იისფერი ჰორტენზიები (3)
font-large font-small
იისფერი ჰორტენზიები (3)

სალიმ პირველივე დღეს აუღო სამსახურს ალღო. რაც მთავარი იყო, დუდუს მოსაწონი ყავის მოდუღება "დაამუღამა" და უფროსის პირველი შექებაც დაიმსახურა.

 

ცოტა დაძაბული კი იყო, მაგრამ ამანაც მალე გაუარა. თანამშრომლებმა ისე თბილად და შინაურულად მიიღეს, თითქოს ახალი არც ყოფილიყო. ასეთმა მიღებამ მეტი სითამამე შემატა.

 

კმაყოფილი სახით გამოვიდა დუდუს კაბინეტიდან. ხუმრობა ხომ არ იყო, სწორედ ისეთი ყავა მოუდუღა, ფირმის პრეზიდენტს რომ უყვარდა. კართან უცხო მამაკაცს დაეჯახა.

- მაპატიეთ, უკაცრავად, მე მაპატიეთ, - ბოდიშებად "დაიღვარა" მსუქანი კაცი.

სალი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ბუთხუზა და საყვარელი ადამიანი გიგი იქნებოდა.

- არა უშავს, ჩემი ბრალია, - გაწითლდა სალი და მორცხვად გაიღიმა.

- თქვენ... ახალი მდივანი ხართ, არა? - გამომცდელად შეხედა გიგიმ.

- დიახ, სალი მქვია, - თქვა ქალმა და დიდრონი თვალები შეანათა.

დირექტორი ცოტათი დაიბნა კიდეც, როგორც ჩანს, მდივნის უცხო თვალებმა წამით მასაც აურია გონება.

- მეტად სასიამოვნოა, მეტად. მე... მე გიგი ვარ, მიცნობდეთ, რა იცით, რაში გამოგადგებით.

- რა თქმა უნდა, - სხვა ვერაფერი მოიფიქრა დაბნეულმა და ხელი უხერხულად ჩამოართვა მამაკაცს.

- ვაიმე, ვაიმე, რა პატარა თითები აქვს ამ გოგოს, ხელში ჩაგეკარგება, - კვლავ გაიღიმა გიგიმ და კარგა ხანს შეაყოვნა სალის თითები ხელში, - ზახარიჩი აქ არის?

- დიახ, მიბრძანდით, - ქალმა თითები ძლივს გაითავისუფლა და რატომღაც ზურგს უკან დამალა.

- კეთილი, - გიგიმ თვალი ჩაუკრა მდივანს და კაბინეტის კარის სახელური ძლიერად ჩამოსწია.

დუდუ, როგორც ყოველთვის, ტელეფონზე ლაპარაკობდა. ხელით ანიშნა ძმაკაცს, დაჯექიო, ყავაზე მიანიშნა, ხომ არ გინდაო.

გიგიმ თავი გადააქნია და დაელოდა, პრეზიდენტი როდის დაამთავრებდა საქმიან ლაპარაკს.

- როგორ არის ჩვენი საქმე? - დუდუმ ყურმილი დაკიდა და პასტით რაღაც ჩაინიშნა მაგიდის კალენდარზე.

- მშვენივრად. "მერკურთან" ხელშეკრულება გავაფორმე, ხვალ საქონელსაც შევუტანთ და ამიერიდან ჩვენი კლიენტები იქნებიან. რა დაცემა გოგოა, მართლა იას დაქალია?

- ისე რა, ბევრი არაფერი. თვალები კი აქვს მაგარი, სხვა რამის რა მოგახსენო.

- თვალებია მთავარი, ჩემო დუდუ, თვალები, რაღაც არ ჰგავს იას მეგობარს, - გაიცინა გიგიმ.

- რატომ, ია სულაც არ არის ცუდი გოგო?!

- ცუდი რა შუაშია, კაცო. იას წესიერების ეტალონად მოაქვს თავი, ეს კი ისეთი გამომწვევია, პირდაპირ გამოხედვით გეუბნება, მოდი და... მოდიო, - ხმამაღლა გაიცინა დირექტორმა.

- ჰო, ისე სექსუალური მართლაც არის, ვერ დაუკარგავ. შარმი არ აკლია.

- აკლია კი არა, მგონი ჭარბადაც აქვს. რა ქენი, უკვე დაუწყე "შეხვევა"?

- არა, ძმაო, თავი დამანებე, რა გინდათ, ჩემგან, ყველა კაბიანს კი არ დავდევ კუდში. სეკრეტარშა, კაკ სეკრეტარშა, მეტი არაფერი.

- კაი სეკრეტარშა კია და... - ხელები გაშალა გიგიმ.

- კაია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, ვინც ხმარ... კარგი, კარგი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. აგერ, ახლა, შალვამ დამირეკა, ტელევიზიას ხსნის თურმე და შვიდი კომპიუტერი უნდა თავისი "მისაბმელებით".

- ცოტას ვერ მოიცდის?

- რატომ, არა გვაქვს საწყობში?

- ახალ პარტიას ველოდები დუბაიდან, ორ-სამ დღეში ჩამოვა. იქ უკვე არც არაფერი დარჩა.

- არც იმას ეჩქარება მაინცდამაინც, ორ კვირაში გამოივლის და ზუსტად უნდა დავუანგარიშოთ, რამდენი დაუჯდება. ჰო, კიდევ ერთი რამე მინდა. სალის კომუტატორი დავუდგათ, რომ ადვილად შეძლოს გადართვ-გადმორთვა ყველასთან, განსაკუთრებით შენთან და ჩემთან.

- ბეზ პრაბლემ, ახლავე ამოვუტან. ფაქსსაც მის ოთახში დავდგამ, არ ჯობია? ბუღალტერიას რისთვის სჭირდება.

- ეგეც შეიძლება, - დათანხმდა დუდუ და ყავა მოსვა, - "კოფე" მართლა კარგი სცოდნია.

- ალბათ იამ ასწავლა რეცეპტი, მაგის დაქალი არაა?

- არა, ჩემებურად გავაკეთეო, მითხრა. მე ჩემი "სეკრეტ ფირმი" მაქვსო.

- ჰო-ო? კიდევ რა "სეკრეტები" მაქვსო, არ გითხრა?

- დანარჩენი შენ ჰკითხე, შენ მოგეწონა, მე კი არა, - ჩაიცინა დუდუმ.

- საშიში ქალი ჩანს, ჯობია, შორს დავიჭირო თავი. ჩემი სუსტი გულის ამბავი რომ ვიცი...

- გიგიჯან, რა მოგდის, ბიჭო, შენი ცოლის პატრონი მაგას როგორ იძახი? არ გაგიგოს ქეთიმ, თორემ მერე ნახე, რა მოხდება.

- კაი, ვხუმრობ, ქეთის ენაცვალოს ჩემი თავი, ჯიგარი ცოლი მყავს. არ არის ეჭვიანი და არც არასდროს მიმიცია საბაბი. ისე, გათხოვილია?

- განათხოვარია, - სიცილი ვერ შეიკავა დუდუმ, - რა ტიპი ხარ, მაინც გაინტერესებს, არა?

- ის ვიკითხე, ყოვლი შემთხვევისთვის, რომელი დონ ჟუანი მე მნახე. კარგი, მაშინ ახლა გავვარდები, იმ გოგოს კომუტატორს ამოვუტან, მერე კი დავახვევ, დღეს კიდევ ბევრი სარბენი მაქვს.

- აბა შენ იცი. მეც გავალ მალე, საღამოს უკრაინიდან სტუმრები ჩამოდიან და აეროპორტში უნდა დავხვდე. დაგირეკავ, მერე სადმე მოვსხდეთ რესტორანში.

- სახლში არ მიგყავს?

- სახლში არა ის... ჩემი ცოლის ნერვები არა მაქვს. მთლად აურია ბოლო ხანებში. ახლა მარიანა რომ დაინახოს, უარესად გაგიჟდება. სასტუმროში დავაბინავებ.

- რამდენი კაცი ჩამოდის?

- ვლასი, მიშა და მარიანა, კვირის ბოლომდე დარჩებიან.

- აბა, გვიტარებია დრო.

- შენ ეგა თქვი. ვნახოთ, შეიძლება მეც თან გავყვე, იქაც საჭირო ვარ, რა ვქნა.

- შენი საქმისა შენ იცი, ძმაო. აქ რომ არაფერი გაფუჭდება, ხომ გჯერა, - თქვა გიგიმ და წამოდგა.

- აბა ჰე, საღამოს დაგიკავშირდები, - დუდუმ ხელი დაუქნია ძმაკაცს და კვლავ ტელეფონს წაეტანა.

 

გაგრძელება

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ერთიანად დასველებულმა სალიმ ჩანთა მაგიდაზე მიაგდო და სავარძელში ჩაესვენა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე, მთელი სხეული უკანკალებდა. მოულოდნელად კაკუნის ხმა გაიგონა. მიხვდა, რომ დუდუ იქნებოდა.

 

დილით სალი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. ნომერს დახედა, იაკო იყო.

- ჰო, იაკო, ვ ჩემ დელა ტაკ რანა?

- ვ სუბბოტუ ჩტო დელაეშ?

 

დუდუმ გადაწყვიტა, ემოქმედა. უკვე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უცნობი თაყვანისმცემელი სალი იყო. ბოლო დროს ისედაც ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს, გრძნობებს ვერ ერეოდა. ვერ ხვდებოდა, როდის შემოიჭრა მის გულში ასე ძლიერად იმ ქალის სიყვარული, რომელიც მის უახლოეს ძმაკაცთან იწვა.

ქეთის სილამაზემ სალი გააოგნა. ბევრი რამ სმენია ყოფილი დირექტორის ცოლზე, მაგრამ ნანახმა გაგონილს გადააჭარბა.

- მე სალი მქვია, ადრე "დუგიში" ვმუშაობდი, ოღონდ ძალიან ცოტა ხანს, - თავი გააცნო ქეთის.

 

- გინდა ყავა მოგიდუღო? - ალერსიანად ჰკითხა სალიმ მამაკაცს, როცა "წუთშესვენება" გამოაცხადეს.

- ახლა არაფერი არ მინდა, მხოლოდ შენ მინდიხარ, - დუდუმ ხელები მოხვია შიშველ სხეულზე და გულზე მიიკრა, - თავბრუდამხვევი, ცხელი სურნელი აგდის.

 

მეორე დილით ადრე ადგა, კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ, სამოსი რამდენიმეჯერ გამოიცვალა და ბოლოს არჩევანი მაინც ლურჯ კაბაზე შეაჩერა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ შეიძინა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში.

 

მაისიც მიიწურა. წვიმიანი ამინდი გახშირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული კარს იყო მომდგარი, არა და არ დათბა ქალაქში. დუდუს ესეც ნერვებს უშლიდა. გარდა ამისა, სამსახურში დაიწყო საეჭვო მითქმა-მოთქმა, თითქოს მასა და გიგის შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, რომ ძმაკაცებმა ქონება ვერ გაიყვეს და ამიტომაც გაიყარნენ.
მეორე დილით სალი ჩვეულებრივ დროს გამოცხადდა სამსახურში. ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გუშინ ის საშინელება არც მომხდარიყოს. ქალებს მიესალმა, თვალი ჩუმად გააპარა ავთანდილის კაბინეტისკენ და კომპიუტერს მიუჯდა.

ია შინ დახვდა, ოთახს ალაგებდა. გაუხარდა სალის დანახვა.

- ოი, კაკოი სიურპრიზ! რა ქარმა გადმოგაგდო? - გადაეხვია დაქალს.

 

გვიან ღამით, როცა სალი უკვე დაძინებას აპირებდა, კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა გაისმა. სალი შიშისგან შეხტა, ხალათი მოიხურა და ფეხის წვერებზე შემდგარი მიუახლოვდა კარს, სათვალთვალოში გაიხედა. გიგი იყო. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. როგორც ჩანს, ნინიკოსთან ვახშამმა მთლად რომანტიკულ გარემოში ვერ ჩაიარა.

 

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.