ultrix - შეხვედრა კონკურენტთან
font-large font-small
ultrix - შეხვედრა კონკურენტთან

დასაწყისი იხლე აქ


XXXII ნაწილი

მამაკაცმა ცალი ხელი მუხლებში ამოსდო, მეორე წელზე მოხვია, ხელში აიყვანა და სანამ მეორე სართულზე არ ავიდა, არც დაუსვამს ძირს


ultrix

XXXII ნაწილი


- ქალბატონო ანა, თქვენ ხართ? - მოესმა მამაკაცის ხმა.
- დიახ.
- მე ვანო ვარ, სამრეცხაოდან.
- ჰო, ვანო, გისმენ, მითხარი, რისი თქმა გინდა.
- ტელეფონში ვერ გეტყვით, უნდა შევხვდეთ. ახლა ჩემს მეგობართან ვარ, ჩემი სახლის ნომერს ვერ მოგცემდით. იძულებული ვიყავი, ასე მოვქცეულიყავი. შევხვდეთ და ყველაფერს მოგიყვებით.
- კარგი, - ანამ შეხვედრის ადგილი დაუთქვა და რამდენიმე წუთის შემდეგ პირველი მივიდა.
მისკენ მომავალი ვანო შორიდანვე შენიშნა. ბიჭი შორიახლოს გაჩერდა. მიხვდა, რომ მასთან მიახლოებას არ აპირებდა. თვითონ გადავიდა მანქანიდან.
- უცნაურად არ მოგეჩვენოთ ჩემი საქციელი, - დაიწყო ბიჭმა, - არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, შესაძლოა, რამე შემეშალა კიდეც, რადგან ასეთ საქმეებში გამოცდილება არ მაქვს.

- პირდაპირ მითხარი, რა გინდა, - ანას მოთმინება ღალატობდა.
- დღეს, მანქანა რომ დატოვეთ და წახვედით, მაშინვე დავიწყე მისი რეცხვა. ყველა კარი გავაღე და ნოხები გადმოვალაგე თუ არა, უცხო მამაკაცი მოვიდა და სალაპარაკოდ ცალკე გამიყვანა. უაზროდ მელაპარაკებოდა რაღაცას, რა უნდოდა, ვერ გავიგე. ცალი თვალი მანქანისკენ მეჭირა, რომ მაგნიტოფონი არავის მოეპარა. თანაც, ამ კაცის ქცევა უცნაურად მომეჩვენა. ისეთ ადგილზე დამაყენა, საიდანაც მანქანას ფაქტობრივად ვერ ვხედავდი. მიუხედავად ამისა, მაინც შევნიშნე, რომ იმ ადგილიდან, სადაც თქვენი მანქანა იდგა, ვიღაც მამაკაცი გავიდა და გზა გადაჭრა. უკან მოიხედა და ამას, რომელიც მე მელაპარაკებოდა, რაღაც ანიშნა. უცნაური კაცი მაშინვე დამემშვიდობა და წავიდა. ამ ამბავმა დამაეჭვა და მაშინვე მანქანას მივვარდი. მაგნიტოფონი ადგილზე იყო. სხვა ისეთი არაფერი გაქვთ მანქანაში, რისი მოპარვაც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ძალიან დავეჭვდი. ვიფიქრე, რომ შესაძლოა, ის მამაკაცები იქვე იყვნენ და მითვალთვალებდნენ. ისეთი სახე მივიღე, თითქოს არაფერი მომხდარა. თან სალონს ვალაგებდი, თან იქაურობას ვათვალიერებდი, მაგრამ ვერაფერი ვნახე. მაინც გადავწყვიტე, ეს ყველაფერი თქვენთვის მეთქვა, რადგან ვფიქრობ, ამ ადამიანებს თქვენი მანქანის მიმართ რაღაც არაჯანსაღი ინტერესი ჰქონდათ. ესაა სულ, რისი თქმაც მინდოდა.

- იქნებ მოგეჩვენა?
- არა, დარწმუნებული ვარ, რომ ერთმა განგებ გამიყვანა, მეორემ კი რაღაც გააკეთა. გამორიცხულია, რომ მომჩვენებოდა, ისე არაბუნებრივად იქცეოდნენ. განსაკუთრებულ კონსპირაციაზე არ უზრუნიათ, რადგან როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ ერთი გაუნათლებელი, უტვინო ბიჭი ვარ, რომელიც იოლად მოტყუვდება. მე კი ბავშვობაში გამომძიებლობაზე ვოცნებობდი და ბევრი რამ ვიცი, - წაიტრაბახა ბოლოს.
- არ ინერვიულო, აუცილებლად გავიგებ, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ, - დაამშვიდა ანამ.
- ისე, ჩვენთან 2 სათვალთვალო კამერაა. თუ დაგჭირდებათ, ალბათ იცით, როგორ უნდა მოახერხოთ, რომ ფირი ნახოთ.
- გმადლობ, ვანო, კარგი ბიჭი ხარ. წამოდი, სახლში წაგიყვან, სად ცხოვრობ?
- არა, არა, - შეშინებული, ლამის უკან გადახტა.
- ნუ გეშინია, ბომბი ალბათ არ ჩადეს, რადგან აქამდე აფეთქდებოდა, - ანამ დაამშვიდა, მაგრამ მაინც ვერ დაითანხმა, რომ მანქანაში ჩამჯდარიყო.
ბიჭს გამოემშვიდობა და პირდაპირ ირაკლისკენ გაემართა.
წინასწარ არ დაურეკა. უნდოდა, სიურპრიზი გამოსვლოდა და მოულოდნელად დადგომოდა თავზე. თანაც, ასე უფრო იოლად შეირიგებდა.
ირაკლი შინ არ დახვდა. მანქანა იქვე, შორიახლოს გააჩერა, თვითონ კი ჭიშკართან, პირდაპირ მიწაზე დაჯდა და ზურგით ბოძს მიეყრდნო. მკლავები მოკეცილ ფეხებს შემოხვია, თავი მუხლებზე დადო და გაირინდა. გადაწყვიტა, აქ დალოდებოდა.
ვიღაცის ხელის შეხებამ გამოაფხიზლა. წელში გასწორდა და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა.
- აქ რას აკეთებ, გეძინა? - მის წინ ირაკლი ჩამუხლულიყო და თვალებში შეჰყურებდა. სახე კი მის სახესთან ისე ახლოს ჰქონდა, რომ ანას მხოლოდ ტუჩების გამობერვა დასჭირდა, მისთვის ცხვირზე რომ ეკოცნა.

მამაკაცმა ცალი ხელი მუხლებში ამოსდო, მეორე წელზე მოხვია, ხელში აიყვანა და სანამ მეორე სართულზე არ ავიდა, არც დაუსვამს ძირს. ანას მკლავები ჰქონდა მისთვის მოხვეული, თავი მკერდზე მიყრდნობილი და განაბული უსმენდა მის გულისცემას. მამაკაცმა საწოლზე დაუშვა, ფეხზე გახადა და თვითონაც იქვე ჩამოუჯდა. ანას ძილმა თავი წაართვა. თითქოს ბანგი ჰქონდა დალეული. თვალები თავისით ეხუჭებოდა.
ირაკლიმ ხელში შერჩენილი მანქანის გასაღები გამოართვა და დაბლა ჩავიდა, რომ თავისი და ანას მანქანები ეზოში შემოეყვანა.
უკან მობრუნეულს კი ანა უკვე ღრმა ძილში დახვდა. გვერდით ფრთხილად მიუწვა, რომ ქალს არ გაჰღვიძებოდა, თავი მკლავზე დაადებინა, ჩაიხუტა და თვითონაც ასე ჩაეძინა.
- გაიღვიძე, გათენდა, - დილით ირაკლის ხმამ გააღვიძა. პირსახოცის ხალათში გამოწყობილი მამაკაცი თავზე დასდგომოდა.
- დიდი ხანია, ასე გულიანად არ მძინებია, - გაიღიმა ქალმა.
- ჰო, დიდი ხანია, ჭიშკართან არ გძინებია, არა? რატომ არ დამირეკე, თუ მელოდებოდი?
- მინდოდა, სიურპრიზი მომეწყო.
- გამოგივიდა. მოვადექი ჭიშკარს და მანქანის ფარები რომ მივანათე, რას ვხედავ? ვიღაც ზის თავჩარგული. შენი მანქანა მაშინღა შევნიშნე. ის კი არ მიფიქრია, რომ გეძინა. მეგონა, თავს იმძინარებდი. შენ კი თურმე ხვრინავ არხეინად, - სიცილით კვდებოდა ირაკლი.
- იცი, რა მაინტერესებს? მოსასმენი აპარატურის აღმომჩენი ხელსაწყო თუ არსებობს?
- რა? - ჩაეკითხა მამაკაცი, რადგან ეს კითხვა უადგილოდ მოეჩვენა.
ანამ გაუმეორა.

- კი, მაგის მოძებნა შეიძლება. ვინმეს გინდა, მოუსმინო?
- მე კი არ უნდა მოვუსმინო, ეჭვი მაქვს, რომ ვიღაცას ჩემი მოსმენა უნდა.
- აბა, მოჰყევი რა მოხდა, - ირაკლი მოსასმენად მოემზადა.
კარგა ხანს ფიქრობდა ანას ნაამბობზე...
- რამენაირად უნდა მოვახერხოთ ფირის ნახვა, მაგრამ ვიდრე რამეს მოვიფიქრებ, მანამდე მანქანაში ისეთ საქმეზე ნუ ილაპარაკებ, რაც არ გინდა, რომ სხვებმა გაიგონ. ნურც შენს ადგილმდებარეობას დააკონკრეტებ ხოლმე... ისე, შესაძლოა, `ჟუჩოკი~ კი არა, სწორედ ისეთი მოწყობილობა იყოს, რომელიც მანქანის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს. ვიღაცას იქნებ სწორედ ის აინტერესებს, სად დადიხარ?
- არაფერი ვიცი, ეჭვიც კი არავისზე მაქვს, - მხრები აიჩეჩა ანამ.
- ამის მერე, რომ მოხვალ და შინ არ დაგხვდები, გარეთ აღარ დამელოდო, - უთხრა წასვლისას ირაკლიმ და ხელში სახლის გასაღები ჩაუდო.
ანამ ფეხის წვერებზე აიწია, ირაკლის აკოცა და აწკრიალებულ მობილურს უპასუხა.
- გამარჯობა, ელიზბარი ვარ, - გაბრაზებული ხმა ჰქონდა.
- დიახ, ბატონო ელიზბარ, - გაეკეკლუცა ქალი.
­- საქმე მაქვს, - მოკლედ მოჭრა მამაკაცმა.
- გაბრაზებული ხართ თუ მეჩვენება? - ხმა უფრო დაინაზა.
- არ გეჩვენება, შენს შეფთან ვიზიტი შემითანხმე, დღესვე!
- რამ გაგაბრაზათ, მოხდა რამე? - ჩაეკითხა ქალი.
- რაც მოხდა, მაგაზე პირადად დაველაპარაკები.

- იქნებ ჯერ ჩვენ შევხვდეთ? - არ ეშვებოდა ანა.
- კარგი, სამსახურში მოდი ჩემთან, რამდენ ხანში იქნები?
- ძალიან მალე, - ანამ ტელეფონი გათიშა და ეკონომიკის სამინისტროსკენ აიღო გეზი.
ცოტა ხანში კი ელიზბარის პირისპირ იჯდა და ელოდა, როდის ინებებდა, გაბრაზების მიზეზი ეთქვა.
- შენს ქალბატონს ინგლისელი კომპანიონებისთვის დაურეკავს და ისეთი რაღაცები უთქვამს, ეჭვი მაქვს, რომ რაღაც იყნოსა. შენ ხომ არაფერი გითქვამს?
- არა, რას ამბობთ, როგორ გავბედავდი, მაგას როგორ ვეტყოდი, როცა საბუთები მე მოგაწოდეთ?
- იმ საბუთებში რაღაც არაა ისე, როგორც საჭიროა.
- მე მხოლოდ მაგ დოკუმენტებზე მიმიწვდება ხელი და პრინციპში, არც მგონია, რომ კიდევ არსებობდეს.
- მოკლედ, დღეს შეხვედრა უნდა შემითანხმო.

- მე ვერ შეგითანხმებთ, შესაძლოა, რაიმე იეჭვოს. სჯობია, თქვენ თვითონ დაურეკოთ.
- კარგი, ნომერი მომეცი.
ანამ ის ნომერი ჩააწერინა, რომელიც ელიზბარმა არ იცოდა. მამაკაცი ტელეფონს დასწვდა. ქალი ჯერ დაიძაბა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ ის ტელეფონი მანქანაში ჰქონდა დატოვებული და მოეშვა.
- არ პასუხობს, - ჩაიბურტყუნა მამაკაცმა.
- მე წავალ, ისედაც დავაგვიანე, - ანამ სწრაფი ნაბიჯით დატოვა კაბინეტი.

მაშინვე დავითისკენ გაემართა. გზაში ელიზბარმა დაურეკა. ანა ხმაშეცვლილი ელაპარაკა და შეხვედრაზე შეუთანხმდა. მამაკაცი მოითხოვდა, რომ შეხვედრა საღამოს დაენიშნა, მაგრამ ანამ თავისი გაიტანა.
- თუ ნახევარ საათში ჩემთან არ იქნებით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში არც იოცნებოთ, რომ ჩემს ნახვას მოახერხებთ, - მკაცრი ტონითა და მტკიცე ხმით უთხრა, რითაც მიანიშნა, რომ მამაკაცი მის სურვილს უნდა დაჰყოლოდა.

გაგრძელება

მარი ჯაფარიძე

რომანი განახლდება ყოველდღე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
23.11.2014
აუ,ძალიან პატარა თავებია მართლა.
მაკო
22.11.2014
Zaan cotaa :SSSSS Dadet raa
ana
22.11.2014
მარი ...იმდენი დადე ,რომ დავიგალოტ კიტხვიიტ.....
irina
22.11.2014
დაამატეტ ნერვებს ნუ გვიმოწმებტ რააა
დადუ
22.11.2014
ნეტა ვის უნახავტ დადეტ რაა ცოტა მეტი ესეც სერიალიაა
დადუ
22.11.2014
კაიტ რააა დადეტ რა ნორმალური ტავები ასე როგორ სჰეიდზლება ხომ მაინც ინდა დადოტ არა დიდი ტავები დადეტ ტორე ხალხს ნერვი არ ავს და საერტოდ დაანებებს კიტხვას რტავს.
22.11.2014
ცოტა დიდი თავი რო დადოთ არ შეიძლებაა ან 2 თავი დაამატეთ ძაან ცოტაა :((
ლიზი
22.11.2014
დაამატეთ უფრო მეტი, ძალიან ცოტაა. სულ უფრო და უფრო აპატარავებთ
ელი
22.11.2014
Ra ubedurebaa,daamatet kidev, rogorc ki davicxeb kitxvas, mashinve unda damtavrdees?!
mari
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დასაწყისი იხილე აქ

XLII ნაწილი

მანქანას მიუახლოვდა, კაპოტზე ხელი ისე დაუტყაპუნა, როგორც ბედაურს, გარშემო შემოუარა, ხელისგულით ეხებოდა და გუნებაში მასაც ემშვიდობებოდა



დასაწყისი იხილე აქ

XLI ნაწილი

სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ სასტუმროში გავყვები. შენ უკან უნდა აგვეკიდო



დასაწყისი იხილე აქ

XL ნაწილი

საკუთარ სიკვდილთან შეხვედრას ჩქარობ, არა? ხვალ და იყოს - ხვალ!


დასაწყისი იხილე აქ

XXXIX ნაწილი

ვიცი, რომ ბელა ჩემი დაა, - ჩურჩულით თქვა ბავშვმა


დასაწყისი იხილე აქ

XXXVIII ნაწილი

იმ კაცებს ხომ არ მადრი, რომლებიც შენს ჭკუაზე გიტარებია? მე სხვა ვარ იცოდე და ჩემს გრძნობებზე თამაშს არ გაპატიებ!

მოჩვებნებების არსებობის არ სჯეროდა, მაგრამ როცა ერთ-ერთ საფლავზე რაღაც მოძრავი არსება შენიშნა, უკან ლამის ყვირილით გაიქცა

დასაწყისი იხილე აქ

XXXVII ნაწილი

ბედზე აქვს ჯადო ”დადებული”. რამდენჯერაც გათხოვდები, იმდენჯერ ქმარი მოგიკვდება

მოდი და ნუ ინერვიულებ, დღეს პოლიციაში ისე მექცეოდნენ, როგორც კრიმინალს


დასაწყისი იხილე აქ

XXXVI ნაწილი

სასტუმროდან გამოვეპარე და ისე დავიკარგე, ჩემს კვალს ვეღარსად მიაგნო...

ამაზე უკეთეს "სცენარს" ვერც კი მოიფიქრებდა. ცხოვრებამ თვითონ მოაწყო ყველაფერი ისე, როგორც საჭირო იყო


დასაწყისი იხილე აქ

XXXV ნაწილი

- საშიში ქალი ხარ...

- ვგავართ ერთმანეთს, - ანამ მზერა გაუსწორა მამაკაცს.

დასაწყისი იხილე აქ

XXXIV ნაწილი

50 ათასი იოლი საშოვნელი არ არის და მე მაგდენი ფული არ მაქვს. 5 ათასს მოგცემ - იმ პირობით, რომ სამუდამოდ დაიკარგები ბელასა და ჩემი ცხოვრებიდან


დასაწყისი იხილე აქ

XXXIII ნაწილი

პატარას ერთი ხელი მუხლებში ამოსდო, მეორე წელზე მოხვია, მკერდზე მიიხუტა და ლევანს თავით ანიშნა, შემოსასვლელი კარი გაეღო

უკვე მთელი კვირა იყო გასული, რაც ვახოს კვალში მიჰყვებოდა, მაგრამ მისი გაცნობა ვერა და ვერ მოახერხა


კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
869 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი