სიცოცხლემისჯილი (VII ნაწილი)
font-large font-small
სიცოცხლემისჯილი  (VII ნაწილი)
დასაწყისი იხილეთ აქ

შეხვედრა ჯაბა იოსელიანთან და სიკვდილმისჯილთან



- ვა, ჯაბა?! - წამოიძახა რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად. ახალი პატიმარი ჯაბა იოსელიანი იყო. ყვველას მოგვესალმა და ნელი ნაბიჯით გამოემართა ოთახის შუაგულისკენ. გზა დაუთმეს და როცა საკნის შუაში აღმოჩნდა, პატიმრებმა მის გარშემო წრე შეკრეს. რამდენიმე ბიჭი მისკენ გაემართა და გადაკოცნა. ისინი მისი თანამებრძოლები იყვნენ და კარგად იცნობდნენ. ზედა "ნარებიდანაც" წამოიშალნენ პატიმრები და ყველამ სათითაოდ ჩამოართვა ხელი, თან ეცნობოდნენ და საკუთარ სახელებს ეუბნებოდნენ. საოცარი ის იყო, რომ ჯაბამ ამდენი უცნობი ადამიანის ვინაობა მაშინვე დაიმახსოვრა, პირველსავე წუთიდან ყველას სახელით მიმართავდა და ერთხელაც არ შეშლია. იშვიათი მეხსიერება ჰქონდა ამ ადამიანს... ყველა მოწიწებით ექცეოდა. მაშინვე საუკეთესო ადგილი მიუჩინეს. საკანში ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა. ახალ პატიმარს ახალ გარემოსთან შეგუების საშუალება მისცეს. ეს ყოველთვის ასე ხდება: როდესაც საკანში ახალი კაცი შემოდის, მას ადგილს მიუჩენენ და საკუთარ სადარდებელთან თუ საფიქრალთან მარტოს ტოვებენ.
იმ ღამით ძალიან ლამაზი სიზმარი ვნახე: მე და ჩემი ნათია ზოოპარკში ვიყავით. ცხოველების გალიებს ჩამოვუარეთ. ნათიას ყველაზე მეტად ირემი მოეწონა და კარგა ხანს გამაჩერა გალიასთან. მერე სურათიც გადავიღეთ და ის-ის იყო, ზოოპარკიდან უნდა გამოვსულიყავით, რომ გამეღვიძა. უკვე გათენებულიყო. ზოგი იღვიძებდა, ზოგიც დასაძინებლად ემზადებოდა, რადგან მთელი ღამე თავის რიგს ელოდა, რომ საწოლი გათავისუფლებულიყო და დაწოლილიყო. ის პატიმრები, რომლებიც ღამით ფხიზლობდნენ, კარტის თამაშით ან სხვადასხვა თემაზე ლაპარაკით იქცევდნენ თავს. ხშირად ყოფილა ისე, რომ ეს საუბარი კამათში და შემდეგ - ჩხუბში გადაზრდილა. ასეთ დროს მთელი საკანი ფეხზე დგებოდა და მოჩხუბრებს აშველებდა.

მოკლედ, გავიღვიძე და კარგა ხანს სიზმარზე ვფიქრობდი. იქ უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ რომ გავიღვიძე, უფრო გამიმძაფრდა სიმარტოვის განცდა. ძალიან მომენატრა ჩემი ოჯახი და უზომოდ მომინდა ნათიას ჩახუტება. როგორც ჩანს, განცდები სახეზე მეწერა.
- რა იყო, ძმაო, ხმას რატომ არ იღებ? - საწოლზე ბესო ჩამომიჯდა. - ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე?
- ცუდი კი არა, კარგი სიზმარი ვნახე: მე და ბავშვი ზოოპარკში ვიყავით. - ამას რომ ვამბობდი, თვალები ცრემლით ამევსო.
- ნუ გეშინია, ძმაო, ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი მოწყალეა და აუცილებლად დაგეხმარება, რომ შენი სიმართლე დაამტკიცო. შენ რა გიჭირს, მე ვიკითხო... - ამოიოხრა და ჩაფიქრდა.
- შენ რისთვის დაგიჭირეს?
- ქრთამის აღებაზე დამაკავეს. დანომრილი ფული შემომაძლიეს. ფაქტზე დამიჭირეს, საღებავიც ხელზე მქონდა შერჩენილი.
- კი, მაგრამ ქრთამზე ვის იჭერენ, შენ რომ დაგიჭირეს? - მართლა გამიკვირდა, რადგან 100-დან 99 ადამიანი ქრთამს იღებდა.
- ჩემმა უფროსებმა "ასობის" დროზე ვერ გადაუხადეს ფული და იმათ მე გამიჩალიჩეს. იმედი მაქვს, უფროსები მიშველიან. თუ არა და, 6-დან 15 წლამდე მუხლი მიდგება. თუ ქრთამის აღება გადააკვალიფიცირეს და ფულის გამოძალვით შემიცვალეს, მაშინ 0-დან 5 წლამდეა და მერე რაღაცა მეშველება.
- დაგეხმარებიან, აბა, რას იზამენ, - დავამშვიდე ბესო.
- ზაზა, თუ იცი, ციხის კორპუსზე ჩიტები ბუდეს რატომ არ იკეთებენ? - მკითხა მოულოდნელად.
- დავფიქრდი.
- არ ვიცი, - ვუპასუხე ბოლოს.
- რატომ, ძმაო, და იმიტომ, რომ ციხე ცოდვიანი ადგილია. ეს კი ჩიტებმაც იციან. ხედავ, რა საოცარია ბუნება? - მხოლოდ თავი დავუქნიე და ისევ ჩავფიქრდი.
"კარმუშკასთან" "ბალანდიორი" (ციხის თანამშრომელი, რომელიც საჭმელს არიგებს) მოვიდა და დაიძახა:
- "დევიტ სემ", პური აიღეთ! - თან "კარმუშკაში" ხელი შემოყო და პური მოგვაწოდა. - ერთი, ორი, სამი... - სათითაოდ მოგვითვალა. სულ 47 პური უნდა მოეცა, რადგან ამ საკანში სწორედ ამდენი პატიმარი იჯდა და თითოს დღეში ერთი პური ეკუთვნოდა. ვისაუზმეთ და საკანი ახმაურდა. ერთი ძველი, შავ-თეთრი ტელევიზორი გვქონდა. უფრო სწორად, "შავბნელი" და ყველანი იმას მივუცუცქდით, რადგან "ბრძოლა წესების გარეშე" გადიოდა.

- ჰოდა, მიდი, მიდი, უყურეთ, რა იცით, რაში გამოგადგებათ?! თქვენ კი აღარავინ გამუშავებთ პოლიციაში, მაგრამ რა იცი, რა ხდება! ზოგი გამართლდება და ისევ დაბრუნდება პოლიციაში, - ეს გია იყო, ყოფილი "მხედრიონელი", - ჩხუბის მანერებს უფრო დახვეწთ და მერე უფრო კარგად "დაამუშავებთ" დამნაშავეებს.
- მე არავინ მიცემია, ძმაო, - რამდენიმე კაცმა ერთად გასცა პასუხი.
- ჰო, მამა აბრამის ბატკნები ხართ, თქვენმა მზემ! არც არავინ დაგიჭერიათ, არა?! - არ ისვენებდა გია. ყველა გაისუსა.
- ნაღდად არავინ დამიჭერია, ძმაო, - მხოლოდ ერთმა გასცა პასუხი გიას.
- ეეე, აბა, რას აკეთებდი პოლიციაში, შე ჩემა? მდივანი იყავი? თუ რემონტი იყო შენობაში და "მალიარად" მუშაობდი?.. - ყველას გაეცინა გიას ხუმრობაზე. ადრესატმა კი პასუხი არ გასცა, მხოლოდ ხელი ჩაიქნია.
- კენჭაძე, გაემზადე! - "კარმუშკიდან" მორიგემ დაიძახა. კენჭაძე ადგა და კართან მივიდა. მორიგემ სხვა სანკებისკენ გადაინაცვლა, იქაური პატიმრებიც რომ გაეფრთხილებინა. მერე 7-8 კაცს ერთად მოუყრიდა თავს და ერთი სართულით ქვევით ჩაიყვანდა, ზოგს - ადვოკატთან, ზოგს - გამოძიებელთან შესახვედრად.

... ჩემი დაჭერიდან 5 თვე თვალის დახამხამებაში გავიდა. თითქოს დღეები იწელებოდა, მაგრამ უკან რომ მიიხედავდი, უკვე 1 თვე იყო გასული. არადა, გეგონებოდა, სულ 1-2 კვირა გავიდაო... ოჯახი მენატრებოდა, ყველაზე მეტად - ნათია. როდესაც ფანჯრის ღრიჭედან ბავშვს ვხედავდი, ბედნიერი ვიყავი. ის უკვე გამართულად დადიოდა და ლაპარაკობდა. ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც მის გვერდით აღარ ვიყავი. თითქოს უცებ გაიზარდა და დიდი გოგო გახდა. ჩემები რომ წავიდოდნენ ხოლმე, მერე კარგა ხანს მედგა თვალწინ მისი ლამაზი სახე და "კუსკუსა" ქცევები.
- "დევიტ სემ", 49-ის "ბაიანის" და "ზუკოს" "პრაგონია"! - დაიძახეს გვერდით საკნიდან. ეს იმას ნიშნავდა, რომ ქურდები წამლისთვის ნემსს ითხოვდნენ და წვენიც უნდოდათ - ჩვეულებრივი წვენი, რომელიც მაშინ "ზუკოს" ფირმას შემოჰქონდა და მათთვის უნდა გაგვეგზავნა. თან გვერდით საკნისთვის უნდა გადაგვეძახა, იმათ კიდევ - გვერდით, რომ მთელ ციხეს მოსდებოდა ეს ინფორმაცია.
- ისე, რა არის ეს ცხოვრება, არა? მთელი ცხოვრება მაგათ დავდევდი დასაჭერად და ახლა ნემსსა და წვენს მთხოვენ... - ჩაილაპარაკა ერთ-ერთი რაიონის "ოურის" ყოფილმა უფროსმა, რომელიც დღე-დღეზე სასამართლოს ელოდა.
- ჩუთლაშვილი, გაემზადე, ხვალ "პიტიმინუტკაზე" გაგიყვანენ, - დაიძახა მორიგემ.
- ეს რაღა არის? - გაკვირვებულმა ვიკითხე.
- ასათიანზე წაგიყვანენ, ძმაო, შეგამოწმებენ, ნორმალური ხარ თუ არა, - მიაპსუხა ერთმა.
- ეგ რაში მჭირდება? - უფრო მეტად გამაკვირვა მისმა პასუხმა.
- შენ კი არა, გამომძიებელს სჭირდება, რომ საქმეში კიდევ ერთი ფურცელი ჩაიკრას და საქმეში ჩაეთვალოს, გითხრეს, უნდა გაემზადო, "ზნაჩიტ" უნდა გაემზადოოო... - გაწელად ბოლო სიტყვა.
- გავემზადო, თორემ მეც ახლა, საპარიკმახეროში არ წავიდე და შარვალ-პიჯაკი არ დამჭირდეს, რა... ან მზითვი არ დამრჩეს წასაღები... - არ ვიჯერებდი, რომ მართლაც ასათიანზე წამიყვანდნენ. შესამოწმებლად, მეგონა, ისევ მეკაიფებოდნენ, როგორც სხვა პატიმრებს, მაგრამ დამარწმუნეს, რომ ნამდვილად ეს პროცედურა უნდა გამევლო.
- იქ ბადრაკი წაგიყვანს და თუ 20 ლარს გადაუხდი, შენებს შეგახვედრებენ, - მითხრა ისევ იმან, ვინც "პიტიმინუტკის" არსში გამარკვია.
ძალიან გამიხარდა, მაგრამ საქმე ის იყო, ჩემებისთვის როგორ შემეტყობინებიან, იქ რომ მოსულიყვნენ? ღიმილი სახეზე შემაშრა. ბოლო იმედიც ჩამიქრა.

დილით გავემზადე. ფეხსაცმელი 5 თვის განმავლობაში პირველად ჩავიცვი, რადგან ტერფები მტკიოდა და მანამდე ამას ვერ ვახერხებდი... მორიგემ მომაკითხა და "ფუქსებში" ჩამიყვანა. ეს დროებითი სადგომია, სადაც "ჩორნი ვარონს" უნდა დაელოდოს პატიმარი. აქ ყველა კატეგორიის პატიმარი ერთადაა თავმოყრილი - შავიც, წითელიც, ჩამშვებიც და "ბოზიც". ფსიქიატრიულში შესამოწმებლად მხოლოდ ის პატიმრები მიჰყავდათ, ვინც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იყო დაკავებული. იმ დღეს 9 კაცი ვიყავით. გულში ვფიქრობდი - ახლა ამათ მკვლელი ვგონივარ-მეთქი, - და ძალიან ვიტანჯებოდი ამის გამო. გზაში ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვინ რომელი საკნიდან იყო. ჩემი ჯერიც დადგა.
- შენ რომელი "კამერიდან" ხარ, ძმაო? - მკითხა იმან, ვინც საუბრის ინიციატორი იყო.
- "დევიტ სემიდან", - ვუპასუხე და მის თავს ზემოთ გავიხედე.
- ვააა, თანამშრომელი ხარ?! უფრო სწორად, ყოფილი თანამშრომელი, არა?.. სად მუშაობდი, ძმაო? - "ვაჟნი" სიფათი მიიღო ცნობისმოყვარე პატიმარმა. ის ბიჭი ტარაკანივით შავი იყო და მიჭყლეტილი ცხვირ-პირი ჰქონდა. სიამოვნებით, კიდევ უფრო მეტად მივუჭყლეტდი, რადგან პასუხის გაცემის სურვილი არ მქონდა. მაინც ვუპასუხე:
- ქალაქის მთავარ სამმართველოში.
- მერე, შენმა პოლიციამ დაგიჭირა? კარგი იყო, შენ რომ გვიჭერდი? - ნიშნის მოგებით მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა.
დუმილით ვუპასუხე.
- რაო, რას გაშტერებულხარ?! - მკითხა, როდესაც მიხვდა, რომ პასუხის გაცემას არ ვაპირებდი.
- შეეშვი, შენ ხომ მაგას არ დაუჭერიხარ! - გამომესარჩლა მეორე.
- მე არა, მაგრამ ჩემებს ხომ იჭერდა! - თავისას არ იშლიდა ის და ავად მიყურებდა.
- ვაა, პოლიციელი იყო და დაიჭერდა, აბა რას იზამდა?! თუ შენთვის არაფერი დაუშავებია, ვინ გკითხავს?! - დატუქსა ისევ მეორემ. როგორც ჩანს, ის მეორე მისთვის გარკვეულ ავტორიტეტს წარმოადგენდა, რადგან მაშინვე გაჩუმდა და ხმა აღარ ამოუღია.
ასათიანზე მიგვიყვანეს და ნახევრად ღია საკანში შეგვრეკეს. სათითაოდ გავყავდით და სულ 5 წუთი სჭირდებოდათ, რომ ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობა დაეწერათ. აი, თურმე რატომ ეძახდნენ "პიტიმინუტკას".
ოთახში 3 ქალი და 1 მამაკაცი დამხვდნენ. 2 ქალი ახალგაზრდა იყო. ამდენი თვის მანძილზე ქალი არათუ თვალით არ მენახა, ჩემი მდგომაროებიდან გამომდინარე, არც კი გამხსენებოდა. ახლა კი ჩემ წინ ორი ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე ქალი იჯდა. ერთს დეკოლტირებული მაისურიდან სავსე მკერდი მოუჩანდა. გავშტერდი. თითქოს თავბრუ დამეხვა, ირგვლივ ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა და მხოლო მის მკერდს ვხედავდი მკვეთრად... რაღაცას მელაპარაკბეოდნენ, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდი, მხოლოდ ვხედავდი, რომ პირს აღებდნენ. ზოგი მიღიმოდა, ზოგი - შუბლშეჭმუხნილი მიყურებდა. მხოლოდ იმ ქალის მზერაში ვიგრძენი, რომ მიხვდა, რაც მჭირდა. ბოლოს, მამაკაცმა ხმას აუწია და გონს მოვეგე.

- რატომ მოკალი უდანაშაულო ადამიანები? - გავიგონე შეკითხვა და უცებ დავუბრუნდი რეალობას. გამახსნედა, რომ პატიმარი ვიყავი.
- არ მომიკლავს, - ვუპასუხე და თვალი ისევ იმ ქალის მკერდისკენ გამექცა.
მერე თავი ხელში ავიყვანე და ვაიძულე, მისთვის აღარ შემეხედა. ვცდილობდი, ყველა დეტალი ამეხსნა მათთვის. არ ვიცი, რა იფიქრეს, მაგრამ ბოლომდე არ მომისმინეს და ბადრაგს დაუძახეს - წაიყვანეო. ცოტა ხანს კიდევ მომიწია ოთახში დალოდებამ, ვიდრე დანარჩენ პატიმრებსაც შეამოწმებდნენ და მერე უკნა, ციხეში დავბრუნდით.
ერთი სული მქონდა, როდის შევიდოდი საკანში. ძალიან დავიღალე, მაგრამ ვინ მაცალა დასვენება? შემომეხვივნენ პატიმრები და შეკითხვები დამაყარეს. თითქოს რაღაც სიახლეს ვეტყოდი. ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლეს და როგორც იქნა, თავი დამანებეს.
... იმ ღამით ის ქალი მესიზმრა. მოშორებით იდგა. მე მისკენ მივდიოდი, ის კი ზუსტად იმდენივე მანძილით მშორდებოდა, რამდენითაც წინ წავიწევდი. ვერა და ვერ მივუახლოვდი... ოფლში გაწურულმა გავიღვიძე. ძილი ვერ შევიბრუნე და ის იყო, ავდექი, რომ მორიგემ 2 პატიმრის გვარი ამოიკითხა: "ს ვეშჩამიო!" - დაიძახა და "კარმუშკა" დაკეტა.
ცხოვრებაში არ მინახავს ისეთი ბედნიერი ადამიანები, როგორიც იმწუთას ვნახე. ვინატრე, მათ ადგილზე ვყოფილიყავი. მეორე საღამოს გაიყვანეს ის პატიმრები. ყველას დაგვემშვიდობნენ და შეგვპირდნენ, როგორც კი მოვახერხებთ, მაშინვე რამეს შემოგიგზავნითო. ეს ციხის დაუწერელი კანონია: როცა პატიმარი თავისუფლდება მან "გრევი" უნდა გაუკეთოს საკანში დარჩენილებს.
იმ საღამოს უჩვეულო სიჩუმე იდგა საკანში. დილით კი ყველას ლაპარაკის საღერღელი აეშალა და ჰყვებოდნენ, ვის რა სიკეთე ჰქონდა გაკეთებული.
- 7 თვის წინ, ძმაო, ძებნილის დასაკავებლად ვიყავით გასულები, - დაიწყო ერთმა, - კარი ფეხმძიმე ქალმა გაგვიღო, მის უკან კი 2 პატარა ბავშვი იდგა. ერთი დედას კაბაზე ეკონწიალებოდა და ტიროდა, მშიაო. გული შემიწუხდა. ლამის გადავირიე და გავიფიქრე - ახლა ის "დედაატირებული" სახლშიც რომ იყოს, მისი დამჭერი არ ვარ-მეთქი. შინ შევედი და ოთახები სიმბოლურად, მოვალეობის მოხდის მიზნით შემოვიარე. დავინახე, რომ ძებნილი გარდერობთან იმალებოდა, მაგრამ ისე მოვიქეცი, ვითომ ვერ შევნიშნე. სხვას რომ დაეჭირა და მერე ჩავეშვი, რა უნდა მექნა? შევავსე ოქმი, ჩავწერე - ოპერატიული ინფორმაცია გადავამოწმე და არ დადასტურდა-მექთი და სასწრაფოდ დავტოვე ის ოჯახი. ბავშვები შემეცოდნენ და მათი მამა იმიტომ არ დავიჭირე, - დაასრულა თხრობა. ისე ჰყვებოდა, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი არავის შეჰპარვია.
ვიდრე ეს ყოფილი პოლიციელი თავის ამბავს გვიყვებოდა, მანამდე "ბალანდიორმა" იმდენი "დაჩკა" (ამანათი) შემოგვიტანა, სად წაგვეღო, აღარ ვიცოდით. როცა ბევრი საჭმელი გვიგროვდებოდა, სიკვდილმისჯილებს ვუგზავნიდით ხოლმე, სიგარეტით ხომ მუდმივად ვამარაგებდით. ციხის დერეფანში თუ ზურგს უკან ხელებდაწყობილ და ბორკილდადებულ პატიმარს გადავეყრებოდით, ვხვდებოდით, სიკდვილმისჯილი რომ იყო.

ერთხელ, ადვოკატთან შეხვედრაზე მყოფი, სიკვდილმისჯილს შევხვდი. ისეთი საწყალი სახე ჰქონდა, მისი ცოდვით დავიწვი. სიგარეტი მთხოვა, მაშინვე მივწაოდე. შემომხედა და გაეცინა. ჯერ კი გამიკვირდა, რატომ იცინის-მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ სიგარეტს ვერ გამომართმევდა და ღერი ტუჩებთან ჩემი ხელით მივუტანე. მადლობის ნიშნად, რაღაც ღიმილის მაგვარი გამოეხატა სახეზე. მთელი კოლოფი სიგარეტი ჩავუდე ჯიბეში და სანთებელიც გავატანე.
ერთ დღეს დასაძინებლად მხოლოდ დილით მომიწია დაწოლამ. ცოტა ხნის შემდეგ, "მხედრიონელი" გიას ყვირილმა გამაღვიძა.
- ვინ არის დღეს მორიგე? როცა პოლიციაში მუშაობდით, ხომ არ გავიწყდებოდათ მორიგეობა?! ახლა რა, თაკილობთ?! ვინ არის მორიგე-მეთქი?!! - აუწია ხმას.
- მე ვარ, - ძლივს ამოიკნავლა "ოურის" ექსუფროსმა.
- მერე? შენ ისევ იმ კაბინეტში ხომ არ გგონია თავი, ოლია ბებო რომ გილაგებდა და მდივანს რომ "ჟიმავდი", მაცივარში "ბორჯომი" და აწყობილი ცხოვრება რომ გქონდა?! აიღე ცოცხი და კეთილი ინებე, სადაც ცხოვრობ, ის ადგილი მოხვეტე! - დაასრულა მონოლოგი.
დატუქსულ ვიცე-პოლკოვნიკს ხმა არ ამოუღია, მაგრამ გულში კი ალბათ ფიქრობდა, ერთი გარეთ ვიყოთ და მე შენ გიჩვენებდი სეირსო. მაგრამ ციხე - ციხეა, მას თავისი კანონები აქვს და აქ სხვანაირი უფროს-უმცროსობაა. საკანში მორიგეობა იყო დაწესებული და ყველას უნდა დაეხვეტა ოთახი, ვინც იქ იყო. თუმცა არსებობდნენ გამონაკლისებიც. იყვნენ ადამიანები, ვისაც უფრო ხშირად უწევდა ცოცხთან "ურთიერთობა" ან პირიქით - საერთოდ არ უწევდა. ჩვენს საკანში ერთი კაცი იჯდა, რომელიც ადრე დიდ თანამდებობაზე მუშაობდა. მას ყველაზე ხშირად უწევდა ოთახის დახვეტა. ერთხელ ჯაბა იოსელიანმა ამ პატიმარს დაუძახა და თავის პირდაპირ დასვა.
- რაზე დაგიჭირეს? - ჰკითხა და მოსამენად მოემზადა. ამ კაცს არ უყვარდა თავისი ამბის თხრობა და მგონი, მანამდე, სულ რამდენიმესთვის ჰქონდა მოყოლილი, თუ რისთვის მოხვდა ციხეში, მაგრამ ჯაბას უარის თქმას ვერავინ გაუბედავდა. ამიტომ იძულებული გახდა, მოყოლა დაეწყო. საკანში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. ყველას აინტერესედა, რას იტყოდა ეს კაცი.
- მკვლელობაზე - მოკლედ თქვა. როგოც ჩანს, ვრცელი პასუხისთვის თავის არიდებას აპირებდა, მაგრამ არ გამოუივდა.

- ვის მკვლელობაზე?
- პოლიციელის, - ძლივს ამოღერღა.
- რატომ მოკალი? - წარბი ასწია ჯაბამ. - ჯერ ის თქვი, სად მუშაობდი?
- სამმართველოს უფროსის მოადგილე ვიყავი, - ოროსანი მოსწავლესავით თავჩაღუნული პასუხობდა ყოფილი პოლიციელი.
- მერე? ასე უნდა ამოგგლიჯო სიტყვები? მოჰყევი! - უბრძანა ჯაბამ.
- 3 წლის წინ ჩემს უფროსს ერთი ქალი მოსწონდა. მისი ნაცნობის საყვარელი იყო. რა არ იღონა, მაგრამ ვერაფრით მოინადირა იმ ქალის გული. ჩემმა უფროსმა გადაწყვიტა, ის კაცი თავიდან მოეშორებინა და ეს საქმე მე მომანდო.
- ვაა, დათანხმდი, ტო?!. - გაუკვირდა ჯაბას.
- აბა, რა მექნა? უარი რომ მეთქვა, უკეთეს შემთხვევაში სამსახურს დავკარგავდი და საერთოდ, მგონია, სიცოცხლესაც გამომასალმებდა: აბა, ჩემნაირ მოწმეს ცოცხალს დატოვებდა?!.
- და შენც ასე, უბრალოდ მიხვედი და შუბლში დააჭედე, არა?! - ვერ მოითმინა ერთ-ერთმა პატიმარმა.
- არა... - მძიმე პაუზა გააკეთა მან, თავჩაქინდრულმა და ძალისძალად განაგრძო. - ის კაციც პოლიციელი იყო. ჰოდა, ჩემმა უფროსმა ერთხელ სპეცოპერაციაზე ერთად გაგვიშვა: ვითომ არეულობის დროს ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, რა!..
- ვა, მერე, ტო?
- რა მერე?.. სპეცოპერაცია ღამით ტარდებოდა. სამკაციანი ყაჩაღთა ჯგუფი ქალაქის განაპირას, ერთ კერძო სახლში იმალებოდა და ჩვენც ალყაში მოვაქციეთ. ცეცხლი გაგვიხსნეს. სროლის დროს ამ კაცის უკან დავდექი და... ჩაიკეცა და გულაღმა დაეცა. ვიდრე თვალებს დახუჭავდა, უკან გამოხედვა მოასწრო. საცოდავად ამომხედა... უეცრად მხარზე ვიღაცის ხელის შეხება ვიგრძენი და როგორც კი მივბრუნდი, მთელი ძალით ყბაში "დამაკერა".

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
06.03.2015
Ra sahinelebaaaa guli hemigonda ra qveyanahi vcxovrobt gmerto shemo
marina
05.03.2015
საშინლად შევწუხდი, დავიზაფრე, უმწეობის განცდამ დამამუნჯა, და გეკითხებით ყველას, რაც აქ წერია როგორც მე მესმის ნამდვილი გვარი და სახელებია და ან თვითონ ან მათი ჯიში და გვარი როგორ ცხოვრობს და სუნთქავს
მაყვალა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

უზომოდ მტკიოდა გული, მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემელძო. მე არ შემეძლო იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გასაჭირში მიმატოვა


დასაწყისი იხილე აქ

გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე.


დასაწყისი იხილე აქ

ამ დღეებში ისეთი კაცი მოიყვანეს ჩვენთან, რომელთან ერთადაც ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. მე და ის კაცი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ვართ. ამიტომაც, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ აქეთ წამოვეყვანე.

დასაწყისი იხილე აქ

ეეე, შენ რა მიამიტი კაცი ყოფილხარ, ძმაო. შენმა ერთმა დაზარალებულმა შემომითვალა, დიდ ფულს გადავიხდი, თუ მაგ კაცს "გაასაღებო".

დასაწყისი იხილე აქ

ჭერზე ობობა შევნიშნე, რომელიც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობდა. "შე დალოცვილო, რაღა ციხეში "აიშენე" "სახლი", შენ მაინც გაქვს არჩევანის საშუალება, წადი, რა, სადმე თავისუფალ ადგილას"

დასაწყისი იხილე აქ

აი, ხედავ? მკვლელი არ ვარო, როგორ მტკიცედ გაიძახი. წეღან კი ძლივს ამოილუღლუღე, რომ საქმიანი საუბარი გქონდათ.

დასაწყისი იხილე აქ

მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.

დასაწყისი იხილე აქ

იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა


დასაწყისი იხილე აქ

ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი

დასაწყისი იხილე აქ

ის დარბაზი შუაგულში დადგა და ნელ-ნელა მუხლებზე დაეშვა. პირჯვარი გადაისახა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: ვფიცავ, მაღლა ღმერთს, დაბლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ზაზა უდანაშაულოა


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი