ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილიXII)
font-large font-small
ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილიXII)


ცო­ტა და­ვა­ყოვ­ნე, მე­უცხო­ვა ასე­თი გაბ­მუ­ლი რეკ­ვა, თით­ქოს უცხო­ე­თი­დან მი­კავ­შირ­დე­ბო­და ვი­ღაც, მე­რე კი ვუ­პა­სუ­ხე, ალო-მეთ­ქი.
- გა­მარ­ჯო­ბა, ანი­კა! - მო­მეს­მა მირ­ზას ხმა.
რო­გორ ცი­ვად მო­მე­სალ­მა... თუმ­ცა, რა გა­საკ­ვი­რია, მე ხომ უკ­ვე და­მითხო­ვა სამ­სა­ხუ­რი­დან. მა­ინც ჩე­მი და­მე­მარ­თა, მი­სი ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე ხელ-ფე­ხი გა­მი­ცივ­და.
- არ გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ორი­ვე ავ­ჩ­ქარ­დით? - და­იწყო ჩემ­მა ექ­ს­შეფ­მა, - მგო­ნი, სიტყ­ვას სიტყ­ვა მოჰ­ყ­ვა, გი­ნე­ბას გი­ნე­ბა... გავ­ცხარ­დით.
- მე შენ­თ­ვის არ შე­მი­გი­ნე­ბია.
- არც მე. - გა­ი­ცი­ნა.
- აბა, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე?
- ეგეც სიტყ­ვას მოჰ­ყ­ვა, - ისევ გა­ი­ცი­ნა.
გუ­ლი ამო­ვარ­დ­ნა­ზე მქონ­და. რას ამ­ბობს? რა­ში სჭირ­დე­ბა ასე ლა­პა­რა­კი? ნე­ტავ სა­ით უმიზ­ნებს? მეს­მო­და მი­სი ხმა და გულ­ზე სალ­ბუ­ნი­ვით მე­დე­ბო­და. მთე­ლი არ­სე­ბით ვებ­რ­ძო­დი უცებ მო­ვარ­დ­ნილ სიყ­ვა­რუ­ლის ტალ­ღას, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, მზად ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფერ­ზე დავ­თან­ხ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი. მი­სი ერ­თი შე­მო­ძა­ხი­ლი და ეგ­რე­ვე მას­თან გავ­ჩ­ნ­დე­ბო­დი.
- შენ შე­იძ­ლე­ბა აჩ­ქარ­დი, მაგ­რამ მე არა! - მა­ინც ჯი­უ­ტად წა­მო­ვაყ­რან­ტა­ლე და თმა­ზე ვი­ტა­ცე ხე­ლი, რომ ძლი­ე­რად მო­მე­ქა­ჩა და ჩე­მი თა­ვი მე­ვე და­მე­სა­ჯა.
- კარ­გი, საკ­მა­რი­სია, რაც ვებ­რ­ძო­ლეთ ერ­თ­მა­ნეთს. ჩათ­ვა­ლე, რომ ეს დუ­ე­ლი მე წა­ვა­გე. შენ ახ­ლა სამ­სა­ხუ­რი ჰა­ე­რი­ვით გჭირ­დე­ბა, ამი­ტომ მო­დი, და­ვი­ვიწყოთ რაც იყო და და­უბ­რუნ­დი შენს საქ­მეს. - ისე ჩქარ-ჩქა­რა ლა­პა­რა­კობ­და, თით­ქოს ეში­ნო­და, ყურ­მი­ლი არ და­მე­კი­და და სა­ნამ ამას გა­ვა­კე­თებ­დი, სათ­ქ­მე­ლი მო­ეს­წ­რო.
- ჩემს დარ­წ­მუ­ნე­ბას ცდი­ლობ, არა? - ისევ ვიკ­ბი­ნე­ბო­დი, რად­გან მივ­ხ­ვ­დი, სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ჩე­მი სიბ­რა­ლუ­ლის გა­მო მთა­ვა­ზობ­და და არა სიყ­ვა­რუ­ლის. ბრა­ზი უფ­რო და უფ­რო მე­რე­ო­და. რო­გორ მი­ბე­დავს ამის თქმას?
- რა შტე­რი გო­გო ხარ! - საყ­ვე­დუ­რი გა­უ­რია ხმა­ში.
- დი­ა­ხაც! ეს ჩე­მი ცხოვ­რე­ბაა და რო­ცა მო­მინ­დე­ბა, მა­შინ ვიქ­ნე­ბი შტე­რი! ჩე­მი უმუ­შევ­რო­ბა კი შენ არ გე­ხე­ბა! შე­ნი საქ­მე არ არის, რა მჭირ­დე­ბა და რა არა, - ღვარ­ძ­ლი­ა­ნად ჩავ­ძა­ხე ყურ­მილს და ისე გა­ვაგ­დე ხე­ლი­დან, თით­ქოს შხა­მი­ა­ნი გვე­ლი მჭე­რო­და...
ამ­ბო­ბენ, შე­ნი ბე­დის მჭე­დე­ლი შენ თვი­თონ ხა­რო. მა­შინ ვინ­მემ წა­მარ­თ­ვას ეს სამ­ჭედ­ლო, რად­გან აშ­კა­რად რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბას ვჭე­დავ. სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნე­ბი არ იქ­ცე­ვი­ან ისე, რო­გორც მე ვიქ­ცე­ვი. ან იქ­ნებ სწო­რა­დაც ვიქ­ცე­ვი? იქ­ნებ ასე ჯო­ბია ჩე­მი ხვა­ლინ­დე­ლი დღის­თ­ვის? მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბით ვე­რა­ფერს მო­ვი­გებ, დი­დი-დი­დი, ცო­ტა ხნით პა­ტი­ვი დამ­დოს და მი­სი საყ­ვარ­ლის ამ­პ­ლუა მო­მარ­გოს და მე­რე? რა­ტომ ვა­ლა­პა­რა­კო ნაც­ნო­ბე­ბი, თა­ვის უფ­როსს და­უწ­ვაო? არ მხიბ­ლავს ასე­თი იარ­ლი­ყი, არც არას­დ­როს მხიბ­ლავ­და. ვი­საც ხიბ­ლავს, იმან შე­ირ­გოს.
აქამ­დე სულ ვამ­ხ­ნე­ვებ­დი ჩემს თავს, შენს ქუ­ჩა­ზეც მო­ვა გა­ზაფხუ­ლი-მეთ­ქი, ახ­ლა კი დავ­ფიქ­რ­დი - იქ­ნებ მე სულ სხვა ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ?
სა­წოლ­ზე მი­ვეგ­დე და ავ­ქ­ვი­თინ­დი...

შა­ბა­თიც მო­ახ­ლოვ­და. დი­ლით ერთ ფირ­მას ჰქონ­და ვა­კან­სია გა­მოცხა­დე­ბუ­ლი და იქ ვი­ყა­ვი, ტეს­ტი­რე­ბა გა­ვი­ა­რე და დავ­ბ­რუნ­დი. უკე­თეს ხა­სი­ათ­ზე დავ­დე­ქი. წი­ნა დღე­ე­ბი არ ვი­ცი, რო­გორ გა­და­ვი­ტა­ნე. ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ­დი. ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე, რომ მირ­ზა­ზე არ მე­ფიქ­რა, მაგ­რამ თავს ვე­რა­ფე­რი მო­ვუ­ხერ­ხე. რა­საც ხელს მოვ­კი­დებ­დი, თით­ქოს მის სა­ხელს ყვი­რო­და.
ბე­ბი­ას­თან ხომ არ წა­ვი­დე? გულს ცო­ტა ხნით მა­ინც გა­და­ვა­ყო­ლებ, მაგ­რამ რომ გა­მაფ­რ­თხი­ლა, არ ჩა­მოხ­ვი­დეო? გეგ­მე­ბი მაქ­ვ­სო? იქ­ნებ შე­ეც­ვა­ლოს "გეგ­მე­ბი" და გა­მი­მარ­თ­ლოს? აი, ტორტს ვი­ყი­დი. მარ­თა­ლია, ახ­ლა უკ­ვე მე­ნა­ნე­ბა ფუ­ლის და­ხარ­ჯ­ვა, მაგ­რამ არა უშავს, ათ ლარს რო­გორ­მე აიტანს ჩე­მი ჯი­ბე. ბო­ლოს და ბო­ლოს, რომც გა­მი­ჭირ­დეს, ათი ლა­რი ვე­რა­ფერს მიშ­ვე­ლის.
ცო­ტა­თი დავ­მ­შ­ვიდ­დი. ისე­დაც, ორი დღეა, უკეთ ვარ, ძვე­ლე­ბუ­რად აღარ ვშფო­თავ. ალ­ბათ იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ იმ ვაჟ­ბა­ტონს მე­რე აღარ და­უ­რე­კავს. მგო­ნი, კარ­გი ვქე­ნი, ასე რომ ვე­ლა­პა­რა­კე. ამა­ში ახ­ლა სრუ­ლი­ად დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ. რაც და­იმ­სა­ხუ­რა, ის მი­ი­ღო. ნე­ტავ თუ გაფ­რინ­და იმ თა­ვის გერ­მა­ნი­ა­ში, თუ სად ჯან­და­ბა­შიც მი­დი­ო­და? ისევ მო­მე­წუ­რა გუ­ლი და ამე­შა­ლა სევ­და... ვე­რა, ვერ ვი­ვიწყებ­დი...
წა­ვე­დი ბე­ბი­ას­თან... თბი­ლი ამინ­დი იყო, თე­ბერ­ვა­ლი დღე­ებს ით­ვ­ლი­და. სა­ცაა, გა­ზაფხუ­ლი შე­მო­ვა, ალ­ბათ დი­დი ზარ-ზე­ი­მით, წვი­მით და ჭე­ქა-ქუ­ხი­ლით, მაგ­რამ მე­რე რა? გა­ზაფხუ­ლია და სჩვე­ვია ასე. სხვა­ნა­ი­რად რო­გორ უნ­და გა­ი­გო მი­სი მოს­ვ­ლა? მარ­ტი უბე­დუ­რის ერ­თია, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იწყებს ჭირ­ვე­უ­ლო­ბას ტოქ­სი­კო­ზი­ა­ნი ორ­სუ­ლი­ვით. სა­მა­გი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი გამ­წ­ვან­დე­ბა, წილ­კა­ნიც უფ­რო გა­ლა­მაზ­დე­ბა, ნუ­შის ყვა­ვი­ლე­ბით გა­და­ი­პენ­ტე­ბა იქა­უ­რო­ბა. უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბრო­წე­უ­ლის ყვა­ვი­ლე­ბი აენ­თე­ბა. თან რო­გორ მიყ­ვარს ბრო­წე­უ­ლის ყვა­ვი­ლე­ბი, სახ­ლე­ბის ღო­ბე­ებ­სა თუ გა­ლავ­ნებ­ზე რომ გად­მო­ეწყო­ბა აელ­ვა­რე­ბუ­ლი ტო­ტე­ბით...
სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სი­დან ცო­ტა ად­რე ჩა­მო­ვე­დი, რად­გან ვი­ღა­ცე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და ორი ნა­ბი­ჯის გუ­ლის­თ­ვის აღარ ღირ­და მან­ქა­ნით გზის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ფე­ხით და­ვუ­ყე­ვი ას­ფალტს. აი, ბე­ბი­ა­ჩე­მის სახ­ლიც გა­მოჩ­ნ­და. იმ იმე­დით შე­ვა­ღე ჭიშ­კა­რი, რომ ბე­ბია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მიხ­ვ­დე­ბო­და, ტორ­ტ­ზე და­მეწ­ვე­ო­და და სა­ღა­მოს თბი­ლის­შიც გა­მომ­ყ­ვე­ბო­და. მარ­ტო ყოფ­ნა ბო­ლო დღე­ებ­ში აუტა­ნე­ლი გახ­და, ამი­ტომ მინ­დო­და, რამ­დე­ნი­მე დღე მა­ინც ჩემ­თან დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და ხმის გამ­ცე­მი მყო­ლო­და. თუნ­დაც ნერ­ვე­ბი მო­ე­შა­ლა, ოღონდ ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. წილ­კან­ში ვერ გავ­ჩერ­დე­ბო­დი, რად­გან სამ­სა­ხუ­რის საქ­მე სას­წ­რა­ფოდ უნ­და მო­მეგ­ვა­რე­ბი­ნა.
ამ ფიქ­რებ­ში ვი­ყა­ვი, სახ­ლის კარს რომ მი­ვა­დე­ქი, მაგ­რამ ჩა­მი­ვარ­და კოვ­ზი ნა­ცარ­ში - და­კე­ტი­ლი დამ­ხ­ვ­და. გა­მო­დის, ნი­ნუ­ცას მარ­თ­ლა ჰქო­ნია სხვა "გეგ­მე­ბი"...
ვე­ნე­რას­თან გა­და­ვალ, იქ­ნებ იმან იცო­დეს, სა­ით აიღო გე­ზი ამ ქალ­მა. ის ხომ ბე­ბოს მეთ­ვალ­ყუ­რე და დამ­ხ­მა­რეა. კი­დევ კარ­გი, ვე­ნე­რა არ­სე­ბობს, თო­რემ არ ვი­ცი, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და. ასე­თი გუ­ლის­ხ­მი­ე­რი მე­ზო­ბე­ლი მე­ო­რე არ მე­გუ­ლე­ბა.
მე­ზობ­ლის ჭიშ­კარს მი­ვა­დე­ქი და ნა­ტოს და­ვუ­ძა­ხე, შვი­ლიშ­ვილს. ბავ­შ­ვი მა­შინ­ვე გა­მო­ვარ­და გა­რეთ და სირ­ბი­ლით გა­მო­იქ­ცა, კა­რი გა­მი­ღო.
- ვე­ნე­რა ბე­ბო სახ­ლ­შია, ნა­ტო?
- კი, - მოკ­ლედ მი­პა­სუ­ხა ყუ­რე­ბამ­დე გა­ღი­მე­ბულ­მა.
- ტორ­ტი მო­ვი­ტა­ნე. ხომ გიყ­ვარს? - მუ­ყა­ოს ყუ­თი მაღ­ლა ავ­წიე და და­ვა­ნახ­ვე.
- კი, - ისევ ისე, ლა­კო­ნი­უ­რი და ბავ­შ­ვუ­რი პა­სუ­ხი გამ­ცა.
ამა­სო­ბა­ში ვე­ნე­რაც მო­ად­გა ჭიშ­კარს.
- შენ გე­ნაც­ვა­ლე, ჩე­მო და­ხა­ტუ­ლო, მოგ­ვა­კითხე ბებ­რებს, არა? - ხე­ლე­ბი გა­შა­ლა ქალ­მა და ისე ხმა­უ­რი­ა­ნად გა­დამ­კოც­ნა, თით­ქოს წლე­ბის უნა­ხა­ვი ვყავ­დი, თან გულ­ში მიკ­რავ­და თა­ვი­სი დი­დი ძუ­ძუ­ე­ბით.
- რო­გორ ხართ, ვე­ნე­რა დე­ი­და? ისე­თი და­ვა­ლე­ბუ­ლი ვარ თქვენ­გან, რომ ერ­თხელ ვერ გე­ცით პა­ტი­ვი, რო­გორც მე მინ­და ისე, - მო­ვუ­ბო­დი­შე.
- რას ამ­ბობ, შვი­ლო, რა პა­ტი­ვი, გა­ნა რას ვა­კე­თებ ამის­თა­ნას. ეჰ, ნე­ტავ ყვე­ლამ მი­ვაღ­წი­ოთ ნი­ნუ­ცას ასა­კამ­დე. არა­ვინ იცის, ჩვენ რო­გო­რი სი­ბე­რე გვექ­ნე­ბა. მთლად პა­ტა­რა არც მე ვარ, მაგ­რამ რა ვქნა, კა­ცო, არ ვგრძნობ თავს და­ბე­რე­ბუ­ლად და რა გა­ვა­კე­თო? - ატე­ხა სი­ცი­ლი ვე­ნე­რამ.
- აი, ეს ტორ­ტი... ნა­ტოს მო­ვუ­ტა­ნე, გა­უ­ხარ­დე­ბა-მეთ­ქი. რა­მო­დე­ნა გო­გო გაზ­რ­დი­ლა, კარ­გა ხა­ნია, არ მი­ნა­ხავს.
- აბა, ეგა თქვი, ისე უცებ გა­ვარ­და სი­მაღ­ლე­ში, კლა­სე­ლე­ბი ვე­ღარ ეწე­ვი­ან... ეს რად გინ­დო­და, ანი­კა, გე­ნაც­ვა­ლე, ტორ­ტის გა­რე­შე ვერ მი­გი­ღებ­დი, თუ რა? შე­მო­დი, შვი­ლო, შე­მო­დი, სა­ნამ ბე­ბი­ა­შე­ნი მო­ვა, დარ­ჩი ჩემ­თან, თუმ­ცა გა­სა­ღე­ბი კი და­მი­ტო­ვა ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის.
- სად წა­ვი­და, ხომ არ იცით?
- რო­გორ არ ვი­ცი, გე­ნაც­ვა­ლე! ისე­თი გა­შან­შა­ლე­ბუ­ლი მან­ქა­ნით მო­ა­კითხა იმ მირ­ზაშ­ვი­ლის მძღოლ­მა, ნი­ნუ­ცა ცო­ტა ახალ­გაზ­რ­და რომ იყოს, ვი­ფიქ­რებ­დი, პა­ე­მა­ნი და­უ­ნიშ­ნა-მეთ­ქი, - ჩაბ­ჟირ­და ვე­ნე­რა, თან ხელ­კა­ვი გა­მომ­დო და სახ­ლის­კენ მი­მა­ვალ ბი­ლიკს და­ვუ­ყე­ვით, მაგ­რამ მირ­ზას გვა­რის ხსე­ნე­ბამ ად­გილ­ზე გა­მაქ­ვა­ვა.
რაო, რა გვა­რი ახ­სე­ნა? ხომ არ მო­მეჩ­ვე­ნა?
- ვინ მო­ა­კითხა, ვე­ნე­რა დე­ი­და?
- მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლის მძღოლ­მა, დე­დი­კო. სა­დი­ლად და­პა­ტი­ჟა. ასე და­მი­ბა­რა, სტუმ­რად მივ­დი­ვარ მირ­ზაშ­ვი­ლებ­თა­ნო. გე­ცო­დი­ნე­ბა ალ­ბათ შენ, ვინ­ცაა.
გა­ო­ცე­ბის­გან პი­რი და­ვა­ღე, ლა­მის გუ­ლი შე­მი­ღონ­და.
ღმერ­თო, სა­დი­ლად მირ­ზა მირ­ზაშ­ვილ­თა­ნო... თვალ­წინ ყვე­ლა­ფე­რი ატ­რი­ალ­და, თით­ქოს ჰა­ერ­ში გა­მო­ვე­კი­დე, ფე­ხებს ვე­ღარ ვგრძნობ­დი. აი, ეგ­ღა აკ­ლ­და ჩემს სრულ ბედ­ნი­ე­რე­ბას! სა­ი­დან, რო­გორ?
- ცუ­დად ხომ არ ხარ, შვი­ლო? - სა­ხე­ლო­ზე დამ­ქა­ჩა ვე­ნე­რამ.
- არა, არა­ფე­რია... - სა­ცო­და­ვად გა­ვუ­ღი­მე მე­ზობ­ლის ქალს.
- წა­მო, კარ­გი ჩაი უნ­და და­გა­ლე­ვი­ნო, გუ­რი­ი­დან ჩა­მო­მი­ტა­ნა ჩემ­მა ბიჭ­მა ამას წი­ნათ.
- დი­დი მად­ლო­ბა, ვე­ნე­რა დე­ი­და, მაგ­რამ ვერ შე­მო­ვალ, თბი­ლის­ში უნ­და გავ­ბ­რუნ­დე. მინ­დო­და, ბე­ბია თან წა­მეყ­ვა­ნა, იმი­ტომ უფ­რო ჩა­მო­ვე­დი, გა­სა­ჩე­რებ­ლად არ მცა­ლია.
ჩე­მი უარი შორს და­ი­ჭი­რა ვე­ნე­რამ, მაგ­რამ მა­ინც არ დავ­რ­ჩი. ტორ­ტი ხელ­ში შე­ვა­ჩე­ჩე მო­ქა­ქა­ნე ქალს და გა­ჩე­რე­ბის­კენ წავ­ლას­ლას­დი.
სა­დი­ლად მი­იწ­ვი­ე­სო... გო­ნე­ბა დავ­ძა­ბე, ვცდი­ლობ­დი, გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა - ერ­თხელ მა­ინც თუ მით­ქ­ვამს ბე­ბი­ა­ჩე­მის­თ­ვის, სად ცხოვ­რობს მირ­ზა? არა, არ მით­ქ­ვამს, თუმ­ცა ამას ახ­ლა რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს? თუ მძღოლ­მა მო­ა­კითხა, ესე იგი, ის მი­იყ­ვან­და იქამ­დეც. მძღო­ლიო... არას­დ­როს მი­ნა­ხავს მძღოლ­თან ერ­თად, სულ მარ­ტო და­ა­ტა­რებს თა­ვის მან­ქა­ნას და ახ­ლა სა­ი­დან გა­მო­აცხო მძღო­ლი?
არ მახ­სოვს, რო­გორ ჩა­მო­ვაღ­წიე თბი­ლი­სამ­დე. ერ­თი სუ­ლი მქონ­და, მის სახ­ლამ­დე რო­დის მი­ვაღ­წევ­დი, ამი­ტომ ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე. უკ­ვე აღარ მე­დარ­დე­ბო­და, ფუ­ლი ასე უაზ­როდ რომ მე­ლე­ო­და უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნილს.
გე­ზი პირ­და­პირ მირ­ზას სახ­ლის­კენ ავი­ღე. რო­გორც ვი­ცი, ახ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში უნ­და იყოს. ნე­ტავ ვინ უმას­პინ­ძ­ლა ნი­ნუ­ცას მის მა­გივ­რად? რას ვი­ცი­ნებ, ის ნი­ნო რომ დამ­ხ­ვ­დეს ახ­ლა ბე­ბი­ას­თან ერ­თად სუფ­რა­ზე გა­მო­ჭი­მუ­ლი...
ნე­ტავ წათ­რე­უ­ლი იქ­ნე­ბო­დეს... არ შე­მიძ­ლია მი­სი ირო­ნი­უ­ლი ღი­მი­ლის და­ნახ­ვა. არა, გა­მო­რიცხუ­ლია, არ გაფ­რე­ნი­ლი­ყო. ბე­ბი­ას გა­მო საქ­მეს არ გა­და­დებ­და. ბი­ლეთს ხომ არ გა­ა­უქ­მებ­და? იქ­ნებ წი­ნა დღე­ებ­ში და­პა­ტი­ჟა და ბე­ბოს აერია? მა­გის სკლე­რო­ზის გა­დამ­კი­დე, გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. ვა­ი­თუ სად­მე აქ­ვე და­ბო­რი­ა­ლობს გზა­აბ­ნე­უ­ლი... ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე გა­მაჟ­რ­ჟო­ლა და შიშ­ნა­რე­ვი მზე­რა მო­ვავ­ლე იქა­უ­რო­ბას, რო­გორც კი ტაქ­სი­დან გად­მო­ვე­დი. ახ­ლო­მახ­ლო კა­ციშ­ვი­ლი არ ჭა­ჭა­ნებ­და. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მირ­ზას­თან სახ­ლ­ში ვინ­მე დამ­ხ­ვ­დეს...
სა­დარ­ბა­ზო­ში შე­ვე­დი და სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად შევ­ვარ­დი ლიფ­ტ­ში. მე­ექ­ვ­სე სარ­თუ­ლის ღი­ლაკს თი­თი მი­ვა­ჭი­რე და გა­მო­ვე­დი თუ არა კა­ბი­ნი­დან, აკან­კა­ლე­ბუ­ლი თი­თი ახ­ლა ზა­რის ღი­ლაკს და­ვა­ჭი­რე. სულ რამ­დე­ნი­მე წა­მი და კა­რიც გა­ი­ღო...
ზღურ­ბ­ლ­ზე მირ­ზაშ­ვი­ლი აის­ვე­ტა! ამას აქ რა უნ­და? ახ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში არ უნ­და იყოს?
- ბე­ბი­ა­ჩე­მი აქაა? გა­მარ­ჯო­ბა, - გამ­შ­რა­ლი ტუ­ჩე­ბით ძლივს ამოვ­ღერ­ღე და უზარ­მა­ზა­რი ნერ­წყ­ვი გა­და­ვა­გო­რე აღელ­ვე­ბულ­მა.
ჩე­მი შე­კითხ­ვა უპა­სუ­ხოდ დარ­ჩა.
ერ­თხანს უხ­მოდ შევ­ც­ქე­რო­დით ერ­თ­მა­ნეთს. ბო­ლოს მზე­რა ავა­რი­დე, ვე­ღარ ვუძ­ლებ­დი მის გა­მო­ხედ­ვას.
- შე­მო­დი, რას დგა­ხარ? გა­გი­მარ­ჯოს, - შე­მი­პა­ტი­ჟა და მო­მე­სალ­მა.
დამ­ნა­შა­ვე­სა­ვით შე­ვა­ბი­ჯე თით­ქოს ცი­დან ჩა­მო­ვარ­დ­ნი­ლი ყო­ფი­ლი შე­ფის ბი­ნა­ში. ჰო­ლი გა­ვი­ა­რე და სას­ტუმ­რო ოთახ­ში ამოვ­ყა­ვი თა­ვი. ფხიზ­ლად უნ­და ვი­ყო, რა­მე მა­ხეს არ მი­გებ­დეს... მა­ინც რამ­დე­ნი დი­ვა­ნი დგას ამ ოთახ­ში... არა, დი­ვან­ზე ფიქ­რი არ გა­მო­მად­გე­ბა...
- ბე­ბი­ა­ჩე­მი ისევ... - მირ­ზას მოვ­ხე­დე და წა­მო­ვიწყე, მაგ­რამ ფრა­ზის დამ­თავ­რე­ბა არ დამ­ცალ­და, რად­გან შევ­ნიშ­ნე - კა­რი სა­ი­მე­დოდ ჩა­რა­ზა. ზუს­ტად სამ­ჯერ გა­და­ატ­რი­ა­ლა გა­სა­ღე­ბი და მო­მიბ­რუნ­და.
- და­ჯე­ქი, ანი­კა.
უარის ნიშ­ნად თა­ვი გა­ვაქ­ნიე.
- ბე­ბია...
- ბე­ბი­ა­შე­ნი სა­უცხო­ოდ გრძნობს თავს, - და­მამ­შ­ვი­და.
- შენ რა იცი? მარ­თ­ლა აქ იყო? - ლა­პა­რა­კი მი­ჭირ­და, ძა­ლა ერ­თი­ა­ნად გა­მო­მე­ცა­ლა, - ასე მგო­ნია, სიზ­მარ­ში ვარ.
შე­ფი ღიმ­მო­რე­უ­ლი შე­მომ­ც­ქე­რო­და, თით­ქოს და­ჟი­ნე­ბი­თაც. ამ­ჯე­რად ირო­ნია არა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და მის ღი­მილ­ში.
წა­მე­ბი სა­უ­კუ­ნედ მო­მეჩ­ვე­ნა. ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი ჩან­თის სა­ხე­ლურს ვაწ­ვა­ლებ­დი თი­თე­ბით.
- ბე­ბი­ა­შე­ნი მა­მა­ჩემ­თან ერ­თად ისა­დი­ლებს და მე­რე მო­ტო­ციკ­ლის ერ­თი ახა­ლი მო­დე­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად წავ­ლენ. ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნუ­ცა ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. ამ ხნის ქალს ასე რომ უყ­ვარ­დეს მო­ტო­ციკ­ლი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია.
მირ­ზას მა­მა!.. ეს­ღა მაკ­ლ­და! ეტყო­ბა, ბე­ბია მა­შინ მო­ვი­და აქ, რო­ცა მა­მა­მი­სიც იყო. ნე­ტავ სად სა­დი­ლო­ბენ?
- მა­პა­ტიე... ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ... ხომ იცი, რო­გო­რი გულ­მა­ვიწყია, რა­ღა­ცებს ურევს ხოლ­მე... ზოგ­ჯერ თა­ვის მო­ბეზ­რე­ბაც იცის, - ვლუღ­ლუ­ღებ­დი და იმას­ღა ვნატ­რობ­დი, რო­გორ­მე დრო­ზე გა­მეღ­წია აქე­დან.
- ერთ-ორ სა­ათ­ში დაბ­რუნ­დე­ბი­ან, - და­მა­ი­მე­და მა­მა­კაც­მა, - ტყუ­ი­ლად ნერ­ვი­უ­ლობ, და­ა­ნე­ბე მაგ ჩან­თას თა­ვი, თო­რემ ხელ­ში შე­მო­გე­ხე­ვა.
- უკ­ვე ვე­ღარ ვაზ­როვ­ნებ. თვი­თო­ნაც არ ვი­ცი, რას ვა­კე­თებ, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, - ვი­თომ ბე­ბი­ა­ჩე­მის საქ­ცი­ელ­მა გა­მა­ნერ­ვი­უ­ლა, - წა­ვალ მა­შინ მე და ორ სა­ათ­ში გა­მო­ვივ­ლი... ან... თუ უხერ­ხუ­ლი არ იქ­ნე­ბა, დავ­რე­კავ.
- არა, მა­გის უფ­ლე­ბას ვერ მოგ­ცემ, ანი­კა. აქე­დან შენ არ­სად არ წახ­ვალ. ამ სახლს იქით სივ­რ­ცე ძა­ლი­ან დი­დი და პრი­მი­ტი­უ­ლია, და­იბ­ნე­ვი.
მარ­თ­ლა და­ვი­ბე­ნი, ვერ მივ­ხ­ვ­დი, რი­სი მი­ნიშ­ნე­ბა უნ­დო­და. გა­ო­ცე­ბულ­მა გავ­ხე­დე და ერთ ად­გილ­ზე გავ­შეშ­დი.
- ვერ გა­ვი­გე... - ენა და­მე­ბა, ლა­მის ავ­ცახ­ცახ­დი, - შენ... შენ... რა, გა­რეთ ლო­დინ­საც მიკ­რ­ძა­ლავ? - გა­მომ­წ­ვე­ვად ვკითხე.
- ჰო, გიკ­რ­ძა­ლავ... ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ გა­ვი­თა­მა­შე... მინ­დო­და, რომ მე და შენ...
რაო? გა­ვი­თა­მა­შეო? ლა­მი­საა, გუ­ლი შე­მი­ღონ­დეს, ეს კრე­ტი­ნი კი თურ­მე სპექ­ტაკ­ლებს აწყობს! არა, დამ­ცი­ნის, მას­ხ­რად მიგ­დებს, მნა­ხა უპატ­რო­ნო, რა­ღა!
- გან­მარ­ტო­ე­ბით გვე­სა­უბ­რა, - და­ამ­თავ­რა დაწყე­ბუ­ლი ფრა­ზა.
- გვე­სა­უბ­რა? - კითხ­ვით ფორ­მა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნე მი­სი ნათ­ქ­ვა­მი და შე­ვე­ცა­დე, გო­ნე­ბა­ში რა­მე მა­ინც გა­მე­აზ­რე­ბი­ნა.
- ჰო. მე და შენ და შენ და მე მო­სა­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი გვაქვს, უნ­და გა­დავ­წყ­ვი­ტოთ...
- შენ ხომ ახ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში უნ­და იყო? გა­ნა ერთ კვი­რა­ში თუ ორ­ში, აღარც მახ­სოვს, არ უნ­და ჩა­მო­სუ­ლი­ყა­ვი?
- ერთ კვი­რა­ში თუ ორ­ში, აღარც მე მახ­სოვს, უნ­და ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ არ წავ­სულ­ვარ. მინ­დო­და, წას­ვ­ლამ­დე მე­ნა­ხე... უნ­და მე­ნა­ხე.
ისე ვი­ყა­ვი შო­კი­რე­ბუ­ლი, დარ­წ­მუ­ნე­ბით ვერ გეტყო­დით, ყბა თა­ვის ად­გი­ლას მქონ­და თუ არა, აშ­კა­რად ვგრძნობ­დი, რო­გორ მო­მეღ­რი­ცა.
- ჩე­მი ნახ­ვა გინ­დო­და? - უაზ­როდ შევ­ძა­ხე და გო­ნე­ბა ერ­თ­ბა­შად გა­მი­ნათ­და. ინ­ტუ­ი­ცი­ით მივ­ხ­ვ­დი, რა­ღაც ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ექ­ს­შეფს. სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ­ჯე­რად რა სი­ურ­პ­რიზს მო­მარ­თ­მევს. თუმ­ცა სა­ეჭ­ვოა, რა­მე გა­მო­უ­ვი­დეს, უკ­ვე კარ­გად ვიც­ნობ მის უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბას!
- ტყუ­ი­ლად გა­და­გი­დია ფრე­ნა... ამა­ოდ და­გი­კარ­გავს ძვირ­ფა­სი დრო! არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რი­სი თქმა გინ­დო­და, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე ჩემ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა და, სა­ერ­თოდ... უნა­მუ­სო­ბაა მო­ხუ­ცი ქა­ლის იმ სი­შო­რი­დან სპექ­ტაკ­ლ­ში სა­თა­მა­შოდ ჩა­მოყ­ვა­ნა და შენს ბუნ­დო­ვან საქ­მე­ებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა.
- მო­მის­მი­ნე, ანი­კა! გა­ჩუმ­დი, ერ­თი წუ­თით მეც მათ­ქ­მე­ვი­ნე რა­ღაც, ხომ ხე­დავ, სიტყ­ვა ვერ ჩა­ვაგ­დე! - მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხმას აუმაღ­ლა, - შე­ნი ხა­სი­ა­თის გა­დამ­კი­დე ვე­რა­სო­დეს ვი­ლა­პა­რა­კებთ ნორ­მა­ლუ­რად. ბე­ბი­ა­შენს და­აგ­ვი­ან­დე­ბა, ამი­ტომ აჯო­ბებს, ჩა­მოვ­ს­ხ­დეთ და ვი­სა­უბ­როთ. თუ გინ­და, მე ვი­ლა­პა­რა­კებ, შენ მხო­ლოდ მო­მის­მი­ნე, სხვა არა­ფე­რი გე­ვა­ლე­ბა. ბევ­რი მაქვს შენ­თ­ვის ასახ­ს­ნე­ლი.
ღმერ­თო, რა უნ­და ამიხ­ს­ნას? რა­ღაა ასახ­ს­ნე­ლი - იმ დღეს ბეწ­ვ­ზე გა­დავ­რ­ჩი... ორი­ვე თით­ქ­მის შიშ­ვ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ტე­ლე­ფონს რომ არ და­ე­რე­კა, ისე გამ­ჟი­მავ­და, თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბას ვერ მო­ვას­წ­რებ­დი. ვა­ი­მე, რა სა­ში­ნე­ლი სიტყ­ვაა ეს გა­ჟიმ­ვა, ნე­ტავ ვინ მო­ი­გო­ნა?
ისევ დათ­მო­ბა ვამ­ჯო­ბი­ნე. უფ­რო რომ და­მე­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია, შე­იძ­ლე­ბო­და ძა­ლაც კი ეხ­მა­რა. მე შენ გეტყ­ვი, მო­ვე­რე­ო­დი თუ რა? ახ­ლა კი მარ­თ­ლა და­მაწყე­ბი­ნა ცახ­ცა­ხი, კბილს კბილ­ზე ვა­ცე­მი­ნებ­დი, ისე შე­მე­შინ­და. რა ჯან­და­ბამ მო­მიყ­ვა­ნა აქ?
ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ვი­ხე­დე და ყვე­ლა­ზე ახ­ლოს რო­მე­ლი დი­ვა­ნიც იდ­გა, იმა­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი.
ამ პა­ტა­რა გა­მარ­ჯ­ვე­ბით ფრთა­შეს­ხ­მულ­მა მირ­ზამ სკამს წა­ავ­ლო ხე­ლი და გვერ­დით მო­მიჯ­და.
- ბე­ბი­ა­შე­ნი მე თვი­თონ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე.
- შე-ენ? აბა, მძღო­ლიო?
- მე­ზო­ბელს ასე ვუთხა­რით, რომ ზედ­მე­ტი აჟი­ო­ტა­ჟი არ აეტე­ხა.
- დი­ლით გი­რე­კავ­დი, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მა­ღირ­სე. ვი­ფიქ­რე, ქალ­ბა­ტონ ნი­ნუ­ცას­თან გა­ვივ­ლი, ცო­ტა ხნით მო­ვი­ტა­ცებ და ამ ამ­ბავს ანი­კა რომ გა­ი­გებს, ჩემ­თან გა­მო­იქ­ცე­ვა-მეთ­ქი.
- შინ არ ვი­ყა­ვი, საქ­მე­ე­ბი მქონ­და...
- ვი­ცი.
კი მაგ­რამ, რა იცის? რა ყვე­ლა­ფე­რი იცის ამ კაც­მა!
- რა იცი?
- ის, რომ სამ­სა­ხუ­რის სა­ძებ­ნე­ლად იყა­ვი გა­ვარ­დ­ნი­ლი.
გავ­წით­ლ­დი.
- ვინ გითხ­რა?
- არა­ვინ, ჩე­მით მივ­ხ­ვ­დი. ჩემ­გან რომ წახ­ვე­დი, ახა­ლი ხომ უნ­და გე­პო­ვა რა­მე. ამი­ტო­მაც ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ დარ­ბის აღ­მა-დაღ­მა-მეთ­ქი.
ოხ, რო­გორ შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი.
- არ­სა­დაც არ დავ­რ­ბო­დი. და­ქალ­მა მითხ­რა, ჩვენ­თა­ნაა ვა­კან­სია და გა­მო­დიო.
- ეგ სად?
- არის ერ­თი ფირ­მა, - აღარ და­ვა­კონ­კ­რე­ტე.
- ისევ მატყუ­ებ... რა­ტომ მატყუ­ებ? ყო­ველ­თ­ვის ასე­თი მატყუ­ა­რა იყა­ვი?
თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე, რომ არ შე­მე­ხე­და.
- ა, ანი­კა! მი­პა­სუ­ხე, რომ გე­კითხე­ბი.
- მატყუ­ა­რა არ ვარ.
- კი ხარ, პა­ტა­რა მატყუ­ა­რა ხარ. მა­შინ მითხა­რი, რო­მელ ფირ­მა­ში იყა­ვი.
ისე ამო­ვი­ოხ­რე, კვნე­სა უფ­რო გა­მო­მი­ვი­და.
- აი, ხომ ხე­დავ, კი­დევ ერ­თხელ დამ­ტ­კიც­და, რომ ტყუ­ილს მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქვს. კარ­გი, ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, არ ვიკ­ბი­ნე­ბი... და არც არა­ფერს ვა­პი­რებ, მხე­ცი არ ვარ.
- ეგ არ მი­ფიქ­რია.
- გი­ფიქ­რია. შუბ­ლ­ზე გა­წე­რია, რომ გე­ში­ნია, აქ­ვე არ მი­მაგ­დოს და არ მიხ­მა­რო­სო. მა­გის გამ­კე­თე­ბე­ლი არ ვარ. ძა­ლად დათ­რე­უ­ლი არც ქა­ლი მინ­და და არც არა­ფე­რი. ეგ­რე ჯერ არ დავ­ცე­მულ­ვარ. დამ­შ­ვიდ­დი და მო­მის­მი­ნე. წილ­კან­ში რომ ჩა­ვე­დი, მე­გო­ნა, შენც იქ დამ­ხ­ვ­დე­ბო­დი, სუ­ლაც არ მი­ფიქ­რია, რომ სამ­სა­ხუ­რის სა­ძებ­ნე­ლად იქ­ნე­ბო­დი გა­ვარ­დ­ნი­ლი. ეს ისე ვთქვი, სხვა­თა შო­რის, და მო­ვარ­ტყი. ბე­ბი­ა­შე­ნი მე­ლო­და, რად­გან ერ­თი კვი­რით ად­რე გა­ვაფ­რ­თხი­ლე, შა­ბათს გა­მო­გივ­ლი და ჩემ­თან სტუმ­რად წა­გიყ­ვან-მეთ­ქი. შენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სუ­ლაც არ შე­ში­ნე­ბია, პი­რი­ქით, გა­უ­ხარ­და.
რა უსინ­დი­სო კა­ცია! ბო­დი­ში ხომ არ მო­ვუ­ხა­დო, ამ­დე­ნი რომ მა­ტა­რა წინ და უკან?
- გინ­და მო­გი­ბო­დი­შო? - ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, იქედ­ნუ­რად შე­ვა­გე­ბე კითხ­ვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
22.08.2016
ხომ ვერ მეტყოდით სულ რამდენი თავია დავიტანჯე ამდენი ლოდინით ან სულ არ დამეწყო წაკითხვა ან რო დავიწყე უკვე დავიღალე მომდევნო თავის ლოდინით
ხათუნა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი