარ­და არა­ვინ იყო მი­სი პატ­რო­ნი. ვე­ნე­რა კი მო­უვ­ლი­და, რო­გორ არ მო­უვ­ლი­და, მაგ­რამ ისე ხში­რად იპა­რე­ბო­და სახ­ლი­დან, ნამ­დ­ვი­ლად ვერ და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებ­დი მე­ზო­ბელს, ადე­ქი და მე რომ არ ვიქ­ნე­ბი, შენ მო­ძებ­ნე ბე­ბი­ა­ჩე­მი-მეთ­ქი. ეს იყო ერ­თა­დერ­თი, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­კა­ვებ­და... აქამ­დე. ახ­ლა კი ამ პრობ­ლე­მას მირ­ზაც და­ე­მა­ტა. ახ­ლა ბე­ბია რომც არ ყო­ფი­ლი­ყო, ნამ­დ­ვი­ლად არ წა­ვი­დო­დი, რად­გან სულ მირ­ზას სი­ახ­ლო­ვეს მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.
შინ მა­ინც არ დავ­რ­ჩი. სა­ყიდ­ლე­ბი მო­ვი­მი­ზე­ზე და სახ­ლი­დან გა­ვე­დი. ვერ გეტყ­ვით, რამ­დე­ნი ვი­ა­რე. ყვე­ლა­ზე ცო­ტა, ცა­მე­ტი მა­ღა­ზია მა­ინც შე­მო­ვი­ა­რე. რა თქმა უნ­და, არა­ფე­რიც არ მი­ყი­დია, ისე, უბ­რა­ლოდ, "გა­ვერ­თე". არა, რო­გორ არა, ყვე­ლი ვი­ყი­დე და კვერ­ცხი, რომ ცო­ტა რა­ღაც მა­ინც მქო­ნო­და წა­სა­ხემ­სე­ბე­ლი.
ექ­ვ­სი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, შინ რომ დავ­ბ­რუნ­დი. თით­ქოს ჩემს დაბ­რუ­ნე­ბას ელო­დაო, შევ­დ­გი თუ არა ბი­ნა­ში ფე­ხი, ტე­ლე­ფონ­მაც და­იწ­კ­რი­ა­ლა.
- გის­მენთ, - წარ­მოვ­თ­ქ­ვი უხა­ლი­სოდ და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან შევ­ხ­ტი, რო­ცა მირ­ზაშ­ვი­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე.
- იმე­დია, ხე­ლი არ შე­გი­შა­ლე, - მო­ის­მა ყურ­მილ­ში.
ნე­ტავ რას გუ­ლის­ხ­მობს ხე­ლის შეშ­ლა­ში? ჰგო­ნია, მეც ისე­ვე დავ­შ­ლი­გი­ნებ კა­ცებ­ში, რო­გორც თვი­თონ ქა­ლებ­ში?
- არა, არ შე­მი­შა­ლე. - აუღელ­ვებ­ლად მი­ვუ­გე.
- ისევ მარ­ტო ხარ?
- მე ყო­ველ­თ­ვის მარ­ტო ვარ, - ხაზ­გას­მით წარ­მოვ­თ­ქ­ვი.
- რა­ტომ, ეს შე­ნი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია?
- ეს სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაა და არა ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, - ჯიბ­რი­ა­ნად მი­ვუ­გე. - რა­ტომ და­მი­რე­კე?
- რა­ტომ და... - პა­უ­ზა გა­ა­კე­თა, - ვი­ფიქ­რე, თუ გო­გო გი­რე­კავს, ესე იგი, მო­ე­ნატ­რე და თუ არ გი­რე­კავს, ესე იგი, ელო­დე­ბა, შენ რო­დის მო­გე­ნატ­რე­ბა-მეთ­ქი და აი...
- რა სი­სუ­ლე­ლეა, - ისე გავ­წით­ლ­დი, ალ­მუ­რი წა­მე­კი­და. კი­დევ კარ­გი, ამ­წუ­თას ვერ მხე­დავ­და.
ყურ­მილ­ში გუ­ლი­ა­ნი ხარ­ხა­რი გა­ის­მა.
- გე­ხუმ­რე, რა იყო? საქ­მე მაქვს და იმი­ტომ გი­რე­კავ.
- გის­მენ, - უნი­ა­თოდ წარ­მოვ­თ­ქ­ვი, გან­ხიბ­ლულს ტო­ნი მა­შინ­ვე საქ­მი­ა­ნი გა­მიხ­და.
- თუ არ დამ­ზარ­დე­ბი, გა­მო­დი ჩემ­თან, სახ­ლ­ში, ამ სა­ბუ­თებ­ში კი­დევ არის რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი და­სა­ზუს­ტე­ბე­ლი, ცო­ტა რა­ღაც უნ­და შევ­ც­ვა­ლო და შენ გა­რე­შე ვერ ვი­ზამ.
დე­ტა­ლე­ბიო? პა­რას­კევს ყვე­ლა­ფე­რი არ ჩა­ვუ­წიკ­წი­კე? რა­ღა­ცას მი­ქა­რავს!
- ტე­ლე­ფო­ნით ვერ მი­კარ­ნა­ხებ? - ისევ ჩე­მე­ბუ­რად გა­მის­წ­რო ენამ წინ და წა­მო­ვაყ­რან­ტა­ლე.
რა სუ­ლე­ლი ვარ, კიო, რომ მითხ­რას, ხომ ვიქ­ნე­ბი მო­საკ­ლა­ვი? მი­სი ნახ­ვის შან­სის ხელი­დან გაშ­ვე­ბა იქ­ნე­ბა? რა თავ­მო­უბ­მე­ლი იდი­ო­ტი ვარ, რა მეშ­ვე­ლე­ბა! - უსიტყ­ვოდ ვას­კ­დე­ბო­დი გულს.
- მე ვარ შე­ნი უფ­რო­სი თუ შენ ხარ ჩე­მი უფ­რო­სი? - ისევ გა­ი­ცი­ნა, - რომ გი­ბა­რებ, ესე იგი, მჭირ­დე­ბი. ტე­ლე­ფო­ნით რომ ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, პირ­და­პირ გეტყო­დი, მო­ი­მარ­ჯ­ვე კა­ლა­მი და ფურ­ცე­ლი და ჩა­ი­წე­რე-მეთ­ქი. დრო­ზე გა­მო­დი, დღეს უნ­და მო­ვა­წეს­რი­გო ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, დრო არ ით­მენს. ზედ­მეტ სა­მუ­შაო სა­ა­თებს აგი­ნაზღა­უ­რებ, თუ ეს გა­წუ­ხებს და სა­დი­ლი­თაც გა­გი­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბი. - შე­ფა­რუ­ლი ირო­ნია ვიგ­რ­ძე­ნი.
ისევ ჩამ­წყ­და გულ­ში რა­ღაც. ვერ ვხვდე­ბო­დი, დამ­ცი­ნო­და ეს კა­ცი თუ, უბ­რა­ლოდ, ბუ­ნე­ბით იყო ასე­თი და მი­სი სიტყ­ვე­ბი საწყე­ნად არას­დ­როს უნ­და მი­გე­ღო.
- რო­გორ, სა­დი­ლე­ბიც გე­ხერ­ხე­ბა? - იქედ­ნუ­რად ვი­კითხე და ამ­ჯე­რად მე გა­ვი­ცი­ნე.
არა, არა, ენა ნამ­დ­ვი­ლად წა­საჭ­რე­ლი მაქვს, თა­ნაც - ძირ­ში. ჩე­მი გა­მოს­წო­რე­ბა არ იქ­ნე­ბა. წა­საჭ­რე­ლი კი არა, ამო­საგ­ლე­ჯი... და იმით შე­ში­ნე­ბულ­მა, არ ეყ­ვი­რა, სას­წ­რა­ფოდ მი­ვა­ყა­რე, - მი­სა­მარ­თი მი­კარ­ნა­ხე-მეთ­ქი.
ფაცხა­ფუცხით ჩა­ვიც­ვი... რო­გორ მიხ­დე­ბა ეს წი­თე­ლი კა­ბა, მა­კი­ა­ჟიც და თვა­ლე­ბის და­ხატ­ვაც.
სა­კუ­თარ თავს სარ­კე­ში თვა­ლი შე­ვავ­ლე. მო­მე­წო­ნა არეკ­ლი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა: თმა მიბ­ზი­ნავ­და, თვა­ლე­ბი­დან თით­ქოს ნა­პერ­წ­კ­ლებს ვყრი­დი. ნე­ტავ ეს სიყ­ვა­რუ­ლის ბრა­ლია, თუ ზო­გა­დად ასე­თი თვა­ლე­ბი მაქვს? აღარ მახ­სოვ­და, რო­გო­რი თვა­ლე­ბი მქონ­და მირ­ზას გაც­ნო­ბამ­დე, იმ­დე­ნად უფე­რუ­ლი იყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბა.
ახ­ლა უნ­და ვიჩ­ქა­რო... თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გავ­ვარ­დი ქუ­ჩა­ში, ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში უკ­ვე მირ­ზაშ­ვი­ლის ბი­ნის კარ­თან ვი­დე­ქი სუნ­თ­ქ­ვა­შეკ­რუ­ლი.
კა­რი გა­ი­ღო და ზღურ­ბ­ლ­ზე მას­პინ­ძე­ლი აღი­მარ­თა. ღმერ­თო, რო­გორ მიყ­ვარს ეს კა­ცი! - ამის გა­ფიქ­რე­ბით შე­ვა­ბი­ჯე ჰოლ­ში.
- სა­დი­ლი მზა­დაა, - "მაც­ნო­ბა" მირ­ზამ, - რა ვქნა, მხო­ლოდ დღეს გა­მახ­სენ­და, რომ პა­რას­კევს რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის მოგ­ვა­რე­ბა დაგ­ვა­ვიწყ­და.
- მე არა­ფე­რი დამ­ვიწყე­ბია. რაც მითხა­რი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე.
- ჰო, მა­გა­შიც მარ­თა­ლი ხარ, ჩე­მი ბრა­ლია. იმე­დია, მა­პა­ტი­ებ.
თა­ვა­ზი­ა­ნად ჩა­მო­მარ­თ­ვა პალ­ტო და თვა­ლი ჩე­მი წი­თე­ლი კა­ბის­კენ გა­ექ­ცა.
- ეს კა­ბა არას­დ­როს გცმია სამ­სა­ხურ­ში.
- და­ვი­ჯე­რო, ასე­თი რა­მე­ე­ბიც გა­ინ­ტე­რე­სებს? ყვე­ლა თა­ნამ­შ­რომ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბას აკ­ვირ­დე­ბი? - გა­მე­ღი­მა.
- ასეთ რა­მე­ებს ყო­ველ­თ­ვის ვაქ­ცევ ყუ­რადღე­ბას. - არ და­მი­კონ­კ­რე­ტა.
დამ­პა­ლი! ის კი არ მითხ­რა, მხო­ლოდ შენ გაქ­ცევ ყუ­რადღე­ბა­სო, ზო­გა­დად ვაქ­ცე­ვო. რა აუტა­ნე­ლია!
- ვა­ი­მე, ბლოკ­ნო­ტი არ წა­მო­მი­ღია, რომ შე­ნიშ­ვ­ნე­ბი ჩა­მე­წე­რა.
- არა უშავს, არც მი­ფიქ­რია, რომ წა­მო­ი­ღებ­დი, - რბი­ლად მითხ­რა, ისევ იმ მომ­ნუსხ­ვე­ლი ღი­მი­ლით გა­მი­ღი­მა, თავ­გ­ზას რომ მიბ­ნევ­და ყო­ველ­თ­ვის, და ზოგ­ჯერ მა­ცო­ფებ­და კი­დეც, მე­რე ხე­ლი მკლავ­ში წა­მავ­ლო და ტახ­ტის­კენ წა­მიყ­ვა­ნა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
07.08.2016
კარგიიტ რაა გეზარებატ წერაა მალე დაამატეეეტ
ტატა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი