თეთრი მთვარე
font-large font-small
თეთრი მთვარე
დასაწყისი იხილე აქ

XI ნაწილი

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში მამაკაცს ერთხელ არ უკოცნია მისთ

როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე



იმდენად იმოქმედა ჩემზე ლუკას საქციელმა, ქობულეთში გაჩერება აღარ შემეძლო. საღამომდე დავიცადე, რომ ცოტა დავწყნარებულიყავი, შემდეგ კი მაიკოს გამოვუცხადე, პრობლემები მაქვს და თბილისში უნდა დავბრუნდე-მეთქი. მაია გაფითრდა. რა თქმა უნდა, ჩემი მოულოდნელი გამგზავრება მაშინვე გიას და მის ურთიერთობას დაუკავშირა. დიდხანს ვამშვიდებდი, შენ არაფერ შუაში ხარ, სხვა რამ მაწუხებს, ახლა ვერაფერს გეტყვი, ოდესმე აგიხსნი ყველაფერს-მეთქი. გაოგნებული დავტოვე მეგობარი. ისე ვიყავი გაცოფებული, ლუკა სადმე რომ შემხვედროდა, ალბათ შუაზე გავგლეჯდი. როგორ ვნანობდი ჩემს ნაბიჯს, როგორ ვნანობდი. მძულდა საკუთარი თავი. ვერასდროს მოვინელებდი იმას, რაც ჩემი აჩქარებით გავაფუჭე...
მთელი გზა ტირილში გავლიე. გვიან ღამით, თბილისში რომ ჩამოვაღწიე და თავი სახლში დავიგულე, მხოლოდ მაშინ დავწყნარდი ოდნავ. ლოგინზე მივეგდე დაღლილი და ღონემიხდილი. ფიქრის თავიც არ მქონდა, ეგრევე ჩამეძინა.

დილით ადრე გამეღვიძა, ჯერ გათენებულიც არ იყო წესიერად. ვიგრძენი, თვალები დამსიებოდა. პირველი, რამაც შემაწუხა, შიმშილის შეგრძნება იყო. ახლაღა გავაცნობიერე, რომ წინა დღით ლუკმა არ ჩამსვლია პირში. ასე ვიცი, როცა ვნერვიულობ, ვერაფერს ვჭამ, თითქოს კრიჭა მეკვრება. შინ არც არაფერი მეგულებოდა სასუსნავი. ორი კვირის წასულს რა დამხვდებოდა ცარიელ სახლში? გარდა ამისა, თავი მისკდებოდა ტკივილისაგან. ესეც უჭმელობას დავაბრალე. რის ვაივაგლახით წამოვდექი, სხეულის ყველა ნაწილი მტკიოდა. ამდენი ხნის მგზავრობამ თავის ქნა. რას მოვრბოდი? მეთხოვა მაიკოსთვის და მშვიდად გვემგზავრა მანქანით, რა მოხდებოდა? მაგრამ არა, არ შემეძლო, ერთი დღეც ვერ გავჩერდებოდი იმ წყეულ ქობულეთში. არც ის მინდოდა, მაიკოს რამე გაეგო, ამიტომაც ვამჯობინე მარტო წამოსვლა. სარაფანი გადავიცვი და მარკეტში გადავირბინე, პური და მაწონი ვიყიდე, რომ ცოტათი მაინც დამეწყნარებინა "ამბოხებული" კუჭი. საუზმის შემდეგ თავის ტკივილიც დამიამდა. მაგარი ყავაც მოვიდუღე და სვენებ-სვენებით დავლიე. ახლაღა გამოვიხედე თვალებში. სარკეში ჩავიხედე. თვალები შემშუპებოდა, ქუთუთოები ამოღამებული მქონდა. ესეც შენ, მაგდა! მოგიხდება! ბოლოს და ბოლოს, ისწავლი თუ არა ჭკუას? თავი გადავაქნიე და სარკეს მოვცილდი. რა ვქნა ახლა მე? მოდი, ჯერ დედას დავურეკავ, ვეტყვი, რომ ჩამოვედი, მერე სახლს დავასუფთავებ, ამასობაში მოსაღამოვდება და ჩემებთან გავალ სანახავად, გაუხარდებათ. ასეც მოვიქეცი. დედას ხმა აუკანკალდა, რომ დაველაპარაკე, იმასაც მოვნატრებივარ. შევპირდი, ამაღამ გამოვალ და თქვენთან დავრჩები-მეთქი.

სახლის დალაგებას მთელი დღე მოვუნდი. იმდენი მტვერი დაგროვებულა, გატანას ვერ ავუდიოდი. ყველაფერი რომ დავაწკრიალე, აბაზანაში "ვდურთე" თავი. მესიამოვნა ცხელი წყალი. არ მახსოვს, რამდენჯერ წავისვი საპონი, თითქოს ერთი ღამის წინ დაშვებული შეცდომის ჩამორეცხვას ვცდილობდი. კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქა ჩემს ცხოვრებაში. ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს, ასე რომ ავმჩატდი, ასე რომ ავყევი ცდუნებას. არა უშავს, როგორმე მოვინელებ. იმედია, რაღაც მაინც შეიცვლება ჩემდა სასიკეთოდ, ბოლომდე არ გამწირავს განგება. საბა! ახლა მისი სახელი ამოტივტივდა გონებაში. შენი ბრალია ყველაფერი, შენი! შენ მიბიძგე ამ ნაბიჯისკენ, შენ გამიღვიძე გრძნობები, თორემ კაცი სულ არ მახსოვდა და არც სექსზე მქონია აქამდე გართულება, - დავტუქსე იგი გონებაში. თუმცა მას რას ვერჩოდი, როცა ყველაფერი ჩემი უგუნურების ბრალი იყო. მე თვითონ გავაფუჭე ყველაფერი, მე თვითონ გავყავი ყულფში თავი.
ვერა და ვერ გამომიკეთდა ხასიათი. ძლივს ავიყვანე თავი ხელში, რომ ჩემებს არაფერი შეემჩნიათ, მაგრამ დედაჩემს მაინც ვერ გამოვაპარე ჩემი უხასიათობა. რა გჭირს და რა გჭირსო, შემიჩნდა. ავუხსენი, ამხელა გზის გამოვლით დავიღალე, მერე სახლი დავალაგე, ძალა აღარ შემრჩა-მეთქი. არ დამიჯერა, მაგრამ რას იზამდა, ცხელი ვახშამი მომიმზადა, "გამტენა" გემრიელი კერძებით და ლოგინი მერეღა გამიშალა. მამა ნასვამი დამხვდა. იმდენი მესიყვარულა, გული ამიჩუყდა. როცა ფხიზელია, არასდროს ავლენს ხოლმე ჩემ მიმართ მშობლისთვის დამახასიათებელ სისუსტეს, ყოველთვის ისე მხვდება, როგორც ვაჟიშვილს შეხვდებიან ხოლმე მამები. ახლა კი... ვერ მოითმინა და პატარა ბავშვივით მეფერა.
გვიან დავწექით დასაძინებლად. დედამ კიდევ ერთხელ სცადა, ლაპარაკი წამოეწყო ჩემს სევდიან განწყობაზე, მაგრამ გავაჩუმე, ძალიან მეძინება-მეთქი და ოთახის კარი ცხვირწინ მივუხურე. შუქი ჩავაქრე და დავწექი, თუმცა თვალზე რული დიდხანს არ მომეკარა. შუაღამემდე ვიწრიალე ლოგინში, ხან ლუკა ამოტივტივდებოდა გონებაში, ხანაც საბა. ერთხანს მაიას და გიასაც გადავწვდი ფიქრებით... ასე ვიტანჯებოდი მანამ, სანამ რის ვაივაგლახით ძილმა არ წამართვა თავი...

***
მესამე დღეს მაიკოც ჩამოვიდა და დამირეკა. როგორც ჩანს, გულმა არ მოუთმინა. გამოდი-მეთქი, დავპატიჟე. ერთ საათში ჩემთან გაჩნდა და შემოსვლისთანავე კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.
- მოვკვდი შენზე ნერვიულობით, არ მეტყვი, რა დაგემართა? - შეშფოთებული ხმით მკითხა.
- ისეთი არაფერი. ხომ გითხარი, არ ინერვიულო-მეთქი, რა მოგარბენინებდა?
- რაღა რა მომარბენინებდა, გოგო, გული გამიხეთქე, ისეთი წამოხვედი, ფერი არ გედო სახეზე. მომიყვები, ბოლოს და ბოლოს, რა გჭირს?
- ჯანდაბა და არგადარჩენა. ქალის ამბავი არ იცი? "იმას" გამოვექეცი, - მოვხსენი თავი ტყუილების გუდას.
- ვის იმას, გიას? - შიშნარევი გაუხდა გამოხედვა.
- გიას არა, იმას კიდევ!.. გია რა შუაშია, ლუკაზე გეუბნები, - ხელი ავიქნიე.
- ლუკას? გამოსაქცევი რა გჭირდა? - ვერ მიხვდა მაია.
- რა და... გადამეკიდა, გინდა თუ არა, ერთმანეთს შევხვდეთ და ძველი ურთიერთობა აღვადგინოთო. მეც რაღაცნაირად... ერთ მომენტში კიდევაც ვიფიქრე, შევხვდები, რა დაშავდება-მეთქი, მაგრამ კიდევ კარგი, დროზე გადავიფიქრე. კინაღამ შევცდი. ამიტომაც გადავწყვიტე, დროზე გავცლოდი, თორემ მასთან სიახლოვე კარგს არაფერს მომიტანდა.
- რა იცი, იქნებ კიდევაც გამოგსვლოდათ რამე. შენ ხომ გიყვარდა იგი?
- კი მიყვარდა, მაგრამ რა გარანტია მაქვს, რომ ხვალ და ზეგ ცოლთან დაბრუნებას არ დააპირებს? მერე სად წავიდე? ამისგან დაზღვეული ნამდვილად არა ვარ. მისგან ეს მოსალოდნელია, რომ იცოდე.
- ჰო-ო-ო! ეგეც მართალია. თუმცა... შენთან შეხვედრა თუ უნდა, აქ რა, ვერ მოახერხებს?
- იქ თითქმის მთელი დღეები ერთად ვიყავით, ხომ ხედავდი, გვერდიდან არ გვცილდებოდა. აქ კი ადვილად შემიძლია თავი დავაღწიო. ჩემი ნება არ არის, შევხვდები თუ არა? აქ იმდენს ვერ გაბედავს.
- ისე... იცი, რა? ის ორი დღე არც გამოჩენილა...
- არც გამოჩნდებოდა, დავურეკე და ვუთხარი, მივემგზავრები, ყველაფერი დამთავრებულია და ჩემთან აღარ დარეკო-მეთქი, - დავაყენე ტყუილების გორა.
- ჰო, ეგ კი არ მიფიქრია. მერე არ დაურეკავს?
- არა და ალბათ ვერც დარეკავს, ისე ცივად ველაპარაკე. ახლა შენზე მომიყევი რამე, რა ხდება, გია რა ხასიათზეა?
- რა ვიცი, რა ვიცი, - ამოიოხრა მაიამ, - ვერაფერი ვერ გავიგე, მაგდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო იმ ღამეს, თან გადამყვა, რა გაეკეთებინა, არ იცოდა. მეორე დღეს კი თითქოს შეიცვალა, მგონი ინანა კიდეც, რაც გააკეთა.
- ნუ გადამრიე! რას ჰქვია, ინანა! რა, პატარა გოგო გნახა? სათამაშო ხომ არ ხარ?
- მე ვფიქრობ, შენზე უნდოდა შური ეძია, ალბათ ამიტომაც ამომიღო მიზანში, მეტი არაფერი, მე მას არ ვაღელვებ. შენ...

- რა მე?
- შენ არ გისაუბრია? - თვალი ამარიდა და გაწითლდა.
- გაგიჟდი? საიდან, როგორ? შენთან იყო და მე როგორ დამელაპარაკებოდა?
- რა ვიცი, იქნებ დაგირეკა...
- არა, მაიკო, გეფიცები, ერთხელაც არ უცდია ჩემთან დაკავშირება, ზარიც კი არ გამოუშვია. თქვენ რა, ერთად არ ჩამოსულხართ?
- არა. გია თავისი მანქანით წამოვიდა.
- გასაგებია, მაგრამ... ერთდროულად არ წამოხვედით?
- მე უფრო ადრე გამოვედი, ძმაკაცებს ვნახავ და მერე წამოვალო, მითხრა.
- მერე?
- მერე რა ვიცი, ჯერ არ შემხმიანებია.
- შენ არ დაურეკე?
- არა. თუ საჭიროდ ჩათვლის, თვითონ დამირეკავს. ხომ არ შევეხვეწები.
- ჩემსავით ხომ არ შეტოპე?- წამომცდა უცებ და ენაზე ვიკბინე.
- რაში? - ვერ მიმიხვდა, კიდევ კარგი.
- შენც ნაადრევად ხომ არ დაიწყე ფიქრი მასზე? - გამოვასწორე შეცდომა.
- აბა რა გითხრა, იმ ღამის შემდეგ ჯერაც ეიფორიაში ვარ, რა ვქნა, მომწონს და...
- მაიკო, სექსამდე მივიდა საქმე? - ახლა კი პირდაპირ დავუსვი კითხვა.
- არა, არა, კიდევ კარგი, ეგ არ გავაკეთე, თუმცა მაინცდამაინც არც თვითონ დაუძალებია. ერთი კი მითხრა, ჩემთან ავიდეთო, მაგრამ უარი ვუთხარი, არ ვიჩქარე. ახლა რომ ვუფიქრდები, კარგი ვქენი, თორემ ვინ იცის, იქნებ სანანებლადაც გამხდომოდა საქმე.
- არა უშავს, მაი, აცალე ცოტა ხანს, ცოტა დაფიქრდეს, აზრზე მოვიდეს და გააანალიზოს ყველაფერი. ნუ გეშინია, ცუდი ბიჭი ნამდვილად არ არის. გული მიგრძნობს, ეგ ამბავი კარგად დამთავრდება.
- ვნახოთ, აგერ შენ და აგერ ამერიკა, - გაიხუმრა მაიამ და ნაძალადევად გაიცინა.

***
ამასობაში შვებულებაც ამოგვეწურა და სამსახურშიც გავედით. გიას ჩემთან არ დაურეკავს. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო. ეს არ მანაღვლებდა. მე მაიას მდგომარეობა უფრო მაშფოთებდა. აშკარა იყო, გოგოს უკვე უყვარდა იგი. ძალიან მინდოდა გიასთან ამ თემაზე მესაუბრა, მაგრამ იგი ყველანაირად არიდებდა ჩემთან დალაპარაკებას თავს.
საღამო ხანს, პირველი სამუშაო დღე რომ დასრულდა, მაიკო შემოვარდა ჩემს კაბინეტში სახეგაბადრული.
- მაგდა, გია მოვიდა, თავისთან გვეპატიჟება, - ჩქარ-ჩქარა მომაყარა.
- სად თავისთან?
- დედაჩემს უნდა თქვენი გაცნობაო. გთხოვ, უარი არ მითხრა, რა, პლიიზ, გთხოვ, რა გთხოვ, - თითით ყელი გამოიწია მაიამ.
- კარგი , წავიდეთ, რა პრობლემაა, - ავდექი და ხალათი გავიხადე. მართალია, გიას დედასთან სტუმრობის იოტისოდენა სურვილიც არ მქონდა, მაგრამ მეგობარს უარს ვერ ვეტყოდი.
ეზოში ჩავედით. გია მანქანიდან გადმოვიდა. ისე ჩვეულებრივად შემხვდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, გადამკოცნა, მხიარულად მომიკითხა.
- არ იცით, როგორ გელოდებათ დედაჩემი, ისეთი სუფრა გააწყო, თქვენი მოწონებული, - ხელი ხელს შემოჰკრა და ორივეს ღიმილით გადმოგვხედა...
სუფრა მართლაც დიდებული დაგვხვდა. ქალბატონი თამარი თბილად შეგვხვდა, თან ორივეს დიდი ინტერესით გვათვალიერებდა. მაიამ დაიმორცხვა, მთელი საღამო სიწითლე არ მოშორებია სახიდან, მოკვდა ნერვიულობით. გია მაიას გვერდით დაჯდა, მე კი ქალბატონ თამარს დავუმშვენე მხარი.
- როგორც იქნა, ვეღირსე თქვენს გაცნობას. რამდენი ხანია, ვეხვეწები ჩემს შვილს, გამაცანი ის გოგო-მეთქი და არ დააყენა საშველი.
- გოგო კი არა, გოგოები, - შეუსწორა გიამ.
- რა თქმა უნდა, გოგოები, მაგრამ ჯერ იყო და, მაგდას ხსენებით გამომიჭედა ყურები, ახლა კი, რაც ქობულეთიდან ჩამოვიდა, სულ მაიას ახსენებს. ბიჭო, მოიყვანე ერთხელ და დამანახვე მაინც, ვინა არიან ამისთანა, ხომ უნდა ვიცნობდე შენს მეგობრებს-მეთქი. როგორც იქნა, მაღირსა. ძალიან გახარებული ვარ, შვილებო, კარგი ადამიანები ჩანხართ. დიდი მადლობა, რომ ჩემს გიჟმაჟ შვილთან მეგობრობთ. ისე, არ მყავს ცუდი ბიჭი, რას იტყვით? - ღიმილით გადმოგვხედა.
- რას ამბობთ, დეიდა თამარ, გია არაჩვეულებრივი ადამიანია, - დავუდასტურე ქალს და მაიკოს ვანიშნე, შენც თქვი რამე-მეთქი.
მაია ხმას არ იღებდა, პატარძალივით ჩუმად იჯდა და დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით.
- ეჰ, ქალებო, თქვენ არ იცით, როგორ მყავს გაზრდილი, რა წვალებით, რა...
- მორჩი, რა, დედა, არ გინდა ახლა ეგეთები, - გააწყვეტინა გიამ.
- რატომ, დედა, რატომ? უნდა იცოდნენ, რა არის ამაში ცუდი?
- ახლა ამის დრო არ არის. იციან, რომ შენ გამზარდე, ასე რომ... ახალს ვერაფერს იტყვი. გოგოებო, გადაიღეთ რამე, აქ რასაც ხედავთ, სულ დედაჩემის ნახელავია, თანაც ყველაფერი თქვენთვის, ეს გაითვალისწინეთ. თამარა არაჩვეულებრივი კულინარია.
- მიირთვით, გოგოებო, არ მოგერიდოთ, ღმერთმა შეგარგოთ, რა ვიცი, მგონი გემრიელი გამომივიდა. ძალიან კი ვეცადე და...
მართლაც გემრიელი იყო ყველა კერძი. ქალბატონი თამარი მთელი საღამო გვეხვეწებოდა, მშივრები არ ადგეთ სუფრიდან, კარგად დანაყრდით, შინ მისულებმა კიდევ ჭამა არ მოითხოვოთ და თავი არ მომჭრათო. საკმაოდ მხიარულად ჩაიარა სტუმრობამ. ცოტა დავლიეთ, ვიმღერეთ კიდეც. გიას დედას საოცარი ხმა აღმოაჩნდა. ისე უკრავდა გიტარაზე და ისეთი ტკბილი ხმით ღიღინებდა, აღტაცებული ვუსმენდით.
გვიან ღამით დავიშალეთ. დავემშვიდობეთ დიასახლისს და გიას მანქანაში ჩავსხედით. მე რომ უკანა სალონში ჩავჯექი, მაიაც გვერდით მომისკუპდა. გიამ გაკვირვებით გამოგვხედა.

- კი მაგრამ, მე რა, ტაქსის მძღოლი ვარ? ერთ-ერთი წინ გადმოჯექით, რა პონტია! - გაგვიწყრა ორივეს.
- მე ადრე ჩავდივარ, ამიტომაც ვიჯდები უკან, მაიას კი შეუძლია წინ გადაჯდეს, - მტკიცედ ვთქვი.
მაიკომ გააპროტესტა ჩემი ნათქვამი, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია წინ გადასვლამ. შეუმჩნევლად ჩავიღიმე.
- ესე იგი, ჯერ შენ მიგიყვანოთ? - სარკეში შემომხედა გიამ.
- რა თქმა უნდა, მე უფრო ახლოს არ ვარ? მაია ეჰე-ე-ე! სად გყავს წასაყვანი, ხომ არ დაგავიწყდა? - გავიხუმრე.
- როგორც მიბრძანებთ, ნება თქვენია, - თქვა გიამ და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
- ძალიან ნასიამოვნები დავრჩი, მშვენიერი საღამო იყო, - საუბარი წამოვიწყე, რომ უხერხული სიჩუმე არ ჩამოვარდნილიყო.
- მართლაც, - ამყვა მაია, - ბრწყინვალე ქალია დედაშენი, ძალიან მომეწონა.
- დაბერდა თამარა, ადრე უფრო ყოჩაღად გრძნობდა თავს. რას იზამ, სტარასტ ნე რადასტ, - თავი გააქნია გიამ.
- ნუ აჭარბებ, მეგობარო, ბებერი სულაც არ არის, გადასარევად გამოიყურება, - "დავიცავი" ქალბატონი თამარი, - აი, ცოლს რომ შეირთავ და შვილიშვილს ჩაუგორებ კალთაში, მერე უფრო გაახალგაზრდავდება, - დავაყოლე და გავიტრუნე, რას იტყვის-მეთქი.
- თვითონაც მაგის იმედი აქვს. შემჭამა, დროზე დაქორწინდი, დროზე დაოჯახდი, შვილიშვილი მინდა, როდის მოვესწრები შენს შვილსო და რა ვიცი, გამიწყალა გული.
- ჰოდა, დროა მაგაზე იფიქრო, პატარა ბიჭი აღარ ხარ, ვერ ამჩნევ, რომ შენც ბერდები? გემატება და გემატება ჭაღარა, - დავანამუსე.
- დღეს არადა, ხვალ ვიზამ მაგ საქმეს, - ამყვა ხუმრობაში გია და კვლავ სარკიდან შემომხედა.
- ჰო მართლა, ჩემი დაბადების დღე ახლოვდება. ვფიქრობ, ერთი კარგი ქეიფი ჩვენთანაც არ გვაწყენდა, - გამახსენდა უცებ.
გიამ დაამუხრუჭა.
- მართლა? ამ თვეში? რომელ რიცხვში? - მომიტრიალდა.
- არა, ამ თვეში არა, იმ თვეში. ექვს ოქტომბერს, ოღონდ ასაკი არ მკითხო. ხომ იცი, მაინც არ გეტყვი.
- შენი თქმა რად მინდა, ვიცი, რომ ოცის ხდები, - გამაშაყირა გიამ და კვლავ გააგრძელა სვლა, - ასე არ არის?
- ასეა, ასე, განა მეტყობა მეტი? - მხიარულად ავკისკისდი.
- მაიკო, შენ რატომ არაფერს ამბობ? ხომ არ შეგშურდა, მაგდა ოცის რომ ხდება? შენ მგონი ორმოცდაათის ხარ, არა? - ახლა მაიას გაეხუმრა გია.
- ორმოცდათერთმეტის, გეშლება, - არც მაიამ "დაიხია" უკან, - წელს რატომ მაკლებ?
- მართალი ხარ, შემეშალა. ესე იგი, ვქეიფობთ?
- მაააშ! ერთი გემრიელად მოვულხინოთ.
- ბევრი ხალხი გეყოლება?
- არა! ძალიან ვიწრო წრეში გავაკეთებ. არ მიყვარს, როცა ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები იკრიბებიან ერთად. სანამ ისინი ერთმანეთს გაიცნობენ, საღამოც მთავრდება ხოლმე. შინაურები შევიკრიბებით, ძალიან ახლო მეგობრები, - ჩემმა იდეამ მევე აღმაფრთოვანა და ისე ხალისით გავაგრძელე ამ თემაზე საუბარი, ვერც შევამჩნიე, სახლს როგორ მივუახლოვდით.
- მოვედით, - თქვა გიამ და მანქანა გააჩერა.
- ესეც ასე. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. აბა, კარგად მეყოლეთ, იმედია, მალე ვნახავთ ერთმანეთს, - ორივე გადავკოცნე და მანქანიდან გადავედი...

***
ოქტომბერიც დაიწყო. გაფუჭდა ამინდი, აცივდა, გაწვიმდა. ცუდი დარი ჩემს ხასიათზე "პირდაპირპროპორციულად" მოქმედებდა. ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა სამუშაო დღე, რომ შინ წავსულიყავი და შინაბერასავით გამოვკეტილიყავი ჩემს მყუდრო "საბუდარში". არავინ და არაფერი მაინტერესებდა. ეს ალბათ დეპრესიის მსუბუქი ფორმა იყო. ახლა იმასაც კი ვნანობდი, დაბადების დღის გადახდა რომ დავაპირე, სულაც არ მეხალისებოდა ქეიფი და სუფრის გაშლა. მარტოობისკენ მიმიწევდა გული, მაგრამ გაფრენილ სიტყვას უკან ვერ დავაბრუნებდი.
გიას და მაიას რომანი თითქოს აეწყო. მაიას ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. გამუდმებით გიაზე მელაპარაკებოდა, მათი შეხვედრის ყველა დეტალს დაწვრილებით მიყვებოდა. თუმცა ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში მამაკაცს ერთხელ არ უკოცნია მისთვის. რა ვიცი, იქნებ მაიკო ბოლომდე არ იხსნებოდა ჩემთან და რაღაც-რაღაცებს მიმალავდა კიდეც. უცნაური კი იყო, გია, როგორც საცოლეს, ისე ეპყრობოდა, კოცნით კი არ ანებივრებდა ქალს. ეს მაფიქრებდა. გადავწყვიტე, გიას დავლაპარაკებოდი. ერთ საღამოსაც სახლში დავურეკე და მოვიკითხე. მხიარულად შემხვდა. მერე მაიაზე ჩამოვუგდე საუბარი. მომეჩვენა, თითქოს არ ესიამოვნა, ამ თემას რომ შევეხე.
- მიხარია, ერთმანეთს რომ ხვდებით, მაიკო მართლა კარგი გოგოა, - არ ვეშვებოდი მამაკაცს.
- ვიცი, ვხედავ, რომ კარგი გოგოა.
- მერე? რას აპირებ?
- რა უნდა დავაპირო?
- გია, იცი რა? მე და მაიკო დიდი ხნის მეგობრები ვართ და არ მინდა მოტყუებული დარჩეს. თუ მის მიმართ სერიოზული გრძნობა არ გაკავშირებს, ჯობია დროზე გაჩერდე.
- ასე უცებ ვერაფერს ვიტყვი. სერიოზული გრძნობა ვისთანაც მაკავშირებდა, იმან...
- არ გინდა, არ მსურს იმის მოსმენა, რაც არასდროს ყოფილა. მაპატიე, მაგრამ მე ყოველთვის სხვა მიყვარდა, შენამდეც და შენი გაცნობის შემდეგაც.
- ვინ არის ასეთი, ერთხელ მაინც როგორ ვერ გნახეთ ერთად?
- სიყვარულსა მალვა უნდა, ჩემო კარგო, თუ ქვეყანამ გაიგო, რაღა გამოვიდა? - გავიცინე.
- ანუ მე ყველანაირი იმედი უნდა გადავიწურო? - ყურმილს იქით ხშირი სუნთქვის ხმა ისმოდა.
- მე არც არასდროს მომიცია შენთვის იმედი.
- გასაგებია. შენს შეყვარებულს ალბათ დაბადების დღეზე მაინც გავიცნობ. დავიჯერო, არ დაპატიჟებ?
- ის აქ არ არის, უცხოეთშია. თუ იქამდე ჩამოვიდა, თავისთავად მოვა, თუ არადა...
- თუ უყვარხარ, ჩამოვა კიდეც.
- მას არ უყვარს სიურპრიზები, - ფიქრებით საბას გადავწვდი. მე ხომ მას ვგულისხმობდი.
- ნამდვილი მამაკაცი ასე მოიქცეოდა.
- შესაძლებელია, - გუნება გამიფუჭდა, დავემშვიდობე გიას და ყურმილი დავკიდე.
არადა, მე როგორ მიყვარს სიურპრიზები...

გაგრძელება

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (13)
17.03.2017
სვეტა დასრულეტ რაა ეს რომენი
ეკატერინე ბარათელი
30.06.2015
აუ მაგარი რომანია როდის გაააგრდზელებტ ცჰავხამდი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

XIV ნაწილი

შევედი... გაოცებისგან შევკივლე... მთელ ოთახში მაგნოლიის ყვავილის ფურცლები იყო მიმობნეული - იატაკზე, საწოლზე... ლოგინის გადასაფარებელი მთლიანად ყვავილის ფურცლებით იყო გადაპენტილი.

დასაწყისი იხილე აქ

XIII ნაწილი

გახევებული ვიჯექი, სიმწრით ნაპოვნი ბედნიერება ხელიდან მეცლებოდა. ვიგრძენი, როგორ ჩაწყდა ერთი სიმი გულში


დასაწყისი იხილე აქ

XII ნაწილი

ცოტათი დავიძაბე, სიმთვრალეში ისევ არ მოეძალოს ძველი ამბები და აქ კონცერტი არ მომიწყოს-მეთქი, ამიტომ არც მე დამიძრავს სიტყვა. მუსიკა რომ მიწყდა, ხელზე მაკოცა და ჩემს ადგილამდე მიმაცილა

როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

X ნაწილი

მაინც მომხვდა გულზე გიას საქციელი. რა იზამ, ასეთი ვართ ქალები. შეიძლება ვიღაც ან რაღაც ჩვენთვის არ გვინდა, მაგრამ არც სხვისთვის გვემეტება

დასაწყისი იხილე აქ

XIX ნაწილი

როგორც ჩანს, სწორად ვერ დავსვი დიაგნოზი და კინაღამ ხელში ჩამაკვდა. არასწორი მკურნალობის კურსი დავუნიშნე. შეცდომა დავუშვი.


დასაწყისი იხილე აქ

VIII ნაწილი

აი თურმე რა პროფესიის ყოფილა, საიდან აქვს ასეთი სიმდიდრე. ექვსი თვით მიდისო... ექვსი თვე რა მოიცდის?


როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

VII ნაწილი

კაბაც რომ მოვირგე ტანზე და სარკის წინ დავტრიალდი, აღფრთოვანება ვერ დავმალე. შეუძლებელი იყო, იმ შეხვედრაზე რომელიმე ქალი ჩემზე უკეთესი ყოფილიყო


როგრ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე


დასაწყისი იხილე აქ

VI ნაწილი

ერთხელაც არ უგრძნობინებია, რომ ვუყვარდი, თუმცა რა ძნელი მისახვედრი ეს იყო. შემომხედავდა თუ არა, სახეზე ეწერა, რასაც განიცდიდა


დასაწყისი იხილე აქ

V ნაწილი

გიორგიმ რამდენჯერმე სცადა ჩემთან შერიგება, ახლოსაც არ გავიკარე, ისე ვიყავი დაცლილი გრძნობებისა და ემოციებისგან, მისი დანახვაც კი მაღიზიანებდა


დასაწყისი იხილე აქ

IV ნაწილი

კლასელი მყავდა, ნათია, უახლოესი დაქალი, რომელიც ერთ ლექტორთან ემზადებოდა, მერე მისმა ვაჟმა დააორსულა და ცოლად არ შეირთო


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1286 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი