წითელი ფეხსაცმელი
font-large font-small
წითელი ფეხსაცმელი
დასაწყისი იხილე აქ

VIII ნაწილი

მისი სხეულის ყველა უჯრედი ბრმად მიიწევდა მამაკაცისკენ, სისხლი თითქოს გაავებით ეხეთქებოდა არტერიის კედლებს




ნია აღარ იყო პატარა გოგო და მშვენივრად ხვდებოდა, რომ გიგის მასთან მუდმივი ურთიერთობა არაფერში სჭირდებოდა. ეს იყო მხოლოდ ერთჯერადი გართობა შემთხვევით სასტუმროში, მდიდარი ადამიანის დროებითი კაპრიზი...
ლამაზად მორთულ მაგიდასთან დიდხანს იჯდა და მამაკაცს ელოდა. ათი საათი გახდა, ის კი არ ჩანდა. ხუთი წუთის შემდეგ ოფიციანტი მიუახლოვდა და გადასცა, ბატონი გიგი დაგვიანებისთვის ბოდიშს იხდის, მოლაპარაკებები გაუგრძელდაო.
- ხომ არ ივახშმებდით მის მოვლამდე? - მისკენ დაიხარა ოფიციანტი.
- არა, გმადლობთ, დაველოდები, - ნაღვლიანად უპასუხა ნიამ და ნაძალადევად გაიღიმა.
ისე შიოდა, კუჭი ეწვოდა, მაგრამ ამწუთას ლუკმა არ გადაუვიდოდა ყელში. არ იცოდა, გაბრაზებულიყო გიგიზე თუ მშვიდად აღექვა მისი დაგვიანების მიზეზი. მოლოდინი უკვე ნერვებზე შლიდა და წარამარა იმეორებდა გულში, თავისთვის, რომ მისი გამომგზავრება შეცდომა იყო.
ის იყო, ადგომა და ნომერში ასვლა დააპირა, რომ მოულოდნელად მამაკაცი თავზე დაადგა, თითქოს იქვე იყო ჩასაფრებული და მისი მოთმინების ფიალის ავსებას ელოდაო.

- ვიცი, დავაგვიანე, მაგრამ უნდა მაპატიო. მიეცი შეკვეთა? არა? რატომ, რატომ? - იკითხა მან, მის გვერდით დაჯდა და ისეთი ცივი თვალებით შეხედა, ნიამ კიდევ ერთხელ ინანა, რომ გამოყვა.
- მგონი, არც ისე კარგად ჩაიარა შეხვედრამ, არა? - ნიამ ზღვისფერი თვალები მიანათა.
მისმა გამჭრიახობამ გიგი აღაფრთოვანა. ჩვეულებისამებრ, ყოველთვის ახერხებდა თავისი ემოციების დამალვას, მაგრამ დღეს თავის ძველ და ყველაზე ძლიერ კონკურენტთან მოუწია შელაპარაკებამ და ამიტომაც შეხვედრამ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. იქნებ შეცდომას უშვებს, როცა ცდილობს, წარმატებას ნებისმიერ ფასად მიაღწიოს? დღეს პირველად დაფიქრდა ამაზე, სწორედ მაშინ, როცა კონკურენტის ბრაზისგან გადმოქაჩულ თვალებს შესცქეროდა. ნუთუ თვითონაც ასეთი შთაბეჭდილება დატოვა?
არა, შეხვედრა მართლაც წარუმატებელი აღმოჩნდა. მას არ უყვარდა მსგავს რამეებზე ჩაღრმავება, ამიტომ მონატრებულად მიაჩერდა ნიას, რომ თავის მშვენიერ თანამგზავრზე გადაეტანა ყურადღება და ყველაფერი დაევიწყებინა. მიუხედავად იმისა, რომ ნიას მოკრძალებულად ეცვა, მისი თეთრი, პრიალა კანი ძველებურად უღვიძებდა ნდომას.
- წესად მაქვს, რომ ბიზნესი და სიამოვნება ერთმანეთთან არასდროს დავაკავშირო. ასე რომ, არ ვაპირებ ამ საღამოს გაფუჭებას ჩემი საქმეების განხილვით. სხვათა შორის, კარგ ფორმაში ხარ...
მოულოდნელმა კომპლიმენტმა ისე გაიჟღერა, ნიას შეაკანკალა, თითქოს ყინულივით ცივი წყალი გადაასხესო. აშინებდა ეს მამაკაცი. ერთ წუთს რომ ცივი და უკარება იყო, მეორე წუთს სითბოდ იღვრებოდა, რაც აშკარად მოჩანდა მის თვალებში.
- გმადლობ... დიდად გაპრანჭვა არ მიცდია...
- მით უმეტეს... რადგან ასეთი უფრო მომწონხარ.

