თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი XVI)
font-large font-small
თვითმკვლელობა დაკვეთით (თავი XVI)

დასასრული



მა­ნა­ნას გო­ჩას და­ნახ­ვა­ზე გულ­ზე შე­მო­ე­ყა­რა. მა­მა­კა­ცი ერ­თი­ა­ნად გა­ოფ­ლი­ლი­ყო, სვე­ლი პე­რან­გი სხე­ულ­ზე მიჰ­კ­ვ­რო­და. სა­ხე და შუბ­ლიც ოფ­ლით ჰქონ­და დაც­ვა­რუ­ლი და გა­ფით­რე­ბულს სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი იერი დას­დე­ბო­და.
- მოხ­და რა­მე? - ხმა­დაბ­ლა შე­ე­კითხა დე­და.
- ჰო, - გო­ჩამ კბი­ლი კბილს და­ა­ჭი­რა, რომ არ ეყ­ვი­რა. რა­ტომ­ღაც, მო­უნ­და, ახ­ლა, ამ­წუ­თას დე­და­ზე შუ­რი ეძია, ახ­ლა, ამ­წუ­თას გა­მო­ეცხო ისე­თი ტყუ­ი­ლი, რომ გამ­ზ­რ­დელს გუ­ლი მოჰ­კ­ვ­დო­მო­და. თუმ­ცა, ეს არც იქ­ნე­ბო­და ტყუ­ი­ლი, რად­გან რო­ცა მა­ი­ას სა­ხე და მკერ­დი სის­ხ­ლით შე­ე­ღე­ბა, ეგო­ნა, რომ მას მარ­თ­ლა ეს­რო­ლეს.
- რა მოხ­და, შვი­ლო, ხომ მშვი­დო­ბაა? - მა­ნა­ნამ გულ­ზე მი­ი­ჭი­რა გაშ­ლი­ლი ხე­ლის­გუ­ლე­ბი, მუხ­ლე­ბი მო­ე­კე­ცა.
- ახ­ლა­ხან მა­ი­კოს ეს­რო­ლეს... და მგო­ნი, მოკ­ვ­და. - თქვა და დე­დას ნე­ლა, ძა­ლი­ან ნე­ლა შე­ხე­და, თან მის რე­აქ­ცი­ას და­ე­ლო­და.
მა­ნა­ნას მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან ყბა მო­ექ­ცა. მა­ი­კოს სიკ­ვ­დი­ლის ამ­ბავს ალ­ბათ ში­ნა­გა­ნად ელო­და კი­დეც, იცო­და, ქა­ლის დღე­ე­ბი დათ­ვ­ლი­ლი იყო, მაგ­რამ მკვლე­ლო­ბა მის­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და.
- ვინ? რა­ტომ?
- არ ვი­ცი, ვინ... არც ის ვი­ცი, რა­ტომ. - ამო­იგ­მი­ნა გო­ჩამ, დი­ვან­ზე ჩა­მოჯ­და და თა­ვი ხე­ლებ­ში ჩარ­გო.
კარ­გა ხანს სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა. მა­ნა­ნა გონს მო­ე­გო, ვაჟს მი­უ­ახ­ლოვ­და, თავ­ზე ხე­ლი გა­და­უს­ვა, მი­სი სა­ხე მკერ­დ­ზე მი­ი­ხუ­ტა, ტუ­ჩით შვი­ლის თმას შე­ე­ხო და ჩურ­ჩუ­ლით ამოთ­ქ­ვა:
- ბე­დის­წე­რის შეც­ვ­ლა არა­ვის შე­უძ­ლია, შვი­ლო. მა­ი­კოს დღე­ე­ბი ისე­დაც დათ­ვ­ლი­ლი იყო. ის მა­ინც მოკ­ვ­დე­ბო­და.
გო­ჩამ სწრა­ფად ას­წია თა­ვი, დე­დის ხე­ლე­ბი მო­ი­შო­რა, ზე­ზე წა­მო­იჭ­რა და გამ­ჭო­ლი მზე­რა მი­აპყ­რო მშო­ბელს.
- რას ნიშ­ნავს, მა­ინც მოკ­ვ­დე­ბო­და?
- მას ფილ­ტ­ვის სიმ­სივ­ნე ჰქონ­და, მე­ოთხე სტა­დია. უკ­ვე დღე­ებს ით­ვ­ლი­და.
- რა? - გო­ჩას ნი­კა­პი აუკან­კალ­და, მხო­ლოდ ახ­ლა­ღა გა­ი­აზ­რა, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა საყ­ვა­რელ­მა ქალ­მა მას­თან გან­შო­რე­ბა, - შენ სა­ი­დან იცი?
- სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით გა­ვი­გე, - იც­რუა მა­ნა­ნამ, - მაგ­რამ ვერ გითხა­რი. ვი­ფიქ­რე, ინერ­ვი­უ­ლებს-მეთ­ქი.
გო­ჩას ძა­ლა წა­ერ­თ­ვა. კვლავ დი­ვან­ზე ჩა­მოჯ­და, დე­დას ხე­ლე­ბი და­უ­ჭი­რა, თა­ვი ზედ და­აყ­რ­დ­ნო და... აქ­ვი­თინ­და.
ამ შე­მაძ­რ­წუ­ნე­ბე­ლი სუ­რა­თის და­ნახ­ვას დე­დის გულ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო. გონ­და­კარ­გუ­ლი მა­ნა­ნა იატაკ­ზე მო­ცე­ლი­ლი­ვით და­ე­ცა...

მა­ი­ამ ერ­თი კვი­რა დაჰ­ყო სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში. თე­მო, რო­მელ­საც იმ სა­ღა­მოს­ვე და­უ­რე­კა, გვერ­დი­დან არ შორ­დე­ბო­და. ყო­ველ­დღე მო­დი­ო­და მის სა­ნა­ხა­ვად. მა­ი­ას ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია მას­ზე უკეთ ვინ იცო­და, ამი­ტომ ქა­ლის მკურ­ნალ ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს მარ­თავ­და.
ერ­თხელ მა­მა გი­ორ­გი­მაც ინა­ხუ­ლა. მთე­ლი სა­ა­თი ეჯ­და სას­თუ­მალ­თან და ლოც­ვებს უკითხავ­და. რო­გორ სი­ა­მოვ­ნებ­და მა­ი­ას, მი­სი მო­ნო­ტო­ნუ­რი ხმა რომ ეს­მო­და. მღვდე­ლი თით­ქოს კი არ უკითხავ­და ლოც­ვას, არა­მედ უგა­ლობ­და.
- რო­გორც კი აქე­დან გამ­წე­რენ, ჩე­მი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი ერ­თად უნ­და შეგ­ყა­როთ, გიო, - და­ი­ჩურ­ჩუ­ლა მა­ი­კომ, რო­ცა მა­მა გი­ორ­გიმ ლოც­ვა და­ამ­თავ­რა.
- მინ­და, ჩემს სიკ­ვ­დილს მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ეს­წ­რონ, - და­ა­მა­ტა და თვა­ლე­ბი ცრემ­ლით აევ­სო.
- ჯერ ნა­ად­რე­ვია სიკ­ვ­დილ­ზე სა­უ­ბა­რი, ჩე­მო მა­ი­კო, - მღვდელ­მა ჰა­ერ­ში პირ­ჯ­ვა­რი გა­და­სა­ხა, - თუმ­ცა, ბო­ლოს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი წარ­დ­გე­ბა უფ­ლის წი­ნა­შე. ასე­თია ღვთის ნე­ბა.
მა­ი­ამ ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბი მი­ლუ­ლა და სუს­ტად გა­ი­ღი­მა. მის­თ­ვის ეს ვე­რა­ფე­რი ნუ­გე­ში იყო...

გო­ჩა ყო­ველ სა­ღა­მოს მი­დი­ო­და მა­ი­კოს კორ­პუს­თან, მაგ­რამ იქ შუ­ქი ან­თე­ბუ­ლი ერ­თხე­ლაც არ დახ­ვედ­რია. მიხ­ვ­და, რომ ქა­ლი ჯე­რაც არ გა­მო­ე­წე­რათ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­დან. ძებ­ნა არ და­უწყია, და­ე­ლო­და, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბო­და მი­სი ოც­ნე­ბის ქა­ლი შინ. არც და­რეკ­ვა უც­დია, შე­ე­შინ­და, არ ინერ­ვი­უ­ლო­სო. ასე გან­ვ­ლო ერ­თ­მა კვი­რამ.
რო­გორც იქ­ნა, მეშ­ვი­დე დღეს გა­უ­მარ­თ­ლა. სა­ღა­მოს ხანს, რო­ცა კი­დევ ერ­თხელ დაზ­ვე­რა ნაც­ნო­ბი კორ­პუ­სი, მა­ი­კოს ბი­ნა­ში შუ­ქი შე­ნიშ­ნა. რო­გორ აღელ­და... ისე ანერ­ვი­ულ­და, სპაზ­მე­ბი და­ეწყო. მან­ქა­ნა სა­დარ­ბა­ზოს­თან და­ა­ყე­ნა და სას­წ­რა­ფოდ გად­მო­ვი­და. სა­ხე ღა­მის ჰა­ერს შე­უშ­ვი­რა და ღრმად ჩა­ი­სუნ­თ­ქა. რო­ცა შე­და­რე­ბით დაწყ­ნარ­და, მო­ბი­ლუ­რი მო­ი­მარ­ჯ­ვა და და­რე­კა.
- გის­მენთ! - გა­ის­მა ქა­ლის მი­სუს­ტე­ბუ­ლი ხმა.
გო­ჩას ჟრუ­ან­ტელ­მა და­უ­ა­რა მი­სი ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე. რას არ გა­ი­ღებ­და, ოღონდ ეს ხმა ყო­ველ­დღე მო­ეს­მი­ნა. მხო­ლოდ ეს ერ­თი "გის­მენთ" მთელ სი­ცოცხ­ლედ უღირ­და.
- მე ვარ, გო­ჩა, - ძლივს მო­ა­ბა სათ­ქ­მელს თა­ვი.
- ვი­ცი... ალ­ბათ აქ ხარ, ახ­ლო­მახ­ლო, არა?
- ჰო, შენს ფან­ჯ­რებ­თან ვდგა­ვარ.
- ამო­დი...
- მარ­ტო ხარ?
- ჰო, მარ­ტო ვარ, თე­მო ეს-ესაა, წა­ვი­და.
ავი­და... ზა­რის და­რეკ­ვა არ დას­ცალ­და, რად­გან კა­რი იმ­წუ­თას­ვე გა­ი­ღო, რო­გორც კი მი­უ­ახ­ლოვ­და. გო­ჩას მა­ი­ას და­ნახ­ვა­ზე თავ­ზა­რი და­ე­ცა. ეს არ იყო ის ქა­ლი, რო­მელ­საც იც­ნობ­და, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ თა­ვის სა­დარ­ბა­ზოს­თან გა­მოპ­რან­ჭუ­ლი იდ­გა და უც­ნა­უ­რად იღი­მო­და. მის წინ თით­ქოს მკვდრე­თით აღ­მ­დ­გა­რი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი იდ­გა - ჩაც­ვე­ნი­ლი ღაწ­ვე­ბით, ამო­ღა­მე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი­თა და მიტ­კა­ლი­ვით გა­ფით­რე­ბუ­ლი სა­ხით.
ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის სიტყ­ვა არ უთ­ქ­ვამთ. გო­ჩამ ზღურბლს გა­და­ა­ბი­ჯა და ქა­ლი გულ­ში ჩა­იკ­რა. მა­ი­კომ ზურ­გ­ზე მოხ­ვია ხე­ლე­ბი, ჩა­ე­ხუ­ტა და თა­ვი მის მკერ­დ­ში ჩა­მა­ლა. დიდ­ხანს იდ­გ­ნენ ასე და ერ­თ­მა­ნე­თის დუ­მილს უს­მენ­დ­ნენ. ამ დუ­მილ­ში კი უფ­რო მე­ტი იკითხე­ბო­და...

- ამი­ტომ მკა­რი ხე­ლი? - გო­ჩა ხე­ლებს უკოც­ნი­და წა­მო­წო­ლილს და ნა­ზად შეს­ც­ქე­რო­და.
- ჰო. არ მინ­დო­და, შენ­თ­ვის სა­ტან­ჯ­ვე­ლი მო­მე­მა­ტე­ბი­ნა. არ მინ­დო­და, მა­ინ­ც­და­მა­ინც ჩე­მი სიკ­ვ­დი­ლის მოწ­მე გამ­ხ­და­რი­ყა­ვი. - და­უ­მა­ლა, დე­და­მი­სი რომ ეს­ტუმ­რა. არ უნ­დო­და, შვილს დე­და­ზე კი­დევ ერ­თხელ აც­რუ­ე­ბო­და გუ­ლი.
- სუ­ლე­ლო. იმა­ზე უარე­სი რა უნ­და დამ­მარ­თო­და, რაც შე­ნი უარით დამ­მარ­თე? - გა­უ­ღი­მა მა­მა­კაც­მა და მი­სი მარ­ჯ­ვე­ნა გულ­ზე მი­ი­ხუ­ტა. - მე ბო­ლომ­დე შენ გვერ­დით ვიქ­ნე­ბი, დღეც, ღა­მეც... რომც გა­მაგ­დო, აქე­დან ფეხს არ გა­ვად­გამ.
- აღარ გა­გაგ­დებ, მაგ­რამ ისე­თი ვე­ღარ ვიქ­ნე­ბი, რო­გო­რიც შეგ­ხ­ვ­დი. ახ­ლა ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლი ვარ, არაფ­რის თა­ვი არ მაქვს.
- ვხვდე­ბი, რა­საც გუ­ლის­ხ­მობ. ნუ ხარ სუ­ლე­ლი, მე ეს არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა. მთა­ვა­რია, ერ­თად ვართ და გან­საც­დელ­საც ერ­თად დავ­ხ­ვ­დე­ბით. შენ წახ­ვალ, მე­რე ოდეს­ღაც მეც შე­მო­გი­ერ­თ­დე­ბი და ჯვარ­საც იქ და­ვი­წერთ, ზე­სამ­ყა­რო­ში.
მა­ი­კოს გა­ე­ცი­ნა. მა­მა­კა­ცის ვე­ე­ბა ხე­ლის­გან ხე­ლი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა და სა­ხე­ზე ჩა­მო­უს­ვა. თი­თე­ბით შე­მო­ხა­ზა მი­სი სა­ხის ოვა­ლი, ცხვი­რი­სა და ტუ­ჩე­ბის კონ­ტუ­რე­ბი და ბო­ლოს გაშ­ლი­ლი ხე­ლის­გუ­ლი მის ლო­ყა­ზე და­ას­ვე­ნა.
- არ გა­მიშ­ვა ხე­ლი, ხომ? - ბავ­შ­ვუ­რი მი­ა­მი­ტო­ბით გა­უ­ღი­მა.
- არ გა­გიშ­ვებ, - გულ­და­თუთ­ქულ­მა მა­მა­კაც­მა მაი­კოს ხელს თა­ვი­სი ხე­ლი და­ა­დო და თვა­ლე­ბი მი­ლუ­ლა.
- სა­ი­დან გა­ი­გე ჩე­მი ამ­ბა­ვი?
- დე­და­ჩემ­მა მითხ­რა, შემ­თხ­ვე­ვით გა­უ­გია.
მა­ი­ას მწა­რედ გა­ე­ღი­მა. რო­გორც ჩანს, გო­ჩას დე­და სინ­დის­მა შე­ა­წუ­ხა, რად­გან შვილს სი­მარ­თ­ლე არ და­უ­მა­ლა...
მა­ლე ჩა­ე­ძი­ნა. გახ­ში­რე­ბუ­ლად სუნ­თ­ქავ­და, ძილ­ში შფო­თავ­და. მის სხე­ულს თა­ნაბ­რად სუნ­თ­ქ­ვა უფ­რო და უფ­რო უჭირ­და.
გო­ჩა ფრთხი­ლად წა­მოდ­გა. მზრუნ­ვე­ლად შე­მო­უ­კე­ცა თხე­ლი სა­ბა­ნი ქალს და ფე­ხაკ­რე­ფით და­ტო­ვა ოთა­ხი. უეც­რად დამ­კ­ვე­თი გა­ახ­სენ­და. გა­დაწყ­ვი­ტა, მის­თ­ვის მი­ე­წე­რა და ყვე­ლა­ფე­რი აეხ­ს­ნა, მე­რე ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და­ლა­პა­რა­კე­ბო­და და ამით კვალ­ზე გა­სუ­ლი­ყო.
კვლავ სა­ძი­ნე­ბელ­ში შებ­რუნ­და და მა­ი­კოს კომ­პი­უ­ტერს მი­უჯ­და. ჩარ­თო. ეკ­რა­ნი გა­ნათ­და, პროგ­რა­მე­ბი ჩა­იტ­ვირ­თა...
სა­ძი­ე­ბელ­ში "ფე­ის­ბუ­კი" მო­ძებ­ნა... მო­ნი­ტორ­ზე ორი ჩარ­ჩო გა­მოჩ­ნ­და... ერ­თ­ზე მა­ი­კოს სუ­რა­თი იდო თა­ვი­სი­ვე სა­ხე­ლით. მე­ო­რე პრო­ფი­ლი კი... მე­ო­რე მა­ი­ას არ ეკუთ­ვ­ნო­და, მაგ­რამ მის­თ­ვის ეს პრო­ფი­ლი ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი იყო - ზაფხუ­ლის პე­ი­ჟა­ზის ქვეშ წარ­წე­რა "პიმ­პუ" იკითხე­ბო­და.
ეს რო­გორ უნ­და გა­ე­გო? გა­მო­დის, მი­სი მოკ­ვ­ლა მის­სა­ვე მე­გო­ბარს სურს? ვი­ღაც ისეთს, რო­მე­ლიც მის სახ­ლ­ში ნამ­ყო­ფია, რო­მელ­საც მი­სი კომ­პი­უ­ტე­რით უსარ­გებ­ლია... რო­გორც ჩანს, აქე­და­ნაც ელა­პა­რა­კე­ბო­და გო­ჩას და კი­ლერს მი­თი­თე­ბებს აძ­ლევ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ არის? მორ­ჩა, ეს ამ­ბა­ვი დღეს­ვე უნ­და გა­არ­კ­ვი­ოს. რო­გორც კი მაია გა­იღ­ვი­ძებს, და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა და ყვე­ლა­ფერს აუხ­ს­ნის.
ვე­ღარ ის­ვე­ნებ­და. კომ­პი­უ­ტე­რი ჩარ­თუ­ლი და­ტო­ვა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვი­და. წყა­ლი აადუ­ღა და ყა­ვა მო­იმ­ზა­და. ნატ­რობ­და, მა­ოს ცო­ტა ხნით მა­ინც გაღ­ვი­ძე­ბო­და, რომ ამით ესარ­გებ­ლა და მის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. ამა­ოდ. იმ ღა­მეს ქალს აღარ გა­უღ­ვი­ძია... გო­ჩამ კი მთე­ლი ღა­მე თეთ­რად გა­ა­თე­ნა.

მზი­ა­ნი დი­ლა გა­თენ­და. ზაფხუ­ლი აზარ­ტ­ში შე­დი­ო­და. უფ­რო და უფ­რო მა­ტუ­ლობ­და სიცხე, რის­გა­ნაც ჰა­ე­რი თან­და­თან უარე­სად ჩა­ხუ­თუ­ლი ხდე­ბო­და. გო­ჩამ ად­რი­ა­ნად და­ა­ღო ფან­ჯ­რე­ბი, მა­ნამ, სა­ნამ მზე ამო­იწ­ვე­რე­ბო­და, ოთა­ხე­ბი გა­ა­ნი­ა­ვა და შემ­დეგ კვლავ ჩა­კე­ტა, რომ ბი­ნა­ში სიგ­რი­ლე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.
მა­ი­კოს გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე ღი­მი­ლი გა­და­ე­ფი­ნა სა­ხე­ზე. გო­ჩა მის გვერ­დით იყო. ამა­ზე უკე­თესს ვე­რა­ფერს ინატ­რებ­და.
გო­ჩა არ ჩქა­რობ­და, თუმ­ცა სუ­ლი მის­დი­ო­და, სი­მარ­თ­ლე რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე გა­ე­გო. ისა­უზ­მეს, მე­რე მა­ი­კომ წამ­ლე­ბი და­ლია და კვლავ წა­მოწ­ვა. გო­ჩა გვერ­დით მი­უწ­ვა, მის­კენ შებ­რუნ­და, თა­ვი თავ­თან ახ­ლოს მი­უ­ტა­ნა და ყურ­ში უჩურ­ჩუ­ლა:
- მაი, რა­ღაც მინ­და გკითხო.
- მკითხე.
- შე­ნი კომ­პი­უ­ტე­რით შენ გარ­და კი­დევ ვინ სარ­გებ­ლობს?
- არა­ვინ. რა იყო? - მი­ა­მი­ტუ­რად იკითხა, ვერ მიხ­ვ­და, რა­ტომ და­უს­ვეს ასე­თი უც­ნა­უ­რი შე­კითხ­ვა.
- რო­გორ თუ არა­ვინ. აბა, პიმ­პუ ვინ არის? ვი­სი პრო­ფი­ლია?
ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ქალს ცივ­მა ოფ­ლ­მა და­ას­ხა. თა­ვი წა­მოს­წია, იდაყვს და­ეყ­რ­დ­ნო და მა­მა­კაცს გა­მომ­ც­დე­ლი მზე­რით და­ხე­და. გო­ჩამ თვა­ლი თვალ­ში გა­უ­ყა­რა და გა­უ­ღი­მა.
- პიმ­პუ ჩე­მი ფსევ­დო­ნი­მია. ხან­და­ხან ჩე­მი რო­მა­ნის ამო­ნა­რი­დებს ვდებ იქ ჩე­მი მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის, - წა­მებ­ში მო­გო­ნი­ლი ტყუ­ი­ლი სხვის­თ­ვის ად­ვი­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ არა გო­ჩას­თ­ვის.
- შე­ნი? რო­გორ თქვი? შე­ნი პრო­ფი­ლია? - მა­მა­კა­ცი ზე­ზე წა­მო­იჭ­რა.
- ჰო, რა არის აქ გა­საკ­ვი­რი? ხალხს სა­მი და ოთხი გვერ­დი აქვს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი. მე­რე რა? - მა­ი­კო ვე­რა­ფერს ხვდე­ბო­და.
- მო­მის­მი­ნე, მაო. მე შენ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ლა­პა­რა­კო მაქვს და არა­ფე­რი არ და­მი­მა­ლო, იცო­დე. საქ­მე იმა­ზე რთუ­ლა­დაა, ვიდ­რე შენ გგო­ნია.
- ნუ მა­ში­ნებ, გო­ჩა, რა გე­მარ­თე­ბა? - ქალ­მა ხე­ლი მოხ­ვია მა­მა­კაცს და მი­ე­ხუ­ტა.
- მაი, ვი­ღა­ცას შე­ნი მოკ­ვ­ლა უნ­და. გეს­მის, ეს რას ნიშ­ნავს? ვი­ღა­ცა შე­ნი გვერ­დი­დან შე­დის "ფე­ის­ბუკ­ში" და იქ კი­ლერს შენს მოკ­ვ­ლას ავა­ლებს...
მა­ი­კო გველ­ნაკ­ბე­ნი­ვით გა­ე­რი­და მა­მა­კაცს. ჩაც­ვე­ნი­ლი თვა­ლე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან გა­უ­ფარ­თოვ­და, სუნ­თ­ქ­ვა კი ისე და­უმ­ძიმ­და, სტვე­ნა და­ერ­თო თან.
- შენ... შე­ნ სა­ი­დან იცი?
- მე ბევ­რი რამ ვი­ცი... მითხა­რი, ვინ იცის, კი­დევ შე­ნი პა­რო­ლი?
- არა­ვინ... გე­ფი­ცე­ბი, არა­ვინ. ეს მე...
- ნუ შე­შინ­დი, სა­ში­ში არა­ფე­რია. მე შენ­თან ვარ. შე­სა­ში­ნებ­ლად არ მით­ქ­ვამს. ძა­ლი­ან გთხოვ, დაწყ­ნარ­დი, შენ­თ­ვის ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.
- არა, არ მე­ში­ნია. უბ­რა­ლოდ... - შე­ყოყ­მან­და, სა­ნამ სათ­ქ­მელს ბო­ლომ­დე იტყო­და და ამო­ი­ოხ­რა.
- ვინ არის ის ქა­ლი, მითხა­რი, ვინ არის? მხო­ლოდ სა­ხე­ლი და გვა­რი, მე­ტი არა­ფე­რი მინ­და.
- ჯერ ის მითხა­რი, შენ სა­ი­დან გა­ი­გე... - და­ი­ჩურ­ჩუ­ლა სა­ხე­მოღ­რე­ცილ­მა და ღო­ნე­მიხ­დი­ლი სა­წოლ­ზე მი­ეს­ვე­ნა.
გა­დამ­წყ­ვე­ტი წა­მი დად­გა. გო­ჩას სი­მარ­თ­ლე უნ­და ეთ­ქ­ვა, სხვა­ნა­ი­რად დამ­კ­ვე­თის ვი­ნა­ო­ბას ვე­რას­დ­როს გა­ი­გებ­და.
- ის კი­ლე­რი მე ვარ.
მა­ი­ას სხე­უ­ლი უც­ნა­უ­რად შე­უთ­რ­თოლ­და. ნე­ლა შე­ატ­რი­ა­ლა მზე­რა გო­ჩას­კენ. კარ­გა ხანს თვა­ლის და­უ­ხამ­ხა­მებ­ლად მის­ჩე­რე­ბო­და მა­მა­კა­ცის სევ­დი­თა და ტკი­ვი­ლით გა­დავ­სე­ბულ სა­ხეს. მე­რე სუს­ტად ამო­იკ­ვ­ნე­სა, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და გარ­კ­ვე­ვით ამოთ­ქ­ვა:
- ის დამ­კ­ვე­თი კი მე ვარ...
და­ზაფ­რუ­ლი მა­მა­კა­ცი კარ­გა ხანს და­მუნ­ჯე­ბუ­ლი შეს­ც­ქე­რო­და ფერ­მიხ­დილ ქალს და სა­კუ­თარ ყუ­რებს არ უჯე­რებ­და...

ასე აეხა­და ფარ­და ორ სა­ი­დუმ­ლოს. გო­ჩა მა­ი­ას საქ­ცი­ე­ლით იყო გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, მა­ი­კო - გო­ჩას პრო­ფე­სი­ით. პირ­ვე­ლად მა­ი­კომ და­იწყო ამ­ბის მო­ყო­ლა. და­ძა­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ არ გას­ჭირ­ვე­ბია, რო­ცა მა­მა­კაცს თა­ვი­სი გან­ზ­რახ­ვის შე­სა­ხებ უამ­ბობ­და. წერ­ტი­ლი და მძი­მეც არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია. შემ­დეგ გო­ჩას ჯე­რი დად­გა. მას მე­ტი ხა­ნი დას­ჭირ­და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის პე­რი­პე­ტი­ე­ბის მო­სა­ყო­ლად. არც მას გას­ძ­ნე­ბე­ლია იმის ახ­ს­ნა, რა­ტომ მი­ვი­და აქამ­დე, რა­ტომ დას­ჭირ­და, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი გამ­ხ­და­რი­ყო.
რო­ცა ერ­თ­მა­ნეთს გუ­ლი გა­და­უ­შა­ლეს, ორი­ვემ შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქა.
- შენს ფულს დღეს­ვე და­გიბ­რუ­ნებ, - ღი­მი­ლით გა­მო­უცხა­და გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა და ტუ­ჩებ­ზე ხმა­უ­რით აკო­ცა.
- და­ი­ტო­ვე, ჩემს და­სა­მარ­ხად დაგ­ჭირ­დე­ბა, - ხა­ლი­სი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა მა­ი­კომ. ახ­ლა აღარ ზა­რავ­და სიკ­ვ­დი­ლის მო­ახ­ლო­ე­ბა. ახ­ლა მზად იყო ამის­თ­ვის, - შენ უნ­და მო­მა­ყა­რო მი­წა, ხომ იცი?
- მე­ო­რედ აღარ გა­ი­მე­ო­რო ეგ სი­სუ­ლე­ლე, გა­სა­გე­ბია? - და­ტუქ­სა გო­ჩამ და სა­წოლ­ზე წა­მოჯ­და, - ახ­ლა მე შენ­თ­ვის ერ­თი კარ­გი წი­ნა­და­დე­ბა მაქვს.
- აბა, მითხა­რი...
- რას ინატ­რებ­დი ამ­წუ­თას ყვე­ლა­ზე მე­ტად?
მა­ი­კო წა­მით და­ფიქ­რ­და, მე­რე ბავ­შ­ვუ­რად გა­და­ხა­რა თა­ვი გვერ­დ­ზე და ოდ­ნავ გა­სა­გო­ნი ხმით თქვა:
- ზღვას.

ნო­ტიო ჰა­ე­რი იდ­გა. პლაჟ­ზე სიმ­ლა­შის სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებ­და. ზღვას გა­მოქ­ცე­უ­ლი ცელ­ქი ტალ­ღე­ბი კეკ­ლუ­ცად ეხეთ­ქე­ბოდ­ნენ ქვი­ში­ან ნა­პირს, თით­ქოს ერ­თ­მა­ნეთს ცეკ­ვა­ში ეჯიბ­რე­ბი­ა­ნო.
მა­ი­კო იჯ­და ნა­პირ­თან, ოდ­ნავ უკან გა­და­წე­უ­ლი ხე­ლებს დაყ­რ­დ­ნო­ბო­და და მის ფე­ხებ­თან მო­თა­მა­შე ქა­ფი­ან ტალ­ღებს უღი­მო­და. გო­ჩა ღრმად შე­სუ­ლი­ყო წყალ­ში, ძლი­ე­რი მკლა­ვე­ბით მი­ა­პობ­და მო­ლივ­ლი­ვე ზღვას და მი­სი სი­ლუ­ე­ტი თან­და­თან პა­ტა­რავ­დე­ბო­და ჰო­რი­ზონ­ტ­ზე.
რა ხა­ნია, მაია ასე სავ­სე არ ყო­ფი­ლა, ასე კარ­გად არ უგ­რ­ძ­ნია თა­ვი. ეს იყო ნატ­ვ­რა, რო­მე­ლიც აუს­რულ­და. ეს იყო ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც აუხ­და. გვერ­დით ჰყავ­და ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სიყ­ვა­რულს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფა­რუ­ლად და­ა­ტა­რებ­და გულ­ში. მის წინ გა­დაშ­ლი­ლი­ყო უკი­დე­გა­ნო ზღვა, რომ­ლის ხმა­უ­რი ყო­ველ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნოდ უფო­რი­ა­ქებ­და სულს. ამა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა რა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო? არც არა­ფე­რი.
სა­მი დღე დაჰ­ყ­ვეს ურეკ­ში. მა­ი­კოს­თ­ვის მე­ტი არც შე­იძ­ლე­ბო­და. ზღვის ჰა­ერ­მა ცო­ტა მო­ა­ღო­ნი­ე­რა, გა­ა­ხა­ლი­სა. სი­ცოცხ­ლის სურ­ვი­ლი უფ­რო გა­უმ­ძაფ­რ­და. ხში­რად იმე­ო­რებ­და გულ­ში, სიკ­ვ­დი­ლი მე­ზა­რე­ბაო. რო­გორ უნ­დო­და, სიკ­ვ­დილ­საც და­ზა­რე­ბო­და მი­სი წაყ­ვა­ნა. ცო­ტა ხნით მა­ინც.
მდგო­მა­რე­ო­ბა საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­უ­უმ­ჯო­ბეს­და. სის­ხ­ლის­დე­ნა დრო­ე­ბით შე­უწყ­და, თით­ქოს სუნ­თ­ქ­ვაც და­უმ­შ­ვიდ­და. უხა­რო­და, რომ სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წუ­თე­ბი ასე და­უტ­კ­ბა.
სა­მი დღის შემ­დეგ თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დ­ნენ. თა­ი­ამ და­რეკ­ვას მო­უხ­ში­რა. მა­ი­კო ამ­შ­ვი­დებ­და, უკეთ ვარ, რო­გორც მითხ­რეს, აღარ ვკვდე­ბი, ამი­ტომ არ ინერ­ვი­უ­ლო და ჩა­მოს­ვ­ლა­ზე აღარც იფიქ­როო, ამ­შ­ვი­დებ­და ქა­ლიშ­ვილს. ნა­ნობ­და, რომ იჩ­ქა­რა და გო­გოს ყვე­ლა­ფერს მო­უყ­ვა. უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, თა­ი­ას არა­ფე­რი სცოდ­ნო­და.
ჩა­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე თა­და­რიგს შე­უდ­გა. გო­ჩას სთხო­ვა, პა­ტა­რა წვე­უ­ლე­ბის გა­მარ­თ­ვა­ში მო­მეხ­მა­რე, მინ­და, ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ერ­თად შევ­ყა­რო და ერ­თ­მა­ნე­თი გა­გაც­ნო­თო.
გო­ჩა სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხ­მ­და. სადღე­სას­წა­უ­ლოდ შა­ბა­თი დათ­ქ­ვეს. მა­ი­ას რომ არ ეწ­ვა­ლა, გო­ჩამ კერ­ძე­ბი რეს­ტო­რან­ში შე­უკ­ვე­თა. რო­გორ არ უნ­დო­და ქალს, მა­მა­კა­ცი ასე და­ხარ­ჯუ­ლი­ყო, მაგ­რამ გო­ჩამ არ და­ა­ნე­ბა.
მა­ი­კომ ჯერ თე­მოს და­უ­რე­კა, და­პა­ტი­ჟა, მე­რე - მა­მა გი­ორ­გის. ახ­ლა ეს ერ­თი სურ­ვი­ლი­ღა ჰქონ­და - მი­სი ცხოვ­რე­ბის სა­მი მა­მა­კა­ცი, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ზე დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლეს მის ცხოვ­რე­ბა­ში, ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­ეც­ნო. ეს ის სა­მი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს მის სას­თუ­მალ­თან იდ­გე­ბო­და. ერ­თი მის გუ­ლის­ცე­მას გა­ა­კონ­ტ­რო­ლებ­და, მე­ო­რე ლოც­ვებს წა­ი­კითხავ­და, მე­სა­მე კი... მე­სა­მე უბ­რა­ლოდ, სევ­დი­ა­ნი მზე­რით გა­ამ­ხ­ნე­ვებ­და უკა­ნას­კ­ნელ გზა­ზე მი­მა­ვალს და ბო­ლო ამო­სუნ­თ­ქ­ვამ­დე ხელს არ გა­უშ­ვებ­და.
კარ­გა ხანს ყვე­ლა­ნი უხერ­ხუ­ლად გრძნობ­დ­ნენ თავს, მა­ი­კოს გარ­და, რო­მე­ლიც და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტ­ვას წარ­სუ­ლის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბით ცდი­ლობ­და.
- ეს ის მო­მენ­ტია, რო­ცა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე აანა­ლი­ზებ შენს ცხოვ­რე­ბას და სა­ბო­ლოო დას­კ­ვ­ნა გა­მო­გაქვს. ჩე­მი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ იმის­თ­ვის ღირ­და, რომ სიკ­ვ­დი­ლის წინ თქვენ შეგ­ხ­ვედ­რო­დით. რო­გორც ჩანს, ღმერ­თ­მა ასე ინე­ბა. ალ­ბათ იქ, სა­დაც ჩვე­ნი ბე­დის­წე­რის წიგ­ნი იწე­რე­ბა, მტკი­ცედ გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ თე­მო ჩე­მი მკურ­ნა­ლი ექი­მი ყო­ფი­ლი­ყო, გიო - ჩე­მი მოძღ­ვა­რი, ხო­ლო გო­ჩა - ჩე­მი გა­მამ­ხ­ნე­ვე­ბე­ლი. მა­პა­ტი­ეთ, ბი­ჭე­ბო, მაგ­რამ გო­ჩა ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც სხვა სიყ­ვა­რულ­მა ვერ ჩა­ა­ნაც­ვ­ლა. მი­ხა­რია, რომ ბო­ლო წუ­თებ­ში თქვენ იდ­გე­ბით ჩემ გვერ­დით, რომ თქვენ მი­მა­ცი­ლებთ საფ­ლა­ვამ­დე და დამ­მარ­ხავთ. ახ­ლა კი, ნუ ჩა­მო­ყა­რეთ ყუ­რე­ბი და ვიმ­ხი­ა­რუ­ლოთ. ხომ ხე­დავთ, სიკ­ვ­დილს ჯერ არ ვა­პი­რებ.
მე­რე და­ლი­ეს. სადღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბი ით­ქ­ვა. ღვი­ნომ სი­თა­მა­მის ფრთე­ბი გა­შა­ლა. ისა­უბ­რეს, ამ­ბე­ბი გა­იხ­სე­ნეს, თან­და­თან გა­ში­ნა­ურ­დ­ნენ და... სა­ღა­მომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­ი­ა­რა.
მა­ი­ა­საც ეს უნ­დო­და. სა­ხელ­და­ხე­ლოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სუფ­რაც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.
- ახ­ლა აღარ მე­ზა­რე­ბა სიკ­ვ­დი­ლი, - წარ­მოთ­ქ­ვა გო­ჩას მკერ­დ­ზე მის­ვე­ნე­ბულ­მა, რო­ცა სტუმ­რე­ბი გა­ა­ცი­ლეს და მარ­ტო­ნი დარ­ჩ­ნენ...

ყვე­ლას­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვეს იცოცხ­ლა - მთე­ლი შე­მოდ­გო­მა, ნა­ხე­ვა­რი ზამ­თა­რი... სწო­რედ ისე ამოხ­და სუ­ლი, რო­გორც ინატ­რა. მის სა­წოლ­თან სა­მი მა­მა­კა­ცი იდ­გა - ერ­თი მის გუ­ლის­ცე­მას აკონ­ტ­რო­ლებ­და, მე­ო­რე ლოც­ვებს კითხუ­ლობ­და, მე­სა­მე კი... მე­სა­მე უბ­რა­ლოდ, სევ­დი­ა­ნი მზე­რით ამ­ხ­ნე­ვებ­და უკა­ნას­კ­ნელ გზა­ზე მი­მა­ვალს და ბო­ლო ამო­სუნ­თ­ქ­ვამ­დე ხე­ლი არ გა­უშ­ვია.
მაია 25 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა... იმ დღეს გო­ჩა 39 წლის გახ­და...

და­სას­რუ­ლი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
0 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
1 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
1 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
6 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
6 კომენტარი