თა­მა­ში მზეს­თან
font-large font-small
თა­მა­ში მზეს­თან
ხან­და­ხან ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ აბ­სურ­დულ, სუ­ლის შემ­ხუთ­ველ, მო­საწყე­ნი ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბა,
რო­მე­ლიც ეს-ესაა, უნ­და დამ­თავ­რ­დეს, მე­რე დარ­ბა­ზი გა­ნათ­დე­ბა, გარ­შე­მო მყოფ­ნი კი მო­იხ­ს­ნი­ან სუ­ლე­ლურ ნიღ­ბებს და რე­ა­ლურ სა­ხე­ებს გა­მო­ა­ჩე­ნენ. შემ­დეგ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან, ხელს მძლავ­რად ჩა­მო­არ­თ­მე­ვენ და ეტყ­ვი­ან: მშვე­ნივ­რად გე­ჭი­რა თა­ვი, კარ­გად გა­უ­ძე­ლიო! გა­და­უხ­დი­ან სო­ლი­დურ ჰო­ნო­რარს უაზ­რო ფილ­მის ბო­ლომ­დე ყუ­რე­ბის­თ­ვის და მას ამ ფუ­ლით შე­ეძ­ლე­ბა წა­ვი­დეს ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნობს თავს, არა­ვინ შე­ა­წუ­ხებს, თავს არ მო­ა­ბეზ­რებს, არ გა­ჭო­რავს და არ მი­უ­თი­თებს, შე­ნიშ­ვ­ნებს არ და­იმ­სა­ხუ­რებს და უბ­რა­ლოდ, გა­ღი­მე­ბას შეძ­ლებს, ღი­მი­ლის სა­ბა­ბი კი ნამ­დ­ვი­ლად ექ­ნე­ბა... თუმ­ცა, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი უნი­ა­თოდ მთავ­რ­დე­ბა, ისე, რო­გორც ბევ­რი მის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის...

თი­კომ ღრმად ამო­ი­სუნ­თ­ქა. სიმ­შ­ვი­დე ფე­ნა-ფე­ნა ედე­ბო­და მის და­სა­ხიჩ­რე­ბულ სულს. სულ ცო­ტაც და, ბა­თუმ­ში იქ­ნე­ბა. სულ ცო­ტაც და ნატ­კას ნა­ხავს, სულ ცო­ტაც და ზღვას მი­ა­შუ­რებს. მე­რე ზღვა ახ­მა­ურ­დე­ბა მის და­ნახ­ვა­ზე, მო­ა­გე­ბებს ვე­ე­ბა ტალ­ღებს. ეს ტალ­ღე­ბი სახ­რე­სა­ვით გა­და­უშ­ხუ­ი­ლებს თი­კოს ფე­ხებ­თან მოგ­რო­ვილ კენ­ჭებს და თი­კო ტალ­ღე­ბის დათ­ვ­ლას შე­უდ­გე­ბა - ერ­თი, ორი, სა­მი... ექ­ვ­სი... ცხრა... ცა­მე­ტი... სა­მოც­დაცხ­რა... და ასე, უსას­რუ­ლოდ...
ახ­ლა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა დას­ვე­ნე­ბა. და­ღა­ლა წი­ნა დღე­ებ­მა, თვე­ებ­მა... დეპ­რე­სი­ამ იძა­ლა, ჩუმ­მა, უხ­მომ, ჩა­კე­ტა და და­ა­დუ­მა. ად­რე სი­მარ­ტო­ვე ტან­ჯავ­და, იმ შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ კი სწო­რედ ამ სი­მარ­ტო­ვეს და­უწყო ძებ­ნა, კვლავ მარ­ტო­ო­ბა მო­უნ­და, გა­რიყ­ვა, და­მალ­ვა, სიბ­ნე­ლე­ში ჩან­თ­ქ­მა.
ყვე­ლა მცი­რე შემ­თხ­ვე­ვას კად­რი­ვით ახ­ვევ­და წა­სუ­ლი ზაფხუ­ლის დღე­ე­ბი­დან, და­ჟი­ნე­ბით იძა­ხებ­და მო­გო­ნე­ბებს ახ­ლა უკ­ვე ჩა­კე­ტი­ლი შა­ვი ყუ­თი­დან, რა­თა მო­ძა­ლე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი მო­გო­ნე­ბე­ბის სა­ბურ­ველ­ში გა­ეხ­ვია და უფ­რო გა­ემ­ძაფ­რე­ბი­ნა.
სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სი სწრა­ფად მიქ­რო­და. თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მამ­დე დიდ­ხანს მხო­ლოდ ერ­თხელ გა­ჩერ­და, უღელ­ტე­ხილ­ზე, სა­დაც მძღოლ­მა `სა­დი­ლის სა­ა­თი~ მო­იწყო და მე­რე კვლავ გზას და­აწ­ვა.
და აი, ბა­თუ­მიც გა­მოჩ­ნ­და. ავ­ტო­სად­გურ­ში ნატ­კა დახ­ვ­დე­ბა, მი­სი საყ­ვა­რე­ლი, შე­უც­ვ­ლე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი და­ქა­ლი. ბავ­შ­ვო­ბი­დან ერ­თად მო­დი­ოდ­ნენ, სკო­ლა­შიც ერთ მერ­ხ­ზე ის­ხ­დ­ნენ, ინ­გ­ლი­სურ­ზეც ერ­თად და­დი­ოდ­ნენ. სულ ერ­თად, ერ­თად იყ­ვ­ნენ... არც სტუ­დენ­ტო­ბი­სას გაწყ­ვე­ტი­ლა მა­თი მე­გობ­რო­ბის ჯაჭ­ვი. მარ­თა­ლია, თი­კოს მშობ­ლებ­მა უკ­რა­ი­ნა­ში `უკ­რეს~ თა­ვი სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, ნატ­კა კი თბი­ლის­ში დარ­ჩა, მაგ­რამ ხში­რად ეხ­მი­ა­ნე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს ხან ტე­ლე­ფო­ნით, ხან სკა­ი­პით, ხან მე­სი­ჯე­ბით. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თი­კო თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და, მაგ­რამ მე­რე ნატ­კა გათხოვ­და, ბა­თუ­მელ ბიზ­ნეს­მენს გაჰ­ყ­ვა ცო­ლად და ცო­ტა ხნით თით­ქოს და­ი­კარ­გა. თი­კო­მაც ვერ მო­ი­ცა­ლა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი. ხან სამ­სა­ხუ­რის გა­მო ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, ხა­ნაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­მო... გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო თვე­ე­ბი. ისეთ დღე­ში ჩა­ვარ­და, არა­ვინ ქვე­ყა­ნა­ზე არ ახ­სენ­დე­ბო­და. მით უფ­რო, რომ მარ­ტო იყო თბი­ლის­ში, დე­და და მა­მა ხომ ორი წე­ლია, იტა­ლი­ა­ში გა­და­ბარ­გ­დ­ნენ სა­მუ­შა­ოდ. და აი, ერ­თი კვი­რის წინ ნატ­კა ისევ გა­მოჩ­ნ­და. გა­მოჩ­ნ­და და თი­კო თა­ვის­თან და­პა­ტი­ჟა, ბა­თუმ­ში. თი­კო­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. თბი­ლი­სი­დან გაქ­ცე­ვა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უდი­დე­სი შვე­ბა იყო მის­თ­ვის. მით უფ­რო, რომ ბა­თუმ­ში არას­დ­როს ყო­ფი­ლა. დღეს პირ­ვე­ლად უნ­და ენა­ხა ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი.
უხა­რო­და. უხა­რო­და, რომ თა­ვის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს ნა­ხავ­და, ზღვას ნა­ხავ­და და გან­ტ­ვირ­თ­ვის დღე­ებ­საც მო­იწყობ­და. ახ­ლა, რო­ცა ტან­ჯ­ვის პირ­ვე­ლი ტალ­ღა უკან მო­ი­ტო­ვა, იმე­დი ჩა­ე­სა­ხა, რომ ტკი­ვილს მო­ე­რე­ო­და, გრძნო­ბე­ბი­სა­გან შეშ­ლი­ლი მყუდ­რო სა­ვა­ნეს ნატ­კას­თან პო­ვებ­და.
ფან­ჯა­რა­ში გა­ი­ხე­და. ქა­რის ყო­ველ დაქ­რო­ლა­ზე ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბი თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი სის­წ­რა­ფით ეშ­ვე­ბოდ­ნენ მი­წა­ზე. `აი, ასე კვდე­ბა შე­მოდ­გო­მა­ზე ბუ­ნე­ბა... სა­მა­გი­ე­როდ, რა ლა­მა­ზად კვდე­ბა!~ - გა­ი­ფიქ­რა და შუბ­ლი მი­ნას მი­ა­დო.
რო­გორც იქ­ნა, ზღვაც გა­მოჩ­ნ­და. თით­ქოს მწვა­ნე ფე­რი გა­დაჰ­კ­ვ­რო­და. ისე­თი მშვი­დი იყო, გე­გო­ნე­ბო­დათ, არას­დ­როს აღელ­ვე­ბუ­ლაო. მზის სხი­ვე­ბი ნე­ბივ­რად გა­წო­ლი­ლიყ­ვ­ნენ ზან­ტად მო­ნა­ნა­ვე ტალ­ღებ­ზე.
სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სი­დან ძლივს გად­მო­ვი­და, ფე­ხი და­ბუ­ჟე­ბო­და. თი­თის წვე­რე­ბით ფრთხი­ლად და­ი­ზი­ლა და­ბუ­ჟე­ბუ­ლი მარ­ჯ­ვე­ნა წვი­ვი და წელ­ში გას­წორ­და თუ არა, ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ი­ხე­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ყუ­რადღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია იქ­ვე, რამ­დე­ნი­მე მეტ­რ­ში მდგარ თეთრ `მერ­სე­დესს~ მიყ­რ­დ­ნო­ბი­ლი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლის­თ­ვის, მხო­ლოდ მა­შინ გა­მო­ერ­კ­ვა, რო­ცა თა­ვი­სი სა­ხე­ლი გა­ი­გო­ნა.
- ნატ­კააა! - გა­ხა­რე­ბულ­მა იყ­ვი­რა, - ღმერ­თო, ნუ­თუ ეს შენ ხარ? რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა! - გო­გო­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს შე­ძა­ხი­ლე­ბით გა­და­ეხ­ვივ­ნენ და გა­და­კოც­ნეს.
თი­კო აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი შეს­ც­ქე­რო­და ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბარს. თით­ქოს ისევ ის ნატ­კა იყო, თით­ქოს არც იყო. არა, ლა­მა­ზი ყო­ველ­თ­ვის იყო, მაგ­რამ ახ­ლა მო­დის ჟურ­ნა­ლი­დან გად­მომ­ხ­ტარ მო­დელს ჰგავ­და - ლა­მა­ზიც, ნა­ტი­ფიც, ელე­გან­ტუ­რიც და მდიდ­რუ­ლიც. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ახ­ლაც დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბით ეც­ვა. ამა­ში ტოლს ვე­რას­დ­როს ვე­რა­ვინ უდებ­და. სულ არ ჰგავ­და იმ შო­რე­ულ ქე­რა გო­გო­ნას, ღა­რიბ, მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში რომ გა­ი­ზარ­და და ექვს და-ძმას უვ­ლი­და.
რო­ცა ხვევ­ნა-კოც­ნით გუ­ლი იჯე­რეს, ერ­თ­მა­ნე­თი შე­ათ­ვა­ლი­ე­რეს. და­ქა­ლე­ბა ორი­ვეს მოხ­დო­მო­და.
- თი­კუ­ლი­კა, რო­გორ მო­მე­ნატ­რე, გო­გო! სა­ერ­თოდ არ ხარ შეც­ვ­ლი­ლი, აი, სულ ოდ­ნავ, სულ და ისიც - უკე­თე­სო­ბის­კენ. პა­ტა­რა გო­გო­სა­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო! ვინ იტყ­ვის, რომ ოც­და­ექ­ვის წლის ხარ? ცხრა­მე­ტი­სას ჰგავ­ხარ.
- კარ­გი, რა! რა­ღა ცხრა­მე­ტის, დავ­ბერ­დი ნელ-ნე­ლა. შენც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, ნატ­კა. მო­გიხ­და გათხო­ვე­ბა, რო­გორც ვატყობ. კარ­გი ბი­ჭია შე­ნი ქმა­რი? კმა­ყო­ფი­ლი ხარ?
- უჰ, არ მითხ­რა! უკე­თესს ვერ ინატ­რებს კა­ცი. რო­გორ იმ­გ­ზავ­რე? და­ი­ღა­ლე, არა?
- ცო­ტა. ცუ­დად არ მიმ­გ­ზავ­რია. დრო ისე გა­ი­ლია, ვერც გა­ვი­გე. - თი­კომ ხელ­ჩან­თა მხარ­ზე გა­და­ი­კი­და, მის ბორ­ბ­ლე­ბი­ან ჩე­მო­დანს კი ნატ­კამ დას­ტა­ცა ხე­ლი და თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩა­დო.
ნატ­კას­თან შე­და­რე­ბით თი­კო უფ­რო და­ბა­ლი იყო, მაგ­რამ და­ბა­ლი მა­ინც არ ეთ­ქ­მო­და. ამას ემა­ტე­ბო­და მი­სი სა­ო­ცა­რი აღ­ნა­გო­ბა და დახ­ვე­წი­ლი, არის­ტოკ­რა­ტუ­ლი სა­ხის ნაკ­ვ­თე­ბი, ბერ­ძ­ნუ­ლი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის ცხვი­რი და უც­ნა­უ­რად ნაც­რის­ფე­რი თვა­ლე­ბი, რო­მე­ლიც შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არას­დ­როს არა­ვის რჩე­ბო­და.
- იცი, რა? ვი­ფიქ­რე, სას­ტუმ­რო­ში გავ­ჩერ­დე­ბი-მეთ­ქი. ცო­ტა არ იყოს...
- გა­გიჟ­დი? რა სას­ტუმ­რო, გო­გო, ჩემ­თან ხარ სტუმ­რად. იმ­ხე­ლა სახ­ლი მაქვს, ცხე­ნი გა­ჭენ­დე­ბა! - შორს და­ი­ჭი­რა და­ქალ­მა.
- ჰო, ვი­ცი, მაგ­რამ სა­ნამ შენს ქმარს გა­ვიც­ნობ... იქ­ნებ არ ესი­ა­მოვ­ნოს...
- მორ­ჩი ზედ­მე­ტო­ბას! მი­რო ჩემ­ზე უფ­რო მო­უთ­მენ­ლად გე­ლო­დე­ბა. ის კი არა, მი­საყ­ვე­დუ­რა, ასე­თი ახ­ლო მე­გობ­რე­ბი თუ იყა­ვით, ასე რო­გორ და­კარ­გეთ ერ­თ­მა­ნე­თიო.
- რა­ტომ დავ­კარ­გეთ? უბ­რა­ლოდ, შორს ვი­ყა­ვი შენ­გან, თო­რემ სუ­ლაც არ დავ­კარ­გულ­ვართ.
- მეც ზუს­ტად ასე ვუთხა­რი, - გა­და­ი­კის­კი­სა ნატ­კამ, - წა­ვე­დით, რა­ღას ვუც­დით?
ორი­ვე­ნი მან­ქა­ნა­ში ჩას­ხ­დ­ნენ და გზას გა­უდ­გ­ნენ.

თეთ­რი `მერ­სე­დე­სი~ რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუ­მის კოხ­ტა ქუ­ჩებ­ში მის­რი­ა­ლებ­და და ბო­ლოს ზღვას­თან ახ­ლოს, ერთ მყუდ­რო ქუ­ჩა­ზე გა­ჩერ­და. ნატ­კამ თეთ­რ­გა­ლავ­ნი­ან ქონ­გუ­რე­ბი­ან შავ ჭიშ­კარ­თან მი­ა­ყე­ნა მან­ქა­ნა და ძრა­ვა გა­მორ­თო. თი­კო მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და გან­ც­ვიფ­რე­ბით მი­ა­ჩერ­და მწვა­ნე­ში ჩაფ­ლულ ორ­სარ­თუ­ლი­ან ულა­მა­ზეს თეთრ სახლს. ამა­სო­ბა­ში ნატ­კამ სა­ბარ­გუ­ლი­დან მი­სი ჩე­მო­და­ნი გად­მო­ი­ღო, მე­რე ჭიშ­კა­რი გა­ა­ღო და სტუ­მარს ეზო­ში შე­უძღ­ვა. ეზოც ისე­თი­ვე ლა­მა­ზი იყო, რო­გო­რიც სახ­ლი - მოვ­ლი­ლი, ამ­წ­ვა­ნე­ბუ­ლი, ქრი­ზან­თე­მე­ბი­თა და ვარ­დე­ბით აყ­ვა­ვე­ბუ­ლი, მო­კირ­წყ­ლუ­ლი ბი­ლი­კე­ბით და ვა­ზის თა­ლა­რით.
ამ დროს სა­დარ­ბა­ზოს კა­რი გა­ი­ღო და ნატ­კას ქმა­რი, მი­რი­ა­ნი გა­მო­ვი­და. იგი გუ­ლი­თა­დად მი­ე­სალ­მა თი­კოს და ცოლს სტუმ­რის ჩე­მო­და­ნი გა­მო­არ­თ­ვა.
თი­კომ იცო­და, რომ მი­სი მე­გო­ბა­რი მდი­დარ და სიმ­პა­თი­ურ ბიზ­ნეს­მენ­ზე იყო გათხო­ვი­ლი, მაგ­რამ ვე­რას­დ­როს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ნატ­კა ცო­ლად ასეთ უბ­რა­ლო, პრო­ვინ­ცი­უ­ლი აქ­ცენ­ტით მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ანს გაჰ­ყ­ვე­ბო­და.
და­ქალს თი­კოს შეც­ბუ­ნე­ბა არ გა­მოჰ­პარ­ვია და მიხ­ვ­და, რაც მე­გო­ბარ­მა გა­ი­ფიქ­რა.
- სა­მა­გი­ე­როდ, ოქ­როს გუ­ლი აქვს, - გა­და­უ­ჩურ­ჩუ­ლა თი­კოს, მე­რე კი ქმარს შე­ეხ­მი­ა­ნა:
- მი­რო, აი, ეს არის ჩე­მი თი­კუ­ნა.
- მივ­ხ­ვ­დი. - გა­ი­ღი­მა მი­რომ და სტუ­მარს თა­ვი­სი სხი­ვი­ა­ნი თვა­ლე­ბი შე­ა­ნა­თა. - მობ­რ­ძან­დით, იმე­დია, არ მო­იწყენთ ჩვენ­თან, - გა­უ­ღი­მა მა­მა­კაც­მა და მათ შო­რის უცებ გა­ი­ბა ნდო­ბის ის სი­მი, მხო­ლოდ კე­თილ­მო­სურ­ნე ადა­მი­ა­ნებს რომ აკავ­ში­რებთ.
სას­ტუმ­რო ოთახ­ში შე­ა­ბი­ჯა თუ არა, მო­ნუს­ხუ­ლი შედ­გა. პირ­და­ღე­ბუ­ლი მის­ჩე­რე­ბო­და გე­მოვ­ნე­ბით მოწყო­ბილ ინ­ტე­რი­ერს. კედ­ლებ­ზე უც­ნო­ბი მხატ­ვ­რე­ბის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი ეკი­და, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ღი­რე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი. თი­კო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში კარ­გად ერ­კ­ვე­ო­და და იცო­და, ნა­ხა­ტე­ბი რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ე­ფა­სე­ბი­ნა. რბი­ლი სა­ვარ­ძ­ლე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო სიმ­ყუდ­რო­ვეს ქმნი­და ფარ­თო, ნა­თელ ოთახ­ში, იატაკ­ზე და­გე­ბუ­ლი ძვირ­ფა­სი სპარ­სუ­ლი ხა­ლი­ჩა კი ისე­თი რბი­ლი იყო, ფე­ხე­ბი წა­რა­მა­რა შიგ ეფ­ლო­ბო­და.
- რო­გორც ჩანს, შე­ნი მი­რო ძა­ლი­ან მდი­და­რია, - ჩურ­ჩუ­ლით შე­ნიშ­ნა გა­ოგ­ნე­ბულ­მა.
- კი, ეგ­რეა, მაგ­რამ ასეთ წვრილ­მა­ნებს ნუ მი­აქ­ცევ ყუ­რადღე­ბას. მი­რი­ა­ნი ძა­ლი­ან უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნია. იცი, რამ­დენს მუ­შა­ობს? რაც მთა­ვა­რია, წე­სი­ე­რი ბი­ჭია, ეგ ზუს­ტად ვი­ცი. ხომ იტყ­ვი­ან, ბიზ­ნე­სი ბინ­ძუ­რი საქ­მეა და ბიზ­ნეს­მე­ნი პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით ვერ გამ­დიდ­რ­დე­ბაო, ტყუ­ი­ლია ეგ. მარ­თ­ლა მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია. აი, გა­იც­ნობ და შენ თვი­თონ მიხ­ვ­დე­ბი. ცო­ტას კი წა­ი­ა­ჭარ­ლებს თა­ვი­სი კი­ლო­თი, მაგ­რამ ეს ჩემ­თ­ვის ნაკ­ლი სუ­ლაც არ არის, - გა­და­ი­კის­კი­სა ნატ­კამ და თი­კოს ხე­ლი მოხ­ვია, - თბი­ლის­შიც გვაქვს ასე­თი დი­დი სახ­ლი. რომ ჩა­მო­ვალთ, იქაც დაგ­პა­ტი­ჟებ და იმა­საც გა­ნახ­ვებ, მცხე­თის ქუ­ჩა­ზე, გახ­სოვს, დი­მა რომ ცხოვ­რობ­და? აი, ზუს­ტად მის მე­ზობ­ლად. სა­ბერ­ძ­ნეთ­ში კი­დევ კერ­ძო სას­ტუმ­რო აქვს მი­როს. ასე რომ, რო­ცა გათხოვ­დე­ბი, თაფ­ლო­ბის თვეს უფა­სოდ გა­ა­ტა­რებ ზღვა­ზე, მთლად კლდის თავ­ზე.
თი­კოს სი­ხა­რულ­მა გუ­ლი მო­უ­წუ­რა.
- ჩე­მი კე­თი­ლი გო­გო... სა­ერ­თოდ არ ხარ შეც­ვ­ლი­ლი. ყო­ველ­თ­ვის ასე­თი იყა­ვი, მაგ­რამ გათხო­ვე­ბის რა მო­გახ­სე­ნო... ჯერ არა­ვინ ჩანს ჰო­რი­ზონ­ტ­ზე.
- ისე, შე­ნი გამ­კ­ვირ­ვე­ბია, ოღონდ მარ­თ­ლა. რაც თა­ვი მახ­სოვს, სულ გე­სე­ოდ­ნენ ეს ბი­ჭე­ბი და ახ­ლა რა ღმერ­თი გა­უწყ­რათ? გო­კა გახ­სოვს? ვა­ი­მე, რო­გორ უყ­ვარ­დი. აფ­რენ­და შენ­ზე. რამ­დენს ვშა­ყი­რობ­დით მა­გა­ზე, - ნატ­კა სი­ცი­ლით კვდე­ბო­და.
თი­კოს სა­ხე მო­ე­ქუფ­რა. გო­კას ხსე­ნე­ბას არ მო­ე­ლო­და. ეგო­ნა, აქ მა­ინც და­ის­ვე­ნებ­და მას­ზე ფიქ­რის­გან და აი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ისევ ამო­უ­ტივ­ტი­ვეს მი­სი სა­ხე­ლი. ჩა­ახ­ვე­ლა და მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად წარ­მოთ­ქ­ვა, თან ღი­მი­ლი აიფა­რა სა­ხე­ზე:
- რას ვი­ზამთ, ცხოვ­რე­ბა ჩვენ გე­მო­ზე არაა მოწყო­ბი­ლი. მეც ვე­ლო­დე­ბი, ოდეს­მე იქ­ნებ მეწ­ვი­ოს ნამ­დ­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. შენ რო­გორ გგო­ნია, ძა­ლი­ა­ნაა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი?
- რას ამ­ბობ, რა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი! ჯერ სულ რა­ღაც ოც­და­ექ­ვ­სი წლის ხარ, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნაა. მო­ი­ცა ცო­ტა! ნა­ხავ, რო­გორ ტა­ლიკ-ტა­ლი­კა ბი­ჭებს გა­გაც­ნობ ბა­თუმ­ში.
ამ ლა­პა­რაკ-ლა­პა­რაკ­ში მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავიდ­ნენ. თი­კო კარგ ხა­სი­ათ­ზე დად­გა, სა­ო­ცა­რი სიმ­სუ­ბუ­ქე და­ე­უფ­ლა. ამას­თან, უხა­რო­და, რომ ნატ­კას კარ­გი ქმა­რი შეხ­ვ­და და ბედ­ნი­ე­რი იყო. მე­რე რა, რომ აჭა­რუ­ლად უქ­ცევს? აქ­ცენტს და კი­ლოს მო­უკ­ვ­და პატ­რო­ნი, მთა­ვა­რი ხომ სიყ­ვა­რუ­ლია!
- აი, ეს იქ­ნე­ბა შე­ნი ოთა­ხი, - ნატ­კამ თეთ­რი კა­რი გა­მო­ა­ღო და თი­კოს ოთახ­ში შე­უძღ­ვა.
თი­კო იმ­წამ­ს­ვე მო­ი­ხიბ­ლა. გე­მოვ­ნე­ბით მოწყო­ბი­ლი კოპ­წია სა­ძი­ნე­ბე­ლი ადა­მი­ანს კარგ გუ­ნე­ბა­ზე და­ა­ყე­ნებ­და. კუთხე­ში, პა­ტა­რა მა­გი­და­ზე, ლარ­ნაკ­ში ჩაწყო­ბი­ლი ქრი­ზან­თე­მე­ბი იწო­ნებ­და თავს. თი­კო აივან­ზე გა­ვი­და და სუნ­თ­ქ­ვა შე­ეკ­რა. აივ­ნის ქვეშ ზღვის ტალ­ღე­ბი ლა­მის სახ­ლის კედ­ლებს ელა­მუ­ნე­ბო­და. მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი­ვით გაჰ­ყუ­რებ­და გა­რე­მოს და ბავ­შ­ვი­ვით უხა­რო­და.
- თა­ვი ზღა­პარ­ში მგო­ნია, - მხი­ა­რუ­ლად შეს­ძა­ხა, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და პირ-ცხვი­რი სექ­ტემ­ბ­რის მზეს მი­უშ­ვი­რა.
- ჯერ სად ხარ, სი­ურ­პ­რი­ზე­ბი წინ გე­ლო­დე­ბა, - ნატ­კამ მხარ­ზე ჯერ ხე­ლი და­ა­დო, მე­რე თა­ვი ჩა­მოს­დო, - იახ­ტით რომ გა­გა­სე­ირ­ნებ შუა ზღვა­ში, მე­რე ნა­ხე, რა მო­გი­ვა. მეც ასე და­მე­მარ­თა, აქ პირ­ვე­ლად რომ მო­ვე­დი. პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით ვჭყლო­პი­ნებ­დი. არ იცი, რა დღე­ში ჩავ­ვარ­დი... მი­დი ახ­ლა, გა­მო­იც­ვა­ლე, წყა­ლი გა­და­ივ­ლე და დაბ­ლა ჩა­მო­დი. ვი­სა­დი­ლოთ და მე­რე რა­ღა­ცას უნ­და მო­გიყ­ვე.
- ცუ­დი არა­ფე­რი მითხ­რა, იცო­დე.
- ცო­ტა სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვია, უკ­ვე ჩავ­ლი­ლი, მაგ­რამ მა­ინც უნ­და მო­გიყ­ვე, იმი­ტომ, რომ შე­ნი დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა, გეს­მის? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­სე­რი­ო­ზულ­და ნატ­კა და მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი მზე­რით შე­ხე­და მე­გო­ბარს.
მი­სი ინ­ტო­ნა­ცია იმ­დე­ნად არ მო­ე­წო­ნა თი­კოს, რომ მა­შინ­ვე და­ი­ძა­ბა.
- ახ­ლა­ვე მო­მი­ყე­ვი, წყლის გა­დავ­ლე­ბას მე­რეც მო­ვას­წ­რებ. ჭა­მით კი­დევ ჯერ არ მშია, - იც­რუა და ოთახ­ში შებ­რუნ­და.
ორი­ვე­ნი სა­ვარ­ძ­ლებ­ში მო­კა­ლათ­დ­ნენ. უეც­რად სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა. ნატ­კა შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი იჯ­და, თით­ქოს სა­უბ­რის დაწყე­ბა უჭირ­და. თი­კო იც­დი­და. და­ქა­ლის და­ძა­ბუ­ლო­ბა აოცებ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ნატ­კა ოთა­ხი­დან გა­ვი­და და ცო­ტა ხან­ში ან­თე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტით ხელ­ში დაბ­რუნ­და. მე­რე კვლავ სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და, ღრმა ნა­ფა­ზი და­არ­ტყა და ხმა­დაბ­ლა და­იწყო:
- სა­ნამ მთა­ვარ სათ­ქ­მელს მი­ვად­გე­ბო­დე, მინ­და გითხ­რა, რომ მი­რო ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ნამ გავ­ყ­ვე­ბო­დი, არც ვი­ცო­დი, ასე­თი მდი­და­რი თუ იყო. შე­მიყ­ვარ­და და მივ­თხოვ­დი. ხომ მო­მი­ყო­ლია, რო­გორ გა­ვი­ცა­ნი? სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ვის­ვე­ნებ­დი და იქ შევ­ხ­ვ­დი. მის სას­ტუმ­რო­ში ვცხოვ­რობ­დი და არც ვი­ცო­დი, მი­სი თუ იყო. გა­ვი­ცა­ნი თუ არა, მა­შინ­ვე შე­მიყ­ვარ­და. დავ­ბ­რუნ­დი თუ არა იქი­დან, ეგ­რე­ვე თან ჩა­მომ­ყ­ვა და ცო­ლო­ბა მთხო­ვა. იცი, რა ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი? მი­წა­ზე ვერ ვე­ტე­ო­დი. მაგ­რამ აი, ჩე­მი მაზ­ლის და­ღუპ­ვის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა.
- რო­დის და­ი­ღუ­პა? ეგ არ ვი­ცო­დი...
- გა­ზაფხულ­ზე. შენ­თან ბო­ლო დროს არ მქო­ნია კონ­ტაქ­ტი, რომ მეთ­ქ­ვა. არც მქონ­და არაფ­რის თა­ვი, ისე­თი შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი გა­დაგ­ვ­ხ­და. ბი­ჭი ჰყავს, ნი­კა, ხუ­თი წლის. აივან­ზე ასუ­ლა თურ­მე და დაბ­ლა იხე­დე­ბო­და. ეს და­უ­ნა­ხავს და გა­ვარ­დ­ნი­ლა ბავ­შ­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად. წა­მიც და გა­და­ვარ­დე­ბო­და. ამ დროს ფე­ხი აუს­ხ­ლ­ტა, ბავშვს კი და­ავ­ლო ხე­ლი და უკან გად­მო­ის­რო­ლა, მაგ­რამ თვი­თონ თა­ვი ვერ შე­ი­კა­ვა, აივა­ნი გა­ან­გ­რია და გა­და­ვარ­და. კი გა­დარ­ჩე­ბო­და, მაგ­რამ თა­ვი ლოდს და­არ­ტყა და ეგ­რე­ვე მოკ­ვ­და. ის ლო­დი ავი­ღეთ და ზღვა­ში გა­და­ვაგ­დეთ. სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია იყო, არ იცი, აქ რა ხდე­ბო­და.
- თქვენ­თან ცხოვ­რობ­და?
- საქ­მე ისაა, რომ არა. ცოლ-შვი­ლით და­სას­ვე­ნებ­ლად იყო ჩა­მო­სუ­ლი.
თი­კოს თვა­ლე­ბი აუც­რემ­ლი­ან­და.
- საწყა­ლი... და ბავ­შ­ვი? ბავ­შ­ვი სად არის?
- აქ არის, ჩვენ­თან ცხოვ­რობს. მი­როს ერ­თა­დერ­თი ნუ­გე­ში ახ­ლა ნი­კაა, - ნატ­კა წა­მით გა­ჩუმ­და, სი­გა­რეტ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ფერფლს თვა­ლი მი­აშ­ტე­რა და გა­ნაგ­რ­ძო, - მას შემ­დეგ მი­რო საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­იც­ვა­ლა.
ნატ­კა აივ­ნის­კენ და­იძ­რა, მაგ­რამ ვერ მო­ას­წ­რო. ფერ­ფ­ლი იატაკ­ზე და­ი­ყა­რა. ქალ­მა ხე­ლი ჩა­იქ­ნია და უკან გა­მობ­რუნ­და.
- ჯან­და­ბა! ვერ მო­ვას­წა­რი გა­და­ფერ­ფ­ლე­ბა. ამ ოთახ­ში კი­დევ სა­ფერ­ფ­ლე არ არის. არა უშავს, მოვ­წ­მენდ მე­რე.
- ბავშვს რა­ტომ არ აჩენ, ნატ­კა? - თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით შე­ე­კითხა თი­კო.
- ხომ იცი, რომ შვი­ლის გა­ჩე­ნა არ მინ­და. და­ვი­ღა­ლე ბავ­შ­ვე­ბის გაზ­რ­დით. ჩე­მი ხუ­თი­ვე და-ძმა სულ მე გავ­ზარ­დე. ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ვი­ყა­ვი და იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბო­დი, დე­და­ჩემს ამა­ში მა­ინც დავ­ხ­მა­რე­ბო­დი. თით­ქ­მის არ მქო­ნია არც ბავ­შ­ვო­ბა და ახალ­გაზ­რ­დო­ბა. უმა­მო­ბამ და­ღი და­მას­ვა. ერ­თა­დერ­თი დე­და მუ­შა­ობ­და და სხვა რა გზა მქონ­და, რომ არ მივ­ხ­მა­რე­ბო­დი? ჰო­და, ახ­ლა ვი­ნაზღა­უ­რებ და­კარ­გულ წლებს. ჯერ არ ვა­პი­რებ ბავ­შ­ვის გა­ჩე­ნას. მი­რომ იცის ეს. მას­თან პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გუ­ლახ­დი­ლი ვი­ყა­ვი და და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ყვე­ლა­ფერს მო­ვუ­ყე­ვი. ახ­ლა კი გა­ვა­ჩენ­დი ბავშვს, მის მდგო­მა­რე­ო­ბას რომ ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ თვი­თონ აღარ უნ­და, ჯერ ნი­კო წა­მო­ი­ზარ­დო­სო. ეში­ნია, მი­სი წი­ლი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი ჩვენს შვილ­ზე არ გა­და­ვი­დეს. ბი­ჭი ისე­დაც ტრავ­მი­რე­ბუ­ლია. ხომ იცი, პა­ტა­რე­ბი რო­გო­რი ეჭ­ვი­ა­ნე­ბი არი­ან. გარ­და ამი­სა, იმ დღის შემ­დეგ სა­შინ­ლად ჭირ­ვე­უ­ლი გახ­და. ღა­მით კოშ­მა­რე­ბი ესიზ­მ­რე­ბა და ხში­რად იღ­ვი­ძებს. სულ მა­მას გა­ი­ძა­ხის, დე­დას არც კი ახ­სე­ნებს. გიჟ­დე­ბო­და მა­მა­მის­ზე.
- და დე­და? სა­დაა დე­და­მი­სი?
- წა­ვი­და. შვი­ლი მი­ა­ტო­ვა და გა­იქ­ცა. სულ ამის ბრა­ლია, მა­მუ­კა რომ და­ი­ღუ­პაო და მო­ი­ძუ­ლა ბავ­შ­ვი, მი­სი და­ნახ­ვაც არ სურს.
- რა სა­ში­ნე­ლე­ბაა! რაც უნ­და იყოს, შვილს ზურ­გი რო­გორ უნ­და აქ­ცი­ოს დე­დამ?
- მი­როს პი­რი­ქით, უხა­რია კი­დეც, ნი­კა­ზე უარი რომ თქვა. ამ­ბობს, ბავ­შ­ვი სრულ­ფა­სო­ვან ოჯახ­ში უნ­და გა­ი­ზარ­დოს და უმა­მო­ბა არ იგ­რ­ძ­ნო­სო. ბო­ლოს მა­ინც მო­ძებ­ნი­ან ერ­თ­მა­ნეთს დე­და და შვი­ლი, ახ­ლა კი, ამ ეტაპ­ზე ასე უკე­თე­სიაო.
- შენ რო­გორ ფიქ­რობ?
- აბა, რა გითხ­რა. ცო­ტა თა­ვი­სე­ბუ­რი გო­გოა ჩე­მი მაზ­ლის ცო­ლი. დე­დი­სერ­თაა და თავ­ზე ბუზს არ ის­ვამ­და არას­დ­როს. მა­მუ­კას თა­ვის ნე­ბა­ზე ათა­მა­შებ­და. ისიც ნე­ბის­მი­ერ სურ­ვილს უს­რუ­ლებ­და. ისე, სი­მარ­თ­ლე უნ­და ით­ქ­ვას, კი­ნა­ღამ გა­დაჰ­ყ­ვა ქმრის სიკ­ვ­დილს. სადღა იპო­ვის მის­ნა­ირ ბუნ­ჩუ­ლას და დამ­ყოლს? რად­გან ბავ­შ­ვ­ზე უარი თქვა, მი­როც ცუ­დად მო­ექ­ცა. მა­მუ­კას ბი­ნა­ში აღარ შე­უშ­ვა და უბი­ნა­ოდ და­ტო­ვა. ვერც იჩივ­ლებს, ვერც ვე­რა­ფე­რი. ის ბი­ნა მი­როს ნა­ყი­დი იყო და მა­მუ­კამ გა­და­ფორ­მე­ბა ვერ მო­ას­წ­რო. სულ ახა­ლი ნა­ყი­დი ჰქონ­და. გა­და­ყო­ლი­ლი იყო ძმას, გიჟ­დე­ბო­და მას­ზე. ახ­ლა ძმა აღარ ჰყავს და მთე­ლი ყუ­რადღე­ბა ნი­კა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი. რა თქმა უნ­და, მეც მინ­და, ბავშვს არა­ფე­რი და­აკ­ლ­დეს და სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ი­ზარ­დოს, მაგ­რამ არა ჩვენს ხარ­ჯ­ზე, გეს­მის? მინ­და, წა­იყ­ვა­ნოს დე­და­მის­მა და მი­ხე­დოს. ვე­ლა­პა­რა­კე კი­დე­ვაც მა­რის, და­ვარ­წ­მუ­ნე, თუ ბავშვს შენ გაზ­რ­დი, ბი­ნა­საც შენს სა­ხელ­ზე გა­და­ვა­ფორ­მე­ბი­ნებ-მეთ­ქი, მაგ­რამ მი­რომ ქვა ააგ­დო და თა­ვი შე­უშ­ვი­რა. მაგ­რად ვიჩხუ­ბეთ, ჩემს საქ­მე­ებ­ში რა­ტომ ერე­ვიო. იმ ქალ­მაც დაჰ­კ­რა ფე­ხი და იტა­ლი­ა­ში წა­ვი­და. ეს ბავ­შ­ვი კი მე შემ­რ­ჩა.
თი­კოს გულ­ზე მოხ­ვ­და და­ქა­ლის სიტყ­ვე­ბი. ნატ­კას­გან ამას არ მო­ე­ლო­და. `მა­ინც შეც­ვ­ლი­ლა~, - გა­ი­ფიქ­რა გო­ნე­ბა­ში.
- აღ­მ­ზ­რ­დე­ლი რომ აუყ­ვა­ნოთ?
- მი­რო სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მ­დე­გია. არა­და... იცი, რა­ტომ მო­გი­ყე­ვი ახ­ლა ეს ამ­ბა­ვი? კვი­რის ბო­ლოს ათენ­ში მი­დის თა­ვის საქ­მე­ებ­ზე, მე კი აქ მტო­ვებს. ცხოვ­რე­ბა­ში მარ­ტო არ­სად წა­სუ­ლა, სულ თან დავ­ყ­ვე­ბო­დი ყველ­გან. გუ­ლი მიკ­ვ­დე­ბა. მი­სი ძმის­შ­ვი­ლის გა­მო მე რა­ტომ უნ­და და­ვი­ჩაგ­რო? ამა­ზე ლა­მის ერ­თ­მა­ნე­თი დავ­ხო­ცეთ. გაგ­შორ­დე­ბი-მეთ­ქი, ვუთხა­რი. მე მგო­ნი, უნ­და, რომ ნი­კა იშ­ვი­ლოს. ამას ვერ ავი­ტან.
თი­კომ ამო­ი­ოხ­რა, თმა მხარ­ზე გა­და­ი­ყა­რა და შემ­პა­რა­ვი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა:
- ნატ­კა, საყ­ვა­რე­ლო. არა მგო­ნია, შენს ქმარს ნაკ­ლე­ბად უყ­ვარ­დე. მაგ­რამ რად­გან შენ ბავ­შ­ვის გა­ჩე­ნა არ გინ­და, იქ­ნებ იმი­ტო­მაც გა­დაწყ­ვი­ტა ნი­კას შვი­ლად აყ­ვა­ნა? იქ­ნებ პრობ­ლე­მა შენ­შია და არა ნი­კა­ში?
- და რას მირ­ჩევ, გან­ზე გავ­დ­გე? - ნატ­კამ თვა­ლე­ბი და­აკ­ვე­სა, ფან­ჯა­რას­თან მი­ვი­და და ხე­ლე­ბი გულ­ზე გა­და­იჯ­ვა­რე­დი­ნა, - შენ გყვა­რე­ბია ოდეს­მე ვინ­მე ისე, რომ სხვა აღა­რა­ფერს ჰქო­ნია შენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა?
თი­კომ თვა­ლე­ბი და­ხა­რა.
- ალ­ბათ მყვა­რე­ბია...
გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ნატ­კა მის­კენ და­იძ­რა, ხე­ლე­ბი მხრებ­ზე შე­მო­აწყო, თვა­ლებ­ში ჩა­აც­ქერ­და და მტკი­ცე ხმით უთხ­რა:
- ჰო­და, შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თ­ვის უნ­და და­იც­ვა. იცი, რა სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­ცა გრძნობ, რომ შე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა სხვის ხელ­შია და სა­და­ცაა, გა­გიფ­რინ­დე­ბა?
თი­კოს გუ­ლი მო­ე­წუ­რა, თვა­ლი თვალ­ში გა­უ­ყა­რა და­ქალს და ყრუ ხმით მი­უ­გო:
- ვი­ცი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი