sheabi.ge პარალელურ სამყაროში
font-large font-small
sheabi.ge პარალელურ სამყაროში

ბევრი ადამიანია ჩემს დღეში, თუმცა მათგან იმით განვსხვავდები, რომ გავბედე და ხალხის სამსჯავროზე გამოვიტანე ჩემი თავგადასავალი



წლების წინ, როდესაც "გზაში" ნატალისა და ზურას ამბავზე აგებული რომანის დაბეჭდვა დავიწყეთ, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვინაიდან მაშინ იტერნეტსაიტები ასეთი პპულარობით არ სარგებლობდნენ, მკითხველს კომენტარის საშუალება მესიჯის სახით მივეცით. ჩემს მობილურზე მოსულ მესიჯებს (კომენტარებს) ჟურნალში ვბეჭდავდით.
მაშინაც, როგორც ახლა, რომანმა დიდი აზრთა სხვაობა გამოიწვია. ზოგი ლანძღავდა წვილს, ზოგი - პირიქით, გულშემატკივრობდა. ნატალისთან იმდენი კითხვა დაგროვდა, რომ მასთან ინტერვიუც ჩავწერეთ.
ახლა გთავაზობთ მასთან მაშინდელ ინტერვიუს და მკითხველის კომენტარებზე მის აზრს.

- მიუხედავად იმისა, რომ მკითხველები ძალზე კრიტიკულნი იყვნენ ჩემ მიმართ და არც სალანძღავ სიტყვებს იშურებდნენ (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ), მაინც მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ ჩემი ამბავი ასე ახლოს მიჰქონდათ გულთან და აზრის გამოხატვა არ ეზარებოდათ. თავიდან ინტერესით ვეცნობოდი ჩემს სახელზე მოსულ მესიჯებს, მაგრამ მერე, ისე მძაბავდა ჩემზე გამოთქმული უარყოფითი აზრი, რომ წაკითხვის სურვილი დამეკარგა. თუმცა, გული არ მითმენდა და მაინც გადავავლებდი ხოლმე თვალს. მინდა გითხრათ, რომ იმ დღეს, როდესაც გამოხმაურებებს ვკითხულობდი, განწყობილება საბოლოოდ მიფუჭდებოდა... თავიდანვე მქონდა გაცნობიერებული, რა შედეგი მოჰყვებოდა ჩემი და ზურას ურთიერთობას, ისიც ვიცოდი, რომ ხალხი ამას არ მოიწონებდა, არც ჩემი ოჯახის წევრები მოიწონებდნენ ჩემს საქციელს, მაგრამ მერწმუნეთ, მხოლოდ სიყვარულის გამო გავრისკე. მკითხველი ჩემ მიმართ გაცილებით ლოიალურია და მეტ სითბოს ამჟღავნებს, მაგრამ ზურაც კარგი ადამიანია. ვიცი, ბევრი ადამიანია ჩემს დღეში, თუმცა მათგან იმით განვსხვავდები, რომ გავბედე და ხალხის სამსჯავროზე გამოვიტანე ჩემი თავგადასავალი. მახსოვს, ერთი მკითხველი ამბობდა: ზურამ ინტერნეტში ახალი ნატალი რომ გაიცნოს, რას იზამს? პანდორაც ღალატისთვისაა განწირულიო... ღალატისგან დაზღვეული არავინაა. საამისოდ სულაც არ არის აუცილებელი, რომ მამაკაცი კომპიუტერთან დაჯდეს და იქ გაიცნოს ქალი. ზურა შესაძლოა, ქუჩაში შეხვდეს ვინმეს და მოეწონოს... ალბათ, თითზე ჩამოსათვლელად თუ არსებობენ ერთგული მამაკაცები.

"რა იქნება, რომ ზურამ ცოტა ვაჟკაცობა გამოიჩინოს და ნატა შეირთოს? მგონი, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ეს იქნება. მადონა".

- ჩემი აზრით, ეს იქნება ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება. მარი, შენ ჯერ არ დაგიწერია ის ეპიზოდი, როდესაც მე, ხათუნამ და ზურამ ვილაპარაკეთ; ეს ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. მგონი, ჯობია, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ... რაც შეეხება ზურას და ჩემს ქორწინებას, ამაზე საუბარი ადრეა.

"ნატალი ისეთ ასაკშია, როცა ოჯახის შექმნა უფრო შეჰფერის, ვიდრე საყვარლის გაჩენა".

- ამას ჩემი დაც მეუბნება და ზურას გაცნობამდე, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ მან მთელი ჩემი ცხოვრება, მომავლის გეგმები შეცვალა.

"ასე მგონია, რომ ზურა თამაშობს და ნატალი არ უყვარს. თუ არ თამაშობს და როგორც თვითონ ამბობს, დიდი ხანია, ცოლთან მხოლოდ სხვისი თვალის ასახვევად ცხოვრობს, მაშინ ოფიციალურად რომ გაშორდეს და ნატალიზე დაქორწინდეს, არ უნდა?"

- ამ კითხვაზე შემიძლია, როგორც ფსიქოლოგმა, ისე გიპასუხოთ. საერთოდ, მამაკაცებს უჭირთ ცხოვრების სტილის შეცვლა და ძნელად ეგუებიან ნებისმიერ ცვლილებას, ადაპტაციისთვის საკმაოდ ბევრი დრო სჭირდებათ. ისინი ხშირად ითვალისწინებენ მეგობრებისა თუ ახლობლების აზრს და ოჯახის დანგრევის ეშინიათ. ზურა ოჯახში თავს ცუდად არ გრძნობს. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი "ავტონომიაც" კი აქვს - ცხოვრობს თავისთვის, მას არ აქვს მოვალეობები, როგორც ქმარს. ძალიან უყვარს შვილი და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ბავშვი კარგად იყოს. შესაძლოა, ბევრმა თქვას, რაღა კარგად ყოფნაა, როცა დედა და მამა ერთმანეთს ვერ იტანენო, მაგრამ ზურას მიაჩნია, რომ მას თავისი ცხოვრება აქვს და როცა ბავშვი გაიზრდება, ყველაფერს თვითონ მიხვდება. ჩემი და ზურას ურთიერთობა რამდენიმე თვეს ითვლის და ეს სულაც არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ზურამ ჩემზე იქორწინოს. თუმცა, მკითხველმა უკვე იცის, მან ხელი მთხოვა, მე კი უარი ვუთხარი, რადგან ის ჯერ კიდევ საკუთარ ოჯახში ცხოვრობს. მან ჯერ ოჯახიდან წამოსვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ - ხელახალი ქორწინების.

"ნატალის თავის წარმოჩენისა და ბაქიბუქობის მეტი არაფერი დარჩენია. არადა, მას ხალხის კი არა, ღმერთის უნდა ეშინოდეს".

- თავს არასოდეს ვიქებ. რომანში მრავლადაა ისეთი ადგილი, სადაც ბევრი ჩემი უარყოფითი თვისება ჩანს - თუნდაც, სცენა საავადმყოფოში, როდესაც მე და ხათუნა ერთმანეთს შევხვდით. ეს ეპიზოდი თავის მოსაწონებლად არ მომიყოლია, პირიქით, ამით ხაზი გავუსვი იმას, რომ აგრესიული და ფეთქებადი ვარ.

"ნატალი, ზურას ინვალიდ შვილს რა პასუხს სცემ?"

- ზურას შვილი ინვალიდი არ არის. მას მცირე პრობლემა აქვს, რომელსაც უმოკლეს დროში ეშველება. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს და ნებისმიერ შემთხვევაში, მას მამა სჭირდება... ისე, ყველაფერი ზურას გადასაწყვეტია და მე არაფერ შუაში ვარ.

"ზურა, გამოდის, მხოლოდ დღეს დადიხარ მოწესრიგებული? არა მგონია, რომ უყურადღებობა მოგეთმინა მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში".

- ამ მესიჯში მკითხველი იმ ეპიზოდს გულისხმობს, როდესაც ზურამ ჩემ მიერ გარეცხილი და გაუთოებული ტანისამოსისთვის მადლობა გადამიხადა. მას არ უთქვამს, რომ ჭუჭყიანი და მოუწესრიგებელი დადიოდა. ზურას ოჯახში ჰყავს დამხმარე ქალი, რომელიც მის ტანისამოსს აწესრიგებს და ნებისმიერ დროს მზად აქვს სასურველი კოსტიუმი, პერანგი თუ ფეხსაცმელი... ზურა გულისხმობდა საყვარელი ქალის მიერ გამოჩენილ ყურადღებას და აღნიშნა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, მასზე სიყვარულით არავის უზრუნია.

"ნატალი, ძალიან მიყვარხარ და გთხოვ, პასუხი გამეცი ერთ კითხვაზე: ვიზა რომ მიიღე, დავიჯერო, ზურას მიატოვებ და წახვალ? რატომღაც, არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, მე არ მინდა, წახვიდე. ისე შეგეჩვიეთ, რომ თუ ნატალი და ზურა აღარ იქნება "გზაში", ალბათ მას აღარც გადავშლი. ისე, დასაკარგი არაფერი გაქვს - აქ საყვარელ კაცს მიატოვებ და იქ საყვარელ მეგობარს შეხვდები. კუსკუსა".

- ვიზა მივიღე და მომავალ კვირას ჩემს სონასთან გავფრინდები. ჯერჯერობით, ჩემს გეგმაში შედის, რომ მხოლოდ 1 ან 2 თვით წავიდე და მონატრებული მგეობარი მოვინახულო. ამით საკუთარ თავს გამოვცდი და ზურასაც დაფიქრების საშუალებას მივცემ. თუ დრომ და მანძილმა ჩვენს სიყვარულს რაიმე დააკლო, მაშ, ეს გრძნობა წრფელი არ ყოფილა. თუ არა და დავბრუნდები და იმასაც შეგატყობინებთ, რა მოხდება შემდეგ. სიმართლე გითხრათ, სონა ძალიან მომენატრა. ის ჩემი დაქალი კი არა, ჩემი სულის ნაწილია, ჩემი დაა. დიდი სიამოვნებით წავალ მასთან. რა თქმა უნდა, ზურა მომენატრება და გული მწყდება, რომ ცოტა ხნით უნდა დავშორდე, მაგრამ მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ჩემთან ჩამოსვლა - "თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევა"...

მკითხველი მაშინ ჩემი აზრითაც დაინტერესდა და პასუხიც მომთხოვა:
"მარი, ამდენი გონებაშეზღუდული და გამწარებული ხალხი სად შეკრიბე? ერთი კითხვა მაქვს შენთან: შენ მოგწონს ნატალის და ზურას საქციელი? თუნდაც, ზურას დის? შენთვის მისაღებია, ეს ყველაფერი? პირადად ჩემთვის, გულის ამრევია თქვენი პერსონაჟებიც და ის ხალხიც, ვინც მათ ფანებად იქცნენ. ეს არის 2 არასტაბილური, არამყარი ადამიანი, რომლებმაც ერთგულებისა და სიყვარულის ფასი არ იციან. ჩემი აზრით, ძალიან სასაცილოები არიან. დიდად დამავალებ, თუ ჩემს დასმულ შეკითხვაზე პასუხს გამცემ. ანი, 20 წლის".

- საქმე ის გახლავთ, რომ ჩემი აზრი ალბათ ძალზე სუბიექტური იქნება. სულ სხვა საქმეა, მისაღებია თუ არა ჩემთვის მათი საქციელი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს უფლება, აირჩიოს ისეთი ცხოვრების წესი, როგორიც თავად სურს. ჩემთვის შესაძლოა, ხშირად არც იმ ცნობილი რესპონდენტების ცხოვრების წესი იყოს მისაღები, ვისთანაც ინტერვიუებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ მაინც ვწერ და თქვენც კითხულობთ. არსებით განსხვავებას ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ. მე მხოლოდ გადმოგცემთ იმას, რაც ამ 2 ადამიანის ცხოვრებაში ხდება. თუმცა, თქვენგან განსხვავებით, მე ორივეს პირადად ვიცნობ. სწორედ ამიტომ, ალბათ უფრო ლოიალური ვარ მათ მიმართ. თქვენ არ გინახავთ ნატას განცდები, ცრემლი, ზურას მომუჭული მუშტი, როცა ნატასთან სიტუაცია იძაბება, მათი თვალები, როდესაც ერთმანეთს უყურებენ... ამ ყველაფრის გადმოცემა ძნელია. ერთმა მკითხველმა, რომელსაც ამბის რეალურობაში ეჭვი ეპარება, მკითხა: საიდან იცი მათი ამბები? ნატას დღიური ხომ არ ჩაგივარდა ხელშიო? ამბავი, რომელსაც მე გადმოგცემთ, თვითონ ნატასგან ვიცი, ალბათ თითოეულ თქვენგანს ხშირად მოუსმენია საკუთარი მეგობრისგან რაიმე ამბავი. სწორედ ასე მიამბობს ნატა, მე კი მას სულ მცირე დოზით "ვამხატვრულებ" და ისე გადმოგცემთ, რომ საინტერესოდ იკითხებოდეს.

რაც შეეხება მათ იმას, რატომ შეწყდა რომანი ასე, მინდა ამის შესახებაც გითხრათ ორიდე სიტყვით:
- ნატალისთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყდა, რაც ის ამერიკაში წავიდა. ზურა ჩემ მიმართ ისედაც არ იყო კეთლგანწყობილი, რადგან მათი ამბის გამოქვეყნებამ და ნეგატიურმა გამოხმაურებებმა ცოტა "დაგრუზა" და საბოლო ჯამში ჯიხი ჩემზე გადატეხა. ამიტომ, ის ჩემთან ლაპარაკს არ მოინდომებდა. 3 წლის შემდეგ, შემთხვევით გადავაწყდი ნატალის ერთ-ერთ კლინიკაში. მაშინ შევიტყვე, რომ გოგონა შეეძინა, რომელსაც მარიამი დაარქვა. ის, ზურა და ზურას შვილი ერთად ცხოვრობდნენ. ზურას ცოლი, ხათუნა ოჯახის დანგრევის შემდეგ გათხოვდა და რადგან მისი ახალი მეუღლე ბავშვთან ურთერთობას ვერ აწყობდა, იძულებული გახდა, ბავშვი მამასთან დაეტოვებინა.
მადლობა, რომ ასე ინტერესით წაიკითხეთ. ვეცდებით, მომავალშიც საინტერესო ტემები შემოგთავაზოთ. ხვალიდან (7 თებერვლიდან კი ახალი რომანი, - "სიცოცხლემისჯილი" დაიწყება, რომელიც ასევე რეალურ ამბავზეა აგებული და ახალგაზრდა მამაკაცის, ზაზა ჩუთლაშვილის (სახელი და გვარი შეცვლილი არ გახლავთ) თავგადასავალს მოგითხრობთ იმის შესახებ, როგორ დააპატიმრეს საგურამოს ტყეში 2 ადამიანის მკვლელობისთვის, ცრუ ჩვენება წამებით მიიღეს და 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მაშინ, როცა კანონი მის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. დახვრეტა არ მუსაჯეს მიხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლომ იცოდა, რომ დანაშაული მისი ცადენილი არ იყო და სასიკვდილოდ არ გაწირეს. ნაწარმოებს სახელიც - "სიცოცხლემისჯილი" სწორედ ამის გამო შევურჩიე.

მარი ჯაფარიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (30)
10.10.2015
ძალიან მაგარი რომანი გული დამწყდა რომ დამთავრდა :(
ნინი
26.05.2015
Ramagaria zura da nataliii e mainteresebs rogor arian.rabeddnierebaa roca aseti siyvaruli arsebobs.
natia
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

ნატ, წადი... ისიც ვიცი, რომ აუცილებლად დაბრუნდები. ჩემთან დაბრუნდები და ჩვენი ცხოვრების გზები მერე საბოლოოდ შეიყრება. ვიცი, რომ ძალზე ჯიუტი ხარ. ჩემთან ურთიერთობისას კი ამას არ ამჟღავნებ. რატომ? რატომ არ მეჯიუტები?



დასაწყისი იხილე აქ

ფული იყო ის, რაც მასთან მაკავშირებდა და რაც მისგან შეიძლებოდა მიმეღო. ეს იყო კომპენსაცია იმისა, რომ ვცხოვრობდი ისეთ ადამიანის გვერდით, ვისაც არ ვუყვარდი


დასაწყისი იხილე აქ

ხათუნა ახალ კაბას, ფეხსაცმელსა თუ სამკაულს მოირგებდა, მხოლოდ მაშინ ჰკითხავდა: სად იყავიო? ისიც, ალბათ იმიტომ, რომ მერე დაქალებისთვის ეთქვა, საიდან ჩამოუტანა ქმარმა ესა თუ ის ნივთი



დასაწყისი იხილე აქ

გამახსენდა, გზაში რომ მითხრა, სიურპრიზი გელისო და მივხვდი, რომ ეს ღელვა და ფორიაქი სწორედ ამ სიურპრიზთან იყო დაკავშირებული



დასაწყისი იხილე აქ

ნახალოვკელი ვანო ვარ, თუ რამე დაგჭირდეთ, მიკითხეთ. შვილი მომიკლეს ერთი წლის წინ, თავისსავე ძმაკაცებმა გაწირეს...


დასაწყისი იხილე აქ

ყველა მოწიწებით უყურებს, რადგან ზურას ცოლია... მას აქვს უფლება, ყველგან ქმრის გვერდით იყოს. მე კი მხოლოდ სიყვარულის უფლება მაქვს


დასაწყისი იხილე აქ


ერთ მაწანწალა ბავშვს ვიშვილებ, ან სულაც, ხელოვნური ჩასახვის გზით გავაჩენ



დასაწყისი იხილე აქ


იმ საქმეზე პატარა "სროკი" ექნება. "პაჟიზნენი" უნდა მიიღოს იმ სასტიკი მკვლელობისთვის, რომელიც ჩაიდინა.


დასაწყისი იხილე აქ

ქალი, რომელიც ზურას ახლდა, ძალიან ლამაზი იყო - დახვეწილი სახის ნაკვთები, მოხდენილი ტანი ჰქონდა და თითქმის ზურას სიმაღლის გახლდათ



დასაწყისი იხილე აქ

ისე გააკეთე, რომ არც შენი ყოფილი, არც ახლანდელი, "მოქმედი" საყვარლები და არც შენი ცოლი ჩემთან არ მოვიდნენ. ეს სათხოვარი მაქვს სულ...


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1301 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი