ქაღალდის რელიკვია (XI ნაწილი)
font-large font-small
ქაღალდის რელიკვია (XI ნაწილი)
მე ვინღა შემარიგებს გეგასთან? ამის შემდეგ გაუჩნდება კი სურვილი, დამირეკოს და, მით უმეტეს, შემხვდეს? გამორიცხულია. ეს რა ვქენი! რა სისულელე ჩავიდინე! რატომ, რატომ, რატომ? რა მრჯიდა, ვინ მაძალებდა! მისკენ სავალი ყველა გზა საკუთარი ხელით მოვსპე. ახია ჩემზე!


28 მაისი
ღმერთო ჩემო, რაში მჭირდებოდა ეს ხათაბალა! არაფრის გულისთვის შარში გავეხვიე.
იმ ვინმე იამ გუშინ საღამოს კვლავ დამირეკა და მითხრა, ხვალ, დილის 12 საათზე ფოტოატელიესთან შევხვდეთ ერთმანეთს და გეგა ვნახოთო. შევთანხმდით. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ან კი რა დამამძიმებდა! რაც მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ვნერვიულობდი. რა მინდოდა, რისთვის უნდა დავსწრებოდი გეგასთან "საქმის გარჩევას", მე რა შუაში ვიყავი საერთოდ, ჩემგან რას მოითხოვდა უცხო ქალი, ვერ ვხვდებოდი. ამასთან, ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ვინ იყო, როგორი შესახედაობის და რა საუბარი წავიდოდა იასა და გეგას შორის. ყველაზე მეტად ეს მაღელვებდა, ამიტომაც შევპირდი, შეგხვდები-მეთქი.
ძლივს წავხალისდი. მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. გული მიგრძნობდა, კარგად არ დამთავრდებოდა ეს შეხვედრა და წაგებული, როგორც ყოველთვის მე დავრჩებოდი. მე ხომ ერთი უნიათო, "ბრძოლისუუნარო", შტერი ქალი ვარ, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. როცა რამეს გაბრალებენ, ისე დავმუნჯდები ხოლმე, რაც უნდა მართალი ვიყო, მაინც მტყუანი გამოვდივარ. რა ვქნა, თუ სათანადო მტკიცებულებები არ გამაჩნია, თავდაცვა არ შემიძლია. არ გამომდის და მომკალი, თუ გინდა.
არადა, ახლა სხვა რამეზე ფიქრისა და ნერვიულობის თავი მაქვს? ოთხ დღეში გამოცდა მელის ქართულ წერაში. წერის ანმდვილად არ მეშინია, მაგრამ მაინც...

ფოტოატელიის წინ ქერათმიანი ქალი დავლანდე. მივხვდი, ია იქნებოდა. აქ დავთქვით შეხვედრა. ძალიან ლამაზი იყო, ამასთან, ქალაქური იერი დაჰკრავდა. უცხო თვალი ადვილად შეამჩნევდა, რომ ჩამოსული იყო. შინდისფერი ტილოს კაბა ეცვა, გრძელი, მოტკეცილი. მუქი ფერის სათვალე ეკეთა.
მივუახლოვდი. საოცრად დაძაბული ვიყავი. მიცნო, სათვალე მოიხსნა, თმაზე დაიკოსა და ხელი გამომიწოდა.
- ია, - ცივად მითხრა.
- სასიამოვნოა. ნატა, - მეც ჩამოვართვი ხელი. ინტერესით ჩამათვალიერა. მგონი, არც მე ვიყავი ცუდ ფორმაში. ჯინსის შარვალი და თეთრი მაისური მეცვა. ია ჩემზე ოდნავ მაღალი ჩანდა, სავსე მკერდით და საკმაოდ ჩასუქებული თეძოებით. ტანი ნამდვილად არ უვარგოდა.
- მშურს შენისთანა გოგოების, - თავი გვერდზე გადახარა.
- შესაშური რა მჭირს? - გაღიმება ვცადე.
- წვრილი წელი. თუმცა, შენს ასაკში მე შენზე გამხდარი ვიყავი, - თითქოს შემახარბა.
რა სასაცილოა ეს ყველაფერი. ორმოცდაექვსი კილო ვარ, ამაზე გამხდარი რა შესახედავი იქნებოდა წარმომიდგენია.
- განა რამდენი წლისა ხართ? - კვლავ "თქვენობითზე" გადავედი.
- ქალს ასაკს არ ეკითხებიან, - დამამოძღვრა.
- ქალები ასაკს მამაკაცს უმალავენ და არა ერთმანეთს, - ირონიულად შევნიშნე და ნიშნისმოგებით გავუღიმე.
მაინც არ მითხრა, რამდენის იყო. არადა, ჩემზე ბევრად უფროსი იქნებოდა. ჩემზე კი არა, გეგაზეც.
- აი, ისიც! - ჩემს ზურგს უკან გაიხედა იამ.
ვიგრძენი, როგორ ამეწვა ზურგი და როგორ გავფითრდი. ვეღარ შევტრიალდი.
- გამარჯობათ! - გაისმა გეგას ბოხი ხმა და მხარზე მისი ხელის შეხება ვიგრძენი.
- გაგიმარჯოს, - მიესალმა ია.
მე თავი დავუქნიე. მუხლები მეკეცებოდა. ლამისაა, იქვე წავქცეულიყავი.
- რა ხდება, სამხედრო ტრიბუნალს მიწყობთ? - გეგას ხმა დამცინავად აჟღერდა.
- საქმე გვაქვს შენთან, - იამ თვალებით გახვრიტა იგი. "გვაქვს"! გულზე მომხვდა ეს სიტყვა. პირადად მე არანაირი საქმე არ მქონდა. სურვილიც არ გამჩენია, ახსნა-განმარტება მომეთხოვა მისთვის. რა მინდოდა, რისთვის მოვედი? თავადაც არ ვიცოდი!
- აქ ხომ არ ვიდგებით. წამოდით, შიგნით მაინც შევიდეთ. იქ გრილა, - გეგა აშკარად უხასიათოდ იყო. ალბათ, იცოდა, კარგი დღე რომ არ დაადგებოდა.
სამივენი ფოტოატელიეში შევედით.
- რეზო, ცოტა ხნით შენს კაბინეტს დაგვითმობ? - მიმართა გეგამ ცალფეხა ფოტოგრაფს, რომელიც, ყველა სიკეთესთან ერთად, ელამიც იყო.
- ა ჩომ რეჩ, - ხელები გაშალა რეზომ და ცალი თვალი გეგას მიაპყრო, მეორეთი კი მე და იას მოგვაშტერდა. ყოველ შმეთხვევაში, მე სე მომეჩვენა.
ახლა ყვითელფარდაჩამოფარებულ კაბინეტში შევლაგდით.
- დასხედით და ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ თავში, - გეგამ კარი შიგნიდან რაზით ჩაკეტა.
მე და ია ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს დავსხედით. გეგა მაგიდაზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
- მეც მომიკიდე, თუ არ შეწუხდები, - იამ ძალზე ოფიციალური ტონით მიმართა.
- მაგაზე გაწყენინებ? - გეგამ სანთებელას გაჰკრა და იას დაელოდა, სანამ ჩანთიდან სიგარეტის კოლოფს ამოიღებდა.
- მაშ ასე, რისთვის შევიკრიბეთ? - კვლავ იკითხა გეგამ.
- არ ვიცი? - მზაკვრულად გახედა იამ.
- წარმოდგენა არა მაქვს.
- გეგა, მე ვინ ვარ შენთვის? - დაიწყო იამ.
- მეგობარი, - მტკიცე ტონით თქვა გეგამ და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- მერი არაფერი?
- დავაკონკრეტო? - თვალები მოჭუტა გეგამ.
- დიდად დამავალებ.
- საყვარელი, - დააკონკრეტა.
- რა-ა? - თვალები გაუფართოვდა ქალს. ხმას აუწია. მე ამის გაგონებაზე გული შემეკუმშა, სუნთქვა შემეკრა.
- რა იყო, რამე ისე ვერა ვთქვი? - გეგა მშვიდად იგერიებდა შემოტევას.
- ესე იგი, მე შენი საყვარელი ვარ და მეტი არაფერი?
- სხვა რას ელოდი, რა გინდოდა მეთქვა? - გეგამ შუამდე დაყვანილი სიგარეტი იქვე მდგარ ლამბაქს დააჭყლიტა და მარჯვენა მუხლისთავი ერთმნეთში გადახლართულ თითებში მოიქცია.
- აკი ცოლად უნდა შეგირთოო? იქნებ დაგავიწყდა? - გამარჯვებულის იერით მედიდურად გახედა იამ.
- ინტიმურ სიტუაციაში რას არ იტყვის კაცი, - ბოროტად ჩაიღიმა.
- გაგახსენებ მაგ სიტყვებს, ვაჟბატონო! - ია სახეზე წამოწითლდა.
- რო-ცა გაგი-ხარ-დება! - გეგა მაგიდიდან წამოხტა და ფანჯარას მიუახლოვდა, - შენ რისი "გაიასნება" გინდა, რისთვის მოხვედი? - მოულოდნელად მე მომიტრიალდა.
გული ყელში მომებჯინა.

- მე-ე? - ისე დავიბენი, ნიკაპი ამიკანკალდა, - არ ვიცი, - ჩურჩულით ვთქვი.
- ბავშვს თავი დაანებე, ეგრე ნუ ელაპარაკები. ჩემნაირები არ გეყო და ახლა ასეთ "თოთოებს" უბნევ თავ-გზას, არა? - არ ცხრებოდა ია.
- ვიზე ამბობ მაგას, ნატაზე? მე გიბნევ თავ-გზას? ნატა, შემომხედე! განა რა გითხარი ამისთანა, სიყვარული აგიხსენი? სამუდამოდ ერთგულებას შეგპირდი? ცოლობა გთხოვე? თუ რომელი ერთი...
თავი ვერ ავწიე, ისე მქონდა ცხვირ-პირი ალეწილი. რა სიკვდილმა წამომიყვანა! რა მინდოდა აქ, რა ჯანდაბა!
- თქვი, ნატა, რას გეუბნებოდა, - დამიყვავა იამ და სიგარეტის კვამლი პირდაპირ სახეში მომაბოლა.
- მომწონხარო, - იდიოტივით გამომივიდა ნათქვამი.
- ჰმ, როდის გითხარი, პატარა გოგონი? - გეგა აშკარად დამცინოდა.
გავბრაზდი, თუ გავმწარდი, რაღაც ამდაგვარი დამემართა და უცებ ავმეტყველდი.
- შენ არ მეუბნებოდი, ჩემს პირველ შეყვარებულს მაგონებ და იმიტომ მომწონხარო? - თავი ავწიე და ჯიქურ შევხედე.
ღმერთო , რა საყვედურით სავსე მზერა ჰქონდა! არასდროს დამავიწყდება მისი სახე. ჩემს სიტყვებზე თითქოს რაღაც ნაპერწკალი ჩაუქრა თვალებში.
- მერე? განა ეგ რამეს ნიშნავს? მასე მე იცი, რამდენი შენისთანა პატარა "გოგუშკები" მომწონს? ე-ე-ე! უამრავი, მაგრამ შენსავით ის კი არ უფიქრიათ, რომ მათზე ვარ შეყვარებული, - გეგა ფანჯრის რაფაზე შემოჯდა.
- მე ეგ არ მითქვამს, - გავაპროტესტე.
- არ გითქვამს, მაგრამ ხომ იფიქრე? - "კუთხეში მიმაყენა" გეგამ.
- არც მიფიქრია, - ტყუილით ვცადე თავის დაცვა.
- აბა, რისთვის მოხვედი? გეკითხები, რის სათქმელად მოხვედი?
გული ყელში მომებჯინა. კიდევ ერთი სიტყვა და ბღავილს დავიწყებდი.

- აბა, ახლა ადექით და დაახვიეთ აქედან თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ორივეს მოგახსენებთ. არც შენ მიყვარხარ და არც შენ, - ჯერ იას გადახედა, მერე - მე, - შენთან კარგა ხანია, ყველაფერი დავამთავრე და თავიდან დაწყების სურვილი ნამდვილად არ მაქვს (ეს იას მისამართით იყო ნათქვამი). რაც შეგეხება შენ, მერე მოგელაპარაკები (ეს კი - ჩემი). სულ კარგად მეყოლეთ, - რევერანსით დაგვემშვიდობა, კარი გამოაღო და მეორე ოთახში გაუჩინადა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივენი ხმაამოუღებლად ვისხედით. "რა წამხდარი ქალია", - ვფიქრობდი ჩემთვის გულში, - "რისთვის მოაწყო ეს სპექტაკლი, ვითომ რა დაამტკიცა ამით?"
თუმცა რა! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთადერთი დაზარალებული ამ შეხვედრიდან მაინც მე დავრჩი. თავიდანვე ვიცოდი, ასე რომ იქნებოდა. მე ხომ ასეთი ბედი მაქვს! ისინი ხვალ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს სამსახურში, კიდევ ერთხელ ისაუბრებენ, კიდევ ერთხელ გაარკვევენ ყველაფერს და შერიგდებიან. მით უმეტეს, საყვარლები ყოფილან. განა ცოტა ექნებათ სალაპარაკო და გასახსენებელი? იას პრეტენზიები ჩემთვის გასაგებია, მაგრამ მე? მე ვინღა შემარიგებს გეგასთან? ამის შემდეგ გაუჩნდება კი სურვილი, დამირეკოს და, მით უმეტეს, შემხვდეს? გამორიცხულია. ეს რა ვქენი! რა სისულელე ჩავიდინე! რატომ, რატომ, რატომ? რა მრჯიდა, ვინ მაძალებდა! მისკენ სავალი ყველა გზა საკუთარი ხელით მოვსპე. ახია ჩემზე!

2 ივნისი
ჩავაბარე ქართული წერა. ვფიქრობ, მშვენივრად დავწერე. მშვენივრად კი არა, ძალიან კარგად.
გარეთ რომ გამოვედი, შვებით ამოვისუნთქე. ფანჯარასთან ბიძინა დავინახე. გამიღიმა. მეც შეფარვით დავუბრუნე ღიმილი. როგორ მეცოდება ჩემი თავი. ორი საუკეთესო მამაკაცი ერთდროულად დავკარგე . "თქვენ იდიოტი ხართ, კლოს!" - გამახსენდა ფრაზა პოლონური ფილმიდან. ჩემზეა ზედგამოჭრილი ეს სიტყვები. ნამდვილად იდიოტი ვარ, დიდი იდიოტი.
- ნატალია, შენ წამოხვალ ჩვენთან ერთად? - ბაჩანა მომიახლოვდა.
- სად? - უაზროდ ვკითხე, არც კი მაინტერესებდა.
- ჩემთან, სახლში. ჩვენები ყველანი მოდიან თითქმის, ბიძინაც, - სხვათა შორის დააყოლა.
- რა ვიცი, წამოვიდე? - ცოტა გამოვცოცხლდი.
- აბა, არ უნდა წამოხვიდე? - ბაჩანამ ნაწნავზე მომქაჩა, - შენს ჯიბიან წინსაფარს გაფიცებ!
გულზე დავიხედე. ჩემი თეთრი წინსაფარი მართლაც რომ ორიგინალურია. ზედ გულის ფიცარზე პატარა ჯიბე მაქვს მიკერებული, რომელშიც ყოველთვის ფული დევს, ხან ხურდები, ხანაც მანეთიან-სამმანეთიანები. მე ხომ ყოველ მეორე შესვენებაზე ბუფეტში ვზივარ, ძირითადად თამილასთან ერთად.
- კაი, წამოვალ, დავთანხმდი, - "ის" მოდის? - ჩურჩულით ვკითხე.
- რომელი "ის"? შენი თუ ჩემი? - თვითონაც გადმომიჩურჩულა.
- შენი.
- არ ვიცი, ჯერ არ მითქვამს. შენ ხომ არ ეტყოდი? - მუდარა შეეტყო სახეზე.
- კარგი, ჩაგიწყობ, - გამეცინა.
ლალი ძლივს "შევაბი". ვუთხარი, დიდხანს მეც ვერ ადვრჩები, ამიტომ ცოტა ხნით წავიდეთ და მერე ერთად გამოვბრუნდეთ-თქო. როგორც იქნა, დიდი ხვეწნის მერე, დავითანხმე.
ბაჩანას დედა დიდი ამბით შეგვხვდა. ისე ჩანდა, ელოდა ჩვენს ვიზიტს. ნაირ-ნაირი ნუგბარი დაგვილაგა მაგიდაზე. ცამეტნი შევიკრიბეთ. ბაჩანამ მაგნიტოფონი ჩართო. იმდენი ვიცეკვე, ვეღარ მაჩერებდნენ. ბიძინა გვერდიდან არ მშორდებოდა. ნანა არ წამოვიდა ჩვენთან ერთად. საინტერესოა, რომ ყოფილიყო, ბიძო მაინც ჩემს ირგვლივ იტრიალებდა? თანაც, ასე თამამად? ცოტა ეჭვი მეპარება მაგაში. ერთი მხრივ, მსიამოვნებს ასე რომ იქცევა, მაგრამ მაინც არ შევურიგდები. მე ხომ უკვე აღარ მიყვარს. გეგა? გეგას თუ შევურიგდები? ეგ სხვა ამბავია. მაგას კითხვა რად უნდა!
ბიჭები შეზარხოშდნენ. ნათელა დეიდას ისეთი გემრიელი წითელი ღვინო ჰქონდა, ორი ჭიქა მეც სიამოვნებით ადვლიე. ბიძინა სასმელმა უფრო გაათამამა.
- ერთი წუთით გარეთ გამოდი, რაღაც უნდა გითხრა, - ხმადაბლა მითხრა და მკლავში ხელი ჩამჭიდა.
- რა უნდა მითხრა? - ამრეზით შევხედე.
- გამოდი და გაიგებ, - არ მომეშვა.
- ჯერ მე გავალ და შენ მერე მომყევი, - სიფრთხილის ნორმები დავიცავი, თითქოს ზიზა მასწავლებელი ყოფილიყო იქვე ჩასაფრებული.
ორი წუთიც არ იყო გასული, რომ გამოვიდა. თუთის ხის ქვეშ დავდექით.
- რა გინდა? - მკაცრად ვკითხე.

- მიყვარხარ, ნატა. შემირიგდი, რა, ძალიან გთხოვ. რაც გინდა მთხოვე, ვყელაფერს შეგისრულებ, - მეხვეწებოდა ბიძინა.
- რა უნდა გთხოვო, თავი დამანებე. ამისთვის გამომიყვანე? - წასასვლელად გავიწიე, არ გამიშვა.
- მოიცა, არ წახვიდე. არ შემირიგდები?
- რომელ შერიგებაზე მელაპარაკები. რა დროს შერიგებაა. ჩვენი "ოდისეა" კარგა ხანია, დამთავრდა, - შეუვალი ვიყავი, თან გვერდის ავლას ვცდილობდი, მაგრამ ისე ჰქონდა ჩემი ხელები ჩაჭერილი, ვერ ვუსხლტებოდი.
- მაშინ მოგიტაცებ! ამაღამვე. აქედან პირდაპირ ჩემთან წაგიყვან! - მუქარით მითხრა.
რაღაც სარკასტული სიცილი ამიტყდა.
- მომიტაცებ? და შენთან წამიყვან? თავი ხომ არ მოგბეზრებია, ამხანაგო! გინდა, დედაშენმა კიბიდან მოგისროლოს? - ახლა კი მომეცა მომენტი, გადმომენთხია მთელი ბოღმა, - კისრისტეხით დაგიშვებს საფეხურებიდან. ნანაც კი ვეღარ გიშველის.
- ნანა რა შუაშია? რას გადაეკიდე, შეეშვი რა, თავისი გაჭირვება ეყოფა, - შეიცოდა "დაქალი".
- სულაც არ ვერჩი. შენ რაღაც ყველაფერს სხვანაირად გებულობ. შემეშვი რა, კაცი არა ხარ? თავი დამანებე, - უკვე თავი მომაბეზრა ბიძინას ბჟუტურმა.
- მაშინ მითხარი, რომ აღარ გიყვარვარ. თუ მეტყვი, პირობას გაძლევ, ეგრევე გავტრიალდები და წავალ.
ხმა გავიკმინდე. ძნელი იყო ამის თქმა. ჯერ ერთი, არ მინდოდა, გული ტკენოდა და მეორეც, მრცხვენოდა მისი. მრცხვენოდა, რადგან ჩემი მიზეზით დაკარგა სიყვარული. მე თვითონ გავაფუჭე ყველაფერი - ბველაზე ლამაზი და ყველაზე მართალი ურთიერთობა. უბრალო რამეზეც კი არასდროს გვიკამათია. ინტრიგებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ყოველივე ამის შემდეგ მიდი და უთხარი, არ მიყვარხარ-თქო, როგორია?
- ბიძინა, წამო რა, შევიდეთ? - რბილად ვუთხარი, იქნებ დავიყოლიო-მეთქი.
- არა, სანამ არ მეტყვი, ფეხს არ მოვიცვლი აქედან და არც შენ გაგიშვებ, - ჯიუტად ითხოვდა თავისას.
თვალებში შევხედე. იმანაც შემომხედა. ჩემი პასუხის მოლოდინში სულგანაბული მიცქერდა.
- აღარ მიყვარხარ, - როგორც იქნა, ვთქვი.

უცებ მოეშვა, ხელიც შემიშვა. არ გავნძრეულვარ. თუ აქამდე გასაქცევად ვიწევდი, ახლა თითქოს ერთ ადგილას მიმაჯაჭვეს, გახევებული ვიდექი. ბიძინამ თავი ჩაქინდრა. კარგა ხანს ასე ვიდექით. უცებ შეირხა, ორივე ხელი მხარზე მომხვია, მკერდზე მიმიკრა და ხმამაღლა, თითქოს ყვირილით თქვა.
- არ შეიძლება, არ გიყვარდე, არ შეიძლება. რატომ მატყუებ, ნატა, რატომ? მითხარი, რომ მატყუებ. რატომ გინდა ამნაირად დამსაჯო, რატომ! - უკვე თვითონაც არ იცოდა, რას იძახდა.
შემეშინდა, ხმაურზე ბავშვები არ გამოსულიყვნენ, ან ბაჩანას მშობლებს არ გაეგოთ - ფრთხილად გავაშვებინე ხელი, მისი სახე ხელისგულებში მოვიქციე და მშვიდა ვუთხარი.
- არ გატყუებ. ძალად სიყვარული არ შეიძლება. მიყვარხარ-მეთქი, რომ გითხრა, მოტყუება აი, ეგ იქნება.
მერე მზრუნველ დედასავით შუბლზე ვაკოცე და ჩქარი ნაბიჯებით გავემართე სახლისკენ.
ოთახში ერთი ღრიანცელი იდგა. ღვინის სუნი ტრიალებდა ჰაერში. ბიძინა არ შემობრუნებულა. თვალები წარამარა კარისკენ გამირბოდა, მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, წავიდა. გული კი დამწყდა, ასე რომ ვაწყენინე, მაგრამ რა მექნა, თავს ზევით ძალა არ იყო.

რომანი განახლდება ყოველღამ, 12:00 საათზე

განაგრძე კითხვა

სვეტა კვარაცხელია

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
07.04.2015
რას ჩავერთე ეხლა კითხვაში რა მოცლილი ვარ რა
ეკა
07.04.2015
ნამდვილად მაგარი ნაწარმოებია.დიდი მადლობა და იქნებ ცოტა დაამატოთ. წინასწარ დიდი მადლობა
თეო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
შენთან არასერიოზული დამოკიდებულება რომ მდომებოდა, ჩვენი ურთიერთობა აქამდე უკვე შეწყდებოდა. შენ უნდა მიმხვდარიყავი ამას! ცუდი სვლა გამოგივიდა, რითაც ასეთი სერიოზული თამაში გააფუჭე.

საუბარი. მოდი, ასე გავაკეთოთ. მე დავუკავშირდები გეგას და მე, შენ და ის შევხვდეთ ერთმანეთს და გავარკვიოთ, რა ხდება, კარგი?

- მგონი, შენი სენი გადმომედო, - უხერხულად გაიღიმა და თვალი ამარიდა.
- რომელი სენი? - ვერ მივუხვდი.
მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა.
- ვერ ვხვდები...
- შეყვარებული ვარ, მგონი, - ჩურჩულით მითხრა.


გაბრუებულმა ყურმილი ფრთხილად დავკიდე.
ჩემი გაცისკროვნებული თვალები სილვა ბებიას არ გამოჰპარვია. კრიტიკულად ამხედ-დამხედა


ცოტა თუ არ შევუძახე ჩემს თავს, უსიამოვნება არ ამცდება, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვისაც მოვწონვარ, ყველას ვეპრანჭები. არადა, შეიძლება ასეც იყოს

ასე დიდხანს ვერ გავძლებ. ბიძოსთვის შეიძლება ადვილია, მაგრამ არა ჩემთვის. მივხვდი, ბიძინას დაკარგვა არ მინდოდა, მაგრამ... არც გეგასი. ის კი ჯიუტად დუმდა...

- ნატა, შენ ვინმე უცხო ბიჭი ხომ არ გირეკავს?
ელდა მეცა. საიდან უნდა სცოდნოდა? თუმცა, რატომ ვუმალავ?

- რა მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის სულერთია, ბევრი იქნება თუ ცოტა. ვინც მთავარია, ის არ იქნება, - თქვა და კვლავ დაჟინებით ჩამაშტერდა, - სხვანაირი გახდი ბოლო დროს, - ჩუმად დაამატა.
ახლა მე გავწითლდი. თვალი ავარიდე


საღამოს ჯერ ბიძინამ დამირეკა, მერე - გეგამ. რვა მარტი ორივემ მომილოცა. ბიძინასთან დიდხანს არ მილაპარაკია. როგორც ჩანს, დედამისი შინ იყო და დრო როცა იხელთა, მაშინღა მოახერხა დარეკვა.

მოვტრიალდი. ახლოს მივედი. დავაკვირდი. გაოცებული დავრჩი. ერთი, ყველაზე დიდი ზომის მიხაკის სათითაოდ ყველა ფურცელს გამოყვანილი ასოებით ეწერა: "გეგასაგან".

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.