როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე
font-large font-small
როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე
როგორც აღმოჩნდა, ბევრი მკითხველისთვის სირთულეს წარმოადგენს ჩვენს საიტზე განთავსებული რომანების მომდევნო თავების წაკითხვა, რომელიც ყოველ საღამოს ემატება...


ამის გამო გადავწყვიტეთ, მცირე, ასე ვთქვათ, "ტრენინგი" ჩავატაროთ, თვალსაჩინოებების გამოყენებით...
მითუმეტეს, რომ სრულიად უსამართლო სყვედურებს ვიღებთ და ზოგიერთი თქვენგანი მკითხველის მიმართ უყურადღებობასა და ზერელე დამოკიდებულებაში გვდებს ბრალს...
მაშ ასე...

1. ბრაუზერის შესაბამის ველში ჩაწერეთ ჩვენი საიტის მისამართი - www.gzapress.ge (სურათზე შემოხაზულია წითელი წრეწირით)

GzaPress


2. მთავარი თემების ჩამონათვალის ბოლოს, მარჯვენა კუთხეში არის კატეგორია - რომანი (სურათზე შემოხაზულია წითელი წრეწირით)

GzaPress


3. მაუსის კურსორის "რომანთან" მიტანისას ჩამოიშლება ახალი ფანჯარა, სადაც რომანების ჩამონათვალია (იხ. ფოტო)

GzaPress


4. აარჩევთ სასურველ რომანს და დააკლიკებთ მასზე ერთხელ. გადახვალთ შესაბამის გვერდზე, სადაც ამ რომანის ყველა თავია განთავსებული. თავში იქნება ბოლოს დამატებული ნაწილი...

GzaPress

თუ დააკლიკებთ "რომანს", იქ დაგხვდებათ სარჩევი -  საიტზე განთავსებული ყველა რომანის პირველი თავის სახით...

მადლობა, რომ გვკითხულობთ და ელოდებით გაგრძელებებს...
კვლავ შემოგთავაზებთ ახალ-ახალ რომანებს და იმედი გვაქვს, რომ  ისევ გვიერთგულებთ...
მკითხველის აზრი მართლა ძალიან მნიშვნელვანია ჩვენთვის, რადგან თქვენთვის ვმუშაობთ და რომ არა - თქვენ, ჩვენს საქმეს აზრი დაეკარგებოდა...
შეგიძლიათ, შენიშვნები კვლავ გაგვიზიაროთ კომენტარების საშუალებით და გვერწმუნეთ, აუცილებლად გავითვალისწინებთ, თუ ეს საიტის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება...

პატივისცემით, საიტის ადმინისტრაცია.
ბეჭდვა