ჯეინ ეარი (თავი XXX)
font-large font-small
ჯეინ ეარი (თავი XXX)

თა­ვი ოც­და­მე­ა­თე

კვ­ლავ გაჩ­უმდა. თით­ქოს სურ­ვი­ლიც აღ­არ ჰქონ­და გა­ეგ­რძე­ლებ­ინა ლა­პა­რა­კი. მო­უთ­მენ­ლობამ შე­მიპყ­რო. ავ­წრიალდი. ჩემს მზე­რაში ჩან­და სურ­ვი­ლი: ზუს­ტად გა­მეგო ყვე­ლა­ფერი. თვალს არ ვაც­ილებდი სენტ-ჯონს. ამან სიტყ­ვებ­ზე ნა­კ­ლებ არ გაჭ­რა. თა­ნაც ასე უფ­რო ად­ვი­ლი იყო. მიხ­ვ­და, რაც მინ­დო­და.
_ ნუ ჩქა­რობთ გა­გე­ბას, _ მითხ­რა მან. _ ნე­ბა მი­ბო­ძეთ, გუ­ლახ­დილად გითხ­რათ, თქვენ­თ­ვის არავ­ითარი შე­სა­ფერისი ან კარ­გი ად­გი­ლი არა მაქვს. ვიდ­რე ყვე­ლა­ფერს გეტყ­ვით, თუ შეი­ძლე­ბა, გაი­ხსე­ნეთ ჩე­მი გაფ­რთხილე­ბა, რო­მე­ლიც, ვგო­ნებ, გა­სა­გები იყო: და­გეხ­მა­რებით, მაგ­რამ ეს დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გორ­საც ბრმა გაუ­წევ­და კოჭლს. ღა­რი­ბი ვარ. მა­მა­ჩემის ვა­ლების გას­ტუმრების შემ­დეგ, სა­მე­მკვ­იდრეოდ დამ­რჩე­ბა მხო­ლოდ ეს პა­ტა­რა ფერ­მა, ბე­ბერი ნაძ­ვების ხეი­ვანი და წინ კი მი­წის პა­ტა­რა ნა­კ­ვეთი, ურ­თხ­ლი­თა და დე­კ­ათი და­ფარული ჭა­ლა. მე არ მიც­ნო­ბენ აქ: რი­ვერ­სი ძველ­თაძ­ველი გვარ­ია, მაგ­რამ ამ გვა­რის მხო­ლოდ სა­მი შთამ­ომა­ვალ­ია დარ­ჩენილი. ორი სხვე­ბის სამ­სახურით ირ­ჩე­ნენ თავს, ხო­ლო მე­სა­მე მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის­თ­ვის თავს უცხოდ თვლის რო­გორც სი­ცოცხ­ლე­ში, ასე­ვე სიკ­ვ­დი­ლის მე­რეც. დი­ახ, იგი თვლის და ასეც არის, რომ მას ბედ­ნიე­რე­ბა ხვდა წი­ლად. მი­სი სწრაფ­ვაა მა­ლე დად­გეს დღ­ე, რო­დე­საც გან­შორების ჯვა­რი მხრებ­ზე და­ეს­ვე­ნე­ბა და გა­ნაშ­ორებს მის სულს ხორ­ცის­გან. ელის იმ დღ­ეს, რო­დე­საც გან­მგე­ბელი პრო­ტეს­ტანტული ეკ­ლეს­იისა, რომ­ლის ერ­თი უბ­რა­ლო წევ­რი ისიც არის, მას მო­უხ­მობს: "ა­ღს­დექ და მომ­ყე­ვი მე".
სენ­ტ-ჯონ­მა ეს სიტყ­ვე­ბი ქა­და­გებისთვის ჩვე­უ­ლი წყნა­რი, გუ­ლი­დან ამ­ომა­ვალი ხმით წარ­მოთქვა. სა­ხე ფერ­მკრ­თალი ჰქონ­და. თვა­ლები უე­ლავ­და და ისევ გა­ნაგრძო:
_ ღა­რი­ბი და უც­ნა­უ­რი ვარ და ასეთ­ივე ღარ­იბულსა და უბ­რა­ლო სამ­უშაოს თუ შემ­ოგთა­ვა­ზებთ. თქვენ შეი­ძლე­ბა და­მამ­ცირებ­ლად მი­იჩ­ნი­ოთ. ვხე­დავ, ფა­ქიზ საქ­მიან­ობას ხართ ჩვე­უ­ლი, რო­გორც ხალ­ხი უწო­დებს, არა? თქვე­ნი გემ­ოვნე­ბა ამა­ღ­ლებულს ეს­წრაფვის. გეტ­ყობათ, გა­ნათ­ლებულ ხალ­ხთან გიხ­დებ­ოდათ ყოფ­ნა. მაგ­რამ მე არავ­ითარი სამ­უშაო არ მი­მაჩ­ნია და­მამ­ცირებ­ლად, რო­მე­ლიც ადამ­ია­ნების სა­სარ­გებლოდ კეთ­დე­ბა. მე იმ აზრს ვი­ცავ, რომ რაც უფ­რო ძნელ­ია და დაუ­მუშა­ვე­ბელი ნია­დაგი, რომ­ლის დამ­უშა­ვე­ბაც ქრის­ტი­ან მუ­შა­კს ხვდა წი­ლად, და რაც უფ­რო მცი­რეა ამ შრო­მის ნა­ყო­ფი, მით უფ­რო მა­ღ­ალ­ია ასე­თი შრო­მა. ეს პი­ო­ნე­რის ხვედ­რია. სა­ხა­რების მი­ხედ­ვით კი, ქრის­ტი­ა­ნო­ბის პი­ო­ნე­რები მო­ცი­ქუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. მა­თი მო­თა­ვე იყო თვით იესო მაც­ხოვარი.
_ შემ­დეგ, _ წარ­მოვ­თ­ქ­ვი, რო­დე­საც კვ­ლავ შე­ჩერ­და, _ გა­ნაგ­რძეთ.
ვიდ­რე ლა­პა­რა­კს გა­ნა­ახ­ლებ­და, შემ­ომხე­და. ისე მი­ყუ­რებ­და, თით­ქოს ყო­ვე­ლი ჩე­მი ნა­კვთი იეროგ­ლი­ფი იყო, თუმც არ ეჩ­ქა­რებ­ოდა მა­თი წა­კი­თხვა. და­კვ­ირვებით მიღ­ებული და­სკვ­ნები შემ­დეგ­ნაი­რად გამ­ოთქვა:
_ დარ­წმუნებული ვარ, ჩემს შემ­ოთა­ვა­ზე­ბა­ზე უარს არ იტყ­ვით, _ გა­ნაგრძო მან, _ და რამ­დენ­იმე ხანს იმუ­შა­ვებთ კი­დეც. მაგ­რამ ვი­ცი, მუდ­მი­ვად არ დარ­ჩებით. ვერც მე ჩავ­იკ­ე­ტები აქ, ვერ ვიქ­ნე­ბი მიყ­რუ­ე­ბუ­ლი, მშვი­დი ინ­გ­ლი­სუ­რი სოფ­ლის მღვ­დელი. თქვენს ბუ­ნე­ბაშიც არ არის ისე­თი რამ, რაც მშვიდ ცხოვ­რე­ბას ეგ­უე­ბა. თუმ­ცა, ეს თვი­სე­ბა თქვენ­ში სულ სხვა­ნაი­რად მჟ­ღ­ავ­ნდე­ბა.
_ თუ შეი­ძლე­ბა, ამ­იხსენით, _ ვთხო­ვე, რო­დე­საც სენტ-ჯო­ნი გაჩ­უმდა.
_ სი­ამ­ოვნებით. ახ­ლა­ვე გეტყ­ვით, რა ღა­რი­ბულ სამ­სახურს გთა­ვაზობთ, რო­გო­რი უმ­ნიშ­ვ­ნელ­ოა ეს სამ­უშაო და დამ­ქან­ცველი. მა­მის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ მე ვარ ჩე­მი თა­ვის ბატ­ონ-პატ­რო­ნი და მორ­ტონ­ში აღ­არ დავ­რჩები. ამ ად­გილს, ალ­ბათ, ერთ წელ­იწადში გა­ვეც­ლები, მაგ­რამ ვიდ­რე აქ ვარ, ყო­ველ­მ­ხ­რივ ვეც­დები ჩე­მი მრევ­ლის ცხოვ­რე­ბა გა­ვაუ­მჯობესო. ამ ორი წლის წინ, მე რომ მორ­ტონ­ში ჩამ­ოვედი, აქ სკო­ლაც კი არ იყო. ღარ­იბთა ბავ­შვებს იმე­დიც არ ჰქონ­დათ, რომ ოდეს­მე სკო­ლაში ივ­ლიდ­ნენ. რო­გორც იქ­ნა, მო­ვა­ხერ­ხე და ვა­ჟ­ებისთვის გავ­ხსენი სკო­ლა. ახ­ლა მინ­და გო­გო­ნებ­მაც შეძ­ლონ სწავ­ლა. ამ მიზ­ნის­თ­ვის შენ­ობაც ვი­შო­ვე ქი­რით. ამ შენ­ობას­თან ახ­ლოს პა­ტა­რა, ორო­თახ­იანი კო­ტეჯიც დავ­იქირა­ვე მას­წავ­ლებლისთვის. ეს მას­წავ­ლე­ბელი წელ­იწადში 30 გირ­ვან­ქას მი­იღ­ებს. ბი­ნა უკ­ვე მოწყო­ბი­ლია, თუმ­ცა ღარ­იბულად, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერი ექ­ნე­ბა, რაც კი ადამ­იანს სჭირ­დე­ბა. ამას ჩვენ მის ოლი­ვერს უნ­და ვუ­მად­ლოდეთ. მის ოლი­ვე­რი ჩემს სამ­რევლოში შე­მა­ვალი ერ­თა­დერთი მდი­და­რი პი­როვ­ნე­ბის დედ­ისერ­თა ქალ­იშვილია. მას ეკუთ­ვ­ნის ამ დაბ­ლობ­ში ნემ­სების და­მამ­ზა­დე­ბელი და თუჯ­სას­ხმელი ქარ­ხა­ნა. გარ­და ამ­ისა, მის ოლი­ვერს გან­ზრახული აქვს, ას­წავლოს და ჩა­აც­ვას ობოლ­თა თავ­შე­საფ­რიდან გამ­ოყვანილ ერთ უპატ­რო­ნო ბავშვს იმ პი­რო­ბით, რომ გო­გო­ნა მას­წავ­ლე­ბელს სახ­ლსა და სკო­ლაში ყო­ველ­დღიურ საქ­მიან­ობაში და­ეხ­მა­რე­ბა, რად­გან მას­წავ­ლე­ბელს არ ექ­ნე­ბა დრო ყვე­ლა­ფერი თვი­თონ გა­ა­კ­ეთოს. გსურთ, ეს მას­წავ­ლე­ბელი იყოთ?
ნაჩ­ქა­რე­ვად შე­მე­კი­თხა. რო­გორც ჩანს, ეგ­ონა, რომ ამ სამ­სახ­ურზე ზიზღით თუ არა, ცი­ვად მა­ინც უარს ვიტყო­დი. მის­თ­ვის უც­ნო­ბი იყო ჩე­მი ფიქ­რე­ბი და გრძნო­ბე­ბი, თუმ­ცა ზო­გი­ერთს გუ­მა­ნით ხვდებ­ოდა. ძნე­ლი იყო წი­ნას­წარ გა­ეგო, თუ რო­გორ შევ­ხვდებოდი ჩემს ხვედრს. სამ­უშაო მარ­თლაც მე­ტად უბ­რა­ლო იყო, მაგ­რამ, რო­დე­საც შე­ვა­და­რე მდი­დარ ოჯახ­ში აღმ­ზრდელის საქ­მიან­ობას, პირ­ვე­ლი ვარ­ჩიე, რად­გან არავ­ისზე ვიქ­ნე­ბო­დი დამ­ოკი­დებული. უც­ნო­ბებ­თან სამ­სახურის შიშ­მა და­ნა­სავით დამ­ისე­რა გუ­ლი. შემ­ოთა­ვა­ზებული სამ­უშაო არც სა­მარცხვინო იყო, არც უღირ­სი და არც გო­ნე­ბის და­მაჩ­ლუნგე­ბელი, ამი­ტომ გა­დავ­წყვიტე.
_ დი­დად გმად­ლობთ, რომ მი­შო­ვეთ სამ­უშაო, მის­ტერ რი­ვერს. სი­ამ­ოვნებით ვიღ­ებ მას.
_ კი მაგ­რამ, გაი­გეთ, რას გთა­ვაზობთ? _ მკი­თხა მან. _ ესაა სოფ­ლის სკო­ლა; თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ები მხო­ლოდ ღა­რი­ბი გლე­ხის შვი­ლე­ბი იქ­ნებ­იან, უკ­ე­თეს შემ­თხვე­ვაში, ფერ­მერ­თა შვი­ლე­ბი. ქსო­ვა, ჭრა­-კ­ერ­ვა, კი­თხვა, წე­რა, ან­გარიში, აი, რა უნ­და ას­წავლოთ მათ. რას უზამთ თქვენს გა­ნათ­ლე­ბას? თქვენს ჭკ­უა-­გონე­ბას? გრძნო­ბებს ან გემ­ოვნე­ბას?
_ შევ­ინა­ხავ, ვიდ­რე კვ­ლავ არ დამ­ჭირდე­ბა. არ დავ­ივიწყებ.
_ იცით, რა­ზეც თან­ხმდებით?
_ რა­სა­კვ­ირველ­ია.
ახ­ლა უკ­ვე გა­იღი­მა. ღი­მი­ლი არც სიმ­წა­რე­სა და არც სევ­დას არ გამ­ოხა­ტავ­და, არა­მედ მხო­ლოდ სი­ამ­ოვნე­ბა­სა და ღრ­მა კმაყ­ოფილე­ბას.
_ რო­დის შეუ­დგებით თქვენს საქ­მეს?
_ მინ­და, ხვალ­ვე წავ­იდე ჩემს სახ­ლ­ში. მო­მა­ვალ კვ­ირას კი, თუ გნე­ბავთ, მე­ცად­ინეო­ბა­საც შევ­უდგები.
_ კე­თი­ლი, მაშ, ასე იყოს.
წამ­ოდგა და ოთახ­ში გა­ია­რა. რამ­დენ­იმე ხანს უსიტყ­ვოდ იდ­გა და შემ­დეგ კვ­ლავ შემ­ომხე­და. თა­ვი გა­აქ­ნია.
_ რი­სი არ გჯე­რათ, მის­ტერ რი­ვერს? _ ვკი­თხე.
_ მორ­ტონ­ში დიდ­ხანს არ დარ­ჩებით. რა­სა­კვ­ირველ­ია, არა!
_ რა­ტომ? _ რა საფ­უძველი გაქვთ, ასე რომ ამ­ბობთ?
_ თქვენს თვა­ლებში ვკითხუ­ლობ ამას. ეს ის თვა­ლები არა­ა, მშვიდ ცხოვ­რე­ბაში დახ­მა­რე­ბას გვპირ­დებ­ოდეს.
_ პატ­ივმოყვა­რე არ გახ­ლა­ვართ.
ამ სიტყ­ვე­ბის გაგ­ონე­ბა­ზე შე­კრ­თა. არაო, გაი­მეო­რა.
_ რამ გაფ­იქრებ­ინათ პატ­ივმოყვა­რეო­ბა­ზე. ვინ არის პატ­ივმოყვა­რე? ვი­ცი, მე ვარ, მაგ­რამ თქვენ რო­გორ გაი­გეთ?
_ მე მხო­ლოდ ჩემს თავ­ზე მო­გახ­სე­ნებთ.
_ კარ­გი. თუ თქვენ პატ­ივმოყვა­რე არა ხართ, მაშ, თქვენ ხართ... _ აქ ის შე­ჩერ­და.
_ რა?
_ ვაპ­ირებდი მეთ­ქვა, მო­უთ­მე­ნელი, მაგ­რამ შე­მეშ­ინდა, რომ ვერ გამ­იგებდით და გამ­ინაწ­ყენ­დებოდით. მე მხო­ლოდ იმის თქმა მინ­და, რომ ადამ­იანური გრძნო­ბე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლი ჭარ­ბად არის თქვენ­ში. დარ­წმუნებული ვარ, დიდ­ხანს ვერ გაძ­ლებთ მარ­ტოობაში. ამ ერ­თფერ­ოვან შრო­მას, რო­მე­ლიც მიმ­ზიდ­ვე­ლი არ იქ­ნე­ბა, ვერ შეს­წირავთ მთელ თქვენს დროს. მეც ვერ ვეგ­უები, _ დაუ­მა­ტა მან ხაზ­გასმით, _ ამ მთებს შო­რის გამ­ოკ­ეტილ ჭა­ლებში ჩაფ­ლულ ცხოვ­რე­ბას. ღვთით ბო­ძე­ბუ­ლი ჩე­მი ბუ­ნე­ბა ვერ ეგ­უე­ბა ამას. ნი­ჭი და უნა­რი, ზე­ცით მო­ნა­მადლი, დამ­იდუნდა, გამ­ომეფ­იტა. ხომ გეს­მით ახ­ლა, რო­გორ ვეწ­ინა­ა­ღმ­დე­გები სა­კუ­თარ თავს მე, რო­მე­ლიც უბ­რა­ლო ხვედ­რით და­კ­მაყ­ოფილე­ბას ვქა­და­გებ და ვამ­ტკი­ცებ, შე­შის მჭრელ­სა და წყლის მზი­დავ­საც კი შეუ­ძლიათ თავ­იანთი შრო­მით ღმერთს ემ­სახ­ურონ-მეთ­ქი. მე, მი­სი ეკ­ლესიის მსა­ხუ­რი, მო­უს­ვენ­რობისგან ვბო­ბოქ­რობ. ჰო­და, ჩვე­ნი მის­წ­რა­ფე­ბანი და პრინ­ცი­პე­ბი ერ­თმა­ნეთს რო­გორ­მე უნ­და ეთან­ხმებ­ოდეს.
ოთახ­იდან გავ­იდა. ამ ერთ სა­ათში უფ­რო ბევ­რი რამ გავ­იგე მას­ზე, ვიდ­რე მთე­ლი ერ­თი თვის გან­მავ­ლობაში. კვ­ლავ გაო­ცებული დავ­რ­ჩი.
რაც უფ­რო ახ­ლოვდებ­ოდა დია­ნა­სა და მე­რის გამ­გზავ­რების დღ­ე, ძმას­თან და სა­კუ­თარ სახ­ლთან მა­თი გან­შორების დრო, მით უფ­რო სევ­დიანნი და მდუ­მა­რენი გახ­დნენ ისი­ნი. ორი­ვე ცდი­ლობ­და, არ შე­ემ­ჩნია ეს და კვ­ლავ ბუ­ნებ­რივ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. დია­ნამ გამ­იმხილა, ეს გან­შორე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა წი­ნან­დელ­ისგან, სენტ-ჯონს, ალ­ბათ, რამ­დენ­იმე წელს ვე­ღ­არ შევ­ხვდებით და, შე­საძ­ლე­ბელ­ია, სუ­ლაც ვე­ღ­არ ვნა­ხო­თო.
_ ის თავს შეს­წირავს თა­ვის დი­დი ხნის ჩაფ­იქრებულ საქ­მეს, _ თქვა მან. _ ში­ნა­განი გრძნო­ბე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლი ჯერ კი­დევ ძლი­ერ­ია მას­ში. სენტ-ჯო­ნი მშვი­დი ჩანს, ჯე­ინ, მაგ­რამ მას­ში ნერ­ვი­უ­ლი და­ძაბ­ულობა იმა­ლე­ბა. შეი­ძლე­ბა, ერ­თი შე­ხედვით ფა­ქი­ზი ჩანს, მაგ­რამ არის რამ­დენ­იმე სა­კითხი, რო­მელ­შიც სიკ­ვ­დი­ლი­ვით ულ­მო­ბელ­ია. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მიმ­ძიმს, რომ ვერ გა­და­ვათ­ქმევ­ინე სას­ტიკი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა. რა­სა­კვ­ირველ­ია, ერ­თი წუ­თი­თაც არ ვა­და­ნა­შაუ­ლებ ამა­ში. ეს მი­ზა­ნი სწო­რია, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, მაგ­რამ გუ­ლი მტკი­ვა.
მი­სი მშვენ­იერი თვა­ლები ცრემ­ლით აივ­სო. მე­რიმ თა­ვი და­ხა­რა თა­ვის სამ­უშაო­ზე.
_ მა­მა აღ­არ გვყავს, მა­ლე აღ­არც ძმა გვეყ­ოლე­ბა და აღ­არც სახ­ლ-კ­არი გვექ­ნე­ბა, _ ჩაი­ლა­პა­რაკა მან.
ამას მაშ­ინვე მეო­რე ამ­ბავი და­ემ­თხვა, თით­ქოს ბედ­ისწერ­ისგან დად­გენილი, რომ ერ­თხელ კი­დევ და­ემ­ტკი­ცებ­ინა ჭეშ­მარ­იტე­ბა თქმუ­ლებ­ისა _ "უბედ­ურე­ბას ყო­ველ­თ­ვის უბედ­ურე­ბა სდევს თან" _ და მა­თი გა­საჭირისთვის კი­დევ ერ­თი მწუ­ხა­რე­ბა და­ე­მა­ტებ­ინა. ფან­ჯა­რას­თან სენ­ტ-ჯონ­მა გა­ია­რა. წე­რილს კი­თხულობდა. ოთახ­ში შემ­ოვიდა.
_ ჩვე­ნი ძია ჯო­ნი გარ­დაი­ცვა­ლა, _ თქვა მან.
დე­ბი გაო­ცდნენ, მაგ­რამ არც აღ­ელ­ვე­ბა გამ­ოუმჟ­ღ­ავ­ნებ­იათ და არც წუ­ხი­ლი. მათ­თ­ვის ეს ამ­ბავი უფ­რო მნიშ­ვ­ნელ­ოვანი იყო, ვიდ­რე სამ­წუხარო.
_ გარ­დაი­ცვა­ლა? _ გაი­მეო­რა დია­ნამ.
_ დი­ახ.
მან ცნო­ბის­მოყ­ვა­რეობით სავ­სე მზე­რა ძმას მი­აპყ­რო.
_ და მე­რე? _ მო­უთ­მენ­ლად იკი­თხა მან ხმა­დაბ­ლა.
_ რა უნ­და იყოს, დი? _ უპას­უხა ძმამ და ერ­თი ნა­კვთიც არ შერ­ხევ­ია მარ­მარ­ილოსავით უძ­რავ სა­ხე­ზე, _ რა შეი­ძლე­ბა იყოს? არა­ფერი. წა­იკი­თხე.
წე­რი­ლი კალ­თაში ჩა­უგ­დო. დია­ნამ თვა­ლი გა­და­ავლო და მე­რის გა­დას­ცა. მე­რიმ უსიტყ­ვოდ წა­იკი­თხა და ძმას დაუ­ბრუნა. სამ­ივემ ერ­თმა­ნეთს გა­და­ხე­და და სამ­ივემ გა­იღი­მა: სა­კ­მაოდ უხა­ლი­სოდ, ნა­ღვ­ლია­ნად.
_ ღმერ­თმა აცხო­ნოს. ჩვენ უიმი­სო­დაც ვიცხოვ­რებთ, _ თქვა დია­ნამ ბო­ლოს.
_ ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, იმა­ზე უა­რე­სად არ ვიცხოვ­რებთ, ვიდ­რე აქამ­დე ვცხოვ­რობ­დით.
_ ისე კი, წარ­მომიდგენ­ია, რო­გორ შეი­ძლებ­ოდა მოწყო­ბი­ლი­ყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, _ თქვა მის­ტერ რი­ვერ­სმა, _ და რო­გორ გან­სხვავ­დე­ბა იგი დღ­ე­ვან­დელ­ისგან.
მან და­კ­ე­ცა წე­რი­ლი, მა­გი­დის უჯ­რა­ში ჩა­კ­ე­ტა და ოთახ­იდან გავ­იდა.
რამ­დენ­იმე ხანს ვდუმ­დით. შემ­დეგ დია­ნა მო­მიბ­რუნ­და და მითხ­რა:
_ ჯე­ინ, ალ­ბათ, გიკ­ვირს ჩვე­ნი და ჩვე­ნი საი­დუმლოებ­ისა. ალ­ბათ, გულ­ქ­ვა ადამ­ია­ნე­ბა­დაც გვთვლი, ასე­თი ახ­ლობელი ნა­თე­სავის, ბი­ძის სიკ­ვ­დი­ლი ასე რომ მი­ვიღ­ეთ. მაგ­რამ ჩვენ არას­ოდეს გვი­ნა­ხავს ბი­ძაჩ­ვენი და არც ვიც­ნობ­დით. დე­დის ძმა იყო. მა­მა­ჩემი და ის ამ რამ­დენ­იმე წლის წინ წაი­ჩხუბნენ. სწო­რედ მან ურ­ჩია მა­მას, ხი­ფათ­ში ჩა­ეგდო თა­ვი­სი ქო­ნე­ბა და მო­ნაწ­ილეო­ბა მიე­ღო იმ სა­ვაჭრო საქ­მეში, რო­მელ­მაც გა­კო­ტრე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შაუ­ლებ­დნენ. ბრა­ზით სავ­სენი დას­ცილდნენ ერ­თმა­ნეთს და აღ­არც შეხ­ვედ­რიან. ჩემ­მა ბი­ძამ შემ­დეგ ხე­ლი მოჰ­კი­და საქ­მეს, რო­მელ­მაც გა­ამ­დიდრა. ვგო­ნებ, ოცი ათა­სი გირ­ვან­ქის ქო­ნე­ბა აქვს. ცო­ლი არ ჰყო­ლია და, ჩვენს მე­ტი, ახ­ლო ნა­თე­სა­ვები არ ჰყავს, ერ­თი ჩვენ­სავით დის­შ­ვი­ლის გარ­და. მა­მას ყო­ველ­თ­ვის იმე­დი ჰქონ­და, რომ ბი­ძა­ჩემი თა­ვის შეც­დომას იმით გამ­ოისყიდდა, რომ ქო­ნე­ბას დაგ­ვიტოვებ­და. ეს წე­რი­ლი კი გვატ­ყობინებს, რომ მან ან­დერძით მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა მეო­რე ნა­თე­სავს დაუ­ტოვა. ჩვენ დაგ­ვიტოვა მხო­ლოდ ოც­და­ათი გი­ნე­ა, რა­თა შე­ვი­ძი­ნოთ სამ­გლოვიარო ბე­ჭედი. რა­სა­კვ­ირველ­ია, მას უფ­ლე­ბა ჰქონ­და, რო­გორც უნ­დო­და ისე მოქ­ცე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ წუ­თი­ერ­მა სევ­დამ შეგ­ვიპყ­რო ამ ამ­ბის გა­გე­ბა­ზე. მე­რი და მე მდიდ­რე­ბად ჩავ­თ­ვ­ლი­დით თავს, თი­თო­ე­უ­ლის­თ­ვის ათა­სი გირ­ვან­ქაც რომ და­ეტ­ოვებ­ინა, ხო­ლო სენტ-ჯო­ნის­თ­ვის ხომ ეს თან­ხა ფას­დაუ­დე­ბელი იქ­ნებ­ოდა. უამ­რავი კე­თი­ლი საქ­მის გა­კ­ე­თე­ბას შეძ­ლებ­და.
ასე­თი გან­მარ­ტების შემ­დეგ სა­უბ­რის თე­მა შეი­ცვა­ლა და ერ­თი სიტყ­ვი­თაც აღ­არ უხ­სე­ნებ­იათ ის არც მის­ტერ რი­ვერ­სსა და არც მის დებს. მეო­რე დღ­ეს მარ­შენდი დავ­ტოვე და მორ­ტონ­ში წა­ვედი. ერ­თი დღის შემ­დეგ დია­ნა და მე­რიც გა­ეშ­ურნენ შო­რე­ულ ქა­ლაქ ბ-ში. ერთ კვ­ირაში მის­ტერ რი­ვერ­სი და ჰა­ნაც დაბ­რუნდნენ მღვდლის­თ­ვის გა­ნკუთვნილ სახ­ლ­ში. ასე და­ცარ­იელ­და ეს ძვე­ლებური საც­ხოვრე­ბელი.


თა­ვი ოც­და­მე­თერ­თმე­ტე

ამ­გვა­რად სახ­ლი, რო­მე­ლიც ძლივს ვი­პო­ვე, კო­ტეჯ­ია. პა­ტა­რა ოთა­ხი თეთ­რი კედ­ლებ­ითა და მო­პირკ­ე­თებული ია­ტა­კით, დგას ოთხი შე­ღ­ებილი სკ­ამი. აქ­ვეა მაგ­იდა, სა­ათი, ჭურ­ჭ­ლის კა­რა­და სამ­იოდე თეფ­შით, ლან­გრებ­ითა და ფა­ი­ფუ­რის ჩა­ის ჭურ­ჭ­ლით. მა­ღ­ლა საძ­ინე­ბელი ოთახ­ია, ფიჭ­ვის ხის საწ­ოლითა და უჯ­რებ­იანი კო­მო­დით. კო­მო­დი პა­ტა­რა­ა, მაგ­რამ მე­ტიც არის ჩე­მი ღა­რი­ბუ­ლი ტან­ისამოსისთვის, თუმ­ცა, ჩე­მი ფა­ქი­ზი და კე­თი­ლი მეგ­ობრების წყა­ლო­ბით, ბევ­რი აუ­ცილე­ბელი რამ შევ­იძინე.
სა­ღ­ამ­ოა. ცო­ტაო­დენი გა­სამ­რჯელო მი­ვე­ცი პა­ტა­რა ობოლ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც მემ­სახ­ურე­ბა, და დავ­ითხოვე. მარ­ტო ვზი­ვარ ბუ­ხარ­თან. სოფ­ლის სკო­ლა ამ დი­ლით გაი­ხსნა. ოცი მო­წა­ფე მყავ­და, მაგ­რამ აქე­დან მხო­ლოდ სამ­მა იცის ქსო­ვა და რამ­დენ­იმემ _ ცო­ტაო­დენი კერ­ვა. ამ რა­ი­ო­ნის­თ­ვის და­მა­ხას­ია­თე­ბელ კი­ლოზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ჯერ­ჯერობით გვი­ჭირს ურ­თი­ერ­თობა. ზოგ­მა მოქ­ცე­ვაც კი არ იცის _ უხეშ­ია და იმ­დე­ნად­ვე გაუ­ზრდელი, რამ­დე­ნა­დაც უვი­ცი; მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნები გამ­გონენი არ­იან, სწავ­ლაც უნ­დათ და თან ცდი­ლო­ბენ, მას­იამოვნონ. მუ­დამ უნ­და მახ­სოვდეს, რომ ეს უბად­რუკი პა­ტა­რა გლეხ­უჭები სუ­ლი­თა და ხორ­ცით ისე­ვე კარ­გები არ­იან, რო­გორც უკ­ეთ­ილშობილესი წარ­მო­შო­ბის შთამ­ომა­ვალნი; რომ სიკ­ეთის, კეთ­ილშობილების, სიბ­რ­ძ­ნი­სა და კარ­გი გრძნო­ბე­ბის საწყი­სი მათ­შიც ისე­ვეა მო­ცე­მუ­ლი, რო­გორც სა­უკ­ე­თესო წარ­მო­შო­ბის ადამ­ია­ნებში. ჩე­მი ვალ­ია, მათ­ში ეს საწყი­სი გან­ვავ­ითარო; უდა­ვოდ, მეც გა­რკ­ვეულ სი­ხა­რულს მი­ვიღ­ებ ჩე­მი საქ­მიან­ობისგან და, თუ სიმ­ტ­კი­ცე გამ­ოვიჩინე და ძა­ლა ჭკუ­ით მო­ვიხ­მა­რე, მა­ინც შევ­ძლებ სი­ცოცხ­ლეს.
დღ­ეს იქ, იმ ზუ­ზუ­ნა სა­კ­ლასო ოთახ­ში, ვგრძნობ­დი თუ არა სიმ­შ­ვი­დეს, სი­ხარ­ულსა და რწმე­ნას? რომ არ ვიც­რუო ჩე­მი თა­ვის წი­ნა­შე, უნ­და ვა­ღ­იარო, რომ _ არა. სი­ცარ­იე­ლეს ვგრძნობ­დი; დი­ახ, ვი­ცო­დი, რომ იდი­ო­ტი ვარ; დამ­ცირებ­ულად ვგრძნობ­დი თავს. ვეჭ­ვობ­დი, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯით უა­რე­სად ჩა­ვეფლობოდი ყო­ველ­დღი­ურობაში. შე­მა­კრთო უვი­ცო­ბამ, სიღ­ა­ტა­კ­ემ და სიტ­ლუ­ემ, რა­საც ვგრძნობ­დი ყვე­ლა ნათ­ქვამ­სა და მოძ­რაო­ბაში. მაგ­რამ, მო­დი, ამ გრძნო­ბე­ბის­თ­ვის ნუ შევ­იზიზღ­ებ და შევ­იძულებ სა­კუ­თარ თავს. ხომ ვი­ცი, რომ ეს გრძნო­ბე­ბი მარ­თალი არ არის. ეს კი დი­დი რა­მე­ა. შე­ვებ­რძოლები და დავ­ძლევ მათ. დარ­წმუნებული ვარ, ზო­გი­ერთს ხვალ­ვე გამ­ოვას­წორებ ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც, რამ­დენ­იმე კვ­ირაში კი, ალ­ბათ, სულ მთლად მო­ვათ­ვინიე­რებ. იქ­ნებ, ამ რამ­დენ­იმე თვე­ში ჩემ­მა მიღ­წე­ვებ­მა და მოს­წავ­ლე­თა წინ­ს­ვ­ლამ მად­ლიე­რებით შემ­იცვალოს ზიზღის გრძნო­ბა.
ამას­თან, ერ­თი რამ უნ­და ვკითხო სა­კუ­თარ თავს: რო­მე­ლი ჯო­ბია? _ და­ნებ­დე ცდუ­ნე­ბას; ვნე­ბას აჰ­ყვე; ტკი­ვი­ლით თა­ვი არ შე­ი­წუ­ხო; არ ებ­რ­ძო­ლო სა­კუ­თარ თავს; პი­რი­ქით, აბ­რეშუმის სირ­ბი­ლე­ში ჩა­ი­ძი­რო; მას­ზე ამ­ოქარგულ ყვავ­ილებში ჩა­ი­ძი­ნო; გამ­ოგე­ღვიძოს სამ­ხრეთის სით­ბო­ში, დი­დე­ბულ, სას­იამოვნო ვი­ლა­ში; ან იყო საფ­რან­გეთში მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მე­უღ­ლე, თით­ქ­მის მთე­ლი დღე მი­სი სიყ­ვა­რუ­ლით გაბ­რუებული, რად­გან მარ­თლაც ვეყ­ვა­რებოდი, ერ­თხანს მა­ინც ძალ­იან ვეყ­ვა­რებოდი. აკი, ვუყ­ვარ­დი კი­დეც; არც არა­ვის ვეყ­ვა­რები, ალ­ბათ, ასე; ვე­ღ­ა­რავინ მაგ­რძნობინებს სი­ლა­მა­ზეს, სი­ნორ­ჩეს, მოქ­ნი­ლო­ბას, რად­გან სხვა ვე­ღ­ა­რავინ დაი­ნა­ხავს ამას ჩემ­ში. მას მოვ­წონ­დი და ამაყ­ობდა ჩე­მით.
ჩემ­დამი ეს გრძნო­ბა კი მის გარ­და არა­ვის ექ­ნე­ბა. მაგ­რამ, სად დავ­ბორია­ლებ, რას ვლა­პა­რა­კობ და რას ვგრძნობ? იმას ვამ­ბობ­დი, რო­მე­ლი ჯო­ბია-­მეთქი: იყო მხე­ვალი სუ­ლელ­თა სამ­ოთხისა მარ­სელში, ერ­თსა­ათ­იანი მოჩ­ვე­ნებითი ნე­ტა­რებით, და­ნარ­ჩენ დროს კი დაი­ტანჯო მწა­რე ცრემ­ლებით, სი­ნან­ულითა და სირ­ცხ­ვი­ლით, თუ იყო სოფ­ლის მას­წავ­ლე­ბელი, თავ­ისუფალი და პატ­იოსანი, ინ­გ­ლი­სის ამ მთი­ან, ნი­ავ­იან, მყუდ­რო და ჯან­საღ კუ­თხეში?
დი­ახ, ახ­ლა ვგრძნობ, რომ მარ­თალი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სიმ­ტ­კი­ცე გამ­ოვიჩინე, მო­ვი­ქე­ცი ისე, რო­გორც წეს­ია, ზიზღით უკუ­ვაგ­დე აღგ­ზნების წუ­თით ნა­კ­არ­ნა­ხევი ცდუ­ნე­ბა. ღმერ­თმა მიჩ­ვე­ნა სწო­რი არ­ჩე­ვანი. მფარ­ველ­ობისათვის ვმად­ლობ მის ყოვ­ლის­მ­ხილ­ველ ძა­ლას.
ასე გა­ვა­ტა­რე მთე­ლი სა­ღ­ამო. მე­რე ავ­დექი, კარ­თან მი­ვე­დი და ერ­თხანს შე­მოდ­გო­მის ჩა­მა­ვალ მზეს ვუც­ქერ­დი. ჩე­მი კო­ტეჯის წინ, მყუდ­რო ვე­ლებ­ზე მო­სავ­ლის აღ­ების ჟა­მი იყო. აქე­დან, ესე იგი სკო­ლიდან, ნა­ხე­ვარი მი­ლის სი­შო­რე­ზე სო­ფე­ლი იყო. ახ­ლა ჩი­ტე­ბი უკ­ა­ნა­სკ­ნელ სა­გალ­ობლებს ჟღუ­რტულებ­დნენ:
"ნი­ა­ვი თბი­ლი იყო, ცვა­რი _ მათ­რობელი~.
უცებ ბედ­ნიე­რად ჩავ­თვა­ლე თა­ვი და გამ­იკვ­ირდა, რის­თ­ვის ვიგ­ლო­ვე ამ­დენი? ნუ­თუ იმ ბედ­ზე, რო­მელ­მაც გამ­ომტა­ცა პატ­რონს ისე, რომ ვე­ღ­ა­რას­ოდეს ვნა­ხავ; თუ იმ ამაო მწუ­ხა­რე­ბა­სა და სა­ბედ­ისწერო აღშ­ფოთე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მოჰ­ყ­ვა ჩვენს გან­შორე­ბას და, შე­საძ­ლოა, დღ­ეს სწო­რი გზი­დან მი­ათ­რევს და უიმე­დოდ სწი­რავს მას. ამის გაფ­იქრე­ბა­ზე თვა­ლი ავარ­იდე მშვენ­იერ ცას და მორ­ტო­ნის მყუდ­რო ველს. მყუდ­რო-მეთ­ქი, ვამ­ბობ, რად­გან მის გა­და­ღ­მა არც ერ­თი შენ­ობა არ ჩან­და, გარ­და ეკ­ლეს­იისა და ხე­ებს შო­რის მდგა­რი მღვდლის სახ­ლისა. ვე­ლის ბო­ლოს კი მო­ჩან­და სახ­ურავი ვეი­ლჰოლისა, სა­დაც მდი­და­რი მის­ტერ ოლი­ვე­რი და მი­სი ასუ­ლი ცხოვ­რობ­დ­ნენ. შუბ­ლით მი­ვეყ­რდენი კა­რის ქვის ჩარ­ჩოს, მაგ­რამ უე­ცარ­მა ხმაუ­რმა ჭიშკ­არ­თან, რო­მე­ლიც ჩემს პა­ტა­რა ბა­ღს გამ­ოჰყოფდა მინ­დ­ვ­რის­გან, ზე­ვით ამა­ხე­და. დავ­ინა­ხე კარ­ლო _ მის­ტერ რი­ვერ­სის ბე­ბერი პო­ინ­ტე­რი, რო­მე­ლიც ცხვი­რით აწ­ვებ­ოდა კარს. სენტ-ჯო­ნი გულ­ხელ­და­კ­რეფილი დახ­რი­ლი­ყო და მას დას­ცქერ­ოდა. ვიგ­რ­ძე­ნი მი­სი პირ­ქუ­ში, მრის­ხა­ნე, თით­ქ­მის უსი­ა­მოვ­ნოდ მო­ჩე­რებული მზე­რა. ვთხო­ვე, მობ­რ­ძან­დით-მეთ­ქი.
_ არა, ვერ დავ­რჩები. მხო­ლოდ ამის გად­მოსა­ცე­მად მო­ვე­დი, ჩემ­მა დებ­მა დაგ­იტოვეს ეს ხვეუ­ლა. ვგო­ნებ, შიგ სა­ღ­ე­ბა­ვებ­ია, ფან­ქრები და ქა­ღ­ალდი.
მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და გამ­ოვართვი ეს ჩი­ნე­ბუ­ლი საჩ­უქარი. რო­გორ მათ­ვალ­იე­რებ­ს-მეთ­ქი, გავ­იფიქრე, რო­ცა მი­ვუ­ახ­ლოვ­დი; ნამ­დვილად მემ­ჩნეო­და ნამ­ტირა­ლევი.
_ მო­სალ­ოდნელ­ზე ძნე­ლად ხომ არ გეჩ­ვე­ნათ მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი დღე? _ მკი­თხა მან.
_ ოჰ, არა! პი­რი­ქით. მგო­ნია, რომ თან­და­თან ძალ­იან შე­ვეჩ­ვევი ჩემს მოს­წავ­ლე­ებს.
_ მაგ­რამ, ალ­ბათ, აქა­უ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა, ეს კო­ტეჯი და ავე­ჯი არ არის ისე­თი, რო­გორ­საც მო­ე­ლო­დით, არა? მარ­თლაც ღარ­იბულია, მაგ­რამ... _ აქ მე გა­ვაწ­ყვეტ­ინე:
_ ჩე­მი კო­ტეჯი სუფ­თაა და უამ­ინდობისგან და­ცუ­ლი, ავე­ჯი _ მო­ხერ­ხებული და სა­კ­მარისი. აქ ყვე­ლა­ფერი მად­ლიე­რე­ბას იწ­ვევს ჩემ­ში და არა სი­ნა­ნულს. ისე­თი სუ­ლე­ლი და ნებ­იე­რა სუ­ლაც არა ვარ, რომ ხა­ლი­ჩის, ტახ­ტისა და ვერ­ცხ­ლის თეფ­შების უქონ­ლო­ბამ შე­მაწუხოს. გარ­და ამ­ისა, ხუ­თი კვი­რის წინ სულ არა­ფერი გა­მაჩ­ნდა, გაგ­დებული ვი­ყა­ვი, მათ­ხოვარი და მო­ხეტ­ია­ლე. ახ­ლა კი ნაც­ნობები მყავს, სახ­ლიც მაქვს და საქ­მეც. მაო­ცებს ღვთის მოწყა­ლე­ბა, ჩე­მი მეგ­ობრების ერ­თგულე­ბა და ჩე­მი ბე­დი. ასე რომ, არ ვწუ­წუ­ნებ.
_ მაგ­რამ, ალ­ბათ, მარ­ტოობა გაწ­უხებთ. ის სახ­ლი, უკ­ან, ბნელ­ია და უკ­აც­რიელი.
_ იცით, არც კი მაქვს დრო, რომ შე­ვიგ­რ­ძ­ნო ეს სიმ­შ­ვი­დე და, მით უმე­ტეს, მარ­ტოობამ შე­მაწუხოს.
_ ძალ­იან კარ­გი. იმე­დი მაქვს, ისე­ვე გრძნობთ თავს, რო­გორც ამ­ბობთ. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, ალ­ბათ, გრძნობთ, რომ ჯერ ძალ­იან ად­რეა ლო­ტის ცო­ლი­ვით ყოყ­მა­ნი და ში­ში. მე არ ვი­ცი, რა მი­ატ­ოვეთ, ვიდ­რე მე შემ­ხვდებოდით, მაგ­რამ გირ­ჩევთ, მტკი­ცედ გაუ­მკ­ლავ­დეთ ყვე­ლა ცდუ­ნე­ბას, რო­მე­ლიც ეც­დე­ბა უკ­ან მი­გა­ხედოთ, და უყოყ­მა­ნოდ შეი­ნარ­ჩუნეთ თქვე­ნი დღ­ე­ვან­დელი მდგო­მა­რეო­ბა რამ­დენ­იმე თვეს მა­ინც.
_ ვაპ­ირებ, სწო­რედ ასე მო­ვიქ­ცე, _ მი­ვუ­გე მე. სენ­ტ-ჯონ­მა გა­ნაგრძო:
_ გამ­ოცდილებით ვი­ცი, რომ მიდ­რე­კი­ლების მო­თოკ­ვა და ბუ­ნე­ბის გარ­დაქ­მნა ძალ­იან ძნე­ლი საქ­მე­ა, მაგ­რამ მა­ინც შე­საძ­ლე­ბელ­ია. ღმერ­თმა გა­რკ­ვეული ძა­ლა მოგ­ვ­ცა ჩვენ­ივე ბე­დის შე­საქ­მნე­ლად და, რო­დე­საც ჩვე­ნი ენერ­გია იმ საზ­რ­დოს ითხოვს, რომ­ლის მიღ­ე­ბა არ შეუ­ძლია, რო­დე­საც ჩვე­ნი სურ­ვი­ლი იმ გზით წარ­გვმარ­თავს, რომ­ლის გვერ­დის აქ­ცე­ვა შეუ­ძლე­ბელ­ია, გუ­ლი არ უნ­და გავ­იტეხოთ. სხვა საზ­რუნავი უნ­და მო­ვუ­ნა­ხოთ გო­ნე­ბას, იმ აკრ­ძალულ საზ­რდოსავით ძლი­ე­რი, რო­მელ­საც ის ვერ ეღი­რსა, სხვა საზ­რუნავი და, შე­საძ­ლოა, უფ­რო წმინ­დაც. საჭ­იროა, გავ­იკ­აფოთ ისეთ­ივე სწო­რი და ვრცე­ლი გზა, რო­გო­რიც ად­რე გვქონ­და, ვიდ­რე ბე­დი ჩაგ­ვიკ­ე­ტავ­და. რა ვუ­ყოთ, თუ ის ცო­ტა­თი უხე­შიც იქ­ნე­ბა.
_ ერ­თი წლის წინ საო­ცრად უბედ­ურად ვგრძნობ­დი თავს, რად­გან მეგ­ონა, შეც­დომა და­ვუშ­ვი, რომ ღვ­თისმსახ­ურე­ბა დავ­იწყე. საო­ცრად მქან­ცავ­და ეს საყ­ოველ­თაო მო­ვა­ლეო­ბები. მწყუ­რო­და ნამ­დ­ვი­ლი სი­ცოცხ­ლე, მწე­რალ­თა ამა­ღ­ელ­ვე­ბელი საქ­მე­ები; მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მსა­ხი­ო­ბი, ავ­ტო­რი, ორა­ტო­რი და თით­ქ­მის ყვე­ლა­ფერი უფ­რო მინ­დო­და, ვიდ­რე მღვ­დლობა. დი­ახ, ჩემს დია­კვნურ ქა­და­გე­ბაში სცემ­და გუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სისა, მხედ­რისა, დი­დე­ბის, სა­ხელ­მოხვეჭის მსურ­ველ­ისა, ძა­ლაუ­ფლებისთვის მებ­რძოლისა. ვფიქ­რობ­დი, ჩე­მი სი­ცოცხ­ლე უბად­რუკ­ია და უნ­და შეი­ცვალოს, თო­რემ მოვკვ­დებ­ი-მეთ­ქი. წყვდი­ა­დი და ბრძო­ლა სი­ნათ­ლემ და იმედ­მა შეც­ვა­ლა. ჩე­მი უმ­წეო არ­სებ­ობა უეც­რად უკი­დე­განო სივ­რ­ცედ იქ­ცა, ზე­ცის ძახ­ილზე აღდ­გა ძა­ლა ჩემ­ში, მოზღ­ვავ­და, ფრთა გა­შა­ლა, უხი­ლავ სამ­ყაროში აღი­მარ­თა. ღმერ­თმა და­მა­ვა­ლა, კარ­გად მე­ტა­რებ­ინა და და­მეც­ვა ძა­ლა და ხელ­ოვნე­ბა, სი­მა­მა­ცე და მჭევ­რმეტ­ყვე­ლე­ბა, მხედ­რის, მო­ქა­ლაქ­ისა თუ ორა­ტო­რის სა­უკ­ე­თესო თვი­სე­ბები: ყო­ველ­ივე ეს აუ­ცილე­ბელ­ია და თავ­მოყ­რი­ლი უნ­და იყოს კარგ მი­სი­ო­ნერ­ში.
ასე გა­დავ­წყვიტე მი­სი­ო­ნე­რი გავ­მხდარ­იყავი და იმ დრო­ი­დან ჩე­მი გო­ნე­ბა სრუ­ლი­ად შეი­ცვა­ლა; ბორ­კი­ლები ჩამ­ომეხ­სნა _ მათ­გან არა­ფერი დამ­რჩა, მტკი­ვნეული წყლუ­ლე­ბის გარ­და, რო­მელ­თაც დრო თუ გა­ნკუ­რნავს. მა­მა­ჩემი, მარ­თალი რომ ვთქვა, წი­ნა­ა­ღმ­დეგი იყო ჩე­მი არ­ჩე­ვან­ისა. მაგ­რამ მი­სი გარ­დაც­ვა­ლების შემ­დეგ აღ­ა­რავინ მყავს კან­ონიერი მო­წი­ნა­ა­ღმ­დე­გე. საქ­მე­ები მოგ­ვარ­და. რო­გორც მე­მკვ­იდრე მორ­ტო­ნი­სა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი. დამ­რჩა რამ­დენ­იმე ცა­ლკ­ეული სიძ­ნე­ლე, გამ­ოწვეული გრძნო­ბე­ბის დამ­სხვრევით; ამ უკ­ა­ნა­სკ­ნელის შეხ­ლა ადამ­იანურ სი­სუს­ტეს­თან, რო­მელ­საც, ვი­ცი, დავ­ძლევ. დავ­იფიცე და უთუ­ოდ დავ­ძლევ. ახ­ლა ვტო­ვებ ევ­როპას და აღმ­ოსავ­ლეთ­ისკ­ენ მი­ვემ­გზავ­რები.
ყვე­ლა­ფერი ეს მან თავ­ისებური, უც­ნა­უ­რი, და­ბალი, შე­კ­ა­ვებული და ამა­ღ­ელ­ვე­ბელი ტო­ნით წარ­მოთქვა. ლა­პა­რა­კს რომ ამ­თავ­რებ­და, შევ­ნიშნე, მე არ მი­ყუ­რებ­და, ჩა­მა­ვალ მზეს გას­ცქერ­ოდა. მეც მზეს ვუც­ქერ­დი. ორი­ვე ზურ­გით ვი­დე­ქით ბი­ლი­კი­სკ­ენ, რო­მე­ლიც მინ­დ­ვ­რი­დან ჭიშკ­რამ­დე მო­დი­ო­და. ამი­ტომ ბა­ლახით და­ფარულ ბი­ლიკ­ზე ფე­ხის ხმა არ გაგ­ვიგონია. ამ დროს მხო­ლოდ ველ­ზე მი­მა­ვალი წყლის ნა­ნა­სავით დუ­დუ­ნი ის­მო­და. ის იყო წას­ვლას ვაპ­ირებდით, რომ ვერ­ცხ­ლის ზა­რი­ვით მხი­არ­ულმა ხმამ შემ­ოგვძა­ხა:
_ სა­ღ­ამო მშვი­დო­ბი­სა, მის­ტერ რი­ვერს, სა­ღ­ამო მშვი­დო­ბი­სა, ჩე­მო კარ­ლო, თქვე­ნი ძა­ღლი უფ­რო ად­რე ცნობს მეგ­ობრებს, ვიდ­რე თქვენ, სერ. ჯერ კი­დევ ვე­ლის ბო­ლოს ვი­ყა­ვი, რომ ყუ­რე­ბი ცქვი­ტა და კუ­დი ააქ­იცინა, თქვენ კი ზურ­გი შემ­ოგიქცევ­იათ ჩემ­თ­ვის.
მარ­თლაც ასე იყო, მის­ტერ რი­ვერ­სი შე­ა­კრთო ამ წკრ­ია­ლა ხმამ, რო­მელ­მაც მე­ხი­ვით იფეთ­ქა და ღრ­უბელი გა­აპო მის თავ­ზე, თუმ­ცა, მო­ლა­პა­რა­კით გაო­ცებული ისე­ვე უძ­რა­ვად დარ­ჩა. მკ­ლავით ჭიშკ­არს ეყ­რდნობოდა და და­სავ­ლეთს გას­ცქერ­ოდა. ბო­ლოს და ბო­ლოს, დინ­ჯად მობ­რუნ­და; გეგ­ონებ­ოდათ, მის გვერ­დით ზმა­ნე­ბა გაჩ­ნდაო, მის­გან სამ ნაბ­იჯზე თეთ­რად შე­მო­სი­ლი ნორ­ჩი და მოქ­ნი­ლი არ­სე­ბა იდ­გა; სავ­სე, მაგ­რამ ლა­მა­ზად გამ­ოკ­ვეთილი. რო­დე­საც კარ­ლოსთან ალერ­სი მოა­თა­ვა, თა­ვი აიღ­ე­რა და პირ­საბ­ურავი უკ­ან გა­დაი­წია, სენტ-ჯო­ნის თვალ­წინ სრულ­ყო­ფი­ლი მშვე­ნე­ბა აღი­მარ­თა. ძლი­ე­რი რამ არის სრულ­ყო­ფი­ლი სი­ლა­მა­ზე, მაგ­რამ მე არ ვაპ­ირებ მის გან­ხილვა­სა და გან­სა­ზღვ­რას. მი­სი ნა­კვ­თები ისე­თი ლა­მაზი იყო, რო­გო­რის გამ­ოკ­ვე­თა მხო­ლოდ ალ­ბი­ო­ნის თბილ კლ­იმატს შეუ­ძლია _ წმინ­და ფე­რები ვარ­დისა და შრო­შა­ნის, რაც იქა­ურ ნი­ავ­სა და ნის­ლი­ან ცას სჩვევ­ია. ეშ­ხი არ სჭირ­დებ­ოდა უნა­კლოს; ამ გო­გო­ნას მწყობ­რი და ნა­ზი ნა­კვ­თები ჰქონ­და. ლა­მაზ ნა­ხატ­ზე რომ გი­ნა­ხავთ, ისე­თი მო­ხა­ზუ­ლო­ბის დიდ­რო­ნი, მუ­ქი და სავ­სე თვა­ლები, მომ­ხიბ­ვ­ლე­ლად შემ­ორკ­ალული გრძე­ლი, ჩრდი­ლი­ა­ნი წამ­წა­მები, ფან­ქ­რით ნა­ხატი წარ­ბები, რაც სიწ­მინ­დის შეგ­რძნე­ბას ქმნი­და. თეთ­რი შუბ­ლი ამ დი­დე­ბულ სი­ლა­მა­ზეს სხივ­სა და სი­ნათ­ლეს მა­ტებ­და. სავ­სე ლო­ყე­ბი ჰქონ­და, ნორ­ჩი და გლუ­ვი; ტუ­ჩე­ბი _ ცინ­ცხა­ლი, ჯან­სა­ღი, წი­თე­ლი და ლა­მა­ზად და­ბურ­ცუ­ლი; ციმ­ცი­მა, მჭიდ­როდ მიჯ­რი­ლი ნა­თელი კბ­ილები; პა­ტა­რა ფო­სო ნიკ­აპ­ზე. მდიდ­რუ­ლად ეც­ვა. მოკ­ლედ, მას­ში თავს იყ­რი­და ყვე­ლა­ფერი იდე­ალური სი­ლა­მაზის წარ­მოსად­გე­ნად. გაო­ცებული შევ­ცქეროდი ამ ზღ­აპრულ ქმნი­ლე­ბას და მთე­ლი გუ­ლით თაყ­ვანს ვცემ­დი მას. ბუ­ნე­ბას დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით შე­ექ­მნა იგი, დავ­იწყებ­ოდა მის­თ­ვის ჩვე­უ­ლი დედ­ინაცვლური სი­ძუნ­წე და საყ­ვა­რელი არ­სების მი­მართ ბე­ბი­ის სი­უხ­ვე გამ­ოეჩ­ინა.
ნე­ტა, რას ფიქ­რობ­და სენტ-ჯონ რი­ვერ­სი ამ მი­წი­ე­რი ან­გელოზის შე­სა­ხებ? ბუ­ნებ­რივია, ასე­თი კი­თხვა და­მე­ბა­და, რო­დე­საც ის გო­გო­ნა­სკ­ენ შებ­რუნდა და მას შე­ხე­და. ბუ­ნებ­რივია, ამის პა­სუხს მის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბაში ვე­ძებდი. მან თვა­ლი აარ­იდა ფერ­იას და ჭიშკ­არ­თან ამოზ­რ­დი­ლი მორ­ცხ­ვი გვი­რი­ლე­ბის წყე­ბას ჩა­ა­ჩერ­და.
_ მშვი­ნი­ე­რი სა­ღ­ამ­ოა, მაგ­რამ შენ­თ­ვის მარ­ტო სას­იარულოდ გვი­ან­ია, _ უთხ­რა მან გო­გო­ნას და ფე­ხით გას­რისა თეთ­რთოვლა გვი­რი­ლე­ბი.
_ მხო­ლოდ ნაშ­უა­დღ­ევს დავ­ბ­რუნ­დი ქა­ლაქ ს-დან (მან ერ­თ-ერ­თი დი­დი ქა­ლაქი და­ა­სა­ხე­ლა, და­ახ­ლოებით ოცი მი­ლის მან­ძილზე აქე­დან). მა­მამ მითხ­რა, სკო­ლა გაგ­იხსნიათ და ახა­ლი მას­წავ­ლე­ბელი ჩამ­ოვიდაო. ასე რომ, ჩაი დავ­ლიე თუ არა, ქუ­დი დავ­იხურე და მის სა­ნა­ხა­ვად გამ­ოვეშ­ურე ველ­ისკ­ენ. ეს არის, არა? _ ჩემ­ზე მი­უ­თი­თა.
_ დი­ახ, _ უთხ­რა სენ­ტ-ჯონ­მა.
_ რო­გორ ფიქ­რობთ, მო­გეწ­ონე­ბათ მორ­ტო­ნი? _ მომ­მარ­თა მან ბავ­შ­ვუ­რი, სას­იამოვნო გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბით, უშუ­ა­ლოდ.
_ იმედ­ია, მო­მეწ­ონე­ბა. ამის­თ­ვის ბევ­რი პი­რო­ბაც მაქვს.
_ მოს­წავ­ლე­ები აღმ­ოჩნდნენ ისე გუ­ლის­ხ­მი­ერ­ნი, რო­გორც მო­ე­ლო­დით?
_ სავ­სებით.
_ სახ­ლი მო­გეწ­ონათ?
_ ძალ­იან.
_ ხომ კარ­გად მო­გიწყ­ვეთ?
_ ნამ­დვილად ძალ­იან კარ­გად.
_ მსა­ხუ­რიც ხომ კარ­გი აგ­ირჩიეთ, ალ­ისა ვუ­დი?
_ ნამ­დვილად კარ­გია. მორ­ჩი­ლი და გო­ნი­ე­რი.
ეს, ალ­ბათ, მის ოლი­ვერ­ია-­მეთქი, _ გავ­იფიქრე, _ ოლი­ვე­რის ერ­თა­დერთი მე­მკვ­იდრე, ნამ­დ­ვი­ლი, უხ­ვი წყა­ლო­ბით რჩე­უ­ლი, რო­გორც ბედ­ისგან, ისე ბუ­ნებ­ისგან. ნე­ტა, რო­მელ ბედ­ნიერ ვარ­სკვ­ლავ­ზე იყო და­ბა­დებული?
_ ხან­და­ხან მო­ვალ ხოლ­მე და მო­გეხ­მა­რებით სწავ­ლე­ბაში, _ დას­ძინა მან. _ გა­მა­ხალ­ისებს თქვენ­თან სტუმ­რო­ბა. მე მიყ­ვარს სი­ახ­ლე. მის­ტერ რი­ვერს, მე­ტად ვი­სი­ამ­ოვნე იქ დარ­ჩენით. წუ­ხელ ან, უფ­რო სწო­რად, ამ დი­ლით ორ სა­ა­თამ­დე ვცე­კ­ვავდი. კა­ტასტროფის შემ­დეგ სამ­ხედრო ნა­წი­ლი დგას იქ და ოფიც­რე­ბი მთელ ქვე­ყა­ნა­ზე სა­უკ­ე­თესო ადამ­ია­ნები არ­იან. ჩვე­ნი მლე­სა­ვები და მა­კ­რატლით მო­ვაჭ­რენი მათ ვერ შე­ედ­რებ­იან.
უცებ მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს მის­ტერ სენტ-ჯონს წუ­თით ქვე­და ტუ­ჩი დაუ­გრძელ­და, ხო­ლო ზე­და აეპ­რიხა და აშკ­ა­რა უკ­მაყ­ოფილე­ბა და­ეტყო. საო­ცრად მტკი­ცე, ოთხ­კუ­თხედი ქვე­და ყბა მო­ექ­ცა, რო­დე­საც გო­გო­ნა სი­ცი­ლით ჰყვებ­ოდა ამ ამ­ბავს. გვი­რი­ლებს თა­ვი ანე­ბა და მზე­რა ისევ გო­გო­ნა­ზე გა­დაი­ტა­ნა. ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი, და­კვ­ირვებული და მნიშ­ვ­ნელ­ოვანი მზე­რა. გო­გო­ნამ ისევ სი­ცი­ლით უპას­უხა მას. სი­ცი­ლი ძალ­იან მო­უხ­და მის სი­ნორ­ჩეს, ლო­ყებ­ზე ვარ­დისფერ ღრ­მულებ­სა და ნა­თელ თვა­ლებს.
უძ­რა­ვად მდგა­რი სენტ-ჯო­ნი მუნ­ჯი­ვით გაყ­უჩდა. გო­გო­ნამ კი კარ­ლოს და­უწყო ფე­რე­ბა.
_ საწ­ყალ კარ­ლოს ვუყ­ვარ­ვარ, _ თქვა მან. _ არ იცის მეგ­ობრებ­ისგან გან­ზე გად­გომა და, ლა­პა­რა­კი რომ შე­ეძლოს, ასე არ გაჩ­უმდებ­ოდა.
სა­ნამ ის, ახალ­გაზ­რდა და მკ­აცრი პატ­რო­ნის წი­ნა­შე დახ­რი­ლი, ძა­ღლს ეფე­რებ­ოდა, შე­ვამ­ჩნიე, რო­გორ­მა ალ­მურმა იფეთ­ქა კა­ცის სა­ხე­ზე. შე­ვამ­ჩნიე, რო­გო­რი ცეცხ­ლით აინ­თო მი­სი მშვი­დი თვა­ლები. აღგ­ზნებული და ალ­მოდებული, ის ახ­ლა კა­ცის კვალ­ობა­ზე ისეთ­ივე ლა­მაზი იყო, რო­გო­რიც მის წინ დახ­რი­ლი გო­გო­ნა. მი­სი მკ­ერდი მა­ღ­ლა აი­ზიდა, თით­ქოს დეს­პო­ტიზ­მით შე­კუმშული მი­სი დი­დი გუ­ლი აივ­სო, სურ­ვილ­თა ჯიბ­რ­ზე აი­წყვიტა და თავ­ისუფლების მო­საპ­ოვებ­ლად გაი­ბრძოლა. მაგ­რამ მან მო­თო­კა ეს გრძნო­ბა, რო­გორც, ჩე­მი აზ­რით, კარ­გი მხე­დარი თუ მო­თოკ­ავს ყალ­ყზე შემ­დგარ ულაყს. არც სიტყ­ვით, არც მოძ­რა­ო­ბით არ უპას­უხა მისკ­ენ მო­მარ­თულ სი­ნა­ზეს.
_ მა­მა ამ­ბობს, რომ სულ აღ­არ მო­დი­ხართ ჩვენ­თან, _ გა­ნაგრძო მის ოლი­ვერ­მა და თა­ვი ას­წია, _ რომ სულ უცხო გახ­დით ვე­ილ-ჰოლ­ში. ახ­ლაც მარ­ტოა და ცუ­დად გრძნობს თავს. არ წამ­ომყვებით მის სა­ნა­ხა­ვად?
_ ახ­ლა უდ­როოა მის­ტერ ოლი­ვე­რის შეწ­უხე­ბა, _ მი­უ­გო სენ­ტ-ჯონ­მა.
_ უდ­როოაო! მე კი გეუ­ბნებით, დრო­უ­ლია-­მეთქი. ეს სწო­რედ ის დროა, რო­დე­საც მა­მას გან­სა­კუ­თრებით სჭირ­დე­ბა ხმის გამ­ცემი, რო­დე­საც სამ­უშაო დამ­თავ­რებ­ულია და თავ­შე­საქ­ცევი არა­ფერი აქვს. წა­მო­დით რა, მის­ტერ რი­ვერს. რა­ტომ ხართ ასე­თი მორ­ცხ­ვი და გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი? _ პას­უხად ჩა­მო­წო­ლი­ლი უხერ­ხუ­ლი სი­ჩუ­მე ისევ თვი­თონ და­ა­რღვ­ია.
_ რო­გორ და­მავ­იწყდა, _ წამ­ოიძა­ხა მან და, თით­ქოს თა­ვის თავ­ზე გან­რისხებ­ულმა, ლა­მაზი, კუ­ლულებ­იანი თა­ვი გა­აქ­ნია, _ რო­გო­რი გულ­მა­ვიწყი და დაბ­ნეული ვარ. გემ­უდა­რებით მა­პატ­იეთ, სულ გამ­ომრჩა მხედ­ველ­ობიდან, რომ მი­ზე­ზი გაქვთ, უარი არ მითხ­რათ. დია­ნა და მე­რი წავ­იდნენ და მურ-ჰა­უ­სის კა­რი გამ­ოკ­ეტ­ილია. თქვენ სულ ობ­ლად ხართ. გულ­წ­რ­ფე­ლად მებ­რა­ლებით. წა­მო­დით რა, ინახ­ულეთ მა­მა­ჩემი.
_ ამა­ღ­ამ არა, მის რო­ზა­მონდ, ამა­ღ­ამ არა.
მის­ტერ სენტ-ჯო­ნი მე­ქან­იკუ­რად ამ­ბობდა ამას და გრძნობ­და, რო­გორ უმ­ძიმ­და ასე უარის თქმა.
_ მაშ, რად­გან ასე გა­ჯი­უტ­დით, მე წა­ვალ, ნა­მი ეცე­მა და მეტს ვე­ღ­არ დავ­რჩები. ღა­მე მშვი­დო­ბი­სა.
ახალ­გაზ­რდა ქალ­მა ხე­ლი გამ­ოუწოდა. სენტ-ჯო­ნი ოდ­ნავ შე­ეხო მის ხელს.
_ ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, _ წარ­მოთქვა სენ­ტ-ჯონ­მა და­ბალი და ექ­ოსავით ყრუ ხმით. გო­გო­ნა წა­სას­ვლე­ლად გაბ­რუნდა, მაგ­რამ მაშ­ინვე უკ­ან შემ­ოტრიალ­და.
_ კარ­გად ხართ? _ ჰკი­თხა მან. რო­გორც კი ეს თქვა, სენტ-ჯონს გო­გო­ნას კა­ბის ფერ­მა გა­და­ჰკ­რა სა­ხე­ზე.
_ ძალ­იან კარ­გად, _ გა­ნაც­ხა­და მან, თა­ვი და­უკ­რა და ჭიშკ­არს გას­ცილდა. სხვა­დას­ხვა გზით წავ­იდნენ. ველ­ზე ზღ­აპ­რულად მი­მა­ვალ­მა გო­გო­ნამ ორ­ჯერ მო­ი­ხე­და და თვა­ლი გა­აყ­ოლა სენტ-ჯონს. ის კი მტკი­ცედ მი­აბ­იჯებ­და და არც მო­უ­ხე­დავს.
სხვა­თა ტან­ჯვისა და მსხვერ­პლშეწირვის ნახ­ვამ მი­ყუ­ჩე­ბუ­ლი ფიქ­რე­ბი ამ­იშა­ლა. დია­ნა რი­ვერ­სმა ძმას "სიკ­ვ­დი­ლი­ვით ულ­მო­ბე­ლი" უწო­და და არც შემ­ცდა­რა.


თა­ვი ოც­და­მეთ­ორმე­ტე

რაც შე­მეძლო, ერ­თგულად და გულ­მოდ­გი­ნედ გან­ვაგრძობდი მუ­შაო­ბას სკო­ლაში. და­საწყისში ეს მარ­თლაც ძნე­ლი სამ­უშაო იყო. კარ­გა ხა­ნი და დი­დი ენერ­გია დამ­ჭირდა, ვიდ­რე ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ ბუ­ნე­ბას მო­ვათ­ვინიე­რებდი. მთელ რიგ სა­კი­თხებში სრუ­ლი­ად გაუ­თვითცნობიე­რე­ბელნი და გაუ­თლელნი, ერ­თი შე­ხედვით ერ­თნაი­რად უიმე­დო­ნი მეჩ­ვე­ნებ­ოდნენ. მაგ­რამ მა­ლე მივ­ხ­ვ­დი, რომ ვცდე­ბო­დი. მათ შო­რი­საც, რო­გორც გა­ნათ­ლებულ ხალ­ხ­ში, დი­დი სხვაო­ბა იყო. რო­ცა ისი­ნი ახ­ლოს გავ­იცანი, ეს სხვაო­ბა გან­სა­კუ­თრებით ნათ­ლად ვიგ­რ­ძე­ნი. გაო­ცებულნი იყ­ვ­ნენ ჩე­მით, ჩე­მი ენით, წე­სებ­ითა და ჩვე­ვებით. მე­რე თან­და­თან ვამ­ჩნევდი, რომ ამ თვა­ლებ­დაჭ­ყეტილი, გაუ­თლელი არ­სე­ბებ­იდან სა­კ­მაოდ გო­ნე­ბა­მახვილი გო­გო­ნე­ბი ყალ­იბდებ­ოდნენ. ბევ­რი მათ­განი თვი­ნი­ე­რი და კე­თი­ლი ჩან­და. მათ­ში თან­და­თან აღმ­ოვაჩ­ინე ბუ­ნებ­რი­ვი ზრდი­ლო­ბის, ქვეც­ნობიერი ღი­რსებ­ისა და შე­სან­იშნავი ნი­ჭის არა­ერთი ნი­შა­ნი, რა­მაც მათ­დამი კეთ­ილგან­წყობა და სიყ­ვა­რუ­ლი ჩამ­ინერ­გა. ამან კი უდი­დე­სი სი­ამ­ოვნე­ბა მაგ­რძნობინა. გა­საო­ცარიც კი იყო, ისე სწრა­ფად მი­დი­ოდ­ნენ წინ, და ამის გა­მო პატ­იოსანი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი ბედ­ნიერი სია­მა­ყე ვიგ­რ­ძე­ნი. გარ­და ამ­ისა, შემ­იყვარ­და ზო­გი­ერ­თი მათ­განი. ვატყობ­დი, მა­თაც შევ­უყვარდი. მო­წა­ფე­თა შო­რის მყავ­და რამ­დენ­იმე უკ­ვე მოზ­რ­დი­ლი, ფერ­მერის გო­გო­ნა, რო­მელ­თაც წე­რა­-კი­თხვა და კერ­ვა შე­ეძლოთ. მათ ვას­წავლიდი სა­კი­თხებს გრა­მატ­იკი­დან, გეო­გრაფ­იიდან, ის­ტო­რი­ი­დან. ვას­წავლიდი ნემ­სით მუ­შა­ო­ბის სა­უკ­ე­თესო ნი­მუ­შებს. მათ­ში შე­სან­იშნავ ბუ­ნე­ბას ვხე­დავდი: სწყუ­რო­დათ ახ­ლის გა­გე­ბა, გაუ­მჯობე­სე­ბა. მათ სახ­ლებში ბევ­რი კარ­გი სა­ღ­ამო გამ­იტა­რებ­ია. მა­თი მშობ­ლე­ბი დიდ ყუ­რა­დღ­ე­ბას მაქ­ცევ­დნენ. საო­ცარი სი­ამ­ოვნე­ბა იყო მა­თი უბ­რა­ლო პატ­ივისცემის მიღ­ე­ბა და სა­ნაცვლოდ ყუ­რა­დღ­ების მი­გე­ბა, მა­თი გან­ცდების გაზ­ია­რე­ბა, რა­საც, რო­გორც ჩანს, სულ არ იყ­ვ­ნენ ჩვე­ულ­ნი და რაც ხიბ­ლავ­და და თაყ­ვან­ისცემით აღ­ავ­სებ­და მათ... ეს, ერ­თი მხრივ, მათ თვალ­ში მა­მა­ღ­ლებ­და და, მეო­რე მხრივ, აღ­არ გრძნობ­დ­ნენ მათ­თ­ვის ჩვე­ულ, გან­სხვა­ვებულ დამ­ოკი­დებ­ულე­ბას.
ვიგ­რ­ძე­ნი, რომ სა­მეზობლოში ყვე­ლას ვუყ­ვარ­დი. რო­დე­საც გა­მოვ­დი­ო­დი ში­ნი­დან, ყო­ვე­ლი მხრი­დან მეს­მოდა გულ­თ­ბი­ლი სა­ლამი და ვხე­დავდი მე­გობ­რულ ღი­მილს. ხალ­ხის, თუნ­დაც მშრო­მე­ლი ხალ­ხის პატ­ივისცე­მა ისე­ვე სა­ამ­ოა, რო­გორც "მშვი­დად და გან­ცხ­რო­მით მზე­ში ჯდო­მა", რო­გორც სუ­ლი­ერ გრძნო­ბა­თა კვ­ირ­ტების გაშ­ლა და გაფ­ურჩქნა. ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე ჩე­მი გუ­ლი მწუ­ხა­რებ­ისა­გან კი არ იძი­რებ­ოდა, არა­მედ მად­ლიე­რების გრძნო­ბით ივ­სებ­ოდა. იმა­საც გეტყ­ვი, ჩე­მო მკი­თხველო, რომ დღე ილეო­და მო­წა­ფე­ებ­თან ღი­რსეულ მუ­შაო­ბაში, სა­ღ­ამო მშვი­დად მი­დი­ო­და ხატ­ვა­სა და კი­თხვაში. ასე­თი მშვი­დი და სა­სარ­გებლო დღის მე­რე ღა­მით საო­ცარ სიზ­მ­რებს ვხე­დავდი. სიზ­მ­რებს ათას­ფერს, წარ­მტაცს, იდე­ა­ლებით სავ­სეს, ამა­ღ­ელ­ვე­ბელს, ქარ­იშხლიანს, სა­დაც არა­რე­ალურ სა­თავ­გა­და­სავლო ამ­ბებში, რისკ­სა და რო­მან­ტიკულ თავ­გან­წირვაში, გან­საც­დელში ისევ და ისევ ვხვდე­ბო­დი მის­ტერ რო­ჩეს­ტერს და მა­შინ მი­სი მკ­ლა­ვების შეგ­რძნე­ბა, მი­სი ხმის გაგ­ონე­ბა, თვა­ლებით შეხ­ვედ­რა, ხელ­ისა და ლო­ყის შე­ხე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი მის­გან და მის­და­მი, იმე­დი, რომ მის გვერ­დით ვიქ­ნე­ბი მთე­ლი სი­ცოცხ­ლე _ პირ­ვან­დელი ძალ­ითა და ცეცხ­ლით გა­ნახ­ლდებ­ოდა ხოლ­მე ჩემ­ში. მე­რე ვიღვ­იძებდი, გა­მახ­სენ­დებ­ოდა, სად ვარ, რა მდგო­მა­რეო­ბაში, ცახ­ცახ­ითა და თრთო­ლით წამ­ოვდგებოდი უფარ­დო საწ­ოლიდან და მშვი­დი და ბნე­ლი ღა­მე იყო ჩე­მი სას­ოწა­რკ­ვეთ­ისა და მოზღ­ვა­ვებული გრძნო­ბე­ბის მოწ­მე. დი­ლით კი, ზუს­ტად ცხრა სა­ათისთვის, მე ისევ შევ­დი­ო­დი სკო­ლაში დაწ­ყნა­რებული და მომ­ზა­დებული ყო­ველ­დღიურ მო­ვა­ლეო­ბა­თა შე­სას­რულებ­ლად.
რო­ზა­მონდ ოლი­ვერ­მა და­ნაპ­ირები შე­ას­რულა და ჩვენს სა­ნა­ხა­ვად მო­დი­ო­და ხოლ­მე. ჩვეუ­ლებრივ, დი­ლით, ცხე­ნით სეი­რნობისას შემ­ოივლიდა ხოლ­მე სკო­ლაში. თა­ვი­სი ულა­ყით კარს მო­ად­გებ­ოდა. უკ­ან ცხენ­ზე შემ­ჯდარი მსა­ხუ­რი მოს­დევ­და. ძნელ­ია წარ­მო­იდ­გი­ნოთ უკ­ე­თესი სა­ნა­ხაო­ბა, ვიდ­რე მე­წამული ფე­რის სა­მოს­ში გა­მოწყო­ბი­ლი ეს გო­გო­ნა იყო. შა­ვი ხა­ვერდის საც­ხენოსნო ქუ­დი მოხ­დენ­ილად ეხ­ურა კუ­ლულებ­ზე, ლო­ყებს რომ უკო­ცნიდა და ფარ­ფატით მხრე­ბამ­დე ეშ­ვებ­ოდა. ასე შემ­ოდიოდა ის ამ უბ­რა­ლო შენ­ობაში და ჩაი­ვლიდა გაო­ცებ­ისა­გან თვა­ლებ­დაჭ­ყეტილ სოფ­ლის ბავ­შვებს შო­რის. ის, ჩვეუ­ლებრივ, მო­დი­ო­და ისეთ დროს, რო­დე­საც მის­ტერ რი­ვერ­სი გარ­თუ­ლი იყო გა­კ­ვეთილის გამ­ოკითხვით. ვგო­ნებ, მი­სი გამ­ოხედ­ვა მღვ­დელს გულ­ში ძალ­იან მწვა­ვედ ხვდებ­ოდა. თით­ქოს რა­ღ­აც ინ­ს­ტინ­ქ­ტი ამ­ცნობდა მის მოს­ვ­ლას მაშ­ინაც კი, რო­დე­საც ვერ ხე­დავ­და. გო­გო­ნა კარ­თან გამ­ოჩნდებ­ოდა თუ არა, მღვ­დელს ღაწ­ვები აე­ლე­წებ­ოდა, მარ­მარ­ილოსგან თლი­ლი ნა­კვ­თები აღ­არ ემ­ორჩილებ­ოდა და სა­ხე მთლია­ნად ეც­ვლებ­ოდა. სა­ხის ნა­კვ­თების ეს უძ­რაო­ბა უფ­რო მე­ტის მთქმე­ლი იყო, ვიდ­რე აცახ­ცა­ხებული კუნ­თი ან ელ­ვისებური გამ­ოხედ­ვა.
რა­სა­კვ­ირველ­ია, გო­გო­ნა გრძნობ­და თა­ვის ძა­ლას, არ შე­ეძლო და ამ­იტომაც არ მა­ლავ­და მას. სა­კ­მარისი იყო მი­სი გამ­ოჩე­ნა, და­ლა­პა­რა­კ­ე­ბა, მხი­ა­რუ­ლი, გა­მამ­ხნე­ვე­ბელი, თით­ქ­მის კე­კლუცი ღი­მი­ლი, რომ, მი­უ­ხე­და­ვად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიმ­შ­ვი­დი­სა და ურ­ყეო­ბისა, სენტ-ჯონს ხე­ლები უთ­რ­თო­და და თვა­ლები ენ­თებ­ოდა, თუ ტუ­ჩე­ბით არა, სევ­დიანი და მტკი­ცე გამ­ოხედვით მა­ინც ამ­ბობდა: "მიყ­ვარ­ხარ და ვი­ცი, შე­ნი რჩე­უ­ლი ვარ. წარ­მა­ტებ­ისგან თავ­ბრუსხვე­ვამ კი არ და­მამ­უნჯა. მე რომ გუ­ლი შემ­ოგთა­ვაზო, მჯე­რა, მი­იღ­ებ მას, მაგ­რამ ეს გუ­ლი წმინ­და სა­კუ­რთხე­ველ­ზე ას­ვენ­ია. ცეცხ­ლი ან­თია მის გარ­შემო და მა­ლე აღს­რულდე­ბა მსხვერ­პლშეწ­ირვა~.
მა­შინ გო­გო­ნა ბავ­შ­ვი­ვით გაი­ბუტებ­ოდა, ღრ­უ­ბელი დაჩ­რდილავ­და მის კა­შკ­ა­შა ბრწყინ­ვა­ლე­ბას. სას­წრაფოდ ხელს ჩამ­ოარ­თმევ­და, ჯი­უ­ტად და კე­კლ­უცად მოს­წყ­დებ­ოდა ად­გილს და ასე, გმი­რუ­ლად, მარ­ტვილურად თვალს მიე­ფა­რებ­ოდა. რა­ღა თქმა უნ­და, სენტ-ჯო­ნი მთელ ქვე­ყა­ნას არ დაზ­ოგავ­და, ოღონდ გას­დევ­ნებ­ოდა, შე­ე­ჩე­რებ­ინა და და­ე­ძა­ხა მის­თ­ვის, მაგ­რამ ვერ თმობ­და ზე­ცას სიყ­ვა­რუ­ლის მსხვერ­პლად, ვერ ელეო­და ჭეშ­მარ­იტსა და ერ­თა­დერთ რწმე­ნას მა­რადიული სამ­ოთხისა. გარ­და ამ­ისა, უჭირ­და ერთ პი­როვ­ნე­ბაში ჩა­ეტ­ია თა­ვი­სი ბუ­ნე­ბა და ერთ ვნე­ბაში გამ­ოე­ხა­ტა სუ­ლი პო­ეტ­ისა, მო­ხეტ­იალ­ისა, მეო­ცნებ­ისა და სუ­ლი­ე­რი მამ­ისა. არც შე­ეძლო და არც სურ­და უარი ეთ­ქვა დი­ად მი­სია­ზე, ვერ გა­ცვლიდა მას ვე­ილ­-ჰო­ლის სა­სახ­ლე­სა და მყუდ­როე­ბა­ზე. ერ­თხელ თვი­თონ მის­გან ბევ­რი რამ გავ­იგე. მი­უ­ხე­და­ვად მი­სი ასე­თი გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი ხას­იათ­ისა, მა­ინც გავ­ბე­დე და გუ­ლახ­დილ საუ­ბარში გამ­ოვიწვიე.
მის ოლი­ვე­რი ძალ­იან ხში­რად პა­ტივს მდებ­და და მო­დი­ო­და ხოლ­მე ჩემ­თან კო­ტეჯში. კარ­გად გავ­იგე მი­სი ბუ­ნე­ბა; არც არა­ფერი იყო მას­ში იდუ­მა­ლი და და­ფარული: მის ოლი­ვე­რი კე­კლუცი იყო, მაგ­რამ არა უგუ­ლო; მომ­თხოვ­ნი, მაგ­რამ არა შეუ­ბრა­ლე­ბელი ეგო­ის­ტი; და­ბა­დებ­იდან­ვე ნებ­იერი, მაგ­რამ არა თავ­გასული; ფიცხი, მაგ­რამ კე­თი­ლი ბუ­ნე­ბის; თავ­და­ჯე­რებული (ან რო­გორ არ იქ­ნებ­ოდა, რო­ცა სა­რკ­ეში ჩა­ხედ­ვისას ასეთ სი­ლა­მა­ზეს ხე­დავ­და), მაგ­რამ არა პრან­ჭია. გუ­ლუხ­ვიც იყო, გუ­ლახ­დი­ლი, სა­კ­მაოდ ჭკვ­იანიც, მხი­ა­რუ­ლი, ხალ­ისიანი და წინ­დაუ­ხე­დავი. ერ­თი სიტყ­ვით, მეტ­ისმე­ტად მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი, მი­სი სქე­სის ისე­თი კრ­იტიკული თვა­ლით შემ­ფა­სებ­ლისთვისაც კი, რო­გო­რიც მე ვი­ყა­ვი. მაგ­რამ, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, ის დიდ ინ­ტე­რესს არ იწ­ვევ­და ჩემ­ში და არც ღრ­მა შთა­ბეჭ­დილე­ბას ახ­დენ­და ჩემ­ზე. ჭკუ­ით სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დებ­ოდა სენტ-ჯო­ნის დებ­ისგან. მა­ინც მიყ­ვარ­და. მიყ­ვარ­და ისე, რო­გორც ერთ დროს ადე­ლი. თუმ­ცა, ერ­თი რამ ცხად­ია, ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც შენ ას­წავლი და რო­მელ­ზეც ზრუ­ნავ, უფ­რო მე­ტად ახ­ლობელ­ია და გიყ­ვარს, ვიდ­რე მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი, მაგ­რამ უკ­ვე მოზ­რ­დი­ლი პი­როვ­ნე­ბა.
ახ­ირებულ ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბას იჩენ­და ჩემ მი­მართ, თუმ­ცა კე­თი­ლი გუ­ლით. მითხ­რა, მის­ტერ რი­ვერსს ჰგავ­ხართო (თუმ­ცა, ისიც არ დამ­იმა­ლა, რომ ის ერ­თია­თად ჩემ­ზე ლა­მაზი იყო. თქვენ, მარ­თალ­ია, პა­ტა­რა, კო­ხტა, ფა­ქი­ზი არ­სე­ბა ხართ, მაგ­რამ ის ან­გელოზივით მშვენ­იერ­იაო), სენტ-ჯო­ნი­ვით კე­თი­ლი, ჭკვ­იანი, მშვი­დი, თავ­შე­კ­ა­ვებული და მტკი­ცე ხარ­თო. ამ­ტკი­ცებ­და, რომ სოფ­ლის სკო­ლის მას­წავ­ლებლისთვის მე ლუ­სუს ნა­ტუ­რაე ვი­ყა­ვი. იმა­საც ამ­ბობდა, რომ ჩე­მი წარ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბის ამ­ბავი რომ სცოდ­ნო­დათ, შე­სან­იშნავი რო­მა­ნი დაი­წე­რებ­ოდა.
ერთ სა­ღ­ამოს ბავ­შ­ვუ­რი ენერ­გი­ით, დაუ­ფიქრებ­ლად, მაგ­რამ არა შეუ­რაც­ხმყოფელი ცნო­ბის­მოყ­ვა­რეობით ათ­ვალ­იე­რებ­და ჩემს კა­რა­დას და მა­გი­დის უჯ­რებს პა­ტა­რა სამ­ზა­რეულოში; იპო­ვა ორი ფრან­გუ­ლი წიგ­ნი, ში­ლე­რის ტო­მი, გერ­მანული ენის გრა­მატ­იკის სა­ხელ­მძღ­ვა­ნელო და ლექ­სიკონი. სა­ხა­ტავი მოწყო­ბი­ლო­ბა და რამ­დენ­იმე ჩა­ნა­ხაზი. მათ შო­რის შენ­იშნა ფან­ქ­რით შეს­რულებული, ჩე­მი ერ­თ-ერ­თი მოს­წავ­ლის, ქე­რუ­ბი­მი­ვით მშვენ­იერი პა­ტა­რა გო­გო­ნას თა­ვი; მორ­ტო­ნის ვე­ლი და გარ­შემორტყმული ტორ­ფ­ნა­რი ბუ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა პეი­ზა­ჟი. პირ­ვე­ლად გაო­ცებ­ისგან გა­შეშ­და, მაგ­რამ შემ­დეგ სი­ამ­ოვნებ­ისგან აენ­თო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი