სიცოცხლემისჯილი (XVIII ნაწილი)
font-large font-small
სიცოცხლემისჯილი  (XVIII ნაწილი)
დასაწყისი იხილე აქ

ამ დღეებში ისეთი კაცი მოიყვანეს ჩვენთან, რომელთან ერთადაც ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. მე და ის კაცი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ვართ. ამიტომაც, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ აქეთ წამოვეყვანე.



- ვააა, გოგიტა? - უცებ ვიცანი ის მამაკაცი, რომელიც ჩემთან ერთად მცხეთის "კაპეზეში" იჯდა. სიმართლე გითხრათ, მისი დანახვა გამიხარდა.
- როგორ ხარ? - მის გამოწვდილ ხელს მარჯვენა შევაგებე და ერთმანეთს გადავეხვიეთ.
- წამო, ძმაო, ჩემთან წავიდეთ, - დამპატიჟა თავის საკანში.
- მოდი, აქვე ჩამოვსხდეთ, - შევთავაზე და იქვე, ხის ქვეშ დადებულ დიდ "სიმკარის" ნატეხზე მივუთითე.- ცოტა ხანს ვილაპარაკოთ და მერე წავიდეთ. კი, მაგრამ აქ თუ იყავი, რატომ აქამდე არ შეგხვდი? - "სიმკარზე" ჩამოჯექი.
- 1 კვირაა, რაც გადმომიყვანეს და როგორ მნახავდი? მანამდე ქსანში ვიჯექი. რაო, ბიჭო, ვერ მოიგე სასამართლო? მაინც ჩაგაყუდეს, არა?
- მკითხა და იქვე, ჩემ წინ ჩაცუცქდა.
- ჰო, მაინც, მაგათი დედა ვატირე...
- რამდენი მოგისაჯეს? ვხედავ, რომ არ დაგხვრიტეს.
- 15 წელი.
- ჰმ, გახსოვს, რომ გეუბნებოდი, ტყუილად იბრძვი-მეთქი? ხომ მართალი ვყოფილვარ?
- ეჰ, ჩემო გოგიტა, ადამიანი უკიდურეს გასაჭირშიც კი უნდა ელოდეს საშველს. შენი აზრით, გულხელი უნდა დავიკრიფოთ?
- არა, რატომ? უბრალოდ, უნდა იცოდე, რომ ამ ხალხს, ვისაც შენ ებრძვი, სქელი შუბლის ძვალი აქვს და რასაც ეუბნები, მარტო ძვლამდე აღწევს, ტვინამდე კი ვერა. როგორც ტყვიაგაუმტარი მასალა, ისე ისხლეტს ყველაფერს.
- შენ როგორ ხარ? რამდენი მოგისაჯეს?
- მე - 8. ალბათ, ახლა იტყვი, ეს სამართალია, რომ უდანაშაულო ადამიანი 15 წელი ვიჯდე და ეს გაფუჭებული კაცი კი რვაო? მაგრამ რას ზამ, ჩემო ზაზა, შენც რომ დამნაშავე იყო, ცოტას მოგისჯიდნენ. არაფერი რომ არ დაგიშავებია, იმიტომაც დაგსაჯეს ასე.
- ქსნიდან რატომ გადმოგიყვანეს?
- ამ დღეებში ისეთი კაცი მოიყვანეს ჩვენთან, რომელთან ერთადაც ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. მე და ის კაცი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები ვართ. ამიტომაც, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ აქეთ წამოვეყვანე.
- კი, მაგრამ ეს ამბავი ადმინისტრაციის ყურამდე ვინ მიიტანა?
- ადრე ერთად ვისხედით და ჩვენი პირველი შეტაკებაც იქ მოხდა. ერთი საწყალი ბიჭი იჯდა ჩვენთან, ობოლი იყო, ბავშვთა სახლში გაზრდილი. ცუდი ბიჭი არ იყო და მართლა უდანაშაულოდ იჯდა ციხეში. ის ვიღაცის ბინაში ცხოვრობდა, სამადლოდ. ფიზიკურად მუშაობდა და 2 "კაპიკს" აკეთებდა. ვიღაცებმა მისი მეზობლის ბინა "გატეხეს" და იმ ნაბოზარმა, მაგას დაადო ხელი. ის კაცი დიდ თანამდებობაზე მუშაობდა და მისთვის რომ ეამებინათ, ადგნენ და ეს ბიჭი დაიჭირეს.
- ვააა... საწყალი, - მართლა შემეცოდა ის ბიჭი.
- შენ კიდევ, რამე გიკვირს? - გაეცინა გოგიტას. - ჰოდა, ამ ბავშვს ვმფარველობდი, რომ ვინმეს არ დაეჩაგრა. ხომ იცი, ათასი მამაძაღლი ზის ციხეში. ყველა "პრისტუპნიკი" კარგი ტიპი კი არ არის. ზოგი მაგარი ჩათლახია. ჰოდა, ერთ დღეს, ვხედავ, დაძმარებული სახით დადის ეს ვანო და არფრით მეუბნება მიზეზს. მერე, როგორც იქნა, ვათქმევინე - ფული წაუგია. ლამის გადავირიე. აღმოჩნდა, რომ მისი ბრალი არ ყოფილა. თურმე, მოთამაშეებთან იჯდა, კამათელი გაგორებულა და მის ფეხებთან გაჩერებულა. ამას აუღია და მიუწვდია. - რადგან კამათელს ხელი მოჰკიდე, უნდა ითამაშოო, - უთქვამს იმ კაცს, ვის გამოც ახლა ქსნიდან გადმომიყვანეს. მოკლედ, ჩაითრიეს ბავშვი და წააგებინეს. ვინ ჰყავდა ფულის მომტანი, როცა ქვეყნად არავინ ებადა?! ჰოდა, ამის გამო დიდი "რაზბორკა" ავწიე ზონაზე. მაშინ დავეჯახეთ ერთმანეთს და ჩხუბში დავჭერი. იმის მერე მტრებად ვიქეცით. "სვაბოდაზეც" მეძებდა, მაგრამ მე რუსეთში ვიყავი. თურმე, ახლა გაუგია, ქსანში რომ ვიყავი და იჩალიჩა, ისეთი კაცი ჩარია საქმეში, რომელსაც უარი ვერ უთხრეს და ჩვენთან გადმოიყვანეს. სამაგიერდ, მე მომაშორეს იქაურობას.
- ახლა, აქაც რომ მოინდომოს გადმოსვლა?
- ბიჭო, შარს ვერიდები, "სროკის" დამატება არ მინდა, თორემ მაგას ვირთხასავით მივახრჩობ, თუ არ მომეშვება, მოვკვლავ და ეგ იქნება.
- ე.ი. აქ უკვე ხშირად გნახავ, არა?
- კი, ძმაო. ახლა საიდან მოდიოდი? ქურდების კორპუსიდან?
- ჰო.
- ვისთან იყავი?
- გულბაათთან.
- აუ, ჯიგარია გულბაათი. რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს?
- არა, არა, პატარა საქმე ჰქონდა და გავარკვიეთ.
- ზაზა, ჩემი იმედი გქონდეს, ძმაო, პატივს მცემს ყველა და თუ რაიმე გაგიჭირდეს, აქ ვარ.
- მხარზე ხელი დამარტყა გოგიტამ, - წამო, ახლა, ჩემთან წავიდეთ და ცოტა "ჩავურტყათ".
ის იყო, დასალევზე უარის თქმას ვაპირებდი, რომ ჩემი თანამესაკნე, ლადო დავინახე, რომელიც ჩემკენ მოდიოდა და შორიდან მეძახდა: ზაზა, მორიგე გეძახის, მგონი, პაემანზე გელოდებიანო. ახლაღა გამახსენდა, რომ ჩემთან ჯული უნდა მოსულიყო. ამას რა დამავიწყებდა, მაგრამ გოგიტას დანახვამ ცოტა ხნით რეალობას მომწყვიტა. ახლა კი გულმა გამალებით დაიწყო ძგერა.
გოგიტას გამოვემშვიდობე და ჯულისთან შესახვედრად გავეშურე. ჯერ საკანში ავედი და ცნობისმოყვარე ადამიანების ინტერესი დავაკმაყოფილე. ამასობაში, მორიგეც მოვიდა და ხელახლა მიკითხა. რომ დამინახა, ამაჩქარა.
- წამოდი, ბიჭო, ეს დედოფალივით ქალი რომ მოვიდა და შენ კი ალოდინებ, როგორ გგონია, ზრდილობაა?
- ვინ ქალი მოვიდა, ზაზა? - მის ნათქვამს ყური მოჰკრეს დანარჩენებმა.
- არ ვიცი. ახლა წავალ და ვნახავ, - ვთქვი და პირის დაბანას შევუდექი.
- არ იცი? რაღაც არა მგონია, არ იცოდე, - არ მეშვებოდა ლადო.
- რომ მოვალ, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, - შევპირდი, რომ თავიდან მომეშორებინა. სასწრაფოდ მოვწესრიგდი და პაემანზე ჩქარი ნაბიჯით გავემართე მორიგესთან ერთად, რომელსაც ჩემი ლოდინი მოსწყინდა და ახლა, ბუზღუნ-ბუზღუნით მომყვებოდა უკან.

განაგრძე კითხვა


მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოელღამ 12:00 საათზე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (14)
02.03.2015
მარი არ გეკადრება შენი მკითხველისთვის ნერვების გლეჯვა და არც გეპატიება
ნინია
02.03.2015
ხააალხოოოო რას მოუხდებოდა ეხლა ეს მოწოდება ამ გვერდის მკითხველს? აი მარის კი გასაქცევად ექნებოდა საქმე. გადაყენება მოგიწევს მარი შეუცვლელი არავინაა იცი შენ ეს.
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

უზომოდ მტკიოდა გული, მას რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემელძო. მე არ შემეძლო იმ ადამიანთან ცხოვრება, ვინც გასაჭირში მიმატოვა


დასაწყისი იხილე აქ

გახსნილი პერანგიდან შიშველი მკერდი მოუჩანდა. ტანისამოსი ხელით გავუსწორე და მკერდი დავუფარე.


დასაწყისი იხილე აქ

ეეე, შენ რა მიამიტი კაცი ყოფილხარ, ძმაო. შენმა ერთმა დაზარალებულმა შემომითვალა, დიდ ფულს გადავიხდი, თუ მაგ კაცს "გაასაღებო".

დასაწყისი იხილე აქ

ჭერზე ობობა შევნიშნე, რომელიც თავისთვის რაღაცას ჩალიჩობდა. "შე დალოცვილო, რაღა ციხეში "აიშენე" "სახლი", შენ მაინც გაქვს არჩევანის საშუალება, წადი, რა, სადმე თავისუფალ ადგილას"

დასაწყისი იხილე აქ

აი, ხედავ? მკვლელი არ ვარო, როგორ მტკიცედ გაიძახი. წეღან კი ძლივს ამოილუღლუღე, რომ საქმიანი საუბარი გქონდათ.

დასაწყისი იხილე აქ

მთელი ღამე ვცქმუტავდი. გათენება მეჩქარებოდა. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დრო, როდესაც მორიგე დაიძახებდა - ჩუთლაშვილი, პაემანზე გეძახიანო.

დასაწყისი იხილე აქ

იცი, მე ძალიან ვინერვიულე, ჩვენ რომ ერთმანეთს დავშორდით. - უცებ შეცვალა საუბრის თემა და მივხვდი, რომ ეს ის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უნდოდა, ეთქვა


დასაწყისი იხილე აქ

ირინა მახსენებდა თავს კიდევ ერთხელ. წერილი სავსე იყო სასიყვარულო სიტყვებით და მონატრებით. ბოლოს კი მთხოვდა, რომ პაემანზე შევხვედროდი

დასაწყისი იხილე აქ

ის დარბაზი შუაგულში დადგა და ნელ-ნელა მუხლებზე დაეშვა. პირჯვარი გადაისახა, ხელები მაღლა აღაპყრო და თქვა: ვფიცავ, მაღლა ღმერთს, დაბლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, რომ ზაზა უდანაშაულოა


დასაწყისი იხილე აქ

როგორც იქნა, ნათიას ხელისგულის ფერებით გული ვიჯერე და მეორე წერილს მივუბრუნდი

კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი