ქურთუკი
font-large font-small
ქურთუკი

ვეჩვევი ქალებს, რომლებთანაც სექსი მქონდა. მათ უცხოდ ვერ აღვიქვამ. როდესაც რომელიმე მათგანი სადღაც გადაიკარგება, არ დამირეკავს ან ინტერნეტში არ შემეხმიანება, განვიცდი და ვნერვიულობ




მთელი ცხოვრება ასე ვარ, ყველაფერს ვეჩვევი... ვეჩვევი ქალებს, რომლებთანაც სექსი მქონდა. მათ უცხოდ ვერ აღვიქვამ. როდესაც რომელიმე მათგანი სადღაც გადაიკარგება, არ დამირეკავს ან ინტერნეტში არ შემეხმიანება, განვიცდი და ვნერვიულობ.
იმათაც ვეჩვევი, რომლებთანაც ჯერ სექსი არ მქონია, მაგრამ ახლო მომავალში ვაპირებ და იმათაც, ვისთანაც არანაირი შანსი არ მაქვს, მაგრამ უბრალოდ, ხშირად ვეკონტაქტები. თითოეული მათგანის გარეშე სამყარო ცარიელი მეჩვენება.
ვეჩვევი საცხოვრებელ ადგილს... კარგა ხანია, ვფიქრობ, რომ ეს უზარმაზარი ბინა გავყიდო და სხვა, შედარებით მომცრო, მაგრამ უფრო კომფორტული ვიყიდო, მაგრამ ისე მივეჩვიე, სამსახურის მერე აქ მოსვლას, რომ ვერა და ვერ გადავჭერი ეს საკითხი.
ერთხელ, ცოლთან დიდი ჩხუბისა და საქმის გარჩევის შემდეგ გავიბუტე და მთელი თვე სამსახურში ვცხოვრობდი. თანამშრომლები გაოცებული იყვნენ ჩემი სიჯიუტით, მაგრამ იქაურობასაც ისე მივეჩვიე, მერე შინ წასვლა აღარ მინდოდა.
სამსახურსაც მივეჩვიე... თავისუფლად შეიძლებოდა, გაცილებით უკეთესი, მაღალხელფასიანი სამსახური მეშოვა ან დამატებით, კიდევ ერთი სამსახური, მაგრამ კოლექტივს შევეჩვიე. თუ არ გამათავისუფლეს, მე თვითონ არსად წამსვლელი არ ვარ.
სიგარეტსაც მივეჩვიე. ჩემი კოლეგების უმეტესობა "კენტს" ეწევა, მე კი ისევ "ელემს".
ნივთებსაც ვეჩვევი. ცოლთან ბევრჯერ მიკამათია იმის გამო, რომ დილით, როცა ავდგები, ისევ იმ პერანგსა და შარვალს ვიცვამ, რაც წინადღეს მეცვა.
გუშინდელი ტანისამოსი გუშინწინდელად გადაიქცევა ხოლმე, მერე კი ერთი კვირის წინანდელად.
ცოლი ამის გამო მეჩხუბებოდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი ასეთი საქციელის გამო, მას საყვედურობდნენ. ბოდიში მოვუხადე და შევპირდი, გამოვსწორდები-მეთქი, მაგრამ დილით ისევ ჩვეულებისამებრ ვიქცეოდი.
სექტემბრამდე საშემოდგომო ქურთუკით დავდივარ. სამაგიეროდ, ზამთრის ქურთუკით - მაისამდე.
ჩემი ჩიხში მომწყვდევა ერთი უბრალო კითხვითაა შესაძლებელი - გცივა (გცხელა? კარგად ხარ? ცუდად ხარ? გშია? მაძღარი ხარ? დაიღალე? უძილო ხარ?)?
ასეთ დროს ვჩუმდები და დავფიქრდები ხოლმე, მცივა თუ - არა.
საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდები ხოლმე, როცა გამახსენდება, რომ უკანასკნელად გუშინწინ ვივახშმე ან მთელი თვეა, სექსი არ მქონია; რომ თბილისში უკვე მაისია, მე კი ისევ თბილი, მაღალყელიანი ფეხსაცმლით დავდივარ; რომ დროა, წვერი გავიპარსო, თმა შევიჭრა და დავიბანო.
პარადოქსია, წყლით სავსე აბაზანაში ჩაწოლა მიყვარს და დღეში რამდენჯერმე ვანებივრებ ჩემს თავს ამით, მაგრამ თავის დაბანა არ მიყვარს, რადგან მერე თმა მისველდება. ამის მიუხედევად, წვიმაში ქოლგით არ დავდივარ. სიამოვნებით ვსეირნობ ხოლმე, ნელი ნაბიჯით.
ე.წ. "დუტის" ქურთუკი 5-6 წლის წინ ვიყიდე. მაშინ ოჯახური სიტუაციები ჩემთვის "ახალი ხილი" იყო. 25 წლის, ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, რომელსაც 23 წლამდე არსად უმუშავია. სამაგიეროდ, აქეთ-იქით დავწანწალებდი და ინსტიტუტიდანაც სამჯერ გამომრიცხეს (ხანდახან ნიჭი ადამიანს ცუდ სამსახურს უწევს).
23 წლისაც არ ვიყავი, რომ ჩემი სიყვარული ვიპოვე. ჩემი პირველი ქალი და მომავალი ცოლი, რომელმაც ჩემ გარშემო ყველაფერი დაჩრდილა.
ის "პერმანენტულადაა" ნაჩხუბარი ჩემს მშობლებთან და თავის მშობლებთანაც. განსაკუთრებით - დედამისთან.
ამიტომ, შეუღლების პირველივე დღიდან მარტო ვცხოვრობთ. ზურგზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა დამაწვა. ერთი საინტერესო ფაქტი კიდევ ისაა, როგორ ვეჩვეოდი მუშაობას. უზომოდ მეზარებოდა დილით ადრე ადგომა, მაგრამ უნდა გადავჩვეულიყავი ვალების აღებას და იმდენი ფული მაინც უნდა მეშოვა, რომ ოჯახი გამომეკვება.
მაშინ ცოლმა არ მიმატოვა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ვშიმშილობდით.
მას ნებისმიერ დროს შეეძლო თავის უზუნველყოფილ ოჯახში დაბრუნება, სადაც პირობა წაუყენეს: "როცა გინდა, მოდი, მაგრამ ქმრის გარეშე".
როდესაც ის "დუტი" ვიყიდე, უკვე ვმუშაობდი და შიმშილით სული აღარ გვძვრებოდა და აღარც ახლობლებისგნ ვსესხულობდი ფულს.
ზამთარი იყო...
დედაჩემი მოვიდა სტუმრად და ბაზრობაზე წამიყვანა. ცივი ზამთარი იყო და თხელი ქურთუკით დავდიოდი. მაშინ მიყიდა "დუტი" და ქუდი.
- მოგწონს ეს ქურთუკი? ვიყიდოთ?
- რა უშავს, ვიყიდოთ, რა...
- იქნებ ის უფრო მოგწონს?
- ჰო, შეიძლება ის ჯობია.
- შენ რომელი უფრო მოგწონს?
- რა ვიცი, აბა, რომელი უფრო მომწონს? რა მნიშვნელობა აქვს?
- შენი ატანა შეუძლებელია!
სამაგიეროდ, ბაზრობიდან მალე წამოვედით და ბევრი არ ვიბორიალეთ.
მეორე დღეს ქუდი უკან დავაბრუნე და გამყიდველს ვუთხარი, თითქოს პატარა მომივიდა, რადგან ფული არ მქონდა. ქუდი კი მთელი 25 ლარი ღირდა. მაპატიე, დედა, ქუდი სულაც არ დამიკარგავს.
რაღა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში "დუტი" გაცვდა, ჯიბეები ჩაეხა და "ვიდიც" დაკარგა. ჩემი 2 ქალი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ გადამეგდო. ერთი კი "დამემუქრა" კიდეც, ახალ ქურთუკს გიყიდიო. კიდევ კარგი, თბილისში არ ცხოვრობს, თორემ ნამდვილად მიყიდიდა. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
ვინ იცის, ამ ქურთუკის ჯიბეში რამდენი სასარგებლი ნივთი იდო - გასაღებები, სანთებელები, სიგარეტი, მატარებლის ბილეთები, ბოთლები, საფულე...
რაღა თქმა უნდა, ნივთები ხანდახან უნდა შეცვალო. უნდა გადავამოწმო, მაქვს თუ არა "დემისეზონური" ფეხსაცმელი. თუ არ მაქვს, უნდა ვიყიდო, ხელფასი თუ მეყოფა...
მაგრამ ხელფასი რაში მეყოფა? აი, ახლა გადავიხდი დედაჩემის ოპერაციისთვის გამოტანილ სესხს და კომპიუტერის განვადებას და ვიყიდი მერე, რადგან მეც კი შევნიშნე, რომ ძველ ფეხსაცმელს ძირი გაუცვდა და წყალი შედის...
ამ გაზაფხულსა და ზაფხულში კი სულ წვიმებია. ესეც იმიტომ შევნიშნე, რომ ვერ ვიტან, როცა რაიმე სველი მაცვია.
საერთოდ, რატომ წამოვიწყე ამ "დუტის" ქურთუკზე ლაპარაკი?
დღეს სამსახურში ქურთუკი მაჩუქეს.
არა, ფული კი არ შემიგროვეს და კი არ მიყიდეს, უბრალოდ, ჩვენი ფირმა სპეცტანისამოსს აწარმოებს და ერთი ქურთუკი მაჩუქეს. ზამთრისაა, თბილია და სარჩულიც ეხსნება.
ახლა იატაკზე დევს...
ასე მგონია, სხვისია...
ჩემი არაა...
უბრალოდ, ბედისწერამ არგუნა, რომ ჩემი უნდა იყოს...
და 1 თვის შემდეგ ალბათ ტანიდან აღარ მოვიცილებ...
ძველი ქურთუკი კი შემოსასვლელში, საკიდზე დარჩება...
მე კი ტირილი მინდა...
ასე მგონია, მეგობარს ვკარგავ...

მარი ჯაფარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
10.04.2015
mec ruso mkvia da chemi kmaric masetia xandaxan mikvirs rato miyvars. gitanagrdznobt:)
me
11.03.2015
თვითონ პერსონაჟზე რა თქმა უნდა არ შემქმნია გადასარევი შთაბეჭილება, მაგრამ წერის სტილი საოცარია... საინტერესესო.. სულმოუთქმელად წავიკითხე და მესიამოვნა. ასე მეგონა რომ ვიღაც თმაგაბურძგნული ბიჭი, გაცვეთილი დუტის ქურთუკით სადმე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩემს გვერდით მოთავსდა, ამბავი მომიყვა და ჩემზე ადრე ჩავიდა :)
ნათია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ღამღამობით სახეს ბალიშში რგავდა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ქალის სხეულისა და თმის სურნელი


კედლისკენ იყო გადაბრუნებული და შპალერის უზორს თითს აყოლებდა...
არაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა, რომ თითი ზუსტად გაეყოლებინა და ხაზებს არ ასცდენოდა...
ტელეფონის წკრიალმა დაუფრთხო სიმშვიდე...
მესიჯის ზარს ბოლომდე აცადა მიჩუმება და მერე გახსნა...

მამაკაცები ძვირად ღირებულ მანქანებს იმიტომ ყიდულობენ, რომ მამაკაცური სისუსტე და უძლურება დამალონ



მის გარეშე თავს გაცილებით მშვიდად და უკეთ ვგრძნობდი. როცა დაბრუნდა, შევთავაზე, ერთმანეთს დავშორებოდით. მაშინვე დამთანხმდა. როგორც ჩანს, ისიც უჩემოდ უფრო კარგად გრძნობდა თავს.


ამბავი, რომელიც მარტოხელა მამაკაცებს მოეწონებათ

არ მინდოდა, ასეთ დელიკატურ საკითხზე გამემახვილებინა მისი ყურადღება და შევთავაზე, უბრალო, ელექტრონული სქემის დახმარებით მოგვეხდინა სექსისა და გარყვნილების ერთმანეთისგან გამიჯვნა


მის საყვარელ მამაკაცს მომავალი ცოლი იმ 2 დღეში "უპოვია", როცა ის მის გვერდით არ იყო. 2 დღე, 6 წლის საპირწონედ! ეს წარმოუდგენელია!
მგონი, ბევრი დავლიე და სასმელი მომეკიდა. შემდეგ მგონი, ბედნიერ პატარძალთან მივედი და ვუთხარი, რომ ქორწილის წინა ღამე მისმა ქმარმა ჩემთან გაატარა...

მარჯვენა ხელის არათითზე ორ საქორწილო ბეჭედს ვატარებ. მე ორივეს მაგივრად ვცხოვრობ. სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ცოცხალი დავრჩი

ნამდვილ ამბავზე აგებული, ძალიან სევდიანი ნოველა (ემოციური ადამიანებისთვის არაა რეკომენდებული)

ფრთები მომიტანე? ხომ შემპირდი, რომ დაბადების დღეზე ფრთებს მიყიდდი? მაშინ, მაღაზიაში რომ ვნახეთ, გახსოვს?


ალეკო, საქმე მაქვს, უნდა ვიმუშაო, ცოტა მოგვიანებით დავქორწინდეთ


მამაკაცი სოფიოს გაცნობისთანავე მიხვდა, რომ ეს ის ქალი იყო, რომელიც მას სჭირდებოდა, რომ ის არასოდეს დაუკიდებდა ყურმილს, არ ატეხდა დებოშს ქმრის დაგვიანების გამო...

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
509 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი