თამაში მზესთან (თავიIII)
font-large font-small
თამაში მზესთან (თავიIII)
რა­ტომ­ღაც, ზუ­ზის დინ­ჯი, ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმა თი­კო­ზე და­მამ­შ­ვი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­და და ცდი­ლობ­და, მას­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა. მი­რო აშ­კა­რა პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყ­რო­ბო­და ძმა­კაცს. მა­თი სა­უბ­რი­დან თი­კომ სა­ჭი­რო დას­კ­ვ­ნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა. მიხ­ვ­და, რომ ზუ­ზიც ბიზ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თა­ნაც, ერ­თობ წარ­მა­ტე­ბუ­ლით.
ზუ­ზი ხან­და­ხან გა­მო­ხე­დავ­და ახალ­გაც­ნო­ბილ ქალს. ქედ­მაღ­ლუ­რი, ჯი­ქუ­რი მზე­რით შე­ავ­ლებ­და თვალს, რაც თი­კოს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევ­და და შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქა, რო­ცა მა­მა­კა­ცი წა­მოდ­გა და წას­ვ­ლა და­ა­პი­რა. მან სა­დი­ლად დარ­ჩე­ნა­ზე უარი გა­ნაცხა­და, იქ მყოფთ და­ემ­შ­ვი­დო­ბა და გა­სას­ვ­ლე­ლის­კენ გა­ე­შუ­რა. იგი ნატ­კამ გა­ა­ცი­ლა.
რო­გორც იქ­ნა, თი­კო მო­ეშ­ვა, და­ძა­ბუ­ლო­ბამ გა­უ­ა­რა და მი­როს­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნილ­მა თა­ვი­სუფ­ლად იგ­რ­ძ­ნო თა­ვი. და­ქა­ლის ქმარ­საც უნ­დო­და, სტუ­მა­რი რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე გა­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ გუ­დას თა­ვი მოხ­ს­ნა და სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა და­იწყო.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად თი­კომ იგ­რ­ძ­ნო, რომ ვი­ღაც უყუ­რებ­და. თა­ვი მი­აბ­რუ­ნა და კარ­თან ატუ­ზუ­ლი პა­ტა­რა ბი­ჭი შე­ამ­ჩ­ნია. მი­რომ მის მზე­რას თვა­ლი გა­ა­ყო­ლა და რო­ცა პა­ტა­რა და­ი­ნა­ხა, გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხით და­უ­ძა­ხა:
_ ნი­კა, მო­დი ჩვენ­თან, ნუ გრცხვე­ნია.
ბი­ჭუ­ნა თით­ქოს ამ სიტყ­ვებს ელო­დაო, გა­ხა­რე­ბუ­ლი მოს­წყ­და ად­გილს, ოთა­ხი სირ­ბი­ლით გად­მოჭ­რა და ბი­ძის მუხ­ლებ­ში ჩარ­გო თა­ვი. მი­რომ ბავშვს ალერ­სი­ა­ნად გა­და­უს­ვა ხუ­ჭუ­ჭა თმა­ზე ხე­ლი.
_ რა ქე­ნი, ლექ­სი ის­წავ­ლე?
_ კი, უკ­ვე ვის­წავ­ლე, მაგ­რამ აქ არ ვიტყ­ვი, _ ბიჭ­მა ხუ­ჭუ­ჭა თა­ვი ას­წია და ბი­ძას ხშირ­წამ­წა­მე­ბი­ა­ნი თვა­ლე­ბი შე­ა­ნა­თა.
ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბავ­შ­ვი იყო, თი­კო თვალს არ აშო­რებ­და. რაც უფ­რო აკ­ვირ­დე­ბო­და პა­ტა­რას, მით უფ­რო ეკუმ­შე­ბო­და გუ­ლი. ბი­ჭუ­ნას სა­ხე გაჰ­ფით­რე­ბო­და და თვა­ლის უპე­ე­ბი ჩა­შა­ვე­ბო­და, რაც იმა­ზე მეტყ­ვე­ლებ­და, რომ უძი­ლო­ბას შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა. მე­რე ნი­კამ მზე­რა თი­კო­ზე გა­და­ი­ტა­ნა და მორ­ცხ­ვად შე­ხე­და.
მი­როს გა­ე­ცი­ნა.
_ მოგ­წონს? ხომ ლა­მა­ზი დე­ი­დაა?
ბიჭ­მა თა­ვი და­უქ­ნია და ასე, თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი, ბი­ძა­მი­სის მუხ­ლებს მი­ეტ­მას­ნა.
_ ჰო­და, ძა­ლი­ან კარ­გი. ეს დე­ი­და ჩვენ­თან იცხოვ­რებს. მი­დი, მი­ე­სალ­მე.
ნი­კა მი­როს მო­შორ­და, მაგ­რამ თი­კოს­კენ ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამს, და­მორ­ცხ­ვე­ბუ­ლი იდ­გა და იღი­მო­და.
_ მი­დი, რი­სი გრცხვე­ნია, კა­ცი არ ხარ? ამ დე­ი­დამ თქვა, მე და ნი­კა უნ­და დავ­მე­გობ­რ­დე­თო.
თი­კომ თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად თა­ვი და­აქ­ნია და გუ­ნე­ბა­ში გა­უ­ელ­ვა _ რა უსა­მარ­თ­ლო­ბაა, რომ ბავ­შ­ვე­ბის ასე მო­სიყ­ვა­რუ­ლე კაცს ღვიძ­ლი შვი­ლი არ ჰყავ­სო.
ნი­კა, იმის მა­გივ­რად, რომ თი­კოს მი­ახ­ლო­ე­ბო­და, ბი­ძა­მისს მო­ეხ­ვია, ხე­ლე­ბი კი­სერ­ზე შე­მო­აჭ­დო და მკერ­დ­ზე მი­ე­ხუ­ტა.
_ მი­დი­სო და მარ­თა­ლია? _ ნა­ხევ­რად ჩურ­ჩუ­ლით შე­ე­კითხა.
_ სულ ცო­ტა ხნით, ნი­კა, სუ­უ­ულ სუ­ულ ცო­ტა ხნით, _ მი­უ­გო მი­რომ და `სულ ცო­ტა ხნით~ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ცე­რა თი­თით მო­ნიშ­ნა.
_ ნატ­კაც?
_ კი, ნატ­კაც და შენ­თან თი­კო დე­ი­და დარ­ჩე­ბა. ხომ თქვი, მომ­წონ­სო, ჰო­და, შენ იცი, არ გა­აბ­რა­ზო, ხომ?
ბავშვს სა­ხე შე­ეც­ვა­ლა, ტუ­ჩე­ბი აუკან­კალ­და და უფ­რო მაგ­რად მი­ე­ხუ­ტა მი­როს.
_ მე შენ­თან მინ­და, ძია, აქ არ მინ­და! _ ყრუდ ამოთ­ქ­ვა და თა­ვი ჩა­ღუ­ნა.
მი­რომ ქო­ჩორ­ზე მო­ქა­ჩა ბავშვს, მე­რე ხე­ლის სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბით აუჩე­ჩა თმა და შუბ­ლ­ზე აკო­ცა.
_ იცი, რა მა­ლე გა­ივ­ლის დრო? მო­ნატ­რე­ბას ვერ მო­ას­წ­რებ, რომ ჩვენ უკ­ვე აქ ვიქ­ნე­ბით.
_ შე­თან მინ­და... _ არ ნებ­დე­ბო­და ნი­კა.
_ მე­რე შენც წა­გიყ­ვან, კარ­გი? ახ­ლა ვე­რა. ახ­ლა სამ­სა­ხუ­რის გა­მო მივ­დი­ვარ, იქ კი ბავ­შ­ვე­ბი არ დაჰ­ყავთ.
ნი­კას თვა­ლე­ბი გა­უბ­რ­წყინ­და.
_ მარ­თ­ლა წა­მიყ­ვან, ძია მი­რო? მარ­თ­ლა?
_ აბა, რა. გა­ნა ოდეს­მე მო­მიტყუ­ე­ბი­ხარ?
თი­კოს კი­დევ უფ­რო შე­ე­ცო­და პა­ტა­რა. მა­მა­და­კარ­გულს და დე­დის ალერსს მოკ­ლე­ბულს იმის ეში­ნო­და, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბი­ძაც არ და­ე­კარ­გა.
ოთახ­ში ნატ­კა შე­მო­ვი­და. მას მი­როს მძღო­ლი შე­მოჰ­ყ­ვა თან, გრი­შა.
_ წა­მო, ვი­სა­დი­ლოთ, _ ხე­ლი აიქ­ნია ნატ­კამ, _ გრი­შას მო­ტა­ნი­ლი და მა­როს მომ­ზა­დე­ბუ­ლი თევ­ზი და­ვა­გე­მოვ­ნოთ.
სა­დი­ლის დროს ნატ­კა ცდი­ლობ­და, ქმრის­თ­ვის თა­ვი მხი­ა­რუ­ლად მო­ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, უკ­ბი­ლო­დაც კი გა­ი­ხუმ­რა, მაგ­რამ მი­სი ყო­ვე­ლი ქმე­დე­ბა აშ­კა­რად ხე­ლოვ­ნუ­რად მო­ჩან­და და თი­კო მიხ­ვ­და, რომ და­ქა­ლი რა­ღა­ცის და­მალ­ვას ცდი­ლობ­და.
მი­რო ან ვერ ამ­ჩ­ნევ­და ამას, ან არ უნ­დო­და შემ­ჩ­ნე­ვა და თავს იკა­ტუ­ნებ­და.
ფაქ­ტი იყო, ნატ­კას აღი­ზი­ა­ნებ­და მი­როს ნი­კას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თით­ქოს თვი­თო­ნაც ცდი­ლობ­და, ბავ­შ­ვის მი­მართ სით­ბო გა­მო­ე­ხა­ტა, მაგ­რამ სა­შინ­ლად უნი­ჭოდ გა­მოს­დი­ო­და. `რო­გორ არა­გულ­წ­რ­ფელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს ეს გო­გო~, _ უკ­მა­ყო­ფი­ლოდ გა­ი­ფიქ­რა თი­კომ.
სა­მა­გი­ე­როდ, ნი­კა­თი მო­ი­ხიბ­ლა. ჩან­და, რომ ბავ­შ­ვი კარ­გად იყო აღ­ზ­რ­დი­ლი და ლა­პა­რა­კობ­და მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა მას მი­მარ­თავ­დ­ნენ. არც ერ­თხელ უფ­რო­სე­ბის სა­უ­ბარ­ში არ ჩა­რე­უ­ლა, არც ჭა­მის დროს ამო­უ­ღია ხმა. სა­დი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბი­ძას უყუ­რებ­და, თა­ნაც ისე­თი მო­წი­წე­ბი­თა და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით, ადა­მი­ანს გუ­ლი მო­უკ­ვ­დე­ბო­და. იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რომ მის­თ­ვის ამ­ქ­ვეყ­ნად სხვა, უფ­რო ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობ­და. მკითხა­ო­ბა არ სჭირ­დე­ბო­და იმას, რომ მი­როს გვერ­დით ყოფ­ნას ბავ­შ­ვის­თ­ვის უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა მოჰ­ქონ­და.
რო­ცა ჭა­მას მორ­ჩ­ნენ, მი­რო თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში გა­ვი­და. გას­ვ­ლი­სას მან კი­დევ ერ­თხელ აუწე­წა თმა ბი­ჭუ­ნას, რო­მელ­მაც ბი­ძას სევ­დი­ა­ნი მზე­რა გა­ა­ყო­ლა. რო­ცა მა­რომ მა­გი­და აალა­გა და და­ქა­ლე­ბი ნი­კას­თან ერ­თად მარ­ტო­ნი დარ­ჩ­ნენ, ნატ­კამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ჭი­რო­ზე ხმა­მაღ­ლა წა­მო­ი­ძა­ხა:
_ ნი­კა, გრი­შას­თან წა­დი და სთხო­ვე, ხელ-პი­რი და­გა­ბა­ნი­ნოს. ცო­ტა ხან­ში სა­სე­ირ­ნოდ უნ­და წა­ვი­დეთ!
_ ახ­ლა­ვე, ნატ­კა დე­ი­და, _ მორ­ჩი­ლად მი­უ­გო ბავ­შ­ვ­მა, სკა­მი­დან წა­მოხ­ტა და ოთა­ხი­დან ისე გა­ვი­და, თით­ქოს ფე­ხე­ბი უკან რჩე­ბაო.
ნატ­კას სუნ­თ­ქ­ვა გახ­ში­რე­ბო­და.
_ ნატ, რა გჭირს? _ მხარ­ზე ხე­ლი და­ა­დო თი­კომ მე­გო­ბარს.
_ ის წა­ვი­და, მაგ­რამ მი­სი აქ ყოფ­ნა მა­ინც იგ­რ­ძ­ნო­ბა. ეს ნორ­მა­ლუ­რია? _ აწუ­წუნ­და.
_ აზ­ვი­ა­დებ, გე­ფი­ცე­ბი, _ გა­ნაწყენ­და თი­კო.
_ ხე­დავ, მი­რო რო­გორ ექ­ცე­ვა? მარ­ტო იმას აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას, მე თით­ქოს არც ვარ­სე­ბობ­დე. ძა­ლი­ან გთხოვ, არ მითხ­რა ახ­ლა, მე­ცო­დე­ბიო, თო­რემ გავ­გიჟ­დე­ბი. ისე­დაც დი­დი ხა­ნია, ხმა­მაღ­ლა დაყ­ვი­რე­ბა მინ­და!
_ შენ მარ­თ­ლა უნ­და გა­ემ­გ­ზავ­რო ცო­ტა ხნით, _ რაც შე­იძ­ლე­ბო­და, მშვი­დად წარ­მოთ­ქ­ვა თი­კომ, _ კარ­გია, რომ ქა­ლა­ქი­დან გა­დი­ხარ. არ და­გი­მა­ლავ და, არ მომ­წონს შე­ნი ქცე­ვა. რად­გან შე­ნი მე­გო­ბა­რი მქვია, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, სი­მარ­თ­ლე პირ­ში გითხ­რა. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, შენს საქ­ცი­ელს გა­მარ­თ­ლე­ბა არა აქვს. მი­რო გრძნობს შენს ნი­კას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, იცი? დე­ბი­ლი ხომ არ გგო­ნია ამ­ხე­ლა კა­ცი? რა გაქვს სა­ეჭ­ვი­ა­ნო? ის თუ შვი­ლი­ვით უყ­ვარს, შენ ცო­ლი­ვით უყ­ვარ­ხარ. ეს ორი, სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია და...
_ თი­კუ­ნა, გა­ნა ვერ ვხვდე­ბი, რომ ვერ ვიქ­ცე­ვი ისე, რო­გორც სა­ჭი­როა? მაგ­რამ რა ვქნა, ვე­რა­ფერს ვერ ვუ­ხერ­ხებ ჩემს თავს. არ ვი­ცი, ასე რამ გა­მა­ბო­რო­ტა. მეც რომ ისე მო­ვექ­ცე ამ ბავშვს, რო­გორც მი­რო ექ­ცე­ვა, ჩვენს სა­წოლ­ში ამო­ყოფს თავს. მას თა­ვი­სი ოთა­ხი აქვს და სუ­ლაც არ მინ­და, ჩვენ­თან გად­მო­ი­ნაც­ვ­ლოს. მი­რო მთელ ღა­მეს იმას აყუ­რა­დებს, მშვი­დად თუ სძი­ნავ­სო. სექ­სის დრო­საც კი იმის­კენ აქვს ყუ­რადღე­ბა მიპყ­რო­ბი­ლი, _ დამ­ცი­ნა­ვად ჩა­ი­ცი­ნა.
_ ად­რე თქვენს ოთახ­ში ეძი­ნა?
_ არა, მაგ­რამ მი­სი ოთა­ხი ჩვე­ნი სა­ძი­ნებ­ლის გვერ­დი­თაა და კა­რი მთე­ლი ღა­მე ღიაა, რად­გან ხში­რად ეღ­ვი­ძე­ბა. წა­მო­იყ­ვი­რებს ხოლ­მე ძილ­ში და ესეც და­ფე­თე­ბუ­ლი მას­თან გარ­ბის. რამ­დენ­ჯერ დი­ლამ­დე დარ­ჩე­ნი­ლა იქ.
ნატ­კამ სი­გა­რეტს მო­უ­კი­და. თი­კომ შე­ამ­ჩ­ნია, რო­გორ უკან­კა­ლებ­და თი­თე­ბი და­ქალს. ძლი­ე­რად იყო აღ­გ­ზ­ნე­ბუ­ლი. მიხ­ვ­და თი­კო, რომ ნატ­კას აუცი­ლებ­ლად უნ­და დახ­მა­რე­ბო­და. ვერ ცნობ­და მე­გო­ბარს, ის სულ სხვა­ნა­ი­რი ახ­სოვ­და, ახ­ლა კი ძა­ლი­ან შეც­ვ­ლი­ლი ეჩ­ვე­ნა. ასე თუ გა­აგ­რ­ძე­ლებ­და, ეჭ­ვი არ იყო, ოჯა­ხი და­ენ­გ­რე­ო­და.
თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და შე­ე­ცა­და, მოვ­ლე­ნე­ბის­თ­ვის ნატ­კას თვა­ლით შე­ე­ხე­და. ნუ­თუ მა­საც და­ე­მარ­თე­ბო­და ასე­თი რამ, მი­როს ცო­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო? არა, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში! ჯერ ერ­თი, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ბავ­შ­ვე­ბი, ად­ვი­ლად შე­ეძ­ლო გა­ში­ნა­უ­რე­ბო­და, შეჭ­რი­ლი­ყო მათ სამ­ყა­რო­ში, ეს კი ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ეხ­მა­რე­ბო­და. ნატ­კას პი­რი­ქით, ბავ­შ­ვე­ბი არას­დ­როს აინ­ტე­რე­სებ­და. ამი­ტო­მაც არ აჩენ­და შვილს. სწო­რედ მათ გა­მო არ ჰქონ­და ნორ­მა­ლუ­რი ბავ­შ­ვო­ბა, რა­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი და­ღი და­ამ­ჩ­ნია მის ცხოვ­რე­ბას, რო­მელ­საც ამ­ჯე­რად უფ­რო დი­დი საფ­რ­თხე ემუქ­რე­ბო­და.
თი­კო მხარ­ზე მი­ე­ხუ­ტა.
_ არა­ფერ­ზე იდარ­დო, _ ჩურ­ჩუ­ლით უთხ­რა, _ შემ­დეგ კვი­რას თქვენ ორი­ვე­ნი უკ­ვე შორს იქ­ნე­ბით. ჩათ­ვა­ლე, რომ ეს თქვე­ნი მე­ო­რე თაფ­ლო­ბის თვეა, კარ­გი? _ მან ეშ­მა­კუ­რად გა­ი­ღი­მა და და­ა­მა­ტა, _ ცო­ტა არ იყოს, მშურს შე­ნი, ოღონდ თეთ­რი შუ­რით. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია შე­ნი ქმა­რი. ვხვდე­ბი, რა­ტო­მაც გე­ში­ნია მი­სი და­კარ­გ­ვის, მი­სი შეყ­ვა­რე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, _ ამ სიტყ­ვე­ბით თვა­ლებ­ში ჭინ­კე­ბი აუთა­მაშ­და, თით­ქოს და­ქალს აეჭ­ვი­ა­ნებ­და, რა­თა მის­თ­ვის ხა­სი­ა­თი შე­ეც­ვა­ლა.
_ უყუ­რე ერ­თი ამას, _ გა­და­ი­კის­კი­სა ნატ­კამ, _ გინ­და, რომ ჩე­მი მე­ტო­ქე გახ­დე? _ მსწრაფლ შე­ეც­ვა­ლა გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა, გამ­ხი­ა­რულ­და და თი­კოს გა­და­ეხ­ვია, _ მი­ხა­რია, რომ ჩე­მი გეს­მის.
_ მე კი მი­ხა­რია, რომ სი­ცი­ლის ხა­სი­ათ­ზე და­გა­ყე­ნე.
_ მო­დი, თი­კუ­ნა, მე და შენ გა­ვი­სე­ირ­ნოთ, ნი­კა დარ­ჩეს სახ­ლ­ში, გრი­შას­თან. რას იტყ­ვი?
სა­ნამ თი­კო პა­სუხს გას­ცემ­და, ოთახ­ში ნი­კა შე­მობ­რუნ­და. კოხ­ტად და­ბა­ნილ-და­ვარ­ცხ­ნი­ლი კარ­თან აიტუ­ზა. იდ­გა მარ­ტო­სუ­ლი და დაბ­ნე­უ­ლი. თი­კომ იგ­რ­ძ­ნო, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და ბი­ჭუ­ნა.
_ გა­ვი­სე­ირ­ნოთ და ნი­კაც თან წა­ვიყ­ვა­ნოთ, _ თი­კომ ჯერ ხე­ლე­ბი მუხ­ლებ­ზე და­იტყა­პუ­ნა, მე­რე წა­მოდ­გა და ბავშვს მი­უ­ახ­ლოვ­და.
ბიჭ­მა ერ­თი ნა­ბი­ჯით უკან და­ი­ხია, მაგ­რამ თი­კო არ და­ნებ­და, ხე­ლი მხარ­ზე მოხ­ვია და მის­კენ და­ი­ხა­რა.
_ ნი­კა, იცი, რა? მე პირ­ვე­ლად ვარ ბა­თუმ­ში და აქა­უ­რო­ბის არა­ფე­რი ვი­ცი. ხომ და­მეხ­მა­რე­ბი ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ში? შენ­ნა­ი­რი კა­ცი რომ მე­ყო­ლე­ბა გვერ­დით, არაფ­რის არ შე­მე­შინ­დე­ბა.
ბი­ჭუ­ნა ყოყ­მა­ნობ­და, არ იცო­და, რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო _ ამ უც­ნობ დე­ი­დას გაჰ­ყო­ლო­და თუ შინ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. კითხ­ვით სავ­სე მზე­რა ნატ­კას მი­აპყ­რო, თით­ქოს ნე­ბარ­თ­ვას მის­გან ელო­და.
პა­სუ­ხის ნაც­ვ­ლად ნატ­კამ თბი­ლად გა­უ­ღი­მა და ნი­კას იმე­დი მო­ე­ცა.
_ კარ­გი, წა­ვი­დეთ, _ ჩუ­მად ამო­ღერ­ღა და თი­კოს ხე­ლი ჩაჰ­კი­და.
ქალს გუ­ლი მო­ე­წუ­რა, რო­გორც კი ბავ­შ­ვის გა­ოფ­ლი­ლი ხე­ლის­გუ­ლი შე­ე­ხო. `რო­გორ ნერ­ვი­უ­ლობს საწყა­ლი~, _ გა­ი­ფიქ­რა.
_ მა­შინ წა­ვალ, ფეხ­საც­მელს გა­მო­ვიც­ვ­ლი, თო­რემ მა­ღალ ქუს­ლებ­ზე ვერ ვი­ბა­კუ­ნებ, _ ისე­თი აღ­ტა­ცე­ბით შეს­ძა­ხა, თით­ქოს ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე დი­დი ნატ­ვ­რა არა­ფე­რი ჰქო­ნო­და.

რო­ცა ეს­პად­რი­ლე­ბი ჩა­იც­ვა და ოთა­ხი­დან გა­მო­ვი­და, კარ­თან მომ­ლო­დი­ნე მი­რო და­ი­ნა­ხა.
_ თი­კო, აი, აიღე. აქ ასი ლა­რია. ჩვენ ხომ უკ­ვე მე­გობ­რე­ბი ვართ. ეს ფუ­ლი დაგ­ჭირ­დე­ბა, ნი­კას­თან ერ­თად გა­სე­ირ­ნე­ბა ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. იმე­დია, ცუ­დად არ გა­მი­გებ, კარ­გი? გთხოვ, უარი არ მითხ­რა.
თი­კო უხერ­ხუ­ლად შე­იშ­მუშ­ნა, სა­ხე­ზე წა­მო­წით­ლ­და, მაგ­რამ ფუ­ლი მა­ინც გა­მო­არ­თ­ვა. რა თქმა უნ­და, უარი მხო­ლოდ მე­ტიჩ­რო­ბა­ში ჩა­ეთ­ვ­ლე­ბო­და, თო­რემ უფუ­ლო­ბას ნამ­დ­ვი­ლად არ უჩი­ო­და.

რო­ცა თი­კო და ნი­კა დაბ­ლა ჩა­ვიდ­ნენ, ნატ­კა უკ­ვე ჩაც­მუ­ლი დახ­ვ­დათ. ახ­ლა უფ­რო მშვი­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, გა­ი­ღი­მა კი­დე­ვაც.
_ თი­კო, მე სა­ლონ­ში უნ­და გა­ვი­ა­რო. თქვენ უჩე­მოდ წა­დით სა­სე­ირ­ნოდ, კარ­გი? ამა­სო­ბა­ში ბავ­შ­ვიც მი­გეჩ­ვე­ვა. სა­ღა­მოს კი მეც შე­მო­გი­ერ­თ­დე­ბით. შე­იძ­ლე­ბა თე­ატ­რ­შიც წა­ვი­დეთ.
_ რო­გორც გინ­და, _ გა­ო­ცე­ბულ­მა თი­კომ მხრე­ბი აიჩე­ჩა და ნირ­წამ­ხ­და­რი გა­რეთ გა­ვი­და.
_ აბა, შენ იცი, ჭკუ­ით იყა­ვი, მე­გო­ბა­რი არ გა­მიბ­რა­ზო, ხომ? ნამ­დ­ვი­ლი ვაჟ­კა­ცი უნ­და იყო და კარ­გი კა­ვა­ლე­რი. გეს­მის ჩე­მი?
_ მეს­მის, ნატ­კა დე­ი­და. მე ვიზ­რუ­ნებ მას­ზე, _ დი­დი კა­ცი­ვით უპა­სუ­ხა ნი­კამ და თი­კოს ხე­ლი ჩას­ჭი­და.
გრი­შას მან­ქა­ნა უკ­ვე და­ე­ქო­ქა. რო­გორც კი ჩას­ხ­დ­ნენ, ბავ­შ­ვი ახ­ლოს მი­უჯ­და თი­კოს. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა მხარ­ზე გა­დახ­ვია ხე­ლი, მე­რე კი ფან­ჯ­რი­დან ქუ­ჩე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას შე­უდ­გა.
ცო­ტაც და მან­ქა­ნა ბულ­ვარ­ზე გა­ჩერ­და. თი­კო და ნი­კა გად­მო­ვიდ­ნენ. ბიჭ­მა კვლავ ჩაჰ­კი­და ქალს ხე­ლი და ხე­ი­ვანს ჩა­უყ­ვ­ნენ. ქუ­ჩა სავ­სე იყო დამ­ს­ვე­ნებ­ლე­ბით. ში­ლი­ფად ჩაც­მუ­ლი გო­გო­ე­ბი და შორ­ტე­ბი­ა­ნი ბი­ჭე­ბი ხმა­უ­რით იკ­ლებ­დ­ნენ იქა­უ­რო­ბას და ზღვის­კენ მი­იჩ­ქა­როდ­ნენ.
თი­კომ ორი ნა­ყი­ნი იყი­და და მერ­ხ­ზე ჩა­მოჯ­და. ერ­თხანს არც ერ­თი ხმას არ იღებ­და. თი­კოს უნ­დო­და რა­ღაც ეთ­ქ­ვა, მაგ­რამ არ იცო­და, რით და­ეწყო სა­უ­ბა­რი. ამა­სო­ბა­ში ბავ­შ­ვ­მა ნა­ყი­ნი შე­სან­ს­ლა და იქ­ვე, შო­რი­ახ­ლოს და­მაგ­რე­ბულ ხის ცხენ­ზე აბობღ­და. თან იცი­ნო­და, თან ფე­ხებს აქეთ-იქით აქ­ნევ­და.
შემ­დეგ პარ­კ­ში გა­ი­სე­ირ­ნეს. ჯერ ტირ­ში მო­სინ­ჯეს ძა­ლე­ბი, ის­რო­ლეს, გა­ერ­თ­ნენ. თი­კომ მი­ზან­ში ზუს­ტად ის­რო­ლა და ზამ­ბა­რი­ა­ნი სა­თა­მა­შო გვე­ლი მო­ი­გო. ნი­კა ისე იყო გა­ხა­რე­ბუ­ლი, სულ თვა­ლებ­ში შეს­ცი­ცი­ნებ­და თი­კოს, რო­მე­ლიც ყვე­ლა სურ­ვილს უს­რუ­ლებ­და.
მე­რე კარ­გა ხანს იხე­ტი­ა­ლეს ბულ­ვარ­ზე. სა­ნა­პი­რო­ზეც ჩა­ვიდ­ნენ, ზღვის ტალ­ღებს უყუ­რეს. თი­კო თან­და­თან მო­თენ­თა სიცხემ, ბავშვს კი დაღ­ლა არც შეს­ტყო­ბია. ბო­ლოს მშიაო, ხმა­დაბ­ლა თქვა. თი­კომ კა­ფე­ში შე­იყ­ვა­ნა და ცა­რი­ელ მა­გი­დას მი­უს­ხ­დ­ნენ. თი­კომ აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი და ლი­მო­ნა­თი შე­უკ­ვე­თა. ბი­ჭუ­ნა ლი­მო­ნათს წრუ­პავ­და და თი­კოს ორი დღის წი­ნან­დელ ამ­ბავს უყ­ვე­ბო­და, რო­გორ წა­იყ­ვა­ნა ძია მი­რომ ზღვა­ზე და კა­ტე­რით გა­ა­სე­ირ­ნა.
ამა­სო­ბა­ში ოფი­ცი­ან­ტ­მა ხა­ჭა­პუ­რი მო­ი­ტა­ნა. სწო­რედ ამ დროს ნი­კა სკა­მი­დან ად­გა, თა­ვი­სი სა­თა­მა­შო გვე­ლი და­ქო­ქა და ძირს, იატაკ­ზე და­დო.
ქა­ლის მო­უ­ლოდ­ნელ­მა კი­ვილ­მა იქა­უ­რო­ბა გა­აყ­რუა. თი­კო გა­შეშ­და. მე­ზო­ბელ მა­გი­დას­თან ვი­ღაც სკამ­ზე ამ­ხ­ტა­რი­ყო, ძირს იყუ­რე­ბო­და და გან­წი­რუ­ლად კი­ო­და.
ნი­კა უეც­რად გა­მო­იქ­ცა და თი­კოს სკამს ამო­ე­ფა­რა. თი­კომ ახ­ლა­ღა შე­ამ­ჩ­ნია აკივ­ლე­ბუ­ლი ქა­ლის სკა­მის ფე­ხებ­თან მცო­ცა­ვი სა­თა­მა­შო გვე­ლი.
მა­გი­დის ირ­გ­ვ­ლივ ხალ­ხი შეგ­როვ­და.
თი­კო მიხ­ვ­და, რა­მაც შე­ა­ში­ნა უც­ნო­ბი ქა­ლი და მის დამ­შ­ვი­დე­ბას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ გუ­ლა­მო­ვარ­დ­ნილ­მა ორი სიტყ­ვის თქმაც ვერ მო­ა­ხერ­ხა. სწო­რედ ამ დროს შე­ამ­ჩ­ნია, რო­გორ გა­მო­ე­ყო შეგ­რო­ვე­ბულ ხალხს მა­მა­კა­ცი. მან ხე­ლი და­ავ­ლო სა­თა­მა­შოს და მაღ­ლა ას­წია. თი­კო ენა­ჩა­ვარ­დ­ნი­ლი მის­ჩე­რე­ბო­და ამ სცე­ნას და ხმას ვერ იღებ­და. სა­ი­დან­ღაც გა­ჩე­ნი­ლი ზუ­ზის და­ნახ­ვა­ზე თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და.
ზუ­ზი უარეს დღე­ში ჩა­ვარ­და, რო­ცა მიხ­ვ­და, რომ ხელ­ში ნამ­დ­ვი­ლი კი არა, სა­თა­მა­შო გვე­ლი ეჭი­რა. წა­მიც და, მა­მა­კაც­მა ჩვე­უ­ლი ქედ­მაღ­ლო­ბის ნი­ღა­ბი აიფა­რა.
_ ეს სა­თა­მა­შოა, ქალ­ბა­ტო­ნო, ნუ გე­ში­ნი­ათ, _ მი­მარ­თა სკამ­ზე შემ­ხ­ტარ დამ­ფ­რ­თხალ ქალს. ვი­ღა­ცამ გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა, მე­რე სხვე­ბიც აჰ­ყ­ვ­ნენ და თან­და­თან და­ი­შალ­ნენ, რად­გან სე­ი­რი დამ­თავ­რ­და.
შე­ში­ნე­ბუ­ლი უც­ნო­ბი კი სკა­მი­დან ჩა­მოს­ვ­ლას ვერ ბე­დავ­და.
_ რო­გორ თუ სა­თა­მა­შო? ასე ხუმ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა? _ იწივ­ლა გაბ­რა­ზე­ბულ­მა და შუბ­ლ­შეკ­რუ­ლი ზუ­ზის მი­ა­ჩერ­და, _ თქვენ მოგ­წონთ თქვე­ნი შვი­ლის საქ­ცი­ე­ლი? შე­ხე­დეთ ერ­თი, თქვენს მე­უღ­ლეს წარ­ბიც არ შე­უხ­რია!
ზუ­ზიმ სა­თა­მა­შო ჯი­ბე­ში ჩა­ი­დო და ქალს ძლივს შე­სამ­ჩ­ნე­ვი ღი­მი­ლით თავ­შე­კა­ვე­ბით მი­მარ­თა:
_ მათ მა­გივ­რად ბო­დიშს გიხ­დით, ქალ­ბა­ტო­ნო. ნე­ბა მო­მე­ცით, მო­გეხ­მა­როთ, _ ამ სიტყ­ვე­ბით ხე­ლი გა­უ­წო­და, _ იმე­დი მაქვს, არ და­შავ­დით, _ მე­რე მო­მა­ჯა­დო­ებ­ლად გა­უ­ღი­მა `და­ზა­რა­ლე­ბულს~ და სკა­მი­დან ჩა­მოს­ვ­ლა­ში მი­ეხ­მა­რა.
შე­ში­ნე­ბულ­მა თი­კომ მხო­ლოდ ახ­ლა შე­ხე­და თა­ვის მხსნელს და მი­სი გა­ლან­ტუ­რო­ბით მო­ხიბ­ლულ­მა თვა­ლი ვერ მოს­წყ­ვი­ტა. ზუ­ზი უც­ნობ ქალს მო­ემ­სა­ხუ­რა, კი­დევ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა უთხ­რა, მის თან­მ­ხ­ლებ პი­რებ­საც მო­უ­ხა­და ბო­დი­ში და იმ მა­გი­დის­კენ გა­მო­ე­შუ­რა, რო­მელ­საც ნი­კა და თი­კო უს­ხ­დ­ნენ. თი­კო რა­ღაც გა­მო­უც­ნო­ბის მო­ლო­დინ­ში და­ძა­ბუ­ლი და გა­რინ­დუ­ლი იჯ­და.
დარ­ცხ­ვე­ნი­ლი და შეც­ბუ­ნე­ბუ­ლი ნი­კა ლი­მო­ნათს წრუ­პავ­და, ხა­ჭა­პუ­რის­თ­ვის პი­რი არ და­უ­კა­რე­ბია. რო­გორც კი ზუ­ზი მო­ვი­და, თა­ვი ას­წია და მუ­და­რით სავ­სე მზე­რა მი­აპყ­რო.
_ ზუ­ზი ძია, და­მიბ­რუ­ნეთ ჩე­მი სა­თა­მა­შო, რა.
_ რა თქმა უნ­და, აუცი­ლებ­ლად და­გიბ­რუ­ნებ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, იმ ქალ­ბა­ტონს ბო­დი­ში უნ­და მო­უ­ხა­დო.
_ მე მი­სი შე­ში­ნე­ბა არ მინ­დო­და. უცებ გა­მი­ვარ­და ხე­ლი­დან. _ ბავ­შ­ვ­მა თა­ვი იმარ­თ­ლა და თი­კოს გა­და­ხე­და, მზე­რით სთხოვ­და, და­მეხ­მა­რეო. `საწყა­ლი ბი­ჭი~, _ გა­ი­ფიქ­რა თი­კომ და რა­ტომ­ღაც სა­შინ­ლად გა­ღი­ზი­ან­და. რო­გორ ყვე­ლა ჩაგ­რავს ამ უდედ­მა­მო ბავშვს, რო­გორ არ რცხვე­ნი­ათ?
ზუ­ზი დაჯ­და, სა­ვარ­ძ­ლის სა­ზურ­გეს გა­და­აწ­ვა და სა­ხე მზეს მი­უშ­ვი­რა.
თი­კოს გუ­ლი ამო­ვარ­დ­ნა­ზე ჰქონ­და, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა ხმა ძლივს ამო­ი­ღო:
_ ნი­კას არა­ვის შე­ში­ნე­ბა არ უნ­დო­და. ეს სა­ჩუ­ქა­რი მე ვუ­ყი­დე და დამ­ნა­შა­ვეც მე ვარ. ყვე­ლა­ფე­რი ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და...
მა­მა­კაც­მა თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა და ქალს ირი­ბად, ცი­ვი მზე­რით გა­ხე­და:
_ ამას არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. და­ა­შა­ვა და ბო­დი­ში უნ­და მო­ი­ხა­დოს. კა­ცი და­მარ­ცხე­ბა­საც უნ­და მი­ეჩ­ვი­ოს, _ ამ სიტყ­ვე­ბით ნი­კას ანიშ­ნა, გა­მომ­ყე­ვიო და უც­ნო­ბი ქა­ლის­კენ გა­ე­მარ­თა.
ნი­კა მხრებ­ჩა­მოყ­რი­ლი, ზლაზ­ვ­ნით გაჰ­ყ­ვა უკან. თი­კომ თა­ვი მი­იბ­რუ­ნა, ბო­დი­შის მოხ­დის სცე­ნის და­ნახ­ვაც არ უნ­დო­და. ისე­დაც დათ­რ­გუნ­ვი­ლი ბავ­შ­ვის ამ დღე­ში ჩაგ­დე­ბა სას­ტი­კად არ სი­ა­მოვ­ნებ­და.
_ თი­კო, კო­ნი­აკს ხომ არ და­ლევ­დით ჩემ­თან ერ­თად? _ შე­მო­ეს­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად.
მსწრაფლ გას­წორ­და სკამ­ზე და თავ­ზე წა­მომ­დ­გარ ზუ­ზის გამ­ჭო­ლი მზე­რით ახე­და.
_ არა, გმად­ლობთ, მე ლი­მო­ნათს ვსვამ.
_ ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან გიყ­ვართ? _ შე­ე­კითხა მა­მა­კა­ცი და დაჯ­და თუ არა, ოფი­ცი­ანტს ხე­ლით ანიშ­ნა, მო­სუ­ლი­ყო.
_ რა­ტომ გა­ინ­ტე­რე­სებთ? _ მტრუ­ლად შე­ე­კითხა ქა­ლი.
_ უბ­რა­ლოდ, მინ­და ვი­ცო­დე, _ გულ­გ­რი­ლად მი­უ­გო ზუ­ზიმ და ოფი­ცი­ანტს კო­ნი­ა­კის მო­ტა­ნა სთხო­ვა.
რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ იგი უკ­ვე ცა­რი­ელ სირ­ჩებს ავ­სებ­და. მე­რე ერ­თი თი­კოს გა­უ­წო­და, თა­ვი­სი ას­წია და ღი­მი­ლით თქვა:
_ თქვე­ნი ჩა­მოს­ვ­ლი­სა იყოს. ვინ იცის, შე­იძ­ლე­ბა ეს ქა­ლა­ქი თქვენ­თ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნ­დეს.
დაბ­ნე­ულ­მა თი­კომ რა­ღაც წა­ი­ლუღ­ლუ­ღა, კო­ნი­ა­კი ნა­ხევ­რამ­დე მოს­ვა და მა­შინ­ვე იგ­რ­ძ­ნო, რო­გორ გა­უ­ხუ­რა სხე­უ­ლი ალ­კო­ჰოლ­მა. ისე შემ­სუ­ბუქ­და, რომ ისიც კი გა­ი­ფიქ­რა, რა კარ­გი ვქე­ნი, ბა­თუმ­ში რომ ჩა­მო­ვე­დიო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი