იისფერი ჰორტენზიები (10)
font-large font-small
იისფერი ჰორტენზიები (10)
- გულიკო მოსულია, თუ იცი? - ჰკითხა დუდუმ სალის, ამ უკანასკნელმა ყავა რომ შეუტანა.

ორშაბათი დილა იყო, დუდუ ადრიანად მოვიდა სამსახურში, ისევ ისე უხასიათოდ გამოიყურებოდა, არც წვერი ჰქონდა გაპარსული.

- არა, ჯერ არავინ მოსულა, მარტო მე და თქვენ ვართ, - უპასუხა სალიმ და გამობრუნება გადაწყვიტა.

 

- ესე იგი, მარტონი დავრჩით? - ჩაილაპარაკა დუდუმ, - რა ენაღვლებათ, ჯერ ადრეა სამუშაოს დაწყება. შენ მაინც ჩამოჯექი ცოტა ხანს, დავილაპარაკოთ.

სალის გული აუთრთოლდა, გაწითლდა, მაგრამ მაინც შეყოვნდა.

- დაჯექი, დაჯექი, რას დაიბენი, - თქვა პრეზიდენტმა.

- ახლავე, - ხმა წაერთვა მდივანს, ხმაურით გამოსწია სკამი და დაჯდა.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. დუდუ კარგა ხანს გამომცდელად შეჰყურებდა ქალს.

- ასე რატომ მიყურებთ? - გაბედა სალიმ კითხვა.

- მომწონხარ და იმიტომ. არ გაწყობს? - როგორც იქნა, გაიღიმა შეფმა.

სალის ამან გამბედაობა შეჰმატა.

- კი, როგორ არა. როცა თქვენ უხასიათოდ ხართ, ყველას გადაედება ხოლმე, - თავი ჩაღუნა მდივანმა.

- შენც?

- რა თქმა უნდა.

- თქვენობით სანამდე უნდა მელაპარაკო, სალი? შენ გარდა ასე რომ არავინ მომმართავს, ვერ შეამჩნიე?

- დიახ, შევამჩნიე, მაგრამ... - ქალს ალმური მთელ სახეზე მოედო.

- მაგრამ რა? - დუდუმ ყავა მოსვა და სიგარეტს დაწვდა.

- რა ვიცი, ჯერ ვერ შევეჩვიე, მიჭირს...

- უნდა შეეჩვიო, აბა როგორ გინდა. ახლა შენ ჩემი მარჯენა ხელი ხარ, რჩევებს უნდა მაძლევდე, შენ კი... ესაო, ისაო... შენობით არ შემიძლიაო, ეგრე სად არის?

სალიმ თავი ჩაღუნა.

- აბა, შემომხედე ერთი, შენი ლამაზი თვალებით და თქვი, დუდუ!

ქალმა თავი ასწია და უფროსს შეხედა.

- ბევრის მთქმელი თვალები გაქვს, არ ტყუიან ჩემი ბიჭები. არის შენში რაღაც განსაკუთრებული, ტყუილად ვაჩმახებ, - გაიცინა შეფმა, - ჰა, რას უცდი, არ იტყვი ჩემს სახელს?

- კი, როგორ არა, ეგ ადვილია, დუ-დუ, - თქვა სალიმ და მასაც გაეცინა.

- აი ასე, ეს უკვე მომწონს. აწი რჩევებიც შეგიძლია მომაწოდო. შენ ჭკვიანი გოგო ჩანხარ და იდეებიც გექნება. არა ვარ მართალი?

- რა ვიცი, - მხრები აიწურა მდივანმა.

- იცი, იცი, ძალიან კარგადაც იცი. არ გინდა, რამე მითხრა?

- რა უნდა გითხრათ? - სალის ხელები აუკანკალდა.

- აი, მაგალითად, შენ რომ იყო ჩემს ადგილას, რას გააკეთებდი იმისთვის, რომ ფირმის საქმე წინ წასულიყო?

სალიმ ისევ ჩაღუნა თავი.

- კარგი, მაშინ მოიფიქრე და როცა იდეა მოგივა, შემოდი და მითხარი. შევთანხმდით?

- ერთი იდეა მაქვს, - გაუბედავად წარმოთქვა ქალმა.

- აბა მიდი, მითხარი, - დაინტერესდა პრეზიდენტი.

- რა და... ხომ არ ჯობია, რამდენიმე ახალგაზრდა გოგონა აიყვანოთ, იარონ სხვადასხვა ფირმაში და გააცნონ სხვებს თქვენი მომსახურების შესახებ... ოღონდ ლამაზი გოგოები უნდა შეარჩიოთ, - თქვა სალიმ და ისევ გაწითლდა.

დუდუს თვალები გაუფართოვდა, მდვინისგან ასეთ წინადადებას არ ელოდა.

- ანუ? - დაკონკრეტება მოითხოვა შეფმა.

- აი, როგორც სარეკლამო აგენტები აკეთებენ. ლამაზი ქალის შემოთავაზებაზე კაცები უფრო დაინტერესდებიან.

- ჭკვიანური აზრია, ყოჩაღ, სალი, აი, ეს მესმის! ხომ ვამბობდი, "იდეინი" ვინმე ხარ-მეთქი, არ შევმცდარვარ. შენ მდივნად კი არა, ჩემს მრჩევლად უნდა მუშაობდე. მე ვიფიქრებ მაგაზე.

- მრჩევლობაზე? - ენა გაექცა სალის.

დუდუმ ხმამაღლა გაიცინა მდივნის მიამიტობაზე.

- იმაზეც და შენს წინადადებაზეც, - სიცილით თქვა და სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა, - კარგი, დაუბრუნდი შენს სამუშაოს. ეს ჭიქაც გააყოლე, გმადლობ ყავისთვის, - დუდუმ ფინჯანი სალისკენ მისწია.

მდივანმა ფინჯანი ლამბაქზე დადო, მერე საფერფლესაც დასწვდა და "შემთხვევით" დუდუს ხელსაც შეეხო. იცოდა, ამგვარი მეთოდები როგორც ჭრიდა. ხელის შეხება ხომ ყველაზე კარგად აგვარებს სასიყვარულო პრობლემას. ხელით უსიტყვო "მესიჯი" გადადის საპირისპირო სქესზე.

- ცხელი თითები გაქვს, - სხვა ხმით იყო ნათქვამი პრეზიდენტის სიტყვები.

ეს სალიმ ისედაც იგრძნო, უფროსის თქმის გარეშე, მისმა ხელმა უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ათიოდე წამს გაგრძელდა "ხელების დიალოგი". ქალს სიამოვნების ტალღამ დაუარა სხეულში, სასწრაფოდ აიღო ჭურჭელი და არეული ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი.

 

რაც დღე გადიოდა, გიგი მით უფრო ვერ პოულობდა ადგილს. მიხვდა, რომ სალის გაცნობამ მის ოჯახურ იდილიას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რა მოხდა, ასეც უცებ როგორ შემოიჭრა მის ცხოვრებაში ქალი, რომელიც დღითიდღე მეტად და მეტად უფორიაქებდა სულს. მიხვდა, რომ დადგა დრო, როცა ვიღაცისთვის უნდა გაემხილა დიდი საიდუმლო, თორემ ასეთ ყოფაში დიდხანს ვერ გაძლებდა. სხვა ვისთვის უნდა გაენდო თავისი გულისნადები, თუ არა უახლოესი ძმაკაცისთვის? ამიტომ ბევრი არ უფიქრია და ერთხელაც... დუდუს მიადგა.

- შენთან სალაპარაკო მაქვს, - ღრმად ამოიხვნეშა მამაკაცმა და მეგობარს დანისლული თვალებით მიაჩერდა.

- მოხდა რამე? - დუდუმ სიგარეტი მოქაჩა და წარბები აზიდა.

- მოხდა და ძალიან მნიშვნელოვანი, უნდა მიშველო, - თითები ერთმანეთში გადახლართა გიგიმ და სავარძელში უფრო მოხერხებულად მოკალათდა.

- თქვი მერე, ნუ მომკალი, - დუდუ მოსასმენად გაემზადა.

- მგონი შეყვარებული ვარ, იცი? - გაუჭირდა პირველი წინადადების წარმოთქმა.

- შეყვარებული? სწორად გავიგე? - ძმაკაცი ყურებს არ უჯერებდა.

- კი, სწორად გაიგე.

- შენ და შეყვარებული? მაშაყირებ? რომელმა ბზიკმა გიკბინა? - სიცილი ვერ შეიკავა დუდუმ.

- არ გეხუმრები, მართლა გეუბნები. მაგარ შავ დღეში ვარ.

- ვინ არის, ის მაინც მითხარი.

- გეტყვი... - გიგიმ პაუზა გააკეთა, კვლავ ამოიხვნეშა, მეგობარს თვალები აარიდა და გააგრძელა, - არ მეგონა, თუ აქამდე მივიდოდა საქმე. არ ვიცი, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, არაფერი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია... ბოლომდე გავები. თავს ვეღარ ვაკონტროლებ.

- მითხარი, ვინ არის, ნუ დამტანჯე და დანარჩენი მერე მელაპარაკე.

- შენი მდივანი, - თქვა გიგიმ და ხელის ზურგები ერთმანეთს გაუსვა განერვიულებულმა, ცივი ოფლი ასხამდა.

- სალი? ჩვენი სალი? - გაოგნებულმა დუდუმ ღრმა ნაფაზი დაარტყა და ძმაკაცისკენ მთელი ტანით გადაიხარა.

- ჰო. არ ელოდი, არა?

- რა ყველა გადაგრიათ მაგ გოგომ, რა ხდება, გამაგებინეთ! მართლა ასეთი კარგია, კაცო?!

- რა ვიცი, რაც არის, არის, მე კი გამომიყვანა წირვა და...

- მდაა... სიმართლე გითხრა, შენგან არ ველოდი. როდის აქეთ გახვევენ ქალები თავბრუს, როდის დაგეწყო ამგვარი სიმპტომები? - დუდუ სიცილს ძლივს იკავებდა, თუმცა გულის სიღრმეში "რაღაც" არ ესიამოვნა.

- შენი სენი გადმომედო, ძმაო, ხომ ხედავ, - გიგიმაც სცადა გახუმრება.

- რა ჩემი სენი, ბიჭო, ალაოდ ხომ არ ხარ. მე როდის მნახე შეყვარებული! ქალებში სიარული სხვაა და შეყვარება - სულ სხვა. ასი წელია, ქალი არ შემყვარებია.

- ახლა არ მითხრა, მარიანაც არ მიყვარსო.

- არ მიყვარს, არა, უბრალოდ, მომწონს და ვიხალისებ ცხოვრებას. აბა შენ რა გგონია, მასზე ფიქრით და ოხვრით ვათენ-ვაღამებ? რა სისულელეა. როცა ერთად ვართ, კარგად ვგრძნობთ თავს ერთმანეთთან, ეგ არის და ეგ. შენ რა გითხარი, ეს რა შარში გახვეულხარ, ახლა რას აპირებ? სალიმ თუ იცის ეგ ამბავი?

- კი, იცის.

- მერე? - ამ კითხვის პასუხი უფრო აინტერესებდა დუდუს, ვიდრე გიგის განცდები.

- რა მერე, ჯერჯერობით პასუხი არ უთქვამს, ველოდები, მაგრამ ვიცი, უარს არ მეტყვის.

- დარწმუნებული ხარ? მისგანაც იგრძენი რამე? - ჩაეძია ძმაკაცი.

- ყოველ შემთხვევაში, ისტერიკები არ მოუწყვია. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და... მაგ საქმიდან ის გამოვა, რაც მე მინდა. შენ ის მითხარი, მერე რა ვქნა, როგორ მოვიქცე.

- მე მეკითხები, როგორ მოიქცე? აწყობილი გქონია საქმე, ძმაო და მე რაღას მეკითხები? - გაღიზიანება დაეწყო დუდუს ხმაში.

- ქეთის რა ვუყო?

- ქეთის? ახლა ფიქრობ ქეთიზე, ყურებამდე რომ ხარ ტალახში ჩაფლული? შენნაირი ცოლის პატრონს სხვა ქალისკენ როგორ უნდა გაგექცეს თვალი, გამაგიჟებ შენ მე! - დუდუ უკვე ცოფებს ყრიდა.

- ე, ბიჭო, მე შენი თანადგომა მჭირდება, ნოტაციები წამიკითხე-მეთქი კი არ მითხოვია, - უსაყვედურა გიგიმ მეგობარს და ხელები თავზე შემოიჭდო.

- რაში დაგეხმარო, მითხარი მაინც, რა გავაკეთო? შემთხვევით, ცოლთან გაყრასაც ხომ არ აპირებ? დავიჯერო, ასე აგირია თავგზა იმ გოგომ?

- არა, არა, ეგ არც მიფიქრია, მაგრამ... სწორად გამიგე, რა. ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია, მით უმეტეს, გათხოვილ ქალთან არასდროს გამივლია. რა უნდა ვქნა, არ ვიცი, - აწრიალდა გიგი და ინანა კიდეც, გული რომ გადაუშალა მეგობარს.

- გული რასაც გიკარნახებს, ის უნდა ქნა, ჩემო ძმაო, მაგრამ ქეთის დაკარგვა არც იფიქრო, თორემ პირადად ჩემთან გექნება საქმე, ეგ იცოდე! ქეთი მაგის ღირსი არ არის, გაიგე?

- ეგ ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ასე რატომ გაღიზიანდი, შენც ხომ ხარ ცოლიანი და რაც მე ვიცი და რაც არ ვიცი კიდევ, ენ-რაოდენობის საყვარელი გყოლია. რა არის ამაში ასეთი გასაკვირი?

- რა არის? ორი წუთის წინ არ მითხარი, შეყვარებული ვარო? აი, ეს არის გასაკვირი, თორემ უბრალო გატაცება რომ იყოს, გეტყოდი, მიდი და გაჟიმე-მეთქი. ხვდები განსხვავებას? იცი, სანამდე შეიძლება ამ ურთიერთობამ მიგიყვანოს? ყველაზე ლამაზი რამ შეიძლება გაგინადგუროს, ყველაზე სათუთი და ყველაზე ახლობელი, ის, რასაც შენი სამაგალითო ოჯახი ჰქვია. აქ ჩემს არეულ ცხოვრებაზე არ არის ლაპარაკი, მე ამწუთას შენსაზე ვსაუბრობ, გესმის?

- მესმის. კარგი, რაღაცას მოვიფიქრებ, - გიგი მოიღუშა, მძიმედ წამოდგა და კარისკენ დაიძრა.

- მოიცა, სად მიდიხარ, მითხარი მაინც, რას აპირებ?

- არ ვიცი, მერე გამოჩნდება ყველაფერი.

- გიგი! - დუდუც წამოდგა.

- არ მინდა, სხვა დროს ვილაპარაკოთ, - ხელი დაუქნია მეგობარმა და ზურგს უკან კარი მიიხურა...

პრეზიდენტი კვლავ დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო, ფიქრებში ჩაეფლო. "შენ კი არა, მგონი მეც მომწონს ის ქალი. რატომ? რა არის მასში ისეთი, ასე რომ იზიდავს ყველას? კაცი არ დარჩა ოფისში, მასზე აღფრთოვანებით არ ილაპარაკოს. მეც კი "შემაფუცხუნა". რა ხდება?" დუდუ საზურგეზე გადაწვა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. არა, როგორმე უნდა მოაშოროს სალი აქედან, სხვანაირად არ გამოვა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მისი აქ ყოფნით გიგის მართლაც სერიოზული საფრთხე ემუქრება. მეგობრის ოჯახი მუდამ სამაგალითო იყო დუდუსთვის. მეორეც... არც თვითონ არის გულგრილი ახალი მდივნის მიმართ. მას კი... მას არ უყვარს, როცა ვინმე სასიყვარულო გზაზე ეღობება, როცა სიყვარულის სამკუთხედები იქმნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მესამე ხომ მისი ძმაკაცია? თანაც - ბავშვობის მეგობარი.

- "პერეხვატზე" როგორ წავიდე, მაგის დედაც! - წამოიძახა უცებ და თავი ასწია.

არა, არა. გიგის ამას ვერ გაუკეთებს. უყვარს და უყვარდეს, უნდა და უნდოდეს, ღმერთმა შეარგოს. ერთი "ტილიანი" გოგოს გულისთვის არ ღირს "ომობანას" ამაში. მით უმეტეს, დუდუ შეყვარებული არ არის, მას უბრალოდ, მოსწონს, მეტი არაფერი. ეს კი გაიფიქრა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვერ იმეტებდა სალის სხვისთვის. თანაც, ქალისგანაც გრძნობდა საპასუხო რეაქციას, სალი მის მიმართ ნამდვილად არ იყო გულგრილი. კაცია და მის თვალს ეს არ გამოეპარება. აბა გიგის რისი იმედი აქვს? იქნებ სალი სულ სხვა თამაშს თამაშობს? იქნებ ორივეს უმიზნებს? ორი საყვარელი ერთდროულად - ორივე ფულიანი, შეძლებული, თანამდებობა, მანქანა, ფუფუნება, ესა, ისა... არა, არა, ასეთ რამეს მასზე ვერ იფიქრებს, სუფთა სულის გოგო ჩანს, ცოდვას ვერ იტყვის. რა ქნას, დაუთმოს გიგის? სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად? რა პრობლემაა, სალი არ ღირს იმად, ძმაკაცი დაკარგოს მისი გულისთვის. მაგრამ დუდუს აქამდე პირველობა რომ არავისთვის დაუთმია? მოსწონებია ქალი? კიდევაც გამხდარა მისი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ახლა? როგორც კი გიგიმ "აღსარება" თქვა, დუდუს მაშინვე გულზე მოხვდა, არ ესიამოვნა. "როგორ გამიტყდა!", - თავი გადააქნია გაწბილებულმა. ეს რაღაც სხვა მომენტი იყო, ადრე ასეთ სიტუაციაში არასდროს აღმოჩენილა.

- არა, უნდა დავივიწყო ეგ ამბავი, - ხმამაღლა გაიფიქრა და მტკიცედ გადაწყვიტა, გონების ხმას მიჰყოლოდა და არა გულისას. საუკეთესო მეგობარს ვერც ერთი ქალის გულისთვის ვერ დაკარგავდა. ეს მან ყველაზე კარგად იცოდა...

 

გაგრძელება

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ერთიანად დასველებულმა სალიმ ჩანთა მაგიდაზე მიაგდო და სავარძელში ჩაესვენა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე, მთელი სხეული უკანკალებდა. მოულოდნელად კაკუნის ხმა გაიგონა. მიხვდა, რომ დუდუ იქნებოდა.

 

დილით სალი ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. ნომერს დახედა, იაკო იყო.

- ჰო, იაკო, ვ ჩემ დელა ტაკ რანა?

- ვ სუბბოტუ ჩტო დელაეშ?

 

დუდუმ გადაწყვიტა, ემოქმედა. უკვე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ უცნობი თაყვანისმცემელი სალი იყო. ბოლო დროს ისედაც ვერაფერს უხერხებდა საკუთარ თავს, გრძნობებს ვერ ერეოდა. ვერ ხვდებოდა, როდის შემოიჭრა მის გულში ასე ძლიერად იმ ქალის სიყვარული, რომელიც მის უახლოეს ძმაკაცთან იწვა.

ქეთის სილამაზემ სალი გააოგნა. ბევრი რამ სმენია ყოფილი დირექტორის ცოლზე, მაგრამ ნანახმა გაგონილს გადააჭარბა.

- მე სალი მქვია, ადრე "დუგიში" ვმუშაობდი, ოღონდ ძალიან ცოტა ხანს, - თავი გააცნო ქეთის.

 

- გინდა ყავა მოგიდუღო? - ალერსიანად ჰკითხა სალიმ მამაკაცს, როცა "წუთშესვენება" გამოაცხადეს.

- ახლა არაფერი არ მინდა, მხოლოდ შენ მინდიხარ, - დუდუმ ხელები მოხვია შიშველ სხეულზე და გულზე მიიკრა, - თავბრუდამხვევი, ცხელი სურნელი აგდის.

 

მეორე დილით ადრე ადგა, კარგა ხანს იტრიალა სარკის წინ, სამოსი რამდენიმეჯერ გამოიცვალა და ბოლოს არჩევანი მაინც ლურჯ კაბაზე შეაჩერა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ შეიძინა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში.

 

მაისიც მიიწურა. წვიმიანი ამინდი გახშირდა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული კარს იყო მომდგარი, არა და არ დათბა ქალაქში. დუდუს ესეც ნერვებს უშლიდა. გარდა ამისა, სამსახურში დაიწყო საეჭვო მითქმა-მოთქმა, თითქოს მასა და გიგის შორის სერიოზული ჩხუბი მოხდა, რომ ძმაკაცებმა ქონება ვერ გაიყვეს და ამიტომაც გაიყარნენ.
მეორე დილით სალი ჩვეულებრივ დროს გამოცხადდა სამსახურში. ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გუშინ ის საშინელება არც მომხდარიყოს. ქალებს მიესალმა, თვალი ჩუმად გააპარა ავთანდილის კაბინეტისკენ და კომპიუტერს მიუჯდა.

ია შინ დახვდა, ოთახს ალაგებდა. გაუხარდა სალის დანახვა.

- ოი, კაკოი სიურპრიზ! რა ქარმა გადმოგაგდო? - გადაეხვია დაქალს.

 

გვიან ღამით, როცა სალი უკვე დაძინებას აპირებდა, კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა გაისმა. სალი შიშისგან შეხტა, ხალათი მოიხურა და ფეხის წვერებზე შემდგარი მიუახლოვდა კარს, სათვალთვალოში გაიხედა. გიგი იყო. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. როგორც ჩანს, ნინიკოსთან ვახშამმა მთლად რომანტიკულ გარემოში ვერ ჩაიარა.

 

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.