სიცოცხლემისჯილი (XV ნაწილი)
font-large font-small
სიცოცხლემისჯილი (XV ნაწილი)
დასაწყისი იხილე აქ

აი, ხედავ? მკვლელი არ ვარო, როგორ მტკიცედ გაიძახი. წეღან კი ძლივს ამოილუღლუღე, რომ საქმიანი საუბარი გქონდათ.


ზედამხედველი გავიდა თუ არა, მე და ჯული თითქოს შეთქმულებივით გავჩუმდით. კარგა ხნის მანძილზე ვდუმდით. ერთმანეთს თვალებით ვზომავდით და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ვეძებდით. გონებაში ერთი კი გამიელვა, რომ ავმადგარიყავი, მაგრამ ეს აზრი მაშინვე უარვყავი, რადგან არ იყო გამორიცხული, კიდევ ერთი პროვოკაციის მსხვერპლი გავმხდარიყავი. მასთან რომ მივსულიყავი და ყვირილი აეტეხა, მერე რით მემართლებინა თავი? თითქოს ჯულიმ ჩემი აზრი ამოიკითხა.
- რა იყო, ზაზა, გეშინია? - მკითხა და ისე გამიღიმა, რომ ლამის ნაწილებად დავიშალე.
- არა, - მტკიცედ ვუპასუხე.
- აბა, რატომ არ იძვრი ადგილიდან?
- იმიტომ, რომ არ ვიცი, რა გაქვთ გულში, - ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე და პირდაპირ ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი.
- შენ გგონია, რომ მე შენთვის ცუდი მინდა?
- არ ვიცი, ქალბატონო ჯული, რადგან არ გიცნობთ. მე არ ვიცი და ვერ გამირკვევია, რატომ მიყურებდით ასეთი თვალებით, პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს. არც ის ვიცი, რატომ მომეცით თქვენი ტელეფონის ნომერი და არც ის, რატომ მოხვედით ახლა ჩემს სანახავად. რა ვიფიქრო? ქალი, რომელიც თანამდებობის პირია, თავისუფალია, ლამაზია და შეუძლია, ნებისმიერი კაცი მის ფერხთით გართხმული იხილოს, აქ, პატიმართა მოდის, ამ პირქუშ ოთახში, მარტო რჩება და ელის, როდის ადგება ეს პატიმარი და მოეხვევა? სად არის აქ ლოგიკა?
- მართალი ხარ, შესაძლოა, ლოგიკა მართლაც არ არის, მაგრამ ხომ შეიძლება, ხანდახან ადამიანის საქციელი არანაირ ლოგიკაში, ჩარჩოში არ ჩაჯდეს და წესებს არ დაემორჩილოს?
- და რატომ მაინცდამაინც მე? - ვიკითხე გაკვირვებულმა.
- იმიტომ, რომ მომეწონე.
- და რადგან მოგეწონეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე თქვენს სურვილს უნდა დავემორჩილო? იქნებ მე არ მინდა თქვენთან ურთიერთობა? ამას ანგარიშს არ უწევთ? - არა, ეს მე არ ვიყავი. ამის თქმა ნამდვილად არ მინდოდა. ჩემ მაგივრად ვიღაც სხვა ლაპარაკობდა. საიდან მოვიტანე ეს ტექსტი, არ ვიცი.
- ზაზა, აქ რომ მოვდიოდი, მაშინ ფიქრობდი, რომ ამას მეტყოდი? შენ რომ არ გნდომოდა, არ დამირეკავდი. ასე არ არის? ვიცი, რომ ერთი სული გქონდა, როდის დამირეკავდი და როცა შეგპირდი, გნახავ-მეთქი, ერთი სული გქონდა, როდის მოხდებოდა ეს შეხვედრა. როცა ტელეფონის ნომერი მოგეცი, ეს იმას ნიშნავდა, რომ არჩევანის საშუალება დაგიტოვე. ასე რომ არ ყოფილიყო, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ყოველგვარი დარეკვისა და შეთანხმების გარეშე მოხდებოდა. რა, მორიგე რომ მოვიდოდა და აქ წამოგიყვანდა, წინააღმდეგობას გაუწევდი?
- ვერა, - მორჩილი ბავშვივით გავაქნიე თავი.
- ჰოდა, თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ ჩემთან სასაყვედურო არაფერი გაქვს. ახლა კი ამ უაზრო ლაპარაკში დროს ტყუილად კარგავ. ზუსტად ნახევარი საათით გავიდა და ის ზედამხედველი სადაცაა, დაბრუნდება. შენ კი იმის განსჯას შეალიე ეს ძვირფასი დრო, რაც ასე აშკარა და ნათელი იყო.
- ახლა არაფრის გაკეთება აღარ შეგიძლიათ? - ვიკითხე დანანებით და თხოვნით სავსე თვალებით შევხედე.
- ახლა შემიძლია დაგემშვიდობო და წავიდე, - მითხრა, ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა. წამოდგომა დავაპირე, მაგრამ მისმა ხელმა ამის საშუალება არ მომცა. მუხლზე ჩამომიჯდა და ხელი მომხვია. მისი სუნამოს სურნელმა თავბრუ დამახვია. ცხვირი ყურის ძირში მივუტანე და სურნელი ღრმად შევისუნთქე. ხელით ნიკაპი ამიწია და ტუჩებში მაკოცა. ლამის უსულოდ გავიშხლართე ძირს, მაგრამ თავი ვაჟკაცურად მოვთოკე.
ცოტა ხანში გარედან ფეხის ხმაც შემომესმა. მივხვდი, რომ ზედამხედველი გვიახლოვდებოდა და განგებ ხმაურობდა, რომ მისი ფეხის ხმა გაგვეგო. ჯული წამოდგა და ზედამხედველს უკვე კართან დახვდა.
- ჩაიბარეთ პატიმარი და კარგად გაუფრთხილდით, არსად გაგექცეთ, თორემ საკუთარი თავით აგებთ პასუხს. - ღიმილით უთხრა, ჩემკენ შემობრუნდა, ხელი დამიქნია. - ამ დღებში შემოგივლი და განვაგრძოთ საუბარიო, მითხრა და გავიდა.
- როგორ არის საქმე? - ეშმაკური ღიმილით მკითხა ზედამხედველმა.
- კარგად, - ვთქვი და ვიგრძენი, როგორ წამოვწითლდი.
- ეს ქალი გამაგიჟებს - ხელი ჩაიქნია კაცმა. მე ხმა არ გავეცი. ამიტომ ისევ თვითონ განაგრძო ლაპარაკი. - 5 წელია, აქ ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში შენ მესამე პატიმარი ხარ, ვისაც თვალი დაადგა. პირველთან მთელი 2 წლის განმავლობაში მოდიოდა, მეორესთან სულ რამდენიმე თვე, რადგან ის მალე გათავისუფლდა. ბოლო 1 წელია, აქ აღარ მინახავს. ახლა კი შენ გადაგეკიდა.
- არ გადამეკიდა, ჩვენ საქმეზე ვლაპარაკობდით - როგორღაც, არადამაჯერებლად ვთქვი. უბრალოდ, მოვალეობა მოვიხადე.
- ჰმ... კარგი, კარგი, წამოდი... ახლა შენ მკვლელი ხარ და ის - თანამდებობის პირი? - თავის თავს უფრო ჰკითხა, ვიდრე ჩემს გასაგონად.
- მე მკვლელი არ ვარ, - ხმაში სიბრაზე შემერია.
- აი, ხედავ? მკვლელი არ ვარო, როგორ მტკიცედ გაიძახი. წეღან კი ძლივს ამოილუღლუღე, რომ საქმიანი საუბარი გქონდათ.
- კარგი, წამოდი, წამოდი... - ისე "დავპატიჟე", თითქოს მე ვიყავი ზედამხედველი და ის - პატიმარი. გაიცინა და უკან გამომყვა.

ის ღამე ფიქრში გავათენე. ვნანობდი, ასე რომ მოვიქეცი, მაგრამ თან თითქოს კმაყოფილი ვიყავი, რადგან ჩემი უფლებები მაინც დავიცავი. მართალია, უადგილოდ ადგილზე, მაგრამ ხომ დავიცავი? "ძალიანაც კარგად", - ვფიქრობდი გაგულისებული, - "ამის მერე ეცოდინება, რომ ისე ვერ მომექცევა, როგორც თვითონ უნდა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა"...

დღე დღეს მისდევდა. ჯულის აღარ ვეხმიანებოდი. ძალიან მინდოდა, რომ დამერეკა და მისი ოდნავ ჩახლეჩილი, სექსუალური ხმა კიდევ ერთხელ გამეგონა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ბიჭები ხანდახან შემახსენებდნენ ხოლმე:
- ის ქალი სად დაიკარგა, ზაზა, ნომერი რომ მოგცა, რატომ არ ურეკავ? - ვერა და ვერ დაივიწყეს ის დღე.
- თუ სურვილი აქვს, თვითონ დამირეკოს-მეთქი, ვპასუხობდი და მასზე ლაპარაკს ყველანაირად თავს ვარიდებდი. არადა, მასზე ფიქრიც კი მაგიჟებდა. "სულ რომ აღარ დარეკოს?" - ვფიქრობდი და შიშით გული მისკდებოდა.
ამასობაში 2 კვირა გავიდა. ვგრძნობდი, უკვე ნებისყოფა მღალატობდა. ერთ დილას კი იმ გადაწყვეტილებით ავდექი, რომ იმ დღეს აუცილებლად დავურეკავდი. კარგა ხანს მომიწია ლოდინმა, როდის მომეცემოდა შემთხვევა, რომ მარტო დავრჩენილიყავი და როგორც კი ამის შანსი მომეცა, მაშინვე ჯულის ტელეფონის ნომერი ავკრიბე.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
06.03.2015
მერე სენ გაასცორე რა პრეტენზიებს ისვრი ი
ნაგოს
26.02.2015
წაკითხვადი და საინტერესოა, მით უმეტეს რომ ნამდვილია ამბავია, მაგრამ ეს გრამატიკული შეცდომები რა უბედურებაა... აკრიბა... და ა.შ
ნაგო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

უზომოდ მტკიოდა გული, მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემელძო. მე არ შემეძლო იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გასაჭირში მიმატოვა


დასაწყისი იხილე აქ

გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე.


დასაწყისი იხილე აქ

ამ დღეებში ისეთი კაცი მოიყვანეს ჩვენთან, რომელთან ერთადაც ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. მე და ის კაცი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ვართ. ამიტომაც, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ აქეთ წამოვეყვანე.

დასაწყისი იხილე აქ

ეეე, შენ რა მიამიტი კაცი ყოფილხარ, ძმაო. შენმა ერთმა დაზარალებულმა შემომითვალა, დიდ ფულს გადავიხდი, თუ მაგ კაცს "გაასაღებო".

დასაწყისი იხილე აქ

ჭერზე ობობა შევნიშნე, რომელიც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობდა. "შე დალოცვილო, რაღა ციხეში "აიშენე" "სახლი", შენ მაინც გაქვს არჩევანის საშუალება, წადი, რა, სადმე თავისუფალ ადგილას"

დასაწყისი იხილე აქ

მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.

დასაწყისი იხილე აქ

იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა


დასაწყისი იხილე აქ

ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი

დასაწყისი იხილე აქ

ის დარბაზი შუაგულში დადგა და ნელ-ნელა მუხლებზე დაეშვა. პირჯვარი გადაისახა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: ვფიცავ, მაღლა ღმერთს, დაბლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ზაზა უდანაშაულოა


დასაწყისი იხილე აქ

როგორც იქნა, ნათიას ხელისგულის ფერებით გული ვიჯერე და მეორე წერილს მივუბრუნდი

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი