წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი II)
font-large font-small
წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი II)
ნაწილი II


გა­რეგ­ნო­ბით ნამ­დ­ვილ ყა­საბს ჰგავ­და, შა­ვი, ბან­ჯ­გ­ვ­ლი­ა­ნი, ყო­ველ­თ­ვის მო­ღე­ღი­ლი სა­ყე­ლო­თი და­დი­ო­და და ეს ბან­ჯ­გ­ვ­ლე­ბი ზედ ყელ­ზე ამოს­დი­ო­და, შა­ვი, შა­ვი, რო­გორც კუპ­რი. ერ­თი სიტყ­ვით, იდე­ა­ლუ­რი სომ­ხუ­რი "რო­ჟა" იყო. ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მის­გან და დღემ­დე მად­ლო­ბე­ლი ვარ, საყ­ვე­დუ­რი არ მეთ­ქ­მის. ისე აკე­თებ­და ოპე­რა­ცი­ებს, ერ­თი წვე­თი ოფ­ლი არ და­ე­დი­ნე­ბო­და შუბ­ლ­ზე. იცო­და თა­ვი­სი საქ­მე და გუ­ლარ­ხე­ი­ნად იყო. წკაპ-წკაპ და მორ­ჩა, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მზად იყო პა­ცი­ენ­ტი. ისე გაჭ­რი­და და გა­კე­რავ­და, თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბას ვერ მო­ას­წ­რებ­დი.
გა­გა­ნია ზაფხუ­ლი იდ­გა. ერთ კვი­რა­ში შვე­ბუ­ლე­ბა­ში უნ­და გავ­სუ­ლი­ყა­ვი და დღე­ებს ვით­ვ­ლი­დი, რო­დის მო­ვი­დო­და ნა­ნატ­რი დრო, ადა­მი­ა­ნუ­რად რომ და­მეს­ვე­ნა. ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი შვე­ბუ­ლე­ბა იყო, რაც მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე და ზღვის­კენ ვა­პი­რებ­დი გა­ვარ­დ­ნას. წინ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ოც­და­ოთხი დღე მე­ლო­და - ცხე­ლი, მზი­ა­ნი და ზღვი­ა­ნი. ძილ­შიც კი ზღვა მე­სიზ­მ­რე­ბო­და.

ორ­შა­ბა­თი იყო. შე­მოვ­ლა რომ დამ­თავ­რ­და, მთა­ვარ­მა ექიმ­მა, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, თათ­ბი­რი ჩაგ­ვი­ტა­რა. სამ­სა­ხურ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ორი პრო­ცე­სი მე­ჯავ­რე­ბო­და - შე­მოვ­ლა და თათ­ბი­რი. იმი­ტომ არა, რომ მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, ჩე­მი პრო­ფე­სია არ მიყ­ვარ­და ან ვზარ­მა­ცობ­დი, უბ­რა­ლოდ, წმინ­და ფორ­მა­ლო­ბად მი­მაჩ­ნ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და იმი­ტომ. არა­ფე­რი არ­სე­ბი­თი ამ დროს არ კეთ­დე­ბა, მხო­ლოდ ბრტყელ-ბრტყე­ლი სიტყ­ვე­ბის რა­ხა­რუ­ხია და მორ­ჩა. ფუ­ჭი დრო­ის ფლან­გ­ვაა, მე თუ მკითხავთ. თუ მძი­მე ავად­მ­ყო­ფია, კონ­სი­ლი­უ­მია მო­საწ­ვე­ვი და სამ­ს­ჯე­ლო საქ­მეა, სხვა ამ­ბა­ვია. და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ყვე­ლა ექიმს თა­ვად შე­უძ­ლია მი­ხე­დოს თა­ვის პა­ცი­ენტს.

ერ­თი სიტყ­ვით, ჩა­ვამ­თავ­რეთ თათ­ბი­რი და დავ­ბ­რუნ­დი ჩემ­სა და ალი­კას კა­ბი­ნეტ­ში. ალი­კას ერთ სა­ათ­ში ოპე­რა­ცია ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი, მეც უნ­და მივ­ხ­მა­რე­ბო­დი, ამი­ტომ უნ­და მო­მეს­წ­რო ყა­ვის და­ლე­ვა, რომ მხნედ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას ვე­კუთ­ვ­ნი, რომ­ლე­ბიც დღეს ყა­ვით არ იწყე­ბენ. დი­ლით მხო­ლოდ კარ­გი სა­უზ­მე და ჩაი, ყა­ვა კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­უზ­მე­სა და სა­დილს შო­რის. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის ასე­თი რე­ჟი­მი ბევ­რად სა­სარ­გებ­ლოა.
ორი­ო­დე წუ­თის შე­სუ­ლი ვი­ყა­ვი კა­ბი­ნეტ­ში, ალი­კა რომ შე­მო­ვი­და თა­ვი­სი ნიჩ­ბის­ხე­ლა ხე­ლე­ბის ქნე­ვი­თა და ეშ­მა­კუ­რი ღი­მი­ლით.
- აუ, ბი­ჭო, რა გო­გოა, იცი? - ხე­ლის­გუ­ლე­ბი გემ­რი­ე­ლად მო­ის­რი­სა და მო­მა­ჩერ­და.
- ვინ გო­გო? - ზან­ტად ავ­ხე­დე და უჯ­რი­დან ყა­ვის პა­კე­ტი ამო­ვაძ­ვ­რი­ნე.
- მი­დი, გა­სინ­ჯე, ზუს­ტად სა­შე­ნოა, - სი­ცი­ლით მითხ­რა და მა­გი­დას მი­უჯ­და, - ასე­თი ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლებს შე­იძ­ლე­ბა გვყავ­დეს, სხვას არა­ვის.
მეც გა­მე­ცი­ნა, მაგ­რამ არა იმა­ზე, რომ იშ­ვი­ა­თად ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი მხო­ლოდ ქარ­თ­ვე­ლებს შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეთ, არა­მედ იმა­ზე, რომ თა­ვი­სი თა­ვიც ქარ­თ­ვე­ლებს მი­ათ­ვა­ლა. არა­და, შუბ­ლ­ზე ეწე­რა, რომ გა­ქა­ნე­ბუ­ლი სო­მე­ხი იყო.
- რას იცი­ნი? დე­დას გე­ფი­ცე­ბი, მარ­თ­ლა უმაგ­რე­სი გო­გოა. წა­დი და ნა­ხე.
- ვინ გო­გო, რა გო­გო, ალიკ! ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე, - ყა­ვა მა­დუ­ღა­რა­ში ჩავ­ყა­რე, ერ­თი კოვ­ზი შა­ქა­რიც და­ვა­მა­ტე და საპ­რო­ცე­დუ­რო ოთახ­ში და­ვა­პი­რე გას­ვ­ლა, რომ იქ ამე­დუ­ღე­ბი­ნა. მხო­ლოდ საპ­რო­ცე­დუ­რო­ში გვქონ­და ელექ­ტ­რო­ღუმ­ლის ჩარ­თ­ვის უფ­ლე­ბა, მთა­ვა­რი ექი­მი ამას კა­ბი­ნე­ტებ­სა და სა­ორ­დი­ნა­ტო­რო­ში გვიკ­რ­ძა­ლავ­და.
- ან­რი, შე ძვე­ლო, რო­დის იყო, ყა­ვას შენ თვი­თონ იდუ­ღებ­დი, ა? ვერ უთხა­რი ვე­რიჩ­კას, უცებ მო­გი­ცუნ­ცუ­ლებ­და. ისე­დაც სულ თვა­ლებს გი­ჟუ­ჟუ­ნებს.
- ალიკ, რამ­დენ­ჯერ გითხა­რი, ეგე­თი რა­მე­ე­ბი არ მითხ­რა-მეთ­ქი. ხომ იცი, რომ ექ­თა­ნი ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­ში არ ჯდე­ბა.
- კი, აბა, უცებ და­გი­ჯე­რე! ლი­კა ექ­თა­ნი არ იყო, თუ? შენ გა­მო ქალ­მა სამ­სა­ხუ­რი მი­ა­ტო­ვა.
გულ­ზე უსი­ა­მოვ­ნოდ მომ­ხ­ვ­და მი­სი სიტყ­ვე­ბი, მაგ­რამ ვამ­ჯო­ბი­ნე, უპა­სუ­ხოდ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, თო­რემ უნ­და ავ­ყო­ლო­დი ლა­პა­რაკ­ში და აუცი­ლებ­ლად გავ­ღი­ზი­ან­დე­ბო­დი. ამი­ტომ სიტყ­ვის უთ­ქ­მე­ლად გა­ვე­დი ოთა­ხი­დან.
საპ­რო­ცე­დუ­როს კა­რი მი­ხუ­რუ­ლი დამ­ხ­ვ­და. ვი­ფიქ­რე, ეს ექ­თა­ნე­ბი რა­მე ქა­ლურ საქ­მე­ში არ იყ­ვ­ნენ გარ­თულ­ნი, უცებ კა­ბა­ა­წე­ულს არ წა­ვად­გე-მეთ­ქი და ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის და­ვა­კა­კუ­ნე.
თით­ქოს მე მე­ლოდ­ნე­ნო, კა­რი იმ­წამ­ს­ვე გა­ი­ღო და ვე­რა შემ­რ­ჩა ხელ­ში, ახალ­გაზ­რ­და, შავ­გ­ვ­რე­მა­ნი, თვა­ლებ­ბ­რი­ა­ლა პუტ­კუ­ნა ექ­თა­ნი.
- ან­დ­რია ექი­მო, თქვენ უნ­და გა­სინ­ჯოთ, არა? - მკითხა და ჯეზ­ვე გა­მო­მარ­თ­ვა, - მე მო­გი­დუ­ღებ­დით, რა­ტომ არ მითხა­რით? - ამ სიტყ­ვე­ბით ზურ­გი შე­მაქ­ცია და მომ­ც­რო ოთახ­ში გა­ვი­და, სა­დაც ჩვე­ნი ექ­თა­ნე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, ყა­ვას ადუ­ღებ­დ­ნენ.
მე კი... მე კი შევ­რ­ჩი პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც თურ­მე უნ­და გა­მე­სინ­ჯა...
ვერ გეტყ­ვით, რა და­მე­მარ­თა... გო­გო­ნა სკამ­ზე იჯ­და. თი­ვის­ფე­რი თმა უკან გა­და­ე­ყა­რა და და­ძა­ბუ­ლი მზე­რით მომ­ჩე­რე­ბო­და. ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი მი­სი თვა­ლე­ბი იყო - ლურ­ჯ­ზე ლურ­ჯი, დიდ­რო­ნი, მზე­რა თით­ქოს სა­ი­დან­ღაც, სიღ­რ­მი­დან მო­დი­ო­და. ჯერ მარ­ტო ამ თვა­ლე­ბის შე­მო­ნა­თე­ბა ღირ­და ერთ სი­ცოცხ­ლედ. ალ­ბათ ამა­ზეა ნათ­ქ­ვა­მი, უძი­როო. შევ­ყუ­რებ­დი და ვგრძნობ­დი, სადღაც უსას­რუ­ლოდ რომ ვი­ძი­რე­ბო­დი, ვერ ვხვდე­ბო­დი, სად მთავ­რ­დე­ბო­და ამ სა­ო­ცა­რი თვა­ლე­ბის სიღ­რ­მე. შა­ვი და ხში­რი წამ­წა­მე­ბი ისე შე­მოხ­ვე­ო­და ამ თვა­ლებს, გე­გო­ნე­ბათ, შა­ვი ფან­ქა­რი უს­ვიაო, არა­და, სა­ერ­თოდ არ იყო და­ხა­ტუ­ლი. მა­კი­აჟ­შე­უ­ხე­ბე­ლი სა­ხის კა­ნი ჰქონ­და და კოც­ნას და­ხარ­ბე­ბუ­ლი ჟო­ლოს­ფე­რი ტუ­ჩე­ბი. ოღონდ არ მკითხოთ, სა­ი­დან და­ვას­კ­ვე­ნი ეს. უბ­რა­ლოდ, გუ­მა­ნით მივ­ხ­ვ­დი, რომ მის ტუ­ჩებს მა­მა­კა­ცის კოც­ნა აკ­ლ­და.
ჩემს და­ნახ­ვა­ზე ფეხ­ზე წა­მოდ­გა.
- გა­მარ­ჯო­ბათ. მე მე­ექ­ვ­სე პო­ლიკ­ლი­ნი­კი­დან გა­მომ­გ­ზავ­ნეს, - ნა­ზად ამოთ­ქ­ვა.
- იურამ? - ვკითხე და თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე ჩა­ვათ­ვა­ლი­ე­რე.
პა­ტა­რა მკერ­დი ჰქონ­და, მაგ­რამ ისე­თი დაც­ქ­ვე­ტი­ლი, აშ­კა­რად ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. თი­თე­ბი - ნა­ტი­ფი, ფე­ხე­ბი - ჩა­მოს­ხ­მუ­ლი, სი­მაღ­ლე - სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი. სხვა რა­ღა იყო სა­ჭი­რო იდე­ა­ლუ­რი სი­ლა­მა­ზის­თ­ვის? რა ჯი­ნა, რის სო­ფი, რო­მე­ლი ბრი­ჟი­ტი... ნამ­დ­ვი­ლად ვერც ერ­თი მა­შინ­დე­ლი ეკ­რა­ნუ­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ვერ შე­ედ­რე­ბო­და.
რა თქმა უნ­და, ალი­კა მარ­თა­ლი იყო. ქარ­თ­ვე­ლე­ბის გარ­და ვის შე­იძ­ლე­ბო­და ჰყო­ლო­და ასე­თი სრულ­ყო­ფი­ლი არ­სე­ბა? და უცებ სო­მე­ხი რომ აღ­მოჩ­ნ­დეს. ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე კი­ნა­ღამ გა­მე­ცი­ნა.
- დი­ახ, იურა ექიმ­მა მირ­ჩია. ალი­კა თქვენ ხართ?
- არა, მე ან­დ­რია ვარ. ალი­კა ექიმს ამ­წუ­თას არ სცა­ლია. რას ვუ­ჩი­ვით? დაბ­რ­ძან­დით, დაბ­რ­ძან­დით, - ხე­ლე­ბი ჯი­ბე­ებ­ში ჩა­ვიწყ­ვე, გა­ვი­არ-გა­მო­ვი­ა­რე, მე­რე ექი­მის მე­დი­დუ­რი მზე­რა ავი­ფა­რე, სკამს ხე­ლი და­ვავ­ლე და წინ და­ვუ­ჯე­ქი.
- აი... ეს იქ მომ­ცეს, პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში, - და დი­აგ­ნოზ­დას­მუ­ლი თა­ბა­ხის ქათ­ქა­თა ფურ­ცე­ლი მო­მა­წო­და.
ჩავ­ხე­დე დას­კ­ვ­ნას. ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, 19 წლის... შემ­დეგ მო­დი­ო­და ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნე­ბი­სა და ბო­ლოს დი­აგ­ნო­ზი. მად­ლო­ბა ღმერთს, ქარ­თ­ვე­ლი ყო­ფი­ლა!
გო­გო­ნას სწორ ნაწ­ლავ­ზე ნა­ხეთ­ქე­ბი ჰქონ­და გა­ჩე­ნი­ლი, თუ ამ ფურ­ცელს და­ვუ­ჯე­რებ­დით. ცო­ტა არ იყოს, გა­მიკ­ვირ­და, ასეთ ნაზ გო­გოს სა­ი­დან უნ­და გას­ჩე­ნო­და სწორ ნაწ­ლავ­ზე ნა­ხეთ­ქე­ბი და შე­კითხ­ვე­ბის­თ­ვის მო­ვემ­ზა­დე. მე­ში­ნო­და, ენა არ დამ­ბ­მო­და, იმ­დე­ნად არა­მი­წი­ე­რად ლა­მა­ზი იყო.
- ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ხართ? - დავ­ს­ვი პირ­ვე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შე­კითხ­ვა.
- არა, გათხო­ვი­ლიც არ ვარ, - თა­ვი გა­აქ­ნია და ანერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა თი­თე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ჩა­აწ­ნა, თით­ქოს გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან ყო­ფი­ლი­ყო და­კითხ­ვა­ზე.
- ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ, სა­ში­ში არა­ფე­რია. უბ­რა­ლოდ, მი­ზეზს ვიკ­ვ­ლევ, რას შე­იძ­ლე­ბო­და ეს გა­მო­ეწ­ვია, - თან გა­ვუ­ღი­მე, - ცხა­რე საჭ­მე­ლი გიყ­ვართ?
- არა, არც ისე... - დაბ­ნე­ულ­მა მო­მი­გო და თვა­ლე­ბი და­ხა­რა.
- კუ­ჭის მოქ­მე­დე­ბა რო­გო­რი გაქვთ? ყაბ­ზო­ბა ან...
- ნორ­მა­ლუ­რი, - სიტყ­ვა შუ­ა­ზე გა­მიწყ­ვი­ტა, - არც შეკ­რუ­ლი მაქვს და არც აშ­ლი­ლი.
- მდა... კარ­გი, გა­ი­ხა­დეთ და სა­ვარ­ძელ­ზე ადით, გაგ­სინ­ჯავთ.
- სულ გა­ვი­ხა­დო? - გა­უ­ფარ­თოვ­და ისე­დაც ფარ­თო თვა­ლე­ბი.
- არა, სულ არა, მხო­ლოდ წელს ქვე­მოთ.
- ყვე­ლა­ფე­რი?
ჩა­მე­ცი­ნა.
- იურამ რო­გორ გაგ­სინ­ჯათ? ჩაც­მუ­ლი?
- ა... რაა... მაგ­რამ...
- არა­ვი­თა­რი მაგ­რამ. გა­ი­ხა­დეთ! - ცო­ტა არ იყოს გავ­ღი­ზი­ან­დი, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­ა­მი­ტობ­და ასე, თო­რემ მშვე­ნივ­რად იცო­და, რაც უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა.
გა­ი­ხა­და და სა­ვარ­ძელ­ზე ავი­და. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად შევ­ც­ქე­რო­დი პა­ცი­ენტს სხვა თვა­ლით. ანუ, არა ექი­მის თვა­ლით, არა­მედ მა­მა­კა­ცის, რო­მე­ლიც ქა­ლის სი­ლა­მა­ზემ მო­ნუს­ხა. "ქვე­და სარ­თუ­ლიც" ისე­თი­ვე მშვე­ნი­ე­რი ჰქონ­და, რო­გო­რიც სხვა ნა­წი­ლე­ბი. მარ­თ­ლაც უნაკ­ლო გო­გო იყო.
და­ვათ­ვა­ლი­ე­რე პრობ­ლე­მუ­რი ად­გი­ლი, რაც ერ­თობ მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სია, მაგ­რამ გა­უძ­ლო, ერ­თი-ორ­ჯერ და­იკ­ვ­ნე­სა მხო­ლოდ და ეგ იყო. დი­აგ­ნოზს გა­და­მოწ­მე­ბა არ სჭირ­დე­ბო­და. იურას სწო­რად ჰქონ­და ყვე­ლა­ფე­რი შე­ფა­სე­ბუ­ლი. ჩე­მი პა­ცი­ენ­ტი ოპე­რა­ცი­ას ვერ ას­ც­დე­ბო­და, რა­მაც გა­მა­ხა­რა, რად­გან ბევ­რ­ჯერ მო­მი­წევ­და მი­სი ხილ­ვა.
- ჩა­იც­ვით! - მოკ­ლე ბრძა­ნე­ბა გა­ვე­ცი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი გა­ვიძ­ვ­რე, მე­რე ონ­კანს მი­ვა­დე­ქი და ხე­ლე­ბის და­ბან­ვას შე­ვუ­დე­ქი.
ამა­სო­ბა­ში ჩა­იც­ვა და კვლავ დაჯ­და. მო­უ­ხერ­ხებ­ლად იჯ­და, სკა­მის კი­დე­ზე. მივხვდი, უჭირ­და დაჯ­დო­მა, ტკი­ვი­ლი აწუ­ხებ­და.
- დაჯ­დო­მას ვერ ახერ­ხებთ?
- დაჯ­დო­მას კი არა, სი­ა­რულ­საც ვერ ვა­ხერ­ხებ. ძა­ლი­ან მეწ­ვის, - თვა­ლე­ბი ცრემ­ლით აევ­სო.
უჰ, თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნი უკე­თე­სი სა­ნა­ხა­ვი იყო. მზე­რას ვერ ვწყვეტ­დი, მინ­დო­და, სულ მე­ყუ­რე­ბი­ნა.
- არა უშავს, მო­ვუვ­ლით მაგ საქ­მეს, - და­ვამ­შ­ვი­დე, - წა­მობ­რ­ძან­დით.
- ყა­ვაც გა­ი­ყო­ლეთ, ან­დ­რია ექი­მო! - მო­მა­ძა­ხა ვე­რამ, რო­მელ­საც ჯეზ­ვე ხელ­ში ეჭი­რა.
- მე­რე სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შე­მო­მი­ტა­ნე, ვე­რი­კო, ხო? - ხვეწ­ნის გა­მომ­ხატ­ვე­ლი მზე­რით გავ­ხე­დე.
- რო­გორც მეტყ­ვით, - მხრე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლოდ აიჩე­ჩა ვე­რამ.
კა­ბი­ნეტ­ში გა­ვე­დი და ნა­ნაც თან გა­მო­ვი­ყო­ლე. ალი­კას უზარ­მა­ზა­რი ღვე­ზე­ლი ეჭი­რა ხელ­ში და გემ­რი­ე­ლად იღ­მურ­ძ­ლე­ბო­და. თი­თე­ბი ერ­თი­ა­ნად ცხიმ­ში მოს­ვ­რო­და და გა­ზე­თი­ლი ტუ­ჩე­ბიც უბ­ზი­ნავ­და.
- უი, ბო­დი­ში, მა­პა­ტი­ეთ... - უცებ და­ფა­ცურ­და, რო­გორც კი ნა­ნა და­ი­ნა­ხა და ღვე­ზე­ლი მა­გი­და­ზე შე­მო­დე­ბულ პარ­კ­ში ჩა­დო, - ახ­ლა­ვე მოგ­ხე­დავთ, - თქვა და ოთა­ხი­დან გა­ვარ­და ხელ-პი­რის და­სა­ბა­ნად.
ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ ვის­ხე­დით და ალი­კას დაბ­რუ­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბით. ხმას ვერ ვი­ღებ­დი, დავ­მუნ­ჯ­დი. მორ­ჩა, ეს გო­გო ჩემ­თ­ვის მინ­დო­და. არა მხო­ლოდ ის, რომ მო­მე­წო­ნა, არა­მედ სხვა რა­მეც ვიგ­რ­ძე­ნი. თით­ქოს ეს ის იყო, ჩე­მი სადღაც გაბ­ნე­უ­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, რო­მე­ლიც ჩემ­თან შერ­წყ­მით ერთ მთლი­ანს შექ­მ­ნი­და. ასე მე­გო­ნა, უკ­ვე მიყ­ვარ­და.
ალი­კა ფაცხა­ფუცხით შე­მო­ვი­და, სვე­ლი ხე­ლე­ბი თმა­ზე გა­და­ის­ვა და დაჯ­და.
- აბა, რა პრობ­ლე­მა გვაქვს? - იკითხა და ჩე­მი მი­წო­დე­ბუ­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­ი­კითხა.
- ჰო, - გა­და­აქ­ნია თა­ვი, - იურა არ შეც­დე­ბო­და, ხომ? - მზე­რა მო­მაპყ­რო.
- არა, არ შემ­ც­და­რა.
- ნუ, რა­ცაა, ესაა, - ფურ­ცე­ლი მა­გი­და­ზე ის­რო­ლა და პრი­ა­ლა ზე­და­პირ­ზე თი­თე­ბის რა­კუნს მოჰ­ყ­ვა, თან ხან მე შე­მომ­ხე­დავ­და, ხა­ნაც ნა­ნას.
- ანუ? - ნა­ნა წინ გად­მო­ი­ხა­რა და მუხ­ლებ­ზე და­დე­ბულ ხელ­ჩან­თას და­ეყ­რ­დ­ნო.
- ქალ­ბა­ტო­ნო ნა­ნა! - და­იწყო ალი­კამ, - იმას, რაც თქვენ გა­წუ­ხებთ, სწო­რი ნაწ­ლა­ვის ნა­ხეთ­ქი ჰქვია, რა­საც უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში იწ­ვევს ცხა­რე, მჟა­ვე, ზედ­მე­ტად მა­რი­ლი­ა­ნი საკ­ვე­ბი, მშო­ბი­ა­რო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ან კუჭ-ნაწ­ლა­ვის არას­წო­რი მოქ­მე­დე­ბა. ამას ახ­ლა დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს. ჩვენ ყვე­ლა ვა­რი­ან­ტ­ში ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა მოგ­ვი­წევს, სხვა­ნა­ი­რად ვერ მოვ­რ­ჩე­ბით. აქ წამ­ლე­ბი და სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ვე­რა­ფერს გვიშ­ვე­ლის.
გო­გო­ნას ისე­თი ში­ში და­ე­უფ­ლა, რომ თვა­ლე­ბი მო­უს­ვენ­რად აუცეც­და და სა­ხე აელე­წა.
- მის გა­რე­შე ვე­რა? - ტი­რილ­ნა­რე­ვი ხმით იკითხა.
- მის გა­რე­შე ვე­რა, - მი­ვუ­გე მე, - მარ­ტო ხართ მო­სუ­ლი?
- დი­ახ.
- მშობ­ლე­ბი გყავთ?
- დე­ი­და მყავს.
გუ­ლი შე­მე­კუმ­შა. თურ­მე დე­დაც არ ჰყო­ლია... არც მა­მა. საწყა­ლი დე­ი­და. ასე­თი გო­გოს მწყემ­ს­ვა არ გინ­და?
- ახ­ლა წაბ­რ­ძან­დით სახ­ლ­ში, მო­ე­ლა­პა­რა­კეთ დე­ი­დას და ხვალ ორი­ვე­ნი მო­დით. სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი წა­მო­ი­ღეთ და და­გაწ­ვენთ. ერთ-ორ დღე­ში ანა­ლი­ზებს გა­ვი­კე­თებთ და სადღაც ხუთ­შა­ბა­თის­თ­ვის ოპე­რა­ცი­ა­საც დავ­ნიშ­ნავთ. სულ რა­ღაც ერ­თი სა­ა­თი და მორ­ჩა, თქვე­ნი პრობ­ლე­მა მო­იხ­ს­ნე­ბა. - აუხ­ს­ნა ალი­კამ.
ნა­ნას თვა­ლებ­ში ცრემ­ლი გამ­რავ­ლ­და, ნი­კა­პი აუკან­კალ­და. თავს ძლივს იკა­ვებ­და, რომ არ ატი­რე­ბუ­ლი­ყო.
- აბა, აბა, ცრემ­ლე­ბი არ და­მა­ნახ­ვოთ. რა არის აქ სა­ტი­რა­ლი? ვე­რა­ფერს გა­ი­გებთ, ისე გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს. აბა, შე­ხე­დეთ, ამის­თა­ნა ბი­ჭი იზ­რუ­ნებს თქვენ­ზე. პი­რი­ქით, უნ­და გი­ხა­რო­დეთ! - და "ყა­საბ­მა" მზე­რა ჩემ­კენ "გა­მო­იშ­ვი­რა". ჰო, და­მა­ვიწყ­და მეთ­ქ­ვა, რომ ალი­კას მეტ­სა­ხე­ლად ყა­სა­ბი შე­ვარ­ქ­ვით.
- რა ღირს ოპე­რა­ცია? - ძლივს გა­ვი­გო­ნე ჩურ­ჩუ­ლით ნათ­ქ­ვა­მი.
- მა­გა­ზე დე­ი­დათ­ქ­ვენ­თან და­ვი­ლა­პა­რა­კებთ. სა­სურ­ვე­ლია, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე გა­ვა­კე­თოთ, თო­რემ სი­ტუ­ა­ცია უფ­რო გარ­თულ­დე­ბა. უკ­ვე ვატყობ, რომ წე­სი­ე­რად ვერ ჯდე­ბით, ხომ ასეა?
- სი­ა­რუ­ლიც უჭირს, არა­თუ დაჯ­დო­მა, - შე­ვაშ­ვე­ლე სიტყ­ვა.
- მით უმე­ტეს. სწავ­ლობთ თუ მუ­შა­ობთ?
- ვსწავ­ლობ... სტუ­დენ­ტი ვარ.
- ოპ! კარ­გია! ხე-ხე-ხე! - უად­გი­ლოდ გა­ი­ცი­ნა ალი­კამ და ად­გა.
- მე უნ­და დაგ­ტო­ვოთ, ოპე­რა­ცი­ა­ზე შევ­დი­ვარ. ან­დ­რია, გე­ლო­დე­ბი. ხუთ წუთ­ში ჩემ­თან! - საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი მა­ჯა­ზე და­ი­კა­კუ­ნა, თვა­ლი ჩა­მიკ­რა და გა­ვი­და.
მხრებ­ში მო­კუნ­ტუ­ლი ნა­ნა ნე­ლა წა­მოდ­გა, ჩან­თა მხარ­ზე გა­და­ი­კი­და და ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბი შე­მო­მა­ნა­თა.
- ხომ და­მა­ძი­ნებთ?
გულ­ში გა­ვივ­ლე, ჩე­მი ნე­ბა რომ იყოს, ყო­ველ­დღე ჩემ გვერ­დით, ჩემს სა­წოლ­ში და­გა­ძი­ნებ­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა სხვა რა­მე ვთქვი:
- არა, და­ძი­ნე­ბით არ და­გა­ძი­ნებთ. ეს არ არის რთუ­ლი ოპე­რა­ცია, ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­აც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თქვენ ვე­რა­ფერს გა­ი­გებთ, სა­ერ­თოდ არ გეტ­კი­ნე­ბათ, და­მი­ჯე­რეთ.
- ღმერ­თო, არ შე­მიძ­ლია! - წვრი­ლი ხმით წა­მო­ი­ძა­ხა და უეც­რად ისე­თი ტი­რი­ლი ამო­უშ­ვა, კი­ნა­ღამ გუ­ლი გა­მი­ჩერ­და.
მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, მხარ­ზე ხე­ლი მოვ­ხ­ვიე და დამ­შ­ვი­დე­ბა და­ვუწყე.
- რა გა­ტი­რებთ? სა­ში­ში არა­ფე­რია. პა­ტა­რა ხომ არ ხართ? ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.
ხუ­თი წუ­თი კი მო­ვუნ­დი მის დამ­შ­ვი­დე­ბას. ჩე­მი ცხვირ­სა­ხო­ცი მი­ვე­ცი, რომ ცრემ­ლე­ბი მო­ეწ­მინ­და. ტი­რი­ლის­გან ცხვი­რიც კი გას­წით­ლე­ბო­და.
რო­გორც იქ­ნა, გა­ვა­ცი­ლე და სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში შევ­ვარ­დი, დრო აღარ იც­დი­და...

* * *
მთე­ლი დღე გაბ­რუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ოპე­რა­ცი­ა­ზეც კი სულ ნა­ნა­ზე ვფიქ­რობ­დი. უკ­ვე და­ვაწყ­ვე მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი. ამ გო­გოს ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბას არ ვა­პი­რებ­დი. თუ ოდეს­მე ცოლს შე­ვირ­თავ­დი, მხო­ლოდ და მხო­ლოდ მას და სხვას არა­ვის. ობო­ლი რომ იყო და დე­ი­და ზრდი­და, ეს კი­დევ უფ­რო სა­ფუძ­ვ­ლი­ანს ხდი­და ჩემს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ასეთ გო­გოს პატ­რო­ნი სჭირ­დე­ბო­და, პატ­რო­ნი მა­მა­კა­ცის სა­ხით, თო­რემ ვინ იცის, რა ფა­თე­რაკს გა­და­ეყ­რე­ბო­და თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზის გა­დამ­კი­დე.
ღა­მი­თაც არ მი­ძი­ნია წე­სი­ე­რად. დი­ლით ერ­თი­ა­ნად და­თეთ­ქ­ვილს გა­მეღ­ვი­ძა. ვი­ბა­ნა­ვე და სა­გან­გე­ბოდ კოხ­ტად ჩა­ვიც­ვი, რომ მის­თ­ვის და დე­ი­და­მი­სის­თ­ვი­საც თა­ვი მო­მე­წო­ნე­ბი­ნა. გას­ვ­ლის წინ, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, სარ­კე­ში ჩა­ვი­ხე­დე. შევ­ყუ­რებ­დი სარ­კე­ში არეკ­ლილ ან­დ­რი­ას და კმა­ყო­ფი­ლე­ბა მიპყ­რობ­და. აბა, ვინ და­ი­წუ­ნებ­და ასეთ "სიმ­პა­ტი­ა­გას". სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბით ნა­სი­ა­მოვ­ნებს გუ­ლი და­მიმ­შ­ვიდ­და...

ნა­ნას დე­ი­და, ქალ­ბა­ტო­ნი კლა­რა (ნე­ტავ ვინ და­არ­ქ­ვა ეს სას­წა­უ­ლი სა­ხე­ლი?) ერ­თობ მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი მან­დი­ლო­სა­ნი აღ­მოჩ­ნ­და. ოც­დაცხ­რა­მე­ტი წლის იყო და ისე­თი შე­ნა­ხუ­ლი, თვი­თონ რომ არ ეთ­ქ­ვა, ოც­და­ა­თი­საც არ გე­გო­ნე­ბო­დათ. მა­ღა­ლი, თხე­ლი ქა­ლი იყო, მკერ­დ­სავ­სე და წვრილ­წე­ლი­ა­ნი. დე­ი­და-დის­შ­ვი­ლი იერით ჰგავ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს. რომ არ მცოდ­ნო­და, დე­და-შვი­ლა­დაც კი აღ­ვიქ­ვამ­დი. ალ­ბათ დე­ბიც ჰგავ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, რად­გან ნა­ნა დე­ი­დას გა­მო­ემ­გ­ვა­ნა. მის­ნა­ი­რი სხე­უ­ლი ჰქონ­და, სა­ხის ნაკ­ვ­თე­ბიც, მხო­ლოდ თვა­ლე­ბის ფერ­ში იყო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა და ღი­მილ­ში. ნა­ნას თბი­ლი ღი­მი­ლი ჰქონ­და, კლა­რას - ცი­ვი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი. აშ­კა­რად ჩან­და, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, თით­ქოს ზე­მო­დან გად­მოგ­ვ­ყუ­რებ­და. ცხვი­რის კეხ­ზე წა­მოს­კუ­პე­ბულ სათ­ვა­ლეს წა­რა­მა­რა მაღ­ლა სწევ­და, თა­ნაც - ნე­კით, თით­ქოს საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თის ხმა­რე­ბა უზ­რ­დე­ლო­ბა­ში ჩა­ეთ­ვ­ლე­ბო­და.
- ეს ბავ­შ­ვი ობ­ლა­დაა გაზ­რ­დი­ლი, - გულ­გ­რი­ლი სა­ხით გვიყ­ვე­ბო­და მე და ალი­კას, თან მბრძა­ნებ­ლუ­რი ტო­ნით, რო­გორც დი­რექ­ტო­რი თა­ვის ხელ­ქ­ვე­ი­თებს, - სა­მი წლის იყო, რომ ჩა­ვი­ბა­რე. დე­და­მი­სი მე­ო­რე ბავ­შ­ვის მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყ­ვა. ჩე­მი სი­ძე კი ნარ­კო­ტი­კებს მი­ე­ძა­ლა და სამ წე­ლი­წად­ში უკან მიჰ­ყ­ვა ჩემს დას. ამის მე­ტი ქვეყ­ნად არა­ვინ მყავს. მე ვი­ღაც არ ვარ, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ად­გი­ლი მი­ჭი­რავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ამი­ტომ გთხოვთ, ყუ­რადღე­ბა არ მო­აკ­ლოთ. იმე­დია, ზა­რი ზე­მო­დან სა­ჭი­რო არ იქ­ნე­ბა, - ლა­მის დაგ­ვე­მუქ­რა.
- ქალ­ბა­ტო­ნო კლა­რა, სხვა თუ არა­ფე­რი, თქვენ­ნა­ირ მშვე­ნი­ე­რე­ბას ვერ გა­ვუ­ბე­დავთ, რა­მე ვაწყე­ნი­ნოთ და გუ­ლი ვატ­კი­ნოთ. ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ვართ. იცით, დღე­ში რამ­დენ ასეთ ოპე­რა­ცი­ას ვა­კე­თებ? აუუ, ბევრს, - ხე­ლი აიქ­ნია ალი­კამ და თა­ვის ქე­ბით აშ­კა­რად გა­ეპ­რან­ჭა ნა­ნას დე­ი­დას, - ასე რომ, დამ­შ­ვიდ­დით, დაწყ­ნარ­დით და თქვენს დის­შ­ვილს ერთ კვი­რა­ში საღ-სა­ლა­მათს ჩა­გა­ბა­რებთ...
ნა­ნა იმ დღეს­ვე დაწ­ვა ჩვენ­თან. ორ­კა­ცი­ან პა­ლა­ტა­ში მო­ვა­თავ­სე­ბი­ნე, თა­ვი ამი­თაც რომ მო­მე­წო­ნე­ბი­ნა. დე­ი­და­მისს, ჩან­და, რომ კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა ჩემ­ზე. ისე მათ­ვა­ლი­ე­რებ­და, რო­გორც გა­სა­ყიდ სა­ქო­ნელს, რომ­ლი­თაც აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი არი­ან და აუცი­ლებ­ლად შე­ი­ძე­ნენ. მეც ეს მინ­დო­და.
იმ დღეს უკ­ვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო და ანა­ლი­ზე­ბის აღე­ბა მე­ო­რე დი­ლის­თ­ვის გა­და­ი­დო. დი­ლით უჭ­მე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რომ ლა­ბო­რანტს თა­ვი­სი საქ­მე გა­ე­კე­თე­ბი­ნა.
ძა­ლი­ან აღ­ტყი­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი სუ­ლი მქონ­და, მის პა­ლა­ტა­ში შე­მე­ხე­და და კი­დევ ერ­თხელ, ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ, თვა­ლი შე­მევ­ლო. ყო­ველ კა­რის შე­ღე­ბა­ზე ვე­კითხე­ბო­და, აბა, რო­გორ ხარ, ხომ არ გე­ში­ნია, რა­მე ხომ არ გინ­და, ხომ არ მო­იწყი­ნე და ა.შ. მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტი, სა­მი შვი­ლის დე­და, რო­მე­ლიც იმა­ვე პა­ლა­ტა­ში იწ­ვა და ბუ­ა­სი­ლის ოპე­რა­ცია წი­ნა კვი­რას გა­ვუ­კე­თეთ, ჩემს ყო­ველ და­ნახ­ვა­ზე ეშ­მა­კურ ღი­მილს გა­და­ი­ფენ­და სა­ხე­ზე, თით­ქოს მე­უბ­ნე­ბო­და, მი­გიხ­ვ­დი, ასე წა­რა­მა­რა აქ რა­ტო­მაც შე­მორ­ბი­ხა­რო.
ერ­თი სიტყ­ვით, თა­ვი რომ არ შე­გაწყი­ნოთ, ნა­ნას ანა­ლი­ზე­ბი აუღეს, პა­სუ­ხე­ბი სა­ღა­მოს მა­გი­და­ზე და­მი­დეს და სა­ო­პე­რა­ცი­ო­დაც გა­ვამ­ზა­დეთ.
გა­თენ­და ხუთ­შა­ბა­თი და შე­ვიყ­ვა­ნეთ სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­ში. ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ალი­კა თან მუ­შა­ობ­და, თან ხუმ­რობ­და. ნა­ნა გა­ნა­ბუ­ლი იწ­ვა, ხან­და­ხან თუ შე­ეც­ვ­ლე­ბო­და სა­ხის ნაკ­ვ­თე­ბი, მაგ­რამ ეს უფ­რო უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბის­გან იყო, ვიდ­რე ტკი­ვი­ლის­გან, რად­გან იმ­დე­ნი ნემ­სი ჰ­ქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ ნამ­დ­ვი­ლად არ უნ­და სტკე­ნო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, წელს ქვე­მოთ მოწყ­ვე­ტი­ლი იყო.
იმ ღა­მეს სა­მო­რი­გე­ოდ მე დავ­რ­ჩი, გი­გის გა­ვუც­ვა­ლე მო­რი­გე­ო­ბა, რა­თა ნა­ნას­თან მე დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. სწო­რედ იმ დღეს გა­წე­რეს პა­ლა­ტაში მწო­ლი­ა­რე მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტი და იგი ახ­ლა მარ­ტო იწ­ვა. ლა­მის მის სა­წოლ­თან გა­ვა­ტა­რე ღა­მე. რო­ცა ძა­ლი­ან შე­ა­წუ­ხებ­და ტკი­ვი­ლი, გა­მა­ყუ­ჩე­ბელს ვუ­კე­თებ­დი, რომ ზედ­მე­ტად არ გა­ტან­ჯუ­ლი­ყო. ძი­რი­თა­დად, მთე­ლი ღა­მე ძილ­ში გა­ა­ტა­რა, ოღონდ მშფოთ­ვა­რე ძილ­ში. კარ­გა ხანს მე­ჭი­რა მი­სი თლი­ლი თი­თე­ბი ხელ­ში და სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლი­და. ძა­ლი­ან რბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი თი­თე­ბი ჰქონ­და, რო­მე­ლიც უმ­წე­ოდ, ლა­მის უსი­ცოცხ­ლოდ ეს­ვე­ნა ჩემს ხელ­ში.
მე­ო­რე დღეს ცო­ტა­თი გა­მო­ცოცხ­ლ­და. დე­ი­და­მის­მაც ინა­ხუ­ლა, ჩვენ დი­დი მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­და, ფუ­ლი ჩუ­მად ჩაგ­ვი­ცუ­რა ხა­ლა­თის ჯი­ბე­ებ­ში ორი­ვე ექიმს და სა­ი­დუმ­ლოდ გვი­ჩურ­ჩუ­ლა, თუ და­მა­ტე­ბით რა­მე იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, უკან არ და­ვი­ხე­ვო.
იმის აღე­ბაც არ მინ­დო­და, რაც მომ­ცა, მაგ­რამ უარის თქმაც არ გა­მო­დი­ო­და. ისე­თი კმა­ყო­ფი­ლი და სავ­სე ვი­ყა­ვი ნა­ნას გაც­ნო­ბით, რომ სა­კუ­თარ სხე­ულ­ში ვერ ვე­ტე­ო­დი, მაგ­რამ რას ვი­ფიქ­რებ­დი, ასე ხან­მოკ­ლე თუ გა­მოდ­გე­ბო­და ჩე­მი სი­ხა­რუ­ლი, ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, წინ სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი თუ მე­ლო­და...


გაგრძელება ჟურნალ გზის 43-ე  ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ის კვირა ისე გავიდა, ხმა თითქმის არ ამომიღია, არც არავის დავკონტაქტებივარ და არც სახლიდან გავსულვარ, ექვსი დღე დივანზე წამოწოლილმა მაღალ ხმაზე ჩართულ ტელევიზორთან გავატარე.
ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
აი, სწორედ აქ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ინტერლუდია და დაიწყო ბოლო ეტაპი _ პოსტლუდია.
რო­გორც ქა­ლებს გიყ­ვართ თქმა, მე და ნი­ნიმ სა­კა­ი­ფოდ ვი­შო­პინ­გეთ.
ჩვენ­თან, კლი­ნი­კა­ში, ერ­თი კარ­გი კარ­დი­ო­ლო­გი გვყავს, ქე­თი­ნო გუ­რი­ე­ლი.
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
3 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
8 კომენტარი