თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XV)
font-large font-small
თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი XV)


სა­მი დღე ამა­ოდ ცდი­ლობ­და, ლე­ო­ნის­თ­ვის ხმა მი­ეწ­ვ­დი­ნა. კი­ლე­რი კონ­ტაქ­ტ­ზე აღარ გა­მო­დი­ო­და.
ხან დრო მო­ვი­დაო, მის­წე­რა, ხან საჩ­ქა­რო საქ­მეაო, რაც შე­იძ­ლე­ბა, მა­ლე შე­მო­მეხ­მი­ა­ნეო... აფო­რი­აქ­და. იქ­ნებ მოჰ­ბეზ­რ­და ლო­დი­ნი და ხე­ლი ჩა­იქ­ნია? მა­ი­კოს თავ­გ­ზა აებ­ნა. რა უნ­და ექ­ნა, ლე­ო­ნი რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო? ვის­თ­ვის მი­ე­მარ­თა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის? ჯერ ტკი­ვი­ლე­ბი არ ჰქონ­და, მაგ­რამ უჰა­ე­რო­ბა? შე­მო­ტე­ვის დროს რომ იგუ­დე­ბო­და, გა­ნა ტკი­ვილ­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­ტა­ნი იყო? დღეს დი­ლით კი უარე­სი მოხ­და - ცხვი­რი­დან სის­ხ­ლ­დე­ნა და­ეწყო, მე­რე აღე­ბი­ნა და პი­რი­და­ნაც სის­ხ­ლი ამო­ან­თხია. ეს უკ­ვე აღ­სას­რუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას ნიშ­ნავ­და. მი­სი სი­ცოცხ­ლის დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი წუ­თებს ით­ვ­ლი­და.
მე­სა­მე ღა­მეს, რო­გორც იქ­ნა, ლე­ო­ნის პა­სუ­ხი მო­უ­ვი­და.
- რო­დის?
მა­ი­კომ სწრა­ფად გა­და­ით­ვა­ლა დღე­ე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღე კი­დევ სჭირ­დე­ბო­და. პირ­ველ რიგ­ში, თა­ი­ას­თ­ვის უნ­და და­ე­რე­კა, გა­მომ­შ­ვი­დო­ბე­ბო­და. ან­დერ­ძის ამ­ბავ­საც ეტყო­და და თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­საც აუხ­ს­ნი­და. მე­რე გო­ჩას­თ­ვი­საც უნ­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა წე­რი­ლი - უსა­ხე­ლო, უმი­სა­მარ­თო და მა­გი­და­ზე, გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას და­ე­დო, თა­ვის ერთ-ერთ წიგ­ნ­ში ჩა­დე­ბუ­ლი, უფ­რო სწო­რად ჩა­წე­ბე­ბუ­ლი, რომ შემ­თხ­ვე­ვით არ გად­მო­ვარ­დ­ნი­ლი­ყო. წიგნს კი მე­ო­რე გვერ­დ­ზე წა­ა­წერ­და: `სახ­სოვ­რად გო­ჩას~ და იქ­ვე მა­მა­კა­ცის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს მი­ა­წერ­და, რომ ვინ­მეს მის­თ­ვის გა­და­ე­ცა. ის კი წე­რილს აუცი­ლებ­ლად იპო­ვი­და.
ამის­თ­ვის ალ­ბათ სა­მი დღე მა­ინც დას­ჭირ­დე­ბო­და.
- ხუთ­შა­ბათს, ორ სა­ათ­ზე. ის ზუს­ტად ამ დროს სახ­ლი­დან გა­მო­ვა. - მის­წე­რა პა­სუ­ხად.
- გა­სა­გე­ბია.
- ფუ­ლი რო­დის გად­მო­გი­რიცხო?
- ფუ­ლი?.. მე­რე, რო­ცა საქ­მე მომ­თავ­რ­დე­ბა.
- არა, მე­რე არ გა­მო­ვა. ახ­ლა­ვე უნ­და გა­მო­მიგ­ზავ­ნო მო­ნა­ცე­მე­ბი. ხომ შე­იძ­ლე­ბა, გა­და­გაგ­დო?
- ჩე­მი გა­დაგ­დე­ბა იოლი არ არის. - `გა­უ­ღი­მა~ ლე­ონ­მა.
- გა­მო­მიგ­ზავ­ნე ან­გა­რი­შის ნო­მე­რი.
რამ­დე­ნი­მე წამ­ში ლე­ონ­მა ან­გა­რი­შის ნო­მე­რი გად­მო­უგ­ზავ­ნა - მა­ი­ას­თ­ვის უც­ნო­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რეკ­ვი­ზი­ტე­ბი.
- ხვალ ფუ­ლი ამ ან­გა­რიშ­ზე დაჯ­დე­ბა. მშვი­დო­ბით! სა­სი­ა­მოვ­ნო იყო შენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა! - გა­ე­ხუმ­რა და ღი­მი­ლი და­უ­ხა­ტა.
მორ­ჩა, ეს საქ­მეც მო­აგ­ვა­რა. ახ­ლა შე­უძ­ლია მშვი­დად იყოს.
მშვი­დად... იყო კი მშვი­დად? არა, ვერ იყო. რა­ღაც აწუ­ხებ­და, აფო­რი­ა­ქებ­და, ში­ნა­გა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბა უფ­რო და უფ­რო მა­ტუ­ლობ­და სულ­ში. რი­სი ეში­ნო­და? და­გეგ­მი­ლი სიკ­ვ­დი­ლის? არ ყო­ფი­ლა ად­ვი­ლი, რო­ცა ზუს­ტად იცი, რა დროს მოკ­ვ­დე­ბი. ამის გა­აზ­რე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­და.
არა უშავს, სამ დღე­ში რო­გორ­ღაც შე­ეჩ­ვე­ვა, რა­ღაც დო­ნე­ზე მა­ინც. ეჰ, რამ­დე­ნი ოც­ნე­ბა დარ­ჩა აუხ­დე­ნე­ლი, რამ­დე­ნი სურ­ვი­ლი მო­უ­სურ­ვი­ლე­ბე­ლი, იდე­ე­ბი - გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი... ეგ არა­ფე­რი. ცხოვ­რე­ბაა ასე­თი. ყვე­ლა ოც­ნე­ბას ვერ აიხ­დენ, ზო­გი ჩა­გივ­ლის...

მე­ო­რე დი­ლით ად­რე ად­გა და ბან­კის­კენ გა­ე­შუ­რა, ფუ­ლი უნ­და მო­ეხ­ს­ნა და ლე­ო­ნის­თ­ვის გა­და­ე­რიცხა. ჯერ ბან­კო­მატ­თან მი­ვი­და, თან­ხის ნა­წი­ლი რომ გა­მო­ე­ტა­ნა, რა­თა და­საფ­ლა­ვე­ბის ხარ­ჯე­ბის­თ­ვის გა­და­ე­დო, მაგ­რამ ბან­კო­მატ­მა ბა­რა­თი ჩა­უყ­ლა­პა. არა, ბა­რა­თი კი არა, ფუ­ლი. აღე­ბა და­ა­ყოვ­ნა, სადღაც, ფიქ­რებ­ში გა­და­იჭ­რა, ამა­სო­ბა­ში ფუ­ლი უკან­ვე ჩაყ­ლა­პა აპა­რატ­მა. იქ­ვე მდგარ გო­გო­ნას სთხო­ვა შვე­ლა, იმან ოპე­რა­ტორ­თან გა­და­ა­მი­სა­მარ­თა. ოპე­რა­ტორ­მა ხე­ლო­სა­ნი გა­მო­ი­ძა­ხა და... მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერ­მა დრო წა­ი­ღო. მე­რე იმა­ვე ოპე­რა­ტორს სა­კუ­თა­რი თან­ხი­დან სხვა ან­გა­რიშ­ზე გა­და­რიცხ­ვა სთხო­ვა. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­პი­რე­ბუ­ლი თან­ხა უკ­ვე ლე­ო­ნის ან­გა­რიშ­ზე იდო.
უკან რომ ბრუნ­დე­ბო­და, მარ­კეტ­ში შე­ი­ა­რა, კიტ­რი, პა­მი­დო­რი და ყვე­ლი იყი­და. სახ­ლ­ში არა­ფე­რი მო­ე­ძე­ვე­ბო­და, სა­ჭმ­ლის მომ­ზა­დე­ბის არც თა­ვი ჰქონ­და, არც სურ­ვი­ლი. ბო­ლო დროს ისე­დაც ცო­ტას ჭამ­და. გახ­და... და­ეტყო... ლო­ყე­ბი ჩა­უც­ვივ­და, თვა­ლე­ბი ამო­უ­ღამ­და. ჰო­და, ახ­ლა სა­ლა­თა, ყვე­ლი და პუ­რი სწო­რედ რომ მის­წ­რე­ბა იყო მის­თ­ვის, სხვა არც არა­ფე­რი უნ­დო­და.
უკა­ნა გზა­ზე ტე­ლე­ფონ­ში ფუ­ლიც ჩა­რიცხა, რომ შვი­ლის­თ­ვის და­ე­რე­კა, ამ­ჯე­რად... უკა­ნას­კ­ნე­ლად. თაია მას ცოცხალს ვე­ღარ ჩა­მო­უს­წ­რებ­და.

ჭა­მა და სუ­ლი მო­ით­ქ­ვა, თვა­ლებ­ში გა­მო­ი­ხე­და. მა­ი­სი უკა­ნას­კ­ნელ დღე­ებს ით­ვ­ლი­და... მა­ი­კო­სა­ვით. უც­ნა­უ­რი ამინ­დი იდ­გა. ხან წვიმ­და, ხან მზე აცხუ­ნებ­და. და­რი და ავ­და­რი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ენაც­ვ­ლე­ბო­და ერ­თ­მა­ნეთს.
მთე­ლი დღე უაზ­როდ გა­ა­ტა­რა. საქ­მე აღა­რა­ფე­რი ჰქონ­და, მხო­ლოდ წე­რი­ლი უნ­და და­ე­წე­რა. დაჯ­და და წე­რას შე­უდ­გა. თბი­ლად და­ემ­შ­ვი­დო­ბა თა­ვის და­უ­ვიწყარ სიყ­ვა­რულს, პა­ტი­ე­ბა სთხო­ვა, რომ სი­მარ­თ­ლე არ გა­უმ­ხი­ლა, რომ კი­დევ ერ­თხელ ატ­კი­ნა გუ­ლი და შეჰ­პირ­და, თუ იმ ქვეყ­ნად რა­მე არ­სე­ბობ­და, იქ მა­ინც შეხ­ვ­დე­ბო­და. მად­ლო­ბაც გა­და­უ­ხა­და მას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბის­თ­ვის. მად­ლო­ბის თქმას წინ რა უდ­გას? ეს ის ბაფ­თაა, რო­მე­ლიც სა­ჩუქ­რის ყუთს აქვს შე­მოხ­ვე­უ­ლი და ალა­მა­ზებს. გო­ჩა ამას იმ­სა­ხუ­რებ­და. ბო­ლოს მი­ა­წე­რა, ტკი­ვი­ლამ­დე მიყ­ვარ­ხა­რო და სა­მი ძა­ხი­ლის ნი­შა­ნი დას­ვა. მე­რე წე­რი­ლი ორად გა­კე­ცა, ნა­წე­რი მხა­რე გა­რე­დან მო­აქ­ცია, ქა­ღალ­დის წე­ბო წა­უს­ვა და წიგ­ნის შუა ფურ­ც­ლებ­ში ჩა­ა­წე­ბა.
მე­რე ბინ­დი თან­და­თან ჩა­მოწ­ვა. შუ­ქი აან­თო და მა­გი­დას მი­უჯ­და. რა­ტომ­ღაც, შეს­ცივ­და, არა­და, თბი­ლი სა­ღა­მო იდ­გა. პლე­დი ფე­ხებ­ზე შე­მო­იხ­ვია და მო­ბი­ლუ­რი მო­ი­მარ­ჯ­ვა, თა­ი­ას­თ­ვის უნ­და და­ე­რე­კა.
ზა­რი კარ­გა ხანს არ გა­ვი­და. მე­რე კარ­გა ხანს თა­ი­ამ არ უპა­სუ­ხა. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, ნაც­ნო­ბი ხმაც გა­ის­მა.
- ალო!
- თაი, რო­გორ ხარ, დე­დი?
- კარ­გად ვარ, - ცი­ვად უპა­სუ­ხა შვილ­მა.
- ხომ კარ­გად მიგ­დის საქ­მე­ე­ბი? - ანერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა ნერ­წყ­ვი გა­და­ა­გო­რა.
- რო­დის აქეთ და­ინ­ტე­რეს­დი ჩე­მი საქ­მე­ე­ბით?
არ უპა­სუ­ხა.
- რა­ტომ და­მი­რე­კე? რა­მე გჭირ­დე­ბა? - თით­ქოს დას­ცი­ნო­და ქა­ლიშ­ვი­ლი.
მა­ი­ამ ღრმად ამო­ი­ოხ­რა.
- რა­ღაც უნ­და გითხ­რა... მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, იმი­ტომ გი­რე­კავ.
- მითხა­რი.
- რო­ცა ჩა­მოხ­ვალ, აქ, ბი­ნა­ში, ჩემს მა­გი­და­ზე, სა­ბუ­თე­ბი დაგ­ხ­ვ­დე­ბა... - სიტყ­ვებს ძლივს პო­უ­ლობ­და.
- რა სა­ბუ­თე­ბი? შენ სად მი­დი­ხარ?
- მე მივ­დი­ვარ... იქ, სა­ი­და­ნაც არ ბრუნ­დე­ბი­ან.
- ვერ გა­ვი­გე, რა ქა­რაგ­მე­ბით მე­ლა­პა­რა­კე­ბი?
- მოკ­ლედ, ეს სა­ბუ­თე­ბი ან­დერ­ძია. ბი­ნას შენს სა­ხელ­ზე ვტო­ვებ.
- რა? რა­ღაც არე­უ­ლად მე­ლა­პა­რა­კე­ბი, ვე­რა­ფერს ვერ მივ­ხ­ვ­დი, სა­ით მი­დი­ხარ, რა ან­დერ­ძი, რა გჭირს? რა დროს შე­ნი ან­დერ­ძია!
- მე ვკვდე­ბი, თაი, სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ღა დამ­რ­ჩა.
მო­ბი­ლურ­ში სი­ჩუ­მემ და­ი­სად­გუ­რა. თაია ალ­ბათ ნათ­ქ­ვამს აანა­ლი­ზებ­და.
- დე­და! - გა­ის­მა ცო­ტა ხნის შემ­დეგ მი­სი ჩაწყ­ვე­ტი­ლი ხმა.
მა­ი­კომ კრინ­ტი ვერ დაძ­რა, ცრემ­ლე­ბი ყელ­ში მობ­ჯე­ნო­და. რამ­დე­ნი ხა­ნია, შვილს მის­თ­ვის ასე არ მო­უ­მარ­თავს.
- დე­და, აქ ხარ?
- აქ ვარ, კი.
- ამიხ­სე­ნი, რა ხდე­ბა. დამ­შ­ვიდ­დი და და­ლა­გე­ბუ­ლად ამიხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი.
- სიმ­სივ­ნე მაქვს, ფილ­ტ­ვე­ბის, მე­ოთხე სტა­დია, ბო­ლო კა­ტე­გო­რია.
- რას ამ­ბობ! ვინ გითხ­რა, რა სიმ­სივ­ნე, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე ეგ სი­სუ­ლე­ლე?
- კარ­გა ხა­ნია, მაქვს, უბ­რა­ლოდ, არ მინ­დო­და, შენ გა­გე­გო. შე­ნი შე­წუ­ხე­ბა არ მინ­დო­და. მინ­და, კარ­გად იყო, მინ­და, ცუ­დად არ გა­მიხ­სე­ნო. გას­ვე­ნე­ბა­შიც ნუ ჩა­მოხ­ვალ. აქ ყვე­ლა­ფერს მო­უვ­ლი­ან, უშე­ნო­დაც. ჩე­მი მე­გობ­რე­ბი. ფუ­ლი მაქვს, მა­გის პრობ­ლე­მა არ მიდ­გას.
- კვი­რის ბო­ლომ­დე ჩა­მოვ­ფ­რინ­დე­ბი! - იყ­ვი­რა თა­ი­ამ.
- არა, არ წა­მოხ­ვი­დე. შე­იძ­ლე­ბა ვერც ჩა­მო­მის­წ­რო. უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია.
- რას ამ­ბობ, დე­და! მე აქ რა გა­მა­ჩე­რებს, რო­ცა შენ ასე გი­ჭირს.
- არა­ფე­რიც არ მი­ჭირს, ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე ჩავ­ლი­ლია. არ წა­მოხ­ვი­დე, იცო­დე!
- და ვინ არის შენ გვერ­დით, ვინ გივ­ლის?
- მყავს მომ­ვ­ლე­ლე­ბი, ნუ გე­ში­ნია. არა­ფე­რი არ მაკ­ლია.
- ღმერ­თო, სიზ­მა­რი მგო­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი. რა­ტომ მოხ­და ასე, რა­ტომ? ჯერ მა­მა, ახ­ლა შენ...
- ცოდ­ვებ­მა მი­წია, თაი, ცოდ­ვებ­მა. ვერ გა­მოვ­დე­ქი კარ­გი დე­და. მა­პა­ტიე, შვი­ლო, ყვე­ლა­ფე­რი მა­პა­ტიე.
- შენ რა გჭირს სა­პა­ტი­ე­ბე­ლი, ნუ გა­დამ­რიე. მე ვარ დე­გე­ნე­რა­ტი, ჩე­მი ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი.
- მორ­ჩა, მორ­ჩა, არ გვინ­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი. არ ჩა­მოხ­ვი­დე, გა­ი­გე? აზ­რი არა აქვს შენს ჩა­მოს­ვ­ლას.
- აქ რა გა­მა­ჩე­რებს, რო­ცა შენ ასე გი­ჭირს, გა­გიჟ­დი?
- და­მი­ჯე­რე, რა­საც გე­უბ­ნე­ბი. რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რ­დე­ბა, შე­გატყო­ბი­ნე­ბენ. ვი­თომ შენ არა­ფე­რი არ იცი. ასე ჯო­ბია. - ამის თქმა და სა­ლა­პა­რა­კო ამო­ე­წუ­რა, კავ­ში­რი გაწყ­და.
ოჰ, რო­გორ და­უმ­ძიმ­და გუ­ლი. იქ­ნებ არ უნ­და და­ე­რე­კა? იმა­საც სა­დარ­დე­ბე­ლი და­უ­მა­ტა. ისე­დაც ხომ გა­ი­გებ­და თა­ვის დრო­ზე? არა, არ უნ­და და­ე­რე­კა.
კარ­გა ხანს იჯ­და თავ­ჩა­ქინ­დ­რუ­ლი და ელო­და. ეგო­ნა, თაია თვი­თონ და­უ­რე­კავ­და. ტე­ლე­ფო­ნი კი დუმ­და.
ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, რომ არ და­უ­რე­კა. ასე აჯო­ბებს. რა სა­ჭი­როა სენ­ტი­მენ­ტე­ბი? ამო­იკ­ვ­ნე­სა და წა­მოდ­გა. მთელ სხე­ულ­ში ამ­ტ­ვ­რევ­და, თით­ქოს სურ­დო შეჰ­ყ­რო­და. მთე­ლი შიგ­ნე­უ­ლო­ბა უხურ­და. ცო­ტა ხან­ში იგ­რ­ძ­ნო, რო­გორ გა­უხ­შირ­და სუნ­თ­ქ­ვა, უჰა­ე­რო­ბა ეწყე­ბო­და. თვა­ლე­ბით მო­ძებ­ნა თე­მოს და­ნა­ტო­ვა­რი სუნ­თ­ქ­ვის აპა­რა­ტი და ცხვირ­ზე აიფა­რა. სა­წო­ლამ­დე მი­ლას­ლას­და და წა­მოწ­ვა. რო­გორ­მე უნ­და მო­ეთ­მი­ნა ორი დღე და მორ­ჩა, მის წა­მე­ბას ბო­ლო მო­ე­ღე­ბო­და.

გო­ჩა ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და. აღარ იცო­და, რა მო­ე­მოქ­მე­და. ფუ­ლი ჩა­ე­რიცხა. თან­ხის­თ­ვის ხე­ლი არ უხ­ლია. რო­ცა საქ­მეს ვერ `გა­ა­კე­თებ­და~, პატ­რონს მის­წერ­და და თან­ხას უკან­ვე გა­და­უ­რიცხავ­და. ამით სწრა­ფად გა­არ­კ­ვევ­და, ვის­თან ჰქონ­და საქ­მე. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მე­გობ­რებს და­იხ­მა­რებ­და, უშიშ­რო­ე­ბა­შიც ჰყავ­და ნაც­ნო­ბე­ბი. არა, შემ­კ­ვე­თის და­ჭე­რა აზ­რა­დაც არ გა­უვ­ლია, მაგ­რამ რო­ცა გა­ი­გებ­და, ვინც იყო, სახ­ლ­ში მი­უ­ვარ­დე­ბო­და და და­ე­მუქ­რე­ბო­და, თუ­კი შენს გან­ზ­რახ­ვა­ზე ხელს არ აიღებ, ცი­ხე არ აგ­ც­დე­ბაო. ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბა აღარ გა­მო­დი­ო­და. სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, სა­ი­დან იცო­და დამ­კ­ვეთ­მა, რომ მა­ი­კო ხუთ­შა­ბათს, ზუს­ტად ორ სა­ათ­ზე სახ­ლი­დან გა­მო­ვი­დო­და? და­უ­რე­კავ­და? შეხ­ვედ­რას და­უ­ნიშ­ნავ­და? და სად, პირ­და­პირ თა­ვის­სა­ვე სა­დარ­ბა­ზოს­თან და­ი­ბა­რებ­და? მა­ი­კოც გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ და­ე­თან­ხ­მე­ბო­და და გა­მო­ვი­დო­და? იქ კი ჩა­საფ­რე­ბუ­ლი კი­ლე­რი დახ­ვ­დე­ბო­და და...
გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი ის დღე­ე­ბი სახ­ლი­დან არ გა­მო­სუ­ლა. დე­და­მი­სი მდუ­მა­რედ ადევ­ნებ­და თვალს შვი­ლის ასეთ უეცარ ცვლი­ლე­ბას. იცო­და, რაც ხდე­ბო­და. მიხ­ვ­და, რომ მა­ი­კომ სიტყ­ვა შე­ას­რუ­ლა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გაწყ­ვი­ტა. უყუ­რებ­და მა­ნა­ნა ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის ტან­ჯ­ვას და გუ­ლი ტკი­ვი­ლით ევ­სე­ბო­და. ისე­დაც სიტყ­ვა­ძუნ­წი და გა­უ­ცი­ნა­რი გო­ჩა ახ­ლა მთლად სა­მა­რის ქვას და­ემ­ს­გავ­სა. კრი­ჭა­შეკ­რუ­ლი მთე­ლი დღე თა­ვის ოთახ­ში იყო წა­მო­წო­ლი­ლი და ან ჭერს მიშ­ტე­რე­ბო­და, ან თავ­ქ­ვე დამ­ხო­ბი­ლი, ოთხად მო­კე­ცი­ლი გმი­ნავ­და.
რა უფ­რო გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და? ეთ­ქ­ვა გო­ჩას­თ­ვის სი­მარ­თ­ლე და კვლავ მა­ი­კოს­თ­ვის და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა იგი? თუ და­ლო­დე­ბო­და იმ დღეს, რო­ცა მა­ი­ას სი­ცოცხ­ლე დამ­თავ­რ­დე­ბო­და? არა, გო­ჩა არ უნ­და მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო მას­თან. თუ მაია ხელ­ში ჩა­აკ­ვ­დე­ბო­და, ამას გო­ჩა ვე­ღარ გა­და­ი­ტან­და. თა­ვი­სი შვი­ლის ბუ­ნე­ბას მას­ზე კარ­გად არა­ვინ იც­ნობ­და. მერეც ეყო­ფო­და ტან­ჯ­ვა-ვა­ე­ბა, რო­ცა მი­სი სიკ­ვ­დი­ლის ამ­ბავს გა­ი­გებ­და.
გო­ჩა კი ხუთ­შა­ბა­თის დად­გო­მას ელო­დე­ბო­და. ოთხ­შა­ბათ ღა­მეს წა­მი­თაც ვერ მო­ხუ­ჭა თვა­ლი. ნერ­ვებს ვერ იწყ­ნა­რებ­და, თავს ვერ იოკებ­და. ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, გა­თე­ნე­ბუ­ლი­ყო და სა­მა­ლა­ვის­თ­ვის მი­ე­შუ­რე­ბი­ნა. იმე­დი ჰქონ­და, რომ დამ­კ­ვეთს გა­შიფ­რავ­და, ბო­ლოს და ბო­ლოს, მი­აგ­ნებ­და და ამ სა­ხი­ფა­თო საქ­მეს ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ წერ­ტილს და­უს­ვამ­და. აი, სი­მარ­თ­ლეს რომ გა­ი­გებ­და, მე­რე­ღა მო­ი­ფიქ­რებ­და, უღირ­და თუ არა მა­ი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ხვა­ლინ­დე­ლი დღე გა­დაწყ­ვეტ­და, რამ­დე­ნად გულ­წ­რ­ფე­ლი იყო მი­სი და მა­იას ბო­ლო შეხ­ვედ­რე­ბი და რა იმა­ლე­ბო­და მი­სი იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი პი­როვ­ნე­ბის უკან.

რო­გორც იქ­ნა, ინა­თა, ცა იასამ­ნის­ფ­რად შე­ი­ღე­ბა. მზემ ზო­ზი­ნით და­იწყო ამო­ცუ­რე­ბა, ქვეყ­ნის და­სა­ლი­ე­რი ოქ­როს­ფ­რად შე­ი­ღე­ბა.
გო­ჩა გა­ემ­ზა­და, სა­გულ­და­გუ­ლოდ ჩა­კე­ტი­ლი უზარ­მა­ზა­რი სე­ი­ფი გა­მო­ა­ღო, თა­ვი­სი გა­ნუყ­რე­ლი ჩან­თა მხარ­ზე მო­იგ­დო და სახ­ლი­დან გამ­თე­ნი­ი­სას გა­ვი­და, რომ დე­დას არ გაღ­ვი­ძე­ბო­და. შაშ­ხა­ნა არ წა­უ­ღია, სე­იფ­ში და­ტო­ვა, ის დღეს არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და.
დე­დას კი არ ეძი­ნა. არ იცო­და, სა­ით­კენ მი­იჩ­ქა­რო­და მი­სი შვი­ლი, მაგ­რამ არც უც­დია, ეკითხა. რო­ცა გო­ჩამ კა­რი გა­ი­ხუ­რა, თვა­ლე­ბი ცრემ­ლით და­ე­ნა­მა. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ხე­ლი­დან ეც­ლე­ბო­და და მის გა­და­სარ­ჩე­ნად ვე­რა­ფერს აკე­თებ­და.

გო­ჩა კარ­გა ხანს სკვერ­ში იჯ­და. შიმ­ში­ლის­გან გუ­ლი რომ არ წას­ვ­ლო­და, ცხე­ლი ხა­ჭა­პუ­რი იყი­და და უგე­მუ­რად შე­უდ­გა ჭა­მას...
და­ნაყ­რ­და. ამა­სო­ბა­ში დრო­მაც მო­ა­ტა­ნა. დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბამ­დე ერ­თი სა­ა­თი­ღა რჩე­ბო­და. ჩქა­რი ნა­ბი­ჯე­ბით გა­უყ­ვა ტრო­ტუ­არს და მა­ი­კოს მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მდე­ბა­რე კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში გა­უ­ჩი­ნარ­და.
ფე­ხით ავი­და ბო­ლო სარ­თულ­ზე. წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­სა­ღე­ბით სა­ხუ­რავ­ზე ასას­ვ­ლე­ლი რკი­ნის­ცხა­უ­რი­ა­ნი კა­რის ბოქ­ლო­მი გა­ა­ღო და კვლავ გა­რე­დან ჩა­კე­ტა.
რო­ცა შე­გუ­ლე­ბულ ად­გილ­ზე მი­ვი­და, ჩან­თა გახ­ს­ნა, ხა­კის სამ­ხედ­რო ფარ­და­გი ამო­ი­ღო, გა­შა­ლა და ზედ გაწ­ვა. მე­რე ბი­ნოკ­ლი მო­ი­მარ­ჯ­ვა და სა­ხუ­რა­ვი­დან გა­და­ი­ხე­და. მა­ი­კოს ფან­ჯა­რა­ში არა­ვინ ჩან­და. ფარ­და ისევ ისე იყო ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ად­რე. ქუ­ჩა შე­ათ­ვა­ლი­ე­რა. ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, მო­დი­ოდ­ნენ, სა­ეჭ­ვო არა­ვინ ჩან­და.
დრო იწე­ლე­ბო­და. გო­ჩას გულს ბა­გა­ბუ­გი გაჰ­ქონ­და. ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, ენა­ხა, მა­ი­კო მარ­ტო გა­მო­ვი­დო­და სა­დარ­ბა­ზო­დან თუ ვინ­მეს­თან ერ­თად. ქუ­ჩას წა­მი­თაც არ აშო­რებ­და ბი­ნოკლს, ყვე­ლა კუთხე-კუნ­ჭულს ზვე­რავ­და.

მა­ი­კო დი­ლი­დან­ვე გა­ემ­ზა­და. ლა­მა­ზად ჩა­იც­ვა, მა­კი­ა­ჟიც გა­ი­კე­თა, რომ სიკ­ვ­დილს კარგ ფორ­მა­ში დახ­ვედ­რო­და. მა­გი­და­ზე ხა­თუ­ნას სა­ხელ­ზე მსხვი­ლი ასო­ე­ბით და­წე­რი­ლი წე­რი­ლი და­ტო­ვა, რო­მელ­შიც იტყო­ბი­ნე­ბო­და, რო­ცა მოკ­ვ­დე­ბო­და, რა უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა მე­გო­ბარს, და­საფ­ლა­ვე­ბის ხარ­ჯე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ფუ­ლი სად ინა­ხე­ბო­და. და­ტო­ვა მა­მა გი­ორ­გის და თე­მოს ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი, ჩემს და­საფ­ლა­ვე­ბას ამ ადა­მი­ა­ნებს ვთხოვ და ორი­ვეს და­უ­კავ­შირ­დიო. ტექ­ს­ტი ისე იყო და­წე­რი­ლი, რომ მის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვი არა­ვის შე­ე­ტა­ნა. ამას ისე ვწერ, ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, იმი­ტომ, რომ არ ვი­ცი, რა­წამს მოვ­კ­ვ­დე­ბი. იქ­ნებ ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გავ­ხ­დე ცუ­დად, რომ ვე­რა­ვის გაფ­რ­თხი­ლე­ბა ვერ მო­ვას­წ­როო. წე­რი­ლი გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას და­დო. მე­რე სან­თე­ლი აან­თო და, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, ლოც­ვა წა­ი­კითხა, რო­გორც მა­მა გი­ორ­გიმ გუ­შინ ას­წავ­ლა. ეკ­ლე­სი­ა­ში შე­უ­ა­რა და მო­ი­კითხა, თით­ქოს გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბე­ბე­ლი რი­ტუ­ა­ლი ჩა­ა­ტა­რა. მე რომ მოვ­კ­ვ­დე­ბი, შენ უნ­და მა­ზი­ა­როო, ღი­მი­ლით აუწყა.
თავს სა­შინ­ლად გრძნობ­და. დი­ლი­დან უჭ­მე­ლი იყო. შიმ­შილ­მა კუ­ჭი აუწ­რი­ა­ლა, მაგ­რამ მა­ინც არ შე­ჭა­მა. ღე­ბი­ნე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა თავს არ ანე­ბებ­და. ვერ ხვდე­ბო­და, შე­ტე­ვა უახ­ლ­დე­ბო­და, თუ უჭ­მე­ლო­ბის გა­მო გრძნობ­და თავს ასე ცუ­დად.
მორ­ჩა, ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­თა­ვა.
ახ­ლა სწო­რედ სა­კუ­ბო­ე­დაა გა­მოწყო­ბი­ლი. მი­სი ჩაც­მა არა­ვის მო­უ­წევს. ყვე­ლა მიხ­ვ­დე­ბა, რომ სა­გან­გე­ბო­დაა გა­მოპ­რან­ჭუ­ლი. მარ­თა­ლია, ჯერ ალ­ბათ პრო­ზე­ქტუ­რა­ში წა­ას­ვე­ნე­ბენ, რო­გორც მოკ­ლულს, მაგ­რამ იქ ხომ არ და­ტო­ვე­ბენ? ბო­ლოს ხომ მა­ინც შინ მო­ას­ვე­ნე­ბენ? ჰო­და, ისევ იმას ჩა­აც­მე­ვენ, რაც ახ­ლა აც­ვია. თუმ­ცა, არა, ის ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რომ მოხ­ვედ­რი­ლი ტყვია ტან­საც­მელს სის­ხ­ლით მო­უს­ვ­რი­და. ჰო, ეს უნ­და გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. კა­რა­და გა­მო­ა­ღო, ერ­თი ხე­ლი ტან­საც­მე­ლი გა­მო­ი­ღო და იქ­ვე, სა­წოლ­ზე გა­და­ფი­ნა. ეს კი­დევ ერ­თი ნი­შა­ნი იყო იმი­სა, რომ კუ­ბო­ში ამ სა­მო­სით ჩა­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ. სა­ინ­ტე­რე­სოა, სად მოხ­ვ­დე­ბა სნა­ი­პე­რის ტყვია, შუბ­ლ­ში? ალ­ბათ. სნა­ი­პე­რე­ბი ხომ შუბ­ლ­ში უმიზ­ნე­ბენ თა­ვი­ანთ მსხვერპლს. ან იქ­ნებ გულ­ში? გა­აჩ­ნია, ლე­ო­ნი რო­მელს ამო­ირ­ჩევს. თუ უნ­და, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი არ და­მა­ხინ­ჯ­დეს, მა­შინ გულ­ში უნ­და მო­არ­ტყას. თუ მის­თ­ვის სუ­ლერ­თია, მა­შინ ალ­ბათ შუბლს გა­უხ­ვ­რეტს და ეგ იქ­ნე­ბა. ახ­ლა ამა­ზე ფიქ­რი და დარ­დი არ ღირ­და. ახ­ლა ერ­თი ზა­რი­ღა დარ­ჩა, ერ­თი და­რეკ­ვა და ორი სა­ა­თიც გახ­დე­ბა. მო­ბი­ლუ­რი მო­ი­მარ­ჯ­ვა და გო­ჩას ნო­მე­რი მო­ძებ­ნა. და­რე­კა... ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი იყო. ეწყი­ნა. რო­გორ უნ­დო­და, ერ­თხე­ლაც გა­ე­გო­ნა მი­სი ხმა და ერ­თა­დერ­თი სიტყ­ვა ეთ­ქ­ვა: `მიყ­ვარ­ხარ~. მე­რე გა­უ­თი­შავ­და და მო­ბი­ლურს გა­მორ­თავ­და, რომ მას რეკ­ვა არ აეტე­ხა. და თუ­კი მა­შინ­ვე მის­კენ გა­მო­ე­შუ­რე­ბო­და, აქ უკ­ვე მი­სი გვა­მი დახ­ვ­დე­ბო­და.
ბი­ნი­დან გა­მო­ვი­და, კა­რი ჩა­კე­ტა და გა­სა­ღე­ბი ჩან­თა­ში ჩა­იგ­დო. ნე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით გა­ი­ა­რა სარ­თუ­ლის მო­ე­და­ნი, კი­ბეს ჩა­უყ­ვა და შე­მო­სას­ვ­ლელს მი­ა­შუ­რა. სა­დარ­ბა­ზოს კარ­თან შედ­გა, ჰა­ე­რი ჩა­ი­სუნ­თ­ქა და გა­ვი­და. ჯერ ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ი­ხე­და, მე­რე წი­ნა კორ­პუსს ახე­და, სა­დაც მი­სი სიკ­ვ­დი­ლი თუ მკვლე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩა­საფ­რე­ბუ­ლი და გა­ი­ღი­მა. თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და გა­ჩერ­და, მის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ტყვი­ას ასე, თვა­ლებ­და­ხუ­ჭუ­ლი და გა­ღი­მე­ბუ­ლი და­ე­ლო­და...

გო­ჩამ გულ­ზე ჩხვლე­ტა იგ­რ­ძ­ნო, რო­გორც კი მაია სა­დარ­ბა­ზო­დან გა­მო­ვი­და. ბი­ნოკ­ლ­ში ნათ­ლად ჩან­და მი­სი სა­ხე - ლა­მა­ზი, ღი­მი­ლი­ა­ნი. რო­გო­რი გა­მოპ­რან­ჭუ­ლი იყო, თით­ქოს წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­იჩ­ქა­რო­და. ქა­ლი გა­ჩერ­და, სა­ხი­დან ღი­მი­ლი არ შორ­დე­ბო­და. იდ­გა და თით­ქოს ვი­ღა­ცას ელო­და. ნუ­თუ ვინ­მემ უნ­და მო­ა­კითხოს? სუნ­თ­ქ­ვა გა­უ­ჩერ­და. ამ დროს პირ­და­პირ მის­კენ მი­მა­ვა­ლი ქა­ლი და­ი­ნა­ხა, რო­მელ­საც ჯაჭ­ვ­ზე გა­მობ­მუ­ლი ძაღ­ლი მიჰ­ყავ­და. არა, ის დამ­კ­ვე­თი ვერ იქ­ნე­ბო­და, უფ­რო მე­ზო­ბე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც ძაღლს ასე­ირ­ნებ­და.
უეც­რად რა­ღაც მოხ­და. მა­ი­კოს ღი­მი­ლი სა­ხე­ზე შე­ე­ყი­ნა, თა­ვი წინ გა­და­ხა­რა, ხე­ლი გულ­ზე მი­ი­დო და ისე­თი მოძ­რა­ო­ბე­ბი გა­ა­კე­თა, თით­ქოს ხვე­ლე­ბა აუტყ­დაო.
მე­რე თა­ვი ას­წია. გო­ჩა თვა­ლებს არ უჯე­რებ­და. ქალს ხე­ლე­ბი და პი­რი სის­ხ­ლით ჰქონ­და მოს­ვ­რი­ლი. მა­ი­კო მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­ი­კე­ცა და ბე­ტონ­ზე და­ე­ცა.
ეს რას ნიშ­ნავს? ნუ­თუ სხვაც იყო და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი? ვინ ეს­რო­ლა? რო­გორ? სა­ი­დან? წა­მოხ­ტა. ისე იყო დაბ­ნე­უ­ლი, ვერ მო­ი­საზ­რა, სა­ით გაქ­ცე­უ­ლი­ყო.
რო­გორც იქ­ნა, გონს მო­ე­გო, ფარ­და­გი აკე­ცა, ბი­ნოკ­ლი­ა­ნად ჩან­თა­ში ჩა­უ­ძა­ხა და კარს ეცა. აცახ­ცა­ხე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით ძლივს მო­არ­გო გა­სა­ღე­ბი ბოქ­ლომს და რო­ცა კა­რი გა­ა­ღო, და­კეტ­ვა აღარ უც­დია, კის­რის­ტე­ხით და­ეშ­ვა კი­ბე­ზე.
და­აგ­ვი­ა­ნა. სა­ნამ პირ­ველ სარ­თუ­ლამ­დე ჩა­ირ­ბი­ნა, სა­ნამ სა­დარ­ბა­ზო­დან გა­მო­ვარ­და, ქუ­ჩა გა­და­ირ­ბი­ნა და მა­ი­კოს კორ­პუ­სამ­დე მი­აღ­წია, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. მა­ი­კო არ­სად ჩან­და. კორ­პუ­სის წინ კი კარ­გა გვა­რი­ან ხალხს მო­ე­ყა­რა თა­ვი.
- რა მოხ­და? - აქო­ში­ნე­ბულ­მა ერთს ჰკითხა.
- მე­ზო­ბე­ლი გახ­და ცუ­დად და სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს.
- `სას­წ­რა­ფოს~ მან­ქა­ნით? - და­ზუს­ტე­ბა სცა­და.
- არა, არა, `სას­წ­რა­ფოს~ არ და­ლო­დე­ბი­ან. მე­ზობ­ლებ­მა... თა­ვი­ან­თი მან­ქა­ნით.
- იცი­ან, ვინ ეს­რო­ლა? პო­ლი­ცი­ას გა­მო­უ­ძა­ხეს?
- ეს­რო­ლა? არა მგო­ნია... დაჭ­რი­ლი არ ყო­ფი­ლა... მგო­ნი, ცხვი­რი­დან სის­ხ­ლი წას­კ­და თუ რა­ღაც....
მად­ლო­ბა ღმერთს... თუ ასეა, მა­შინ არა უშავს. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. გო­ჩამ ხარ­ბად ჩა­ი­სუნ­თ­ქა ნეს­ტი­ა­ნი ჰა­ე­რი და თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი ქუ­ჩას გა­უყ­ვა...
ახ­ლა ძი­ლის მე­ტი არა­ფე­რი უნ­დო­და. მე­რე კი, სა­ღა­მოს, მა­ი­ას­თან ავი­დო­და და ყვე­ლა­ფერს მო­უყ­ვე­ბო­და... სი­მარ­თ­ლე დღეს­ვე უნ­და გარ­კ­ვე­უ­ლი­ყო... დრო არ იც­დი­და...
და­სას­რუ­ლი შემ­დეგ ნო­მერ­ში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი