სიცოცხლემისჯილი (XVII ნაწილი)
font-large font-small
სიცოცხლემისჯილი (XVII ნაწილი)
დასაწყისი იხილე აქ

ეეე, შენ რა მიამიტი კაცი ყოფილხარ, ძმაო. შენმა ერთმა დაზარალებულმა შემომითვალა, დიდ ფულს გადავიხდი, თუ მაგ კაცს "გაასაღებო".



ოთახში რამდენიმე მამაკაცი დამხვდა. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელიც ჩაცუცქულიყო და პირდაპირ იატაკზე დადგმული ჯამიდან ჭამდა. ოთახს თვალი მოვავლე. ერთი წვერმოშვებული ტიპი საწოლზე ფეხმორთხმით იჯდა და ჭერზე ერთ წერტილს მიშტერებოდა. საკანში კიდევ 3 მამაკაცი იყო, რომლებიც ისხდნენ და საუბრობდნენ. ჩემს დანახვაზე ყველამ მოიხედა იმის გარდა, რომელიც ჭერს შეჰყურებდა. ახლაღა შევნიშნე, რომ მას ხელში ლითონის ბურთულები ეჭირა და ათამაშებდა. როგორც ჩანს, მედიტაციის პოცესში იმყოფებოდა. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ზაზა ხარ? - მკითხა ერთ-ერთმა იმ სამიდან.
- კი, ზაზა ვარ, - ვუპასუხე და ვცადე გამომეცნო, რომელი იყო მათ შორის გულბაათი.
- დაჯექი, გულბაათი ახლა მოვა, - მითხრა ისევ იმან, ვინც პირველი გამომელაპარაკა და ხელით თავის გვერდით, ცარიელ ადგილზე მიმითითა. დავჯექი. მათ საუბარი გააგრძელეს. ვიღაც კაცზე ლაპარაკობდნენ, რომელიც თურმე, 7 წელი ძებნაში იყო და 3 დღის წინ დაეჭირათ.
- ბიჭო, ამ ნაბოზარმა ქალმა უღალატა. ვეუბნებოდი, არ გინდა, შეეშვი-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. მანქანის "ვაზვრატზე" აიყვანეს. "ასიანია" იმის ჩაშვებულია.
- აბა, ბიჭო, ქალს როგორ უნდა ენდო? - სიტყვა ჩამოართვა მეორემ. ამ დროს ერთ-ერთის მობილურმა დარეკა. როგორც საუბრიდან მივხვდი, ვიღაცას მათთვის წამალი უნდა შეეტანა და სწორედ ამ საქმეს აგვარებდა. მერე ციხის თანამშრომელთან დარეკა და დავალება მისცა. თან კატეგორიულად გააფრთხილა, ნახევარ საათში "ტავარი" ჩემთან უნდა იყოს, თორემ "გაგტისკავო". მისი საუბრიდან იმასაც მივხვდი, რომ ის თანამშრომელი დიდი მოწიწებით ელაპარაკებოდა. ამ დროს მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი შემოვიდა საკანში. მივხვდი, რომ ეს გულბაათი იყო. ხელის აწევით მომესალმა.
- გამარჯობა, - მეც მარჯვენა ავწიე.
- ზაზა?
- კი, - თავი დავუქნიე.
- კარგი ვაჟკაცი ყოფილხარ, - მოწონების ღიმილმა გადაუარა სახეზე. - რა უნდათ, ბიჭო, რას გერჩიან?
- მე ისიც არ ვიცი, ვინ მერჩის.
- ვინ? - ჩეიცინა. - ვერ ხვდები, ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული შენი "გასაღებით"?
- ალბათ ის ხალხი, ვინც ჩემი საქმე "შეკერა და წამებით ამომხადა სული".
- ეგენი რატომ უნდა იყვნენ დაინტერესებული?
- იმიტომ, რომ არ ვჩუმდები. სამართალს ვეძებ და დღემდე სხვადასხვა ინსტანციაში ვასაჩივრებ განაჩენს. ყველას ვეუბნები, როგორ არაადამიანურად მაწამეს და ალბათ ეშინიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თუ პროცესს მოვიგებ, პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე მათ დააწვებათ მხრებზე. ჰოდა, ურჩევნიათ, თავიდან მომიშორონ.
- არააა, - სიტყვა გაწელა გულბაათმა. - არა მგონია, მაგათ რამის ეშინოდეთ. შენ სასჯელის უმაღლესი ზომა არ მოგცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ან მოსამართლემ ვერ აიღო ცოდვა თავის თავზე, ან იციან, რომ აქედან "ზვანოკამდე" (სასჯელის სრულად, ბოლომდე მოხდას ნიშნავს) ვერ გახვალ. წამება ამათთვის უცხო ხილი არ არის, ბიჭო. - ეს "ბიჭო" ისე მითხრა, რომ თავი დამცირებულად არ მიგრძნია. თითქოს, რაღაც შინაურული ტონით წარმოთქვა. - აბა, ამას უყურე, - მითხრა და მაისური აიწია. მთელ ზურგზე გრძელი, წითელი ნაიარევი ემჩნეოდა. - მათი "ნამუშევარია". სხვა არავინ გეგულება, ვინც შენს სიკვდილს მოინდომებდა?
- არა, - გავაქნიე თავი.
- ეეე, შენ რა მიამიტი კაცი ყოფილხარ, ძმაო. შენმა ერთმა დაზარალებულმა შემომითვალა, დიდ ფულს გადავიხდი, თუ მაგ კაცს "გაასაღებო". შენ არც ის იცი, რომ იმ დაზარალებულს მამიდა ჰყავს უცხოეთში, ფულიან ბინზესმენზე გათხოვილი და ის ქალი იქიდან აკონტროლებდა სიტუაციას. დიდ ფულს იხდიდა, შენთვის დახვრეტა რომ მოესაჯათ. რადგან კანონს გადაურჩა, ახლა 10-ჯერ მეტს იხდის, რომ აქ, ციხეში ვინმემ "გაგასაღოს". ნუ გეშინია, მე ის კაცი არა ვარ, ვინც ასეთ საქმეებს ხელს ჰკიდებს.
- კი, მაგრამ რატომ? მე ხომ არ მომიკლავს არც ერთი?
- ძმაო, ეგრე ხდება, როდესაც დაზარალებულს დააჯერებენ, რომ დაპატიმრებული ადამიანი ნამდვილად მისი ახლობლის მკვლელია. გასაკვირი არ არის, რომ ის შენს სიკვდილს ნატრობს, მაგრამ თუ მას ეჭვი გაუჩნდება, რომ დაჭერილი კაცი მკვლელი არ არის და ნამდვილი დამნაშავე თავისუფლად დადის, ის ცდილობს, თავი დაირწმუნოს, რომ სწორედ ნამდვილი დამნაშავეა დაჭერილი. მას ქვეცნობიერად აღარ "აწყობს" შენი გამართლება და ნამდვილი მკვლელის ძებნა. სწორედ ამიტომ ცდილობდნენ დაზარალებულები, რომ შენთვის სასჯელი დაემძიმებინათ. ამ შემთხვევაში ზედმეტი კითხვებით აღარ შეიწუხებდნენ თავს და შენი სიკვდილით დაშოშმინდებოდნენ. დარწმუნებული იყავი, რომ გულის სიღრმეში მათაც იციან, რომ მკვლელი არ ხარ, მაგრამ შვილების დახოცვით გაუბედურებულებს ურჩევნიათ, უდანაშაულო ადამიანი იხდიდეს სასჯელს, ვიდრე ამისთვის საერთოდ არავინ დაისაჯოს. სამართალი მათ შვილების საფლავს მიაბარეს და არ უნდა გაგიკვირდეს, თუ უბედურებით გაბოროტებული ადამიანები შენს სიკვდილს ნატრობენ, რომ გარდაცვლილი შვილების სულებს შენი თავი ზვარაკად შესწირონ. არ გეწყინოს, ძმაო, მაგრამ შესაძლოა, ასეთ ვითარებაში მეც და შენც სწორედ ასე მოვქცეულიყავით. უბედურება აბრმავებს ადამიანს და შურისძიების წყურვილით აღავსებს.
- რა გამოსავალი არსებობს? - ვიკითხე ჩაფიქრებულმა.
- გამოსავალი არ გჭირდება. იმ ხალხმა ჩემთან დაკავშირება მოახერხა. მე რომ ვიცოდე, რომ გოთვერანი, დამპალი და ნაბოზარი კაცი ხარ, თვალსაც არ დავახამხამებდი, ისე გაგაგორებდი, მაგრამ მითხრეს, რომ კარგი ადამიანი ხარ და სწორედ ამიტომ გადარჩი.
- მადლობა უფალს? თუ შენ?
- მადლობა უფალს და დედაშენს, რომ კაცად გაგზარდა. გადმოდი, ძმაო, ჩვენთან იცხოვრე, აქ უბატონოდ ხმას არავინ გაგცემს.
ყურებს არ ვუჯერებდი. მე, ყოფილ პოლიციელს, ქურდები თავისთან ცხოვრებას მთავაზობდნენ... თავაზიანი უარი ვუთხარი და წამოსასვლელად წამოვდექი.
- მოიცა, ძმაო, ახლა წამალი მოვა, ჩვენი "გრევი" და დაგპატიჟებთM, - მითხრა ტიმან, ვინც რამდენიმე წუთის წინ სწორედ მაგ საქმეზე ჩალიჩობდა.
- ზაზა არ კაიფობს, - ჩემ მაგივრად უპასუხა გულბაათმა და მერე მე მომიბრუნდა: - ასე არ არის, ზაზა?
- კი, ასეა.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი.
- მე წავალ, - ვთქვი და კარისკენ დავიძარი. გულბაათმა კარამდე მიმაცილა, ხელი ჩამომართვა და დამემშვიდობა.
- თუ რამე გინდოდეს, ძმაო, არ მოგერიდოს, შენს ძმად მიგულე.
- კარგი, - თავი დავუქნიე და "მშობლიური" საკნისკენ სიბნელეში გზა გავიკვლიე.
"ნეტავ, კიდევ რას მიმზადებს ბედისწერა?" - ვფიქრობდი და თავს ძალზე უმწეოდ ვგრძნობდი, რადგან ჩემი თავის ბატონ-პატრონი არ ვიყავი და არ შემეძლო, ისე მოვქცეულიყავი, როგორც მინდოდა. ცხოვრების უსამართლობაზე წინათაც ბევრი მიფიქრია, ვიდრე ციხეში მოვხვდებოდი. ახლა ხომ ყოველდღე ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ბედს ისე შეუძლია გათამაშოს, როგორც წყალმა – ნაფოტი. სად გაგრიყავს, ღმერთმა იცის და როცა ნაპირზე მოგისვრის, რა დაგხვდება იქ...
ფიქრი საკუთარი მობილურის ზარმა გამაწყვეტინა. ნომერი არ მეცნო. ვიღაც ქალაქის ნომრიდან რეკავდა.
- ალო! - როდესაც ზარს ვუპასუხე, საოცნებო, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა გავიგონე.
- ჯული? - გულწრფელად გამიკვირდა.
- ჰო, მე ვარ. შენს ნახვას ვაპირებ დღეს.
- ისე მითანხმდები, თითქოს გეშინია, რომ სახლში არ დაგხვდები. მეც მინდა შენი ნახვა. მოდი, - დავრთე ნება.
- მოვალ. გავიგე, რაღაც საქმის გასარკვევად, ქურდებს დაუბარებიხარ. ხომ სიმშვიდეა შენთან?
- კი, სიმშვიდეა, თუ ამას სიმშვიდე ჰქვია. პრობლემა არ მქონია, რაღაც საქმე იყო და უკვე გავარკვიე. შენი გაუგებარი კი არაფერია, არა?
- კარგი, წავედი, - უცებ დამემშვიდობა ჯული და ტელეფონი გათიშა.
ღია ცის ქვეშ ვიდექი და შემოდგომის თბილი მზის სხივები სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე. ამან გუნებაც გამომიკეთა. ეს ქალი რომ დარეკავდა, მაშინ ვგრძნობდი, რომ ცოცხალი ვიყავი და ცხოვრება ღირდა.
- ზაზა! - სასიამოვნო ფიქრებისგან ვიღაცის ხმამ გამომაფხიზლა.

განაგრძე კითხვა

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველღამ 12:00 საათზე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
28.02.2015
მარიიიიი ის მაინც გვითხარი კიდევ დიდხანს გაგრდძელდება ეს მაზოხოსტური წვალება მკითხველის? ისიც გვეყოფა რა საშინელ ამბავსაც ვკითხულობთ.
xxxxx
28.02.2015
ხვალ საბატია და დადეტ რააა,ესეც დიდი საქმე ხო არარის რა გეზარებატ ხალხი ისედაც დაზაბულია ტქვენც რა ნერვებს გვიმოცმებტ
დადუ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

უზომოდ მტკიოდა გული, მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემელძო. მე არ შემეძლო იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გასაჭირში მიმატოვა


დასაწყისი იხილე აქ

გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე.


დასაწყისი იხილე აქ

ამ დღეებში ისეთი კაცი მოიყვანეს ჩვენთან, რომელთან ერთადაც ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. მე და ის კაცი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ვართ. ამიტომაც, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ აქეთ წამოვეყვანე.

დასაწყისი იხილე აქ

ჭერზე ობობა შევნიშნე, რომელიც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობდა. "შე დალოცვილო, რაღა ციხეში "აიშენე" "სახლი", შენ მაინც გაქვს არჩევანის საშუალება, წადი, რა, სადმე თავისუფალ ადგილას"

დასაწყისი იხილე აქ

აი, ხედავ? მკვლელი არ ვარო, როგორ მტკიცედ გაიძახი. წეღან კი ძლივს ამოილუღლუღე, რომ საქმიანი საუბარი გქონდათ.

დასაწყისი იხილე აქ

მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.

დასაწყისი იხილე აქ

იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა


დასაწყისი იხილე აქ

ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი

დასაწყისი იხილე აქ

ის დარბაზი შუაგულში დადგა და ნელ-ნელა მუხლებზე დაეშვა. პირჯვარი გადაისახა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: ვფიცავ, მაღლა ღმერთს, დაბლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ზაზა უდანაშაულოა


დასაწყისი იხილე აქ

როგორც იქნა, ნათიას ხელისგულის ფერებით გული ვიჯერე და მეორე წერილს მივუბრუნდი

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი