წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი I)
font-large font-small
წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი I)
რომანის ავტორი სვეტა კვარაცხელია


დასაწყისი


ჩე­მი ცხოვ­რე­ბა თა­მა­მად შე­მიძ­ლია სამ ეტა­პად დავ­ყო და მუ­სი­კა­ლუ­რად ასე ვუ­წო­დო: პრე­ლუ­დია, ინ­ტერ­ლუ­დია და პოს­ტ­ლუ­დია. პრე­ლუ­დია უკ­ვე გა­ვი­ა­რე, პოს­ტ­ლუ­დია ჯერ არ დამ­დ­გა­რა, ასე რომ, ინ­ტერ­ლუ­დი­ის ფა­ზა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. ვინც არ იცის, გან­ვუ­მარ­ტავ, რომ ინ­ტერ­ლუ­დია მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ორ ნა­წილს შო­რის ჩარ­თუ­ლი მე­ო­რე პი­ე­საა. ჰო, სწო­რედ ასე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. წარ­სულ­სა და მო­მა­ვალს ისე გა­და­ე­ჯაჭ­ვა აწ­მ­ყო, სა­ბო­ლოო ჯამ­ში სულ სხვა მუ­სი­კა შე­იქ­მ­ნა.

არ მკითხოთ ახ­ლა, სა­ი­დან ამ­დე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაო. გა­მივ­ლია, ძმაო, გა­მივ­ლია! ზუ­რი­კე­ლას ოლ­ღა ბე­ბი­ა­სი არ იყოს, მეც ბე­ბი­ამ გამ­ზარ­და და და­მა­ტან­ტა­ლებ­და ბე­ბი­ა­ჩე­მი მუს­ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, სოლ­ფე­ჯი­ო­სა თუ ვო­კალ­ზე. სხვა­თა შო­რის, კარ­გა­დაც ვუკ­რავ და მშვე­ნივ­რა­დაც ვმღე­რი. ბა­რე ორ­მა ვერ და­იკ­ვე­ხოს, მე რომ ტე­ნო­რი მაქვს. ეს ისე, ლი­რი­კუ­ლი გა­დახ­ვე­ვის­თ­ვის. ახ­ლა სრუ­ლი­ად სხვა რა­მის მო­ყო­ლას ვა­პი­რებ. იმის­თ­ვის, რომ ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­გექ­მ­ნათ ჩემ­ზე, ორი­ო­დე სიტყ­ვით მე თვი­თონ `დავ­ხა­სი­ათ­დე­ბი~: თქვე­ნი მო­ნა-მორ­ჩი­ლი ან­დ­რია ჯორ­ჯი­კია, ანუ ან­რი, 56 წლის, ქი­რურ­გი-პროქ­ტო­ლო­გი. არ მკითხოთ ახ­ლა, პროქ­ტო­ლო­გი რას ნიშ­ნავ­სო. რას და... აი, სწორ ნაწ­ლავს და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას რომ იკ­ვ­ლევს და მკურ­ნა­ლობს, იმას. სხვა­თა შო­რის, კარ­გი ქი­რურ­გი ვარ, იშ­ვი­ა­თად კარ­გე­ბი რომ არი­ან, იმათ რიცხვს ვე­კუთ­ვ­ნი. კი ვტრა­ბა­ხობ, მაგ­რამ მე თუ არ მო­გი­ყე­ვით ჩემ შე­სა­ხებ, ვი­ღას­გან გა­ი­გებთ? და გა­ნა მხო­ლოდ ეს მაქვს სატ­რა­ბა­ხო? უფ­რო სწო­რად, გა­ნა მხო­ლოდ კარ­გი ექი­მო­ბა და ჩე­მი ტე­ნო­რი? ერ­თი გა­რეგ­ნო­ბაც იკითხეთ, რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. არა მი­შავს რა. ასე იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვან მიჯ­ნას გა­და­ვა­ბი­ჯე, თო­რემ ჯე­ე­ლო­ბა­ში ეეეჰ, რა ბი­ჭი ვი­ყა­ვი! ქალ­თა თვა­ლე­ბი ზედ მაკ­ვ­დე­ბოდ­ნენ, მე­რე ამ თვა­ლებს მოჰ­ყ­ვე­ბო­და ტუ­ჩე­ბი, მკერ­დი, ხე­ლე­ბი და ბო­ლოს ორი­ვე­ნი სა­წოლ­ში ერ­თად ვაგ­რ­ძე­ლებ­დით კვდო­მას. თუმ­ცა, მთლად ასე­თი მე­ქალ­თა­ნეც არ ვყო­ფილ­ვარ. არ ვი­ცი, რა­ტომ. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ზე­თავ­მომ­წო­ნე ვი­ყა­ვი და ყვე­ლას რო­დი ვუ­ყად­რებ­დი თავს. ვი­ცო­დი ჩე­მი გა­რეგ­ნო­ბის, ნი­ჭის, ხა­სი­ა­თის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფა­სი და მინ­დო­და თუ არ მინ­დო­და, მე­დი­დუ­რი გამ­ხა­და ცხოვ­რე­ბამ.

მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი წლე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი მხარ-ზურ­გი­სა, ყო­ჩა­ღად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი და ასე­ვე ყო­ჩა­ღად ვგრძნობ თავს. ინ­ტენ­სი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ, დი­ლა­ო­ბით დავ­რ­ბი­ვარ, ჰან­ტე­ლებს ვწევ, ყი­რა­ზეც ვდგე­ბი და აჭიმ­ვებ­საც ვა­კე­თებ. თა­ვის დრო­ზე კარ­გი სპორ­ტ­ს­მე­ნიც ვი­ყა­ვი, წყალ­ბურ­თე­ლი, მაგ­რამ მე­რე, მუ­შა­ო­ბა რომ და­ვიწყე სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, სპორ­ტი და ექი­მო­ბა ვე­ღარ შე­ვუ­თავ­სე ერ­თ­მა­ნეთს და გა­დამ­წყ­ვე­ტი ნა­ბი­ჯი პროქ­ტო­ლო­გის სა­სარ­გებ­ლოდ გა­დავ­დ­გი.

გა­გე­ცი­ნე­ბათ ალ­ბათ, თუ ექი­მო­ბა გინ­დო­და, რა­ღა პროქ­ტო­ლო­გის პრო­ფე­სია აირ­ჩიე, სხვის უკა­ნალ­ში ყუ­რე­ბა რა სა­სი­ა­მოვ­ნოა. სამ­წუ­ხა­როდ, მე ისეთ დროს და­ვამ­თავ­რე უმაღ­ლე­სი, რო­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტი მხო­ლოდ ერ­თი არ­სე­ბობ­და თბი­ლის­ში, და­ნარ­ჩენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს კი ინ­ს­ტი­ტუ­ტი ერ­ქ­ვა. ამ ინ­ს­ტი­ტუ­ტებს შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო ერთ-ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი იყო, თუ კა­ცი არ გყავ­და, ანუ პრო­ტე­ჟე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ გე­ბა­რე­ბი­ნა, რა ცოდ­ნაც უნ­და გქო­ნო­და, ვერ მოხ­ვ­დე­ბო­დი. აი, ცოდ­ნაც თუ გქონ­და და ფუ­ლიც ან კარ­გი გვა­რი­ა­ნი გავ­ლე­ნი­ა­ნი ნაც­ნო­ბი თუ გყავ­და, იცოცხ­ლე! მოწყო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყო. ასე მო­ვეწყ­ვე მეც - გავ­ლე­ნი­ა­ნი ნაც­ნო­ბე­ბის, ფუ­ლი­სა და ნი­ჭის წყა­ლო­ბით, ამი­ტო­მაც პირ­ველ­სა­ვე წელს მოვ­ხ­ვ­დი, ანუ რო­გორც კი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. ხომ ხე­დავთ, მა­შინ სკო­ლა­საც სხვა­ნა­ი­რად ერ­ქ­ვა - სა­შუ­ა­ლო და არა სა­ჯა­რო.

სწავ­ლა მარ­თ­ლა მწყუ­რო­და, ამი­ტომ ლექ­ცი­ებს იშ­ვი­ა­თად ვაც­დენ­დი ან თუ გა­ვაც­დენ­დი, მა­ინც ვი­ნაზღა­უ­რებ­დი ხოლ­მე იმ `გა­მორ­ჩე­ნილ~ ცოდ­ნას. ჰო­და, რო­ცა ის დრო დად­გა, რო­ცა უკ­ვე ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბა უნ­და აგ­ვერ­ჩია და გან­გ­ვე­საზღ­ვ­რა, ვინ რი­სი ექი­მი თუ რი­სი ქი­რურ­გი დამ­დ­გა­რი­ყო, გა­ჩაღ­და გა­და­რეკ­ვა-გად­მო­რეკ­ვე­ბი, ჩაწყო­ბე­ბი და ფუ­ლე­ბის ფრი­ა­ლი, ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი სა­სურ­ვე­ლი გზით რომ წა­სუ­ლი­ყო. ეს ის პე­რი­ო­დი იყო, რო­ცა აღარც დე­და მყავ­და და აღარც მა­მა, ბე­ბია კი სი­ბე­რის­გან თან­და­თან უძ­ლურ­დე­ბო­და და ძვე­ლე­ბუ­რად `მი­დექ-მო­დე­ქი~ აღარ შე­ეძ­ლო. ამი­ტო­მაც მივ­ყე­ვი დი­ნე­ბას და რაც `უ­რი­გოდ~ შემ­ხ­ვ­და, ის ავირ­ჩიე. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რი იყო, ქი­რურ­გი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ეს ოც­ნე­ბა კი ავის­რუ­ლე. ვი­ღა­ცას აქვს ნათ­ქ­ვა­მი, მგო­ნი, სტი­ვენ კოვს, წარ­მა­ტე­ბის კი­ბე­ზე აცო­ცე­ბის დაწყე­ბამ­დე დარ­წ­მუნ­დი, რომ იგი ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­რო შე­ნო­ბის კე­დელ­თა­ნაა მი­ყუ­დე­ბუ­ლიო. ამა­ში არ შევ­მ­ც­დარ­ვარ. ჩე­მი კი­ბე სა­ჭი­რო შე­ნო­ბას იყო მი­ყუ­დე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი არას­დ­როს მი­ნა­ნია. კარ­გი ქი­რურ­გი ვარ და და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას კე­თილ­სინ­დი­სიე­რად ვას­რუ­ლებ. რომ იტყ­ვი­ან, ჩე­მი საქ­მის პრო­ფი ვარ, არც ჰი­პოკ­რა­ტეს ფი­ცის­თ­ვის გა­და­მიხ­ვე­ვია არას­დ­როს.
კი­დევ რა მაქვს სატ­რა­ბა­ხო? რა თქმა უნ­და, ჩე­მი გვარ-სა­ხე­ლი. სა­ხელ ან­დ­რი­ა­ზე ლა­პა­რაკს აღარ და­ვიწყებ, ჩემ­ზე უკეთ იცით, რა სა­ხე­ლი­ცაა. რაც შე­ე­ხე­ბა გვარს, ჯორ­ჯი­კი­ე­ბი მთლად თა­ვა­დე­ბი არ ყო­ფი­ლან, აზ­ნა­უ­რე­ბი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, გა­მორ­ჩე­უ­ლი აზ­ნა­უ­რე­ბი. ცალ-ცა­ლი აზი­უ­რით და და­კემ­სი­ლი ჩო­ხა-ში­ნე­ლით არ და­დი­ოდ­ნენ. ბე­ბი­ა­ჩე­მის ნათ­ქ­ვა­მი მახ­სოვს, თა­ვა­დი და­დი­ა­ნე­ბი თურ­მე ში­ნა­უ­რო­ბა­ში ნარდს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჯორ­ჯი­კი­ებ­თან თა­მა­შობ­დ­ნენ, სხვა აზ­ნა­უ­რებს ასე ახ­ლოს არ იკა­რებ­დ­ნე­ნო. ჰო­და, ხომ მი­რე­ვია ახ­ლა მეც რა­ღაც დო­ზით ცის­ფე­რი სის­ხ­ლი? ეს, რა თქმა უნ­და, ხუმ­რო­ბით, მაგ­რამ ჩემს გვარს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ და უდი­დეს პა­ტივს ვცემ, მით უფ­რო, რომ ამ გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცო­ტა­ნი ვართ დარ­ჩე­ნი­ლი, იმ­დე­ნად ცო­ტა, რომ ყვე­ლა ჯორ­ჯი­კია ლა­მის ერ­თი შტო­დან მო­დის და ერ­თ­მა­ნე­თის ნა­თე­სა­ვია.

ესეც კი­დევ ერ­თი ლი­რი­კუ­ლი გა­დახ­ვე­ვა.
მთა­ვა­რი, რი­სი თქმაც მინ­და, ისაა, რომ ან­დ­რია კარ­გი `ბი­ჭი­ა~. მკერ­დ­ში კვლავ ახალ­გაზ­რ­და, `უწ­ვე­რულ­ვა­შო~ გუ­ლი უცემს, ასაკს სა­ერ­თოდ ვერ გრძნობს და ისევ ისე­თი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია, რო­გორც მა­შინ, 26 წლის ასაკ­ში.
ვცხოვ­რობ სა­ბურ­თა­ლო­ზე, თით­ქ­მის ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში, ოღონდ არა კორ­პუ­სის ბი­ნა­ში, არა­მედ კერ­ძო, ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლ­ში. ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კი ჰქვია, მაგ­რამ უზარ­მა­ზა­რი არ არის, სულ რა­ღაც ექ­ვ­სი ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა. პირ­ველ სარ­თულ­ზე მაქვს მა­რა­ნი, სამ­ზა­რე­უ­ლო, აბა­ზა­ნა-ტუ­ა­ლე­ტი და ორი პა­ტა­რა ოთა­ხი. ერ­თი ახ­ლა­ხან გა­ვა­ქი­რა­ვე. მე­ო­რის გა­ქი­რა­ვე­ბაც მინ­დო­და, მაგ­რამ რაც ეს მდგმუ­რი და­ვა­ყე­ნე, მას მე­რე გა­და­ვი­ფიქ­რე. მას­თან ისე კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, სხვას ცხვირს აღარ შე­მო­ვა­ყო­ფი­ნებ აქ. თუმ­ცა ეს სულ სხვა სა­უბ­რის თე­მაა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვუბ­რუნ­დე­ბი.

მე მე­ო­რე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ, ჩემს ყვე­ლა­ზე ფარ­თო სა­ძი­ნე­ბელ­ში, რო­მელ­საც ყო­ველ დი­ლით მზე ად­გე­ბა და რო­გორც კი პირ­ვე­ლი სხი­ვი და­მე­ცე­მა სა­ხე­ზე, ეგ­რე­ვე თვალს ვა­ხელ. ისე მო­მე­პა­რე­ბა ხოლ­მე ეს სხი­ვი, რო­გორც ჰა­ე­რო­ვა­ნი, ვნე­ბი­ა­ნი ქა­ლი, რო­მელ­საც ერ­თი სუ­ლი აქვს, და­გაცხ­რეს და კოც­ნით სუ­ლი შე­გი­გუ­ბოს. ალ­ბათ მიხ­ვ­დით, ამით რი­სი თქმაც მინ­და... მარ­თა­ლი ხართ. ცო­ლი არ მყავს, შე­სა­ბა­მი­სად - არც შვი­ლი. იმი­ტომ კი არა, რომ არ მინ­დო­და, უბ­რა­ლოდ, ასე მოხ­და, ცხოვ­რე­ბა წა­ვი­და სხვა გზით. ვინც მიყ­ვარ­და, მი­სი ცო­ლად შერ­თ­ვა ვერ გავ­ბე­დე. ცუდ დრო­ში ვცხოვ­რობ­დი, ყვე­ლაფ­რის­თ­ვის ან­გა­რი­ში უნ­და გა­მე­წია. მე­რე კი ასა­კი მო­მე­მა­ტა, სხვა არა­ვინ შე­მიყ­ვარ­და და ხომ იცით, რო­გორც ხდე­ბა - გან­საზღ­ვ­რულ ასაკს რომ გა­და­ა­ბი­ჯებ, იმ­დე­ნად ეჩ­ვე­ვი მარ­ტო­ო­ბას, რომ ცო­ლის გა­გო­ნე­ბა­ზეც კი ჟრუ­ან­ტე­ლი გივ­ლის.

არა უშავს, გუ­ლახ­დი­ლი თუ ვიქ­ნე­ბი, არც არა­ფერს ვნა­ნობ. კი, შვი­ლი ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ახ­ლა უკ­ვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა არც... მაგ­რამ რომ დავ­ფიქ­რ­დე­ბი, ში­ში მიპყ­რობს. ახ­ლა რომ ცო­ლი შე­ვირ­თო და შვი­ლი მე­ყო­ლოს, რამ­დე­ნი წლის ვიქ­ნე­ბი, რო­ცა ის ოცის გახ­დე­ბა? 76-ის. არააა! სა­ში­ნე­ლე­ბაა! ჯო­ბია, ყვე­ლა­ფე­რი ისე დარ­ჩეს, რო­გორც არის.
ისე, მთლად მარ­ტოც არ ვარ. ექ­ვ­სი წლის წინ ერ­თი გო­გო გა­ვი­ცა­ნი. რა თქმა უნ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ცო­ტა წა­ვი­მა­ი­მუ­ნე ჩემ­თ­ვის, რა მექ­ნა, მომ­წყინ­და ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო იყო, ქე­რა, ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა. მე კი­დევ, რად­გან ასე მო­ვი­ხიბ­ლე მი­სით, სხვა პრო­ფი­ლი გავ­ხ­სე­ნი, ბრედ პი­ტის ფო­ტო და­ვა­ყე­ნე მთა­ვარ სუ­რა­თად და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ვე­კონ­ტაქ­ტე. შე­მე­შინ­და, ორ­მოც­და­ა­თი წლის კაცს იქ­ნებ არც და­ე­ლა­პარ­კოს-მეთ­ქი. ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნებს სჩვე­ვი­ათ შუ­ახ­ნის კა­ცე­ბის გატ­რი­ზა­ვე­ბა.
არ ვე­ლო­დი, ისე­თი ჭკვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და. იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იყო მას­თან სა­უ­ბა­რი, ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ მი­ვე­წე­ბე და ვე­ღარ მოვ­შორ­დი. მტკი­ცედ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ან­დ­რია, ბი­ჭო, ემანდ ფრთხი­ლად იყა­ვი, თა­ვი არ შე­აყ­ვა­რო, არც შენ შე­გიყ­ვარ­დეს და ბო­ლოს არ გა­ბან­ძ­დე-მეთ­ქი. მაგ­რამ გაფ­რ­თხი­ლე­ბა გაფ­რ­თხი­ლე­ბად დარ­ჩა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ გზა მა­ინც გა­იმ­რუ­და და სიყ­ვა­რუ­ლის ბი­ლიკ­ზე გა­და­უხ­ვია. თა­ნაც, პირ­ვე­ლი იმ­პულ­სე­ბი სწო­რედ მის­გან წა­მო­ვი­და და არა ჩემ­გან. მა­შინ­ვე შორს და­ვი­ჭი­რე, რო­გორც კი მითხ­რა, შე­გეჩ­ვიე და მი­ხა­რიაო. არ გა­ბე­დო-მეთ­ქი. ხომ არ ვეტყო­დი, მა­მად უფ­რო შე­გე­ფე­რე­ბი, ვიდ­რე შეყ­ვა­რე­ბუ­ლად-მეთ­ქი? არა­და, გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე მო­ვატყუე, მე და შენ ტო­ლე­ბი ვართ-მეთ­ქი. სა­ხეს რა­ტომ მა­ლა­ვო, მკითხა და ვუთხა­რი, იმ ურ­ჩხულს ვგა­ვარ, მზე­თუ­ნა­ხავს რომ ჰყვა­რობ­და-მეთ­ქი.

ერ­თი სიტყ­ვით, ძა­ლი­ან რომ არ გა­მიგ­რ­ძელ­დეს, დღე­საც ვმე­გობ­რობთ. მან ჩემ­ზე არა­ფე­რი იცის, მე კი მას­ზე - ლა­მის ყვე­ლა­ფე­რი. ის ჩე­მი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია, მე კი მი­სი. ჯე­რაც არ გათხო­ვი­ლა და არც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავს. ამა­ში მთა­ვა­რი და­ნა­შა­უ­ლი მე მი­მიძღ­ვის. მა­ინც არ კარ­გავს იმედს, რომ ერთ დღე­საც გუ­ლი არ მო­მით­მენს და შევ­ხ­ვ­დე­ბი. ამას კი არ ვა­პი­რებ. თა­ვი სად გა­მოვ­ყო, 25 წლის გო­გო რომ შე­ვირ­თო ცო­ლად 56 წლის კაც­მა? ან კი გა­მომ­ყ­ვე­ბა რო? მას თა­ვი­სი ტო­ლი ვგო­ნი­ვარ. ვა­ი­და, გუ­ლი გა­უს­კ­დეს ჩემს და­ნახ­ვა­ზე, ვა­ი­და, არ მა­პა­ტი­ოს ასე­თი ტყუ­ი­ლი. ხომ ვიქ­ნე­ბი ზიზღის ღირ­სი? ამი­ტომ მირ­ჩევ­ნია, ყვე­ლა­ფე­რი ისე დარ­ჩეს, რო­გორც არის. ის ჯერ ახალ­გაზ­რ­დაა, რო­გორ­მე იპო­ვის ვინ­მეს. მთლად უსინ­დი­სო არ გე­გო­ნოთ. რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაწყ­ვე­ტა, ხან­და­ხან თვე ისე გა­ვი­დო­და, არ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი, იქ­ნებ გა­დამ­ვარ­დეს გუ­ლი­დან-მეთ­ქი, მაგ­რამ ამა­ოდ. მე­რე ვე­ღარ ვით­მენ­დი და მა­ინც ვეხ­მი­ა­ნე­ბო­დი. ვეხ­მი­ა­ნე­ბო­დი იმ იმე­დით, რომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ჩხუბს და­მიწყებ­და, გა­მომ­ლან­ძღავ­და, ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბას არ მა­პა­ტი­ებ­და და ყო­ველ­გ­ვარ კონ­ტაქტს გაწყ­ვეტ­და ჩემ­თან. თქვენც არ მო­მიკ­ვ­დეთ! ისე ლა­მა­ზად მომ­წერ­და, სად და­მე­კარ­გე, რო­გორ ხა­რო, თით­ქოს გვერ­დით მეჯ­და და სიყ­ვა­რუ­ლით თმას მი­ჩე­ჩავ­და. ერ­თხე­ლაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე მი­სი გაბ­რა­ზე­ბა და წყო­ბი­ლე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა. ერ­თა­დერ­თი, რაც შევ­ძე­ლი, გრძნო­ბე­ბის­თ­ვის სა­და­ვე არ მი­მიშ­ვია. გა­ვა­ჩე­რე ერთ ად­გი­ლას და არც წინ ვუშ­ვებ და არც უკან. ეს არის ჩე­მი ოქ­როს შუ­ა­ლე­დი და სრუ­ლი­ად მაკ­მა­ყო­ფი­ლებს. თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. გუ­ლი კი მე­თა­ნაღ­რე­ბა, რომ მან ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლიც კი არ იცის, მაგ­რამ რა? გა­ნა რა შე­იც­ვ­ლე­ბო­და ამით? არც არა­ფე­რი. ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს არას­დ­როს შევ­ხ­ვედ­რი­ვართ, შემ­თხ­ვე­ვი­თაც კი, ამი­ტომ ეს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გრძნო­ბა იქ­ნებ სწო­რედ ამი­ტო­მა­ცაა ასე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო და დახ­ვე­წი­ლი. არა­ვინ იცის. მთა­ვა­რი ის არის, რომ მე მას სიყ­ვა­რულ­ზე არას­დ­როს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. პი­რი­ქით, ვუკ­რ­ძა­ლავ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს. უბ­რა­ლოდ, ვმე­გობ­რობთ. მორ­ჩა და გა­თავ­და. ესაა და ეს.

მე კი ვაგ­რ­ძე­ლებ ცხოვ­რე­ბას ახალ­გაზ­რ­დუ­ლი შე­მარ­თე­ბით. დი­ლით, ად­გო­მის­თა­ნა­ვე, მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან კი­ბე­ზე სამ-სამ სა­ფე­ხურს ვახ­ტე­ბი და ისე ჩა­მოვ­რ­ბი­ვარ, ას­ვ­ლი­სას კი ორ-ორი სა­ფე­ხუ­რის გა­მო­ტო­ვე­ბით ავ­დი­ვარ ყო­ველ­თ­ვის. ესეც ერ­თ­გ­ვა­რი ვარ­ჯი­შია და მსი­ა­მოვ­ნებს. მსი­ა­მოვ­ნებს, რომ არ ვიღ­ლე­ბი. სა­ღა­მო­ო­ბით აივან­ზე მიყ­ვარს ჯდო­მა და სუფ­თა ჰა­ე­რის ჩაყ­ლაპ­ვა, რამ­დე­ნა­დაც შე­იძ­ლე­ბა თბი­ლის­ში სუფ­თა ჰა­ე­რი ჩაყ­ლა­პოს კაც­მა. მით უფ­რო, რომ მტკვრის სა­ნა­პი­როს­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვცხოვ­რობ და ამ ლა­მაზ მდი­ნა­რეს ასე ჭუჭყი­ანს რომ ვხე­დავ, გუ­ლი მიკ­ვ­დე­ბა. არა­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზია ღა­მით, მთვა­რის შუქ­ზე რომ ალიც­ლიც­დე­ბა. ამ დროს აღარ ჩანს ტალ­ღე­ბი მღვრიე და ტა­ლა­ხის­ფე­რი. პი­რი­ქით, ისე­თი თბი­ლი მწვა­ნე ფე­რი დაჰ­კ­რავს, რი­წის ტბას მო­გა­გო­ნებს კაცს.

ორი რა­მის კე­თე­ბა მიყ­ვარს აივან­ზე ყვე­ლა­ზე უფ­რო. დი­ლით, რო­ცა სა­ხეს მზეს მი­ვუშ­ვერ და მის სხი­ვებს დავ­ყ­ნო­სავ და ღა­მით, რო­ცა სავ­სე ან ნა­ხე­ვარ­მ­თ­ვა­რის სურ­ნელს შე­ვის­რუ­ტავ. იმე­დია, ჩე­მი რო­მან­ტი­კუ­ლი ბუ­ნე­ბა სი­ცი­ლის ხა­სი­ათ­ზე არ და­გა­ყე­ნებთ. უბ­რა­ლოდ, ასე­თი ვარ, ამას ვე­რა­ფე­რი შეც­ვ­ლის. ხან­და­ხან მეც მიკ­ვირს, ასე­თი ხა­სი­ა­თის და გა­რეგ­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი რო­გორ დამ­ტო­ვეს ქა­ლებ­მა ასე ეულად? რა­ტომ ვერც ერ­თ­მა ვერ შეძ­ლო ჩე­მი, ასე ვთქვათ, მო­ჩან­გ­ვ­ლა? გა­ნა მარ­თ­ლა ასე­თი ჭკვი­ა­ნი ვარ? ან შე­უ­ვა­ლი? არ ვი­ცი. შე­იძ­ლე­ბა ეს, უბ­რა­ლოდ, იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში თავს მა­ბეზ­რებ­დ­ნენ ქა­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ზედ­მე­ტი ყუ­რადღე­ბით, თა­ვის შეყ­ვა­რე­ბის მცდე­ლო­ბე­ბით. მით უფ­რო, გა­გი­გი­ათ ალ­ბათ, რო­გორ ხდე­ბა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებ­ში. წარ­მო­სა­დე­გი თუა ექი­მი, შე­უძ­ლია მდედ­რო­ბი­თი სქე­სის თით­ქ­მის ყვე­ლა თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი, ექ­თა­ნი­დან დაწყე­ბუ­ლი, ექი­მით გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი და სა­ნიტ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ლო­გინ­ში ჩა­იწ­ვი­ნოს. არა, არა, ჩემს თავ­ზე არ ვამ­ბობ, ასე­თი ლო­ვე­ლა­სიც არ ვყო­ფილ­ვარ, თუმ­ცა, ვა­ღი­ა­რებ, რომ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის მიყ­ვარ­და და ახ­ლაც მიყ­ვარს. პირ­ველ რიგ­ში, სი­ლა­მა­ზით ვა­ფა­სებ­დი ქალს, ამას ვა­ყე­ნებ­დი პირ­ველ ად­გილ­ზე და მხო­ლოდ ამის მე­რე მო­დი­ო­და მი­სი სხვა თვი­სე­ბე­ბი. რო­გორც ბე­ბი­ა­ჩე­მი მეტყო­და, ჯო­ბია, ქა­ლი შტე­რი იყოს, ამის შე­ნიღ­ბ­ვა ყო­ველ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ უშ­ნო თუა, ვე­რა­ვის გა­მო­ა­პა­რე­ბო. ჰო­და, მეც მხო­ლოდ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბის­კენ გა­მირ­ბო­და ყო­ველ­თ­ვის თვა­ლი, მხო­ლოდ ლა­მაზ ქა­ლებ­ზე მე­კე­ტე­ბო­და ჭკუა და მხო­ლოდ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი მყო­ლია საყ­ვარ­ლად. ოღონდ ისე არა, ზოგს ცო­ლი­ვით რომ ჰყავს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი. ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის დე­დაც ვა­ტი­რე! თუ საყ­ვა­რე­ლია, საყ­ვარ­ლის ად­გი­ლი უნ­და ეჭი­როს, თუ ცო­ლია - ცო­ლის. ცოლ­საყ­ვა­რე­ლა რა­ღა ჯან­და­ბაა? ამი­ტო­მაც, რო­გორც კი შე­ვატყობ­დი, რომ საყ­ვა­რე­ლი ცო­ლო­ბის შე­თავ­სე­ბა­საც ცდი­ლობ­და, ეგ­რე­ვე ვწყვეტ­დი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ამის გა­მო ერ­თი-ორი მტრა­დაც გა­და­ვი­კი­დე. დღემ­დე ჩე­მი სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბაც არ სურთ.
აი, ესეც ჩე­მი პირ­ვე­ლი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე. თუ გუ­ლის გახ­ს­ნაა, ბა­რემ ბო­ლომ­დე გა­გეხ­ს­ნე­ბით. ხომ ჯო­ბია? კი­დევ რა ნაკ­ლი მაქვს? ოოო! ის, რომ ვე­რაფ­რით ვერ ავით­ვი­სე ტე­ლე­ფო­ნის ოქ­როს წე­სი. ახ­ლა მკითხავთ, ეს რა­ღა ჯან­და­ბააო. რა და... ვე­რა და ვერ და­ვა­მუ­ღა­მე, რომ რო­ცა შენ­თ­ვის არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ანს ტე­ლე­ფონ­ზე ესა­უბ­რე­ბი, სა­უბ­რის ბო­ლოს ჯერ უნ­და გა­თი­შო ტე­ლე­ფო­ნი და მე­რე უნ­და შე­ი­გი­ნო ან გა­აპ­რო­ტეს­ტო, მა­გა­ლი­თად, ასე: არ გა­მი­ხუ­რა ამ ქალ­მა საქ­მე? ეს რა კი­ბო ავი­კი­დე, ტოოო! ამი­ტომ ჩე­მი რეპ­ლი­კე­ბი ყო­ველ­თ­ვის ად­რე­სა­ტის სმე­ნამ­დე აღ­წევს და ამის გა­მო უარეს უსი­ა­მოვ­ნე­ბებს ვაწყ­დე­ბი. ამი­ტომ, ძმე­ბო, თქვენ მა­ინც და­ი­მახ­სოვ­რეთ ეს ოქ­როს წე­სი და შე­ე­ცა­დეთ, მა­ხე­ში ჩემ­სა­ვით არ გა­ე­ბათ!
რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ვარ ცხოვ­რე­ბის? რა ვი­ცი, არ ვემ­დუ­რი. ჩე­მი ბრძე­ნი ბე­ბია იტყო­და ხოლ­მე, რამ­დე­ნი დროც ადა­მი­ანს სიყ­ვა­რულ­ში გა­უ­ტა­რე­ბია, იმ­დე­ნი წე­ლი უცხოვ­რიაო. ანუ, მი­სი თქმით, გა­მო­დის, რომ მხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა ნაცხოვ­რებ დროდ ჩა­ით­ვა­ლოს. თუ ამ სა­ზო­მით მი­ვუდ­გე­ბი ჩემს თავს, უსიყ­ვა­რუ­ლოდ ერ­თი დღეც არ გა­მი­ტა­რე­ბია. მე­რე რა, თუ არ გა­მი­მარ­თ­ლა? პირ­ველ რიგ­ში, ეს გა­უ­მარ­თ­ლებ­ლო­ბა თუ უიღ­ბ­ლო­ბა ჩე­მი ბრა­ლია, სხვას ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. ეს და­უ­წე­რე­ლი მო­რა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბი რომ არა, ვინ იცის, ახ­ლა ცო­ლიც მე­ყო­ლე­ბო­და და შვი­ლე­ბიც.

არა­და, მიყ­ვარ­და. იმ­დე­ნად ძლი­ე­რად მიყ­ვარ­და, რომ თა­ვი დავ­კარ­გე, თუმ­ცა ზღვარს მა­ინც ვერ გა­და­ვა­ბი­ჯე. იმ ზღვარს, რო­მელ­საც ჰქვია `რას იტყ­ვის ხალ­ხი~. იმი­ტომ კი არა, რომ ბრმა ვი­ყა­ვი, ან კონ­სერ­ვა­ტო­რი, ან ქა­ჯი... უბ­რა­ლოდ, დრო იყო ისე­თი. რო­ცა ბე­ბი­ას გა­ვენ­დე პირ­ვე­ლად და ვუთხა­რი, რო­გო­რი ქა­ლიც მიყ­ვარ­და, ჯერ შე­იკ­რა ორი­ვე წარ­ბი, მე­რე ზე­მოთ ას­წია და მშვილდს და­ამ­ს­გავ­სა, ბო­ლოს მაგ მორ­კა­ლულ წარ­ბებ­ზე ორი­ვე საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი ერ­თ­ნა­ი­რი მოძ­რა­ო­ბით გა­და­ის­ვა და მტკი­ცედ გა­მო­მიცხა­და, თუ გიყ­ვარს, მი­ა­ფურ­თხე ყვე­ლა­სო. დღე­ვან­დე­ლი სლენ­გით ეს ზუს­ტად ასე ჟღერს: თუ გიყ­ვარს, და­ი­კი­დე! აი, ასე­თი `სვეტ­ს­კაი ლვი­ცა~ იყო ბე­ბი­ა­ჩე­მი, აბა­ში­ძის ქა­ლი. აი, ის იყო თა­ვა­დი, თუ იყო! ამ გახ­სე­ნე­ბა­ზე, ჩემს `ცის­ფერ­სის­ხ­ლი­ა­ნო­ბას~ მი­სი თა­ვა­დუ­რი არ­ტე­რია უფ­რო აძ­ლევს ელ­ფერს, ვიდ­რე ჩე­მი აზ­ნა­უ­რუ­ლი წვრი­ლი სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვი. ესეც ხუმ­რო­ბით, რა თქმა უნ­და.
ალ­ბათ კვდე­ბით ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, ვინ გიყ­ვარ­და ასე­თი, ცო­ლად შერ­თ­ვა რომ ვერ გა­ბე­დეო. ო, ეგ გრძე­ლი ამ­ბა­ვია, ასე უცებ, ორი სიტყ­ვით ვერ მო­გიყ­ვე­ბით. ამი­ტო­მაც ინ­ტერ­ლუ­დია დრო­ე­ბით გან­ზე გა­დავ­დოთ და პრე­ლუ­დი­ის ფა­ზა­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლოთ. სწო­რედ იმ დრო­ში, რო­ცა ნა­ნა გა­ვი­ცა­ნი...

თუმ­ცა, სა­ნამ ნა­ნას ამ­ბავ­ზე გა­და­ვი­დო­დე, იმა­საც გეტყ­ვით, რა­ტომ მო­მინ­და ჩე­მი სამ­ნა­წი­ლი­ა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი გზის თქვენ­თ­ვის მო­ყო­ლა და მა­ინ­ც­და­მა­ინც დღე­ვან­დე­ლი დღე, სექ­ტემ­ბ­რის 9 რიცხ­ვი რა­ტომ ავირ­ჩიე. ორი მი­ზე­ზის გა­მო. პირ­ვე­ლი ის არის, რომ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ჩე­მი მდგმუ­რი, თე­სე­უ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ევა კა­ლა­ძე, ძა­ლი­ან ჰგავს იმ ნა­ნას და მე­ო­რეც - ამ დი­ლით, სახ­ლი­დან გა­სუ­ლი გზად ნა­ნას გა­და­ვე­ყა­რე... შეხ­ვედ­რა ლა­მის 25 წლის შემ­დეგ.
რო­დე­საც ევა პირ­ვე­ლად მო­მად­გა სახ­ლ­ში, გა­ოგ­ნე­ბის­გან პი­რი გა­მიშ­რა და ავ­ლუღ­ლუღ­დი. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან ვულ­გა­რუ­ლად კი გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, მაგ­რამ ისე ჰგავ­და ჩემს პირ­ველ და და­უ­ვიწყარ სიყ­ვა­რულს, თავ­და­პირ­ვე­ლად მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მე­გო­ნა. ამი­ტო­მაც დაწ­ვ­რი­ლე­ბით გა­მოვ­კითხე, ვინ იყო, სა­ი­დან, ვი­სი შვი­ლი, დე­დას რა ერ­ქ­ვა და ა.შ. კი­დევ კარ­გი, გა­დავ­რ­ჩი. არა, ეს არ იყო მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი. ჯერ ერ­თი, დე­და­მისს ცი­სა­ნა ერ­ქ­ვა, მე­ო­რეც, 26 წლის იყო. 26 წლის წლის წინ კი ჩვენ ჯერ კი­დევ ერ­თად ვი­ყა­ვით.

ო, რო­გორ მსი­ა­მოვ­ნებ­და ყო­ველ­დღე ამ ევას და­ნახ­ვა. ასე მე­გო­ნა, ის რომ თვა­ლებს შე­მო­მა­ნა­თებ­და, ნა­ნა მი­ყუ­რებ­და. კი ჰქონ­და უტი­ფა­რი მზე­რა და თით­ქოს გა­შიშ­ვ­ლებ­და თა­ვი­სი გა­მო­ხედ­ვით, მაგ­რამ ესეც რა­ღაც­ნა­ი­რად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. აგ­ვის­ტო­ში იქი­რა­ვა ბი­ნა. იმე­რე­ლი იყო, სამ­ტ­რე­დი­ი­დან, მაგ­რამ უკ­ვე ისე­თი გა­ქე­ქილ-გა­მო­ქე­ქი­ლი, ეტყო­ბო­და, მთლად `ამ­ნა­ი­რი~ რომ არ იყო, ანუ უფ­რო `იმ­ნა­ირს~ ჰგავ­და. ეტყო­ბა, სტუ­დენ­ტო­ბი­სას საკ­მა­რი­სად `გა­იკ­ვა­ლა გზა~, გა­ქა­ლა­ქელ­და და `სვეც­კი~ გახ­და. სამ­სა­ხუ­რი იშო­ვა თბი­ლის­ში, ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში მე­ნე­ჯა­რად მო­ეწყო და ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბაც დას­ჭირ­და. ამი­ტო­მაც, რო­გორც კი ერ­თ­მა­ნეთს გა­ვუ­ში­ნა­ურ­დით, ერთ შუ­ადღე­საც, ყა­ვა­ზე რომ დავ­პა­ტი­ჟე, პირ­და­პირ მი­ვა­ხა­ლე, არ გე­ში­ნია, უცხო მა­მა­კაც­თან მარ­ტო რომ გი­წევს ცხოვ­რე­ბა-მეთ­ქი. ლა­მის გა­დაბ­ჟირ­და სი­ცი­ლით და უსირ­ცხ­ვი­ლოდ მო­მი­გო, ისე­თი რა უნ­და მიქ­ნა, რაც სხვებს არ უქ­ნი­ა­თო. აი, ასეა, ბა­ტო­ნო. მშობ­ლებს ჰგო­ნი­ათ, თა­ვი­ან­თი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი წე­სი­ე­რე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა­ნი არი­ან, ისი­ნი კი­დევ ვის ლო­გი­ნებს ათ­ბო­ბენ სახ­ლი­დან გა­სულ­ნი, კაც­მა არ იცის.
ჰო­და, თან მსი­ა­მოვ­ნებ­და, ამ ახ­ტა­ჯა­ნა გო­გომ ნა­ნა რომ გა­მახ­სე­ნა, თან გუ­ლი მე­თა­ნაღ­რე­ბო­და, ეს რომ შე­მო­ი­მას­მექ­ნას, სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნას რა­ღა ვუქ­ნა-მეთ­ქი. ბო­ლოს და ბო­ლოს 26 წლით ვი­ყა­ვი მას­ზე უფ­რო­სი. თით­ქ­მის იმ­დე­ნი­ვე­თი, რამ­დე­ნი­თაც ჩემს ვირ­ტუ­ა­ლურ შეყ­ვა­რე­ბულ იაზე. არა­და, ყვე­ლა­ფე­რი აქეთ­კენ მი­დი­ო­და. სწო­რედ ეს იყო მი­ზე­ზი, მე­ო­რე მდგმუ­რი რომ არ ავიყ­ვა­ნე. ჩემ­სა და ევას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­სა­მე ნამ­დ­ვი­ლად ზედ­მე­ტად მი­ვიჩ­ნიე.

არ ვი­ცი, რას მი­ქა­დის ხვა­ლინ­დე­ლი დღე, მაგ­რამ შე­ვეშ­ვათ ახ­ლა ინ­ტერ­ლუ­დი­ას, ჩე­მი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მის საწყის წლებ­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლოთ და და­ვიწყოთ მო­ყო­ლა, რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ნა­ნა და რა მოხ­და შემ­დეგ.
მა­შინ სწო­რედ იმ ასა­კის ვი­ყა­ვი, რა ხნი­საც ახ­ლა ევაა. დი­ახ, დი­ახ, 26 წლის. ორ­დი­ნა­ტუ­რა გავ­ლი­ლი მქონ­და და ქი­რურ­გის ასის­ტენ­ტად ვმუ­შა­ობ­დი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში. ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად იხიბ­ლე­ბო­და ჩე­მით, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც და პა­ცი­ენ­ტე­ბიც. მათ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი მზე­რე­ბის მო­გე­რი­ე­ბა რომ არ გამ­ჭირ­ვე­ბო­და, ყო­ველ­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით დავ­დი­ო­დი, იშ­ვი­ა­თად ვი­ცი­ნო­დი და მე­დი­დუ­რი ქი­რურ­გის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებ­დი. ჩემ­ზე ამ­ბობ­დ­ნენ, ეს ბი­ჭი შორს წა­ვაო. ასე­თი იმი­ჯი ქა­ლე­ბის გა­მო შე­ვი­ქე­ნი, მაგ­რამ ვის­თ­ვის გა­მენ­დო ეს? თუმ­ცა, სიტყ­ვა იმი­ჯი მა­შინ, მგო­ნი, არც არ­სე­ბობ­და. ან შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­და კი­დეც, მაგ­რამ ხმა­რე­ბა­ში არ იყო. მა­შინ უფ­რო რუ­სუ­ლი ბარ­ბა­რიზ­მე­ბით და სლენ­გე­ბით ვსა­უბ­რობ­დით. ასე რომ, მა­შინ­დე­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით, `სტო­ი­კა~ მე­ჭი­რა, `ვი­დი~ მქონ­და მე­დი­დუ­რი ადა­მი­ა­ნის. რო­გორც ვთქვი, ჯერ ასის­ტენ­ტი ვი­ყა­ვი. ქი­რურ­გი, რო­მელ­საც ოპე­რა­ცი­ე­ბის დრო ვეხ­მა­რე­ბო­დი, ერის­თა­ვი იყო გვა­რად, მაგ­რამ ის ისე იყო ერის­თა­ვი, რო­გორც მე ვარ, მა­გა­ლი­თად, კლინ­ტო­ნი ან ბუ­ში, რად­გან სო­მე­ხი იყო და გვა­რი გა­და­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რა გვა­რის იყო, არა­ვინ იცო­და, რად­გან სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და თა­ვის წარ­მო­შო­ბას, ოღონდ ესაა, ერის­თა­ვო­ბა­ზე რომ ჩა­მო­გეგ­დოთ სა­უ­ბა­რი, კრინ­ტ­საც ვერ დაძ­რავ­და თა­ვის წი­ნაპ­რებ­ზე. არა­და, კარ­გი კა­ცი იყო. ალექ­სან­დ­რე ერ­ქ­ვა და ყვე­ლა­ნი ალი­კას ეძახ­დ­ნენ.

გაგრძელება ჟურნალ "გზის" 42-ე ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
8 კომენტარი