- ვფიქრობ, აჯობებს, შინ წავიდე. შენ ალბათ უკვე ნანობ კიდეც, რომ წამომიყვანე. ვფიქრობ, იმთავითვე ცუდი იდეა იყო. მე მასწავლებელი ვარ, გიგი, ჩვეულებრივი მასწავლებელი და ასეთივე ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. არ ვურთიერთობ შენი ტიპის ადამიანებთან და და არაფერი ვიცი შენი სამყაროს შესახებ. შენს თვალში ალბათ ველური გოგოს შთაბეჭდილებას ვტოვებ... ეს ჩემთვის, სიმართლე გითხრა, ცოტათი დამამცირებელიც კია. ამიტომ, ორივენი რომ გავთავისუფლდეთ უხერხულობისგან, გთავაზობ, დავივიწყოთ ყველაფერი და დავშორდეთ. რას იტყვი? - ბოლო სიტყვები ჩქარ-ჩქარა წარმოთქვა, რადგან იგრძნო, როგორ წითლდებოდა, მით უმეტეს, როცა გიგის სახეზე ირონიული ღიმილი აუთამაშდა.
- ძალიან დიდ შეცდომას უშვებ, სიხარულო, თუ ფიქრობ, რომ შენს დაპატიჟებას ვნანობ. ძალიან მიხარია, ამწუთას ჩემ გვერდით რომ ხარ. თუ ამღამინდელ შეხვედრას არ ჩავთვლით, მთელი დღე სხვა რამეზე ფიქრი ვერ შევძელი. და ნუ ლაპარაკობ ვიღაც ველურებზე, ამით თავსაც იმცირებ და მეც მამცირებ. იცი, რა, პატარავ? მე მხოლოდ იმ ქალებს ვხვდები, ვინც მაინტერესებს... და არა მხოლოდ საწოლი მაერთიანებს მათთან... ნამდვილად არ ავიტანდი უაზრო ლაყბობას გოგოსთან მხოლოდ მისი ლამაზი სიფათის გამო, თუმცა, შენ შემთხვევაში მზად ვარ, გამონაკლისი დავუშვა, განსაკუთრებით საწოლში. თუმცა, ვფიქრობ, იქ სალაპარაკოდ სწორედ რომ არ გვეცლება.
ნიამ იგრძნო, როგორ აეწვა ლოყები სიმხურვალისგან.
- ნუთუ ამაზე არაფერი გაქვს სათქმელი? - მამაკაცმა ნიშნისმოგებით შეხედა.
გოგონას თითქოს მეტყველების უნარი წაერთვა, კრინტი ვერ დაძრა. ბოლოს ჩაახველა და გაუბედავად იკითხა.
- ესე იგი, დავრჩე?
- რა თქმა უნდა, - ღიმილით დაუდასტურა გიგიმ და მენიუ გადაფურცლა.


***
ფარდებჩამოფარებულ ნომერში ბნელოდა და როცა ნიამ ხელი ჩამრთველისკენ წაიღო, გიგიმ მაჯა დაუჭირა. მამაკაცის ოდეკოლონის სურნელი და სხეულის სიმხურვალე გოგონაზე ნარკოტიკივით მოქმედებდა, წამსვე თავბრუ დაეხვა და მუხლები მოეკვეთა.
- მიხარია, რომ დესერტზე უარი ვთქვით, - დაიჩურჩულა ახვლედიანმა და წელზე მძლავრად მოხვია ქალს მკლავი.
მისი ცხელი ტუჩების შეხებისას ნიას კვნესა აღმოხდა. მამაკაცის თანაბარი და თბილი სუნთქვა ზედ ცხვირთან სცემდა და ქალმა იგრძნო, როგორ ეცლებოდა ფეხქვეშ იატაკი. ის მთვრალი იყო, მაგრამ არა სასმლისგან, არამედ მისი სიახლოვისგან. წვეთი არ დაულევია, თუმცა ალკოჰოლზე მეტი სიძლიერით მასზე მამაკაცის შეხება მოქმედებდა.
- ჩემი პატარა, სექსუალური ნია... - გაიღიმა გიგიმ და კვლავ მის ტუჩებს წაეტანა.
უფრო მჭიდროდ მიიზიდა ქალის სხეული, რათა ნია დარწმუნებულიყო, თუ როგორ თავდავიწყებით სურდა იგი.
დრო თითქოს გაჩერდა და ყველაფერი გაქვავდა ირგვლივ. ღმერთო, რატომ არის ასეთი სუსტი, რატომ არ შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს მის სურვილებს? იმდენად სუსტია, რომ მზად არის, მისი ყველა კაპრიზი დააკმაყოფილოს. ასე ადრე არასდროს ყოფილა. მისი სხეულის ყველა უჯრედი ბრმად მიიწევდა მამაკაცისკენ, სისხლი თითქოს გაავებით ეხეთქებოდა არტერიის კედლებს.
ნიას ქალური სურნელი გიგის ჭკუას აკარგვინებდა. როგორ მისცა თავს უფლება, ასეთ ხაფანგში გაბმულიყო? როგორ მოხდა, რომ ასეთი უბრალო, მორცხვი გოგო მისთვის უცებ შეუცვლელი და აუცილებელი გახდა? თუმცა, გიგის ახლა ამ კითხვების პასუხები არ სჭირდებოდა. ის კოცნიდა ქალს, ეალერსებოდა მის მკერდს და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, მთელი დღე როგორ გაძლო ამ ღვთაებრივი სიამოვნების გარეშე, რომლის შედარება არაფერთან შეეძლო.
ძველი რომანების ამასთან შედარება არ შეიძლებოდა. ეს იგივე იყო, ნიავი შეგედარებინათ გრიგალისთვის. ეს ქალი მასში ისეთ ღრმა, თავგზაამბნევ ლტოლვას აღვიძებდა, ცხოვრებაში ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდა.
და ახლა იგი სულაც არ აპირებდა უარის თქმას იმაზე, რაც ასე მოულოდნელად მიიღო. არც ის უნდოდა, ნიას წამით მაინც ეფიქრა, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ შემთხვევითი სექსი იყო სასტუმროს ნომერში და მეტი არაფერი.
მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა...

- გიგი... - სუნთქვაშეკრულმა ძლივს გაითავისუფლა თავი მამაკაცის ტუჩებისგან, - გიგი... შენ მე ჭკუაზე მშლი... მეტი არ შემიძლია...
- არც მე, - ამოთქვა მამაკაცმა და ქალი ლოგინზე წამოაქცია...
თითქოს მთელი დედამიწა ატრიალდა...
- კარგი ჰქენი, სახლში რომ არ დაბრუნდი? - ეშმაკურად გაუღიმა მამაკაცმა, როცა ოდნავ მოითქვეს სული.
- არ ვიცი... ალბათ...
- მინდა, მთლიანად შეგისრუტო, მაგრამ ვგრძნობ, ვერა და ვერ ვძღები, - გააგრძელა გიგიმ და შიშველ ზურგზე ჩამოუსვა საჩვენებელი თითი.
ნუთუ ოდესმე გამოუცდია რამე მსგავსი? არა, არასდროს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია. წინ მთელი ღამეა და ეცდება, ოდნავ მაინც მოიკლას ის ძლიერი წყურვილი, რომელსაც ეს მომაჯადოებელი ქალი განაცდევინებს... - სიბნელეს ფართოდ გაუღიმა მამაკაცმა.


***
დილით, როცა გიგის გაეღვიძა და მის გვერდით ნია ვერ დაინახა, არამარტო გაუკვირდა, თავზარიც კი დაეცა. საწოლიდან წამოხტა და სააბაზანოში შეიხედა შესამოწმებლად, მაგრამ გოგონა არც იქ დახვდა. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო? არასდროს არც ერთ ქალს არ მიუტოვებია იგი ასე უთქმელად...
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავთ, ვერ ძღებოდნენ ერთმანეთის ალერსით. მხოლოდ დილით, ცას ოდნავ რომ შეეპარა სილურჯე, ვნებისგან დაღლილებმა ცოტა ხნით დასვენება გადაწყვიტეს და ჩაეძინათ კიდეც...
გიგი დილით ყოველთვის ადრე ადგომას იყო მიჩვეული. დღესაც ასე აპირებდა. სანამ ნია გაიღვიძებდა, თავის საქმეებს მოითავებდა და საუზმეზე უპრობლემოდ მოუსწრებდა გოგონას. კი მაგრამ, ხომ გააფრთხილა ამის შესახებ? ნუთუ მხოლოდ გაიფიქრა და თქმა დაავიწყდა?
კარგა ხანს დადიოდა ნომერში წინ და უკან და ბრაზისგან ცოფებს ყრიდა. მის სხეულს ჯერ კიდევ შემორჩენოდა ქალის ვნებიანი მკერდის ცხელი ოხშივარი, ამწუთას სხვა არაფერი უნდოდა, ოღონდ ერთი ეპიზოდი მაინც განმეორებულიყო წინა ღამიდან.
მაგრამ ნია საოცარი არსება გამოდგა, გამოუცნობი, იდუმალი... ისევე არ ელოდა მისგან ამ ნაბიჯს, როგორც ივლისში თოვლს... იგი თავის თავს თვითონვე უდგენდა წესებს. გიგი არ იყო ქალების დევნას მიჩვეული, ვერ იტანდა, როცა მათზე დამოკიდებული ხდებოდა. არა, ამ სიტუაციისთვის დროზე უნდა მოეღო ბოლო...

...ნია თავაუღებლად მიაბიჯებდა ქუჩაში. ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. ვერავის ხედავდა, საკუთარი თავის გარდა, ვერც ყვავილების არომატს გრძნობდა და ვერც ხმაურით მქროლავ მანქანებს... არა, არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდება უკან, რომ გიგისთან ერთად ისაუზმოს. ქალბატონო, თუ შეიძლება, გადაეცით ბატონ გიგის, რომ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის... უნდოდა, გამოსვლის წინ ეს სიტყვები ეთქვა ადმინისტრატორისთვის, მაგრამ შერცხვა... და ასე უსინდისოდ გამოიპარა... მოულოდნელად ოხვრა აღმოხდა. ღმერთო, რა ჩაიდინა ეს? ასე როგორ მოიქცა, გამოუსვლელი ქალივით? შეჩერდა და ირგვლივ მიმოიხედა. მხოლოდ გაშლილი მინდვრები და ქუჩის გასწვრივ ჩამწკრივებული დიდრონი ხეები მოჩანდა გარშემო. სად მიდის? რითი აპირებს თბილისამდე ჩასვლას? წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. არ ეყო იმის გამოცდილება, ეფიქრა, რომ ბობოქარი ღამის შემდეგ აუცილებელია, დარჩე ადამიანთან, რომელმაც ენით აუწერელი სიამოვნება მოგანიჭა... რომ კეთილშობილება უნდა გამოიჩინო და გაუფრთხილებლად არ უნდა მიატოვო იგი შუა ძილში... ყველა, ყველა და... დამშვიდობება მაინც არის აუცილებელი. წერილი მაინც დაეტოვებინა, ეჩვენებინა მისთვის, რომ თანამედროვე და საღად მოაზროვნე ქალია და ასეთ შეხვედრებს მარტივად უყურებს. ნეტავ, სხვა ქალებს როგორ გამოსდით ეგ?
გული უგრძნობდა, მამაკაცი არ მოუწონებდა საქციელს. რა უნდა? რა თავპატიჟს იდებს? ძალით ხომ არ წამოუყვანიათ იგი? თავისი ნებით დათანხმდა მაშინაც და ახლაც. რას მოელის მისგან? არ იცოდა, რა განზრახვაც ჰქონდა მამაკაცს? იცოდა... ისიც ხომ იცოდა, რომ ასეთ მაღალ საფეხურზე მყოფი ადამიანი მასზე სერიოზულად არ იფიქრებდა? იცოდა. მაშინ რაღა უნდა? რატომ გახდა ასეთი ჭირვეული?
არა, უნდა დაბრუნდეს, ასე არ გამოვა... თან ჩანთაც ნომერში დატოვა... შემთხვევით... რა-ა? შემთხვევით? ვითომ? ჰო, კარგი, აღიარებს რომ შეგნებულად მოიქცა ასე, უკან მიბრუნების მიზეზი რომ ჰქონოდა...
და დაბრუნდა... უცებ ვერც შეამჩნია გიგი, რომელიც ჰოლში, კუთხის მაგიდასთან დამჯდარიყო და ყავას წრუპავდა. ნიას დანახვაზე მამაკაცი ფეხზე წამოიჭრა.
- ნუთუ ჩვენ არ მოვილაპარაკეთ, რომ ცხრაზე ერთად უნდა გვესაუზმა?
ნიამ მშვიდად აზიდა წარბები.

- შენ არ მითხარი, დილით ცოტა უნდა წავიმუშავოო? მეც ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გასეირნება გადავწყვიტე, - უსინდისოდ იცრუა და თვალი თვალში გუყარა მის წინ მდგარ მამაკაცს.
- შეგეძლო, ჯერ გეკითხა ჩემთვის, მაწყობდა თუ არა შენი გადაწყვეტილება. როცა მე რაღაცას ვგეგმავ, ესე იგი, ასეა საჭირო და არ ვარ მიჩვეული, როცა ჩემს გეგმებს ცვლიან, - გაღიზიანებული ტონით უპასუხა გიგიმ.
მიუხედავად მისი ტონისა, ნიამ გულიანად გადაიკისკისა. დიდი ხანია, იგი სკოლის მოსწავლესავით არავის დაუტუქსავს.
- მე კი არ ვარ მიჩვეული, რომ ყოველ ჩემს ნაბიჯზე სხვის წინაშე თავი ვიმართლო. რა, ნებართვა უნდა მეთხოვა გასეირნებისთვის? - ბრაზიანი ნაპერწკლები გაუკრთა ზღვისფერ თვალებში.
- მე ნებართვა არ მიხსენებია... სად იყავი? - გიგიმ შეამჩნია, ვიღაცის ცნობისმოყვარე თვალი რომ მისჩერებოდა მოკამათე წყვილს და ტონი შეარბილა, - წამოდი, დავსხდეთ.
- არ ვიცი, სად ვიყავი, აქაურობას არ ვიცნობ. სიმართლე გითხრა, გვერდზე არც კი გამიხედავს. უბრალოდ, მინდოდა სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა. ეს რა, დანაშაულია?
- შენ ყოველთვის ასე აგრესიულად რეაგირებ სასაყვედურო კითხვებზე? - მამაკაცის ხმაში ირონია გაისმა და ნიამ გაჩუმება არჩია, მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
თვითონაც არ იცოდა, რატომ აპილპილდა ასე. არც ის იცოდა, როგორ მოქცეულიყო ამ კაცთან, როგორ მიეღო გიგის მისადმი დამოკიდებულება, რა ერქვა მათ ურთიერთობას... არადა, ახლაც კი, ამწუთასაც კი სურდა მის გვერდით ყოფნა... რა სიამოვნებით ჩამოეკიდებოდა ახლა ყელზე...
- ნია...
გოგონამ წამსვე აარიდა თვალები მამაკაცის გამჭოლ მზერას, რომ გიგის მის თვალებში ჩამალული სურვილების წაკითხვა ვერ შეძლებოდა.
- ცოტა არ იყოს, ვნერვიულობდი... მაპატიე, კარგი? - ძლივს გასაგონი ხმით ჩაიჩურჩულა ქალმა და თავი დახარა.
- მაშინ რატომ არ ჩამოჯდები? ყავას მოვატანინებ, - შვებით ამოისუნთქვა ახვლედიანმა და ოფიციანტს ანიშნა, კიდევ ერთი ყავა მოგვიტანეთო.
ნიამ თხელი ჟაკეტი შეიხსნა, სკამი გამოსწია და კიდეზე ჩამოჯდა, თითქოს გაქცევას ლამობსო, თან ცდილობდა, გიგისთვის არ შეეხედა.
- იქნებ მომიყვე, ასე რა განერვიულებს? - დაინტერესდა მამაკაცი.
- გულახდილად რომ გითხრა, ასეთ რაღაცებში გამოცდილება მაკლია. ჩვეულებრივ, ასე არ ვიქცევი ხოლმე... უფრო სწორად... ჩვეულებრივ კი არა... სინამდვილეში ასეთი სიტუაციაში პირველად ვარ...

- როგორ სიტუაციაში? ნახევრად უცნობ მამაკაცთან ლოგინში რომ აღმოჩნდი? ამის თქმა გინდა?
ნიამ თავი დააქნია და გამშრალი ტუჩები მოილოკა.
- მიხარია ამის გაგონება. როგორც ვიცი და როგორც მივხვდი, ჩემამდე შენ არავინ გყოლია, ასე არ არის? ხომ არ ვცდები?
- ჰო, მაგრამ... ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე...
- გინდა მითხრა, რომ მოვალეობების გარეშე კაცთან არ დაწვები?
არა, ნიას ამის თქმა სულაც არ უნდოდა! შეწუხდა, მამაკაცმა მისი ნააზრევი სხვანაირად რომ გაიგო. ახლა მას ეგონება, რომ ნია მისგან რაღაცას ითხოვს, პრეტეზიებს უყენებს.
- შენ ვერ გამიგე... სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა... შეიძლება თემა შევცვალოთ?
გიგი თვალებს არ უჯერებდა... გოგონა გაწითლდა, ვარდისფრად შეეფაკლა ღაწვები. რა სიამოვნებით მოეფერებოდა ახლა ამ პატარა ჯადოქარს.
- ასე მგონია.... აი, შენი ყავაც მოვიდა! - წამოიძახა გიგიმ, ოფიციანტს მადლობა გადაუხადა, თან თვალს არ აშორებდა გოგონას.
- ნია...
ისე მბრძანებლურად გაისმა ახვლედიანის ხმა, დამფრთხალმა ნიამ მსწრაფლ ასწია თავი.
- ბატონო...
- ასე მგონია, შენ გეშინია, რომ წუხანდელი ღამის შემდეგ შენთან შეხვედრას არ მოვისურვებ. გამოვიცანი?
ჰო, გამოიცნო! სწორედ ამას გულისხმობდა, როცა რაღაცის ახსნას ცდილობდა. სიცივემ დაურბინა სხეულში.
- შენ ხომ ძალიან დაკავებული ადამიანი ხარ, გიგი. მეც ვმუშაობ... ბევრი პრობლემა მაქვს... ზოგიერთი სასწრაფოდ უნდა მოვაგვარო... რომანების დრო არ მაქვს.
- დრო არ გაქვს, თუ სურვილი? - ჩაეძია მამაკაცი და კოპი შეკრა.
როგორ ვერ ხვდება, ასეთი გამოსული და თანამედროვე კაცი, რასაც ნია გულისხმობს. მისნაირი მამაკაცები ხელთათმანივით იცვლიან ქალებს. მერე რა, რომ მასთან ურთიერთობა სიამოვნებას ანიჭებს. სხვა ქალებთან რა, ნაკლები განუცდია? ეს ხომ წუთიერი გატაცებაა და სხვა არაფერი... იცის ნიამ, რომ მასთან რომანი ერთ დღესაც ძალიან ცუდად დამთავრდება. სწორედ ამას გაურბის იგი.
- სურვილი არაფერ შუაშია. ხომ გითხარი, ვმუშაობ-მეთქი. თან ეს პრობლემები...
- განა რა პრობლემები გაქვს ამისთანა, არ გინდა, მითხრა?
- არა, ეს ძალზე პირადულია, არ მინდა სხვას მოვახვიო თავს.
- შენი აზრით, მე სხვა ვარ?
- ამ საკითხში კი და ძალიან გთხოვ, არაფერი მკითხო.
ნია მოიღუშა. იმის მაგივრად, რომ ეს კაცი კმაყოფილი იყოს მისით, რა დაკითხვას უწყობს? ვერ ხედავს, რომ ნია იმ ქალებს არ ჰგავს, ვინც მამაკაცს მოსვენებას არ აძლევს და თავს აბეზრებს? ვერ ხვდება, რომ არაფერს ითხოვს მისგან? მან მიიღო ქალისგან ის, რაც სურდა... ისიამოვნა. არ არის დრო, დაემშვიდობონ ერთმანეთს?
- ძალიან ცდები, თუ ფიქრობ, რომ შენთან შეხვედრის გაგრძელება არ მინდა.
და გიგის მბრძანებლურმა ტონმა კიდევ ერთხელ დააფრთხო გოგონა. თან ეს დაჟინებული, გამჭოლი მზერა... სულ სხვანაირი იყო მაშინ, ლოგინში, მოწყურებული რომ ეფერებოდა.
- მომდევნო სამი დღე მართლაც ძალიან ვიქნები დაკავებული, სამაგიეროდ, სამშაბათს გავთავისუფლდები და ერთმანეთს შევხვდეთ. თანახმა ხარ?
ნუთუ ვერ ხვდება, როგორი ცივი ხმით ელაპარაკება? მისი მოსამსახურე კი არ არის, ან დაქირავებული მეძავი. არც პატარა ლეკვია, პატრონს პირველსავე დაძახებაზე ფეხქვეშ რომ გაეგება და ხელს აულოკავს...
- სამშაბათს არ მცალია, გაკვეთილები მაქვს.

- საღამოს?
- საღამოს სხვა გეგმები მაქვს.
გიგიმ ძლივს შეიკავა თავი, უხეშობა არ გამოეჩინა. მართალს ეუბნება ეს პატარა ლამაზმანი, თუ ჯიბრში უდგას? ესმის კი, რაზე ამბობს უარს? იცოდეს მაინც, ქვეყანაზე რამდენი ქალი ნატრობს მისგან ამ სიტყვების გაგონებას. როგორც ჩანს, არ ესმის... არც იცის...
- კარგი, მაშინ ოთხშაბათს... ამაზე რას იტყვი?
მამაკაცის ხმა კვლავ ცივად ჟღერდა და ნიამ გადაწყვიტა, არ დანებებოდა. წავიდეს და სხვა გამრთობი იპოვოს, განა ცოტა ქალი ეხვეწება?
- ოთხშაბათს დაბადების დღეზე მივდივარ.
გიგის მისი არც ერთი სიტყვის არ სჯეროდა.
- მაშინ ის მაინც მითხარი, როდის გეცლება, რომ შეგხვდე? შენ დათქვი დრო, - ახვლედიანის შავი თვალები უკმაყოფილოდ აენთო.
- იცი, რა, გიგი? თუ სიმართლე გაინტერესებს, მეგონა, ამ შეხვედრით წერტილს დავუსვამდით ჩვენს ურთიერთობას. მე... მე საერთოდ არ ვეკუთვნი შენს წრეს... დღეს იქნება, თუ ხვალ, მაინც მოგბეზრდები... შენს სამყაროში ჩემი ადგილი არ არის...
- მომისმინე, პატარავ, კარგად მომისმინე!.. მე გადასარევად ვგრძნობ, რა სიამოვნებას ანიჭებს ქალებს ჩემი შეხება. წუხელ მთელი ღამე კვნესოდი ჩემს მკლავებში. ამიტომ მგონია, რომ არ იქნები წინააღმდეგი, კიდევ შემხვდე. მართალი ვარ?
ღმერთო, რას გადაეკიდა! ეს კაცი არ არის მიჩვეული, როცა რამეზე უარს ეუბნებიან. არადა, მართლა უნდოდა მასთან ყოფნა, რა ჰქონდა დასამალი, მაგრამ...
- სერიოზულად არ შემიძლია, გიგი... არც სამშაბათს და არც ოთხშაბათს.
- ჰოდა, მითხარი, როდის შეგიძლია, ადამიანო, რა ვთქვი გაუგებარი? - გაღიზიანდა ახვლედიანი.
- პარასკევს... - ბოლოს მაინც დანებდა ნია.
გიგიმ შვებით ამოისუნთქა და იგრძნო, ნელ-ნელა როგორ თავისუფლდებოდა დაძაბულობისგან.
- ძალიანაც კარგი. პარასკევს ბანკეტზე ვარ მიპატიჟებული. ჩემთან ერთად წამოხვალ, კარგი?
- ჰო... რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა დაბნეულმა.
- საღამოს კაბა დაგჭირდება, შენი აზრით, ეს პრობლემაა?
ჰო, რა თქმა უნდა, ნიასთვის ეს პრობლემაა, თუ მის ღარიბულ გარდერობს გავითვალისწინებთ, სადა აქვს ასეთი კაბა? ერთხელ დასჭირდა და მაშინაც მაკამ ათხოვა.

- მოვიფიქრებ რამეს, დაქალს გამოვართმევ, ბოლოს და ბოლოს, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა დარცხვენილმა.
- არ გინდა, რა გჭირს სამაგისო. ერთ გოგოს გამოგიგზავნი და ის გამოგყვება საყიდლებზე, კარგი გემოვნება აქვს. ჩემი ძველი მეგობარია, არ დამზარდება... ასე აჯობებს, ვინმესგან თხოვებას. შენი გემოვნებით მაინც შეარჩევ.
- არა, ამისთვის დრო არ მაქვს... და არც ფული. მასწავლებლის ხელფასი ასეთი ფუფუნებისთვის არ არის გათვლილი... - როგორც იქნა, ხმამაღლა წარმოთქვა ის, რაც აწუხებდა.
მამაკაცმა გაიღიმა და გამომეტყველება დაუთბა.
- ნება მომეცი, საჩუქარი მე გაგიკეთო. ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები... - და ვნებიანი მზერა შეავლო მის ნატიფ სხეულს.
ნიას სუნთქვა შეეკრა.
- შენ ხომ იცი, რომ მამაკაცებისგან ძვირად ღირებულ საჩუქრებს არ ვიღებ.
- მე ვიღაც უბრალო მამაკაცი არ ვარ, პატარავ. მოდი, ბოლოს და ბოლოს ვაღიაროთ ეს - მე შენი საყვარელი ვარ.
ამის გაგონებაზე ნიას აქამდე უცნობმა, სასიამოვნომ და, იმავდროულად, უსიამოვნო ტალღამ დაუარა მთელ სხეულში.
- ასე არ არის? - გიგიმ ნიკაპქვეშ ამოსდო თითი და თავი აუწია, რომ მისთვის თვალებში ჩაეხედა.
გოგონამ მძიმედ ასწია წამწამები... მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა.
- მითხარი, არ არის ასე? არ გინდა, ჩემი საყვარელი გერქვას?
- არ ვიცი... - უფრო გაიფიქრა ნიამ, ვიდრე თქვა.
- არ იცი, თუ არ გინდა?
- არ ვიცი, მაგრამ მინდა, - შეცბუნებულს მისდა უნებურად წამოცდა ეს სიტყვები და ნერწყვგამშრალმა სასწრაფოდ ყავა მოსვა.
- ჰოდა, მით უმეტეს, მე მოვალე ვარ, შენზე მატერიალურადაც ვიზრუნო... რა თქმა უნდა, რამდენის უფლებასაც მომცემ... არ დაგაძალებ. ახლა კი, ავიდეთ ნომერში, ლოგინი ჯერ არ გაუსწორებიათ... დრო ბევრი გვაქვს, არსადაც არ მეჩქარება, - გიგის კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.
ნიას კიდევ ერთხელ აუფორაჯდა ღაწვები და მორჩილად წამოდგა. მიხვდა, ამ კაცს იგი ვერასდროს ვერაფერზე უარს ვერ ეტყოდა...


***
ხაოიან თეთრ პირსახოცში გახვეული ნია სირბილით გამოვარდა სააბაზანოდან, რომ ტელეფონის ზარისთვის ეპასუხა. გული გამალებით უცემდა, გიგი არ მირეკავდესო.
მაგრამ შეცდა. ხმა არ ეცნო, თან ქალი ურეკავდა. იგი თაკო აღმოჩნდა, გიგის "ახლო მეგობარი", სწორედ ის, ვინც ბაზრობაზე უნდა გაყოლოდა.
- დიახ, გისმენთ, თაკო...
- გიგიმ მთხოვა, დაგკავშირებოდით საყიდლების თაობაზე... როდის წავიდეთ?
საინტერესოა, რას იტყვის ეს გოგო, ახლა რომ უთხრას, გადავიფიქრეო? მით უფრო - გიგი? ალბათ საშინლად გაბრაზდება. არა, ამას ვერ გააკეთებს.
- ხვალ არ შემიძლია, თაკო. ზეგ რომ იყოს? ბაზრობა რომელ საათზე იღება?
- ბაზრობა? იქ რა გვინდა?
ნია დაიბნა.
- აბა სად უნდა წავიდეთ?
- როგორ თუ სად, ბუტიკები მოვიაროთ. ბაზრობის ნაგავი რად გვინდა, თქვენ ხომ ბანკეტისთვის გსურთ კაბის არჩევა?
ნიამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. როგორ ვერ ისწავლა ჭკუა! იგი ვიღაც გამვლელის საყვარელი ხომ არ არის, ასეთი ფულიანი კაცის საკუთრებაა! ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გაიაზროს ეს?
- ჰო, რა თქმა უნდა.
- ესე იგი, ზეგ, არა?
- დიახ, დიახ, ზეგ.
- შესანიშნავია. მაშინ ზეგ დილით გამოგივლით. ათი საათი გაწყობთ?
- კი, როგორ არა, მირჩევნია კიდეც, დროზე მოვითავებთ.
- ძალიანაც კარგი. მე წითელი "პეჟოთი" ვიქნები, რომ ადვილად მიცნოთ. იცით? გიგიმ მითხრა, მასწავლებელიაო. მისმა ძმაკაცმა კი დაამატა, არაჩვეულებრივად ლამაზი გოგოა. გახსოვთ ალბათ, მასთან სტუმრად რომ იყავით, იქ ერთი სათვალიანი ტიპი იყო... ერთი სიტყვით, ჩემი იმედი გქონდეთ. ვეცდები, ისეთი კაბა შეგირჩიოთ, რომ ბანკეტზე იბრწყინოთ. მითხარით მისამართი, რომ კვლავ არ შეგაწუხოთ ჩემი ზარებით.
- ძალიან ყურადღებიანი ხართ, თაკო, დიდი მადლობა, - ნაზად თქვა ნიამ და უცნობ ნაცნობს მისამართი უკარნახა.
- არაფრის, ჩემო კარგო. მე და გიგი დიდი ხნის მეგობრები ვართ, ასე რომ, არანაირი პრობლემა არ არსებობს. აბა, ნახვამდის და შეხვედრამდე, ჩემო კარგო.
- ნახვამდის, თაკო...
ნია ლამის ჩაიკეცა, როცა ყურმილი დაკიდა. ღმერთო, რა ხათაბალაში გაება! რას იფიქრებდა, საყვარლობა ასე ძნელი თუ იქნებოდა. ოდესმე შეეჩვევა ამ ყოფას? როგორ უმძიმს გიგისგან საჩუქრის მიღება. ვითომ რამდენ ლარს გამოგზავნის? რა ფასიანი კაბა უნდა უყიდოს? ძალიან ძვირად ღირებული? ბაზრობაზე რა გვინდაო... ალბათ ეს თაკოც მათი წრიდანაა... არა, ასე დიდხანს ვერ გააგრძელებს, მოკვდება ნერვიულობით. სულ დაძაბული ხომ ვერ იქნება? ნია არ არის მაღალი წრის საზოგადოებასთან ურთიერთობას მიჩვეული. ბანკეტიო... რა უნდა იმ ბანკეტზე? ვის იცნობს იქ? ან რა თემაზე უნდა ელაპარაკოს იქ მყოფ სტუმრებს? დარწმუნებულია, გიგი მთელი საღამო მის გვერდით ვერ იქნება, ამისთვის ვერ მოიცლის... საქმიანი კაცია, უამრავი ვინმე გამოელაპარაკება, განზე გაიყვანენ... იმ დროს რა უნდა აკეთოს თვითონ? სარგადაყლაპულივით დადგეს და უცხო ხალხის ჩაცმულობა და ბრილიანტები ათვალიეროს? ღმერთო, რა ძნელი ყოფილა მდიდარი კაცის საყვარლობა!..

გაგრძელება

სვეტა კვარაცხელია

რომანი განახლდება ყოველდღე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
31.03.2015
ძალიან სასიამოვნო რომანია,ხალხო რა გჭირთ რამ გაგაბოროტათ,თუ არ გინდა ნუ წაიკითხავ.ძალიან მომწონს ესე გააგრძელეთ
რური
12.12.2014
დადევიტ რა ნორმალურად ტუ დებტ ტუ არადა საერტოდ ნუ დადებტ და ის იქნება ესეც შედევტი არ იყოს რა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

დასაწყისი იხილე აქ

XIV ნაწილი

კიდევ ერთხელ გაიხედა გარეთ, თვალი ხომ არ მატყუებსო... არა, ეს მოჩვენება არ იყო... ხელის კანკალით ჩამოხსნა ჯაჭვი და კარი გამოაღო...


დასაწყისი იხილე აქ

XIII ნაწილი

ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ადგომა და წასვლაა, ყველაფერზე უარის თქმა, მაგრამ საიდან მოიპოვოს ნიამ ძალა, რომ საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა გიგისთან?



დასაწყისი იხილე აქ

XII ნაწილი

არ შეიძლება, ვინმემ ასწავლოს, როგორ შეინარჩუნოს საყვარელი მამაკაცი და გამუდმებით მისი დაკარგვის შიში არ აწუხებდეს?


დასაწყისი იხილე აქ

XI ნაწილი

როგორც ჩანს, ბედისწერამ მისი საბოლოოდ დასჯა გადაწყვიტა. თავი დახარა, იქნებ დევიძემ ვერ მიცნოსო...


დასაწყისი იხილე აქ

X ნაწილი

ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდება, რომ მას მუშაობა არაფერში სჭირდება და თავადვე იტყვის მასზე უარს



დასაწყისი იხილე აქ

IX ნაწილი

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალმა, რომელთანაც მხოლოდ ორი ღამე გაათენა, ბანგი გაურია სასმელში და მოაჯადოვა


დასაწყისი იხილე აქ

VII ნაწილი

აი, სწორედ შემდეგ შეხვედრას დაერქმეოდა პაემანი და ნია ისე იგრძნობდა თავს, როგორც ყურებამდე შეყვარებული



დასაწყისი იხილე აქ

VI ნაწილი

ასაკოვანი, მაგრამ მდიდარი ქმარი ჰყავდა, რომელიც შარშან გარდაეცვალა და საკმაოდ სოლიდური შემოსავალი დაუტოვა


დასაწყისი იხილე აქ

V ნაწილი

ასეთი მამაკაცი ნებისმიერი ქალისთვის შეუცვლელი დასაყრდენი იქნება. წამითაც არ აშორებს გამჭოლ მზერას, რომელიც სასმელზე მეტად ათრობს.


დასაწყისი იხილე აქ

IV ნაწილი

ხომ იცოდა, რაც მოჰყვებოდა გიგისთან სასტუმროში წასვლას? რატომ გაჰყვა?


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2441 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1205 კომენტარი