სიცოცხლემისჯილი (XVI ნაწილი)
font-large font-small
სიცოცხლემისჯილი (XVI ნაწილი)
დასაწყისი იხილე აქ

ჭერზე ობობა შევნიშნე, რომელიც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობდა. "შე დალოცვილო, რაღა ციხეში "აიშენე" "სახლი", შენ მაინც გაქვს არჩევანის საშუალება, წადი, რა, სადმე თავისუფალ ადგილას"




- გისმენთ! - ბოხმა, მამაკაცურმა ხმამ მიპასუხა. ცოტა დავიბენი და გავჩუმდი, რომ მომეფიქრებინა, რა უნდა მეთქვა. - თქვენ ჯული გინდათ? - ისევ მან მკითხა.
- დიახ, - ძლივს ამოვღერღე სათქმელი.
- ცოტა ხანში დარეკეთ. ან დამიბარეთ, რა გადავცე და თვითონ დაგირეკავთ.
- უთხარით, რომ ზაზამ დარეკა. გმადლობთ, - ვთქვი ბოლოს და ტელეფონი გავთიშე.
სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა ვიეჭვიანე კიდეც, მაგრამ იმ მამაკაცის ხმაში არ შემინიშნავს ჩემი გამო გამოწვეული გაღიზიანება ან ეჭვი და ეს მამშვიდებდა. თან საკუთარ თავზე მეცინებოდა. ვისზე ვეჭვიანობდი? რა უფლება მქონდა? მაგრამ ყველა მამაკაცი ხომ ბუნებით მესაკუთრეა და გამონაკლისი არც მე ვიყავი. ქალი, რომელზეც უკვე კარგა ხანია, ვოცნებობდი და ჩემად მეგულებოდა, სხვისთვის არ მემეტებოდა. ამაზე რომ ვფიქრობდი, ნინო გამახსენდა. თუ ვინმე არ მემეტებოდა სხვისთვის, ეს პირველ რიგში ნინო იყო. წარმოვიდგინე, როგორ ცხოვრობდა სხვასთან ერთად, როგორ ეუბნებოდა იმავე სიტყვებს, რასაც მე, ისევე ეფერებოდა, ზრუნავდა მასზე და აგრძელებდა ცხოვრებას. მე კი... მე ვერავინ - ვერც ჯალათებმა, ვერც წამებამ, ვერც გულდედავებმა, ხუცურაულებმა და ტატიშვილებმა გამტეხეს სულით. მხოლოდ ერთმა ადამიანმა წამაქცია და ეს იყო ნინო, ჩემი ყოფილი ცოლი. ალბათ ასე იყო საჭირო, ალბათ ეს იყო ჩემი იღბალი და ყველაფერი ასე იმიტომ აეწყო. ამ ფიქრში ვიყავი ჩაფლული, რომ ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
- ზაზა, ჯული ვარ, - მომესმა ნანატრი ხმა.
- ჰო, ჯული, დაგირეკე და ვიღაც კაცმა მიპასუხა, - ხმაში სიხარული და ეჭვი ერთად გამიკრთა, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი მქონდა, არ მეგრძნობინებინა მისთვის, როგორ ვიეჭვიანე.
- შენ რა, ეჭვიანობ? - არ გამორჩენია ჯულის. - ჩემი თანაშემწე იყო. როცა მე თათბირზე ვარ, ის პასუხობს ტელეფონს.
- ახალგაზრდაა? - არც ეს კითხვა მქონდა დაგეგმილი. ყოველთვის ზომიერი ადამიანი ვიყავი. ამ ქალთა ურთიერთობისას კი საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი. ის იმ ადამიანს თვალებში უყურებს, რომ მონუსხოს და მერე დაგესლოს; მე კი - შეშინებული და გზააბნეული მგზავრის, რომელიც ამ გველს შემთხვევით გადააწყდა.
- ჰო, სულ მთლად ბავშვია, - ჩემმა შეკითხვამ ჯული ძალიან გაახალისა და გულიანად გადაიკისკისა კიდეც. მე გავწითლდი და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ის ამ დროს ვერ მხედავდა.
- რაღაც მინდოდა მეთქვა და იმიტომ დაგირეკე, - თითქოს თავი ვიმართლე.
- მაინც რის თქმას აპირებ? ეჭვიანობის სცენები უნდა მომიწყო? თუ გინდა მითხრა, რომ მოგენატრე?
- რატომ დაიკარგე, რატომ აღარ დამირეკე? - ვკითხე განაწყენებული და გაბუტული ხმით.
- იმიტომ, რომ კიდევ არ გეფიქრა, რომ რაღაც ხლაფორთში ებმებოდი. ვიცოდი, ადრე თუ გვიან შენ დამირეკავდი. ასე არ არის?
- ჰმ... - ამის თქმაღა მოვახერხე და ხელმეორედ შემრცხვა.
- ზაზა, დღეს შენზე არასასიამოვნო ამბავი გავიგე და საღამოს მოსვლას ვაპირებდი.
- რა ამბავი? - ძალიან გამიკვირდა.
- ახლა მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ფრთხილად იყავი.
- რატომ, ჯული, რა ხდება?
- საღამომდე, ზაზა, - მითხრა და ტელეფონი გათიშა.
ვერაფრით მივხვდი, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო. კარგა ხანს ვიფიქრე, მაგრამ უშედეგოდ. მერე აბეზარი ფიქრი თავიდან ამოვიგდე და ვეცადე, სასიამოვნო რამეზე მეფიქრა, რადგან ტვინის ჭყლეტას აზრი მაინც არ ჰქონდა. ჭერს შევხედე და ვცადე, ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მომენტი გამეხსენებინა. ჭერზე ობობა შევნიშნე, რომელიც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობდა. "შე დალოცვილო, რაღა ციხეში "აიშენე" "სახლი", შენ მაინც გაქვს არჩევანის საშუალება, წადი, რა, სადმე თავისუფალ ადგილას".
- ვის ელაპარაკები, ბიჭო? - დამიძახა მახომ, რომელიც იქვე, რამდენიმე მეტრის მოშორებით, "ნარზე" იყო წამოწოლილი.
თურმე ხმამაღლა ვფიქრობდი. არც კი შემინიშნავს, ოთახში ვინმე თუ იყო. ფიქრი გავწყვიტე და მახოს გავხედე.
- ვის და აი, იმ ობობას, - ხელი გავიშვირე ჭერისკენ.
მახო ადგა და ობობას ისე შეხედა, რადგან მისი ადგილიდან არ ჩანდა.
- ვა, აქ მართლაც რა უნდა, ტო! - ისე შეიცხადა მახომ, თითქოს უცხოპლანეტელი დაენახოს. - შენა და, ეს ობობა შხამიანი ხომ არ არის? - მკითხა, მაგრამ პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი. ტელეფონმა დარეკა.
- ზაზა ხარ, ძმაო? - ძალიან "ძველი" ხმით მკითხა ვიღაცამ.
- დიახ.
- მე თანანა ვარ, ვერ მიცანი?
- ვერა, ვერ გიცანი.
- ქურდი ვარ, ტო, არ გაგიგია თანანა?
- არა, - ვუპასუხე გაოცებულმა, რადგან ძალიან მოულოდნელი იყო ქურდის ზარი.
- ჩვენს კორპუსზე ამოდი, საქმე მაქვს შენთან.
- კარგი, ამოვალ ნახევარ საათში, - გაოცებულმა დავხედე ტელეფონს. თითქოს მისგან ველოდი პასუხს.
- მახო, ხომ არ იცი, რა უნდა უნდოდეს ქურდს? - მივუბრუნდი საკანში მყოფ ერთადერთ პატიმარს.
- არ ვიცი, - გაოცების ნიშნად ხელები გაშალა და ტუჩები გადმოაბრუნა მახომ, - ისე, ფრთხილად იყავი, მაინც... - ჭკუა დამარიგა ბოლოს.
ცოტა ხანში ქურდების კორპუსში გადავედი და თანანა ვიკითხე.
- წამო, ცალკე გავიდეთ, - მითხრა და გარეთ გამიძღვა.

მანამდე ვფიქრობდი, რომ ქურდებს ჩემთვის ფულის შეწერა უნოდათ, მგარამ თანანას სახეს რომ შევხედე, ისეთი იდუმალი გამომეტყველება ჰქონდა, რომ მივხვდი, რაღაც გაცილებით მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი.
- ბიჭო, შენ ის ზაზა ხარ, არა, პოლიციაში რომ მუშაობდი და 2 კაცის მკვლელობაზე რომ იხდიდი "სროკს"? - მკითხა, როდესაც თავი სამშვიდობოს დაიგულა და დარწმუნდა, რომ ჩვენს საუბარს სხვა არავინ მოისმენდა.
- ჰო, ის ზაზა ვარ, - ვუპასუხე და მის წინ ჩავცუცქდი.
- შენა და, მართლა შენ გაასაღე ისინი?
- არა, არა, მე მკვლელი არ ვარ, - სასწრაფოდ უარვყავი მისი "ბრალდება".
- ჰო, კარგი, მაგრამ შენ ის მითხარი, მტრები თუ გყავს?
- მტრები? - დავფიქრდი, რადგან აქამდე ამაზე არ მიფიქრია. - ალბათ, მყავს, - ვუპასუხე ცოტა ხნის დუმილის შემდეგ.
- ალბათ კი არა, ჩემო ზაზა, მტრები ნამდვილად გყავს, იმიტომ, რომ შენს გასაღებაში ფულს იხდიან.
- რაა? - თვალები ლამის ბუდიდან გადმომცვივდა გაოცებისგან. - ვინ იხდის ფულს?
- მაგას უკვე ვეღარ გეტყვი, ძმაო, რაც გითხარი, იმის თქმის უფლებაც არ მქონდა, მაგრამ ვიცი, ალალი ბიჭი ხარ და მეცოდები სასიკვდილოდ. "პროსტო" იცოდე, რომ ასეა საქმე და ყველას მოერიდე. ისე, ისიც იცოდე, რომ ფული ქურდს შესთავაზეს, მაგრამ შენდა საბედნიეროდ, იმ ხალხს მხოლოდ ისეთ ქურდთან აღმოაჩნდა "დოსტუპი", რომელიც ძალიან სამართლიანი კაცია და ამას არ იზამს. ახლა კი შეგიძლია, წახვიდე. მე ჩემი სათქმელი გითხარი. ეგ არის, რა...
გაოგნებული წამოვედი იქიდან. ვის რა დავუშავე? ვის აძლევდა ხელს ჩემი სიკვდილი? ერთადერთი, ვისაც ეს ხელს აძლევდა, ნამდვილი მკვლელი იყო. თუ იმას გავიგებდი, ვინ ცდილობდა ჩემი მკვლელობის დაკვეთას, მაშინ უკვე ნამდვილი მკვლელიც გამოაშკარავდებოდა. თუმცა, ასე იყო თუ ისე, აუცილებლად ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. რომელ ერთთან უნდა მებრძოლა? სამართალი მეძია ძალოვან სტრუქტურებში თუ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე მეზრუნა? ესღა მინდოდა? არადა, ვერც ერთ ადამიანთან სიტყვას ვერ დავძრავდი, რადგან: არავის ნდობა აღარ შემეძლო. იმ საღამოს უგუნებოდ ვიყავი. არც ჯული მოსულა, თუმცა მოუთმენლად ველოდი, რადგან ძალიან მაინტერესებდა, რა სიახლე ჰქონდა სათქმელი. კიდევ რაღაც უნდა გამეგო საკუთარ თავზე. ისიც საინტერესო იყო, თანანამ რატომ გადაწყვიტა ჩემი გაფრთხილება. მე ხომ მას არც კი ვიცნობდი და ნუთუ მხოლოდ ჩემი კეთილდღეობა ანაღვლებდა? ეს ამბავი ჩემი ადვოკატისთვის უნდა მეთქვა, მაგრამ არავითარ შემხთვევაში დედაჩემის ყურამდე არ უნდა მისულიყო.
იმ ღამით თითქმის არ მძინებია. დილით კი ქურდების კორპუსიდან "ქსივა" მოვიდა. ისინი კვლავ თავისთან მიხმობდნენ, ოღონდ ამჯერად სხვა ქურდი მიბარებდა. შუადღისას ისევ გადავედი ქურდების კორპუსში და გულბაათი ვიკითხე. ერთმა სახენაიარევმა და მკვლელის გამომეტყველებიანმა ტიპმა საკნის კარი გამიღო და ხელით მსუბუქად მიბიძგა.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
27.02.2015
რატო არ ითვალისწინებთ მკითხველის აზრს და რატო არ დებთ ნორმალურად? :)
ლიკა
27.02.2015
მე კი ვიცი უკვე როგორც უნდა მოვიქცე სანამ ბოლომდე არ დადებთ რომანს არ წავიკითხავ . დავიტანჯე მართლა სკოლაში მგონია თავი თითო აბზაცს რომ აძლევს მასწავლებელი ბავშვებს.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

უზომოდ მტკიოდა გული, მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემელძო. მე არ შემეძლო იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გასაჭირში მიმატოვა


დასაწყისი იხილე აქ

გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე.


დასაწყისი იხილე აქ

ამ დღეებში ისეთი კაცი მოიყვანეს ჩვენთან, რომელთან ერთადაც ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. მე და ის კაცი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ვართ. ამიტომაც, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ აქეთ წამოვეყვანე.

დასაწყისი იხილე აქ

ეეე, შენ რა მიამიტი კაცი ყოფილხარ, ძმაო. შენმა ერთმა დაზარალებულმა შემომითვალა, დიდ ფულს გადავიხდი, თუ მაგ კაცს "გაასაღებო".

დასაწყისი იხილე აქ

აი, ხედავ? მკვლელი არ ვარო, როგორ მტკიცედ გაიძახი. წეღან კი ძლივს ამოილუღლუღე, რომ საქმიანი საუბარი გქონდათ.

დასაწყისი იხილე აქ

მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.

დასაწყისი იხილე აქ

იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა


დასაწყისი იხილე აქ

ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი

დასაწყისი იხილე აქ

ის დარბაზი შუაგულში დადგა და ნელ-ნელა მუხლებზე დაეშვა. პირჯვარი გადაისახა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: ვფიცავ, მაღლა ღმერთს, დაბლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ზაზა უდანაშაულოა


დასაწყისი იხილე აქ

როგორც იქნა, ნათიას ხელისგულის ფერებით გული ვიჯერე და მეორე წერილს მივუბრუნდი

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
543 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი