ჯეინ ეარი (თავი XXVIII)
font-large font-small
ჯეინ ეარი (თავი XXVIII)

თა­ვი ოც­და­მერ­ვე

მწვა­ნე ბა­ლახის მრა­ვალ­ნაირ ჩრდი­ლებს, შე­მო­სუ­ლი მარც­ვლეულის ყა­ნებს, ხში­რი, ჩაბ­ნე­ლებული ტყით და­ფარულ ად­გილებ­სა და ოქ­როს­ფ­რად გაც­ისკრ­ოვნებულ მდელ­ოებს შო­რის მზის სხი­ვებ­ზე მოკ­ა­მკ­ა­მე ნა­კ­ადული კლა­კნით მო­წან­წკ­ა­რებ­და. ბორ­ბ­ლე­ბის რახ­რახ­მა გამ­ომა­რკვ­ია, რო­მე­ლიც ჩემ წინ, გზა­ზე ის­მო­და. ავ­იხე­დე და მძი­მედ დატ­ვირ­თუ­ლი ფურ­გო­ნი დავ­ინა­ხე, რო­მე­ლიც გო­რა­კ­ზე გაჭ­ირვებით ად­იოდა. ქვე­მოთ კი, არ­ც­თუ ისე მო­შო­რე­ბით, ორი ძრო­ხა და მწყემ­სი შევ­ნიშნე...
ისევ ადამ­იანური ცხოვ­რებ­ისა და ადამ­იან­თა შრო­მის მოწ­მე გავ­ხ­დი; მე ისევ მათ შო­რის აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. სი­ცოცხ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა უნ­და გა­მეგ­რძე­ლებ­ინა, და­მეც­ვა ის და, ყვე­ლას მსგავ­სად, შრო­მას შევ­დ­გო­მო­დი.
და­ახ­ლოებით ნაშ­უა­დღ­ევის ორ სა­ათ­ზე სო­ფელ­ში შე­ვედი. ერ­თა­დერთი ქუ­ჩის ბო­ლოს პა­ტა­რა საფ­უნთუშე შევ­ნიშნე, რომ­ლის ფან­ჯა­რაში სხვა­დას­ხვა­ნაირი ფუნ­თუ­შა გამ­ოეწყოთ. რო­გორ მინ­დო­და ერ­თი ასე­თი ფუნ­თუ­შა! და­ნაყ­რე­ბა ცო­ტაო­დენ ძა­ლას მომ­ცემ­და და, ასე თუ ისე, ენერ­გიას აღმ­იდგენ­და. უჭ­მე­ლი კი, ვატყობ­დი, გზის გაგ­რძე­ლე­ბას ვე­ღ­არ შევ­ძლებდი. ჩემს მსგავს არ­სე­ბა­თა შო­რის აღ­მოვ­ჩ­ნ­დი თუ არა, კვ­ლავ მო­მინ­და, ძა­ლა და მხნეო­ბა დამ­ბრუნებ­ოდა. ვგრძნობ­დი, რა დამ­ცირე­ბა იქ­ნებ­ოდა სოფ­ლის შა­რაგ­ზა­ზე შიმ­ში­ლით გუ­ლის წას­ვლა. - ნუ­თუ არა­ფერი გა­მაჩ­ნია, რომ ერთ ფუნ­თუ­შა­ში გა­საც­ვლე­ლად შევ­თა­ვაზო? - გავ­იფიქრე ჩემ­თ­ვის. ყელ­ზე აბ­რეშუმის პა­ტა­რა ყელ­სახ­ვევი მეხ­ვია და ხელ­თათ­მანიც მქონ­და, მაგ­რამ ის კი ვერ წარ­მომედ­გინა, რო­გორ იქ­ცეო­დნენ ადამ­ია­ნები უკი­დურესი გაჭ­ირვების დროს. არც ის ვი­ცო­დი, აიღ­ებ­დნენ თუ არა ჩემ მი­ერ გა­საც­ვლე­ლად შე­თა­ვა­ზებულ რო­მელ­იმე ნივთს. შე­საძ­ლე­ბელ­ია, არც აე­ღოთ, მაგ­რამ მე უნ­და მე­ცა­და.
დუ­ქან­ში შე­ვედი. იქ ერ­თი ქა­ლი დამ­ხვდა. კარ­გად ჩაც­მუ­ლი ადამ­იანის და­ნახ­ვა­ზე მან, ალ­ბათ, წარ­მოიდგინა, რომ ვიღ­აც ლე­დი ეს­ტუმრა. ის მაშ­ინვე ზრდი­ლო­ბია­ნად წინ შემ­ომე­გე­ბა და მკი­თხა, რით შემ­იძლია გემ­სახუროთო. შემ­რცხვა. ენაც კი ვერ მო­ვატ­რია­ლე იმის სათ­ქმე­ლად, რაც წი­ნას­წარ გან­ვიზრა­ხე, ვე­ღ­არ გავ­ბე­დე უკ­ვე კარ­გად ნახ­მარი ხელ­თათ­მანი და დაჭ­მუჭ­ნი­ლი შარ­ფი შე­მე­თა­ვა­ზებ­ინა. გარ­და ამ­ისა, იმა­საც ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფერი უაზ­რო იქ­ნებ­ოდა. მხო­ლოდ ნე­ბარ­თვა ვთხო­ვე, რამ­დენ­იმე წუთს დავ­მჯდარ­იყავი და და­ღლ­ილობა მო­ვი­მი­ზე­ზე. ქა­ლი ცი­ვად დამ­თან­ხმდა თხოვ­ნა­ზე, რად­გან მყიდ­ველ­მა იმე­დი არ გაუ­მარ­თლა, და სკ­ამ­ზე მი­მი­თი­თა. ჩამ­ოვჯექი. ყო­ველ­ივე იმ­დე­ნად მტკი­ვნეუ­ლად გან­ვიცა­დე, ცრემ­ლები მახ­რჩობდა, მაგ­რამ, ვი­ცო­დი, რა უად­გი­ლო იქ­ნებ­ოდა ახ­ლა ტი­რი­ლი და თა­ვი შევ­იკ­ა­ვე. მე­რე გამ­ოკი­თხვა დავ­უწყე, ჰყავ­დათ თუ არა სო­ფელ­ში მკ­ე­რავი ქა­ლი ან ვინ­მე, ვინც უბ­რა­ლო სა­კ­ე­რავს კე­რავ­და.
- დი­ახ, არის ორი თუ სა­მი, მაგ­რამ სამ­უშაო ძალ­იან ცო­ტა აქვთ.
ფიქრს გან­ვაგრძობდი; უკი­დურეს­ობამ­დე მი­ვე­დი, მე­ტის მოთ­მე­ნა აღ­არ შე­მეძლო; შიმ­ში­ლის პი­რის­პირ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი; არ გა­მაჩ­ნდა არც რაი­მე სახ­სარი, არც მეგ­ობარი და არც ერ­თი გრო­ში, რა­მე უნ­და მე­ღო­ნა. მაგ­რამ რა? სად­მე რა­მე სამ­უშაო უნ­და მეშ­ოვა, მაგ­რამ სად?
- მეზ­ობლობაში, აქ, ახ­ლომახლო ვინ­მეს მსა­ხუ­რი ხომ არ სჭირ­დე­ბა? - შე­ვე­კი­თხე მე.
- არა, არა­ფერი გამ­იგონია, - მი­პას­უხა.
- უმ­თავ­რე­სად, რა ხელ­ობას მის­დე­ვენ აქაუ­რები? რით ცხოვ­რობს მო­სახ­ლეობის უმე­ტეს­ობა?
- ზო­გი ფერ­მაში მუ­შა­ობს, ძალ­იან ბევ­რი - მის­ტერ ოლი­ვე­რის ნემ­სის ქარ­ხა­ნაში და ზო­გი კი - სამ­სხმელო ქარ­ხა­ნაში.
- მის­ტერ ოლი­ვე­რი ქა­ლებ­საც იღ­ებს სამ­უშაოდ?
- არა, იქ მხო­ლოდ მა­მა­კ­ა­ცები მუ­შაო­ბენ.
- აბა, ქა­ლები სად მუ­შაო­ბენ?
- არ ვი­ცი, - მი­პას­უხა ქალ­მა, - ზო­გი რას აკ­ე­თებს და ზო­გი - რას. ღარ­იბმა ხალ­ხმა თა­ვი ისე უნ­და გაი­ტანოს, რო­გორც შეუ­ძლია.
ეტ­ყობოდა, ჩე­მი შე­კი­თხვებით და­იღ­ა­ლა და, მარ­თლაც, რა უფ­ლე­ბა მქონ­და, ასე მო­მე­ბეზ­რებ­ინა მის­თ­ვის თა­ვი? ორი თუ სა­მი მეზ­ობელი შემ­ოვიდა. ცხად­ია, ჩე­მი სკ­ამი დას­ჭირდებ­ოდათ და მეც და­ვემ­შვიდობე.
ქუ­ჩას აღ­მა ავ­უყევი; მივ­დი­ო­დი და მარ­ცხ­ნივ თუ მარ­ჯ­ვ­ნივ ყვე­ლა სახლს ვათ­ვალ­იე­რებდი, მაგ­რამ ვე­რავ­ითარი მი­ზე­ზი და სა­ბაბი ვერ მო­მე­ნა­ხა, რო­მელ­იმე მათ­განში შევ­სულიყავი. ერთ სა­ათს ან ცო­ტა უფ­რო მეტს ასე და­ვე­ხე­ტებოდი სოფ­ლის გარ­შემო. ხან­და­ხან ცო­ტა მო­შო­რე­ბით წა­ვი­დო­დი, ხან კი ისევ უკ­ან ვბრუნ­დე­ბო­დი. აუ­ტა­ნელი შიმ­ში­ლის­გან გა­წა­მებული და ძალ­-ღო­ნე გა­მოც­ლი­ლი, მო­სახ­ვევში შევ­ბ­რუნ­დი და ღო­ბის ძი­რას დავ­ჯექი. რამ­დენ­იმე წუ­თიც არ გას­ულა, ძლივს ისევ ფეხ­ზე წამ­ოვდექი და გზა გან­ვაგ­რძე. რაი­მე საშ­უა­ლე­ბა უნ­და გამ­ომე­ნა­ხა ან, ბო­ლოს და ბო­ლოს, იქ­ნებ, ისე­თი მა­ინც შემ­ხვედ­როდა ვინ­მე, რომ რა­მე რჩე­ვა მოე­ცა. მო­სახ­ვევში, სულ ზე­მოთ, პა­ტა­რა, ლა­მაზი სახ­ლი იდ­გა. წინ ბა­ღი ჰქონ­და, მე­ტად სუფ­თა, სა­უცხო­ოდ მოვ­ლი­ლი და ათას­ფერი, მშვენ­იერი ყვავ­ილებით სავ­სე. მის წინ შევ­ჩერდი. რა უფ­ლე­ბა მქონ­და, მი­ვახ­ლოებოდი თეთრ კარს ან მის ბრჭყვია­ლა რგო­ლებს შევ­ხებოდი? ან კი, რა მი­ზე­ზით უნ­და დამ­ხმა­რებ­ოდნენ იმ სახ­ლის ბი­ნა­დარნი? მა­ინც მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და და­ვა­კ­ა­კუ­ნე. კა­რი მშვენ­იერი სა­ხის, სუფ­თად ჩაც­მულმა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა გამ­იღო. მე კი იმედ­და­კ­არგული და ძა­ლა­გამოცლილი ადამ­იანის და­ბალი, შე­საბ­რალისი და მთრთო­ლა­რე ხმით შე­ვე­კი­თხე, მსა­ხუ­რი ხომ არ გჭირ­დე­ბათ­-მეთ­ქი.
