სიცოცხლემისჯილი (V ნაწილი)
font-large font-small
სიცოცხლემისჯილი (V ნაწილი)
დასაწყისი იხილე აქ

ჩემი სიმართლე ყველას ფეხებზე ეკიდა. ამ ადამიანებისთვის მთავარი ის იყო, რომ ამ საქმის გამო ვიღაც დაესაჯათ




- დიახ, - თქვა ჩუმად, თითქმის ჩურჩულით. - ვიცნობ.
- სად გაიცანი? - ჰკითხა ნანამ.
- დიდუბის მეტროსთან. გზაზე გადავდიოდი. ჩემკენ მომავალი მანქანა ვერ შევნიშნე და ლამის საბურავებში შევუვარდი. მძღოლმა დაამუხრუჭა და მანქანიდან ყვირილით გადმოვიდა. მე გავჩუმდი. შემდეგ ხელი ჩამომართვა და მითხრა: ზაზა ჩუთლაშვილი ვარ, ვიცნობდეთ ერთმანეთსო. მეც ჩამოვართვი ხელი. მერე თქვა: სხვა დროს ფრთხილად იყავი, მანქანას ქვეშ არ შეუვარდეო.
მსგავსი ტყუილი არ გამეგონა. გაოგნებული ვუყურებდი ამ ბიჭს და ხმას ვერ ვიღებდი. ველოდი, როდის დაამთავრებდა ლაპარაკს. თავი არ აუწევია, საუბრის დროს თავის ხელებს დაჰყურებდა და ფრაზებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა.
- მე გითხარი ეს ყველაფერი? - ვკითხე ბოლოს, როცა დიდი პაუზა გააკეთა. გაჩუმდა. - თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, რომ რასაც ამბობ, სიმართლეა. - იმის ნაცვლად, რომ ჩემთვის შემოეხედა, ლაშას გახედა.
- სიმართლეა, - აბა საიდან მოიტანდა? - შეეშველა ლაშა.
- კი, მაგრამ ჯერ გეჩხუბა, მერე უცებ გაგეცნო და ჭკუაც დაგარიგა? - ჰკითხა ნანამ.
- დიახ, - თავი დააქნია ნიკამ.
- მერე მანქანაშიც ჩაგსვა და სიხარულიძისა და მეტრეველის მოსაკლავად წაგიყვანა?
- არა, ეგ მერე იყო.
- რა იყო მერე? - ნერვებმა ისევ მიმტყუნა და ხმამაღლა ვიყვირე. ნიკა გაჩუმდა.
- ბიჭო, ნუ გაჰყვირი, თორემ ჭკუაზე მოსაყვანი წამალი... - დაიწყო ლაშამ ლაპარაკი, მაგრამ სიტყვა გავაწყვეტინე.
- ჭკუაზე მოსაყვანი წამალი მე კი არა, თქვენ გჭირდებათ, თქვენი... საიდან მოგაქვთ ეს ზღაპრები, ვინ იგონებს ამ ტყუილებს? იცოდეთ, თქვენი ცოდვები თქვენვე მოგახრჩობთ.
- ხმას დაუწიე, - ხმაში მუქარა გაურია ლაშამ. - მეორედ როდის შეხვდი ჩუთლაშვილს? - მიუბრუნდა ნიკას.
- რამდენიმე დღის შემდეგ.


- სად? - ეს უკვე ნანა იყო.
- ისევ დიდუბის მეტროსთან, ისევ იმ ადგილზე, ისევ გზაზე გადავდიოდი. ზაზამ დამინახა და მანქანა გააჩერა. გვერდით ვიღაც კაცი ეჯდა. სად მიდიხარო? - მკითხა. ვუთხარი, რომ...
- გაათრიეთ აქედან, - მთელი ხმით ვიღრიალე და თვალებიდან ცრემლები უნებურად ჩამომიგორდა. ეს იმედგაცრუების ცრემლი იყო, ბოლო იმედიც მომიკვდა. მივხვდი, რომ ამ ამბიდან თავის დაღწევა ძალზე ძნელი იქნებოდა. ძნელი კი არა, შეუძლებელი. - რატომ მე? რატომ მაინცდამაინც მე? რატომ გამწირეთ? - ვბღაოდი ხმამაღლა. ნიკა სასწრაფოდ გაიყვანეს ოთახიდან. ნანა მაწყნარებდა, მაგრამ ვერ ვმშვიდდებოდი. ლაშამ გრაფინიდან წყალი ჩამოასხა და ჭიქა ჩემკენ გადმოდგა.
- გამიყვანეთ აქედან, - კბილებში გამოვცერი ბოლოს. ლაშამ სულაძეს დაუძახა და საკანში დამაბრუნა. იმ წუთში იმაზე გაცილებით ცუდად ვიყავი, ვიდრე მაშინ, როცა ჯალათები მაწამებდნენ, რადგან მაშინ ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან, სიმართლე გაირკვეოდა. ახლა კი დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმართლის გარკვევას არავინ შეეცდებოდა. ჩემი სიმართლე ყველას ფეხებზე ეკიდა. ამ ადამიანებისთვის მთავარი ის იყო, რომ ამ საქმის გამო ვიღაც დაესაჯათ. ეს ვიღაც კი მე აღმოვჩნდი მხოლოდ იმიტომ, რომ ყვითელი ფერის "ჟიგული" მყავდა.
საკანში წელმოწყვეტილი შევედი. როგორც ჩანს, გოგიტა მიხვდა, რომ ძალზე ცუდ გუნებაზე ვიყავი და ხმა არ გაუცია ჩემთვის. დავწექი, კედლისკენ შევბრუნდი და მთელი 2 დღე და ღამე ხმა არ ამომიღია. ფიქრის თავიც არ მქონდა. თუმცა რაზე უნდა მეფიქრა? ჩემს მომავალს ჩემ ნაცვლად სხვები გეგმავდნენ, ჩემზე სხვები ფიქრობდნენ და ისეთი ადამიანების ხელში იყო ჩემი ბედი, რომლებსაც ადამიანური არაფერი შერჩენოდათ. იმ 2 დღის განმალვობაში არც არავინ შემხმიანებია. ხანდახან, გოგიტა ცდილობდა დალაპარაკებას, მაგრამ ხმას არ ვცემდი. ისიც ძირითადად იმიტომ მეხმიანეოდა, რომ შეეხსენებინა - საჭმელი ჭამეო, მაგრამ ხმას რომ არ ვცემდი, თავს მალევე მანებებდა. მესამე დღეს, დილით სულაძე ჩამოვიდა ჩემს წასაყვანად. მითხრა: დაკითხვაზე გეძახიანო. გავყევი. ლაშასთან ერთად ოთახში სანდრო კავსაძე და გივი არსოშვილი დამხვდნენ. ორივეს ხელი ჩამოვართვი. ლაშას გამოწვდილ მარჯვენას ისევ თვალი ავარიდე. ფეხზე ძლივს ვიდექი. როგორც ჩანს, აშკარად მეტყობოდა, რომ ცუდად ვიყავი, რადგან ბატონმა სანდრომ სკამი მომაეწოდა და თან, დაჯდომისას ხელი შემაშველა. თვითონ წინ დამიჯდა.

ფოტოზე: ზაზა ჩუთლაშვილი, ციხეში ყოფნის დროს.

GzaPress


- როგორ ხარ, ზაზა? - მკითხა.
- როგორ ვარ? - სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადამირბინა. - კარგად ვარ, ბატონო სანდრო. რა სჯობს იმას, დილა-საღამოს დუბინკებით რომ დამამუშავებენ, მერე ბუხრიან ოთახში წამომაწვენენ, - ჩავიცინე.
- ჩვენი ბრალია... ასე ჰუმანურად რომ ვექცევით მკვლელებს და მამაძაღლებს, მერე დიდი პრეტენზიები აქვთ ხოლმე, - ჩაერია ლაპარაკში ლაშა. სანდროს მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია.
- გცემეს? - მკითხა. მე თავიდავუქნიე და სვიტერი ავიწიე. ჩემი დალურჯებული სხეულის დანახვაზე, სანდრომ თავი გადააქნია.
- ბატონო ლაშა, კლავდით? - ჰკითხა გამომძიებელს.
- ხელიც არ დამიკარებია, ბატონო სანდრო, - მლიქვნელური ღიმილი გადაეფინა სახეზე ლაშას.
- ჰო, შენ რა თქმა უნდა, არ დაგიკარებია, ასეთი საქმეებისთვის გეყოლებათ რამდენიმე კაცი და ისინი იზამდნენ, თქვენი ბრძანებით, ასე არ არის?
- როგორ გეკადრებათ, ჩვენთან ასეთი რაღაცები არ ხდება.
- აბა, ტანი თვითონ დაილურჯა პატიმარმა? - წარბები ასწია სანდრომ.
- არა, თვითონ არა, მაგრამ დაპატიმრებამდე 1 დღით ადრე ავარია მოუხდა და სწორედ იმ დროს დაშავდა, - უცებ მოძებნა თავის დაძვრენის გზა ლაშამ.
- ასე იყო? - მე მომიბრუნდა ბატონი სანდრო. ისევ ჩავიცინე.
- ჩემს მანქანას გვერდი გაჰკრა "ვოლგამ". სერიოზული არაფერი ყოფილა, შუბლზე კოპიც კი არ დამჯდომია. როგორც ვხვდები, ის ავარიაც ამათი პროვოცირებული იყო, სპეციალურად მომიწყეს.

- რატომ?
- რატომ და იმიტომ, რომ მკვლელობის ადგილზე ფიგურირებს ყვითელი "ჟიგული", ოღონდ - "დაუშპაკლავი". ყველა მოწმე აბმობს, რომ მანქანა ყვითელი ფერის იყო და მას არავითარი ლაქები არ ჰქონდა. ჩემი მანქანა კი დიდი ხნის წინ "დავშპაკლე". ესენი ცდილობენ, მათქმევინონ, რომ ეს ახლახან ანუ მკვლელობის მერე გავაკეთე. ამით გაამართლებენ და გაამყარებენ ჩემი დაჭერისა და დამნაშავეობის ფაქტს. ნამდვილმა მოწმემ თქვა, რომ პირველად მხედავს და ის კაცი, ვინც ყვითელი მანქანით მივიდა სოფელში და რომელ მაც მსხვერპლის სახელი იკითხა, საშუაო სიმაღლის იყო, მე არ მგავდა.
- ნამდვილი მოწმე რას ნიშნავს? - იკითხა ბატონმა სანდრომ.
- იმას ნიშნავს, რომ ამათ კიდევ ჰყავთ რამდენიმე მოსყიდული მოწმე. უფრო სწორად, ერთი მოსყიდული, მეორე კი - დაშანტაჟებული, არასრულწლოვანი მოწმე. ის დაიჭირეს, როგორც ეჭვმიტანილი და ალბათ თავისუფლების სანაცვლოდ შესთავაზეს, რომ ჩემს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. - ბატონი სანდრო დაფიქრდა.
- ამ ბიჭს ექსპერტი დაუნიშნეთ. მან უნდა გაარკვიოს, რა გზით აქვს მიყენებული დაზიანებები.
- ჩემი ადვოკატისგან ვიცი, რომ ექსპერტი მოსული გახლდათ, მაგრამ ამათ ჩემამდე არ მოუშვე,ს უთხრეს, რომ თურმე, მე მასთან შეხვედრის წინააღმდეგი ვიყავი და უკან გააბრუნეს.
- მდაა... - ჩაილაპარაკა სანდრომ. - ექსპერტიზა დანინეთ და პასხუი უშუალოდ მომახსენეთ, - თქვა და წამოდგა. დამშვიდობებისას მითხრა: - ნუ გეშინია, ყველაფერი გაირკვევა, მე თვალყურს ვადევნებ შენს საქმეს და არ დავუშვებ, რომ უკანონო გადაწყვეტილებები მიიღონ. ისე, საინტერესოა, ამდენი ხანი პატიმარს აქ რატომ აჩერებთ? ეს კანონის დარღვევა არ არის? - მიუბრუნდა ლაშას.
- დღეს ან ხვალ ვაპირებთ ციხეზე გადაყვანას, ბატონო სანდრო, - აიწურა ლაშა.
სანდრო კავსაძის გამოჩენამ ის ჩამქრალი იმედის ნაპერწკალი ისევ გამიღვივა და საკანში შედარებით მშვიდი სახით დავბრუნდი.
- ვაა, გიშვებენ? - გოგიტას თვალს არ გამოეპარა ჩემი განწყობილება.
- ჰო, მიშვებენ, - ჩავიცინე მე.
- მოდი, რა, სანამ გაგიშვებენ, საჭმელი ვჭამოთ. წეღან შემოიტანეს "პერედაჩი", შენს დას მოუტანია. ალბათ არ იცოდა, რომ გიშვებდნენ, - ხუმრობის გუნებაზე იყო გოგიტა. - ვინც შემოიტანა, იმან თქვა, 1-2 "პაჩკა" სიგარეტი ამოვიღეთო. ამათი ნაბოზვარი დედები... ციხეზე ასე არ არის, ძმაო, "არესტანტის" ნაწილს ხელს არავინ ჰკიდებს. იქ "პერედაჩი" რომ შემოდის, თან სია მოჰყვება, რა დევს. აქ ასე არ ხდება...
- კარგი, ამოიღეს და ამოიღეს, არა უშავს. რა მოგვიტანეს? - ვკითხე და ვიგრძენი, როგორ მეწვოდა კუჭი შიმშილისგან.
- რა ვიცი, ძმაო, მე უშენოდ ხელი არ მიხლია არაფრისთვის, შიგ არც კი ჩამიხედავს, მაგრამ "იასნია", კარგი რამე იქნება. "კამერაში" რა სუნი დადგა, ვერ ხედავ?
თბილმა ხაჭაპურმა დედა, სახლი და... ირინაც კი გამახსენა.

სტუდენტი რომ გავხდი, ლაგოდეხიდან თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. თავიდან ხან ერთ ნათესავთან ვიყავი, ხან - მეორესთან. მერე ერთ ჯგუფელ ბიჭს დავუმეგობრდი, რომელიც ჩემსავით რაიონიდან იყო ჩამოსული და გადავწყვიტეთ, ბინა დაგვექირავებინა და ერთად გვეცხოვრა. მართლაც, ასე მოვიქეცით და "მომთაბარე" ცხოვრებას შევეშვი. ის პერიოდი ძალზე მძიმე იყო: პროდუქტი ძნელად იშოვებოდა და პურზეც მუდამ კილომეტრიანი რიგი იყო. ერთ დღეს, პურის რიგში, ჩემ წინ ახალგაზრდა გოგონა იდგა, რომლეიც ჩემზე 5-6 წლით უფროსი იქნებოდა. ღია წაბლისფერი, ხვეული თმა ჰქონდა. მისგან ისეთი საოცარი სურნელი მოდიოდა, რომ თავბრუ დამეხვა. საშუალო სიმაღლის იყო და ლამის ზემოდან დავყურებდი. რამდენჯერმე განგებ ჩავყავი ცხვირი მის თმაში და სურნელი შვისუნთქე - კინაღამ წავიქეცი. რიგის ბოლოში ვიყავით და საკმარისი დრო მქონდა საიმისოდ, რომ ეს გოგონა გამეცნო. სასაუბრო თემა უცებ მოვძებნე და ლაპარაკი გავუბი. პური ვიყიდეთ და ერთად წამოვედით. საბურთალოზე ცხოვრობდა. სახლამდე ფეხით გავაცილე. როცა ასაკი მკითხა, დავუმალე, რომ 19 წლის ვიყავი და 2-3 წელი მოვატყუე. თავად მიამბო, რომ ქმარს გაცილებული იყო და ერთი პატარა გოგონა ჰყავდა. დამშვიდობებისას შევიპირე, რომ მეორე დღეს შემხვდებოდა და პაემანზე დავითანხმე. ამის მერე, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მის მიმართ გრძნობა გამიჩნდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი, ერთმანეთისთვის ძალზე ახლობლები გავხდით. უჩემოდ ვერ ძლებდა. მეც სულ მენატრებოდა, როდესაც ჩემ გვერდით არ იყო. ვინაიდან ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობდა, შემომთავაზა, საცხოვრებლად მასთან გადავსულიყავი. მე უარზე ვიყავი, რადგან მიუხედავად მის მიმართ ჩემი გრძნობისა, არ მინდოდა, ჩვენს ურთიერთობას ოფიციალური სახე ჰქონოდა. მალე სოფელში მომიწია წასვლამ. საღამოს დედა დავიმარტოხელე და გამოვუტყდი, რომ შვილიანი ქალი მიყვარდა და მასთან საცხოვრებლად გადასვლას ვაპირებდი. წინასწარ გავაფრთხილე, რომ ცოლი კი არ მომყავდა, უბრალოდ, ერთმანეთი გვიყვარდა და გარკვეული დროით მასთან ვიცხოვრებდი.
- შენი საქმის შენ იცი, შვილო, თუ გიყვარს, მე რა უფლება მაქვს, შენს საქმეში ჩავერიო. თუ იმ გოგოს ცოლად მოყვანა გსურს, ნურც მაგას დამიმალავ, შენ ვინც გინდა, მეც ის მენდომება რძლად, - მითხრა დედამ. დედა ყოველთვის და ყველაფერში მიგებდა და გვერდით მედგა. რაიონიდან რომ დავბრუნდი, ირინასთან გადავედი საცხოვრებლად და მთელი 4 წლის განმავლობაში ერთად ვიყავით.
არც ისე ცუდად ყოფილა ჩემი საქმე, ირინა რომ გამახსენდა-მეთქი, - გავიფიქრე და გამეღიმა.

- ძლივს არ გაიღიმე? - გოგიტამ უკომენტაროდ არ დატოვა ჩემი სახის გამომეტყველება. - თუ გინდა, დავნაძლევდეთ, რომ ახლა ქალზე ფიქრობდი.
- შენ რა იცი? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- სახეზე გეწერა. მამაკაცებს ასეთი გამომეტყველება მხოლოდ ქალებზე ფიქრის დროს გვაქვს. - თავი გადავაქნიე.
- შენი სახით ნიჭიერი კაცი დაკარგა საზოგადოებამ და სამაგიეროდ, დამნაშავეთა სამყარომ შეიძინა.
- აზრზე ხარ, ტო, ცხოვრება რა არის? შენ პოლიციელი ხარ, მე - დამნაშავე და მიანც ერთად ვზივართ, ამ "კამერაში". შენ დაჭერილი რომ არ ყოილიყავი, შესაძლოა, ჩემი აყვანის ოპერაციაში მიგეღო მონაწილეობა, არა?
- ჰო, არ არის გამორიცხული.
- ჰოდა, ახლა გვერდიგვერდ ვსხედვართ და ცხოვრების ამაოებაზე ვბჭობთ, - საჩვენებელი თითი ჭერისკენ მიმართა. - ისე, კარგი ტიპი ხარ და დასანანია, რომ მე და შენ ერთ ზონაში ვერ მოვხვდებით...
- მერე, ფულის მეტი რა გაქვს? თუ ჩააწყობ, ჩემთან მოხვდები...
- სადა, ტო, წითელ ზონაში? კაი, თუ ძმა ხარ... მე, გამოუსწორებელი კრიმინალი, პოლიციელების ზონაში? - ხმამაღლა გადაიხარხარა. - აბა, რას ამბობ?
ამ დროს, კარში გასაღები აჩხაკუნდა და ვიღაც ახალგაზრდა ტიპის თავი გამოჩნდა. პირველად ვხედავდი ამ ადამიანს.
- ჩუთლაშვილი რომელია?
- მე ვარ, - ვუთხარი და ყურები ვცქვიტე.
- გაემზადე, ხვალ ციხეზე გადაგიყვანენ, - თქვა და კარი ისევ საიმედოდ ჩაკეტა.
- აუფ, გავემზადო, თორემ მეც ახლა ჩემოდანი არ მქონდეს ჩასალაგებელი.
- ჰალსტუხი არ დაგრჩეს, ჰალსტუხი, - ხმამაღლა იცინოდა გოგიტა.

დილით ჩაი დავლიეთ თუ არა, მაშინვე დამიძახეს. გოგიტა გადამეხვია.
- აბა, "ს ბოგომ, ჟელაიუ ლიოგკოი პოსადკი", - მითხრა დმ ახარზე ხელი დამკრა. - თუ არ გაგიშვეს და ზონაში მოხვდი, მერე ქსივას გამოგიშვებ... - ისე შევეჩვიე ამ ადამიანს, რომ თითქოს გული დამწყდა, ჩემთან ერთად რომ არ მოდიოდა. გარეთ რომ გავედი, მზის სინათლემ თვალი მომჭრა - მოუთოვია და ქათქათა თოვლიდან არეკლილ სხივს თვალს ვერ ვუსწორებდი. იქვე მანქანა იდგა და ბადრაგი მელოდა. იმ დღეს კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. გზაში ყველაფერს ხარბად ვუყურებდი. ასე მეგონა, მთელი საუკუნე იყო გასული, რაც გარეთ არ გამიხედავს. სინამდვილეში კი ჩემი დაპატიმრებიდან მხოლოდ 20 დღე გახლდათ გასული. 20 დღე, რომელიც 20 საუკუნის ტოლფასია... წამების, ტკივილის, უიმედობის 20 დღე. შსს-ს საგამოძიებო იზოლატორში მიმიყვანეს და პატარა ოთხაში შემიყვანეს, სადაც მხოლოდ ერთი კაცი იყო. მას მეტსახელად ბერიას ეძახდნენ. ჩემს საბუთებს ჩახედა, მერე მე ამომხედა და მეგრული აქცენტით მკითხა:
- რატომ მოკალი, "ბლიად"? - ხმა არ ამოვიღე.

ეეე, ახლა ამას აუხსენი, რომ დამნაშავე არ ხარ... - ეს მხოლოდ გავიფიქრე. ხმამაღლა არაფერი მითქვამს, რადგან სამინისტროს თანამშრომლებზე ბევრი საზიზღრობა მქონდა გაგონილი და გაჩუმება ვამჯობინე. მერე ბერიამ გამჩხრიკა. რა უნდა მქონოდა თან ისეთი? სახლიდან ხომ არ მიმიყვანეს? ბოლოს, როგორც იქნა, დასრულდა ეს პროცედურა და მეორე "კამერაში" შემიყვანეს.
10-კაციან საკანში სულ 4 ადამიანი დამხვდა. ერთი კაცი მეცნო. კარგად დავაკვირდი და მასში ის ადამიანი ამოვიცანი, რომელიც თემურ მღებრიშვილთან მუშაობის დროს, სპეცოპერაციისას დავიჭირეთ. ის ერთ-ერთი დიდი წარმოების ხელმძღვანელი გახლდათ და სახელმწიფო ფულის გაფლანგვისთვის დააპატიმრეს. ის დღე გამახსენდა: წინადღეს ბრძანება მივიღეთ და დილაუთენია, 5 საათზე დავადექით ამ კაცს თავზე. კარი მაშინვე გააღო, როგორც კი ჩვენი ვინაობა ვუთხარით, მაგრამ მერე წინააღმდეგობა გაგვიწია. კარგა ხნის ძიძგილაობის შემდეგ ხელბორკილი დავადეთ და წამოვიყვანეთ. ეს ყველაფერი აურზაურის გარეშე მოხდა, რადგან სახლში ბავშვს ეძინა და რომ არ გაღვიძებოდა. რა თქმა უნდა, ამ კაცმა ვერ მიცნო და არც მე მითქვამს რაიმე. ერთ-ერთი მათგანი, გურამი მრავალჯერ ნასამართლევი, დიდი კრიმინალური ბიოგრაფიის პატრონი გახლდათ. პირველად სწორედ ის დამელაპარაკა.

- რას გედავებიან, ძმაო? - მე მთელი გულისტკივილით ვუამბე ჩემი გასაჭირი. ვუთხარი, რომ 2 ადამიანის მკვლელობას მაბრალებდნენ. ვუხსნიდი, რომ საერთოდ არანაირი კავშირი არ მქონდა ამ დანაშაულთან...
- ეეჰ, ძმაო, აქ ყველას ყველაერს გვაბრალებენ... - მითხრა გურამმა და მივხვდი, რომ ჩემი უდანაშაულობის ამბავი არ დაიჯერა. ძალიან დამწყდა გული და ყელში რაღაც ბურთივით გამეჩხირა. ლამის დავიხრჩე. თურმე, ასე ყოფილა ანუ არც ერთ დამნაშავეს არ უნდა, რომ შენი უდანაშაულობა დაიჯეროს. კარგა ხანს ხმას აღარ ვიღებდი. "კამერა" სულ სხვაგვარად მქონდა წარმოდგენილი და სულ სხვა სურათი დამხვდა. ყველა თავისთვის იყო და როგორც შეეძლოთ, ისე ირთობდნენ თავს. ვუყურებდი ამ ხალხს და მიკვირდა, რატომ ჰქონდათ ასეთი უდარდელი სახეები, როგორ შეეძლოთ, თავის გასაიჭრზე ასეთი იუმორით ლაპარაკი... იქაურობას რომ შევეჩვიე, მერე მათაც ვუთხარი ჩემი აზრი. ჩემი ნათქვამი სასაცილოდ არ ეყოთ.
- ეჰ, ზაზა, შეეჩვიე და მერე შენც ჩვენსავით იქნები, - მითხრა ერთმა.
- არა, ასე არ შეიძლება, თქვენ, როგორც ჩანს, ბედს შეურიგდით, მე კი ხელის ჩაქნევას არ ვაპირებ, - აღელვებული ველაპარაკებდი. ჩემი ნათქვამი მათ მხიარულებას იწვევდა, რადგან იცოდნენ, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ, მეც მათსავით შევეგუებოდი ბედს და ახალი მოსული პატიმრის გულუბრყვილობაზე, მეც სწორედ ისეთივე რეაქცია მექნებოდა, როგორიც ახლა მათ ჰქონდათ.
როცა დაღამდა, რაღაც უცნაური ხმები მომესმა. მივაყურადე და აშკარდა გავიგონე ადამიანების ყვირილის ხმა.
- რა ხდება? - ვიკითხე გაოცებულმა.
- ცოტა ხანს მოითმინე და თვითონვე გაიგებო, - მითხრეს. თურმე დაღამდებოდა თუ არა, პატიმრები ზევით აჰყავდათ და აწამებდნენ, სცემდნენ... ჩვენამდე გარკვევით აღწევდა მაით ყივრილის, კვნესის არაადამიანური და შემზარავი ხმები. გიჟი უნდა იყო ადამიანი, რომ არ შეგეშინდეს. ლამის სული გამძვრა, როცა ამ ხმებს ვუსმენდი. მართალია, ყურებს თითებით ვიცობდი, მაგრამ მაინც მესმოდა...
ასე გრძელდებოდა მთელი 2 კვირა. მერე, ერთ დილით საგულდაგულოდ გამჩხრიკეს და მანქანაში ჩამსვეს. გზაში, ჩემ წინ მჯდომი მამაკაცი შემობრუნდა და მკითხა:

- ზაზა, ბიჭო, შენ ხარო? - კარგად დავაკვირდი. მაშსი ჩემი ყოფილი თანამშრომელი ამოვიცანი, რომელიც სამუშაოდ სამინისტროში გადმოსულიყო. ერთმანეთი თილად მოვიკითხეთ. ჩემი ეტაპირება სამინისტროდან ციხემდე მისთვის მიუნდვიათ. ციხეში ასეთი წესი იყო, რომ ახალი პატიმარი 1 კვირა ე.წ. "კარანტინში" უნდა ჰყოლოდათ. ვინაიდან იმ საშინელი წამების შემდეგ გადაადგილება ჯერ კიდევ მიჭირდა, ჩემმა გამცილებელმა მორიგეს სთხოვა, რომ პირდაპირ "კამერაში" ავეყვანე. ფორმალური ჩხრეკის შემდგე მეხუთე სართულზე ამიყვანეს. ვიდრე ბადრაკი კარს გააღებდა, "კამერაზე" მიკრულ ნომერს შევხედე - #99 ეწერა.
- "დევიტ-დევიტ", გავიფიქრე და გოგიტა გამახსენდა. სწორედ მან მიწინასწარმეტყველა, რომ მე "დევიტ-დევიტში" მოვხვდებოდი. თუმცა იქ მხოლოდ 2 დღე გამაჩერეს და მერე "დევიტ-სემში" გადამიყვანეს. 99-ე საკანი 10-კაციანი იყო და შესაბამისად, იქ ცოტა ადამიანი იჯდა. 97-ე "კამერის" კარი რომ გამიღე,ს ჯერ სიგარეტის კვამლი მეცა, მერე კვამლში ძლივს გავარჩიე, რა ხდებოდა ოთახში. ეს საკანი 30 კაცზე იყო გათვლილი, მაგრამ იმხანად, იქ 45 ადამიანი ელოდა განაჩენს. პატიმრების ძირითადი შემადგენლობა მხედრიონელები და გვადიელები, შიგადაშიგ კი პოლიციელებიც იყვნენ. საერთოდ, იმ პერიოდში პოლიციელებს თითქმის არ აპატიმრებდნენ და თუ იჭერდნენ, მხოლოდ რიგითებს, ისიც ისეთებს, ვისაც პატრონი არ ჰყავდა. სიტუაციაში რომ გავერკვიე, აღმოჩნდა, რომ "კამერაში" ყველაზე დიდი წოდება უფროსი ლეიტენანტი იყო. მისი პატრონი "გაის" თანამშრომელი გახლდათ, რომელიც ქრთამის აღებაზე დააპატიმრეს. ძალიან გამიკვირდა, როგორ მოხვდა "გაის" თანამშრომელი ციხეში, რადგან მაშინ ყველა "გაიშნიკი" ქრთამს იღებდა და არავის აპატიმრებდნენ. ჩემი გაოცებული სახე რომ დაინახა, მითხრა:
- გაგიკვირდა? ეს ჩემი ცხოვრების კურიოზია, აქ ყველამ იცის და თუ გინდა, შენც მოგიყვებიო.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
12.02.2015
?) ცოტა მალ მალე დადეთ რა
სსსს
12.02.2015
მე ვწყევტ ამ ნაწარმოების კითხვას, ვიგრუზები ძაან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

უზომოდ მტკიოდა გული, მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემელძო. მე არ შემეძლო იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გასაჭირში მიმატოვა


დასაწყისი იხილე აქ

გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე.


დასაწყისი იხილე აქ

ამ დღეებში ისეთი კაცი მოიყვანეს ჩვენთან, რომელთან ერთადაც ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. მე და ის კაცი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ვართ. ამიტომაც, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ აქეთ წამოვეყვანე.

დასაწყისი იხილე აქ

ეეე, შენ რა მიამიტი კაცი ყოფილხარ, ძმაო. შენმა ერთმა დაზარალებულმა შემომითვალა, დიდ ფულს გადავიხდი, თუ მაგ კაცს "გაასაღებო".

დასაწყისი იხილე აქ

ჭერზე ობობა შევნიშნე, რომელიც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობდა. "შე დალოცვილო, რაღა ციხეში "აიშენე" "სახლი", შენ მაინც გაქვს არჩევანის საშუალება, წადი, რა, სადმე თავისუფალ ადგილას"

დასაწყისი იხილე აქ

აი, ხედავ? მკვლელი არ ვარო, როგორ მტკიცედ გაიძახი. წეღან კი ძლივს ამოილუღლუღე, რომ საქმიანი საუბარი გქონდათ.

დასაწყისი იხილე აქ

მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.

დასაწყისი იხილე აქ

იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა


დასაწყისი იხილე აქ

ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი

დასაწყისი იხილე აქ

ის დარბაზი შუაგულში დადგა და ნელ-ნელა მუხლებზე დაეშვა. პირჯვარი გადაისახა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: ვფიცავ, მაღლა ღმერთს, დაბლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ზაზა უდანაშაულოა


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი