სიცოცხლემისჯილი
font-large font-small
სიცოცხლემისჯილი

დასაწყისი იხილე აქ


ჩემი ნატანჯი შვილი რომ ვნახე, ჭკუიდან გადავდექი. პარლამენტში სანდრო კავსაძეს მივაკითხე.


ზაზას დედის ინტერვიუ შვილის შესახებ

- ახლა, რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და ზოგიერთი ურწმუნო კი იტყვის, აბა, შვილს ხომ არ გაამტყუნებსო, მაგრამ ჩემი ზაზა მართლა არ არის მკვლელი. მე ღვთისმოშში ქალი ვარ და ჯერ კიდევ მაშინ, კომუნისტური რეჟიმის დროს ვინახავდი მარხვას და დავდიოდი ეკლესიაში. შვილებიც მორწმუნე ადამიანებად გავზარდე. ზაზას არამცთუ თვითონ არ დაუკლავს ქათამი, არამედ, სხვა რომ კლავდა, იმასაც ვერ უყურებდა ხოლმე. სისხლის დღესაც ეშინია. სახლში რომ ბუზი შემოფრინდებოდა, იმის მოკვლასაც კი მიშლიდა, გარეთ გაუშვი, რას ერჩიო, მეუბნებოდა ხოლმე. არ ვიცი, ასე რატომ გამიმეტა უფალმა, მაგრამ მისი მაინც მადლობელი ვარ, რადგან ჩემი ზაზა ცოცხალი გადამირჩინა. როდესაც ის მცხეთის "კაპეზეში" იჯდა, რაღაც სხვა დანაშაულისთვის ახალგაზრდა ბიჭი დაუჭერიათ და იქ მიიყვანეს. პატრონი ყოველდღე აკითხავდა და საჭმელიც მიჰქონდა ხოლმე. რამდენიმე დღის მერე კი უთხრეს, რომ "პერედაჩის" მიღებაზე უარს აცხადებდა. 2 დღის მერე კი გამოუცხადეს, რომ გარდაიცვალა. დიდი ამბავი ატყდა. აღმოჩნდა, რომ წამების დროს შემოაკვდათ. ღმერთს სწორედ ამის გამო ვწირავ მადლობას, რომ ზაზა სიკვდილს გადაურჩა. უკვე 11 წელია, ჩემი შვილი პატიმარია. ამ ხნის მანძილზე 1 დღეც არ გასულა ისე, რომ გულხელდაკრეფილი ვმჯდარიყავი და არ მივდგომოდი კარს ვინმე მაღალჩინოსანს, რათა სიმართლის დადგენა მეხთოვა. მე არ ვითხოვ ჩემი შვილის უპირობო გათავისუფლებას. მხოლოდ ის მინდა, როს სიმართლე დაადგინონ და ობიექტურად ჩაატარონ გამოძიება. ცა და დედაიმწა შევძარი, მაგრამ სამართლაი ვერ ვიპოვე. ყოველ საღამოს, ხატების წინ სანთლებს ვანთებ და მუხლმოდრეკილი ვევედრები, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი განსაცდელისგან იხსნას.

- მე როგორც ვიცი, თქვენ ამ 11 წლის მანძილზე მხოლო ერთხელ იყავით რაიონში, საკუთარ ოჯახში ჩასული.
- კი, ასეა. როგორც კი ზაზას დაკავების ამბავი შევიტყვე, მაშინვე თბილისში წამოვედი. ჩემი უბედური მეუღლე ღვთის ანაბარად მივატოვე და ცოცხლად დავაქვრივე. ის ამდენი დარდით დაინვალიდდა, მაგრამ მე ჩემს შვილს გვერდიდან ვერ მოვცილდები. ზაზას აქ ვჭირდები. ჩემს მეუღლეს ჩემი ქალიშვილი უვლის. ქმარს კი არა, საკუთარ სიცოცხლესაც დავთმობ, თუ ჩემს ზაზას დასჭირდება. ამას წინათ ჩემმა შვილმა მითხრა: - ამ წლების განმავლობაში ყოველ საღამოს სანთელს ვანთებდი და ღმერთს შველას ვთხოვდი, ახლა კი სანთელს ისევ ვანთებ, მაგრამ ღმერთს უკვე იმას ვთხოვ, რომ შენი თავი მიმყოფოს კარგად, მეშინია, არ მომიკვდეო.
- თქვენ მცხეთის პოლიციის შენობაში შემთხვევით გადაეყარეთ ზაზას, როდესაც ნაწამებ პატიმარს 2 პოლიციელი მიათრევდა.
- როდესაც პირველად მცხეთაში მივედი, ჩემი კივილი ცას სწვდებოდა. ვითხოვდი, ჩემი შვილი მაჩვენეთ-მეთქი, მაგრამ ვის ესმოდა ჩემი ღაღადი? თმას ვიგლეჯდი სიმწრით, მაგრამ ამაოდ. უცებ, ვხედავ, 2 პოლიციელი ჩემს ზაზას მოათრევს. ხელები იღლიებში ჰქონდათ ამოდებული. ის კი ფეხებს ვერ ადგამდა. ფეხსაცმელი არ ეცვა, რაღაც ჩუსტები ჰქონდა წამოცმული, თავი ჩაექინდრა. რომ დავინახ,ე ყვირილით გავიქეცი მისკნე, მაგრამ პოლიციელებმა დამაკავეს. ზაზამ ჩემს ყვირილზე ძლივს ასწია თავი, ამომხედა და დაიყვირა - დედა, მკვლელი არა ვარ, არ დაუჯერო ამათ, არა ვარ მკვლელი... - პოლიციელებმა ეზოში გამათრიეს და კარი მომიკეტეს, ზაზა კი საკანში ჩაიყვანეს. ეს წამები არასოდეს დამაივწყდება. საშინელი მოგონებაა. არ მეგონა, თუ საქართვლეოში ასე აწამებდნენ ხალხს. მცხეთის პოლიციის ეზოში, ყოველღამე გამომძიებლის მანქანას გარს ვუვლიდი სანთლებით ხელში და ღმერთს ვევედრებოდი, ამ მანქანის პატრონისთვის შთაეგონებინა, რომ ჩემი უდანაშაულო შვილი არ გაეწირა. ერთ საღამოს გამომძიებელი შენობიდან გამოვარდა და ყვირილი დაიწყო - მოშორდი ჩემს მანქანასო. - მე კი მოვშორდები, მაგრამ ღმერთმა შენც მოგაშოროს, თუ ჩემს შვილს უსამართლოდ მოექცევი-მეთქი. მერე ის მანქანა გაყიდა. მაგ გამომძიებლის ახლობლებს ვიცნობდი და მათგან ვიცოდი, რომ საკუთარი რაიონიდან საყვარლის შვილის გაუპატიურების გამო გამოაგდეს. ჩემი ნატანჯი შვილი რომ ვნახე, ჭკუიდან გადავდექი. პარლამენტში სანდრო კავსაძეს მივაკითხე. 3 დღის განმალვობაში ვცდილობდი, რომ მას შევხვედროდი. როგორც იქნა, მოვახერხე და გავესაუბრე. ბატონმა სანდრომ მცხეთაში სპეციალური კომისია გამოგზავნა და ექსპერტის დანიშვნა მოითხოვა. მათ დაადასტურეს ზაზას წამების ფაქტი და დასკვნა გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნეს, მაგრამ შედეგი არსად ჩანს. ზაზა ისე იყო ნაწამები, რომ მთელი 2 წლის მანძილზე ეტყობოდა სხელუზე სილურჯეები. ზაზას ადვოკატი, ნანა ლიპარტია ფიქრობდა, რომ სასამართლო მიუკერძოებელი იქნეოდა, მაგრამ მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც ერთი ალიბი, არც ერთი მოწმის ჩვენება და რომ გვეგონა, ზაზას სასამართლოდან გაათავისუფლებდნენ, მან 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ არც ერთ სასამართლო პროცესზე არ დამასწრო. ვიდრე ზაზას დარბაზში შემოიყვანდნენ, ის აცხადებდა, ჩუთლაშვილის დედამ დარბაზი დატოვოს, თორემ პროცესს არ ჩავატარებო. იძულებული ვხდებოდი, გარეთ დავლოდებოდი სასამართლოს დასრულებას. როცა ზაზას წაიყვანდნენ ხოლმე, ცარიელ დარბაზში შევიდოდი და იქ, სადაც ზაზა იჯდა, სანთლებს ვანთებდი. ღმერთს შევხთოვდი: - აქ რამდენიმე წუთის წინ რომ ბიჭი იჯდა, იმას შეეწიე, უსამარლთობას უნ დაუშვებ, გაუნათე გონება მოსამართლეს, რომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს-მეთქი. როდესაც სასამართლო დამთავრდა და ზაზას განაჩენი გამოუტანეს, მეორე დღეს მოსამართლეს ჩემთვის საბუთი უნდა მოეცა, რომ ზაზა მენახა. უარი მითხრა: - შენ გუშინ ისეთი ამბავი ატეხე, რომ ღირსი არ ხარ, შვილის ნახვის უფლება მოგცეო.
- და რა ამბავი ატეხეთ?
- როდესაც განაჩენი წაიკითხა და თქვა, რომ განსასჯელ ზაზა ჩუთლაშვილს მიესაჯოს 15 წლით თავისუფლების აღკვეთაო, ჩემს რძალს გული წაუვიდა, მეც ავკივლდი და ამას გულისხმობდა. მე ვუთხარი: - მე თუ ამის ღირსი არ ვარ, რომ ჩემი შვილი ვნახო, ღმერთს ვთხოვ, არც შენ გეღირსოს შენი შვილის ნახვ,ა თუ ზაზა მკვლელია, მე მომიკვდეს ჩემი შვილი, თუ არა და, ღმერთმა სამაგიერო შენ გადაგიხადოს-მეთქი. მართლაც, რამდენიმე თვის შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი დაეღუპა ავარიით. მე ბავშვს რას ვერჩოდი, როცა დავწყევლე, იმას ვგულისხმობდი, რომ თვითონ დამართვოდა რამე და არა მის შვილს.
- ბოლოს და ბოლოს, მოგცათ ცნობა?
- კი, მომცა და მეორე დღესვე ვნახე ჩემი ზაზა. გამოძიება 11 თვე მიმდინარეობდა, სასამართლო - 5 თვე და ზაზას მიანც ეტყობოდა დალურჯებული ადგილები. სულ დავუკოცნე იარები ჩემს ზაზას. გავამხნევე და დავაიმედე, რომ რკინის ქალამნებს ჩავიცვამდი, რკინის ჯოხს ავიღებდი ხელში და სამართალს მაინც მივაღწევდი.
- მე ვიცი, თქვენ ბევრ მაღალჩინოსანთან ხართ ნამყოფი და ყველას დაწვრილებით უყვებოდით თქვენს გასაჭირს.
- სასამართლომდე, მაშინდელ პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდანძესთან ვცდილობდი შესვლას, მაგრამ ვერ მოვახერხე. მერე გადავწყვიტე, ნუგზარ საჯაიასთან შევსულიყავი. როგორც იქნა, მივაღწიე მასთან. უფალმა გაანათლოს მისი სული, ძალზე თბილი და კარგი ადამიანი იყო. დაწვრილებით ვუამბე ყველაფერი. ძალიან შევეცოდე და მშაინდელ გენერალურ პროკურორს, ჯამლეტ ბაბილაშვილს დაურეკა, მიიღეო. მიმიღო. ისე მისმენდა, თავი მაღლა არ აუწევია. დამპირდა, გიშველიო, მაგრამ მეორე დღეს ოპერაცია გაიკეთა. თანაც, რას მიშველიდა? ზაზას საქმე სწორედ გენერალურმა პროკურატურამ გააყალბა. დროებით, ვიდრე ბაბილაშვილი გამოჯანმრთელოდებოდა, მისი მოვალეობის შემსრულებლად როლანდ გილიგაშვილი დანიშნეს. ძალიან გამწარებული ვიყავი, რადგან ზაზამ ამ დროს შიმშილობა გამოცახადა. ითხორვდა, რომ გენპროკურორი შესულიყო მასთან. ბატონი როლანი შევიდა და გაესაუბრა. ზაზამ უამბო, როორ მიიღეს მისგან აღიარებითი ჩვენება და სთხოვა, რომ გამოძიება ობიექტურად წარემართათ. როლანდმა ჰკითხა - მითხარი, ვინ არის მკვლელი, შენ გაგიშვებ და იმას დავიჭერო. ზაზას საიდან უნდა სცოდნოდა მკვლელის ვინაობა? აბა, ასეთი კაცი, როგორ შეიბრალებდა ზაზას? სხვა გზა რომ არ დარჩა, კანცელარიის წინ მივდიოდი ყოველდღე და ქვევიდან განწირული ხმით გავყვიროდი - პრეზიდენტო, მიშველე, უდანაშაულო შვილს მიღუპავენ-მეთქი. ერთ დღეს, როცა ასე ვყვიროდი, ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა ჩემთან (მის გვარს არ დავასახელებ, რადგან ახლა ისი ციხეშია) და მითხრა - ნუ ყვირი, თუ შენი შვილი უდანაშაულოა, ღმერთი ყველას სამაგიეროს გადაუხდის, 100 წლის მერეო. აბა, რა უნდა ელაპარაკო ასეთ ადამიანს? შევედი კანცელარიაში და მდივან გოგონას ვთხოვე, პრეზიდენტთან შევეშვი, მაგრამ მან სწორედ იმ კაცზე მიმანიშნა და მითხრა - მან არ მიიჩნია საჭიროდ, რომ პრეზიდენტს შეხვდე, მე არაფერი შემიძლიაო. ადგა და ოთახში დეზოდორანტი მოასხურა. ნაცემი ძაღლივით წამოვედი იქიდან. ერთ დღეს გავიგე, რომ შევარდნაძე თბილისობაზე უნდა მისულიყო. იქ დავხვდი. როდესაც მანქანიდან გადმოვიდა და გზას ფეხით გაუყვა, საჩივრით ხელში, ყვირილით გავექანე მისკენ. ერთი მოიხედა ჩემს ხმაზე და გზა განაგრძო. ერთი მხრიდან სოსო ალავიძემ ჩამავლო ხელი, მეორე მხრიდან დაცვის წევრმა და იქიდან გამათრიეს.
პატრიარქთან შეხვედრაც მოვახერხე. ილია მეორემ ჩემი საჩივარი პარლამენტს გადასცა, მაგრამ აბა, რა შედეგი გამოიღო?
- როგორც ვიცი, ბადრი ბიწაძესთანაც იყავით.
- დიახ, მაშინ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ქმარი გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ. ვერა და ვერ მივაღწიე იმას, რომ მასთან შესასვლელად საშვი დაეშვათ. მერე მოვითხოვე, ნებისმიერ პროკურორთან შემიშვით-მეთქი. თაივდან ამაზეც უარს მეუბნებოდნენ, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, მოჰბეზრდათ ჩემი ყოველდღიური ვიზიტები და საშვი დაუშვეს. მე კი დავადე თავი და პირდაპირ იმ სართულზე ავედი, სადაც გენპროკურორი იჯდა. იქ ერთი ადამიანი შემხვდა, რომელიც ზაზას საქმეში ძალზე დიდ როლს თამაშობდა. გვერდით ვიღაც კაცს გადაულაპარაკა - ეს ის ქალია, რომლის შვილმაც 2 ადამიანი მოკლაო. ეს რომ გავიგონე, წიოკი ავტეხე, ამ ხმაურზე კაბინეტიდან ბიწაძე გამოვიდა. რომ დავინახე, ფეხებში ჩავუვარდი - მიშველეთ, ჩემი შვილი უდანაშაულოა, უშველე, გევედრები, სახლში დავბრუნდები და შენს სიგრძე სანთელს ჩამოვქნი, იმას დავანთებ, ოღონდ ჩემი შვილის საქმე ობიექტურად გამოიძიეთ-მეთქი. ბატონმა ბადრიმ ფეხზე წამომაყენა, დამამშვიდა, შემპირდა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა ჩემი შვილის საქმეს და ასე გულდამშვიდებული გამომიშვა. რამდენიმე კვირის შემდეგ, ბიწაძე გაათავისუფლეს. მის მერე ჯანაშია დანიშნეს. ახლა მისი კაბინეტის კარი ავატალახე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. უკვე 11 წელია, ყოველ ორშაბათს და სამშაბათს საჩივლელად დავდივარ, ხოლო კვირა დღეს ჩემს შვილთან მივდივარ.
თავიდან ზაზა ორთაჭალაში იხდზიდა სასჯელს. დილით დავიტვირთებოდი და მივდიოდი მასთან. მძიმე ვირთი ისე მსუბუქად მიმქონდა ხოლმე, რომ მე თვითონ მიკვირდა. ერთხელ ისე ჩავფიქრდი, რომ ციხეს გავცდი და ფონიჭალაში ამოვყავი თავი. იქიდან უკან გამოვბრუნდი. ამასობაში კარგა ხნით დამაგვიანდა და უკვე სამუშაო საათები დამთავრებული იყო. ძალიან ვინერვიულე. მერე შევეცოდე იმ მამაკაცს, ვინც ამანათების გადაცემას აწესრიგებდა და ზაზასთან შემიშვა. თან მითხრა: მთელი დღე შენი შვილი პაემნების ოთახში იდგა და გეოლდაო. რომ შევედი, ზაზა ისევ იქ დამხვდა. ტირილით ჩავეხუტე. ვუთხარი დაგვიანების მიზეზი და შევპირდი, რომ ყურადღებით ვიქნებოდი და მეორედ ასე აღარ დამემართებოდა. - დედა, შენ რომ მიმატოვო ან რამე დაგემართოს, მე ყოველ კვირა დღეს აქ დაგელოდები, დილიდან საღამომდე ვიდგები და მერე წვალო.
- რევოლუციის მერე არ გიცდიათ, ახალი მთავრობისთვის მიგემართათ?
- შვილო, რევოლუციის დღეებში ძალიან გახარებული ვიყავი. მომავალი პრეზიდენტის სურათს გულში ჩახუტებულს ვატარებდი. არჩევნების წინა დღეებში ყველას ვეუბნებოდი, ხმა მიშას მიცეით, ეს კაცი გადაგვარჩენს-მეთქი. მეგონა, რომ ახლა მაინც მივაღწევდი სამართალს.
- სცადეთ ახალ პრეზიდენტთან შეხვედრა?
- ძველი მთავრობის დროს უფრო შესაძლებელი იყო თანამდებობის პირებთან შეხვედრა. ახლა საერთოდ შეუძლებელია მათთან დაკონტაქტება. მე ხომ სადგურის ტერიტორიაზე ვვაჭრობ. ჰოდა, ერთ დღეს თქვეს, რომ მიშა უნდა მოვიდეს, ბათუმის მატარებელი უნდა გააცილოსო. სასწრაფოდ დავჯექი კუთხეში და დავიწყე წერილის წერა. მის მოსვლამდე რამდენიმეგვერდიანი წერილი გავაშანშალე და მოვახერხე, რომ ბაქანზე შეუმჩნევლად ავსულიყავი. როგორც კი მიწისქვეშა გადასასვლელიდან თავი ამოვყავი, დავინახე, რომ პრეზიდენტი ჩემკენ მოდიოდა. წერილიანი ხელი მაღლა ავწიე და ხმამაღლა ვიყვირე: - მიშველე, პრეზიდენტო, უდანაშაულო შვილი მეღუპება ციხეში, შენ ხარ ჩემი ბოლო იმედი-მეთქი. პატრულის თანამშრომლები მომცვივდნენ და პირზე ხელი ამაფარეს, რომ აღარ მეყვირა. ისე ჩამომკაწრეს სახე და კისერი, რომ კარგა ხანს ვიშუშებდი იარებს. გამათრიეს იქიდან. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ჟურნალისტებიც ახლდნენ. როგორც კი ყვირილი დავიწყე, მაშინვე კამერები ჩემკენ მომართეს. მერე ახლობლები მეუბნებოდნენ, ტელევიზორში გნახეთ, პოლიცია რომ მიგათრევდაო.
- სად წაგიყვანეს?
- ოთახში ჩამკეტეს მთელი 2 საათით და ერთი კაცი დაცვად მომიჩინეს, რომ კიდევ არ ამეტეხა ერთი ამბავი. ის წერილი გამომართვეს და შემპირდნენ, რომ აუცილებლად გადასცემდნენ პრეზიდენტს, შინ დღემდე არავინ შემხმიანებია. პრეზიდენტს ჯერ კიდევ მანამდე შევხვდი, როცა ის იუსტიციის მინისტრი იყო. ყურადღებით მომისმინა, ჩემიგანცხადება დაიტოვა და მერე შესაბამის ინსტანციას დაავალა, რომ ზაზას საქმე შეესწავლათ, მაგრამ ისევ მიჩქმალეს და არაფერი გამოვიდა.
- ზაზას საქმე უზენაესმა სასამართლომაც განიხილა, როგორც ვიცი.
- დიახ, 2 წლის განმალვობაში ნინო გვენეტაძესთან იდო მისი საქმე. არა და არ ჩაატარა პროცესი. მერე ის სამსხაურიდან დაითხოვეს და საქმე სხვას გადასცეს. ახლა იმან გააჯანჯლა საქმე. მერე პროცესი ისე ჩაუტარებიათ, რომ ჩვენ არც გაგვაგებინეს. არც ჩვენი ადვოკატისთვის შეუტყობინებიათ. თავიანთი ადვოკატი დაუნიშნავთ და საქმეც ისე გადაწყვიტეს, როგორც თვითონ უნდოდათ. მერე გადავწყვიტე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შევხვედროდი. ყოველდღე მივდიოდი და ვითხოვდი, შემახვედრეთ-მეთქი, მაგრამ ყველა მეუბნებოდა, რომ ამას ვერ მოვახერხებდი. მომბეზრდა ამდენი უყურადღებობა და ერთ დღეს სასამართლოს ფოიეში ავყვირდი. დაცვის თანამშრომლებმა ჩამავლეს ხელი და გარეთ გაყვანა დამიპირეს. ვიდრე კბილებით არ ვწვდი ხელში და არ ვუკბინე, მანამდ ეხელი არ გამიშვეს. სასამართლოს თავმჯდომარეს კი მაინც ვერ შევხვდი.
- ვიცი, რომ ზაზას მეორე ადვოკატი ჰყავდა, რომელიც ერთ-ერთი მოკლულის მოგვარე იყო. შემდეგ ის მონასტერში წავიდა სამუდამოდ.
- დიახ, ეს ბიჭი თავისით დაგვიკავშირდა. სრულიად უანგაროდ ჩაერთო ზაზას საქმეში და იბრძოდა, რომ ჩემი შვილი გაეთავისუფლებინათ. ნანა ლიპარტია პირველსავე დღეებიდან გვერდით გვედგა და არაფერს იშურებდა ზაზასთვის. უკან არაფერზე იხევდა და არც იმის გამო შიშობდა, რომ ბევრ ადამიანს დაუპირისპირდა, მაგრამ ვრეც ერთმა ვერაფერი გააწყო უსამართლობასთან ბრძოლაში. ლევანმა ალბათ ვეღარ გაუძლო ამდენ უსამართლობას და გადაწყვიტა, ეკლესიისთვის დაეთმო თავისი ცხოვრების დანარჩენილი ნაწილი. ის ლანჩხუთში ზემო ჯუმათის მამათა მონასტერშია დღემდე. ერთხელ ჩავაკითხე. ძალიან დიდი გზა გავიარე ფეხით. მითხრა: - აუცილებლად მიიტანე ეგ საქმე სააკაშვილის ყურამდე და მხოლოდ მას შეუძლია, დახმარება გაგიწიოს, მე კი ზაზასთვის ვლოცულობ, რომ ღმერთმა გადმოხედოსო. აბა, კიდევ რა გითხრა, შვილო, 11 წელია, მუხლი არ ჩამიხრია. ახლა კი უკვე ხელი ჩავიქნიე და სადაც ამდენი წელი, იქაც კიდევ 4 წელი გავუძლებ და მერე მაინც ხომ გამოვა ჩემი შვილი.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
16.02.2015
ასე უსამართლოდ რამდენი ადამინიანი არის განწირეული და რამდენი ოჯახი გამწარებული.ჩვენი საშველი მაინც არ იქნება.
ნინო
16.02.2015
რა ხდებაააააააა!!!!!!!!!!!!!!
ხატია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

უზომოდ მტკიოდა გული, მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემელძო. მე არ შემეძლო იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გასაჭირში მიმატოვა


დასაწყისი იხილე აქ

გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე.


დასაწყისი იხილე აქ

ამ დღეებში ისეთი კაცი მოიყვანეს ჩვენთან, რომელთან ერთადაც ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. მე და ის კაცი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ვართ. ამიტომაც, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ აქეთ წამოვეყვანე.

დასაწყისი იხილე აქ

ეეე, შენ რა მიამიტი კაცი ყოფილხარ, ძმაო. შენმა ერთმა დაზარალებულმა შემომითვალა, დიდ ფულს გადავიხდი, თუ მაგ კაცს "გაასაღებო".

დასაწყისი იხილე აქ

ჭერზე ობობა შევნიშნე, რომელიც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობდა. "შე დალოცვილო, რაღა ციხეში "აიშენე" "სახლი", შენ მაინც გაქვს არჩევანის საშუალება, წადი, რა, სადმე თავისუფალ ადგილას"

დასაწყისი იხილე აქ

აი, ხედავ? მკვლელი არ ვარო, როგორ მტკიცედ გაიძახი. წეღან კი ძლივს ამოილუღლუღე, რომ საქმიანი საუბარი გქონდათ.

დასაწყისი იხილე აქ

მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.

დასაწყისი იხილე აქ

იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა


დასაწყისი იხილე აქ

ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი

დასაწყისი იხილე აქ

ის დარბაზი შუაგულში დადგა და ნელ-ნელა მუხლებზე დაეშვა. პირჯვარი გადაისახა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: ვფიცავ, მაღლა ღმერთს, დაბლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ზაზა უდანაშაულოა


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი