ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილი XIII)
font-large font-small
ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (ნაწილი XIII)
მო­უ­ლოდ­ნე­ლად შუბ­ლი შეჭ­მუხ­ნა და ისე გა­მომ­ხე­და.
კარ­გა ხანს და­ჟი­ნე­ბით მაც­ქერ­დე­ბო­და, შემ­დეგ კი, თით­ქოს თა­ვის­თ­ვის ლა­პა­რა­კობ­სო, ხმა­დაბ­ლა და­იწყო:
- პა­ტა­რა მატყუ­ა­რა ანი­კა. გო­გო­ნა, რო­მელ­საც ჩე­მი არც ერ­თი სიტყ­ვის არ სჯე­რა და ამის გა­მო ნე­ბის­მი­ერ სიც­რუ­ე­ზეა წამ­ს­ვ­ლე­ლი, ოღონდ კი თა­ვი და­იძ­ვ­რი­ნოს.
გა­ო­ცე­ბის­გან, ვიგ­რ­ძე­ნი, ნელ-ნე­ლა რო­გორ მეღ­რი­ცე­ბო­და ყბა. ის კი აგ­რ­ძე­ლებ­და მო­ნო­ლოგს:
- იმ წუ­თი­დან, რო­ცა მე და შენ ერ­თ­მა­ნეთს პირ­ვე­ლად შევ­ხ­ვ­დით, სულ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ხარ. ელო­დე­ბი, რო­დის და­გა­კარ­გ­ვი­ნებ თავს და და­გე­უფ­ლე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერს ახ­ლა ლექ­სი­კო­ნი­დან ამოკ­რე­ფი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სიტყ­ვე­ბით გიხ­ს­ნი, რომ არ შე­გა­ში­ნოს ისეთ­მა გა­მოთ­ქ­მებ­მა, რო­გო­რი­ცაა: `გიხ­მარ~, `გაგ­ჟი­მავ~, `გე­სექ­სა­ვე­ბი~... იმი­ტომ, რომ ვი­ცი, შე­ნი კომ­პ­ლექ­სე­ბის გა­მო წა­მოხ­ტე­ბი და გა­იქ­ცე­ვი. გა­გი­გია გა­მოთ­ქ­მა - მი­ე­ცი მა­მა­კაცს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ის თა­ვი­სით მო­ი­ტეხს კი­სერ­სო? - აი, ამ დღე­ში ვარ მას შემ­დეგ, რაც შენ გა­გი­ცა­ნი. ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა ოდ­ნავ მა­ინც შე­გე­ხე­ბი, თავ­ში ისე­თი აზ­რე­ბი მიტ­რი­ა­ლებს, ისე­თი, რომ... მინ­და, ერ­თხე­ლაც შოკ­ში ჩა­გაგ­დო.
წარ­ბე­ბი ირო­ნი­უ­ლად ავ­ზი­დე.
- თუ იმ სა­ღა­მოს დას­რუ­ლე­ბა გაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში და ჩემ­თან `გე­სექ­სა­ვე­ბა~, რო­გორც წე­ღან ახ­სე­ნე, იმე­დი უნ­და გა­გიც­რუო. ამას არ და­ვუშ­ვებ. - ამა­ყად წარ­მოვ­თ­ქ­ვი და თვა­ლი თვალ­ში გა­ვუ­ყა­რე.
ვა­ი­მე და ვა­ი­მე! რო­გორ მიყ­ვარს ეს კა­ცი! აქამ­დე თით­ქოს ჟო­ნავ­და მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი ჩემს გულ­ში, ახ­ლა კი გა­არ­ღ­ვია ოთხი­ვე სა­კა­ნი და თქრი­ა­ლით გად­მოს­კ­და გუ­ლის კედ­ლე­ბი­დან. ვგრძნობ­დი, ამ სიყ­ვა­რუ­ლით რო­გორ სწრა­ფად ივ­სე­ბო­და ჩე­მი სხე­უ­ლი, ყვე­ლა კი­დუ­რი, ყვე­ლა ნაკ­ვ­თი, ყვე­ლა უჯ­რე­დი. ეს სიყ­ვა­რუ­ლის წყალ­დი­დო­ბა იყო, რო­მელ­მაც ჩა­მით­რია და სულს ისე მი­ხუ­თავ­და, აუცი­ლებ­ლად და­მახ­რ­ჩობ­და.
რა იდი­ო­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. არა, ამას ვერ გა­ვუძ­ლებ. აღარ შე­მიძ­ლია, უნ­და გა­ვიქ­ცე. აქ დარ­ჩე­ნა კარგს არა­ფერს მი­ქა­დის. ალ­ბათ იმი­ტო­მაც მო­აწყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ მას­თან მარ­ტო დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. სა­კუ­თარ სახ­ლ­ში სა­წა­დ­ლის მიღ­წე­ვა უფ­რო გა­უ­ად­ვილ­დე­ბა.
- ის სა­ღა­მო ისე დას­რულ­და, რო­გორც უნ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, - ცო­ტა არ იყოს, უკ­მე­ხად მო­მი­გო, - სხვა­ნა­ი­რად რომ მნდო­მე­ბო­და, რო­გორ­მე მო­ვა­ხერ­ხებ­დი.
- რა სა­სა­ცი­ლო ხარ, - დავ­ცი­ნე.
- არა, სა­სა­ცი­ლო არ ვარ, უბ­რა­ლოდ, პა­ტი­ო­სა­ნი ვარ. შენ ხომ გიყ­ვარს პა­ტი­ოს­ნე­ბა?
- მე კი მიყ­ვარს, მაგ­რამ თა­ვად წარ­მოდ­გე­ნაც არა გაქვს, რას ნიშ­ნავს ეს! - უარე­სად გავ­ღი­ზი­ან­დი.
- ისევ გა­მო­უშ­ვი ბრჭყა­ლე­ბი, არა? - მან ჩე­მი ხე­ლი აიღო, რო­მე­ლიც მუხ­ლებ­ზე მეწყო, თი­თე­ბით ჩე­მი თი­თე­ბი ჩა­ი­ჭი­რა და ტუ­ჩებ­თან მი­ი­ტა­ნა.
ცხე­ლი ტუ­ჩე­ბი ჰქონ­და, თით­ქოს ალი მო­მე­დო, ისე გა­მი­ხურ­და ხე­ლი, რო­ცა შე­მე­ხო.
თან ნა­ზად ეამ­ბო­რე­ბო­და ჩემს თი­თებს, თან თვალს არ მა­ცი­ლებ­და.
რა­ტომ არ ვუ­წევ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას? ხომ ვთქვი, უნ­და გა­ვიქ­ცე-მეთ­ქი, რას ვუ­ზი­ვარ? მინ­დო­და წა­მოდ­გო­მა და რა­ღაც ძა­ლა უკან მე­წე­ო­და, ვე­რა და ვერ და­ვი­ძა­რი ად­გი­ლი­დან.
ჟრუ­ან­ტელ­მა ძა­ლი­ან ცუდ დროს და­მი­ა­რა სხე­ულ­ში, რაც მის მზე­რას არ გა­მოჰ­პარ­ვია. მან კმა­ყო­ფი­ლე­ბით ჩა­ი­ღი­მა და ჩე­მი ხე­ლი ძველ ად­გი­ლას, მუხ­ლ­ზე და­აბ­რუ­ნა. - აი, ხომ ხე­დავ, რო­გო­რი პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭი ვარ.
ეს უკ­ვე მე­ტის­მე­ტი იყო, ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და ავ­ფეთ­ქ­დი.
- შენ, უბ­რა­ლოდ...
- აუტა­ნე­ლი ვარ... ვი­ცი, ვი­ცი.
გავ­ჩუმ­დი. მიძ­ნელ­დე­ბო­და ლა­პა­რა­კი, რო­ცა ის ასე ახ­ლოს იყო ჩემ­თან, ხმაც კი კან­კალს იწყებ­და.
- აქ რის­თ­ვის მო­მიყ­ვა­ნე?
- სა­ლა­პა­რა­კო მაქვს.
- თუ ისევ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბას მთა­ვა­ზობ, ტყუ­ი­ლად გა­ირ­ჯე­ბი, დაბ­რუ­ნე­ბას არ ვა­პი­რებ. შე­ნი შე­სა­ცო­დი არა­ფე­რი მჭირს.
- და ვინ გითხ­რა, რომ მე­ცო­დე­ბი? შენ ხომ არას­დ­როს წუ­წუ­ნებ. ასე­თი ნა­ზი ხარ და თან კა­ჟი­ვით მა­გა­რი. - და­ა­ყო­ლა და თა­ვი­სი მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ღი­მი­ლით კი­დევ ერ­თხელ მო­მა­ჯა­დო­ვა.
- დამ­ცი­ნი?
- ოხხ, მოკ­ლედ, რა. ყო­ვე­ლი სიტყ­ვა და ყო­ვე­ლი ინ­ტო­ნა­ცია უნდა ავ­წონ-დავ­წო­ნო, რომ შენ რა­მე­ში ეჭ­ვი არ შე­გე­პა­როს. რამ და­გა­კომ­პ­ლექ­სა ასე? დამ­შ­ვიდ­დი და მო­მის­მი­ნე, თო­რემ თუ გავ­ბ­რაზ­დი...
გა­მე­ცი­ნა. პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით მა­ში­ნებ­და.
- რაც გინ­და, ის ქე­ნი, - მხრე­ბი უდარ­დე­ლად ავი­ჩე­ჩე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თი­ა­ნად მქონ­და სხე­უ­ლი და­ჭი­მუ­ლი.
- აჯო­ბებს, ასე არ ილა­პა­რა­კო, - რაც მინ­და, ის რომ გა­ვა­კე­თო, მა­შინ უნ­და გა­კო­ცო, თა­ნაც მაგ­რად, ძა­ლი­ან მაგ­რად. რო­გორც უნ­და კოც­ნი­დე ქალს, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი თავ­სა­ტე­ხი გა­გი­ჩი­ნა.
ისე­თი გამ­გ­მი­რა­ვი მზე­რა ვეს­რო­ლე, სი­ცი­ლი აუტყ­და:
- რო­გო­რი ბრა­ზი­ა­ნი ხდე­ბი ხან­და­ხან... ვინ გას­წავ­ლა ასე გა­მო­ხედ­ვა?
- თვით­ნას­წავ­ლი ვარ.
- თუ სხვით­ნას­წავ­ლი? შენს ხა­სი­ათ­ში არ ჯდე­ბა ასე­თი გა­მო­ხედ­ვა.
- შენ მე არ მიც­ნობ.
- გიც­ნობ, გიც­ნობ. ძა­ლი­ან თბი­ლი ხარ, მაგ­რამ ენა ყო­ველ­თ­ვის წინ გის­წ­რებს გო­ნე­ბა­ზე და მე­რე გაფ­რე­ნილ სიტყ­ვებს უკან ვე­ღარ აბ­რუ­ნებ. ეს არის შე­ნი ნაკ­ლი.
- ბევ­რი სხვა ნაკ­ლიც მაქვს და უარე­სად ეკ­ლი­ა­ნი, - ჯიბ­რი­ა­ნად მი­ვუ­გე.
ხმა­მაღ­ლა გა­ი­ცი­ნა და ხე­ლის­გუ­ლი მუხ­ლ­ზე და­იტყა­პუ­ნა.
- რო­გორც ჩანს, თქვენ­თან ადა­მი­ა­ნი არ მო­იწყენს, ქალ­ბა­ტო­ნო ანი­კა. შენ­ში ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე­ე­ბის შემ­ჩ­ნე­ვა შე­იძ­ლე­ბა, ვიდ­რე ეგ ლა­მა­ზი სა­ხეა, - ირო­ნია გა­უ­რია ტონ­ში და მეც არ და­ვა­ხა­ნე, მის ირო­ნი­ას ირო­ნია და­ვუხ­ვედ­რე:
- მე კი არ ვიჩ­ქა­რებ დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნას და დავ­ფიქ­რ­დე­ბი, შე­მიძ­ლია თუ არა იგი­ვე შენ­ზე ვთქვა.
ისევ გა­ი­ცი­ნა. ამ­ჯე­რად უფ­რო ხა­ლი­სი­ა­ნად, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­სე­რი­ო­ზულ­და და საქ­მი­ა­ნი ტო­ნით გა­აგ­რ­ძე­ლა:
- მო­დი, აჯო­ბებს, საქ­მე­ზე ვი­სა­უბ­როთ. ხვალ მჭირ­დე­ბი და ჩემ­თან ერ­თად უნ­და წა­მოხ­ვი­დე. მა­ცა­ლე, არ შე­მაწყ­ვე­ტი­ნო. ეს იქ­ნე­ბა უკა­ნას­კ­ნე­ლი, რა­საც გთხოვ. მორ­ჩა. ჩათ­ვა­ლე, რომ ეს შე­ნი ბო­ლო და­ვა­ლე­ბაა. რაც უნ­და იყოს, ჯერ შე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა არ არის და­წე­რი­ლი, არც შემ­ც­ვ­ლე­ლი მი­პო­ვია, ამი­ტომ ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, ერ­თი დღე მა­ინც მემ­სა­ხუ­რო, რო­გორც წე­სი და რი­გია. გა­სა­გე­ბია?
ვე­რა­ფე­რი ვუთხა­რი. იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბო­დი, დავ­თან­ხე­ბუ­ლი­ყა­ვი. ბო­ლოს და ბო­ლოს, ერ­თი დღე არა­ფერს წყვეტ­და.
- ხვალ დი­ლით გა­მო­გივ­ლი და საქ­მი­ან ფორ­მა­ში დამ­ხ­ვ­დი, რო­გორც გჩვე­ვია - კოხ­ტად და ლა­მა­ზად ჩაც­მუ­ლი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­რი­გე­ბა გვაქვს და­სა­დე­ბი.
- მაგ­რამ გერ­მა­ნია?
- გერ­მა­ნია მო­იც­დის, რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა. ამა­ზე სხვა დროს ვი­სა­უბ­როთ.
თა­ვი და­ვუქ­ნიე და წა­მოვ­დე­ქი.
- რაო, უკ­ვე წას­ვ­ლას აპი­რებ?
- აბა, რა უნ­და ვქნა?
- ბე­ბი­ას არ და­ე­ლო­დე­ბი?
თვა­ლე­ბი ეშ­მა­კუ­რად მოვ­წ­კუ­რე და ისე მი­ვა­ჩერ­დი.
- ძაღ­ლი ვინც მოკ­ლა, იმან­ვე გა­და­ათ­რი­ოს, - დამ­ცი­ნა­ვად შევ­ღი­მე.
ჩა­ი­ცი­ნა.
- ძა­ლი­ან უხე­ში ნათ­ქ­ვა­მი კია, ისე, მაგ­რამ სრუ­ლი­ად მარ­თე­ბუ­ლი.
- რას ვი­ზამთ, მე ხომ ენა გო­ნე­ბა­ზე წინ მის­წ­რებს, - მო­ვუ­ჭე­რი.
- კა­რგი, კარ­გი, გე­ყო­ფა ამ­დე­ნი ირო­ნია. დარ­ჩი, ვი­სა­დი­ლოთ და მე­რე მე გა­გიყ­ვან.
- არა, დი­დი მად­ლო­ბა, უნ­და წა­ვი­დე.
წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია. თვი­თო­ნაც წა­მოდ­გა და კა­რის­კენ გა­მიძღ­ვა.
კარ­თან მი­სულ­მა ხე­ლე­ბი მკერ­დ­ზე გა­და­იჯ­ვა­რე­დი­ნა და კე­დელს მი­ეყ­რ­დ­ნო. თა­ვი უხერ­ხუ­ლად ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ დავ­მ­შ­ვი­დო­ბე­ბო­დი?
ჩა­ვახ­ვე­ლე და თა­ვი ავ­წიე, ოღონდ თვა­ლებ­ში არ შე­მი­ხე­დავს, პირ­და­პირ მის ტუ­ჩებს `მი­ვუშ­ვი­რე~ მზე­რა:
- ნახ­ვამ­დის.
- ხვალ დი­ლამ­დე გემ­შ­ვი­დო­ბე­ბი, თა­ნა­შემ­წევ, - მხედ­რუ­ლი სა­ლა­მი ამი­წია და კა­რი გა­მო­ა­ღო.
ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ­მა შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თ­ქე. თით­ქოს შევ­მ­სუ­ბუქ­დი, რომ კი­დევ ერ­თხელ გა­და­ვურ­ჩი ცდუ­ნე­ბას...

სა­ღა­მოს ბე­ბი­ას და­ვუ­რე­კე და მო­ვი­კითხე. მირ­ზას მა­მას მი­უბ­რ­ძა­ნე­ბია შინ, ერ­თობ კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და. კარ­გა ხანს მე­ლაქ­ლა­ქა ლა­პა­რა­კის იშ­ტა­ზე მო­სუ­ლი.
რო­გორც იქ­ნა, და­ღამ­და და სას­წ­რა­ფოდ ლო­გინს მი­ვა­შუ­რე. მინ­დო­და, დრო­ზე და­მე­ძი­ნა, მაგ­რამ იმ ღა­მეს თვა­ლი არ მო­მი­ხუ­ჭავს. ჯე­რაც ვგრძნობ­დი თი­თებ­ზე მირ­ზას ტუ­ჩე­ბის შე­ხე­ბას და ელეთ­მე­ლე­თი მე­მარ­თე­ბო­და.
გვი­ან, ძა­ლი­ან გვი­ან ჩა­მე­ძი­ნა და დი­ლით ად­გო­მა და­მიგ­ვი­ან­და. ფა­ცი­ფუ­ცით შევ­ვარ­დი სა­ბა­ზა­ნო­ში, თა­ვი მო­ვი­წეს­რი­გე და ტან­საც­მ­ლის შერ­ჩე­ვას შე­ვუ­დე­ქი. არა­და, ყო­ველ­თ­ვის წი­ნაღა­მით ვი­ლა­გებ­დი სა­მოსს სკამ­ზე, რაც მე­ო­რე დღეს უნ­და ჩა­მეც­ვა. წუ­ხელ კი ისე ვი­ყა­ვი აღ­გ­ზ­ნე­ბუ­ლი, მა­გის თა­ვი არ მქონ­და, ეგ­რე­ვე ლო­გინ­ში შევ­წე­ქი და მირ­ზა­ზე ფიქ­რით და­ვიტ­ვირ­თე.
რა ჩა­ვიც­ვა, რა ჩა­ვიც­ვა? მინ­დო­და, საქ­მი­ა­ნა­დაც მცმო­და და ლა­მა­ზა­დაც. არ ვი­ცო­დი, სად მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ იქ ხალ­ხი დამ­ხ­ვ­დე­ბო­და - მდიდ­რე­ბი, ფუ­ლი­ა­ნე­ბი და ბიზ­ნეს­ში ჩაფ­ლუ­ლე­ბი. რად­გან მირ­ზას მივ­ყავ­დი, ესე იგი, ფუ­რო­რი უნ­და მო­მეხ­დი­ნა. ჩე­მი თან­ხ­ლე­ბა მხო­ლოდ იმის­თ­ვის სჭირ­დე­ბო­და, რომ კო­ზი­რი სჭე­რო­და ხელ­ში - ლა­მა­ზი ქა­ლის და­ნახ­ვი­სას კა­ცე­ბი გმი­რო­ბის ხა­სი­ათ­ზე დგე­ბი­ან - ის ვი­ღა­ცა უკან არ და­ი­ხევ­და, ხელ­გაშ­ლი­ლო­ბას გა­მო­ი­ჩენ­და და კონ­ტ­რაქ­ტ­ზე უარს არ იტყო­და. აი, სულ ეს იყო. მე ლა­მა­ზი ქა­ლის რო­ლი უნ­და შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, რაც სუ­ლაც არ იყო ძნე­ლი. ვი­ცო­დი, ასეთ დროს თა­ვი რო­გორ უნ­და და­მე­ჭი­რა, რო­დის უნ­და `გა­მეს­რო­ლა~ მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი ღი­მი­ლი, რომ პო­ტენ­ცი­უ­რი პარ­ტ­ნი­ო­რი `საქ­მი­ა­ნად~ და­მეტყ­ვე­ვე­ბი­ნა.
ბო­ლოს არ­ჩე­ვა­ნი თეთრ პე­რან­გ­სა და შავ, მოკ­ლე ქვე­და­ბო­ლო­ზე შე­ვა­ჩე­რე. მა­ინც შა­ნე­ლი­სე­უ­ლი სტი­ლი აჯო­ბებს, საქ­მი­ა­ნი და სექ­სუ­ა­ლუ­რი. თუ ამ `დუ­ეტს~ მა­ღალ­ქუს­ლი­ან შუზს შე­ვუ­ხა­მებ, სრულ ჰარ­მო­ნი­ას შევ­ქ­მ­ნი. გა­რე­დან კი ტყა­ვის მოკ­ლე, დათ­ბი­ლულ ქურ­თუკს მო­ვიც­ვამ, გრძელ შავ შარფს და მორ­ჩა, ეგაა.
მირ­ზამ ზუს­ტად ცხრა სა­ათ­ზე მო­მა­კითხა. ქუს­ლე­ბის კა­კუ­ნით ჩა­ვუ­ყე­ვი სა­დარ­ბა­ზოს კი­ბეს. გა­რეთ გა­ვე­დი თუ არა, თვა­ლე­ბით მის მან­ქა­ნას და­ვუწყე ძებ­ნა. მირ­ზამ და­მი­სიგ­ნა­ლა, კორ­პუ­სის გვერ­დით გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. მარ­დად გად­მოხ­ტა სა­ლო­ნი­დან და კა­რი გა­მი­ღო. არას­დ­როს და­მა­­ვიწყ­დე­ბა მი­სი მზე­რა, გა­ო­ცე­ბუ­ლი, აღ­ტა­ცე­ბუ­ლი და კმა­ყო­ფი­ლი ერ­თ­დ­რო­უ­ლად. რო­გორც ჩანს, მო­ვე­წო­ნე. ალ­ბათ სწო­რედ ისე მეც­ვა, რო­გორც მას სურ­და.
- თვალს ვერ გა­შო­რებ, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხარ, - მითხ­რა, რო­გორც კი და­ვი­ძა­რით.
- იქ ვინ­მეს უნ­და გა­ეპ­რან­ჭო?
- სხვა­ნა­ი­რად კონ­ტ­რაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ჭი­ა­ნურ­დეს.
გუ­ლი­ა­ნად გა­და­ი­ხარ­ხა­რა.
- ესე იგი, ჩე­მი თი­ლის­მა ხარ?
- არა. შე­ნი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი, - ტო­ლი არ და­ვუ­დე შე­და­რე­ბებ­ში.
სი­ცი­ლი უეც­რად შეწყ­ვი­ტა და უც­ნა­უ­რი მზე­რით მომ­ხე­და. პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია, მაგ­რამ თით­ქოს სა­ფიქ­რა­ლი გა­უ­ჩი­ნა ჩემ­მა ნათ­ქ­ვამ­მა.
რა­ღაც­ნა­ი­რი, გუ­ლის­გა­მაწ­ვ­რი­ლე­ბე­ლი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან­ქა­ნის ძრა­ვის ხმა ის­მო­და. შე­ვე­ცა­დე, და­მერ­ღ­ვია ეს სი­ჩუ­მე და ისე, უბ­რა­ლოდ, ვი­კითხე:
- სა­ით მივ­დი­ვართ?
- სა­ი­თაც სა­ჭი­როა, - მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს პირ­ქუ­შად მი­პა­სუ­ხა.
და­ვი­ზაფ­რე. მგო­ნი, ეწყი­ნა, ჩე­მი თა­ვი მის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად რომ `გა­ვა­სა­ღე~. რა­ღაც უნ­და ვი­ღო­ნო, რომ გა­ვამ­ხი­ა­რუ­ლო.
- გა­და­სა­რე­ვია! - შევ­ძა­ხე, - ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ეგ!
თა­ვი ვერ შე­ი­კა­ვა და მო­გუ­დუ­ლად გა­ი­ცი­ნა. ესეც ასე, პირ­ვე­ლი ჯე­ბი­რი გა­და­ლა­ხუ­ლია.
მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­უ­ბა­რი ვე­რა და ვერ აეწყო. არც ის იღებ­და ხმას და არც მე. ამა­სო­ბა­ში თბი­ლისს გავ­ც­დით... მე­რე მცხე­თას... ნე­ტავ სად მივ­დი­ვართ? სა­გუ­რა­მოს­კენ გა­და­უხ­ვია. აი, თურ­მე სად! მაგ­რამ არა, სა­გუ­რა­მოც გა­ვი­ა­რეთ. ცო­ტა არ იყოს, შევ­ფიქ­რი­ან­დი. ნუ­თუ სახ­ლ­ში აკითხავს იმ ვი­ღა­ცას? ასე­თი დი­დი კა­ცია? და სად ცხოვ­რობს, მო­უ­სავ­ლეთ­ში? სა­გუ­რა­მოს იქით არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ, წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და, იქით `რა ქვე­ყა­ნა~ არ­სე­ბობ­და.
ცო­ტა ხან­ში მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლი გზე­ბი და­იწყო, ოღ­რო­ჩოღ­რო, რო­მე­ლიც უფ­რო და უფ­რო მაღ­ლა ადი­ო­და, მთებ­ში იყო გაჭ­რი­ლი.
- ანი­კა, ამ­ქ­ვეყ­ნად ვინ­მეს ენ­დო­ბი? - მკითხა მო­უ­ლოდ­ნე­ლად.
იმ­დე­ნად არ ვე­ლო­დი მსგავს შე­კითხ­ვას, რომ და­ვი­ბე­ნი.
- არ ვი­ცი, - მხრე­ბი ავი­წუ­რე.
- რას ნიშ­ნავს, არ იცი? ენ­დო­ბი თუ არ ენ­დო­ბი? აი, არ­სე­ბობს შენს ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის მხრებ­საც შე­გიძ­ლია და­ეყ­რ­დ­ნო, ვინ­მეს იმე­დი გაქვს? - `გა­მი­შიფ­რა~.
ისე ამო­ვი­ოხ­რე, კვნე­სად გა­ის­მა. იქ­ნებ სურს, ვუთხ­რა, შენ გენ­დო­ბი-მეთ­ქი? ეს ყვე­ლა­ზე დი­დი სიც­რუე იქ­ნე­ბო­და და არც და­მი­ჯე­რებ­და. მაგ­რამ ვინ უნ­და და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა? ასე­თი არა­ვინ მყავ­და. მარ­თ­ლა არა­ვინ მე­გუ­ლე­ბო­და ჩემს სა­ნაც­ნო­ბო­სა თუ სა­ნა­თე­სა­ვო­ში, ვი­სი იმე­დიც შე­იძ­ლე­ბო­და მქო­ნო­და.
- ამ­ქ­ვეყ­ნად მხო­ლოდ ორი მხა­რი ვი­ცი, რო­მელ­საც შე­მიძ­ლია მტკი­ცედ და­ვეყ­რ­დ­ნო და ყო­ველ­დღე უფ­რო და უფ­რო ვრწმუნ­დე­ბი, რომ ეს ორი­ვე მხა­რი ჩე­მი სა­კუ­თა­რია.
- ვი­ცო­დი, რომ რა­ღაც ამ­დაგ­ვარს იტყო­დი. მაგ­რამ ახ­ლა, რო­ცა სა­მუ­შაო არ გაქვს, რა უნ­და აკე­თო? მგო­ნი, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­ნი ლა­მა­ზი და­ქა­ნე­ბუ­ლი მხრე­ბი ვე­რა­ფერს გიშ­ვე­ლის.
ისევ ირო­ნია, ისევ ცი­ნიზ­მი. მოკ­ლედ, ერ­თი წი­ნა­და­დე­ბის თქმა არ შე­უძ­ლია და­ცინ­ვის გა­რე­შე.
- არა უშავს, - ნიშ­ნის მო­გე­ბით ვუ­პა­სუ­ხე, - მე კი­დევ ბევ­რ­ჯერ და­ვე­ცე­მი, კი­დევ, კი­დევ... მაგ­რამ აი, რო­ცა მე წა­მოვ­დ­გე­ბი, სხვე­ბი და­ე­ცე­მი­ან.
- არა მხო­ლოდ სხვე­ბი, არა­მედ ყვე­ლა­ნი, - ჩემ­და გა­სა­ოც­რად, და­მე­თან­ხ­მა. ამ­ჯე­რად აღარ დამ­ცი­ნა, - მე­გობ­რე­ბიც არ გყავს?
- ყვე­ლა­ზე ახ­ლო მე­გობ­რე­ბი უცხო­ეთ­ში გა­ი­ხიზ­ნენ, იქ მუ­შა­ო­ბენ. აქ ისე­თი არა­ვინ მყავს, ვი­სი იმე­დიც შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს.
- შენ რა­ტომ არ გაჰ­ყე­ვი მათ კვალს?
- აბა, რო­გორ? მე­რე­და, ბე­ბია?
- ჰოო, ეგ არ გა­მახ­სენ­და... ცუ­დია, ასე მარ­ტო­სუ­ლად რომ გრძნობ თავს.
- ეგ არა­ფე­რი, უფ­რო მაძ­ლი­ე­რებს მარ­ტო­ო­ბა. ჩე­მი გო­ნე­ბა სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნებს, სხვებს არ ვგა­ვარ. თა­ნაც, ცხოვ­რე­ბა ისეა მოწყო­ბი­ლი, ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა მე­გო­ბარ­მა გაქ­ცი­ოს ზურ­გი და მტე­რი და­გეხ­მა­როს.
- გე­თან­ხ­მე­ბი. სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მო­მიც­დია... აი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უნ­და გყავ­დეს, კა­ცი, რო­მელ­საც თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი მი­ენ­დო­ბი. სა­ინ­ტე­რე­სოა, აქამ­დე რო­გორ არა­ვინ არ შე­გიყ­ვარ­და?
- რა ხე­ი­რი მე­რე, რომ შე­მიყ­ვარ­და? - ისევ გა­მის­წ­რო წინ ენამ და კი­ნა­ღამ გუ­ლი გა­მის­კ­და, მაგ­რამ ვე­ღა­რა­ფერს შევ­ც­ვ­ლი­დი. ისე გავ­წით­ლ­დი, შემ­რ­ცხ­ვა. მირ­ზას გავ­ხე­დე. მან სვლა შე­ა­ნე­ლა და ქვე­მო­დან გა­მომ­ხე­და. გა­მომ­ხე­და ღრმა, მაგ­რამ აგ­რე­სი­უ­ლი მზე­რით.
`თა­ვის თავ­ზე მი­ი­ღო~, - გა­ვი­ფიქ­რე და ლო­ყე­ბა­ღაჟ­ღა­ჟე­ბულ­მა ძლივს გა­ვუ­ღი­მე.
უეც­რად მა­საც მო­ე­დო ალ­მუ­რი. რო­გორც ჩანს, ჩე­მი ღაწ­ვე­ბის სი­წით­ლის ნა­წი­ლი მას ვუ­წი­ლა­დე, ოღონდ იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ ჩე­მი შეც­დო­მა­ჩა­დე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას გა­მო­ხა­ტავ­და, მი­სი კი შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი­სას.
- და ვინ იყო ან არის ის ბედ­ნი­ე­რი? - რო­გორც იქ­ნა, გა­ბე­და და მკითხა, ოღონდ გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი პა­უ­ზის შემ­დეგ.
რა ვქნა, ისევ მო­ვატყუო? მე­რე­და, კარ­გია ვი­თომ ეს? რა უჭირს? ცო­ტა იეჭ­ვი­ა­ნოს იქ­ნებ. გულ­ში გა­ვუ­ღი­მე ჩემს ნა­აზ­რევს და ვთქვი:
- იყო და აღარ არის.
- უკაც­რა­ვად, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, შე­ნი წარ­სუ­ლი გა­დავ­ჩხ­რი­კო, უბ­რა­ლოდ, ისე, ზე­და­პი­რუ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, მოკ­ლედ და კონ­კ­რე­ტუ­ლად - ამი­ტომ, რა­ტომ-მეთ­ქი, მხო­ლოდ ამას გე­კითხე­ბი.
- იმი­ტომ, რომ ბევ­რი რა­მის პა­ტი­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ არა ყვე­ლაფ­რის. წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ქალ­სა და კაცს ერ­თ­მა­ნე­თის­გან თვრა­მე­ტი ნა­ბი­ჯი აშო­რებთ, - გა­ვი­ლექ­სე, - შენ შე­ნი ცხრა ნა­ბი­ჯი უნ­და გა­დად­გა და გა­ჩერ­დე. თუ ის იმ ად­გი­ლას არ შეგ­ხ­ვ­და, სა­დაც შე­ნი მეცხ­რე ნა­ბი­ჯია, მე­ა­თე არ უნ­და გა­დად­გა, რად­გან მე­რე მე­თერ­თ­მე­ტის, მე­თორ­მე­ტის და უფ­რო მე­ტის გა­დად­გ­მა მო­გი­წევს... და ასე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ყვე­ლამ თა­ვი­სი ცხრა ნა­ბი­ჯი უნ­და გა­დად­გას.
უცებ ხმა­დაბ­ლა გა­ი­ცი­ნა, მე­რე უფ­რო ხმა­მაღ­ლა, მე კი­დევ უფ­რო ხმა­მაღ­ლა და ბო­ლოს ახარ­ხარ­და. ვერ მივ­ხ­ვ­დი, სა­სა­ცი­ლო რა ვთქვი.
მან კი გა­აგ­რ­ძე­ლა სი­ცი­ლი, სა­ნამ გუ­ლი არ იჯე­რა, ბო­ლოს მგე­ლი­ვით და­იყ­მუვ­ლა და თა­ვი არ მო­უბ­რუ­ნე­ბია, ისე მითხ­რა:
- რო­გო­რი იმა­თე­მა­ტი­კო­სე, ა?
ნი­რი წა­მიხ­და. მის ირო­ნი­ას საზღ­ვა­რი არ უჩან­და. ჩემს ყო­ველ აზრს ირო­ნი­ას უხ­ვედ­რებ­და. ეს კი მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, რად­გან მე­გო­ნა, ჩე­მი და­ცინ­ვით თა­ვის უპი­რა­ტე­სო­ბას უს­ვამ­და ხაზს. ნუ­თუ სუ­ლე­ლი ქა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებ? ხა­სი­ა­თი გა­მი­ფუჭ­და.
- იცი რა? ძა­ლი­ან მინ­და, ბედ­ნი­ე­რი იყო, - თქვა უცებ და იქ­ვე დას­ძი­ნა, - შენ?
- რა მე? მე თუ მინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყო? თუ შენ იყო?
- მე მგო­ნი, შენ­ზე ვსა­უბ­რობთ და არა ჩემ­ზე.
- ესე იგი, დღეს პროგ­რა­მა­ში ვარ? - ვუკ­ბი­ნე.
- ჯერ ჩემს შე­კითხ­ვას უპა­სუ­ხე.
- ეს ყვე­ლას უნ­და. - გულ­წ­რ­ფე­ლად მი­ვუ­გე, მაგ­რამ გა­ო­ცე­ბულ­მა, არ ვი­ცო­დი, რა­ტომ და­მის­ვა ასე­თი შე­კითხ­ვა.
- და, შე­ნი აზ­რით, რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა?
დავ­ფიქ­რ­დი. კითხ­ვა, რა თქმა უნ­და, ბა­ნა­ლუ­რი იყო, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მსურ­და ბა­ნა­ლუ­რი, ამი­ტომ მცი­რე პა­უ­ზა გა­ვა­კე­თე, რომ რა­მე `ი­სე­თი~ და­მე­ხეთ­ქე­ბი­ნა. სიტყ­ვე­ბი თით­ქოს თა­ვი­სით ამო­ლაგ­დ­ნენ ხორ­ხი­დან:
- ბედ­ნი­ე­რე­ბა ალ­ბათ ის მო­მენ­ტია, რო­ცა ბე­დის­წე­რა ოც­ნე­ბას ხვდე­ბა.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად მან­ქა­ნა მკვეთ­რად და­ა­მუხ­რუ­ჭა, თა­ვი სა­ჭეს და­აყ­რ­დ­ნო და არას­დ­როს რომ არ შე­მო­უ­ხე­დავს, ისე­თი სევ­დი­ა­ნი მზე­რა მო­მაპყ­რო. მი­სი თვა­ლე­ბის მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი მომ­ნუს­ხ­ვე­ლო­ბა სადღაც გამ­ქ­რა­ლი­ყო.
- მითხა­რი მა­შინ, ვინ არის შე­ნი ოც­ნე­ბა.
თით­ქოს წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვი შე­მას­ხეს, ისე ავ­ფო­რაჯ­დი. რო­გორ უნ­და, ჩე­მი პი­რით მათ­ქ­მე­ვი­ნოს, რომ მიყ­ვარს. მა­გას ვერ ეღირ­სე­ბი, მირ­ზაშ­ვი­ლო!
- ის წარ­სულ­ში დარ­ჩა, - ყრუდ ვთქვი, რომ სი­ყალ­ბე არ შე­ემ­ჩ­ნია ჩემს ნათ­ქ­ვამ­ში.
- და დღემ­დე წარ­სუ­ლის ნაღ­ვ­ლი­ა­ნი მო­გო­ნე­ბით ცხოვ­რობ? - კვლავ დაძ­რა მან­ქა­ნა, სევ­დაც ჩა­მო­შორ­და მის თვა­ლებს და ტო­ნიც გა­ულ­გ­რი­ლი გა­უხ­და.
- არა, წარ­სულს არას­დ­როს ვუბ­რუნ­დე­ბი. ის ჩემს ძვირ­ფას დროს ანად­გუ­რებს. ის­ტო­რია არ მე­ორ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი არ იც­ვ­ლე­ბი­ან. დი­დი ხა­ნია, აღა­რა­ვის ველო­დე­ბი, არც არას­დ­როს ვე­ლო­დე­ბო­დი, არ მიყ­ვარს ერთ ად­გილ­ზე ტკეპ­ნა და ლო­დი­ნი. მე ჩემს გზას ვაგ­რ­ძე­ლებ, მარ­თა­ლია, ტა­ა­ტით მივ­დი­ვარ და ნა­ბიჯს ჯერ ვერ ვუჩ­ქა­რებ, მაგ­რამ ასე ჯო­ბია, ნაკ­ლე­ბად ვიღ­ლე­ბი. მივ­დი­ვარ მხო­ლოდ წინ, უკან არ ვი­ხე­დე­ბი. თუ ვინ­მეს ვჭირ­დე­ბი, ისე­დაც და­მე­წე­ვა... ამ­ბის და­სას­რუ­ლი, - ღი­მი­ლით და­ვა­ყო­ლე ბო­ლოს.
- ასე­თი გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი აქამ­დე არას­დ­როს გვქო­ნია, ანი­კა, - მირ­ზას ხმა და­უთ­ბა, - ხომ ვამ­ბობ­დი, შენ­ში უფ­რო ბევ­რი რა­მეა სა­ინ­ტე­რე­სო, ვიდ­რე ეგ ლა­მა­ზი სა­ხე-მეთ­ქი. თურ­მე არ ვცდე­ბო­დი. სა­ინ­ტე­რე­სო გო­გო ხარ შენ.
შე­ქე­ბა მე­სი­ა­მოვ­ნა. ჯერ სად ხარ, კი­დევ ბევ­რ­ჯერ გა­გა­ო­ცებ-მეთ­ქი, გა­ვი­ფიქ­რე.
- აი, ამა­სო­ბა­ში მო­ვე­დით კი­დე­ვაც! - თქვა და მან­ქა­ნა უზარ­მა­ზარ ქონ­გუ­რე­ბი­ან ალა­ყაფს მი­ა­ყე­ნა, რომ­ლის მიღ­მა ულა­მა­ზე­სი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი მო­ჩან­და.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი