იისფერი ჰორტენზიები (8)
font-large font-small
იისფერი ჰორტენზიები (8)
იმ ღამეს სალის ძალიან ცუდად ეძინა. გიგისთან შეხვედრის შემდეგ ინერვიულა - ასეთ თამამ წინადადებას პირველსავე შეხვედრაზე დირექტორისგან არ ელოდა.
ეგონა, თავიდან ფლირტის დონეზე დაუწყებდა უფროსი "შებმას", მაგრამ არა, გიგი პირდაპირ გადავიდა "საქმეზე", ყოველგვარი შესავლისა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. სალის ეს არ მოეწონა. ის სხვა რამეს მოელოდა - უფრო რომანტიკულს, უფრო ლამაზს... გაუცრუვდა იმედი. ნეტავ დუდუ როგორია? ისიც ამგვარი მეთოდებით მოქმედებს? იქნებ მასზე იფიქროს? თუ მოჯადოებაა, ბარემ პრეზიდენტი მოაჯადოოს, არ ჯობია? თანაც... იმას არეული აქვს ოჯახური საქმეები, ცოლს ვერ ეწყობა, საყვარლები ჰყავს... თუ საყვარლის გაჩენაზე მიდგება საქმე, დუდუ უკეთესი ვარიანტი არ არის? ღმერთო, რაზე ფიქრობს სალი, სულ გამოშტერდა, ეს რა აზრები უტრიალებს თავში!..

...დილით ნახევარი საათით დააგვიანდა სამსახურში. გულამოვარდნილმა აირბინა კიბეზე, დერეფანი ფეხის წვერებზე გაიარა, ვინმემ არ დამინახოსო. თავისი ოთახის კარს რომ მიუახლოვდა, ლაპარაკის ხმა შემოესმა. შეჩერდა და მიაყურადა. დუდუს ხმა იცნო.

- არა, რა სისულელეა, მეორედ არ თქვა ეგეთი რამ, - პრეზიდენტს მკაცრი ტონი ჰქონდა.

- რატომ, რა უჭირს, მე, მაგალითად, სიამოვნებით "გავჟიმავდი", - თქვა მეორემ.

სალიმ იცნო, ეს მერაბი იყო, დუდუს ცოლის ნათესავი, "წმინდა წყლის ხონელი", როგორც თანამშრომლები მოიხსენიებდნენ. შემკრთალი კართან შედგა, რათა გაეგო, ვისზე იყო ლაპარაკი.

- შენი ჭირიმე, რა, ეგღა მაკლია, მდივნებთან გავაბა რომანი. ქალები დაილია, თუ? რა ნახეთ მაგ ქალში განსაკუთრებული, გადამრევთ პირდაპირ. გაიხედ-გამოიხედეთ, ბიჭო, რა გოგოები დადიან ქუჩაში, თვალები რისთვის მოგცათ ღმერთმა!

სალის სახე მოექცა. გაფითრდა, როცა მიხვდა, რომ მამაკაცები მასზე ჭორაობდნენ. ფეხაკრეფით მოშორდა ოთახს და გასასვლელისკენ გასწია. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. კედელს მიეყრდნო სასოწარკვეთილი. ლამის იყო, შევარდნილიყო მათთან და ხმამაღლა ეყვირა, როგორ ეზიზღებოდა ყველანი. არა, დღესვე დატოვებს სამსახურს, როგორ იქცევიან, თითქოს გასაყიდი ნივთი იყოს, სხვა საქმე არაფერი აქვთ?

კარგა ხანს იყო ასე. მერე თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო, თავი გადააქნია, ფეხების ბაკუნით დაუყვა დერეფანს და ოთახის კარი თამამად შეაღო. იქ არავინ დახვდა. ამოიოხრა. კიდევ კარგი, თორემ რას მოიმოქმედებდა, თავადაც არ იცოდა. პიჯაკი გაიძრო, სკამზე გადაკიდა, კომპიუტერი ჩართო და უფროსის კაბინეტში დაუკაკუნებლად შეიჭრა.

- შეიძლება? - მკაცრი გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე.

- ვაჰ, სალი მოსულა, რატომ დაგაგვიანდა, გოგონი, ხომ მშვიდობაა? - შესცინა დუდუმ.

მერაბმაც გაუღიმა შემოსულს.

- საცობში მოვყევი, ბატონო დუდუ, მაპატიეთ, აწი აღარ განმეორდება.

- არა უშავს, არა უშავს. ახლა, თუ გინდა დანაშაული გამოისყიდო, ერთი შენებური ყავა მოგვიდუღე.

- ახლავე, - თავი დაუქნია სალიმ პრეზიდენტს და კარი გამოიხურა.

"მე ვიცი, რასაც ვიზამ. ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს", - გაიფიქრა გულში და ყავის მოდუღებას შეუდგა. როცა ყავა გაამზადა, კომპიუტერს მიუჯდა, "ჯეოსელის" მისამართზე შევიდა და მესიჯის წერა დაიწყო. მერე ტელეფონის ნომერი ჩაწერა, "მაუსით" დააწკაპუნა და პირველი წერილი აფრინა. შემდეგ ადგა, ორივე ფინჯანი პატარა ლანგარზე მოათავსა და კვლავ კაბინეტში შევიდა. ამ დროს დუდუს მობილურმა დაიწრიპინა. ეს მესიჯის სიგნალი იყო. პრეზიდენტი ტელეფონს დაწვდა და წერილის კითხვა დაიწყო. უცებ წარბები შეკრა, გაოცება აღებეჭდა სახეზე.

- ინებეთ, - თქვა სალიმ და ლანგარი მაგიდაზე დადო.

- გაიხარე, გენაცვალე, ქალი კი არა, ოქრო ხარ, ოქრო, - კომპლიმენტებად დაიღვარა მერაბი.

- ვიღაც მესიჯს მიგზავნის, მაგრამ ვერ გავიგე, ვინ, - ჩაილაპარაკა დუდუმ, თან მობილურის ეკრანისთვის თვალი არ მოუცილებია.

- რაო, რა მინდაო? - დაინტერესდა მერაბი.

- "როგორ ხარ?" - მწერს ვიღაც, - დუდუმ ტუჩები მობრიცა.

- ნომერი არ წერია?

- არა, ნომერი არ იშიფრება. ეგეთი რამ შესაძლებელია?

- კი, როგორ არა, ჯეოსელს აქვს ასეთი სერვისი. ვიღაცას დაავიწყდა ალბათ სახელის მიწერა.

- შეიძლება.

სალი კაბინეტიდან კმაყოფილი ღიმილით გამოვიდა, კომპიუტერს მიუჯდა და კვლავ მესიჯის წერა დაიწყო. "მომენატრე" - ერთადერთი სიტყვა აკრიფა მდივანმა და ბოსთან "აფრინა". ესეც ასე, იმტვრიოს ახლა თავი, ვინ უხსნის სიყვარულს. ამას დუდუ ვერასდროს გაიგებს. სალი კი "გემრიელად" გადაუხდის სამაგიეროს იმ შეურაცხყოფისთვის, რაც ცოტა ხნის წინ მოისმინა. ჯერ სად არის, დუდუმ არ იცის, წინ კიდევ რა სიურპრიზები ელოდება. სალი მასაც დაუმტკიცებს, რომ განსაკუთრებული ქალია, ქალი, რომელიც მედიდური ბოსის მოჯადოებასაც შეძლებს.

 

სალი აზარტში შევიდა. ისე მოეწონა მესიჯებით ფლირტი, რომ უკან დახევა არც უფიქრია. დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს, ფირმის პრეზიდენტს სასიყვარულო "კომპიუტერული ბარათი" წამალივით ჰქონდა "გამოწერილი". სანამ დუდუ სამსახურში მოვიდოდა, მის მობილურში აუცილებლად "მოფრინდებოდა" დაახლოებით შემდეგი შინაარსის სიტყვები: "დილა მშვიდობისა" ან "როგორ გეძინა?" ან კიდევ - "წუხელ მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი". მეორე ჯერი ყავის შეტანის დროს ემთხვეოდა. როგორც კი შეფი ყავას მოისურვებდა, სალი ჯერ მესიჯს გაუგზავნიდა, მერე კი ჩვეულებრივად შეაღებდა უფროსის კაბინეტის კარს და მის დაფიქრებულ სახეს უდიდესი კმაყოფილებით შესცქეროდა. საღამოს კი "დამაგვირგვინებელ" წერილს მისწერდა: "ღამე მშვიდობისა, სასურველო"... "ამაღამ შენზე ფიქრში გავათენებ"... "მომენატრები" და ა.შ. იმისათვის, რომ დუდუს ეჭვი მასზე არ აეღო, სალიმ დასაწყისშივე დაიზღვია თავი და მესიჯითვე გააფრთხილა უფროსი, ჩემი ნომრის გარკვევას ნუ ეცდები, სულერთია, მაინც ვერ მიაგნებ ადრესანტსო.

დუდუ საგონებელში ჩავარდა. ინტერესი კლავდა, მიეგნო ინკოგნიტო თაყვანისმცემლისთვის, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა. ისიც კი გადაწყვიტა, "ჯეოსელში" დაერეკა და უცნობი ქალის ნომერი გაეგო, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა. ჯერ ერთი, ძნელი იქნებოდა ამის გარკვევა. ფაქტია, ჭკვიანი ქალი ყოველ ღონეს იხმარდა, ისე ემოქმედა, რომ მისთვის გამოუცნობი დარჩენილიყო. ამასთან, ასეთი "დამალობანა" უფრო მოსწონდა, უფრო დამაინტრიგებელი იყო. ამიტომ ამჯობინა, დაეცადა და ბოლომდე დალოდებოდა, რა მოხდებოდა მომვალში. ერთი რამ კი მართლაც გულდასაწყვეტი იყო დუდუსთვის - პასუხის გაცემა რომ არ შეეძლო იდუმალი შეყვარებულისთვის. სალიმ ამაზეც დაიჭირა თადარიგი და ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტს ასეთი შინაარსის მესიჯი მისწერა: "თუ შევატყობ, რომ ჩემით დაინტერესდი, აუცილებლად გაცნობებ ჩემს ნომერს, რომ შენც შეძლო ჩემთან დაკავშირება". სწორედ ამ მომენტს ელოდა დუდუც, სწორედ ამიტომ გადაიფიქრა "შერლოკჰოლმსობა".

სხვა მხრივ "დუგიში" ცხოვრება ჩვეული დინებით მიდიოდა. გიგიმ, მართალია, პირველ პაემანზე მარცხი განიცადა, მაგრამ ხელი არ ჩაუქნევია თავის ჩანაფიქრზე. მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ საწადელს ბოლოს მაინც მიაღწევდა. სალი, როგორც მარტოხელა ქალი, მალე "გატყდებოდა" და მის წინადადებაზე დათანხმდებოდა. ამიტომაც მასთან ურთიერთობას ძველებურად აგრძელებდა, თუმცა სხვების თვალში ეს ყოველივე შეუმჩნეველი რჩებოდა. ერთადერთი გამონაკლისი ია აღმოჩნდა. მას არ გამოპარვია, რომ დირექტორმა მის დაქალს დაადგა თვალი და ერთხელაც, შესვენების დროს, როცა სალისთან ერთად კაფეში ჩავიდა ღვეზელების საჭმელად, ამ თემაზე ჩამოუგდო ლაპარაკი.

- სალი, რა ხდება მეჟდუ ვამი, ნე სკაჟეშ? - დაიწყო იამ.

- ვის გულისხმობ? - სალის ფერი წაუვიდა სახეზე.

- და ვოტ... გიგიზე გეუბნები.

მდივანმა შვებით ამოისუნთქა. ეგონა, ია დუდუს გულისხმობდა.

- ა-ა! არაფერი, რა უნდა ხდებოდეს? რა, თქვა რამე ჩემზე?

- ნეტ, ნიჩევო, ნო... მგონი, მოსწონხარ.

- და ნეტ, რას ამბობ, იაკო, რა სისულელეა, არაფერი მაგდაგვარი. გიგის არასდროს არაფერი უთქვამს.

- დაიფიცე? - იამ იჭვნეულად შეხედა მეგობარს.

- კარგი რა, საიდან მოიტანე! შენთან რა მაქვს დასამალი.

- ხშირად მოდის შენთან. რაზე გელაპარაკება?

- თავის საქმეებზე, სხვა რაზე უნდა მელაპარაკოს... - დაიბნა სალი, არ იცოდა, ეთქვა თუ არა დაქალისთვის, სინამდვილეში რაც ხდებოდა.

- სა-ლი! - თითი დაუქნია იამ, - ია ტებია ხარაშო ზნაიუ, სკაჟი, ვ ჩემ დელა.

სალი ჩაფიქრდა, მერე ღვეზელიანი თეფში გვერდზე გასწია და ხმადაბლა თქვა.

- ერთხელ სახლში წამიყვანა და მითხრა, მომწონხარო, ეგ იყო და ეგ.

- პატომ?

- რა პატომ, მეტი არაფერი.

- ვრიოშ.

- მართლა გეუბნები. მე უარი ვუთხარი, გათხოვილი ვარ, შენც ცოლიანი კაცი ხარ-მეთქი და რომ არაფერი გამოუვიდა, დამანება თავი.

- სტრანნა.

- ჩტო სტრანნა? - გაუკვირდა სალის.

- ონ ლუბიტ სვაიუ ჟენუ, რატომ გითხრა ეს?

- აბა მე რა ვიცი, მითხრა და...

- საბაბი მიეცი?

- არა გრცხვენია, ასე მიცნობ?

- ვაბშე-ტა ია ნე სავეტუიუ. ის ცოლს არ მიატოვებს. სხვანაირი კაცია.

- არც მჭირდება, ას წელი არ მიფიქრია მსგავსი რამ. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს თავისი ცოლ-შვილი. ვიცი, ცოლი ძალიან რომ უყვარს. მითხრა კიდეც. მომწონხარ, მინდა შენთან ურთიერთობა, მაგრამ შენ გამო ცოლს არ მივატოვებო, ანუ საყვარლობა შემომთავაზა. მე კი... რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მისი საყვარლობა არაფერში მჭირდება.

- ი ხარაშო დუმაეშ. ესლი ჩტო, აუცილებლად მითხარი, არ დამიმალო, კარგი?

- კარგი, ასე იყოს, - გაეცინა სალის.



გაგრძელება

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ერთიანად დასველებულმა სალიმ ჩანთა მაგიდაზე მიაგდო და სავარძელში ჩაესვენა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე, მთელი სხეული უკანკალებდა. მოულოდნელად კაკუნის ხმა გაიგონა. მიხვდა, რომ დუდუ იქნებოდა.

 

დილით სალი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. ნომერს დახედა, იაკო იყო.

- ჰო, იაკო, ვ ჩემ დელა ტაკ რანა?

- ვ სუბბოტუ ჩტო დელაეშ?

 

დუდუმ გადაწყვიტა, ემოქმედა. უკვე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უცნობი თაყვანისმცემელი სალი იყო. ბოლო დროს ისედაც ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს, გრძნობებს ვერ ერეოდა. ვერ ხვდებოდა, როდის შემოიჭრა მის გულში ასე ძლიერად იმ ქალის სიყვარული, რომელიც მის უახლოეს ძმაკაცთან იწვა.

ქეთის სილამაზემ სალი გააოგნა. ბევრი რამ სმენია ყოფილი დირექტორის ცოლზე, მაგრამ ნანახმა გაგონილს გადააჭარბა.

- მე სალი მქვია, ადრე "დუგიში" ვმუშაობდი, ოღონდ ძალიან ცოტა ხანს, - თავი გააცნო ქეთის.

 

- გინდა ყავა მოგიდუღო? - ალერსიანად ჰკითხა სალიმ მამაკაცს, როცა "წუთშესვენება" გამოაცხადეს.

- ახლა არაფერი არ მინდა, მხოლოდ შენ მინდიხარ, - დუდუმ ხელები მოხვია შიშველ სხეულზე და გულზე მიიკრა, - თავბრუდამხვევი, ცხელი სურნელი აგდის.

 

მეორე დილით ადრე ადგა, კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ, სამოსი რამდენიმეჯერ გამოიცვალა და ბოლოს არჩევანი მაინც ლურჯ კაბაზე შეაჩერა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ შეიძინა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში.

 

მაისიც მიიწურა. წვიმიანი ამინდი გახშირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული კარს იყო მომდგარი, არა და არ დათბა ქალაქში. დუდუს ესეც ნერვებს უშლიდა. გარდა ამისა, სამსახურში დაიწყო საეჭვო მითქმა-მოთქმა, თითქოს მასა და გიგის შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, რომ ძმაკაცებმა ქონება ვერ გაიყვეს და ამიტომაც გაიყარნენ.
მეორე დილით სალი ჩვეულებრივ დროს გამოცხადდა სამსახურში. ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გუშინ ის საშინელება არც მომხდარიყოს. ქალებს მიესალმა, თვალი ჩუმად გააპარა ავთანდილის კაბინეტისკენ და კომპიუტერს მიუჯდა.

ია შინ დახვდა, ოთახს ალაგებდა. გაუხარდა სალის დანახვა.

- ოი, კაკოი სიურპრიზ! რა ქარმა გადმოგაგდო? - გადაეხვია დაქალს.

 

გვიან ღამით, როცა სალი უკვე დაძინებას აპირებდა, კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა გაისმა. სალი შიშისგან შეხტა, ხალათი მოიხურა და ფეხის წვერებზე შემდგარი მიუახლოვდა კარს, სათვალთვალოში გაიხედა. გიგი იყო. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. როგორც ჩანს, ნინიკოსთან ვახშამმა მთლად რომანტიკულ გარემოში ვერ ჩაიარა.

 

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.