- არა, - მი­პას­უხა მან, - ჩვენ მსახ­ურებს არ ვქი­რა­ობთ.
- იქ­ნებ ის მა­ინც მითხ­რათ, სად შეი­ძლე­ბა ვი­შო­ვო რაი­მე სამ­უშაო? გან­ვაგრძობდი შე­კი­თხვებს. - მე აქ უცხო ვარ, ამ მი­დამ­ოებში ნაც­ნობები არ მყავს. მინ­და, რა­მე სამ­უშაო ვი­შო­ვო. არ და­ვე­ძებ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა.
მაგ­რამ ის ხომ ვალ­დებული არ იყო, ჩემ­ზე ეზ­რუნა და სამ­უშაო ეძებ­ნა. ამა­ვე დროს, ჩემს გა­რეგ­ნობას, მდგო­მა­რეო­ბა­სა და მო­ნათხ­რობს, შე­საძ­ლოა, მის თვალ­ში ეჭ­ვიც გამ­ოეწ­ვია. უარის ნიშ­ნად თა­ვი გა­აქ­ნია, ეტ­ყობოდა წუხ­და, რომ რა­მე რჩე­ვის მო­ცე­მა არ შე­ეძლო. ძალ­იან წყნა­რად და ზრდი­ლო­ბია­ნად მო­მი­ხუ­რა თეთ­რი კა­რი და მეც მის გა­რეთ დავ­რ­ჩი. დარ­წმუნებული ვარ, კა­რი რომ ცო­ტა ხანს კი­დევ ყო­ფი­ლი­ყო ღია, ალ­ბათ, ერთ ნა­ჭერ პურს ვთხოვ­დი. თავ­მოყვა­რეობის ნა­ტა­მალიც კი აღ­არ გა­მაჩ­ნდა.
ძა­ლა არ შემ­წევ­და იქ, იმ არას­ტუმარ­თმოყვა­რე სო­ფელ­ში დავ­ბრუნებ­ულიყავი, სა­დაც დახ­მა­რების არავ­ითარი იმე­დი არ მქონ­და. უმ­ჯო­ბე­სად მი­მაჩ­ნდა, თა­ვი შე­მე­ფა­რებ­ინა ტყის­თ­ვის, რო­მე­ლიც არ­ც­თუ ისე მო­შო­რე­ბით ჩან­და. მუ­ქი ჩრდი­ლე­ბით ის თავ­ისკ­ენ მიხ­მობ­და და თავ­შე­სა­ფარს მთა­ვაზ­ობდა. მე კი აუ­ტა­ნელი შიმ­ში­ლით ისე ვი­ყა­ვი ნა­ტანჯი, დას­უსტებული და ძა­ლა­გამოცლილი, ინ­ს­ტინ­ქ­ტი მაი­ძულებ­და, მხო­ლოდ საც­ხოვრე­ბელი სახ­ლების გარ­შემო მე­ხეტ­ია­ლა - იქ­ნებ საჭ­მელი მეშ­ოვა. ვი­ცო­დი, გან­მარ­ტოე­ბა გან­მარ­ტოე­ბად არ ჩაი­თვლებ­ოდა და არც დას­ვე­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბად, სა­ნამ შიმ­ში­ლი გაუ­მა­ძღ­არი ფა­სკუნჯის ნისკ­არ­ტითა და ბრჭყა­ლებით ასე ძალ­უმად ჩამ­ფრენ­ოდა და გულ-ღვიძლს მი­კო­რტნიდა.
საც­ხოვრე­ბელ ბი­ნებ­თან სულ ახ­ლოს მივ­დი­ო­დი... გან­ვშორდებოდი, კვ­ლავ უკ­ან ვბრუნ­დე­ბო­დი და მე­რე ისევ მათ­გან შორს და­ვე­ხე­ტებოდი. კარ­გად ვი­ცო­დი, არა­ვის წი­ნა­შე არავ­ითარი მოთხოვ­ნის წა­ყე­ნე­ბა არ შე­მეძლო. არც იმის უფ­ლე­ბა მქონ­და, მეფ­იქრა, რომ გან­წი­რუ­ლი ადამ­იანის ბე­დით ვინ­მე ოდ­ნავ მა­ინც დაი­ნტე­რეს­დებ­ოდა. სა­ნამ უპატ­რო­ნო და დამ­შეული ძა­ღლივით და­ვე­ხე­ტებოდი, შუა­დღე გა­დავ­იდა. მინ­დო­რი გა­დავ­ია­რე და ჩემ წინ ეკ­ლესიის სამ­რე­კლო დავ­ინა­ხე. მთე­ლი სის­წ­რა­ფით მისკ­ენ გა­ვეშ­ურე. ეკ­ლესიის ეზოს ახ­ლოს, ბა­ღჩის შუ­ა­გულ­ში, პა­ტა­რა, მაგ­რამ კარ­გად ნა­შენი სახ­ლი იდ­გა. ეჭ­ვიც კი არ შემ­პარ­ვია, რომ ის მღვდლის სახ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ისიც მახ­სოვდა, რო­ცა უცხო ადამ­ია­ნები ისეთ ად­გილას ჩად­იან, სა­დაც ნაც­ნობ-მეგ­ობრები არ ჰყავთ და სამ­უშაოს და­ე­ძე­ბენ, ზოგ­ჯერ ცნო­ბი­სა და დახ­მა­რებისთვის მღვ­დელს მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე. ბო­ლოს და ბო­ლოს, მღვდლის მო­ვა­ლეო­ბა ხომ ის არის, იმას და­ეხ­მაროს რჩე­ვა-­დარ­იგებით, ვი­საც უჭირს. ვფიქ­რობ­დი, მეც მქონ­და უფ­ლე­ბა, ასე­თი რჩე­ვა-­დარ­იგე­ბა იქ მე­ძებ­ნა. რო­გორც იქ­ნა, მხნეო­ბა და უკ­ა­ნა­სკ­ნელი ძალ­-ღო­ნე მო­ვიკრ­იბე და ჩქა­რი ნა­ბი­ჯით წინ გავ­წიე. სახლს მი­ვა­ღწ­იე თუ არა, სამ­ზა­რეულოს კარ­ზე და­ვა­კ­ა­კუ­ნე. კა­რი მო­ხუც­მა ქალ­მა გამ­იღო და მას ვკი­თხე: - ეს მღვდლის ბი­ნა­ა?
- დი­ახ.
- მღვ­დელი შინ ბრძან­დე­ბა?
- არა.
- მა­ლე მო­ვა?
- არა, სოფ­ლი­დან წას­ულია.
- შორს არის წა­სუ­ლი?
- არც ისე შორს, და­ახ­ლოებით სა­მი მი­ლის დაშ­ორებით. მა­მის უე­ცარი გარ­დაც­ვა­ლების გა­მო გამ­ოიძა­ხეს. ახ­ლა მარ­შენ­დშია და, ვფიქ­რობ, ორი კვ­ირა მა­ინც დარ­ჩე­ბა.
- ამ სახ­ლის დია­სახლისიც არ არის აქ?
- არა, ჩემ გარ­და, არა­ვინ არის. მე კი ამ სახ­ლის მნე ვარ.
მკი­თხველო, ვერ შევ­ძელი მოწყა­ლე­ბა მეთ­ხოვა მის­თ­ვის. ვი­ღუ­პებოდი, მაგ­რამ ჯერ კი­დევ არ შე­მეძლო მე­მათ­ხოვრა და უკ­ან გა­მოვ­ბ­რუნ­დი.
ერ­თხელ კი­დევ მო­ვიხ­სე­ნი ყელ­იდან შარ­ფი და ერ­თხელ კი­დევ ვი­ფიქ­რე, გა­და­მეც­ვა­ლა ნამ­ცხვარ­ზე, რო­მე­ლიც პა­ტა­რა საფ­უნთუშეში ვნა­ხე. ოჰ, ქერ­ქი მა­ინც მომ­ცა ან ერ­თი ყლუ­პი სუ­პი, რომ რო­გორ­მე დამ­იწყნაროს შიმ­ში­ლით გამ­ოწვეული ტკი­ვილები! ჩემ­და უნებ­ურად, პი­რი ისევ სოფ­ლისკ­ენ ვიბ­რუ­ნე. კვ­ლავ ვი­პო­ვე პა­ტა­რა საფ­უნთუშე და შე­ვედი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ, გამ­ყიდველის გარ­და, სხვე­ბიც იყ­ვ­ნენ, მა­ინც მივ­მარ­თე თხოვ­ნით:
- არ შეგ­იძლიათ, ერ­თი ფუნ­თუ­შა ჩემს შარ­ფ­ში გამ­იცვალოთ?
ცხა­დად შე­ვატ­ყვე, მან უკ­ვე ეჭ­ვის თვა­ლით შემ­ომხე­და.
- არა, მე ასე არ ვყი­დი ჩემს საქ­ონელს - მი­პას­უხა მან.
მთლად სას­ოწა­რკ­ვეთ­ილმა ნა­ხე­ვარი ფუნ­თუ­შაც კი ვთხო­ვე.
მან კი ამა­ზეც ცი­ვი უარი მითხ­რა.
- აბა, რო­გორ გა­ვი­გო, სად აიღ­ეთ ეს შარ­ფი? - მითხ­რა მან.
- იქ­ნებ ხელ­თათ­მანში მა­ინც გამ­იცვალოთ ერ­თი ფუნ­თუ­შა?
- არა, რა­ში გამ­ომად­გე­ბა ეს ხელ­თათ­მანი? - მი­პას­უხა მან.
მკი­თხველო, სრუ­ლებ­ითაც არ არის სას­იამოვნო ამ წვრილ­მა­ნებ­ზე დიდ­ხანს შე­ჩე­რე­ბა. ზო­გი ირ­წ­მუ­ნე­ბა, გარ­დასულ ტან­ჯვა­თა მო­გო­ნე­ბა სას­იამ­ოვნოაო, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის დღ­ე­საც მე­ტად სამ­ძიმოა ჩე­მი ცხოვ­რებ­იდან იმ პე­რი­ო­დის გახ­სე­ნე­ბა. სუ­ლი­ერ გამ­ოფიტვას თან ერ­თოდა სხე­უ­ლის ფი­ზი­კუ­რი წა­მე­ბაც. ამან სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბამ­დე მი­მიყ­ვა­ნა. იმ­დე­ნად მწა­რედ მაგ­ონდე­ბა ყო­ველ­ივე, რომ აღ­არ მინ­და ამა­ზე კვ­ლავ შევ­ჩერ­დე. არ ვა­და­ნა­შაუ­ლებ არა­ვის, ვინც ხე­ლი მკ­რა და უარით გამ­ომისტუმრა. ვი­ცო­დი, მხო­ლოდ ასე­თი რამ იყო მო­სალ­ოდნელი. რა გა­ეწ­ყობა? ხში­რად ჩვეუ­ლებრივი მათ­ხოვარიც კი ეჭვს იწ­ვევს და რა გა­სა­კვ­ირია, კარ­გად ჩაც­მულმა მათ­ხოვარ­მა რომ გა­მო­იწ­ვი­ოს. ვთქვათ, მხო­ლოდ სამ­უშაოს ვე­ძებდი. ვინ იყო ვალ­დებული, ეშ­ოვა ის ჩემ­თ­ვის? რა­სა­კვ­ირველ­ია, არა ის ადამ­ია­ნები, რო­მელ­თაც პირ­ვე­ლად მნა­ხეს მა­შინ და არა­ფერი იცოდ­ნენ ჩემ შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ქალს, რო­მელ­მაც ჩე­მი ყელ­სახ­ვევი ერთ ლუკ­მაში არ გამ­იცვა­ლა, თა­ვის მხრივ, მარ­თალი იყო, თუ, რა­სა­კვ­ირველ­ია, ჩე­მი წი­ნა­და­დე­ბა არა­ხელ­საყ­რე­ლად ან რაი­მე ავი საქ­მის მო­მას­წა­ვებ­ლად მი­აჩ­ნდა. ნე­ბა მო­მე­ცით, ჩე­მი აზ­რი შე­ვამ­ოკლო. სა­ერთოდ, ამ თე­მა­ზე საუ­ბარი მიმ­ძიმს.

სა­ნამ მთლად დაბ­ნელ­დებ­ოდა, ფერ­მის ახ­ლოს ჩავ­ია­რე. ფერ­მერი ვახ­შმად იჯ­და და ყველ­სა და პურს შე­ექ­ცეო­და. შევ­ჩერდი და ვუთხა­რი, თუ შეი­ძლე­ბა, ძალ­იან მში­ე­რი ვარ და პუ­რის პა­ტა­რა ნა­ჭერი მო­მეც­ით-მეთ­ქი.
მან გან­ცვიფრებით შემ­ომხე­და, არც კი მი­პას­უხა, ერ­თი კარ­გა მოზ­რ­დი­ლი სქე­ლი ნა­ჭერი მო­მიჭ­რა მრგვა­ლი პუ­რი­დან და მო­მაწ­ოდა. მგო­ნი, მათ­ხოვრად არც კი ჩამ­თვა­ლა. ალ­ბათ, ვინ­მე ექ­სცენტრული ლე­დი ვეგ­ონე, რო­მელ­საც მი­სი შა­ვი, მრგვა­ლი პუ­რის ჭა­მის სურ­ვილ­მა წას­ძლია. რო­გორც კი მის სახლს მოვ­შორ­დი, დავ­ჯექი და იმ პუ­რის ნა­ჭერს მად­ია­ნად შე­ვე­ქეცი.
იმე­დი არ მქონ­და, რომ ვინ­მეს ჭერ­ქვეშ ღა­მის გა­სა­თევს ვი­შო­ვი­დი. ამი­ტომ გა­დავ­წყვიტე, თა­ვი ისევ ტყის­თ­ვის შე­მე­ფა­რებ­ინა, რო­მე­ლიც გა­და­კვრით უკ­ვე ვახ­სე­ნე. ღა­მე საშ­ინელი გამ­ოდგა. ვერ მო­ვის­ვე­ნე, მი­წა სვე­ლი იყო და ჰა­ერი ცი­ვი. გარ­და ამ­ისა, ადამ­ია­ნებ­მაც ბევ­რჯერ დამ­ირღვ­იეს სიმ­შ­ვი­დე. რამ­დენ­იმე­ჯერ გამ­ოვიცვა­ლე ად­გი­ლი. იმე­დი მთლად და­ვკ­არ­გე, ვატყობ­დი, უხი­ფა­თოდ და მშვი­დად ვერ გა­ვა­ტა­რებდი იმ ღა­მეს. გა­თე­ნებ­ისას წვი­მა წამ­ოვიდა და მთე­ლი დღე ჟი­ნჟ­ღ­ლავ­და. მკი­თხველო, დაწ­ვრილებით ნუ მომ­თხოვთ მთელ ამ თავ­გა­და­სა­ვალს. სამ­უშაოს და­ვე­ძებდი. ისევ თავ­იდან მი­შო­რებ­დნენ და წი­ნან­დელივით ვშიმ­ში­ლობ­დი. ჩემს ყელ­ში იმ დღ­ეს მხო­ლოდ ერ­თხელ გა­დავ­იდა საჭ­მელი. ერ­თი სახ­ლის კარ­თან პა­ტა­რა გო­გო­ნა დავ­ინა­ხე, ბავშვს ღო­რებისთვის გაც­ივებული ფა­ფა უნ­და ჩა­ეს­ხა როფ­ში.
- არ შეგ­იძლია, ეგ ფა­ფა მე მომ­ცე? - ვკი­თხე მე.
ბავ­შ­ვი გან­ცვიფრებული და­მაშ­ტერ­და.
- დე­და! - დაი­ძა­ხა მან, - აქ ერ­თი ქალ­ია და ამ ფა­ფას მთხოვს.
- კარ­გი, მი­ე­ცი, - მო­ის­მა ხმა შიგ­ნი­დან, - მი­ე­ცი, თუ მათ­ხოვარ­ია, ღო­რი მა­ინც არ შე­ჭამს.
გო­გო­ნამ გაც­ივებული, შე­დე­დებული და გა­მაგ­რებული მა­სა ხელ­ზე და­მი­დო და მეც, დამ­შეუ­ლმა, ხარ­ბად გა­დავ­სან­სლე.
მწუხ­რი ჩამ­ოწვა; თან­და­თან ჩამ­ობნელ­და; ისევ ჟი­ნჟ­ღ­ლავ­და; სა­ცალ­ფეხო, ცხე­ნის სა­ვალ ბი­ლიკ­ზე შევ­ჩერდი და იქ თით­ქ­მის ერთ სა­ათ­ზე მეტ­ხანს ვზო­ზი­ნობ­დი.
ძა­ლა მთლია­ნად გამ­ომე­ცა­ლა და მო­ნო­ლო­გი­ვით წარ­მოვ­თ­ქ­ვი:
- ვგრძნობ, უფ­რო შორს წას­ვლა აღ­არ შემ­იძლია, ნუ­თუ ამ ღა­მე­საც ასე, გა­რეთ გა­ძე­ვებულივით წა­მე­ბაში გა­ვა­ტა­რებ? ნუ­თუ ამა­ღ­ა­მაც ცივ და გა­ჟი­ვებულ მი­წა­ზე უნ­და დავ­დო თა­ვი? ვში­შობ­დი, ეს არ ამ­ცდებ­ოდა. ვინ გამ­იღ­ებ­და კარს, ვინ შემ­იფა­რებ­და? რა საშ­ინე­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ასე­თი მში­ე­რი, დას­უსტებული, სი­ცი­ვის­გან გა­თო­ში­ლი და მარ­ტო­ო­ბის გრძნო­ბით შეშ­ფოთებული, ისევ აქ დავ­რჩე? ყო­ველ­ივე ამას სრულ უმოქ­მედ­ობამ­დე მივ­ყა­ვარ. ჩანს, დი­ლამ­დე ვერ გა­ვა­ტან და მა­ინც, რა­ტომ არ შემ­იძლია სიკ­ვ­დი­ლის მო­ახ­ლოე­ბას შევ­ურიგდე? რა­ტომ ვიბ­რ­ძ­ვი ასე­თი უში­ნა­არსო ყო­ფის შე­სა­ნარ­ჩუნებ­ლად? იმი­ტომ, რომ მჯე­რა და ვი­ცი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ცოცხალ­ია. გარ­და ამ­ისა, შიმ­ში­ლით ან სი­ცი­ვით სიკ­ვ­დი­ლი ადამ­იანისთვის ისე­თი ბედ­ისწე­რა­ა, რო­მელ­საც ბუ­ნე­ბა ასე უმოქ­მე­დოდ არ ემ­ორჩილე­ბა. ოჰ, გან­გების ძა­ლავ, და­მეხ­მა­რე ცო­ტა კი­დევ! მიშ­ვე­ლე და გზა გამ­იკ­ვა­ლე!
და­ბინ­დუ­ლი თვა­ლით ვა­კვ­ირდებოდი სიბ­ნე­ლე­სა და ნის­ლ­ში გახ­ვეულ ლან­დშაფტს. შე­ვამ­ჩნიე, სო­ფელს იმ­დე­ნად დი­დი მან­ძი­ლით დავ­შორებოდი, რომ აღ­არც კი ჩან­და. სა­სოფ­ლო გზებ­სა და ბი­ლიკ­ებ­ზე ხეტ­იალში კვ­ლავ უდა­ბურ ად­გილას მოვ­ხ­ვ­დი. ახ­ლა მხო­ლოდ რამ­დენ­იმე ად­გილას ჩან­და მინ­დო­რი, სრუ­ლი­ად გა­ველ­ურებული და მო­უ­სავ­ლიანი, რო­გორც ტრა­მალი, რომ­ლის­გა­ნაც მას ძლივს გამ­ოარ­ჩევდით. აი, ეს მინ­დ­ვ­რე­ბი გა­დაჭიმულიყო ახ­ლა ჩემ­სა და ნის­ლ­ში გახ­ვეულ გო­რა­კ­ებს შო­რის.
- უმ­ჯო­ბეს­ია, აქ მოვკვ­დე, ვიდ­რე ქუ­ჩა­ში ან ხალ­ხით სავ­სე გზა­ზე, - ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის. - თუ­კი ყვავ­-ყო­რა­ნი ბუ­დობს ამ მი­დამ­ოებში, ჯო­ბია, მათ გა­ნაშორონ ჩე­მი ხორ­ცი ძვლებს, ვიდ­რე უპატ­რონოთა თავ­შე­სა­ფარში სა­მადლოდ გა­კ­ე­თებულ კუ­ბო­ში ჩა­მალურსმონ და ღარ­იბ-ღ­ა­ტა­კ­თა სა­მა­რეში მტვრად იქ­ცეს ჩე­მი სხე­უ­ლი.
შემ­დეგ ერ­თ-ერ­თი გო­რა­კი­სკ­ენ ვიბ­რუ­ნე პი­რი. მი­ვა­ღწ­იე იქამ­დე, ახ­ლა მხო­ლოდ ის­ღა დამ­რჩენ­ოდა, ჩა­ღრ­მა­ვებული ად­გი­ლი მო­მე­ძებ­ნა, სა­დაც თავ­ისუფლად დაწ­ოლა შე­მეძ­ლებ­ოდა. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, თუ საფ­რთხეს ვერ ავ­იცილებდი, თვალ­ში მა­ინც აღ­ა­რავის მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი. მაგ­რამ მთე­ლი ეს ფარ­თო ად­გი­ლი ხე­ლის­გუ­ლი­ვით ჩან­და. მწვა­ნე მო­ჩან­და მხო­ლოდ იქ, სა­დაც ჭა­ო­ბის პი­რებს ლერ­წამი და ხავ­სი მოს­დებ­ოდა. შა­ვი კი იქ, სა­დაც გამ­ხმარ მი­წა­ზე მხო­ლოდ მა­ნა­ნა ხარ­ობდა. ბნელ­დებ­ოდა, მაგ­რამ ასე­თი სხვა­ო­ბის გარ­ჩე­ვა ჯერ კი­დევ შე­მეძლო. ეს ხომ სი­ნათ­ლისა და ჩრდი­ლის ლა­ქების უბ­რა­ლო ცვა­ლე­ბად­ობა იყო, რად­გან ფე­რიც დღის სი­ნათ­ლეს­თან ერ­თად ქრე­ბა.
ჯერ კი­დევ თვა­ლებს ვა­ცე­ცებდი და პირ­ქუშ, ამ­ოზნექილ მა­ღლ­ობებ­სა და შამ­ბნარით და­ფარულ, დაუ­მუშა­ვე­ბელ მი­წის ნაპ­ირებს ვა­კვ­ირდებოდი, რომ­ლე­ბიც უსი­ერ ტევ­რ­ში იკ­არ­გებ­ოდა, რომ წინ, სა­დღ­აც შორს, ერთ ჩაბ­ნე­ლებულ წერ­ტილ­ში, ჭაო­ბებ­სა და გო­რა­კის თხე­მებს შო­რის, სი­ნათ­ლე გამ­ოკრ­თა. "ეს ვარ­სკვ­ლავ­მორბედ­ია~, გავ­იფიქრე და ვე­ლო­დი, მა­ლე გაქ­რებ­ოდა. ის კი კვ­ლავ აგ­რძე­ლებ­და ნა­თე­ბას და სულ ერ­თნაი­რად ციმ­ცი­მებ­და: არც მი­ახ­ლოვდებ­ოდა და არც მშორ­დებ­ოდა. "ალ­ბათ, კო­ცონია და ახ­ლა და­ან­თეს?~ ვე­კი­თხებოდი სა­კუ­თარ თავს და თვალ­ყურს ვა­დევ­ნებდი, შუ­ქი უფ­რო თუ გაძ­ლიერ­დებ­ოდა. მაგ­რამ არა, ის არც იკ­ლებ­და და არც იმა­ტებ­და. "შე­საძ­ლე­ბელ­ია, ეს რო­მელ­იმე სახ­ლიდან გამ­ომკრ­თალი სი­ნათ­ლის შუ­ქი იყოს", გა­დავ­წყვიტე ბო­ლოს; "მაგ­რამ, თუ ასე­ა, მე ხომ ვერ მი­ვა­ღ­წევ იქამ­დე. ის ძალ­იან შორს არის. თუნ­დაც ერ­თი იარ­დის დაშ­ორებით იყოს, მა­ინც რას მარ­გებს, კარ­ზე და­ვა­კ­ა­კუ­ნებ თუ არა, მას უმალ­ვე ცხვირ­წინ მო­მი­ხუ­რა­ვენ.~
სა­დაც ვი­დე­ქი, იქ­ვე ჩავ­იკ­ე­ცე. სა­ხით მი­წას ვე­კვროდი და ასე რამ­დენ­იმე ხანს გაუ­ნძრევ­ლად ვი­წე­ქი. გო­რა­კ­ებ­იდან ქარ­მა დაქ­როლა, თავ­ზე გა­დამ­ია­რა და სა­დღ­აც შორს კვ­ნესით გაი­ჭრა. წვი­მა კო­კი­სპირულად ას­ხამ­და და ძვალ-რბილ­ში მა­ტან­და. ოჰ, რა კარ­გი იქ­ნებ­ოდა, გავ­თოშილიყავი და, აი, აქ­ვე გავ­შე­შებ­ულიყავი. რა უმოქ­მე­დოდ დავ­ნებ­დებოდი ახ­ლა სიკ­ვ­დილს. და­ე, უმოწყა­ლოდ მას­ხამ­დეს წვი­მა, მე ხომ ვე­ღ­ა­რა­ფერს გავ­იგებ! მაგ­რამ ჯერ ისევ ცოცხა­ლი სხე­უ­ლი ამ ცივ­მა ნია­ღ­ვარ­მა აა­კ­ა­ნკ­ა­ლა და მა­ლე­ვე წამ­ოვდექი.
სი­ნათ­ლე კი იმ ად­გილიდან კვ­ლავ გამ­ოკრ­თოდა. წვი­მის გა­მო მკრ­თა­ლად, მაგ­რამ ციმ­ციმს გან­უწყვეტლივ გა­ნაგ­რძობდა. კვ­ლავ ვცა­დე სი­ა­რუ­ლი, ძლივს მი­ვით­რევ­დი ძა­ლა­გამოცლილ სხე­ულს. სი­ნათ­ლის შუქს კი ფარ­თო, ჭა­ო­ბის გზით გო­რა­კი­სკ­ენ მივ­ყავ­დი. ეს გზა, ალ­ბათ, ზამ­თ­რო­ბით მთლად გაუ­ვალი იქ­ნებ­ოდა. ახ­ლაც კი, ამ შუა ზაფხულ­ში იმ­დე­ნად სვე­ლი იყო, ფეხ­ქვეშ ჭყა­პუ­ნი გაჰ­ქონდა და თავს ვერ ვი­მაგ­რებდი. ორ­ჯერ წავ­იქეცი, მაგ­რამ უკ­ა­ნა­სკ­ნელ ძალ-ღო­ნეს ვიკ­რებდი და ისევ წამ­ოვდგებოდი ხოლ­მე. ეს შუ­ქი ჩემს შო­რე­ულ იმე­დად გა­დაი­ქცა და გა­დავ­წყვიტე, იქამ­დე მი­მე­ღწ­ია.
ჭა­ო­ბი გა­დავ­ია­რე და მა­ნა­ნებით და­ბუ­რულ ად­გილ­ში თეთ­რი ზო­ლი გამ­ოჩნდა. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი. შე­ვამ­ჩნიე, ის ან გზა, ან ბი­ლი­კი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო და სწო­რედ სი­ნათ­ლის მი­მარ­თულებით მი­დი­ო­და. სი­ნათ­ლე კი ხე­ების მწკრ­ივებს შო­რის ბორ­ც­ვის­მაგ­ვარი მა­ღლ­ობიდან გამ­ოკრ­თოდა. ვამ­ჩნევდი, ნაძ­ვის ხე­ები უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ჯერ კი­დევ შეი­ძლებ­ოდა ბინ­დ­ში მა­თი მოყ­ვან­ილობისა და წიწ­ვო­ვა­ნი ტო­ტე­ბის გა­რკ­ვევით გარ­ჩე­ვა. რო­გორც კი მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, გზის მაჩ­ვე­ნე­ბელი ვარ­სკვ­ლავი ჩაქ­რა და რა­ღ­აც ზღუ­დე­სავით აღი­მარ­თა ჩემ­სა და მას შო­რის. ხე­ლის ფა­თუ­რით მოვ­სინ­ჯე და ჩემ წინ რა­ღ­აც შავ მა­სას შე­ვე­ხე. მივ­ხ­ვ­დი, გაუ­თლელი ქვით ნა­შენი და­ბალი კე­დელი იყო. მის თავ­ზე მე­სერიც შე­ვამ­ჩნიე, შიგ­ნით კი - ეკლ­იანი ღო­ბე. ხე­ლის ცე­ცე­ბას ისევ გან­ვაგრძობდი, კვ­ლავ შევ­ნიშნე, რა­ღ­აც მო­თეთ­რო სა­განი ბრწყი­ნავ­და ჩემ წინ. და­ვა­კვირდი და ეს ჭიშკ­არი აღმ­ოჩნდა - პა­ტა­რა ჭიშკ­არი. რო­გორც კი შე­ვე­ხე, რკი­ნის ან­ჯა­მა გა­იღო და ეზო­ში ორი­ვე მხა­რეს შა­ვი ბუჩ­ქ­ნა­რი გამ­ოჩნდა. არ ვი­ცი, ეკლ­იანი ჭყო­რი იყო თუ და­ბალი ურ­თხე­ლი.
ჭიშკ­არში შე­ვედი; ბუჩ­ქ­ნა­რი გავ­ია­რე და ჩემ წინ აღი­მარ­თა სახ­ლის სი­ლუ­ე­ტი: ბნე­ლი, და­ბალი და სა­კ­მაოდ მოგ­რ­ძო. გზის მაჩ­ვე­ნე­ბელი სი­ნათ­ლე აღ­არ­სად ჩან­და, ყვე­ლა­ფერი უკუ­ნეთს მო­ეც­ვა. ნუ­თუ მის ბი­ნა­დართ უკ­ვე ეძ­ინათ? ვში­შობ­დი, რომ ასე იქ­ნებ­ოდა. კა­რის ძებ­ნაში გვერ­დით შევ­ტრიალდი. მა­შინ მი­წი­დან, და­ახ­ლოებით ერ­თი ფუ­ტის სი­მა­ღ­ლე­ზე, ის სას­იამოვნო შუ­ქი კვ­ლავ გამ­ოკრ­თა ერ­თ-ერ­თი სა­რკმლის რომ­ბის­მაგ­ვარი მი­ნი­დან. ახ­ლა ის კი­დევ უფ­რო მკრ­თა­ლად მო­ჩან­და სუ­როს თუ კე­დელ­ზე ასუ­ლი რო­მელ­იღ­აც მცე­ნარის გა­მო, რად­გან მი­სი ფოთ­ლე­ბი მთლია­ნად ფა­რავ­და კედ­ლის იმ ნა­წილს, რო­მელ­თა­ნაც იდ­გა. სა­რკმლის თი­თო­ე­უ­ლი მი­ნა იმ­დე­ნად ვიწ­რო იყო და თან მცე­ნარის ფოთ­ლე­ბით ისე და­ფარული, რომ ფარ­დები და და­რა­ბები სრუ­ლი­ად აღ­არ ესაჭ­იროებ­ოდა. დავ­იხა­რე, სა­რკ­მელ­ზე ასუ­ლი მცე­ნარის ფოთ­ლი­ა­ნი ყლორ­ტე­ბი გან­ზე გა­დავ­წიე და ახ­ლა უკ­ვე შე­მეძლო შიგ­ნით ყვე­ლა­ფერი და­მე­ნა­ხა. ფი­ლაქ­ნით მო­პირკ­ე­თებულ, სუფ­თად გა­რეცხილ ია­ტა­კს პრი­ა­ლი გაჰ­ქონდა. კა­კლის ხის ჭურ­ჭ­ლის კა­რა­დაში მწკრ­ივე­ბად ელა­გა მოკ­ალული ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც ტორ­ფის ცეცხ­ლის მო­ციმ­ცი­მე შუქ­ზე წით­ლად ბზი­ნავ­და. დავ­ინა­ხე კედ­ლის სა­ათი, თეთ­რი ნაძ­ვის მაგ­იდა, რამ­დენ­იმე სკ­ამი, სან­თელი, რომ­ლის სხი­ვე­ბი იმ ღა­მეს ჩემს შუ­ქურ­ვარ­სკვ­ლა­ვად ციმ­ცი­მებ­და. მის სი­ნათ­ლე­ზე იჯ­და და წინ­დას ქსოვ­და სუფ­თად ჩაც­მუ­ლი, არ­ც­თუ ისე სან­დომიანი შე­ხედ­ულების მო­ხუ­ცი ქა­ლი, რომ­ლის გარ­შემო ყვე­ლა­ფერი კრ­ია­ლებ­და.
თვა­ლის ერ­თი გა­დავ­ლებით სხვა საგ­ნებიც შევ­ნიშნე, მაგ­რამ მათ­ში გან­საც­ვიფრე­ბელი არა­ფერი ყო­ფი­ლა. მთე­ლი ჩე­მი ყუ­რა­დღ­ე­ბა ბუხ­რის წინ მსხდო­მებ­მა მი­იქ­ცი­ეს. ამ მყუდ­რო, თბილ და ცეცხ­ლის მო­ვარ­დის­ფ­რო შუ­ქით გა­ნა­თებულ ოთახ­ში იჯ­და ორი ახალ­გაზ­რდა, მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი და ყო­ველ­მ­ხ­რივ უნა­კლო ლე­დი: ერ­თი - და­ბალ სა­ქა­ნაო სკ­ამ­ზე და მეო­რე კი - მას­ზე უფ­რო და­ბალ ტაბ­ურეტ­ზე. ორი­ვე მძი­მე ძა­ძებით იყო შე­მო­სი­ლი: კრეპ­ისა და ბამ­ბაზიის ძა­ძები ეც­ვათ. ამ ტან­საცმლის მუ­ქი ფე­რი გან­სა­კუ­თრებულ სი­ლა­მა­ზეს მა­ტებ­და მათ მშვენ­იერ კი­სრებ­სა და სა­ხე­ებს. დიდ, უკ­ვე და­ბე­რებულ პო­ინ­ტერს ნებ­ივრად და­ედო უზარ­მა­ზარი თა­ვი ერ­თი მათ­განის კალ­თა­ზე. მე­ო­რის კალ­თაში კი ბა­ლი­ში­ვით მოკ­ეცილი კა­ტა იწ­ვა.
ასეთ კე­თილ­შო­ბილ და მომ­ხიბ­ვ­ლელ ბი­ნა­დარ­თა ხილ­ვა ამ უბ­რა­ლო და ღა­რი­ბულ სამ­ზა­რეულოში სა­კვ­ირველი სა­ნა­ხავი იყო. ვინ იყ­ვ­ნენ ისი­ნი? მაგ­იდას­თან მჯდო­მი მო­ხუ­ცი ქა­ლის შვი­ლე­ბი, რა თქმა უნ­და, არ იქ­ნებ­ოდნენ. მო­ხუცს სოფ­ლე­ლი, გლე­ხი ქა­ლის შე­ხედ­ულე­ბა ჰქონ­და, მათ ნა­ტიფ და მომ­ხიბ­ვ­ლელ სა­ხე­ებს კი კეთ­ილშობილთა იერი დას­თა­მა­შებ­და. მე ისი­ნი წი­ნათ არას­ოდეს მე­ნა­ხა, თუმ­ცა ახ­ლა, რო­დე­საც და­კვ­ირვებით ვუმ­ზერ­დი, მა­თი სა­ხის თი­თო­ე­უ­ლი ნა­კვთი მე­ტად ნაც­ნო­ბი მეჩ­ვე­ნებ­ოდა. არ შეი­ძლე­ბა, რო­მელ­იმე მათ­განისთვის ლა­მაზი მეწ­ოდებ­ინა, იმ­დე­ნად ფერ­მკრ­თალი და ნა­ღვ­ლიანი სა­ხე­ები ჰქონ­დათ. ორი­ვე­ნი, თავ­დახ­რილები, წიგ­ნებს ჩაჰ­ყურებ­დნენ და იმ­დე­ნად ჩაფ­იქრებ­ულები იყ­ვ­ნენ, რომ მათ გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას სიმკ­აცრის ელ­ფერიც კი დას­დებ­ოდა. მათ შო­რის, პა­ტა­რა მაგ­იდა­ზე, სა­სან­თლე იდ­გა და შიგ მეო­რე სან­თელი ენ­თო. იქ­ვე ორი დი­დი ტო­მი იდო, ამ წიგ­ნებს ისი­ნი ხში­რად იღ­ებ­დნენ და ადა­რებ­დნენ მათ­თან შე­და­რებით მომ­ც­რო წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც ხელ­ში ეჭ­ირათ, იმ ადამ­იან­თა მსგავ­სად, რომ­ლე­ბიც ლექ­სიკო­ნებით ხელ­მძღ­ვა­ნელ­ობენ და მა­თი დახ­მა­რებით რაი­მეს თარ­გმნიან. ყვე­ლა­ფერი ისე ჩუ­მად და მშვი­დად ხდებ­ოდა, თით­ქოს ყო­ვე­ლი ხი­ლუ­ლი სა­განი ჩრდილ­ში ყო­ფი­ლი­ყო და ცეცხ­ლის შუ­ქით გა­ნა­თებული ბი­ნა კი - სუ­რა­თი. იქაუ­რობა ისეთ დუ­მილს მო­ეც­ვა, რომ ბუხ­რი­დან ჩამ­ოცვენილი ფერ­ფ­ლის, ერ­თ-ერთ ბნელ კუ­თხეში სა­ათის წიკწ­იკი­სა და ხან­ში შე­სუ­ლი ქა­ლის საქ­სო­ვი ჩხი­რე­ბის ტკ­აცუნის ხმაც კი შეი­ძლებ­ოდა გა­მეგ­ონა. ამ­იტომაც, რო­დე­საც ბო­ლოს ვიღ­აცის ხმამ და­ა­რღვ­ია ეს საო­ცარი მდუ­მა­რე­ბა, ყო­ვე­ლი სიტყ­ვა გა­რკ­ვევით გავ­იგონე:
- მის­მი­ნე, დია­ნა, - წარ­მოთქვა წიგ­ნის კითხ­ვით გა­ტა­ცებ­ულმა ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა: - ფრან­ცი და დან­იელი ღა­მეს ერ­თად ათე­ნე­ბენ. ფრან­ცი უყ­ვე­ბა შე­მაძ­რწუნე­ბელ სიზ­მარს, რომ­ლის გა­მოც შეშ­ინებ­ულმა გამ­ოიღვ­იძა. მის­მი­ნე! - და მან და­ბალ ხმა­ზე რო­მელ­იღ­აც ნაწ­ყვეტი წა­იკი­თხა ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად უც­ნობ ენა­ზე. ვერც ერ­თი სიტყ­ვა ვერ გავ­იგე. ის არც ფრან­გუ­ლი იყო და არც ლა­თი­ნუ­რი. ვერც იმას ვიტყ­ვი, ბერ­ძ­ნუ­ლი იყო თუ გერ­მანული.
- ეს კი ძალ­იან ძლი­ე­რი ად­გილია, - თქვა მან, რო­დე­საც კი­თხვა და­ამ­თავ­რა, - აღ­ტა­ცებული ვარ.
მეო­რე გო­გო­ნამ თა­ვი ას­წია, დის წა­კითხული ნაწ­ყვეტი მო­ის­მი­ნა და ცეცხ­ლის­თ­ვის თვა­ლი არ მო­უ­შო­რებ­ია, ისე გაი­მეო­რა ის სტრი­ქო­ნე­ბი. მოგ­ვია­ნებით მე ეს ენაც ვის­წავ­ლე და ამ წიგ­ნ­საც ვცნობ­დი, ამ­იტომაც აქ მომ­ყავს ეს ცი­ტა­ტა, თუმ­ცა, რო­დე­საც ის პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე, სიტყ­ვე­ბი ყო­ველ­გვარ აზრს მოკ­ლებულ, ლი­თო­ნის ყუ­რის­მომ­ჭ­რელ ჟღ­არ­უნად ჩა­მეს­მა:
- Dა ტრატ ჰერ­ვორ Eინერ, ან­ზუ­სე­ჰენ წიე დიე შტერ­ნენ-Nაცჰტ.
- მშვენ­იერ­ია! მშვენ­იერ­ია! - წამ­ოიძა­ხა მან და შა­ვი, ღრ­მა თვა­ლები აუ­ციმციმდა. - ხე­დავ, რო­გორ დი­დებ­ულად არის ასა­ხუ­ლი ეს პირ­ქუ­ში და ყოვ­ლის­შემ­ძლე მთა­ვა­რან­გელოზი! მხო­ლოდ ეს სტრი­ქო­ნი ღირს მა­ღ­ალ­ფარ­დოვანი სტი­ლის ას­ოებით ლი­ტე­რატურულ ფურ­ცელ­ზე მე­ტი. Iცჰ წა­გე დიე Gედანკენ ინ დერ შცჰა­ლე მე­ი­ნეს ძორ­ნეს უნდ დიე ჭერ­კე მიტ დემ Gეწიცჰტე მე­ი­ნეს Gრიმმს. ძალ­იან მომ­წონს.
ორი­ვე გაჩ­უმდა.
- არის სად­მე ქვე­ყა­ნა, სა­დაც ასე ლა­პა­რა­კო­ბენ? - იკი­თხა მო­ხუც­მა ქალ­მა და საქ­სოვიდან თა­ვი აიღო.
- დი­ახ, ჰა­ნა. არის და ის ქვე­ყა­ნა გაც­ილებით დი­დია, ვიდ­რე ინ­გ­ლი­სი. იქ სწო­რედ ამ ენა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ.
- ოჰ, პირ­და­პირ არ ვი­ცი, რო­გორ აგებ­ინე­ბენ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ნათ­ქვამს. რო­მელ­იმე თქვენ­განი რომ წავ­იდეს მათ ქვე­ყა­ნაში, გაი­გებს, რა­საც ეტ­ყვიან, არა?
- შე­საძ­ლე­ბელ­ია, ჩვენც რაი­მე გვეთ­ქვა და გაგ­ვეგო, რა­საც გვეტ­ყოდნენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს, რა თქმა უნ­და, ვერ გავ­იგებდით, რად­გა­ნაც ისე­თი მცოდ­ნე­ნი არა ვართ, რო­გორც თქვენ გგო­ნი­ათ, ჰა­ნა. გერ­მან­ულად ვერ ვლა­პა­რა­კობთ და არც კი­თხვა შეგ­ვიძლია ლექ­სიკონის დაუ­ხმა­რებ­ლად.
- მაშ, რა­ღა სიკ­ე­თე მო­აქვს მას თქვენ­თ­ვის?
- ვფიქ­რობ, რამ­დენ­იმე ხან­ში ეს ენა ვის­წავ­ლოთ ან, უკი­დურეს შემ­თხვე­ვაში, რო­გორც ახ­ლა უწო­დე­ბენ, მი­სი შე­სა­ვალი კურ­სის სწავ­ლე­ბა მა­ინც შევ­ძ­ლოთ. მა­შინ მეტ ხელ­ფასს მი­ვიღ­ებთ, ვიდ­რე ახ­ლა ვიღ­ებთ.
- შე­საძ­ლე­ბელ­ია, მაგ­რამ ახ­ლა თა­ვი და­ა­ნე­ბეთ მე­ცად­ინეო­ბას, თქვენ ამ სა­ღ­ამოს სა­კ­მაოდ ბევ­რი იმუ­შა­ვეთ.
- ვფიქ­რობ, მარ­თლაც ძალ­იან ბევ­რი, უკ­ვე დავ­იღ­ა­ლე, შენც და­იღ­ა­ლე, მე­რი?
- საშ­ინლად დავ­იქან­ცე. მარ­თლაც ძალ­იან ძნე­ლი და წელ­ში გამ­წყვეტი სამ­უშა­ოა უმას­წავ­ლებლოდ, მხო­ლოდ ლექ­სიკონით ენის შეს­წავ­ლა.
- სწო­რედ ასე­ა: გან­სა­კუ­თრებით, ისე ძნე­ლად გა­სა­გები და შე­სას­წავლი ენ­ისა, რო­გო­რიც ეს სა­უცხოო გერ­მანული ენა­ა. ნე­ტა, რო­დის მო­ვა ჯო­ნი?
- იმე­დი მაქვს, ახ­ლა აღ­არ დაი­გვია­ნებს. ზუს­ტად ათ­ია (და­ხე­და თა­ვის პა­ტა­რა ოქ­როს სა­ათს, რო­მე­ლიც სარ­ტყლიდან ამ­ოიღო), ძალ­იან წვიმს. ჰა­ნა, იმ­დენ სიკ­ე­თეს ვერ გამ­ოიჩენთ, შეხ­ვიდეთ და ნა­ხოთ ცეცხ­ლი სას­ტუმ­რო ოთახ­ში?
ქა­ლი წამ­ოდგა. კა­რი გა­ა­ღო და შიგ­ნით ბუნ­დოვ­ნად გამ­ოჩნდა დე­რე­ფანი. ისიც გავ­იგონე, რო­გორ შე­ას­წორა ცეცხ­ლი და ისევ სწრა­ფად დაბ­რუნდა უკ­ან.
- ოჰ, ბავ­შვებო, - თქვა მან. - ახ­ლა ნამ­დვილად ძალ­იან მიმ­ძიმს და მტან­ჯავს იმ ოთახ­ში შეს­ვლა. ის ისეა და­ცარ­იე­ლებული... და გან­მარ­ტოებით კუ­თხეში მიდ­გ­მუ­ლი ცარ­იელი სა­ვარძლის და­ნახ­ვა კი...
თვა­ლებ­ზე ცრემ­ლი წინ­საფ­რით მო­იწ­მინ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლების ისე­დაც და­ღვ­რემილი სა­ხე­ები უფ­რო მე­ტად და­ა­ნა­ღვ­ლია­ნა.
- მაგ­რამ ის უკ­ე­თეს ქვე­ყა­ნაშ­ია, - გა­ნაგრძო ჰა­ნამ. - უკ­ან ნუღ­არ მო­ი­ხე­დავს. ნე­ტა, ყვე­ლას ეღირ­სოს ასე­თი მშვი­დი სიკ­ვ­დი­ლი, რო­გო­რიც მას ჰქონ­და.
- რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, მას ჩვენ არ ვუხ­სე­ნებ­ივართ? - შე­ე­კი­თხა ერ­თ-ერ­თი ახალ­გაზ­რდა ქა­ლი.
- ვერ მო­ას­წ­რო, ბავ­შ­ვო. ერთ წუთ­ში გა­თავ­და მა­მათ­ქვენი. წი­ნა დღ­ეს თა­ვი ცო­ტა ცუ­დად იგ­რ­ძ­ნო, მაგ­რამ საყ­ურა­დღ­ებო არა­ფერი ყო­ფი­ლა. სენ­ტ-ჯონ­მა ჰკი­თხა, უნ­დო­და თუ არა რო­მელ­იმე თქვენ­განის ჩამ­ოსაყ­ვა­ნად ვინ­მე გამ­ოეგ­ზავ­ნა. მან კი მხო­ლოდ გაი­ცინა. მეო­რე დღ­ე­საც რა­ღ­აც სიმ­ძი­მე იგ­რ­ძ­ნო თავ­ში. ეს სწო­რედ ორი კვი­რის წი­ნათ მოხ­და. დაწ­ვა და­საძ­ინებ­ლად და ვე­ღ­არ გა­იღვ­იძა. თქვე­ნი ძმა სა­ნა­ხა­ვად შევ­იდა და ის უკ­ვე გაც­ივებული დახ­ვდა. ოჰ, ბავ­შვებო, ის სულ სხვა თა­ო­ბის ადამ­იანი იყო. თქვენ და მის­ტერ ჯო­ნი სრუ­ლი­ად სხვა ჯი­ში­სა­ნი ხართ მათ­თან შე­და­რებით, ვინც უკ­ვე წავ­იდნენ იმ ქვეყ­ნად. თუმ­ცა, თქვე­ნი დე­დაც ძალ­იან ბევრ რა­მეში გგავ­დათ. ისიც თქვენ­სავით გა­ნათ­ლებული იყო და სა­ხით კი მთლად თქვე­ნი სუ­რა­თი, მე­რი. დია­ნა უფ­რო მა­მათ­ქვენს ჰგავს.
მე ისე ვამ­სგავ­სებდი მათ ერ­თმა­ნეთს, ვერ გეტყ­ვით, რა­ში პო­უ­ლობ­და მო­ხუ­ცი მსა­ხუ­რი გან­სხვა­ვე­ბას (სა­ბო­ლო­ოდ და­ვა­სკ­ვენი, რომ ის მსა­ხუ­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო). ორი­ვეს მშვენ­იერი სა­ხის კა­ნი და ნა­კვ­თები ჰქონ­და. გამ­ხდარნი, მაგ­რამ ტა­ნა­დები იყ­ვ­ნენ. გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა­ზე ეტ­ყობოდათ, რომ უკ­ეთ­ილშობილესი ზებ­უნებრივი თვი­სე­ბები ჰქონ­დათ და ამას­თა­ნა­ვე, გო­ნი­ერ­ნიც იყ­ვ­ნენ. ერ­თ-ერთს თმა უფ­რო მუ­ქი ჰქონ­და და თმის ვარც­ხნილობითაც გან­სხვავ­დებ­ოდა მეო­რისა­გან. მე­რის ღია წაბ­ლისფერი თმა შუა­ზე ჰქონ­და გა­ყო­ფი­ლი და სა­დად დაწ­ნუ­ლი. დია­ნას კი ყორ­ნის ფრთის­ფე­რი თმა კუ­ლულე­ბად ეფ­ინებ­ოდა მხრებ­ზე.
სა­ათ­მა ათი და­რე­კ­ა.
- დარ­წმუნებული ვარ, ვახ­შამი გინ­დათ, - გა­ნაც­ხა­და ჰა­ნამ. - ალ­ბათ, მის­ტერ სენტ-ჯო­ნიც მო­ში­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­დე­საც დაბ­რუნდე­ბა.
ის ვახ­შ­მის სამ­ზადისს შეუ­დგა. ახალ­გაზ­რდა ქა­ლები წამ­ოდგნენ, ჩან­და, სას­ტუმ­რო ოთახ­ში გას­ვლას აპ­ირებ­დნენ. აქამ­დე მა­თი ცქე­რით ისე ვი­ყა­ვი გარ­თუ­ლი, მათ­მა გა­რეგ­ნობამ და საუ­ბარ­მა იმ­დე­ნად და­მაი­ნტე­რე­სა, რომ სა­კუ­თარი გაჭ­ირვე­ბა თით­ქ­მის გა­და­მავ­იწყდა კი­დეც. ახ­ლა კი კვ­ლავ გან­მიახ­ლდა ყვე­ლა­ფერი. მთე­ლი ძა­ლით ვიგ­რ­ძე­ნი, რა უნუ­გე­შო და სას­ოწა­რკ­ვეთილ მდგო­მა­რეო­ბაში ვი­ყა­ვი; რა შეუ­ძლებ­ლად და უაზ­როდ მი­მაჩ­ნდა, შე­მეწ­უხებ­ინა ამ სახ­ლის ბი­ნა­დარნი. გა­მე­გებ­ინებ­ინა მათ­თ­ვის, რამ­დე­ნად უბე­დუ­რი ვი­ყა­ვი და რა გაჭ­ირვე­ბა მა­წა­მებ­და; მეთ­ხოვა, თავ­შე­სა­ფარი მიე­ცათ უსახ­ლკ­არო მო­ხეტ­იალისთვის. კარ­ზე ხელს ვა­ცე­ცებდი და გაუ­ბე­და­ვად და­ვა­კ­ა­კუ­ნე. ვიგ­რ­ძე­ნი, ჩე­მი უკ­ა­ნა­სკ­ნელი იმე­დი მხო­ლოდ ქი­მე­რა იყო. კა­რი ჰა­ნამ გამ­იღო.
- რა გინ­და? - მკი­თხა მან გან­ცვიფრებით და და­მათ­ვალ­იე­რა სან­თ­ლის შუქ­ზე, რო­მე­ლიც ხელ­ში ეჭ­ირა.
- შეი­ძლე­ბა თქვე­ნი სახ­ლის პატ­რონ ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს და­ვე­ლა­პა­რა­კო? - შე­ვე­კი­თხე.
- უკ­ე­თეს­ია, მე მითხ­რა, რაც მათ უნ­და უთხ­რა. საი­დან მოხ­ვე­დი?
- მე აქ უცხო ვარ.
- მე­რე აქ ასეთ დროს რა საქ­მე გაქვს?
- ღა­მის გა­სა­თევი მინ­და, ეზო­ში ან სად­მე სხვა­გან რაი­მე შენ­ობა თუ გაქვთ და ერ­თი ნა­ჭერი პუ­რი.
ყვე­ლა­ზე ძალ­იან უნ­დობ­ლო­ბის მეშ­ინოდა და ახ­ლა სწო­რედ ის ამ­ოვიკი­თხე ჰა­ნას სა­ხე­ზე.
- პუ­რის ნა­ტეხს მოგ­ცემთ, - მითხ­რა მან ცო­ტა ხნის შემ­დეგ, - მაგ­რამ ჩვენ არ შეგ­ვიძლია მა­წან­წა­ლას ღა­მის გა­სა­თევი მივ­ცეთ. ეს ვის გაუ­გონია?
- ნე­ბა მო­მე­ცი, შენს პატ­რონებს ვე­ლა­პა­რა­კო.
- არა, ამის ნე­ბას არ მოგ­ცემ. მათ რა უნ­და გაგ­იკ­ეთონ? ასეთ დროს რას და­ე­ხე­ტები, ნუ­თუ არ იცი, ეს რამ­დე­ნად სა­მარც­ხვინოა?
- თქვენც რომ გა­მაგდოთ, სად უნ­და წავ­იდე? რა უნ­და ვქნა?
- ოჰ, მე რა ვი­ცი, სად უნ­და წახ­ვიდე და რა უნ­და ქნა. რაც მთა­ვარ­ია, ნე­ტა ცუდს არა­ფერს ჩაი­დენ­დე. აი, აიღე ეს ფუ­ლი და წა­დი.
- ეგ ფუ­ლი საჭ­მ­ლის საყ­იდლად არ მეყ­ოფა და არც ძა­ლა შემ­წევს, გზა გან­ვაგრძო. ნუ მო­მი­ხუ­რავთ კარს, ოჰ, ღვთის გუ­ლის­ათ­ვის.
- უნ­და დავ­ხუ­რო, წვი­მა შე­მო­დის.
- უთხა­რით თქვენს ახალ­გაზ­რდა ქალ­ბატ­ონებს, შე­მიშ­ვით მათ­თან.
- იცო­დე, არ შეგ­იშვებ. შენ კარგ სულს არ ჰგავ­ხარ, თო­რემ ასეთ ხმა­ურს არ ატეხ­დი, წა­დი აქე­დან!
- მოვკვ­დები, თქვენ რომ აქე­დან გა­მაგდოთ.
- არა მგო­ნია. ძალ­იან ვში­შობ, რა­ღ­აც ცუ­დი გან­ზრახ­ვა უნ­და გქონ­დეს გულ­ში და ალ­ბათ, იმი­ტომ და­ე­ხე­ტები პატ­იოსანი ადამ­ია­ნების სახ­ლების ახ­ლომახლო. თუ ვინ­მე თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებიც გყავს სად­მე, სახ­ლის მძარც­ველი ქურ­დ­ბა­ცა­ცები ან სხვა მა­თი მსგავ­ს­ნი, შეგ­იძლია უთხ­რა, ჩვენ მარ­ტო­ნი არა ვართ. მა­მა­კ­აციც გვყავს სახ­ლ­ში, ძა­ღ­ლებიც და ია­რა­ღიც გვაქვს.
აქ კი პატ­იოსან­მა და გაუ­ტე­ხელ­მა მსახ­ურმა კა­რი მო­ხუ­რა და შიგ­ნი­დან ურ­დუ­ლით ჩა­კ­ე­ტა.
ეს უკ­ვე მეტ­ისმეტი იყო. ენით აუ­წე­რელ ტკი­ვილს გან­ვიც­დი­დი, სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბა მო­მე­ძა­ლა, გულს მი­პობ­და და ის ახ­ლა საგ­ულიდან ამ­ოვარ­დნას ლამ­ობდა. მარ­თლაც, იმ­დე­ნად დას­უსტებული ვი­ყა­ვი, ერ­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა და გან­ძრე­ვაც კი აღ­არ შე­მეძლო. სველ კი­ბე­ზე კა­რის ზღუ­რბლთან­ვე წავ­იქეცი. ვკვ­ნესოდი და ხე­ლებს ვიმ­ტ­ვ­რევ­დი აუ­წე­რელი დარ­დითა და ნა­ღ­ველით სავ­სე.
ოჰ, ეს სიკ­ვ­დი­ლის აჩ­რ­დი­ლი! ოჰ, ეს უკ­ა­ნა­სკ­ნელი წუ­თი, რა საშ­ინე­ლებით მი­ახ­ლოვდებ­ოდა! ოჰ, ეს სი­მარ­ტოვე და ჩემ­ივე მსგავს არ­სე­ბა­თა­გან გან­დევ­ნა!
მარ­ტოოდენ თავ­შე­საფრის იმე­დი რო­დი და­ვკ­არ­გე, მხნეო­ბა­მაც მიმ­ტყუ­ნა, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ წამ­იე­რად მოხ­და. ბო­ლოს ისევ შე­ვე­ცა­დე გონს მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.
- სიკ­ვ­დი­ლი დამ­რჩენ­ია, - ჩავ­ილა­პა­რაკე ჩემ­თ­ვის, - მაგ­რამ მე ხომ მწამს ღმერ­თი, ვეც­დები მის სურ­ვილს უდ­რ­ტ­ვინ­ვე­ლად და­ველოდო.
ეს სიტყ­ვე­ბი არა მარ­ტო გავ­იფიქრე, არა­მედ ხმა­მა­ღ­ლა წარ­მოვ­თ­ქ­ვი. მთე­ლი ჩე­მი უბედ­ურე­ბა უკ­ან გულ­ში ჩავ­იბრუნე. ახ­ლა ჩემს თავს ძა­ლას ვა­ტანდი, რომ აღუ­შფოთებ­ლად და უხ­მოდ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.
- ყვე­ლა ადამ­იანი უნ­და მოკვ­დეს, - ჩაი­ლა­პა­რაკა ვიღ­ა­ცამ ჩემ­თან სულ ახ­ლოს, - მაგ­რამ ყვე­ლას არა აქვს მის­ჯი­ლი ნელ­-ნე­ლა წა­მებით ამ­ოხდეს სუ­ლი და უდ­როო ბედ­ისწერით და­იღუპოს, რო­გორც ეს თქვენ გხვდათ წი­ლად, თუ აქ ასეთ უმ­წეო მდგო­მა­რეო­ბა­სა და გა­საჭირში და­იღუ­პებით.
- ვინ ან რა ლა­პა­რა­კობს? - ვი­კი­თხე შეშ­ინებ­ულმა მო­უ­ლოდ­ნე­ლი ხმის გაგ­ონე­ბა­ზე, რად­გან იმე­დის ნა­სახიც კი აღ­არ გა­მაჩ­ნდა, რომ ვინ­მე დამ­ხმა­რებ­ოდა. რა­ღ­აც გამ­ოსახ­ულე­ბა იდ­გა ჩემ­თან ახ­ლოს, მაგ­რამ რა გამ­ოსახ­ულე­ბა? უკუ­ნეთივით შა­ვი ღა­მე და ჩე­მი დას­უსტებული მხედ­ველ­ობა საშ­უა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და, რა­მე გა­მერ­ჩია. ახალ­მო­სუ­ლი დიდ­ხანს ძლიე­რად არახ­უნებ­და კარ­ზე.
- ეს თქვე­ნა ხართ, მის­ტერ სენტ-ჯონ? - იკი­თხა ჰა­ნამ.
- დი­ახ, დი­ახ, ჩქა­რა გა­აღე კა­რი.
- ოჰ, რო­გორ დას­ვე­ლებული და შეც­იებული იქ­ნე­ბით ამ საშ­ინელ ამინ­დ­ში. შე­მო­დით, თქვენ­მა დებ­მა აღ­არ იცი­ან, რა ქნან თქვენ­ზე ფიქ­რით. დარ­წმუნებული ვარ, ბო­რო­ტი ადამ­ია­ნები ბევ­რ­ნი და­ე­ხე­ტებ­იან ირ­გ­ვ­ლივ. აქ ვიღ­აც მათ­ხოვარი ქა­ლი უკ­ვე იყო. ხე­დავთ? თურ­მე არც კი წას­ულა. აქ­ვე წევს. ადე­ქი ახ­ლა­ვე! ნუ­თუ არ გრცხვენ­ია! წა­დი აქე­დან, გეუ­ბნები!
- ჰა­ნა, ჰა­ნა! რა­ღ­აც მაქვს მაგ ქალ­თან სათ­ქმელი. თქვენ შე­ას­რულეთ თქვე­ნი მო­ვა­ლეო­ბა და ის სახ­ლ­ში არ შე­უშ­ვით. ახ­ლა ნე­ბა მო­მე­ცით, მე შე­ვასრულო ჩე­მი მო­ვა­ლეო­ბა და შემ­ოვუშვა. ახ­ლოს ვი­დე­ქი და ორი­ვეს მო­გის­მი­ნეთ. ვფიქ­რობ, ეს რა­ღ­აც გან­სა­კუ­თრებული შემ­თხვე­ვა უნ­და იყოს. ბო­ლოს და ბო­ლოს, მე უნ­და გა­ვე­რკ­ვე ამ საქ­მეში. აბა, ახალ­გაზ­რდა ქა­ლო, ადე­ქით და შემ­იძეხით შინ.
დი­დი გაჭ­ირვებით წამ­ოვდექი და და­ვემ­ორჩილე. იმ­წუთ­ში­ვე ბუ­ხარ­თან სულ ახ­ლოს სუფ­თა და ნა­თელ სამ­ზა­რეულოში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. ვკ­ა­ნკ­ა­ლებდი და ძა­ლა მე­ლეო­და. ვი­ცო­დი, ქარ­იშხლისგან ასე გა­ნა­წა­მები, უც­ნა­ურ და საშ­ინელ შთა­ბეჭ­დილე­ბას მო­ვახ­დენდი მათ­ზე. ორი­ვე ახალ­გაზ­რდა ქა­ლი, მა­თი ძმა სენტ-ჯო­ნი და მო­ხუ­ცი მსა­ხუ­რი, ყვე­ლა და­კვ­ირვებით მომ­ჩე­რებ­ოდა.
- სენტ-ჯონ, ვინ არის ეს? - გავ­იგონე ერ­თ-ერ­თის შე­კი­თხვა.
- ვერ გეტყ­ვით: მე ის კარ­თან ვნა­ხე, - იყო პა­სუ­ხი.
- რა ფერ­მკრ­თალ­ია, - თქვა ჰა­ნამ.
- ისე გაფ­ითრებ­ულა, სიკ­ვ­დი­ლის ფე­რი ადევს, - გამ­ოე­პას­უხნენ მას, - სა­და­ცაა წაი­ქცე­ვა, დავ­სვათ.
მარ­თლაც, თავ­ბ­რუ და­მეხ­ვა. ვიქ­ცე­ო­დი, მაგ­რამ სკ­ამი მო­მაშ­ვე­ლეს. გო­ნე­ბა ჯერ კი­დევ არ და­მკ­არ­გოდა, თუმ­ცა ლა­პა­რა­კი არ შე­მეძლო.
- იქ­ნებ წყალ­მა მო­ას­ულიეროს. ჰა­ნა, მო­ი­ტა­ნე ცო­ტა წყა­ლი. მაგ­რამ საც­ოდავი მთლად ძა­ლა­გამ­ოცლილია, რა გამ­ხდარ­ია და სის­ხ­ლ­ნა­კლული!
- ნამ­დ­ვი­ლი აჩ­რდილია.
- ნე­ტა, ავა­დაა თუ მხო­ლოდ შიმ­ში­ლით მო­უ­ვი­და?
- საფ­იქრე­ბელ­ია, შიმ­ში­ლით. ჰა­ნა, ეს რძე­ა? მო­მაწ­ოდე და ერ­თი ნა­ჭერი პუ­რიც მო­ი­ტა­ნე. დია­ნამ (ის გრძე­ლი კუ­ლულებით ვი­ცა­ნი. რო­დე­საც ჩემ წინ დაი­ხა­რა, თა­ვი­სი თმით ისე ჩამ­ოე­ფა­რა ცეცხლს, რომ ვე­ღ­არ ვხე­დავდი) მო­ტე­ხა პუ­რი, რძე­ში ჩა­ას­ვე­ლა და ტუ­ჩებ­თან მო­მი­ტა­ნა. მი­სი სა­ხე სულ ახ­ლოს იყო ჩემ­თან და შევ­ნიშნე, რომ ზედ სიბ­რა­ლუ­ლი ეხა­ტებ­ოდა, თა­ნაც ისე აჩ­ქა­რებით სუნ­თ­ქავ­და. ვიგ­რ­ძე­ნი, თა­ნამ­იგრძნობდა კი­დეც. ასეთ­ივე იყო მი­სი სულ უბ­რა­ლოდ წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვე­ბიც, თით­ქოს ტკი­ვილების და­მაყ­უჩე­ბელი სით­ბო­თი ნათ­ქვამი: - სცა­დეთ, აბა, იქ­ნებ შე­ჭამოთ.
- დი­ახ, უნ­და სცა­დოთ, - გაი­მეო­რა მე­რიმ. მომ­ხა­და სვე­ლი ქუ­დი და თა­ვი ამ­იწია. რაც შემ­ომთა­ვა­ზეს, უარი არ მით­ქ­ვამს, გე­მო გავ­სინჯე, თუმ­ცა პირ­ვე­ლად უსი­ცოცხ­ლოდ, მაგ­რამ შემ­დეგ კი მო­უთ­მენ­ლად.
- ამ­დენი ერ­თად სა­ჭი­რო არ არის, შე­ა­ჩე­რეთ, - თქვა ძმამ, - ამ­ჯე­რად უკ­ვე სა­კ­მარ­ისია, - და მან რძი­ა­ნი ფინ­ჯა­ნი და პუ­რის თეფ­ში იქით გას­წია.
- ცო­ტა კი­დევ მივ­ცეთ, სენტ-ჯონ, შე­ხე­დეთ, რა დამ­შეული თვა­ლით გვი­ყუ­რებს.
- მე­ტი არ შეი­ძლე­ბა უცებ, ჩე­მო კარ­გო. აბა, სცა­დე, რა­მე ათ­ქმევინო. სა­ხელი ჰკი­თხე.
ვგრძნობ­დი, ლა­პა­რა­კი შე­მეძლო და ვუ­პას­უხე: - ჩე­მი გვა­რი და სა­ხელი ჯე­ინ ელ­იოტია.
ვში­შობ­დი ჩე­მი ვი­ნაო­ბა არ გა­მჟ­ღ­ავ­ნებულიყო და გა­დავ­წყვიტე, რა­მე გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხელი და გვა­რი მეთ­ქვა.
- სად ცხოვ­რობ? სა­და გყავს მეგ­ობრები?
ვდუმ­დი.
- შეი­ძლე­ბა შენს ახ­ლობლებ­თან გავ­გზავნოთ კა­ცი მო­საყ­ვა­ნად?
თა­ვი გა­ვაქ­ნიე.
- რა შეგ­იძლია გვითხ­რა შენ­ზე?
რად­გან ამ სახ­ლის ზღურბლს გა­და­ვაბ­იჯე და მის პატ­რონებს პი­რის­პირ შევ­ხ­ვ­დი, თავს დევ­ნილ მა­წან­წა­ლად და ქვეყ­ნიე­რებ­ისგან უარ­ყოფილად აღ­არ ვგრძნობ­დი. გავ­იფიქრე, მათ მათ­ხოვრად აღ­არ ვჩვე­ნებოდი და კვ­ლავ აღ­მედ­გინა ჩე­მი ჩვეუ­ლებრივი ქცე­ვები და თვი­სე­ბები. რო­დე­საც გონს მო­ვე­დი და მის­ტერ სენ­ტ-ჯონ­მა მთხო­ვა, ჩემ­ზე რა­მე მე­ამ­ბნა, იმ­დე­ნად სუს­ტად ვი­ყა­ვი, რომ იმ­წუ­თას ამას ვერ შევ­ძლებდი და მცი­რეო­დენი დაყ­ოვნების შემ­დეგ ვუ­პას­უხე:
- სერ, ამ სა­ღ­ამოს დაწ­ვრილებით ვე­რა­ფერს გი­ამ­ბობთ.
- მაშ, - მითხ­რა მან, - კი­დევ რით შემ­იძლია გემ­სახუროთ?
- გმად­ლობთ, არა­ფერ­ია სა­ჭი­რო, - ვუ­პას­უხე მე. მხო­ლოდ ასე­თი მოკ­ლე პას­უხებ­ისთვისღა მყოფ­ნი­და ძა­ლა.
დია­ნა საუ­ბარში ჩა­ერ­ია.
- გინ­დათ თქვათ, - მკი­თხა მან, - რომ ჩვენ უკ­ვე და­გეხ­მა­რეთ და ახ­ლა, ამ წვი­მა­სა და ბნელ­ში, შამ­ბნარით და­ფარულ გაუ­ვალ გზა­ზე, შეი­ძლე­ბა მარ­ტოდმარტო გაგ­იშვათ?
დია­ნას გა­დავ­ხე­დე და გავ­იფიქრე, რომ შე­სან­იშნავი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა ჰქონ­და. მის სა­ხე­ზე რო­გორც ნებ­ისყოფას, ისე სიკ­ე­თეს ამ­ოიკი­თხავდით. უეც­რად ძა­ლა მო­ვიკრ­იბე, მის გულ­შე­მა­ტკი­ვარ მზე­რას ღი­მი­ლი შე­ვა­გე­ბე და ვუთხა­რი: - მე თქვენ გენ­დო­ბით. უპატ­რო­ნო, მო­ხეტ­ია­ლე და მა­წან­წა­ლა ძა­ღლიც რომ ვი­ყო, ვი­ცი, ასეთ ღა­მეში გა­რეთ აღ­არ გა­მაგ­დებთ. არაფ­რის ში­ში აღ­ა­რა მაქვს, ისე მო­მე­ქეცით, რო­გორც გე­ნებოთ და რო­გორც ფიქ­რობთ. ბო­დიშს ვიხ­დი, რომ დიდ­ხანს ვერ გე­საუ­ბრებით და ბევ­რი ლა­პა­რა­კის ძა­ლაც არ შემ­წევს. სუნ­თ­ქ­ვა მიმ­ძიმს და ყე­ლის ძა­რღ­ვები მეჭ­იმე­ბა, რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობ.
სამ­ივემ გად­მომხე­და და დად­უმდა.
- ჰა­ნა, - უთხ­რა ბო­ლოს მის­ტერ სენ­ტ-ჯონ­მა, - ის აქ იჯ­დეს და ცო­ტა ხანს ნუ­რა­ფერს ჰკი­თხავთ. ათი წუ­თის შემ­დეგ დარ­ჩენილი რძე და პუ­რი მი­ე­ცით. მე­რი, დია­ნა, წავ­იდეთ სას­ტუმ­რო ოთახ­ში და იქ მო­ვი­ლა­პა­რა­კოთ!
გავ­იდნენ. ერ­თი ახალ­გაზ­რდა ქალ­თა­განი მა­ლე­ვე უკ­ან შემ­ობრუნდა. არ ვი­ცი, რო­მე­ლი იყო, რად­გან მხი­არ­ულად მო­გიზ­გი­ზე ცეც­ხლთან გა­რინ­დუ­ლი ვი­ჯე­ქი. მან რა­ღ­აც უბ­რ­ძა­ნა ჰა­ნას. მა­ლე მსა­ხუ­რის დახ­მა­რებით იმ­დე­ნი მო­ვა­ხერ­ხე, კი­ბე­ზე ავე­დი. ამო­წუ­წუ­ლი, სვე­ლი ტან­საც­მელი გა­მაძ­ვრეს და თბილ­სა და მშრალ სა­წოლ­ში ჩა­მაწ­ვინეს. ღმერთს მად­ლობა! მათ­დამი მად­ლიე­რების გრძნო­ბამ სი­ხა­რუ­ლით ამან­თო და მა­ლეც ჩა­მეძ­ინა.


თა­ვი ოც­და­მეც­ხრე

რა მოხ­და შემ­დეგი სა­მი დღ­ე­-ღ­ამის გან­მავ­ლობაში, ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს. მახ­სენ­დე­ბა მხო­ლოდ რამ­დენ­იმე შეგ­რძნე­ბა. არც ფიქ­რი და არც მოძ­რაო­ბა არ შე­მეძლო. მაგ­ონდე­ბა, პა­ტა­რა ოთახ­ში ვიწ­რო სა­წოლ­ში ვი­წე­ქი. ასე მეგ­ონა, ამ სა­წოლს შე­ვე­ზარ­დე-­მეთქი. გაქ­ვა­ვებულივით ვი­ყა­ვი. ლო­გი­ნი­დან მო­შო­რე­ბა თით­ქ­მის ჩემს სიკ­ვ­დილს ნიშ­ნავ­და. დრო­ის შეგ­რძნე­ბა და­ვკ­არ­გე: ვერ ვამ­ჩნევდი, რო­გორ იც­ვ­ლებ­ოდა დი­ლა შუა­დღით, შუა­დღე - სა­ღ­ამოთი. მხო­ლოდ იმას ვგრძნობ­დი, ვინ­მე თუ შემ­ოვიდოდა ოთახ­ში ან გავ­იდოდა. იმა­საც გეტყო­დით, ვინ იყ­ვ­ნენ ისი­ნი, თუ მო­საუ­ბრე იქ­ვე ჩემ­თან ახ­ლოს იყო. მეს­მოდა, რა­საც მეუ­ბნებ­ოდნენ, მაგ­რამ პა­სუ­ხის გა­ცემის თა­ვი არ მქონ­და. ძა­ლა არ შემ­წევ­და, ბა­გე გა­მეხ­სნა ან თუნ­დაც გავ­ნძრეუ­ლიყავი. ჰა­ნა, მო­სამ­სახ­ურე ქა­ლი, ჩე­მი ყვე­ლა­ზე ხში­რი სტუ­მა­რი იყო. მი­სი შემ­ოსვლა მაწ­უხებ­და. ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, თით­ქოს ჩე­მი თავ­იდან მო­შო­რე­ბა სურ­და; ვგრძნობ­დი, ჩე­მი არ ეს­მოდა და არც ჩემს მდგო­მა­რეო­ბას უწევ­და ან­გარიშს; არ მოვ­წონ­დი, რად­გან ცუდს ფიქ­რობ­და ჩემ­ზე. დია­ნა და მე­რი ერ­თხელ ან ორ­ჯერ შემ­ოვიდოდნენ ოთახ­ში, საწ­ოლთან მო­ვი­დოდ­ნენ და ჩურ­ჩუ­ლით გა­ა­ბამ­დნენ ასეთ საუ­ბარს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი