თა­მა­ში მზეს­თან (თავი XV)
font-large font-small
თა­მა­ში მზეს­თან (თავი XV)
მე­ო­რე დი­ლით, გა­იღ­ვი­ძა თუ არა, თი­კომ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თო იმის ში­შით, დემ­ნას კი­დევ არ და­ე­რე­კა.
მას­თან არც სა­უბ­რის სურ­ვი­ლი ჰქონ­და, არც შეხ­ვედ­რის. უფ­რო მე­ტიც, ეში­ნო­და მი­სი. სუ­ლაც არ უნ­დო­და, დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი მას­თან შეხ­ვედ­რით და შე­რი­გე­ბა-შე­უ­რი­გებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რით ჩა­ემ­წა­რე­ბი­ნა. იმე­დოვ­ნებ­და, რომ მა­მა­კაც­მა მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ იცო­და და მხო­ლოდ აში­ნებ­და, სახ­ლ­ში მო­გად­გე­ბიო.
იმ დღეს ში­ნი­დან აღარ გა­სუ­ლა. ნი­კა და­ი­ყო­ლია, რომ მას­თან ერ­თად აუზ­ში ჩა­სუ­ლი­ყო და ცურ­ვა ეს­წავ­ლე­ბი­ნა. ბიჭს წყლის ისე აღარ ეში­ნო­და. ჩას­ვ­ლის­თა­ნა­ვე გა­თა­მამ­და და სი­ა­მოვ­ნე­ბით იჭყუმ­პა­ლა­ვა. თი­კო ას­წავ­ლი­და, რო­გორ დამ­დ­გა­რი­ყო წყალ­ზე, რო­გორ ემოძ­რა­ვე­ბი­ნა ხელ-ფე­ხი, რომ არ ჩა­ძი­რუ­ლი­ყო და გა­ე­ცუ­რა. რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­აყ­ვინ­თ­ვი­ნა კი­დეც, რაც ბავშვს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა.
ასე გა­ვი­და ორი დღე. დემ­ნა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. არც ზუ­ზი. არა­და, თი­კო ორი­ვე მა­მა­კაც­ზე ფიქ­რობ­და. ამ­შ­ვი­დებ­და ის, რომ დემ­ნა აღარ ეხ­მი­ა­ნე­ბო­და, მაგ­რამ აწუ­ხებ­და ის, რომ ზუ­ზი არ ჩან­და.
დი­ლა იყო, სახ­ლის ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რი რომ გა­ის­მა. თი­კო ში­შის­გან შეხ­ტა. სა­ნამ ყურ­მილს აიღებ­და, კარ­გა ხანს ყოყ­მა­ნობ­და, დემ­ნა არ იყო­სო. მე­რე მხნე­ო­ბა მო­იკ­რი­ბა, ხმა შე­იც­ვა­ლა და სა­პა­სუ­ხოდ მო­ემ­ზა­და. მის­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, სტე­ლა აღ­მოჩ­ნ­და. იგი ილი­ას გა­მო­ფე­ნა­ზე ეპა­ტი­ჟე­ბო­და, გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ კი შინ, ვახ­შამ­ზე.
მიწ­ვე­ვა­ზე უარი არ უთ­ქ­ვამს, ნი­კას ხე­ლი მოჰ­კი­და და თან წა­იყ­ვა­ნა. მარ­თა­ლია, ზუ­ზის­თან შეხ­ვედ­რის ეში­ნო­და, მაგ­რამ თან ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, რო­დის ნა­ხავ­და. რა­ტომ გა­ნუ­ვი­თარ­და ასე­თი ში­ში მა­მა­კა­ცე­ბის მი­მართ? თუ ყო­ველ­თ­ვის ისე­თი კა­ცე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ ცხოვ­რე­ბის სარ­ბი­ელ­ზე, რომ­ლე­ბიც მას­ში სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად ში­შის ნერ­გავ­დ­ნენ? `ში­ში შე­იქმს სიყ­ვა­რულ­სა~, _ გა­ი­ფიქ­რა და გა­ე­ღი­მა. რუს­თა­ველს ეს სიტყ­ვე­ბი რომ არ და­ე­წე­რა, ალ­ბათ თვი­თონ და­წერ­და.
შე­ვი­და თუ არა სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში, დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელ­თა შო­რის უმალ შე­ნიშ­ნა მი­შე­ლი, რო­მე­ლიც მა­ღალ, ქე­რა, გა­რუ­ჯულ ამე­რი­კელს ესა­უბ­რე­ბო­და. ისი­ნი რა­ღა­ცა­ზე მხი­ა­რუ­ლად იცი­ნოდ­ნენ. თი­კომ თვა­ლი მო­ავ­ლო გარ­შე­მო, ზუ­ზის ეძებ­და, მაგ­რამ ვერ­სად და­ლან­და. ამ დროს ნაც­ნო­ბი ხმა შე­მო­ეს­მა:
_ ქალ­ბა­ტო­ნო თი­კო, რა სა­სი­ა­მოვ­ნოა თქვე­ნი აქ ნახ­ვა.
თი­კო შე­მობ­რუნ­და და სა­შა ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი შერ­ჩა ხელთ, ზუ­ზის მე­გო­ბა­რი, მას­თან სახ­ლ­ში რომ გა­იც­ნო და მან­ქა­ნით სე­ირ­ნო­ბა რომ შეს­თა­ვა­ზა.
_ რა უც­ნა­უ­რია, არა? ამ დი­ლით გა­მახ­სენ­დით და უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ხში­რად გიხ­სე­ნებთ. რო­გორ ბრძან­დე­ბით?
სა­შამ ქალს ხელ­ზე აკო­ცა და აღარ გა­უშ­ვა. თი­კომ ფრთხი­ლად გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა ხე­ლი და უხერ­ხუ­ლად გა­ი­ღი­მა.
_ ეს ვინ მო­სუ­ლა! გა­მარ­ჯო­ბა, ვაჟ­კაც! რო­გორ ხარ? _ უხერ­ხუ­ლო­ბის გა­სა­ფან­ტა­ვად სა­შამ ნი­კა ჩა­ი­ხუ­ტა.
_ მე და ნი­კა გა­და­სა­რე­ვად ვართ. თა­ვად რო­გორ გი­კითხოთ? _ ძვე­ლი ნაც­ნო­ბი თი­კო­მაც მო­ი­კითხა.
მა­მა­კა­ცი წელ­ში გას­წორ­და, გაშ­ლი­ლი თი­თე­ბი თმა­ში შე­ი­ცუ­რა და მხრე­ბი აიჩე­ჩა.
_ ისე რა. ამ დრო­ში რო­გორ იქ­ნე­ბი ადა­მი­ა­ნი. კი­დევ კარ­გი, ზაფხუ­ლია და მო­საწყე­ნად ვერ ვიც­ლი. რამ­ხე­ლა გაზ­რ­დი­ლა ეს ბი­ჭი. ახ­ლა მთლად დე­და­მისს დამ­ს­გავ­სე­ბია, _ გა­ი­ცი­ნა და ნი­კას ქო­ჩო­რი მო­უ­ჩე­ჩა, _ თქვენ კი გა­რუჯ­ვა ძა­ლი­ან მოგ­ხ­დო­მი­ათ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თოდ, ბა­თუ­მი გიხ­დე­ბათ.
სა­შა ისე­თი თვა­ლე­ბით შეს­ც­ქე­რო­და თი­კოს, რომ ქალ­მა სა­უბ­რის თე­მა უმალ შეც­ვა­ლა.
_ ესე იგი, ნი­კას თქვენც იც­ნობთ, არა? _ თქვა და მის გვერ­დით მდგომ პა­ტა­რას შე­ხე­და.
_ ნი­კას ვინ არ იც­ნობს, კა­ცო! ჩვე­ნი ბი­ჭია ეს! _ ამ სიტყ­ვე­ბით სა­შამ ლო­ყა­ზე მო­უ­თა­თუ­ნა ბავშვს ხე­ლი.
_ სა­შა ძია, რა­ტომ არ მო­დი­ხართ ჩვენ­თან? _ ზრდი­ლო­ბი­ა­ნად შე­ე­კითხა ნი­კა და მა­მა­კაცს მო­ჭუ­ტუ­ლი თვა­ლე­ბით ახე­და.
_ აბა, რა ვი­ცი, ამ მე­პა­ტი­ჟე­ბა ბი­ძა­შე­ნი და... _ გა­ი­ხუმ­რა სა­შამ და ბავშვს თვა­ლი ჩა­უკ­რა, _ შენ კი­დევ რა მა­გა­რი ბი­ჭი ხარ, თან ასე­თი ლა­მა­ზი ქა­ლის გვერ­დით. ჰა, რო­გორ გრძნობ თავს, თი­კო სულ გვერ­დით რომ არის, კარ­გია, არა? _ მა­მა­კაც­მა ეშ­მა­კუ­რი მზე­რა ეს­რო­ლა თი­კოს, _ არ მეს­მის, რით და­იმ­სა­ხუ­რა მარ­ტო ნი­კამ ასე­თი პა­ტი­ვი?
_ იმით, რომ მე ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ბი­ჭი ვარ! _ ამა­ყად წარ­მოთ­ქ­ვა ნი­კამ და გა­ი­ცი­ნა.
თი­კომ მი­ი­ხუ­ტა პა­ტა­რა და მხარ­ზე ხე­ლი მოხ­ვია.
_ თი­კო, ხომ არ გა­მო­ნა­ხავ­დით დროს ჩემ­თ­ვი­საც? იქ­ნებ შევ­ხ­ვედ­რო­დით ერ­თ­მა­ნეთს? გა­მო­ფე­ნა­ზე რას იტყ­ვით? მო­გე­წო­ნათ ნა­ხა­ტე­ბი?
თი­კოს არა­ვის­თან შეხ­ვედ­რა არ უნ­დო­და, მაგ­რამ უცებ, თით­ქოს რა­ღაც გა­დაწყ­ვი­ტაო, მხი­ა­რუ­ლად მი­უ­გო:
_ რა­ტო­მაც არა? ური­გო არ იქ­ნე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ხა­ტებს, ჯერ ვერ მო­ვას­წა­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ახ­ლა­ხან მო­ვე­დით მე და ნი­კა. ისე, ნა­ნა­ხი მაქვს ილი­ას ატე­ლი­ე­ში, მაგ­რამ ღა­მით. დღის სი­ნათ­ლე­ზე ჯერ არ და­მით­ვა­ლი­ე­რე­ბია.
სან­დ­როს არც კი გა­უ­გია, რას ამ­ბობ­და თი­კო ნა­ხა­ტებ­ზე, იმ­დე­ნად იმოქ­მე­და მის­მა თან­ხ­მო­ბამ და რა­ღაც­ნა­ი­რად ჩა­ე­ღი­მა.
_ სა­ღა­მოს მო­დი­ხართ სტე­ლას­თან?
_ კი, რა თქმა უნ­და.
_ მა­შინ მე გა­მო­გივ­ლით. ხვალ კი გე­პა­ტი­ჟე­ბით. კარ­გი კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბა და... წი­ნას­წარ გე­უბ­ნე­ბით, რომ მე­რე აღარ გა­და­ი­ფიქ­როთ. ბი­ლე­თე­ბი ჩემ­ზეა.
_ ძა­ლი­ან კარ­გი. _ უპა­სუ­ხა თი­კომ, შემ­დეგ ნი­კას ხე­ლი ჩა­ავ­ლო და სუ­რა­თე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­იწყეს. ქა­ლი თან უხ­ს­ნი­და ბავშვს თი­თო­ე­უ­ლი სუ­რა­თის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. ბი­ჭი სა­ო­ცა­რი ყუ­რადღე­ბით უს­მენ­და, მაგ­რამ მა­ლე მოჰ­ბეზ­რ­და ნა­ხა­ტე­ბიც და თი­კოს კო­მენ­ტა­რე­ბიც და ყურ­ში უჩურ­ჩუ­ლა, შინ წა­ვი­დე­თო.
ზუ­ზი გა­მო­ფე­ნა­ზე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. თი­კოს გა­უ­ხარ­და კი­დეც, სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბის მი­ზე­ზი რომ გა­უჩ­ნ­და. მო­უ­ბო­დი­შა ილი­ას და სტე­ლას, ბავ­შ­ვი არ ჩერ­დე­ბაო და წა­მო­ვი­და.

სა­ღა­მოს, ნი­კა და­აწ­ვი­ნა თუ არა, გა­მო­იპ­რან­ჭა. იმედს არ კარ­გავ­და, რომ ვახ­შამ­ზე მა­ინც ნა­ხავ­და ზუ­ზის. ვე­რა და ვერ ამო­იგ­დო თა­ვი­დან მას­ზე ფიქ­რი. ლა­მა­ზი, წვრი­ლი ყვა­ვი­ლე­ბით მო­ჩი­თუ­ლი თეთ­რი კა­ბა ჩა­იც­ვა, რაც მის გა­რუ­ჯულ კანს ძა­ლი­ან მო­უხ­და. თმა მაღ­ლა აიწია და სა­შას მოს­ვ­ლას და­ე­ლო­და.
მა­მა­კაც­მაც არ ალო­დი­ნა, დათ­ქ­მულ დროს მო­ა­კითხა.
_ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, ისე­თი ლა­მა­ზი ხართ, თვალს ვერ გა­შო­რებთ! _ სა­შა აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით შეს­ც­ქე­რო­და ქალს, შემ­დეგ მან­ქა­ნის კა­რი გა­მო­ა­ღო და ხე­ლით ანიშ­ნა, შენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ვა­რო.
თი­კომ მა­შინ­ვე იც­ნო ზუ­ზის მან­ქა­ნა, მაგ­რამ არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს, არც ზუ­ზი უკითხავს.
გა­მო­ფე­ნამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა და ამი­ტომ სტუმ­რე­ბიც და მას­პინ­ძ­ლე­ბიც მშვე­ნი­ერ გუ­ნე­ბა­ზე იყ­ვ­ნენ.
უზარ­მა­ზარ სას­ტუმ­რო ოთახ­ში მოწ­ვე­უ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი უკ­რავ­დ­ნენ. სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ცოცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბის მოს­მე­ნა. სა­შამ თი­კო სა­ცეკ­ვა­ოდ გა­იწ­ვია. ქა­ლი კარგ ხა­სი­ათ­ზე დად­გა, მი­შელ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა­მაც კი ვერ გა­უ­ფუ­ჭა გუ­ნე­ბა. ამე­რი­კე­ლი გო­გო­ნა მშვე­ნი­ე­რი სა­ნა­ხა­ვი იყო ზურ­მუხ­ტის­ფერ კა­ბა­ში.
_ თი­კო, რა ლა­მა­ზი კა­ბა გაც­ვი­ათ, _ ხმა­მაღ­ლა გა­მო­აცხა­და მი­შელ­მა, _ და სა­ღა­მოც მშვე­ნი­ე­რია, არა?
თი­კომ მხო­ლოდ თა­ვი და­უკ­რა, პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია.
_ კარ­გი გა­მო­ფე­ნა იყო, არა? ხომ იყა­ვით?
_ რა თქმა უნ­და, ვი­ყა­ვი და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, _ ინ­გ­ლი­სუ­რად­ვე უპა­სუ­ხა თი­კომ, _ თქვენ რო­გორ მო­გე­წო­ნათ იტა­ლია? პირ­ვე­ლად იყა­ვით?
_ ჰო, პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი. სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნაა. ბევ­რ­გან ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ასე­თი ლურ­ჯი ზღვა არ­სად მი­ნა­ხავს. ზღაპ­რუ­ლი სა­ნა­ხა­ვია, გან­სა­კუთ­რებით თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი­დან. თა­ვი სიზ­მარ­ში მე­გო­ნა.
თი­კომ ჩა­ი­ღი­მა. ადა­მი­ა­ნი იტა­ლი­ა­ში წახ­ვი­დე და ზღვა­ზე ილა­პა­რა­კო, ცო­ტა უც­ნა­უ­რიაო, გა­ი­ფიქ­რა. ჯერ მარ­ტო რომ­ში იმ­დე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლია სა­ნა­ხა­ვი, რო­მელ ზღვა­ზეა ლა­პა­რა­კი?
_ სხვა­თა შო­რის, ისე­თი­ვე ლურ­ჯი ზღვაა თურ­ქეთ­შიც და სა­ბერ­ძ­ნეთ­შიც. რო­გორც ჩანს, არც ამ ქვეყ­ნებ­ში ხართ ნამ­ყო­ფი.
მი­შელ­მა პა­სუ­ხის გა­ცე­მა და­ა­პი­რა, მაგ­რამ ამ დროს მო­სა­უბ­რე­ებს სან­დ­რო მი­უ­ახ­ლოვ­და. მის და­ნახ­ვა­ზე მი­შელს ზღვა სულ გა­და­ა­ვიწყ­და და მა­მა­კაცს მო­უთ­მენ­ლად ჰკითხა:
_ სა­შა, ზუ­ზი სად არის? რა­ტომ არ ჩანს? მა­ინ­ტე­რე­სებ­და მი­სი აზ­რი გა­მო­ფე­ნის შე­სა­ხებ.
სა­შამ თვა­ლე­ბი მო­ჭუ­ტა, მი­შელს გა­ხე­და და მშვი­დად მი­უ­გო:
_ ზუ­ზი ქა­ლაქ­ში არ არის. სხვა­გან გა­ემ­გ­ზავ­რა, საქ­მე­ებ­ზე. თუ­კი ნა­ხა­ტე­ბის შე­სა­ხებ აზ­რი გა­ინ­ტე­რე­სებთ, უმ­ჯო­ბე­სია, რო­მე­ლი­მე ტი­ლო შე­ი­ძი­ნოთ მხატ­ვ­რის ავ­ტოგ­რა­ფით. და­მერ­წ­მუ­ნეთ, კა­პი­ტალს და­ა­ბან­დებთ. ოდეს­მე ილი­ას სუ­რა­თი დიდ შე­მო­სა­ვალს მო­გი­ტანთ.
მი­შელ­მა გა­ი­ცი­ნა.
_ მსგავ­სი სიტყ­ვე­ბი დღეს უკ­ვე მე­რამ­დე­ნედ მო­ვის­მი­ნე.
სა­შამ თა­ვი გა­აქ­ნია, თი­კოს მი­უბ­რუნ­და და კვლავ სა­ცეკ­ვა­ოდ გა­იწ­ვია.
სა­ღა­მო ისე ჩამ­თავ­რ­და, რომ ზუ­ზი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. თი­კომ არ იცო­და, სა­შამ სი­მარ­თ­ლე უთხ­რა მი­შელს, თუ, უბ­რა­ლოდ, გა­ი­ხუმ­რა. უნებ­ლი­ეთ გულ­ში ყრუ ტკი­ვი­ლი იგ­რ­ძ­ნო და რა­ტომ­ღაც გა­ი­ფიქ­რა, რომ ზუ­ზი მა­რის სა­ნა­ხა­ვად იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. წა­მით თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და თავს პი­რო­ბა მის­ცა, რომ მას­ზე აღარ იფიქ­რებ­და.
შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ვე­ღარ მო­ით­მი­ნა და მო­ბი­ლუ­რი ჩარ­თო. ოჰ, რამ­დე­ნი ზა­რი იყო შე­მო­სუ­ლი დემ­ნას­გან. რო­გორც ჩანს, მა­მა­კა­ცი მთე­ლი დღე ამა­ოდ ცდი­ლობ­და მას­თან და­კავ­ში­რე­ბას. `რა­ხან აქ არ მო­მად­გა, ესე იგი, არ იცის მი­სა­მარ­თი~, _ შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქა თი­კომ და ტე­ლე­ფო­ნი ისევ გა­მორ­თო. რაც მთა­ვა­რია, ზუ­ზის ერ­თხე­ლაც არ და­უ­რე­კავს მის­თ­ვის. ალ­ბათ თი­კო არც კი გახ­სე­ნე­ბია...

მე­ო­რე სა­ღა­მოს, კონ­ცერ­ტ­ზე წა­სას­ვ­ლე­ლად თი­კომ ცის­ფე­რი კა­ბა შე­არ­ჩია და მი­როს ნა­ჩუ­ქა­რი ყელ­სა­ბა­მი გა­ი­კე­თა.
_ ოჰოო, ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ფე­რის კა­ბა ქალ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს, _ ღი­მი­ლით შე­ნიშ­ნა ნაც­რის­ფერ პე­რან­გ­ში გა­მოწყო­ბილ­მა სა­შამ და მან­ქა­ნა დაძ­რა.
კონ­ცერტს უამ­რა­ვი მა­ყუ­რე­ბე­ლი ეს­წ­რე­ბო­და. თი­კომ შე­ამ­ჩ­ნია, რომ მას და სა­შას ყვე­ლა­ნი თვალს აყო­ლებ­დ­ნენ და ესი­ა­მოვ­ნა.
ვი­ო­ლი­ნო­ზე შეს­რუ­ლე­ბულ­მა შე­სა­ნიშ­ნავ­მა მუ­სი­კამ თი­კო ოც­ნე­ბის სამ­ყა­რო­ში გა­და­ის­რო­ლა და კი­დევ ერ­თხელ შე­ახ­სე­ნა თა­ვის თავს, რომ ზუ­ზი ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ და­ე­ვიწყე­ბი­ნა.
კონ­ცერ­ტის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა თი­კო სა­ვახ­შ­მოდ რეს­ტო­რან­ში და­პა­ტი­ჟა.
თი­კოს მო­ე­წო­ნა რეს­ტორ­ნის ინ­ტე­რი­ე­რი, მომ­სა­ხუ­რე­ბა, კერ­ძე­ბიც და ისიც, თუ რო­გო­რი მო­წი­წე­ბით ექ­ცე­ო­და მას სა­შა. იგი სა­ერ­თოდ არ ჰგავ­და ცი­ნი­კოს ზუ­ზის. დემ­ნას _ მით უფ­რო. მას­თან სა­ოც­რად თა­ვი­სუფ­ლად და ლა­ღად გრძნობ­და თავს. რამ­დე­ნი ისა­უბ­რეს... თი­კომ თა­ვი უცებ ბედ­ნი­ე­რად იგ­რ­ძ­ნო, სი­ხა­რუ­ლის­გან თვა­ლე­ბიც კი აუციმ­ციმ­და, მაგ­რამ მა­შინ­ვე და­ეშ­ვა მი­წა­ზე, რო­გორც კი სა­შამ მოხ­ვე­ვა და­უ­პი­რა.
ქალ­მა მა­მა­კა­ცის მკლა­ვე­ბის­გან თა­ვი ნე­ლა გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა, რად­გან ხვდე­ბო­და, რომ ამ კა­ცის ალერ­სი სრუ­ლი­ად არ სჭირ­დე­ბო­და.
_ სა­შა, თქვენ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხართ. დი­დი მად­ლო­ბა დღე­ვან­დე­ლი სა­ღა­მოს­თ­ვის, მაგ­რამ ახ­ლა უნ­და წა­ვი­დე.
_ არ იცით, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი ვარ თქვენ გვერ­დით, თი­კო. ამის ახ­ს­ნა ასე მარ­ტი­ვად არ შე­მიძ­ლია. კი ბა­ტო­ნო, წა­ვი­დეთ, მაგ­რამ პი­რო­ბა მო­მე­ცით, რომ ხვა­ლაც შემ­ხ­ვ­დე­ბით.
თი­კომ ზრდი­ლო­ბი­ა­ნად გა­უ­ღი­მა.
_ არა, არ შე­მიძ­ლია. ხვალ ნატ­კა და მი­რო ბრუნ­დე­ბი­ან და სახ­ლი­დან ვერ გა­მო­ვალ.
_ მა­შინ ორ­შა­ბათს... ა?
_ სამ­წუ­ხა­როდ, მა­ინც უარი უნ­და გითხ­რათ. არ მიყ­ვარს წი­ნას­წარ შე­პი­რე­ბა. ნატ­კა რომ ჩა­მო­ვა, არ ვი­ცი, რა რო­გორ იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა უცებ მო­მი­წი­ოს თბი­ლის­ში გამ­გ­ზავ­რე­ბამ. ჩე­მი მშობ­ლე­ბიც ჩა­მო­დი­ან და ისი­ნიც სა­ნა­ხა­ვი მყავს.
ქა­ლის სიტყ­ვებ­მა სა­შა აშ­კა­რად და­ა­ღო­ნა. თი­კო­საც სევ­დი­ა­ნი გან­წყო­ბი­ლე­ბა და­ე­უფ­ლა, რა­ზეც მა­მა­კა­ცის გარ­და­სახ­ვა­მაც იმოქ­მე­და. იცო­და, რომ სა­შას გულს უკ­ლავ­და თა­ვი­სი უარით, მაგ­რამ რა ექ­ნა? მი­სი გუ­ლის სხვის­კენ მი­ი­წევ­და და ამას ვე­რა­ფერს მო­უ­ხერ­ხებ­და. ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, სა­შას არა­ფე­რი შე­ემ­ჩ­ნია. არა­და, მი­სი შვე­ბუ­ლე­ბა და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბო­და და გუ­ლი უკ­ვ­დე­ბო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ბა­თუ­მი­დან ისე წა­სუ­ლი­ყო, ზუ­ზი ვე­ღარ ენა­ხა. სხვა დროს კი­დევ სადღა ნა­ხავ­და? ილუ­ზია იყო იმა­ზე ფიქ­რი, რომ ზუ­ზი მის სა­ნა­ხა­ვად თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­დო­და. ამის გა­ფიქ­რე­ბას კი სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბამ­დე მიჰ­ყავ­და...
რო­ცა სა­შამ სახ­ლამ­დე მი­ა­ცი­ლა, თი­კო ისე ჩქა­რა გად­მოხ­ტა მან­ქა­ნი­დან, მა­მა­კაცს დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა არ აცა­ლა. შე­ე­შინ­და, ისევ მოხ­ვე­ვა არ და­მი­პი­რო­სო. არა­და, ვერც ის უთხ­რა, არ მომ­წონ­ხარ და ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბაო. იცო­და, რა ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და მის­თ­ვის ამ სიტყ­ვე­ბის მოს­მე­ნა. სა­მა­გი­ე­როდ, მას­თან შეხ­ვედ­რას მე­ტად არ აპი­რებ­და. სა­ნამ ეს მო­წო­ნე­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­იზ­რ­დე­ბო­და, დრო­ზე უნ­და გას­ც­ლო­და სა­შას­თან სი­ახ­ლო­ვეს. ტყუ­ი­ლად რად უნ­და მო­ეკ­ლა კა­ცის­თ­ვის გუ­ლი? თან ეცი­ნე­ბო­და, აქამ­დე არც ერ­თი არ იყო და ახ­ლა სა­მი მა­მა­კა­ცი ერ­თად გა­მოჩ­ნ­და მი­სი ბე­დის­წე­რის ჰო­რი­ზონ­ტ­ზე...

კვი­რა დი­ლას ქა­ლა­ქი ნის­ლ­მა და­ფა­რა. ასეთ სა­ნა­ხა­ო­ბას თი­კო პირ­ვე­ლად შე­ეს­წ­რო. აგ­რე­რი­გად და­ნის­ლუ­ლი ქა­ლა­ქი აქამ­დე არას­დ­როს ენა­ხა. ერთ მეტ­რ­ზე აღა­რა­ფე­რი ჩან­და, თუმ­ცა, ცო­ტა ხნის შემ­დეგ ნის­ლი გა­ი­ფან­ტა და მზემ იქა­უ­რო­ბა მი­სე­ბუ­რად გა­ა­ნა­თა. თი­კოს ხა­სი­ა­თი გა­მო­უ­კეთ­და, აღარ იყო წუ­ხან­დე­ლი­ვით სევ­დით გულ­დამ­ძი­მე­ბუ­ლი. ნი­კას­თან ერ­თად ისა­უზ­მა, ჩან­თა­ში სა­ბა­ნაო კოს­ტი­უ­მი ჩა­აგ­დო, ხი­ლი ჩა­ა­ლა­გა და ბავ­შ­ვი ზღვა­ზე წა­იყ­ვა­ნა. ჭირ­საც წა­უ­ღია დემ­ნას თა­ვი. მე­რე რა, თუ სად­მე შემ­თხ­ვე­ვით გა­და­ეყ­რე­ბა. დღი­სით სუ­ლაც არ ეში­ნია მი­სი, თა­ნაც, ნი­კას­თან ერ­თა­დაა, რა უნ­და და­უ­შა­ვოს?
ისევ იმ მყუდ­რო, ამო­ჩე­მე­ბულ ად­გი­ლას გა­შა­ლა პირ­სა­ხო­ცი, `იმ­ნა­ი­რი~ ქა­ლე­ბის ნავ­სა­ყუდ­ლად რომ მი­იჩ­ნე­ო­და. ნაც­ნო­ბი მო­ხუ­ცი ცოლ-ქმა­რიც აქ იყო. ნი­კამ სი­ხა­რუ­ლით მი­ირ­ბი­ნა მათ­თან, მი­ე­სალ­მა და გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა. სა­ნამ თი­კო ზღვა­ში ცუ­რავ­და, ბი­ჭი იქ­ვე, ხან­ში შე­სულ ძველ ნაც­ნო­ბებ­თან ერ­თად მას­ლა­ა­თით ერ­თო­ბო­და. მე­რე თი­კომ თა­ვის­თან იხ­მო ბი­ჭი და წყალ­ში ჩა­იყ­ვა­ნა. ნი­კას სა­ერ­თოდ აღარ ეში­ნო­და წყლის. ის კი არა, უკ­ვე ცურ­ვა­საც ცდი­ლობ­და.
ზღვი­დან მო­თენ­თი­ლე­ბი დაბ­რუნ­დ­ნენ. ისა­დი­ლეს, შემ­დეგ ცო­ტა ხნით ბაღ­ში ისე­ირ­ნეს და ბო­ლოს შუ­ადღის ძი­ლის გა­მოცხო­ბაც სცა­დეს. ნი­კა ისე იყო დაღ­ლი­ლი, მა­შინ­ვე ჩა­ე­ძი­ნა. თი­კომ წყა­ლი გა­და­ივ­ლო, ლა­მა­ზი, მოკ­ლე აბ­რე­შუ­მის ხა­ლა­თი მო­იც­ვა და სა­წოლ­ზე მიწ­ვა. ტალ­ღე­ბის ხმას ყურს უგ­დებ­და და ფიქ­რობ­და, ნე­ტავ ამ სა­ღა­მოს მარ­თ­ლა თუ ჩა­მოვ­ლენ ნატ­კა და მი­როო. ის იყო, ჩათ­ვ­ლი­მა, რომ კარ­ზე მა­რომ მი­უ­კა­კუ­ნა.
_ ქალ­ბა­ტო­ნო, ქვე­მოთ თქვე­ნი ნახ­ვა უნ­დათ. იცით, ვინ ჩა­მო­ვი­და? _ ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქ­ვა მა­რომ.
თი­კო წა­მოხ­ტა, ქალს სიტყ­ვა არც კი და­ამ­თავ­რე­ბი­ნა, შურ­დუ­ლი­ვით გა­ვარ­და დე­რე­ფან­ში. ისე მირ­ბო­და, თით­ქოს უკან ვი­ღაც მოს­დევ­სო. კი­ბე­ზე სწრა­ფად და­ეშ­ვა, თვა­ლე­ბან­თე­ბუ­ლი და თმა­გაშ­ლი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი იყო.
სას­ტუმ­რო ოთახ­ში შე­ვარ­და.
_ ნატ­კა! _ იყ­ვი­რა, _ ჩა­მოხ­ვე­დით? _ მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან ად­გილ­ზე გა­ხევ­და და ენა ჩა­უ­ვარ­და, რო­ცა და­ქა­ლის ნაც­ვ­ლად ტან­მა­ღა­ლი, ცის­ფერ­კა­ბი­ა­ნი და ოქ­როს­ფერ­თ­მი­ა­ნი ულა­მა­ზე­სი ქა­ლი და­ი­ნა­ხა, რო­მე­ლიც მის და­ნახ­ვა­ზე სა­ვარ­ძ­ლი­დან წა­მოდ­გა.
თი­კო ყვე­ლა­ფერს მიხ­ვ­და. ამ­წუ­თას არც ამ ქა­ლის და­ნახ­ვა უნ­დო­და და არც იმ კა­ცი­სა, რო­მე­ლიც ფან­ჯა­რას­თან იდ­გა და და­ჟი­ნე­ბულ მზე­რას არ აშო­რებ­და.
სა­ხე­გა­ფით­რე­ბუ­ლი ქა­ლი ფარ­თოდ გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბით შეს­ც­ქე­რო­და მო­უ­ლოდ­ნელ სტუმ­რებს.
სი­ჩუ­მე ზუ­ზიმ და­არ­ღ­ვია.
_ გა­მარ­ჯო­ბა, თი­კო, _ გა­ის­მა მი­სი ხა­ვერ­დო­ვა­ნი, მაგ­რამ ამ­ჯე­რად გან­სა­კუთ­რე­ბით ალერ­სი­ა­ნი ხმა, _ მა­პა­ტიე, რომ გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლად მო­გა­დე­ქით კარს, მაგ­რამ იმე­დია, გვა­პა­ტი­ებ. გა­ი­ცა­ნი, ეს მა­რია, ნი­კას დე­და.
ზუ­ზიმ შე­ამ­ჩ­ნია თი­კოს დაბ­ნე­უ­ლო­ბა და თვა­ლი შე­ავ­ლო მის მოკ­ლე ხა­ლათს, რო­მე­ლიც ნა­ხევ­რა­დაც ვერ ფა­რავ­და ქა­ლის აშ­ხ­ვარ­თულ ფე­ხებს.
თი­კომ თა­ვი ხელ­ში აიყ­ვა­ნა, გა­ი­ღი­მა და სტუ­მარს ხე­ლი გა­უ­წო­და.
_ მა­პა­ტი­ეთ, მა­რი, ასე­თი რე­აქ­ცია რომ მქონ­და, მაგ­რამ ნუ მიწყენთ... მე­გო­ნა, ნატ­კა ჩა­მო­ვი­და....
მა­რიმ ცალ­ყ­ბად გა­უ­ღი­მა და ყო­ველ­გ­ვა­რი ემო­ცი­ის გა­რე­შე თქვა:
_ სა­სი­ა­მოვ­ნოა შე­ნი გაც­ნო­ბა, გო­გო­ნი, _ მი­სი ხმა ცი­ვად და გულ­გ­რი­ლად ჟღერ­და, შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა ირო­ნი­უ­ლა­დაც, არც თვა­ლე­ბი გა­მო­ხა­ტავ­და არა­ფერს. არა­და, ულა­მა­ზე­სი მწვა­ნე თვა­ლე­ბი ჰქონ­და.
_ ახ­ლა­ვე... ახ­ლა­ვე მოგ­ხე­დავთ... _ უფ­რო და უფ­რო იბ­ნე­ო­და თი­კო, არ ეგო­ნა, ბავ­შ­ვის დე­და ასე მტრუ­ლად თუ შეხ­ვ­დე­ბო­და, _ ახ­ლა­ვე ხილს მო­ვა­ტა­ნი­ნებ და... _ სათ­ქ­მე­ლი ვე­ღარ და­ამ­თავ­რა, ღო­ნე­მიხ­დი­ლი თა­ვა­დაც სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ეშ­ვა და გვერ­დუ­ლად ისე შებ­რუნ­და, რომ ზუ­ზის მზე­რას მო­რი­დე­ბო­და.
_ არა, მად­ლო­ბა, ნუ შე­წუხ­დე­ბი. მა­ლე უნ­და წა­ვი­დეთ. _ და მზე­რა ზუ­ზის მი­აპყ­რო, თით­ქოს დას­ტურს მის­გან ელო­და.
სა­ვარ­ძ­ლის გვერ­დით მა­იკლ კორ­სის ხელ­ჩან­თა და ელე­გან­ტუ­რი ხელ­თათ­მა­ნე­ბი იდო. ჩან­თა გა­სა­გე­ბი იყო, მაგ­რამ ამ გა­გა­ნია ზაფხულ­ში ხელ­თათ­მა­ნი რა როლს თა­მა­შობ­და, ვე­რაფ­რით მიხ­ვ­და. თი­კო შეჰ­ყუ­რებ­და ქა­ლის ცივ, ამ­პარ­ტა­ვან სა­ხეს და გრძნობ­და, რომ ეს ამა­ყი ქა­ლი ყვე­ლას მო­ნუს­ხ­ვას ერ­თ­ნა­ი­რად ახერ­ხებ­და.
_ მა­რი რამ­დე­ნი­მე დღით ჩემ­თან აპი­რებს დარ­ჩე­ნას. ოღონდ აქ არა, ფერ­მა­ში. _ აუწყა ზუ­ზიმ, რო­მე­ლიც ფან­ჯ­რის რა­ფას იდაყ­ვით დაჰ­ყ­რ­დ­ნო­ბო­და.
მა­მა­კა­ცის ოფი­ცი­ა­ლურ­მა ტონ­მა თი­კო გა­მო­აფხიზ­ლა. მი­სი ნათ­ქ­ვა­მი მხო­ლოდ ერთს ნიშ­ნავ­და _ მო­ახ­ლო­ე­ბულ ქორ­წი­ნე­ბას. გულ­ში სა­ში­ნე­ლი ჩხვლე­ტა იგ­რ­ძ­ნო. ზუ­ზის გა­ხე­და და და­ბა­ლი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა:
_ ნი­კას სძი­ნავს. დღეს ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლა, ზღვა­ზე ვი­ყა­ვით და დიდ­ხანს ვი­ცუ­რა­ვეთ. შე­მიძ­ლია გა­ვაღ­ვი­ძო, თუ...
მა­რიმ გა­ო­ცე­ბის­გან წარ­ბე­ბი აზი­და.
_ მე არც ვა­პი­რებ­დი მის ნახ­ვას.
_ რო­გორ? _ თი­კოს აღელ­ვე­ბის­გან სუნ­თ­ქ­ვა შე­ეკ­რა და სა­ი­დან­ღაც, სიღ­რ­მი­დან ბავ­შ­ვი­სად­მი სიბ­რა­ლუ­ლი­სა და სით­ბოს ტალ­ღამ ამო­ხეთ­ქა. ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და ეთ­ქ­ვა ამ ქა­ლი-აის­ბერ­გის­თ­ვის, რომ მი­სი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და, თუ დე­და თან წა­იყ­ვან­და. მაგ­რამ თა­ვი დრო­ზე შე­ი­კა­ვა, სიტყ­ვა შუ­ა­ზე გაწყ­ვი­ტა და გან­ზე გა­ი­ხე­და.
_ მხო­ლოდ იმი­ტომ შე­მო­ვი­ა­რე, რომ ჩე­მი დარ­ჩე­ნი­ლი ბარ­გი წა­ვი­ღო. მა­რო ჩა­მი­ლა­გებს და გა­მო­მი­ტანს. თქვენ დი­დი ხნით ხართ ჩა­მო­სუ­ლი?
_ არა, _ მოკ­ლედ მო­უჭ­რა თი­კომ.
_ და არ გბეზ­რ­დე­ბათ ნი­კუ­შას­თან ყოფ­ნა? _ მან ისე გა­მო­ხე­და, რომ ეტყო­ბო­და, ეს წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­აჩ­ნ­და, _ გაქვთ ბავ­შ­ვე­ბის მოვ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა?
_ რა თქმა უნ­და, არა მაქვს. მე სულ სხვა პრო­ფე­სი­ის ვარ, მაგ­რამ ნი­კას­თან ყოფ­ნა ჩემ­თ­ვის ერ­თი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, _ თქვა და მა­რის გა­ხე­და, მაგ­რამ ქა­ლის სა­ხე­ზე ცი­ვი ღი­მი­ლი რომ შე­ნიშ­ნა, გა­აგ­რ­ძე­ლა, _ რო­ცა ჩა­მო­ვე­დი, პა­ტა­რა, აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი და დაბ­ნე­უ­ლი ბი­ჭი დამ­ხ­ვ­და, ახ­ლა კი, მგო­ნია, უკ­ვე გა­ი­ზარ­და და და­კაც­და. იგი თით­ქ­მის ბედ­ნი­ე­რია.
_ თით­ქ­მის? _ მწვა­ნე თვა­ლებ­ში სი­ცი­ვემ გა­ი­ელ­ვა.
_ ბედ­ნი­ე­რია იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც შე­იძ­ლე­ბა იყოს მშობ­ლე­ბის ზრუნ­ვა­სა და ალერსს მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი. მი­როს ძა­ლი­ან უყ­ვარს და არა­ფერს აკ­ლებს, თუმ­ცა...
ამ დროს სა­უ­ბარ­ში ზუ­ზი ჩა­ერ­თო:
_ ნი­კა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. უნ­და გე­ნა­ხა, რო­გორ გა­ი­ხა­რა ფერ­მა­ში.
წარ­ბე­ბა­წე­უ­ლი მა­რი ზუ­ზის მი­უბ­რუნ­და:
_ ჩემ­თ­ვის არ გით­ქ­ვამს, რომ ნი­კა შენ­თან იყო?
_ სა­მა­გი­ე­როდ, ახ­ლა გე­უბ­ნე­ბი. ორი დღით მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი. სხვა­თა შო­რის, მი­სი ასე­თი გარ­დაქ­მ­ნა დიდ­წი­ლად თი­კოს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მად­ლო­ბე­ლი უნ­და იყო, რომ შე­ნი შვი­ლი უკე­თე­სო­ბის­კენ ამ ქალ­ბა­ტონ­მა შეც­ვა­ლა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
2 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
1 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
3 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
3 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
1 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
12 კომენტარი