თეთრი მთვარე
font-large font-small
თეთრი მთვარე
დასაწყისი იხილე აქ

VIII ნაწილი

აი თურმე რა პროფესიის ყოფილა, საიდან აქვს ასეთი სიმდიდრე. ექვსი თვით მიდისო... ექვსი თვე რა მოიცდის?


როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე



იმ ღამეს ალბათ სულ ორი საათი მეძინა. იმდენად დაძაბული ვიყავი, წავთვლემდი თუ არა, მაშინვე მეღვიძებოდა. გულზე თითქოს მძიმე ლოდი მედო, თითქოს სუნთქვას მიშლიდა. მეორე დღეს განადგურებული წავედი სამსახურში, სახეზე ფერი არ მედო. მსუბუქი მაკიაჟი მაინც გავიკეთე, მთლად მიცვალებულს რომ არ დავმსგავსებოდი. მაიკოს, როგორც ყოველთვის, ჩემი უგუნებობა არ გამოჰპარვია. გაკვრით მოვუყევი, ბანკეტზე რაც მოხდა, ჩემს ბინაში მომხდარი ამბების გამომზეურებას კი მოვერიდე. თუმცა არა იმიტომ, რომ მას არ ვენდობოდი, უბრალოდ, არ მინდოდა ეფიქრა, რომ პირველსავე შემხვედრს კისერზე ვეკიდებოდი.
- გამოჩნდება, აი ნახავ, - დაბეჯითებით თქვა მაიკომ, მოყოლა რომ დავამთავრე.
- რაღაც არა მგონია, მე მაგის ბედი არა მაქვს, - ხელი ჩავიქნიე.
- თუ არ მოვა და თავის თავს დააბრალოს, მე შენ გეტყვი და, შენნაირს ყოველდღე შეხვდება ქუჩაში.
- მას გიას მომენტი უფრო აფერხებს, იცი?
- მერე რა, შენ ხომ იგი გიამდე გაიცანი, თავის გასამართლებელი საბუთი გაქვს. იმან რა იცოდა, გია თუ გამოჩნდებოდა?
- ასეც არის, მაგრამ ხომ არ დავაძალებ, თავისი საქმისა თვითონ იცის. მე ვერაფერს შევცვლი.
- მაგაზე ნუ ინერვიულებ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გსურს. ძლივს ვიღაცა გამოჩნდა შენს ცხოვრებაში. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება. რადგან მეორეჯერაც შეგახვედრა ღმერთმა, ესე იგი, ამ ურთიერთობას გაგრძელება უწერია.
ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ კარი გაიღო და ოთახში გიამ შემოყო თავი - ნაბახუსევმა, თვალებჩაწითლებულმა.
- შეიძლება? - დამნაშავესავით იკითხა.
- მობრძანდით, თქვენთვის ყოველთვის შეიძლება, - შესცინა მაიამ და წამოდგა, - მე წავალ, მაგდა, საქმეს მივხედავ.
მაიკო გავიდა. გია სკამზე ჩამოჯდა და თავი ჩაქინდრა.
- გუშინ ცუდად გამომივიდა, არ მინდოდა ასე... - ჩაილუღლუღა.


- რას მებოდიშები, არა გრცხვენია? მერე რა მოხდა, ვინ არ დამთვრალა... - ხელზე დავადე ხელი.
- ვიცი, არ მაპატიებ, მით უმეტეს, იმ საუბრის შემდეგ. ალბათ შენთან მოსასვლელი ყველა გზა მოვიჭერი, არა? - თავი ასწია და გაუბედავად შემომხედა.
დავიბენი. კარგი შანსი კი მეძლეოდა, მასთან იმწუთშივე გამეწყვიტა ურთიერთობა, მაგრამ შემეცოდა. არ ვიცი, რატომ ვერ გავიმეტე.
- ნუ სულელობ, ეგ სიმთვრალე არაფერს წყვეტს. ხომ გითხარი, ისეთი არაფერი მომხდარა-მეთქი. მეც დამილევია და დავმთვრალვარ, მერე რა?
- უგონოდ? - გაიცინა.
- უგონოდ არა, მაგრამ... კარგი, კარგი, არ გვინდა ამაზე საუბარი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
- მითხარი, როგორ გამოვასწორო გუშინდელი შეცდომა. მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
- არაფერი არ არის საჭირო, ტყუილად მიხდი ბოდიშს. ჩვენ ძველებურად კარგ მეგობრებად დავრჩებით. ჰო, მართლა, დედაშენი რომ გავიცანი, გითხრა?
ამის გაგონებაზე ოდნავ გამოცოცხლდა.
- იცი, დედას როგორ მოეწონე? შენ როგორ შეგიყვ... შენ როგორ შეგიყვარებს ასეთი გოგოო, მითხრა, - შეასწორა გიამ წინადადება.
- იმ გოგოს მე უკვე ვუყვარვარ-თქო, ვერ უთხარი?
ამის გაგონებაზე გია დაიძაბა. მივხვდი, რაც გაიფიქრა და სასწრაფოდ დავაყოლე.
- მეგობრულად, რა თქმა უნდა, - და თვალი ავარიდე.
- ჰო, ასეა, ეგ იცის, ჩემი თქმა რაში სჭირდება. მთხოვა, ერთხელ ჩვენთანაც ამოიყვანეო. თუ შენთვის უხერხული და უსიამოვნო არ იქნება, ვეწვიოთ, როცა თავისუფალი დრო გექნება.
- აუცილებლად, დედაშენი ისეთი კარგი ქალია, უარს ნამდვილად არ ვიტყვი მის უფრო ახლოს გაცნობაზე, ოღონდ ამ დღეებში არა, ცოტა მაცალე, კარგი?
- კი ბატონო, რა პრობლემაა. როცა შენ იტყვი. ეჰ, წუხანდელი საქციელი თავიდან არ ამომდის. საბასთანაც ცუდად გამომივიდა, შევრცხვი ამხელა კაცი. თუმცა მას დიდი ხანია ვიცნობ და გამიგებს. დილით რომ დავურეკე და მობოდიშება დავუწყე, სიცილით მოკვდა, აქეთ დამანამუსა.
- ელაპარაკე საბას? - ალმური წამეკიდა სახეზე, გულმა გამალებით დამიწყო ცემა.
- ჰო, ერთი საათის წინ. მისი არ მერიდება, მაგრამ აი შენთან თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
უცებ რაღაც აზრმა გამიელვა თავში.
- ჰოდა, რადგან ასეა, შენი საქციელის გამოსასწორებლად ორივე დაგვპატიჟე სადმე და გულზეც მოგეშვება, - სიცილით ვთქვი, თან სმენად ვიქეცი, ამაზე რას იტყვის-მეთქი.
- ეგრეც ვიფიქრე, მაგრამ ვერ ვასწრებ. დღეს და ხვალ უამრავი საქმე აქვს, საბუთები უნდა მოაგვაროს საელჩოში, ზეგ კი მიფრინავს.
ლოდი კიდევ უფრო დიდი სიმძიმით დამაწვა გულზე.
- სად მიფრინავს? - ჩამწყდარი ხმით ვიკითხე.
- საფრანგეთში, საბა ხომ იქ მუშაობს.
- იქ მუშაობს?
- ჰო, ძირითადად იქ არის. ექვსი თვე მაინც უწევს პარიზში ყოფნა. მერე ისევ ჩამოდის რამდენიმე თვით და ასე დადის წინ და უკან.
- რას აკეთებს პარიზში? - ცნობისმოყვარეობა გამიმძაფრდა.
- "ნიუხაჩად" მუშაობს მგონი, ზუსტად არ ვიცი.
- რა-ად? - სიტყვის არსს ვერ ჩავწვდი.

- აი, სუნამოების დეგუსტატორები რომ არიან, რა ჰქვია იმ პროფესიას, ქართულად არ ვიცი.
- ა-ა-ა, გასაგებია, - ახლა კი მივხვდი, როგორ შეძლო საბამ ჩემი სურნელის ასე ადვილად გამოცნობა.
- საფრანგეთის მოქალაქეა?
- არა მგონია, მაგრამ იმდენად კარგი სპეციალისტია, რომ მიიწვიეს. ისე, იქ შეისწავლა ეს პროფესია.
- აქ ვინ ჰყავს?
- ადრე ცოლი ჰყავდა, ახლა მგონი აღარ არიან ერთად, მაგრამ შვილი რომ არ ჰყავს, ეგ დანამდვილებით ვიცი.
- აბა ვისთან ცხოვრობს?
- ალბათ მარტო, როცა ერთად ვსწავლობდით, მშობლებთან ერთად ცხოვრობდა დიღომში, ორი წლის წინ კი წერეთელზე ოთხოთახიანი ბინა უყიდია, ამბობენ, ანტიკვარებით აქვს გამოტენილიო. ბოლო პერიოდში მაგრად აიწყო ცხოვრება, ფული იშოვა, მაგარი მანქანა დაითრია და რა ვიცი, გულაობს კაცი. იქ კოლოსალურ თანხას უხდიან თურმე. მე კი იშვიათად ვხვდები, მაგრამ ლევანისგან ვიგებ ხოლმე მის ამბებს.
- პარიზში ცხოვრება ხუმრობა საქმე არ არის. მე რომ ეგ ბედნიერება მქონდეს, აქეთკენ არც კი გამოვიხედავდი. ნეტავ რისთვის ჩამოდის, ვიცოდე, - საბას ამბები უფრო დაწვრილებით რომ გამეგო, რაღას არ ვლაყბობდი.
- აქაც მუშაობს, ფრანგული სუნამოების საბაზო ქსელი აქვს თბილისში გახსნილი და იმას კურირებს. პარფიუმერიის თითქმის ყველა სერიოზულ მაღაზიას ეგ ამარაგებს.
- შემთხვევით შენც მისგან ხომ არ ყიდულობ? - გამკრა უცებ გონებაში და ეშმაკურად გავხედე.
- ერთი-ორჯერ მეც დამეხმარა. მერე რა?
- არა, არაფერი. გემოვნებით რომ იყო შერჩეული, უბრალოდ ვიფიქრე, რომ...
- ანუ, შენი აზრით, მე ვერ შევარჩევდი?
- მე ეგ არ მითქვამს. რადგან შენ მოყევი, მეც დავაკავშირე ერთმანეთთან, თორემ შენს გემოვნებაში ეჭვი ერთი წუთითაც არ შემპარვია.
ახლა კი მივხვდი, საიდან იცოდა საბამ, რა სუნამოები მქონდა სახლში, როგორც ჩანს, გია მისი რჩევით ყიდულობდა ჩემთვის ფრანგულ ფლაკონებს.
გია წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
- მალე აცივდება.

- ჯერ ადრეა, რა დროს სიცივეა.
- სექტემბერში ყოველთვის ფუჭდება ამინდები.
- სექტემბრამდე ჯერ დიდი დროა...
- არც ისე. შვებულებაში არ გადიხარ?
- ვაპირებ, ოღონდ ჯერ ვერ გადამიწყვეტია, როდის ჯობია.
- საით უმიზნებ?
- ალბათ ზღვაზე წავალ. ახლა ყველაზე კარგი სეზონია გასარუჯად.
- არ გინდა, ერთად წავიდეთ?
- არა, გმადლობთ, - გავიცინე, - მე მარტო არ მივდივარ.
- აბა ვისთან ერთად მიემგზავრები, თუ საიდუმლო არ არის?
- საიდუმლოა, - ხაზი გავუსვი ჩემს ნათქვამს.
- ანუ მეგობარ მამაკაცს გულისხმობ?
- თუნდაც. რა, არ შეიძლება?
- როგორ არ შეიძლება, - გია შეიშმუშნა, ფანჯარას მოშორდა და კარისკენ გასწია, - მე წავალ, მოგვიანებით შეგეხმიანები, თუკი შენი სურვილიც იქნება. ისეთ "პახმელიაზე" ვარ, თავი მისკდება, ცოტა თუ არ წავუძინე, შეიძლება სადმე გავგორდე.
- ლუდი ჩაარტყი და ისე დაიძინე, ეგ ყველაზე კარგი გამოსავალია.
- ყოჩაღ! შენ საიდან იცი ამდენი?
- ხომ გითხარი, მეც დავმთვრალვარ-მეთქი, არ გჯერა?
- ეგ როდის, მე რომ არ მახსოვს?
- ეგ ადრე იყო, ღრმა ახალგაზრდობაში, შენ კი არა, მეც აღარ მახსოვს, - სიცილი ვერ შევიკავე.
- კარგი, აბა, წავედი და დაგირეკავ, ო კეი?
- ო კეი, არ დაიკარგო, - დავემშვიდობე გიას და კარი გაიხურა თუ არა, სასოწარკვეთილი სკამზე მივესვენე.
საბა, საბა... აი თურმე რა პროფესიის ყოფილა, საიდან აქვს ასეთი სიმდიდრე. ექვსი თვით მიდისო... ექვსი თვე რა მოიცდის? არა, არა, წასვლამდე უნდა ვნახო, ასე არ შეიძლება... მაგრამ როგორ? არც სახლი ვიცი მისი, არც ტელეფონი. თვითონაც რომ არ გამომართვა ჩემი მობილურის ნომერი? რა მოვიმოქმედო? ვის დავუკავშირდე? გიას ხომ არ ვთხოვ, მისი ნომერი მომეცი-მეთქი, რა უსინდისო ვარ, ეგ როგორ გავიფიქრე. რაღაც სხვა გზა უნდა გამოვნახო.

***
ფიქრით თავს ვიმტვრევდი, რა მეღონა, გამგზავრებამდე როგორ დავკავშირებოდი საბას, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. ლევანთან დარეკვის მომერიდა, სხვანაირად არ ეფიქრა, სხვა გამოსავალი კი ვერ ვიპოვე. ბედს მივენდე, რაც მოსახდენია, თავისით მოხდეს-მეთქი. გუნება დამიმძიმდა, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. თვალწინ გამუდმებით საბას სახე მედგა და მისი სიტყვები ჩამესმოდა - "მიყვარხარ და მუდამ მეყვარები, ეს არ დაგავიწყდეს, რაც არ უნდა მოხდეს". რა იგულისხმა? რა უნდა მოხდეს? რას აპირებს? კითხვები პასუხგაუცემელი რჩებოდა. ან კი საიდან უნდა მცოდნოდა, რა ჩაიფიქრა ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ ორჯერ შევხვდი ცხოვრებაში, თანაც - ორივეჯერ შემთხვევით.
ორი დღეც გავიდა. გიას არ დაურეკავს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აწუხებდა სინდისი, ვერ მოინელა იმღამინდელი ამბები და ამიტომ აჭიანურებდა შემოხმიანებას. არც მე გამჩენია სურვილი, მომეკითხა. მასზე უკვე აღარ ვფიქრობდი - არც ასე და არც ისე, თითქოს უკვალოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, თითქოს წაიშალა...
კვირა საღამო იყო. მთელი დღე სახლში გავატარე, სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც იმედი მქონდა, რომ საბა დარეკავდა ან მობილურზე, ან სახლის ტელეფონზე, ამიტომაც ფეხი არ მომიცვლია შინიდან. ჩემმა იმედმა არ გაამართლა. მხოლოდ დედამ დამირეკა და მომიკითხა, ჩვენთან რატომ არ მოდიხარო. მოვატყუე, მეგობრებს ველოდები და დღეს ვერ გამოგივლით-მეთქი. საღამო ჟამს, ზუსტად ცხრა საათზე, კარზე ზარის ხმა გაისმა. დაფეთებული წამოვხტი და ჰოლისკენ გიჟივით გავქანდი, საბა არ იყოს-მეთქი. სათვალთვალოში გავიხედე, ვერავინ დავლანდე.
- ვინ არის? - აკანკალებული ხმით ვიკითხე.
პასუხი არავინ გამცა. ცოტა არ იყოს, შემეშინდა, ხომ არ მაყაჩაღებენ-მეთქი და კითხვა უფრო ხმამაღლა გავიმეორე. ისევ დუმილი. ცოტა ხანს მივაყურადე, გარედან ჩქამი არ ისმოდა. ბოლოს გავბედე და კარი ოდნავ გამოვაღე. გამოვაღე და... სადარბაზოს მთელი მოედანი ბრჭყვიალა ქაღალდებში ლამაზად შეფუთული ყვავილების ნაირნაირი თაიგულით იყო მოფენილი. გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. მივხვდი, საბას გარდა ამას არავინ ჩაიდენდა. დავთვალე ბუკეტების რაოდენობა - 13 აღმოჩნდა. რატომ ცამეტი? ახლა ეს კითხვა დავუსვი საკუთარ თავს. ვერ მივხვდი. ფართხაფურთხით მოვკრიფე სუყველა, შინ შემოვზიდე და მაგიდაზე შემოვდე. იმწუთას მათი დახარისხების და ლარნაკებში გადანაწილების თავი არ მქონდა. სამწუხაროდ, იმას, რასაც ვეძებდი, ანუ ბარათს ან რაიმე წერილს, ვერ წავაწყდი, იქნებ რაღაც მინიშნება მაინც ყოფილიყო, მაგრამ ვერა, მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე.
უცებ მობილურმა "დაიწკმუტუნა", ეს მესიჯის სიგნალი იყო. ტელეფონს ვეცი. ის იყო, საბა, რომელიც მხოლოდ ორ სიტყვას მწერდა: "შეხვედრამდე, ლედი". ნომერს დავხედე და სასწრაფოდ ვაფრინე საპასუხო შეტყობინება: "რატომ ცამეტი?" არც პასუხმა დაყოვნა: "კარგად მაქვს დაცდილი". ახლა ნომერი ავკრიფე და დარეკვა ვცადე, მაგრამ... ნურას უკაცრავად. ავტომატის უსიამოვნო ხმამ ეგრევე "მომახალა": "მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. დარეკეთ მოგვიანებით". კიდევ ვცადე, კვლავ უშედეგოდ. ესეც ასე, მაგდა, ტყუილად ნუ ირჯები, ამ ეტაპზე ამით უნდა დაკმაყოფილდე, "დავამშვიდე" ჩემი თავი და... ავტირდი. დიდხანას, ძალიან დიდხანს ხმამაღლა მოვთქვამდი, თითქოს ჩემი ცრემლებით ერთდროულად ვეთხოვებოდი დანგრეულ წარსულს, უღიმღამო აწმყოსა და გაურკვეველ მომავალს...
ის ღამეც თეთრად გავათენე...

***
ამ ამბიდან რამდენიმე კვირა გავიდა. სექტემბერიც დადგა. საბასგან არაფერი ისმოდა, მიუხედავად ჩემი მოლოდინისა, არც უცდია ჩემთან დაკავშირება. სამაგიეროდ, გია გააქტიურდა. ძველებურად მირეკავდა, სამსახურში მაკითხავდა... ერთი სიტყვით, დამღალა თავისი ყურადღებით. რამდენჯერმე დედამისთან ვიზიტის შესახებაც ჩამომიგდო ლაპარაკი, მაგრამ შორს დავიჭირე. ნამდვილად არ ვიყავი მის ხასიათზე. საბას გამგზავრების შემდეგ ჩვევად მექცა, სამსახურის დამთავრებისთანავე შინისკენ გავქცეულიყავი და იქ დავლოდებოდი სასწაულს. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი იდუმალი სიყვარული სიურპრიზს მომიმზადებდა და, ყვავილების არ იყოს, კიდევ ერთხელ გამაოგნებდა თავის "ოინებით". არა და არა. ამაოდ ველოდი რაღაც მოულოდნელს. როგორები არიან მამაკაცები... ნუთუ ვერ ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის ყურადღება? სულ მცირე ყურადღებაც კი... ერთი მესიჯი რა გახდა? ვოხრავდი გაწბილებული...
ბოლოს, ილუზიებით ცხოვრება რომ მომბეზრდა, მტკიცედ გადავწყვიტე, შვებულება ამეღო და ქობულეთში წავსულიყავი. მაიკოც ავიყოლიე. სიხარულით დამთანხმდა - "ბარხატნი" სეზონია და კარგ დროს გავატარებთო. ბევრი არ გვიფიქრია, ორკვირიანი შვებულება ავიღეთ და მაიკოს მანქანით "დავაწექით" ქობულეთისკენ მიმავალ გზას.
მშვიდობიანად ჩავაღწიეთ "დანიშნულების ადგილამდე". არც ბინის მოძებნა დაგვჭირვებია. მაიამ ძველ, "პრესტიჟულ ხაზეიკას" მიაკითხა და იმანაც უმალ გამოგვიყო საუკეთესო ოთახი - "პირადი" სამზარეულოთი და აბაზანა-ტუალეტით. ერთი სიტყვით, კომფორტულად მოვეწყვეთ.


გაგრძელება

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
26.12.2014
გაგრძელებას რატომ არ დებთ?
კატო
26.12.2014
რატომ აღარ გრძელდება
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

XIV ნაწილი

შევედი... გაოცებისგან შევკივლე... მთელ ოთახში მაგნოლიის ყვავილის ფურცლები იყო მიმობნეული - იატაკზე, საწოლზე... ლოგინის გადასაფარებელი მთლიანად ყვავილის ფურცლებით იყო გადაპენტილი.

დასაწყისი იხილე აქ

XIII ნაწილი

გახევებული ვიჯექი, სიმწრით ნაპოვნი ბედნიერება ხელიდან მეცლებოდა. ვიგრძენი, როგორ ჩაწყდა ერთი სიმი გულში


დასაწყისი იხილე აქ

XII ნაწილი

ცოტათი დავიძაბე, სიმთვრალეში ისევ არ მოეძალოს ძველი ამბები და აქ კონცერტი არ მომიწყოს-მეთქი, ამიტომ არც მე დამიძრავს სიტყვა. მუსიკა რომ მიწყდა, ხელზე მაკოცა და ჩემს ადგილამდე მიმაცილა

როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

XI ნაწილი

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში მამაკაცს ერთხელ არ უკოცნია მისთ

როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

X ნაწილი

მაინც მომხვდა გულზე გიას საქციელი. რა იზამ, ასეთი ვართ ქალები. შეიძლება ვიღაც ან რაღაც ჩვენთვის არ გვინდა, მაგრამ არც სხვისთვის გვემეტება

დასაწყისი იხილე აქ

XIX ნაწილი

როგორც ჩანს, სწორად ვერ დავსვი დიაგნოზი და კინაღამ ხელში ჩამაკვდა. არასწორი მკურნალობის კურსი დავუნიშნე. შეცდომა დავუშვი.


დასაწყისი იხილე აქ

VII ნაწილი

კაბაც რომ მოვირგე ტანზე და სარკის წინ დავტრიალდი, აღფრთოვანება ვერ დავმალე. შეუძლებელი იყო, იმ შეხვედრაზე რომელიმე ქალი ჩემზე უკეთესი ყოფილიყო


როგრ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე


დასაწყისი იხილე აქ

VI ნაწილი

ერთხელაც არ უგრძნობინებია, რომ ვუყვარდი, თუმცა რა ძნელი მისახვედრი ეს იყო. შემომხედავდა თუ არა, სახეზე ეწერა, რასაც განიცდიდა


დასაწყისი იხილე აქ

V ნაწილი

გიორგიმ რამდენჯერმე სცადა ჩემთან შერიგება, ახლოსაც არ გავიკარე, ისე ვიყავი დაცლილი გრძნობებისა და ემოციებისგან, მისი დანახვაც კი მაღიზიანებდა


დასაწყისი იხილე აქ

IV ნაწილი

კლასელი მყავდა, ნათია, უახლოესი დაქალი, რომელიც ერთ ლექტორთან ემზადებოდა, მერე მისმა ვაჟმა დააორსულა და ცოლად არ შეირთო


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1307 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი