თეთრი მთვარე
font-large font-small
თეთრი მთვარე
დასაწყისი იხილე აქ

XIII ნაწილი

გახევებული ვიჯექი, სიმწრით ნაპოვნი ბედნიერება ხელიდან მეცლებოდა. ვიგრძენი, როგორ ჩაწყდა ერთი სიმი გულში




სიბრაზისგან ძაგძაგმა ამიტანა. ლუკასთან ლაპარაკის თავი მქონდა? რისთვის მოეთრა? ხომ გავაფრთხილე, არ დამენახვო-მეთქი! თვალები დავაკვესე და საჩხუბრად გავემზადე. ზურგს უკან კარი მივხურე, სახელურს ჩავეჭიდე და დაუპატიჟებელ სტუმარს მტრულად დავხვდი.
- მაგდა... გილოცავ... დაბადების დღეს გილო...
- რისთვის მოხვედი? - მკვახედ გავაწყვეტინე ჩემ წინ მოქანავე მამაკაცს, გალეწილი მთვრალი იყო, ენას ძლივს ატრიალებდა პირში.
- ვიცი, არ უნდა მოვსულიყავი და ამიტომაც დავთვერი, ბოლომდე დავთვერი. სხვანაირად ვერ გავბედავდი. მაპატიე, მაგრამ უნდა გელაპარაკო, ისე აქედან არ წავალ. ფეხს არ გავადგამ, სულ რომ აგური მირტყა თავში.
- მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, ერთხელ უკვე გითხარი. წადი, გირჩევნია. მეორედ არ გაბედო აქ მოსვლა, გესმის?! გიკრძალავ ჩემთან მოახლოებასაც კი! - მთელი ხმით ვიყვირე გამწარებულმა, ოთახში შევვარდი და სახეარეულს კარი ცხვირწინ მივუჯახუნე.
ერთიანად მაკანკალებდა. კარგა ხანს გარედან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ვიცოდი, იქვე იქნებოდა ატუზული, ამიტომაც არ გავიხედე სათვალთვალოში. სიჩუმეს ყური მივუგდე. ცოტა ხნის შემდეგ კარზე ზარის ხმა გაისმა. მოულოდნელობისგან შევხტი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეც მოიქცეოდა. არ გავნძრეულვარ. ზარის ხმა კიდევ რამდენჯერმე გაისმა. როცა ჩემგან პასუხი ვერ მიიღო, ლუკამ ბრახუნი ატეხა, მუშტები დაუშინა კარს. ახლა კი მომეშალა ნერვები, თან შემეშინდა, მეზობლები არ შემიყაროს-მეთქი და იძულებული გავხდი, კარი ისევ გამეღო.
- ვერ გაიგე, რა გითხარი? - წავისისინე.
- გავიგე, მაგრამ მაინც არ წავალ. მცემე, თუ გინდა, დამარტყი, არ წავალ, სანამ არ მომისმენ. გეხვეწები, სულ რამდენიმე წუთი, სულ რამდენიმე... - თქვა და მუხლებზე დაეშვა.
სასოწარკვეთილმა ირგვლივ მიმოვიხედე, იქნებ ვინმე მშველელად მომევლინოს-მეთქი. ასეც მოხდა. კიბეზე სირბილით მომავალი მაია გამოჩნდა.
- მაგდა, რას ელოდები, წავედით, თორემ დაგვაგვიანდა, - ქაქანით მოგვიახლოვდა, - უი, ლუკა, ვერ გიცანი, როგორ ხარ? - შეჰღიმა ლუკას, რომელიც ქალის დანახვაზე შეცბუნებული წამოდგა.
მაიკომ მე გამომხედა და თვალი ჩამიკრა.
- არა მიშავს, შენ როგორ ხარ, მაიკო? არ იცი, როგორ გამიხარდა შენი დანახვა, ნამდვილი კეთილი ფერია ხარ, მხსნელად მომევლინე, - სახე გაებადრა ლუკას და რწევა-რწევით გადაეხვია ქალს.
მაიამ მისი მხრის ზემოდან გამომხედა და თვალებით მანიშნა, რით გიშველოო.
- ახლავე ჩავიცვამ და გამოვალ, - წყნარად ვთქვი, ოთახში შევბრუნდი, საკიდრიდან ქურქი ჩამოვხსენი, მხრებზე მოვისხი და გასაღებს ვეცი, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი იქაურობას.
- გოგონებო, სად მიდიხართ? - ლუკა ძლივს ლუღლუღებდა, - მეც წამიყვანეთ, ხომ შეიძლება? მართალია, მათხოვარი ვარ, მაგრამ... - გაიცინა ლუკამ.
- კარგი, რა, ლუკა, გეკადრება? შენ ახლა ნასვამი ხარ, წადი, გამოიძინე და ხვალ შემოგვიარე. მაპატიე, ჩემი საქმრო გველოდება დაბლა, მეგობართან მივდივართ. ხვალ შევხვდეთ და თუ გინდა, "პახმელიაზე" ერთად გამოვიდეთ. ო კეი? - დაუყვავა მაიამ, რომ როგორმე დაეყოლიებინა მთვრალი მამაკაცი.
- მაგდას უნდა ველაპარაკო, მეტი აღარ შემიძლია, დამეხმარე, მაკო, შენ მაინც შემიცოდე, ხომ ხედავ, აღარავის ვჭირდები, ყველამ მიმატოვა.
- წადი, შინ წადი, ბოლოს და ბოლოს შეიგნე, რომ ვეღარ გიტან, შენი დანახვაც კი ნერვებზე მშლის. მეზიზღები, მძულხარ, მეტი რა გითხრა, რით ვერ გაიგე? - ისევ ავიფოფრე და წინ ავესვეტე კითხვის ნიშანივით მოხრილ ლუკას.
- წამო, წამო, ლუკა ჩვენიანია, გაგვიგებს. დროზე, თორემ გადაირევიან ბიჭები, - მკლავში ჩამავლო მაიამ ხელი და მომქაჩა, - ლუკა, იზვინი, რა, ჩვენ წავალთ, თორემ ჩემი კაცი რომ ამოვიდეს, შეიძლება იეჭვიანოს და... - ხუმრობით მოუბოდიშა მაიკომ და ისევ მომქაჩა.
ჩქარი ნაბიჯებით დავუყევი საფეხურებს ისე, რომ უკან არ მიმიხედავს. არ ვიცოდი, რა ხდებოდა იქ, ჩემს კართან. ვაითუ ანგრევს იქაურობას. რაღაც მომენტში შევჩერდი კიდეც.

- შეეშვი, წავა, აბა რას იზამს, გამოადგი ფეხი, არ დაგვეწიოს, - მითხრა მაიამ და მანქანისკენ მიბიძგა.
უკანა სალონში შევძვერი და სიბნელეში კინაღამ საბას ჩავუჯექი კალთაში.
- როგორც იქნა, სად ხართ აქამდე? - მოუთმენლად იკითხა გიამ.
- წავედით, წავედით, მერე აგიხსნი, - ჩქარ-ჩქარა მიაყარა მაიამ, წინ ჩაჯდა და კარი მიიჯახუნა.
მანქანა მძიმედ დაიძრა. მჭიდროდ ვეხებოდი საბას, თითქმის ვეხუტებოდი, მაგრამ ჩემი გონება ახლა მხოლოდ ლუკას დასტრიალებდა. ვინ იცის, რა დღეშია, იქნებ ღრიალებს, იქნებ ბრახუნით იკლებს იქაურობას...
- პირველად ვინ მიგიყვანოთ? - ფიქრებიდან გიას შეკითხვამ გამომარკვია.
- ჯერ ჩვენ, გია, ძალიან გთხოვთ, თორემ ამას მერე რა გააღვიძებს, - თქვა ჯულიეტამ.
- კი ბატონო, ოღონდ მითხარით, სად მივდივართ, - გიამ სიჩქარეს მოუმატა.
ჯულიეტამ მისამართი უკარნახა. მთელი გზა ხმა არავის ამოუღია. მარცხენა მხარე გამითბა, ისეთი მხურვალება მოდიოდა საბასგან. გული გამალებით მიცემდა. რა სიამოვნებით დავადებდი თავს მკერდზე, უფლება რომ მქონდეს. ნეტავ როგორ ხასიათზეა? მიხვდა, რაც ხდებოდა, თუ არა? ვაითუ გაბრაზებულია... ეჭვები ტვინს მიღრღნიდა, შეხედვის მეშინოდა. მოულოდნელად საბა შეირხა, უფრო მოხერხებულად მოკალათდა და მარჯვენა ხელი მხარზე გადამხვია. ნეტარების ტალღამ მთელ სხეულს გადაუარა. ღამის იყო, კრუტუნი დავიწყე...
ვერ გავიგე, გია როდის გაჩერდა. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, საბაც რომ გადავიდა მანქანიდან ჯულიეტას დასახმარებლად. მარცხენა მხარეს სიცივე ვიგრძენი... იგი მალევე დაბრუნდა და ჩემ გვერდით ისე დაჯდა, ახლოს არ მოწეულა. როგორც ჩანს, ნაწყენია, ალბათ ყველაფერს მიხვდა. გახევებული ვიჯექი, სიმწრით ნაპოვნი ბედნიერება ხელიდან მეცლებოდა. ვიგრძენი, როგორ ჩაწყდა ერთი სიმი გულში.
- საბა, შენ სახლში, არა? - გიამ სარკეში ჩაიხედა, რომ მისთვის შეეხედა.

- ჰო, რა თქმა უნდა, - ყრუდ უპასუხა მამაკაცმა.
- ლია გიჟს ჰგავს ალბათ, სად დამეკარგა ეს კაცი მთელი დღეო, - გაიცინა გიამ და კვლავ სარკიდან შეხედა.
საბას პასუხი არ გაუცია, ფანჯარაში გაიხედა. კიდევ ერთი სიმი ჩაწყდა გულში, ახლა უფრო ძლიერად.... წერეთელზე მალე გავედით. გიამ ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსთან შეაჩერა მანქანა. საბა მოქუფრული დაგვემშვიდობა და ისე გადავიდა, ჩემთვის ერთხელაც არ შემოუხედავს. ახლა კი საბოლოოოდ დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფრის დამთავრებას ნიშნავდა. მორჩა, აღარ დამირეკავს, არც გამოჩნდება. ჰო მაგრამ, რატომ? ხომ არ იცის, სინამდვილეში რაც ხდება? თვითონ რა, ბოლომდე მართალია ჩემთან? ცოლზე რომ არასდროს არაფერი უთქვამს? მეც მაქვს მასთან პრეტენზიები! როგორ ამიხსნის ამ ყველაფერს? რა, საყვარლად ვუნდოდი? რატომაც არა! რითი ვიყავი მისთვის ცუდი ვარიანტი, რომელი ქალიშვილი მე ვარ? ლამაზი, მაგრამ განათხოვარი. იდეალური ვარანტია ცოლიანი მამაკაცისთვის. რა ულტიმატუმი უნდა წავუყენო, ან ცოლი, ან მე-მეთქი? ეს ხომ სისულელე იქნება? იგი მე არაფერს დამპირებია. ლუკა ძველი სიყვარული იყო და მოვიდა დაბადების დღის მოსალოცავად. რა არის ამაში გასაბრაზებელი? ჰმ, გაბრაზდა! გაბრაზდა და ცივი წყალი დალიოს! მეტიც არ მინდა, რამე მითხრას...
- მაგდა, შენ ჩემთან წამოხვალ, არა? - მომიბრუნდა მაია.
როგორც ჩანს, იმ ღამის გატარებას გიასთან აპირებდა, ჩემი იქ ყოფნით კი გეგმები ეშლებოდა.
- არა, არა, მე სახლში მიმაბრუნეთ, რა?
- გაგიჟდი? ისევ იქ რომ დაგხვდეს?
- არა უშავს, როგორმე მოვუვლი, პირველად კი არ ვხედავ, - ნაღვლიანად გამომივიდა ნათქვამი.
- როგორც გინდა, - არ დაუძალებია მაიას...
გიამ სადარბაზოსთან გააჩერა. გადმოვედი.
- მოიცა, გაგაცილებ, - გიამაც დააპირა გადმოსვლა.
- არ გინდა, არ არის საჭირო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, - ორივეს დავემშვიდობე და ეზოში შევედი.
ფრთხილად ავიარე სართული. ირგვლივ არავინ ჭაჭანებდა. ლუკას ალბათ მოჰბეზრდა აქეთ-იქით ყიალი და წავიდა. ძალიანაც კარგი, ახლა არავის ნახვა არ მინდოდა...

ტანსაცმელი გამოვიცვალე და მაგიდის ალაგებას შევუდექი. ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა. რა უბედური ვარ, როგორ არ მიმართლებს სიყვარულში, რა მეშველება? ამისთანა რა ვარსკვლავზე დავიბადე? ვინ დამწყევლა ასე? უფრო ამომიჯდა გული, თან ჭურჭელს ვრეცხავდი, თან ცრემლებად ვიღვრებოდი.
...გვიან მოვრჩი სახლის მილაგებას. საათს შევხედე, სამი ხდებოდა. საძინებელში შევედი, საწოლზე ჩამოვჯექი და სარკეში ჩავიხედე. თვალები ჩამწითლებოდა ტირილისაგან. იქვე გიას ნაჩუქარი სუნამო იდო, რომელმაც საბას საჩუქარი გამახსენა. უჯრა გამოვაღე და სუნამო გამოვიღე. ინტერესი მკლავდა, როგორი სუნი ჰქონდა. გავხსენი. ჩემდა უნებურად, სანამ თავს მოვხსნიდი, ფრანგულ წარწერებს შევავლე მზერა და... თვალებს არ დავუჯერე: "მაგდას საბასგან, ექსკლუზიურად" - ქართული ასოებით ეწერა უცხოურ ფლაკონზე. ეს რას ნიშნავს? ექსკლუზიური სუნამოა? ამან კიდევ უფრო გამაოგნა. არა, უნდა დავურეკო, აუცილებლად უნდა დავურეკო. ეს ხომ სახელობითი სუნამოა. "თეთრი მთვარე" - ასეთი არ არსებობს, ეს გამოგონილია, ეს მისი დარქმეული სახელია. "მაგნოლია" ვიცოდი, მქონია კიდეც, მაგრამ სხვა დანარჩენი ჩემთვისაა მოძღვნილი, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა. ფლაკონიც სხვანაირია. ვერ მოვითმინე, მობილური ავიღე და საბას ნომერი ავკრიფე. ცოლის დედაც, რაც უნდა ის იფიქროს, მაინც ყველაფერი დამთავრებულია.
- გისმენთ, - გულგრილი ტონით მიპასუხა რამდენიმე ზარის შემდეგ.
- მე ვარ, - გაუბედავად ვთქვი.
- ვიცი. მოხდა რამე?
- ისეთი არაფერი...
- აბა ამ შუაღამეს რამ შეგაწუხა? დახმარება ხომ არ გჭირდება? - დამაყარა შეკითხვები.
- არა, არა... ახლა შენი ნაჩუქარი სუნამო გავხსენი და ვერ მოვითმინე, რომ არ დამერეკა. ასეთ დროს რომ გელაპარაკები, უხერხული ხომ არ არის?
- ჩემთვის არა, თუ შენთვის არ არის.
- არა, რატომ, მე მარტო ვარ, მარტო ვცხოვრობ...
- რა ვიცი... - ირონიულად თქვა.
ადვილი მისახვედრი იყო, არ სიამოვნებდა ჩემთან ლაპარაკი, ან უბრალოდ, სურდა, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩენოდა.
- მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს. ეს ქართული წარწერა რას ნიშნავს?
- მეგონა, მიხვდებოდი.
- მივხვდი, მაგრამ... მართლა ასეა? მართლა სპეციალურად ჩემთვის არის გაკეთებული?
- ექსკლუზივი კიდევ სხვა რამესაც ნიშნავს? - თითქოს დამცინა.
- არა, - ხმა ჩამიწყდა და გავჩუმდი.
სიჩუმე რამდენიმე წამს გაგრძელდა.
- კარგი, ღამე მშვიდობისა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი საჩუქრისთვის, - თითქმის ჩურჩულით ვთქვი.
- მოიცა, არ გათიშო. მეც მაქვს შეკითხვა.
დავიძაბე.

- გისმენ, - თრთთოლვამ ამიტანა.
- ხომ არ ვიჩქარე ასეთი სუვენირით?
- იჩქარე? ვერ გავიგე, რას მეკითხები.
- არა, არაფერს, - მოულოდნელად შეცვალა საუბრის თემა, - მითხარი, რომელი უფრო მოგეწონა, მაგნოლიის "თეთრი მთვარე" თუ და ვინჩის "კოდი"?
გიაზე ხომ არ ეჭვიანობს? - გამკრა გულში. თუ ასეა, მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა ჩემი წვალება და ვუპასუხე.
- ვერ გეტყვი. შენი ნაჩუქარი ჩემთვის ჯერ ახალი ხილია, არ ვიცი, დასხურების შემდეგ როგორ სუნს დატოვებს. "კოდის" კი ნაცნობი სურნელი აქვს, ახლა ყველაზე მოდურია, ყველა აქებს. ვნახოთ, რომელი უფრო მომეწონება...
- ყველა აქებს? - საბამ სულ სხვა რამეზე გაამახვილა ყურადღება, - განა ყველას აქვს ეგეთი?
- ყველას არა, მაგრამ ძალიან ბევრს აქვს.
- ჰა-ჰა-ჰა! - ხმამაღლა გაიცინა, - შენ გეშლება, ლედი, ალბათ "არმანი კოდი" იგულისხმე, არა? წარწერას არ შეხედე? კარგად დააკვირდი და ნახავ.
მივხვდი, რომ რაღაცაში ჩავიჭერი. გავწითლდი. გვერდულად გავხედე გიას საჩუქარს, მზერა დავძაბე... განსაკუთრებული ვერაფერი შევამჩნიე.
- ესეც ექსკლუზიურია, და ვინჩის "კოდი" მხოლოდ ორი ცალი არსებობს დედამიწის ზურგზე - ერთი შენთვის, მეორე - მაიასთვის, გიას თხოვნით, რა თქმა უნდა. მის ცხოვრებაში ორი ერთნაირად ძვირფასი ქალი ფიგურირებს, როგორც ჩანს, - ორაზოვნად თქვა.
- შენს ცხოვრებაში? - მისი ბოლო ფრაზით ვისარგებლე და მწარედ ჩავურტყი.
- როგორ?
- შენს ცხოვრებაში რამდენი ერთნაირად ძვირფასი ქალი ფიგურირებს, მაინტერესებს, - იმავე ტონით გავაგრძელე.
- თუ ის გაინტერესებს, "თეთრი მთვარე" რამდენია, გეტყვი - მხოლოდ ერთი და არასდროს განმეორდება, შეცდომებზე ბევრ რამეს ვსწავლობ, - ცივად წარმოთქვა.
- გასაგებია. მაპატიე, რომ შეგაწუხე.
- არ შევწუხებულვარ, პირიქით.
- ღამე მშვიდობისა.
- კარგად, - და წყვეტილი ზუმერი გაისმა.
ისევ ჩაწყდა ერთი სიმი გულში. ეს რა ღამე იყო... გულის სიმები ერთმანეთის მიყოლებით წყდებოდა და წყდებოდა... ალბათ ახლა მხოლოდ ერთ წვრილ ძაფზე ჰკიდია. ესეც რომ გაწყდეს, რა მოხდება?.. გასაგებია, რაც...

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
04.02.2015
Mადლობა კარგი რომანია კიდევ დადეტ ახალი რომანი
ლია
29.12.2014
პატარა თავებით მეტი ინტრიგაა,უფრო საინტერესო ხდება
მარინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

XIV ნაწილი

შევედი... გაოცებისგან შევკივლე... მთელ ოთახში მაგნოლიის ყვავილის ფურცლები იყო მიმობნეული - იატაკზე, საწოლზე... ლოგინის გადასაფარებელი მთლიანად ყვავილის ფურცლებით იყო გადაპენტილი.

დასაწყისი იხილე აქ

XII ნაწილი

ცოტათი დავიძაბე, სიმთვრალეში ისევ არ მოეძალოს ძველი ამბები და აქ კონცერტი არ მომიწყოს-მეთქი, ამიტომ არც მე დამიძრავს სიტყვა. მუსიკა რომ მიწყდა, ხელზე მაკოცა და ჩემს ადგილამდე მიმაცილა

როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

XI ნაწილი

ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ამ ხნის განმავლობაში მამაკაცს ერთხელ არ უკოცნია მისთ

როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

X ნაწილი

მაინც მომხვდა გულზე გიას საქციელი. რა იზამ, ასეთი ვართ ქალები. შეიძლება ვიღაც ან რაღაც ჩვენთვის არ გვინდა, მაგრამ არც სხვისთვის გვემეტება

დასაწყისი იხილე აქ

XIX ნაწილი

როგორც ჩანს, სწორად ვერ დავსვი დიაგნოზი და კინაღამ ხელში ჩამაკვდა. არასწორი მკურნალობის კურსი დავუნიშნე. შეცდომა დავუშვი.


დასაწყისი იხილე აქ

VIII ნაწილი

აი თურმე რა პროფესიის ყოფილა, საიდან აქვს ასეთი სიმდიდრე. ექვსი თვით მიდისო... ექვსი თვე რა მოიცდის?


როგორ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე

დასაწყისი იხილე აქ

VII ნაწილი

კაბაც რომ მოვირგე ტანზე და სარკის წინ დავტრიალდი, აღფრთოვანება ვერ დავმალე. შეუძლებელი იყო, იმ შეხვედრაზე რომელიმე ქალი ჩემზე უკეთესი ყოფილიყო


როგრ მივაგნოთ რომანის მომდევნო თავებს საიტზე


დასაწყისი იხილე აქ

VI ნაწილი

ერთხელაც არ უგრძნობინებია, რომ ვუყვარდი, თუმცა რა ძნელი მისახვედრი ეს იყო. შემომხედავდა თუ არა, სახეზე ეწერა, რასაც განიცდიდა


დასაწყისი იხილე აქ

V ნაწილი

გიორგიმ რამდენჯერმე სცადა ჩემთან შერიგება, ახლოსაც არ გავიკარე, ისე ვიყავი დაცლილი გრძნობებისა და ემოციებისგან, მისი დანახვაც კი მაღიზიანებდა


დასაწყისი იხილე აქ

IV ნაწილი

კლასელი მყავდა, ნათია, უახლოესი დაქალი, რომელიც ერთ ლექტორთან ემზადებოდა, მერე მისმა ვაჟმა დააორსულა და ცოლად არ შეირთო


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1559 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი