ცხოვრება ორის მაგივრად
font-large font-small
ცხოვრება ორის მაგივრად

მარჯვენა ხელის არათითზე ორ საქორწილო ბეჭედს ვატარებ. მე ორივეს მაგივრად ვცხოვრობ. სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ცოცხალი დავრჩი


ამბობენ, ნაკიან წელიწადში ქორწინება არ შეიძლებაო. არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ცრურწმენა, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთ წელიწადში დაქორწინებულ ყველა წყვილს ერთი და იგივე ბედი ჰქონდეს.
ჩემთვის ის ბედნიერი იყო... ჩემი 1996 წელი. მაშინ 19 წლის, უზრუნველი გოგონა ვიყავი, სტუდენტი, ჩემი საქმრო კი - ლამაზი, წარმოსადეგი და ჭკვიანი მამაკაცი. თვალებს რომ დავხუჭავ, მის ლამაზ, შავ თვალებსა და სახის უხეშ ნაკვთებს ვხედავ.
სიყვარულის დღეს მთხოვა, ცოლად გავყოლოდი. ჩემს ფანჯარასთან მოვიდა და დამიძახა. მეოთხე სართულიდან გადავხედე. ის ისეთი საყვარელი იყო... არასოდეს დამავიწყდება მისი ყვირილი, რომელიც ქუჩის ხმაურმა შთანთქა, კორპუსებს შორის დაატრიალა და უკან დამიბრუნა - "მე შენ მიყვარხარ! ცოლად გამომყევი!" არც ის დამავიწყდება, როგორ ჩამოვირბინე კიბეები ფეხშიშველმა, ჩემი სტაფილოსფერი ხალათით. სირბილით გავიქეცი მისკენ და ჩავეხუტე. მის თაფლისფერ თვალებს ჩავხედე და დიდი სიყვარული ამოვიკითხე. მაშინ ვფიქრობდი: ნეტავ, ახლა ჩემზე ბედნიერი ადამიანი თუ არსებობს? მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით.
სიყვარული დროს აჩერებს. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო საიმისოდ, რომ სამუდამოდ ასე ლამაზად დარჩენილიყო.
იმ საღამოს ჩემს პატარა, ნაქირავებ ოთახში ვისხედით და ვთბებოდით. ყავას ვსვამდით და მომავალზე ვლაპარაკობდით. მერე მან ჯიბიდან საქორწილო ბეჭედი ამოიღო და თითზე გამიკეთა. რა თქმა უნდა, ჩემი რგოლი არ იყო დიდი და მასური, ის თხელი და მსუბუქი გახლდათ, მაგრამ მომავლის იმედს მაძლევდა და ბედნიერებას მპირდებოდა.
ეს ყველფერი უკვე გამოვიტირე... ძალიან მტკივნეული იყო... ყველაფერი გადავხარშე და განვიცადე... ჩემი ტკივილი ზღაპრის მცირე ნაგლეჯია...
რა იყო შემდგომ? ქორწილი ივლისში დავნიშნეთ. საერთოდ, ყველა პატარძალი ლამაზია და არც მე ვიყავი გამონაკლისი. თვალისმომჭრელი, თეთრი კაბა მეცვა და თვალები ბედნიერებისგან მიბრწყინავდა. ჩემს საყვარელ მამაკაცს ხელში ვყავდი ატატებული. ყველაფერმა ნისლში ჩაიარა, თითქოს სხვისი ცხოვრება იყო. სტუმრები, მუსიკა, "ამარეტოს" დამახასიათებელი გემო, ცეკვა, სიცილი, საყვარელი მამაკაცის ტკბილი კოცნა, ჰაეროვანი, თეთრი კაბა და საგანგებოდ მორთული "მერსედესი". სტუმრები გვადღეგრძელებდნენ, ტკბილ, თბილ და ხანგრძლივ სიცოცხლეს გვისურვებდნენ. გვაქებდნენ, რა ლამაზი წყვილი ხართო, გვეუბნებოდნენ, ჭკუას გვარიგებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ბედნიერებისთვის ყოველგვარი საფუძველი და პირობები გვქონდა.
ქორწილის შემდეგ ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება გადავწყვიტეთ. საცხოვრებლად მასთან გადავედი, პროვინციაში. ვფიქრობდით, რომ ერთი წელი როგორმე გავძლებდით, ცოტა ფულს მოვაგროვებდით, შემდეგ კი იქიდან წამოვიდოდით და თბილისში ბინას ვიგირავებდით.
ერთ ჩვეულებრივ დღეს ის სამსახურში წასასვლელად გაემზადა. როგორც ყოველთვის, ახლად გაღვიძებული, ნახევრად მძინარე ვაცილებდი და როგორც ყოველ დილით, მაშინაც ვკითხე: - როდის წავალთ თბილისში? უნივერსიტეტი იმიტომ დაამთავრე, რომ "მარშრუტკაზე" იმუშაო მძღოლად? და როგორც ყოველ დილით, მანაც ისე მიპასუხა: - მალე, საყვარელო, მალე, სულ ცოტაც მოიცადე...
უამრავი გეგმა გვქონდა გასახორციელებელი, ბევრი უნდა მოგვესწრო მანამ, ვიდრე ერთ დღეს სახლში გამეფებული სიჩუმე ტელეფონის ზარმა არ დაარღვია: "ავარიაა... მარშრუტკა ხრამში გადაიჩეხა!"
აი, ასე მოდის უბედურება... უბედურებისთვის სულ ერთია, რომ აქ, ამ სახლში 1 თვის წინ ქორწილი იყო.
არ მახსოვს, როგორ გამოვიქეცი შინიდან. მახსოვს, გავრბოდი და გვერდით რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩამიქროლა. ვცდილობდი, გამვლელი მანქანა გამეჩერებინა. ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები არ მიჩერებდნენ, როგორც იქნა მანქანამ გამიჩერა. აგვისტო იყო, ცხელოდა... ავარიის ადგილზე დამწუხრებული სახით იდგნენ ადამიანები. მაშველებს კი განაჩენი გამოჰქონდათ. ყველა ლოცულობდა. სიცხე, სასოწარკვეთა, ცრემლები, იმედი, ლოცვა ერთმანეთში აირია. მაშველები 7 საათის განმავლობაში ცდილობდნენ ხალხის ამოყვანას. მომეჩვენა, რომ მთელი ცხოვრება გავიდა...
ეს 13 წლის წინ მოხდა.
რამდენიმე ადამიანის უსულო სხეული ამოიტანეს. დაგვიძახეს და გვითხრეს, ახლობლები ამოგვეცნო... რთული იყო ამის გაკეთება, ვინაიდან მანქანას ცეცხლი წაჰკიდებოდა და ხალხიც დამწვარიყო. ერთ-ერთ დამწვარ ხელის მტევანს დავაკვირდი. ისეთივე საქორწილო რგოლი ეკეთა, როგორც მას... თითიდან რგოლი წავაძრე და დიდხანს ვკოცნიდი ამ დაწვარ ხელს...
ცხოვრება გაჩერდა. ყველაფერი გაქრა, რაც ჩემს სულს ჰქონდა შემონახული. ის დღეები არ მახსოვს. ცნობიერება საკუთარი ყვირილის ხმაზე დავკარგე და გონს ქმრის დაკრძალვიდან მეცხრე დღეს მოვედი.
მარჯვენა ხელის არათითზე ორ საქორწილო ბეჭედს ვატარებ. მე ორივეს მაგივრად ვცხოვრობ. სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ცოცხალი დავრჩი.
დროთა განმავლობაში ცხოვრება კალაპოტში ჩადგა. კიდევ ერთი ფაკულტეტი დავამთავრე, კარგი სამსახური ვიშოვე, კარგი მეგობრები შევიძინე და ისე ვცხოვრობ, ჩემით რომ იამაყოს. მე ვცოცხლობ და ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა დღე, როცა ცისკენ არ ავაპყრობ მზერას და არ ვიტყვი: "ხომ გესმის ჩემი, საყვარელო... მე ვცოცხლობ და ვცდილობ... შენ კი არსებობ".
ახლა ჩემში ტკივილი თითქმის აღარაა. მხოლოდ სიყვარული დარჩა. სიყვარული არ ქრება... მჯერა, რომ ადამიანი არ კვდება. სიკვდილი უბრალოდ, ერთი სამყაროდან მეორეში გადასახლებაა. განშორება კი სულაც არაა ხანგრძლივი. მიუხედავად ყველაფრისა, ვცოცხლობ და ვიცოცხლებ ორივეს მაგივრად...

მარი ჯაფარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (13)
16.08.2016
ტკივილი ძნელია სულის ტკივილი ჩემი ტკივილი გამახსენდა და ვტირი.
ნატა
06.09.2015
მე შენთან ერთად მოვკვდი, მაგრამ შენ ჩემთან ერთად ცხოვრობ.ყოველი დღის გასვლა უფრო და უფრო გვაახლოვებს ერთმანეთს და როცა იქ მარადისობაში შევხვდებით ერთმანეთს სამუდამოდ ერთად ვიქნებით . მე ამ იმედით ვიძინებ და ვიღვიძებ, ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით.
ანაბელა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ღამღამობით სახეს ბალიშში რგავდა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ქალის სხეულისა და თმის სურნელი


კედლისკენ იყო გადაბრუნებული და შპალერის უზორს თითს აყოლებდა...
არაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა, რომ თითი ზუსტად გაეყოლებინა და ხაზებს არ ასცდენოდა...
ტელეფონის წკრიალმა დაუფრთხო სიმშვიდე...
მესიჯის ზარს ბოლომდე აცადა მიჩუმება და მერე გახსნა...

მამაკაცები ძვირად ღირებულ მანქანებს იმიტომ ყიდულობენ, რომ მამაკაცური სისუსტე და უძლურება დამალონ



მის გარეშე თავს გაცილებით მშვიდად და უკეთ ვგრძნობდი. როცა დაბრუნდა, შევთავაზე, ერთმანეთს დავშორებოდით. მაშინვე დამთანხმდა. როგორც ჩანს, ისიც უჩემოდ უფრო კარგად გრძნობდა თავს.


ამბავი, რომელიც მარტოხელა მამაკაცებს მოეწონებათ

არ მინდოდა, ასეთ დელიკატურ საკითხზე გამემახვილებინა მისი ყურადღება და შევთავაზე, უბრალო, ელექტრონული სქემის დახმარებით მოგვეხდინა სექსისა და გარყვნილების ერთმანეთისგან გამიჯვნა



ვეჩვევი ქალებს, რომლებთანაც სექსი მქონდა. მათ უცხოდ ვერ აღვიქვამ. როდესაც რომელიმე მათგანი სადღაც გადაიკარგება, არ დამირეკავს ან ინტერნეტში არ შემეხმიანება, განვიცდი და ვნერვიულობ


მის საყვარელ მამაკაცს მომავალი ცოლი იმ 2 დღეში "უპოვია", როცა ის მის გვერდით არ იყო. 2 დღე, 6 წლის საპირწონედ! ეს წარმოუდგენელია!
მგონი, ბევრი დავლიე და სასმელი მომეკიდა. შემდეგ მგონი, ბედნიერ პატარძალთან მივედი და ვუთხარი, რომ ქორწილის წინა ღამე მისმა ქმარმა ჩემთან გაატარა...
ნამდვილ ამბავზე აგებული, ძალიან სევდიანი ნოველა (ემოციური ადამიანებისთვის არაა რეკომენდებული)

ფრთები მომიტანე? ხომ შემპირდი, რომ დაბადების დღეზე ფრთებს მიყიდდი? მაშინ, მაღაზიაში რომ ვნახეთ, გახსოვს?


ალეკო, საქმე მაქვს, უნდა ვიმუშაო, ცოტა მოგვიანებით დავქორწინდეთ


მამაკაცი სოფიოს გაცნობისთანავე მიხვდა, რომ ეს ის ქალი იყო, რომელიც მას სჭირდებოდა, რომ ის არასოდეს დაუკიდებდა ყურმილს, არ ატეხდა დებოშს ქმრის დაგვიანების გამო...

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
509 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი