თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XII)
font-large font-small
თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XII)
თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XII)

იმ სა­ღა­მო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მა­ი­კო ყო­ველ­დღე იხ­სე­ნებ­და გო­ჩას­თან ხელ­მე­ო­რე შეხ­ვედ­რას, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მეც კი. საკ­მა­რი­სი იყო, უსაქ­მოდ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რომ სხვა სა­ფიქ­რა­ლი აღარ ჰქონ­და.
ჯერ იყო და, გა­წამ­და, სა­ნამ გო­ჩა მო­ვი­დო­და. დრო დროს ანე­ლებს ხან­და­ხან, მა­გა­ლი­თად, რო­ცა პა­ე­მან­ზე ხარ მი­სუ­ლი და ელო­დე­ბი. სწო­რედ ასე და­ე­მარ­თა, თით­ქოს პა­ე­მან­ზე იყო და მა­მა­კა­ცი აგ­ვი­ა­ნებ­და. თურ­მე დრო უდ­რო­ოდ ნელ­დე­ბა ხან­და­ხან, ამას ახ­ლა, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ მიხ­ვ­და. აივან­ზე გა­ვი­და და ცას შე­აც­ქერ­და. სა­ავ­დ­როდ მო­ჯა­რუ­ლი ღრუბ­ლე­ბი აქ­ლე­მე­ბის ქა­რა­ვანს დამ­ს­გავ­სე­ბო­და. მე­რე ქუ­ჩას მო­ავ­ლო თვა­ლი, ერ­თი ბო­ლო­დან მე­ო­რემ­დე, სა­დამ­დი­საც მზე­რა მი­უწ­ვ­და. წა­მე­ბი ნელ-ნე­ლა სწყდე­ბო­და წუთს, მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა კი სწრა­ფად ივ­სე­ბო­და.
რო­გორც იქ­ნა, დას­რულ­და მო­ლო­დი­ნი, გო­ჩა გა­მოჩ­ნ­და...
კა­რი გა­ა­ღო და ერ­თ­მა­ნეთს შე­ხე­დეს. თით­ქოს არა­ფე­რი ჰქონ­დათ სა­ლა­პა­რა­კო. არც არა­ფე­რი იყო სა­ლა­პა­რა­კო... ერ­თ­მა მზე­რამ მე­ო­რეს ყვე­ლა­ფე­რი უთხ­რა... გო­ჩამ მხრებ­ზე ჩა­მო­უს­ვა ხე­ლე­ბი, მკლა­ვებს იდაყ­ვე­ბამ­დე ჩა­მო­უყ­ვა, შუბ­ლი შუბ­ლ­ზე მი­ა­დო, მე­რე - ცხვი­რი ცხვირ­ზე და ტუ­ჩებ­საც მი­აკ­ვ­ლია. ჯერ ხარ­ბად კოც­ნი­და, მე­რე კი ისე­თი სა­ო­ცა­რი სი­ნა­ზით და­უწყო მო­ფე­რე­ბა, რო­გორც მხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბულ მა­მა­კაცს შე­უძ­ლია. მა­ი­კოს ეგო­ნა, მა­მა­კა­ცი სა­გან­გე­ბოდ ეძებ­და მის ტუ­ჩებ­ზე ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე წერ­ტი­ლებს, რომ მის­თ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა. აიძუ­ლებ­და, მოშ­ვე­ბუ­ლი­ყო, და­ძა­ბუ­ლო­ბა და­ეძ­ლია და მთლი­ა­ნად მინ­დო­ბო­და.
- რო­გორ მე­ნატ­რე­ბო­დი, რომ იცო­დე, რო­გორ მე­ნატ­რე­ბო­დი... - ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვეტ ჩას­ჩურ­ჩუ­ლებ­და ყურ­ში, თან ცა­ლი ხე­ლით კა­რის მი­ხურ­ვას ლა­მობ­და. ცხე­ლი ტუ­ჩე­ბით გზა­ა­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რი­ვით და­ხე­ტი­ა­ლებ­და ქა­ლის სა­ხის გლუვ კან­ზე და მა­ი­ას ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა ეუფ­ლე­ბო­და, თით­ქოს ნა­კოცნ ად­გი­ლებ­ზე ცეცხ­ლის ზო­ლე­ბი რჩე­ბო­და. რო­ცა მო­რი­გი კოც­ნა მო­შიშ­ვ­ლე­ბულ მხარ­ზე იგ­რ­ძ­ნო, მიხ­ვ­და, რომ იგი მხო­ლოდ ამ კა­ცის­თ­ვის იყო და­ბა­დე­ბუ­ლი, მა­თი სხე­უ­ლე­ბი კი სრულ ჰარ­მო­ნი­ას პო­უ­ლობ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთ­თან. ნე­ტა­რე­ბის კვნე­სა აღ­მოხ­და, რო­ცა გო­ჩამ ხე­ლის­გუ­ლე­ბით და­უ­ფა­რა ათ­რ­თო­ლე­ბუ­ლი მკერ­დი. მსგავ­სი რამ არას­დ­როს, არც ერ­თხელ ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­ნუც­დია. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მის­ნა­ი­რად არა­ვინ ჰყვა­რე­ბია. ალ­ბათ იმი­ტო­მაც, რომ ქვეც­ნო­ბი­ე­რად ყო­ველ­თ­ვის მის­კენ მი­ილ­ტ­ვო­და.
გო­ჩამ კვლავ მო­ი­ზი­და თა­ვის­კენ და უფ­რო ძლი­ე­რად მო­უ­ჭი­რა მკლა­ვე­ბი, თუმ­ცა უფ­რო ძლი­ე­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მი­სი მო­უთ­მე­ნე­ლი თი­თე­ბი ქა­ლის კა­ბის ღი­ლებს შე­ე­ხო, ზურ­გის მთელ ჩა­ყო­ლე­ბა­ზე რომ ჩამ­წ­კ­რი­ვე­ბუ­ლი­ყო. თით­ქოს მის სა­წა­მებ­ლად ჩა­ეც­ვა მა­ი­ას ეს კა­ბა, მაგ­რამ ისე ად­ვი­ლად და სწრა­ფად ჩახ­ს­ნა ღი­ლე­ბი, წა­მი­თაც არ გას­ჭირ­ვე­ბია.
მა­ი­ას გუ­ლი თით­ქოს ორად იხ­ლი­ჩე­ბო­და. არა, - ოთხად, ექ­ვ­სად... უკ­ვე ვე­ღარ ხვდე­ბო­და, რა მოს­დი­ო­და მის გულს. ერ­თა­დერ­თი რამ აში­ნებ­და - ცუ­დად არ გამ­ხ­და­რი­ყო მა­ინ­ც­და­მა­ინც ახ­ლა, რო­ცა თავს ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და. სა­კუ­თა­რი გუ­ლის­ცე­მა ყურ­ში ჩა­ეს­მო­და. ამ გუ­ლის­ცე­მას გო­ჩას გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თ­ქ­ვა ემა­ტე­ბო­და. თავ­ბ­რუ­დახ­ვე­უ­ლი სა­ბო­ლო­ოდ მო­დუნ­და და მი­ნებ­და მა­მა­კა­ცის ძლი­ერ მკლა­ვებს, სხე­უ­ლი ერ­თი­ა­ნად და­ე­შა­ლა, თით­ქოს ძლი­ერ­მოქ­მე­დი ნარ­კო­ტი­კის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.
მე­რე ერ­თ­მა­ნეთს შე­ეს­ხე­ულ­ნენ. ყვე­ლა ქა­ლუ­რი საწყი­სი, რაც მას­ში იყო, მა­მა­კა­ცის სიღ­რ­მი­სე­ულ ში­ნა­გან ენერ­გი­ას შე­ერ­წყა...
- ეს ისაა, რის­თ­ვი­საც ვართ შექ­მ­ნი­ლი, - ჩახ­რინ­წუ­ლი ხმით უჩურ­ჩუ­ლა გო­ჩამ, - ის, რაც დი­დი ხნის წინ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩვენ შო­რის. მაგ­რამ ამა­ზე ნე­ბით უნ­და წა­მოხ­ვი­დე. იმ დღეს რა­ღაც ისე ვერ იყო. ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, შენს არ­ჩე­ვან­ზე... თუ მეტყ­ვი, გავ­ჩერ­დე­ბი...
"არ­ჩე­ვა­ნის დრო აღარ მრჩე­ბა", - სი­ნა­ნუ­ლით გა­ი­ფიქ­რა მა­ი­ამ, მა­მა­კაცს კი უჩურ­ჩუ­ლა: - არ გა­ჩერ­დე....

მე­ო­რე დი­ლით ვერც ერ­თი ვერ იხ­სე­ნებ­და, ღა­მე რო­გორ გა­ი­ლია, რა მო­ი­მოქ­მე­დეს, სა­წო­ლამ­დე რო­გორ მი­ვიდ­ნენ - გო­ჩამ ისევ ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი შე­იყ­ვა­ნა სა­ძი­ნე­ბელ­ში, თუ თა­ვი­სი ფე­ხით შე­ვი­და. მა­შინ­ვე შეწ­ვ­ნენ საბ­ნის ქვეშ თუ შემ­დეგ და­ი­ფა­რეს...
არა­და, წი­ნა ჯერ­ზე ასე არ და­უ­კარ­გავს თა­ვი, არც მას და არც გო­ჩას. ის სა­ღა­მო თით­ქოს "მო­თელ­ვა" იყო. ალ­ბათ შე­უჩ­ვე­ველ­მა სხე­უ­ლებ­მა უცებ ვერ აით­ვი­სეს ერ­თ­მა­ნე­თის ენა... მე­რე მო­ნატ­რე­ბის ჟა­მი ჩა­მოდ­გა, ერ­თ­მა­ნე­თის მოთ­მი­ნე­ბის გა­მოც­დის პე­რი­ო­დი "ჩა­მოწ­ვა"... და აი, შე­დე­გიც...
მშვე­ნი­ე­რი დი­ლა გა­თენ­და. მზე ამო­სუ­ლი­ყო, ჩი­ტე­ბი ჟღურ­ტუ­ლებ­დ­ნენ, დი­ლის სხი­ვე­ბი ჯი­უ­ტად გამ­ძ­ვ­რა­ლიყ­ვ­ნენ კრე­მის­ფე­რი ფარ­დე­ბის მიღ­მა და მათ სა­ხე­ებ­ზე და­ლიც­ლი­ცებ­დ­ნენ. ნი­ა­ვის­გან აცეკ­ვე­ბუ­ლი ფარ­დის ჩრდი­ლე­ბი ხან­და­ხან მზის სხი­ვებს ენაც­ვ­ლე­ბოდ­ნენ.
გო­ჩა წა­მო­ი­წია, იდაყ­ვით სა­წოლს და­ეყ­რ­დ­ნო და მა­ი­კოს და­ხე­და, ნა­ზად გა­და­უ­წია და­ნა­მულ შუბ­ლ­ზე უწეს­რი­გოდ ჩა­მოშ­ლი­ლი თმა.
- წუ­ხელ გაწ­ვიმ­და? - ხმა­დაბ­ლა იკითხა, თით­ქოს ვი­ღა­ცის გაღ­ვი­ძე­ბას უფ­რ­თხი­სო.
- არ ვი­ცი, ისე აპი­რებ­და, - დამ­ნა­შა­ვე­სა­ვით გა­ი­ღი­მა მა­ი­კომ.
- მე მგო­ნი, დაგ­ვერ­ხა, - ამ­ჯე­რად ხმა­მაღ­ლა წარ­მოთ­ქ­ვა გო­ჩამ და გა­ი­ცი­ნა. - არც ერთს არა­ფე­რი არ გვახ­სოვს. სა­ერ­თოდ, მოხ­და კი რა­მე ჩვენ შო­რის?
მა­ი­კო­საც სი­ცი­ლი აუტყ­და.
- რა გა­ცი­ნებს, რა, - ეღი­მე­ბო­და გო­ჩას, - სა­სა­ცი­ლოა ეგ?
- დი­ლის მე­ლან­ქო­ლია შე­მო­გაწ­ვა, არა? - ლო­ყა­ზე ჩა­მო­უს­ვა თი­თე­ბი მა­ი­კომ.
- აჭარ­ბებ.
- მარ­თა­ლი ხარ, ვა­ჭარ­ბებ, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან მომ­შივ­და. ახ­ლა რომ არ ვჭა­მო, გუ­ლი წა­მი­ვა...
ად­გა და სა­ა­ბა­ზა­ნოს მი­ა­შუ­რა. მო­თენ­თი­ლი სხე­უ­ლი ცხელ­მა წყალ­მა მსწრაფლ გა­მო­უ­ცოცხ­ლა. მე­რე სა­ხე­ზე მკვე­ბა­ვი წა­ის­ვა და თა­ვის თავს ყვე­ლა­ზე მშვი­დი და კმა­ყო­ფი­ლი ღი­მი­ლი აჩუ­ქა. ამ დი­ლით, რა­ტომ­ღაც, სა­ოც­რად კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და... სიყ­ვა­რუ­ლი მო­უხ­და...

გო­ჩა შუ­ადღემ­დე არ წა­სუ­ლა. მა­ი­კოს თი­თის გან­ძ­რე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, სა­უზ­მეც თვი­თონ მო­ამ­ზა­და და სა­დი­ლიც. იმ­დე­ნად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლად იგ­რ­ძ­ნო თა­ვი და ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ ლა­მის წამ­ლის და­ლე­ვა და­ა­ვიწყ­და. არა­და, ისე უნ­და მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა ეს საქ­მე, რომ გო­ჩას არ შე­ემ­ჩ­ნია. სა­უზ­მის შემ­დეგ არც გახ­სე­ნე­ბია, რომ აბე­ბი უნ­და მი­ე­ღო, ამი­ტომ სა­დი­ლამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე, სა­ნამ გო­ჩა სუფ­რას გაშ­ლი­და, დრო იხელ­თა, წამ­ლე­ბით სავ­სე პარ­კი ხა­ლა­თის ჯი­ბე­ში ჩა­ი­ტე­ნა და ტუ­ა­ლეტ­ში შე­ი­კე­ტა.
გო­ჩა კი ღი­ღი­ნით აწყობ­და სუფ­რას. თვალ­წინ მა­ი­ას გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხე ედ­გა. რო­ცა მაია იღი­მო­და, ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი ავიწყ­დე­ბო­და. სა­ო­ცა­რი იყო მი­სი ღი­მი­ლი - თით­ქოს ცეცხ­ლი­სა და სი­ნა­ზის ნა­ზა­ვი. წა­მით შუბ­ლი შეჭ­მუხ­ნა - ცხოვ­რე­ბა­ში მის­ნა­ი­რი ქა­ლი არ შეხ­ვედ­რია. ყვე­ლა­ფე­რი ჭკუ­ა­ზე შლი­და, რაც მა­ი­ას უკავ­შირ­დე­ბო­და - მო­ციმ­ცი­მე თვა­ლე­ბი, რო­მელ­საც ყვე­ლა ბა­რი­ე­რის გადა­ლახ­ვა და მის სულ­ში შეღ­წე­ვა შე­ეძ­ლო, გო­ჩას ბნელ სულ­ში, გაქ­ვა­ვე­ბულ სულ­ში. მი­სი აზ­რე­ბის წა­კითხ­ვაც შე­ეძ­ლო ოდეს­ღაც ამ თვა­ლებს.
შუ­ადღეს, რო­ცა გო­ჩამ წას­ვ­ლა და­ა­პი­რა, მა­ი­კომ კა­რამ­დე მი­ა­ცი­ლა. მე­რე იმ­დენ ხანს ემ­შ­ვი­დო­ბე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, თით­ქოს უკა­ნას­კ­ნე­ლი შეხ­ვედ­რა ყო­ფი­ლი­ყო.
სა­ნამ გო­ჩა კარს გა­ი­ხუ­რავ­და, მა­ი­კომ მა­ჯა და­უ­ჭი­რა და ჩურ­ჩუ­ლით ჰკითხა:
- ხომ ისევ მოხ­ვალ? - ტკი­ვილ­გა­რე­უ­ლი ტო­ნით გა­მო­უ­ვი­და.
- ჭკვი­ა­ნი გო­გოს­თ­ვის ერ­თობ სუ­ლე­ლუ­რი შე­კითხ­ვაა, ღმერ­თ­მა­ნი, - გა­ი­ცი­ნა გო­ჩამ და ტუ­ჩებ­ში ხმა­უ­რით აკო­ცა, - იმ­დენ­ჯერ მო­ვალ, რომ ბო­ლოს თავს მო­გა­ბეზ­რებ და გა­მაგ­დებ, - ამ სიტყ­ვე­ბით კა­რი გა­ი­ხუ­რა...
მა­ი­კო კე­დელს მი­ეყ­რ­დ­ნო და თვა­ლე­ბი მი­ლუ­ლა. სი­ხა­რუ­ლის­გან უნ­და ეყ­ვი­რა, ეტი­რა, ეცი­ნა... თან უკ­ვირ­და, რა ად­ვი­ლად შე­მო­აღ­წია გო­ჩამ მი­სი მარ­ტო­ო­ბის იმ­პე­რი­ა­ში, რამ­დე­ნი­მე ლა­მა­ზი სიტყ­ვა ფარ­და­გი­ვით გა­უ­შა­ლა ფე­ხებ­თან და მი­სი გუ­ლი მე­ო­რედ და­იპყ­რო. ამ­ჯე­რად უფ­რო ად­ვი­ლად, ვიდ­რე მა­შინ, შო­რე­ულ წარ­სულ­ში, ვიდ­რე ამას წი­ნათ, სპონ­ტა­ნუ­რად რომ და­ნებ­და. ბევ­რად უსიტყ­ვოდ, ვიდ­რე პირ­ვე­ლად, გა­ცი­ლე­ბით თა­მა­მად, ვიდ­რე წი­ნა შეხ­ვედ­რა­ზე. და ეს სწო­რედ ის იყო, რა­საც ყო­ველ­თ­ვის ელო­და მის­გან და რო­მე­ლიც მხო­ლოდ ახ­ლა მი­ი­ღო.
გი­ჟუ­რი ღა­მე იყო. მე­რე რა? სიკ­ვ­დი­ლის წინ მა­საც მო­უნ­და გა­გი­ჟე­ბა, მო­უნ­და გაფ­რე­ნა იქ, სადღაც, სიტ­კ­ბო­ე­ბის უხი­ლავ სამ­ყა­რო­ში. მთა­ვა­რია, ეს გა­ზაფხუ­ლი გა­და­ი­ტა­ნოს, იქ­ნებ ზაფხუ­ლიც? ეს ის წუ­თე­ბია, რო­ცა არ უნ­და, რომ მოკ­ვ­დეს. ახ­ლა ყვე­ლა­ზე მე­ტად სიკ­ვ­დი­ლი ეზა­რე­ბა. დრო რომ ჰქონ­დეს, რა სი­ა­მოვ­ნე­ბით და­წერ­და ახ­ლა რო­მანს ამ სიყ­ვა­რულ­ზე, და­წერ­და და სა­თა­ურ­საც რო­მან­ტი­კულს შე­ურ­ჩევ­და, მა­გა­ლი­თად, "ნა­სეს­ხე­ბი გა­ზაფხუ­ლი". ჰო, მშვე­ნი­ე­რი სა­თა­უ­რია. ისე, ამ გახ­სე­ნე­ბა­ზე, იქ­ნებ ჩა­ი­ტა­როს ქი­მი­ო­თე­რა­პია? იქ­ნებ ამ გზით მარ­თ­ლაც ისეს­ხოს გა­ზაფხუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი გა­ი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვოს? ამის გა­ფიქ­რე­ბა ჭკუ­ა­ში და­უჯ­და. არა, გო­ჩას არ ეტყ­ვის, რაც მო­ე­ლის, გულს არ მო­უკ­ლავს. დაე, იყოს ბედ­ნი­ე­რი, სა­ნამ მაია ცოცხა­ლია. თვით­გ­ვე­მა და ტკი­ვი­ლი მე­რეც ეყო­ფა.
რა ეგო­ის­ტია ადა­მი­ა­ნი. ორი დღის წინ სულ სხვა ჭკუ­ა­ზე იყო. გულს არ ვატ­კე­ნო, ჯო­ბია, არ შე­მეჩ­ვი­ოს, თო­რემ მე­რე უფ­რო გა­უ­ჭირ­დე­ბაო. ახ­ლა კი, ახ­ლა, რო­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­რებ­ში ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა, მხო­ლოდ თა­ვის თავ­ზე ფიქ­რობს, მხო­ლოდ იმა­ზე, რომ დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი გა­ი­ლა­მა­ზოს. უკ­ვე ნაკ­ლე­ბად ადარ­დებს, რა მოჰ­ყ­ვე­ბა მის ამ გა­ლა­მა­ზე­ბულ ცხოვ­რე­ბას, სულ ცო­ტა ხან­ში რამ­ხე­ლა ტან­ჯ­ვას არ­გუ­ნებს მი­სი ცხოვ­რე­ბის გამ­ლა­მა­ზე­ბელს...
დაე, იყოს ეგო­ის­ტი. ცოცხა­ლი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერს ეჩ­ვე­ვა, გო­ჩაც შე­ეჩ­ვე­ვა. სა­მა­გი­ე­როდ, სა­ნამ არ მომ­კ­ვ­და­რა, ისეთ დღე­ებს აჩუ­ქებს, ისეთ და­უ­ვიწყარ მო­გო­ნე­ბებს და­უ­ტო­ვებს, საზ­რ­დოდ ღრმა სი­ბე­რემ­დე რომ ეყო­ფა. თა­ნაც, გა­ნა დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბა ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს წა­იქ­ცე­ვა, და­იშ­ლე­ბა, ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დე­ბა, გო­ჩა ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებს, იდარ­დებს, იჯავ­რებს და სა­ბო­ლო­ოდ თვი­თო­ნაც მი­ეჩ­ვე­ვა იმას, რომ მა­ი­ამ ეს ქვე­ყა­ნა უნ­და და­ტო­ვოს და იმ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ბარ­გ­დეს.
არა, არა, ღმერ­თ­მა და­უ­ფა­როს! წაქ­ცე­ვამ­დე საქ­მეს არ მი­იყ­ვანს. ეს სა­კითხი უკ­ვე ხუ­თი­ან­ზე მო­აგ­ვა­რა. რო­გორც კი შე­ატყობს, რომ აღ­სას­რუ­ლი მო­ახ­ლოვ­და, ეგ­რე­ვე ლე­ონს შე­ატყო­ბი­ნებს... რა თქმა უნ­და, გო­ჩას­თ­ვის დი­დი ელ­და იქ­ნე­ბა, მაგ­რამ...
არა უშავს, რო­გორ­მე გა­და­ი­ტანს. სა­დაც ამ­დე­ნი გა­და­უ­ტა­ნია, ამა­საც გა­და­ი­ტანს...
ბო­ლო სტა­დია მა­ინც არ იყოს, რამ­დე­ნი­მე წე­ლი მა­ინც ჰქონ­დეს დარ­ჩე­ნი­ლი... გა­ნა რამ­დე­ნით გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვებს სი­ცოცხ­ლეს ქი­მი­ო­თე­რა­პია? ექ­ვ­სი თვით? ერ­თი წლით? არ ღირს ამა­ზე ფიქ­რი. მთა­ვა­რია, ცო­ტა ხანს მა­ინც იცოცხ­ლოს, ცო­ტა­თი მა­ინც შე­ივ­სოს და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი სუ­ლი ტკბი­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლის სუფ­თა ჰა­ე­რით.
გო­ჩას შე­სა­ხებ არა­ვის მო­უყ­ვე­ბა. რა სა­ჭი­როა, ვინ­მემ იცო­დეს მი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი? ეს ხომ ძა­ლი­ან ინ­ტი­მუ­რია? ვინ იცის, რო­გორ გა­უ­გე­ბენ. იქ­ნებ გა­კი­ლონ კი­დე­ვაც - სა­მი წე­ლია, დაქ­ვ­რივ­და და უკ­ვე საყ­ვა­რე­ლი გა­ი­ჩი­ნაო. ენას ძვა­ლი არა აქვს, ცუ­დის მთქმელს რა გა­მო­ლევს? ადა­მი­ა­ნებ­მა ოღონდ კი ერ­თ­მა­ნე­თი გა­ჭო­რონ, მე­ტი რა უნ­დათ? უმე­ტე­სო­ბა ამით საზ­რ­დო­ობს. ყვე­ლა მის­ნა­ი­რი კი არ არის. არც თაია მო­უ­წო­ნებს ასეთ ნა­ბიჯს. ზუს­ტად იცის, რა­საც ეტყ­ვის, მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი ლაფ­ში ამოს­ვა­რეო. კარ­გია, რომ მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი აქ არ არის. უეც­რად იგ­რ­ძ­ნო, რომ პირ­ვე­ლად მოხ­და, შვი­ლის შორს ყოფ­ნა რომ ახა­რებ­და. აი, თუ არ არის ეგო­ის­ტი!
თუ ვინ­მე ისეთ დროს ეს­ტუმ­რე­ბა, რო­ცა გო­ჩა მას­თან იქ­ნე­ბა, იტყ­ვის, რომ სკო­ლის მე­გო­ბა­რია ან სტუ­დენ­ტო­ბის, ან ძვე­ლი მე­ზო­ბე­ლი... გა­აჩ­ნია, ვინ მო­უს­წ­რებს. გო­ჩა­საც გა­აფ­რ­თხი­ლებს, სხვე­ბის თან­დას­წ­რე­ბით ცო­ტა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად მო­იქ­ცეს.
და­უ­ჯე­რე­ბენ მა­ი­კოს. მას ხომ ტყუ­ი­ლის თქმა არ უყ­ვარს. არას­დ­როს არა­ვინ არ მო­უტყუ­ე­ბია, მი­სი ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლას სჯე­რო­და. ან კი რა არის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი? მარ­ტო გო­ჩა ხომ არ ივ­ლის მას­თან? ხან­და­ხან თე­მოც მო­ვა, მა­მა გი­ორ­გიც... ისი­ნიც ხომ მა­იკოს მე­გობ­რე­ბი არი­ან? ჰო­და, ეჭვს ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერ­ში შე­ი­ტანს. ისე­დაც, ვერც წარ­მო­იდ­გე­ნენ, მო­მაკ­ვ­დავ­მა, თან სა­მი წე­ლი მგლო­ვი­ა­რე მა­ი­ამ სხვა კა­ცის­კენ გა­ი­ხე­დაო. ის ხომ აქამ­დე შე­უბღა­ლა­ვი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რო­გორ ვერ იტან­და სიტყ­ვა­თა ამ წყო­ბას. "შე­უბღა­ლა­ვი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში". მსგავს რა­ღა­ცებს კო­მუ­ნის­ტუ­რი ის­ტო­რი­ის გად­მო­ნაშ­თად ნათ­ლავ­და ყო­ველ­თ­ვის.
გა­ე­ღი­მა. არე­ულ ლო­გინს გა­და­ხე­და და ახ­ლა­ღა გა­ი­აზ­რა, რომ ქვე­ყა­ნა­ზე აღა­რა­ფე­რი ახ­სოვ­და წუ­ხან­დე­ლი ღა­მის გარ­და, თუმ­ცა მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტე­ბი­ღა შე­მორ­ჩე­ნო­და გო­ნე­ბა­ში...

გო­ჩა მთე­ლი კვი­რა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ ყო­ველ­დღე ურე­კავ­და. მთე­ლი კვი­რა აცა­ლა, რომ გონს მო­სუ­ლი­ყო, ყვე­ლა­ფე­რი აეწონ-და­ე­წო­ნა და გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა. თან გულს ეჭ­ვი უღ­რ­ღ­ნი­და. ახ­ლა ხომ უკ­ვე იცო­და იმ უც­ნო­ბი ქა­ლის­გან, რომ მა­ი­კომ ქმა­რი წა­არ­თ­ვა. ნუ­თუ მარ­თ­ლა ხვდე­ბო­და ვინ­მეს? ვის? რა­ტომ ერ­თხელ ვერ ნა­ხა იმ ვი­ღა­ცას­თან, თუ მარ­თ­ლა ასე იყო? იქ­ნებ უკ­ვე და­შორ­და და იმ ქალ­მა ჯერ არ იცის? პირ­ველ დღეს, რო­ცა მა­ი­ამ სახ­ლი­დან ცი­ვად გა­ის­ტუმ­რა და მე­რე გო­ჩა დამ­კ­ვეთს ელა­პა­რა­კა, ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­და. იმი­ტო­მაც მი­იჩ­ქა­რო­და მა­ი­ას­კენ, რომ სი­მარ­თ­ლე გა­ე­გო. თუ ასე შეტ­რი­ალ­დე­ბო­და საქ­მე და ერ­თი სიტყ­ვის თქმაც არ მო­უ­წევ­და, ვერც იფიქ­რებ­და. კა­რი გა­უ­ღო თუ არა მა­ომ, მის თვა­ლებ­ში მა­შინ­ვე მო­უთ­მენ­ლო­ბა ამო­ი­კითხა, ლო­დი­ნით ავ­სე­ბუ­ლი მო­უთ­მენ­ლო­ბა. სადღა ეცა­ლა სა­ლა­პა­რა­კოდ და წარ­სუ­ლის გა­მო­სა­კითხად? შე­ხე­და თუ არა, მხო­ლოდ ერ­თი სურ­ვი­ლი ამო­უ­ტივ­ტივ­და გო­ნე­ბა­ში - გულ­ში ჩა­ეკ­რა და ალერ­ს­ში გა­ე­თან­გა.
ასეც მო­იქ­ცა. არა­და, პირ­ველ­მა შეხ­ვედ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად უღიმ­ღა­მოდ ჩა­ი­ა­რა, თით­ქოს ერ­თ­მა­ნეთს გე­მო ვერ გა­უ­გეს. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ორი­ვე შე­ბო­ჭი­ლი იყო, შე­ბო­ჭი­ლი და და­ძა­ბუ­ლი. სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. მე­რე კი ორი­ვეს მი­ე­ცა და­ფიქ­რე­ბის დრო, სა­შუ­ა­ლე­ბა, აწო­ნეს, და­წო­ნეს ვი­თა­რე­ბა, ნი­ა­და­გი მო­უ­სინ­ჯეს ერ­თ­მა­ნე­თის გრძნო­ბებს და მიხ­ვ­დ­ნენ, რომ უნ­და გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ უერ­თ­მა­ნე­თოდ ცხოვ­რე­ბას აზ­რი ეკარ­გე­ბო­და.
ახ­ლა კი უფ­რო მე­ტად ორ­ჭო­ფობს, ვიდ­რე მა­ნამ. თუ თვი­თონ არ გა­და­უ­შა­ლა მა­ი­ამ გუ­ლი და არ მო­უყ­ვა თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი, გა­მო­კითხ­ვას ვერ და­უწყებს. იქ­ნებ ცო­ტა შო­რი­დან მო­უ­ა­როს? რა­მე­ნა­ი­რად შე­იტყუ­ოს ლა­პა­რაკ­ში და... ჰო, ეგ­რე იზამს, თა­ვის თავ­ზე და­იწყებს ლა­პა­რაკს, მა­გა­ლი­თად, ერ­თხე­ლაც რო­გორ სცა­და სხვა ქა­ლის შეყ­ვა­რე­ბა... გა­მო­ი­გო­ნებს ვინ­მეს, ტყუ­ი­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის ეხერ­ხე­ბო­და, არც ახ­ლა გა­უ­ჭირ­დე­ბა. რა ქნას, სხვა გზა არა აქვს, სი­მარ­თ­ლის გა­სა­გე­ბად ყვე­ლა ღო­ნეს უნ­და მი­მარ­თოს.
ის ორი დღე გო­ჩა ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და. ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ერ­თი იყო და ვი­ღა­ცას მა­ოს მოკ­ვ­ლა რომ უნ­დო­და, - მე­ო­რე. მის­თ­ვის ორი­ვე სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, ამი­ტომ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი რო­გორ­მე უნ­და მი­ე­ღო.
ასე­თი ფიქ­რე­ბით გულ­დამ­ძი­მე­ბულ­მა კი­დევ ერ­თხელ და­უ­რე­კა...

მა­ი­კო დი­ლი­დან შე­უძ­ლოდ გახ­და. სუნ­თ­ქ­ვა და­უმ­ძიმ­და, წნე­ვაც და­უ­ვარ­და და სა­წო­ლი­დან ად­გო­მა გა­უ­ჭირ­და. შე­ში­ნე­ბულ­მა მა­შინ­ვე თე­მოს და­უ­რე­კა. სას­წ­რა­ფოდ გა­დას­ხ­მა გჭირ­დე­ბაო, თე­მომ, "სას­წ­რა­ფო" გა­მო­ი­ძა­ხე და რო­ცა ბრი­გა­და მო­ვა, და­მა­ლა­პა­რა­კეო. ასეც მო­იქ­ცა.
"სას­წ­რა­ფოს" ექიმ­მა მა­ი­კოს "პი­რად ექიმს" მო­უს­მი­ნა, კარ­გა ხანს ელა­პა­რა­კა, თა­ვიც ბევ­რ­ჯერ და­აქ­ნია და რო­გორც კი მის­გან ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი მი­ი­ღო, მა­ი­კოს წვე­თო­ვა­ნი იქ­ვე, ად­გილ­ზე, სა­ხელ­და­ხე­ლოდ და­უ­ყე­ნა. რად­გან წამ­ლის ჩა­მოც­ლას დრო სჭირ­დე­ბო­და, ექ­თა­ნი მას­თან და­ტო­ვა, თვი­თონ კი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გაბ­რუნ­და. თე­მო ყო­ველ თხუთ­მეტ წუთ­ში რე­კავ­და, თან ბო­დიშს უხ­დი­და, რომ მოს­ვ­ლას ვერ ახერ­ხებ­და, რთუ­ლი დღე ჰქონ­და, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­დი­ზედ ორი ოპე­რა­ცია ელო­დე­ბო­და.
მაია ვერ მიხ­ვ­და, ცუ­დად რა­ტომ გახ­და. წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა არ შე­უწყ­ვე­ტია, არც ფი­ზი­კუ­რად დატ­ვირ­თუ­ლა, არც უნერ­ვი­უ­ლია. გო­ჩა ყო­ველ­დღე ურე­კავ­და, სა­ა­თო­ბით ელა­პა­რა­კე­ბო­და, ჩურ­ჩუ­ლით ეფე­რე­ბო­და... იქ­ნებ ემო­ცი­ურ­მა ფონ­მა იმოქ­მე­და ასე? თუ ავად­მ­ყო­ფო­ბა უკ­ვე სა­ბო­ლო­ოდ მო­ე­რია მის ორ­გა­ნიზმს? შე­შინ­და. იმა­ზე მე­ტად შე­შინ­და, ვიდ­რე წე­სით, უნ­და შე­ში­ნე­ბო­და. თე­მომ და­ამ­შ­ვი­და, ნუ გე­ში­ნია, ჯერ ისე არაა საქ­მე, რო­გორც შენ გგო­ნია, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უნ­და შევ­ც­ვა­ლოთ, ორ­შა­ბათს გა­მო­დი და სრუ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვა ჩა­ვი­ტა­რო­თო.
ახ­ლა მა­ი­კო ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა იყო. ოღონდ კი სი­ცოცხ­ლე რამ­დე­ნი­მე თვით მა­ინც გა­ე­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბი­ნა და უკან არ და­ი­ხევ­და.
გა­დას­ხ­მამ უშ­ვე­ლა, შუ­ადღეს მომ­ჯო­ბინ­და და თა­ვი უკეთ იგ­რ­ძ­ნო. მარ­თა­ლია, სი­სუს­ტემ არ გა­უ­ა­რა, მაგ­რამ სუნ­თ­ქ­ვა გა­ეხ­ს­ნა, ისე აღარ უმ­ძიმ­და, რო­გორც დი­ლით.
სა­ღა­მოს გო­ჩამ და­უ­რე­კა, რო­დის გნა­ხოო. ხვალ სა­ღა­მოს გა­მო­მი­ა­რეო, აღელ­ვე­ბულ­მა ნაჩ­ქა­რე­ვად ჩას­ძა­ხა ყურ­მილ­ში.

გო­ჩას მი­სი ხმა არ მო­ე­წო­ნა. თვალ­წინ უხი­ლა­ვი მე­ტო­ქე და­უდ­გა. აბა, რას უნ­და მი­ე­წე­როს მა­ი­კოს აღელ­ვე­ბუ­ლი ტო­ნი? ნუ­თუ ამ სა­ღა­მოს სხვას­თან აქვს შეხ­ვედ­რა და­ნიშ­ნუ­ლი? კბი­ლი კბილს ნერ­ვი­უ­ლად და­ა­ჭი­რა. ერ­თხანს რა­ღა­ცას ფიქ­რობ­და და თავს მო­ნო­ტო­ნუ­რად აკან­ტუ­რებ­და. ბო­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოცხა­დე­ბო­და. თუ იქ ვინ­მე დახ­ვ­დე­ბო­და, მის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დი შე­იქ­ნე­ბო­და.
შე­ბინ­დ­და თუ არა, სახ­ლი­დან გა­ვი­და. მან­ქა­ნა ნე­ლა მიჰ­ყავ­და, თით­ქოს დროს აჭი­ა­ნუ­რებ­და. ისე ნერ­ვი­უ­ლობ­და, მთე­ლი გზა და­ნა პირს არ უხ­ს­ნი­და, უსი­ა­მოვ­ნო შეხ­ვედ­რის მო­ლო­დინ­ში კრი­ჭა შეჰ­კ­ვ­რო­და.
მა­ი­კოს ფან­ჯა­რა­ში შუ­ქი ენ­თო. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ მას არ ეძი­ნა. სა­დარ­ბა­ზოს რამ­დე­ნი­მე­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი კი­ბე დინ­ჯად აიარა და მა­ი­ას კა­რის წინ შედ­გა. კარ­გა ხანს ყოყ­მა­ნობ­და, ზა­რი და­ე­რე­კა თუ უკან გაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. რამ­დენ­ჯე­რაც მი­ა­დო თი­თი ზა­რის ღი­ლაკს, იმ­დენ­ჯერ ჩა­მო­ი­ღო. უეც­რად შიგ­ნი­დან ლა­პა­რა­კის ხმა მო­ეს­მა, რო­მე­ლიც უფ­რო და უფ­რო ახ­ლოს გა­ის­მო­და. მიხ­ვ­და, რომ ვი­ღა­ცე­ბი კარს უახ­ლოვ­დე­ბოდ­ნენ. შემ­ც­ბა­რი უკან გახ­ტა და მსწრაფლ გა­ი­ხედ-გა­მო­ი­ხე­და. რო­გორც იქ­ნა, გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა, რამ­დე­ნი­მე ნახ­ტო­მით საშ­რო­ბის კე­დელს მო­ე­ფა­რა და სუნ­თ­ქ­ვა შე­ი­კა­ვა.
ამა­სო­ბა­ში კა­რი გა­ი­ღო.
- გე­ლო­დე­ბი, აუცი­ლებ­ლად მო­დი, იცო­დე? არ გა­და­დო! - გა­ის­მა მა­მა­კა­ცის ხმა.
- მო­ვალ, თე­მო. სხვა­გან სადღა წა­ვალ? ხომ იცი, შენს იქით გზა არა მაქვს.
- ჰო­და, გა­მოჰ­ყე­ვი ამ გზას. ერ­თად ვი­ა­როთ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.
- ეჰ, მა­გის იმე­დი არ მაქვს, მაგ­რამ მა­ინც მო­ვალ.
- აბა, აბა, ეგე­თე­ბი არ გა­მა­გო­ნო! მოგ­ხ­ვ­დე­ბა, იცო­დე! აბა, წა­ვე­დი, თო­რემ ნა­თია გა­მი­გიჟ­დე­ბა, - სი­ცი­ლით და­ა­ყო­ლა მა­მა­კაც­მა.
გო­ჩამ ყბე­ბი მთე­ლი ძა­ლით მო­კუ­მა. ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბიაო, გა­ი­ფიქ­რა.
მე­რე ისე­თი ხმე­ბი გა­ის­მა, მიხ­ვ­და, რომ მათ ერ­თ­მა­ნე­თი გა­და­კოც­ნეს. ბო­ლოს კა­რი კვლავ და­ი­კე­ტა და უც­ნო­ბის ფე­ხის ხმაც მა­შინ­ვე მიწყ­და. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მან­ქა­ნის და­ქოქ­ვის და დაძ­ვ­რის ხმაც მის­წ­ვ­და მის სმე­ნას.
რო­გორც კი სა­დარ­ბა­ზო­ში სი­ჩუ­მემ და­ი­სად­გუ­რა, მო­ეშ­ვა. თა­ვი ცივ კე­დელს მი­აყ­რ­დ­ნო და ჩა­ფიქ­რ­და. რა ქნას, მი­ვი­დეს თუ არა? არ ჯო­ბია, ახ­ლა­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ად­გეს თავს? თვა­ლებ­ში შე­ხე­დავს და ყვე­ლა­ფერს მიხ­ვ­დე­ბა. მა­ოს თვა­ლე­ბი არას­დ­როს ტყუ­ი­ან, მი­სი გულ­წ­რ­ფე­ლი, ბავ­შ­ვუ­რი, ყვე­ლაფ­რის აღ­მ­ქ­მე­ლი თვა­ლე­ბი. იმა­საც გა­არ­კ­ვევს, სად ეპა­ტი­ჟე­ბა უც­ნო­ბი.
ბრაზ­მა წა­მო­უ­ა­რა. აფეთ­ქე­ბის ზღვარ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. არა, ასე ვერ მი­ად­გე­ბა, ასე ყვე­ლა­ფერს გა­ა­ფუ­ჭებს. ჯერ უნ­და იფიქ­როს. კარს რომ გა­უ­ღებს და გო­ჩას და­ი­ნა­ხავს, წარ­მო­უდ­გე­ნია, რო­გორ გა­უკ­ვირ­დე­ბა. რა უნ­და უთხ­რას, რა­ტომ მო­ვე­დიო? ვე­ღარ გავ­ძე­ლი უშე­ნოდ და იმი­ტო­მო? თუ შე­ნი ხმა არ მო­მე­წო­ნა და ვი­ეჭ­ვი­ა­ნეო? პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი სჯობ­და. და­ნარ­ჩე­ნი მე­რე გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და. რო­გორც სი­ტუ­ა­ცია უკარ­ნა­ხებ­და, ისე მო­იქ­ცე­ო­და. ათი­ო­დე წუ­თი ად­გი­ლი­დან არ დაძ­რუ­ლა, მხო­ლოდ ფე­ხი მო­ი­ნაც­ვ­ლა რამ­დენ­ჯერ­მე. ლო­დინს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ეჩ­ვია. და­ვა­ლე­ბა­ზე გა­სულს ლო­დი­ნი ხან­და­ხან სა­ა­თო­ბით უწევ­და, ოღონ მი­წა­ზე გა­წო­ლილს. ფეხ­ზე მდგა­რი კარ­გა ხა­ნია, ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში არ ყო­ფი­ლა.
მორ­ჩა, დამ­შ­ვიდ­და. ჩვე­უ­ლი სუნ­თ­ქ­ვი­თი ვარ­ჯი­ში ჩა­ი­ტა­რა, თი­თე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში ჩახ­ლარ­თა, მტევ­ნე­ბი გა­დას­წია, გად­მოს­წია, სახ­ს­რე­ბი გა­ატ­კა­ცუ­ნა და ნაც­ნობ კარს მი­ად­გა. ჯერ ისევ ჭოჭ­მა­ნობ­და. ბო­ლოს თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და, რო­გორც იქ­ნა, ზა­რის ღი­ლაკს თი­თი გა­ბე­დუ­ლად მი­ა­ჭი­რა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი