მაჩუქეთ ფრთები
font-large font-small
მაჩუქეთ ფრთები
ნამდვილ ამბავზე აგებული, ძალიან სევდიანი ნოველა (ემოციური ადამიანებისთვის არაა რეკომენდებული)

ფრთები მომიტანე? ხომ შემპირდი, რომ დაბადების დღეზე ფრთებს მიყიდდი? მაშინ, მაღაზიაში რომ ვნახეთ, გახსოვს?




ის, რასაც უნდა მოგიყვეთ, ერთ-ერთმა ადამიანმა მიამბო. სულის შემძვრელი ამბავია და ალბათ, ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ. დიდხანს ვიფიქრე, ღირდა თუ არა ამ ამბის ასე დაწერა ან საერთოდ, გამოქვეყნება. ჩემს გადაწყვეტილებაზე მთხრობელის ერთმა ფრაზამ იმოქმედა: "გადააკეთე ეს ამბავი "რომანად", დაე, ამ ბავშვის ზღაპრული ცხოვრება ზღაპრად შემორჩეს სამყაროს".
ეს ცხოვრებაა... სასტიკი და დაუნდობელი, სადაც ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა.

- დედაა, როდის მოვა მამა? - უკვე ასმეერთედ კითხულობდა პატარა სანდრო.
ახალგაზრდა ქალმა ღრმად ამოიოხრა:
- სანდრო, მოთმინება იქონიე! მამა მალე მოვა, სულ ცოტა ხანს მოგიწევს ლოდინი.
- კარგი, ცოტა ხანს კიდევ დაველოდები, სუ-უ-ლ ცოტა ხანს, - ბავშვმა სერიოზული სახე მიიღო და დედას მუქარით თითი დაუქნია.
- შე პატარა დიქტატორო! - გაეცინა ქალს და შვილს თმა მოუჩეჩა, - წადი, ითამაშე და თავი დამანებე, ბევრი საქმე მაქვს.
- კარგი, დედა, მითხარი, მართლა შევძლებ ფრენას?
- მართლა, მართლა, გაიქეცი ახლა.
ქალი ალერიანად ცდილობდა, ბავშვი თავიდან მოეშორებინა. ყველა მისი დაბადების დღე ნამდვილ სტიქიურ უბედურებად გადაიქცეოდა ხოლმე, რადგან ბავშვი სტუმრების მოსვლამდე ადგილს ვერ პოულობდა. ეს რიგით მეხუთე დაბადების დღე იყო და სანდრო მოუთმენლად ელოდა მამის გამოჩენას.
ბავშვი თავის ოთახში გაიქცა. იატაკი სათამაშოებით იყო მოფენილი. უამრავი ჯარისკაცისა და უცხოპლანეტელის ფიგურა ერთმანეთის საპირისპირო მხარეს იყო ჩარიგებული და "საომრად" გამზადებული. ამ ომში ის იმარჯვებდა, ვისი გამარჯვებაც ბავშვს სურდა. უფრო მეტიც, მას ჩოგბურთის ბურთიც ჰქონდა, რომელსაც ნებისმიერი "არმიის" განადგურება შეეძლო. ამჯერადაც ორივე "არმია" ბურთით "დაბომბა" და ფიგურები ოთახში მიმოფანტა.
"ომით" გადაღლილმა სანდრომ სათამაშო რკინიგზაზე ნამდვილი ავარია მოაწყო; შემდეგ კუბების ქალაქში - "საშინელი მიწისძვრა". ქალაქისგან მხოლოდ "ნანგრევები" დარჩა. პატარა "სარდალს" ესეც მალე მოსწყინდა, სათამაშოები აქეთ-იქით მიყარ-მოყარა, მისღებ ოთახში გამოვიდა და ტელევიზორი ჩართო. ერთ-ერთ არხზე მულტფილმი მოძებნა და ყურადღებით უცქერდა. ეკრანზე ბარბაროსი მეომარი თავის გარშემო მტერს მუსრს ავლებდა. მისი ხმლის დარტყმისგან მტრები აქეთ-იქით ცვიოდნენ. სანდროს უყვარდა ეს მულტფილმი. აღფრთოვანებული იყო მთავარი "გმირის" ვაჟკაცობით და მზად იყო, თვითონაც გამგზავრებულიყო სამოგზაუროდ და სამყაროს გადასარჩენად.
ამ დროს კარზე ზარი დაირეკა, რამაც ბავშვი რეალურ სამყაროში დააბრუნა. ტყვიასავით გავარდა კარისკენ, მაგრამ დედამ დაასწრო და ლოდინმა მოუწია, როდის გააღებდა დედა ამ საზიზღარ საკეტებს. თვითონ უცებ გამოგლეჯდა კარს და ის იქნებოდა... ის ხომ "გმირი მეომარი" იყო და ძალაც ერჩოდა. როგორც იქნა, დედამ ბოლო საკეტიც გადაატრიალა და კარი გააღო.
დიდ ოთახში უზარმაზარი მაგიდა იყო გაშლილი, სავარძელში მამაკაცი იჯდა, რომელსაც მუხლებზე პატარა სანდრო ეჯდა. ბიჭუნა მამას რაღაცას უყვებოდა, ხანდახან წამოხტებოდა, ხელებს იქნევდა... მამაკაცი იცინოდა და თავს უქნევდა. შვილს სიყვარულით სავსე მზერით უყურებდა. სანდრო ახლახან ნანახი მულტფილმის შინაარსს ჰყვებოდა. მამამ იცოდა, რომ შვილს ეს "ბარბაროსი მეომარი" მოსწონდა და მოთმინებითა და ყურადღებით უსმენდა.
ბავშვმა თხრობა დაასრულა და მამას ზურგით მიეყრდნო.
- მამა, მომიტანე? - ჰკითხა და ხელზე აკოცა.
- რა უნდა მომეტანა? - გაოცებით ჰკითხა მამამ.
- ფრთები მომიტანე? ხომ შემპირდი, რომ დაბადების დღეზე ფრთებს მიყიდდი? მაშინ, მაღაზიაში რომ ვნახეთ, გახსოვს?
- რომელი ფრთები, სანდრო? რას მეუბნები? არ მახსოვს, - სიცილით უთხრა შვილს და ლოყაზე აკოცა.
- აი, ის, - ცხვირი ჩამოუშვა ბიჭუნამ, - სათამაშოების მაღაზიაში, დიდ ყუთში რომ ეწყო... ნამდვილ ფრთებს რომ ჰგავდა. შენ მითხარი, რომ არწივის ფრთებიაო.
- ააა, გამახსენდა, გამახსენდა... - ხმამაღლა გაიცინა მამამ. შემოსასვლელში გავიდა და ცელოფანის პარკში ჩადებული საჩუქარი შემოიტანა.
ფრენა მისი შვილის ყველაზე დიდი ოცნება გახდა მას შემდეგ, რაც მაღაზიაში ის ფრთები ნახა. რა თქმა უნდა, მამამ იცოდა, რომ სანდრო ამ ფრთებით ვერ გაფრინდებოდა, მაგრამ შვილს სურვილი მაინც აუსრულა. რატომ უნდა ეწყენინებინა მისთვის? განსაკუთრებით ახლა, როცა მისი დაბადების დღე იყო.
ბავშვს სუნთქვა შეეკრა. საოცნებო საჩუქარი გულში ჩაიკრა. "თითქოს მაშინ უფრო დიდი იყო ფრთები... ესენი კი პატარაა", გაიფიქრა, მაგრამ მაშინვე დაივიწყა და თავისი ოთახისკენ ყვირილით გაიქცა: "გმადლობ, მამა!"
- არაფრის, - მიაძახა მამამ.
სანდრომ თავისი ოთახის კარი მოხურა. საჩუქარი გახსნა და ფრთები მოირგო. ისინი ზურგზე ქამრით მაგრდებოდა. დიდი წვალების შემდეგ ქამარიც შეიკრა. როგორც იქნა, შვებით ამოისუნთქა და სარკეში ჩაიხედა. თავისი თავი მოეწონა. წითელი ფრთები შუქზე ანათებდა და აქეთ-იქით ნამდვილი არწივის ფრთებივით იყო გაშლილი. სანდროს თავი ნამდვილი გმირი ეგონა. საკუთარი გამოსახულებით კმაყოფილმა ბავშვმა ხელებიც გაშალა და ისეთი ხმა გამოსცა, როგორსაც ბომბდამშენები მულტფილმებში გამოსცემენ ხოლმე. შემდეგ ქამარზე დამაგრებული ღილაკი მოძებნა და ჩართო. ფრთებიდან ღუღუნის ხმა მოისმა.
- მუშაობს! - გახარებულმა წამოიძახა სანდრომ. მარჯვენა ფრთას ხელი შეახო. ის ვიბრირებდა, სანდრო კი სიხარულისგან ჭყლოპინებდა.
ბავშვი ოთახიდან გამოვარდა და მამასთან "გაფრინდა". მამა ისევ სავარძელში იჯდა.
- მამა, ეს ფრთები მართლა დაფრინავს? - ჰკითხა კიდევ ერთხელ.
მამა ტელევიზორს უყურებდა, შვილს წამით მოხედა, ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა და უპასუხა:
- რა თქმა უნდა, დაფრინავს.
"ე.ი. შეიძლება, რომ გავფრინდე", გაიფიქრა ბავშვმა და ისევ "გაფრინდა" ოთახიდან.
- რა მოუსვენარია, - გაიფიქრა მამამ და ტელევიზორს მთელი ყურადღებით მიაჩერდა.
სანდრო თავის 9-სართულიანი კორპუსის სახურავზე იდგა. ქვევით "პატარა" ადამიანები დადიოდნენ და მას სულაც ვერ ამჩნევდნენ.
- უჰ, რა პატარები ყოფილან ადამიანები ზევიდან, - გაიფიქრა და სიმაღლის ცოტა შეეშინდა კიდეც.
შემდეგ მამის სიტყვები და მისი ნათქვამი - "რა თქმა უნდა, დაფრინავს" გაახსენდა. სანდრომ იცოდა, რომ მამა ტყუილს არასოდეს ამბობდა. დედა ხომ სულ ამას ეუბნებოდა.
მან ისევ მიაჭირა თითი ღილაკს და მაშინვე გაისმა ღუღუნის ხმა. ფრთებმა ისევ დაიწყო ვიბრირება და ბავშვსაც ეჭვი მთლიანად გაეფანტა. სანდრომ გაიცინა, სახურავის კიდეზე დადგა და გადახტა...
დედა გაზქურასთან ტრიალებდა, დღეს ხომ მისი შვილის დაბადების დღე იყო, სანდრო 5 წლის გახდა. სადაცაა, სტუმრებიც მოვლენ, ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. საქმეში გართულს ქუჩიდან ხმაური შემოესმა, მაგრამ ფანჯრიდან მხოლოდ მაშინ გაიხედა, როდესაც ხალხის ყვირილი მოისმა.
ჩანგალი ხელიდან გაუვარდა და ფიქალის იატაკზე ცივად გაიჟღარუნა. ქალმა შემზარავად დაიყვირა და გარეთ გავარდა. წვიმისგან ჯერ კიდევ სველ ასფალტზე ხელებგაშლილი სანდრო იწვა. ზურგზე კი ფრთების ნარჩენები ჰქონდა მიმაგრებული.
ბავშვს სახეზე არც შიში ჰქონდა აღბეჭდილი და არც - ძრწოლა. მის თვალებში სამუდამოდ გაოცება გაყინულიყო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
16.03.2015
ra shxamiani xalxi xart...tu ar mogwont nu kitxulobt...
indira
17.02.2015
მარი ჭყლოპინებდა რა არის მითხარი რა.. უკვე მერამდენე რომანში თუ მოთრობაში შემხვდა და მაგრად მაინტერესებს
ლაშა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ღამღამობით სახეს ბალიშში რგავდა, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ქალის სხეულისა და თმის სურნელი


კედლისკენ იყო გადაბრუნებული და შპალერის უზორს თითს აყოლებდა...
არაფერზე ფიქრობდა გარდა იმისა, რომ თითი ზუსტად გაეყოლებინა და ხაზებს არ ასცდენოდა...
ტელეფონის წკრიალმა დაუფრთხო სიმშვიდე...
მესიჯის ზარს ბოლომდე აცადა მიჩუმება და მერე გახსნა...

მამაკაცები ძვირად ღირებულ მანქანებს იმიტომ ყიდულობენ, რომ მამაკაცური სისუსტე და უძლურება დამალონ



მის გარეშე თავს გაცილებით მშვიდად და უკეთ ვგრძნობდი. როცა დაბრუნდა, შევთავაზე, ერთმანეთს დავშორებოდით. მაშინვე დამთანხმდა. როგორც ჩანს, ისიც უჩემოდ უფრო კარგად გრძნობდა თავს.


ამბავი, რომელიც მარტოხელა მამაკაცებს მოეწონებათ

არ მინდოდა, ასეთ დელიკატურ საკითხზე გამემახვილებინა მისი ყურადღება და შევთავაზე, უბრალო, ელექტრონული სქემის დახმარებით მოგვეხდინა სექსისა და გარყვნილების ერთმანეთისგან გამიჯვნა



ვეჩვევი ქალებს, რომლებთანაც სექსი მქონდა. მათ უცხოდ ვერ აღვიქვამ. როდესაც რომელიმე მათგანი სადღაც გადაიკარგება, არ დამირეკავს ან ინტერნეტში არ შემეხმიანება, განვიცდი და ვნერვიულობ


მის საყვარელ მამაკაცს მომავალი ცოლი იმ 2 დღეში "უპოვია", როცა ის მის გვერდით არ იყო. 2 დღე, 6 წლის საპირწონედ! ეს წარმოუდგენელია!
მგონი, ბევრი დავლიე და სასმელი მომეკიდა. შემდეგ მგონი, ბედნიერ პატარძალთან მივედი და ვუთხარი, რომ ქორწილის წინა ღამე მისმა ქმარმა ჩემთან გაატარა...

მარჯვენა ხელის არათითზე ორ საქორწილო ბეჭედს ვატარებ. მე ორივეს მაგივრად ვცხოვრობ. სიკვდილი მინდოდა, მაგრამ ცოცხალი დავრჩი

ალეკო, საქმე მაქვს, უნდა ვიმუშაო, ცოტა მოგვიანებით დავქორწინდეთ


მამაკაცი სოფიოს გაცნობისთანავე მიხვდა, რომ ეს ის ქალი იყო, რომელიც მას სჭირდებოდა, რომ ის არასოდეს დაუკიდებდა ყურმილს, არ ატეხდა დებოშს ქმრის დაგვიანების გამო...

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1432 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი